თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ არქივი _ ვისი ხსენებაა დღეს?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 29 2012, 08:16 PM

მოგეხსენებთ რომ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ყოველ დღე არის გარკვეული დღესასწაული და წმიდანთა ხსენება.
ეს თმა ემსახურება იმ მიზანს, რომ ვიცოდეთ თუ ვისი ხსენებაა ამა თუ იმ დღეს.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 29 2012, 08:33 PM

16(ახ.29) მარტი


წმიდა ამბროსი აღმსარებელი _ სრულიად საქართველოს კათოლიკოს_პატრიარქი (+1927) ღირსი პიმენ სალოსი და ანტონი მესხი (XIII); მოციქული არისტობულე ბრიტანეთის ეპისკოპოსი (I); მღვდელმოწამე ალექსანდრე _ რომის პაპი (+119); მღვდელმოწამენი ტროფიმე და თალე, ლაოდიკიელი ხუცესები (+300); მოწამე პაპა (+305-311); მღვდელმოწამე იულიანე ანაზავრელი (+305-311).

(პატრიარქ ამბროსი ხელაიას შესახებ ფორუმზე გვაქვს ინფორმაცია -,,ჩვენი პატრიაქის" თემაში...
http://church.ge/index.php?showtopic=9191)

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 30 2012, 01:55 AM

17(ახ.30) მარტი


მღვდელმოწამე გაბრიელ მცირე (+1802); ღირსი ალექსი ღვთისკაცი (+411); მოწამე მარინი.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 30 2012, 05:50 PM

ეს თემა მოიცავს მხოლოდ იმის შეხსენებას თუ ვისი ხსენებაა, ანუ მოლოცვა იმ დღისა რომელიც აღესრულება.
ხოლო სხვა თემაში იდება ინფორმაცია იმ წმიდანის შესახებ ვისი ხსენებაცაა.

,,მათითა ლოცვითა და მეოხებითა, ქრისტე ღმერთო აცხოვნე სულნი ჩვენნი." ხაშურში თქვეს ალბათ ეს სიტყვები პირველად ხომ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 18 2012, 09:21 PM

18 (31) მარტი-წმიდა კირილე იერუსალიმელისა (+386),
19 (01.04) მარტი-წმიდა მოწამენი, ქრისანთო და დარია და მათ თანა მოწამენი, კლავდი და მეუღლე მისი ილარია და ძენი მათნი, იასონი და მავრა, დიოდორე ხუცესი და მარიანე დიაკონი (+283)
20 (02.04) მარტი-წმიდა ფოტინე და ძენი მისნი, ბიქტორი და იოსია და დედანი: ანატოლია, ფოტო, ფოტიდა, პარასკევა, კირიკია, დომნინა და მოწამე სებასტიანე (+დაახლ. 66
22 (04.04) მარტი-წმიდა მღვდელმოწამე ბასილი ანკვირიელი (+662)
21 (03.04) მარტი-წმინდა სერაფიმე ვირიცელი (+1949)
28 (10.04) მარტი-წმიდა იოანე მანგლელი (+1751)
29 (11.04) მარტი-წმიდა მღვდელმოწამე მარკოზი, არეთუსიის ეპისკოპოსი (+363)
31 (13.04) მარტი-წმიდა მღვდელმოწამე იპატი ღანგრის ეპისკოპოსი (+დაახლ. 326)
2 (15) აპრილი-მოწამენი: ამფიანე და ედესი (+306)
შუაში წმინდა ტიტე საკვირველთმოქმედი;
2 (15) აპრილი-ღირსი ტიტე, საკვირველთმოქმედი (IX)
3 (16) აპრილი-წმიდა ნიკიტა აღმსარებელი, მიდიკიის მონასტრის წინამძღვარი (+824 )ხს.
4 (17) აპრილი-ღირსი იოსებ მგალობელი (+883)


5(ახ.18) აპრილი
მოწამენი: აღათოპოდოს დიაკონი, თეოდულე წიგნისმკითხველი და სხვანი (+დაახლ. 303); ღირსი პუბლი ეგვიპტელი (IV); ღირსი თEონა, სვიმეონი და ფორბინე (IV); ღირსი მარკოზ ათენელი (+400); ღირსი პლატონ აღმსარებელი, სტუდიელი (+814); ღირსი თეოდორა თესალონიკელი (+892).

ყველა თეონას ვულოცავ მფარველი წმინდანის დღეს.
საინტერესოა თუ გვყავს ფორუმზე თეონა?

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)