IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> გრძელი თმები
realoba
პოსტი Dec 15 2011, 03:07 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 47
რეგისტრ.: 15-December 11
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 11,856



შეიძლება თუ არა მამაკაცმა ატაროს გრძელი თმა? რატომ ატარებენ მღვდლები გრძელ თმას? ? ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
George Leluashvili
პოსტი Dec 20 2011, 10:26 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



dzvelmartlmadidebeli

[quote]არა, ტურინის სუდარაზე გარდაცვლილი მაცხოვარია გამოსახული. მე ვგულისხმობ სხვა გადმოცემას.[/quote]

ჰო გასაგებია, ანუ თქვენც აღიარებთ მას.
დამეთანხმები, მასში მაცხოვარს აშკარად გრძელი თმა აქვს.

[quote]რას ნიშნავს "ნაზარეთული წესი"? იმის თქმა ხომ არ გინდა, რომ ქრისტე "ნაზორეველი" (ანუ, ნაზორეველური აღთქმის დამდები) იყო? საიდან ჩანს ეს? არსებობს შეხედულება, რომ ქრისტეს "ნაზორეველობა" ან არასწორი თარმგნის შედეგია ან სწორი თარმგნის არასწორი გაგება... ქრისტე დაიბადა ბეთლემში, მაგრამ გაიზარდა ნაზარეთში. ამ თვალსაზრისით წერია წერილში რომ ის ნაზარეველი (ანუ, ქალაქ ნაზარეთიდან) იყო. აქ არ იგულისხმება მისი "ნაზორეველობა", რაც ჩანს კიდევ იქიდან, რომ ნაზორეველებს (აღთქმას ვგულისხმობ) გრძელი თმების მოშვების გარდა, უამრავი სხვა აღთქმებიც ჰქონდათ (მაგ.: არ ეკარებოდნენ მიცვალებულს და სხვა). სახარებებიდან და ახალი აღთქმის წმიდა წერილიდან არაფერი ვიცით ქრისტეს მიერ სხვა ნაზორეველური წესების დაცვის შესახებ. ის იცავდა ძველ სჯულს, რათა აღესრულებინა იგი, მაგრამ არა ნაზორეველურ წესებს.[/quote]

მე არსად მიხსენებია "ნაზორეთული აღთქმა".
ვიცი სადაც დაიბადა და შემდეგ სად გაიზარდა იესო.
მაგრამ ერთ-ერთ მართლმადიდებლურ ჟურნალში მქონდა ამოკითხული მაცხოვრის გარეგნობა და როცა იქ საუბარი იყო უფლის გრძელ თმასა და წვერზე, აღნიშნული იყო, რომ იგი ნაზორეთული წესისამებრ ატარებდა მათ (ნაზარეველები თმას და წვერს შუაზეიყოფდნენ).

ერთ-ერთი ნაშრომი მაცხოვრის ფიზიკური მონაცემების შესახებ, ეკუთვნის წმ. დიონისე არეოპაგელს.

[quote]რა უნდა ცოდნოდა პავლეს? ის, რომ ქრისტეს გრძელი თმები ჰქონდა?დავუშვათ ჰქონდა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ მოციქულებსა და მომავალ სამღვდელოებას გრძელი თმები უნდა ეტარებინათ?[/quote]

რატომაც არა? მღვდელი ხომ ქრისტეს განასახიერებს როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად.

[quote]თმების მოშვების ტრადიცია ქრისტეანობამდელ, წარმართულ გარემოში იღებს სათავეს. წმ. კირილე ალექსანდრიელის თქმით: "ელინთა უგუნური ნაშიერნი, მისდევდნენ რა თავიანთ ბუნების საწინააღმდეგო ჩვეულებებს და პირუტყვებივით ატარებდნენ ცხოვრებას, თავიანთი ღვთაებების გულის მოსაგებად თმებს იზრდიდნენ" [/quote]

ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ რადგან ეს ტრადიცია წარმართებშიც არსებობს, მართლმადიდებლებმა უარი უნდა ვთქვათ და შევაჩვენოთ ის.

მაგ. თუკი წარმართებსაც აქვთ თავიანთი საკურთხევლები და "წმინდა გამოსახულებები", ამიტომ ჩვენ მართლმადიდებელ ეკლესიაში უნდა ავკრძალოთ ეს ყოველივე?

[quote]წმ. ეპიფანე კვიპრელი (Творения, ч. 5, гл. 7, стр. 302, изд. 1880 г.) არც სამღვდელოებას და არც ერისკაცთ უფლებას არ აძლევდა ეტარებინათ გრძელი თმები, რადგან მათ მეძავებს ადარებდა: "რა შეიძლება ამაზე უარესი იყოს: წვერი, მამაკაცობრივი სიმბოლო, შეიკვეცო, თავზე კი თმა მოიზარდო. წვერის შესახებ მოციქულთა დადგენილებები განაწესებენ, რომ არავინ წვერი არ უნდა შეიკცვეცოს, მაგრამ არც თმა უნდა მოიზარდოს მეძავთა მსგავსად, და სიმართლის სახით არავინ მიეცეს ამპარტავნებას".[/quote]

აქ ხომ არ არის საუბარი სასულიერო პირების მიმართ?
ვფიქრობ, რომ სადაც წერია "კაცთაგან", იგულისხმებიან ერისკაცები. თუ ეს ასე არ არის, მაშინ აუცილებლად უნდა დაეკონკრეტებინათ მამებს, თუ უშუალოდ ვის ეკრძალებოდა გრძელი თმის ტარება.

[quote]ზუსტად ასევე, ღირ. თევდორე სტოდიელის წერილებში არის მითითება იმაზედ, რომ მის დროს სასულიერო პირთა შორის თავი იჩინა გრძელი თმების ტარების ადგილობრივმა ჩვეულებამ და ღირ. თევდორემაც, რომელიც სამღვდელოების მიერ გრძელი თმების ტარების წინააღმდეგ გამოდიოდა, განმარტა, რომ ეს ჩვეულება არის ეკლესიის ტრადიციის საწინააღმდეგო.[/quote]

თუ ამგვარად ცალკეული მამების დამოკიდებულებათა შესახებ ვისმჯელებთ ამა თუ იმ საკითხზე, მაშინ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზოგიერთი წმინდა მამა ჩვილთა და ყრმათა ნათლობის წინაამდეგ გამოდიოდა, მაგრამ ეს არასოდეს გამხდარა იმის საფუძველი, რომ ყრმებზე ეს საიდუმლოება არ აღსრულებულიყო.

[quote]II ს.-ში რომის წმ. პაპმა ანიკიტემ, რომელიც წარმოშობით სირიის ემესიდან იყო და რომის საყდარი 155-166 წლებში ეპყრა, ევსები კესარიელის მიხედვით, ნორმატიულად დააწესა და კანონად მიიღო მოციქულ პავლეს მცნება და სასულიერო დასს გრძელი თმების ტარება აუკრძალა.[/quote]

მე ვფიქრობ, რომ მაინც არაა საკმარისი მოციქულ პავლეს სიტყვები და აქედან გამომდინარე, შესაძლოა ხსენებული რომის პაპსაც არასწორად გაეგო მოციქულის სიტყვები.
ვგულისხმობ იმას, რომ შესაძლოა აკრძალვა ეხებოდა უშუალოდ ერისკაცებს და არა მღვდელმსახურებს.

აუცილებლად მოვნახავ ამ მუხლის განმარტებას. ძალიან მაინტერესებს.

[quote]მოციქულთა დადგენილებები კატეგორიულად ითხოვენ (IV, 28), რათა მამაკაცთაგან გრძელი თმები არავინ ატაროს.[/quote]

აქაც არაა დაკონკრეტებული, რომ მამაკაცებში სასულიერო პირებიც მოიაზრებიან.
შეიძლება ღიმილი გამოიწვიოს ჩემმა ამ განცხადებამ, რომ განა მღვდელმსახურები მამაკაცები არ არიანო? მაგრამ მე ვგულისხმობ ერისკაცებს.

[quote]ტრულის მსოფლიო კრებამ (VI მსოფლ. კრება) VII საუკუნეში საკუთარი ნებით მონანულ მღვდელმსახურებს უფლება მისცა "იკრეჭდეს თმას ისე, როგორც სამღვდელონი იკვეცენ" (VI:21).[/quote]

კი მაგრამ, აქ ხომ არაა მითითებული, თუ როგორ იკვეცდნენ თმას სამღვდელონი?
ჩემი მოძღვარიც ატარებს გრძელ თმას, მაგრამ ზოგჯერ ისიც იკვეცს ხოლმე.
ეს კი არ ნიშნავს იმას, რომ მოკლე თმებით დადის.

[quote]აი, როგორ აღწერს კონსტანტინოპოლის პატრიარქი ფოტი (IX ს.) მისი თანამედროვე ეკლესიის პრაქტიკას:"ჩვენთან ბერები თავიანთ სამოსს კლერიკოსის სამოსზე არ ცვლიან, სხვები კი, როცა ვინმეს ბერობიდან ეპისკოპოსად ხელდასხმა სურთ, უვლიან მას გარეგნობას და მრგვლად აჭრიან თმებს კინკრიხოზე".[/quote]

ეს რაღა შუაშია?

[quote]წმ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი საეკლესიო კანონთა დამრღვევ, ამგვარ სასულიერო პირებზე გარკვევით და მკაფიოდ წერს: "თავი მოაქვთ გრძელი თმებით, ამგვარი ყალბი კეთილსახოვნებით თავს იწონებენ და ამის შემდეგ, საკუთარ თავს ცხოვნებულთა რიგშიც კი აყენებენ... მაშ, მიპასუხე, როგორ არ იქნება ეს მწვალებლობა სხვა მწვალებლობაზე უარესი?"[/quote]

თუ ვინმე რაიმე სათნობას ფარისევლურად სჩადის, ეს იმას ნიშნავს, რომ იგივე სათნოება ჩვენ კეთილად არ უნდა აღვასრულოთ?
რა გჭირს კაცო.

[quote]მამაკაცთა გრძელთმიანობას მამები უწოდებენ: ელინურ წესს[/quote]

არსებობს უფლის ტრაპეზიც და სატანის ტრაპეზიც, ამიტომ რადგან სატანის ტრაპეზიც არსებობს, უფლის ტრაპეზზე უარი უნდა ვთქვათ?

[quote] ღმრთის შეურაცხყოფას[/quote]

?

[quote]ღმრთისა და ბუნების წინააღმდეგობას[/quote]

ერისკაცთა მიერsmile.gif

[quote]ქრისტეს შეურაცხყოფას, ძაღლურ ჩვევას [/quote]

?

[quote]ასეთია, ბ-ნო გიორგი ეკლესიის წმიდა მამათა დამოკიდებულება სასულიერო პირთა და ერისკაცთა გრძელთმიანობასთან. აწ თავად განსაჯეთ, იცოდნენ მათ ქრისტეს შესახებ თუ არა. ფაქტია, რომ მათი დამოკიდებულება (იმ შემთხვევაშიაც კი თუ ქრისტეს გრძელი თმები ჰქონდა) ამ ფაქტს არ ითვალისწინებს.[/quote]

ამდენი მუხლი, კანონი და წმინდა მამათა გამონათქვამი გყავდა მოყვანილი, მაგრამ მე ვერსად დავინახე ეკლესიის დამოკიდებულება და პირდაპირი აკრძალვა გრძელი თმის ტარებისა...

მე, ყოველ შემთხვევაში ამ საკითხს რამდენიმე ჭკვიან და გამოცდილ სასლიერო პირთან გავარკვევ და ვნახოთ რას მეტყვიან.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
realoba   გრძელი თმები   Dec 15 2011, 03:07 PM
A.V.M   არ მაგვიანდებოდეს...   Dec 15 2011, 04:45 PM
dr.house...   გრძელი წვერებიტა დ...   Dec 15 2011, 05:33 PM
realoba   გრძელი წვერებიტა ...   Dec 15 2011, 06:24 PM
dr.house...   მადლობა განმარტებ...   Dec 15 2011, 07:32 PM
ikanosi   შეიძლება რა თქმა უ...   Dec 15 2011, 05:37 PM
GIORGI LELUASHVILI   ikanosi ცდები:) realoba თუ რა...   Dec 15 2011, 07:26 PM
afxazi   GIORGI LELUASHVILI გრძელი თმი...   Dec 15 2011, 07:33 PM
GIORGI LELUASHVILI   GIORGI LELUASHVILI გრძელი თმი...   Dec 15 2011, 07:38 PM
afxazi   GIORGI LELUASHVILI მაგალითად IV...   Dec 15 2011, 07:50 PM
ikanosi   GIORGI LELUASHVILI მომწონს მე ...   Dec 15 2011, 07:58 PM
GIORGI LELUASHVILI   ikanosi ეგ ჩემი ახირება ...   Dec 15 2011, 08:06 PM
ikanosi   GIORGI LELUASHVILI ციტატა დამ...   Dec 15 2011, 08:07 PM
GIORGI LELUASHVILI   GIORGI LELUASHVILI ციტატა დამ...   Dec 15 2011, 08:13 PM
ქევანა   რათ გინდათ კაცებს ...   Dec 15 2011, 08:11 PM
ikanosi   ეს არ ნიშნავს იმას ...   Dec 15 2011, 08:15 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI პავლე კორი...   Dec 15 2011, 08:28 PM
afxazi   GIORGI LELUASHVILI ასევე VI მს. კ...   Dec 15 2011, 08:49 PM
GIORGI LELUASHVILI   ikanosi ჰოდა "გარედან...   Dec 15 2011, 10:20 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI :P   Dec 15 2011, 10:55 PM
dzvelmartlmadidebeli   afxazi ეს ჭეშმარიტება...   Dec 20 2011, 06:50 PM
GIORGI LELUASHVILI   dzvelmartlmadidebeli სხვათაშორ...   Dec 20 2011, 06:55 PM
dzvelmartlmadidebeli   GIORGI LELUASHVILI ჩემთვის ცნ...   Dec 20 2011, 07:18 PM
GIORGI LELUASHVILI   ტურინის სუდარა? არ...   Dec 20 2011, 07:26 PM
dzvelmartlmadidebeli   GIORGI LELUASHVILI არა, ტურინი...   Dec 20 2011, 08:30 PM
GIORGI LELUASHVILI   dzvelmartlmadidebeli ჰო გასაგე...   Dec 20 2011, 10:26 PM
dzvelmartlmadidebeli   სანამ პოლემიკას გა...   Dec 21 2011, 01:34 AM
GIORGI LELUASHVILI   dzvelmartlmadidebeli ასე ზუსტა...   Dec 22 2011, 07:11 PM
dzvelmartlmadidebeli   GIORGI LELUASHVILI არ ვიცი ვის...   Dec 22 2011, 11:02 PM
Hercules   მაინტერესებს როგო...   Dec 23 2011, 02:31 PM
dzvelmartlmadidebeli   Hercules ტონზურები სხვ...   Dec 24 2011, 11:46 AM
GIORGI LELUASHVILI   dzvelmartlmadidebeli აქ უკვე ყვ...   Dec 24 2011, 11:46 PM
A.V.M   ჰო ტა!ტა!ტა! ამ ...   Dec 27 2011, 02:52 PM
Zukazuka314   Da morcha es tema? Bolomde ar wamikitxavs...dameza...   May 14 2015, 01:11 AM
Zukazuka314   ??????   May 19 2015, 10:30 PM
G_saxva   Zukazuka314 აბა ქართულად ...   May 20 2015, 09:46 AM
Zukazuka314   [b]Zukazuka314 აბა ქართულა...   May 24 2015, 02:30 AM
Zukazuka314   ანუ რას იძახი, მარ...   May 25 2015, 03:57 AM
G_saxva   Zukazuka314 შენი დადებული ...   May 25 2015, 09:54 AM
Zukazuka314   ზევითიმ ვიღაც ძვე...   May 25 2015, 02:05 PM
G_saxva   Zukazuka314 ეგ ქრისტესი ა...   May 25 2015, 02:13 PM
A.V.M   ეჰ...   May 30 2015, 11:31 AM
sanfol   Zukazuka314 ალბათ გინდოდა...   May 30 2015, 12:02 PM
Zukazuka314   Zukazuka314 ალბათ გინდოდ...   Jun 4 2015, 12:26 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th May 2024 - 07:25 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი