თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ზოგადი რელიგიური საუბრები და სიახლენი _ რატომ მოხდა ასე?

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jan 12 2010, 11:49 PM

IPB-ს სურათი

2002 წელს ულან უდეში (რუსეთის ფედერაცია) აღმოაჩინეს ხის დიდი ყუთი, რომელშიც ლოტოსის პოზაში მჯდომი ბუდისტი ბერის სხეული იყო. კუნთები, კანი, კიდურები რბილი და მოქნილი იყო, სახსრები მოძრავი, ისე როგორც ახალ გარდაცვლილებს აქვთ ხოლმე. ანალიზმა დაადგინა, რომ სხეული ეკუთვნოდა ითიგელოვს – ბუდისტ ბერს, რომელიც 1927 წელს გარდაიცვალა.

ამ ამბავმა რუსეთის მთელი პრესა ააჭრელა. წესით სხეულის ასე შენახვა მარტო მუმიფიცირებისას არის შესაძლებელი, მაგრამ გვამს მუმიფიცირების არანაირი ნიშნები არ ჰქონდა. სხეული აბრეშუმის ტანსაცმლით იყო შემოსილი.

ითიგელოვი რუსეთში ისტორიულად ცნობილი პიროვნება იყო. ის ბურიატის(რუსეთის ფედერაცია) ბუდისტურ უნივერსიტეტში სწავლობდა, სადაც მედიცინისა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი აიღო. 1911 წელს ის ჰამბო ლამა გახდა (რუსული ბუდისტური ეკლესიის ხელმძღვანელი). 1913-1917 წლებში აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა. დაპატიჟებული იყო რომანოვების სახლში 300 წლისთავთან დაკავშირებით. მალე მან გახსნა პირველი ბუდისტური ტაძარი პეტერბურგში და 1917 წლის 19 მარტს ის ნიკოლოზ II-მ დააჯილდოვა წმ.სტანისლავის ორდენით.
IPB-ს სურათი

პირველი მსოფლიო ომის დროს ითიგელოვმა შექმნა ორგანიზაცია “ბურიატის ძმები”. ჯარისკაცებს ეხმარებოდა ფულით, საკვებით, ტანსაცმლით, წამლებით, ასევე დაჭრილებისთვის სპეციალური საავადმყოფო ააშენა, რისთვისაც წმინდა ანას და სხვა მრავალი ჯილდო მიიღო.

1926 წელს ითიგელოვმა ბერებს ურჩია, რუსეთი დაეტოვებინათ, რადგან “წითელი ხელისუფლება” მოდიოდა (თვითონ რუსეთში დარჩა). 1927 წელს, როცა 75 წლის იყო, თავის სულიერ ძმებს უთხრა, რომ სიკვდილისთვის ემზადებოდა და თხოვა, მედიტაციისთვის მომზადებულიყვნენ. ბერებმა უარი განაცხადეს, რადგან ითიგელოვი ჯერ ცოცხალი იყო. მაშინ მან მარტომ დაიწყო მედიტაცია, რამდენიმე ბერი შეუერთდა მას და რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

ითიგელოვმა დატოვა ანდერძი, სადაც ითხოვდა, რომ კედარის ყუთში ჩაესვენებინათ მისი სხეული იმავე პოზაში, რა პოზაშიც გარდაიცვლებოდა. ასევე მან სიტყვიერად თხოვა ბერებს, რომ მისი სხეული რამდენიმე წლის შემდეგ ენახათ. ბერები ასეც მოიქცნენ 1955 და 1973 წლებში, მაგრამ კომუნისტების შიშით მისი უხრწნელობის შესახებ ცნობა ვერ გაავრცელეს. 2002 წელს მოხდა მისი ექსჰუმაცია და სხეული გადაასვენეს მის ამჟამინდელ რეზიდენციაში, ივოლგინსკი დაცანში. სხეული შეამოწმეს ბუდისტმა ბერებმა და, რაც მთავარია, მეცნიერებმა და პათოლოგ-ანატომებმა. ოფიციალური დასკვნა ასეთი იყო: გვამი კარგადაა შემონახული, გახრწნისა და ლპობის არანაირი კვალი, მოქნილი კუნთები, სახსრები, ძვლები და შინაგანი ორგანოები. მნიშვნელოვანი ის იყო, რომ სხეული ბალზამირებელი ან მუმიფიცირებული არ ყოფილა.

რამდენიმე თვის შემდეგ ითიგელოვის სხეული მინის კონტეინერში ჩასვეს და მისი ნახვა ნებისმიერს შეეძლო. კონტეინერში არანაირი სპეციალური გარემო არ შეუქმნიათ (გათბობა, ნესტის მარეგულირებელი ან რამე მსგავსი), მაგრამ მისი სხეული ისევ ისეა. როგორ – არავინ იცის.

IPB-ს სურათი

ითიგელოვის ამბავი ერთადერთი დადასტურებული და ცნობილი შემთხვევაა, როცა ბუდისტის სხეული უხრწნელია.

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jan 13 2010, 12:04 AM

რა არი მერე? განა მოსემ როდესაც ნახა რომ ფარაონის ქურუმების მიერ ნასროლი ჯოხებიც გველებად იქცნენ განა ეჭვი შეეპარა თავისი ღვთის ჭეშმარიტებაში?

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jan 13 2010, 12:55 AM

ikanosi
აბა იმგენმა ფოკუსები გააკეთესო ?

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jan 13 2010, 01:01 AM

მაგარი ტიპი ყოფილა biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_I_O_R_G_I_ თარიღი: Jan 13 2010, 02:07 AM

ამ საკითხზე იყო კარგი გადაცემა ბიბისიზე.იპოვეს მე 16 საუკუნეში გარდაცვლილი ბუდისტი ბერის სხეული გამოქვაბულში რომელიც თითქმის ასეთივე მდგომარეობაში იყო როგორც ეს ბერი.იგი ასევე ლოტოს პოზაში იჯდა და ყელზე ჰქონდა ნაჭერი შემოხვეული ხოლო მეორე ნაწილი ფეხზე დაახლოებით 40 წლამდე ასაკის სრულებით ჯანმრთელი.როგორც აღმოჩნდა მეცნიერთა გამოკვლევით ამ ბერმა ნელნელა საკუთარი თავი გაიგუდა და რატომ გააკეთა ეს:საუკუნეების მანძილზე იყო ტრადიცია ჩინეთში რომ თუ ბუდისტ ბერს მოუნდებოდა რომ როცა გარდაიცვლებოდა მისი სხეული მთლიანად არ გახრწნილიყო აკეთებდნენ შემდეგ რამეს.ის ბერი რომელიც ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა იმ დღიდან იწყებდა მკაცრ დიეტას რომ კვირეების განმავლობაში ნელნელა ამკაცრებდა დიეტას რომ ნაკლები საჭმელი მიეღო და ბოლოს სიკვდილამდე საერთოდ აღარც ჭამდნენ რის საფუძველზეც ადამიანის ორგანიზმი სუფთავდებოდა სხვადასხვა ბაქტერიებისაგან და როცა იმ ბერმა მერე ნელნელა თავი გაიგუდა ნაჭრით მისი ორგანიზმი ისეთ მდგომარეობაში იყო რომ მისი სხეული სულ გასუფთავებული იყო იმ ბაქტერიებისაგან რომლებიც ადამიანის სხეულის გახრწნას იწყებს ადამიანის სიკვდილის შემდეგ და ასე რჩებოდა იმ გარდაცვლილი ადამიანის სხეული უხრწნელად და როგორც გადაცემაში იყო აღნიშნული ამ გზით უამრავ ბუდისტ ბერს მოუკლავს თავი და ჩინეთში ვიდრე კომუნისტების მოსვლამდე ასობით ასეთი უხრწნელი სხეულები იყო ბუდისტებისო რომლებიც კომუნისტებმა გაანადგურეს.
ასევე ყუთში ჩაჯდომა ასეთი გზით თვითმკვლელობა რომლითაც ასეთივე შედეგი მიიღწევა სხეულის გაუხრწნელობისა რამდენიმე ბერის მაგალითი იყო მოყვანილი გადაცემაში.აღნიშნული იყო რომ ბუდიზმის ზოგ მიმართულებაში ასეთი სიკვდილი ითვლება დიდ სულიერების საქმედ.
ამიტომ ვფიქრობ ეს მოვლენა ზებუნებრივს რამეს არ უნდა დაუკავშიროთ თუ დაგაინტერსებთ იმგადაცემას მოვზებნი ინტერნეტში თუ იქნება.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jan 13 2010, 03:28 AM

კარგად კი შენახულა ვერაფერს იტყვი biggrin.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jan 13 2010, 09:17 AM

Shemeshinda:( kidev kargi dilaaa torem ra damadzinebda...

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 13 2010, 11:13 AM

აკაკი

მერე რა? საკუთარი სხეულის მართვა ალბათ მიღწევადია და ცოდნა უნდა.

ამან დაგაბრკოლა, შეგაშინა თუ რა?

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Jan 13 2010, 01:42 PM

როგორც გამიგია და ვიცი ბუდისტის თვითმიზანია გაქრობა. ვიცით, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უკვდავი სული და მის უკვდავებას უფალი არასოდეს შეეხება და ვერავინ, ვერც ბუდისტი და ვერც სხვა რელიგიის მიმდევარი ვერ გაქრება, იგი მარადის იარსებებს. ვფიქრობ ითიგელოვის ეს შემთხვევა ჩვენ კი არა ბუდისტებს უნდა აბრკოლებდეს, რადგანაც ბუდისტი ბერის უხრწნელობა ადასტურებს სწორედ იმას, რომ ბუდიზმი მცდარი რელიგიაა, რომ ვერავინ ვერ გაქრება. არ ვიცი ეს ბუდისტი ბერი სამოთხეშია თუ ჯოჯოხეთში, მაგრამ ერთი კი ვიცი, მისი უხრწნელობა შესაძლოა ღვთისაგან იყოს დაშვებული ადამიანებისათვის იმის დასანახებლად, რომ ბუდიზმი არის მცდარი, რომ ადამიანი უკვდავია. ანუ ეს ბერი რო იღწვოდა მთელი ცხოვრება იმისთვის, რომ გამქრალიყო სულითაც და ხორცითაც, მოხდა სრულიად საპირისპირო. სული კი არა დაჟე ხორციც არ გაქრა და აგერ უხრწნელია biggrin.gif

პოსტის ავტორი: protestanti თარიღი: Jan 13 2010, 02:01 PM

ციტატა(აბე @ Jan 13 2010, 01:42 PM) *

არ ვიცი ეს ბუდისტი ბერი სამოთხეშია თუ ჯოჯოხეთში

ვა

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Jan 13 2010, 02:14 PM

ციტატა(protestanti @ Jan 13 2010, 02:01 PM) *

ვა


რა ვიცით ჩვენ რომ სამოთხეში არაა. არც ჯოჯოხეთში გვინახავს და არც სამოთხეში. მართალია მართლმადიდებლობაა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია (ხო მართლა, შენ უბრალოდ ნიკი გაქ ასეთი, თუ მართლა პროტესტანტი ხარ? ), მაგრამ იქნებ უფალმა შეიწყალა ვინმე არამართლმადიდებელი, თუნდაც ეს ბუდისტი ბერი. ბოლო-ბოლო დღევანდელი მართლმადიდებლებიც უფლის შეწყალების იმედზე არ ვართ?! და რაა გასაკვირი, რომ ისინიც შეიწყალონ უფალმა. თუმცა არის განსხვავება ის, რომ ჩვენ ამ წუთისოფელშივე ვართ მისი მოწყალების იმედზე, ისინი კი ამას მაშინ გააცნობიერებენ, როცა უფლის წინააშე წარსდგებიან. მე პირადად ამ საკითხზე ბევრი კამათი მინახავს და ზოგჯერ მეც მიმიღია მონაწილეობა, როცა ვამტკიცებდი, რომ მართლმადიდებელის გარდა არავის ცხონება არ შეიძლება, მაგრამ საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივედი, რომ ღვთის განგებულებას ადამიანის ტვინი ვერ ჩაწვდება და ამიტომ შეიძლება ადამიანს მოეჩვენოს ალოგიკურად არამართლმადიდებელის ცხოვნება. ზოგს კი არ ეჩვენება ეს ალოგიიკურად.

ნუ ახლა ამ თემაში ნაააააააამდვილად ძაააააააალიან აააარ მინდა, რომ ამ საკითხზე გაგრძელდეს კამათი. smile.gif

პოსტის ავტორი: ლურჯი ბუ თარიღი: Jan 13 2010, 08:37 PM

ციტატა(აბე @ Jan 13 2010, 02:14 PM) *

იქნებ უფალმა შეიწყალა ვინმე არამართლმადიდებელი, თუნდაც ეს ბუდისტი ბერი. ბოლო-ბოლო დღევანდელი მართლმადიდებლებიც უფლის შეწყალების იმედზე არ ვართ?! და რაა გასაკვირი, რომ ისინიც შეიწყალონ უფალმა.



აბე


+1

ძალიან კარად დაგიწერია ჩემო ძმაო

პოსტის ავტორი: Misha Songulashvili თარიღი: Jan 13 2010, 08:58 PM

ჰაჰ, მე რომ გარდავიცვლები ხშირ–ხშირათ ახადეთ ჩემს კუბოს და 50 წლის მერე აღმოაჩენთ რომ ეკუმენისტები არ იხრწნებიან =)))

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Jan 13 2010, 10:08 PM

Misha Songulashvili

ციტატა
ჰაჰ, მე რომ გარდავიცვლები ხშირ–ხშირათ ახადეთ ჩემს კუბოს და 50 წლის მერე აღმოაჩენთ რომ ეკუმენისტები არ იხრწნებიან =)))


ეკუმენისტების ოცნება smile.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jan 14 2010, 12:01 AM

მხევალი ნინო
არა რას ამბობ smile.gif

"ვერ დაგვაშორებს ვერავინ და ვერაფერი ქრისტესა"

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 14 2010, 11:12 AM

ბადრი

ციტატა
ეკუმენისტების ოცნება

laugh.gif laugh.gif

ციტატა(აკაკი @ Jan 12 2010, 11:49 PM) *

IPB-ს სურათი

.



მე მგონი ბერის უკნა კაცი რომ დგას, იმასაც უხრწნელი ხელები აქვს biggrin.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jan 14 2010, 12:18 PM

მხევალი ნინო
მემგონი biggrin.gif თუ არ ცდები ეგრეა biggrin.gif

პოსტის ავტორი: protestanti თარიღი: Jan 14 2010, 05:45 PM

ციტატა(ლურჯი ბუ @ Jan 13 2010, 08:37 PM) *


აბე


+1

ძალიან კარად დაგიწერია ჩემო ძმაო

აბეს და შენს ენთუზიაზმს და მოწოდებას მივესალმები, მთელი გულით smile.gif
მაგრამ ასეთი აზროვნება, სამწუხაროდ დამღუპველია ადამიანის სულისთვის, რეალურად.
მოძღვრებთან გაარკვიეთ ეს საკითხი, თუ გყავთ smile.gif

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Jan 14 2010, 08:10 PM

ციტატა(protestanti @ Jan 14 2010, 05:45 PM) *

აბეს და შენს ენთუზიაზმს და მოწოდებას მივესალმები, მთელი გულით smile.gif
მაგრამ ასეთი აზროვნება, სამწუხაროდ დამღუპველია ადამიანის სულისთვის, რეალურად.
მოძღვრებთან გაარკვიეთ ეს საკითხი, თუ გყავთ smile.gif


მოძღვარს აუცილებლად ვკითხავ ამ უხრწნელი ბუდისტის შესახებ, მაგრამ აბა შენც აგვიხსენი სად ვცდებით. ეს ფორუმია და ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს მოსაზრებებს და თუ გვეშლება, ვინც იციან გვისწორებენ. smile.gif

პოსტის ავტორი: ლურჯი ბუ თარიღი: Jan 18 2010, 11:19 AM

ციტატა(protestanti @ Jan 14 2010, 05:45 PM) *

აბეს და შენს ენთუზიაზმს და მოწოდებას მივესალმები, მთელი გულით smile.gif
მაგრამ ასეთი აზროვნება, სამწუხაროდ დამღუპველია ადამიანის სულისთვის, რეალურად.
მოძღვრებთან გაარკვიეთ ეს საკითხი, თუ გყავთ smile.gif


protestanti
ვფიქრობ, გარკვეულია ყველაფერი უკვე smile.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jan 18 2010, 11:25 AM

ციტატა(აბე @ Jan 13 2010, 01:42 PM) *

როგორც გამიგია და ვიცი ბუდისტის თვითმიზანია გაქრობა. ვიცით, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უკვდავი სული და მის უკვდავებას უფალი არასოდეს შეეხება და ვერავინ, ვერც ბუდისტი და ვერც სხვა რელიგიის მიმდევარი ვერ გაქრება, იგი მარადის იარსებებს. ვფიქრობ ითიგელოვის ეს შემთხვევა ჩვენ კი არა ბუდისტებს უნდა აბრკოლებდეს, რადგანაც ბუდისტი ბერის უხრწნელობა ადასტურებს სწორედ იმას, რომ ბუდიზმი მცდარი რელიგიაა, რომ ვერავინ ვერ გაქრება. არ ვიცი ეს ბუდისტი ბერი სამოთხეშია თუ ჯოჯოხეთში, მაგრამ ერთი კი ვიცი, მისი უხრწნელობა შესაძლოა ღვთისაგან იყოს დაშვებული ადამიანებისათვის იმის დასანახებლად, რომ ბუდიზმი არის მცდარი, რომ ადამიანი უკვდავია. ანუ ეს ბერი რო იღწვოდა მთელი ცხოვრება იმისთვის, რომ გამქრალიყო სულითაც და ხორცითაც, მოხდა სრულიად საპირისპირო. სული კი არა დაჟე ხორციც არ გაქრა და აგერ უხრწნელია biggrin.gif

+ საინტერესო აზრია და მეც ვეთანხმები.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)