IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V < 1 2 3 4 >  
Reply to this topicStart new topic
> სამეცნიერო ლექციები
კანუდოსელი
პოსტი Oct 31 2007, 01:31 PM
პოსტი #41


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(staywhite @ Oct 31 2007, 02:22 PM) *

ბიჭებო,

სრტინგულ თეორიაზე რას იტყვით, გამორიცხავთ მისი მუშაობის შესაძლებლობას? თუ მოძველებულად მიიჩნევთ? smile.gif ეგებ დაწეროთ რაიმე.



ვინ თქვა რომ დროს ჩაბარდა?
სიმების თეორია არის საინტერესო ალტერნატივა სამყაროს სიმეტრიის გაგებისა, თუმცა როგორც ყველა სფეროში, ისე აქაც - არის პრობლემები...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Oct 31 2007, 03:35 PM
პოსტი #42


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ძალიან რთული მათემატიკური ჩახლართვებია, კადუნოსელი... ეს ჩემი აზრით მხოლოდ, ეგებ თქვენ სხვა აზრის ხართ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
d.p
პოსტი Oct 31 2007, 09:25 PM
პოსტი #43


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,115
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 763



ციტატა
ანუ მოკლედ რომ ვთქვა, მიზეზობრიობის პირობის შენარჩუნებისთვის საჭიროა სიჩქარის შეზღუდვა რაღაც ზედა ზღვარით - სინათლის სიჩქარით - რას მაწერინებ ამდენს კაცო, ისედაც კარგად იცი smile.gif


ეგ კი ვიცი - მე ვიგულისხმე რამდენად დაკავშირებულია კვანტური მდგომარეობის მყისიერად გადაცემა "მატერიალური" ნაწილაკის ანუ ეგერგია-იმპულსის სინათლის სიჩქარეზე სწრაფად გადატანასტან და აქედან გამომდინარე დროში მოგზაურობასთან თქო biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 1 2007, 12:39 PM
პოსტი #44


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(d.p @ Oct 31 2007, 10:25 PM) *

ეგ კი ვიცი - მე ვიგულისხმე რამდენად დაკავშირებულია კვანტური მდგომარეობის მყისიერად გადაცემა "მატერიალური" ნაწილაკის ანუ ეგერგია-იმპულსის სინათლის სიჩქარეზე სწრაფად გადატანასტან და აქედან გამომდინარე დროში მოგზაურობასთან თქო biggrin.gif



ეს მე რომ მკითხოს ადამიანმა, არა ცალსახა მომენტია, ანუ ინფორმაციის გადატანა არის თუ არა ენერგიის გადატანა ერთდროულად...ამაზე კი მიდის კამათი, მაგრამ მთლად ჩამოყალიბებული პოზიცია არ არსებობს...სპეკულაციები - ოხრად biggrin.gif

ნაწილაკის მოძრაობასთან ცალსახად კავშირი არა აქვს ეს ცხადია.


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაკუნა
პოსტი Nov 1 2007, 06:06 PM
პოსტი #45


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,495
რეგისტრ.: 18-March 07
წევრი № 1,409



მართლა ძალიან ძალიან საინტერესო რაღაცეებს წერთ, სამწუხაროდ მე მხოლოდ წაკითხვა შემიძლია. disobedient.gif სად შემწევს იმის ძალა რომ რამე დავპოსტო? dntknw.gif
თუმცა თუ ასე გააგრძელებთ მგონი ჩვენ, უბრალო მოკვდავნიც, შევძლებთ მალე დაპოსტვას. preveds.gif მშვენიერი "მასტერკლასია" თქვენი პოსტები ამ საკითხში ცოტა მაინც გასარკვევად madlioba.gif იმედია უფრო აქტიურად მოხდება რიგი საკითხების განხილვა და კიდევ დანარჩენებსაც დაგვეხმარებით რომ ცოტა რაღაცას მაინც მივხვდეთ mail1.gif (ნუ მარტივად თუ აგვიხსნით ჩვენთვის გაუგებარ ფრაზებს ძალიან კარგი იქნება a075.gif )


--------------------
ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...

ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება...

არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
d.p
პოსტი Nov 2 2007, 03:30 AM
პოსტი #46


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,115
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 763



მოკლედ ზაზას და ჩემაა საუბარმა მოიტანა და კიდე ამ თემის სათაურმა და ვდებ ვიდეოს რომელშიც დევიდ მერმინი - კონდ. გარემოს ფიზიკაში და ბოლო დროს კვანტური მექანიკის ფუნდამენტურ ასპექტებში, კერძოდ კი ეპრ თეორიაში მუშაობს: შევეცდები რუსულადაც ვნახო თუ არის რამე მერე. საუბარია ელემენტალურ პოპულარულ დონეზე:

http://video.google.com/videoplay?docid=14...earch&plindex=0
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Nov 2 2007, 03:54 PM
პოსტი #47


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



staywhite
ციტატა
სრტინგულ თეორიაზე რას იტყვით

სიმების თეორიაც ძალიან საინტერესოა, ამ თეორიის მიხედვით წერტილოვანი ელემენტარული ნაწილაკები ჩანაცვლებულია მერხევი სიმებით, რომლის რხევა (ამპლიტუდა და სიხშირე) განსაზღვრავს ელემენტარული ნაწილაკების თვისებებს და რაობას. სიმები არის ერთგანზომილებიანი წირები, რომელიც შეიძლება ჩაკეტილიც იყოს ან შეიძლება არც იყოს ჩაკეტილი... მაგარი საინტერესოა. რამდენადაც მე ვიცი უნდა არსებობდეს ხუთი განსხვავებული სიმების თეორია, რომელთა გაერთიანება წარმოადგენს უკვე M-თეორიას, ეს ყველაფერი კი ალბათ ბოლოს უმიზნებს უნივერსალური ურთიერთქმედების თეორიას. ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია...

აგერ შეგიძლიათ უყუროთ პოპულარულ ინგლისურენოვან გადაცემას: String Theory to M-Theory (სიმების თეორიიდან M-თეორიამდე)

ასევე ძალიან საინტერესოა გრავიტაციული ძალების შედარებითი წარმოდგენა ნიუტონის მექანიკაში და აინშტაინის ზოგად ფარდობითობის თეორიაში. საქმე იმაშია, რომ ნიუტონი ფიქრობდა, რომ გრავიტაციული ველის გავრცელება ხდებოდა მეყსეულად - უსასრულოდ დიდი სიჩქარით, მაგრამ აინშტაინმა დააწესა სამყაროში სიჩქარის ლიმიტი C და ცხადია გრავიტაციული ძალების გადაცემის სიჩქარეც ამ ჩარჩოებში მოექცა. ძალიან მაგარი ვიდეოსიმულაციაა გაკეთებული მზის სისტემიდან მზის პირობითი გაქრობის შემთხვევაში პლანეტები, როგორ აგრძელებენ ორბიტალურ მოძრაობას 4-განზომილებიანი (x,y,z,t) სივრცედროითი სტრუქტურის გეოდეზიური წირების გასწვრივ, მანამ სანამ მზის გაქრობით გამოწვეული გრავიტაციული ტალღა არ მოაღწევს დედამიწის ორბიტამდე, რომელიც სინათლის C სიჩქარით ვრცელდება სამყაროში.

შეგიძლიათ უყუროთ ინგლისურენოვან გადაცემას: General relativity & Gravity (ზოგადი ფარდობითობა და გრავიტაცია)

P.S. რამდენადაც მე ვიცი სამყაროში სიჩქარის ლიმიტი C გამოწვეული უნდა იყოს მასის უსასრულოდ გაზრდით და შემდგომი აჩქარების შეუძლებლობით, სინათლის სიჩქარეს მგონი მხოლოდ ის ნაწილაკები უნდა აღწევდნენ, რომლებსაც უაძრაობის მასა არ გააჩნიათ, ჰოდა თუ წარმოვიდგენთ, რომ ნაწილაკს არც მოძრაობის მასა არ გააჩნია (არადა ჰიპოთეზურად გრავიტონი სწორედ ასეთადაა ნავარაუდევი) მაშინ რატომ არ შეიძლება რომ ის მოძრაობდეს სინათლის სხივზე სწრაფად?! ვთქვათ 10C... სადღაც წავიკითხე კიდეც ამგვარი მოსაზრება, რაზეც იყო აგებული გრავიტონის დროში მოგზაურობის ვარიანტი, როგორც ისეთი სიჩქარით მოძრავი ობიექტის, რომლის დროსაც დრო უარყოფითი ხდება. არ შეიძლება, რომ აინშტაინის თეორია არ იყოს სრულყოფილი და მზის პირობითი გაქრობის შემთხვევაში პლანეტებმა დაიწყონ წრფივი მოძრაობა მხების გასწვრივ უფრო ადრე (თუმცა არა მეყსეულად) ვიდრე მზის გამოსახულება გაქრებოდეს პლანეტის ზედაპირზე მყოფი დამკვირვებლისთვის? მგონი კი...


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 2 2007, 04:55 PM
პოსტი #48


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა( გიორგი @ Nov 2 2007, 04:54 PM) *

ჰოდა თუ წარმოვიდგენთ, რომ ნაწილაკს არც მოძრაობის მასა არ გააჩნია (არადა ჰიპოთეზურად გრავიტონი სწორედ ასეთადაა ნავარაუდევი) მაშინ რატომ არ შეიძლება რომ ის მოძრაობდეს სინათლის სხივზე სწრაფად?!



მოძრაობის მასა არ გააჩნია, ნიშნავს, რომ ენერგიაც არ გააჩნია და გრავიტონი, გრავიტაციული ურთიერთქმედების და შედეგად გრავ. ენერგიის განმსაზღვრელი სუბსტრატი ნამდვილად ვერ იქნება უენერგიო ანუ უმასო და ე.ი. მისი გავრცელების სიჩქარე უნდა იყოს C


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Nov 2 2007, 04:59 PM
პოსტი #49


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(კანუდოსელი @ Nov 2 2007, 04:55 PM) *

მოძრაობის მასა არ გააჩნია, ნიშნავს, რომ ენერგიაც არ გააჩნია და გრავიტონი, გრავიტაციული ურთიერთქმედების და შედეგად გრავ. ენერგიის განმსაზღვრელი სუბსტრატი ნამდვილად ვერ იქნება უენერგიო ანუ უმასო და ე.ი. მისი გავრცელების სიჩქარე უნდა იყოს C

OK...
უი, უი მართალი ხარ... ამაზე აღარ მიფიქრია...


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 2 2007, 05:27 PM
პოსტი #50


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა( გიორგი @ Nov 2 2007, 05:59 PM) *

OK...
უი, უი მართალი ხარ... ამაზე აღარ მიფიქრია...


ამას გარდა პულსარების დაკვირვების სფეროში გრავ ტალღების აღმოჩენისთვის ნობელის პრემია ტყუილად კი არ მიიღო ტეილორმა...მან დაასაბუთა, რომ გრავიტაციული ტალღები ზოგადი ფარდობითობის თეორიის მიხედვით რა დანაკარგსაც უნდა იძლეოდნენ ორმაგი პულსარის შემთხვევაში, სინამდვილეშიც ეგეთი გამოდის, რაც ამ ასპექტში მაინც (გრავ ტალღები) უეჭველს ხდის ზოგად ფარდობითობის თეორიას.


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
d.p
პოსტი Nov 2 2007, 10:14 PM
პოსტი #51


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,115
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 763



ციტატა
P.S. რამდენადაც მე ვიცი სამყაროში სიჩქარის ლიმიტი C გამოწვეული უნდა იყოს მასის უსასრულოდ გაზრდით და შემდგომი აჩქარების შეუძლებლობით, სინათლის სიჩქარეს მგონი მხოლოდ ის ნაწილაკები უნდა აღწევდნენ, რომლებსაც უაძრაობის მასა არ გააჩნიათ, ჰოდა თუ წარმოვიდგენთ, რომ ნაწილაკს არც მოძრაობის მასა არ გააჩნია (არადა ჰიპოთეზურად გრავიტონი სწორედ ასეთადაა ნავარაუდევი) მაშინ რატომ არ შეიძლება რომ ის მოძრაობდეს სინათლის სხივზე სწრაფად?! ვთქვათ 10C... სადღაც წავიკითხე კიდეც ამგვარი მოსაზრება, რაზეც იყო აგებული გრავიტონის დროში მოგზაურობის ვარიანტი, როგორც ისეთი სიჩქარით მოძრავი ობიექტის, რომლის დროსაც დრო უარყოფითი ხდება. არ შეიძლება, რომ აინშტაინის თეორია არ იყოს სრულყოფილი და მზის პირობითი გაქრობის შემთხვევაში პლანეტებმა დაიწყონ წრფივი მოძრაობა მხების გასწვრივ უფრო ადრე (თუმცა არა მეყსეულად) ვიდრე მზის გამოსახულება გაქრებოდეს პლანეტის ზედაპირზე მყოფი დამკვირვებლისთვის? მგონი კი...


არანაირი მოძრაობის მასა არ არსებობს. მასა უძრავი და ნებისმიერი სიჩქარით მოძრავი ნაწილაკის არის იგივე - უმასო ნაწილაკებს (მაგ. ფოტონს ან გრავიტონს) შეიძლება ქონდეთ ნებისმიერი ენერგია, თუმცა მათი სიჩქარე ყოველთვის არის სინათლის სიჩქარის ტოლი და ის ფაქტი რომ სინათლის სიჩქარე არის ზედა ზღვარი მემგონი არის მინკოვსკის ("ბრტყელი" სივრცე დროის) სივრცის თვისება ანუ სინათლის სიჩქარე არის მუდმივა, რომელიც ამ სივრცეს ახასიათებს და შედის სივრცის გარდაქმნის (ფიზიკურად სხვა ათვლის სისტემაში გადასვლის) განტოლებებში ისე, რომ შეუძლებელს ხდის ს.ს -ზე სწრაფად მოძრაობას - ეგ ყველაფერი კი ექსპერიმენტით არის დასაბუთებული.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Genesis
პოსტი Nov 12 2007, 08:06 PM
პოსტი #52


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



დროში მოგზაურობისა არ ვიცი... მაგრამ ზოგადად დრო იმისთვის არსებობს რაზეც სხვა ნაწილაკების მიზიდულობის ძალა მოქმედებს და უკუპროპორციულია ამ მიზიდულობის სიმძლავრესთან...
ეს ფორმულებითარის გამოთვლილი

და აქედან დასკვნა... ვისაც ჩემსავით სჯერა რომ ადამიანის სული უკვდავია, იმას ნიშნავს რომ ამ სულზე არ მქომედებს მიზიდულობის ძალა biggrin.gif


--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
d.p
პოსტი Nov 22 2007, 02:04 AM
პოსტი #53


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,115
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 763



ვისაც რუსულად ურჩევნია: გვერდზე თემაში ლინკი დააგდო ნათიამ რუსული საიტის, საიდანაც გახსნი თუ არა გადმოდის სასწაული ცოდნა (ტჰანკს) smile.gif ხოდა იქიდან- ლექცია კოსმოლოგიაში წაკითხული ანდრეი ლინდეს მიერ -ანდრეი ლინდე კიდე არის ალბათ ერთ-ერთი წამყვანი ადამიანი მაგ დარგში - შექმნა ალან გუსთან ერთად ინფლაციის თეორია, რომლის ციტირება ძალიან უყვართ ამ ფორუმზე. მოკლედ ძალიან მარტივად არის ახსნილი ყველაფერი - უბრალოდ გადმოქაჩეთ და უყურეთ და თუ რამე ვერ გაიგეთ კითხვები დასვით ვისაც აინტერესებს smile.gif

http://elementy.ru/lib/430484
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 30 2007, 04:20 PM
პოსტი #54


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



აქ იხილავთ პულსარების აღმოჩენაში ნობელის ლაურიატის ჰიუიშის (A. Hewish) ლექციას, რომელიც წაკითხული იქნა ამა წლის აგვისტოში, კანადის ქ. მონრეალის მაქ გილის უნივერსიტეტში პულსარების აღმოჩენიდან 40 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო კონფერენციაზე:

http://mediasite.campus.mcgill.ca/mediasit...da-c8651bbcd9d7

აქ კი http://imagine.gsfc.nasa.gov/docs/science/...e_galaxies.html ნახავთ ნასას საიტზე, პოპულარულ ენაზე დაწერილ სტატიას, თუ რას წარმოადგენენ ე.წ. აქტიური გალაქტიკური ბირთვები-შავი ხვრელები, რომელთა მასა 10 დან 100 მილიონამდე მზის მასის ტოლია და რომლებიც მოქცეულნი არიან ზოგიერთი გალაქტიკის ცენტრში

თუ რამე კითხვები დაიბადება,დიდი სიამოვნებით გაგცემთ პასუხს.

პ.ს.
დ.პ.-ს მადლობა ლინდეს ლექციისთვის...მაგისი სტატია მედო აქ და ახლა იგივე მონოგრაფიის გახმოვანებული ვერსიაც მაქვს... smile.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
d.p
პოსტი Dec 3 2007, 09:51 PM
პოსტი #55


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,115
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 763



კანუდოსელი

მადლობა ზაზა - საინტერესო იყო ძალიან.

სამწუხაროდ მეც. და გან. განყოფილებაში "სალაღობო" ლიდერობს ლოლ მარა არაუშავს მაინც აქ აზრი აქ ვიდეოების დაყრას. ბოლო ბოლო 1-2 კაცისთვის არქივი იქნება - რამე რო დაგვჭირდება ბევრი ძებნა არ იქნება საჭირო smile.gif

ლექციების გარდა აქ შეგვიძლია სიმულაციებიც დავდოთ: მართლა საოცარ რაღაცეებს აკეთებს ხალხი მაგ მიმართულებითაც, მაგ. ვოლკერ შპრინგელის 2 სიმულაცია: 1.) გალაქტიკების დაჯახება:

http://video.google.com/videoplay?docid=10...earch&plindex=0

და

2) "მილენიუმ" - კოსმოლოგიური სტრუქტურის ფორმირების სიმულაცია - ანუ სამყაროში ნივთიერების კონდენსაცია გალაქტიკებში და ა.შ. საოცარი ადამიანია ეგ ფიზიკაშიც და პროგრამირებაშიც ერთნაირი მასტერი.

http://video.google.com/videoplay?docid=10...earch&plindex=0
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Dec 5 2007, 06:47 AM
პოსტი #56


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



კადუნოსელი,

მე მაინტერესებს ორიონის ნისლეულის ე.წ. ტრაპეზის ამბავი. XMM-Newton-ის დეტექტორებს დაუმზერია (რენტგენის /მახასიათებელი/გამოსხივების საშუალებით) მაღალი ტემპერატურები 2,1 მილიონ გრადუსამდე, ანუ საკითხი ეხება შვეიცარიის ვილინგენის აღმოჩენა-გამოკვლევებს. ამით დგინდებაო ბევრი რამ ჩვენი გალაკტიკის გაფართოების თაობაზეო. მოკლედ, თუ დრო გექნება ზუსტად რომ დაგვიწერო რა მნიშვნელობა აქვს XMM-Newton-ის მიერ "მიღებულ" ინფორმაციას.

პ.ს პულსარებს არ ეხება, მაგრამ მაინც საინტერესოაsmile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაკუნა
პოსტი Dec 5 2007, 06:11 PM
პოსტი #57


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,495
რეგისტრ.: 18-March 07
წევრი № 1,409



ციტატა( გიორგი @ Nov 2 2007, 03:54 PM) *

staywhite

სიმების თეორიაც ძალიან საინტერესოა, ამ თეორიის მიხედვით წერტილოვანი ელემენტარული ნაწილაკები ჩანაცვლებულია მერხევი სიმებით, რომლის რხევა (ამპლიტუდა და სიხშირე) განსაზღვრავს ელემენტარული ნაწილაკების თვისებებს და რაობას. სიმები არის ერთგანზომილებიანი წირები, რომელიც შეიძლება ჩაკეტილიც იყოს ან შეიძლება არც იყოს ჩაკეტილი... მაგარი საინტერესოა. რამდენადაც მე ვიცი უნდა არსებობდეს ხუთი განსხვავებული სიმების თეორია, რომელთა გაერთიანება წარმოადგენს უკვე M-თეორიას, ეს ყველაფერი კი ალბათ ბოლოს უმიზნებს უნივერსალური ურთიერთქმედების თეორიას. ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია...

აგერ შეგიძლიათ უყუროთ პოპულარულ ინგლისურენოვან გადაცემას: String Theory to M-Theory (სიმების თეორიიდან M-თეორიამდე)

ასევე ძალიან საინტერესოა გრავიტაციული ძალების შედარებითი წარმოდგენა ნიუტონის მექანიკაში და აინშტაინის ზოგად ფარდობითობის თეორიაში. საქმე იმაშია, რომ ნიუტონი ფიქრობდა, რომ გრავიტაციული ველის გავრცელება ხდებოდა მეყსეულად - უსასრულოდ დიდი სიჩქარით, მაგრამ აინშტაინმა დააწესა სამყაროში სიჩქარის ლიმიტი C და ცხადია გრავიტაციული ძალების გადაცემის სიჩქარეც ამ ჩარჩოებში მოექცა. ძალიან მაგარი ვიდეოსიმულაციაა გაკეთებული მზის სისტემიდან მზის პირობითი გაქრობის შემთხვევაში პლანეტები, როგორ აგრძელებენ ორბიტალურ მოძრაობას 4-განზომილებიანი (x,y,z,t) სივრცედროითი სტრუქტურის გეოდეზიური წირების გასწვრივ, მანამ სანამ მზის გაქრობით გამოწვეული გრავიტაციული ტალღა არ მოაღწევს დედამიწის ორბიტამდე, რომელიც სინათლის C სიჩქარით ვრცელდება სამყაროში.

შეგიძლიათ უყუროთ ინგლისურენოვან გადაცემას: General relativity & Gravity (ზოგადი ფარდობითობა და გრავიტაცია)

P.S. რამდენადაც მე ვიცი სამყაროში სიჩქარის ლიმიტი C გამოწვეული უნდა იყოს მასის უსასრულოდ გაზრდით და შემდგომი აჩქარების შეუძლებლობით, სინათლის სიჩქარეს მგონი მხოლოდ ის ნაწილაკები უნდა აღწევდნენ, რომლებსაც უძრაობის მასა არ გააჩნიათ, ჰოდა თუ წარმოვიდგენთ, რომ ნაწილაკს არც მოძრაობის მასა არ გააჩნია (არადა ჰიპოთეზურად გრავიტონი სწორედ ასეთადაა ნავარაუდევი) მაშინ რატომ არ შეიძლება რომ ის მოძრაობდეს სინათლის სხივზე სწრაფად?! ვთქვათ 10C... სადღაც წავიკითხე კიდეც ამგვარი მოსაზრება, რაზეც იყო აგებული გრავიტონის დროში მოგზაურობის ვარიანტი, როგორც ისეთი სიჩქარით მოძრავი ობიექტის, რომლის დროსაც დრო უარყოფითი ხდება. არ შეიძლება, რომ აინშტაინის თეორია არ იყოს სრულყოფილი და მზის პირობითი გაქრობის შემთხვევაში პლანეტებმა დაიწყონ წრფივი მოძრაობა მხების გასწვრივ უფრო ადრე (თუმცა არა მეყსეულად) ვიდრე მზის გამოსახულება გაქრებოდეს პლანეტის ზედაპირზე მყოფი დამკვირვებლისთვის? მგონი კი...

გიორგი
მიყვარს ამ თემაში შენი პოსტების კითხვა, მიადვილდება გაგება, რადგან ყველა ტერმინს თან განმარტებასაც უკეთებ. 2kiss.gif


პ.ს. იქნებ დანარჩენებმაც გაითვალისწინოთ, რომ ყველა თქვენნაირად არ ვართ გარკვეული ამ საკითხებში (არადა საინტერესოა) და ცოტა ადამიანური ენითაც მიაწეროთ განსაზღვრებები ხოლმე wink.gif


--------------------
ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...

ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება...

არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Dec 6 2007, 04:17 AM
პოსტი #58


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა(მაკუნა @ Dec 5 2007, 05:56 PM) *

პ.ს. რავი რაც ჩემ გონებას შეეფერებოდა იმაზე მეტი კი გავიგე დაა... biggrin.gif
პ.პ.ს. მინდა მოგახსენოთ ბატონო დავით, რომ თქვენი პოსტებიდან არამხოლოდ ამ თემაში, არამედ დანარჩენებშიც ვერაფერს ვიგებ biggrin.gif biggrin.gif


ამაზე რა გამახსენდა იცით, ერთი კურიოზი: ჩარლი ჩაპლინს დაბადების დღე ქონდა და აინშტაინმა მიწერა მილოცვა ასეთი შინაარსის: "თქვენს ხელოვნებას ყველა იგებს, თქვენ უდაოდ დიდი პიროვნება ბრძანდებით", სამადლობელო წერილში კი ჩაპლინი პასუხობს: "მიუხედავად იმისა, რომ თქვენს ფარდობითობის თეორიას ვერავინ იგებს, თქვენც უდაოდ დიდი პიროვნება ხართ" smile.gif

ასე რომ, ფიზიკოსს მხოლოდ გამგებელი გაუგებსsmile.gif მიკრო და მაკრო სამყაროშიც rolleyes.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
d.p
პოსტი Dec 11 2007, 02:20 AM
პოსტი #59


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,115
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 763



მოკლედ მაინც ვაგრძელებ ვიდეოების დაგდებას - სამშობლო მიხმობს ახალგაზრდობას პოლიტიკაზე მსჯელობიდან ( მემგონი ივერიის გაბრწყინებამდე დიდი ხანია ჯერ) უფრო კონსტრუქციულ და კეთილშობილ რაღაცეებზე მსჯელობაზე გადასვლაში დავეხმარო! ხსნა მხოლოდ ერთია ლოოოოოოლ
რაღაც კვერცხობების გარჩევას ჯობია მაგალითად რიჩარდ ფეინმანს მოვუსმინოთ - ალბათ ყველაზე ჭკვიანი ადამიანი მეცნიერების თვალსაზრისით ქუჩური აქცენტით - დაახლოებით ისე საუბრობს ინგლისურად როგორც მე ქართულად

http://youtube.com/watch?v=0XgmrMZ0h54
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Dec 11 2007, 07:39 AM
პოსტი #60


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



მე მქონდა ფეინმანის ლექციები წიგნად cray.gif და ბერკლის კურსი კიდევ, 11-ვე ტომი sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V < 1 2 3 4 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 08:46 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი