IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> რატომ კვდებიან ჩვილი ბავშვები?, რატომ კვდებიან ჩვილი ბავშვები?
Alterego
პოსტი Aug 13 2013, 04:38 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 378
რეგისტრ.: 27-December 12
წევრი № 12,845



თუკი ადამიანის ამქვეყნად ცხოვრების მთავარი მიზანი უნდა იყოს ის რო ღმერთი ჩევიცნოთ და თუკი ეს ცხოვრება დიდი გამოცდაა, რატო კვდებიან ჩვილი ბავშვები და მათ ღმერთი რატო არ აძლევს საშუალებას რო მათმაც განვლონ ეს ცხოვრება? და საერთოდ ღმერთი რო სულს შთაბერავს ადამიანს მალევე რამდენიმე დღეში უკან რატო მიყავს?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 13 2013, 09:53 PM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
თუკი ადამიანის ამქვეყნად ცხოვრების მთავარი მიზანი უნდა იყოს ის რო ღმერთი ჩევიცნოთ და თუკი ეს ცხოვრება დიდი გამოცდაა, რატო კვდებიან ჩვილი ბავშვები

უფლის მოწყალების და გამო...
ციტატა
მათ ღმერთი რატო არ აძლევს საშუალებას რო მათმაც განვლონ ეს ცხოვრება?

იქნებ იმიტომ რომ თავისი წინასწარმცოდნეობით იცის თუ როგორ საქმეებს განახორციელებს ის მომავალში და ამის გამო?
ამაზე გიფიქრია?
ციტატა
და საერთოდ ღმერთი რო სულს შთაბერავს ადამიანს მალევე რამდენიმე დღეში უკან რატო მიყავს?

მაგალითად როდის აბა?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Alterego
პოსტი Aug 13 2013, 10:47 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 378
რეგისტრ.: 27-December 12
წევრი № 12,845



ციტატა(A.V.M @ Aug 13 2013, 09:53 PM) *


იქნებ იმიტომ რომ თავისი წინასწარმცოდნეობით იცის თუ როგორ საქმეებს განახორციელებს ის მომავალში და ამის გამო?
ამაზე გიფიქრია?




ეგრე უამრავი ადამიანია ვინც ცუდ გზას ადგას ისინი რატო არ წაიყვანა დაბადებისთანავე? ეგ ცუდი არგუმენტია smile.gif)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 13 2013, 10:55 PM
პოსტი #4


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



Alterego
ციტატა
ეგრე უამრავი ადამიანია ვინც ცუდ გზას ადგას ისინი რატო არ წაიყვანა დაბადებისთანავე? ეგ ცუდი არგუმენტია )

ადამიანი მაშინ გადის ამ ქვეყნიდან , როდესაც ყველაზე საუკეთესო მომენტია.მაშინ , როდესაც უფრო წინ ვეღარ წაიწევს სულიერებაში...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Alterego
პოსტი Aug 13 2013, 11:30 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 378
რეგისტრ.: 27-December 12
წევრი № 12,845



ციტატა(A.V.M @ Aug 13 2013, 10:55 PM) *

Alterego

ადამიანი მაშინ გადის ამ ქვეყნიდან , როდესაც ყველაზე საუკეთესო მომენტია.მაშინ , როდესაც უფრო წინ ვეღარ წაიწევს სულიერებაში...


ხო მაგრამ მაგალითად ჩარლზ მენსონი, ბონი და კლაიდი და სხვები ხო იცოდა ღმერთმა რო ცუდ გზას დაადგებოდნენ როცა ჩვილები იყვნენ რატო არ წაიყვანა და აარიდა იმას რაც ეხლა ჩაიდინეს? და რატო წაიყვანა სხვა ბავშვები?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 13 2013, 11:35 PM
პოსტი #6


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
ხო მაგრამ მაგალითად ჩარლზ მენსონი, ბონი და კლაიდი და სხვები ხო იცოდა ღმერთმა რო ცუდ გზას დაადგებოდნენ როცა ჩვილები იყვნენ რატო არ წაიყვანა და აარიდა იმას რაც ეხლა ჩაიდინეს? და რატო წაიყვანა სხვა ბავშვები?

შეიძლება იმიტომ რომ მენსონზე და სხვებზე უარესები უნდა გამოსულიყვნენ...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Alterego
პოსტი Aug 13 2013, 11:54 PM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 378
რეგისტრ.: 27-December 12
წევრი № 12,845



ციტატა(A.V.M @ Aug 13 2013, 11:35 PM) *

შეიძლება იმიტომ რომ მენსონზე და სხვებზე უარესები უნდა გამოსულიყვნენ...



მენსონზე უარესი არსებობდა ადოლფ ჰიტლერი, იოსებ სტალინი ohmy.gif მაგრამ არსებობდნენ smile.gif)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 14 2013, 12:09 AM
პოსტი #8


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



Alterego
ციტატა

მენსონზე უარესი არსებობდა ადოლფ ჰიტლერი, იოსებ სტალინი მაგრამ არსებობდნენ )

უნდა შეცვალო საუბრის მიმართულება , თორემ ეს ყველაფერი , ,,უკანასკნელი რიცხვის ძებნას ჰგავს.''
მეტყვი რომელიმე უარყოფით პიროვნებას და მე უარესს დაგისახელებ , უფრო უარესს მეტყვი და მეც გეტყვი რომ მაგათზე უარესები არ გაზრდილიყვნენ ეს ბავშვები და საბოლოოდ მივალთ ყველაზე უარეს პიროვნებამდე-ანტიქრისტემდე და მეტყვი , თუ რატომ არ მოკლა მცირე ასაკშივე იგი ღმერთმა...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Alterego
პოსტი Aug 14 2013, 12:24 AM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 378
რეგისტრ.: 27-December 12
წევრი № 12,845



ციტატა(A.V.M @ Aug 14 2013, 12:09 AM) *

Alterego

უნდა შეცვალო საუბრის მიმართულება , თორემ ეს ყველაფერი , ,,უკანასკნელი რიცხვის ძებნას ჰგავს.''
მეტყვი რომელიმე უარყოფით პიროვნებას და მე უარესს დაგისახელებ , უფრო უარესს მეტყვი და მეც გეტყვი რომ მაგათზე უარესები არ გაზრდილიყვნენ ეს ბავშვები და საბოლოოდ მივალთ ყველაზე უარეს პიროვნებამდე-ანტიქრისტემდე და მეტყვი , თუ რატომ არ მოკლა მცირე ასაკშივე იგი ღმერთმა...


ჰო უბრალოდ ეგ არგუმენტი ცუდია რო იცი რაა? ცუდი გაიზრდებოდა და მიტო, აი მამიდაჩემები რო პატარები გარდაიცვალენ ეხლა ისინი თუ ჰიტლერზე უარესს რამეებს გააკეთებდნენ ნუ რავიცი smile.gif) უბრალოდ ვაღიაროთ ის რო ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს smile.gif) ეს იცის ღმერთმა და ოდესღაც ალბათ გავიგებთ smile.gif) აქ იმიტო დავსვი ეს კითხვა იქნებ ვინმეს რამე ისეთი პასუხი გაეცა, აი ეგ პასუხი რო ღმერთმა იცოდა ის რო რაღაც ცუდი ადამიანი იქნებოდა უამრავჯერ მომისმენია მაგრამ არ ვეთანხმები , პასუხი სხვა არის და რა არის ჯერ არ ვიცი, მაგალითად ბავშვი რომელიც ხეიბარი იბადება , იბადება იმიტო რო ის რო ჯანმრთელი ყოფილიყო რამეს დაუშავებდა ვინმეს და ღმერთმა დააინვალიდა და მისთვის ასე ჯობდა? არასწორია მსგავსი მიდგომა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Aug 14 2013, 09:23 AM
პოსტი #10


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა(Alterego @ Aug 14 2013, 12:24 AM) *

უბრალოდ ვაღიაროთ ის რო ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს smile.gif) ეს იცის ღმერთმა და ოდესღაც ალბათ გავიგებთ smile.gif)

გცოდნია პასუხი და რაღა საჭირო იყო კითხვის დასმა? საერთოდ ადამიანი იმდენს იგებს რაც მისთვის არის საჭირო, მეეჭვება პასუხი იმაზე, თუ რატომ მიჰყავს ღმერთს თავისთან პატარა ბავშვები, რომელიმე ჩვენგანს სულიერებაში დაეხმაროს. ადამიანს ვისაც არ სწამს, სხვა კითხვას მოძებნის, ვისაც წამს, იმისთვის მნიშვნელობა არ ექნება ამ საკითხს. ამას იმასაც თუ დავუმატებთ , რომ ადამიანის გონება იმასაც ვერ იტევს რაც იცის და ღვთის არსებობას ეჭქვეშ აყენებს ( ათეისტებს ვგულისხმობ), პატარა დეტალების ცოდნა უფრო მიუწვდომელი იქნება და ასეც არის. ჩემი პასუხი ეს არის.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 14 2013, 01:33 PM
პოსტი #11


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



Alterego
აუჰ...biggrin.gif
ფორმაში ხარ გეტყობა . დასვამ რაღაც კითხვას და მერე ერთი და იგივე...
იქნებ ცოტა მოგეცადა და ბოლომდე მიგეყვანა საუბარი?

კითხვა ნომერი პირველი:
1–სულს ასაკი აქვს?
2– ქრისტიანის ცხოვრებაში უმთავრესი რაა? დიდხანს იცოცხლოს ქვეყანაზე თუ ცხონდეს?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Alterego
პოსტი Aug 14 2013, 02:49 PM
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 378
რეგისტრ.: 27-December 12
წევრი № 12,845



ციტატა(G_saxva @ Aug 14 2013, 09:23 AM) *

გცოდნია პასუხი და რაღა საჭირო იყო კითხვის დასმა? საერთოდ ადამიანი იმდენს იგებს რაც მისთვის არის საჭირო, მეეჭვება პასუხი იმაზე, თუ რატომ მიჰყავს ღმერთს თავისთან პატარა ბავშვები, რომელიმე ჩვენგანს სულიერებაში დაეხმაროს. ადამიანს ვისაც არ სწამს, სხვა კითხვას მოძებნის, ვისაც წამს, იმისთვის მნიშვნელობა არ ექნება ამ საკითხს. ამას იმასაც თუ დავუმატებთ , რომ ადამიანის გონება იმასაც ვერ იტევს რაც იცის და ღვთის არსებობას ეჭქვეშ აყენებს ( ათეისტებს ვგულისხმობ), პატარა დეტალების ცოდნა უფრო მიუწვდომელი იქნება და ასეც არის. ჩემი პასუხი ეს არის.


ზემოთ დავწერე ეგ თუ რატო დავსვი ეგ კითხვა smile.gif))

ციტატა(A.V.M @ Aug 14 2013, 01:33 PM) *

Alterego
აუჰ...biggrin.gif
ფორმაში ხარ გეტყობა . დასვამ რაღაც კითხვას და მერე ერთი და იგივე...
იქნებ ცოტა მოგეცადა და ბოლომდე მიგეყვანა საუბარი?

კითხვა ნომერი პირველი:
1–სულს ასაკი აქვს?
2– ქრისტიანის ცხოვრებაში უმთავრესი რაა? დიდხანს იცოცხლოს ქვეყანაზე თუ ცხონდეს?


სულს ასაკი ალბათ არ აქვს მაგრამ ცხონებას რაც შეეხება ცხონება ადამიანმა უნდა მოიპოვოს მისი ცხოვრებით, სინდისით და იმ ცხოვრებით როგორაც ცხოვრობდა და ამ ქვეყნად მოვლინება მერე ეგრევე წაყვანა და ცხონება უაზრობაა smile.gif)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 14 2013, 09:20 PM
პოსტი #13


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



Alterego
ციტატა
ცხონება ადამიანმა უნდა მოიპოვოს მისი ცხოვრებით, სინდისით და იმ ცხოვრებით როგორაც ცხოვრობდა და ამ ქვეყნად მოვლინება მერე ეგრევე წაყვანა და ცხონება უაზრობაა )

თუ ამ აზრზზე ხარ , დღევანდელ პრობლემებს რაღატო განვიხილავთ? აგერ მშვენიერი მაგალითია სახარებაში , ჰეროდემ რომ 14 000 ყრმა დახოცა , ,,2 წლისა და უდარესი ასაკის.''
როგორი უსამართლო ყოფილა ღმერთი ხომ?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Alterego
პოსტი Aug 14 2013, 09:39 PM
პოსტი #14


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 378
რეგისტრ.: 27-December 12
წევრი № 12,845



ციტატა(A.V.M @ Aug 14 2013, 09:20 PM) *

Alterego

თუ ამ აზრზზე ხარ , დღევანდელ პრობლემებს რაღატო განვიხილავთ? აგერ მშვენიერი მაგალითია სახარებაში , ჰეროდემ რომ 14 000 ყრმა დახოცა , ,,2 წლისა და უდარესი ასაკის.''
როგორი უსამართლო ყოფილა ღმერთი ხომ?


ხოდა ზუსტად მაგ კითხვას ვსვამ რა აზრი ქონდა იმ 14 000 ბავშვის დაბადებას? მაგრამ ალბათ რაღაც როლი ითამაშეს იმ ბავშვებმა იმ ისტორიული მომენტის შექმნაში smile.gif)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 14 2013, 11:18 PM
პოსტი #15


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



Alterego
ციტატა

ხოდა ზუსტად მაგ კითხვას ვსვამ რა აზრი ქონდა იმ 14 000 ბავშვის დაბადებას? მაგრამ ალბათ რაღაც როლი ითამაშეს იმ ბავშვებმა იმ ისტორიული მომენტის შექმნაში )

AUH...
დაგიწერ პასუხს ,რომ მოვიცლი...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 15 2013, 09:00 PM
პოსტი #16


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



Alterego
როდესაც ფორუმზე დარეგისტრირდი გვითხარი რომ ხარ მართლმადიდებელი ქრისტიანი , გყავს მოძღვარი და.ა.შ მოკლედ მართლმადიდებელი ვარო . მაგრამ აქედან , თითქმის ყოველი დღის მანძილზე ისეთ რაღაცეებს მოქმედებდი ფორუმზე რომ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდი შენს რელიგიურ სტატუსს.ამის გამო მიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი რომ მართლმადიდებელი არ ხარ . მცირე მიზეზებს ჩამოვთვლი თუ რატომაც :

1-მღვდლების გაუთავებელი კრიტიკა . მაგრამ ამას არა უშავს , ვფიქრობდი ჯანსაღი კრიტიკაა და გული შეტკივა მეთქი.

2-სასულიერო იერარქებისათვის შეურაცხყოფის მიყენება - (მეუფე იაკობზე მახსოვს შენი კომენტარები)

3-ე.წ;. სექსუალურ უმცირესობებზე შენი აზრებიც მახსოვს .

მაგრამ ეს კიდევ არაფერი . ვფიქრობდი მეთქი საკუთარი აზრები გააჩნია და მერე რა იყო მეთქი .

ამას კი რა დაემატა:

4-დაბეჯითებით მტკცება რომ ბიბლია და სახარება რეინკარნაციის შესაძლებლობას უშვებს .

5- ცრუ ბრალდებები ეკლესიის ისტორიის შესახებ , რომ ვითომ მე-6 საუკუნემდე რაღაცა უბედურობებს ამართლებდა და მერე ,,ხალხის სამართავად'' შეცვალეს მეთოდი.

6- და ახლა უკვე ღმერთის ქმედებებში შეგაქვს დაეჭვება .
ციტატა
ჰეროდემ რომ 14 000 ყრმა დახოცა , ,,2 წლისა და უდარესი ასაკის.''
როგორი უსამართლო ყოფილა ღმერთი ხომ?


ხოდა ზუსტად მაგ კითხვას ვსვამ რა აზრი ქონდა იმ 14 000 ბავშვის დაბადებას? მაგრამ ალბათ რაღაც როლი ითამაშეს იმ ბავშვებმა იმ ისტორიული მომენტის შექმნაში


ყოველივე ამის შემდეგ მიჩნდება კითხვა- მართლმადიდებელი როგორ ხარ? ან თუ ხარ რაში გამოიხატება იგი?

სწორად გამიგე . შენ შეგიძლია ნებისმიერ რამეს ფიქრობდე და ნებისმიერი რამე გეგონოს , მაგრამ მართლმადიდებლობა გარჯკვეულ ჩარჩოებში მოქცევას გულისხმობს და თუ მასში არ მოექცევი შეუძლებელია მართლმადიდებელი იყო .

ახლა უშუალოდ ჩვილთა სიკვდილის შესახებ გადავალ

ვკითხულობდი იოანე ოქროპირის ჰომილიებს და ძალიან ბევრი რამ აღმოვაჩინე მასში ისეთი რაც შენი მცდარი აზრის შესახებ მსჯელობას ეხება . შენის ნებართვით დავაციტირებ:


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 15 2013, 09:30 PM
პოსტი #17


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



,,ბევრი განუსჯელად მსჯელობს ამ ბავშვების შესახებ და მათი მოწყვეტის უსამართლობა აღაშფოთებს ; ზოგი მორიდებით გამოთქვამს ეჭვებს ; ზოგიც საკმაოდ უტიფრად ...
თუკი გასაკიცხია , რომ ყრმათა მოწყვეტა დაუშვა საღმრთო განგებულებამ , მაშინ პეტრეს მცველი მეომრების სიკვდილის გამოც გაკიცხონ იგი, როგორც აქ ყრმის განრიდების შემდგომ ისჯებიან სხვა ყრმები , ასევე იქაც , მას შემდეგ რაც პეტრე დილეგისა და ბორკილებისგან გაანთავისუფლა ანგელოზმა , სახელითა და ხასიათით მსგავსმა ტირანმა პეტრეს მიერ მისი მცველი მეომრები დასაჯა!...
ქრისტე კი არ იყო ამ ჩვილების სიკვდილის მიზეზი , არამედ , – სისასტიკე მეფისა . შესაბამისად განა პეტრე იყო მეომართა სიკვდილის მიზეზი? არამედ ჰეროდეს უგუნურება . ..
უნდა ვფიქრობდეთ ჩვენს სატანჯველზე . ამ ტანჯვით ან საკუთარ ცოდვებს წარვხოცავთ , ანდა , თუ ცოდვა არ გვაქვს , მათთვის ბრწყინვალე გვირგვინებს ვიღებთ . ისმინე , რას ამბობს პავლე მეძავების შესახებ : ,, მიცემად ეგევითარი იგი ეშმაკსა სატანჯველად ხორცითა , რათა სული ცხონდეს . ‘’ (1კორ.5,5)...
იტყვი შენ , რა ცოდვა ჰქონდათ ყრმებს , თავიანთი სისხლით რომ უნდა ჩამოერეცხათ? ზემოთთქმული ხომ შეიძლება მიესადაგოს მხოლოდ ზრდასულ ადამიანებს , რომელთაც მრავლად სცოდეს...
თუკი არ არსებობს ცოდვა , მაშინ ამქვეყნიური ტანჯვისათვის ჯილდო მიიღება? ამგვარად რა დააკლდათ ამ მიზეზით მოწყვეტილ ბავშვებს , რომლებმაც მსწრაფლ მიაღწიეს მშვიდ ნავთსაყუდელს? შენ იტყვი , რომ ისინი ბევრ რამეს გააკეთებდნენ და შესაძლოა ძალიან დიდ საქმეებსაც , მათი ცხოვრება რომ გაგრძელებულიყო . მაგრამ ღმერთი მცირედ ჯილდოს როდი სთავაზობს მათ იმისათვის , რომ სიცოცხლეს ამისთანა მიზეზით მოაკლდნენ . იგი არც დაუშვებდა მათ ნაადრევ სიკვდილს , მათ რომ შესძლებოდათ დიდებულნი გამხდარიყვნენ . თუკი ღერთი ასეთი მრავალმოთმინებით უშვებს , იცოცხლონ მათ , ვინც მთელ ცხოვრებას ბოროტებაში ატარებენ , მაშინ მით უმეტეს , არ დაუშვებდა სიკვდილს ამ ბავშვებისას , თუკი განჭვრეტდა , რომ ისინი დიად საქმეებს აღასრულებდნენ . ..
ამგვარია ჩვენი საფუძვლები . თუმცა , ეს ყველაფერი არ არის , არამედ არსებობს სხვა დაფარული მიზეზები , რომელთა შესახებაც სრულად უწყის მან , ვინც ყოველივე ამგვარად განაგო . ..''
(გვ–73 ; 74 ; 75 . წმ.იოანე ოქროპირი კონსტანტინოპოლის მთავაეპისკოპოსი – განმარტება სახარებისათვის წმიდისა მოციქულისა და მახარებელისა მათესი . თბილისი 2009)


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Alterego
პოსტი Aug 15 2013, 11:26 PM
პოსტი #18


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 378
რეგისტრ.: 27-December 12
წევრი № 12,845



მართლმადიდებელი ვარ , მოვინათლე 1998 წელს ქუთაისის ხარების ეკლესიაში smile.gif) როგორც მახსოვს მამაოს გიორგი ერქვა smile.gif) მყავს 3 ნათლია smile.gif) ადრე ვცდილობდი მეცხოვრა ეკლესიურად და მოძრვარიც მყავდა 2 თან ერთი საქართველოში და მერე როცა ესპანეთში წავედი აქ ქართულ ეკლესიაშიც smile.gif) შემდეგ მოხდა ის რომ გამიჩნდა კითხვები და მოსაზრებები რაღაც საკითხებზე , შევხედე სასულიერო პირების არასწორ ქმედებებს რაც ამ ფორუმზე აღვნიშნე და სხვა საკითხები smile.gif) ასე რომ არ ვარ მართლმადიდებლობას ამოფარებული სხვა რელიგიის წარმომადგენელი ან თუმდაც ათეისტი smile.gif) მწამს ღმერთის მაგრამ თუ რამეს არ ვეთანხმები და დოგმად მივიჩნევ არ ნიშნავს რო ურჯულო ვარ და რაღაც ეგეთი biggrin.gif

რაც შეეხება პასუხს, ბავშვთა მკვლელობა არ იყო ღმერთის მიერ და ჰეროდეს ბრალი იყო, და გასაგებია რო ის ბავშვები სასუფეველს დაიმკიდრებდნენ მერე მაგრამ ღმერთმა ხო იცის წარსული,აწმყო და მომავალი? შესაბამისად ხო წინასწარ იცოდა რო ჰეროდე მოკლავდა ამ ჩვილებს? ჰოდა მაგას ვამბობ რო ეს საჭირო იყო იმიტომ რომ ისტორია შექმნილიყო გასაგებია რო ის ბავშვები ღმერთთან იქნებიან მაგრამ ისტორია შეიქმნა ესაა და ეს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 15 2013, 11:47 PM
პოსტი #19


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



Alterego

ციტატა
სე რომ არ ვარ მართლმადიდებლობას ამოფარებული სხვა რელიგიის წარმომადგენელი ან თუმდაც ათეისტი ) მწამს ღმერთის მაგრამ თუ რამეს არ ვეთანხმები და დოგმად მივიჩნევ არ ნიშნავს რო ურჯულო ვარ და რაღაც

ვერ გაიგე რა გითხარი...
რაც შენ დაწერე (და რასაც წერ მთელი ამ ხნის მანძილზე) ნიშნავს იმას რომ მართლმადიდებელი არ ხარ .
გწამდეს ღმერთი კი ბატონო . არავინ გეუბნევა რომ ათეისტი ან სხვა რელიგიის წარმომადგენელი ხარ , უბრალოდ გეუბნევი იმას თუ რა არ ხარ .
ციტატა
შესაბამისად ხო წინასწარ იცოდა რო ჰეროდე მოკლავდა ამ ჩვილებს? ჰ

ღმერთმა კი არა მთელმა ებრაელმა ხალხმა იცოდა ამის შესახებ . პირდაპირი წინასწარმეტყველება იყო ძველ აღთქმაში რომ ამგვარი ფაქტი მოხდებოდა .
ციტატა
ჰოდა მაგას ვამბობ რო ეს საჭირო იყო იმიტომ რომ ისტორია შექმნილიყო გასაგებია რო ის ბავშვები ღმერთთან იქნებიან მაგრამ ისტორია შეიქმნა ესაა და ეს

იქნებ უფრო დაგეკონკრეტებინა...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Alterego
პოსტი Aug 16 2013, 12:01 AM
პოსტი #20


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 378
რეგისტრ.: 27-December 12
წევრი № 12,845



ციტატა(A.V.M @ Aug 15 2013, 11:47 PM) *

Alterego
ვერ გაიგე რა გითხარი...
რაც შენ დაწერე (და რასაც წერ მთელი ამ ხნის მანძილზე) ნიშნავს იმას რომ მართლმადიდებელი არ ხარ .
გწამდეს ღმერთი კი ბატონო . არავინ გეუბნევა რომ ათეისტი ან სხვა რელიგიის წარმომადგენელი ხარ , უბრალოდ გეუბნევი იმას თუ რა არ ხარ .


ოკ არ ვიყო smile.gif) ჯობია ლოგიკური კითხვები მიჩნდებოდეს და ამის გამო არ მეძახოდნენ მართლმადიდებელს ვიდრე ბრმად დავეთანხმო ყველაფერს და მართლმადიდებელს მეძახდნენ smile.gif))


ციტატა(A.V.M @ Aug 15 2013, 11:47 PM) *

Alterego
ღმერთმა კი არა მთელმა ებრაელმა ხალხმა იცოდა ამის შესახებ . პირდაპირი წინასწარმეტყველება იყო ძველ აღთქმაში რომ ამგვარი ფაქტი მოხდებოდა .
იქნებ უფრო დაგეკონკრეტებინა...


რაღა დავაკონკრეტო ყველაფერი ვთქვი რო რაც მოხდა წინასწარ იყო დაგეგმილი, ასევე მსგავსი კითხვა შეძლება დაისვას იმაზე რომ ღმერთმა წინასწარ იცოდა რო იუდა ისკარიოტელი იესოს გასცემდა , ანუ ეს ისტორიის ნაწილი იყო იუდას როარ გაეცა ჯვარსაც არ აცვავდნენ იესოს და ეს ესე უნდა მომხდარიყო, ასე რო ვთქვათ იუდას ბედი იყო ეგ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 12:10 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი