თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ ფილოსოფიის შესახებ

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 23 2014, 12:46 AM

ახლახანს ვათვალიერებდი ფორუმის განყოფილებებს და ვერ მივაკვლიე ფილოსოფიის შესახებ თემას , რაც ჩემი აზრიც ძალიან ცუდია . თქვენის ნებართვით დავიწყებ ამ თემის შესახებ საუბარს და იმედი მაქვს რომ იაქტიურებთ . შესაძლებელია კაცი არ იყოს მართლმადიდებელი , ქრისტიანი , საერთოდ ათეისტი იყოს , მაგრამ ეს ისეთი საკითხია , რომელზეც ჩემი აზრით , ყველას გვაქვს შეხების წერტილები , განურჩევლად რწმენისა , ეთნიკური კუთვნილებისა თუ სქესისა . მაშ ასე :

,, ღმერთი არს ჩვენთან ! ვიწყებ ! '' biggrin.gif

პირველი პოსტში დავიხმარ ვიკიპედიას და დანარჩენი განვაგრძოთ .

ფილოსოფია — მეცნიერება, მსოფლმხედველობა, იდეების და შეხედულებების სისტემა სამყაროზე და მასში ადამიანის ადგილზე. მისი კვლევის საგანია სამყაროსთან ადამიანის შემეცნებითი, სოციალურ-პოლიტიკური, ღირებულებითი, ეთიკური და ესთეტიკური ურთიერთობები. ფილოსოფიის სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად იყენებდნენ ისეთ ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებებს, როგორებიცაა: დიალექტიკა და მეტაფიზიკა, რაციონალიზმი და ემპირიზმი, მატერიალიზმი და იდეალიზმი, ნატურალიზმი და სპირიტუალიზმი, დეტერმინიზმი და ინდეტერმინიზმი და ა. შ.
თანამედროვე ფოლოსოფიის ძირითადი ტენდენციები დაკავშირებულია ისეთი ფუნდამენტური პრობლემების გააზრებასთან, როგორებიცაა თანამედროვე ცივილიზაციის ბედი, კულტურების მრავალფეროვნება და ერთიანობა, ადამიანის შემეცნების ბუნება, ყოფიერება და ენა.

ეტიმოლოგია

სიტყვა ფილოსოფია მომდინარეობს ბერძნულიდან (Φιλοσοφία, philosophia) და ნიშნავს „სიბრძნის მოყვარეს“. ამ ტერმინს ხშირად იყენებენ „კონცეფციის“ მნიშვნელობით: ურბანიზაციის ფილოსოფია, სასკოლო განათლების ფილოსოფია და ა. შ.

ფილოსოფიური სკოლები
აგნოსტიციზმი – არისტოტელიზმი – აპრიორიზმი – ეგზისტენციალიზმი – ემპირიზმი – ეპიკურეიზმი– ვოლუნტარიზმი – თომიზმი – იდეალიზმი – ირაციონალიზმი – მარქსიზმი – მატერიალიზმი – მოდერნიზმი – ნეოპლატონიზმი – ნიჰილიზმი – რაციონალიზმი – პლატონიზმი – პოსტმოდერნიზმი – პრაგმატიზმი – სტოიციზმი – სქოლასტიციზმი – ფატალიზმი

ფილოსოფიის ისტორიული ფორმები
აღმოსავლური ფილოსოფია – ებრაული ფილოსოფია – ინდური ფილოსოფია – ისლამური ფილოსოფია – ჩინური ფილოსოფია – დასავლური ფილოსოფია: ანტიკური ფილოსოფია – გვიან ანტიკური ფილოსოფია – შუა საუკუნეების დასავლური ფილოსოფია – აღორძინების ხანის დასავლური ფილოსოფია – ახალი დროის დასავლური ფილოსოფია – თანამედროვე დასავლური ფილოსოფია

გამოჩენილი ფილოსოფოსები :

ავგუსტინე ნეტარი – ავეროესი – ავიცენა – არისტოტელე – ბეკონი, ფრენსის – ბერკლი, ჯორჯ – ბრენტანო, ფრანც – ბრუნო, ჯორდანო – ბოლცანო, ბერნჰარდ – დეკარტი, რენე – დერიდა, ჟაკ – დიოგენე – ეპიკურე – ვიტგენშტაინ ლუდვიგ - ზენონ ელეელი – თალეს მილეტელი – თომა აქვინელი – იაკობი, ფრიდრიხ ჰაინრიხ – იოანე პეტრიწი – კამიუ, ალბერ – კანტი, იმანუელ – კენტერბერიელი, ანსელმ – კონტი, ოგიუსტ – კონფუცი – ლაიბნიცი, გოტფრიდ ვილჰელმ – ლაო-ძი – ლოკი, ჯონ – ლუკრეციუსი – მაკიაველი, ნიკოლო – მალებრანში, ნიკოლა – მამარდაშვილი, მერაბ – მარკუს ავრელიუსი – მარქსი, კარლ – ნიცშე, ფრიდრიხ –ნუცუბიძე, შალვა – პასკალი, ბლეზ – პითაგორა – პლატონი – პლოტინი – რასელი, ბერტრან – რუსო, ჟან-ჟაკ – სარტრი, ჟან-პოლ – სპინოზა, ბარუხ – სოკრატე – უნამუნო, მიგელ დე – ფუკო, მიშელ პოლ – შოპენჰაუერი, არტურ – ჭავჭავაძე, ნიკოლოზ – ჯუან ძი – ჰაიდეგერი, მარტინ – ჰეგელი, გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ – ჰერაკლიტე – ჰიუმი, დეივიდ – ჰობსი, თომას – ჰუსერლი, ედმუნდ

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%90

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Feb 23 2014, 02:13 PM

ინტერესნო. გურამ საყვარელო სხვადასხვა ლიტერატურა შემოგვთავაზე ხოლმე თან მე ძალიან მიყვარს ამათი კითხვა....

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 24 2014, 01:30 AM

†სერგი†
პლატონის ფედონით დავიწყოთ ოკ ?

პოსტის ავტორი: შანკარა თარიღი: Mar 2 2014, 02:00 PM

წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნივერსიტეტის
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკ. II კ. სტუდენტი ღვთისავარ ჩაბრავა

დასავლური და აღმოსავლური კოსმოგონიის თეოსოფიური ანალიზი

თავდაპირველი პირველდასაბამიერი უნივერსალური ზესულის - ბიტუსის (სიღრმე) ანუ ეინ სოფის (უსასრულო არაფერი) იგივე პარაბრაჰმანის (უმაღლესი ღმერთი) შესახებ გვამცნობს ბიბლიის პირველი წიგნის, დაბადების პირველი სტროფივე და იოანეს სახარების პირველი ხუთი სტროფი, მათში ჩაქსოვილია და კოდირებული უზენაესი საიდუმლო. დაბადების პირველ სტროფში წერია: „დასაბამში ღმერთმა შექმნა ცა და მიწა“, სხვა თარგმანით: „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა“, მაგრამ აქ მთავარი ისაა რომ ეს არის მცდარი და არასწორი თარგმანი, ე.პ. ბლავატსკაიას, გამოჩენილ თეოსოფ ქალს და აგრეთვე დიდ ებრაელ კაბალისტებს, მაკ გრეგორ მატერსსა და ისააკ მეიერს თავიანთ ნაშრომებში უწერიათ რომ ტექსტი რომელიც ორიგინალშია ნახსენები: „ბარაშიტ ბარა ელოჰიმ ეთ ჰაშამაიმ ვეთ ხარეთს“ ითარგმნება როგორც: „მარადიულად არსებული არსისაგან ღმერთებმა (ორმაგმა ენერგიამ) მოახდინეს ორმაგი ცის ფორმირება“. უფრო ზუსტი თარგმანია: „მარადიულად არსებული სუბსტანციიდან ქალღმერთებმა მოახდინეს ორმაგი ცის (კოსმოსისა და სუპერკოსმოსის) ფორმირება“ ან მეორე ვარიანტი: „მარადიულად არსებული სუბსტანციიდან ორმაგმა ენერგიამ (ძალამ) მოახდინა ორმაგი ცის (კოსმოსისა და სუპერკოსმოსის) ფორმირება“. ის მარადიულად არსებული არსი, რომელზედაც არის დაბადების წიგნის პირველი სტროფის ორიგინალში საუბარი, იგივეა რაც ინდუისტური პასიური აბსოლუტი, უნივერსალური ზესული - პარაბრაჰმანი, გნოსტიკური ვალენტინიანური - სიღრმე ანუ ბიტუსი, კაბალისტური - უსასრულო არარაობა ანუ უსასრულო არაფერი - ეინ სოფი, ბუდისტური ალაია-ვიჯნანა იგივე შუნია ანუ იგივე ადიბუდა, დაუსური დაო, ნეოპლატონიკური თავდაპირველი ერთიანი და არადიფერენცირებული ზესული - პირველერთიანი და ა.შ. მრავალი მსგავსი ანალოგი მსოფლიოს მრავალ ფილოსოფიურ თუ რელიგიურ სისტემაში.იოანეს სახარების პირველ ხუთ სტროფში წერია: „დასაბამში (თავდაპირველად) იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი“ 1, „ის იყო დასაბამში (თავდაპირველად) ღმერთთან“ 2, „ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და მის გარეშე არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილა“ 3, „მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა ნათელი“ 4, „ნათელი ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოცვა იგი“ 5, საქმე აქ შემდეგნაირადაა, ის თავდაპირველი ანუ დასაბამი რომელიც არის ნახსენები დაბადების პირველ სტროფში, არის უნივერსალური ზესული, პასიური აბსოლუტი, გამოუვლენელი ზესულიერი პირველღვთაება - პარაბრაჰმანი, ხოლო „ღმერთი“ რომელმაც „შექმნა“ ცა და მიწა, ესაა ბინარული და ბიპოლარული დემიურგი, მისი აქტიური მანიფესტაცია, ღვთაებათა უსასრულო მირიადების უსასრულო ერთობლიობა, კრებითი სახე და სახელი, რამეთუ „ელოჰიმ“, ნახსენები დაბადებაში, თარგმნილი როგორც „ღმერთი“, სინამდვილეში ნიშნავს - ღმერთებს, აგრეთვე სიტყვა შექმნა არც ისე მიზანშეწონილია, უფრო მისაღებია წარმო-ქმნა ან გარდა-ქმნა, რაც ნიშნავს ემანაციას ანუ გამოყოფას და რადიაციას ანუ გამოსხივებას.
სიტყვამ ანუ ლოგოსმა, დასაბამია ანუ თავდაპირველის - უნივერსალური ზესულის, პასიური აბსოლუტის - პარა ბრაჰმანის წიაღში მყოფმა, საკუთარი სულიერი არსების წიაღიდან გამოჰყო და გამოასხივა ცოცხალ არსებათა და სამყაროთა უსასრულო მირიადები. ლოგოსში ანუ იშვარაში, პასიური აბსოლუტის - პარაბრაჰმანის ანუ დასაბამის აქტიურ მანიფესტაციაში ინახებოდა ცოცხალ არსებათა უსასრულო მირიადები, მთელი სამყაროები, ინდივიდუალური გონებები და ინდივიდუალური ინტელექტები, რაზეც მოწმობს სიტყვები იოანეს სახარებიდან: „მასში იყო სიცოცხლე“, ეს სიცოცხლე მართლაც რომ არის სიცოცხლე ანუ სინგულარული მატრიცა სიცოცხლისა.
„დასაბამში ბინარულმა ბიპოლარულმა დემიურგმა გამოჰყო და გამოასხივა კოსმოსი და სუპერკოსმოსი“, ამგვარი ფორმულირება უფრო სწორი იქნებოდა. ცა რომელზედაც არის საუბარი პირველ სტროფში ესაა სუპერკოსმოსი, განზომილებათა ზედა სისტემა, ხოლო მიწა, კოსმოსი, განზომილებათა ქვედა სისტემა.
დაბადების წიგნის, პირველი თავის, მეორე სტროფში წერია: „სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ“, ამ სიტყვებში უდიდესი საიდუმლო იმალება, ამასთან არის დაკავშირებული ცნობილი ინდუისტური დოქტრინა უფალი ნარაიანა-მაჰავიშნუს შესახებ, ამ დოქტრინის თანახმად, ჩვენი სამყარო არ არის ერთადერთი, არამედ ერთერთი იმ მრავალრიცხოვან სამყაროთაგან, რომელნიც განისვენებენ თავდაპირველი კოსმიური წყლების ანუ კაუზიური კოსმიური ოკეანის წიაღში, რომელშიც აგრეთვე სუფევს და მყოფობს მარადიული კოსმიური სული - ნარაიანა-მაჰავიშნუ, ნარაიანა-მაჰავიშნუს სიცოცხლის სუნთქვა ქმნის სამყაროთა უსასრულო მირიადებს. სახელი ნარაიანა ფლობს სამ მნიშვნელობას, პირველი მნიშვნელობა არის: „ის ვინც თავდაპირველი კოსმიური წყლების წიაღში იმყოფება“, მეორე: „ის ვინც თითოეული ცოცხალი არსების წიაღში სუფევს“, მესამე კი: „ის ვის წიაღშიც იმყოფებიან ცოცხალი არსებები“, ის წყლები, რომლებზეც არის საუბარი ბიბლიაში, დაბადების წიგნში, სხვა არაფერია თუ არა სივრცეთაშორისი სივრცე ანუ სუპერკოსმოსი, თავდაპირველი კოსმიური წყლები, კაუზიური კოსმიური ოკეანე, სახელად - ეკარნავა, ხოლო სული ღვთისა, უფრო ზუსტად სული ღმერთებისა (რადგანაც ელოჰიმ, ნიშნავს ღმერთებს), როგორც ვედურ ინდუისტურ ფილოსოფიასა და მეტაფიზიკაშია ნათქვამი, არსებობენ ღვთაებათა უსასრულო მირიადები, რომელთაც ერთი და ერთიანი, უსასრულო სული აერთიანებს. ბიბლიური - „რუახ ელოჰიმ“ იგივე ნარაიანა ესაა ტრანცენდენტური და იმანენტური უნივერსალური სული, გამაერთიანებელი ყოველივე ცოცხალისა.
სამყაროები წარმოიშვნენ ტრანსცენდენტური და იმანენტური უნივერსალური სულის - ნარაიანას წიაღიდან ემანაციისა და რადიაციის გზით, ამას ამტკიცებს ბიბლიაში, დაბადების წიგნის პირველი თავის მესამე სტროფში: „თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი და იქმნა ნათელი“, ამასთან არის დაკავშირებული, იოანეს სახარების პირველი თავის პირველი ხუთი სტროფი: „თავდაპირველად (დასაბამში) იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი“ (იოანეს სახ. თ. 1. სტ. 1),“ის იყო თავდაპირველად (დასაბამში) ღმერთთან“ (იოანეს სახ. თ. 1. სტ. 2), „ყოველივე მის მიერ შეიქმნა და მის გარეშე არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილა“ (იოანეს სახ. თ. 1. სტ. 3.), „მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა ნათელი“ (იოანეს სახ. თ. 1. სტ. 4.), „ნათელი ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი“ (იოანეს სახ. თ. 1. სტ. 5.), ის დასაბამი ანუ თავდაპირველი იგივე ღმერთი რომელშიც და რომელთანაც არის სიტყვა ანუ ლოგოსი არის იგივე ინდუისტური ტრანცენდენტური და იმანენტური უნივერსალური სული - ნარაიანა (იგივე პარაბრაჰმანი) იგივე მაჰაიანური ბუდისტური შუნია (დიადი სიცარიელე) და ალაიავიჯნანა (გამოუვლენელი აბსოლუტური ცნობიერება) და ტანტრისტული ბუდისტური - ადიბუდა (თავდაპირველი გასხივოსნება, სინათლე, შემეცნების ფესვი, ზესულიერი აბსოლუტი). სიტყვები: „თქვა ღმერთმა“ ბიბლიაში, ნიშნავს იმას, რომ ლოგოსი, რომელიც იგივეა რაც იშვარა (ანუ უფალი), გამოდის თავდაპირველი მსოფლიო სულის წიაღიდან, სიტყვები: „იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი“, ნიშნავს ლოგოსის მიერ სულიერი მონადების, ცოცხალი არსებების და სულიერი და მატერიალური ენერგიების რადიაციას (გამოსხივებას) და ემანაციას (გამოყოფას). ბიბლიის ეს სიტყვები პირდაპირაა დაკავშირებული გნოსტიკურ მოძღვრებასთან, რომელშიც არსებობს ერთი დიადი დოქტრინა ეონების შესახებ, ყოფიერების ბუნების შესახებ, ამ კონცეფციის თანახმად კოსმიური ყოფიერება შედგება ორი განზომილებისაგან, პირველი ესაა პლერომა, ხოლო მეორე კენომა ანუ გისტერმა, პლერომა ესაა უნივერსალური სულის, უნივერსალური ინტელექტისა (ინტელექტის უნივერსალური ოკეანის - სამუდრაარნავას) და უნივერსალური გონის ერთობლიობა, ცოცხალ არსებათა უსასრულო მირიადების კოლექტიური გონი, კოლექტიური ინტელექტი და კოლექტიური ცნობიერება, პლერომა ეს არის სამუდრაარნავა - ინტელექტის უნივერსალური ოკეანე, ბრაჰმანი - უნივერსალური სულიერი ცნობიერების კოსმიური ოკეანე და შაკტი - ღვთაებრივი მარადის ქალური ენერგიის უსასრულო კოსმიური ოკეანე, ხოლო კენომა ანუ გისტერმა ესაა - მატერიალური ბუნება, მატერიალური ყოფიერება, აღსავსე სატანჯველით, რომელიც აღსავსეა კარმული ენერგიის უნივერსალური ოკეანის მუდმივი ზეგავლენის ქვეშ მყოფი სულიერი არსებებით, არსებებით რომელნიც მუდმივ გარდასახვებში არიან, გნოსტიკური ქრისტიანული კენომა იგივეა რაც ბუდისტური, ინდუისტური, ჯაინური და სიქჰისტური - სამსარა ანუ სანსარა იგივე პარიკალპიტა (ვიკალპა) სვაბჰავა.
ევანგელური ნათელი არის პლერომა ანუ ნირვანა, ხოლო ბნელი - კენომა(გისტერმა) ანუ სამსარა, ნათელი ესაა სინათლის (სიკეთის) ენერგეტიკული სუბსტანცია, ხოლო ბნელი სიბნელის (ბოროტების) ენერგეტიკული სუბსტანცია, ასეთია ბიბლიის თეოსოფიური, ეზოთერიკული განმარტება.
სინათლის სულიერი ენერგეტიკული სუბსტანციის მიწიერი ფიზიკური კორელაცია არის ელექტრომაგნიტური სინათლის ენერგია, ხოლო ბნელეთის ფსიქიკური ენერგიის მიწიერი ფიზიკური კორელაცია არის ბნელი ენერგია ანუ ანტიგრავიტაციული ენერგია, ელექტრომაგნიტური რადიაცია არის სულიერი სინათლის რადიაციის გადაბრუნებული ანარეკლი, ხოლო ფიზიკური ბნელი არადეტექტირებადი უხილავი ანტიგრავიტაციული ენერგია არის ბნელეთის რადიაციული ენერგეტიკული სუბსტანციის კონტრპოლარული ინვერსიული ტრანსმუტაცია, სწორედ ამას ნიშნავს სინათლისა და სიბნელის მეორენაირი განმარტება, ერთისმხრივ სინათლე ესაა ნირვანა ანუ პლერომა, ხოლო მეორესმხრივ ელექტრომაგნიტური სინათლე, სიბნელე, ერთისმხრივ არის სამსარა ანუ კენომა, ხოლო მეორესმხრივ ბნელი ანტიგრავიტაციული ენერგია, სინათლე აგრეთვე შეიძლება განიმარტოს როგორც სინათლის ენერგეტიკული სუბსტანცია ანუ სინათლის მაგია, ხოლო სიბნელე ბნელეთის ფსიქიკური ენერგეტიკული სუბსტანცია ანუ ბნელი მაგია.
„დაინახა ღმერთმა რომ ნათელი კარგი იყო და გაყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი“ (დაბადება, თავი 1, სტროფი 4), „ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე“ (დაბადება, თავი 1, სტროფი 5), დაბადების მესამე, მეოთხე და მეხუთე სტროფებში ნახსენები სიბნელე და სინათლე შესაძლოა განიმარტოს სხვანაირადაც, ნათელი ეზოთერული მნიშვნელობით ეს არის აქტიური აბსოლუტი, გამოვლენილი უფალი თვისებებითა და ატრიბუტებით, დიფერენცირებული ცნობიერება, გამოვლენილი ემანაციების, ჯივების (ცოცხალი ინდივიდების) და იშვარების (ღმერთების) ერთობლიობა, ხოლო ბნელი ესაა პასიური აბსოლუტი, გამოუვლენელი დაფარული აბსოლუტი, პირველყოფილი ქაოსის კოსმიური ოკეანე და მსოფლიო სული. ასე და ამრიგად გასაგები ხდება ნათელისა და ბნელის ეზოთერული მნიშვნელობები. სიტყვები: „თქვეს ქალღმერთებმა (ელოჰიმებმა): იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი“ (დაბადება, თავი 1, სტროფი 3), ნიშნავს იმას, რომ პირველყოფილი ქაოსის ოკეანის ანუ სიბნელის წიაღში მყოფმა ღვთაებრივმა არსებებმა განიცადეს ემანაცია და რადიაცია, ისინი საკუთარი ნებით გამოვიდნენ პასიური აბსოლუტიდან, ქაოსის ოკეანიდან, გამოეყვნენ ქაოსს და გადავიდნენ ყოფიერების კინეტიკურ ფაზაში, ეს სიტყვები ბიბლიიდან აღნიშნავს პოტენციური პასიური აბსოლუტიდან კინეტიკური აქტიური საწყისების გამოყოფას და გამოდინებას, პასიური პოტენციის (პოტენციური ენერგიის) კინეტიკურ ენერგიად გარდასახვას. დაბადების მეოთხე და მეხუთე სტროფები პირდაპირ კავშირშია ინდუიზმის ქალღმერთების ბუნებასთან, ინდუიზმში ქალღმერთები წარმოადგენენ და განასახიერებენ ცოცხალ კოსმიურ ენერგიებს, რომლებიც ახდენენ მატერიის, დროისა და სივრცის ფორმირებას და დეფორმირებას, სწორედ ისინი, როგორც დინამიური და კინეტიკური ძალები, განაპირობებენ სამყაროთა და ცოცხალ არსებათა ემანაციას, ევოლუციას და ანიჰილაციას. ინდუიზმში, კერძოდ შაკტიზმსა და შივაიზმში, ქალღმერთები ყოველთვის წარმოადგენენ მათი მეწყვილე ღმერთკაცების პოტენციურ და კინეტიკურ ძალებს, ენერგეტიკულ გაგრძელებებს, ენერგეტიკულ იპოსტასებს. ქალური ენერგეტიკული ღვთაებების, მდედრობითი ბუნების დინამიური ენერგიების გარეშე არ ხდება არაფერი, სიტყვა „ელოჰიმ“ ნახსენები დაბადებაში, რომელიც ითარგმნება როგორც ქალღმერთები (ქალური სქესის არსებითი სახელი მრავლობით რიცხვში), იგივეა რაც სანსკრიტული ტერმინი „შაკტი“ მრავლობითში, შაკტი ნიშნავს ძალას, ენერგიას, მადლს, ბიბლიური ელოჰიმი ანუ იგივე შაკტი (მრავლობითში), ესაა კოსმიური ქალღმერთების, როგორც დინამიური კინეტიკური ძალების ერთობლიობა, რომლებიც წარმოადგენენ კოსმოსისა და სუპერკოსმოსის ამძრავ ძალებს. ზემოთხსენებულს ადასტურებს სიტყვა ელოჰიმის მეორენაირი თარგმანი: „ორმაგი ენერგია“, აქ საუბარია სამ რამეზე, ერთის მხრივ „ორმაგი ენერგია“ ესაა სულიერი და მატერიალური ენერგიების ერთობლიობა ან სულიერი და კარმული ენერგიების ერთობლიობა, მეორესმხრივ, დამანგრეველი და შემოქმედებითი ძალების ერთობლიობა, მესამესმხრივ კი ანდროგენი ღმერთი, იგივე ეროსი, ქალღმერთ ღამისა და ღმერთ ქარის შვილი, რომელზეც არის საუბარი ძველ ბერძნულ მითოლოგიაში. ძველი ბერძნული ანდროგენი ღმერთი ეროსი, რომელიც ნამდვილად არის ნახსენები დაბადებაში, წარმოადგენს მამრობითი და მდედრობითი ღვთაებების კრებით სახეს, სწორედ ის „ქმნის“ კოსმოსსა და სუპერკოსმოსს.
„თქვა ღმერთმა: იყოს წყალთა შორის მყარი და გაყაროს წყლები“ (დაბადება, თავი 1, სტროფი 6), „გააჩინა ღმერთმა მყარი და გაყარა ერთმანეთისაგან წყალი, რომელიც არის მყარს ქვემოთ და წყალი, რომელიც არის მყარს ზემოთ“ (დაბადება, თავი 1, სტროფი 7), „მყარს ღმერთმა უწოდა ცა“ (დაბადება, თავი 1, სტროფი 8), ამასთან არის დაკავშირებული ორი მოძღვრება, რომლებიც ერთმანეთს თითქმის გაჭრილი ვაშლებივით გვანან, ერთია კვანტურ ფიზიკაში მულტისამყაროების თეორია, ხოლო მეორე გნოსტიკოსი ქრისტიანის, ბასილიდე სირიელის მოძღვრება, პირველის თანახმად, ჩვენი სამყარო, როგორც უკვე ხსენებულ იქნა ზემოთ, არაა ერთადერთი, არამედ ერთერთი მრავალრიცხოვანი მულტისამყაროებიდან ანუ მეტაგალაქტიკებიდან, რომლებიც სამყაროთაშორისი ეგზოტიკური კოსმიური ოკეანის წიაღში არსებობენ, ესაა კაუზიური კოსმოსი. მეტაგალაქტიკის შიდა კოსმიურ სივრცეს და გარე კოსმიურ სივრცეს ყოფს ენერგეტიკული მემბრანა, ჩვენი მულტისამყარო არის ერთერთი, არარაობისა და არაფრის კოსმიური ოკეანის წიაღში მოლივლივე მულტისამყაროთაგან, ხოლო მეორე მოძღვრების თანახმად კოსმიური ყოფიერება შედგება ორი განზომილებისაგან, ესენია: კოსმოსი და სუპერკოსმოსი, კოსმოსი ესაა 365 ცის დაღმავალი იერარქია, ხოლო სუპერკოსმოსი 365 ცის აღმავალი იერარქია, ზედა ყოფიერება (ქრისტეს სამეფო და მამაღმერთის სამეფო), კოსმოსსა და სუპერკოსმოსს ერთმანეთისაგან ყოფს ცის მყარი ანუ სულიწმინდა(სოფია), ზღვარი, ბარიერი, ბასილიდე სირიელის მოძღვრების თანახმად ყოფიერების სათავეში დგას უზენაესი არაარსობრივი ღმერთი, რომლის წიაღშიც იყო ყოფიერების მრავალფეროვნების თესლი ანუ სინგულარული მატრიცა, მისი წიაღიდან ყოფიერების დასაწყისში გამოიყო ე.წ. „პირველი ძეობა“ ანუ გამოვლინების პირველი თანრიგი, რომელიც იყო სულიერი, მან წარმოშვა სუპერკოსმოსი, სულიერი სამეფო და აზრის სიჩქარით მიეახლა არარარსობრივ ღმერთს და „დამკვიდრდა“ მის სიახლოვეს, შემდეგ „მეორე ძეობა“ ანუ გამოვლინების მეორე თანრიგი, რომელმაც შექმნა მშვინვიერი (ფშვინიერი) სამყაროს 364 ცა და სანახევროდ სუფთამ, სანახევროდ კი დაბინძურებულმა, პირველი ძეობისაგან უფრო დაშორებულმა ღმერთისაგან, არაარსობრივი ღმერთისაკენ იწყო სწრაფვა და პირველი ძეობის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა, მაგრამ იმისათვის რათა დაცემულს, შეძლებოდა არაარსობრივთან საკმარისად მიახლოება, მან „გარემომცველი ნივთიერებისაგან“ შექმნა ენერგეტიკული სუბსტანცია - სულიწმინდა, მეორე ძეობის „ფრთები“ , მაგრამ როგორც კი გარკვეული ზღვარი გადალახა, მისმა იპოსტასმა, სულიწმინდამ ვეღარ შეძლო გზის განგრძობა, რადგან ამ ზღვარს იქით მას უკვე არსებობა აღარ შეეძლო და ამიტომაც მეორე ძეობამ იგი ამ ზღვარზე დატოვა და მასზე განავრცო. ამის შემდეგ ბარიერს ეწოდება სულიწმინდა. მეორე ძეობის შემდეგ არაარსობრივის წიაღიდან გამოვლინდა „მესამე ძეობა“, უკვე იმდენად დაბინძურებული და დაშორებული არაარსობრივ ღმერთს, რომ მისკენ აღმასვლა ვეღარ შეძლო და მესამე ადგილი დაიკავა მისგან, მან წარმოშვა 365-ე, სულ ბოლო ცა სულიწმინდის ქვემოთ. ბასილიდეს მტკიცებით კოსმოსი ესაა სამყარო სულიწმინდის ქვემოთ, ხოლო სუპერკოსმოსი, სამყარო სულიწმინდის ზემოთ.
„თქვა ღმერთმა: შეგროვდეს ერთგან ცისქვეშეთის წყალი და გამოჩნდეს ხმელეთი“ (დაბადება, თავი 1, სტროფი 9), „ხმელეთს ღმერთმა უწოდა მიწა და შეგროვილ წყალს უწოდა ზღვა“ (დაბადება, თავი 1, სტროფი 10), ბიბლიის ეს სიტყვები განიმარტება შემდეგნაირად: „ხმელეთი“ ანუ „მიწა“ ეს იგივეა რაც კოსმიური მატერია, ნივთიერება,ბარიონული მატერია და ბნელი მატერია, ხოლო „წყალი“ ანუ „ზღვა“ ესაა კოსმოსი, კოსმიური სივრცე, ბნელი ენერგია და ვირტუალური ნაწილაკების ენერგეტიკული ოკეანე, სხვაგვარად რომ ვთქვათ ბიბლიის ამ მონაკვეთში აღწერილია, რათქმაუნდა ალეგორიულად კოსმიური მატერიისა და ენერგიის, დროისა და სივრცის ფორმირება.
„თქვა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის მყარზე“ (დაბადება, თავი 1, სტროფი 14), „იყვნენ მნათობები ცის მყარზე რომ გაანათონ მიწა“ (დაბადება, თავი 1, სტროფი 15), „დასხა ისინი ღმერთმა ცის მყარზე, რომ გაენათებინათ მიწა“ (დაბადება, თავი 1, სტროფი 17), ეს „ცის მყარი“ რომელიც აქ არის ნახსენები, არის სამყაროს ენერგეტიკული მემბრანის გაგრძელება, შიდა კოსმიური დროსივრცული კონტინიუმი. კოსმიური სხეულები, სწორედ ამ დროსივრცული კონტინიუმის ზედაპირზე მიმოიძვრიან, როგორც გვეუბნება ფიზიკა. „ცის მყარი“ არის ბიბლიაში, დროსივრცული კონტინიუმის ალეგორიული სახელწოდება.
მართლმადიდებელთა მთავარი პრობლემა იმაშია რომ მათ არ სურთ დამოუკიდებლად და თავისუფლად დოგმატიკის ფარგლებს გარეთ მეცნიერული აზროვნება და თვითშემეცნება, თვითგანსწავლა, მათ არ სურთ თავისუფლება. ეს ის ხალხია რომლებიც ამტკიცებენ რომ „ღმერთმა“ არაფრისგან შექმნა სამყარო, თუმცაღა ამ არაფრის რაობასა და არსობრიობას არც კი აკონკრეტებენ, ეს ის ხალხია რომლებიც იმასაც კი ვერ ახერხებენ სწორად გადათარგმნონ სიტყვა „ელოხიმ“, ეს ის ხალხია რომლებმაც სიტყვა „ელოხიმი“ რეალურად ქალური სქესის არსებითი მრავლობით რიცხვში, გადათარგმნეს როგორ მამაკაცური სქესის არსებითი სახელი მხოლობითში, ეს ის ხალხია, რომლებიც აზრზეც კი არ არიან რომ ანგელოზებისა და დემონების წარმოშობის შესახებ ბიბლიაში სიტყვაც არაა ნათქვამი(!).
რეალურად სინამდვილეში მართლმადიდებელთა მიერ არაზუსტად გადათარგმნილი ბიბლიის პირველი წიგნის ე.წ. „დაბადების“ პირველი ორი თავი ამგვარია:
ბიბლია
წიგნი პირველი
დაბადება
(ელენა ბლავატსკაიას, ისააკ მეიერისა და მაკ გრეგორ მატერსის შრომათა მიხედვით რედაქტირებული ვერსია)
თავი პირველი:
1. „მარადიულად არსებული არსიდან (სუბსტანციიდან) ქალღმერთებმა (ორმაგმა ენერგიამ) მოახდინეს ორმაგი ცის (კოსმოსისა და სუპერკოსმოსის) ფორმირება.
2. ქაოსის ოკეანე იყო უსახური და არაორგანიზებული, ბნელითა და წყვდიადით იყო მოცული თავდაპირველი ქაოსის უფსკრული და ღვთაებრივი მსოფლიო სული (სული ღმერთებისა) იძრვოდა კაუზიური კოსმიური ოკეანის (ქაოსის ანუ ეკარნავას) წყლებს ზემოთ.
3. თქვეს ქალღმერთებმა (ელოჰიმებმა, კინეტიკურმა ენერგიებმა): იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი (აქტიური აბსოლუტი, გამოვლენილი უფალი).
4. დაინახეს ქალღმერთებმა (ელოჰიმებმა,კინეტიკურმა ენერგიებმა) რომ ნათელი (აქტიური აბსოლუტი, გამოვლენილი უფალი თვისებებითა და ატრიბუტებით, დიფერენცირებული ცნობიერება) კარგი იყო და გაყარეს ნათელი (აქტიური აბსოლუტი, გამოვლენილი ღვთაება) და ბნელი (პასიური აბსოლუტი, გამოუვლენელი დაფარული აბსოლუტი).
5. ნათელს (გამოვლენილ ღვთაებას) ქალღმერთებმა (კინეტიკურმა ენერგიებმა) უწოდეს დღე და ბნელს (პასიურ აბსოლუტს) უწოდა ღამე. იყო პირველი იომი (პირველი ერა).
6. თქვეს ქალღმერთებმა (ელოჰიმებმა,კინეტიკურმა ენერგიებმა): იყოს სივრცეთა შორის მყარი (მემბრანა) და გაყაროს სივრცენი.
7. გააჩინეს ქალღმერთებმა (ელოჰიმებმა,კინეტიკურმა ენერგიებმა) მყარი (ე.ი. მემბრანა) და გაყარეს ერთმანეთისაგან კოსმიური სივრცე რომელიც არის მყარს (მემბრანას) ქვემოთ (შიგნით)და სივრცე, რომელიც არის მყარს ზემოთ (გარეთ). და იქმნა ასე.
8. მყარს (მემბრანას) ქალღმერთებმა (ელოჰიმებმა,კინეტიკურმა ენერგიებმა) უწოდეს ცა. იყო მეორე იომი (მეორე ერა).
9. თქვეს ქალღმერთებმა (ელოჰიმებმა,კინეტიკურმა ენერგიებმა): შეგროვდეს (კონდენსირდეს) ერთგან ცისქვეშეთის წყალი (სივრცე) და გამოჩნდეს ხმელეთი (გალაქტიკები). და იქმნა ასე.
10. ხმელეთს ქალღმერთებმა უწოდეს მიწა (გალაქტიკური კლასტერები) და შეგროვილ წყალს (სივრცეს) ზღვა. დაინახეს ქალღმერთებმა (ელოჰიმებმა) რომ კარგი იყო.
11. თქვეს ქალღმერთებმა (კინეტიკურმა ენერგიებმა): იყვნენ (გაჩნდნენ) მნათობები ე.ი. მზეები (ვარსკვლავები), პლანეტები და მთვარეები (ვარსკვლავური ანგელოზები). იყო მესამე იომი (მესამე ერა).
12. [გაჩნდნენ თუ არა მზეები, პლანეტებს მოეფინათ ნათელი და პლანეტებზე დაიწყო კოკისპირული წვიმები, ამოხეთქა წყალმა მიწიერმა მიწისქვეშიდგან და გადმოხეთქა ციური ღრუბლებიდან, წვიმდა 100 000 წელი, ბოლოს შეწყდა წვიმა თავსხმა და თანდათან დაიწია მიწიერმა ოკეანემ წყლისამ, და გამოჩნდა მიწიერი ხმელეთი და გახდა იგი ნაყოფიერი და აღმოცენდა მასზე მცენარეები მას მერე რაც წარმოიშვა ოზონის შრე პლანეტათა და მთვარეთა გარშემო. და მოიტანეს ნაყოფი პირველმა მცენარეებმა. იყო მეოთხე იომი (მეოთხე ერა).
13. წარმოშვეს ქალღმერთებმა (კინეტიკურმა ენერგიებმა) მიკროორგანიზმები, მათგან წარმოშვეს უმარტივესი ფეხსახსრიანები და რბილტანიანები, მათგან გიგანტური მწერები და პირველყოფილი თევზები, ხოლო თევზთაგან ამფიბიები, მათგან ქვეწარმავლები, მათგან კი ფრინველები. შექმნეს აგრეთვე უმდაბლესმა ელოჰიმებმა პირველყოფილი ურჩხულები - ლევიათანები. ლევიათანების შემდეგ კი შექმნეს ქალღმერთებმა უმდაბლესი ანგელოზები. იყო მეხუთე იომი (მეხუთე ერა).]
14. თქვეს ქალღმერთებმა (კინეტიკურმა ენერგიებმა): გავაჩინოთ ადამიანები ჩვენს ხატად (ფორმად), ჩვენს მსგავსებად. ეპატრონონ ზღვაში თევზს და ამფიბიებს, ჰაერში ფრინველს და მიწაზე პირუტყვს, მთელს სამყაროს და ყველა ქვემძრომს რაც კი მიწაზე დახოხავს.
15. შექმნეს ქალღმერთებმა (კინეტიკურმა ენერგიებმა) ადამიანები, თავის ხატად (ფორმისამებრ) შექმნეს ისინი, ანდროგენ ჰერმაფროდიტებად (მამაკაცად და დედაკაცად) შექმნეს ისინი.
16. აკურთხეს ქალღმერთებმა (კინეტიკურმა ენერგიებმა) ისინი და უთხრეს: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ სამყარო, დაეუფლეთ მას და ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს და ყოველ ცხოველს, რაც კი მიწაზე დახოხავენ.
17. თქვეს ქალღმერთებმა (კინეტიკურმა ენერგიებმა): აჰა მოგვიცია თქვენთვის ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რაც კი დედამიწის ზურგზეა და ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის მთესველი, ეს იყოს თქვენი საზრდო.
18. მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყველა ქვემძრომს, რასაც კი სიცოცხლის საფშვინველი (ნეფეშ), ბალახი ქონდეს საჭმელად. და იქმნა ასე. იყო მეექვსე იომი (მეექვსე ერა).

თავი მეორე:
1. ასე აღსრულდა ცა (სულიერი ცა, სუპერკოსმოსი) და მიწა (მატერიალური ცა, კოსმოსი) მთელი მათი ანგელოზთა მხედრობით.
2. დაასრულეს ქალღმერთებმა (კინეტიკურმა ენერგიებმა) სამყაროთა ფორმირება მეექვსე იომში (მეექვსე ერაში).
3. გამოსახა იეღოვა ელოჰიმმა ანდროგენი ადამის სხეულებრივი არსება ასტრალური ენერგიისაგან და შთაბერა მას ნესტოებში სიცოცხლის სუნთქვა (სასიცოცხლო ეთერული ენერგია – პრანა შაკტი) და გახდა ადამი ცოცხალ მშვინვად (ცხოველური სამშვინველი – ნეფეშ).
***
თანამედროვე კვანტურ ფიზიკაში არსებობს უმნიშვნელოვანესი და უდიადესი თეორია ორი სუბსტანციის შესახებ, რომელთაც ეწოდებათ - ბნელი მატერია და ბნელი ენერგია, ბნელი ენერგია არის ენერგეტიკული სუბსტანცია რომელიც კოსმიურ სხეულებს აქსელერაციას ანუ აჩქარებას ანიჭებს, ის კოსმიურ სამყაროს აიძულებს დიდი სიჩქარით გაფართოვდეს, სწორედ მისი წყალობით კოსმიური მატერიის ნაწილაკები განიცდიან აჩქარებას და იძენენ მოძრაობის უნარს, იგი არის მძლავრი ანტიგრავიტაციული სუბსტანცია, მას შეუძლია ისე ააჩქაროს სუბატომები, რომ კოსმიური მატერია საბოლოოდ დაშალოს და დაამსხვრიოს ანუ მოახდინოს სრული დეზიტეგრაცია, ხოლო ბნელი მატერია პირიქით კოსმიურ მატერიას, კოსმიურ სხეულებს გაფანტვასა და დეზინტეგრაციაში ხელს უშლის და ბნელი ენერგიის ზემოქმედებას ეწინააღმდეგება, ახდენს რა ჩვეულებრივი ბარიონული მატერიის შეკავშირებას და შემჭიდროვებას და ახდენს კონრეტული სტრუქტურების ჩამოყალიბებას და ფორმირებას, სხვაგვარად რომ ვთქვათ მატერიის სუბატომებსა და ატომებს ბნელი ენერგიის საპირისპიროდ, ამუხრუჭებს და აყოვნებს, ასევთქვათ ანელებს ბარიონული მატერიის ნაწილაკთა მასას, ბნელი ენერგიისა და ბნელი მატერიის ძალთა შორის ბალანსი უზრუნველყოფს სამყაროს მატერიალური სტრუქტურის მოწესრიგებას (სტაბილიზაციას), ბნელმა მატერიამ რომ სძლიოს ბნელ ენერგიას სამყარო საკუთარ თავში ჩაინთქმება და მოხდება სრული იმპლოზია, ხოლო იმ შემთხვევაში თუ სძლევს ბნელი ენერგია სამყაროს მატერია უსასრულოდ მცირე ნაწილაკებად დაიხლიჩება და უსასრულო სიჩქარით მიმოიფანტება ყველა მიმართულებით, იქნება სრული დეზ-ინტეგრაცია. ჯაინისტურ მოძღვრებაში აგრეთვე არსებობს დოქტრინა, კონცეფცია ორი მსგავსი სუბსტანციის შესახებ, პირველი ესაა - დჰარმასტიკაია - მოძრაობის გამტარი, მამოძრავებელი ანუ ამაჩქარებელი სუბსტანცია, ხოლო მეორე - ადჰარმასტიკაია - უძრაობის გამტარი, დამამუხრუჭებელი სუბსტანცია, დამაყოვნებელი სუბსტანცია, პირველი მსგავსად ბნელი ენერგიისა კოსმიური მატერიის ნაწილაკებს აქსელერაციას ანუ აჩქარებას ანიჭებს და სივრცეში ამოძრავებს, ხოლო მეორე (ადჰარმასტიკაია) პირიქით მატერიის ნაწილაკებს ამუხრუჭებს და ანელებს, ის ხელს უშლის მატერიის ნაწილაკების გაფანტვას, მსგავსად ფიზიკის ბნელი მატერიისა. ჯაინისტური კონცეფცია დჰარმასტიკაიას და ადჰარმასტიკაიას შესახებ სრულებით იდენტურია, კვანტური ფიზიკის თეორიისა, ბნელი მატერიისა და ბნელი ენერგიის შესახებ. დჰარმასტიკაიასა და ადჰარმასტიკაიას შორის ბალანსი ქმნის კოსმიურ წესრიგს, დჰარმასტიკაიას და ადჰარმასტიკაიას გარდა სამყაროში არსებობს კიდევ 4 სუბსტანცია: ჯივა-დრავია ანუ საფშვინველი (სამშვინველი), აკაშა ანუ სივრცე, კალა ანუ დრო და პუდგალა-აჯივა-დრავია ანუ ჩვეულებრივი ფიზიკური მატერია. ჯაინისტური მოძღვრების თანახმად სივრცე შედგება უსასრულო რაოდენობის სივრცული წერტილებისაგან, ასევე უსასრულო რაოდენობის სივრცული წერტილებისაგან ანუ ანუებისაგან (ელემენტარული ნაწილაკებისაგან) შედგება ფიზიკური მატერიაც. ჯაინისტურ, სიქჰისტურ, ინდუისტურ და ბუდისტურ მოძღვრებებში ელემენტარული ნაწილაკების თეორია, ატომისტური თეორია, დროის და სივრცის კონტინიუმის თეორია, ბნელი მატერიისა და ბნელი ენერგიის თეორიები არსებობდა უხსოვარი დროიდან, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც კვანტური ფიზიკის ხსენებაც არ იყო. ინდურ რელიგიებში ელემენტარულ ნაწილაკებს ანუ სუბატომებს ეწოდებათ - ანუ, ხოლო ატომებს - პარამა ანუ. ჯაინისტებისა და სხვა ინდური რელიგიების აპოლოგეტების მსგავსად ანაქსაგორაც, ძველი ბერძენი ფილოსოფოსი, ამტკიცებდა რომ მატერიის დიფერენცირება უსასრულოდ შეიძლება, ის აგრეთვე ამტკიცებდა რომ მატერია წარმოადგენს კოსმიური გონის ემანაციას.

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Mar 2 2014, 03:29 PM

შანკარა
შეუძლებელია ამ პოსტის წაკითხვა უბრალო მოკვდავისთვის. ტვინი მეტკინა.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 2 2014, 07:37 PM

MIRDAT

ციტატა
შეუძლებელია ამ პოსტის წაკითხვა უბრალო მოკვდავისთვის. ტვინი მეტკინა.

სანამ არ გასხივოსნდები , არაფერი გეშველება ...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Mar 3 2014, 02:38 AM

A.V.M
აი ეგ ნაწერი გასხივოსნებულ ბუდისტ ბერს რომ მიუტანო კაი რაღაცას გეტყვის...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 25 2014, 03:24 AM

ეთიკის ფილოსოფიურ–რელიგიური ასპექტები ;
I - ნაწილი .

ავტორი: თეოლოგიის დოქტორი თემურ ბუაძე

ადამიანის ზნეობრივი ცხოვრება – ზოგადი ეთიკური პრინციპები და კონკრეტულ ქმედებათა მორალური მოტივები – რელიგიურ რწმენას ან ფილოსოფიურ მფსოფლმხედველობას ეფუძნება. ამასთან, ნებისმიერი რწმენის რელიგიური შინაარსი შეიძლება ფილოსოფიური ტერმინებით იქნას გადმოცემული, ანუ ყოველ რელიგიას თავისი რელიგიური ფილოსოფია შეესაბამება. ეს ფაქტი საშუალებას გვაძლევს, ვიფიქროთ, რომ, საზოგადოდ, ნებისმიერი ზნეობრივი კრედოს უკან გარკვეული ფილოსოფიური მსოფლმხედველობა დგას.
ჩვენი სტატიის მიზანია, მოკლედ მიმოვიხილოთ გარკვეულ ფილოსოფიურ სისტემებსა და ტრადიციებთან დაკავშირებული ეთიკური მოძღვრებები; ეს ნათლად დაგვანახებს ამ მოძღვრებებს შორის არსებულ განსხვავებებს და შესაძლებლობას მოგვცემს, ქრისტიანული ეთიკის უნიკალურ ხასიათზე მივუთითოთ.


ანტიკურ სამყაროში ეთიკური ფილოსოფია ორ ფუნდამენტურ პრინციპს ეფუძნებოდა. პირველის მიხედვით, ადამიანის ცხოვრების უმთავრესი მიზანი ბედნიერების მიღწევაა და მეორე – ცოდვის მიზეზი კარგის არცოდნაა. პლატონი ორივე პრინციპს სოკრატეს მიაწერს, თუმცა მათი ექვივალენტური ფორმულირებები დემოკრიტესგან შემორჩენილ ფრაგმენტებში გვხვდება. დემოკრიტესთან ვხვდებით ასევე იმ აზრს, რომელსაც არაერთხელ გამოთქვამს სოკრატე პლატონურ დიალოგებში – ბოროტების ჩამდენი საკუთარ თავს უფრო ვნებს, ვიდრე მსხვერპლს.
სოკრატესა და დემოკრიტეს ამ იდენტური ფორმულირებების უკან განსხვავებული ფილოსოფიური მსოფლმხედველობები დგას. მატერიალისტ დემოკრიტესთან თვით სულიც, ისევე როგორც სხეული, გარკვეული ატომების შემთხვევითი დაკავშირების – კონგლომერაციის შედეგია. სოკრატესთან და, აქედან გამომდინარე, პლატონთან კი – არამატერიალური უკვდავი ადამიანური სული სამ ნაწილოვანი იერარქიული სტრუქტურის მქონეა. პლატონის მიხედვით, თითოეული ადამიანი საკუთარ ბედნიერებას სულის გარკვეული ნაწილის მისწრაფებებს უკავშირებს. რაც უფრო მაღალი ანუ უკეთესია ეს სულის ნაწილი, მით უფრო სრულყოფილია ბედნიერება. სოკრატესთვის სულის დაბალი ნაწილების უმაღლესისადმი დამორჩილება ადამიანის ზნეობისა და თავისუფლების საფუძველია. სრულყოფილი ბედნიერება კი შეუძლებელია ზნეობისა და თავისუფლების გარეშე. ეს სქემა გასაგებს ხდის ზემოხსენებულ პრინციპებს. აღზრდას მოკლებულ უბირ და შეუგნებელ ადამიანს არაფერი გაეგება სულის ამაღლებული მისწრაფებების, იგი მხოლოდ ქვენა მოტივებს იცნობს და ემორჩილება. ამიტომაა, რომ ცოდვა უკეთესის არცოდნის შედეგია; ბოროტების ჩამდენი ადამიანი მხოლოდ ქვენა იმპულსების აღსრულებას ესწრაფვის და ამით სულის უმაღლეს ნაწილებს აზიანებს. ამის გამოა, რომ ბოროტების ჩამდენი საკუთარ თავს უფრო აზარალებს, ვიდრე სხვას.
თუ ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ აღზრდითაა შესაძლებელი, როგორც ამას ანტიკური ფილოსოფოსები ფიქრობდნენ, გასაგები ხდება, რატომ აიგივებდა არისტოტელე და პლატონი მორალურ და პოლიტიკურ ცხოვრებას. მათ აზრით, სახელმწიფოს პატერნალისტური მოვალეობაა მოქალაქეების ზნეობრივი აღზრდა.
ცნება, რომელსაც დემოკრიტე არ განიხილავს, მაგრამ სოკრატედან მოყოლებული მთელი ანტიკური ეთიკის ფუნდამენტალური ტერმინი ხდება, სათნოებაა. ძველ ბერძნულ სიტყვა arete–ს ქართულად ზუსტად არც ერთი სიტყვა არ შეესაბამება. ინგლისურად და ფრანგულად – შეიძლება სხვა რომელიმე ევროპულ ენებზეც – ამ სიტყვას virtue–დ თარგმნიან, რაც საკუთრივ სათნოებას ნიშნავს, თუმცა ზოგი სპეციალისტი arete–ს შესატყვისად სიტყვა – excellence–ს ირჩევს, რაც სხვა მნიშვნელობებთან ერთად რაღაცაში გაწაფვას, დახელოვნებასაც გულისხმობს. ეს შემთხვევითი არაა, რადგან პლატონურ დიალოგებში სოკრატე სათნოების არსში ჩასაწვდომად ხშირად იყენებს მედიცინაში, ზღვაოსნობაში, დურგლობასა ან სხვა რომელიმე პრაქტიკულ სფეროში დახელოვნების იდეას. მაგალითად, დახელოვნებული ექიმი სათანადო თეორიული კომპეტენციის მფლობელია და მდიდარი პრაქტიკული გამოცდილებით გაწაფულს ეფექტურად შეუძლია კონკრეტული დაავადებებისაგან განკურნება. ამ ანალოგიის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ყოველი სათნოება შესაფერის სიბრძნეს მოითხოვს სიკეთისა და ბოროტების შესაცნობად, ამასთან ის კონკრეტულ შემთხვევებში სწორი არჩევანის გაკეთების ჩვევად ქცეულ უნარს და მის პრაქტიკულ განხორციელებაში დახელოვნებასაც გულისხმობს. სოკრატეს აზრით, სათნოებასა და რაიმე ხელობაში გაწაფულობას ისიც ამსგავსებს ერთმანეთს, რომ ორივე შრომით შეიძინება ანუ არაა თანდაყოლილი; თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ იგი მათ შორის განსხვავებასაც ნათლად ხედავდა: სათნოების ხარისხს მოტივაციის სიწმინდე განსაზღვრავს, ხელობისას კი – სარგებლიანობა.
ცალკეულ სათნოებებს პლატონი მთლიან დიალოგებს უძღვნის, რომლებშიც სოკრატე თითოეული მათგანის განხილვას ცდილობს. მაგალითად, ღვთისმოსაობაზე „ევთრიპოშია“ საუბარი, მოთმინებაზე – „ქარმიდეში“, სიმტკიცეზე – „ლახესში“, სამართლიანობაზე – „სახელმწიფოში“ და ა. შ. როცა საქმე სათნოებებს ეხება, სოკრატეს საუბარი ერთსა და მავე სქემაზეა აგებული. იგი თავის მოსაუბრეებთან ერთად ცდილობს რომელიმე კონკრეტული სათნოების განმარტებას. მოსაუბრეები მას ამ სათნოების განმარტების სხვადასხვა ვერსიას სთავაზობენ, სოკრატეს კი შემხვედრი კითხვების საშუალებით ისინი ჩიხამდე (elenchus) მიჰყავს. ამით მას იმის ჩვენება უნდა, რომ სათნოებების სიტყვიერი განმარტება შეუძლებელია; როგორი წარმატებულიც არ უნდა გვეჩვენებოდეს რომელიმე ვერსია, სოკრატე აუცილებლად მოიფიქრებს ისეთ სიტუაციას, რომელშიც ეს განმარტება შეუსაბამო ხდება; იგი იმასაც აჩვენებს, რომ არც ერთ ფორმულირებას არ შეუძლია ცალკეული სათნოებების ყველა კონკრეტული გამოვლინებები მთლიანად მოიცვას.
Elenchus-ის თვალსაჩინო მაგალითებს „სახელმწიფოში“ ვხედავთ, რომელშიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამართლიანობაზეა საუბარი. ამ დიალოგის პირველ თავში მოხუცი კეფალე სამართლიანობად სიმართლის თქმას და მობარებულის ან ნასესხების უკან დაბრუნებას მიიჩნევს. ამასთან დაკავშირებით, სოკრატე კითხვას სვამს: „განა სამართლიანი იქნებოდა ჭკუიდან გადამცდარი მეგობრისათვის საშიში იარაღის უკან დაბრუნება?“ კეფალე აღიარებს, რომ ეს აქტი სამართლიანად ვერ ჩაითვლება, რადგან შეიარაღებულმა მეგობარმა შეიძლება უდანაშაულო ადამიანს ან საკუთარ თავსაც რაიმე ზიანი მიაყენოს. კეფალეს ჩიხამდე მიყვანის შემდეგ, სამართლიანობის განმარტების შემდგომ ვერსიას მისი ვაჟი პოლიმარქე იძლევა. მისი აზრით, სამართლიანია მეგობარს კარგი გაუკეთო, მტერს კი – ცუდი. ეს ფორმულირება იმ საბაბითაა უარყოფილი, რომ სამართლიანობა, როგორც სათნოება, არც მოყვარეს და არც მტერს არ უნდა ვნებდეს. შემდეგი ვერსია სოფისტ ტრასიმაქეს ეკუთვნის. მას ეჭვი შეაქვს, საერთოდ შეიძლება თუ არა სამართლიანობის სათნოებად მიჩნევა; ამ პერსონაჟის აზრით, არავის ინტერესში არ შედის სამარლიანობა; ანუ ყველა უსამართლობას ამჯობინებდა, შესაძლებელი რომ ყოფილიყო. ტრასიმაქეს ვერსიით, სამართლიანობა სხვა არაფერია, თუ არა ძლიერის უპირატესობა. ძლიერი სამართლიანობის საბაბით ცდილობს საკუთარი პრივილეგიების შენარჩუნებას. სოკრატე საკმაოდ გრძელი, ზოგჯერ ბუნდოვანი მსჯელობების შემდეგ ტრასიმაქეს აიძულებს, აღიაროს, რომ სამართლიანი ადამიანის ცხოვრება უმჯობესია, ვიდრე უსამართლოსი. ამით ამ უკანასკნელის ვერსიაც უარიყოფა.
სამართლიანობის განმარტების წარუმატებელ მცდელობებს ვხვდებით „სახელმწიფოს“ პირველ თავში. მეხუთე თავში პალტონი იდეების საკუთარ თეორიაზე იწყებს საუბარს, რაც კიდევ უფრო გასაგებს ხდის ამ წარუმატებლობების სერიას. პლატონის აზრით, სათნოებებს, ისევე როგორც ყველაფერს, დედამიწაზე საკუთარი იდეა ანუ ფორმა შეესაბამება, ეგრეთწოდებულ პლატონურ იდეათა სამყაროში. უფრო მეტიც, ყველა საგანი, მისი თვისებები, მოვლენები და ა. შ. სივრცის, დროის და პიროვნული გონის მიღმა მყოფი ამ იდეების კონკრეტული მატერიალური განსხეულებებია. ამასთან, ეს განსხეულებები იდეების დამახინჯებულ, ცვალებად და აჩრდილისეულ ანარეკლს წარმოადგენს. პლატონი გასაოცარი მისტიური სიღრმითა და შთამბეჭდავი იგავური სახეებით გადმოსცემს ამ აზრს საყოველთაოდ ცნობილ „გამოქვაბულის იგავში“. სხეულში დატყვევებულ, ცვალებადი აჩრდილებით გარემოცულ ადამიანურ სულს აღარ ძალუძს წმინდა, მარადიული, უცვალებელი იდეების ჭვრეტა, ამის გამოა, რომ სათნოებების რაციონალური განმარტების ყოველი მცდელობა elenchus–ით ანუ წარუმატებლობით მთავრდება. მიუხედავად იმისა, რომ სოკრატე ვერ ახერხებს კონკრეტული სათნოებების დამაკმაყოფილებელ განმარტებას, იგი მრავალგზის გამოჰკვეთს პრინციპს, რომელსაც ყოველი სათნოება უნდა აკმაყოფილებდეს: ის სიკეთის მომტანი უნდა იყოს მისი მფლობელისა და სხვებისთვისაც. აქედან გამომდინარე, სოკრატული ანუ პლატონური ეთიკის საფუძველი აბსოლუტური სიკეთის იდეაა. აბსოლუტური სიკეთის იდეა ტრანცენდენტური ანუ თვით სხეულისაგან განთავისუფლებული ადამიანის გონებისათვისაც მიუწვდომელი რეალობაა; პლატონის აზრით, ის არა მარტო ეთიკის საფუძველია, არამედ შემეცნებისა და თვით ყოველგვარი ყოფიერებისაც კი. ამის საილუსტრაციოდ იგი მზის ანალოგიას იყენებს; თავად მზეს თვალებს ვერ გაუსწორებ, თუმცა მისი სხივები ხილულს ხდის სამყაროს და მისგან გამომავალი სინათლე და სითბო აუცილებელია სიცოცხლისათვის. ზუსტად ასევე, თავად უხილავი აბსოლუტური სიკეთის იდეა ნათელს ჰფენს სხვა იდეებს და ხილულს ქმნის მათ სხეულის ტყვეობისაგან განთავისუფლებული ადამიანური სულისათვის. ამ ხილულ იდეებში კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამყაროს ონტოლოგიური საფუძვლები იხილვება. ადვილი მისახვედრია, რომ პლატონი აბსოლუტური სიკეთის იდეას ღმერთთან აიგივებს. ეს გარემოება პლატონურ ეთიკას რელიგიურ ბუნებას სძენს. ეს განსაკუთრებული სიცხადით დიალოგ „კანონებში“ ვლინდება. „სახელმწიფოს“ მსგავსად, პლატონი ამ დიალოგშიც იდეალური მართველობის ფორმის ძიებითაა დაკავებული. იდეალურ ქალაქ მაგნეზიის კანონთა კორპუსის პრეამბულაში ის აცხადებს, რომ ადამიანები დანაშაულს შემდეგი სამი არასწორი რელიგიური შეხედულებებიდან, ერთ–ერთის გაზიარების გამო ჩადიან: როცა არ სწამთ, რომ ღმერთები არსებობენ, ან მათი არსებობა სწამთ, თუმცა მიაჩნიათ, რომ ისინი ადამიანებითა და მათი საქმეებით არ ინტერესდებიან; ან კიდევ, ფიქრობენ, რომ საკრალური რიტუალების აღსრულებითა და შესაწირავებით ღმერთების მოსყიდვაა შესაძლებელი. ორივე დიალოგში აშკარად იკითხება აზრი – ადამიანში სათნოებების განვითარებისათვის აუცილებელია იგი ბრძნულად ორგანიზებული პოლიტიკური ორგანიზმის, ქალაქსახელმწიფოს ანუ პოლისის წევრი იყოს. ამ შეხედულებას მთლიანდ იზიარებს არისტოტელე. საყოველთაოდაა ცნობილი მისი გამონათქვამი: „ადამიანი პოლიტიკური ცხოველია“. ამით მას იმის თქმა უნდა, რომ ადამიანის ზნეობრივი განვითარებისათვის ან, ზოგადად, მასში ჩადებული პოტენციების სათანადო აქტუალიზაციისთვის პოლისის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა აუცილებელია. იმავე აზრს გამოხატავს მისივე მეორე ცნობილი ფრაზაც, რომლის მიხედვით, არსებები, რომლების პოლისში ცხოვრებას არ საჭიროებენ, ან ღმერთები არიან ან ცხოველები.
http://www.orthodoxtheology.ge/guligonieri2/#more-4681

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 27 2014, 01:50 AM

II - ნაწილი :

თუმცა პლატონის და არისტოტელეს ეთიკურ სწავლებებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაც არსებობს. არისტოტელესთან ეთიკა და პოლიტიკა პრაქტიკულ მეცნიერებებს განეკუთვნება, ანუ პრაქტიკული, ამ მიწაზე აღსრულებადი მიზნებისაკენ არის ორიენტირებული. არისტოტელე ძალიან ხშირად პლატონის ინტუიციებსა და იდეებს ეყრდნობა, თუმცა ცდილობს პლატონური ფილოსოფიის, მისი აზრით, ექსტრავაგანტული ელემენტებისაგან გაწმენდას. არისტოტელეს ეთიკასა და პოლიტიკაში უკვე აღარ გვხვდება პლატონური იდეების თეორია, იგი უარყოფს აბსოლუტური სიკეთის იდეის არსებობას, ფილოსოფოსი მეფის აუცილებლობას, ხაზს უსვამს ოჯახისა და კერძო საკუთრების მნიშვნელობას და ა. შ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, იდეათა თეორია პლატონის ეთიკას რელიგიურ ხასიათს სძენდა. ამ თეორიის უარყოფით, არისტოტელეს ეთიკაში რელიგიური განზომილება მინიმუმამდეა დაყვანილი. პლატონის მსგავსად, არისტოტელეც თავის ეთიკას სათნოების ცნებაზე აფუძნებს, თუმცა მასთან სათნოებების არსში გასარკვევად არამიწიერ იდეებს კი არ უნდა მივმართოთ, არამედ საყოველთაოდ ცნობილ არისტოტელესეულ „შუალედის მეთოდს“.
არისტოტელესთანაც ადამიანური ცხოვრების აზრი ბედნიერების მიღწევაში მდგომარეობს. მასთან ბედნიერება გაიგივებულია სიამოვნებასთან, რომელსაც სულის უნარების, ანუ ბერძნულად ergon–ების ბრძნულად, ე. ი. სათნოებების მიხედვით ამოქმედება იწვევს. აქედან მოდის სათნოებების ფუნდამენტალური მნიშვნელობა არისტოტელეს ეთიკასა და პოლიტიკაში.
არისტოტელესთან სათნოებები სულის შემადგენელ სამ ნაწილს შეესაბამება. ეს ნაწილებია: ვეგეტაციური, ემოციონალური და რაციონალური. სულის ვეგეტაციური ნაწილი ადამიანს საერთო აქვს მცენარეებთან და ცხოველებთან, მისი ფუნქციები გონების კონტროლს არ ექვემდებარება, ამიტომ მასთან დაკავშირებულ სათნოებებს კავშირი არა აქვს ეთიკასთან. სულის შუალედური ნაწილი მჟღავნდება სურვილებში, მისწრაფებებში, ემოციებში, ვნებებსა და განცდებში. სულის ამ ნაწილის შესაბამის სათნოებებს არისტოტელე მორალურ სათნოებებს უწოდებს. ასეთებია, მაგალითად: სიმამაცე, თავშეკავებულობა, სიმტკიცე და ა. შ. სულის რაციონალურ ნაწილს ინტელექტუალური სათნოებები შეესაბამება. ასეთი ორია. ესენია: sophia, რაც მარადიული ჭეშმარიტებების წვდომას, ჭვრეტას გულისხმობს და phronesis, რომელიც ცხოვრებისეული ამოცანების გადაჭრაში გვეხმარება და იარაღად ლოგიკურ მსჯელობას იყენებს.
მორალურ სათნოებებზე არისტოტელე „ნიკომაქეს ეთიკის“ II – V თავებში საუბრობს. ის ჯერ ზოგადად განიხილავს მათ, შემდეგ კი თითოეულს – ცალცალკე. მორალური სათნოება არც თანდაყოლილია და არც თეორიული განსჯითა და სწავლით მიიღწევა; ის ხშირი, სისტემატური პრაქტიკით გამომუშავდება და გამოუყენებლობით იკარგება. არისტოტელეს მიხედვით, მორალური სათნოება არ უნდა გავაიგივოთ არც რაიმე თანდაყოლილ უნართან, მაგალითად, სხარტ გონებასა ან კარგ მახსოვრობასთან, და არც რომელიმე ბუნებრივ თვისებასთან, მაგალითად, გულღიაობასა ან გულჩვილობასთან; მორალური სათნოებები გამოხატულებას პოულობს კარგი ჩვევებით გამომუშავებულ ხასიათში, რომელიც ადამიანს ღირსეულ მოქალაქედ გადააქცევს. ვიტყვით, რომ ადამიანი რომელიმე მორალური სათნოების მფლობელია, თუ შესაბამის კონკრეტულ სიტუაციაში ბრძნული არჩევანის და სწორი მოქმედების აღსრულების ჩვევა გააჩნია. სათნოებების მქონე ადამიანი ყოველთვის შუალედურ გზას ირჩევს, ჩვევად აქვს ქცეული ექსესების თავიდან აცილება; მას შიშის დაძლევა შეუძლია, თუმცა არასდროს იჩენს უგუნურ სიმამაცეს; არც ძუნწია და არც მფლანგველი; თავს არავის აბეზრებს ბევრი ლაპარაკით და არც ყოველთვის დუმს; ერთნაირად გაურბის ნაყროვანებას და ზომაგადასულ ასკეტიზმს და ა. შ. ერთი შეხედვით, ვინმეს შეიძლება ეგონოს, რომ არისტოტელე უფერულ, ორდინალურ ადამიანს აიდეალებს, სინამდვილეში „შუალედური გზის“ პრინციპი დაცემული ადამიანური ბუნების ერთ–ერთი ფუნდამენტალური გამოხატულების კარგ ცოდნას ემყარება: ადამიანს ექსესებისაკენ ვნებები, ანუ დაუმორჩილებელი მისწრაფებები უბიძგებს; მხოლოდ ვნებების ბატონობისაგან თავისუფალ ადამიანს შეუძლია არისტოტელესეული მორალური სათნოებების ფლობა. არისტოტელეს ეთიკა ზომიერების ეთიკაა, იგი რაიმე ტრანცენდენტურის, ღვთაებრივის იდეას არ საჭიროებს და, აქედან გამომდინარე, რელიგიურ გრძნობას არ ეფუძნება.
არისტოტელეს ზომიერების პრინციპმა უკიდურესად გამიწიერებული გამოხატულება ჰპოვა ეპიკურელთა ეთიკურ სისტემაში. არისტოტელესთან ყოველ რეალობას მისი ბუნების შესაფერისი მიზანი ანუ telos–ი გააჩნდა. ამ მიზნის მიღწევა ბუნებრივი უნარების გააქტიურებით იყო შესაძლებელი. ბედნიერება სწორედ ამ უნარების სწორ აქტიურობაში მდგომარეობდა. ეპიკურელების წარმოდგენით კი, ადამინური ცხოვრების ერთადერთი მიზანი უდრტვინველი სიამოვნების მიღება არის. საკმარისი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ეპიკურელთა მორალური სწავლება რელიგიურ ხასიათს არ ატარებს, რადგან, მათი აზრით, ადამიანური ბედნიერება სწორედ რელიგიური რწმენებისაგან განთავისუფლებით მიიღწევა. ეპიკურეს მიხედვით, ადამიანურ ბედნიერებას ორი რამ ემუქრება: პირველი, ღმერთების მიერ მოვლენილი სასჯელების შიში და მეორე, სიკვდილის წინაშე ძრწოლა. პირველის გასაბათილებლად იგი ამტკიცებს, რომ სრულყოფილ ნეტრებაში მყოფი ღმერთები გულგრილნი არიან ადამიანური საქმეების, ცოდვების, ბედნიერებისა და უბედურებათა მიმართ. მეორე შიში კი უგუნურებად მიაჩნია, რადგან, მისი აზრით, ცოცხალ ადამიანს არაფერი ესაქმება სიკვდილთან, მკვდარს კი აღარაფრის განცდა აღარ ძალუძს.
მართალია, ეპიკურე ბედნიერებას მთლიანად აიგივებს სიამოვნებასთან, იგი აღვირახსნილი ცხოვრების მომხრე მაინც არ არის, რადგან კარგად უწყის, რომ შეუზღუდავ სიამოვნებებს დიდი ტკივილები მოსდევს თან. მისთვის ყველაზე დიდი სიკეთე სიამოვნებაა, ყველაზე დიდი ბოროტება კი – ტკივილი. აქედან გამომდინარე, ეპიკურე იძულებული იყო, თეორიული ჰედონიზმი ანუ სიამოვნებათა კულტი პრაქტიკული ასკეტიზმით ანუ ტკივილების თავიდან აცილების ფუნდამენტალური მოთხოვნილებით შეეზღუდა. ამის შესაძლებლობა მას სიამოვნების მისეულმა გაგებამ მისცა. ეპიკურეს მიხედვით, სიამოვნება სურვილების დაკმაყოფილებაში მდგომარეობს; ნამდვილ სიამოვნებათა მისაღებად მართებულად თვლის აუცილებელ, მაგალითად, შიმშილის, წყურვილის, სიცივის თავიდან აცილების მოთხოვნილებათა ზომიერ დაკმაყოფილებას; ტკივილების თავიდან აცილების ყველაზე ეფექტურ საშუალებად კი მას არააუცილებელი მოთხოვნილებების უგულვებელყოფა მიაჩნია. არისტოტელესაგან განსხვავებით, ეპიკურე აქტიურ პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებას ცუდი თვალით უყურებს, იგი მას შინაგანი შფოთის და დისკომფორტის წყაროდ მიიჩნევს, რადგან, მისი აზრით, პოლისში ცხოვრება სხვებთან შეჯიბრისაკენ უბიძგებს ადამიანს; ეპიკურე ყველას ურჩევს ქალაქის ხმაურისაგან დაშორებულ მყუდრო ადგილას მეგობრებთან ერთად მშვიდ და ზომიერ ცხოვრებას.
სტოელები ეპიკურელებს უღმერთოებს ეძახდნენ და მათ ზიზღით უყურებდნენ, სოკრატეს კი პირიქით, უდიდეს პატივს მიაგებდნენ. ალბათ აქედანაა, რომ მათ ეთიკაშიც სათნოებას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. უფრო მეტიც, სოკრატესთან, პლატონსა და არისტოტელესთან სათნოებები ბედნიერების მიღწევის საშუალებებია, სტოელებისთვის კი თავად სათნოებებია ადამიანური ცხოვრების ერთადერთი თვითმიზანი. სტოელებს მიაჩნდათ, რომ სათნო ცხოვრების მიღწევა ადამიანს ყველანაირ პირობებში შეეძლო, ამიტომ ფილოსოფიურ გულგრილობას ქადაგებდნენ ამქვეყნიურ სიკეთეთა მიმართ. სტოელების ეთიკა საყოველთაო ხასიათისაა. ისინი ყველა ადამიანს თანამოქალაქედ მიიჩნევენ და არად დაგიდევენ ეთნიკურ, სოციალურ და რასობრივ განსხვავებებს. სტოელისთვის მხოლოდ ორი კატეგორიის ადამიანი არსებობს: ყველა სათნოებით შემკული ბრძენი, რომელიც წვდება რა კოსმიურ კანონზომიერებას, ნებაყოფლობით მისდევს მას და ამით ინარჩუნებს შინაგან თავისუფლებას; და მეორე – უგუნური ადამიანი, რომელიც სამყაროსეულ წესრიგს მონური იძულებით ემორჩილება.
გარკვეული განსხვავებების მიუხედავად, ანტიკური ეპოქის ეთიკურ სისტემებს ერთი რამ აერთიანებთ; ეს არის რწმენა იმისა, რომ ადამიანს საკუთარი ძალებით შეუძლია სათნო ცხოვრების მიღწევა; ანტიკური ფილოსოფოსები დარწმუნებულები არიან, რომ სათანადოდ აღზრდილ ადამიანს ღვთაებრივი შეწევნის გარეშე შეუძლია სიკეთისა და ბოროტების სწორად გარჩევა და ადამიანური ძალისხმევა საკმარისია კეთილი მიზნების აღსასრულებლად.
ანტიკური მორალური ფილოსოფიის ამ დებულებას რადიკალურად ეწინააღმდეგება ნეტარი ავგუსტინე. „ღვთის ქალაქში“ იგი კატეგორიულად უარყოფს წარმართებში სათნოებების არსებობის შესაძლებლობას. ავგუსტინე სათნოებად ისეთ აქტს მიიჩნევს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ღმ

II - ნაწილი :

თუმცა პლატონის და არისტოტელეს ეთიკურ სწავლებებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაც არსებობს. არისტოტელესთან ეთიკა და პოლიტიკა პრაქტიკულ მეცნიერებებს განეკუთვნება, ანუ პრაქტიკული, ამ მიწაზე აღსრულებადი მიზნებისაკენ არის ორიენტირებული. არისტოტელე ძალიან ხშირად პლატონის ინტუიციებსა და იდეებს ეყრდნობა, თუმცა ცდილობს პლატონური ფილოსოფიის, მისი აზრით, ექსტრავაგანტული ელემენტებისაგან გაწმენდას. არისტოტელეს ეთიკასა და პოლიტიკაში უკვე აღარ გვხვდება პლატონური იდეების თეორია, იგი უარყოფს აბსოლუტური სიკეთის იდეის არსებობას, ფილოსოფოსი მეფის აუცილებლობას, ხაზს უსვამს ოჯახისა და კერძო საკუთრების მნიშვნელობას და ა. შ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, იდეათა თეორია პლატონის ეთიკას რელიგიურ ხასიათს სძენდა. ამ თეორიის უარყოფით, არისტოტელეს ეთიკაში რელიგიური განზომილება მინიმუმამდეა დაყვანილი. პლატონის მსგავსად, არისტოტელეც თავის ეთიკას სათნოების ცნებაზე აფუძნებს, თუმცა მასთან სათნოებების არსში გასარკვევად არამიწიერ იდეებს კი არ უნდა მივმართოთ, არამედ საყოველთაოდ ცნობილ არისტოტელესეულ „შუალედის მეთოდს“.
არისტოტელესთანაც ადამიანური ცხოვრების აზრი ბედნიერების მიღწევაში მდგომარეობს. მასთან ბედნიერება გაიგივებულია სიამოვნებასთან, რომელსაც სულის უნარების, ანუ ბერძნულად ergon–ების ბრძნულად, ე. ი. სათნოებების მიხედვით ამოქმედება იწვევს. აქედან მოდის სათნოებების ფუნდამენტალური მნიშვნელობა არისტოტელეს ეთიკასა და პოლიტიკაში.
არისტოტელესთან სათნოებები სულის შემადგენელ სამ ნაწილს შეესაბამება. ეს ნაწილებია: ვეგეტაციური, ემოციონალური და რაციონალური. სულის ვეგეტაციური ნაწილი ადამიანს საერთო აქვს მცენარეებთან და ცხოველებთან, მისი ფუნქციები გონების კონტროლს არ ექვემდებარება, ამიტომ მასთან დაკავშირებულ სათნოებებს კავშირი არა აქვს ეთიკასთან. სულის შუალედური ნაწილი მჟღავნდება სურვილებში, მისწრაფებებში, ემოციებში, ვნებებსა და განცდებში. სულის ამ ნაწილის შესაბამის სათნოებებს არისტოტელე მორალურ სათნოებებს უწოდებს. ასეთებია, მაგალითად: სიმამაცე, თავშეკავებულობა, სიმტკიცე და ა. შ. სულის რაციონალურ ნაწილს ინტელექტუალური სათნოებები შეესაბამება. ასეთი ორია. ესენია: sophia, რაც მარადიული ჭეშმარიტებების წვდომას, ჭვრეტას გულისხმობს და phronesis, რომელიც ცხოვრებისეული ამოცანების გადაჭრაში გვეხმარება და იარაღად ლოგიკურ მსჯელობას იყენებს.
მორალურ სათნოებებზე არისტოტელე „ნიკომაქეს ეთიკის“ II – V თავებში საუბრობს. ის ჯერ ზოგადად განიხილავს მათ, შემდეგ კი თითოეულს – ცალცალკე. მორალური სათნოება არც თანდაყოლილია და არც თეორიული განსჯითა და სწავლით მიიღწევა; ის ხშირი, სისტემატური პრაქტიკით გამომუშავდება და გამოუყენებლობით იკარგება. არისტოტელეს მიხედვით, მორალური სათნოება არ უნდა გავაიგივოთ არც რაიმე თანდაყოლილ უნართან, მაგალითად, სხარტ გონებასა ან კარგ მახსოვრობასთან, და არც რომელიმე ბუნებრივ თვისებასთან, მაგალითად, გულღიაობასა ან გულჩვილობასთან; მორალური სათნოებები გამოხატულებას პოულობს კარგი ჩვევებით გამომუშავებულ ხასიათში, რომელიც ადამიანს ღირსეულ მოქალაქედ გადააქცევს. ვიტყვით, რომ ადამიანი რომელიმე მორალური სათნოების მფლობელია, თუ შესაბამის კონკრეტულ სიტუაციაში ბრძნული არჩევანის და სწორი მოქმედების აღსრულების ჩვევა გააჩნია. სათნოებების მქონე ადამიანი ყოველთვის შუალედურ გზას ირჩევს, ჩვევად აქვს ქცეული ექსესების თავიდან აცილება; მას შიშის დაძლევა შეუძლია, თუმცა არასდროს იჩენს უგუნურ სიმამაცეს; არც ძუნწია და არც მფლანგველი; თავს არავის აბეზრებს ბევრი ლაპარაკით და არც ყოველთვის დუმს; ერთნაირად გაურბის ნაყროვანებას და ზომაგადასულ ასკეტიზმს და ა. შ. ერთი შეხედვით, ვინმეს შეიძლება ეგონოს, რომ არისტოტელე უფერულ, ორდინალურ ადამიანს აიდეალებს, სინამდვილეში „შუალედური გზის“ პრინციპი დაცემული ადამიანური ბუნების ერთ–ერთი ფუნდამენტალური გამოხატულების კარგ ცოდნას ემყარება: ადამიანს ექსესებისაკენ ვნებები, ანუ დაუმორჩილებელი მისწრაფებები უბიძგებს; მხოლოდ ვნებების ბატონობისაგან თავისუფალ ადამიანს შეუძლია არისტოტელესეული მორალური სათნოებების ფლობა. არისტოტელეს ეთიკა ზომიერების ეთიკაა, იგი რაიმე ტრანცენდენტურის, ღვთაებრივის იდეას არ საჭიროებს და, აქედან გამომდინარე, რელიგიურ გრძნობას არ ეფუძნება.
არისტოტელეს ზომიერების პრინციპმა უკიდურესად გამიწიერებული გამოხატულება ჰპოვა ეპიკურელთა ეთიკურ სისტემაში. არისტოტელესთან ყოველ რეალობას მისი ბუნების შესაფერისი მიზანი ანუ telos–ი გააჩნდა. ამ მიზნის მიღწევა ბუნებრივი უნარების გააქტიურებით იყო შესაძლებელი. ბედნიერება სწორედ ამ უნარების სწორ აქტიურობაში მდგომარეობდა. ეპიკურელების წარმოდგენით კი, ადამინური ცხოვრების ერთადერთი მიზანი უდრტვინველი სიამოვნების მიღება არის. საკმარისი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ეპიკურელთა მორალური სწავლება რელიგიურ ხასიათს არ ატარებს, რადგან, მათი აზრით, ადამიანური ბედნიერება სწორედ რელიგიური რწმენებისაგან განთავისუფლებით მიიღწევა. ეპიკურეს მიხედვით, ადამიანურ ბედნიერებას ორი რამ ემუქრება: პირველი, ღმერთების მიერ მოვლენილი სასჯელების შიში და მეორე, სიკვდილის წინაშე ძრწოლა. პირველის გასაბათილებლად იგი ამტკიცებს, რომ სრულყოფილ ნეტრებაში მყოფი ღმერთები გულგრილნი არიან ადამიანური საქმეების, ცოდვების, ბედნიერებისა და უბედურებათა მიმართ. მეორე შიში კი უგუნურებად მიაჩნია, რადგან, მისი აზრით, ცოცხალ ადამიანს არაფერი ესაქმება სიკვდილთან, მკვდარს კი აღარაფრის განცდა აღარ ძალუძს.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 27 2014, 02:08 AM

III - ნაწილი :

მართალია, ეპიკურე ბედნიერებას მთლიანად აიგივებს სიამოვნებასთან, იგი აღვირახსნილი ცხოვრების მომხრე მაინც არ არის, რადგან კარგად უწყის, რომ შეუზღუდავ სიამოვნებებს დიდი ტკივილები მოსდევს თან. მისთვის ყველაზე დიდი სიკეთე სიამოვნებაა, ყველაზე დიდი ბოროტება კი – ტკივილი. აქედან გამომდინარე, ეპიკურე იძულებული იყო, თეორიული ჰედონიზმი ანუ სიამოვნებათა კულტი პრაქტიკული ასკეტიზმით ანუ ტკივილების თავიდან აცილების ფუნდამენტალური მოთხოვნილებით შეეზღუდა. ამის შესაძლებლობა მას სიამოვნების მისეულმა გაგებამ მისცა. ეპიკურეს მიხედვით, სიამოვნება სურვილების დაკმაყოფილებაში მდგომარეობს; ნამდვილ სიამოვნებათა მისაღებად მართებულად თვლის აუცილებელ, მაგალითად, შიმშილის, წყურვილის, სიცივის თავიდან აცილების მოთხოვნილებათა ზომიერ დაკმაყოფილებას; ტკივილების თავიდან აცილების ყველაზე ეფექტურ საშუალებად კი მას არააუცილებელი მოთხოვნილებების უგულვებელყოფა მიაჩნია. არისტოტელესაგან განსხვავებით, ეპიკურე აქტიურ პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებას ცუდი თვალით უყურებს, იგი მას შინაგანი შფოთის და დისკომფორტის წყაროდ მიიჩნევს, რადგან, მისი აზრით, პოლისში ცხოვრება სხვებთან შეჯიბრისაკენ უბიძგებს ადამიანს; ეპიკურე ყველას ურჩევს ქალაქის ხმაურისაგან დაშორებულ მყუდრო ადგილას მეგობრებთან ერთად მშვიდ და ზომიერ ცხოვრებას.
სტოელები ეპიკურელებს უღმერთოებს ეძახდნენ და მათ ზიზღით უყურებდნენ, სოკრატეს კი პირიქით, უდიდეს პატივს მიაგებდნენ. ალბათ აქედანაა, რომ მათ ეთიკაშიც სათნოებას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. უფრო მეტიც, სოკრატესთან, პლატონსა და არისტოტელესთან სათნოებები ბედნიერების მიღწევის საშუალებებია, სტოელებისთვის კი თავად სათნოებებია ადამიანური ცხოვრების ერთადერთი თვითმიზანი. სტოელებს მიაჩნდათ, რომ სათნო ცხოვრების მიღწევა ადამიანს ყველანაირ პირობებში შეეძლო, ამიტომ ფილოსოფიურ გულგრილობას ქადაგებდნენ ამქვეყნიურ სიკეთეთა მიმართ. სტოელების ეთიკა საყოველთაო ხასიათისაა. ისინი ყველა ადამიანს თანამოქალაქედ მიიჩნევენ და არად დაგიდევენ ეთნიკურ, სოციალურ და რასობრივ განსხვავებებს. სტოელისთვის მხოლოდ ორი კატეგორიის ადამიანი არსებობს: ყველა სათნოებით შემკული ბრძენი, რომელიც წვდება რა კოსმიურ კანონზომიერებას, ნებაყოფლობით მისდევს მას და ამით ინარჩუნებს შინაგან თავისუფლებას; და მეორე – უგუნური ადამიანი, რომელიც სამყაროსეულ წესრიგს მონური იძულებით ემორჩილება.
გარკვეული განსხვავებების მიუხედავად, ანტიკური ეპოქის ეთიკურ სისტემებს ერთი რამ აერთიანებთ; ეს არის რწმენა იმისა, რომ ადამიანს საკუთარი ძალებით შეუძლია სათნო ცხოვრების მიღწევა; ანტიკური ფილოსოფოსები დარწმუნებულები არიან, რომ სათანადოდ აღზრდილ ადამიანს ღვთაებრივი შეწევნის გარეშე შეუძლია სიკეთისა და ბოროტების სწორად გარჩევა და ადამიანური ძალისხმევა საკმარისია კეთილი მიზნების აღსასრულებლად.
ანტიკური მორალური ფილოსოფიის ამ დებულებას რადიკალურად ეწინააღმდეგება ნეტარი ავგუსტინე. „ღვთის ქალაქში“ იგი კატეგორიულად უარყოფს წარმართებში სათნოებების არსებობის შესაძლებლობას. ავგუსტინე სათნოებად ისეთ აქტს მიიჩნევს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ღმერთისთვის აღესრულება, ანუ ისეთ აქტს, რომელშიც ადგილი არ აქვს მიწიერ ადამიანურ მოტივებს. რომაელთა გმირობის, სამოქალაქო სიქველის და სამშობლოსათვის თავგანწირვის შთამბეჭდავ აქტებს, მათი სამაგალითო მნიშვნელობის მიუხედავად, იგი სათნოებებს არ მიაკუთვნებს, რადგან ისინი, მისი აზრით, ადამიანური დიდებისა და პატივის მოსახვეჭად აღესრულნენ.
ნეტარი ავგუსტინეს ღრმა რწმენით, ადამიანურ ქმედებებს, ძალისხმევას, საერთოდ, ცხოვრებას, სიყვარული წარმართავს; სიყვარული აერთიანებს და თიშავს ადამიანებს იმისდა მიხედვით, თუ როგორი საგნისაკენ იქნება ის მიმართული. ავგუსტინე ორი ტიპის სიყვარულს განასხვავებს; პირველი სიყვარული caritas ღმერთისა და ზეციური სიკეთეებისადმია მიმართული, მეორე, cupiditas კი, ამქვეყნიურ სიამეთ ეძიებს და მიწაზე აჯაჭვავს ადამიანს. ავგუსტინეს სწავლებით, მხოლოდ ღვთაებრივი მადლის ზემოქმედებას შეუძლია პიროვნება მიწიერი მიჯაჭვულობისაგან გაათავისუფლოს და მასში მოქმედი კუპიდიტური სიყვარული კარიტატულით შეცვალოს. ამიტომ ავგუსტინეს შეუძლებლად მიაჩნია ჭეშმარიტ სარწმუნოებას მოკლებული ადამიანის მიერ მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით სათნოებების აღსრულება. აქედან გამომდინარე, ავგუსტინე სახელმწიფოს არსსაც პლატონისა და არისტოტელესაგან განსხვავებით ხედავს. მასთან სახელმწიფოს აღარ გააჩნია მოქალაქეების სათნოებებში განმტკიცების პატერნალისტური ფუნქცია; ის მხოლოდ ბოროტების შემაკავებელ ძალაუფლებას ფლობს. სახელმწიფოს მოვალეობა მართლმსაჯულების აღსრულებაა, ადამიანის გულის გარდაქმნა კი ეკლესიის მოწოდებაა.
ამ საკითხებთან დაკავშირებით, ნეტარი ავგუსტინესაგან არსებითად განსხვავებული სწავლება აქვს თომა აკვინელს. ამ უკანასკნელის ფილოსოფიურ მოძღვრებაზე უზარმაზარი გავლენა არისტოტელემ მოახდინა. აკვინელის ეთიკური და პოლიტიკური ფილოსოფიის ფუნდამენტი არისტოტელესეული ბუნების ცნებაა. აკვინელის მიხედვით, სოციალური, პოლიტიკური ცხოვრება ბუნებრივია ადამიანისთვის. ამით მას იმის თქმა სურს, რომ ადამიანი, როგორც რაციონალური არსება, ეთიკურ განვითარებას მხოლოდ საზოგადოების სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობით აღწევს. მას ბუნება დაბადებიდანვე უბიძგებს სოციალური არსებობისკენ; იგი სხვა ცოცხალ არსებებთან შედარებით ყველაზე უმწეო იბადება, ზრდასრულობის ასაკს ყველაზე გვიან აღწევს, სიცოცხლის შესანარჩუნებლად, მის გასაგრძელებლად, ზნეობრივი და გონებრივი განვითარებისთვის იგი ოჯახურ ყოფას საჭიროებს, ოჯახური ცხოვრებით სწავლობს სხვებთან გონიერ და ზნეობრივ ურთიერთობას, მაგრამ ცოდვისაკენ მიდრეკილი ადამიანისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ მშობლიური ავტორიტეტი, ამისთვის სახელმწიფოს სამართლებრივი და დამსჯელი ინსტიტუტებია საჭირო; მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის, განათლების, ზნეობის სრულყოფისთვის იგი აუცილებლად საჭიროებს ინსტიტუციებს, რომელთა მოცემა მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია. ისევე როგორც არისტოტელე, აკვინელიც სათნოებებს „საშუალოს“ ცნებაზე დაყრდნობით განმარტავს და მასავით ამტკიცებს, რომ ყოველ არსებას საკუთარი telos–ი, ანუ მიზანი გააჩნია. ამ telos–ის შესაბამისად, ღმერთმა ადამიანებს ბუნებრივი კანონი დაუწესა. მასში ჩანერგილი ბუნებრივი კანონი ადამიანს შუალედური გზის ამორჩევაში ეხმარება. ჩანერგილი კანონის სრულ აქტუალიზაციას ის საზოგადოებრივი ცხოვრებით აღწევს. აქედან გამომდინარე, აკვინელიც, არისტოტელეს მსგავსად, ამტკიცებს, რომ კარდინალურ სათნოებებს – სიბრძნეს, სამართლიანობას, ვაჟკაცობასა და თავშეკავებას საზოგადოებრივი ცხოვრება უვითარებს ადამიანს. აკვინელის მიხედვით, სახელმწიფოს მოვალეობაა, იზრუნოს მშვიდობისათვის, მისი მოქალაქეების კეთილდღეობისა და განათლებისთვის; მაგრამ მისი უპირველესი მოვალეობა მოქალაქეებში ზემოხსენებული სათნოებების განვითარებაა. ნეტარი ავგუსტინესაგან განსხვავებით, აკვინელი ამტკიცებს, რომ ამ ოთხ კარდინალურ და სხვა სამოქალაქო სათნოებებში განმტკიცება ყველა მოქალაქეს შეუძლია საკუთარი რელიგიური რწმენის მიუხედავად. ჭეშმარიტი რწმენა და ღვთაებრივი მადლის შეწევნა ადამიანს რელიგიურ სათნოებებში – რწმენაში, სიყვარულსა და სასოებაში განსამტკიცებლად სჭირდება. ნეტარი ავგუსტინესა და თომა აკვინელის ზემოხსენებულ კონცეფციებს შორის განსხვავება შეიძლება ასეც ჩამოყალიბდეს: აკვინელის მიხედვით, პიროვნება ჯერ კარგ მოქალაქედ, ადამიანდ უნდა ჩამოყალიბდეს და ამის შემდეგ შეძლებს, გახდეს კარგი ქრისტიანი; ავგუსტინეს მიხედვით კი, ადამიანს ღვთაებრივი მადლი და მისი შეწევნით განვითარებული სათნოებები სწორედ ჭეშმარიტი ადამიანობის აღსადგენად სჭირდება. აკვინელმა, აღიარა რა სამოქალაქო სათნოებების რელიგიური რწმენისაგან დამოუკიდებლობა, მადლის აუცილებლობა მხოლოდ ქრისტიანული სათნოებებისთვის მოითხოვა, ამით მან ქრისტიანობის წიაღში სეკულარული ეთიკა შემოიტანა.
თომა აკვინელიდან მოყოლებული, სეკულარული ეთიკა უფრო და უფრო იკიდებს ფეხს დასავლურ ქრისტიანულ სამყაროში. ჩვენ სეკულარული ეთიკის ორ უკიდურეს გამოხატულებას განვიხილავთ: კანტის აბსოლუტისტურ და უტილიტარიზმის კონსიქვენციალისტურ (შედეგზე ორიენტირებულ) ეთიკას.
ანტიკური ფილოსოფოსებისაგან განსხვავებით, კანტი მორალური ცხოვრების უმაღლეს მიზნად ბედნიერებას კი არ მიიჩნევს, არამედ – მოვალეობას. კანტის მიხედვით, ადამინმა ნიჭი, ჯანმრთელობა, გონება, სიმდიდრე, ავტორიტეტი და ა. შ. შეიძლება ცუდად გამოიყენოს; ხშირად ბედნიერება და წარმატება მას ხასიათს უფუჭებს. ამიტომ თავისთავად სიკეთედ იგი მხოლოდ კეთილ ნებას მიიჩნევს. კანტი თვლის, რომ ადამიანს თავისუფალი ნება ბედნიერების მისაღწევად არ მისცემია; მისი აზრით, ამ მიზნით ინსტიქტი უფრო გამოგვადგებოდა; გონება მოგვეცა, რათა კეთილი ნება გამოვიმუშავოთ; ნების სიკარგეს მისი მიზანი კი არ უნდა განსაზღვრავდეს, არამედ იგი თავისთავად უნდა იყოს კარგი; კეთილი ნება თავადაა უმაღლესი სიკეთე და სხვა სიკეთეთა საფუძველი, მათ შორის ბედნიერებისაც.
კანტის მიხედვით, ნება მხოლოდ მაშინ არის კარგი, თუ იგი მოვალეობის, პასუხისმგებლობის გრძნობას უკავშირდება. მისი აზრის ადექვატურად გამოსახატავად უნდა გავითვალისწინოთ, რომ იგი ერთმანეთისაგან განასხვავებს „მოვალეობის თანახმად“ და „მოვალეობის გამო“ აღსრულებულ ქმედებებს; ადამიანი მოვალეობის გამო მოქმედებს, თუ მისი ერთადერთი მოტივი მოვალეობის აღსრულება ანუ მორალური პრინციპის მორჩილებაა: სხვა ვინმე შეიძლება ზუსტად ასევე მოქმედებდეს, ოღონდ განსხვავებული მოტივით; მაგალითად, თუ მოვაჭრე მხოლოდ კლიენტების დაკარგვის შიშით არ ატყუებს არავის, იგი მოვალეობის გამო კი არა, არამედ მოვალეობის თანახმად იქცევა, რადგან მხოლოდ გარეგნულად ეთანხმება მორალურ პრინციპებს, თუმცა მისი მთავარი იმპულსი ეკონომიურად მომგებიანი სტრატეგიის მიდევნების სურვილია. კანტი იქამდეც კი მიდის, რომ მორალურ ღირსებას არ ანიჭებს ფილანტროპიულ აქტებს, თუ ის მხოლოდ ემოციების – მაგალითად, სიბრალულის, თანაგრძნობის, უპირატესობის გრძნობის – კარნახით აღესრულება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კანტის მიხედვით, ადამიანი მოვალეობის გამო მოქმედებს, ანუ მორალურად იქცევა მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი შინაგან მორალურ კანონს, ზნეობრივ იმპერატივს ემორჩილება; კანტი ორი ტიპის იმპერატივს განასხვავებს – ჰიპოტეტურს და კატეგორიულს. ჰიპოტეტური იმპერატივის სტრუქტურა ასეთია: თუ გინდა ამას და ამას მიაღწიო, ეს და ეს გააკეთე. ჰიპოტეტური იმპერატივის მაგალითია გამონათქვამი: „თუ გინდა პატივისცემით მოგეპყრან, სხვებს პატივისცემით მოეპყარი“. ჰიპოტეტურისაგან განსხვავებით, კატეგორიული იმპერატივი დასახულ მიზანზე არ არის დამოკიდებული; იგი აბსოლუტური კატეგორიულობით ანუ ყველაფრის მიუხედავად მოითხოვს რაიმე პრინციპისადმი მორჩილებას. ზოგადად, იგი ასეთი ფორმით გამოითქმის: სულერთია, რა მიზნისაკენ ისწრაფვი, ყოველთვის ასე და ასე მოიქეცი. კატეგორიული იმპერატივის მაგალითებია უფლის მცნებები: არა იპარო; არ იმრუშო; არა ცილი სწამო; გიყვარდეს მოყვასი შენი და ა. შ.
კანტი თვლის, რომ ადამიანის მთელი მორალური ცხოვრება შეიძლება ერთ კატეგორიულ იმპერატივს ეფუძნებოდეს. საყოველთაოდაა ცნობილი მისეული კატეგორიული იმპერატივის ორი განსხვავებული, მაგრამ, მისი აზრით, ექვივალენტური ფორმულირება. ერთ–ერთი მათგანის პერიფრაზი ასე გამოიყურება: „მხოლოდ ისეთი მაქსიმის (პრინციპის) თანახმად იმოქმედე, რომლის უნივერსალიზაციის, ანუ საყოველთაო მორალურ კანონად ქცევის სურვილი დასაშვებია“.
კანტს თავისი კატეგორიული იმპერატივის ეფექტურობის საილუსტრაციოდ რამდენიმე მაგალითი მოჰყავს. ჩვენ მხოლოდ ორ მათგანზე შევჩერდებით. პირველი მაგალითი ასე ჟღერს: ვთქვათ, ფული არ მაქვს და ვცდილობ, ვინმესაგან ვისესხო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მის დაბრუნებას ვერ შევძლებ. ამ შემთხვევაში მე ვმოქმედებ ასეთი მაქსიმის თანახმად: „ისესხე ფული მაშინაც, როცა მის უკან დაბრუნებას არ აპირებ“. კანტი ფიქრობს, რომ ასეთი მაქსიმა მისეულ კატეგორიულ იმპერატივს არ მიესადაგება, რადგან მე არ შემიძლია მინდოდეს, რომ ის უნივერსალურ პრინციპად იქცეს; თუ ყველა ადამიანი ასე მოიქცევა, ფულს აღარავინ გაასესხებს, არც მე და არც არავის არ შეიძლება აწყობდეს, რომ სესხების ინსტიტუცია საერთოდ მოისპოს.
კანტის მეორე მაგალთი ასეთია: ვთქვათ, მე საკმაოდ უზრუნველყოფილი ცხოვრება მაქვს და სიდუხჭირეში ჩავარდნილი მოყვასი დახმარებას მთხოვს. ამ დროს შეიძლება ასეთი აზრი მაცდუნებდეს: „მე რა ვალდებული ვარ, ყველას შევეწიო; არც მისი გაჭირვებით ვისარგებლებ და არც დავეხმარები; ალბათ იმსახურებს ასეთ მდგომარეობაში ყოფნას; ხელი გაანძრიოს და ეშველება“ და ა. შ. კანტი გვარწმუნებს, რომ მისეული კატეგორიული იმპერატივი ასეთ ცხოვრებისეულ პოზიციასაც გამორიცხავს, რადგან არც მე და არც არავის არ შეიძლება უნდოდეს ამ პრინციპის უნივერსალიზაცია იმის შიშით, რომ როდესმე თვითონ არ აღმოჩნდეს სხვათა თანაგრძნობისა და სიმპათიისაგან განძარცვული.
ზემოხსენებული სიტუაციები კატეგორიული იმპერატივის გამოყენების ორ განსხვავებულ მაგალითს იძლევა. პირველი მაგალითის მაქსიმას უნივერსალიზაცია არ შეიძლება, რაკი მას წინააღმდეგობამდე მივყავართ – თუ არავინ იცავს დანაპირებს, მაშინ შეუძლებელია თავად დაპირების პრაქტიკამ იარსებოს. მეორე მაგალითის მაქსიმას უნივერსალიზაციას წინააღმდეგობამდე არ მივყავართ, თუმცა არავინ ისურვებდა იმ პირობებში ცხოვრებას, რომელთანაც ის მიგვიყვანდა. კანტის თანახმად, ეს ორი მაგალითი მოვალეობის ორ განსხვავებულ ტიპს შეესაბამება; პირველს ფორმალურს ან კანონიკურს უწოდებენ, მეორეს კი – ღირსებითს.
კანტი დარწმუნებულია, რომ მისი კატეგორიული იმპერატივი ყველა ადამიანურ ცოდვას ეწინააღმდეგება. იგი თვლის, რომ ადამიანური მორალის ავტონომიურობა (როცა ეთიკა რაციონალურ პრინციპებს ეფუძნება და არა რელიგიურ რწმენას ) ჩვენი ღირსების ფუნდამენტია; ის, რაც ღირსების სფეროს განეკუთვნება, შეუფასებელია ანუ ტოლფასი არ გააჩნია და არ შეიძლება რაიმეში გაიცვალოს; მაგალითად, როგორი მიზანშეწონილიც არ უნდა გვეჩვენებოდეს გარკვეულ სიტუაციაში ტყუილის თქმა, არასოდეს არ უნდა დავაკნინოთ ჩვენი ადამიანური ღირსება სიცრუით, რადგან არაფერს ძალუძს დაკარგული ღირსების კომპენსაცია.
როგორც ვხედავთ, კანტის სურვილი იყო, რელიგიის გარეშე დაემკვიდრებინა მორალი, ამავდროულად უნდოდა მორალურ მაქსიმებზე დაფუძნებულ ეთიკას აბსოლუტური, კატეგორიული ხასიათი ჰქონოდა. კანტმა ვერ გაითვალისწინა ის, რასაც ჯერ კიდევ სოკრატე მრავალგზის მიანიშნებდა პლატონურ დიალოგებში. სახელდობრ: რაც არ უნდა შთამბეჭდავი და სრულყოფილი გვეჩვენებოდეს რომელიმე მორალური მაქსიმა, ყოველთვის შეიძლება წარმოვიდგინოთ კონკრეტული სიტუაცია, როდესაც ამ მაქსიმაზე მიდევნება უგუნურ პედანტიზმად ან ფარისევლურ კაზუისტიკად გადაიქცევა. მაგალითად, წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია: ჩვენ ვცხოვრობთ ტოტალიტარულ, დესპოტურ სახელმწიფოში, რომლის დამსჯელი ორგანოები დასაჭერად დასდევენ სრულიად უდანაშაულო ადამიანს; ვთქვად, ჩვენთვის ცნობილია მისი გადამალვის ადგილი; კანტის კატეგორიული იმპერატივი კატეგორიულად გვიკრძალავს სიცრუეს, ანუ გვიკრძალავს, სიმართლე არ ვუთხრათ ამ დამსჯელი ორგანოების წარმომადგენლებს, თუ ისინი კითხვით მოგვმართავენ გადამალული დისიდენტის ადგილსამყოფელის შესახებ. კანტის მორალი მოითხოვს, უდანაშაულო ადამიანის ცხოვრება აბსტრაქტული მორალური ფორმულების ერთგულებას შევწიროთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ასეთი „არაორდინალური“, „სინგულარული“ სიტუაციები ყოველი მორალური მაქსიმასათვის მოიძებნება. ამ „სინგულარობათაგან“ თავისუფალია მხოლოდ ისეთი ეთიკური მოძღვრება, რომელიც პიროვნული კეთილი ღმერთის მცნებაზეა დამყარებული, რადგან ამ შემთხვევაში მართებული კონკრეტული მოქმედებების აღსასრულებლად ვეყრდნობით არა აბსტრაქტულ მაქსიმებს, არამედ ღვთაებრივ ნებას, რომლის წინაშე ყველა ნორმატიული, ფორმალური წესდება აბსოლუტურ ხასიათს კარგავს.
ღმერთისაგან ავტონომიური ეთიკის დასაფუძნებლად იმისაგან განსხვავებული გზაც არსებობს, რომელიც კანტმა აირჩია. ასეთი უტილიტარისტული ეთიკაა. უტილიტარისტები რაიმე აქტის მორალურ ღირსებას განსაზღვრავდნენ მისი შედეგების მიხედვით და არა კატეგორიული იმპერატივებისადმი ერთგულებით. რაკი ეს მორალი შედეგებზეა ორიენტირებული, მას კონსიქვენციალისტურს უწოდებენ. ეს ტერმინი სიტყვა „შედეგის“ ლათინური შესატყვისისგან წარმოდგება.
ანტიკური ფილოსოფოსების მსგავსად, უტილიტარისტები ადამიანური ცხოვრების უმაღლეს მიზნად ბედნიერებას მიიჩნევენ; რაკი ამ ფილოსოფიის ფუძემდებლები იერემია ბენთამი და ჯონ სტიუარტ მილი ათეისტები იყვნენ, ისინი ბედნიერებას სიამოვნებასთან აიგივებდნენ. ზუსტად სიამოვნება აქვთ მხედველობაში უტილიტარისტებს, როცა კონკრეტული მორალური აქტების შესაფასებლად მის „შედეგებზე“ იწყებენ საუბარს. ადვილი მისახვედრია, რომ იმისათვის, რათა გაარკვიონ ორი კონკრეტული აქტიდან, რომელია მორალურად უპირატესი, უტილიტარისტები საჭიროებენ კრიტერიუმებს, რომლებიც მათ საშუალებას მისცემდა, განსხვავებული ტიპის სიამოვნებები ერთმანეთთან შეედარებინათ. ამ თვალსაზრისით, ბენთამსა და მილს შორის გარკვეული განსხვავება არსებობს. ჩვენ ჯერ ამ საკითხს შევეხებით და შემდეგ უტილიტარისტული ეთიკის ნაკლულევანებებზე ვისაუბრებთ.
საყოველთაოდ მიჩნეულია, რომ უტილიტარიზმის მორალური და პოლიტიკური მოძღვრების მაფორმურილებელი პრინციპი პირველად იერემია ბენთამმა ჩამოაყალიბა, თუმცა შემთხვევითი არაა, რომ მსგავსი გამონათქვამები უკვე გვხვდება ზოგიერთ განმანათლებელთან (ჯოზეფ ბუტლერი, ტინდალი, ჩეზარე ბაქარია). მას თავად ბენთამი „სარგებლიანობის პრინციპად“ (the principle of utility) ან „უდიდესი ბედნიერების პრინციპად“ (the greatest happiness principle) მოიხსენიებს. სარგებლიანობის პრინციპი, როგორც ზემოთ უკვე მივანიშნეთ, ყველა აქტს აფასებს იმისდა მიხედვით, თუ რამდენად ზრდის ან ამცირებს იგი ადამიანის ბედნიერებას. ბენთამის აზრით, ყველა ეთიკური ნორმა, ლეგალური სისტემა და თითოეული კანონი უნდა ფასდებოდეს ერთი კრიტერიუმით – რამდენად ანიჭებს ის უდიდეს ბედნიერებას ადამიანების უდიდეს რაოდენობას. ბენთამი დარწმუნებულია, რომ ეს კრიტერიუმი საშუალებას მოგვცემს, ერთმანეთისაგან მკვეთრად განვასხვაოთ კარგი და ცუდი ქმედებები, მორალური სისტემები, კანონები, პოლიტიკური მმართველობა და ა. შ. იგი ცრუმორწმუნეს ეძახის ყველას, ვისაც მორალისა და პოლიტიკური ცხოვრების საფუძვლად „ბუნებრივი კანონი“, „ბუნებრივი უფლებები“ ან „სოციალური კონტრაქტი“ მიაჩნია. ეს შემთხვევითი არაა, ბენთამს არ სჯერა, რომ რაიმე აქტი თავისთავად, ანუ მისი შედეგებისდა მიუხედავად, შეიძლება სიკეთედ ან ბოროტებად ჩაითვალოს. ადვილი დასანახია, რომ ასეთი „აბსოლუტური“ ეთიკური მიდგომები ტრადიციულად ღმერთის რწმენას ან ‘ბუნებრივი კანონების“ და „ბუნებრივი უფლებების“ ცნებებს ეფუძნება. სწორედ ამიტომ უარყოფს მათ ბენთამი.
უტილიტარული პრინციპი, ერთი შეხედვით, ძალიან მიმზიდველი ჩანს, თუმცა იგი საკმაოდ პრობლემატურია; ერთ–ერთი უმთავრესი პრობლემა თავად ბედნიერების ცნებაა, ყველა ადამიანს ერთნაირად არ ესმის ბედნიერება, ის, რაც ერთისთვის ბედნიერების მომტანია, მეორეს გულგრილად ტოვებს. ბენთამი ამ საკითხს მარტივად, ერთი ხელის მოსმით გადაჭრის; იგი, ეპიკურეს მსგავსად, ბედნიერებას სიამოვნების განცდასთან აიგივებს, ამასთან მისთვის სულერთია, საიდან მოდის ეს განცდა, ხელოვნების ნაწარმოებით ტკბობიდან, ამბიციების დაკმაყოფილებიდან, ჭამა–სმისაგან თუ რაიმე სხვა საქმიანობიდან. ბენთამი სიამოვნების განცდათა შესადარებლად ამ სიამოვნებათა წყაროს კი არ განიხილავს, არამედ მათ ინტენსივობას, ხანგრძლივობას, უშუალობას, სიწმინდეს, სხვაზე გაზიარების შესაძლებლობას და ა. შ. აქედან გამომდინარე, ბენთამის მიხედვით, ერთი სიამოვნება მეორეს ჯობია, თუ იგი უფრო ინტენსიური, ხანგრძლივი, წმინდაა, ვიდრე მეორე. აქ სიწმინდე უარყოფითი უკუჩვენებების არარსებობას ნიშნავს. მაგალითად, მუსიკის სმენისაგან მონიჭებული სიამოვნება უფრო „წმინდაა“, ვიდრე ღვინის სმისაგან მიღებული, რადგან ხანგრძლივ ღვინის სმას მეორე დღეს თავის ტკივილი და უხასიათობა მოსდევს, რასაც ვერ ვიტყვით მუსიკაზე.
ბენთამის მოწაფე და მეგობარი ჯონ სტიუარტ მილი იძულებული გახდა, ბენთამის „სარგებლიანობის პრინციპი“ დაეხვეწა. იძულებული იგი ბენთამის სისტემის წინააღმდეგ მიმართულმა კრიტიკამ გახადა. კრიტიკის საპასუხოდ მილმა აღიარა, რომ „უკმაყოფილო სოკრატე უკეთესი იყო, ვიდრე კმაყოფილი სულელი; ტრაგიკული ადამიანური არსებობა ჯობდა, ვიდრე კომფორტაბელური ცხოველური ყოფა“. ამიტომ მან სიამოვნებათა შესადარებლად კიდევ ერთი კრიტერიუმი შემოიტანა – ორი სიამოვნებიდან ერთი უკეთესია მეორეზე, თუ ყველა, ან თითქმის ყველა ადამიანი პირველს ამჯობინებს მეორეს. მილი დარწმუნებული იყო, რომ მისი კრიტერიუმი ადამიანისთვის შეუფერებელ სიამოვნებებს და ყოფას გამორიცხავდა.
უნდა ითქვას, რომ ბენთამისა და მილის უტილიტარისტულ პრინციპი ფართო გამოყენებას პოულობს თანამედროვე ადამიანების სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. თანამედროვე სოციოლოგები, ეკონომისტები, პოლიტიკოსები, ფილოსოფოსები და ა. შ. სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიური პროექტების და პრობლემების განხილვისას გამუდმებით იყენებენ ეგრეთწოდებული საყოველთაო კეთილდღეობის კანტიტატიურ (ციფრულად გამოხატვად) კრიტერიუმებს. ადვილი დასანახია, რომ მაქსიმალური რაოდენობის ადამიანებისთვის მაქსიმალური ბედნიერების მინიჭების უტილიტარისტული პრინციპი საშუალებას იძლევა, ერთ სიბრტყეზე განვიხილოთ პიროვნული ბედნიერება და სოციალური კეთილდღეობა; ეს დებულება ორი დასკვნის გაკეთებისკენ უბიძგებს ადამიანს: პირველი, სახელმწიფოს ყველაზე კარგად შეუძლია უტილიტარული პრინციპის დაკმაყოფილება, ანუ ადამიანების ბედნიერებისათვის ზრუნვა, რაკი ის სხვაზე მეტად ფლობს მექანიზმებს ადამიანების ბაზისური სოციალური, ეკონომიური და კულტურული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად; მეორე, სახელმწიფოს მორალური უფლება აქვს, უფრო მეტიც, მისი მოვალეობაა, საყოველთაო კეთილდღეობასა და ინტერესებს დაუქვემდებაროს ცალკეული პიროვნებებისა და მცირე სოციალური ჯგუფების კერძო ინტერესები. ადვილი დასანახია, რომ ყველა ტოტალიტარული რეჟიმი ზუსტად ამ ორ დებულებას იყენებს დიქტატორული ძალაუფლების გასამართლებლად. ამით მხოლოდ იმის თქმა გვინდა, რომ კრიტიკულ სიტუაციებში ძალიან ადვილია, უტილიტარისტული პრინციპი ანტილიბერალურმა ძალებმა გამოიყენონ. ეს საშიშროება განსაკუთრებით დიდია ათეისტურ საზოგადოებებში. საქმე ისაა, რომ, ვთქვათ, ქრისტიანობა ადამიანის პიროვნებას უფრო მაღალ ონტოლოგიურ რეალობად აღიქვამს, ვიდრე საზოგადოებას, რადგან მხოლოდ პიროვნება ატარებს ღვთის ხატებასა და მსგავსებას; მხოლოდ პიროვნებაა მოწოდებული, ცათა სასუფეველი დაიმკვიდროს; უღმერთო საზოგადოებაში კი კერძო ადამიანი საზოგადოების, კოლექტივის ნაწილია და მეტი არაფერი; ნაწილს კი ყოველთვის უფრო ნაკლები ღირებულება აქვს, ვიდრე მთელს. ძალიან ნიშანდობლივია, რომ ათეისტურმა მეოცე საუკუნე კომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმის არაერთი მაგალითი მოგვცა. კომუნისტების მისწრაფება ხომ ზუსტად საყოველთაო, სამართლიანი რეჟიმის დამყარება იყო.
აქ გასათვალისწინებელია ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება: ბენთამი და მილი ყველა ადამიანს თანასწორად მიიჩნევდნენ, კულტურული, ინტელექტუალური, მსოფლმხედველობრივი, ეთნიკური და სხვა განსხვავებების მიუხედავად; სასიამოვნო განცდების შედარების მათეული კრიტერიუმები საერთოდ არ ითვალისწინებდა განმცდელის „სოციალურ და რასობრივ სტატუსს“. ახლა წარმოვიდგინოთ საზოგადოება, სადაც ადამიანებს, თვით ერებსაც, განსხვავებულ ღირსებას ანიჭებენ. ასეთ შემთხვევაში ტოტალიტარული სახელმწიფო უტილიტარისტულ პრინციპს რასისტული დისკრიმინაციის იარაღად აქცევს, როდესაც რჩეული რასის მაქსიმალური „ბედნიერება“ „მეორე ხარისხოვანი“ ადამიანების არაადამიანურ ყოფაზეა დაფუძნებული. კომუნისტურ ტოტალიტარულ რეჟიმთან ერთად წინა საუკუნემ ფაშისტური ტოტალიტარული რეჟიმის არაერთი მაგალითი მოგვცა.
უნდა აღვნიშნოთ, რომ უკვე ორჯერ ნახსენები მეოცე საუკუნე ჩვენი სტატიის ერთ–ერთი მთავარი იდეის კარგ ილუსტრაციას იძლევა; მასობრივი ათეიზმის ეპოქაში ღმერთის რწმენისაგან დამოუკიდებელი, ავტონომიური მორალის ორი პრინციპული გამოხატულება არსებობს; პირველი ადამიანის მიერ ფორმულირებულ კატეგორიულ იმპერატივებს ემყარება. ასეთი მორალი ერთეულების ხვედრია. მრავალრიცხოვანი არ შეიძლება იყოს ისეთი ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თავიანთი ცხოვრების უმთავრეს მოვალეობად კანტის მიერ ფორმულირებული კატეგორიული იმპერატივის ერთგულებას მიიჩნევენ. ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა სხვაგვარად იქცევა; დოსტოევსკის ცნობილი გამონათქვამის თანახმად, „თუ ღმერთი არ არსებობს, ყველაფერი ნებადართულია“. ნიცშეც იმავეს გულისხმობდა, როცა აცხადებდა, რომ „ღმერთი მოკვდა“. ცხადია, ვოლტერიც არ უნდა ყოფილიყო ადამიანებზე დიდი შეხედულების, როცა საკუთარი დეისტური მრწამსის მიუხედავად, წერდა: „ღმერთი რომ არ არსებულიყო, უნდა გამოგვეგონა“. ეს ცნობილი ფრაზები იმიტომ მოვიყვანეთ, რათა გვეჩვენებინა, რომ ათეისტურ საზოგადოებაში ადამიანების უმრავლესობა დანაშაულს მხოლოდ სახელმწიფოსაგან დასჯის შიშით არ ჩადის. აქედან გამომდინარე, ადამიანური კეთილდღეობის ერთადერთ გარანტად უტილიტარულ პრინციპზე დაფუძნებული სახელმწიფო პოლიტიკა და იურისპუდენცია ხდება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კრიტიკულ სიტუაციებში უტილიტარისტული პრინციპი სახელმწიფოს ტოტალიტარულ რეჟიმად გადაქცევისკენ უბიძგებს; თუ საზოგადოებაში გაბატონებული იდეოლოგია ყველა ადამიანს თანასწორად აღიქვამს, ტოტალიტარული რეჟიმი სოციალისტურ ელფერს იძენს; წინააღმდეგ შემთხვევაში, რასისტული ფაშიზმი მყარდება. მეოცე საუკუნეში ყველა ეს წინაპირობა არსებობდა: ევროპულმა საზოგადოებამ რწმენა დაკარგა; საუკუნის განმავლობაში თავი იჩინა დიდმა ეკონომიკურმა კრიზისებმა; ამ საზოგადოების ერთი ნაწილი ფრანგული ეგალიტარიზმისა და მარქსისტული სოციალისტური იდეების გავლენის ქვეშ იმყოფებოდა; მეორე ნაწილი კი გობინოს, ჩემბერლენის და ნაცისტური პარტიის რასისტულ იდეებს იზიარებდა; ამით აიხსნება კომუნისტური და ნაცისტური დიქტატურების დამყარება.
კანტის აბსოლუტური და უტილიტარისტების კონსიქვენციალისტური ეთიკის ზემოთ მოყვანილი კრიტიკა იმასაც მიანიშნებს, რომ ღმერთის რწმენის გარეშე შეუძლებელია სრულყოფილი მორალური სისტების შემუშავება. სტატიის ბოლო ნაწილში ჩვენი სურვილია, ქრისტიანულ ეთიკაზე ვისაუბროთ, კერძოდ, მისი ყველა სხვა რელიგიურ-ეთიკური სისტემებისაგან განსხვავებული, უნიკალური ბუნება წარმოვაჩინოთ.
სანამ უშუალოდ ქრისტიანული ეთიკის განხილვაზე გადავიდოდეთ, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჭეშმარიტად რელიგიური ფილოსოფია არ შეიძლება პიროვნული ღმერთის რწმენას არ ეფუძნებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ღმერთი უპიროვნო აბსოლუტურ იდეად, კოსმიურ სულად ან სამყაროს მაფორმირებელ პრინციპად წარმოგვიდგება. ასეთ რწმენაზე დაფუძნებული ეთიკა, როგორც წესი, უმაღლეს პრინციპებზე დაფუძნებული რაციონალური და აბსოლუტური მორალის სახეს იძენს. ასეთი ეთიკა იმავე სიძნელეებს აწყდება, რომელიც სოკრატულსა და კანტისეულ ეთიკურ სისტემებზე საუბრისას განვიხილეთ. არაპიროვნული ღმერთი, უმეტესწილად, პანთეისტურ რელიგიურ სისტემებში გვხვდება.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 27 2014, 02:21 AM

IV-ნაწილი :
ამ დროს ღმერთი იმანენტური ანუ მთელ ბუნებასთან გაიგივებული რეალობაა; ყველაფერი მისი არსებობის გარკვეულ მოდუსებად წარმოგვიდგება. რაკი ყველაფერი ღმერთია, აბსოლუტური გაგებით აზრს კარგავს სიკეთისა და ბოროტების ცნება. ბოროტების არსებობა მხოლოდ იქ გვეჩვენება, სადაც ჩვენი კერძო ადამიანური ინტერესები კოსმიურ წესრიგს უპირისპირდება; პანთეისტურ სისტემებში აზრს კარგავს განღმრთობის ცნებაც. შემთხვევითი არაა, რომ ბუდისტური და ინდუისტური მისტიკური სწავლებების მიხედვით, სრულყოფილი ასკეტი პიროვნულობას კარგავს და უპიროვნო ღვთაებრივ სტიქიას შეერწყმის. ტრანცენდენტურ ანუ არაამსოფლიურ ბუნებას მოკლებულია ასევე ტრადიციული წარმართული პოლითეიზმის ღვთაებები. წარმათული პოლითეიზმის მიერ შთაგონებული ეთიკა არათუ ათავისუფლებს ადამიანს ამსოფლიური მიჯაჭვულობისაგან, არამედ საბოლოოდ ამონებს მას ამქვეყნიურ ღირებულებებსა და ოკულტურ ძალებს.
ერთ, პიროვნულ, ტრანცენდენტურ ღმერთს ქრისტიანობის გარდა იუდაიზმი და ისლამი აღიარებს. თუმცა ისლამი და იუდაიზმი არ იცნობს განკაცებული ღმერთის გამომხსნელ სიყვარულს. მათი ეთიკა არსებითად ნორმატიულ ხასიათს ატარებს. ისლამსა და იუდაიზმში ღმერთი ადამიანებისაგან მონურ მორჩილებას ითხოვს, იქ წარმოუდგენელია უფალთან მადლისმიერი ერთობის ქრისტიანული პერსპექტივა.
კაცობრიობის გამოხსნისათვის განკაცებული ღმერთი კაცობრივი გონებისთვის მიუწვდომელი ღვთაებრივი სიყვარულით ადამიანს უდიდეს სიკეთესთან ზიარებისკენ მოუწოდებს. ეს უდიდესი სიკეთე თავად უფალია. რაკი ადამიანს, როგორც ქმნილებას, ღმერთთან ბუნებითად გაიგივება არ შეუძლია, ამას იგი ღვთაებრივი მადლის შემწეობით მიაღწევს. ამაღლების შემდეგ, ქრისტეს მამის მარჯვენით დაჯდომით მან ეს პერსპექტივა რეალობად აქცია.
ქრისტიანობისთვის მთავარი არ არის ზნეობრივი მოძღვრება; ქრისტიანის უმთავრესი მიზანი ზნეობრივი ნორმების მორჩილება კი არ არის, არამედ მადლის საშუალებით ქრისტესთან გაიგივება. ქრისტიანული ეთიკა ქრისტეცენტრულია; ქრისტიანი, უპირველეს ყოვლისა, ქრისტეს ეძიებს; ამის შედეგია მცნებების აღსრულება, რადგან ღვთაებრივი მცნებების ჭეშმარიტი აღსრულება მხოლოდ ჩვენში ჩასახლებულ ქრისტეს შეუძლია. იგი თვითონვე აღასრულებს ჩვენში ჩვენს გამომხსნელ საქმეებს და თავადვე მიგვიძღვება ყოვლადწმინდა სამებასთან ქრისტესმიერი ერთობისაკენ.
ჩვენი სტატიის ბოლოს სახარებისეული უწყების ქრისტეცენტრული ბუნების ილუსტრაციას დავუთმობთ; ეს კიდევ უფრო ნათლად წარმოადგენს ქრისტიანული ეთიკის ქრისტეცენტრულ ხასიათს, რომლის შესახებაც ეს–ესაა ვისაუბრეთ.
დავიწყოთ იმით, რომ როგორც ეთიკური მოძღვრება ძველი აღთქმა უკვე შეიცავდა რელიგიური ეთიკის ორ უმნიშვნელოვანეს მცნებას: „შეიყვარე უფალი ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით“ და „შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი“ (მთ. 22. 37). აქედან გამომდინარე, წმინდა ზნეობრივი თვალსაზრისით, ქრისტიანობას არსობრივად ახალი მოძღვრების მოტანა არ შეეძლო; პრინციპული სიახლე, რომელიც ახალ აღთქმას ძველისაგან განასხვავებს, იესო ქრისტეს პიროვნებაა; თავად უფალიც შემდეგნაირად გადმოსცემს ახალი ქრისტიანული ზნეობის არსს: „ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ: გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი“ (ინ. 13. 34). როგორც ვხედავთ, ახალი მცნება უშუალოდ ქრისტეს პიროვნებას უკავშირდება, იგი ზოგადად ადამიანთა სიყვარულზე კი არ საუბრობს, არამედ იმ სიყვარულზე, რომელიც მასში გამომჟღავნდა. ქრისტეს პიროვნება სიყვარულზეც მეტია, ეს კარგად ჩანს უფლის სიტყვებიდან, რომელიც პირდაპირ მოსდევს „ახალ მცნებასთან“ დაკავშირებულ ზემოთ მოხმობილ ფრაზას: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, ამით გაიგებენ ყველანი, თუ ერთმანეთის სიყვარული გექნებათ“ (ინ. 13. 35). აქედან კარგად ჩანს, რომ იესო ქრისტეს მოწაფეობა უფრო დიდია, ვიდრე ერთმანეთის სიყვარული. აქ „ერთმანეთის სიყვარული“ მასზე უფრო მაღალი ღირებულების – ქრისტეს მოწაფეობის ნიშანია; ვთქვათ, ვინმე გვეუბნება: „ქრისტიანები რომ ხართ, ამით გაიგებენ ყველანი, თუ მკერდზე ჯვარს ატარებთ“. ყველასათვის ცხადია, რომ ქრისტიანი იყო უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მკერდზე ჯვარს ატარებდე. იმავე ლოგიკასთან გვაქვს საქმე ქრისტეს მოწაფეობასა და სიყვარულთან დაკავშირებით.
ქრისტიანული მოძღვრებისა და ზნეობის ქრისტეცენტრულობა იმაშიც გამოიხატება, რომ არაქრისტიანული რელიგიური ტექსტებისაგან განსხვავებით, სახარება, უპირველეს ყოვლისა, ქრისტესადმი რწმენას ქადაგებს; მისი უმთავრესი მისია განკაცებული ღმერთის შესახებ ქადაგებაა და არა ახალი მორალური მაქსიმების ჩამოყალიბება; ქრისტეს ქადაგებების მთავარი ობიექტი თავად იგი არის: „იკვლევთ წერილებს, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე, ისინი კი ჩემზე მოწმობენ“ (ინ. 5. 39); „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე, მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით“ (ინ. 14, 6); „მე რომ მიცნობდეთ, ჩემი მამაც გეცოდინებოდათ“ (ინ. 14. 7); „მე ვარ პური სიცოცხლისა, ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება და ჩემს მორწმუნეს არასოდეს მოსწყურდება“ (ინ. 6. 35); „მე ვარ ნათელი სოფლისა, ვინც წამომყვება, ბნელში აღარ ივლის, არამედ სიცოცხლის ნათელი ექნება მას“ (ინ. 8. 12) და ა. შ. როდესაც უფალი პირველად დაიწყებს ქადაგებას სინაგოგაში, ებრაელებს ძველ მოწოდებებს კი არ შეახსენებს სიყვარულის, სიწმინდის, ღვთისმოშიშების შესახებ, არამედ ესაია წინასწარმეტყველის მასზე ნათქვამ სიტყვებს კითხულობს და განმარტავს: „და მიაწოდეს მას ესაია წინასწარმეტყველის წიგნი, და გაშალა წიგნი და იპოვა ადგილი, სადაც დაწერილი იყო: „უფლის სულია ჩემზე, ვინაიდან მან მცხო გლახაკთა სახარებლად, მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლებისა და ბრმათათვის თვალის ახელის გამოსაცხადებლად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად“ (ლკ. 4. 17–18).
უფალი იესო ქრისტე ღვთის სასუფევლის დასამყარებლად მოვიდა და არა სკოლის დასაარსებლად. სხვა რელიგიების დამფუძნებლები მათ მიერ დაარსებული რწმენის ობიექტები კი არ არიან, არამედ მედიატორები. ბუდას, მოსეს და მუჰამედის მიერ ნაქადაგები რელიგიების არსი მათ პიროვნებებს კი არ ეფუძნება, არამედ – მოძღვრებებს. ამ შემთხვევაში ადვილია მათი პიროვნებებისა და მოძღვრებების გამიჯვნა, ქრისტე კი ნეტარად იმას აცხადებს, ვინც მასში არ დაეჭვდება. უფალი მოწაფეებს იმას კი არ ეკითხება, რას ფიქრობს ხალხი მის მოძღვრებაზე, არამედ რად მიიჩნევენ მას. მღვდელმთავარმაც ტანისამოსი ქრისტეს მორალური მოძღვრების გამო კი არ შემოიხია, არამედ იმ სიტყვებისთვის, რომელიც უფლის პიროვნებას ეხებოდა.
აქედან გამომდინარე, ქრისტიანი, უპირველეს ყოვლისა, თავად ქრისტეს ანუ მასთან მადლისმიერ ერთობას ეძიებს; ქრისტესთან ერთობის გზა კი მასთან ზიარებას გულისხმობს, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვეძლება უფლის მცნებების სწორი აღსრულება. სწორედ ამაზე ესაუბრება უფალი თავის მოწაფეებს საიდუმლო სერობის ჟამს: „თქვენ ჩემში დარჩით, მე კი – თქვენში, როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩება, ისევე თქვენც, თუ ჩემში არ დარჩებით. მე ვაზი ვარ, თქვენ კი – ლერწები, ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი ბევრ ნაყოფს ისხამს, რადგან უჩემოდ არაფრის კეთება არ შეგიძლიათ“ (ინ. 15. 4–5).
სხვა ეთიკური და რელიოგიური სისტემები კონცენტრაციას ადამიანურ საქმეებზე ახდენს და მათი უმთავრესი მიზანი ადამიანური საქმეების სწორი წარმართვაა. ამ თვალსაზრისით, ისინი ძალიან ბევრ შთამბეჭდავ მორალურ მაქსიმებს გვთავაზობენ. ქრისტიანობაში კი, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, პირიქით, ღვთის სასუფეველი უახლოვდება სნეულებს (ლკ. 10. 9), ჯერ თავად ღმერთი მოდის ჩვენთან, გვაზიარებს თავის განღმრთობილ სხეულთან, თვითონვე შეგვეწევა მცნებების აღსრულებაში და თავად მიგვიძღვება ღმერთთან საბოლოო მადლისმიერი ერთობისაკენ. ამიტომ არის და უნდა იყოს ქრისტიანული ეთიკა ქრისტეცენტრული.
ჩვენი სტატია ნეტარი ავგუსტინეს ერთი ცნობილი გამონათქვამის პერიფრაზით გვინდა დავასრულოთ, რომელიც, ჩვენი აზრით, ამ სტატიის უმთავრეს იდეას გამოხატავს. ნეტარი ავგუსტინე ამბობს, რომ წარმართები და ამა სოფლის ბრძენნი ადამიანური სიკეთეების მოხვეჭას ესწრაფვიან და ამის მიღწევას თვითონ ან ღმერთების საშუალებით ცდილობენ, მაშინ როდესაც ქრისტიანი მხოლოდ ღმერთს ეძიებს და ამასოფელს მხოლოდ აღნიშნული მიზნის აღსრულების საშუალებად მიიჩნევს.

http://www.orthodoxtheology.ge/guligonieri2/#more-4681

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Mar 27 2014, 09:50 AM

A.V.M
ამდენს რომ წერ წაკითხვა ხომ უნდა? sad.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 28 2014, 01:08 AM

G_saxva
ბატონი თემურ ბუაძის ერთი სტატიაა ეგ , რომელიც გული-გონიერის ნომერში დაიბეჭდა .

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Mar 28 2014, 09:18 AM

A.V.M
კი მინდა წაკითხვა მაგრამ იმდენია ჯერ ვერ ვბედავ biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 29 2014, 03:24 PM

გადაკოპირე და ნელ-ნელა დაიწყე კითხვა...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 18 2014, 02:27 PM

,, მრევლიც რა ხედავს , წინამძღოლი იგი სამწყსოსი , იმავ ცდუნებას ეანება , რაც თავათ შია ,
დაეწაფება საზრდოს ამგვარს , არ ეძებს სხვასა .
შენც ნათლად ჰხედავ უვარგისი ხელმძღვანელობა
ქვეყნის წახდომის მიზეზია უცილობელი
და არა თქვენი კაცობრივი ბუნების ბრალი.''
დანტე–ღვთაებრივი კომედია

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 22 2014, 07:07 PM

მართალია თემა ნაკლებადქტიურია , თუმცა მნახველები ჰყავს . ამიტომ , კვლავ გავაგრძელებ , საინტერესო მასალების დადებას :

ეთიკის შესახებ მართლმადიდებელ ეკლესიაში

29/01/2014

metropolitan_john_zizioulas_zpsa8062381ავტორი: პერგამოსის მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი

თარგმანი ბერძნულიდან : ლევან ბუკია

ეთიკა უკვე მყარად არის გაბატონებული არა მარტო ჩვენს ცხოვრებაში, არამედ ეკლესიაშიც. ის ისწავლება სკოლებში და თეოლოგიურ სასწავლებლებში, და ყველა ქრისტიანისთვის წარმოადგენს ისეთივე ღირსების საგანს, თუ უფრო დიდსა და მნიშვნელოვანს არა, როგორც დოგმატი. დოგმატების დარღვევა ხშირია და უფრო ადვილად მისაღები და ასატანია საზოგადოებისთვის, თვით ეკლესიაშიც კი, ხოლო ეთიკის დარღვევა მიუღებელი.


საინტერესოა, რომ ჩვენს მართლმადიდებლურ ტრადიციაში, ეთიკა, ტრემინის დონეზეც კი, უცნობია ვიდრე ბოლო პერიოდამდე. ეთიკაზე საერთოდ არ საუბრობენ ეკლესიის მამები, და არც სკოლებში ისწავლებოდა ბოლო ხანებამდე. საუბარია დასავლური წარმოშობის სიტყვაზე რომელიც როგორც სხვა სიტყვები და ტერმინები, მიღებული და დამკვიდრებულ იქნა ჩვენს ეკლესიაშიც.
სამწუხაროა, რომ კონსერვატიზმით, რომელიც ჩვენი ეკლესიისთვისაა დამახასიათებელი, არ შეგვიძლია მივსდიოთ იმ ცვალებადობას, რომელიც ახასიათებს ეთიკას დასავლეთში და ეს იწვევს მუდმივად და თანდათან ეკლესიისა და საზოგადოების დაშორებას, რომელიც ვალდებული ხდება საგნების ცვალებადობასთან ერთად ეთიკის ცვალებადობაც აღასრულოს, რომელიც დასავლურ საზოგადოებაში მიმდინარეობს. ამის მაგალითები უხვი და უამრავია: ოჯახების დარღვევა, ოჯახის გარეთა ქორწინებები და ქორწინებამდელი ურთიერთობები, ჰომოსექსუალიზმი, ევთანასია და სხვა. სად წავა და სად მიგვიყვანს ეს მდგომარეობა? რომელი კრიტერიუმით მოათავსებს ჩვენი ეკლესია ამ ცვლილებებს ეთიკაში?
ეს ცვალებადობა ეთიკისა მოწმობს, რომ ეთიკას მხოლოდ თვითონ არ შეუძლია გაამართლოს თავისი არსებობა და მოიპოვოს აბსოლიტური ძალა და ავტორიტეტი. მათთვის, ვისაც სწამთ ღმერთი და ეკლესიის წევრებად ითვლებიან, ძალა და ავტორიტეტი ეთიკისა თავსდება ღმერთის ნებაში, როგორც ეს ცხადდება წმინდა წერილში, წმინდა ტრადიციაში და თვით ეკლესიის ცხოვრებაში. მაგრამ აქ ჩნდება უზარმაზარი პრობლემები. ვის შეუძლია ავტორიტეტულად განმარტოს ღმერთის ნება?
რომის კათოლიკურ ეკლესიაში ეს საკითხები მარტივადაა: მხოლოდ ეკლესიას, როგორც ეს გამოითქმება საბოლოოდ პაპისგან, რომელიც მართებულად და ვალდებულებითად განმარტავს მორწმუნეთათვის ღმერთის ნებას. პროტესტანტებისთვის, ღმერთის ნების განმმარტებელია იგივე წმინდა წერილი, მაგრამ ისიც საჭიროებს განმარტებას. ასე უკავშირდება ის წერილის კონკრეტულ განმმარტებლებს, და ეს ის საქმეა რომელიც იწვევს მრავალფეროვან გაგებებს, თუ ნამდვილად რას გულისხმობს წმინდა წერილი, კონკრეტული ეთიკური საკითხების შესახებ. კონსრევატორები ბუკვალურად განმარტავენ ბიბლიას (ე.წ „ფუნდამენტალისტები“), განსხავდებიან ძირფესვიანად ე.წ. „ლიბერალებისაგან“, რომლებიც ეძებენ ტექსტის სიტყვების უკან თუ რა უნდოდა ეთქვა წერილს, წარმოადგენენ წერილის ტექსტს ისტორიული კუთხით და ასე განმარტავენ მის აზრს: რასაც ამბობს წმინდა წერილი ემსახურება იმდროინდელი ეპოქის ცივილიზაციის გავლენას და არ აქვს მას ძალა და ავტორიტეტი ყოველი ეპოქისათვის.
მართლმადიდებელ ეკლესიაში უფრო რთულადაა საქმე. განსაკუთრებით ამ ბოლო ხანებში. ვინ განმარტავს ავტორიტეტულად ღმერთის ნებას ეთიკურ საკითხებთან დაკავშირებით? დღეს, ამასთან დაკავშირებით, მართლმადიდებლობაში არსებობს სამი მიმდინარეობა :
ა) „ფუნდამენტალისტები“-ს მდგომარეობა, რომელიც პროტესტანტების რადიკალურ კონსერვატიზმს გვაგონებს: ბუკვალური გაგება წერილისა გვიცხადებს უფლის ნებას. წმინდა წერილის ცალკეულ მონაკვეთებზე დაყრდნობით გასცენ პასუხები ეთიკურ კითხვებზე. ეს გავლენა ცდილობს დღეს, რომ გახდეს გავრცელებული მართლმადიდებლობაში.
ბ) „კანონისტები“-ს გავლენა, რომელიც რომაულ კათოლიციზმს გვაგონებს. ავტორიტეტი ეთიკურ თემებში აქვთ კანონებს, ეკლესიის დაგენილებებს, როგორც ეპისკოპოსების, იშვიათად – პიროვნულს, ან სინოდალურს. ეს გავლენა მოქმედებს განსაკუთრებით დღეს საბერძნეთში, იმით რომ შეიქმნა „სინოდალური კომისია“, როემლიც დაკავებულია ეთიკური საკითხებით, და ასევე ოფიციალური სინოდალური გადაწყვეტილებებით და გამოცემით მისი როგორც „ოფიციალური“ პოზიცია ეკლესიისა ამ საკითხებთან დაკავშირებით. ყოველ შემთხვევაში, როდესაც ვატიკანში ეს გავლენა არის სრულად, მართლმადიდებელ ეკლესიაში ჯერ კიდევ დასაწყისშია. არ გვაქვს ჯერ კიდევ ოფიციალური პოზიცია მართლმადიდებლობაში, ეთიკური საკითხებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა რომ ზეწოლა ამ მიმართულებით ძალიან ძლიერია. სადღაც, მართლმადიდებლების გარკვეულ უჯრედში, მოქმედებს ეს „კანონისტური“ გავლენა.
გ) „ქარიზმატული“ გავლენა, რომლის თანახმად, ავტორიტეტული განმარტება ღმერთის ნების შესახებ შეუძლიათ „სულიერ“ ადამიანებს, რომლებიც განმარტებისა და შორსმჭვრეტელობის ნიჭით დაჯილდოვებულნი, ამბობენ ზოგადად თუ კონკრეტულ სიტუაციაში ეთიკურად რა არის სწორი და რა არასწორი. ეს გავლენა გარკვეულად გავრცელებულია დღეს მართლმადიდებლობაში და ცდილობს, ასე ვთქვათ გააძევოს ის ორი გავლენა, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ.
პარალელური თანაარსებობა ამ სამი მიმართულებისა ამ დრომდე არანაირ დაბრკოლებას არ წარმოაჩენს. მაგრამ ამავე დროს უნდა ვიგულისხმოთ რომ ის აუცილებლად იჩნს თავს. რადგან მორწმუნეები მოწოდებული იქნებიან აირჩიონ ამათ შორის ის რასაც ოფიციალური ეკლესია და მათი სულიერი მოძღვარი ეტყვის. და ეს მაშინ როდესაც, და ეს უეჭველია, აზრი ყველა თემასთან დაკავშირებით არ დაემთხვევა ერთმანეთს.
სირთულე ამ მდგომარეობისა, რომელიც გაბატონებულია მართლმადიდებლობაში, მოწმობს რომ ეთიკა თავისთავად არის გააზრება პრობლემებისა მართლმადიდებლური ტრადიციისთვის. საუბარია ისეთ რაღაცაზე რომელიც ჩვენთვის თავს მოხვეული ხდება გარედან და არ არის ბუნებრივი ელემენტი ჩვენი ეკლესიისთვის. მართლმადიდებლური ტრადიცია არასოდეს იჩენდა ინტერესს და არც არასოდეს აძლევდა უპირატესობას იმის კვლევას, თუ რას აკეთებს ადამიანი, არამედ იკვლევდა და ხაზს უსვამდა იმას თუ ვინ არის ადამიანი. ეს იყო ყოველთვის განსაკუთრებული, შესამჩნევი სხვაობა დასავლეთისა და მართლმადიდებლურ ხედვას შორის ადამიანთან მიმართებაში.

წყარო: http://imverias.blogspot.com/2013/10/blog-post_6.html
ნაწყვეტი წერილიდან რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ Φρέαρ, სექტემბერ-ოქტომბერი, 2013.

του Μητροπολίτου Περγάμου Ιωάννη Ζηζιούλα
πηγή: Aντίφωνο, απόσπασμα από το κείμενο που δημοσιεύεται στο ΦρέαρΣεπτεμβρίου-Οκτωβρίου 2013 (τεύχος 3).

http://www.orthodoxtheology.ge/zizioulas-ethics/

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 25 2014, 04:01 PM

,,მამრისა და მდედრის თანაყოფის შედეგი შობაა , ხოლო ჩასახვასა და შობას ღვთაებრივ აქტს ვუწოდბ მე , როგორც უკვდავი საწყისის გამოვლენას მოკვდავ არსებაში.''
(სოკრატე)

პლატონი-ნადიმი

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Aug 26 2014, 09:55 AM

ციტატა(A.V.M @ Aug 25 2014, 04:01 PM) *

,,მამრისა და მდედრის თანაყოფის შედეგი შობაა , ხოლო ჩასახვასა და შობას ღვთაებრივ აქტს ვუწოდბ მე , როგორც უკვდავი საწყისის გამოვლენას მოკვდავ არსებაში.''
(სოკრატე)

პლატონი-ნადიმი

კარგი სიტყვებია .

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 29 2014, 12:46 AM


,,რა მომწიფდებიან ისინი (მამათმავლები გ.ლ.) , მხოლოდ ისინი თუ იწყებენ სახელმწიფო მოღვაწეობას . უკვე დავაჟკაცებულნი კი მამათმავალნი ხდებიან და თუ ცოლს ირთავენ და ბავშვებს აკეთებენ , ეგ მათი ბუნებრივი მიდრეკილება კი არა , კანონის წინაშე მორჩილებით აიხსნება მხოლოდ : ისინი სულით ცელიბატები - კმაყოფილნი იქნებოდნენ არტოოდენ ერთმანეთის სიახლოვითაც.'' (პლატონი-ნადიმი)

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 30 2014, 12:29 AM

,,სიყვარული არის სურვილი , სიკეთის მარადიული ფლობისა.''
(პლატონი-ნადიმი)



უმაგრესი განმარტებაა. ნუ , სოკრატეზე ხომ კომენტარს ვერ გავაკეთებ,არ შემიძლია , მართლა საოცრად ამოაყალიბა .

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 30 2014, 11:46 PM

,, სიყვარული სრულიადაც არ არის სურვილი მშვენიერისა , როგორც შენ ფიქრობ .
მაშ რისა ?
-ჩასახვისა და შობისა მშვენიერში . ''
(სოკრატე)
პლატონი-ნადიმი

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 1 2014, 09:59 PM

,, ყველა სულდგმული თავისი ბუნებით პატივს სცემს და აფასებს თავის შთამომავლობას : უკვდავების სურვილი იწვევს ამ სიყვარულს და გულსმოდგინებას.''
სოკრატე
პლატონი-ნადიმი


პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 2 2014, 12:07 PM

ცოტა ხანი მოვშორდეთ ანტიკურ ფილოსოფიას და თანამედროვეს შევხედოთ . ახლა ვკითხულობდი ავერინცევს და არ შემეძლო , არ დამედო:
,,გარემოებანი იცვლებიან და ამას უნდა ხედავდე , რომ მარადიულ სახარებაზე ესაუბრო , რეალურ და არა გამოგონილ ადამიანებს ...
კონსერვატიზმს (კონსერვატულ თეოლოგიას . გ.ლ.) აღარაფერი აქვს დასაცავი და ლიბერალურ თეოლოგიას , აარაფერი აქვს გასათავისუფლებელი . პირველს ემუქრება დაცემა უიმედო და უსუსური ნოსტალგიის დონეზე , ხოლო მეორეს - ჟესტისა და ფუჭმეტყველების დონეზე .
მომავალი არის ამქვეყნად , მომავალი თაობები . მათ უნდა აჩვენოს ქრისტიანობამ , თავისი დამაჯერებლობა...
მართლმადიდებელი გემოვნების მიხედვით , ვატიკანი მეტისმეტად სახელმწიფოა , ხოლო კათოლიკური თვალთახედვით -ჩვენი სამღვდელოება ზედმეტად ადვილად თანხმდება ,შემალამაზებელ დანამატად ემსახუროს სახელმწიფოს.''
(სერგეი ავერინცევი - ქრისტიანობის პერსპექტივები ევროპაში)

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 3 2014, 05:51 PM

ფოიერბახის კითხვა დავიწყე და დამატყვევა...

,, ღმერთი სიყვარულია'' სუბიექტი არის სიბნელე , რომლის უკან რწმენა იმალება , პრედიკატი კი ის შუქია , რომელიც თავისთავად ბნელ სუბიექტს პირველად ანათებს . პრედიკატში მე ვადასტურებ სიყვარულს , სუბიექტში რწმენას.''
,,ქრისტიანობის არსება''

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 9 2014, 12:34 AM

რამდენიმე დღის წინ , ერთ-ერთი რაიონული ბიბლიოთეკის მუშაკმა , შემისრულა თხოვნა და საცავში შემიშვა . იქ რამდენი ხანი დავყავი , რა გამოვიტანე და.ა.შ. ეს ცალკე თემაა , მაგრამ ერთ-ერთი წიგნი გახლდათ ჰეგელის- ,, გონის ფილოსოფია'' , რომელიც ერთადერთი ეგზემპლარი იყო ,მთელს არქივში . ახლა ვკითხულობ მას , მაგრამ გული რაზე მწყდება იცით ? ეს წიგნი გამოცემულია1984 წელს და ბევრი ფურცელი ,,მიკრული ერთმანეთზე'' , რაც იმაზე მეტყველებს რომ აქამდე , არავის წაუკითხავს იგი თავიდან ბოლომდე...ვერ გავფრინდებით და ვერც გავბრწყინდებით ასე , ვერა...
es citata momewona dzalian :
,, შვილების ბუნებრივ გაჩენასთან დაკავშირებული ზნეობრიობა , რომელიც დაქორწინების აქტშივე იგულისხმება როგორც პირველადი , რეალიზდება შვილების მეორე , გონითს შობაში - მათ აღზრდაში დამოუკიდებელ პირებად . ''

ჰეგელი - გონის ფილოსოფია

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 9 2014, 11:20 AM

A.V.M
ყველაზე ემტად ფილოსოფიური წიგნები კითხვა მიჭირს მისი აზრის ბოლომდე გასაგებად მიჭევს რამოდენიმეჯერ წავიკითხო ერთი და იგივე აბზაცი თან ბევრს ვერ ვკითხულობ თავი მებერება და მიხურს biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 9 2014, 02:10 PM

G_saxva
ჰეგელისა და კანტისას , ბევრ რამეს ვერც მე ვიგებ და სრულიად რომ გაიგო , თავად ჰეგელი ან კანტი უნდა იყო ...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 24 2014, 12:24 AM

,, ასე და ამრიგად , დღემდე დავეხეტები და , ღმერთის სიტყვის თანახმად , დღენიადაგ ვეძებ და ვჩხრეკ,ვინ ვაღიარო ბრძენკაცად თანამოქალაქეთა და უცხოელთა შორის.და,ამდენი მცდელობის მიუხედავად , ხელმოცარული და იმედგაცრუებული ვცდილობ ყველას დავუმტკიცო,რომ ღმერთი მართალია,და რომ დედამიწის ზურგზე არ მოიძებნება არცერთი ბრძენი.აი,რამ შეიწირა ჩემი დღე და წუთისოფელი;აი,რატომ ვერ მოვაბი თავი რაიმე ღირსსახსოვარ,საზოგადო თუ პირად საქმეს . ღმერთის სამსახურს ვუმადლი იმას,რომ დღემდე ვერ დავაღწიე თავი უკიდურეს სიღატაკეს და სიგლახაკეს.''
Plato's Apology of Socrates

---
საოცრებაა სოკრატე , მოვლენაა დედამიწის არსებობის ისტორიაში ..

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2014, 06:05 PM

„ათენის ერთ-ერთ ქუჩაზე მიმავალმა სოკრატემ თავისი მოწაფე დაინახა.
ის ვიღაც მეძავის სახლიდან გამოდიოდა.
შერცხვა მასწავლებლისა ჭაბუკს და თავის ასარიდებლად განზე გადგა.
„ჭაბუკო - უთხრა მას სოკრატემ, - ასეთი სახლიდან გამოსვლა არ არის სირცხვილი, სირცხვილი ასეთ სახლში ყოფნაა“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 27 2014, 11:07 PM

"ინდეფერენტიზმი ფანატიზმის სრულიად საპირისპირო მოვლენაა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 16 2014, 09:37 PM

"ინი და იანი - ძველჩინურ დაოსიზმში პოლარული კოსმიური საწყისები. ინი - ქალური, პასიური, სუსტი, არც თუ იშვიათად რეალობის დამანგრეველი მხარეა. იანი - მამაკაცური, ძლიერი და შემოქმედებითი საწყისია.

ერთიც და მეორეც გამოუთქმელი დაოსგან წარმოიქმნა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2014, 05:01 PM

"ძველ საბერძნეთში უდიდესი ფილოსოფოსი სოკრატე იმის გამო მოწამლეს, რომ უმაღლეს სიკეთეს და სიმართლეს, მაღალ ზნეობას ქადაგებდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2014, 08:04 PM

"ცოდნის უზოგადესი დარგი - ფილოსოფია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2014, 09:30 PM

"დაფარო საკუთარი სათნოებები და სხვისი ცოდვები - აი, რა არის უმთავრესი სულიერი სიბრძნე".

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 11 2015, 08:06 PM

ეს სიტყვები მსხვილი შრიფტით უნდა ამოვბეჭდო და რამდენიმე დაწესებულებაში გამოვაკრა , მათთვის ვისაც ანტიკური ფილოსოფია (განსაკუთრებით კი ანტიკური) მწვალებლობის მეტი , არაფერი ჰგონიათ ...
,,ალექსანდრიაში ,ალექსანდრესა და არიოზს შორის მომხდარი დავის ძირითადი მოტივი ფილოსოფიაში უფროა საძებნი , ვიდრე ეგზეგეტიკაში .
საღვთისმეტყველო საკითხების განხილვისას ფილოსოფია წარმოგვიდგება აუცილებელ ვარაუდად , თუმცა მრავალ შემთხვევაში ღვთისმეტყველები ვერ ამჩნევენ , რომ ისინი ფილოსოფოსობენ . ამგვარი მდგომარეობა , ხშირად , თეოლოგიური დავის გართულების მიზეზი ხდება . ამ დროს ფილოსოფია საღვთსმეტყველო საგნებზე საერთო თვალსაზრისს გამოხატავს და ამიტომაც საკმაოდ ძნელია მისი გამოცალკევება. ალექსანდრიელები პლატონის ფილოსოფიას ემხრობოდნენ , ხოლო , როგორც ჩანს , ანტიოქიაში უფრო არისტოტელეს ფილოსოფიას იზიარებდნენ . ''
ბოლოტოვი გვ.16

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2015, 07:14 PM

"გარედან მიღებული ცოდნა და გამოცდილება ფილოსოფოსმა ყოველდღიური ცხოვრების სიბრტყეში უნდა გადაიტანოს"

/თამარზ ბუაჩიძე/


"ერთ-ერთმა ფილოსოფოსმა თქვა: თაზო ბუაჩიძეს ძაფი ნერვიც არ აქვს არაფილოსოფოსისაო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2015, 11:22 PM

"ბრძენი ბევრს ფიქრობს, ვიდრე რაიმეს იტყოდეს, სახელდობრ: რა, ვის, სად და როდის უნდა უთხრას"

/წმ. ამბროსი მედიოლანელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 22 2015, 11:12 PM

"ნეტარ ავგუსტინეს ხშირად მოიხსენიებენ შუა საუკუნის ფილოსოფიის ფუძემდებლის სახელით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2015, 09:53 PM

"ფილოსოფია მხოლოდ შეკითხვას სვამს და არ პასუხობს მას. პასუხს მხოლოდ მართლმადიდებლური რწმენა იძლევა"

/მამა პორფირე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2015, 09:22 PM

"მოექეცი ყველას სიკეთით და პატივისცემით, იმათაც კი ვინც შენს მიმართ უხეშია, არა, იმიტომ რომ ისინი ღირსეული ადამიანები არიან, არამედ იმიტომ შენ ხარ ღირსეული."

/კონფუცი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2015, 10:27 PM

"ქრისტიანი ფილოსოფოსის ამოცანაა, შეაგროვოს ჭეშმარიტების მიმობნეული ფრაგმენტები და ლოგოსის სრული გამოცხადების გამოყენებით, ქრისტიანული სიბრძნის სრულფასოვანი ნაგებობა ააგოს. მოგვიანებით, ეკლესიის მამებმა, სწავლება ლოგოსის შესახებ დოგმატურად, როგორც წმინდა სამების მეორე ჰიპოსტასი, წარმოაჩინეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 29 2015, 10:28 PM

"ლეონტისათვის [იერუსალიმელი] ქრისტეს პიროვნება იმდენად უნიკალურია, რომ მის მიმართ ფილოსოფიური ენის გამოყენება ყოველგვარ აზრს მოკლებულია".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2015, 10:03 PM

"მაგიზმში ფარულად ის სულიერი ტენდენციები მოქმედებს, რომელიც ადამიანის პირველქმნილ ცოდვაში იყო ჩადებული.

ეს იყო სურვილი: პიროვნების სამყაროს ცენტრში მოქცევა და ამქვეყნიური ძალების საკუთარ სამსახურში ჩაყენება"

/ალ. მენი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 27 2015, 08:23 PM

"მლოცველთა და ასკეტთა სიტყვა არაჩვეულებრივი ძალის მატარებელია, რომელიც ყველა ფილოსოფოსის გონებას აღემატება"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 28 2015, 09:57 PM

"მე მაკვირვებს ვარსკვლავებიანი ცა და მორალური კანონი ჩემში"

/იმანუელ კანტი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 16 2015, 01:50 PM

ერთმა კაცმა კითხა სოკრატეს:
– იცი, რა მითხრა შენზე შენმა მეგობარმა?
– დაიცადე – სიტყვა გააწყვეტინა სოკრატემ – ჯერ გაცერი ის, რის თქმასაც აპირებ, სამ საცერში.
– სამ საცერში?
– სანამ რამეს იტყვი, საჭიროა სათქმელი სამჯერ გაცრა. თავიდან – სიმართლის საცერში. შენ დარწმუნებული ხარ, რომ რის თქმასაც აპირებ სიმართლეა?
– არა, მე უბრალოდ მოვისმინე.
– მაშასადამე, შენ არ იცი, არის თუ არა, ეს ამბავი მართალი. კარგი. გავცრათ მეორე საცერში – სიკეთის საცერში. შენ გინდა მითხარ, ჩემს მეგობარზე რაღაც კარგი?
– არა, პირიქით.
– მაშასადამე – აგრძელებს სოკრატე – შენ გინდა მითხრა, მასზე რაღაც ცუდი და ამ დროს, არც კი ხარ დარწმუნებული, რომ სათქმელი შეესაბამება სიმართლეს. მოდი ვცადოთ, გავცრათ მესამე საცერში – სარგებლიანობის საცერში. რამდენად აუცილებელია, რის თქმასაც აპირებ, იმის გაგება ჩემთვის?
– არა, აუცილებლობას არ წარმოადგენს.
– მაშასადამე – დაასკვნა სოკრატემ – იმაში რის თქმასაც აპირებ, არ არის არც სიმართლე, არც სიკეთე, არ სარგებელი. მაშ, რატომ უნდა მითხრა?

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 22 2015, 11:59 AM

"ჭკუა მატერიალური სხეულის ბირთვია"

/იღუმენი ნიკოლოზი (კაპანაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 30 2015, 11:04 PM

"სიბრძნე - ეს არის ცხოვრებაში შეძენილი გამოცდილების შესაბამისად ცხოვრების ხელოვნება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2015, 09:58 PM

"სიმამაცე: ანტიკურ ფილოსოფიაში არა მხოლოდ სამხედრო სიმამაცე და მტერზე აშკარა უპირატესობის არარსებობის შემთხვევაში ბრძოლაა, არამედ გაწონასწორებულობაა და სიკეთეა, რომლის არსებობის შემთხვევაშიც, ადამიანი საკუთარ მშვინვიერ გრძნობებს საკუთარი გონებით აკონტროლებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2015, 11:09 PM

"ის, ვინც მისდევს ბუნებას და არა ფუჭ შეხედულებებს, ყველგან კმაყოფილია იმითაც, რაც აქვს, რადგან იმის მიმართ, რაც ბუნებისათვის საკმარისია, ყოველი ქონება არის სიმდიდრე, ხოლო განუსაზღვრელი სურვილების მიმართ უდიდესი სიმდიდრეც კი არის არა სიმდიდრე, არამედ სიღარიბე"

/ეპიკურე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2015, 11:23 PM

„ვისთვისაც მცირედი საკმარისი არაა, მისთვის არაფერი არაა საკმარისი“

/ეპიკურე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2015, 10:57 AM

„ფილოსოფოსი ის კაცია, ვინც ბედნიერებისაკენ ისწრაფვის“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2015, 09:15 PM

"ღმერთი არც წარმართებს ტოვებდა აბსოლუტურ სიბნელეში, არამედ ზოგჯერ ჭეშმარიტებამდე ამაღლების უნარსაც აძლევდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 15 2015, 09:25 PM

"იმედი

პიროვნების ცხოვრება ყოველგვარ აზრს კარგავს, თუ მას იმედი არ გააჩნია. იმედი ზეკოსმოსური და ამავდროულად, ზეცნობიერი შეგრძნებაა".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 26 2015, 09:31 PM

"როგორც ერთი ფილოსოფოსი ამბობს, ჭეშმარიტი აზროვნების სამი პრინციპი არსებობს; იაზროვნე თვითონ (ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე დაყრდნობით), იაზროვნე ისე, რომ სხვისი თვალითაც (უფლის, ღვთისმშობლის, წმინდანების, სათნო ადამიანების თვალთახედვით) შეგეძლოს საკუთარი ნამოქმედარის განსჯა, მესამე - იაზროვნე და იმოქმედე ისე, რომ შენი ქმედება, შენი ნააზრევი, შენვე არ განადგურებდეს, საწინააღმდეგოდ არ შემოგიბრუნდეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2015, 11:06 PM

"ადრეულ ეპოქაში ყოველი ქრისტიანი ატარებდა მანტიას და ეს ჩანს თუნდაც წმინდა იუსტინე ფილოსოფოსის ცხოვრებიდან.

მას ფილოსოფიის ლექციების კითხვისას მოსხმული ჰქონდა მანტია და შემდგომაც არ განუმოსავს.

როდესაც ჰკითხეს, ახლა მაინც რატომ არ განიმოსე მანტიაო, უპასუხა: ჭეშმარიტი ფილოსოფოსი სწორედ ახლა გავხდი!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2015, 07:32 PM

"სიბრძნე ჭაღარაა ადამიანთათვის და უბიწო ცხოვრება სიბერის ასაკია" (სიბრძ. 4:9)

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 12 2015, 08:21 PM

"წმინდა იოანე ოქროპირის აზრით, ქმრებისთვის ჭკუის სასწავლებელი იქნებოდა ერთ-ერთი წარმართი ფილოსოფოსის, სოკრატეს გამონათქვამი თავისი "ანჩხლი, ბრაზიანი და უტიფარი" ცოლის შესახებ.

როცა მას ჰკითხეს, ასეთ ცოლს როგორ უძლებო,ფილოსოფოსმა უპასუხა: მისი სახით შინ გახსნილი მაქვს სიბრძნისმოყვარეობის სკოლა და მე ვიქნები ყველაზე მომთმენი ადამიანი, ვიდრე ამ სკოლაში ყოველდღე ვივლიო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2015, 09:33 PM

"ფილოსოფიური განაზრებები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 8 2015, 10:32 PM

„იყო მრავალი ნიჭით აღსავსე და ტრადიციულად მკაცრად მოაზროვნე“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2015, 11:33 AM

"არსებობს სამართლიანი გამოთქმა, ნელა მიდიხარ, შორს წახვალ"

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2015, 12:25 PM

"წმინდა გრიგოლი [პალამა] მიიჩნევდა, რომ ქრისტიანი ისე უნდა მოეპყრას ბერძნულ ფილოსოფიას, როგორც ფარმაცევტი გველს: ჯერ მოკლა, შემდეგ გაკვეთო, ამოიღო შხამი და დაამზადო ანტიდოტი, რომელიც შეაჩერებს ან შეასუსტებს შხამის მიქმედებას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2015, 02:19 PM

"ყველაზე დიდი ფილოსოფია, ადამიანის ტკივილის გაგებაა"

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 23 2015, 09:49 PM

"სახე უბრწყინავდა, რაღაცნაირ სიბრძნეს აფრქვევდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2016, 05:12 PM

"ქრისტიანული რწმენა და აზრი ძველი ფილოსოფიური აზრის მიერ, როგორც მყოფობაში "უძვრელის დაძვრა" (ს. ავერინცევი) იქნა შეფასებული".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2016, 07:15 PM

"ფილოსოფოსები ღმერთის იდეის შექმნით არიან დაკავებულნი, ხოლო ღვთისმეტყველებისათვის ღმერთი მყოფია, ანუ განცხადებადია და ღმერთი ის არის, ვისი შეცნობაც გამოცხადების გარეშე შეუძლებელია".

/ვლადიმერ ლოსკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2016, 07:31 PM

რელიგიურ-ფილოსოფიური ტერმინი

გ ა მ ო ც ხ ა დ ე ბ ა

თანამედროვე ქრისტიანულ აზროვნებაში: ეს არის ღმერთის თვითგამოცხადება, ღვთის მიერ ადამიანებისათვის გამოწვდილი ხელი, მისი შემოქმედებითი სიყვარულის ამქვეყნად გადმოღვრა.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2016, 10:22 PM

"ბევრი რამ ხდება, ჰორაციო, ზეცად და ქვეყნად, რაც ფილოსოფოსთ სიზმრად არც კი მოლანდებიათ" - ამბობს შექსპირის ჰამლეტი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 27 2016, 12:32 PM

"ქრისტესმიერ ფილოსოფოსი, ამსოფლიურ სიბრძნეშიც განსწავლული".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2016, 10:55 PM

" - ვინ არის ჭეშმარიტი "ბრძენი"?

- ის, ვინც, რამდენადაც მასზეა დამოკიდებული, თავს იკავებს ყველაფრისაგან, რაც დააბრკოლებდა მას სრულყოფაილებაში".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2016, 01:28 PM

"გონი, ღვთაებრივ ჭეშმარიტებასთან თანხვედრილ სიბრძნესთან, სიყვარულთან და სიწმინდესთან ზიარების, მისი გაცნობიერების პროცესში სულ უფრო სრულყოფილი ხდება და მისი უმაღლესი შესაძლებლობებიც, უფრო მეტად წარმოჩნდება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2017, 10:59 AM

"ჰუმანიტარუილი ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, "სიხარული ის არის, რასაც ჩვენ მაშინ განვიცდით, როდესაც ისეთ მიზანს ვუახლოვდებით, რასაც საკუთარ თავად ქცევა ჰქვია" (ე. ფრომი). "ყველა რელიგიის ძალა სიხარულია. ღვთის რჩეულთა გულებში ქრისტიანობამ სიხარულით გაიმარჯვა, ჭეშმარიტი სიხარული სულიწმინდაშია და რელიგიური ნამდვილობის ერთადერთი დოკუმენტი სიხარული შეიძლება იყოს" (მამა ს. ბულგაკოვი)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 9 2017, 12:38 PM

"ჩინელი ფილოსოფოსი კონფუცი, რომლის კანონებითაც ცხოვრობდა ჩინეთის საუკეთესო ნაწილი, ადამიანის დაცემულობის შემყურე აცხადებდა: ამ სამყაროს მხოლოდ ღმერთის ადამიანად მოსვლა უშველისო, - და იქვე დასძენდა: მაგრამ ჩვენ ხომ მას მოვკლავდითო. გასაოცარი წინასწარმეტყველებაა. კონფუცის მაცხოვრის პერიოდში იუდეაში რომ ეცხოვრა, ალბათ, მისი მოწაფე გახდებოდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 20 2017, 12:21 PM

"როცა ბიზანტიის ქრისტიანმა იმპერატორმა იუსტინიანემ 529 წელს დახურა ანტიკური ფილოსოფიური სკოლები, ამით უდიდესი ზიანი მიაყენა ინტელექტუალურ სამყაროს, 10-12 საუკუნით დააბრკოლა ფილოსოფიისა და მეცნიერების განვითარება. შემოქმედება თავისუფლების გარეშე შეუძლებელია. ფილოსოფია მოაზროვნე ადამიანის განუყრელი თანამგზავრია. მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია გვასწავლის, რომ ფილოსოფიური აზროვნების განვითარება მართლაც "გაჭენებულ ცხენს" ჰგავს, რომელიც თავისუფლებას მოითხოვს და თანაც დაბრკოლებებს უძლებს.
ფილოფოსოფიამ გაუძლო ინკვიზიციას, კომუნისტური და ფაშისტური იდეოლოგიების მარწუხებს და ათასგვარ სხვა სოციალურ-პოლიტიკურ კატაკლიზმებს. თუმცაღა, შეცდომებისგან დაზღვეული არავინაა, მათ შორის არც ფილოსოფოსები. როდესაც მე-18 საუკუნის ფრანგი მატერიალისტები ქრისტიანულ დოგმებს აკრიტიკებდნენ, ისინი ერთმანეთში ურევდნენ ცოდნასა და რწმენას, მეცნიერებასა და რელიგიას. დაუშვებელია რელიგიური დოგმების ანალიზი მეცნიერების პოზიციებიდან, ისევე როგორც პირიქით, მეცნიერული პრობლემების გადასაჭრელად რელიგიური დოგმების მოშველიება. ეს კარგად იცოდა ჯერ კიდევ მეორე საუკუნის ქრისტიანმა ღვთისმეტყველმა ტერტულიანემ (160-220). "

/პროფ. სერგი ავალიანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 23 2017, 12:48 PM


"ფილოსოფიას არა აქვს პრაქტიკული ღირებულება. მიუხედავად ამისა, როგორც არისტოტელე ამბობდა, "ყველა მეცნიერება მასზე უფრო აუცილებელია, მაგრამ მასზე უკეთესი არც ერთი არ არის". ეს უტყუარი ჭეშმარიტებაა, რასაც, ვფიქრობთ, უწმინდესი სიამოვნებით დაეთანხმება."

/პროფ. სერგი ავალიანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 30 2017, 10:43 AM

"ფილოსოფიის ცნება საკმაოდ ტევადია, რათა დაიტიოს არა მარტო თეორიული ცოდნა, არამედ ღმერთთან მყოფობის საკითხიც, და საკმაოდ პატივცემულია, რათა მსმენელი მოიზიდოს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 24 2017, 09:59 PM

„ქრისტიანმა მამებმა პლატონს ქრისტეს მოსვლამდე ქრისტიანი უწოდეს“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 13 2017, 08:56 PM

"ფილოსოფია მხოლოდ შეკითხვას სვამს და არ პასუხობს მას. პასუხს მხოლოდ მართლმადიდებლური რწმენა იძლევა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2018, 07:46 PM

"ღირსი ანტონი ერთ მთაზე მღვიმეში იყო დაყუდებული, ერთხელაც მასთან ორი წარმართი ფილოსოფოსი მოვიდა დაცინვის განზრახვით.

წმინდა ანტონმა თარჯიმნის პირით ჰკითხა: "ბრძენო კაცნო, რად დაადექით ასეთ გრძელსა და ძნელ გზას და ჩემთან მოხვედით, უგუნურ კაცთან?"

"შენ უგუნური კი არა, სრულყოფილი ბრძენი ხარ", - უპასუხეს მათ.

"თუკი ასეა, თქვენი სიკეთე და მოვალეობა მავალდებულებს, რომ დაგმოძღვროთ, როგორ ბრძენმა, ვისთანაც სასწავლებლად მოხვედით. და აი, გეტყვით: გაქრისტიანდით", - უთხრა მათ ღირსმა ანტონიმ.

უეცარი სიტყვისმიგებით განცვიფრებული ფილოსოფოსები იქაურობას გაშორდნენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 28 2018, 01:27 PM

"პლატონი, თავისი მსოფლმხედველობით, ძალიან ახლოს იყო ქრისტიანობასთან. იგი ამბობდა, რომ ბედნიერების სიკეთე ამქვეყნად მიუწვდომელია ადამიანისთვის. ის მხოლოდ ღმერთისთვის არის მისაწვდომი, ადამიანი კი სიკვდილის შემდეგ ეზიარება მას სრულად."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 7 2019, 08:27 PM

"პრაქტიკული ფილოსოფიის მიზანი სიკეთის ქმნა და ბოროტებისგან მისი გამიჯვნაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2019, 05:09 PM

"ფილოსოფიური განათლების მქონე ნებისმიერ მორწმუნეს ძალუძს, რომ უკეთ დაიცვას თავი ურწმუნოთაგან, ვიდრე ფილოსოფიური განათლების არმქონე ადამიანს. აქედან გამომდინარე, ფილოსოფიურად განსწავლულ ქრისტიანს შეუძლია ქრისტიანობის მტერს წინააღმდეგობა გაუწიოს და, უფრო მეტიც, დაამარცხოს კიდეც ის, რადგან იგი ცალმხრივი ცოდნის მფლობელი კი არ არის, არამედ ორივე სახის (ღვთაებრივ და ფილოსოფიურ) სიბრძნეს ფლობს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2019, 08:04 PM

"ქრისტიანი მამები გახდნენ ჭეშმარიტი ფილოსოფოსები, რადგანაც ფილოსოფია სიბრძნის სიყვარულია, ხოლო სიბრძნე - იესო ქრისტე, ამიტომ ჭეშმარიტ ფილოსოფიად ქრისტიანობა უნდა მოვიაზროთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2019, 06:10 PM

"ამქვეყნიურობიდან ღმერთისკენ სწრაფვა, რამდენადაც შესაძლებელია, ღმერთს მიმსგავსებაა"

/პლატონი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2020, 08:25 PM

"ფილოსოფია, როგორც სიბრძნის სიყვარული, უანგარობის ერთ-ერთი გამოვლინებაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 9 2021, 09:20 PM

"მიჩნეულია, რომ როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის ღვთისმეტყველებაში არისტოტელეს უფრო გამორჩეული ადგილი ეკავა ვიდრე პლატონს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 12 2021, 05:45 PM

"მოსეირნე ფილოსოფოსები - არისტოტელეს (384 - 322 წწ. ძვ. წ.) მოწაფეები და მიმდევრები (გადმოცემით, არისტოტელე თავის ფილოსოფიურ შეხედულებებს მოწაფეებს სეირნობის დროს მოუთხრობდა)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 24 2021, 08:38 PM

"ყველა სახელოვანი მამა და ეკლესიის შეუვალი ავტორიტეტი იყენებდა გარეშე სიბრძნეს- ფილოსოფიას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2021, 02:00 PM

"ბერძენი მოაზროვნეების ღმერთი, რომლის გამოსახვაც შესაძლებელია, ცხადია, ვერ იქნება ებრაული გამოცხადების ღმერთი, რომლის გამოსახვაც აკრძალულია: სიგიჟის აქტი უნდა ჩაიდინო და უფსკრულისაკენ უნდა მიექანებოდე, რომ ამ დონეს რწმენით მიაღწიო; მაგრამ არც იმის თქმა არ შეიძლება, ანუ იმასაც ვერ იტყვი, რომ ფილოსოფოსებს რაღაც "სხვა ღმერთი" ჰყავდათ, რომელიც სრულიად უცხო იყო ისრაელის დაფარული ღმერთისაგან და რომელმაც თავისი საყოფელი სრული უკუნისგან შექმნა"

/თეოლოგი ვლადიმერ ლოსკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 25 2021, 04:40 PM

"ქრისტიანმა იცის და ამტკიცებს იქ, სადაც ფილოსოფოსი ვარაუდობს და ეჭვობს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 1 2021, 08:11 PM

"ალექსანდრიაში ეცადნენ პლატონის ფილოსოფიისა და მოსეს რჯულის დაახლოებას. ზუსტად აქ წარმოიშვა ისეთი რელიგიური მიმდინარეობა, როგორიცაა ელინური იუდაიზმი, რომლის წარმომადგენელიც იყო ფილონი, მოციქულთა თანამედროვე. ამ მიმდინარეობას ახასიათებდა პლატონის ფილოსოფიის პატივისცემა; ფილონის აზრით, პლატონმა ბევრი რამ გამოცხადებიდან ისესხა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2021, 08:29 PM

"იუსტინე მარტვილის აზრით, "ფილოსოფიას ჩვენ მივყავართ ღმერთთან, რომელიც წარმოადგენს უდიდეს, ყველაზე უფრო ფასეულ შენაძენს ღმერთის წინაშე". იუსტინემ ქრისტიანობით შეიძინა "ერთადერთი საიმედო და სასარგებლო ფილოსოფია". იგი, როგორც ცნობილია, არ იხნიდა ფილოსოფოსის მანტიას სიცოცხლის ბოლომდე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2021, 07:44 PM

"თავი აარიდე ფილოსოფოსთა ბოდვას, რომლებსაც არ რცხვენიათ, ერთნაირი პატივი მიაგონ საკუთარ და ძაღლის სულს და საკუთარ თავზე თქვან, რომ ისინი ოდესღაც იყვნენ ხეები ანდა თევზები, მართალია, მე ვერ ვიტყვი, იყვნენ თუ არა ისინი ოდესმე თევზები, მაგრამ მთელი ძალისხმევით მზად ვარ დავამტკიცო, რომ როდესაც ისინი ამას წერდნენ, თევზებზე უგუნურნი იყვნენ!"

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2021, 08:35 PM

"ფილოსოფიაც თავისი საუკეთესო წარმომადგენლების სახით მიისწრაფოდა ზნეობრივი ადამიანის სრულყოფისაკენ, მაგრამ მისმა მისწრაფებამ მიზანს ვერ მიაღწია და ვერც ვერასოდეს მიაღწევს, ვინაიდან ფილოსოფია თავისი ზნეობრიობის წესების ვერანაირ გარანტიას ვერ იძლევა; ის სიყვარულის, მოთმინების და სხვა სათნოებათა ღვაწლისათვის არ გვიჩვენებს და არ გვანიჭებს იმ გვირგვინებს, როგორსაც მოიპოვებს რელიგიის ჭეშმარიტი აღმსარებელი, რომელიც აქვეყნიური ცხოვრების მწუხარებებშიც იგემებს მომავალ, ნეტარ ცხოვრებას, მას რომ ელის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2021, 09:43 PM

„საერთოდ ფილოსოფია ისწრაფვის საზოგადოების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე შეარიგოს გონება, გრძნობა და ნებელობა ზნეობრივი მსოფლმხედველობის კრიტერიუმების გამომუშავების მიზნით“ (ნ. გროტი).

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2022, 06:44 PM

"ყოველივე ხილული უხილავის შესახებ მოწმობს; ყოველივე უხილავი ქმნილებათა ხილვით შიცნობა" (რომ. 1.20).

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2022, 09:53 PM

"ერთმა ფილოსოფოსმა წმიდა ანტონის, რომელმაც წერა-კითხვა არ იცოდა, ჰკითხა: "რომელ წიგნში ამოიკითხე ცნობები იმ მაღალი ჭეშმარიტებების შესახებ, რომელსაც თავად ქადაგებ?" - წმიდა ანტონის სიტყვაც არ წარმოუთქვამს, ისე მიუთითა ერთი ხელით ზეცაზე და მეორით კი -მიწაზე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 28 2022, 03:25 PM

"IX საუკუნის საქართველოში არსებული ფილოსოფიური აზროვნებისათვის გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება დასავლეთ საქართველოში ფაზისთან არსებული უმაღლესი ფილოსოფიურ-რიტორიკული სკოლის არსებობას, ე.წ. ფაზისის აკადემიას. ამ სკოლაში არსებული ფილოსოფიური იდეების შესახებ მსჯელობა შესაძლებელია ამ სკოლაში აღზრდილების - ევგენიოსისა და მისი შვილის, თემისტიოსის ფილოსოფიური მრწამსის მიხედვით. ევგენიოსმა ამ სკოლაში შეიძინა თავისი ფილოსოფიური განათლება, ხოლო მისი შვილი თემისტიოსი (377-388), რომელიც ფაზისის სკოლაში მამის რჩევით შევიდა განათლების მისაღებად, აქ დაეუფლა რიტორიკულ ხელოვნებას.
ეს რიტორიკული ე.ი. ფილოსოფიური (შ. ნუცუბიძე) სასწავლებელი, სკოლა, რომელშიც ბიზანტიიდანაც ჩამოდიოდნენ განათლების მისაღებად, რაც ამ სკოლის მაღალ დონეზე მიუთითებს, რასაკვირველია, არ იყო განკუთვნილი მხოლოდ უცხოელთათვის, ან აქ მცხოვრებ ელინთათვის, რომელნიც, საეჭვოა, რომ დიდი რაოდენობით ყოფილიყვნენ აქ. მისი მთავარი დანიშნულება ადგილობრივი ახალგაზრდების აღზრდა იყო. ევგენიოსი ფილოსოფიის ისტორიაში ცნობილია, როგორც არისტოტელიკი, თემისტიოსი ცნობილია, როგორც არისტოტელეს კომენტატორი, ამასთანავე, დიდ ყურადღებას უთმობდა პლატონის ფილოსოფიას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 6 2022, 02:40 PM

"ფილოსოფოსები თავს ესხმიან გამოცხადების სიდუმლოს, მაშინ, როცა ასეთი რამ ფილოსოფიაში უფრო მეტია. გონების პირველი საფეხურები ნათელია, შემდეგ, რაც უფრო მაღლა ავდივართ, უფრო ბნელდება, და ბოლოს სრულებით კარგავს ნათელს. გონება ამ შემთხვევაში შეიძლება საჰაერო ბურთს შევადაროთ, რომლითაც რაც უფრო მაღლა ავდივართ, მცირდება ნათელი და იზრდება ბნელი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 8 2022, 05:40 PM

"წმინდა პავლე ქსიროპოტამელს, ქსიროპოტამის და წმინდა პავლეს მონასტრის (უფრო სწორად, მან აღადგინა დანგრეული მონასტერი) დამაარსებელს, ბიზანტიაში უწოდებდნენ "უდიდესს ფილოსოფოსთა შორის" (ამგვარად იხსენიებს მას მეფე რომანოზი სამეფო სიგელში). დიდად აღმაფრთოვანებელია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებისას წარმოთქმული მისი სიტყვა, ასევე წმინდა ორმოცი მოწამის მოსახსენებლად კანონები ხმათა მიხედვით და პატიოსანი ჯვრის იამბიკური კანონი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2022, 10:22 PM

"გულქვა და უგრძნობელი ადამიანი უგუნური ფილოსოფოსია - როგორც არ შეიძლება, რომ ფილოსოფოსი უგუნური იყოს, ასევე ალოგიკურია, გულქვა ადამიანი სწორედ აზროვნებდეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 18 2022, 04:56 PM

"ცნობილია, რომ ფილოსოფია და მედიცინა წინათ გამოყოფილი არ ყოფილა ერთმანეთისაგან. ფილოსოფოსები საექიმო დახმარების ორგანიზაციასაც ეწეოდნენ და სამედიცინო ლიტერატურასაც ქმნიდნენ"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2022, 06:51 PM

"წმიდა იაკობი, მასზე სულიწმიდის გადმოსვლის შემდეგ მოღვაწეობდა ესპანეთსა და სხვა ქვეყნებში, შემდეგ კი დაბრუნდა იერუსალიმში, სადაც ისე დაუფარავად და დარწმუნებით ქადაგებდა ქრისტეანობას, ისე დაბეჯითებით არწმუნებდა ყველას იესო ქრისტეს მესიანობაში, რომ ფარისევლებმა დაიქირავეს ყველაზე განთქმული ფილოსოფოსი გერმოგენი, რომ მოეყვანა იაკობის ქადაგების საწინააღმდეგო ფაქტები. ფილოსოფოსმა ჯერ თავისი საუკეთესო მოწაფე, ფილიპე გაგზავნა იაკობთან საპაექროდ, მაგრამ იგი მყისიერად გახდა ქრისტიანი იაკობის ქადაგებით; შემდეგ თვითონ შეხვდა პირისპირ, მაგრამ თვითონაც რომ დამარცხდა, დაწვა ყველა თავისი ნაშრომი, მოინათლა და გახდა ჭეშმარიტი ქრისტიანი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2023, 06:24 PM

"ერთმა ფილოსოფოსმა ჰკითხა წერა-კითხვის უცოდინარ წმინდა ანტონს: "რომელ წიგნში ამოიკიხე, რასაც ქადაგებ?" წმინდა ანტონმა პასუხად ერთი ხელი ზეცას აღაპყრო, მეორეთი კი - მიწაზე მიუთითა. ურიცხვი სასწაული ზეცასა და დედამიწაზე არის ის წიგნი, რომლის წაკითხვაც ყველას ძალუძს და რომელიც დღედაღამ თვალსაჩინოდ მეტყველებს ღვთის დიდებაზე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2023, 01:01 PM

"მძიმე შრომა და ეკლესიური ცხოვრება გაუნათლებელ ადამიანს ფილოსოფოსად აქცევს. მისი მეტყველება ხდება წონიანი, მშვენიერი და მაცოცხლებელი. ამ ადამიანების წყალობით სამყარო კვლავ წონასწორობას ინარჩუენბს და თავზე არ ატყდება ღვთის მართალი რისხვა. მათი ცხოვრება - ჩვენი ნუგეშია: ისინი, მსგავსად ზეციურ ცისარტყელისა, გვიჩვენებენ, რომ კეთილი ღმერთი კიდევ მოგვითმენს, თუმცა ცოდვა დღს ყველა ზღვარს გადავიდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2023, 05:08 PM

"ერთმა ბრძენმა ადამიანმა ასეთი აზრი გამოთქვა: "ქვეყანას აღარ ჰყავს ფილოსოფოსები, დარჩნენ მხოლოდ კრიტიკოსები".

/კათოლიკოს-პატრიარქი ილი II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 16 2023, 05:55 PM

"თუ ფილოსოფოსობა გინდა, ყველაფერში დამნაშავე შენი ძველი "მე" მიიჩნიე და ყოველთვის დაიმდაბლე თავი"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2023, 10:54 AM

"ეს იდეა, როგორც ყოველთვის, უწმინდესმა შემოიტანა, - ბავშვებს უნდა ვასწავლოთ ფილოსოფია, რათა გაუღრმავდეთ ცოდნა სიბრძნისა, სიყვარული. დარწმუნებული ვარ, პატრიარქის ამ იდეას ფრთებს შეასხამს ჩვენი ეკლესია და მთელი საზოგადოება. უამისოდ შეუძლებელიცაა, შესწავლილ იქნას ქრისტიანობის ენა, როგორც თეოლოგიისა და უმაღლესი სიბრძნის სიყვარული. მადლობა ამისთვის უწმინდეს, ჩვენს მოძღვრებს და მღვდელმთავრებს. მისი იდეისა და კურთხევის შემსრულებლად გვაქციოს უფალმა. ეს დიდებული საქმე იქნება"

/დეკ. შიო პაიჭაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 8 2024, 09:04 PM

"ჯერ კიდევ ძველი დროის მოაზროვნეები ამბობდნენ: "ფილოსოფია - ეს უნარია სიკვდილისა"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 25 2024, 10:22 AM

"თუ ღმერთმა არ ინება, ადამიანს არაფრის გაკეთება არ ძალუძს, ან პირიქით, თუ ღმერთმა ადამიანს მცირეოდენი შთააგონა, ფილოსოფოსი გახდება"

/ღირსი პაისი ათონელი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)