მიყვარხარ ტკბილო კახეთო |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მიყვარხარ ტკბილო კახეთო |
ზარნაშო |
Nov 10 2007, 01:49 PM
პოსტი
#1
|
рождённый, чтобы боротся ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 |
ამ კუთხეზე ისეთ დაწვრილებით ცნობებს ვერ მოგაწვდით, როგორც potiabesbaiaმ გურიაზე (ვერ რა, თუ მოვინდომე, ისტორიულ-გეოგრაფიულ-ეთნოგრაფიულ წიგნებს მოვნახავ, მაგრამ ამ განყოფილებაში მგონი არაა საჭირო), მაგრამ ზოგადად დაფახასიათებ და მერე აქტიურობა თქვენზეა. კახეთი იყოფა რამოდენიმე ნაწილად (გარეკახეთი, შიგნიკახეთი, ქიზიყი, გაღმამხარი), რომლებიც ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. მაგალითად, მე ქიზიყში მაქვს სოფელი, უბატონო კახეთში. მახსოვს, ერთი თელაველი ნაცნობის კილო თავიდან ძალიან მეუცხოვა. ჰერეთიც მონათესავე კუთხეა. როგორც რაჭა და ლეჩხუმი, დაახლოებით ისე იყო ჰერეთი და კახეთი. ეჰ, ახლა სადღაა ჰერეთი... არა უშავს,
იქ სადაც ახლა გაჰკივის მოლა, მალე იქუხებს ჩვენი "ისპოლა". მოკლედ თქვენ იცით, იაქტიურეთ, მე დღეში ერთი საცოდავი საათი მაქვს ინტერნეტში, თემები კი ბევრია. -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
TuTashxia |
Nov 10 2007, 02:06 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 564 რეგისტრ.: 9-July 07 წევრი № 2,420 |
კახეთი...
ხშირად არ ვტუმრობ, მაგრამ ყველაზე ძალიან მიყვარს. ჩემი წინაპრებიც ქიზიყიდან არიან წარმოშობით. ხალხურებში ყველაზე ძალიან კახური სიმღერები მიყვააააარს -------------------- დიდგორი the best
|
ზარნაშო |
Nov 10 2007, 02:14 PM
პოსტი
#3
|
рождённый, чтобы боротся ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 |
კახეთი... ხშირად არ ვტუმრობ, მაგრამ ყველაზე ძალიან მიყვარს. ჩემი წინაპრებიც ქიზიყიდან არიან წარმოშობით. ხალხურებში ყველაზე ძალიან კახური სიმღერები მიყვააააარს უძლიერესია. რომელი სოფლიდან არიან კონკრეტულად? ყველაფერი კახურის გაგონებაზე ჟრუანტელი მივლის ტანში. დედაჩემია იქიდან, ექვსი წელი არბოშიკში ვიზრდებოდი, სკოლაში შესვლამდე. იმერეთში აღარ დაგვრჩა სოფელი. P.S. თუ ამ თემითაც ვერ შემოვიტყუე komisia ფორუმზე, მაშინ აღარ ვიცი... -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
TuTashxia |
Nov 10 2007, 02:19 PM
პოსტი
#4
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 564 რეგისტრ.: 9-July 07 წევრი № 2,420 |
M.M.
ჩემები ნუ,მამაჩემის მამა ბოდბიდან.შარშან ვიყავი,ეხლა იქ აღარ ცხოვრობენ და იმ ადგილას მხოლოდ საგვარეულო ზედაშეა.ხო... მეც მიყვარს კახეთი,სიმღერები განსაკუთრებით.: ) -------------------- დიდგორი the best
|
komisia |
Nov 10 2007, 05:19 PM
პოსტი
#5
|
ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა ჯგუფი: Members პოსტები: 3,265 რეგისტრ.: 18-October 06 მდებარ.: www.Alazani.ge წევრი № 287 |
აჰა თქვენ კახეთი ეს ზღვაში წვეთია მხოლოდ
ციტატა სადაც გურია და მარგალეფია... კაცო, გურიამდე ხომ არ დავალთ, თემების გახსნა რომ დავიწყოთ (რეაქცია მაინტრესებს, :ინტრიგა: :ინტრიგა: ) ციტატა მიყვარხარ ტკბილო კხეთო დიდო ალაზნი ჭალაო, ირემო იალაღზედა - ივრი პირებზედ ჩალაო! -------------------- პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი. 2008 წელი, ქრშ-დან. © "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია. |
Didgoreli |
Nov 10 2007, 08:22 PM
პოსტი
#6
|
ძლევაი საკვირველი ჯგუფი: Members პოსტები: 3,829 რეგისტრ.: 24-May 07 მდებარ.: თბილისი, დელისი :)) წევრი № 2,010 |
M.M.
მაგარი თემაა საღოლ ისე მეც კახელი ვარ მამა მყავს მარტყოფელი ( მე ქართლი მეგონა მარტყოფი , მარა ჩემმა მოძღვარმა , რომელთანაც უკვე 5 თვეა არ ვყოფილვარ მითხრა გარეკახეთიაო ) და დედა თელაველი ასე რომ კახელი ვარ რაა -------------------- ნიკოლოზ ირაკლის ძე ივანაშვილი
www.didgorelebi.ge |
qarcivadze |
Nov 10 2007, 08:54 PM
პოსტი
#7
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,460 რეგისტრ.: 30-January 07 წევრი № 971 |
ქიზიყელი ნათესავები მყავს და ამიტომ ბავშვობაში ხშირად ვსტუმრობდი დედოფლის(წითელ)წყაროს. მაგრად მიყვარდა იქ ჩასვლა. უკვე დიდი ხანია აღარ ვყოფილვარ.
სიმღერაზე ხომ ზედმეტია საუბარი მაგარი გაქვთ კახელებს -------------------- იმედია,თქვენ მაინც გაგიმართლებთ
|
mogzaura |
Nov 10 2007, 09:40 PM
პოსტი
#8
|
ნანა ჯგუფი: Members პოსტები: 2,805 რეგისტრ.: 26-October 06 მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:) წევრი № 332 |
იმერელი ვარ მაგრამ კახეთში გავიზარდე ამიტომაცაა ჯიუტი რომ ვარ ალბათ
ძალიან მიყვარს ეს მხარე თავისი სილამაზით ყველანაირად -------------------- ''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი |
Nanio |
Nov 10 2007, 11:55 PM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: პავლოვი წევრი № 969 |
კაი კუთხეა
დანარჩენი თქვენზეა -------------------- მეკენდარია? |
თათი87 |
Nov 11 2007, 12:51 AM
პოსტი
#10
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
ხოოო კახეთო ჩემო კახეთო!
კახელი არ ვარ მაგრამ მაქვს შეხება მაინც მაგ მხარესთან. ულამაზესია -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
TuTashxia |
Nov 11 2007, 01:34 AM
პოსტი
#11
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 564 რეგისტრ.: 9-July 07 წევრი № 2,420 |
ცოტა რამ კახეთის ისტორიის შესახებ.....
კახეთის სამთავრო ჩამოყალიბდა VIII საუკინის მეორე ნახევარში, თავიდან მისი დედაქალაქი იყო თიანეთი, ხოლო 959 წლიდან თელავი. კახეთის მთავრები ატარებდნენ ქორეპისკოპოსის ტიტულს ხოლო 1014 წლიდან კი კახეთ-ჰერეთის მეფის ტიტულს. კახეთი მეფე-მთავრები: ჯუანშერი 761-787 გრიგოლი 787-827 ვაჩე (დაჩი) 827-839 სამოელ დონაური 839-861 გაბრიელ დონაური 861-881 ფადლა I 881-893 კვირიკე I 893-918 ფადლა II 918-939 კვირიკე II 939-976 დავითი 976-1009 კვირიკე III დიდი 1014-1037 გაგიკი 1037-1058 აღსართან I 1058-1084 კვირიკე IV 1084-1102 აღსართან II 1102-1104 959 წელს კახეთს შეუერთდა ჰერეთი, 1009-1014 წლებში კახეთ-ჰერეთი საქართველოს მეფე ბაგრატ III-ს ჰქონდა დაპყრობილი, ხოლო 1104 წელს იგი საბოლოოდ შეიერთა დავით IV აღმაშენებელმა. -------------------- დიდგორი the best
|
ზარნაშო |
Nov 11 2007, 01:28 PM
პოსტი
#12
|
рождённый, чтобы боротся ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 |
სადღეგრძელოს მოგახსენებთ, თუ არა ხართ "პახმელია":
გაუმარჯოს ყველა იმ კაცს, ვინც ნამდვილი კახელია! ფლიდს და ორპირს კახელობის შერჩა მარტო სახელია. ღმერთმა ქნას, რომ ასეთების აღარ ვიყოთ მნახველია! -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
თათარაშვილი |
Nov 11 2007, 03:08 PM
პოსტი
#13
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
ულამაზესი და უმშვენიერესი კუთხეა კახეთი.
|
Didgoreli |
Nov 11 2007, 03:28 PM
პოსტი
#14
|
ძლევაი საკვირველი ჯგუფი: Members პოსტები: 3,829 რეგისტრ.: 24-May 07 მდებარ.: თბილისი, დელისი :)) წევრი № 2,010 |
M.M.
ციტატა სადღეგრძელოს მოგახსენებთ, თუ არა ხართ "პახმელია": გაუმარჯოს ყველა იმ კაცს, ვინც ნამდვილი კახელია! ფლიდს და ორპირს კახელობის შერჩა მარტო სახელია. ღმერთმა ქნას, რომ ასეთების აღარ ვიყოთ მნახველია! ეს რა კარგი ლექსი გითქვამს , მეამა რომ ხარ კახელი მეც მომინდა , დამეწერა , ვეღარ დავაკავე ხელი . მართლაც არ გვყავს ჩვენ კახელებს ორპირი და ფიცხი ცხელი პირიქით დინჯი , ალალი , მაგრამ ვერგაუტეხელი -------------------- ნიკოლოზ ირაკლის ძე ივანაშვილი
www.didgorelebi.ge |
TuTashxia |
Nov 11 2007, 04:13 PM
პოსტი
#15
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 564 რეგისტრ.: 9-July 07 წევრი № 2,420 |
ჩვენს კახეთზე და გმირ კახელებზე ბევრს წერდნენ.... ფრაგმენტი,რომეიც მე მიყვარს.... ნიკოლოზ ბარათაშვილი (კახთ მიმართ)
ძმანო კახელნო, ნამდვილ ქართველნო, მოლხინე სულით, თქვენში აღზრდილა პატარა კახი მეფად და გმირად; თქვენ გიყვართ მისთა დროთა ხსენება მხურვალეს გულით, როს თქვენებრ მლხენი ევლინებოდა მტერსაც გამგმირად! და რაც საყვარლის ჩვენის ირაკლის ჟამმან მეფობის მოუვლინა აწ გამოხატვასა ჩემს ყმაწვილობის, — მეც, ძმანო კახნო, თქვენ შემოგიძღვნით მას არმაღანად, ერთსულობისა, ვაჟკაცობისა, ლხინის საგანად. როს თქვენებურად მამულის ღვინით გულს ახარებდეთ, ხელთ ჯამის მპყრობნი წარსრულსა დროებს მოიხსენებდეთ და მორიგისად სმიდეთ წინაპართ შესანდობარსა, მოიგონებდეთ ყარიბს მგოსანსაც, თქვენდა მბობარსა! -------------------- დიდგორი the best
|
TuTashxia |
Nov 11 2007, 04:31 PM
პოსტი
#16
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 564 რეგისტრ.: 9-July 07 წევრი № 2,420 |
ხო... რა ვიცი რა ვიცი...
შაირობა ჩვენს კახეთზე ვხედავ გახდა ტრადიცია, მართალს გეტყვით, არ ვკახელობ არ მაქვს დიდი ამბიცია... უბრალოდ ვარ ქვეყნის შვილი მისი ტრფობით შებყრობილი მომწონს თქვენი ეს ლექსები, სიყვარულით შემოსილი. -------------------- დიდგორი the best
|
Nanio |
Nov 11 2007, 04:58 PM
პოსტი
#17
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: პავლოვი წევრი № 969 |
კაია. კახელებმა ლექსი მაინც წერეთ, აბა სიმღერები არ გივარგათ
-------------------- მეკენდარია? |
Didgoreli |
Nov 11 2007, 05:00 PM
პოსტი
#18
|
ძლევაი საკვირველი ჯგუფი: Members პოსტები: 3,829 რეგისტრ.: 24-May 07 მდებარ.: თბილისი, დელისი :)) წევრი № 2,010 |
TuTashxia
შენ ვიცი რომ მშვენიერი ნიჭი გაქვს ლექსის წერისა ფორუმ.ფოლკზე ბევრ ლექსს სწერდი აქ კი ნახვა ძლივს გვეღირსა თათა გქვია სახელად და თუთაშხია ხარ გვარადო ლექსი არ დაიშურო რომ ფორუმი გააფერადო -------------------- ნიკოლოზ ირაკლის ძე ივანაშვილი
www.didgorelebi.ge |
TuTashxia |
Nov 11 2007, 05:01 PM
პოსტი
#19
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 564 რეგისტრ.: 9-July 07 წევრი № 2,420 |
misdevs mela loms
აბა აბააააა აქ გურულების კრიტიკები არ იყოს რაააა აუ მე მართლა ძაან მიყვარს კახურები.არა იმიტომ რომ კახელი ვარ. -------------------- დიდგორი the best
|
N. R. |
Nov 11 2007, 09:14 PM
პოსტი
#20
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
კახურ ფოლკლორზე ისაუბრეთ, თორე მივხურავ ამ თემას და მერე არ თქვათ გურიაო და რაღაცაო...
-------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 02:36 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი