თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ გადადის თუ არა მშობლების ცოდვები შვილებზე?

პოსტის ავტორი: ann_ann9 თარიღი: Jul 5 2009, 11:29 AM

გამიგია ცოდვები 7 თაობაზე გადადისო მოდი ამაზე ვისუბროდ( ტუ მსგავსი თემა გახსნილია მაშინ ადმინისტრაციას მოუხდი ბოდიშსს და შეუძლია გააუქმოს)

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jul 7 2009, 10:12 AM

როგორც ვიცი არ გადადის...
მგონი სადღაც არის მსგავსი თემა. ასე მახსოვს...

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Jul 7 2009, 10:17 AM

გადადის მიდრეკილება ცოდვისაკენ, ცოდვა პასუხისმგებლობით არ გადადის...

მაგალითად თუ მშობლები ეწევიან, შვილს უჩნდება მიდრეკილება მოწევისაკენ, თუ მშობლები მრუშობენ შვილს ყჩნდება მიდრეკილება მრუშობისაკენ...

როგორც ვიცი ს-4 თაობაზე გადადის ცოდვისაკენ მიდრეკილება, ისევე როგორც სიკეთისაკენ მიდრეკილება.

ამიტომ აქცევდა ქრისტიანული, (და არა მარტო ქრისტიანული) კულტურა გვარის ჩამომავლობას...

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Oct 27 2009, 10:03 PM

რადგან ეს საკითხი ძალიან აქტუალურია გთავაობთ ედიშერ ჭელიძის პუბლიკაციას ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც გამოქვეყნდა გაზეთ "საეკლესიო სიწმინდენის" 2000 წლის ნომერში.

ეკლესიის მამათა სწავლება ცოდვისა და სასჯელის შესახებ

ფართო საზოგადოებაში დიდ დაინტერესებას იწვევს საკითხი იმის შესახებ, გადადის თუ არა გენეტიკურად წინაპართა პირადი სულიერი მდგომარეობა მათ შთამომავლობაზე და შესაძლებელია თუ არა, რომ წინაპრის მძიმე პირადი ცოდვის მიზეზით საუკუნოდ წარწყმდეს მისი სისხლისმიერი შთამომავალი, ე.ი. მამის ცოდვისათვის წარსაწყმედელს მიეცეს შვილი.
ნაწილი ამ კითხვაზე უარყოფითად პასუხობს და მიიჩნევს, რომ არ არის სამართლიანი შვილის წარწყმედა მშობლის ცოდვის გამო, მაგრამ უფრო დიდი ნაწილი დღეს თვლის, რომ ზემორე აზრი მხოლოდ “ადამიანის მართლმსაჯულების რაკურსია”. მაგალითად, მიუთითებენ: “ადამიანური მართლმსაჯულების რაკურსით ბავშვების დასჯა მშობლების დანაშაულის გამო უსამართლობაა”. რაც შეეხება ღვთიურ მართლმსაჯულებას, მათი მტკიცებით საქმე სხვაგვარადაა. კერძოდ, თვლიან, რომ საღვთო მართლმსაჯულებით “შვილები დაიტანჯებიან და წარწყმდებიან თავიანთი მშობლების ცოდვათა გამო”.
პირველი თვალსაზრისის მომხრენი იშველიებენ საღვთო წერილის სიტყვებს: “ძენი არა მოკუდენ მამათათვის, თითოეული თვისითა ცოდვითა მოკუდეს” (II სჯ. 24,16).

მეორე თვალსაზრისის მომხრენიც საღვთო წერილს იმოწმებენ: “და მოჰხადნის ცოდვანი მამათანი შვილთა ზედა და შვილისშვილთა მესამედ და მეოთხედ ნათესავადმდე” (გამოსვლ. 34. 6-7; შდრ. გამოსვლ. 20.5).
მეორე თვალსაზრისის საფუძვლად მიჩნეულია ის დაშვება, რომ მშობლის სულიერი მდგომარეობა სპერმატულად, თესლობითად გადადის შთამომავლობაზე. ამ აზრის დასტურად მიიჩნევენ სახარების სიტყვებს:
“რაითა იძიოს სისხლი ყოველთა წინასწარმეტყველთა, დათხეული დასაბამითგან სოფლისაით ნათესავისა ამისგან, სისხლთაგან აბელისით ვიდრე სისხლადმდე ზაქარიაისა” (ლუკ. 11,50). ამბობენ შემდეგსაც: “იმ იუდეველთა შვილებიც, რომლებიც ქრისტეს სიკვდილით დასჯას ითხოვდნენ და ამბობდნენ: “სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა” – ნამდვილად მშობელთა ცოდვებისათვის დაისჯებიან”.

ამრიგად, მეორე თვალსაზრისის მომხრენი ამტკიცებენ, რომ მშობლის სულის ცოდვილიანობა ჩანასახშივე გადაეცემა შვილს და შეიძლება გახდეს მისი საუკუნო წარწყმედის მიზეზი.

ერთი შეხედვით, თითქოს ორივე ზემოაღნიშნულ თვალსაზრისს მოეპოვება თავისი საყრდენი საღვთო წერილში, მაგრამ ნუთუ მართლა ასეა, ნუთუ შესაძლებელია, რომ წმინდა წერილი ოდნავ მაინც წინააღმდეგობაში იყოს? რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია. შესაბამისად, მნიშვნელობა ენიჭება არა ჩვენი შეხედულებისამებრ ბიბლიის გაგებას, არამედ მხოლოდ იმას, თუ როგორ განმარტავენ საღვთო წერილის ზემორე მუხლებს ღვთივგანბრძნობილი მამები, რა მოძღვრებას გვაწვდიან ისინი ზემორე საკითხზე.

საღვთო წერილში და წმინდა მამებთან მოცემულია სავსებით პირდაპირი სწავლებანი წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით. ამჯერად მხედველობაში გვაქვს იოანეს სახარების ცნობილი ეპიზოდი ბრმადშობილის განკურნების შესახებ. სახარებაში, კერძოდ მოთხრობილია, თუ როგორ ნახავს იესო დაბადებიდან ბრმა ადამიანს. მოწაფეები ეკითხებიან უფალს, თუ რა უნდა იყოს ამ ადამიანის სიბრმავის მიზეზი, მისი პირადი ცოდვა თუ მშობელთაგან ნამემკვიდრევი ცოდვა. უფალი უპასუხებს:
“არცა ამან ცოდა, არცა მშობელთა ამისთა...” (იოანე 9,3).

ეს პასუხი ეკლესიის მამათა მიერ შერაცხილია უფლის ზოგად განჩინებად იმასთან დაკავშირებით, რომ თანდაყოლილი სენის მიზეზი არც ამ სნეული ადამიანის პირადი ცოდვის შედეგია, რადგან დაბადებამდე ვერ შესცოდავდა იგი, არც – მისი მშობლებისა, რადგან მშობელთა ცოდვის გამო საღვთო მართლმსაჯულება არასოდეს არ განუკუთვნებს სასჯელს მათგან შობილთ. მოგვაქვს კონკრეტული განმარტებანი:

წმ. კირილე ალექსანდრიელი აღნიშნული მუხლის კომენტირებისას ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მაცხოვარი ამ სიტყვებით ორ საცთურს უარყოფს: ა) ელინურს (ორიგენისტულს), რომლის მიხედვითაც ადამიანი ფიზიკურად ნაკლულევანი იბადება მისი სულის იმ შეცოდებათა გამო, რაც თითქოს ჩადენილ იქნა მის მიერ ხორციელ შობამდე (ე.ი. თითქოს სული ხორცის უწინარეს არსებობდა და, გახდა რა ცოდვილი, ფიზიკურ ნაკლულევანებაში განსხეულდა); ბ) იუდაისტურს, რომლის თანახმადაც მშობელთა ცოდვების გამო ღმერთი თითქოს მათ შვილებს სჯის და წარწყმედს.
მეორე საცთურთან დაკავშირებით წმ. კირილე, კერძოდ, ამბობს:

“უბადრუკი იუდეველნი, თითქოსდა წინამშობელთა უღვთოების გამო სასჯელდადებულნი, არამცირედ დრტვინავდნენ ღვთისადმი, რომელმაც თითქოსდა უმეტესი უგუნურებით მათზე მოაწია მამათა შეცოდებანი. ამიტომ, დასცინოდნენ კიდეც ამგვარ მსჯავრს, როგორც უმეტესად უსამართლოს, და იგავის სახით ამბობდნენ: “მამათა ჭამეს კაწახი და კბილნი შვილთანი მოლხუეს” (იერ. 31,29)... მაგრამ ერთი და მოკლე სიტყვით დაარღვია ქრისტემ მათი (ელინებისა და იუდეველების) უგულისხმოება, დაამტკიცა რა, რომ არც თვით ამ ბრმას შეუცოდია, არც მის მშობლებს. ამრიგად, უფალი ერთი მხრივ, დაამხობს იუდეველთა დოგმას და ამბობს, რომ არავის შეცოდების გამო არ დაბადებულა ადამიანი ბრმა, არც – თავისი, არც – წინამშობლებისა, არცთუ – მამისა ან დედისა, მეორე მხრივ კი არღვევს იგი სხვათა ნაყბედობის მონაჩმახებს, რომლებიც ამბობენ, რომ სულები სხეულებამდეც სცოდავდნენ” (წმ. კირილე ალექსანდრიელი, იოანეს სახარების განმარტება).

შემდეგ ხსენებული წმინდანი იკვლევს იმის მიზეზებს, თუ რამ გამოიწვია იუდეველებში იმ ცთომილი სწავლების აღმოცენება, რომ თითქოს შვილები მამათა შეცოდებების გამო ისჯებოდნენ (“ხოლო აუცილებელია თქმა იმისა თუ საიდან შეემთხვათ იუდეველებს ამ მოძღვრებამდე და ამ აზრამდე მისვლა. ცხადად უნდა წარმოჩნდეს ისიც, რომ იუდეველები, რომლებიც უძლურნი აღმოჩნდნენ საღვთო სიტყვის შემეცნებისა, მართებული აზრისგან გადაცდნენ”, იქვე).
ამრიგად, წმ. კირილე გვასწავლის, რომ უფალმა ზემორე სიტყვებით დაამხო იუდეველთა დოგმა იმის შესახებ, რომ შვილები ისჯებიან მამათა შეცოდებების გამო, ხოლო ამგვარი ცთომილების მიზეზად ხსენებულ წმინდანს მიაჩნია საღვთო სიტყვის დამახინჯებულად გაგაბე მათ მიერ.

რომელი საღვთო სიტყვა იგულისხმება აქ?
წმ. კირილეს მხედველობაში აქვს უფლის შემდეგი უწყება მოსესადმი:
“უფალი ღმერთი, მოწყალე და შემწყნარებელი, სულგრძელ და დიდად მოწყალე... და მოჰხადნის ცოდვანი მამათანი შვილთა ზედა და შვილისშვილთა მესამედ და მეოთხედ ნათესავადმდე” (გამოსვლ. 34, 6-7); შდრ. გამოსვლ. 20,5).
ესაა ის სიტყვები, რომლებსაც მეორე თვალსაზრისის მომხრენი იმოწმებენ ზემოხსენებული იუდეველური ცრუსწავლების დასამტკიცებლად, რომ თითქოს უფალი მამათა ცოდვებისათვის სჯიდეს მათ შვილებს მესამე-მეოთხე თაობებამდე და თითქოს ამით აიხსნება მშობელთა გამო შვილთა საუკუნო წარწყმედა.

მაგრამ ვნახოთ, თუ რა უნათლეს და უსაღვთოეს განმარტებას გვაწვდის წმ. კირილე, რომელიც სიტყვა-სიტყვით ბრძანებს:
“ამრიგად, წარმოჩნდა, რომ ყოველთა ზედა ღმერთი თვით სწამებს თავისი თავის შესახებ კაცთმოყვარეობას და უმწვერვალეს ძვირუხსენებლობას. ამიტომ, ამიერიდან მართებული უნდა იყოს თქმა იმ მიზეზისა, რის გამოც შეცდნენ იუდეველნი, რომლებმაც ჩათვალეს, რომ ავმეხსიერი და გამძვინვარებული ყოფილა ჩვენი კეთილი ღმერთი. ვფიქრობ, რომ მათ ვერანაირად ვერ მოახერხეს საღვთო სიტყვათა წვდომა, ვერცთუ ის შეძლეს, რომ გაეკიცხათ ეს სიტყვები, როგორც თითქოსდა არა ურჩეულესად თქმულნი, არამედ ფრიად გადაცდენილნი სამართლიანობის რჯულს, შეემთხვათ კი ეს მხოლოდ მათი განუსწავლელობის შედეგად, რის გამოც ჭეშმარიტად ჩათვალეს, რომ მშობელთა ცოდვები შვილებზე მოიწეოდა და ისე შორს ხდებოდა გადაწვდენა საღვთო რისხვისა, რომ ვიდრე მესამე და მეოთხე თაობამდე აღწევდა იგი. ამის გამო სხვები კიცხავდნენ კიდეც მას (უფალს), როგორც უცოდველთა უსამართლოდ დამსჯელს. როგორღა არ იქნებოდა უფრო მართებული, თუკი იყვნენ ვინმე ბრძენნი, ჯეროვნად გაეაზრებინათ, რომ სამართლიანობის წყარო ვერ მოიმოქმედებდა ისეთ რამეს, რაც ჩვენს ჩვევებზე უფრო სამარცხვინოა! მართლაც, ადამიანები კანონთამიერ სასჯელს იმათ ადებენ, რომლებიც უკანონობას სჩადიან და არავითარ შემთხვევაში არ ადანაშაულებენ მათ, რომლებიც იმათგან არიან ნაშობნი, თუ, რა თქმა უნდა, არ არის ვინმე ისეთი, ვინც იმხილება როგორც თანადამნაშავე და ცთომილებათა მოზიარე. ამიტომ იგი, რომელმაც ჩვენც ყოველგვარი სამართლიანობის კვალობაზე განგვისაზღვრა რჯულნი, როგორღა არ იქნება მხილებული იმგვარ დამსჯელობაში, რაც თვით ჩვენს შორისაც კი იგმობა? კიდევ, ამასთან ერთად ესეც განსაჭვრეტია: მან (უფალმა) აურაცხელი რჯულდება გვამცნო მოსეს მიერ და მრავალგზის განაჩინა უწმინდური ჩვევებით მცხოვრებთა დასჯა, მაგრამ არსად ჩანს იგი რჯულმდებლად იმისა, რომ ცოდვილებთან ერთად საფრთხეში უნდა ჩავარდნენ ისინიც, რომლებიც მათგან არიან, რამეთუ ცოდვილთა წინააღმდეგაა სასჯელი” (იქვე).

ამ უსაღვთოესი სწავლების გადმოცემის შემდეგ წმ. კირილე უშუალოდ წმ. წერილის ზემოციტირებულ სიტყვებს განგვიმარტავს:

“მართლაც როგორღაა სულგრძელი და მრავალმოწყალე ანდა ურჯულოებისა და ცოდვის აღმხოცელი ის, ვინც ვერ დაითმენს, რომ მცოდველის თავს მოუზომოს (განუკუთვნოს) სასჯელი, პირიქით, მესამე თაობამდე განავრცობს მას და მეხივით ატყდება უდანაშაულოებს? მაშასადამე, მთლად დაუჯერებელი რამ და უკიდურესი სისულელე უნდა იყოს იმის ფიქრი, რომ ღმერთი თავისი თავისთვის დასაშვებად ადასტურებს ამგვარად გახანგრძლივებულ და უგუნურეს რისხვას. შემდეგ, ამას გარდა, სხვა რამესაც დასძენენ იუდეველურად მოაზროვნენი, თვლიან რა, რომ ღმერთმა არც თითოეული საქმის შესაფერისი ჟამი უწყის, რადგან თუკი ითქმის, რომ სულგრძელია იგი და თუკი ვლინდება, რომ ძალიან ადვილად იცხრობს იგი რისხვას, რატომღა დასძენს” მოჰხადნის ცოდვანი მამათანი შვილთა ზედა და შვილისშვილთა მესამედ და მეოთხედ ნათესავადმდე?” მართლაც ამგვარი რამ სხვა არაფერია თუ არა ის, რომ ამის მოქმედი მოსურნე ყოფილა შიშის ზარი დაეცა მათთვის, რომლებიც მისგან (უფლისგან) შეცოდებათა მიტევებას მოელოდნენ, რამეთუ მაშინ არსაიდანღა არსებულა მათთვის იმედის მომცემი რამ, თუკი ნამდვილად ავმეხსიერი და ხანგრძლივად მრისხანე ყოფილა იგი, ვინც სამართლიანად იყო გამწყრალი მათზე. მითხარით, რაღას უნდა წარმოადგენდეს ჩვენთვის თვით სიწმინდეთმჩენი მოსეც? განა უუგუნურესი საქმის მოქმედად არ წარმოჩნდება იგი, თუკი მიდის ღმერთთან მას შემდეგ, რაც ისრაელმა შეურაცხყო უფალი და დასჯა მოელის, მოსე კი, ევედრება რა ღმერთს და ითხოვს რა მისგან პატიებასა და კაცთმოყვარეობას, უდროო დროს ეუბნება მას: “ბუნებით იმგვარი ხარ, რომ მამათა შეცოდებებს შვილებზე ზღვავ”. ეს ხომ უფრო მრისხანებისკენ წაქეზება იქნებოდა, ვიდრე მოწყალებისკენ მოხმობა, და უფრო ავმეხსიერების მოთხოვნა, ვიდრე სულგრძელებისა?” (იქვე).
მაშ, როგორ გაიგება უფლის სიტყვები? წმ. კირილე განაგრძობს:

ამ სიტყვებით უფალს “სააშკარაოზე გამოაქვს, რომ არსობრივია მისთვის სულგრძელება და ძვირუხსენებლობა, და რომ მამათა შეცოდებებს დასდებს მესამე და მეოთხე თაობის შვილებზე, მაგრამ არც მამის გამო სჯის შვილს, - არ იფიქრო ეს, - რა არც შორეულ შთამომავალზე დადებს ტვირთივით წინაპართა შეცოდებებს, არამედ გულისხმობს შემდეგს: ვთქვათ, იყო ვინმე ურჯულო კაცი, რომელსაც ყოველგვარი უკეთურებით სავსე ჰქონდა გონება. მართებული იქნებოდა, რომ იგი, ამგვარი ცხოვრების მიმდევარი, დაუყონებლივ დასჯილიყო, მაგრამ მაინც თავი შეიკავა ღმერთმა ძვირუხსენებლად და არ მოაწია მასზე კუთვნილი რისხვა. შემდეგ ამ კაცს შეეძინა ძე, რომელიც შეეჯიბრა მამას უღვთოებაში და გაუსწრო კიდეც ბოროტებაში მის მშობელს, მაგრამ მასზეც სულგრძელება გამოაჩინა ღმერთმა. შემდეგ ამისგანაც იშვა მესამე ანდა მესამისგან მეოთხე, რომლებიც, - იმ მხრივ, რაც უკეთურების სახეს შეეხება, - არაფრით ჩამოუვარდებოდნენ მამებს და მამათა თანასწორად მოქმედებდნენ უღვთოებას. აი, მაშინ მოაწევს ღმერთი ზემოდან იმ რისხვას, რაც თავიდანვე ეკუთვნოდა მთელ მოდგმას, გამოიჩინა რა უკვე საკმარისი (უფრო კი საკმარისზე მეტი) ძვირუხსენებლობა. ამიტომ, სასჯელის დაყოვნება ვიდრე თვით მეოთხე თაობამდეც კი როგორღა არ უნდა ჩაითვალოს როგორც ღვთისმშვენი უდრტვინველობის სადიდებელი? მართლაც ის, რომ არც შვილის დასჯა სჩვევია მას მამის გამო და არც მამისა შვილის გამო, ამის სწავლა სიძნელის გარეშე შეიძლება იმ სიტყვებისგან, რაც წინასწარმეტყველი ეზეკიელის პირით გარკვევით უთხრა მან იუდეველებს, რომლებიც სწორედ ამის გამო დრტვინავდნენ და ამბობდნენ: “მამათა ჭამეს კაწახი და შვილთა კბილნი მოჰლბეს”. მოსე იტყვის: “და იყო ჩემდა მომართ სიტყუაი უფლისაი და თქუა: ძეო კაცისაო, რაი არს თქუენდა იგავი: მამათა ჭამეს კაწახი და ძეთა კბილები მოჰლბეს? ცხოველ ვარ მე! – იტყვის უფალი, ამიერითგან არღარა იყოს იგავი ესე სიტყუად ისრაელსა შორის, რამეთუ ყოველნი სულნი ჩემნი არიან: ვითარცა სული მამისაი, ეგრეცა სული ძისაი ჩემი არს. სულმან, რომელმან ცოდოს, იგიცა მოკუდეს. და ძემან არა მიიღოს ცოდვაი მამისაი, არცა მამამან ცოდვაი ძისა თვისისაი” (ეზეკ. 18, 1-3;20). ყველა კვდება თავის იმ ბოროტებაში, რითაც მან სცოდა” (იქვე).

აი, სიდიადე საღვთო მოძღვრებისა, აი სადიდებელი ღვთის გულმოწყალებითი მართლმსაჯულებისა!
ამრიგად, როგორც ვნახეთ, წმინდა წერილის ის სიტყვები, რაც მავანთა მიერ იუდეველური ბუკვალურობით გაიგებოდა, სინამდვილეში საღვთო გულმოწყალების სადიდებელი ყოფილა. დიახ, უფალი არასოდეს სჯის უმანკო შვილებს მამათა ცოდვების გამო. ყოველი ადამიანი ისჯება მხოლოდ და მხოლოდ მის მიერ შეგნებულად, ნებაყოფლობითად, გააზრებულად და განზრახულობითად აღსრულებული პირადი ცოდვების გამო. შვილი მხოლოდ მაშინ ხდება უფლისგან მსჯავრდადებული, როდესაც იგი მთელი განზრახულებითი შეგნებით შეუერთდება მამისეულ ცოდვას და გააღრმავებს მას, შეგნებულად გაკერპდება მასში.

ახლა ვნახოთ, თუ როგორ განმარტავს ბრმადშობილის შესახებ უფლისაგან თქმულ სიტყვებს წმ. იოანე ოქროპირი:
“ჰკითხეს, ვითარმედ: “მოძღუარ, ვინ ცოდა? ამან, ანუ მშობელთა ამისთა?”
ცთომილ არს კითხვაი მათი, რამეთუ ვითარმცა ცოდა უწინარეს შობისა, ანუ უკუეთუ მშობელნი ცოდვიდეს, იგიცა ვითარ იტანჯა?... ნუუკუე ამანცა ცოდა? არამედ ესე შეუძლებელ არს, რამეთუ შობითგან ბრმაი არს; ანუ მშობელთა მისთა ცოდვისათვის არსა? არამედ ესეცა შეუმსგავსებელ არს, რამეთუ შვილსა მშობელთათვის სასჯელი არა მოეხადების” (წმ. იოანე ოქროპირი, განმარტება იოანეს სახარებისა. II, თბ. 1993, გვ. 66).
შემდეგ დიდი მოძღვარი განმარტავს, რომ, ცხადია, ამ ბრმის მშობლებიც, საზოგადოდ, ცოდვილნი იყვნენ, როგორც ადამიანები და თვით ამ ბრმასაც ექნებოდა შეცოდებანი, როგორც ზრდასრულ კაცს, მაგრამ არც ერთი ეს მხარე არ იყო საკუთრივ მისი ბრმადშობილობის მიზეზი, რადგან, ერთი მხრივ, თვით ეს კაცი ასე დაიბადა და დაბადებამდე ცოდვილი ვერ იქნებოდა, მეორე მხრივ კი მშობლების ცოდვილობა არ განაპირობებს მათგან შობილის ნაკლულევანებას და ტანჯულობას.
ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ წმ. იოანე ოქროპირი უფლის სიტყვებს საზოგადო განჩინებად თვლის და არა კონკრეტულად ხსენებული კაცისადმი ნათქვამად. იგი უმკვეთრესი სიცხადით აღნიშნავს:
“ხოლო როდესაც უფალი ამას ამბობდა, ამბობდა არა იმის საჩვენებლად, რომ ამ შემთხვევაშია ეს ასეო, სხვები კი შეიძლება იყვნენ დაბრმავებულნი მშობელთა ცოდვების გამოო, რადგან შეუძლებელია, რომ სხვამ შეცოდოს და სხვა დაისაჯოს მისი ცოდვისთვის” (იქვე).

შემდეგ დიდი წმინდანი განაზოგადებს თავის ნათქვამს და წმ. კირილეს მსგავსად მოუხმობს ძველი აღთქმის ზემოციტირებულ სიტყვებს:
“ეგრეთვე არს ყოველივე და ამისთვის ეზეკიელ იჭუსა მას განაქარვებს და იტყვის: “ცხოველ ვარ მე, - იტყვის უფალი. არღარა იყოს იგავი ესე, რომელი ითქუმის, ვითარმედ: “მამათა ჭამეს კაწახი და შვილთა კბილნი მოემხუნეს” და მოსე იტყვის: “არა მოკუდეს მამაი შვილისათვის” (იქვე, გვ 67).
შემდეგ პირდაპირ ზემოხსენებული მეორე თვალსაზრისის მომხრეებს მიმართავს საღვთო მოძღვარი:
“ხოლო უკუეთუ ვინ იტყოდის, ვითარ თქუმულ არს თუ: “რომელი მიაგებს ცოდვასა მშობელთასა შვილთა ზედა მესამედ და მეოთხედ ნათესავადმდე”, არამედ ჩუენ ვიტყვით ამისთვის, ვითარმედ ბრძანებაი არა ყოველთა ზედა არს, არამედ რომელთათვისმე თქუმულ არს, რომელნი-იგი ეგვიპტით გამოვიდეს, ხოლო სიტყუაი ესე ესევითარი არს, რამეთუ ვინაითგან ეგვიპტით გამოსრულნი იგი ესეოდენთა მათ სასწაულთა შემდგომად, რომელნი იქმნნეს მათთა მათ მშობელთა ზედა, იქმნნეს იგინი უბოროტეს მათსა, რომელთა ყოვლადვე არა ეხილვა სასწაული, ამისთვის იტყვის, ვითარმედ: “რაი-იგი მოიწია მათ ზედა, იგივე მოიწიენ ამათ ზედაცა, რამეთუ იგივე საქმე ქმნეს! და რომელმან აღმოიკითხოს, ცნას ჭეშმარიტებით, ვითარმედ მათთვის თქმუმულ არს” (იქვე).

როგორც ვხედავთ, წმ. იოანე ოქროპირი მთლიანად უკუაგდებს მშობელთა ცოდვების შვილებზე გენეტიკურ გადასვლას და წმ. კირილეს მსგავსად, რჯულმდებლობს, რომ შთამომავალთაგან მხოლოდ და მხოლოდ იმათ შეეხებათ სასჯელი, რომლებმაც შეცოდება აღასრულეს (“იგივე საქმე ქმნეს”), რაც მშობლებმა და თვით მათზე უბოროტესნიც გახდნენ (“იქმნეს იგინი უბოროტეს მათსა”).
ზემოთქმული აშკარას ხდის, თუ რას გულისხმობდა წმ. ანასტასი სინელი, როდესაც ამბობდა, რომ ღმერთმა გააუქმა თავისი განჩინება იმის შესახებ, რომ მამათა ცოდვებისათვის მესამე-მეოთხე თაობებამდე მიეგებათ შვილებსო: ღმერთმა გააუქმა არა თავისი განჩინების შინაარსი, არამედ განჩინება, როგორც გამონათქვამი, როგორც ფორმა, რადგან იუდეველებმა ზედაპირული ბუკვალურობით, სულიერი წვდომის გარეშე გაიგეს იგი და ამიტომაც ანდაზურად დასცინეს კიდეც ღმერთს როგორც თითქოსდა უსამართლოს: “მამებმა კაწახი ჭამეს და შვილებს კბილები მოეკვეთათ”. ამ უღვთო სწავლების მოსასპობად და იუდეველთათვის თავის მართლების ყოველგვარი საბაბის გასაუქმებლად უფალმა უკვე პირდაპირ და აშკარად გააცხადა რჯულდება: შვილები არ დაისჯებიან მამათა ცოდვების გამო. დაისჯება მხოლოდ ის, ვინც პიროვნული ნებით, მთელი შეგნებით განზრახულობითად და საქმითად თანაეზიარება წინაპართა ცოდვებს და გადაამეტებს მათ ბოროტებაში. ამავე აზრს შეიცავდა მისი ადრინდელი განჩინებაც, თუკი სულიერად ჩაწვდებოდა მას ვინმე, მაგრამ, როგორც ავღნიშნეთ, უფალმა იუდეველებს გარეგნული საბაბიც მოუსპო და ის, რაც ადრე დაფარულად აუწყა მათ, შემდეგში აშკარად და გახსნილად რჯულდებულყო.

საგულისხმოა, რომ მეორე თვალსაზრისის მომხრენი უთითებენ თეოფილაქტე ბულგარელზე. მაშ, მოვუსმინოთ ამ მოძღვარს:
“მან (ბრმამ) თვით სცოდა? არ შეიძლება ამის თქმა, რადგან დაბადებიდან იყო ბრმა. ნუთუ მისმა მშობლებმა? მაგრამ არც ეს შეიძლება, რადგან შვილი მამის გამო არ ისჯება... რამეთუ თუმცა ცოდვილნი იყვნენ მისი მშობლები, მაგრამ ამის გამო როდი იყო სიბრმავე, რადგან არ არ არის სამართლიანი, რომ მამათა ცოდვები დაედოს ბავშვებს, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ” (თეოფილაქტე ბულგარელი, იოანეს სახარების განმარტება).
შემდეგ წმ. იოანე ოქროპირის კვალობაზე, თეოფილაქტე ასე განაჩინებს:
“მაგრამ როგორღა წერია: “რომელი მიაგებს ცოდვასა მშობელთასა შვილთა ზედა მესამე და მეოთხედ ნათესავადმდე?” უნდა ითქვას, რომ ჯერ ერთი, ეს განჩინება საყოველთაო არ არის, არცთუ ყოველთა წინააღმდეგ თქმული, არამედ მხოლოდ ეგვიპტიდან გამოსულთა მიმართ. მეორეც, მოდით განვჭვრიტოთ ამ განჩინების აზრი, არათუ ის თქვა, “შვილები დაისჯებიანო იმ ცოდვათა გამო, მშობლებმა რომ ჩაიდინეს”, არამედ ის, რომ “მშობელთა შეცოდებები”, ე.ი. “შეცოდებათა გამო სასჯელნი” მიეგებათ მათ შვილებსაც როგორც მსგავს ცოდვათა ჩამდენთ”. იმისათვის, რათა არ ვიფიქროთ ეგვიპტიდან გამოსულებს, რომ თუნდაც მამებზე უარესი ცოდვა ჩაედინათ, იმგვარადვე არ დაისჯებოდნენ, ამიტომ თქვა უფალმა: ასე კი არ იქნება, არამედ მამათა შეცოდებანი ანუ სასჯელნი თქვენზედაც მოიწევა, რადგან არ გახდით უკეთესნი, არამედ იგივე და უფრო უარესიც კი შესცოდეთ” (იქვე).

ახლა ვნახოთ, თუ როგორ განმარტავს “ძველი აღთქმის” ზემორე სიტყვებს ნეტარი თეოდორიტე კვირელი:
“და თქვა: “და მოჰხადნის ცოდვანი მამათანი შვილთა ზედა და შვილისშვილთა მესამე და მეოთხედ ნათესავადმდე”. ის, რომ უღვთოებაა შიშვლად გაგება წერილისა, თვით ღმერთი გვასწავლის ამას, როდესაც საწინააღმდეგოს რჯულმდებლობს: “არა მოკუდენ მამანი შვილთათვის და ძენი არა მოკუდენ მამათათვის, თითოეული თვისითა ცოდვითა მოკუდეს” (II რჯულ. 24,16). კიდევ, ეზეკიელის მიერ ამბობს: “რაი არს თქუენდა იგავი ესე ძეთა შორის ისრაელისათა, რომელ თქვიან, ვითარმედ: მამათა ჭამეს კაწახი და ძეთა კბილები მოჰლბეს? ცხოველ ვარ მე! – იტყვის უფალი, ამიერითგან არღარა იყოს იგავი ესე სიტყუად ისრაელსა შორის, რამეთუ ყოველნი სულნი ჩემნი არიან: ვითარცა სული მამისაი, ეგრეცა სული ძისაი ჩემი არს”, და ასე შემდეგ. ესეც იმავე აზრს შეიცავს. მე კი ვფიქრობ, რომ მუქარა უფრო საღვთო კაცთმოყვარეობას წარმოაჩენს, რადგან დასძენს: “მოძულეთა ჩემთა” (შდრ. “მიმგებელი ცოდვათა მამათასა შვილთა მიმართ მესამე და მეოთხედ ნათესავადმდე მოძულეთა ჩემთა” (გამოსვ. 20,5). ეს ნიშნავს: “სულგრძელი ვიქნები მამებისადმი, რომლებმაც შესცოდეს, სულგრძელი ვიქნები შვილებისადმიც, მაგრამ თუ ნაშიერნი და ნაშიერთა ნაშიერნი დაეშურებიან მამათა და წინაპართა უკეთურებას, მოვაწევ სასჯელს, მაშინ როცა წინაპართა კეთილმსახურება მრავალ თაობამდე იქნება ცხონების შემძენი” (გამოსვლათა განმარტება).

ბოლოს დიდი მოძღვარი დასძენს:
“ისინი, რომლებიც ეგვიპტეში ეგვიპტელთა ღმერთებს დაემონენ, არც თვით დასჯილან, არც მათი მამები, არც მამათა მამები, მაგრამ ისინი კი, რომლებიც დაეშურნენ მათ უღვთოებას, დაისაჯნენ, რადგან ესოდენი ქველმოქმედებისა და მრავალი საკვირველების შემდეგაც არ მოიძაგეს ეს უღვთოება” (იქვე).
ვფიქრობთ, უცხადესია ყოველივე: ისჯება მხოლოდ ცოდვის ჩამდენი, ხოლო მის შთამომავლობაში ისჯება მარტოოდენ ის, ვინც განზრახულობითად დაეშურება წინაპრის ცოდვას და ყოვლითურთ გაკერპდება მასში. რაც შეეხება მადლს, იგი მიეფინება თაობებს, ე.ი. თესლობითად კი არ გადადის, - ნუ იყოფინ, - არამედ საღვთო ნებით სულიერად მიეფინება თაობათა შორის სათნოების აღმსრულებლებს და აცხოვნებს მათ.

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Oct 27 2009, 10:10 PM

აფხაზის პოსტი ვერ წავიკითხე დიდია მერე ამოვბეჭდავ და გადავავლებ თვალს,
რაც შეხება იმას რომ პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოშჭრა კბილებიო, მე მხოლოდ ერთი რამით ავხსნი ამას ჩვენ გვგგონია რომ პაპის ცოდვებს ვიმკიტ ან მსობლების, ცოტა ცუდათ არა გრამატიკულად ავხსნი მაგრამ იმედია გამიგებთ,
როცა ადამიანი არ ცხოვრობს სწორად ანუ ეკლესიურად არის მკვლელი და ათასი სიბინძურის ჩამტარებელი, ალბათ ასეტი ადამიანის ოჯახშიც დახლოვებით იგივე ადამიანი აღიზრდება გამონაკლისი იშვიათია,
აქედან გამომდინარე მერე ბავშვებიც ჩადიან ცოდვებს და მერე აბრალებენ მამაპაპას ცოდვებს,კი რათქმა უნდა ცოდვა რომ ჯერ პირველრიგში არ ზრდი ბავშვებს სწორედ მერე ისენიც გაიმრუდებენ გზას და მამა პაპის ცოდვებს ვაბრალებთ.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Oct 27 2009, 10:16 PM

ბიძია თომა

ციტატა
რაც შეხება იმას რომ პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოშჭრა კბილებიო, მე მხოლოდ ერთი რამით ავხსნი ამას ჩვენ გვგგონია რომ პაპის ცოდვებს ვიმკიტ ან მსობლების, ცოტა ცუდათ არა გრამატიკულად ავხსნი მაგრამ იმედია გამიგებთ,

კარგად და დაკვირვებით წაიკითხე თემო. smile.gif smile.gif

დავასრულებ

კვლავ დავუბრუნდებით ბრმადშობილის ეპიზოდს და მოვიტანთ ექვთიმე ზიღაბენის სწავლებას, რაც, მისსივე მითითებით, ეფუძნება მხოლოდ წმიდა მოძღვართა განმარტებებს:
“აქედან უკვე ვსწავლობთ, რომ მამათა შეცოდებებისათვის არ ისჯებიან შვილები, რადგან თუმცა “გამოსლვათა” წიგნში უფლის შესახებ წერია, რომ “მოაწევს მამათა ცოდვებს მესამე და მეოთხე თაობის შვილებზე”, მაგრამ ეს ითქვა ისრაელთაგან მხოლოდ მათთვის, რომლებიც კერპთმსახურებას შეუდგებოდნენ. მართლაც, რადგანაც ისინი დაეშურნენ უღვთოებას მათი მამებისას, რომლებიც კერპთაყვანისმცემლობდნენ ეგვიპტეში, ჯეროვნად მიაგო მათ იმათი სასჯელი, რამეთუ რომელთა ცოდვებიც თანასწორია, მათი სასჯელნიც უთუოდ თანასწორია. დიახ შემდეგში ასე რჯულმდებლობს იგი მოსეს მიერ, როდესაც ამბობს: “არ მოკვდებიან შვილები მამათა გამო”, და კიდევ, ეზეკიელის მიერაც იტყვის: “რა არის თქვენთვის ეს იგავი, ამბობთ რა: “მამებმა ჭამეს კაწახი და შვილებს მოეკვეთათ კბილები?” ცხოველ ვარ მე, ამბობს უფალი, უკუეთუ იყოს ესე იგავი, არამედ ვინც კაწახს შეჭამს, მას მოეკვეთება კბილები” (იოანეს სახარების განმარტება).
როგორც ზემოთ ვაჩვენეთ, მშობელთა ცოდვების გამო შვილთა წარწყმედის ამღიარებელნი უთითებენ სახარებისეულ სიტყვებზე იმის შესახებ, რომ ყოველი სისხლი, დათხეული აბელიდან ზაქარიამდე “მოიწიოს ნათესავსა ზედა” (იხ. ლუკა 11, 50-51; მათე 23, 35-36). ვნახოთ, როგორ განმარტავს ხსენებულ მუხლს წმ. იოანე ოქროპირი:
“თარგმანი (განმარტება): ვინაითგან უძვირეს ყოველთა სცოდეთ და არა შეიკდიმეთ პირველქმნულთა მათგან, ამისთვის თქუენდა უძვირეს შეგემთხვიოს”.
დიდი მოძღვარი სახარებისეულ სიტყვებს აკავშირებს “ძველი აღთქმის” ზემოციტირებულ მუხლებთან (გამოსვლ. 20,5) და გვამცნობს:
“და ესე არს, რომელსა იტყვის ღმერთი წინასწარმეტყუელისა მიერ, ვითარმედ: “მივაგნეო ცოდანი მამათანი შვილთა ზედა მესამე და მეოთხედ ნათესავადმდე მოძულეთა ჩემთა” (გამოსლ. 20,5). არათუ რომელ-იგი სხუათა ცოდეს, მისთვის სხუათაცა მიჰხადის სასჯელი, ნუ იყოფინ! არამედ რომელთა იგი იხილნეს მრავალნი, ცოდვათათვის ტანჯულნი, და არა შეიკდიმეს, არამედ მათვე საქმეთა მოქმედ იქმნეს, ღირს არიან მათისა მის სასჯელისა და უძვირესისაცა მიღებად, ეგრეთ ამათ, ვინაითგან იცოდეს, თუ აბელისითგან ვიდრე აქამომდე რაოდენნი რისხვანი მოიწინეს კაცისმკვლელთა ზედა და თვისითა პირითა წამებდეს, - “უკუეთუმცა ვიყვნეთო დღეთა მათ მამათა ჩუენთა, არამცა ვიყვნეთო მათ თანა ზიარ სისხლსა მას წინასწარმეტყველთასა”, - და მერმე იქმნეს იგინი მკვლელ უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა, და სხუათა მათ მოციქულთა და მართალთა მომწყუედელ, სამართლად სწორი სასჯელისა პირველითგანთა სისხლის დათხევათაითა მოიწიოს მათ ზედა” (იქვე).
როგორც უნათლესად და უსაღვთოესად არის სწავლებული, წინასწარმეტყველთა სისხლის დათხევის შესაბამისი სასჯელი მხოლოდ მათზე მოიწია, რომლებმაც მათ წინაპრებზე მეტი შესცოდეს (“უძვირეს ყოველთა სცოდეს”), რომლებმაც უშუალოდ განიზრახეს და მოკლეს უფალი, მოციქულები, სხვა მართალნი. მოტანილი ციტატა კიდევ ერთხელ უარყოფს იუდეველურ აზრს მშობელთა ცოდვების თესლობითი გადაცემადობისა და მათი მიზეზით უდანაშაულო და პიროვნულად უმანკო შთამომავალთა საუკუნო წარწყმედის შესახებ, რადგან წმინდანის შეუვალი ბრძანებით “არათუ რომელი-იგი სხუათა ცოდეს, მისთვის სხუათამცა მოჰხადა სასჯელი, ნუ იყოფინ!”
თეოფილაქტე ბულგარელიც სრულიად აშკარად ადასტურებს, რომ უფლის ზემორე სიტყვები მხოლოდ მაშინდელი ებრაელებისადმი ითქვა, რომლებიც თანაეზიარნენ თავიანთი წინაპრების უსჯულოებას. აი მისი სიტყვები:
“მან თქვა, რომ მაშინ მყოფ ებრაელებზე მოიწეოდა ყველა უსამართლოდ დაღვრილი სისხლი, რადგან ისინი, რომლებიც ამდენი მაგალითის შემდეგაც არ გამოსწორდნენ, მათსავე მამაებზე მეტად დაისჯებიან” (მათეს სახარების განმარტება).
როგორც ავღნიშნავდით, მოაქვთ აგრეთვე მეორე ციტატა:
“და მიუგო ყოველმან ერმან და თქუეს: სისხლი მაგისი ჩუენ ზედა იყოს და შვილთა ჩუენთა ზედა” (მათე 27,25).
ცნობილია, რომ ეს სიტყვები წარმოთქვა მაცხოვრის ჯვარცმისათვის განცოფებულმა ბრბომ.
დიახ, გაგიჟებული ბრბო სწორედ ასე ფიქრობდა. იმდენად დიდი იყო უგუნურთა ჟინი მაცხოვრის ჯვარცმისა, რომ მათ საკუთარი განცოფებული ჭკუით მთელი შთამომავლობა გაწირეს, ოღონდაც კი საწადელს სწეოდნენ. მართლაც, მხოლოდ გონდაკარგული თუ იტყვის ზემორე სიტყვებს, რადგან მათში ნაგულისხმევი შინაარსი, კერძოდ ის, რომ თითქოს მშობლის შეცოდება მთელ მის შთამომავლობაზე სპერმატულად გადადიოდეს და უსაშინლესი სასჯელის (საუკუნო წარწყმედის) სახით მოიწეოდეს სისხლისმიერი მემკვიდრეებზე, ჭეშმარიტი გონდაკარგულობა და სიშლეგეა.
ნახეთ, რა უმძაფრესი სიტყვებით იწყებს წმ. იოანე ოქროპირი ზემორე ციტატის განმარტებას:
“აწ იხილეთ აქა განსაკვირვებელი საქმე: ვითარ, ეუფლოს რაი ეშმაკი ვისმე, სრულიად დააბრმობს. თქუთ-ღა, უშჯულონო ჰურიანო, გუელნო და ნაშობნო იქედნეთანო, ნათესავო დრკუო და გულარძნილო, ერო ცოფო და არაბრძენო, ნაშობნო ბილწებისანო, მზრახველნო წარწყმედისანო, რომელთა თანა არა არს მეცნიერებაი; იყავნ წყევაი ესე და ცოდვაი თქუენ ზედა, ვითარცა სთქუთ, შვილთა თქუენთა ზედა რაისათვისღა მიიყვანებთ წყევასა მას?”
წმ. იოანე ოქროპირი განაგრძობს:
“ეჰა ვითარ გარდამეტებულ იყო უკეთურებაი მათი და ვითარ გამოუთქმელ არს სახიერებაი უფლისაი, რამეთუ ესოდენსა მას სიბორგილესა (სიგიჟესა) მათსა ზედა, რომელთა ესრეთ ლირბად მიიღეს ცოდვაი იგი და წყევაი მათ და შვილთა მათთა ზედა, არავე დაამტკიცა სიტყუაი იგი არცა თუ თვით მათ ზედა, არამედ რომელნიცა მოიქცეს მათგანნი და შეინანეს წყალობით, შეიწყნარნა და სასუფეველსა ღის-ყვა, რამეთუ პავლეცა მათგანი იყო და ბევრეული იგი, რომელთა ჰრწმენა იერუსალემს, ვითარცა წერილს არს, ვითარმედ: “ჰრქუა იაკობ პავლეს: ხედავა, ძმაო, რავდენნი ბევრნი არიან ჰურიათა შორის მორწმუნენი?” (საქმე 21,20). იგი ყოველნი მათგანნი იყვნეს და შეიწყნარნა სახიერმან მან და აღხოცა ცოდვანი მათნი, ხოლო რომელნი სრულიად ეგნეს ურწმუნოებასა შინა, მათ თავით თვისით მოიღეს რისხვაი ღმრთისაი მათ ზედა”.
აი, ხმამაღალი ქადაგება ჭეშმარიტებისა! დიახ, რაც არ უნდა მძიმე იყოს მშობლისა თუ წინაპრის პირადი ცოდვა, თუნდაც უმძიმესზე უმძიმესი და წარმოსადგენადაც კი უშემზარავესი (სწორედ ასეთია მაცხოვრის მოკვლა და ამ მკვლელობასთან თანაზიარება), - თვით ეს ცოდვაც კი არ გადადის შთამომავლობაზე თესლობითად, თვით ამ ცოდვის გამოც არანაირად არ წარწყმდებიან საუკუნოდ აღნიშნულ ცოდვაში პიროვნულად უდანაშაულო მომდევნო თაობები, რადგან საუფლო ნებით მხოლოდ განზრახულობით უკეთურნი, ე.ი. ცოდვებში უკიდურესად და ბოლომდე გაკერპებულნი ექვემდებარებიან სასჯელს ანუ “რომელნი სრულიად ეგნეს ურწმუნოებასა შინა, მათ თავით თვისით მოიღეს რისხვაი ღმრთისაი მათ ზედა”.
დიახ, ეკლესია გვასწავლის, რომ “თავით თვისით” ისჯება ყველა და არა წინაპართაგან თესლობითად გადმოცემული ცოდვების შედეგად.
სახარების აღნიშნულ მუხლებს წმ. იოანე ოქროპირი ეხება თავის სხვა შრომაშიც, რომელსაც ვრცელი სათაური აქვს და ასე იწყება: “იმის შესახებ, რომ არ არის უსაფრთხო მსმენელთათვის მიჩუმათება იმისა, რაც ეკლესიაში ითქმის”. დიდი წმინდანი სიტყვა-სიტყვით შემდეგს რჯულმდებლობს:
“თუ იქნებოდა მისი სისხლი მათზე და მათ შვილებზე, აღარ იქნებოდა მათი შვილებიდან მოციქულები, არ იწამებდა ერთბაშად სამიათასი და ხუთიათასი. ხედავ, როგორ ველურები და სასტიკები იყვნენ ისინი მათ შვილებთან დაკავშირებით და არ იცოდნენ თვით ბუნება, ხოლო უფალი ყველა მამაზე უფრო კაცთმოყვარე და დედებზე უფრო შვილთმოყვარე იყო. და იქმნა “სისხლი მისი მათზე და მათ შვილებზე”, მაგრამ მათ შვილებზე ყველაზე არა, არამედ მხოლოდ მათზე, რომლებმაც მიჰბაძეს მამათა უღვთოებასა და ურჯულოებას და რამდენიც ჰყავდათ მათ ძე, არა ბუნებისეული მემკვიდრეობით, არამედ არჩევანისეული განცოფებით, მხოლოდ ისინი გახდნენ პასუხისმგებელნი უკეთურებაზე”.
მთელი ციტატა უძვირფასეს სწავლებას შეიცავს, მაგრამ საკუთრივ სასჯელისა და დაუსჯელობის შესახებ საეკლესიო მოძღვრების გასაღებს განსაკუთრებით ბოლო ნაწილი წარმოადგენს, რომელსაც კვლავ გავიმეორებთ:
“და რამდენიც ჰყავდათ მათ ძე, არა ბუნებისეული მემკვიდრეობით, არამედ არჩევანისეული განცოფებით მხოლოდ ისინი გახდნენ პასუხისმგებელნი უკეთურებაზე”.
დიახ, ასე აშკარად, შეუვალად და საფუძველითურთ დაამხო წმინდანმა იუდეველური სწავლება შვილებში მშობელთა პირადი ცოდვების ბუნებისეული ანუ გენეტიკური მემკვიდრეობის შესახებ და გახსნილად რჯულდებულიყო, რომ მხოლოდ იმგვარი შთამომავლები აგებენ პასუხს წინაპართა ცოდვებზე, მხოლოდ ისინი წარწყმდებიან, რომლებიც თავიანთი არჩევანისეული განცოფებით თანაეზიარებიან მათ.
თეოფილაქტე ბულგარელიც, განმარტავს რა “მოციქულთა საქმეების” სიტყვებს: “რაოდენ ბევრნი არიან იუდეველთაგანნი” (საქმე 21,23), აღნიშნავს:
“ესე “ბევრნი” იმათგანნი არიან, რომლებმაც ღაღადყვეს: “სისხლი მისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა”, მაგრამ მაინც კაცთმოყვარე უფალმა მათგანნიც და მათი შვილებისაგანნიც მიიღო და ბევრი სიკეთის ღირსი გახდა”.

ამრიგად, ეკლესიური სწავლების მიხედვით, მშობლის პირადი სულიერი მდგომარეობა არანაირად არ გადადის შვილზე სპერმატულად, თესლობითად, რადგან შვილი მემკვიდრეა თავისი მშობლის შეცოდებისა არა თესლობითად, გენეტიკურად, არამედ პასუხისმგებლობითად. ეს ნიშნავს: მშობლის ცოდვისათვის კი არ წარწყმდება საუკუნოდ შვილი, არამედ მშობლის (და სხვა წინაპრის) ცოდვებთან შეგნებული, გაცნობიერებული თანაზიარებისათვის და იმავე (ან უფრო მძიმე) ცოდვების აღსრულებისათვის.


პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Oct 27 2009, 10:17 PM

წავიკითხავ აუცილებლად დავით ამოვბეჭდავ პრინტერზე და წავიკითხავ.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 27 2009, 10:18 PM

მოკლედ რომ ითქვას ცოდვა არ გადადის თაობებზე, უბრალოდ როდესაც ადამიანი რჩება იმავე ცოდვაში რაშიც იყო მისი წინაპარი ამისთვის აგებს პასუხს, ეს კი უკვე მისი პირადი ცოდვაა და არა ვინმე ბაბუის ან ბებიის...

პოსტის ავტორი: Adam თარიღი: Oct 27 2009, 10:56 PM

ვიცი რომ ფსიქოლოგიურად გადადის , ამაზე ერთი ფსიქოლოგის სტატია მაქვს წაკითხული .. მე არ მაქვს ამხელა ბაგაჟი რომ ჩამოვაყალიბო რატომ?..

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Oct 28 2009, 12:21 AM

ციტატა
ვიცი რომ ფსიქოლოგიურად გადადის , ამაზე ერთი ფსიქოლოგის სტატია მაქვს წაკითხული .. მე არ მაქვს ამხელა ბაგაჟი რომ ჩამოვაყალიბო რატომ?..

ცოდვა კი არ გადადის არამედ მიდრეკილება

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 28 2009, 12:28 AM

ციტატა
ცოდვა კი არ გადადის არამედ მიდრეკილება

ნამდვილად, და სანამ დაწერთ წაიკითხეთ რაც აფხაზმა დაწერა!

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Oct 28 2009, 12:41 AM

ალექსანდრე

ციტატა
ცოდვა კი არ გადადის არამედ მიდრეკილება


და რატომ უნდა მოჭრას მშობლის ცოდვისკენ მიდრეკილებამ შვილს კბილი?

ცოდვა თავისთავად ვერ გადავა მარა მისი ბუნება ზიანდება და შესაბამისადაც ჩანასახიც :Fუჭდება"... მაგრამ ცუდი ძალიან

პოსტის ავტორი: Adam თარიღი: Oct 28 2009, 01:55 AM

ციტატა(KAIROS @ Oct 28 2009, 01:28 AM) *

ნამდვილად, და სანამ დაწერთ წაიკითხეთ რაც აფხაზმა დაწერა!


მე გეუბნებით რომ ფსიქოლოგიაში ეგრეა და დალშე არ ვიცი!


პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Oct 28 2009, 12:57 PM

ციტატა
რაც შეეხება ღვთიურ მართლმსაჯულებას, მათი მტკიცებით საქმე სხვაგვარადაა. კერძოდ, თვლიან, რომ საღვთო მართლმსაჯულებით “შვილები დაიტანჯებიან და წარწყმდებიან თავიანთი მშობლების ცოდვათა გამო”.

ციტატა
იუდეველებში იმ ცთომილი სწავლების აღმოცენება, რომ თითქოს შვილები მამათა შეცოდებების გამო ისჯებოდნენ (“ხოლო აუცილებელია თქმა იმისა თუ საიდან შეემთხვათ იუდეველებს ამ მოძღვრებამდე და ამ აზრამდე მისვლა. ცხადად უნდა წარმოჩნდეს ისიც, რომ იუდეველები, რომლებიც უძლურნი აღმოჩნდნენ საღვთო სიტყვის შემეცნებისა, მართებული აზრისგან გადაცდნენ”, იქვე).

და თუ იუდეველები მცდარ აზრზე იყვნენ და ეგონათ რომ მართლები იყვნენ,...

და მაშინ დავით მეფსალმუნის შვილმა რა დააშავა ჩვილობისას რომ მოკვდა?

რაღაც სხვანაირი, უცხო თვალით ვუყურებ ნათან წინასწარმეტყველს biggrin.gif ანუ გამოდის უფალს არ მოუკლია, ხო? რატომ უნდა მოეკლა, როცა ვამობობთ, რომ მამათა ცოდვების გამო არ სჯის შვილებს (ეს ხომ ქრისტემ დაამტკიცა).. ის ჩვილი ჯანმრთელი დაიბადა და რა მოკლავდა? ანუ იგულისხმება, რომ მივიდა ეს ჩვენი ნათანი და ... biggrin.gif

ო ღმერთო, მაშინ სად იყო ნათანი როცა დავით ცდუნდებოდა sad.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2014, 08:37 PM

„ჩვენ ვიცით, რომ მაცხოვრის ჯვარცმიდან რამდენიმე წლის შემდეგ რომაელებმა მთლიანად გაანადგურეს ისრაელი, იმ დროს ორ მილიონზე მეტი ებრაელი იქნა მოკვდინებული, აღსრულდა მათზე მათივე ნათქვამი სიტყვა, რომელიც პილატეს უთხრეს უფლის ჯვარცმის განაჩენის გამოტანის სანაცვლოდ:
„სისხლი მაგისი ჩვენ ზედა და შვილთა ჩვენთა ზედა იყოსო“.

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 5 2014, 04:20 PM

marine
არ გადადის შვილზე მშობლის ცოდვა tongue.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2014, 06:30 PM

ციტატა(G_saxva @ Nov 5 2014, 05:20 PM) *

marine
არ გადადის შვილზე მშობლის ცოდვა tongue.gif


მაგრამ ფაქტი ხომ ჯიუტია? smile.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 6 2014, 09:58 AM

marine

ციტატა
მაგრამ ფაქტი ხომ ჯიუტია?

შენ უფრო ჯიუტი ხარ smile.gif გინდა მართლმადიდებლურ სოფმხედველობას შეეწინააღმდეგო.
მაგ კონკრეტულ შემთხვევაში თავად დაიწყევლეს თავი, რაც იმის მსგავსია. მე რომ ვთქვა მე და ჩემი შთამომავლობა აქ ვიცხოვრებთ თქო, მაგრამ რომ არ მეთქვა ჩემი შთამომავლობა აუცილებლად იქ იცხოვრებს?!

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2014, 07:57 PM

"როდესაც რაღაც არასწორად გამიკეთებია, ზოგჯერ განსაცდელი მოსულა არა ჩემთან, არამედ ჩემს ახლობელთან და ვიცი, რომ ეს ჩემი სასჯელი უფრო იყო, თეოლოგიური კუთხითაც რომ ვიმსჯელოთ, შვილები ხშირად ისჯებიან მშობლების გამო".

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Nov 18 2014, 08:06 PM

leluka

ციტატა
და რატომ უნდა მოჭრას მშობლის ცოდვისკენ მიდრეკილებამ შვილს კბილი?

ერთ-ერთ ადამიანს აქვს დაწერილი შვილი ეგოიზმის ყველაზე დიდი გამოვლინებააო, როცა მშობელი თავისთვის გზრდის კარგთან ერთად ცუდ რაღაცეებსაც გასწავლის და რა თქმა უნდა მიდრეკილი იქნები, სხვაგვარად წარმოუდგენელია ქრისტიანობაში სხვისი ცოდვის გამო დაისაჯო

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 19 2014, 09:45 AM

sanfol

ციტატა
სხვაგვარად წარმოუდგენელია ქრისტიანობაში სხვისი ცოდვის გამო დაისაჯო

ეგრე შე კაი კაცო ძლივს რაღაცაზე არ შევთანხმდით? biggrin.gif
marine
ციტატა
"როდესაც რაღაც არასწორად გამიკეთებია, ზოგჯერ განსაცდელი მოსულა არა ჩემთან, არამედ ჩემს ახლობელთან და ვიცი, რომ ეს ჩემი სასჯელი უფრო იყო, თეოლოგიური კუთხითაც რომ ვიმსჯელოთ, შვილები ხშირად ისჯებიან მშობლების გამო".

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

არანაირი თეოლოგიური საფუძველი არ არსებობს იმის უდაოდ სამტკიცებლად რომ შვილები მშობლების მაგივრად ისჯებიან. მე ისეთი ღმერთი არ მწამს სხვის მაგივრად სვას რომ დასჯის smile.gif

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Nov 19 2014, 02:02 PM

G_saxva

ციტატა
ეგრე შე კაი კაცო ძლივს რაღაცაზე არ შევთანხმდით?

ხოო biggrin.gif. მე ვეთანხმები ამ აზრს, რომ არ გადადის ცოდვა შვილებზე

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 19 2014, 02:24 PM

sanfol

ციტატა
ხოო . biggrin.gif მე ვეთანხმები ამ აზრს, რომ არ გადადის ცოდვა შვილებზე


მართლმადიდებლურად ასეც არის , უბრალოდ მარინეს არ უნდა დაჯერება და იმის მიუხედავად რომ ფაქტი ერთია თავად ჯიუტად იმერეს მშობლებზე გადადისო.

დაახლებით ასეთივე ვარიანტია გვერდით განყოფილებაში აიდი ბარათებზე რომ ამბობთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Nov 19 2014, 02:51 PM

G_saxva
ეგ საკითხი ახალ აღთქმაშია, როცა ბრმაზე კითხეს ქრისტემ თქვა არც მას დაუშავებია და არც მის მშობლებსო არამედ რათა ღვთის საქმეები გამოვლინდესო(დაახლოებით ამ შინაარსის) და აიდი ბარათები სულ სხვა თემაა ნუ უარყოფ, რომ სახელმწიფო სხვა გზას არ უტოვებს ხალხს ეს ხომ ფაქტია და მომავალში რა იცი რა უბედურებას შემოიტანენ, როგორ უნდა მოხდეს ანტიქრისტეს ბეჭედის დამკვიდრება და მიღება? ყველა გზა სახელმწიფოზე გადის. ეს აიდი ბარათიც რომ არ იყოს ის რაზეც ვსაუბრობთ საფრთხის არ დანახვა არ შეიძლება

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 19 2014, 03:12 PM

sanfol
მაგის გარდა არაერთი ადგილია ბილიდან რაც მეც ამიწერია და დავითმა უკეთ დაწერა წინა პოსტებში, რომელსაც თU სურვილი გაუჩნდება ვინმეს წაიკითხავს და მიხვდება. აიდი ბარეთებზე სხვა განყოფილებაში ვისაუბროთ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2014, 09:18 PM

ციტატა(G_saxva @ Nov 19 2014, 10:45 AM) *


marine

არანაირი თეოლოგიური საფუძველი არ არსებობს იმის უდაოდ სამტკიცებლად რომ შვილები მშობლების მაგივრად ისჯებიან. მე ისეთი ღმერთი არ მწამს სხვის მაგივრად სვას რომ დასჯის smile.gif


სხვათაშორის, გიორგი, დღეს მომიყვეს ეს ამბავი, რომელიც ამ დღეებში ქუთაისში მოხდა. სიმსივნით დაავადებლი ბავშვი კვდებოდა... მამამისი მივიდა მოძღვართან და ცხოვრებაში პირველად ჩააბარა ძალიან გულწრფელი აღსარება... შედეგად ბავშვი სასწაულებრივად განიკურნა... (საპატრიარქოს არხზე თუ რადიოში, ზუსტად არ მახსოვს, ყოფილა სიუჟეტი)


რაც შეეხება თეოლოგიურ საფუძვლებს, უსაფუძვლოდ მოძღვარი, რომელიც პროფესიით ფსიქოლოგია, არ იტყოდა მაგ სიტყვებს.

დასჯას რაც შეეხება, ეს სამართლიანია, რადგან მშობელმა ისე უნდა იცხოვრო, ისე უნდა გეშინოდეს ღმერთის სამართლიანობის, რომ გახსოვდეს, შეიძლება შენი ცოდვის გამო შენი შვილი დაისაჯოს, ამით კი რათქმაუნდა შენ თვითონ ისჯები.

რაკი ეს კანონზომიერება ვიცი, მე პირადად ვცდილობ ისე ვიცხოვრო, რომ ჩემი შვილები (ანუ ჩემი დისშვილები) ჩემი ცოდვების გამო არ დაისაჯონ. და ყველა ასე უნდა იქცეოდეს, შვილებს თავისი ცოდვებიც საკმაოდ აქვთ, მშობლებმა რომ არ დაუმატონ... (მადლობა უფალს, ჩემი შვილები სულ პატარაობიდან აღმსარებელ-მაზიარებლები არიან)

მე მწამს და მიყვარს ის ღმერთი, რომელიც მიყვარს მაგრამ ამავე დროს მეშინია მისი...

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Nov 19 2014, 11:55 PM

საერთოდ წმინდა თეოლოგიური გაგებით ღმერთი ბავშვს უყურებს ისე, როგორც მის მშობელს , სანამ ბავშვი არ გახდება სრულწლოვანი . სრულწლოვანების შემდეგ უკვე ბავშვი თავად იტვირთავს თავის ცოდვებს. მანამდე კი ის განიხილება ზუსტად ისე , როგორც მისი მშობელი, ანუ თუ მისი მშობელი არის არაღვთისმოსავი და უკეთური ცხოვრებით ცხოვრობს , მაშასადამე მისი შვილიც ასეთივეა ღვთის თვალში. არის კიდევ ერთი რამ_ თუ მე ცოდვილი ვარ ეს ჩემი ბრალი არ არის და არც მამაჩემის და არც ბაბუაჩემის და არც მისი მამის! იგივე ითქმის შენზეც და მთელს კაცობრიობაზეც! მაშ სად არის პრობლემა? პრობლემა ადამშია! ანუ ჩვენ რომ დღეს ვართ ცოდვილები და არასრულყოფილები ეს ყველაფერი ადამისგან მოდის , ხოლო ადამმა რომ სცოდა ეს სატანის დამსახურებაა. ხოდა შეიძულე სატანა ! ის კაცისმკვლელია , სწორედ მან დაღუპა მთელი კაცობრიობა ! მაგრამ ვიღაცა იტყვის _ მე რა დავაშავე თუკი ადამმა სცოდა? მაგრამ რომ არა უფლის წყალობა, ადამს შვილი არ ეყოლებოდა., ეს კი იმას ნიშნავს რომ არც მე და არც შენ დღეს არ ვიქნებოდით. უფალმა კი წყალობა გამოავლინა ადამის მიმართ და მისცა მას შესაძლებლობა , რომ შვილები ჰყოლოდა! მთელი განგებულებითობა და მთელი სიდიადე კი ვლინდება იმაში რომ , უფალი შვილით იხსნის მთელს კაცობრიობას ! ანუ ადამიანური გადმოსახედიდან მამას უნდა ეხსნა თავისი შვილი რადგან ადამიანის შემთხვევაში, მშობელმა შესცოდა., მაგრამ ზემოთ ღვთის განგებით შვილმა , ძე ღვთისამ , ქრისტე იესომ იხსნა კაცობრიობა! რომ მომხდარიყო ამგვარად_ ადამს რომ არ შეეცოდა და შეეცოდა მის შვილს აბელს , ამ შემთხვევაში ადამი მთლიანად თავისუფალი იქნებოდა პასუხისმგებლობიდან ! ანუ ცოდვა ვერ მიდის ქვემოდან ზემოთ., შვილიდან მშობელზე ვერ გადავა ცოდვა , ისევე როგორც სატანის ურჩობით ღმერთი ვერ იქნება დამნაშავე!

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 20 2014, 09:35 AM

marine

ციტატა
სხვათაშორის, გიორგი, დღეს მომიყვეს ეს ამბავი, რომელიც ამ დღეებში ქუთაისში მოხდა. სიმსივნით დაავადებლი ბავშვი კვდებოდა... მამამისი მივიდა მოძღვართან და ცხოვრებაში პირველად ჩააბარა ძალიან გულწრფელი აღსარება... შედეგად ბავშვი სასწაულებრივად განიკურნა... (საპატრიარქოს არხზე თუ რადიოში, ზუსტად არ მახსოვს, ყოფილა სიუჟეტი)

საქმეც ეგაა მარინე რომ შენ მუდამ ასეთი რამეების გჯერა, ვიღაცამ მოყვა რაღაც გაზეთში წავიკითხე. საქმე ისაა ხშირად ან არასწორედ გადმოსცემენ ან არასწორი იმფორმაცია აქვთ, ამ პრობლემას არაერთხელ შევეჩეხეთ როდესაც რაღაც ციტატები მოგყავდა ჟურნალ გაზეთებიდან. ამს რომ თავი დავანებოთ ღმერთმა უწყის ის ბავშვი რატომ განიკურნა, ვერც ერთი სულიერ ვერ გეტყვის რა და რატომ მოხდა მხოლოდ ვარაუდის დონეზე თუ შეიძლება იფიქრო.
ციტატა
რაც შეეხება თეოლოგიურ საფუძვლებს, უსაფუძვლოდ მოძღვარი, რომელიც პროფესიით ფსიქოლოგია, არ იტყოდა მაგ სიტყვებს.

ეჰ ჩემო მარინე რამდენჯერ მომისმენია მოძღვრისგან უსაფუძვლოდ არა მარტო თეოლოგიას დაუყდნოებელი არმაედ ლოგიკის მიღმა დარჩენილი ქადაგებები. შემიძლია ლინკკიც მოგცე და უსმინე, შეიძლება თავადაც მიხვდე რომ არასწორე საუბრობენ. ეს ბევრი სასულიერო პირის გაუნათლებლობის ბრალია და არ მრცხვნია ამის თქმა რადგან, დღეს რომ ისინი მეტად განათლებული იყვნენ, არც შენ დაგებადებოდა ეს კითხვა და არც მე მომიწევვდა ამაზე კამათი. იმაზე აღარაფერს ვამბობს ასე მძლავრად სექტები არ იარსებებდა.
ციტატა
დასჯას რაც შეეხება, ეს სამართლიანია, რადგან მშობელმა ისე უნდა იცხოვრო, ისე უნდა გეშინოდეს ღმერთის სამართლიანობის, რომ გახსოვდეს, შეიძლება შენი ცოდვის გამო შენი შვილი დაისაჯოს, ამით კი რათქმაუნდა შენ თვითონ ისჯები.

იმდენად ალოგიკურ რამეს ამბობ ჩემო მარინე რომ არც კი ღირს ამაზე დროის ხარჯვა და ახსნა მკრეხელობაში რომ ვარდები. შენ ეთაყვანები იმ ღმერთს რომელიც სხვის მაგივრად სხვას სჯის. უბრალოდ წარმოიდგინე დღეს რა დღეში უნდა ვიყოთ (თუ საერთოდ ვიარსებებდით) ჩვენი წინაპრების ცოდვა ჩვენზე რომ მოდიოდეს მშობლიდან შვილზე.
ციტატა
რაკი ეს კანონზომიერება ვიცი, მე პირადად ვცდილობ ისე ვიცხოვრო, რომ ჩემი შვილები (ანუ ჩემი დისშვილები) ჩემი ცოდვების გამო არ დაისაჯონ. და ყველა ასე უნდა იქცეოდეს, შვილებს თავისი ცოდვებიც საკმაოდ აქვთ, მშობლებმა რომ არ დაუმატონ... (მადლობა უფალს, ჩემი შვილები სულ პატარაობიდან აღმსარებელ-მაზიარებლები არიან)

ღმერთმა სულ სწორ ქრისტიანულ გზაზე ატაროს ცხოვრების ბოლომდე.
ციტატა
მე მწამს და მიყვარს ის ღმერთი, რომელიც მიყვარს მაგრამ ამავე დროს მეშინია მისი...

ამ ბოლოს მეც ეგეთი განცდა გამიჩნდა რომ ის ღმერთი გიყვარს რომელიც გიყვარს და არა რომელიც რეალურად არსებობს. რაც შეეხება შიშს უფლის კი არ უნდა გეშინოს არამედ უნდა გიყვარდეს და ამ სიყვარულის და სითბოს დაკარგვის გეშინოდეს. უმეტესობას გონია რაიმე ცოდვას ჩავიდენ მოვა ღეთი ცოცხლოვანი მახვილით მომაჭრის თავს. აქ კი პირიქითაა ღმერთი თავის მადლისა და მფარველობის გარეშე დაგტოვებს ეს ყველაზე ცუდი რამაა რაც შეიძლება ადმიანს დაემართოს, თავის მოჭრაზეც კი.

esre ars cheshmariteba
შენი პოსტები 696 შეადგენ ეს კი ძალია გავს ეშმაკის ნიშანს. ასე რომ შენი 696 პოსტი ანტიქრისტეს სიტყვებია. ასე რომ შორს ჩვენგან.

biggrin.gif

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Nov 20 2014, 01:23 PM

შეიძლება ძველ აღთქმაში გადადიოდა(იგივე ქამის ცოდვა), მაგრამ ახალში ასეთი რამ არ გვხვდება

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 20 2014, 08:45 PM

ციტატა(G_saxva @ Nov 20 2014, 10:35 AM) *

marine


რაც შეეხება შიშს უფლის კი არ უნდა გეშინოს არამედ უნდა გიყვარდეს




გიორგი, სხვა ზემოთ აღნიშნულზე რომ აღარ განვმეორდე (ამ თემაზე ბევრი გვიკამათია smile.gif ), ამ სიტყვებზე გეტყვი, რომ იმედი მაქვს წირვაზე მაინც მოგისმენია "შიშითა ღმრთისათა და სარწმუნოებით მოვედით"


ზიარების წინა ლოცვებშიც ვიმედოვნებ ამოგიკითხავს:

"დანერგე შიში ასოთა შინა ჩემთა"

"უფალო, დაამტკიცე ჩემ შორის შიში შენი"

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 21 2014, 09:03 AM

ციტატა(marine @ Nov 20 2014, 08:45 PM) *

გიორგი, სხვა ზემოთ აღნიშნულზე რომ აღარ განვმეორდე (ამ თემაზე ბევრი გვიკამათია smile.gif ), ამ სიტყვებზე გეტყვი, რომ იმედი მაქვს წირვაზე მაინც მოგისმენია "შიშითა ღმრთისათა და სარწმუნოებით მოვედით"
ზიარების წინა ლოცვებშიც ვიმედოვნებ ამოგიკითხავს:

"დანერგე შიში ასოთა შინა ჩემთა"

"უფალო, დაამტკიცე ჩემ შორის შიში შენი"

ამ თემასთან რა კავშირშია რაც დაწერე ? blink.gif
ან მე სადმე დავწერე შიშს არ უნდა განიცდიდე თქო ? blink.gif
მართლა ასე გაუგებრად ვწერ ? blink.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 21 2014, 10:01 PM

ციტატა(G_saxva @ Nov 21 2014, 10:03 AM) *

ამ თემასთან რა კავშირშია რაც დაწერე ? blink.gif
ან მე სადმე დავწერე შიშს არ უნდა განიცდიდე თქო ? blink.gif
მართლა ასე გაუგებრად ვწერ ? blink.gif


კარგი, გიო a025.gif

მერე კიდევ დავპოსტავ ამ თემაში, თორემ იგივე რომ ვილაპარაკო ახლა წრეზე დავტრიალდებით smile.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 24 2014, 09:46 AM

marine
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 27 2014, 06:47 PM

G_saxva

გიორგი, ა, კიდო...




“სოფელ ლასურიაშის ძველი ეკლესია ადრე მთავარანგელოზთა სახელობისა ყოფილა და 1921 წელს კომუნისტებს დაუნგრევიათ.

ძველი ხალხის გადმოცემით, ერთ-ერთ ბოლშევიკ აქტივისტს, რომელმაც ეკლესიის ჯვარი გუმბათიდან გადმოაგდო, ძალიან მალე უბედურება დაატყდა თავს.

მისმა ერთადერთმა ვაჟმა, რომელიც სოფელში გამოირჩეოდა ნიჭიერებით, განათლებით, ვაჟკაცობითა და ავტორიტეტით, მოულოდნელად თავი მოიკლა.

სასოწარკვეთილი მამა თურმე მეზობლებს შვილის ცხედრის დამარხვის უფლებას არ აძლევდა -დაწვას უპირებდა.

ძლივს დაუწყნარებიათ ახლობლებს ცოდვებით დამძიმებული ბოლშევიკი.

იმ დღეებში ხშირად გაიგონებდი ხალხში: „პაპის ნაჭამმა ტყემალმა, შვილიშვილს მოსჭრა კბილიო“.



/იღუმენი ცოტნე (მარიამიძე)/

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Nov 27 2014, 07:13 PM

marine

ციტატა
იმ დღეებში ხშირად გაიგონებდი ხალხში: „პაპის ნაჭამმა ტყემალმა, შვილიშვილს მოსჭრა კბილიო“.


ეს საკითხი ცალსახაა, ცოდვა არ გადადის შთამომავლობით. მართლმადიდებლობა ამას კატეგორიულად უარყოფს. ასე რომ თუ ეს ამბავი მართალია, არ შეიძლება მისი დაკავშირება წინაპრის ცოდვასთან, რომ რადგან ის ასეთი იყო, ამიტომ შვილი შეუძლებელი იყო სხვანაირი ყოფილიყო. ყველა პასუხისმგებელია მხოლოდ პირად ცოდვაზე.


"უბადრუკი იუდეველნი, თითქოსთა წინამშობელთა უღვთოების გამო სასჯელდადებულნი, არამცირედ დრტვინავდნენ ღვთისადმი, რომელმაც თითქოსდა უმეტესი უგუნურებით მათზე მოაწია მამათა შეცოდებანი. ამიტომ, დასცინოდნენ კიდეც ამგვარ მსჯავრს, როგორც უმეტესად უსამართლოს, და იგავის სახით ამბობდნენ: "მამათა ჭამეს კაწახი და კბილნი შვილთანი მოლხუეს" (იერ. 31.29)... მაგრამ ერთი და მოკლე სიტყვით დაარღვია ქრისტემ მათი (ელინებისა და იუდეველების, ე. ჭ.) უგულისხმოება, დაამტკიცა რა, რომ არც თვით ამ ბრმას შეუცოდია, არც მის მშობლებს. ამრიგად, უფალი ერთი მხრივ, დაამხობს (ἀνατρέπει) იუდეველთა დოგმას და ამბობს, რომ არავის შეცოდების გამო არ დაბადებულა ადამიანი ბრმა, არც - თავისი, არც - წინამშობლებისა, არცთუ - მამისა ან დედისა (οὐδὲ πατρὸς ἢ μητρός), მეორე მხრივ კი არღვევს იგი სხვათა ნაყბედობის მონაჩმახებს, რომლებიც ამბობენ, რომ სულები სხეულებამდეც სცოდავენ” (წმ. კირილე ალექსანდრიელი, იოანეს სახარების განმარტება).

"ეგრეთვე არს ყოველივე და ამისთჳს ეზეკიელ იჭუსა მას განაქარვებს და იტყჳს: "ცხოველ ვარ მე, - იტყჳს უფალი. არღარა იყოს იგავი ესე, რომელი ითქუმის, ვითარმედ: "მამათა ჭამეს კაწახი და შვილთა კბილნი მოემუხნეს" და მოსე იტყჳს: "არა მოკუდეს მამაჲ შვილისათჳს" (იოანე ოქროპირი).

და სხვა

"ამიტომ, ამიერიდან მართებული უნდა იყოს თქმა იმ მიზეზისა, რის გამოც შეცდნენ იუდეველნი, რომლებმაც ჩათვალეს, რომ ავმეხსიერი და გამძვინვარებული ყოფილა ჩვენი კეთილი ღმერთი. ვფიქრობ, რომ მათ ვერანაირად ვერ მოახერხეს საღვთო სიტყვათა წვდომა, ვერცთუ ის შეძლეს, რომ გაეკიცხათ ეს სიტყვები, როგორც თითქოსდა არა ურჩეულესად თქმულნი, არამედ ფრიად გადაცდენილნი სამართლიანობის რჯულს, შეემთხვათ კი ეს მხოლოდ მათი განუსწავლელობის შედეგად, რის გამოც ჭეშმარიტად ჩათვალეს, რომ მშობელთა ცოდვები შვილებზე მოიწეოდა და ისე შორს ხდებოდა გადაწვდენა საღვთო რისხვისა, რომ ვიდრე მესამე და მეოთხე თაობამდე აღწევდა იგი. ამის გამო სხვები კიცხავდნენ კიდეც მას (უფალს, ე. ჭ.), როგორც უცოდველთა უსამართლოდ დამსჯელს. როგორღა არ იქნებოდა უფრო მართებული, თუკი იყვნენ ვინმე ბრძენნი, ჯეროვნად გაეაზრებინათ, რომ სამართლიანობის წყარო ვერ მოიმოქმედებდა ისეთ რამეს, რაც ჩვენს ჩვევებზე უფრო სამარცხვინოა! მართლაც, ადამიანები კანონთამიერ სასჯელს იმათ ადებენ, რომლებიც უკანონობას სჩადიან და არავითარ შემთხვევაში არ ადანაშაულებენ მათ, რომლებიც იმათგან არიან ნაშობნი, თუ, რა თქმა უნდა, არ არის ვინმე ისეთი, ვინც იმხილება როგორც თანადამნაშავე და ცთომილებათა მოზიარე. ამიტომ, იგი, რომელმაც ჩვენც ყოველგვარი სამართლიანობის კვალობაზე განგვისაზღვრა რჯულნი, როგორღა არ იქნება მხილებული იმგვარ დამსჯელობაში, რაც თვით ჩვენს შორისაც კი იგმობა? კიდევ, ამასთან ერთად ესეც განსაჭვრეტია: მან (უფალმა, ე. ჭ.) აურაცხელი რჯულდება გვამცნო მოსეს მიერ და მრავალგზის განაჩინა უწმინდური ჩვევებით მცხოვრებთა დასჯა, მაგრამ არსად ჩანს იგი რჯულმდებლად იმისა, რომ ცოდვილებთან ერთად საფრთხეში უნდა ჩავარდნენ ისინიც, რომლებიც მათგან არიან" (კირილე ალექსანდრიელი).

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 28 2014, 09:19 AM

marine
მარინე წაიკითხე დავითის პოსტი, მართალია მაინც არ დაიჯერებ შენი სიჯიუტის გამო, მაგრამ აწი ნუღა დაიწყებ კამათს.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 28 2014, 03:02 PM

afxazi
G_saxva

მაშინ მხოლოდ ის შეიძლება ითქვას, რომ ზემოთ მოყვანილი ამბიდან გამომდინარე (და მსგავსი ამბები უხვადაა განსაკუთრებით კომუნისტური რეჟიმის დროს), მამის ცოდვა არ გადავიდა შვილზე, მაგრამ მისი მოკვდინებით ცოდვილი მამა დაისაჯა...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 28 2014, 03:16 PM

marine

ციტატა
მაშინ მხოლოდ ის შეიძლება ითქვას, რომ ზემოთ მოყვანილი ამბიდან გამომდინარე (და მსგავსი ამბები უხვადაა განსაკუთრებით კომუნისტური რეჟიმის დროს), მამის ცოდვა არ გადავიდა შვილზე, მაგრამ მისი მოკვდინებით ცოდვილი მამა დაისაჯა...

biggrin.gif ოხ მრინე ასეთი სიჯიუტე საიდან გაქქვს? ორგორ შეგიძლია ამტკიცო თეთრზე შავიაო?
ჩემი არ გჯერა გურამის არ გჯერა დავითის არ გჯერ გასგებია მარა წმინდა იოანე ოქროპირს აკირილე ალექსანდრიელზე რაღას იტყვი? მათიც არ გჯერა? ohmy.gif ვერც მე ვერც შენ და ვერც ერთი სულიერი ამ ქვეყნად იმას ვერ ვიტყვით ვინ რა ცოდვისთვის როგორ და რანაირად ისჯება. ეს ღვთის ნება და სურვილია. ასე რომ საკითხის შემოტრიალებას სჯობს თავი ანებო და ერთხელ და ს ა მ უ დ ა მ ო დ აღიარო არ გადადის მშობლის ცოდვა შვილზე. ამ საკითხს აღარ დაუბრუნდე და შეეგუე.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 28 2014, 03:49 PM

ციტატა(G_saxva @ Nov 28 2014, 04:16 PM) *

marine

biggrin.gif ოხ მრინე ასეთი სიჯიუტე საიდან გაქქვს? ორგორ შეგიძლია ამტკიცო თეთრზე შავიაო?
ჩემი არ გჯერა გურამის არ გჯერა დავითის არ გჯერ გასგებია მარა წმინდა იოანე ოქროპირს აკირილე ალექსანდრიელზე რაღას იტყვი? მათიც არ გჯერა? ohmy.gif ვერც მე ვერც შენ და ვერც ერთი სულიერი ამ ქვეყნად იმას ვერ ვიტყვით ვინ რა ცოდვისთვის როგორ და რანაირად ისჯება. ეს ღვთის ნება და სურვილია. ასე რომ საკითხის შემოტრიალებას სჯობს თავი ანებო და ერთხელ და ს ა მ უ დ ა მ ო დ აღიარო არ გადადის მშობლის ცოდვა შვილზე. ამ საკითხს აღარ დაუბრუნდე და შეეგუე.


2kiss.gif კარგი, გიო, ვდუმდები smile.gif სხვა გზა აღარ დამიტოვეთ smile.gif mpua.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Nov 28 2014, 03:52 PM

marine

ციტატა
მაშინ მხოლოდ ის შეიძლება ითქვას, რომ ზემოთ მოყვანილი ამბიდან გამომდინარე (და მსგავსი ამბები უხვადაა განსაკუთრებით კომუნისტური რეჟიმის დროს), მამის ცოდვა არ გადავიდა შვილზე, მაგრამ მისი მოკვდინებით ცოდვილი მამა დაისაჯა...


ეს მხოლოდ ფაქტებიდან გამოტანილი ზედაპირული დასკვნებია. მრავალი გარდაცვლილი ადამიანიდან მონახვა რამდინმესი, რომლის წინაპარიც ღვთის მგმობელი იყო და თქმა იმისა, რომ ეს სწორედ იმის გამო მოკვდა, რომ მისმა წინაპარმა რაღაც დიდი ცოდვა ჩაიდინა, არ არის სწორი. თან იმ ფონზე, რომ არ ვიცით ამ ადამიანის პირადი ცხოვრება. იქნებ ის ცოდვისმიერი ცხოვრებით ცხოვრობდა (დღესაც არაერთი ადამიანია გარეგნულად ყველა რომ დადებითად ახასიათებს, მაგრამ აღმოჩნდება, რომ შინაგანად უკეთურია), მიდრეკილი იყო თვითმკვლელობისკენ და ა.შ. ეს ყველაფერი არ ვიცით და მილიონიდან მხოლოდ ორ ფაქტზე დაყდრნობით დასკვნის გაკეთება მართებული ვერ იქნება. ისეთი ადამიანებიც ხომ ვიცით, რომლებიც საშინლად ცოდვილიანნი იყვნენ, ასევე აღესრულნენ, მაგრამ მათ შთამომავლობას (თუკი ეს უკანასკნელნი მისი წინაპრის კვალს არ გაყვნენ) არაფერი საშინელება არ დამართნია. რაღა შორს წავიდე, იუდეველებმა თავად დაიწყევლეს თავი, როდესაც თქვეს სისხლი უფლისა ჩვენსა და ჩვენს შთამომავლობაზეო, მაგრამ როგორც მახსოვს ოქროპირი ამ სიტყვებზე ამბობს, რომ მიუხედავად ამ საშინელი სიტყვებისა, მაცხოვარი მზადაა ნებისმიერი მონანული მიიღოს და შეუნდოს მას შეცოდება. ერთადერთი ცოდვა, რომელიც შთამომავლობითად გადაეცემა არის პირველქმნილი ცოდვა, ამის გარდა არცერთი ცოდვა წინაპრისა არ გადაეცემა შთამომავალს, ყველანი ჩვენი პირადი ცოდვების შესაბამისად განვიკითხებით.

გარდა ამისა ასეთი მსჯელობა თავად ნათლისღების საიდუმლოს გარკვეულწილად დამახინჯებაცაა, რადგან თუკი გვწამს, რომ სწორედ ნათლობაა, რომელიც პირვქლემნილსა და პირად ცოდვებს აღხოცავს, მაშა რაღატომ ვსაუბრობთ მემკვიდრეობით ცოდვაზე?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 28 2014, 06:00 PM

ციტატა(afxazi @ Nov 28 2014, 04:52 PM) *

marine
ეს მხოლოდ ფაქტებიდან გამოტანილი ზედაპირული დასკვნებია. მრავალი გარდაცვლილი ადამიანიდან მონახვა რამდინმესი, რომლის წინაპარიც ღვთის მგმობელი იყო და თქმა იმისა, რომ ეს სწორედ იმის გამო მოკვდა, რომ მისმა წინაპარმა რაღაც დიდი ცოდვა ჩაიდინა, არ არის სწორი. თან იმ ფონზე, რომ არ ვიცით ამ ადამიანის პირადი ცხოვრება. იქნებ ის ცოდვისმიერი ცხოვრებით ცხოვრობდა (დღესაც არაერთი ადამიანია გარეგნულად ყველა რომ დადებითად ახასიათებს, მაგრამ აღმოჩნდება, რომ შინაგანად უკეთურია), მიდრეკილი იყო თვითმკვლელობისკენ და ა.შ. ეს ყველაფერი არ ვიცით და მილიონიდან მხოლოდ ორ ფაქტზე დაყდრნობით დასკვნის გაკეთება მართებული ვერ იქნება. ისეთი ადამიანებიც ხომ ვიცით, რომლებიც საშინლად ცოდვილიანნი იყვნენ, ასევე აღესრულნენ, მაგრამ მათ შთამომავლობას (თუკი ეს უკანასკნელნი მისი წინაპრის კვალს არ გაყვნენ) არაფერი საშინელება არ დამართნია. რაღა შორს წავიდე, იუდეველებმა თავად დაიწყევლეს თავი, როდესაც თქვეს სისხლი უფლისა ჩვენსა და ჩვენს შთამომავლობაზეო, მაგრამ როგორც მახსოვს ოქროპირი ამ სიტყვებზე ამბობს, რომ მიუხედავად ამ საშინელი სიტყვებისა, მაცხოვარი მზადაა ნებისმიერი მონანული მიიღოს და შეუნდოს მას შეცოდება. ერთადერთი ცოდვა, რომელიც შთამომავლობითად გადაეცემა არის პირველქმნილი ცოდვა, ამის გარდა არცერთი ცოდვა წინაპრისა არ გადაეცემა შთამომავალს, ყველანი ჩვენი პირადი ცოდვების შესაბამისად განვიკითხებით.

გარდა ამისა ასეთი მსჯელობა თავად ნათლისღების საიდუმლოს გარკვეულწილად დამახინჯებაცაა, რადგან თუკი გვწამს, რომ სწორედ ნათლობაა, რომელიც პირვქლემნილსა და პირად ცოდვებს აღხოცავს, მაშა რაღატომ ვსაუბრობთ მემკვიდრეობით ცოდვაზე?


კარგი, დათუნა, მადლობა პასუხისთვის mpua.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 15 2016, 09:21 PM

"ცოდვა და მადლი გადადის თაობიდან თაობაზე. ზოგიერთი იმდენად დამძიმებულია ცოდვებით, რომ იგი ტვირთად აწვება მის შვილებსა და შვილთაშვილებს და თუმცა შვილები არ აგებენ პასუხს ღვთის წინაშე მშობლების შეცოდებებზე, მაგრამ მათ ცხოვრებაში უმრავლდებათ განსაცდელი, რადგან, მშობლების მსგავსად, ისინიც მიდრეკილნი არიან ვნებებისკენ".

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2017, 09:22 PM

"უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანზე შთამომავლობით არანაიარი ცოდვა არ გადადის, გარდა ადამის ცოდვისა. შესაბამისად, არ გადაეცემა და არ მოეკითხება ადამიანს წინაპართა ცოდვა.

თუ ჩვენ ვაღიარებთ, რომ შთამომავლობით გადადის რაიმე ცოდვა, დავუშვათ - მამიდან შვილზე, ამით ღვთის გმობამდე მივდივართ, რადგან მივდივართ იმ აზრამდე, რომ თითქოს ღმერთი უსამართლოა, მამის უნანელ ცოდვას შვილს მოჰკითხავს, მაგრამ თავისი წინაპრის ცუდ საქციელს ადამიანი ამართლებს ან გმობს.

თუ გმობს, ის უკვე ღვთის მცნებების შესაბამისად მოქმედებს, ღვთის მცნებების აღსრულებას იწყებს და, რა თქმა უნდა, არ ხდება თანაზიარი წინაპრის მიერ ჩადენილი ცოდვისა, ხოლო თუ არ გმობს, ე.ი. აღიარებს ამ ცოდვას, შინაგანად თვითონაც მისი ჩამდენი, თანაზიარი ხდება და უკვე არა წინაპრის, არამედ პირადად თავისი ცოდვა მოეკითხება".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2017, 08:33 PM

"მამაო ჩვენოს" როცა წარმოვთქვამთ, ღმერთს შევთხოვთ, "მოგვიტევოს თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა". ეს ვალი ანუ თანანადები შეიძლება ჩვენი წინაპრის ცოდვებიც იყოს. ისინი ხომ არსებობს ჩვენს სხეულში, ჩვენს ფსიქიკურ მეხსიერებაში.

ჩვენ უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან დანაშაულის გრძნობა და მიზეზი. ადამიანის ცოდვითი მიდრეკილება შეიძლება გამოწვეული იყოს წინაპრის მიერ ჩადენილი ცოდვის მიზეზით, მაგრამ ადამიანს შეუძლია და ხელეწიფება კიდეც ამის შეცვლა".

/პროფესორი რეზო კორინთელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2017, 10:47 AM

"თუკი ადამიანი შეწყვეტს თავისი წინაპრების სცენარის გამეორებას, ანუ თუკი მოინანიებს და შეიცვლება, მაშინ მას შეუძლია ახალი გზა იპოვოს. ბევრმა არ იცის, რომ იმეორებს მშობლების გზას. ჩვენი წინაპრები, ფაქტობრივად, ცოცხლები არიან. მხოლოდ ფიზიკურად ვერ ვხედავთ მათ, თორემ მათი ნამოღვაწარი და საქმეები ჩვენს ფსიქიკაში, ჩვენს არაცნობიერშია და ისინი ზემოქმედებას ახდენენ ჩვენს დღევანდელ, აწმყო ცხოვრებაზე.

მთავარი ის კი არ არის, მემკვიდრეობით რა მივიღეთ და რა გარემოში ვცხოვრობთ, არამედ მთავარია, რას ვქმნით მემკვიდრეობით და გარემოდან მიღებული მასალისაგან. ამგვარად, თავისუფალი, შემოქმედებითი საწყისი უფრო მაღლა დგას გარემო ზეგავლენასა და გენეტიკაზე".

/პროფესორი რეზო კორინთელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2018, 07:07 PM

"დარბევას და აწიოკებას ვერც შიომღვიმე გადაურჩა - ბერები გამოიყვანეს და ციხედ ქცეულ მეტეხის ტაძარში გამოამწყვდიეს, ნაწილი დახვრიტეს, ნაწილი კი, მათ შორის - ივანეც (მამა პართენის საერო სახელი), - ხანგრძლივი ტანჯვის, დაკითხვისა და შეურაცხყოფის შემდეგ ციხიდან ძლივს გამოიმეტეს (ათწლიანი პატიმრობის ნაცვლად იქ ხუთი წელი დაყო)".

ნინო იორაშვილი, არქიმანდრიტ პართენ აფციაურის სულიერი შვილი: "ვიღაც მოისყიდეს და გამოგონილი ბრალდებით დააპატიმრეს - ძალზე სახიფათო იყო მისთანების არსებობა ხელისუფლებისთვის... ცილისმწამებელს ერთადერთი, სრულიად ჯანსაღი ვაჟი იმავე საღამოს უეცრად გარდაეცვალა.

- შვილი თავადვე მოვკალი, ამ ანგელოზის დარ კაცს ცილი რომ დავწამე. რა მინდოდა, რას ვერჩოდი, მორწმუნე რომ იყო, იმასო?! - ღრიალით მოვარდა სვეტიცხოველში."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2018, 07:55 PM

"- გადადის თუ არა მემკვიდრეობით წინაპართა ცოდვები? ხდება თუ არა ადამიანი წინაპართა ცოდვის თანაზიარი? საერთოდ, რა მნიშვნელობა აქვს ხორციელ წინაპარს?

- ეს საკითხი მართლაც ხშირად ხდება მსჯელობისა და კამათის მიზეზი. ზოგი თვლის, რომ ცოდვის ჩადენიდან ოთხი თაობა, ზოგი კი შვიდი თაობა ახდენს წინაპართა ცოდვების გამოსყიდვას თავისი ცხოვრებით. ამ აზრს აქვს არსებობის უფლება, რადგან საფუძველი ძველ აღთქმაში მოეპოვება. სახარებაში ამაზე ვერავითარ მინიშნებას ვერ ვნახავთ.

ძველი აღთქმის საწინასწარმეტყველო წიგნებში მოცემულია პასუხი კითხვაზე, გადადის თუ არა ცოდვა მშობლებიდან შვილზე და, შესაბამისად, აგებს თუ არა შვილი პასუხს ღვთის წინაშე მშობელთა მიერ ჩადენილ ცოდვებზე.

აი, რას ბრძანებს უფალი იეზეკიელ წინასწარმეტყველის პირით: "თქვენ იტყვით: რატომ არ ისჯება შვილი მამის დანაშაულისთვისო. თუ შვილი სამართლიანად და სიმართლით იქცევა, იცავს ჩემს წესებს და ასრულებს მათ, ჭეშმარიტად იცოცხლებს! ცოდვილი სული უნდა მოკვდეს, შვილი მამის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს. არც მამა უნდა დაისაჯოს შვილის დანაშაულის გამო...

თუ შეიგნებს და შეინანებს თავის ყველა შეცოდებას, რაც ჩაუდენია, ჭეშმარიტად იცოცხლებს, არ მოკვდება. ამბობს ისრაელის სახლი: არ არის სწორიო გზა უფლისა. ჩემი გზა არ არის სწორი, ისრაელის სახლო? ეს თქვენი გზებია, სწორი რომ არ არის! ამიტომ ყველას თავისი გზისაებრ განგსჯით, ისრაელის სახლო, - ამბობს უფალი ღმერთი.

შეინანეთ და მოიქეცით ყველა თქვენი შეცოდებისგან და აღარ გექცევათ დაბრკოლებად უკეთურება" (იეზ. 18,19-30). ხოლო იერემია წინასწარმეტყველთან ვკითხულობთ: "იმხანად აღარ იტყვიან: მამებმა ჭამეს მკვახე ყურძენი და შვილებს მოეკვეთათო კბილები. რადგან ყველა თავისი დანაშაულის გამო მოკვდება; ვინც მკვახე ყურძენს შეჭამს, კბილებიც იმას მოეკვეთება" (იერ. 31,28-29). ამგვარად, არ არსებობს პასუხისმგებლობა ღვთის წინაშე მამათა ცოდვების გამო."

/არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 10 2018, 05:43 PM

"უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი უსამართლოდ აღებული გროშისთვის საზღაური ადრე თუ გვიან მოგვეგება. ამასთან დაკავშირებით წმინდა პაისი ათონელს მოჰყავს ერთი ასეთი შემთხვევა: მასთან მივიდა ქალი ორი შვილითურთ. ორივე მძიმე სულიერი სენით - შიზოფრენიით იყო ავად. გაწამებული ქალი წმინდა მამას სთხოვდა, ელოცა მათი გამოჯანმრთელებისათვის.

ბერმა უთხრა, რომ ერთ-ერთის განკურნება შეუძლებელი იყო, რადგან ეს სასჯელი შვილზე უფლის მიერ იყო დაშვებული მამის ცოდვის გამო. ვაჟის მამა ყავის გამყიდველი იყო და ყოველ მყიდველს წონაში ატყუებდა. ეს არის უფლის საოცარი განგებულება, რომელსაც ადამიანის გონება ბოლომდე ვერ ჩასწვდება. როგორც ცოდვას აქვს საზღაური, ისე მადლს, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან რასაც დავთესავთ, მასვე მოვიმკით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 23 2018, 07:46 PM

"ერთმა კოლმეურნეობის თავმჯდომარემ და მისმა მეგობარმა საკმარისად არ მიიჩნიეს ის, რომ სოფელში ყველა ტაძარი დახურეს, გადაწყვიტეს ტაძარში ყველაზე წმინდა ადგილლას, საკურთხეველში ტუალეტი მოეწყოთ. მაგრამ დიდხანს არ უსარგებლიათ თავიანთი ტუალეტით.

ერთი თვეც არ იყო გასული, რომ პირველი თავმჯდომარე დაისაჯა. ის უეცრად ავად გახდა. ექიმებმა სწორი ნაწლავის კიბო აღმოუჩინეს. მისი ტანჯვა აუტანელი და ხანგრძლივი იყო, დღე და ღამე საშინელი ტკივილებისგან ყვიროდა, წამლები არ შველოდა და სიკვდილს ნატრობდა. მხოლოდ ორი წლის ტანჯვის შემდეგ გამოუგზავნა უფალმა სიკვდილი.

მისი ამხანაგიც საკადრისად დაისაჯა - ორივე ხელი სალეწ მანქანაში მოჰყვა. დაეხოცათ შვილებიც, ერთმანეთს მიეწყო უბედურებები მათ ახლობელთა შორისაც, იმიტომ, რომ ისინი გაუჩუმდნენ და არ შეეწინააღმდეგნენ მათ ბოროტებას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2019, 11:43 AM

" - აგებს თუ არა პასუხს შთამომავალი წინაპრის ცოდვაზე?

- შთამომავალი წინაპრის ცოდვაზე პასუხს არ აგებს. თუმცა, მძიმე ცოდვები მაინც აისახება მის სულზე. წინაპრის ცოდვები აზარალებს და აბრკოლებს შთამომავლის სულს. ამიტომ, ადამიანმა უნდა იცხოვროს სიკეთით, რწმენით, სიყვარულით, უნდა ილოცოს და შეუდგეს ეკლესიურ ცხოვრებას, რათა გათავისუფლდეს წინაპრის ცოდვების ზემოქმედებისგან. ყოველ ადამიანს თავისი ჩადენილი ცოდვები თავადვე მოეკითხება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2019, 01:55 PM

"კითხვა: გადადის თუ არა ცოდვა ბავშვზე, თუ ის ჩაისახება ქორწინების გარეშე?

პასუხი: ბავშვზე ცოდვა არ გადადის, ყველა ადამიანი თავის ცოდვაზე თვითონ აგებს პასუხს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2019, 07:42 PM

"ცოდვა მესამე-მეოთხე თაობამდე გადაეცემა, ეგებ ეს ცოდვა შვილმა გამოასწოროსო. იოანე ოქროპირი კომანში განისვენებდა. იმპერატორ თეოდოსის მისი კონსტანტინოპოლში გადასვენება უნდოდა, მაგრამ სარკოფაგიდან ვერ ამოიყვანეს, სანამ იმპერატორმა მშობლების სახელით შენდობა არ შესთხოვა წმინდანს. ამის შემდეგ იოანე ოქროპირის გადასვენება შეძლეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 23 2020, 10:16 PM

"ბერი [წმ. სერაფიმე ვირიცელი] ამბობდა, რომ მშობელთა და წინაპართა ცოდვების ნაწილი გადმოდის ჩვენზე. ჩვენც უნდა ვილოცოთ ჩვენს მშობლებზე და წინაპრებზე და აღსარებისას შევინანოთ ყველას მაგივრად. ისინი ელიან ჩვენს ლოცვებს და როგორ ხარობენ, როცა მათთვის ვლოცულობთ; ისინი კი, ვინც უკვე სასუფეველშია, გვეხმარებიან ჩვენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2020, 08:10 PM

"იპონიელი ეპისკოპოსის თვალსაზრისით, ბუნებითი ცოდვილი მდგომარეობა ყოველ ადამიანს არა მარტო მემკვდრეობით გადაეცემა, არამედ მას თავის წინაპრებთან ერთად განხორციელებულ ქმედებაზე პირად პასუხისმგებლობასაც ანიჭებს, ანუ შთამომავალი წინაპრის მიერ ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილე და შესაბამისად პასუხისმგებელია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 30 2021, 08:36 PM

"არსებობს მოსაზრება, რომ შეიძლება ადამიანი წინაპართა ცოდვის გამო დაისაჯოს. ეს ძალიან დიდი შეურაცხყოფაა ღვთისა. უფალი არავის სჯის სხვისი ცოდვების გამო, არავინ აგებს პასუხს სხვის ცოდვაზე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2021, 08:12 PM

"– მამაო, ბიბლიაში წერია, რომ უფალი მამათა ცოდვებს მათ შვილებსა და შვილიშვილებს მოჰკითხავს. ხშირად გაიგონებთ, რომ ცოდვა შთამომავალზე გადადის... რამდენად შეესაბამება ეს აზრი ქრისტიანულ კანონიკას?

– წინაპრის მიერ ჩადენილ ცოდვაზე შთამომავალი პასუხს არ აგებს. მაგრამ ეს ცოდვა ერთგვარად მაინც აისახება მის სულზე. ცნობილი ხალხური გამოთქმა – პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოსჭრა კბილიო, სწორედ იმას ნიშნავს, რომ წინაპრის ცოდვა აზარალებს და აბრკოლებს ადამიანს. ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ ადამიანი მონათვლის შედეგად წინაპრების ყველა ცოდვისაგან თავისუფლდება, მაგრამ მიდრეკილებები მაინც რჩება, რადგან თითოეულ ჩვენგანს წინაპრებისგან უამრავი დადებითი და უარყოფითი თვისება გადმოეცემა. უფალმა არ გაწირა თავისი საყვარელი ქმნილება და ცოდვათა გამოსასყიდად იესო ქრისტე მოუვლინა. იესომ ჯვარცმით გამოისყიდა ჩვენი ცოდვები და მოგვცა სინანულის საშუალება, რათა სასუფეველში პირნათელი წარვდგეთ მის წინაშე. ამდენად, თუ ადამის ცოდვისგან ვთავისუფლდებით, მით უფრო შეიძლება დავძლიოთ ჩვენში საკუთარი წინაპრის ცოდვების მიმართ მიდრეკილება ლოცვით და ქრისტიანული ცხოვრების წესით. ცოდვები, როგორც უფლის წინაშე პირადი პასუხისმგებლობა, არ გადადის მემკვიდრეობით, მაგრამ ისინი გადაეცემა გარკვეული განწყობის სახით, რაც ამძიმებს ადამიანის სულიერ ცხოვრებას."

/მამა გიორგი სხირტლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 25 2022, 08:44 PM

"საულის ცოდვის გამო დაიღუპნენ მისი შვილები - იონათანი და იებოსთე, ხოლო მისი შვილიშვილი მემფობოსთე, დაბადებიდან ორივე ფეხით კოჭლი, მოწყალების სახით, მარადის ჭამდა ტაბლისაგან მეფისა დავითისა (2 მეფ. 9-10). მეფე სოლომონმა შესცოდა უფლის კანონის წინაშე და მის შვილს - რობოამს თავს დაატყდა უბედურება, რომელიც მის შვილიშვილებსა და შვილთაშვილებზე წყევლასავით გადავიდა".

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2022, 09:39 PM

"ჩემმა წინაპარმა თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე. ამას განვიცდი. გადადის თუ არა ასეთი მძიმე ცოდვა შთამომავლებზე?

- არც თვითმკვლელობა და საერთოდ, არანაირი ცოდვა შთამომავლებზე არ გადადის. ყოველი ადამიანი თვითონ აგებს პასუხს თავის ცოდვებზე. თუმცა, გახსოვდეთ, რომ თქვენი სულის ცხონებისთვის აუცილებელია, იცხოვროთ ქრისტიანულად: ილოცეთ, დაიცავით მარხვა, ეზიარეთ და აკეთეთ ბევრი სიკეთე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2022, 06:19 PM

"მოსკოველი აზნაურის ოჯახში ფიცის გატეხვის მძიმე ცოდვის გამო არა მარტო შვილი, არამედ მთელი მისი მოდგმა დაისაჯა. აზნაურთა ამ გვარის ყველა მამაკაცი ან თავს იკლავდა, ან ჭკუაზე იშლებოდა. თითქოს მათზე წმ. წერილის ეს სიტყვები აღსრულდა: "მე ვარ უფალი, ... შურისმგებელი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს მესამე და მეოთხე თაობაში. ათასწილი სიკეთის მზღველი ჩემს მოყვარულთათვის და ჩემი მცნებები დამმარხვეთათვის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 20 2023, 09:01 PM

"შეიძლება მოხდეს, რომ რომელიმე ოჯახში პაპამ ან ბებიამ რაიმე უსამართლობა ჩაიდინა, მაგრამ თვით მათ ცხოვრებაში ეს არანაირად არ ასახულა, სამაგიეროდ, სასჯელი მათ შვილებს ან შვილიშვილებს მოეწევათ, ისინი ავადდებიან და იძულებულნი არიან, ექიმებში გაფალანგონ ის, რაც უსამართლობით იყო შეძენილი, რომ ამგვარად გადაიხადონ წინაპართა ცოდვვებისათვის"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 29 2023, 07:08 PM

"ერთ-ერთ ჟურნალში ასეთი ამბავი გამოქვეყნდა, რომელიც მეოცე საუკუნის ორმოცდაათიან, სამოციან წლებში მოხდა. ორმა გოგონამ ერთმანეთი გაიცნო, დამეგობრდა და აღმოჩნდა, რომ მათი მშობლებიც ადრე იცნობდნენ ერთმანეთს. ერთერთის მამა სტალინური ეპოქის ბანაკის ზედამხედველი გახლდათ, რომელიც სასტიკად აწამებდა ხალხს, მათ შორის, მაშინ იქ მყოფ მეორე გოგონას მშობლებს. როდესაც კომუნისტურ ბანაკში ნაწამებმა ხალხმა შეიტყო, თუ ვის შვილს დაუმეგობრდა მათი ქალიშვილი, ელდა ეცათ, მაგრამ ჩათვალეს, შვილმა რა დააშავაო და თავის გოგონას არ აუკრძალეს ამხანაგთან ურთიერთობა. როცა გოგონები წამოიზარდნენ, ორივეს ერთი ვაჟ მოეწონა. ბანაკის სასტიკი ზედამხედველის შვილმა მისთვის, რომ მეგობარი გოგონასთვის ეჯობნა, იმ ბიჭს თავბრუ დაახვია და შესთავაზა, მოეკლა თავისი ამხანაგი. ორმა დამნაშავემ უდანაშაულო ქალიშვილი მძიმედ დაჭრა. ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და ყველანაირი წარმომავლობის პირობებში იგი ვალდებულია წინ აღუდგეს დანაშაულის ჩადენის სურვილს, მაგრამ ის ბოროტი, მავნე მიდრეკილებები, რომლებიც მშობლებისგან მოსდევს, მაინც მოქმედებს მასზე, სხვებზე მეტად უძნელებენ ცხოვრებას. სტალინური ეპოქია ბანაკის სასტიკი ზედამხედველის შვილი, რომელსაც მაშინ, საბჭოთა ხანაში, უნდა ვივარაუდოთ არავითარი შეხება არ ჰქონდა ეკლესიასთან, რომ იქ დავანებულ მადლს დაეცვა იგი, ხომ მოსალოდნელი იყო, გაიმრუდებდა თავის ცხოვრებისეულ გზას. ცოდვა მართლმადიდებლური გაგებით შთამომავალთა რამდენიმე თაობას გადაეცემა. ცნობილი გამოთქმაა "ბაბუის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოჭრა კბილიო". მართალია, როცა ადამიანი ინათლება, იგი ყველა ადრე თავის მიერ ჩადენილი თუ წინაპრების ცოდვისგან თავისუფლდება, მას უვკე აღარაფერი მოეკითხება, მაგრამ ის მიდრეკილებები, რომელიც შთამომავლობით გენეტიკურად გადეცემა, აღზრდისას მიღებული მავნე ჩვევები მასში მაინც რჩება. ის არ თავისუფლდება ამა თუ იმ ცოდვისკენ სწრაფვისგანაც და ამ მხრივ დაცემის რისკის სიდიდე, რა თქმა უნდა, სახეზეა"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 9 2023, 02:55 PM

"მოგვითხრობს ბებო დოროთეა სოფელ ნოვო-კაზაჩიედან. მოგონება მისი ქალიშვილის, ტატიანას, მიერაა დადასტურებული:

"ერთხელ ჩემ ქალიშვილ ტანიასა და ექთანთან ერთად საავადმყოფოში წავედი. საშინელ სიცხეში ძლიერ მოგვწყურდა. ექთანმა შემოგვთავაზა: მოდი, ამ სახლში შევიდეთ, ნაცნობები ცხოვრობენო. მართლაც შევედით. უცებ შიშისგან დავიზაფრეთ, გრძელ სკამზე ჩემდაუნებურად დავეშვი, ვეღარც კი ვინძრევი: ღუმელზე, სამი შეშლილი გოგონა დაფათურობს. მელოტები, შემზარავები, იწიწკნებიან. ვერ მოვითმინე და დიასახლისს ვეკითხები: - "რა სჭირთ გოგონებს?!" - "ოჰ, - ამბობს, - ყრუ-მუნჯები და სულელები არიან, ექიმები შემოვიარეთ, მაგრამ რად გინდა? მედიცინა უძლურიაო, მეუბნებიან. ერთი ღვთივსულიერი ბერი ბანაკიდან ახალი დაბრუნებული იყო და სნეულებს კურნავდა. ეს რომ გავიგე, სასწრაფოდ მისკენ გავქანდი. ზღურბლს გადავაბიჯე თუ არა, უმალ ჩემს ქმარზე მითხრა - ეს ხომ მან დაანგრია ოპტინის უდაბნოს სამრეკლო და ზარები მიწაზე გადმოყარაო. "შენმა ქმარმა, - მეუბნება, - მთელი ქვეყანა დააყრუა და დაამუნჯა, ახლა გსურს, რომ შენი შვილები ლაპარაკობდნენ და ესმოდეთ?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 20 2023, 11:23 AM

"ცოდვას მოსდევს საშინელი და მტკივნეული შედეგები ხშირად იმ წუთშივე, ზოგ შემთხვევაში კი ის მომვალ თაობებს გადაეცემა"

/მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2023, 05:29 PM

"ცოდვით გამოწვეულმა ავადმყოფობამ შეიძლება ისეთ ჟამს მოგვაკითხოს, როცა ყველაზე ჯანმრთელი გვგონია თავი, ან შთამომავლობას დავუტოვოთ ჩვენი ცოდვებისაგან ჩვენი სენი და ავადმყოფობა. დიახ, ეს ასეა, ჩვენს ცოდვას შთამომავლობა მოიმკის. ამაზე უნდა ვიფიქროთ და სანამ დროა, ნუ გადადებთ, დაუახლოვდით უფალს და განთავისუფლდით ცოდვებისაგან"

/მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2023, 08:43 PM

"1955 წლის 18 ივნისს თბილისში შემაშფოთებელი ცნობა მოვიდა საგარეჯოდან. მოხუცი, საყვარელი მოძღვარი მამა ზაქარია დალბაშვილი წინა საღამოს თავის სახლში გაძარცვის მიზნით მოუკლავთ. განა რა სიმდიდრე უნდა ჰქონოდა მოძღვარს, რომელიც უკანასკნელ ლუკმას უპოვართ ურიგებდა. მძიმედ დაჭრილმა მამა ზაქარიამ მოასწრო ახლობლებისთვის მძარცველთა ვინაობის დასახელება, თუმცა ისიც ითხოვა, მათთვის ეპატიებინათ. ოჯახის წევრებმა საქმე მაინც აღძრეს, მილიციამ მძარცველები დააკავა, მაგრამ დანაშაული ვერ დაუმტკიცეს და გაათავისუფლეს. მაგრამ მათ ღვთის რისხვა მალევე ეწიათ, თავდამმელთაგან ერთ-ერთს, რომელმაც უშუალოდ ესროლა მამა ზაქარიას, მცირე ხანში მეუღლე სიმსივნით გარდაეცვალა. გავიდა ხანი და ერთადერთი შვილი გაურკვეველ ვითარებში დაეღუპა, საბოლოოდ, თავადაც უკურნებელი სენით მოკვდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 18 2023, 02:38 PM

"ბოლოს, უფროსების დავალებით, არჩილ და მიშა ლაბაძეებმა ნათლობიდან მომავალი მღვდელი [ზაქარია აბრამიშვილი] (სადაც თავად არჩილის შვილი მონათლა) უდიდესი სისასტიკით გამოასალმეს სიცოცხლეს.

თანასოფლელები იხსენებდნენ, როგორ გაურბოდა მღვდელი მკვლელებს და თან ევედრებოდა, არ დაედოთ ცოდვა, არ მოეკლათ, არ დაეობლებინათა მისი შვილები. ნასვამმა მკვლელებმა კი მაინც დაუნდობლად სდიეს მამა ზაქარიას და ბოლოს მარგილით მოუსწრაფეს სიცოცხლე...

ახალი წელი თენდებოდა...

დილით სოფლის მცხოვრებლებმა მოძღვრის ნაგვემი და თავგაჩეჩქვილი სხეული იპოვეს.

მართალია, მკვლელები დასაჯეს და დააპატიმრეს, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს.

არჩილს შვიდი შვილი ჰყოლია და შვიდივე მოჰკვდომია; მიშასაც ოთხი შვილიდან არც ერთი არ შერჩენია, მისთვის კი მატარებელს ორივე ფეხი გადაუჭრია და სიცოცხლის ბოლომდე დავრდომილი დატანჯულა.

მღვდელი მამა ზაქარია სოფლის სასაფლაოზეა დაკრძალული. საფლავის ქვას მისი მოკვდინების აღმწერელი ვრცელი წარწერა ფარავს"

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)