თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მეცნიერება და განათლება _ ცნობილ მეცნიერთა ცხოვრება და შრომები

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Dec 17 2007, 09:10 AM

აქ დავწეროთ ცნობილ მეცნიერთა ცხოვრება, მათი უმთავრესი , მნიშვნელოვანი შრომებიც მიმოვიხილოთ, ასევე კურიოზები მათი ყოველდღიურობიდან, რაც უხვად ხდებოდა მათ ცხოვრებაში.

მე დავიწყებ.


კოპენჰაგენის ერთ-ერთი უმაღლესი სკოლის ინსტრუქტორის
მონათხობი :

სტუდენტებს მიეცათ ასეთი ამოცანა ფიზიკაში:

დაასაბუთეთ, როგორ შეიძლება ბარომეტრის საშუალებით
მაღალი შენობის სიმაღლის განსაზღვრა.


ერთერთმა სტუდენტმა უპასუხა ასე:

"უნდა აიტანო ბარომეტრი ამ შენობის სახურავზე,მოაბათ გრძელი თოკი და ჩამოუშვათ სახურავიდან მიწამდე.
შემდეგ კი გაზომოთ ამ თოკის სიგრძე და მიიღებთ შენობის სიმაღლეს."

პროფესორს არ მოეწონა პასუხი და აღშფოთდა.სტუდენტი კი არ დაეთანხმა პროფესორს იმაში,რომ პასუხი არასწორია და მოითხოვა ინსტრუქტორი, რომელიც შეამოწმებდა მისი პასუხის სისწორეს.ინსტრუქტორიც გამოიძახეს. არც ის იყო აღფთოვანებული,მაგრამ სტუდენტს შესთავაზა 5 წუთში მოეფიქრებინა
პასუხის სხვა ვარიანტი, და ასეთი პასუხი მიიღო:

"ავიტანოთ ბარომეტრი შენობის თავზე, გადავეყუდოთ სახურავის კიდეზე, მომარჯვებული გვქონდეს მთვლელი საათი, გავუშვათ ხელი ბარომერტს და როცა დაეცემა ძირს მიწაზე,გავაჩეროთ საათი.გამოვთვალოთ დრო,რაც დროც მოანდომა ბარომეტრმა დაცემამდე და მანძილის გამომთვლელი ფორმულით,რომელშიც დრო უკვე ვიცით
გამოვთვლით შენობის სიმაღლეს."

აღშფოთებულმა გამოცდელებმა გადაწყვიტეს სტუდენტი გაეგდოთ გამოცდიდან,მაგრამ სტუდენტმა მიუგო, რომ მას გააჩნია კიდევ უამრავი ამონახსნი ამ ამოცანის და თუ ნებას დართავენ ერთს კიდევ გაანდობს. კონსტრუქტორი რაღაცით დაინტერესდა და ნება დართო.
პასუხი იყო ასეთი:

"ეს მეთოდი იმედია მოგეწონებათ: ავყვეთ შენობის კიბეებს მაღლა,გზადაგზა კი კედელზე ბარომეტრი ავზომოთ და მოვნიშნოთ, როცა სახურავზე ავალთ,მერე უკან დავბრუნდეთ და დავითვალოთ
რამდენჯერ ავზომეთ ბარომეტრი,გადავამრავლოთ ბარომეტრის განზომილებაზე და მივიღებთ შენობის სიმაღლეს საკმაოდ ზუსტი მიახლოებით. თუმცა ძალიან საჩალიჩოა ეს მეთოდი, მაგრამ მუშა.

თუ უფრო ინტერესს გამოიჩენთ სხვა მეთოდის მიმართ, კიდევ გეტყვით:გამოაბით ძაფს ბარომეტრი და როგორც ქანქარა აამოძრავეთ.გამოთვალეთ 'g' აჩქარება ქუჩის სიმაღლეზე და შემდეგ შენობის თავზე
,მათ შორის სხვაობის გამოყენებით კი შენობის სიმაღლის ათვლას რაღა უნდა.

უკეთესსაც გეტყვით: უნდა აიღოთ ბარომეტრი ხელში, მიხვიდეთ ამ შენობის სახლმმართველთან
,დააკაკუნოთ კარზე, როცა გამოიხედავს , თავაზიანად მიუგეთ:
ძვირფასო სახლმმართველო, თუ თქვენ მე ამ შენობის სიმაღლეს გამანდობთ, ეს მშვენიერი ბარომეტრი თქვენი საკუთრება გახდება!"

ბოლოს კი სტუდენტმა შეამჩნია რა გამომცდელთა გაფართოებული თვალები, უთხრა:

"კარგით,მაშინ იმ პასუხს გეტყვით, რომელსაც ელოდებით:
ბარომეტრით გავზომოთ ატმოსფერული წნევა შენობის ძირში და მერე შენობის თავზე, სხვაობის მიღების შემდეგ კი ბარომეტრული სიმაღლის ფორმულით გამოვთვლით შენობის სიმაღლეს."


როგორც დღეს ცნობილია, ეს სტუდენტი იყო ცნობილი ნილს ბორი, რომელიც სკოლის პერიოდიდან გამოირჩეოდა თავისებური არაორდინალური აზროვნებით, კრიტიკულად უყურებდა გავრცელებულ სწავლის სისტემას და არ მოსწაონდა როცა მასწავლებლები ცდილობდნენ ეკარნახათ მოსწავლისათვის, როგორ ეაზროვნა.

პ.ს ნილს ბორი ნამყოფია თვილისში, მქონდა პატივი 5 წელი მომესმინა ლექციებისთვის უნივერსიტეტში ფიზიკის დიდ აუდიტორიაში,სადაც ნილს ბორმა და მისმა ვაჟმა ლექცია წაიკითხეს ადრე.

შექმნა ატომის მოდელი ე.წ. ბორის ატომური მოდელი, რომელიც მაგალითად ხსნიდა წყალბადის ატომის ხაზოვანი სპექტრის სტრუქტურას (1913 წ), კვანტურ ფიზიკაში უამრავი შრომები აქვს.


IPB-ს სურათი

ალბერტ აინშტაინი და ნილს ბორი, 1825 წ. სურათი გადაღებულია ავსტრიელი ფიზიკოსის პაულ ერენფესტის მიერ wub.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Dec 29 2007, 10:56 AM

ბ. რასელი

(Bertrand Russel, მათემატიკოსი და ფილოსოფოსი, 1872-1970)

-არისტოტელე ამტკიცებდა, რომ ქალებს ნაკლები კბილების რაოდენობა გააჩნიათ, ვიდრე კაცებს, ის ორჯერ იყო დაქორწინებული და არასოდეს მოსვლია თავში აზრი, მისი მტკიცების დასამტკიცებლად, ერთხელ მაინც ჩაეხედა მისი ცოლებისთვის პირის ღრუში.

-ასე რომ მათემატიკა შეიძლება განვმარტოთ, როგორც მეცნიერება, სადაც არასოდეს არ ვიცით ის, რაზედაც ვლაპარაკობთ და არასოდეს ვიცით - ის, რაზედაც ვლაპარაკობთ სიმართლე თუა.



რენე დეკარტი

(Rene Descartes, 1596-1650, ფიზკოსი, მათემატიკოსი და ფილოსოფოსი )

-ყველაფერი, რაც მხოლოდ ალბათურია, ალბათ შეცდომაა.


ჟან-ბაბტისტ დალამბერი


(Jean-Baptist le Rond d'Alembert, მათემატიკოსი)


-მათემატიკა ის სათამაშოა, რომელიც ჩვენ გადმოგვიგდეს, რათა წყვდიადში თავი ვინუგეშოთ.



ალბერტ აინშტაინი

-როცა მათემატიკური თეორემები სინამდვილეს ემყარება,მაშინ ისინი არ არიან ისე ზუსტი, და როცა ისინი ზუსტნი არიან, მაშინ ისინი არ ექვემდებარებიან სინამდვილეს.

-ყველაზე ლამაზი, რისი განცდაც ჩვენ შეგვიძლია , საიდუმლოებით არის მოცული.

-ის, რაშიც ჩვენი გამოთვლები გვღალატობენ, ჩვენ მას შემთხვევითობას ვუწოდებთ.

-მე არ გამაჩნია რაიმე განსაკუთრებული ნიჭი, არამედ მხოლოდ ცნობისმოყვარე გახლავართ.

-მხოლოდ ორი რამეა უსასრულო: სამყარო და ადამიანთა სისულელე... თუმცა სამყაროს შემთხვევაში მთლად დარწმუნებული არ ვარ.

smile.gif

-ყველაზე მთავარი ის არის, რომ კითხვის დასმა არ შევწყვიტოთ.

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Dec 29 2007, 12:15 PM

staywhite

ციტატა
"უნდა აიტანო ბარომეტრი ამ შენობის სახურავზე,მოაბათ გრძელი თოკი და ჩამოუშვათ სახურავიდან მიწამდე.
შემდეგ კი გაზომოთ ამ თოკის სიგრძე და მიიღებთ შენობის სიმაღლეს."

პროფესორს არ მოეწონა პასუხი და აღშფოთდა.სტუდენტი კი არ დაეთანხმა პროფესორს იმაში,რომ პასუხი არასწორია და მოითხოვა ინსტრუქტორი, რომელიც შეამოწმებდა მისი პასუხის სისწორეს.ინსტრუქტორიც გამოიძახეს. არც ის იყო აღფთოვანებული,მაგრამ სტუდენტს შესთავაზა 5 წუთში მოეფიქრებინა
პასუხის სხვა ვარიანტი, და ასეთი პასუხი მიიღო:

"ავიტანოთ ბარომეტრი შენობის თავზე, გადავეყუდოთ სახურავის კიდეზე, მომარჯვებული გვქონდეს მთვლელი საათი, გავუშვათ ხელი ბარომერტს და როცა დაეცემა ძირს მიწაზე,გავაჩეროთ საათი.გამოვთვალოთ დრო,რაც დროც მოანდომა ბარომეტრმა დაცემამდე და მანძილის გამომთვლელი ფორმულით,რომელშიც დრო უკვე ვიცით
გამოვთვლით შენობის სიმაღლეს."

აღშფოთებულმა გამოცდელებმა გადაწყვიტეს სტუდენტი გაეგდოთ გამოცდიდან,მაგრამ სტუდენტმა მიუგო, რომ მას გააჩნია კიდევ უამრავი ამონახსნი ამ ამოცანის და თუ ნებას დართავენ ერთს კიდევ გაანდობს. კონსტრუქტორი რაღაცით დაინტერესდა და ნება დართო.
პასუხი იყო ასეთი:

"ეს მეთოდი იმედია მოგეწონებათ: ავყვეთ შენობის კიბეებს მაღლა,გზადაგზა კი კედელზე ბარომეტრი ავზომოთ და მოვნიშნოთ, როცა სახურავზე ავალთ,მერე უკან დავბრუნდეთ და დავითვალოთ
რამდენჯერ ავზომეთ ბარომეტრი,გადავამრავლოთ ბარომეტრის განზომილებაზე და მივიღებთ შენობის სიმაღლეს საკმაოდ ზუსტი მიახლოებით. თუმცა ძალიან საჩალიჩოა ეს მეთოდი, მაგრამ მუშა.

თუ უფრო ინტერესს გამოიჩენთ სხვა მეთოდის მიმართ, კიდევ გეტყვით:გამოაბით ძაფს ბარომეტრი და როგორც ქანქარა აამოძრავეთ.გამოთვალეთ 'g' აჩქარება ქუჩის სიმაღლეზე და შემდეგ შენობის თავზე
,მათ შორის სხვაობის გამოყენებით კი შენობის სიმაღლის ათვლას რაღა უნდა.

უკეთესსაც გეტყვით: უნდა აიღოთ ბარომეტრი ხელში, მიხვიდეთ ამ შენობის სახლმმართველთან
,დააკაკუნოთ კარზე, როცა გამოიხედავს , თავაზიანად მიუგეთ:
ძვირფასო სახლმმართველო, თუ თქვენ მე ამ შენობის სიმაღლეს გამანდობთ, ეს მშვენიერი ბარომეტრი თქვენი საკუთრება გახდება!"

ბოლოს კი სტუდენტმა შეამჩნია რა გამომცდელთა გაფართოებული თვალები, უთხრა:

"კარგით,მაშინ იმ პასუხს გეტყვით, რომელსაც ელოდებით:
ბარომეტრით გავზომოთ ატმოსფერული წნევა შენობის ძირში და მერე შენობის თავზე, სხვაობის მიღების შემდეგ კი ბარომეტრული სიმაღლის ფორმულით გამოვთვლით შენობის სიმაღლეს."


+1

გავზომოთ ბარომეტრის ზომები, ავიდეთ შენობის სახურავზე, ბარომეტრი დავტოვოთ შენობის ძირში, გადმოვიხედოთ იქედან, გავზომოთ ბარომეტრის კუთხური ზომა (გნებავთ კუთხური დიამეტრი), შემდეგ სინუსების, კოსინუსების ან თუნდაც პითაგორას თეორემით ამოვხსნათ მიღებული სამკუთხედი, რომლის ერთ-ერთი გვერდი ბარომეტრის ხაზოვანი ზომა იქნება, მეორე კი - შენობის სიმაღლე

smile.gif smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Dec 29 2007, 12:25 PM

ძალიან მაგარია გიო 2kiss.gif უამრავი ვერსია შეიძლება განვიხილოთ, საინტერესო იქნება ჩვენი ვერსიებიც, ეს კარგად მოიფიქრე smile.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Dec 30 2007, 03:42 AM

staywhite

ციტატა(staywhite @ Dec 29 2007, 11:25 AM) *

ძალიან მაგარია გიო 2kiss.gif უამრავი ვერსია შეიძლება განვიხილოთ, საინტერესო იქნება ჩვენი ვერსიებიც, ეს კარგად მოიფიქრე smile.gif

გაიხარე smile.gif

პირველი ეს მოვიფიქრე და სპონტანურადვე დავწერე...

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Dec 30 2007, 12:50 PM

ციტატა
-როცა მათემატიკური თეორემები სინამდვილეს ემყარება,მაშინ ისინი არ არიან ისე ზუსტი, და როცა ისინი ზუსტნი არიან, მაშინ ისინი არ ექვემდებარებიან სინამდვილეს.

საინტერესო დებულებაა.
მაგრამ მიმაჩნია რომ მათემატიკური თეორემები სინამდვილეშიც ისეთივე ზუსტია როგორც თეორიაში.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Dec 30 2007, 08:28 PM

M16,

Mათემატიკაში არის ბევრი "გამოუსადეგარი" თეორია ან თეორემა, რომელსაც რეალური გამოყენება არ აქვს, მაგაზეა აქ ბაასი.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Dec 31 2007, 08:13 AM

ნოდარ,

არის რაღაც რაღაცეები, მერე ვთხოვოთ ქეთევანს მაგალითები მოიყვანოს, ეს სირცხვილი კი არაა smile.gif თვით მათემატიკოსები ამბობენ ამას, ამით მათემატიკა თავის სიდიადეს კი არ კარგავს.

ვეცდები მალე ამ თემაში ნიკოლა ტესლაზე დავდო რაიმე კაი სტატია, ძალიან საინტერესო და დრამატული ცხოვრება ქონდა ამ გენიოს ფიზიკოსს.თან მოძღვრის ოჯახშია გაზრდილი და მეტად მორწმუნე იყო.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Dec 31 2007, 12:33 PM

ნიკოლა ტესლა (1856-1943), ფიზიკოსი, გამომგონებელი და ელეკტრო-ინჟინერი. უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ელექტროტექნიკის განვითარებაში : ცვლადი ელექტროდენის პრაქტიკაში გამოყენების თვალსაზრისით.

სკოლის ფიზიკიდან შეგახსენებთ, რომ ფიზიკური სიდიდე, რომელიც ტესლას საპატივცემულოდ იწოდა ტესლა, წარმოადგენს მაგნიტური ნაკადის სიმვრივის ერთეულს. მაგნიტური ნაკადის სიმკვრივე კი თავისმხრივ არის :

B=F / (I*L) ,

სადაც F არის ის ძალა, რომელიც მოქმედებს მაგნიტურ ველში მოთავსებული L სიგრძის გამტარზე, როდესაც ამ გამტარში გადის I სიდიდის დენი, დენის მიმართულება გამტარში კი მაგნიტური ველის წირების მიმართ მართობულია:

IPB-ს სურათი

1T = 1N / (1m* 1A) ანუ 1ტესლა ტოლია 1 ნიუტონი შეფარდებული 1 მეტრისა და 1 ამპერის ნამრავლზე.

ეს მხოლოდ გასახსენებლად.

მოკლედ, ტესლას გამოგონებეზე და პატენტებზე თუ სურვილი გექნებათ მერე შევჩერდეთ, ახლა მინდა მხოლოდ ნ. ტესლას გარკვეულ თავისებურებეზე დავწერო, რაც საკმაოდ ცნობილი ფაქტია.

ამბობენ, რომ მას მიკრობების პანიკური შიში ქონდა, დღეში უამრავჯერ იბანდა ხელებს და ხმარობდა დაახლოებით 18 სუფთა პირსახოცს. სადილობისას , თუ მაგიდაზე უცებ ბუზი დაჯდებოდა, აცვლევინებდა მაგიდის საფარს და ახალად უკვეთავდა მენიუს.
ეს ფობია ნ. ტესლას ძალიან დიდი ენერგიის ხარჯად უჯდებოდა.

ის ხშირად სეირნობდა პარკში მარტოდ და ყვებოდა ლექსებს, ამბობდა, რომ ლექსები მას ტექნიკურ იდეებს უჩენდა.

რაც ყველაზე მეტად საოცარი იყო ამ დიდ ადამიანში ისაა, რომ მას გააჩნდა წინათგრძნობის რაღაც ამოუცნობი თვისება. ერთხელ, როცა მან საღამოს ვახშმის შემდეგ მისი მეგობრები გააცილა, მან ურჩია მათ, მომდევნო მატარებელს გაჰყოლოდნენ და არა იმას, რომელიც უკვე გადიოდა, ამით მან ისინი სიკვდილს გადაარჩინა, მატარებელი ავარიაში მოხდა და ბევრი მგზავრი დაშავდა და რამდენიმე დაიღუპა (თვითონ მას ერიდებოდა ამ წინათგრძნობის გამომჟღავნება, რომ არ დაეცინათ, მხოლოდ მეგობრებს აძლევდა რჩევებს).

1912 წელს ტესლამ დაარწმუნა ტავისი ახლობელი ჯონ მორგანი (გამომგონებელი, ბანკირი და ფინანსისტი), რომ არ ემგზავრა ტიტანიკით, მორგანმა დაუჯერა მეგობარს და აღარ ავიდა გემზე, ხოლო ტესლას მეორე სპონსორი ჯონ ასტორი გულგრილად შეხვდა ტესლას გაფრთხილებას , გაემგზავრა ტიტანიკით და დაიღუპა.

ტესლას ასეთი ექსცენტრული ბუნება ასევე ბევრი ჭორის საბაბიც გახდა, რომ თითქოს მის ამ თვისებას სადაზვერვო ორგანოები იყენებდნენ. ასევე მისი სახელია ხსენებული ტუნგუსკის მეტეორიტთან დაკავშირებულ საიდუმლო გამოკვლებში, და ბევრი სამხედრო საიდუმლოებანი.

პ.ს. მე ფილმი მაქვს ნანახი ტესლაზე, იქ ისეა, რომ თითქოს რაღაც ხილვები ქონდა მისი გარდაცვლილი დედისგან ანუ ხშირად ეცხადებოდა სიზმარში დედამისი და აფრთხილებდა თუ რამე საშიშროება იყო.

ყოველ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ უდიდესი გამომგონებელი და მოაზროვნე იყო, მეტად საინტერესო პიროვნებაც იყო ამავე დროს. განიცდიდა ედისონის მიერ მოწყობილ ინტრიგებს და ითმენდა მისგან დაცინვებს, რარაცით ტრაგიკული ადამიანი იყო.

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Mar 11 2008, 03:41 AM

smile.gif უნდა გამოგიტყდეთ,რომ რაზეც თქვენ მსჯელობთ,თუ ბაასობთ,ჩემთვის ჩინურია,მაგრამ მაინც მივადევნებ თვალსა და გონებას თქვენს პოსტებს .

პოსტის ავტორი: nanuskana თარიღი: Mar 17 2008, 10:41 PM

მართალი არ მესმის ყოველივე ის რაზეც საუბრობთ მაგრამ მაგრა კი გამოგდიტ,ტვალი ვეგარ მოვსწყვიტე ისეთი საინტერესოა

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Mar 17 2008, 11:51 PM

ხანდახან ვფიქრობ, რომ მათემატიკა სულაც არ არის სისულელე....

ანუ ხანდახან ვაზროვნებ laugh.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Mar 18 2008, 12:11 AM

გაიხარეთ, ახალგაზრდებო 2kiss.gif

მნათე, ნუ იცი გაზვიადება smile.gif ნეტა ბევრს შეეძლოს შენნაირი "ფიქრი" a025.gif

ეს თემა ცნობილ მეცნიერებს ეძღვნება, იქნებ თქვენც დაწეროთ რომელიმეზე, სულერთია მეცნიერების რომელი დარგიდან იქნება.

დიიდ მადლობა

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Mar 18 2008, 12:29 AM

რა კარგი თემაა smile.gif

პოსტის ავტორი: laziale თარიღი: Mar 20 2008, 11:54 AM

ნილს ბორი მაგარი იყო, თემის ავტორს მადლობა. კიდევ თუ შემოგვთავაზებთ საინტერესო ამბებს მაგას რა ჯობია smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Apr 5 2008, 07:07 AM

laziale, თამარ 2kiss.gif მადლობთ შეფასებისთვის.

დავწერ კიდევ ცნობილ ფიზიკოსთა კურიოზების შესახებ smile.gif იმედია მოგეწონებათ:

ალბერტ აინშტაინი

#მერლინ მონროს თურმე ძალიან მოსწონდა აინშტაინი, ერთხელაც, როდესაც ამ ცნობილ მსახიობ ქალს მიეცა საშუალება ახლოს გაეცნო ეს გენიოსი, დარცხვენის გარეშე უთხრა : "პროფესორო, რას იტყვით, შვილი ხომ არ გაგვეჩინა მე და თქვენ , რა ბავშვი გამოვა ხომ იცით - ჩემი გარეგნობა და თქვენი გონება !" , აინშტაინმა კი სერიოზულად მიუგო :" ბავშვის შექმნის პროცესის წინააღმდეგი არ ვარ, მაპატიეთ, მაგრამ პირიქით რომ გამოვიდეს ბავშვი : ჩემი გარეგნობა და თქვენი გონება, ამას ვერიდები".

#როდესაც აინშტაინი ლექციებს კითხულობდა სხვადასხვა უნივერსიტეტებში, მისი მძღოლი მუდამ ესწრებოდა თან. იმდენჯერ, რომ უკვე ზეპირადაც იცოდა აინშტაინის ლექციები. ერთხელაც, როდესაც მორიგი ლექციის წასაკიტხად მიყავდა მას ეს დიდი ფიზიკოსი, აინშტაინმა მანქანაში განაცხადა, რომ ძალიან ეზარება ახლა ლექციის წაკითხვა. მძღოლმა კი შესთავაზა, მოდი შენს მაგივრად მე წავიკითხავ, ტანსაცმელი გავცვალოთო. აინშტაინი ბუნებით პრიკოლისტი იყო და დაეთანხმა.
მართლაც, კოსტიუმში გამოცყობილი შოფერი და შოფრის უნიფორმაში ჩაცმული აინშტაინი შევიდნენ გადაჭედილ აუდიტორიაში. მძღოლმა მშვენივრად წაიკითხა ლექცია, თვით აინშტაინი კი შოფრის "პონტში" აუდიტორიაში ზის.
როცა დაასრულა ფსევდო-აინშტაინმა ლექცია, აუდიტორიის მსმენელმა მას რაღაც კითხვა დაუსვა ლექციის ირგვლივ და განმარტება თხოვა. მძღოლი არ დაიბნა და მას გასცა ასეთი პასუხი:

-თქვენი კითხვა იმდენად მარტივია, რომ ამაზე ჩემი მძღოლიც კი გიპასუხებთ !

და მიმართა ხელი აინშტაინისაკენ. მძღოლ-აინშტაინს კი ისღა დარჩენოდა დეტალურად გაეცა პასუხი smile.gif

#აინშტაინი ძალიან ამაყობდა, რომ ვიოლინოს კარგად უკრავდა. ერთხელაც როდესაც ის ერთ სალონში პუბლიკის წინ ვიოლინოს უკრავდა, სადაც პირველ რიგში დრამატურგი ფრანც მოლნარი იჯდა. მოლნარმა სიცილი ვერ შეიკავა აინშტაინის დაკრულს უსმენდა რა და უკვე ხარხარიც დაიწყო. შეწუხებულმა ფიზიკოსმა შეწყვიტა ვიოლინოზე დაკვრა და გულნატკენი მიმართა მას :" ბატონო მოლნარ, რა გაცინებთ ასე თავგამოდებით ? განა მე გინახივართ რომ ვიცინოდე, როცა თქვენს კომედიებს ვკითხულობ???"

#ერთ დღეს აინშტაინი შეხვდა თავის კოლეგას ეზოში და ეუბნება: "დღეს საღამოს აუცილებლად მოდით ჩემთან, პროფესორი სმითსონიც იქ იქნება!", კოლეგა გაკვირვებული უყურებს და პასუხობს: "კი მაგრამ, სმითსონი მე ვარ",
აინშტაინი - "არაუშავს, მაინც მოდით!


პ.ს. გავაგრძელებ შემდეგ ბოლცმანისა და პაულის ამბებს smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Apr 5 2008, 08:02 AM

არ ვიცი ლენუს, ფიზიკოსები ნაკლებად ვკითხულობთ მოლებს და ამიტომ ვერ გეტყვი. ეს კი მისი ბიოგრაფიიდან არის ამოღებული. ანუ ის, რომ აინშტაინს ნასრედინზე სმენოდა, ეს ხომ საერთოდ გამორიცხულიაsmile.gif

პ.ს. იქნებ კვანტური მექანიკის საბუძვლებზე გაგეკეთებინა კომენტარი smile.gif უფრო საინტერესო იქნებოდა.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Apr 5 2008, 09:07 AM

კვანტურ მექანიკაზე მეზობელ თემაშია, შორს არაა ისე და იმიტომ ვთქვი, რახან ინტერესი გამოიჩინე, მეგონა იქაც გქონდა შენახედი smile.gif

ასე რომ, თუ დიდი სიამოვნებით აპირებ მაგას, თემას ქვია "პრაქტიკული კითხვები"...

პ.ს. ისე ამ თემაში მხოლოდ ფიზიკოსები არ იხილება და იქნება სხვა მეცნიერების დარგების ცნობილ პიროვნებებზე და მათ შრომებზე დაიწეროს თქვენგან რაიმე.

პ.ს.ს. მე სანამ კიტხვას ვისწავლიდი ისე ცნობისთVის,მანამდე ვიყავი ფიზიკით დაინტერესებულიაsmile.gif ვიზრდებოდი რა აუდიტორიაში და ვუსმენდი მამაჩემს smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Oct 17 2008, 05:38 AM

გავაცოცხლოთ ეს თემა smile.gif

მოვიყვან კიდევ რამდენიმე ცნობილი მეცნიერის ციტატებს:

********


*ვინც განიზრახავს, რომ ჭეშმარიტება და შემეცნება ავტორიტეტით წარმოადგინოს, მხოლოდ ღმერთის სიცილს დაიმსახურებს.

*ჩემი ცხოვრების დარჩენილი ნაწილი მინდა იმაზე ფიქრს მივუძღვნა, თუ რას წარმოადგენს სინათლე.

*საბუნებისმეტყველო მეცნიერება რელიგიის გარეშე არის ხეიბარი, რელიგია კი მეცნიერების გარეშე არის ბრმა.

*მინდა ვიცოდე , თუ როგორ შექმნა ღმერთმა სამყარო. მე არ ვარ დაინტერესებული რომელიმე მოვლენის, ელემენტის სპექტრებით, არამედ მე მინდა ვიცოდე ღმერთის აზრები ამ დროს, ყველაფერი დანარჩენი კი ერთეული შემთხვევებია.

*ადამიანები, ვისაც ფიზიკის გვჯერავს, ვიცით, რომ წარსულის, აწმყოს და მომავლის ერთმანეთისგან გამორჩევა მხოლოდ მხოლოდ ჯიუტი ილუზიებია.

*ფანტაზია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცოდნა, რამდენადაც ცოდნას ზღვარი გააჩნია.

*მას შემდეგ რაც მატემატიკოსები ფარდობითობის თეორიაში "შეცვივდნენ" , მას მერე მე თვითონ ვეღარ ვიგებ მას. smile.gif

*ტექნიკური წინსვლა არის ნაჯახი პათოლოგიურ კრიმინალთა ხელებში.


ალბერტ აინშტაინი

-------------------------------------

*საითაც და რა შორსაც არ უნდა გავიხედოთ, რელიგიასა და მეცნიერებას შორის ვერსად ვერ ვიპოვით ურთიერთწინააღმდეგობას, სამაგიეროდ დავინახავთ მრავალ საერთოს. რელიგია და მეცნიერება არ გამორიცხავენ ერთმანეთს, როგორც ეს ბევრს გონია და შიშობს, არამედ ავრცობენ და ავსებენ ერთმანეთს.

*მეცნიერებას არ ძალუძს ბუნების ბოლო გამოცანის ამოხსნა, იმიტომ რომ თვითონ წარმოადგენს ბუნების ნაწილს და ამით იმ გამოცანის ნაწილს, რისი ამოხსნაც გვსურს.

მაქს პლანკი


------------------------------------------
*მე მახსენდება ნილს ბორთან უამრავი დისკუსია, რომლებიც გვიან ღამემდე გაგრძელებულა და თითქმის ყოველთვის სასოწარკვეთით დამთავრებულა. ამ დისკუსიების მერე როცა ახლომდებარე პარკში ვსეირნობდი, გონებაში ვიმეორებდი კითხვას: ნუთუ ბუნება ისეთი აფსურდია, როგორიც ჩვენ - ატომექსპერიმენტატორებს წარმოგვიდგენია?

ვერნერ ჰაიზენბერგი

------------------------------------------
*ადამიანი არის არაფერსა და ყველაფერს შორის შუა პოზიცია : არაფერი უსასრულობასთან მიმართებაში და ყველაფერი არაფერთან მიმართებაში.

*სიმართლე უფრო გამოსაყენებელია მისთვის, ვინც მას მოისმენს, ვიდრე მისთვის, ვინც მას ამბობს.


ბლეზ პასკალი

-------------------------------------
*სანამ ატომური ბომბი ორი მმართველი ძალის ხელშია, გამორიცხულია ატომური ომი. უფრო საშიშია, როდესაც ბომბისთვის საჭირო პლუტონიუმის შეძენა მავანს აფთიაქში რომ შეეძლება.

ოტო ჰანი

------------------------------------------------
*მეცნიერები ეცდებიან რომ ის, რაც სხვამ არ იცის, ისე თქვან რომ სხვებმაც გაიგონ, პოეზიაში კი სწორედ პირიქითაა.

პოლ დირაკი

-------------------------------------------
*მეცნიერებაში ყველაფერი არსებულის დაცემის სურვილი მხოლოდ ფანატიკოსების მცდელობაა.

*იდეები არ არიან დამნაშავე იმაში, რასაც ადამიანები ამ იდეებით აკეთებენ.


ვერნერ ჰაიზენბერგი

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Oct 17 2008, 10:26 AM

staywhite
აინშტაინის საყვარელზე დაწერე, კგბ-მ რომ მიუზავნა და რომ ჰყვარობდა აი აბდალა იმ ქალს თავდავიწყებით, ოღონდ, როგორც კი იმ ქალმა სსრკ-ში წასვლა სთხოვა მასთან ერთად, სულ ქე დაავიწყდა ასისაი და ამბები biggrin.gif

პ.ს.
ამ ქალის დამსახურებაა, რომ აინშტაინი გამოვიდა ბირთვული ბომბის წინააღმდეგ და მეორე დამსახურება, რომ დაარწმუნა ჯერ აინშტაინი და შემდგ აინშტაინმა რუზველტი - რომ ერთი ქვეყანა არ უნდა ფლობდეს ამ იარაღს.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Oct 17 2008, 03:26 PM

კანუდოსელი

ციტატა
აინშტაინის საყვარელზე დაწერე, კგბ-მ რომ მიუზავნა და რომ ჰყვარობდა აი აბდალა იმ ქალს თავდავიწყებით,

სვათაშორის სტატიის სახით ბიოგრაფიულ ნაშრომებში ეგ ვერ ვნახე smile.gif მხოლოდ რეპორტაჟი იყო ბატონ ალბერტზე და იქ ახსენეს smile.gif

პ.ს. ისე, სლავი ქალები მოსწონდა biggrin.gif სერბი ყავდა ცოლად და მერე პა სპისკუ ხან ჩეხი, ხან რუსი და მსგავსი საყვარლები.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Oct 17 2008, 07:04 PM

მეტად საინტერესოდ მიმაჩნია ანტონ ბაგრატიონის, როგორც გამოჩენილი ქართველი მეცნიერის და სასულიერი პირის ცხოვრება და შრომები. აქ შემოგთავაზებთ:

****

ანტონ იესეს ძე ბაგრატიონი

(1720-1788 წწ)


ცნობილი ქართველი მეცნიერი და სახელმწიფო მოღვაწე თეიმურაზ (ანტონ ) ბაგრატიონი დაიბადა 1720 წ. 11 ნომებრს. 7 წლის ასაკიდან მას მისცეს იმ დროისათვის შესანიშნავი განათლება. 1739 წ. გაცრუებულმა სიყვარულმა ის ბერობის იდეამდე მიიყვანა და 19 წლის ასაკში გელათის მონასტერში ბერად აღიკვეცა ანტონი სახელით. 5 წლის შემდეგ კი ის უკვე ქართლ-კახეთის სამეფოს კათალიკოსად იქნა დამტკიცებული .

1756 წ. ანტონ ბაგრატიონი რუსეთს გაემგზავრა, სადაც დანიშნეს ქ. ვლადიმირის ეპარქიის მთავარ ეპისკოპოსად. ამ თანამდეგობაზე მან 8 წელი დაჰყო. ვლადიმირში ა. ბაგრატიონმა საფუძვლიანად შეისწავლა ევროპული, რუსული და ლათინური ენები, ფილოსოფია, ფიზიკა და ასტრონომია. იგი შეუდგა უცხოენოვანი წიგნების ქართული სკოლებისთვის თარგმნას. ქართლ-კახეთის სამეფოს სათავეში ერეკლე მეორის ჩადგომის შემდგომ, ანტონ ბაგრატიონი დაბრუნდა სამშობლოში და კვლავ კათალიკოსის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. გახსნა სასულიერო სემინარიები თბილისსა და თელავში. შეადგინა მათთვის სახელმძღვანელოები. შექმნა ლინგვისტური, ფილოსოფიური, საღვთისმეტყველო , ფიზიკური და სხვა შრომები, მდიდარი წიგნსაცავები. მარტო მის პირად ბიბლიოთეკაში 7 000 ხელნაწერი და დასტამბული წიგნი ირიცხებოდა. როგორც პირველდაწყებითი, ისე სასემინარიო განათლება ხელმისაწვდომი გახდა არა მარტო არისტოკრატიისთვის, არამედ დაბალი ფენებისთვისაც. დაარსა კერძო სასწავლებლები. ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდობა სასწავლებლად რუსეთს მიავლინა. აღადგინა და გააფართოვა ვახტანგ 4-ის სტამბა. პარალელურად გახსნა გადამწერ კალიგრაფთა სკოლა. გაწმინდა ეკლესია უღირსი ელემენტებისაგან და სხვა.

1772 წ. ერეკლე II-ის დავალებით ანტონ I რუსეთს გაემგზავრა, რუსეთ-საქართველოს შორის მჭიდრო კავშირის დასამყარებლად. ანტონის ეს მოგზაურობა საფუძვლად დაედო 1783 წ. გეორგიევსკის ტრაქტატს.

ანტონ I 68 წლის ასაკში 1788 წ. 1 მარტს გარდაიცვალა. დაკრძალულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.

ანტონ I-ის მეცნიერული მემკვიდრეობა მდიდარი და მრავალფეროვანია. შევჩერდები მის ფიზიკურ შეხედულებებზე.

1762 წ. ვლადიმირში თარგმნა გერმანელი ფიზიკოსის ქრისტიან ვოლფის "თეორიული ფიზიკა" . უნდა აღინიშნოს, რომ ამ სახელმძღვანელოდან ანტონ I თბილისში ლექციებს კითხულობდა.საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ამ ლექციებს თვით ერეკლე II-ც ესწრებოდა.

ანტონის გადმოცემით, ბაგრატიონთა ერთ-ერთ თავყრილობაზე მან თქვა, რომ ფიზიკა ადამიანს ცნობას ჭეშმარიტებად გადაუქცევს, ხოლო ვინმე "უგანსწავლულესმა და უდიდებულესმა" თქვა, რომ "უმეცარნი ფიზიკისაჲ მსგავს არიან ბრმათა". ანტონის აზრით, ფიზიკის უცოდინარნი შეისწავლიან მხოლოდ იმას, რასაც თვალით ხედავენ, შეხებით გრძნობენ, სინამდვილეში კი ფიზიკის საგანს წარმოადგენს ის მსჯელობაც, რაც თვალით უხილავს ეხება. ასეთი სახის მსჯელობა ადამიანს საგნის შეცნობასთან, მოვლენის გაგებასთან, ჭეშმარიტებასთან დაახლოვებსო.

"თეორიული ფიზიკის" წინასიტყვაობაში ანტონ I ბოდიშს მოიხდის, რომ ვერ შეადგინა სიბრძნის მოყვარულთათვის სატანადო წინასიტყვაობა. ეს სიტყვები თავმდაბლობად უნდა მივიღოთ, შემდეგ მთარგმნელი აღნიშნავს, რომ "ბუნებითი ფილოსოფია" გადმოღებული აქვს რუსული ენიდან და თარგმნა დასრულდა 1762 წლის 26 დეკემბერს.

ბოლოს ანტონ I აღნიშნავს, რომ მან წინამდებარე სახელმძღვანელო სხვადასხვა ავტორისაგან გადმოიღო და ამით ვოლფის მიერ შექმნილ "სისტემასა სოფლისასა მიჰრიდა" , ე.ი. მის ფილოსოფიას და ფიზიკასაც გადაუხვია.

როგორც ცნობილია, ანტონმა ვოლფის "ტეორიული ფიზიკა" თარგმნა და არა "ექსპერიმენტული", იმიტომ რომ ექსპერიმენტალურ ფიზიკაში ქართველ ერს გამოცდილება არ ქონდა, ხოლო თეორიულ ფიზიკაში მას საკმაო ტრადიცია გააჩნდა, ყოველ შემთხვევაში არსენ იყალთოელის წყალობით მაინც.

ანტონ I იზიარებს ვოლფის აზრს, რომ ნივთიერების რაოდენობა თვისობრივობაში გადადის და საამისოდ მოჰყავს მაგალითები. ანტონი ეწინააღმდეგება ვოლფის აზრს, რომ თითქოს ნივთიერების ნაწილაკთა რიცხვის განსაზღვრა შეუძლებელია. ანტონის მიხედვით, ნივთიერებატა ნაწილაკები მუდმივ მოძრაობაში არიან, ნივთიერების ზედაპირის შეცვლა მხოლოდ გარეგანი ზემოქმედების შედეგად არის შესაძლებელი. სითბომბადის ნივთიერების ხსენებისას ანტონი თავს არიდებს ზოგიერთი ფრაგმენტის თარგმნას და სითბოს გადაცემას სწორად განმარტავს. ანტონ I დაბალი ტემპერატურების ზღვარს არ გრძნობს. მსოფლიო მიზიდულობის ჱალას ღმერთს მიაწერს . სიმძიმის ძალის გამომწვევ ნივთიერებას იგი რეალურ შინაარსს აძლევს. ვოლფისგან განსხვავებით, ანტონ I სინათლის სიჩქარის განსაზღვრის სხვადასხვა მეთოდის ჩამოთვლისას უპირატესობას ნიუტონის გამოთვლებს ანიჭებს. სინათლის სხვადასხვა თეორიებიდან ანტონი მთლიანად ემხრობა ვოლფის მიერ გადმოცემულ ნიუტონის სინათლის კორპუსკულურ თეორიას. ანტონის შემოქმედებაში სინათლის მატარებელი სითხე და ეთერი ერთნაირი უფლებებით სარგებლობს.

სხვადასხვა პლანეტებზე ადამიანის მსგავს არსებათა მოდგმმის არსებობას ანტონ I უარყოფს. მაგრამ პარაგრაფის ბოლოს ერთგვარ კომპრომისზე მიდის.
რაც არ უნდა ჩამოეთვალა ანტონ I-ს, ის ფაქტი რომ უცხოპლანეტელები არსებობენ, ეწინააღმდეგება საღმრთო წერილებს.

კომეტების გამოჩენის საკითხს ანტონი სასწაულებს მიაწერს. უნდა აღინიშნოს, რომ კომეტების პირველი სწორი თეორია 1862 წ. გამოაქვეყნა ბრედიხინმა და საბოლოოდ დადასტურდა 1900 წ. პ. ლებედევის მიერ პარიზში დემონსტირებული სინათლის წნევის დამამტკიცებელი ცდების შემდეგ.

ის პარაგრაფები, რომელიც ანტირელიგიურ პროპაგანდას ეხება, ანტონს არ უთარგმნია.

კოპერნიკის ჰელიოცენტრული სისტემა ანტონის მიერ უარყოფილია. მის ნაცვლად შემოტანილია გეოცენტრული სისტემა.

სივრცის შესახებ განმარტება ანტონ I-ს უფრო სწორად აქვს ინტერპრეტირებული, ვიდრე თვით ვოლფს.

როდესაც ვოლფი წერე, თითქოს ორთქლის ნაწილაკების მოძრაობა სითბური ეფექტი არ არის, ანტონი მის შესწორებას ვერ ბედავს, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისათვის გამოქვეყნებული იყო ვოლფის "ექსპერიმენტული ფიზიკის" მეორე გამოცემა, რომლის ბოლოში დართულია მ. ლომონოსოვის შენიშვნები სითბოს კინეტიკური ტეორიის შესახებ. დაუჯერებელია, რომ ანტონს ეს წიგნი წაკითხული არ ქონდა.

წყლის ბუშტების ამოსვლას ანტონ I სითბოს მიზეზით ხსნის. ვოლფის აზრით, ამ ბბუშტების შიგნით ჰაერია, ანტონს კი ორთქლი მიაჩნია მართებულად. ვოლფის მცდარი შეხედულების საწინააღმდეგოდ, ღრუბლებიდან მზის სხივების არეკლვლის შესახებ ანტონი სწორ განმარტებას იძლევა.

ნაცვლად ვოლფის ბუნდოვანი და ორაზროვანი მოსაზრებისა, ანტონი გარკვევით აღნიშნავს, რომ გამეში ვარსკვლავთა ელვარება და ციმციმი შედეგია ორთქლის სქელი მასების მოძრაობისა.

ცისარტყელას ირგვლივ მსჯელობისას ვოლფს მოჰყავს მინის სფეროში მოტავსებული წყლის და მასში გამავალი მზის სხივის გარდატეხის ცდა. ანტონი ამ ცდის ნაცვლად მკითხველს სთავაზობდ წვიმის წვეთს და მასში გამავალ მზის სხივს. ამით თავიდან აცილებულია მინის სფეროთი გამოწვეული დამახინჯებანი.

ვოლფი არასწორად განმარტავს პოლარულ ციალს. ასევე არასწორად თარგმნის მას ანტონ I. რაც გასაგებიცაა, რომ იმ დროისათვის ეს ფენომენი მეცნიერთაგან არ იყო სწორად ინტერპრეტირებული. თუმცა პარაგრაფის თარგმანს დართული აქვს შენიშვნა, რომელშიც ანტონი განმარტავს, რომ ზემოთ ასული ორთქლი მარტო წყლის ზედაპირიდან კი არა დედამიწის ზედაპირიდანაც წარმოიქმნება.

ცივი ნატების შესახებ მსჯელობის დროს, ვოლფი მას "მოხეტიალე ცეცხლს" უწოდებს. ანტონ I შენიშნავს, რომ ეს "ცეცხლნი შემწუელნი არ არიან" , ხოლო შემდეგ პარაგრაფში აზუსტებს ამ გამოთქმას: "ცეცხლნი არა შემწუელნი, არამედ მებრნი შეცთომილთა ცეცხლთა".

ანტონ Iვოლფისაგან განსხვავებით, ელექტრულ ნივთიერებაში ელექტრულ ზალას ხედავს. 1760-იან წლებში ელექტრონული ძალების არსებობას და მათ მანძილზე ქმედებას მხოლოდ ერთეულები იზიარებდნენ და მათ შორის ანტოონ ბაგრატიონიც.

ვოლფის განმარტებით, დედამიწიდან მხოლოდ ლითონები ამოიღება, ხოლო ანტონ I შენიშნავს: "არა თუ მხოლოდ ლითონნი აღმოთხრილნი სხეულნი, არამედ მარილიცა და სხვანი". აქ ანტონი პირადი გამოცდილებიდან გამოდის, საქართველოში სამთამადნო წარმოება და წიაღისეულის დამუშავება ოდითგანვე ხდებოდა და ანტონ I და ერეკლე II-ის მეცადინეობით იმ პერიოდში ახალი აღმავლობით ვიტარდებოდა.

ბოტანიკის საკითხების თარგმნის დროს ანტონის შენიშვნებისაგან ირკვევა, რომ ვოლფის სახელმძღვანოლოს გარდა მან ისარგებლა პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის მასალებისგან.

პოსტის ავტორი: egri3 თარიღი: Oct 23 2008, 12:31 PM

უნდა ვიპოვოთ შენობის კომენდანტი და შევთავაზოთ ბარომეტრი, თუკი გვეტყვის შენობის სიმაღლეს.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Apr 1 2009, 06:15 PM

***
"ყველაფერი რაც სავარაუდოა - სავავარაუდოდ მცდარია ".

რენე დეკარტი

***
"ნებისმიერი, ვინც არითმეტიკით დასაქმებაზე უარს იტყვის განწირულია სისულეების ლაპარაკისათვის".
ჯონ მაკარტნი

***
"რელიგია და მათემატიკა ერთი და იგივე საღვთო სიზუსტის სხვადასხვა გამოხატულებაა".
კარდინალი მიხაელ ფაულჰაბერი.

***
"ჭეშმარეტების დასამტკიცებლად მათემატიკოსებს იმდენი მტკიცებულება აქვთ, რომ აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მათი კვლევის საგანი უმარტივესი უნდა იყოს".
რენე დეკარტი


***
"მათემატიკოსები, რომლებიც მხოლოდ მათემატიკოსები არიან, ცხადია სწორად აზროვნებენ, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუ მათ ყველაფერს განსაზღვრებებით და პრინციპებით ავუხსნით; სხვა შემთხვევაში ისინი არიან აზროვნებით შემოსაზღვრულნი და აუტანელნი, რადგანაც მხოლოდ მაშინ ფიქრობენ, როდესაც საქმე ცხად პრინციპებს ეხება".
ბლეზ პასკალი

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Apr 2 2009, 01:27 PM

ცნობილი ფიზიკოსი (თეორეტიკოსი) ვოლფგანგ პაული (Wolfgang Pauli) ტექნიკურად მეტად მოუხერხებელი კაცი ყოფილა. ლაბორატორიაში როცა შევიდოდა, სულ რაღაცას აფუჭებდა: ან ტეხავდა, ან ხელსაწყოებს ამტრევდა , უვარდებოდა და ასე შემდეგ. ეს "თვისება" იმდენად ცნობილი იყო უკვე, რომ თანამშრომელმა ექსპერიმენტატორებმა მას "პაულის ეფქტი " უწოდეს და ის ყალიბდებოდა ასე : "შეუძლებელია ერთ სისტემაში იმყოფებოდნენ პაული და მომუშავე ხელსაწყო " ... smile.gif

ვ. პაული სხვათაშორის უკანასკნელი ავსტრიელი ფიზიკოსი იყო, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო (1945 წ.). პაული ასევე "ღამის ტიპი" ყოფილა, მუშაობდა ძირითადად ღამით.

(*პაულის პრინციპი ფიზიკის მცოდნეებმა კი იცით რაც არის. არაფიზიკოსებითვის კი უნდა ეწეროს თემაში "ფიზიკის ძირითადი კანონები" და შეგიძლიათ ინტერესის შემთხვევაში იქ იხილოთ ).


***
ერთმა სკოლის მოსწავლე გოგონამ ალბერტ აინშტაინს მიწერა წერილი, სადაც ჩიოდა, რომ პრობლემები აქვს მათემატიკაში. აინშტაინმა კი უპასუხა : ეგ არაფერია, დამიჯერე შენზე მეტი პრობლემები მე მაქვს მათემატიკაშიო smile.gif


***
ამერიკელი მათემატიკოსი და კიბერნეტიკის დამფუძნებელი ნორბერტ ვინერი [ Norbert Wiener (1894-1964)] უნივერსიტეტის ეზოში მიმავალი გააჩერა ერთმა სტუდენტმა და რაღაც მათემატიკური კითხვა მაქვსო და პასუხი სთხოვა. ვინერმა უპასუხა სტუდენტს რაც აინტერესებდა და მერე ეკითხება : "მე რომელი მხრიდან მოვედი, აქედან თU უკან ვბრუნდებოდი?" . სტუდენტმა აჩვენა მიმართულება , საიდანაც შეხვედრამდე ვინერი მოდიოდა. "აჰა" - უთხრა ვინერმა - "ესეიგი ეგ ნიშნავს , რომ ჯერ არ მისადილია" და გზა გააგრძელა სასადილოს მიმართულებით smile.gif


***
აინშტაინის დაუკვირვებლობაზე ბევრი მართალი ანეკდოტი დადის, ერთერთი შემდეგი: აინშტაინი ზის მატარებელში სადღაც მიემგზავრება და ამ დროს მოვა კონტროლიორი და ბილეთის ჩვენებას სთხოვს. მივარდება აინშტაინი ჩანთას და იქექება , იქექება, ამოყარა ყველაფერი. კონტროლიორი დგას ელოდება რამდენიმე წუთი და ბოლოს ეუბნება: "არ არის საჭირო ბატონო პროფესორო, მე თქვენ გიცნობთ და ვიცი უბილეთოთ არ იმგზავრებთ".
აინშტაინი მაინც აგრძელებს ქექვას და პასუხობს: "არა, მაგის გამო არ ვეძებ, არამედ არ მახსოვს სად უნდა ჩამოვიდე" . smile.gif

პოსტის ავტორი: poligloti თარიღი: May 23 2009, 05:00 PM

მატერიალისტები იკვლევენ ახალ აღმოჩენამდე და მორწმუნეები კი მზად არიან მომავალ შეხვედრამდე .

მატერიალისტები ისე ცხოვრობენ როგორც ცხოველები და მორწმუნეები კი ემზადებიან მომავლისთვის.

მეცნიერებმა ახალ რამ აღმოაჩინა და სიხარულით ამაყობდნენ და ბოლოს სიკვდილის დროს უკვე ნანობდნენ ღმერთში რატომ არ ვეძიეო....

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: May 23 2009, 06:19 PM

poligloti

ციტატა
მატერიალისტები ისე ცხოვრობენ როგორც ცხოველები და მორწმუნეები კი ემზადებიან მომავლისთვის.

უკაცრავად, ეს რა შუაშია ამ თემასთან ?

პოსტის ავტორი: laziale თარიღი: May 23 2009, 06:39 PM

ციტატა(staywhite @ May 23 2009, 06:19 PM) *

poligloti

უკაცრავად, ეს რა შუაშია ამ თემასთან ?

არვიცი ღმერთმანი..

პოსტის ავტორი: @@@@@ თარიღი: Jul 25 2009, 11:59 AM

საკმაოდ საინტერესო სტატიაა:
http://omedia.ge/blog/nature_of_universe/

ცოტა არ იყოს არასასიამოვნო სათაურია მაგრამ წაკითხვად ღირს...

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jul 25 2009, 03:25 PM

@@@@@

ციტატა
საკმაოდ საინტერესო სტატიაა:
თამაშობს თუ არა ღმერთი კამათლით?

საზღვარგარეთიდან არ იხსნება sad.gif თუ ძალიან ბევრი არ არის, იქნებ აქ ჩააკოპირო ან სხვა , უცხოურ სერვერზე ატვირთო smile.gif მადლობა წინასწარ yvavilebi.gif

პოსტის ავტორი: @@@@@ თარიღი: Jul 25 2009, 08:46 PM

staywhite
გთავაზობთ ცნობილი ფიზიკოსის და ასტორომის, სტივენ ჰოუკინგის ერთ-ერთი საჯარო ლექციის თარგმანს.

ლექცია ეხება ბუნების, სამყაროს დეტერმინიზირების საკითხს. ანუ, ჩვენ შეგვიძლია, რომ ვიწინასწარმეტყველოთ (გამოვიცნოთ) მომავალი, თუ ის თვითნებური და შემთხვევითია?

მაშ ასე, დავიწყოთ smile.gif
თამაშობს თუ არა ღმერთი კამათლით?

უძველეს დროში, ეჩვენებოდათ, რომ ბუნება თვითნებურია. ნებისმიერი სახის უბედურება, კატასტროფა, მაგალითად, წარღვნა ან რომელიმე დაავადების გავრცელება ხდებოდა ყოველგვარი „გაფრთხილების“, რაიმე ცხადი მიზეზის გარეშე. შესაბამისად, იმ დროს ხალხი ყოველ ასეთ მოვლენას მიაწერდა ღმერთებს და ზებუნებრივ ძალებს. არავინ იცოდა და ვერავინ გამოიცნობდა, თუ რას მოისურვებდნენ და გააკეთებდნენ ისინი. ერთადერთი, რასაც ადამიანები მოიმოქმედებდნენ მათი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, ეს იყო სხვადასხვა შესაწირები, ძღვენები და რიტუალები ღმერთებისთვის…

თანდათანობით, მიუხედავად ყველაფრისა, ადამიანებმა შეამჩნიეს გარკვეული სისტემურობა, კანონზომიერებები ბუნების ქცევაში. ეს კანონზომიერებები ყველაზე უფრო ცხადად პირველად შენიშნეს ციური სხეულების მოძრაობაში, ცაზე დაკვირვებისას. ასე, რომ ასტრონომია იყო პირველი მეცნიერება, რომელიც განვითარდა.
ეს კანონზომიერებები მათემატიკურად აღწერილი და გამყარებული იქნა ნიუტონის მიერ 300 წლის წინ და ჩვენ დღემდე ვიყენებთ მისი მოძრაობის კანონებს, რომ განვსაზღვროთ ციური სხეულების მოძრაობა.
ნელ-ნელა აღმოჩნდა, რომ ბუნების სხვა მოვლენებიც ასევე აღიწერებიან გარკვეული კანონებით. ამ ყველაფერმა მეცნიერები მიიყვანა ე.წ. „სამეცნიერო დეტერმინიზმის“ იდეამდე, რომელიც პირველად სახალხოდ გააჟღერა ფრანგმა მეცნიერმა ლაპლასმა. ის დაახლოებით ასეთ რამეს ამბობდა:

თუ, დროის რომელიმე მომენტში ჩვენ გვეცოდინება სამყაროს ყველა ნაწილაკის მდებარეობა და სიჩქარე, მაშინ ჩვენ შევძლებთ, რომ ვიწინასწარმეტყველოთ ნებისმიერი მოვლენა მომავალში და აღვადგინოთ ნებისმიერი მოვლენა წარსულში.

არსებობს ასეთი გადმოცემა, რომ როდესაც ნიუტონმა ჰკითხა მას, თუ როგორ ჯდებოდა ამ სისტემაში ღმერთი, მან უპასუხა: „სერ, მე არ მჭირდება მსგავსი ჰიპოთეზები“. მე არ ვფიქრობ, რომ ლაპლასი ამტკიცებდა, რომ ღმერთი არ არსებობს, უბრალოდ ის არ ერევა ფიზიკის კანონებში! ეს უნდა იყოს ყველა მეცნიერის პოზიცია. ბუნების კანონი აღარ არის ბუნების კანონი, თუ ნებისმიერი სუპერძალა როცა მოისურვებს დაარღვევს მათ…

იდეა, რომ სამყაროს მდგომარეობა დროის მოცემულ მომენტში გვაძლევს საშუალებას, ვიწინასწარმეტყველოთ მისი მდგომარეობები ნებისმიერ სხვა დროს, გახდა მეცნიერების ცენტრალური პრინციპი ლაპლასის შემდეგ. ის გულისხმობს, რომ ჩვენ პრინციპში შეგვიძლია მომავლის წინასწარმეტყველება. პრაქტიკულად ეს არც ისე ადვილია (რბილად რომ ვთქვათ biggrin.gif) შესაბამისი განტოლებების სირთულის და რაოდენობის გამო. მიუხედავად ამ სირთულეებისა, ეს იდეა დომინირებდა მეცნიერებაში მთელი XIX საუკუნის მანძილზე. თუმცა, XX საუკუნეში ფიზიკის განვითარებამ გამოკვეთა ორი საკითხი, რომლებმაც აჩვენეს, რომ ლაპლასის ხედვა, მომავლის სრულიად წინასწარმეტყველების შესახებ, ვერ იქნებოდა რეალიზებული.

პირველი, ეს არის კვანტური მექანიკა, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა გერმანელმა ფიზიკოსმა მაქს პლანკმა. მან გამოთქვა იდეა, რომ ნებისმიერი ნაწილაკი შეიძლება, ასხივებდეს მხოლოდ გარკვეული პორციებით, კვანტებით. მას არ ჩაუდია ამაში რაიმე ფიზიკური აზრი, მხოლოდ როგორც მათემატიკური ხერხი ისე გამოიყენა. შემდეგში სხვა მეცნიერები შეეცადნენ, რომ ეპოვნათ სხვა მოვლენები, რომლებიც იხსნებოდნენ კვანტური თეორიით. მაგალითად, აღმოჩნდა, რომ ელემენტარული ნაწილაკები იქცევიან, როგორც ბზრიალა სათამაშოები. ისინი ბრუნავენ რაღაც ღერძის გარშემო, მაგრამ სპინის რაოდენობა ვერ იქნება ნებისმიერი სიდიდის. მას აქვს გარკვეული დაკვანტული მნიშვნელობები რომლებიც რაღაც სიდიდის ჯერადია. ყველაფერი კარგად იყო 1926 წლამდე, ვიდრე ასევე გერმანელმა ფიზიკოსმა ჰაიზენბერგმა არ აღმოაჩინა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ერთდროულად ზუსტად გავზომოთ ნაწილაკის მდებარეობა და სიჩქარე (ჰაიზენბერგის განუზღვრელობის პრინციპი). ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ მიკროსამყაროში გაზომვისას შეტანილი შეშფოთება პრინციპული ხასიათისაა. რაც უფრო ზუსტად გავზომავთ ნაწილაკის სიჩქარეს, მით უფრო ნაკლებად ზუსტად შევძლებთ მისი მდებარეობის განსაზღვრას და პირიქით. ჰაიზენბერგის განუზღვრელობის პრინციპი ფორმულირდება შემდეგნაირად:

კოორდინატის გაზომვის ცდომილება გამრავლებული სიჩქარის გაზომვის ცდომილებაზე, ყოველთვის მეტია ვიდრე (h) პლანკის მუდივა გაყოფილი მასაზე.

ცხადია, რომ თუ ზუსტად გავზომავთ ნაწილაკის მდებარეობას, მაშინ არაფერი ვიცით მისი სიჩქარის შესახებ და პირიქით. შესაბამისად, ლაპლასის იდეას, რომელიც გულისხმობდა, რომ ჩვენ ერთდროულად, დროის ერთი და იგივე მომენტში უნდა გვცოდნოდა ნაწილაკების სიჩქარეები და მდებარეობა, ჰაიზენბერგის პრინციპი ძირს უთხრის, რადგან რეალურად შეუძლებელია ამ ორი სიდიდის ერთდროულად ზუსტად გაზომვა. ასე, რომ როგორი სწრაფი კომპიუტერებიც არ უნდა გვქონდეს ზემოთნახსენები განტოლებების დასათვლელად, აზრი აღარ აქვს, რადგან თუ არასწორი მონაცემები გადავეცით, შედეგადაც არასწორ გამოთვლებს მივიღებთ.

ეინშტეინს ძალიან აწუხებდა შემთხვევითობის პრობლემა. მისი საყვარელი ფრაზა იყო: „მე არ მჯერა, რომ ღმერთი კამათელს აგორებს“. იგი თვლიდა, რომ განუზღვრელობის პრინციპი დროებითია, რომ ნაწილაკებს აქვთ მკაცრად განსაზღვრული სიჩქარე და მდებარეობა და რომ ისინი აღიწერებიან დეტერმინიზირებული კანონებით ლაპლასის პრინციპის მიხედვით. იგი ამბობდა, რომ ეს ყველაფერი ღმერთისთვის ნათელია და ჩვენ სინათლის კვანტური ბუნების გამო ვერ ვხედავთ ამას.

სხვა მეცნიერები უფრო მზად აღმოჩნდნენ XIX საუკუნის დეტერმინიზმის ხედვის მოდიფიცირებისთვის. კვანტური თეორია განავითარეს ჰაიზენბერგმა, ავსტიელმა მეცნიერმა შრედინგერმა და ინგლისელმა ფიზიკოსმა დირაკმა. კვანტური მექანიკა დაახლოებით 70 წელია რაც არსებობს და დღემდე ბოლომდე არ არის გაგებული და აღიარებული იმ ხალხისგანაც კი, ვინც იყენებს ამ მოდელს გამოთვლებში. კვანტური თეორია ეს მთლიანად სხვა სურათია ფიზიკური სამყაროსი და რეალობის. კვანტურ მექანიკაში ნაწილაკებს არ გააჩნიათ ცალსახად განსაზღვრული პოზიცია და სიჩქარე. ისინი წარმოდგენილი არიან ე.წ. ტალღური ფუნქციით (რაც გულისხმობს სივრცის სხვადასხვა წერტილებში რაღაც მნიშვნელობების მოცემას). ტალღის სიგრძე გვაძლევს ალბათობას, რომ ნაწილაკი აღმოჩნდება სივრცის კონკრეტულ წერტილში. სიდიდე, რომლითაც იგი იცვლება წერტილიდან წერტილამდე გვაძლევს ნაწილაკის სიჩქარეს. ვთქვათ ტალღურ ფუნქციას აქვს მკვეთრი პიკი სივრცის რაიმე პატარა არეში. ეს ნიშნავს, რომ მდებარეობის განუზღვრელობა მცირეა. თუმცა ფუნქცია ძალიან სწრაფად შეიცვლება პიკის მახლობლად რაც ნიშნავს, რომ სიჩქარის განუზღვრელობა დიდი იქნება. შესაბამისად, შეიძლება გვქონდეს ტალღური ფუნქცია, რომელშიც მდებარეობის განუზღვრელობა იქნება დიდი, ხოლო სიჩქარის — მცირე.

ტალღური ფუნქცია შეიცავს ყველაფერს, რაც შეიძლება ვიცოდეთ ნაწილაკის შესახებ — მათ სიჩქარეებსაც და მდეობარეობასაც. თუ ჩვენ ვიცით ტალღური ფუნქცია დროის ერთ მომენტში, მაშინ ჩვენ შეგვიძლია შრედინგერის განტოლებით ვიპოვოთ იგი დროის სხვა მომენტშიც. ეს წააგავს დეტერმინიზმს, მაგრამ არა ლაპლასის ხედვით. იმის მაგივრად, რომ ვიწინასწარმეტყველოთ ნაწილაკის სიჩქარე და მდებარეობა, ჩვენ ვწინასწარმეტყველებთ ტალღურ ფუნქციას, რომელიც გვაძლევს ალბათობებს ნაწილაკის სივრცის მოცემულ წერტილში აღმოჩენისას და მისი სიჩქარისას. რაც მხოლოდ ნახევარია იმისა რასაც ლაპლასი გულისხმობდა…

ასევე პრობლემას ქმნის გრავიტაცია, რომელიც ისე ამრუდებს სივრცე-დროს, რომ არსებობს ისეთი არეები, რომლებსაც ჩვენ უბრალოდ ვერ ვაკვირდებით.

საინტერესოა, რომ 1799 წელს ლაპლასმა გამოაქვეყნა წერილი, სადაც იგი ამბობდა, რომ არსებობენ ისეთი ვარსკვლავები, რომლებსაც აქვთ იმდენად მძლავრი გრავიტაციული ველი, რომ თვით სინათლის სხივიც ვერ გამოდის მათგან. იგივე იდეა გამოთქვა 16 წლის წინ მიტჩელმა. ისინი, ორივე ფიქრობდნენ რომ სინათლის სხივი ეს არის ნაწილაკების ნაკადი და ხსნიდნენ გრავიტაციული ველის ასეთ ზემოქმედებას მასზე. 1887 წელს მაიკელსონმა და მორლიმ ჩაატარეს შესანიშნავი ექსპერიმენტი, რომელშიც აჩვენეს, რომ სინათლეს აქვს ყოველთვის ერთი და იგივე სიჩქარე მიუხედავად იმისა, საიდან მოდის იგი. შეუძლებელი იყო, რომ სივრცეზე და დროზე მაშინდელი მოსაზრებებით აეხსნათ ეს მოვლენა. მაგრამ 1915 წელს გამოქვეყნებული აინშტაინის რევოლუციური ფარდობითობის ზოგადი თეორია მთლიანად ცვლის ჩვენს წარმოდგენებს სივრცეზე და დროზე. იგი განიხილავს ერთ ობიექტს სივრცე-დროს, რომელშიც ორივე (სივრცეც და დროც) არ არიან დამოუკიდებლები და განცალკევებულები, ისინი ერთი ობიექტია. მათ უბრალოდ აქვთ სხვადასხვა მიმართულება ერთ ობიექტში — „სივრცე-დრო“. აინშტაინი ამბობდა, რომ სივრცე-დრო არ არის ბრტყელი, მას ამრუდებენ მასში არსებული მატერია და ენერგია.

წარმოვიდგინოთ გაჭიმული ნაჭერი და მასში მოთავსებული მასიური სხეული (ნახსენები ვარსკვლავის ანალოგად). ცხადია, რომ ეს სხეული თავისი წონის გამო მის მახლობლად გაამრუდებს ნაჭერს. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ამ ნაჭერზე ვიღაცამ გააგორა ბურთულა. გასაგებია, რომ ამ ბურთის მოძრაობის ტრაექტორია გამრუდდება მასიური სხეული მახლობლად, იმის მაგივრად, რომ იყოს სწორხაზოვანი. დაახლოებით ეს არის სივრცე-დროის გამრუდების ადვილად წარმოსადგენი მაგალითი. 1919 წელს ბრიტანულმა ექსპედიციამ ჩაატარა ექსპერიმენტი დასავლეთ აფრიკაში საიდანაც აკვირდებოდნენ ვარსკვლავებიდან მოსულ სინათლის სხივებს, რომლებიც გაივლიდნენ მზის მახლობლად. მათ ნახეს, რომ ვარსკვლავების გამოსახულება იყო წანაცვლებული, რაც გამოწვეული იყო სინათლის სხივის ტრაექტორიის შეცვლით. ფარდობითობის ზოგადი თეორია იქნა მიღებული smile.gif



წარმოვიდგინოთ ახლა უფრო მეტად და მეტად ძმიმე და მკვრივი სხეული ჩვენს ნაჭერზე. იგი უფრო მეტად ჩაზნიქავს მას და რომელიღაც კრიტიკულ მომენტში გაჩნდება ხვრელი ჩვენს ნაჭერზე (ბუნებრივია ნაჭერი გაიხევა). ამის შემდეგ ყველა ბურთულა ჩავარდება ამ ხვრელში და არაფერი ამოვა იქიდან.

რა ხდება სივრცე-დროში ამის ანალოგად? ვარსკვლავი ამრუდებს სივრცე-დროს მის მახლობლად და რაც უფრო მასიური და კონცენტრირებულია მით უფრო მეტად და მეტად.. მასიური ვარსკვლავები ჩაქრობის შემდეგ იწყებენ გაციებას და შეკუმშვას და საბოლოოდ ისინი ისე ამრუდებენ მათ მახლობლად სივრცე-დროს, რომ ქმნიან ზუსტად ისეთივე ხვრელს, როგორიც განვიხილეთ ნაჭრის მაგალითზე. სინათლესაც კი არ შეუძლია იქიდან გამოსვლა. ასეთ ობიექტებს ეწოდათ შავი ხვრელები.

დღეს ჩვენ შეგვიძლია, რომ დავაკვირდეთ შავ ხვრელებს და ვიცით, რომ ისინი ნამდვილად არსებობენ ჩვენი გალაქტიკის ცენტრში. რა მნიშვნელობა აქვთ მათ დეტერმინიზმის საკითხთან?? პასუხი წერია სტიკერზე, რომელიც მე მაქვს გაკრული კარებზე:

შავი ხვრელები არიან ჩვენი მეთვალყურეობის მიღმა

არამარტო ნაწილაკები, არამედ უბედური ასტორავტებიც (biggrin.gif) რომლებიც მოხვდებიან შავ ხვრელში ვეღარასოდეს ამოვლენ იქიდან; და რაც ყველაზე მთავარია, ინფორმაცია რომელსაც ის ობიექტები ატარებენ, რომლებიც მოხვდებიან შავ ხვრელში სამუდამოდ დაკარგული იქნება ჩვენთვის. მინიმუმ, სამყაროს იმ არიდან, რომლიდანაც ჩვენ ვაკვირდებით (ვუყურებთ) შავ ხვრელებს.



შავი ხვრელების შემთხვევაში სიტუაცია უფრო განსხვავებულია ვიდრე განუზღვრელობის და კვანტურობის პრობლემაში. რაც არ უნდა მოხვდეს შავ ხვრელში, შედეგად ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, მხოლოდ საერთო მასა. ანუ, აღარ გვაქვს ერთი-ერთზე შესაბამისობა საწყის და საბოლოო მდგომარეობებს შორის, რასაც გულისხმობდა ლაპლასი დეტერმინიზმის იდეაში. შედეგი ერთია, რომ ნებისმიერი ინფორმაციას ჩვენ ვკარგავთ შავ ხვრელში (სამყარის იმ არიდან მაინც საიდანაც ვაკვირდებით შავ ხვრელს). შესაბამისად არ შეგვიძლია, არსებული მდგომარეობიდან ვიწინასწარმეტყველოთ შემდეგი მდგომარეობა. კვანტურ თეორიაში ჩვენ შეგვეძლო რაღაც დოზით მაინც ამის კეთება ტალღური ფუნქციის დათვლით, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ მთლიანად ვკარგავთ ინფორმაციას. ასე, რომ აინშტაინი ორმაგად ცდებოდა, როდესაც ის ამბობდა, რომ ღმერთი კამათლით არ თამაშობს, რომ მოვლენები წინასწარგანსაზღვრულია. ღმერთი აგორებს კამათელს და თან ხანდახან შავ ხვრელშიც აგდებს, რომ ჩვენ ვერაფერი გავიგოთ biggrin.gif

შევაჯამოთ, რისი თქმა მინდოდა ამ ლექციაში. მთავარი შეკითხვა: სამყარო რენდომულად, თვითნებურად ვითარდება თუ ის დეტერმინიზირებულია? კლასიკური შეხედულებებით ნაწილაკების მოძრაობა მთლიანად განსაზღვრადი იყო თუ ჩვენ გვეცოდინებოდა მათი სიჩქარეები და მდებარეობები. მაგრამ კვანტურმა თეორიამ და ჰაიზენბერგის განუზღვრელობის პრინციპმა დაგვანახა, რომ ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ ნაწილაკის სიჩქარეს და მდებარეობას ერთრდოულად ორივეს ზუსტად, ხოლო შავი ხვრელების ეფექტმა გვიჩვენა, რომ ჩვენ მთლიანად ვკარგავთ ინფორმაციას იმ ნაწილაკებზე, რომლებიც მოხვდებიან მასში. ასე, რომ სამყაროს მომავალი არ არის მთლიანად განსაზღვრადი ფიზიკის დღეისთვის ცნობილი კანონებით. ყოველ შემთხვევაში, ლაპლასის ხედვით მაინც.

ღმერთს კვლავ აქვს შემონახული სხვადასხვა ხრიკები ჩვენს მოსატყუებლად smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jul 25 2009, 09:00 PM

@@@@@
პირველ რიგში დიდი მადლობა smile.gif საინტერესო სტატიაა და მეტად პოპულარულ ენაზე დაწერილი. მადლობთ smile.gif არაფიზიკოსებისთვის მეტად გასაგები.

ციტატა
უბრალოდ ის არ ერევა ფიზიკის კანონებში! ეს უნდა იყოს ყველა მეცნიერის პოზიცია. ბუნების კანონი აღარ არის ბუნების კანონი, თუ ნებისმიერი სუპერძალა როცა მოისურვებს დაარღვევს მათ…

ძალიან ლამაზი გამონათქვამია smile.gif

პოსტის ავტორი: @@@@@ თარიღი: Jul 25 2009, 09:45 PM

staywhite

ციტატა
საინტერესო სტატიაა და მეტად პოპულარულ ენაზე დაწერილი. მადლობთ არაფიზიკოსებისთვის მეტად გასაგები.

გამხსენდა ამავე ფორუმზე დაწერილი დოჩანაშვილის სიტყვები:

"მაგრამ გინდათ, დიდი საიდუმლო გაგანდოთ? იცით, რომ შემოქმედი არ არსებობს? ისინი ყველანი მეორადები არიან, შავი მუშები, გადამწერები. ხელოვნება სულიმინდაა. სულიწმინდის მადლი, ღმერთი ქმნის მათი ხელით. იბლიიდან მოდიან ბახიც და მიქელანჯელოც. რუსთაველის ყველა აფორიზმი ბიბლიურია და, საერთოდ, შემოქმედის დანიშნულებაა, ბიბლია უბიბლიოდ მოიტანოს ადამიანებამდე. ბიბლიიდან მოდიან შოთაც, ილიაც, აკაკიც, ნიკო ლორთქიფანიძე – ჩვენი სინდისი და პატიოსნება"

რაღაც მსგავსებას ვხედავ : )

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jul 25 2009, 09:58 PM

@@@@@

ციტატა
რაღაც მსგავსებას ვხედავ : )

მე ფილოლოგებს ვერ ვენდობი smile.gif მაგრამ ვისაც ვენდობი, ის დაგიციტატე და ჭეშმარიტი გამონათქვამია: არ შეიძლება იცვლებოდეს ბუნების კანონი "ხოშისამებრ" , თუნდაც უფალი ყოვლისშემძლეა smile.gif მაგრამ რამდენადაც ის ზეგონია, იმას არ ეშლება ეს და არც შეცვლის . მთავარია ჩვენ ბოლომდე მივაგნოთ ამ კანონებს.

პ.ს. მაგ ლინკს სამწუხაროდ ვერ ვხსნი, თორემ წავიკიტხავდი დროის ქონების შემთხვევაში რაიმე მსგავს სტატიებს.

პოსტის ავტორი: @@@@@ თარიღი: Jul 25 2009, 10:12 PM

staywhite

ციტატა
მე ფილოლოგებს ვერ ვენდობი მაგრამ ვისაც ვენდობი, ის დაგიციტატე და ჭეშმარიტი გამონათქვამია: არ შეიძლება იცვლებოდეს ბუნების კანონი "ხოშისამებრ" , თუნდაც უფალი ყოვლისშემძლეა მაგრამ რამდენადაც ის ზეგონია, იმას არ ეშლება ეს და არც შეცვლის . მთავარია ჩვენ ბოლომდე მივაგნოთ ამ კანონებს.

მე ის ვიგულისხმე, რომ ამ სტატიაში თითქოს ფიზიკა უფიზიკოდაა გადმოცემლი, ძალიან მომწონს როცა ნებისმიერი მეცნიერების უდიდეს მიღწევებზე ყველასათვის გასაგებად ლაპრაკაობენ.

ციტატა
პ.ს. მაგ ლინკს სამწუხაროდ ვერ ვხსნი, თორემ წავიკიტხავდი დროის ქონების შემთხვევაში რაიმე მსგავს სტატიებს.

კონკრეტულად ამ საიტზე სხვას მეცნიერებაზე ვერაფერს ნახავ. ბლოგია რომელიც არ განახლებულა ალბათ უკვე წელიწადია, სულ 6 სტატიია დევს და ამ 6იდან დანარცენი ხუთის სათაურებს მაინც ყოველი შემთხვევისთვის დაგიკოპირებ და თუ რომელიმე დაგაინტერესებს მითხარი.

1. გრავატარები — ჩემ გვერდით ჩემი ავატარია
2. განუსაზღვრელი სიგანის CSS მენიუს ცენტრირება
3. ტეგების ღრუბლის გენერაცია
4. შემთხვევითი რიცხვები (როგორ ხდება შემთხვევითი რიცხვების გენერირება კომპიუტერში)
5. პირველი სმაილი


პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jul 25 2009, 10:26 PM

@@@@@

ციტატა
1. გრავატარები — ჩემ გვერდით ჩემი ავატარია
2. განუსაზღვრელი სიგანის CSS მენიუს ცენტრირება
3. ტეგების ღრუბლის გენერაცია
4. შემთხვევითი რიცხვები (როგორ ხდება შემთხვევითი რიცხვების გენერირება კომპიუტერში)
5. პირველი სმაილი

მე მგონი, არ იქნება ურიგო ამათი წაკითხვაც smile.gif თუ შეამატებ თემას რაიმეს, ძალიან მადლობელი დაგრჩებით yvavilebi.gif

პ.ს. არასპეციალისტი იუზერებისთვის ვიგულისხმე, თორემ მე პროგრამირებაში ვმუშაობ ახლა და ეგენი ცნობილია ჩემთვის.

პოსტის ავტორი: @@@@@ თარიღი: Jul 25 2009, 10:34 PM

staywhite
კი ბატონო, სიამოვნებით : ) ოღონდყველას ერთად არ დავდებ თორემ ძალიან დიდი "პოსტი" გამოვა და ნახევარზე მეტი 5-იდან არც ერთს მეტი არ წაიკითხავს


გრავატარები — ჩემ გვერდით ჩემი ავატარია

სიახლე აღარავისთვისაა, რომ ინტერნეტი სულ უფრო და უფრო „სოციალური“ ხდება. ყველა საიტზეა კომენტარის ფორმა, დარეგისტრირების საშუალება, საკუთარი აზრის გამოთქმის ფუნქცია. მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტი ნებისმიერი ვებსაიტისთვის მიმზიდველია — იგი უფასოა, განსხვავებული, უნიკალური და საიტის მომხმარებლებს დადებითად განაწყობს ხოლმე. „ისინი მე აზრს მეკითხებიან, ჩემი აზრიც მნიშვნელოვანია“ — ფიქრობს მომხმარებელი და მზადაა თავისი პატარა წვლილი შეიტანოს დიდი საიტის კონტენტში.

ამავე დროს, მას უნდა, რომ სხვადასხვა ბლოგზე, საიტზე, ფორუმზე დაგროვილი კომენტარებით იგი ხალხმა გაიცნოს და დაიმახსოვროს. ამიტომ, როგორც წესი, ირჩევენ ხოლმე რაიმე ზედმეტსახელს და ყველგან ამ სახელით ტოვებენ თავიანთ კვალს. ხოლო სადაც საშუალება აქვთ — აუცილებლად ავატარსაც იყენებენ, რაიმე ვიზუალური სიმბოლო ან თუნდაც ფოტო ხომ უფრო ადვილად დასამახსოვრებელია, ვიდრე უბრალოდ სახელი.

და სწორედ აქ დგება პრობლემა — რა ვქნათ მაშინ, როდესაც გვსურს, რომ მომხმარებელს ავატარის ქონის სიამოვნებაც არ წავართვათ და არც რეგისტრაციით გავურთულოთ ცხოვრება? რათქმაუნდა, ეს მაშინ, როცა საუბარია ბლოგზე, უბრალო კომენტარებზე სტატიის ქვეშ, კომპანიის სტუმართა წიგნზე ან მსგავს საიტებზე, სადაც მომხმარებლის დარეგისტრირება ზედმეტი თავისტკივილი იქნება. სადაც მომხმარებელი შეიძლება შემთხვევით მოხვდა საძიებო სისტემიდან და უცბად სურს კომენტარის დაწერა, წინასწარი პროცედურების გავლის გარეშე. მარტივად და სწრაფად... სწორედ ამისთვის არსებობს გრავატარების სერვისი.

რა არის გრავატარი?

გრავატარი, ანუ Gravatar იშიფრება, როგორც Globally recognized avatar. სერვისის იდეა ძალიან მარტივია — შედიხარ საიტზე gravatar.com, ერთხელ რეგისტრირდები, ტვირთავ შენ ავატარს და შემდეგ, ყველა საიტზე, რომელსაც აქვს გრავატარის მხარდაჭერა, კომენტარის დაწერისას იგი ავტომატურად გამოჩნდება.

როგორ? ძალიან მარტივად. პრინციპი შემდეგშია: გრავატარზე რეგისტრაციისას უთითებ შენი ელფოსტის მისამართს. ავატარის ატვირთვისას კი, სისტემა ახდენს ამ ელფოსტის მისამართის ასოცირებას შენ ავატართან. ამის შემდეგ კი, ნებისმიერ საიტს, შენი კომენტარის გამოტანისას, შეუძლია გაუგზავნოს მოთხოვნა გრავატარების სერვისს და „გამოართვას“ შენი ავატარი, ელფოსტის მისამართის მიხედვით. და რადგანაც შენი ავატარი ერთ ადგილზე ინახება, ნებისმიერ დროს შეგიძლია ახალი დაიყენო და ისიც, ყველა საიტზე, სადაც ოდესმე გაგიკეთებია კომენტარი, ავტომატურად განახლდება.

იდეა მარტივი და გენიალურია ელფოსტის მისამართი ხომ ის ერთადერთი რამეა, რასაც ყველაზე იშვიათად იცვლი და რაც უნიკალურია. სხვადასხვა საიტზე კომენტარების დაწერსას შეიძლება სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად დაწერო შენი ნიკი, ასო მოაკლო, დაუმატო, ან საერთოდ სხვა სახელი მოგინდეს... ელფოსტის მისამართს კი ყველგან ერთნაირს წერ, ნუ, ძირითად შემთხვევებში. თანაც, ერთნაირი ზედმეტსახელი შეიძლება მსოფლიოს მასშტაბით რამოდენიმე მომხმარებელს ქონდეს. ელფოსტის მისამართი კი — ყველასთვის უნიკალურია.

ასერომ, ელფოსტა ერთადერთი ელემენტია, რომელიც თითქმის ყოველთვის ერთნაირია და რომლით მომხმარებლის იდენტიფიცირებაც ყველაზე უტყუარია მსოფლიო აბლაბუდაში.

ცოტა ისტორია

ზევით აღწერილი პრინციპის საქმეში გამოყენების იდეა პირველად კალიფორნიელ ვებდეველოპერ ტომ ვერნერს დაებადა. სწორედ იგია გრავატარის სერვისის გამომგონებელი და მისი შემქმნელი.

სერვისის პირველ ვერსიაზე მუშაობა ტომმა 2005 წელს დაიწყო. იგი მალე აიტაცა რამოდენიმე საიტმა და ბევრმა მომხმარებელმა. პოპულარობის ზრდასთან ერთად, იზრდებოდა რესურსებიც, რომელიც სერვერს ამ სერვისის შენახვისთვის ჭირდებოდა. ამიტომ, გამომგონებელმა გრავატარის მეორე ვერსიაზე დაიწყო მუშაობა და 2007 წლის თებერვალში მისი ბეტა ვერსია გაუშვა.

ახალ ვერსიაში ბევრად იყო გაუმჯობესებული კოდი, ავატარების შენახვის სისტემა და რესურსების დაბალანსება. ცვლილებები მომხმარებლის მხარესაც მოხდა — ახლა უკვე ატვირთული ფოტოს მოჭრა ან ინტერნეტში არსებული ფაილის მიმაგრებაც იყო შესაძლებელი. მომხმარებელს უკვე შეეძლო საკუთარ ანგარიშზე ორი სხვადასხვა ავატარი მიემაგრებინა და მარტივად გადართულიყო სასურველზე. ასევე დაემატა ფასიანი „პრემიუმ“ სერვისი, სადაც განუსაზღვრელი რაოდენობის ელფოსტების და ავატარების მიბმა შეიძლებოდა ერთ ანგარიშზე.

სიახლეებმა კიდევ უფრო მეტი მომხმარებელი მიიზიდა და მეორე ვერსიის გაშვებიდან 3 თვეში სერვისს 32 ათასი ახალი მომხმარებელი შეემატა!

როგორც მოსალოდნელი იყო, გრავატარებით კომპანია Automattic დაინტერესდა და 2007 წლის ოქტომბერში მან ტომ ვერნერისგან ეს სერვისი შეიძინა. ვინც არ იცით, სწორედ ეს კომპანიაა WordPress-ის შემქმნელი და მფლობელი. შეძენის შემდეგ, აუტომატიკმა ბევრად გააუმჯობესა გრავატარების წარმადობა და ყველა ფასიანი სერვისი მომხმარებლებს უფასოდ შესთავაზა.

ამ გარიგებამ უზარმაზარი როლი ითამაშა გრავატარების პოპულარიზაციაში. აუტომატიკს, როგორც ვორდპრესის მფლობელს და მსოფლიო ბლოგინგის ტრენდ-მეიკერს, არ გაჭირვებია ამ სისტემის თითქმის სტანდარტად გადაქცევა. მან მალევე მიაბა გრავატარები Wordpress.com-ის ბლოგ-ჰოსტინგ სერვისს და 2.5 ვერსიიდან მოყოლებული გრავატარების პლაგინი უკვე ნაგულისხმევად მოყვება ვორდპრესის ძრავს.

გრავატარები საკუთარ საიტზე

გრავატარების სისტემის იმპლემენტაცია საკუთარ საიტზე უმარტივესი ამოცანაა. ისეთი პოპულარული ძრავებისთვის, როგორიცაა Drupal, Expression Engine, IP.Board, Joomla და სხვები, უკვე არსებობს პლაგინები. თუ თქვენ რომელიმე სხვა ძრავს იყენებთ, მაშინ აუცილებლად იარსებებს მისთვისაც რაიმე პლაგინი ან მოდიფიკაცია. დაძებნეთ მწარმოებლის საიტზე ან გუგლში.

ხოლო თუ საკუთარი ძრავი გვაქვს ან ისეთი ძრავი, რომლისთვისაც ჯერ არ შეუქმნიათ გრავატარების პლაგინი, კოდში ჩარევა მოგვიწევს. მაგრამ, მინიმალურად.

გრავატარების საიტზე ჩასასმელად გვჭირდება მხოლოდ კონკრეტული მომხმარებლის გრავატარის მისამართის გაგება. გრავატარის საწყისი მისამართი კი აი ასეთია:

http://www.gravatar.com/avatar/940bbfd7e1ab7c6907222ebc30d6c205

ამ მისამართზე შესვლით დაინახავთ ჩემ ავატარს, რომელიც მიბმულია მისამართზე rocko@omedia.ge როგორ შედგა ეს მისამართი? აი ასე:


echo "http://www.gravatar.com/avatar/" . md5( strtolower( "rocko@omedia.ge" ) );



როგორც ვხედავთ, მისამართის პირველ ნაწილს, http://www.gravatar.com/avatar/ უნდა დავუმატოთ სასურველი მომხმარებლის ელფოსტის MD5 ჰეში. ამ შემთხვევაში, ელფოსტის ჰეშირებამდე მისი ყველა სიმბოლო ქვედა რეგისტრში ჩამომყავს, რადგან rocko@omedia.ge და roCKo@Omedia.Ge სხვადასხვა ჰეშს დამიბრუნებს. გრავატარებში კი ქვედა რეგისტრის ელფოსტის ჰეში ინახება.

ეს არის ის მინიმალური, რაც საჭიროა მომხმარებლის გრავატარის მისამართის გასაგებად მისი ელფოსტის მიხედვით. თუმცა, ამ მისამართში დამატებითი პარამეტრების გადაცემაც შეიძლება. მაგალითად, ზომის. ნაგულისხმევად, ამ მისამართით მიღებული გრავატარი იქნება 80x80 პიქსელზე ზომის (ყველა გრავატარი კვადრატულია). მაგრამ თუ გვინდა სხვა ზომაზე გამოტანა, შეგვიძლია მისამართს დავუმატოთ კიდევ ერთი პარამეტრი s= და გადავცეთ სასურველი ზომა პიქსელებში (მაქსიმუმ 512px):

http://www.gravatar.com/avatar/940bbfd7e1ab7c6907222ebc30d6c205?s=120

ეს მისამართი გამოიტანს გრავატარს ჩემი ელფოსტისთვის 120x120 პიქსელზე ზომით. ასევე, შეგვიძლია გადავცეთ იმ სურათის მისამართი, d= რომელიც ნაგულისხმევად უნდა გამოვიდეს იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი გრავატარების სერვისში დარეგისტრირებული არ არის და, შესაბამისად, არც ავატარი აქვს:

http://www.gravatar.com/avatar/50cfe8f4e170708ad6516b3fa1f3fc05?d=http%3A%2F%2Fomedia.ge%2Fimages%2Fdefault_avatar.png

ეს მისამართიც ავტომატურად გადამისამართდება d ცვლადში გადაცემულ სურათზე. სულ ეს იყო. დამატებითი ინფორმაციისთვის, პარამეტრებისთვის და მაგალითებისთვის იხილეთ ოფიციალური დოკუმენტაცია.

ასერომ, თქვენ საიტს უკვე აქვს გრავატარების მხარდაჭერა. ახლა ისღა დაგრჩენიათ, გაავრცელოთ გრავატარები თქვენ მომხმარებლებშიც, გააცნოთ ეს სერვისი, აუხსნათ მისი მუშაობის პრინციპი და მისცეთ მათ ერთმანეთის იდენტიფიცირების მარტივი საშუალება.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jul 25 2009, 10:45 PM

@@@@@
საინტერესო ინფორმაციაა, მაგრამ ვიმედოვნებ დანარჩენები უფრო მეცნიერებასთან იქნება კავშირში smile.gif მაგალითად რანდომრიცხვები. მიუწერე ასევე ავტორები, თუ იცი smile.gif

პოსტის ავტორი: @@@@@ თარიღი: Jul 26 2009, 12:03 PM

staywhite
არც ერთი არაა კავშირში, რანდომული რიცხვები მეტ-ნაკებად... მაგრამ ეგ სტატია ისეთი სურათებით არის ურომლისოდაც წაკითხვას აზრი არ აქვს და იმ სურათებს კიდე ვერ ვაკოპირებ : (
ამიტომ მომიწევ უბრალოდ ლინკის დადება...

http://omedia.ge/blog/random_numbers/

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jul 26 2009, 01:28 PM

@@@@@

ციტატა
ამიტომ მომიწევ უბრალოდ ლინკის დადება...

დარწმუნებული ვარ მხოლოდ აქედან არ იხსნება და სხვა იუზერებს შეეძლებათ ნახვა, ინტერესის შემთხვევაში smile.gif

იმედია სხვებიც იაქტიურებენ და თემას შეავსებენ.

პოსტის ავტორი: @@@@@ თარიღი: Jul 28 2009, 10:27 AM

მარი სკლადოვსკა-კიური (1867-1934)

პოლონელმა ქალიშვილმა ფრანგი პროფესორი პარიზში გაიცნო... შემდეგ იყო ოფიციალური და ნახევრად ოფიციალური შეხვედრები... იყო პოლონეთთან განშორების დიდი გულისტკივილი, და... პანა სკლადოვსკა მადამ კიური გახდა.
მარი სკლადოვსკასა და მისი მეუღლე პიერ კიურის 1903 წელს მიენიჭათ ნობელის პრემია ფიზიკაში ბუნებრივი რადიოაქტიური ელემენტების გამოკვლევისათვის.
ქმრის გარდაცვალების შემდეგ შესრულებული შრომათა ციკლისათვის სტოკჰოლმის მეცნიერებათა აკადემიამ 1911 წელს მარი სკლადოვსკა-კიური მეორედ დააჯილდოვა ნობელის პრემიით, ამჯერად ქიმიაში. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ნობელის პრემია მიენიჭა ერთსა და იმავე სწავლულს ორ სხვადასხვა დარგში.
პრემიის მიღების ცერემონიაზე დედამ წაიყვანა უფროსი შვილი ირენი. ოცდაოთხი წლის შემდეგ ამ გოგონას იმავე დარბაზში იმავე პრემიას გადასცემენ თავის მეუღლე ფრედერიკ ჟოლიო-კიურისთან ერთად (მეუღლისა და მისი ოჯახის პატივსაცემად სიძემ კიურის გვარი მიიღო).
უნიკალური შემთხვევაა: დედა - მარი სკლადოვსკა, მამა - პიერ კიური, შვილი - ირენ კიური, სიძე - ფრედერიკ ჟოლიო, ოჯახის ოთხი წევრი და ნობელის ხუთი პრემია.
მსოფლიოს ყველა დროის გამოჩენილი ქალი მარი სკლადოვსკა-კიური დაიბადა ვარშავაში, პედაგოგთა ოჯახში. იგი მეხუთე შვილი იყო. 15 წლისამ ოქროს მედალზე დაამთავრა გიმნაზია, რეპეტიტორობით დაგროვებული თანხით სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა. მარი სობრონის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. შემდეგ იყო მეცნიერების დიდი სიყვარული, მეცნიერებისათვის თავგანწირვა და... მარი კიური 106 აკადემიისა და სამეცნიერო საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს. რადიოლოგიის ფუძემდებელი 67 წლისა სხივური დაავადებით გარდაიცვალა.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jul 28 2009, 01:24 PM

@@@@@

ციტატა
მარი სკლადოვსკა-კიური (1867-1934)

ძალიან საინტერესო პიროვნებები გაიხსენე smile.gif ნამდვილად ოთხნი იყვნენ: მარია და თავისი ქმარი პიერი + შვილი ირენე და სიძე ჟოლიო-კიური. თვით მარია კიური მეტად ნიჭიერი გოგონა იყო თავიდანვე, მაგრამ ამბობენ, რომ მისი პრესტიჟი ქმარმა წამოწია, ანუ პიერის გარეშე მას ამდენი მიღწევები არ ექნებოდა. თვით მის პიროვნებას რაც შეეხება, როგორც ბევრ სტატიაში ამაზე ხაზია გასმული და იქიდან ვიცი, თანამშრომლებს ძალიან არ უყვარდათ, ყოფილა მეტად ავყია და რაც პოლონელი ქალებისთვის ეროვნულად მახასიათებლად ითვლება - ავხორციც კი. რომელიმე ახალგაზრდა მეცნიერ თანამშრომელს , რომელიც მასთან პირად ურთიერთობაზე უარს იტყოდა, კარიერას უფუჭებდა. თუმცა, როგორც მეცნიერი , დიდი მიღწევები აქვს , მიუხედავად იმისა, რომ ქმრის ავტორიტეტი ბევრს წყვიტავდა.

პ.ს. პეირ კიური უსაშინლესი სიკვდილით აღესრულა, საგზაო კატასტროფაში მოყვა.

პოსტის ავტორი: death თარიღი: Jul 28 2009, 02:41 PM

staywhite

ციტატა
ყოფილა მეტად ავყია და რაც პოლონელი ქალებისთვის ეროვნულად მახასიათებლად ითვლება - ავხორციც კი


ისე ეს შედარება მეც ბევრჯერ გამიგია მაგრამ მაინც ვერ ვხვდები, რატომ თვლიან პოლონელ ქალებს ავხორცებათ. მაგრამ გაკვირვებას ამის ფონზე, პოლონეთის მკვეთრი კონსერვატიული პოლიტიკური და სოციალური მოწყობა იწვევს. თან 90-იანი წლების შუა რიცხვებში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით მოსალხეობის 84-88 % რელიგიურად ითვლება. რამდენადაც მახსოვს ეს მაჩვენებელი ჩვენზე მაღალია. სხვათაშორის რამდენადაც ვიცი პოლონეთში ბორდელები არც ლეგალურად არსებობს და არც არალეგალურად biggrin.gif მაგრამ პოლონლებს მაინც გარყვნილების სახელი აქვთ, რაც გაკვირვებას იწვევს smile.gif ერთი უნდა დავძებნო ვინმე ცნობილი პოლონელი სოციოლოგის ნაშრომი ამ საკითხზე smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jul 28 2009, 03:12 PM

death

ციტატა
ისე ეს შედარება მეც ბევრჯერ გამიგია მაგრამ მაინც ვერ ვხვდები, რატომ თვლიან პოლონელ ქალებს ავხორცებათ.

ეს დებულება მე რაც ვნახე, ამით მტკიცდება და ალბათ ბევრმა ნახა და ამიტომაც ჩამოყალიბდა ეს აზრი. ნაპოლეონი რომ პოლონეთში მიდიოდა, ჟონეფინამ უთხრა, არ მოგასვენებენ იქ ამ საქმეში ცნობილი პოლონელი ქალებიო (ე.ი. მაშინაც ეს სახელი ქონდათ). არა მხოლოდ ავხორცობა, არამედ ამბიციურობა ანუ გამორჩენის მიზნით.

გერმანელებს აქვთ გამოთქმა: პოლონელი არ ნიშნავს ეროვნებას, არამედ პროფესიას smile.gif

პოსტის ავტორი: @@@@@ თარიღი: Jul 31 2009, 11:33 AM

პეტრე კაპიცა (1894–1984)


იმჟამად პეტროგრადელი მხატვარი შალიაპინის პორტრეტზე მუშაობდა. სახელოსნოში ორი ახალგაზრდა შემოვიდა: "თქვენ მხოლოდ გამოჩენილ პიროვნებებს ხატავთ, დაგვხატეთ ჩვენც! გავხდებით ცნობილნი!" მასპინძელს გაეღიმა, მიიღო წინადადება. რას წარმოიდგენდა ხელოვანი, რომ მის წინ პოზირებდნენ მომავალი ნობელიანტები – სემიონოვი და კაპიცა.

პეტრე კაპიცა ფიზიკოს–ექსპერიმენტატორი იყო. მისი სახელი სიცოცხლეშივე ლამის ლეგენდად იქცა. ცნობილი სწავლული 1894 წელს დაიბადა კრონშტადტში. მამა გენერალი ჰყავდა, დედა – პედაგოგი. როგორც ბიოგრაფები წერენ, გიმნაზიის პირველი კლასიდან გარიცხეს, ბერძნული და ლათინური უჭირდა. სამაგიეროდ, რეალური სასწავლებელი ხუთებზე დაამთავრა. პირველსავე სამეცნიერო სტატიებში გამოჩნდა ჭაბუკი სპეციალისტის ორიგინალური აზროვნება. 1921 წელს ინგლისში აგზავნიან სტაჟირებაზე. კემბრიჯის უნივერსიტეტის კავენდიშის ლაბორატორიის დირექტორმა, ცნობილმა ფიზიკოსმა რეზერფორდმა აზალგაზრდა რუსი იმ პირობით მიიღო, რომ არ შეეგუებოდა კომუნისტურ პროპაგანდას. კაპიცა მთლიანად ჩაერთო სამეცნიერო მუშაობაში. 1929 წელს ინგლისის სამეცნიერო საზოგადოების ნამდვილ წევრად აირჩიეს.

უკვე ცნობილი მეცნიერი ყოველწლიურად ჩამოდიოდა სამშობლოში შვებულებით. ერთხელაც, მოსკოვში ჩამოსული საბჭოთა მთავრობამ ინგლისს აღარ გაუშვა. სამაგიეროდ 1934 წელს ფიზიკურ პრობლემათა ინსტიტუტის დირექორად დანიშნეს. რეზერფორდმა სახელოვან მოწაფეს უსასყიდლოდ გამოუგზავნა მთელი ლაბორატორია. კაპიცა მსოფლიო რანგის ფიზიკოსი გახდა. ნობელის პრემია 1978 წელს 84 წლისამ მიიღო. ნობელიანტი გარდაიცვალა 1984 წელს.

კაპიცა საქართველოში არაერთხელ ყოფილა და მრავალ კართველ ფიზიკოსთან ჰქონდა სამეცნიერო ურთიერთობა.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jul 31 2009, 12:14 PM

@@@@@

ციტატა
პეტრე კაპიცა (1894–1984)

ინფორმაციისთვის მივამატოთ, რომ კაპიცას დიდი დამსახურება აქვს ზედენადობის და დაბალი ტემპერატურების სფეროს გამოკვლევაში. იქნებ დრო გამოვნახო და მოკლედ, პოპულარულ ენაზე დავწერო მისი შრომების შესახებ.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Dec 5 2009, 12:28 PM

აინშტაინისა და თაგორის დიალოგი:


Беседа Эйнштейна и Рабиндраната Тагора



Эйнштейн: Вы верите в бога, изолированного от мира?


Тагор: Не изолированного. Неисчерпаемая личность человека постигает Вселенную. Ничего непостижимого для человеческой личности быть не может. Это доказывает, что истина Вселенной является человеческой истиной.


Чтобы пояснить свою мысль, я воспользуюсь одним научным фактом. Материя состоит из протонов и электронов, между которыми ничего нет, но материя может казаться сплошной, без связей в пространстве, объединяющих отдельные электроны и протоны. Точно так же человечество состоит из индивидуумов, но между ними существует взаимосвязь человеческих отношений, придающих человеческому обществу единство живого организма. Вселенная в целом так же связана с нами, как и индивидуум. Это – Вселенная человека.


Высказанную идею я проследил в искусстве, литературе и религиозном сознании человека.


Эйнштейн: Существуют две различные концепции относительно природы Вселенной:

1) мир как единое целое, зависящее от человека;

2) мир как реальность, не зависящая от человеческого разума.


Тагор: Когда наша Вселенная находится в гармонии с вечным человеком, мы постигаем ее как истину и ощущаем ее как прекрасное.


Эйнштейн: Но это – чисто человеческая концепция Вселенной.


Тагор: Другой концепции не может быть. Этот мир – мир человека. Научные представления о нем – представления ученого. Поэтому мир отдельно от нас не существует. Наш мир относителен, его реальность зависит от нашего сознания. Существует некий стандарт разумного и прекрасного, придающий этому миру достоверность – стандарт Вечного Человека, чьи ощущения совпадают с нашими ощущениями.


Эйнштейн: Ваш Вечный Человек – это воплощение сущности человека.


Тагор: Да, вечной сущности. Мы должны познавать ее посредством своих эмоций и деятельности. Мы познаем Высшего Человека, не обладающего свойственной нам ограниченностью. Наука занимается рассмотрением того, что не ограничено отдельной личностью, она является внеличным человеческим миром истин. Религия постигает эти истины и устанавливает их связь с нашими более глубокими потребностями; наше индивидуальное осознание истины приобретает общую значимость. Религия наделяет истины ценностью, и мы постигаем истину, ощущая свою гармонию с ней.


Эйнштейн: Но это значит, что истина или прекрасное не являются независимыми от человека.


Тагор: Не являются.


Эйнштейн: Если бы людей вдруг не стало, то Аполлон Бельведерский перестал бы быть прекрасным?


Тагор: Да!


Эйнштейн: Я согласен с подобной концепцией прекрасного, но не могу согласиться с концепцией истины.


Тагор: Почему? Ведь истина познается человеком.


Эйнштейн: Я не могу доказать правильность моей концепции, но это – моя религия.


Тагор: Прекрасное заключено в идеале совершенной гармонии, которая воплощена в универсальном человеке; истина есть совершенное постижение универсального разума. Мы, индивидуумы, приближаемся к истине, совершая мелкие и крупные ошибки, накапливая опыт, просвещая свой разум, ибо каким же еще образом мы познаем истину?


Эйнштейн: Я не могу доказать, что научную истину следует считать истиной, справедливой независимо от человечества, но в этом я твердо убежден. Теорема Пифагора в геометрии устанавливает нечто приблизительно верное, независимо от существования человека. Во всяком случае, если есть реальность, не зависящая от человека, то должна быть истина, отвечающая этой реальности, и отрицание первой влечет за собой отрицание последней.


Тагор: Истина, воплощенная в Универсальном Человеке, по существу должна быть человеческой, ибо в противном случае все, что мы, индивидуумы, могли бы познать, никогда нельзя было бы назвать истиной, по крайней мере научной истиной, к которой мы можем приближаться с помощью логических процессов, иначе говоря, посредством органа мышления, который является человеческим органом. Согласно индийской философии, существует Брахма, абсолютная истина, которую нельзя постичь разумом отдельного индивидуума или описать словами. Она познается лишь путем полного погружения индивидуума в бесконечность. Такая истина не может принадлежать науке. Природа же той истины, о которой мы говорим, носит внешний характер, т.е. она представляет собой то, что представляется истинным человеческому разуму, и поэтому эта истина – человеческая. Ее можно назвать Майей, или иллюзией.


Эйнштейн: В соответствии с Вашей концепцией, которая, может быть, является концепцией индийской философии, мы имеем дело с иллюзией не отдельной личности, а всего человечества в целом.


Тагор: В науке мы подчиняемся дисциплине, отбрасываем все ограничения, налагаемые нашим личным разумом, и таким образом приходим к постижению истины, воплощенной в разуме Универсального Человека.


Эйнштейн: Зависит ли истина от нашего сознания? В этом состоит проблема.


Тагор: То, что мы называем истиной, заключается в рациональной гармонии между субъективным и объективным аспектом реальности, каждый из которых принадлежит Универсальному Человеку.


Эйнштейн: Даже в нашей повседневной жизни мы вынуждены приписывать используемым нами предметам реальность, не зависящую от человека. Мы делаем это для того, чтобы разумным образом установить взаимосвязь между данными наших органов чувств. Например, этот стол останется на своем месте даже в том случае, если в доме никого не будет.


Тагор: Да, стол будет недоступен индивидуальному, но не универсальному разуму. Стол, который воспринимаю я, может быть воспринят разумом того же рода, что и мой.


Эйнштейн: Нашу естественную точку зрения относительно существования истины, не зависящей от человека, нельзя ни объяснить, ни доказать, но в нее верят все, даже первобытные люди. Мы приписываем истине сверхчеловеческую объективность. Эта реальность, не зависящая от нашего существования, нашего опыта, нашего разума, необходима нам, хотя мы и не можем сказать, что она означает.


Тагор: Наука доказала, что стол как твердое тело – это одна лишь видимость и, следовательно, то, что человеческий разум воспринимает как стол, не существовало, если бы не было человеческого разума. В то же время следует признать и то, что элементарная физическая реальность стола представляет собой не что иное, как множество отдельных вращающихся центров электрических сил и, следовательно, также принадлежит человеческому разуму.


В процессе постижения истины происходит извечный конфликт между универсальным человеческим разумом и ограниченным разумом отдельного индивидуума. Непрекращающийся процесс постижения идет в нашей науке, философии, в нашей этике. Во всяком случае, если бы и была какая-нибудь абсолютная истина, не зависящая от человека, то для нас она была бы абсолютно не существующей.


Нетрудно представить себе разум, для которого последовательность событий развивается не в пространстве, а только во времени, подобно последовательности нот в музыке. Для такого разума концепция реальности будет сродни музыкальной реальности, для которой геометрия Пифагора лишена всякого смысла. Существует реальность бумаги, бесконечно далекая от реальности литературы. Для разума моли, поедающей бумагу, литература абсолютно не существует, но для разума человека литература как истина имеет большую ценность, чем сама бумага. Точно так же, если существует какая-нибудь истина, не находящаяся в рациональном или чувственном отношении к человеческому разуму, она будет оставаться ничем до тех пор, пока мы будем существами с разумом человека.


Эйнштейн: В таком случае я более религиозен, чем вы.


Тагор: Моя религия заключается в познании Вечного Человека, Универсального человеческого духа, в моем собственном существе. Она была темой моих гиббертовских лекций, которые я назвал "Религия человека".


Беседа состоялась 14 июля 1930 г. на даче Эйнштейна

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Dec 5 2009, 12:28 PM

.

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Sep 3 2013, 11:39 AM

ეს რა კაგი თემაა

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 3 2013, 11:49 AM

მთლად ამ თემას არ მიესადაგება , მაგრამძლ.საინტერესოა :


პირადი ცხოვრება ( ანონიმურობა ) არ არსებობს

სტივ რამბამის (Steve Rambam) გამოსვლა კონფერენციაზე HOPE (Hackers of Planet Earth). მოხსენება გრძელია, თუმცა უზომოდ საინტერესო.
მას მიუღია მონაწილეობა ყველა HOPE-ში 1994 წლიდან. ის არის კერძო გამომძიებელი და ყველა მისი მოხსენება საინტერესოა.


“ანონიმურობა არ არსებობს, შეიგნეთ!” ნებისმიერი საწყისი წერტილიდან წამოსული, შესაძლოა ადამიანზე სრული დოსიეს შედგენა. არ აქვს მნიშვნელობა საწყისი წერტილი რა იქნება: სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, დაზღვევის ნომერი, MAC-მისამართი, ელფოსტა თუ ავტომობილის ნომერი. ამ მონაცემების მეშვეობით შესაძლოა ისწავლოთ ყველაფერი ადამიანის შესახებ.
ხანდახან გიწევთ მწირი ცნობების მოძიება და დაგროვება, ხოლო ხანდახან კი ყველაფერს ერთიანად მიიღებთ. სანამ გავაგრძელებთ, მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩემს მოხსენებაში ინფორმაციის ყველა წყარო არის ან ღია ან ნახევრად-ღია. ნახევრად-ღიაში იგულისხმება კერძო გამომძიებლებისთვის ან უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის ხელმისაწვდომი წყაროები (და არა მალული სახელმწიფო წყაროები).
ჩვენ არ განვიხილავთ FINSEN, NCIC და სხვა სახელმწიფო ბაზებს, ან სხვა წყაროებს, რომლებიც განისაზღვრება როგორც დაცული და მალული ინფორმაცია. ჩვენ განვიხილავთ იმას, რაც ძალზედ მარტივად მოიპოვება ამ ოთახში მყოფ ნებისმიერ ადამიანზე.
უმეტეს წილად, განვიხილავთ ინფორმაციას, რომელსაც თქვენ თვითონ გასცემთ.დღესდღეისობით ხელმისაწვდომი მონაცემთა უმეტესობა გაცემულის თქვენს მიერ, განზრახ თუ ქვეცნობიერად. თქვენ გაეცით ეს ცნობები – სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, დაბადების თარიღი, სურათი, პირადი ნომერი. ადრე ეს მონაცემები იყო გამოძიების საძირკველი.
როცა ჯერ კიდევ ვიწყები, ახალგაზრდა გამომძიებლად, მე მიხდიდნენ $500-დან $1000-დე ეჭვმიტანილის სურათის მოპოვებისათვის. ეს კი გამოიყენებოდა პირადობის დასადგენად. დღეს კი, ამისთვის მხოლოდ გუგლია საჭირო. ცნობები იმის შესახებ, თუ რა პოლიტიკური მოსაზრების თუ სქესობრივი ორიენტაციის ხართ, ფინანსური ცნობები, საქმიანობა, საკმიანი კავშირები, მეგობრები, ოჯახი… ყოველივე ეს ღიად არის ხელმისაწვდომი.
როცა ვიწყებდი, 25 წლის წინ, ეს იყო კონფიდენციალური ინფორმაცია, რომლის მოსაპოვებლად იყვანდნენ გამომძიებლებს. ეს ასე იყო. დღევანდელი მოხსენების უდიდესი ნაწილი ეძღვნება იმას, თუ რა შეიცვალა. არა მხოლოდ იმისი მერე, რაც პირველად გამოვედი ამ კონფერენციაზე, არამაედ ბოლო ორი წლის განმავლობაში.
მაგალითად, ვიღაცა მაძლევს ტელეფონის ნომერს, მე კი, როგორც გამომძიებელი, მის მეშვეობით მოვიპოვებ სახელსა და გვარს, მისამართს. ყველამ ვიცით ეს როგორ ხდება. შემდეგ, სახელი, გვარისა და მისამართის მეშვეობით ვგებულობ ადამიანის დაბადების თარიღს და სოციალური დაზღვევის ნომერს. მერე კი, მოპოვებული მონაცემების მეშვეობით, მივიღებ სანათესაო კავშირებს, მუშაობის ადგილს, საქმიანობას, უძრავ ქონებას, ოჯახური მდოგმარეობის ისტორიას, ყველაფერ სახალხოს, კრიმინალურს და სხვა ღია თუ ნახევრად-ღია ჩანაწერებს ადამიანის შესახებ. საავტომობილო ნომრები, გადაადგილების საშუალებები და ასე შემდგომ.
ყოველივე ეს – მონაცემების ერთადერთი საწყისი წერტილიდან გამომდინარეობს. არ არის აუცილებელი ეს ტელეფონი იყოს, შესაძლოა ელფოსტა, თუ ცხოვრების მისამართი, სახელი და დაბადების თარიღი.
ეს ასე იყო. ძაფს ერთ ბოლოში მოკიდებდით ხელს და მიყვებოდით. შედეგად მიიღებოდა ადამიანზე სრული დოსიე. სხვათაშორის, გაცილებით მეტი მონაცემის მოპოვება შეიძლება, უბრალოდ სლაიდზე ადგილი გამითავდა.
დღესდღეისობით, გამოძიების ასე წაყვანა არ არის აუცილებელი. დღეს თქვენ, თუ გაქვთ სატელეფონო ნომერი, შეიყვანთ მას მონაცემთა ბაზაში და წამიერად მიიღებთ სრულ ანგარიშს ადამიანის შესახებ. საკმარისია შევიყანო თქვენი ტელეფონის ნომერი და ჩემ თვალწინ დავინახავ თქვენ სახელსა და გვარს, მისამართს, სოციალური დაზღვევის ნომერს, დაბადების თარიღს, სააბტომობილო ნომერს, გადაადგილების საშუალებებს, ნათესაობრივ კავშირებს, სად ხართ/იყავით ჩაწერილი, სამსახურების ისტორიას და ა.შ.
აღარ არის საჭირო სალათის ხელით მომზადება. ყველაფერი უკვე დაკავშირებული და თავმოყრილია ერთად. ყველაფერი მზადაა.
განვიხილოთ რა შეიცვალა ბოლო რამდენიმე წელიწადს. სლაიდზე დაინახავთ თუ რა შეიცვალა ბოლო 10 წელიწადში. განვიხილოთ რა შეიცვალა ბოლო HOPE-დან.
პირველი – გამოთვლის სიჩქარე და პროგრამული უზრუნველყოფის სირთულე. როდესაც ვიწყებდი, მე მქონდა მაკი 25k ფლოპი დისკით. უნდა ჩამედო პროგრამიანი დისკეტა, ჩამეტვირთა ის, ამომეღო. მერე ჩამედო მონაცემებიანი დისკეტა, შემენახა ისინი. ახლა კი ყველა აქვს ოთხ- და რვა-ბირთვიანი კომპიუტერები. სიჩქარე, (დისკების) ტევადობები უბრალოდ დაუჯერებელია. ახლა ვიყენებ მეტ ოპერატიულ მეხსიერებას ვიდრე ახლო წარსულში მქონდა ადგილი ხისტ დისკზე.
ჩემთვის სასიამოვნოა დავინახო ჩემი ტოლო ადამიანები წინა რიგებში. ხანდახან, როდესაც ამას ვამბობ სემინარებზე ახალბედა გამომძიებლები და ფედერალური აგენტებისათვის, ჩვეულებრივ 20 წლის ახალგაზრდები არიან, ბევრს ეჩვენება რომ მე ვყვები ქვის ხანის შესახებ. დისკების ტევადიბები და დამუშავებული ინფორმაციის ზომები იზრდება ექსპონენციალურად. ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტო ინახავს აშშ-ს საზღვრების გადაკვეთის ისტორიას 75 წლის განმავლობაში.ისინი არაფერს წაშლიან, არასოდეს.
ყველანაირი ინფორმაცია არის ციფრულ ფორმაში მისი გაჩენისთანავე, სისტემაში ჩამატებისთანავე. თქვენი სამედიცინო ჩანაწერები შეიყვანება მედდას მიერ მის კომპიუტერში. როდესაც სადმე მიდიხართ, უკვე აღარ იყენებთ ქაღალდის ბილეთებს. საბანკო მოქმედებების ისტორია მყისიერად ხელმისაწვდომია. შემიძლია წარმოგიდგინოთ ანგარიში ტელეფონით, შევიდე ბანკის მართვაში და 30 წამში ფული ჩემთან იქნება. ყველაფერი გახდა მომენტალური და ციფრული, ყველაფერი ინახება მონაცემთა ბაზაში მონაცემის გაჩენისთანავე.
აღარ იხარჯება დრო კლავიატურით აკრეფაზე, დალაგებაზე, ან ამაში ფულის ჩადებაზე – როგორ ნახავთ, ყოველივე ეს ფულის საკითხია. ინფორმაცია თქვენს შესახებ, თავიდან ბოლომდე, ჩაიწერება მონაცემთა ბაზაში.
ძველი ქაღალდები კომპიუტერში შეიყვანება და მუშავდება ოპტიკური ამომცნობი პროგრამებით გიჟური სიჩქარით. Google წიგნები, გაზეთები, 20-30-40-50-70-100 წლის წინანდელი დოკუმენტები მუშავდება ზესწრაფი ფურცლიანი სკანერებით.ერთი წიგნის საკმაოდ ზუსტად დასკანირებისთვის საჭიროა სულ რაღაც ერთი საათი.
ბევრს ვისაუბრებ ტელეფონების შესახებ. მობილური ტელეფონი არის ერთ-ერთი იმ სამი ფაკტორისაგან, რომლებმაც შეცვალეს თამაშის წესები. დღეს ყველას აქვს მობილური ტელეფონი, უმეტესობას კი – “სმარტფონები”. ზუსტად იმის გამო, რომ თქვენ იყენებთ მათ, ყველგან თან დაგაქვთ და არ (ან ვერ) თიშავთ მათ, მე ვიცი თქვენს შესახებ ყველაფერი რაც კი შეიძლება. ამაზე დაწვრილებით მოგიყვებით.

დიახ, მობილურმა ტელეფონებმა შეცვალეს თამაშის წესები. ინფორმაციის ერთმანეთში დაკავშირება, სახელების თარგმნა, მსგავსებების პოვნა, ხელოვნური ინტელექტი. ეს აღარ არის უბრალოდ “მისამართების მონაცემთა ბაზა” ან “დარეკილი ზარების ისტორია”, “საყიდლების ისტორია” – ახლა ყველა ეს მონაცემი ერთმანეთს უკავშირდება ყველანაირი გზით. მე რომ შევიყვანო თქვენი ტელეფონის ნომერი, მყისვე მივიღებ თქვენი საბანკო მოქმედებების ჩამონათვალს ბოლო თვის განმავლობაში.
რომ შევიყვანო თქვენი ტელეფონის ნომერი, მის მეშვეობით მივიღებ მონაცემებს თქვენი ყველა ელფოსტის შესახებ. ეს წარმოუდგენელია. ერთი წლის წინ ამაზე არც კი ოცნებობდნენ! თქვენი ელფოსტის შეყვანით მივიღებ თქვენს სახელსა და გვარს, სახლის მისამართს, ტელეფონის ნომერს და საერთოდ – ყველაფერს.
ცოტათი გადავუხვევ. წინა წელს, წარდგენის შემდეგ ჩვენ ცოტა ვიმსჯელეთ, რითაც საქმე გავუფუჭეთ შემდეგ მომხსენებელს – მას ერთი საათისაგან მხოლოდ 5 წუთი დარჩა. დღეს, იმედი მაქვს, დროულად მოვრჩებით. უფრო მეტიც – ჩვენ მომზადებული გვაქვს მაგიდა, რომელთანაც ჩვენ არა მარტო ვუპასუხებთ ყველა თქვენს შეკითხვას, არამედ მოგცემთ საშუალებას ითამაშოთ ჩვენი მონაცემთა ბაზით.
დიახ! მისმინეთ, არაერთხელ ვიტყვი ამას – მე ვარ გახსნილობის დიდი მომხრე, მე ვემხრობი PI FOIA-ს (აქტი პირადული ინფორმაციის გავრცელების შესახებ). არც ვმალავ იმას, რითაც ვარ დაკავებული, არ მრცხვენია. ვფიქრობ, რომ ვხდი სამყაროს უკეთესს და უფრო სამართლიანს. მე ვიცი, ეს ბიჭებიც ასე ფირობენ; ისინი საკეტებში არ იჭვრიტებიან, როგორც კინოში მოგვაჩვენებენ. მე მინდა იცოდეთ და გესმოდეთ თუ როგორ ვმუშაობთ.
დავუბრუნდეთ კავშირის და ქსელების ერთმანეთში დაკავშრება და მონაცემების დამუშავებას. მოვიყვან ცოტათ სასაცილო მაგალითს.

სახელით “COMPSTAT ლოთებისთვის” (COMPuter STATistics) ვაშინგტონში არის საიტი http://www.outsideindc.com/stumblesafely (“ილოთავე უსაფრთხოდ”, დღეს ეს საიტი აღარ მოქმედებს). მასტმა აიღო ბოლო რამდენიმე წლის კრიმინალური სტატისტიკა ქალაქის ცენტრში მყოფი ბარების შესახებ და ერთმანეთს დაუკავშირა ეს მონაცემები. ამ გვერდის დამზადებას მოუნდა ერთი საღამო. აირჩიეთ ბარი და დაინახავთ, რამდენი გაძარცვა და ქურდობა, სროლის შემთხვევა განვითარდა მის გარშემო ბოლო ორიოდე წლის განმავლობაში. ამასთან, მიხვდებით არის თუ არა მაგ ბარში ლოთაობა უსაფრთხო. *სიცილი*
ჩემთვის, ეს უბრალოდ გასართობი საიტია stumblesafely.com, თუმცა ერთი რამ საინტერესოა: 10, 5, 3 წლის წინ ასეთი პროექტი მოითხოვდა კარგად მომზადებულ პროგრამისტს, ძვირადღირებულ დამუშვებას და მონაცემების შენახვას. ახლა კი ამის გაკეთბა შეუძლია გაწვრთნილ მაიმუნს. მე ზუსტად ვიცი, ესენი ხომ ჩემთან მუშობენ. კარგი ხო, ვხუმრობ.
კიდევ რა შეიცვალა: GPS და თქვენზე თვალყურის დევნის საშუალებები. თქვენი ტელეფონი თქვენზედ მიკრულია 24/7, რადგან კი ის თქვენთან ერთადაა, მე ვიცი თქვენ სად იმყოფებით. ამას შემდეგში დავუბრუნდები.

GPS, Skyhook. ხალხი GPS-ანი ტელეფონებით, Google-ის თანამშრომლები გადაადგილდებიან ქვეყანაში და იწერენ ჩრდილოეთ ამერიკის ყველა WI-FI ქსელის კოორდინატებს. ყველა რაუტერი!
თამაშის წესები შეცვალეს ახალმა შესაძლებლობემა: ძიება, ინდექსირება, თარგმნა, საუბრის ამოცნობა, ვიდეოზე ტექსტის ამოცნობა(გაჩვენებთ) მეც კი მაშინებს… ინტელექტუალური კამერები ციფრების, სიმბოლოებისა და სახეების ამომცნობი ბლოკებით, რომლებიც დაკავშირებულია მაღალსიჩქარიან მონაცემთა ბაზებზე.
დღეს გავიგე საუბრები მიახლოებით შემდეგი ხასიათის: “რა სისულელეა, თავისუფლად მოვატყუებ სახეების ამომცნობ პროგრამას! ასე შეიძლება, ისე შეიძლება…”. არა, ეს შეუძლებელია. შეუძლებელია-მეთქი! შეუძლებელია და მორჩა. შემიძლია დაგიმტკიცოთ ეგ. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ მომხსენებელს, რომელიც საუბრობდა სახეების ამომცნობი პროგრამების შესახებ, იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება თავი აიცილოთ მონაცემთა ბაზაში მოხდენისაგან, მაგრამ ეს შეუძლებელია. არანაირად. მე მიმყავს გამოძიებები, ეს ჩემი პურია 25 წლის განმავლობაში, ძალიან ბევრს ვმუშაობ პოლიცია და “ორგანოებთან”, და ჩემთან ერთად წამოვიყვანე რამოდენიმე პოლიციელი და სპეციალური აგენტი. შეგიძლიათ ჩვენგან წვრილმანების გარკვევა სცადოთ: არაფერი გამოგივათ.
კიდევ ერთ რამ: რეკლამა, აბსურდამდე გამიზნული. აი, რისთვის კეთდება ყოველივე ეს: დიდი ძმა კი არ გითვალთვალებთ, ხალხო, უბრალოდ ვიღაცას უნდა თქვენ რაღაცა მოგყიდოს. ყველაფერი ფულის გამო ხდება. თქვენი ღირსების შელახვის თუ გაუბეფურობის მცდელობა კი არ არის. ეს კაპიტალიზმის მამოძრავებელი ძალაა, მეტი კი არაფერი. მათ უნდათ თქვენ რაღაც მოგყიდონ! მათ სურთ თქვენს შესახებ ყველაფერი იცოდნენ, რათა უკეთესად მოგყიდონ ეს რაღაც.
საბოლოო ჯამში, თითოეული თქვენთაგანი ციფრულად გადის პროქტოლოგის შემოწმებას *სიცილი*. ეს გარდაუვალია. ეს ბოროტების გამო არ ხდება. უბრალოდ რაღაცის გაყიდვა სურთ. ამიტომაც უნდათ იცოდნენ თუ სად იყურებით, რას აქცევთ ყურადღებას. მათ სურთ დაეუფლონ თქვენს თვალებს.

ვისაუბროთ შევსებული სინამდვილის შესახებ. ცოტა ნამდვილი შევსებულ სინამდვილეზე, ცოტა ისეთი რაღაცაების შესახებ, როგორიცაა Google Goggles. არ ვიცი, რამდენმა იცით ეს პროგრამა. ყველას სურს დაინახოს ის, რასაც ხედავს თქვენი ტელეფონი. ამიტომაც ისინი ხელს უწყობენ ხალხს გამოიყენოს პროგრამა შტრიხ-კოდების სკანირებისთვის, სხვადასხვა გამოსახულებების ამოსაცნობად და შევსებული რეალობისთვის.
მათ სურთ იცოდნენ, რომ თქვენ იმყოფებით ნიუ-იორკში, Empire State Building-ში, არა მხოლოდ ტექსტის ამოცნობის მეშვეობით, ნაყიდი ნივთებით, ან ბილეთის ტელეფონიდან ყიდვით, არამედ იმისგანაც, თუ რა შენობას გადაუღეთ სურათი და გამოიყენეთ შევსებული სინამდვილე მის ამოსაცნობად. კიდევ ერთხელ –ყოველივე ეს კეთდება ფულის გამო.

ვიღაცამ გამომიგზავნა ეს რეკლამა რამოდენიმე თვის წინ. *სიცილი* ეს ნამდვილი რეკლამაა. არ ვიცი, ყველა ხედავს თუ არა – ეს არის $3400-ნი ხისტი დისკი ტევადობით 10Mb. დიახ, მე მაგ დროსაც ვცხოვრებდი, ბიჭებო. ახლა კი რა ხდება? სიცოცხლის უმცირეს ფორმასთან მივდივარ – ტექნიკის გამყიდველთან Staples-ში (Go! Electronics-ის ანალოგი აშშ-ში), და ვამბობ – “მომეცით მოცულობით ყველაზე დიდი ხისტი დისკი”. ცოტა ხანში გამოვდივარ, $160-იანი 2TB ხისტი დისკით ხელში.
მინდა გითხრათ, როცა მე ვიწყებდი გამომძიებლად მუშაობას, მთელს ქვეყანაში არ არსებობდა 2TB მოცულობის მონაცემები. ეს ფაკტია. ასეთი იყო სინამდვილე, როცა ვიწყებდი და ჩემი კარიერის უმეტესი ნაწილის განმავლობაში.

მთავარი რამ შეიცვალა: აღარაფერი იშლება, არაფერი ბარდება წარსულს. ყველაფერი, რაც გიკეთებიათ ცხოვრების განმავლობაში, ყოველა სულელური ფოტოსურათი, ყოველა ბრაზიანი მტროლავი ბლოგის ჩანაწერი, ყოველა დაუფიქრებლად დაწერილი SMS შეტყობინება, ყველაფერი სამუდამოდ შენახულია. სამუდამოდ!
ყველაფერი ინახება და არა უბრალოდ ინახება. ის მუშავდება, ინდექსდება და სამუდამოდ უკავშირდება თქვენს სახელს. არ გჯერათ? მოგვიანებით მოდით ჩემს მაგიდასთან და გაჩვენებთ.
რომ იცოდეთ, არა მხოლოდ ხელისუფლება გადევნებთ თვალყურს. ყველამ იცის რომ archive.org, waybackmachine, Google Cache, და საერთო ყველას მისწრაფება ყველანაირი მონაცემების შენახვისადმი. უპირველეს ყოვლისა, მათ ამას აკეთებენ იმის გამო, რომ არ იციან თუ რა დასჭირდებათ ერთი წლის შემდეგ. თან ეს დიდ ადგილს კი არ იკავებს – ყველაფერი ხისტ დისკებზე რჩება, ყოველ თვეს, ან კვირას, ან საათს ავტომატური საძიებო სისტემა განიხილავს და ამუშავებს თითოულ დასაწვავ ჩანაწერს.

ეს archive.org არის ანალოგიური სისტემა, სადაც უნდა შეხვიდეთ სადღაც და რაღაცას დააჭიროთ. დამიჯერეთ, ამ ქვეყანაზე ყველაფერი კარგად ინახება. თქვენ რომ მომცეთ თქვენი სოციალური დაზღვევის ნომერი, მე დაგიბრუნებთ მისამართთა სიას, სადაც თქვენ ცხოვრობდით უკანასკნელი 42 წლის განმავლობაში. მომეცით ნებისმიერი ტელეფონის ნომერი და არქივში გიპოვით ამ ნომრის ბოლო 45 წლის ყველა მფლობელს.
ეს გამოდგება როცა ვიძიებ რაიმე ძველ საქმეს და მჭირდება ვიცოდე თუ ვისი იყო რაიმე ნომერი 20 წლის წინ. მე მინდა ვიცოდემ თუ ვინ ცხოვრობდა რაიმე შენობაში 30 წლის წინად. ეს გამოსადეგია და, როგორც ყოველთვის, ფული ღირს. მე მჭირდება ეს მონაცემები, რადგან მოვიხმარო ის სამსახურისთვის. ან შემიძლია მივყიდო მონაცემები სხვა გამომძიებლებს, ან სამართალდამცველებს:მონაცემე
ი ფულის ღირს. თუ გამითავდა თავისუფალი სივრცე, უბრალოდ წავალ მაღაზიაში და ვიყიდი კიდევ ერთ 2TB დისკს. რატომ გადავყარო რამე?
ხომ, აშშ-ს ხელისუფლება დაგვიანებით მოვიდა მონაცემთა შენახვის ბაზარზე და ამიტომაც აყრის ყველას სახელისუფლებო მოთხოვნებს. მაგალითისთვის, ხელისუფლებას შეუძლია მიმართოს archive.org-ს: “ჩვენ გვჭირდება ყველანაირი მონაცემები ამ ადამიანის შესახებ”. ყველას ეს ესმის. დიახ, პრეზიდენტსაც.
“თქვენი ყველა ქცევა ამოტივტივდება და განიხილება ცხოვრების რომელიმე მომენტში” (Facebook-ის შესახებ). ეს ფაკტია. ვერაფერს დამალავთ.
და კიდევ, ყველაზე დიდი ცვლილება.
ამ მოხსენების უმთავრესი მიზანია გითხრათ რომ კონფიდენციალობა აღარ არსებობს! აღარ არის სირცხვილი, აღარ არის ანონიმურობის საჭიროება – ამ ოთახში მყოფი და ყველა დანარჩენი ადამიანი დედამიწაზე აქვეყნებს ინტერნეტშიყველაფერს. აქვეყნებთ თქვენს სახელსა და გვარს, მისამართს, ტელეფონს, რა სკოლა დაამთავრეთ, სად მუშაობთ, ვინ არიან თქვენი მეგობრები, რა სქესობრივი ორიენტაციის ხართ, გუშინ ღამე სად იყავი, წინა კვირას რას აკეთებდით და ა.შ. ეს მონაცემები იმაზე გაცილებით მეტია ინტერნეტში ვიდრე საჭიროა. ამ ყველაფერს თქვენი ხელით ქსელში აქვეყნებთ.
იცით, თავს შიზოფრენიკად ვგრძნობ ყოველთვის, როცა წარმოვიდგენ სრულ სურათს იმისა, რის შესახებაც ვყვები. ბევრი თქვენგანი ჩემი მეგობარია, დანარჩენის უმეტესობა – კოლეგა. ზოგიერთი კი… არც კი მინდა ვიკითხო…*სიცილი* რაც არ უნდა იყოს, თქვენს შორის უმეტესობა ჩემი მეგობარი და კოლეგაა, რომლებსაც ვიცნობ არა ერთი წელია. ამ დარბაზში მყოფი ადამიანების 20% საკმაოდ კარგად ვიცნობ. ამიტომ, როგორც მეგობარი, მინდა გკითხოთ: “საერთოდ, რას ფიქრობთ?!”
სხვა მხრივ, როგორც გამომძიებელი, უნდა გითხრათ: “მადლობა, მაგარია!”. არა, მართლა, მე დიდი მადლობელი ვარ. თქვენ იმდენად ამარტივებთ ჩემს სამსახურს, რომ შემიძლია სახლიდან გაუსვლელად, ღამის 2 საათზე ტრუსებით ვიჯდე და შევისწავლო: სად ცხოვრობდით, სად მუშაობდით, დავათვალერო თქვენი სურათები, გავეცნო ვინ არის თქვენი შეყვარებული, ვინ არის ცოლი, *სიცილი* და ა.შ. მართლა, დიდი მადლობა! მაგრამ ყველანი ბრიყვები ხართ. შეჩერდით.

ცხოვრებისეული მაგალითი. მომყვას ყოველთვის, როცა ვსაუბრობ ამ თემაზე. არის ასთი ბიჭი, სახელი jsav. ხო, თუ უყურებთ წინა კონფერენციების ვიდეო ჩანაწერებს, დაინახავთ რომ ჩვენ ხშირად ვხედავთ პრობლემებს მანამ, სანამ საზოგადოება მას განისაზრავს. ჩვენ ვსაუბრობდით Twitter-ის შესახებ ჯერ კიდევ 4 წლის წინ. ახლა კი Twitter აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკაში ინახება. თითოეული ტვიტი გადაეცემა კონგრესის ბიბლიოთეკაში. თქვენ გეგონათ, რომ თქვენი ნატვიტარი გაქრა?? ა-რა!
შემიძლია გითხრათ, რომ როცა ვიძიებ საქმეს, კონგრესის ბიბლიოთეკაშ ვაგზავნი მოთხოვნას ეჭვმიტანილის ყველა ტვიტზე. ნებისმიერ დროს გაგზავნილი ნებისმიერი ტვიტი. ხალხო, ყური მიგდეთ, არაფერი იმის შესახებ, რასაც ათავსებთ ინტერნეტში, არც ტვიტი, არც ბლოგი, არც SMS, არც ვებ-გვერდი რომელიც შექმნის 15 წამის შემდეგ წაშალეთ… ვეღარაფერს შეცვლით. ვერაფერს! როგორც კი რამეს გამოაქვეყნებთ, ის იმ წამსვე შეიწოვება სისტემის მიერ, ინდექსირდება, მუშავდება, უკავშირდება თქვენს სახელს… და ყველაფერზე მაქვს წვდომა. ხელიდან გაშვებულ ჩიტს ვეღარ დაიბრუნებთ.
თუ არ გინდათ, რომ ვინმემ ოდესმე თქვენი ნაწერი წაიკითხოს – არ გამოაქვეყნოთ ის. არასოდეს.
ნახეთ, რა ბრიყვია. ვჭამ პიცას. მივდივარ სამსახურში. ვუყურებ ტელევიზორს. ვალაგებ ოთახს. ყველა მისი მოძრაობა, მთელი დღის განმავლობაში. დედაჩემსაც კი არ უნდა ამდენის ცოდნა ჩემს შესახებ! ერთად-ერთი ხალხია, ვისაც უნდა ამდენის ცოდნა თქვენს შესახებ, ზის FBI-ს ნიუ-იორკის ფილიალში. *სიცილი*
მართლა, ეს ყველაფერი ჩვენს გარშემო ხდება. ყველაფერი, რასაც აკეთებთ: პიცაზე გადიხართ, ფილმს უყურებთ, ფილმის ყურებას მორჩით, არაუშავდა კინოს, ბობმა გრილი ინათხოვრა, ფრედი შეხვდა. მისმინეთ, თუ მე თქვენს შესახებ მონაცემებს ვიძიებ და მაინტერესებს კონკრეტულ დღეს რას აკეთებდით, დიდი მადლობას მოგიხდით.
ხო, ბიჭებო, იცოდეთ რომ თქვენ არ ხართ წინასწარმეტყველები. საიდან იცით, რომ ჩანაწერები არ “გიკბენენ” ტრაკზე ხვალ იმის გამო, რომ რაღაცა რამოდენიმე საათში მოხდება? Twitter-ში თუ რამეს აგზავნით, ეს იქ სამუამოდ რჩება. ამას რაც შეეხება, არსებობს ხალხი ვისი სამსახურია ტვიტერის მუდმივი თვალყურისდევნა. ისინი თვენი მიმდევრები არიან, თუმცა მათ ნახევარსაც კი არ იცნობთ.
გინდათ გითხრათ, ვინ არიან ისინი? – მარკეტოლოგები, დეტექტივები, კანონაღმასრულებელი პირები. მეც მათ შორის ვარ. ჩემი საიტია peoplefinder.net. მე ვიწოვ Facebook-ის ყველა გვერდს, Twitter-ის ყველა ლენტს. ის ყოველი შემთხვევისთვის, რა რომ თქვენ ჭკუა ისწავლოთ და წაშლას გადაწყვეტთ? ჩემს ფეხებს, არ გამოგივათ!
სხვათაშორის, აი Twitter ჩანაწერის შიგთავსი. გეგონათ მანდ 140 სიმბოლოა? არა, არა – არა! მანდ არის თქვენის IP მისამართი, ადგილმდებარეობა, რამდენი ხანი ხართ Twitter-ზე. ჯამში კი, Twitter ჩანაწერში ინახება ინფორმაციის 34-37 ერთეული.
ცოტასაც ვისაუბრებ ტვიტერის შესახებ. ყველა ჩანაწერი, როგორც მოგახსენეთ, ინახება კონგრესის ბიბლიოთეკაში. ისინი სახალხოდ ხელსმისაწვდომია. თან ტვიტერი Facebook-თან თანამშრომლობს. წამოიდგინეთ, რომ კერძო ცხოვრების დიდი მეთვალყურე შეუერთდა საშუალო მეთვალყურეს, და ერთად ისინი უკვე ზე-მეთვალყურეს წარმოადგენენ.
თითოეული წყეული ჩანაწერი, თუ ღილაკს შემთხვევითაც კი დააჭირეთ, აღმოჩნდება Facebook-ის გვერდზე. ახალი ამბავი კი არ არის, მაგრამ დაფიქრდით, აბა.
არსებობს რესურსი 140proof.com. მათ უკავშირდებით და ამბობთ რაღაც ასეთს: “მე მინდა მივყიდო ჩემი საქონელი ხალხს, კერძოდ ჩინელ ბებოებს, რომლებსაც ჰქვიათ XIAO”. ისინი ათვალიერებენ Twitter-ის მონაცემთა ბაზას და პასუხობენ: “ჩვენ გვყავს 500 ადამიანი, რომლებსაც უნდა გაუკეთოთ თქვენი საქონლის რეკლამა”. ისინი ახდენენ ე.წ. მიკროფოკუსინგს Twitter-ზე. რადგამ ისინი იგივეს აკეთებენ, რაც მე და სპეცსამსახურები: ისინი ამუშავებენ თქვენ Twitter ჩანაწერებს.

აი, იგივე რამის სწრაფი სახეობა. მას ქვია “იყიდება მიმდევრები”. დიდი ალობათობაა, რომ ეს ვინმე ამ ოთახში იმყოფება, სულაც არ გამიკვირდებოდა. $24.97-დ შეგიძლიათ შეიძინოთ ერთი მუჭა მიმდევარი, რომლებიც აკმაყოფილებენ თქვენს მოთხოვნილებას. გადაუხადეთ PayPal-ით, თქვენი ფული კი ალბათ სადმე მინსკში მიუვათ, არ გეტყვით ზუსტად. გაითვალისწინეთ – Twitter არ არის კონფიდენციალური.
კიდევ ერთი აბსურდული მაგალითი იმისა, თუ როგორ იცვლება გლობალური ქსელის შიგთავსი. არის ერთი ვინმე Hasan Elahi. ამის შესახებ პირველად გავიგე 2008 წელს, და მოვლენები ახლაც კი ვითარდება. Hasan Elahi-ს თვალყურს ადევნებს FBI. მათ ის ეგონათ ან ტერორისტი, ან მათი ხელშემწყობი, ან კიდე ვიღაც ასეთი. ჰასანს ძალიან ეშინოდა, რომ მას დაიჭერდნენ და ჩასვამდნენსადმე გუანტანამოს-ნაირ ადგილას, ვინაიდან მას არ შეეძლო დამტკიცება იმისა, რომ ის ტერორისტი არ არის.
ამიტომაც, მან გახსნა საიტი, trackingtransience.net. ყოველ საათს, ის იღებს ტელეფონს, იღებს თავის სურათს, ხელს აწერს და აქვეყნებს ვებ-საიტზე. მისი მთელი ცხოვრების ისტორია ახლა უკვე ქსელშია. რათქმაუნდა, ახლა ყველა ხედავს, რომ FBI-მ ჩაისვარა, რასაც ცდილობდა ჰასანი. ჩემთვის, ეს ძალიან უცხოა – მე ასეთ რამეს ნამდვილად ვერ მოვიფიქრებდი.
ის, რომ თქვენ ყოველ საათში წერთ Twitter-ში, ანახლებთ Facebook-ს, აგზავნით SMS შეტყობინებებს, აღარ არის გასაკვირი. ახლა, პირიქით, ეს ჩვეულებრივად ითვლება. აი, მაგალითისთვის, პარასკევი, 27 ივნისი, ის რუქაზე უთითებს სად იყო, წერს რას აკეთებდა, ამაგრებს გადაღებულ სურათებს.
თუ კი Twitter თქვენთვის ცოტაა, არის კიდევ Utterz და Qik: მანდ შეგიძლიათ ატვირთოთ სურათები და ინტერნეტით გადასცეთ კამერის პირდაპირი ჩვენება. შეგიძლიათ გახადოთ თქვენი ცხოვრება სრულიად გამჭვირვალე და ყველასათვის გახსნათ ის. ეს ყველაზე შემაშფოთებელი ცვლილებაა. ანონიმურობა მკვდარია.
ჯამში, თუ რამე ხდება თქვენს ცხოვრებაში, მნიშვნელოვანია ის მოვლენა თუ არა, თქვენ ამის შესახებ წერთ ინტერნეტში. ვინც მიახლოებით ჩემი ხნის ხართ, გემახსოვრებათ ფილოსოფია – უნივერსიტეტის ერთ-ერთი საშინელი საგანი, რომელზეც განვიხილავდით შემდეგს: “ტყეში წაიქცა ხე და ვერავინ გაიგო ამის ხმა. ეს ხე წაიქცა თუ არა სინამდვილეში?”
დიახ, ეს დეაარღვნიანი ხე წაქცეულია! თუმცა ამჟამად ესეც შეიცვალა. ამჟამად, თუ რაღაცის შესახებ არ წერია ქსელში, ესეიგი ის არ მომხდარა. ყველაფერი ჩნდება ინტერნეტში.

აი, ჩემთვის რა წარმოადგენს ამის მაგალითს. უყურეთ ამ ვიდეოს, იცანით? ხო, აუდიტორიის 45%-მა იცნო. ეს სადდამ ჰუსეინის სიკვდილით დასჯის ვიდეორგოლია. იმისდა მიუხედავათ, რომ მე მომწონს ეს ვიდეო და მზად ვარ ვუყურო მას დღეში 20-ჯერ, უნდა გაიაზროთ და მიხვდეთ ეს რასაც ნიშნავს. წარმოიდგინეთ ჰიტლერი თავის ბუნკერში, ოღონდ ვიღაცა ტელეფონით უღებს!
ყველაფერი, რასაც ადგილი აქვს, თავისი მნიშვნელობის მიუხედავად, იღება სურათზე, ვიდეოზე, ქვეყნდება, განიხილება, იტვიტება და ა.შ. და კიდევ – იმის გარდა, რომ თქვენ თვითონვე შეიძლება თავი შეირცხვინოთ, გაითვალისწინეთ რომ თქვენ მეგობრებს სრულიად შეუძლიათ დაწერონ: “იცით, გუშინ გივიმ იმდენი ჩაისხა, რომ ღამე ვიღაც ნაშის ტუფლებზე არწყია!! ლოოლ”
დამიჯერეთ, მე ვიცი ვინც არის გივი, რადგან ვიცი ვინც არიან მისი მეგობრები და ნათესავები, ვიცი რომ უყვარს დალევა და ორი თვის შემდეგ, როცა მომიწევს მისი საავტომობილო ავარიის გამოძიება, უკვე მეცოდინება რომ მას ალკოჰოლი ხიბლავს.
სხვათაშორის, ეს ნამდვილი ამბავია. ჩვენ გვქონდა შეტყობინება იმის შესახებ რომ ერთი ტიპი დათვრა, რამოდენიმე თვის შემდეგ კი ტეხასში, საჭესთან ჯდომის დროს, ის გავიდა შემხვედრ ზოლზე და ადამიანი გაიტანა. საავადმყოფოში რატომღაც არ გაუკეთეს ანკოჰოლის ტესტი, ის კი იფიცებოდა რომ ფხიზელი იყო და რაღაც დაემართა, არტერიების სპაზმიო თუ რაღაცა, ახლა აღარ მახოვს. ეს იყო ორი წლის წინ. ჩვენ ვიპოვეთ მისი ქეიფების სურათები სადაც ისხავდა, მისი მეგობრების განხილები, სადაც ეძახდნენ გარეწარ ლოთს და ა.შ. ეს კაცი 8 წლით ჩაჯდა ციხეში. და მე ამით ვამაყობ!
ყველაზე მთავარი კითხვაა “ვინ არის შენი მეგობარი?”. იმიტომ, რომ თუ ვიცი შენი მეგობარი ვინც არის, მე ვიცი შენს შესახებ ყველაფერი რაც კი შეიძლება. ეს Facebook-ის ძირითადი აზრია.

ხო, ყველაზე პრიმიტიული დონე – თუ თქვენზე წარმოვდება გამოძიება და საჭირო გავარკვიო, თუ ვის უნდა ველაპარაკო თქვენს შესახებ, მე შევდივარ თქვენს MySpace, Facebook ან Twitter გვერდზე და ვუყურებ ვის უკავშირდებით ყველაზე ხშირად, და ვესტუმრები მათ.
თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, აღარც არის საჭირო ვინმესთან მისვლა. Facebook-ზე, MySpace-ისგან განსხვავებით, სტატისტიკის მიხედვით ხალხის უმეტესობა იყენებს თავის ნამდვილ სახელსა და გვარს, ასაკს (თუმცაღა ქალები ერთ-ორ წელიწადს მაინც იკლებენ), ელფოსტები, სახლის მისამართი, ჰობი, გემოვნება, მეგობრები – ყველაფერი ნამდვილია. ხო, რაც შეეხება MySpace-ის განცხადებას იმის შესახებ, რომ 125 მილიონი მომხმარებელი ყავს, მინდა გითხრათ რომ ეს ციფრი სულ მცირე 50 მილონით არის გაზვიადებული. Facebook-ში 3-დან 10-დე ჯერზე მეტი მომხმარებელია. ასე რომ, ამჟამად Facebook არის პირველი და ერთადერთი ადგილი, სადაც მივალ თქვენს შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად.
ხო, Facebook-ს შეუძლია უფრო კარგად შეისწავლოს თქვენ შესახებ მონაცემები, ვიდრე გგონიათ. Facebook Likes, Graph და სხვა სისულეები. ესენი მიჩვენებენ ყველაფერს, რაც თქვენ გაინტერესებდ და ყველაფერს, რაც აინტერესებს თქვენს მებოგრებს.
აი, მაგალითისთვის, რას აკეთებს Facebook. ეტყობა, მაგარი ნერვები აქვთ, რაღაი ასეთ რამეებს ჩალიჩობენ. თუ რეგისტრაციის დროს არასწორ ღილაკს დააწეკით, ისინი შეძვრებიან თქვენი ელფოსტის კონტაქტებში და ყველას დაუგზავნის მოწვევა Facebook-ზე. “გივი ამ წამს გაწევრიანდა ჩვენთან. თუ თქვენც მანდ ხართ – დაიმატეთ მეგობრებში. თუ არა – გაწევრიანდით თქვენც და დაუკავშირდით მეგობრებს”.
500 000 000 მომხმარებელი, ეს არის ინტერნეტის მომხმარებლების 20%. ყველა ამერიკელის 43%. ეს წვდომის გამამცვიფრებელი დონეა. ეს არის ინტერნეტის Wall-Mart (ჩვენთან – გუდვილი).
საშუალო მომხმარებელი ატარებს Facebook-ზე დღეში 1 საათზე მეტს. ბევრი 5 საათსაც კი ატარებს. თვალი თუ არ დამიბრმავდებოდა ამისგან. უთმცა, ასეთია რეალობა. გახსოვთ კამპანია იყო Facebook-ის წინააღმდეგ, რომელიც მოუწოდებდა ხალხს წაეშალათ FB ანგარიშები? ამის შედეგად 36 000 ადანიანმა გადაწყვიტა სოციალურ ქსელზე უარის თქმას. წარმოიდგინეთ, რომ FB-ზე ერთ საათში ამაზე მეტი ადამიანი წევრიანდება. ყოველ საათს.

აი აქ იწყება მისტიკა. საშინელებები. მაგალითად, განქორწინების ადვოკატების ბიუროდან: პირველი, რასაც ამოწმებენ (გამომძიელბლის დაქირავებამდეც კი!) არის კლიენტის Facebook გვერდზე მყოფი ინფორმაციის გაანალიზება და არასასურველის ამოშლა. შემდეგ კი ათვალიერებენ მოწინააღმეგეების გვერდს…
ჟურნალში Wired, რომელიც უმეტე

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 3 2013, 11:53 AM

A.V.M
წაკითხვა მეზარება მაგრამ სათაურიდან გამომდინარე ვიცი რაზე იქნება საუბრაი. biggrin.gif
თუ დრო მექნა მერე წავიკითხავ smile.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Sep 3 2013, 01:06 PM

კარგი იყო გურამ...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 15 2013, 09:48 AM

ნიკოლაი ტესლა
http://radikal.ru/fp/abe30504309f46dca13fcaa5c7c4d9c8
ნიკოლა ტესლა მრავალი ადამიანისთვის წარმოადგენს მეცნიერებისა და მშვიდობის გამაერთიანებელ ძალას. მეცნიერული განვითარების საკითხში მისი წარმოსახვა საკმაოდ მდიდარი იყო და მნიშვნელოვნად უსწრებდა თანამედროვეებს. ნიუ-იორკსა და სხვა მრავალ შტატში მისი დაბადების დღე – 10 ივლისი – გამოცხადდა ნიკოლა ტესლას დღედ. სერბ-ამერიკელმა გამომგონებელმა, მექანიკოს-ინჟინერმა და ელექტროინჟინერმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კომერციული ელექტროობის დაბადებაში, განსაკუთრებული პოპულარობა კი თანამედროვე ცვლადი დენის სისტემის შექმნამ მოუტანა. ტესლას პატენტები და თეორიული ნამუშევრები უსადენო კომუნიკაციისა და რადიოს საფუძველი გახდა. ტესლას დროის ხალხი მას თვლიდა ,,ადამიანად, რომელმაც XX საუკუნე გამოიგონა”.
ნიკოლა ტესლა დაიბადა 1856 წლის 10 ივლისს ავსტრიის იმპერიის პატარა სოფელ სმილიანში, თანამედროვე ხორვატიის ტერიტორიაზე. მამა, მილუტინ ტესლა, სერბი მართლმადიდებელი მღვდელი იყო, დედა კი, დიუკა მანდიკი, საოჯახო ხელსაწყოებს იგონებდა, ასევე ზეპირად იცოდა მრავალი სერბული ლექსი, მაგრამ კითხვა არასდროს უსწავლია.

ოჯახში ნიკოლა რიგით მეოთხე ბავშვი იყო ხუთიდან, ჰყავდა 1 ძმა (დანილო, რომელიც ცხენის ჭენებისას მომხდარი ინციდენტის შედეგად გარდაიცვალა. მაშინ ნიკოლა 5 წლის იყო) და 3 და (მილკა, ანგელინა და მარისა). 1862 წელს ოჯახი ქალაქ გოსპიკში გადავიდა. ტესლამ კარლოვაკის გიმნაზიაში დაიწყო სწავლა და 4 წლიანი კურსი 3 წელიწადში გაიარა.

1875 წელს ნიკოლა ტესლამ ელექტრული ინჟინერიის შესწავლა გადაწყვიტა ავსტრიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, რომელიც ქალაქ გრაცში მდებარეობდა. იქ მან აითვისა ცვლადი დენის გამოყენება და ზოგიერთი წყაროს მიხედვით, მიიღო ბაკალავრის ხარისხი, თუმცა უნივერსიტეტის განცხადებით, მესამე კურსის პირველი სემესტრის შემდეგ მას აღარ უვლია ლექციებზე და შესაბამისად, არც სწავლა დაუმთავრებია. 1878 წელს ტესლამ დატოვა გრაცი და გაწყვიტა ოჯახთან ყველანაირი ურთიერთობა. გაეშურა ქალაქ მარბურგში (ამჟამინდელი მარიბორი სლოვენიაში), სადაც პირველად დასაქმდა თანაშემწე ინჟინრად 1 წლის ვადით. ამ პერიოდში მას ნერვული აშლილობა აწუხებდა. მოგვიანებით მამამ დაარწმუნა ნიკოლა, რომ ჩარლზ-ფერდინანდის უნივერსიტეტში (პრაღა) ესწავლა, რაც 1880 წლის ზაფხულის სემესტრით შემოიფარგლა. აქ მასზე გავლენა იქონია ფიზიკოსმა ერნსტ მახმა, თუმცა მამის გარდაცვალების შემდეგ ტესლამ სწავლას თავი გაანება და მისმა დასწრებამ მხოლოდ 1 სემეტრი შეადგინა.

ტესლა ეცნობოდა მრავალ ნაშრომს, ფოტოგრაფიული მეხსიერების მეშვეობით იმახსოვრებდა მთლიან წიგნებს. ცხოვრების ადრეულ ეტაპზე მას აწუხებდა უცნაური სენი – ხშირად მის თვალწინ დამაბრმავებელი ნათება ჩნდებოდა, რასაც უმეტესწილად ერთგვარი ხილვები მოჰყვებოდა ხოლმე. ისინი იმ იდეებს უკავშირდებოდა, რომლებზეც იმ მომენტში მუშაობდა, ზოგჯერ კი ამ დროს მიეწოდებოდა იმ განსაკუთრებული პრობლემის გადაჭრის გზა, რომელიც დაბრკოლებად ხვდებოდა ხოლმე. მხოლოდ ობიექტის სახელის გაგონებით მას შეეძლო, საკმაოდ რეალისტურად, დეტალებში წარმოესახა ის გონებაში. მიიჩნევა, რომ ეს იყო სინესთეზიისსიმპტომი. გამოგონება წინასწარ ტესლას ტვინში ახდენდა ვიზუალიზაციას ყველანაირი წვრილმანის ჩათვლით, მხოლოდ ამის შემდეგ იწყებოდა მისი კონსტრუქცია. ეს იყო ტესლას მიდგომის მეთოდი, ის იშვიათად ხაზავდა ან ხატავდა რამეს.

1880 წელს ნიკოლა ტესლა ბუდაპეშტში გადავიდა და მუშაობა დაიწყო უნგრელ ინჟინერ-გამომგონებელ ტივადარ პუშკაშთან საკომუნიკაციო კომპანიაში. აქ შეხვდა ნებოიშა პეტროვიჩს, ახალგაზრდა სერბ გამომგონებელს, რომელიც ავსტრიაში ცხოვრობდა. მათი ურთიერთობა ხანმოკლე იყო, თუმცა ერთად მუშაობდნენ პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავდა ტყუპი ტურბინების შექმნას მუდმივი ენერგის წყაროს მისაღებად. 1881 წელს ბუდაპეშტის ცენტრალური სატელეფონო სადგურის გახსნაზე ტესლა დაინიშნა კომპანიის მთავარ ინჟინრად, შემდეგ კი ქვეყნის პირველი სატელეფონო სისტემის ინჟინერიც გახდა. მან შექმნა მოწყობილობა, რომელიც, ზოგიერთი წყაროს მიხედვით, იყო ტელეფონის გამაძლიერებელი, სხვა წყაროები კი მას პირველ რეპროდუქტორად ასახელებენ.
საფრანგეთი და აშშ

1882 წელს ტესლა პარიზში გადავიდა და მუშაობა დაიწყო ინჟინრად ,,Continental Edison Company”-ში, სადაც ელექტრომოწყობილობებს აუმჯობესებდა. ავტობიოგრაფიის მიხედვით, იმავე წელს შექმნა პირველი პრაქტიკული ასინქრონული ძრავა და დაიწყო ბრუნვად მაგნიტურ ველზე მომუშავე მექანიზმების განვითარება, რისთვისაც 1888 წელს პატენტები მიიღო. თუმცა ასინქრონული ძრავის გამომგონებლის ვინაობა დღემდე დაუზუსტებელია, რადგან ტესლასგან დამოუკიდებლად, იტალიელმა ფიზიკოსმა გალილეო ფერარისმა შექმნა მსგავსი მოწყობილობა 1885 წელს. თუმცა ტესლას მტკიცებით, მან ბრუნვადი მაგნიტური ველის ცნება ჯერ კიდევ 1882 წელს განსაზღვრა, რისთვისაც 1888 წელს პატენტი გადაეცა.

1884 წლის 6 ივნისს ნიკოლა ტესლა პირველად ჩავიდა აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში და დიდი არაფერი გააჩნდა, რაც დაეხმარებოდა. თუ არ ჩავთვლით 4 ცენტსა და ინგლისელი გამომგონებლის ჩარლზ ბეჩელორის სარეკომენდაციო წერილს, რომელიც ამერიკელი მეწარმისა და გამომგონებლის, ტომას ედისონის მიმართ იყო დაწერილი:
– დღევანდელობაში მე ორ დიდ ადამიანს ვიცნობ. ერთი შენ ხარ და მეორე ეს ახალგაზრდა მამაკაცია, რომელსაც შენი ნახვა სურს.

ედისონმა ტესლა დაიქირავა და ,,Edison Machine Works”-ში დაასაქმა. მისი მუშაობა დაიწყო მარტივი ელექტრული ინჟინერიით და ძალიან მალე კომპანიის ყველაზე რთული პრობლემების ამოხსნაზე გადავიდა. ტესლას შესთავაზეს, ედისონის კომპანიის მიერ დამზადებული მუდმივი დენის გენერატორების ახალი თაობა დაეპროექტებინა. 1885 წელს ტესლა ამ წინადადებას დათანხმდა, მან მიზნად დაისახა, არაეფექტური ძრავები და მოწყობილობები ვარგისად ექცია, შესაბამისად, ეკონომიისა და მომსახურების მხრივ დიდი წინსვლა გაეკეთებინა. ტესლას მიხედვით, ედისონი მას 50 000 დოლარს შეჰპირდა ამ საქმისთვის, თუკი ყველაფერი წარმატებით დასრულდებოდა. ეს ფაქტი უცნაურია იქიდან გამომდინარე, რომ ედისონი და მისი კომპანია წუწურაქობით გამოირჩეოდნენ. რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ ტესლამ პროექტი დაასრულა და ედისონისგან ანაზღაურება მოითხოვა, რაზეც ამ უკანასკნელმა მიუგო, რომ ფულთან დაკავშირებით იხუმრა: ,,ტესლა, შენ არ გესმის ჩვენებური ამერიკული იუმორი”. ტესლას იმდროინდელი ანაზღაურება კვირაში 18 დოლარს შეადგენდა და ედისონმა 10 დოლარით გაზრდა შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო და საბოლოოდ ტესლამ თანამდებობა დატოვა.

მცირეოდენი თანხა მაინც რომ ეშოვნა, გარკვეული დროით ტესლა თხრილების გავლებით იყო დაკავებული ედისონის კომპანიაში. ამ პერიოდში ის ფოკუსირებას ახდენდა მის მიერ შემუშავებულ ცვლადი დენის მრავალფაზიან სისტემაზე.

ორი მეცნიერის დაპირისპირების მიზეზი ისიც იყო, რომ ტესლას მტკიცებით, ატლანტის სანაპიროზე აშენებულ მუდმივი დენის სადგურებს დიდი სარგებელი არ მოჰქონდა და ცვლადი დენი უკეთესი იქნებოდა. ედისონის ლამპები, რომლებიც მუდმივ დენზე მუშაობდნენ, ძალიან სუსტი იყო. სისტემა არ ვარგოდა, რადგან შორ მანძილზე დენის სადენებით გადასაცემად მაღალი ძაბვა იყო საჭირო, რასაც გაყვანილობები ვერ უძლებდნენ. გამართულად რომ ემუშავათ, საჭირო იყო ყოველ 3 კმ-ში ელექტროსადგურები დაედგათ. ამისგან განსხვავებით, ტესლას შემოთავაზებული ცვლადი დენი წამში 50-60-ჯერ იცვლიდა მიმართულებას და მოწყობილობები თავისუფლად გაუძლებდნენ მაღალ ძაბვას. ენერგიის დანაკარგიც ძალიან უმნიშვნელო იყო მუდმივი დენისგან განსხვავებით. აშკარა გახდა, რომ მომავალი ცვლად დენს ეკუთვნოდა.
შემდგომი წლები

1886 წელს ნიკოლა ტესლამ შექმნა საკუთარი კომპანია ,,Tesla Electric Light & Manufacturing”, სადაც დააპროექტა თაღოვანი ნათურის უფრო ეფექტური ვერსია და ელექტრომაგნიტზე მომუშავე ნახშირბადის ელექტროდები. თუმცა ფინანსური ინვესტორები არ დაეთანხმნენ მის გეგმას ცვლადი დენის ძრავებზე და კომპანიამ ფუნქციონირება შეწყვიტა. გარდა ამისა, კომპანიის მოგების უმეტესი წილი ინვესტორების ანგარიშში მიდიოდა.

1886-1887 წლებში ტესლა დაბალი კვალიფიკაციის მუშაკად დასაქმდა, რათა თავი ერჩინა და შემდეგი პროექტისთვის სახსრები ეშოვნა. 1887 წელს მან შექმნა ცვლადი დენის ასინქრონული ძრავა, რომელსაც არ ჰქონდა კოლექტორის მუსი. მისი პრეზენტაცია მოხდა 1888 წელს ამერიკული ელეტროინჟინერიის ინსტიტუტში. იმავე წელს მან განავითარა თავისივე ტრანსფორმატორი და ამერიკელ ინჟინერ ჯორჯ ვესტინგჰაუსთან დაიწყო მუშაობა კომპანია ,,Westinghouse Electric & Manufacturing Company’s”-ის პიტსბურგის ლაბორატორიებში. ვესტინგჰაუსმა მოისმინა მისი იდეები მრავალფაზიანი სისტემების შესახებ, რომელთა მეშვეობითაც ცვლადი დენი გაცილებით დიდ მანძილზე გადაიცემოდა.

1887 წლის აპრილში ტესლამ ვაკუუმის მილების გამოყენებით დაიწყო მუშაობა იმაზე, რაც მოგვიანებით ცნობილი გახდა, როგორც ,,X სხივები”. მისი მოწყობილობა განსხვავდებოდა სხვა X სხივების მოწყობილობებისგან, რადგან არ ჰქონდა სამიზნე ელექტროდი. 1892 წელს ტესლამ აღმოაჩინა, რომ კანი დაუზიანდა, რაც მოგვიანებით გერმანელმა ფიზიკოსმა ვილჰელმ რენტგენმა განსაზღვრა, როგორც X სხივების ეფექტი.

ადრეულ კვლევებში ტესლამ X სხივების შესაქმნელად რამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატარა. მისი თქმით, მის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტები აჩვენებდა, რომ ,,ინსტრუმენტს შეუძლია, გამოიმუშაოს გაცილებით მძლავრი რენტგენის სხივები, ვიდრე ეს შესაძლებელია ჩვეულებრივი მოწყობილობებით.” ის ასევე საუბრობდა სხივებთან დაკავშირებულ რისკებზე. თავიდან მიიჩნევდა, რომ კანს ზიანი არა აპარატმა, არამედ ოზონმა მიაყენა, შემდგომში კი აზოტოვანმჟავა (HNO2) დაადანაშაულა.

ტესლა აგრძელებდა ამ სფეროში მუშაობას და ვილჰელმ რენტგენის აღმოჩენამდე რამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატარა. მან სურათი გადაუღო საკუთარი ხელის ძვლებს და რენტგენს გაუგზავნა, თუმცა ეს ინფორმაცია ფართო მასებამდე არ გასულა. მისი ნაშრომების უმეტესობა განადგურდა 1895 წლის მარტში, როცა ლაბორატორიას ცეცხლი წაეკიდა (ამბობენ, რომ ამაში ედისონის ხელი ერია).

ტესლამ შექმნა ისეთი ვაკუუმის მილიც, რომელიც სინათლეს გამოჰყოფდა. ეს გამოგონება დიდად დაეხმარა ფოტოგრაფიის განვითარებას.

1891 წლის დასაწყისში ტესლამ მოახდინა ენერგიის უსადენო გადაცემის დემონსტრირება. ამ ტიპის ელექტრულ გამტარობას დღემდე უწოდებენ ,,ტესლას ეფექტს”.
ამერიკის მოქალაქეობა

1891 წლის 30 ივლისს ნიკოლა ტესლა შეერთებული შტატების მოქალაქე გახდა. იმავე წელს ნიუ-იორკში ლაბორატორია დააარსა, მოგვიანებით კი ახალი ლაბორატორია გახსნა ჰიუსტონის ქუჩაზე (მანჰეტენი). ორივეგან ელექტრონათურებს უსადენოდ ანთებდა და ამით ამტკიცებდა, რომ ენერგიის უსადენო გადაცემას დიდი პოტენციალი ჰქონდა.

1892 წელს ნიკოლას დედა გარდაეცვალა და ევროპაში დაბრუნდა მის დაკრძალვაზე დასასწრებად. ამის შემდეგ ავად გახდა და 3 კვირა მოანდომა ძალების აღდგენას. ამ პერიოდში ტესლა განიცდიდა ვედური ფილოსოფიის გავლენას, განსაკუთრებით აინტერესებდა სვამი ვივეკანანდას სწავლებები. ეს გავლენა ისეთი ძლიერი იყო, რომ მის მიერ შემუშავებულ ცნებებს, რომლებიც მატერიისა და ენერგიის ფუნდამენტს ეხებოდა, სანსკრიტული სახელები დაარქვა (აკაშა = მატერია, პრანა = ენერგია).

1892 წელს შეიქმნა ენერგიის გადაცემის პირველი მრავალფაზიანი სისტემა. ტესლა ამ დროს 36 წლის იყო. ის აგრძელებდა კვლევას ბრუნვადი მაგნიტური ველის პრინციპებზე. 1892-1894 წლებში ინჟინერ-ელექტრიკოსების ამერიკული ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი იყო. 1893-1895 წლებში იკვლევდა მაღალი სიხშირის ცვლადი დენის დინებას. კონუსური ტრანსფორმატორის მეშვეობით ახერხებდა მილიონამდე ვოლტი ძაბვის დენის მიღებას. გამოიგონა მოწყობილობა, რომელიც ადამიანს აძინებდა, ასევე უსადენო ლამპა, რომელიც ელექტრულ მუხტებს იონიზებული აირის მეშვეობით იღებდა. ახდენდა ელექტრომაგნიტური ენერგიის უმავთულოდ გადაცემას, ააგო პირველი რადიოგადამცემი. 1893 წელს მისურის შტატის ქალაქ სენტ-ლუისში ტესლამ რადიოკომუნიკაციის დემონსტრირება მოახდინა, ასევე ახსნა მოქმედების პრინციპები. ეს ამბავი იმდროინდელმა მედიამ ფართოდ გააშუქა. ტესლა დაინტერესებული იყო იმ ენერგიის ათვისებით, რომელიც ,,მთელ კოსმოსში იყო გაბნეული”, ამჟამად კი ცნობილია, როგორც მიკროტალღოვანი ფონის რადიაცია. მას სწამდა, რომ მხოლოდ დროის საკითხი იყო, ვიდრე ადამიანები ბუნების ძალის გამოყენებას შეძლებდნენ: ,,ჩვენი მექანიზმები მალე იმუშავებენ იმ ენერგიაზე, რომლის მოპოვებაც სამყაროს ნებისმიერი წერტილიდანაა შესაძლებელი”.

1893 წელს ჩიკაგოში ჩატარდა საერთაშორისო გამოფენა, სახელად ,,მსოფლიო კოლუმბიური ექსპოზიცია”, სადაც პირველად ადგილი დაეთმოთ ელექტროტექნიკის ნამუშევრებსაც. ნიკოლა ტესლამ და ჯორჯ ვესტინგჰაუსმა წარმოადგინეს ცვლადი დენის სისტემა და მისი მეშვეობით ექსპოზიცია გაანათეს. თავისი მნიშვნელობით ეს ისტორიული მოვლენა გახლდათ. ყველაზე შოკისმომგვრელი ის იყო, რომ ნათურების ასანთებად მაღალი სიხშირის ცვლადი დენი მეცნიერმა საკუთარ სხეულში გაატარა. სტუმრებს ასევე წარუდგინეს ფლუორესცენციური ნათურები. ტესლას კიდევ ერთი ნამუშევარი იყო ე.წ. ,,კოლუმბის კვერცხი”, რომლის მეშვეობითაც ყველას აჩვენა ბრუნვადი მაგნიტური ველისა და ასინქრონული ძრავის პრინციპები.
1895 წელს მეცნიერმა შექმნა გენერატორი, ასევე წინ წაიწია აირის გათხევადების საკითხში. ლორდ კელვინის აღმოჩენებიდან ტესლამ იცოდა, რომ თხევადი აირი ისრუტავს მეტ სიმხურვალეს, როცა ხელახლა ხდება მისი გაზიფიცირება. თუმცა ამ საკითხზე მუშაობის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე ლაბორატორიაში ხანძარი გაჩნდა და მთლიანად გაანადგურა მისი აღჭურვილობა, მოდელები და გამოგონებები. ამ ამბიდან ძალიან მალე გერმანელმა ინჟინერმა კარლ ფონ ლინდემ წარმოადგინა ნაშრომი ანალოგიურ თემაზე, ასევე თხევადი აირების დანადგარების ნახაზები, რომელსაც «ოქსილიქვიტი» უწოდა.

1895 წელსვე ტესლამ განახორციელა ნიაგარას ჩანჩქერებთან პირველი ჰიდროელექტროსადგურის აგების პროექტი, რაც ცვლადი დენის საბოლოო გამარჯვებას ნიშნავდა. ამ ამბავმა მთელი მსოფლიოს პრესა მოიარა და ტესლა საყოველთაო გმირად შერაცხეს.

მოგვიანებით ნიკოლა ტესლამ წარმოადგინა ელექტროენერგიის უსადენო გადაცემის მსოფლიო სისტემის მოდელი, რომელიც დამოკიდებული იყო დედამიწის ელექტროგამტარობაზე. ამ პრინციპების მიხედვით, მაღალი სიმძლავრის ულტრაიისფერი სხივი შეიძლებოდა, გამოყენებული ყოფილიყო მიმღებ-გადამცემი სადგურების თავზე ვერტიკალური იონიზებული არხის შესაქმნელად. იგივე პრინციპები გამოიყენება დღეს მეხამრიდებსა და ელეტროშოკურ იარაღებში, განიხილება ასევე ავტომობილის შესაჩერებელ მოწყობილობებში გამოსაყენებლად.
ედისონი

გვიან 1880-იანებში ტესლა და ედისონი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რაც ნაწილობრივ იმის გამო იყო, რომ ედისონი მხარს უჭერდა მუდმივი დენის გამოყენებას, რომელსაც თანდათან ანაცვლებდა ტესლასა და ვესტინგჰაუსის მიერ უპირატესად მიჩნეული და უფრო ეფექტური ცვლადი დენი. ასინქრონული ძრავის გამოგონებამდე ცვლადი დენის უპირატესობებს მაღალი ძაბვის შორ მანძილზე გადაცემასთან დაკავშირებით ჩრდილს აყენებდა ის ფაქტი, რომ ცვლადი დენით ძრავების ამუშავება ვერ ხერხდებოდა. ე.წ. ,,დინებების ომის” შედეგად ედისონი და ვესტინგჰაუსი ლამის გაკოტრებამდე მივიდნენ, ამიტომ 1897 წელს ტესლამ ვესტინგჰაუსთან კონტრაქტი გაწყვიტა. იმავე წელს მეცნიერმა დაიწყო სინქროტრონული გამოსხივების კვლევა, რამაც მალე მიიყვანა კოსმოსური სხივების ძირითად ფორმულირებამდე.

1897 წელს 41 წლის ტესლამ წარმოადგინა პირველი რადიოს პატენტი. 1 წლის შემდეგ მან ჯერ აშშ-ის ჯარს, შემდეგ კი ,,მედისონ სქვეარ გარდენის” გამოფენას წარუდგინა რადიოკონტროლირებადი ნავი, რადგან მიიჩნევდა, რომ სამხედრო ძალას მსგავსი პრინციპით მოქმედი ტორპედოები გამოადგებოდა. ტესლა ირწმუნებოდა, რომ თანდათან ავითარებდა ,,ტელავტომატიკას”, რობოტექნიკის ერთგვარ სახეობას, რომელიც ტექნოლოგიის შორიდან კონტროლირებას ეხებოდა. იმავე წელს ტესლამ გამოიგონა ელექტრული ცეცხლგამჩენი, იგივე აალების სანთელი, რომელიც ბენზინზე მომუშავე ძრავებში გამოიყენება შიდა წვისთვის. შემდეგი წლები ტესლამ რადიოტალღების კვლევას მიუძღვნა, რადიოკონტროლირებადი სისტემები კი დიდხანს დარჩა სიახლედ, სანამ I მსოფლიო ომში სხვადასხვა ქვეყნებმა არ დაიწყეს მისი გამოყენება სამხედრო დანიშნულებით.
კოლორადო-სპრინგზი

1899 წელს ტესლამ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა გადაწყვიტა და გადაბარგდა კოლორადო-სპრინგზის მუნიციპალიტეტში, კოლორადოს შტატში. მეცნიერული საქმიანობისთვის მას ჰქონდა ლაბორატორია, რომელიც მოიცავდა ოთახს მაღალი ძაბვისა და სიხშირის ელექტროენერგიაზე ექსპერიმენტების ჩასატარებლად. ჩამოსვლისას ტესლამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უსადენო ტელეგრაფიაზე მუშაობდა და აპირებდა, ,,Pikes Peak”-ის მთიდან (კოლორადო-სპრინგზი, კოლორადო) პარიზში სიგნალები გადაეცა. ტესლას დღიურები შეიცავს იმ ექსპერიმენტების განხილვას, რომლებიც იონოსფეროსა და ტელურულ დენებს ეხებოდა. თავის ლაბორატორიაში ტესლამ დაამტკიცა, რომ დედამიწა გამტარია და ამაზე დაყრდნობით ხელოვნური ელვა შექმნა, რომლის მუხტიც მილიონობით ვატი იყო, სიგრძე კი – 40 მეტრზე მეტი. ტესლა ასევე იკვლევდა ატმოსფეროს ელექტროობას, თავისი მიმღებების მეშვეობით აკვირდებოდა ელვის სიგნალებს. ტესლას მიმღებისა და დამაკავშირებელი მოწყობილობების რეპროდუქცია აჩვენებს სირთულის მოულოდნელ დონეს (მაგალითად, მაღალი ხარისხის სპირალური რეზონატორები, რადიოსიხშირის უკუკავშირი, დაუმუშავებელი ჰეტეროდინის ეფექტები და რეგენერაციული ტექნიკა). ტესლა ამტკიცებდა, რომ ამ პერიოდში ის აკვირდებოდა სტაციონარულ (მდგარ) ტალღებს.
ნიკოლა ტესლა აქტიურად იკვლევდა გზებს, რათა ენერგიის დიდ მანძილზე უსადენოდ გადაცემა მოეხერხებინა (რაც მოკლე მანძილზე განივი ტალღებით მოხდებოდა, გრძელზე კი – გრძივით). მან მიწის გავლით გადაგზავნა ძალიან დაბალი სიხშირის ელექტრომაგნიტური რადიაცია დედამიწის ზედაპირიდან ჰევისაიდ-კონოლის ფენამდე (90-150 კმ ზედაპირიდან). მათემატიკური გამოანგარიშებებითა და აღრიცხვებით მან დაადგინა, რომ დედამიწის რეზონანსული სიხშირე დაახლოებით 8 ჰერცი იყო. 1950-იანებში მკვლევარებმა ეს გამოთვლა დაადასტურეს და მოგვიანებით ,,შუმანის რეზონანსი” უწოდეს.

კოლორადო-სპრინგზში ტესლამ რამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატარა ენერგიის გრძელ მანძილზე უსადენო გადაცემა-მიღებასთან დაკავშირებით. ამ მეთოდს ,,ტესლას ეფექტს” უწოდებენ. გრძივი ტალღების გავლით ტესლა ახდენდა ენერგიის გადაცემას მიმღებ აპარატურამდე.

კოლორადო-სპრინგზის ლაბორატორიაში ტესლა აკვირდებოდა უჩვეულო სიგნალებს, რომლებსაც არამიწიერი (ვენერა ან მარსი) ცივილიზაციისგან გამოგზავნილი რადიოტალღური კომუნიკაციის გზად თვლიდა. მისი მიმღები მუდმივად აფიქსირებდა ისეთ სიგნალებს, რაც შტორმისა და დედამიწისგან წამოსული ხმაურისგან მკვეთრად განსხვავდებოდა. როგორც მოგვიანებით იხსენებდა, ეს სიგნალები ჩნდებოდა 1, 2, 3 ან 4 ტკაცუნის სახით. ის მიიჩნევდა, რომ მის დანადგარებს სხვა პლანეტებთან დაკავშირება შეეძლოთ. არის გადმოცემები, რომ ამ საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით მან გამოიგონა მოწყობილობა ,,ტესლასკოპი”. დღემდე გაურკვეველია, რა ტიპის სიგნალებს იღებდა მეცნიერი ან საერთოდ იღებდა თუ არა. არის ვერსია, რომ მან უბრალოდ ბოლომდე ვერ გაიგო ახალი ტექნოლოგიების მუშაობის პრინციპი ან ეს სიგნალები მართლაც არამიწიერი რადიოტალღები იყო, ოღონდ ბუნებრივი წარმოშობისა, როგორიცაა მაგალითად იუპიტერის პლაზმური ტორუსის სიგნალები.
კოლორადო-სპრინგზი ტესლამ 1900 წლის 7 იანვარს დატოვა. 1905 წელს ლაბორატორია დაშალეს და მისი ნაწილები გაყიდეს, რათა ვალები დაეფარათ. კოლორადოს ექსპერიმენტებმა შეამზადა ტესლა ტრანსატლანტიკური უსადენო ტელეკომუნიკაციების შენობის ასაგებად, რომელიც ცნობილი გახდა, როგორც ვარდენკლიფი.
ვარდენკლიფის წლები

1900 წელს 150 000 დოლარიანი დაფინანსებით (რომლის 51% გაიღო ამერიკელმა ფინანსისტმა და ბანკირმა ჯონ პირპონტ მორგანმა) ტესლამ ვარდენკლიფის კოშკის აშენებისთვის დაიწყო მზადება. 1902 წლის ივნისში ტესლას ლაბორატორიულმა სამუშაოებმა ჰიუსტონის ქუჩიდან ვარდენკლიფში გადაინაცვლა.

1901 წლის 12 დეკემბერს გამაოგნებელი რამ მოხდა – გულიელმო მარკონიმ უსადენო კავშირგაბმულობით ატლანტის ოკეანის იქით (კანადიდან დიდ ბრიტანეთში) წარმატებულად გაგზავნა სიგნალი, რითაც ნიკოლა ტესლას პიონერობის იმედები დაუმსხვრია. აღსანიშნავია, რომ მარკონის შემოქმედებაში თითქმის არაფერი ყოფილა ახალი და ძირითადად ტესლას იდეების ასლს წარმოადგენდა. 1943 წელს აშშ-ში უზენაესი სასამართლოს სხდომა გაიმართა, რომელზეც მარკონის პატენტი გაუქმებულად ცნეს და ტესლას მიაკუთვნეს. რადიოსა და უკაბელო კავშირის შემქმნელად ისევ ტესლა აღიარეს.

მიუხედავად მარცხისა, ვარდენკლიფის კოშკი შენდებოდა და მას მუდმივად მეთვალყურეობდა დაცვა, რათა ცნობისმოყვარეები გაერიდებინათ. მისი სიმაღლე 57 მეტრი იყო, ჰქონდა გუმბათი, რომლის დიამეტრიც 21 მეტრს შეადგენდა. გუმბათი წარმოადგენდა ნახევარსფერული ფორმის 55 ტონიან ფოლადის (სხვა ცნობით, სპილენძის) სტრუქტურას.

მორგანი იმედგაცრუებული იყო, მან ტესლას უარი უთხრა შემდგომ დაფინანსებაზე. მეცნიერი ფინანსურად და ემოციურად ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა. გადასახადების დასაფარად მას მოუწია კოშკის გაყიდვა $20 000-ად (დღევანდელი $400 000). 1917 წელს კოშკის ახალმა მფლობელებმა ნაგებობა დაშალეს და ნაწილებად გაყიდეს.

1906 წელს თავის 50-ე დაბადების დღეზე ტესლამ წარმოადგინა ტურბინა, რომლის სიმძლავრეც იყო 200 ცხენის ძალა (150 კილოვატი), ბრუნვის სიხშირე კი – წუთში 16 000. 1910-1911 წლებში ნიუ-იორკში მდებარე ,,Waterside Power Station”-ში მისი ტურბინები გამოსცადეს 100-5000 ცხენის ძალაზე.
ნობელის პრიზი

რადგანაც ნობელის პრიზით ფიზიკის დარგში გულიელმო მარკონი დააჯილდოვეს 1909 წელს, იმდროინდელმა პრესამ ტომას ედისონი და ნიკოლა ტესლა დაასახელა სავარაუდო კანდიდატებად 1915 წლის პრიზისთვის. მიუხედავად მათი (განსაკუთრებით ტესლასი) უზარმაზარი სამეცნიერო ღვაწლისა, არცერთ მათგანს არ გადასცეს პრიზი, არამედ უილიამ ჰენრი ბრაგსა და უილიამ ლოურენს ბრაგს ,,იქს სხივების კრისტალოგრაფიის საკითხში შეტანილი წვლილისთვის”. ზოგიერთი წყარო ირწმუნებოდა, რომ ამის მიზეზი იყო ორმხრივი შუღლი მეცნიერებს შორის. თითოეული მათგანი მიიჩნევდა, რომ პრიზის გაყოფა მათ შრომას დააკნინებდა და ნობელის პრემია მხოლოდ ერთ ადამიანს ეკუთვნოდა. შესაბამისად, მათ უარი განაცხადეს პრიზის ამ სახით მიღებაზე და ამგვარად ზოგადად პრიზის მიღების ალბათობაც ნულამდე დაიყვანეს.

მანამდე მსგავსი ხმები და ჭორები ვრცელდებოდა, რომ ტესლა 1912 წლის ნობელის პრემიაზე იყო ნომინირებული. ეს იყო მაღალი სიმძლავრისა და მაღალი სიხშირის რეზონანსული ტრანსფორმერების აგების გამო. თუმცა წინასწარი ვარაუდები იმჯერადაც მცდარი აღმოჩნდა და ნობელის პრიზი შვედმა ინჟინერმა ნილს გუსტავ დალენმა მოიპოვა ,,ავტომატური სარქველების გამოგონებისთვის, რომლებიც გაზის აკუმულატორთან ერთად მუშაობდნენ შუქურებსა და ქერქეჭელებზე (ტივტივებზე)”.
მომდევნო პერიოდი

1915 წელს ტესლამ სასამართლოში შეიტანა სარჩელი მარკონის წინააღმდეგ, მაგრამ ეს ნაბიჯი წარუმატებელი აღმოჩნდა. ვარდენკლიფის შემდგომ ტესლამ ააგო ტელეფუნკენის უსადენო სადგური ლონგ-აილენდის ქალაქ სეივილში. მისი მიზნების ნაწილი, რომელთა განხორციელებასაც ვარდენკლიფის კოშკში გეგმავდა, სისრულეში მოვიდა ტელეფუნკენში. 1917 წელს შენობა ხელში ჩაიგდეს და გაანადგურეს საზღვაო ქვეითმა ჯარისკაცებმა, რადგან ეჭვობდნენ, რომ სადგურს გერმანელი ჯაშუშები გამოიყენებდნენ.

I მსოფლიო ომამდე ტესლამ ოკეანის იქითა ქვეყნებს მიმართა დასახმარებლად, რათა კვლევებისთვის საჭირო სახსრები მოეპოვებინა. ომის დაწყებისას ევროპულმა ქვეყნებმა მას დაფინანსება შეუწყვიტეს. ომის შემდეგ მალევე მას აღმოაჩნდა ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის სიმპტომები. ის შეპყრობილი გახდა ციფრ 3-ით. ხშირად შენობის დატოვებამდე სამჯერ შემოუვლიდა გარშემო ქვას, მოითხოვდა, რომ ყოველ კერძს თეფშთან ჰქონოდა 3 ცალი დაკეცილი ხელსახოცი და ა.შ. იმ მომენტში ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა ახალი ხილი იყო, კარგად არ ჰქონდათ შესწავლილი და მკურნალობის მეთოდებიც არ არსებობდა. ამიტომაც მიიჩნიეს, რომ მეცნიერი ჭკუიდან გადავიდა, რამაც მის რეპუტაციას დიდი დარტყმა მიაყენა.

I მსოფლიო ომის პერიოდში ტესლამ წამოაყენა იდეა, გამოეყენებინათ რადიოტალღები გერმანული წყალქვეშა ნავების აღმოსაჩენად (იმ პერიოდისთვის ჯერ კიდევ უცხო ტექნოლოგია, რომელსაც ამჟამად ,,რადარს” უწოდებენ). ტომას ედისონმა ამ იდეას სასაცილო და უაზრო უწოდა.

ნიკოლა ტესლა ვალდორფ-ასტორიას სასტუმროში იყო დაბინავებული და გადავადებული გადასახადების დაფარვის ხერხებზე ფიქრობდა. მას მოუწია, მილიონერ ჯორჯ ბოლდტისთვის მიეყიდა ვარდენკლიფი, რათა 20 000 დოლარი გადაეხადა. 1917 წელს, იმ პერიოდში, როცა ბოლდტმა ვარდენკლიფი გაანადგურა, რათა ტერიტორია მდიდრულ მამულად ექცია, ტესლამ მიიღო ამერიკული ელექტროინჟინერიის ინსტიტუტის უმაღლესი ჯილდო – ედისონის მედალი. მედალის სახელწოდების გამო ეს მისთვის ერთგვარი შეურაცხყოფა იყო.

1917 წელს ტესლამ პირველად განსაზღვრა პრინციპები, რომლებიც ეხებოდა სიხშირესა და სიმძლავრის დონეს პირველი პრიმიტიული რადარული ერთეულებისთვის.

გადმოცემის მიხედვით, 1920-იან წლებში ტესლა მოლაპარაკებას აწარმოებდა დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან ე.წ. ,,სასიკვდილო სხივზე”. ტესლა იმასაც ამტკიცებდა, რომ ,,სასიკვდილო სხივის” მოპარვა რამდენჯერმე სცადეს. ამბობენ, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალა ნევილ ჩემბერლენის მთავრობის დასრულების გამო.

1931 წელს, როცა ტესლა 75 წლის გახდა, ჟურნალმა ,,Time”-მა მისი სურათი ყდაზე დაბეჭდა. სურათის აღწერა ხაზს უსვამდა მის ღვაწლს ელექტროენერგიის სისტემის განვითარებაში. ბოლო პატენტი ტესლამ 1928 წელს მიიღო საჰაერო ტრანსპორტირების აპარატის გამო, რომელიც ვერტიკალური აფრენისა და დაშვების შესაძლებლობის მქონე თვითმფრინავის პირველ მაგალითს წარმოადგენდა. 1931 წლის მიწურულს ტესლამ გამოუშვა ნაშრომი სახელად ,,ჩვენი მომავალი მამოძრავებელი ძალა”, სადაც ოკეანის თერმული ენერგიის გარდაქმნის სისტემა აღწერა. 1934 წელს მან წერილი მისწერა კონსულ იანკოვიჩს თავისი სამშობლოს შესახებ. წერილში მადლიერება გამოხატა წარმოშობით სერბი ფიზიკოსისა და ქიმიკოსის მიხაილო პუპინის მიმართ, რომელიც გამოდიოდა შემოწირულობების სქემის შექმნის ინიციატივით, რისი მეშვეობითაც ტესლა დაფინანსდებოდა ამერიკული კომპანიების მიერ. ტესლამ დახმარებაზე უარი თქვა, მას საკმარისად მიაჩნდა იუგოსლავიის სახელმწიფოსგან დანიშნული მოკრძალებული პენსია და კვლევები განაგრძო.

1936 წელს პოლიტიკოს ვლადკო მაჩეკის მიერ გამოგზავნილი დაბადების დღის მისალოცი ტელეგრამის საპასუხოდ ტესლამ განაცხადა, რომ ის ერთნაირად ამაყობდა სერბული წარმოშობითა და ხორვატიული სამშობლოთი. თანამედროვე ეპოქაში ამ ციტატას ხშირად უკეთებენ პერეფრაზირებას ხორვატიისა და სერბეთის ერთიანობის მომხრეები.
ხშირად ცდილობდნენ, მეცნიერი ჩაერთოთ იუგოსლავიაში მიმდინარე ეთნიკურ და პოლიტიკურ კონფლიქტებში, რაზეც მან ერთხელ უპასუხა: ,,თქვენი სიძულვილის ელექტროობად გადაქცევა რომ შესაძლებელი იყოს, მთელ მსოფლიოს გაანათებდა.”
ველის თეორიები
81 წლის ასაკში ტესლა ამბობდა, რომ დასრულებული ჰქონდა ,,გრავიტაციის დინამიკური თეორია”. ის ამტკიცებდა, რომ თეორია ყველა დეტალში ზუსტი იყო და იმედოვნებდა, რომ მსოფლიო მალე იხილავდა მას. თუმცა ნაშრომი არასდროს გამოქვეყნებულა.

თეორიის ძირითადი ნაწილი შემუშავებულ იქნა 1892-1894 წლებში, როცა მეცნიერი ექსპერიმენტებს ატარებდა მაღალი სიხშირისა და სიმძლავრის ელექტრომაგნეტიზმზე და მათზე მომუშავე მოწყობილობებს ქმნიდა. ის მიიჩნევდა, რომ შეუძლ

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 16 2013, 02:20 AM

G_saxva
ჯიგარ...

(ოღონდ წყაროც...)

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 16 2013, 10:48 AM

A.V.M
ჯერ არ მცალია და მერე მივამატებ კიდო რაცხეებს.
პ.ს ნაკადულსაც დავუწერ biggrin.gif

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Nov 16 2013, 02:22 PM

და ვინჩიზე დავწერო თუ დაწერა უკვე ვინმემ?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 16 2013, 10:30 PM

MIRDAT
დაწერე ოღონდ გემრიელი პოსტი რომ იყოს.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 17 2013, 12:01 AM

MIRDAT

ციტატა
და ვინჩიზე დავწერო თუ დაწერა უკვე ვინმემ?

ასეთი კითხვები არ დასვა ხოლმე .
დაწერილი რომც იყოს , შენ მაინც დაწერე თუ შეგიძლია .

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Nov 17 2013, 01:20 AM

ლეონარდო და ვინჩი


ბიოგრაფია

ლეონარდო და ვინჩი დაიბადა 1452 წლის 15 აპრილს იტალიაში, კერძოდ კი ფლორენციაში. მის დაბადებაზე არც თუ ისე ბევრი ფაქტია ნაცნობი. ვიცით ის რომ ლეონარდო პიერო ანტონიო და ვინჩის უკანონო შვილი იყო. ჯელნტმენი იმ დროს წოდება იყო, თანაც საკმაოდ პატივსაცემი. მისთვის დიდი სირცხვილი იქნებოდა რომ უკანონო შვილი ჰყოლოდა, ამიტომ ლეონარდო დედამისთან იზრდებოდა, რომლის სახელიც უცნობია, მაგრამ ნაცნობია მისი პროფესია-მოსამსახურე. ლეონარდო თავიდან დედის გვარზე იყო თუმცა როდესაც წამოიზარდა დედამისმა მას სიმართლე მოუყვა მამაზე. ამიტომ გადაიკეთა ლეონარდომ დედის გვარი “და ვინჩით”. ლეონარდო და ვინჩიზე მხოლოდ ეს მწირი ინფორმაციაა ნაცნობი. თუმცა არსებობს მოსაზრება რომლის მიხედვითაც ეს ყველაფერი ლეონარდომ თვითონ მოიფიქრა და სინამდვილეში არანაირი პიერო და ვინჩი და არანაირი მოსამსახურე არ არსებობს. ერთერთი მოსაზრების თანახმად ლეონარდო და ვინჩი ჩვენს პლანეტა დედამიწაზე არ დაბადებულა და ის სხვა პლანეტიდან იყო მოსული( biggrin.gif ).
1466 წელს, 14 წლის ასაკში, ლეონარდო და ვინჩი საცხოვრებლად ფლორენციაში გადავიდა, სადაც მამამ სასწავლებლად სამხატვრო სახელოსნოში - ანდრეა ვეროკიოს მიაბარა. 1460-1476 წლები ლეონარდომ ვეროკიოს სახელოსნოში გაატარა. 20 წლის ასაკში ის უკვე ჩამოყალიბებული მხატვარი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ლეონარდო უმეტესწილად თავისით სწავლობდა. 1478 წელს მან საკუთარი სახელოსნო გახსნა.

1482 წელს ლეონარდო და ვინჩი ტოვებს ფლორენციას და საცხოვრებლად მილანში გადადის, რომელსაც იმ პერიოდში მართავდა ლუდოვიკო მორო („მავრი“), სფორცას გვარის დიდებული. მან ლეონარდო, როგორც ხუროთმოძღვარი და მუსიკოსი ისე მიიწვია. მანვე დაავალა აკადემიის დაარსება, რომლისთვისაც ლეონარდომ დაწერა „ტრაქტატი ფერწერაზე“ — ყველა დროის მხატვართა სამაგიდო წიგნი.


1499 წელს სფორცა ფრანგებმა მილანიდან განდევნეს და ლეონარდოსაც გაცლა მოუხდა. მომდევნო წლისათვის უკვე ფლორენციაში ჩავიდა, სადაც, დაახლოებით, ექვსი წელი დაჰყო, მხოლოდ ათი თვით მიატოვა იგი პაპის კონდოტურის - ჩეზარე ბორჯიას დავალებით, სიმაგრეების მშენებლობასთან დაკავშირებით. შემდეგ კვლავ მილანში დაბრუნდა.

სიცოცხლის ბოლო ორი ათწლეული ლეონარდო და ვინჩიმ მოგზაურობაში გაატარა, რადგანაც ვერ პოულობდა ადგილს, სადაც საკუთარი თავის რეალიზებას შეძლებდა. 1513-დან 1519 წლამდე იგი მონაცვლეობით ცხოვრობდა რომში, პავიაში, ბოლონიასა და საფრანგეთში. 1506-1513 წლებში ლეონარდო კვლავ მილანშია, უკვე ფრანგთა მეფის — ლუი XII-ის სამსახურში. საერთო ჯამში, მან 23 წელი დაჰყო მილანში.

ლეონარდოს ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია „მონა ლიზას“ პორტრეტი, რომელიც საფრანგეთში ყოფნის დროს შექმნა და „ჯოკონდას“ სახელითაა ცნობილი. სურათში პორტრეტის იმდროინდელი ხატვის ტენდენცია სრულიად დარღვეულია, მონა ლიზა მუხლებამდეა დახატული, თითქმის მთელი ტანით მაშინ, როდესაც პორტრეტებში ადამიანს მხოლოდ გულ-მკერამდე ხატავდნენ.

ლეონარდო და ვინჩი რამდენიმე პროფესიას ფლობდა, იგი ერთდორულად მხატვარი, სკულპტორი, არქიტექტორი, მეცნიერი და ინჟინერი იყო.


ლეონარდოს 7 ათასამდე ხელნაწერი, ჩანახატი თუ პროექტი დარჩა უამრავ დარგში, ფერწერული ტილო კი სულ 20-მდე. გენიოსი არასდროს ჩქარობდა ტილოს დასრულებას. მისი მუშაობის ნელი ტემპი სალაპარაკოდ ჰქონდათ. დაუმთავრებელი ნახატი მხატვრისათვის "ცოცხალს" ნიშნავდა, დამთავრებული კი სიკვდილს...

ლეონარდო ვეგეტარიანელი ყოფილა: "თუ ადამიანები თავისუფლებას ვესწრაფვით, რატომ ვსვამთ ფრინველებსა და ცხოველებს გალიებში? რატომ ვსპობთ სასტიკად მათ? ჩვენ სხვისი სიკვდილით ვცოცხლობთ". უსაზღვროდ უყვარდა ცხოველები, მათ ბაზარში ყიდულობდა და ათავისუფლებდა.


აინტერესებდა არქიტექტურა, ასტრონომია, ბოტანიკა, ნავიგაცია, ბიოლოგია, სამხედრო გამოგონებები. მის ჩანაწერების წიგნში იპოვით ტანკების, საფრენი აპარატების, თავდასაცავი ნაგებობების, კანალიზაციის, ჭაობების ამოშრობის სისტემების, საყვინთი აპარატების, ველოსიპედი წყალქვეშა ხომალდის, ნემსების დასამზადებელი მანქანისა და პარაშუტის ესკიზებს. ასევე დაინტერესებული იყო რობოტების შექმნით. მის რობოტს ანატომიურად სწორი და მოძრავი ყბა ჰქონდა, ასევე ხელებსა და ფეხებსაც ამოძრავებდა. ცნობილი ფაქტია, რომ საფრენი აპარატების შექმნისთვის ის ფრინველებს აკვირდებოდა.

ლეონარდოს სახელს მილანისათვის კანალიზაციის სისტემის გააკეთებასაც მიაწერენ.


ლეონარდო და ვინჩის ტვინის ორივე ჰემოსფეროს განსავითარებლად თავისი მეთოდები ჰქონდა:
1. იყავი ცნობისმოყვარე ყველაფრის მიმართ;
2. ეცადე შენიშნო და გამოარჩიო გარღვევები შენივე გამოცდილებიდან და შეცდომებიდან;
3. მუდამ განაახლე, გამოთვალე შენი ემოციების მარაგი;
4. მიიღე და გაიაზრე პარადოქსები;
5. გამოიმუშავე გლობალური აზროვნება ტვინის ორივე ჰემოსფეროს გამოყენებით;
6. შეინარჩუნე ცივსისხლიანობა, მენტალური მოქნილობა და გონების სისხარტე;
7. დაიმახსოვრე, რომ ხსენებული ექვსი პრინციპი ერთმანეთისაგან განუყოფელია და მუდამ იფიქრე მათზე!..

ლეონარდო ამბიდექსტრი იყო - ერთნაირად ხმარობდა ორივე ხელს, მაგრამ მისი ნაშრომების უმეტესობა მარცხენა ხელითაა დაწერილი - მარჯვნიდან მარცხნივ.
ამის გამო, მისი ნაწერები ძნელად იშიფრებოდა. ყველა ექსპერიმენტს ილუსტრირებას უკეთებდა. ერთ-ერთი ასეთი დღიური ბილ გეიტსის საკუთრებაა, იგი 30 მლნ დოლარი ღირს. მისი ჩანაწერები სტილისტურადაც უჩვეულო იყო, საკუთარ თავს ბრძანებებს აძლევდა, ედავებოდა. მხატვრისა და გამომგონებლის ჩანაწერები გარდაცვალებიდან გაცილებით გვიან აღმოაჩინეს. მათში ბევრია ისეთი გამოგონება, რომელიც იმ საუკუნისათვის ფანტაზიის სფეროს განეკუთვნებოდა.

ლეონარდო და ვინჩის ცხოვრების წესიც უჩვეულო ჰქონდა: ის 4 საათში ერთხელ 15 წუთი იძინებდა და ამით ძილის ხანგძლივობა 8 საათიდან საათნახევრამდე შეამცირა. ამიტომ ამბობენ, რომ 67 წელი კი არა გაცილებით მეტი, 100 წელი იცოცხლა.


1513-1514 წლებში ლეონარდო რომშია, სადაც პაპმა ლეო X-მ მიიწვია, 1516 წელს კი ფრანგთა მეფის, ფრანსუა I-ის მიწვევით ჩადის საფრანგეთში. მეფემ ლეონარდოს დამბუაზის მახლობლად მდებარე კლუს ციხე-სიმაგრე უბოძა. და ვინჩიმ სიცოცხლის უკანასკნელი სწორედ იქ გაატარა.
იმდროინდელი მსოფლიოს ფაქტობრივად ერთ-ერთი მბრძანებელი - ფრანსუა I დიდი სწავლა-განათლებით ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ ლეონარდოს ფასი კარგად იცოდა და თავისი მიწვევით ჩასულ გენიოსს დაუყოვნებლივ უბოძა "მეფის პირველი მხატვრის, არქიტექტორისა და ინჟინრის" წოდება. ამბობენ, რომ გენიოსმა მეფის ხელებზე დალია სული. ლეონარდოს გარდაცვალებიდან 25 წლის შემდეგ მასზე დაწერენ: "მეფეს ძალიან უყვარდა ლეონარდო და იმდენად სცემდა პატივს, იშვიათი იყო დღე, სასაუბროდ არ სწვეოდა. ხელმწიფეს არ სჯეროდა, რომ ასეთი ადამიანი ოდესმე კიდევ შეიძლებოდა მოვლენოდა სამყაროს"...
შეუძლებელია, ფრანსუა I-ს არ დაეთანხმო.

ლეონარდო და ვინჩი 1519 წლის 2 მაისს გარდაიცვალა კლუს ციხე-სიმაგრეში
მისი უკანასკნელი სიტყვები იყო:”მე ვაწყენინე ღმერთს და კაცობრიობას რადგან ჩემი ხელოვნება არ იყო ისეთი როგორიც უნდა ყოფილიყო”



ჯოკონდა

IPB-ს სურათი

"მონა ლიზა" ("ჯოკონდა") მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ნახატია. იგი ლუვრის მუზეუმში მილიონობით მნახველს იზიდავს. "მონა ლიზას" წლების განმავლობაში ჩაჰკირკიტებდნენ ხელოვნებათმცოდნენი და ფერწერის ექსპერტები, რათა გაერკვიათ საიდუმლო, რომელსაც უცნობი ქალის პორტრეტი მალავს. დღემდე არსებობს რამდენიმე სადავო და ხშირად აბსურდული მოსაზრება პორტრეტის მოდელის ვინაობაზე: ფლორენციელი ვაჭრის დელ ჯოკონდოს ცოლი; კატარინა სფორცა; იზაბელა დ,ესტე; ვინმე იდეალური ქალი; ყმაწვილი ქალის სამოსში, ავტოპორტრეტი... მაგრამ ეს არაა ჯოკონდას მთავარი საიდუმლო!

ნახატის კომპოზიციიდან ჩაAნს, რომ ლეონარდო არ ცდილობდა, შეექმნა ინდივიდუალური პორტრეტი. "მონა ლიზა" იყო ხორცშესხმა მხატვრის იდეებისა, რომლებზეც ის "ტრაქტატში მხატვრობის შესახებ" წერდა. ჯოკონდას გამომეტყველების საიდუმლო სინათლის ოსტატურად განაწილებაშია. ამიტომაც არის, რომ ქალი მნახველს სხვადასხვა კუთხიდან სხვადასხვა გამომეტყველებით წარუდგება ხოლმე, ის თითქოს ცოცხალია... მაგრამ ეს მხოლოდ ეფექტის დასაწყისია.

თვალთახედვის ოდნავი შეცვლის შედეგადაც კი სახე იღებს თავის ქალის გამოკვეთილ გამოხატულებას, ჩვენ წინაშე უკვე არაა მოღიმარი ქალი, არამედ... სიკვდილის დამცინავი გამოსახულება! ეს ძალიან კარგად ჩანს ორიგინალის თვალიერებისას, მაგრამ არ აღიქმება რეპროდუქციებსა და ასლებში. იქმნება ძლიერი ფსიქოლოგიური ეფექტი, კონტრასტის ეფექტი, როდესაც ერთ სახეშია შერწყმული ორი სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო საწყისი. და რაც უფრო ძლიერია კონტრასტი, მით ძლიერია ზემოქმედება, თუმცა სიცოცხლესა და სიკვდილზე უფრო ძლიერი კონტრასტის მოფიქრება შეუძლებელია და ამაშია სწორედ ლეონარდოს გენიალურობა. საიდუმლო ის არის, როგორ მოახერხა მხატვარმა ლამაზი ქალის სახეში ასე ნათლად გამოეხატა თავის ქალა, სიკვდილი.

არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც „ჯოკონდა“ და ვინჩის ავტოპორტრეტია...

IPB-ს სურათი




საიდუმლო სერობა

IPB-ს სურათი

"საიდუმლო სერობა" მილანში, სანტა მარია დელე გრაციეს ეკლესიის ჩრდილო ფასადზეა გამოსახული. ლეონარდო ექსპერიმენტებს ატარებდა და ფრესკა ბუნებრივი საღებავით დახატა, რის გამოც "საიდუმლო სერობა" ხშირ რესტავრირებას საჭიროებს.

ფრესკის შექმნის ისტორია ერთობ საინტერესოა:
”საიდუმლო სერობის” შექმნის დროს ლეონარდო და ვინჩი უდიდესი პრობლემის წინაშე დადგა: მას უნდა განესახიერებინა სიკეთე იესოს სახით და ბოროტება - იუდას სახით.

ლეონარდომ ხატვა შეწყვიტა და მხოლოდ მას შემდეგ განაგრძო, როდესაც იდეალურ მოდელებს მიაგნო.
ერთხელ მხატვარი მომღერლების გუნდის გამოსვლას ესწრებოდა და ერთ-ერთ ყმაწვილ მომღერალში ქრისტეს ნათელი, სრულყოფილი სახე შეიცნო. ახალგაზრდა სახელოსნოში მიიწვია და რამდენიმე ჩანახატი გააკეთა.
სამ წელიწადში მხატვარმა ტილო თითქმის დაასრულა, მაგრამ ვერაფრით ვერ მიაგნო ტიპაჟს, რომელიც იუდას დასახატად გამოდგებოდა. ფრესკის დამკვეთი კარდინალი აჩქარებდა.


მხატვარი დადიოდა მილანის ქუჩებსა და სამიკიტნოებში, აკვირდებოდა ადამიანების სახეებს და კარგა ხნის შემდეგ ლეონარდომ მთვრალი, ბინძური, ჩამოძონძილი, ნაადრევად დაბერებული კაცი აღმოაჩინა, ეტიუდის შესაქმნელად დრო აღარ რჩებოდა და მხატვარმა თანაშემწეებს უბრძანა, ტაძარში წაეყვანათ იგი. გაჭირვებით მიათრიეს ეკლესიაში და ლეონარდომ დახატა იუდა - მის სახეზე აღბეჭდილი იყო ცოდვა, ეგოიზმი, ბედუკუღმართობა. როდესაც მხატვარმა სამუშაო დაასრულა, გამოფხიზლებულმა მათხოვარმა თვალი გაახილა, გაოცებულმა მიმოიხედა და როგორც კი ნახატი დაინახა, შეშინებულმა წამოიყვირა:
- ეს ნახატი მე ნანახი მაქვს!
- კი მაგრამ, საიდან?. - გაუკვირდა ლეონარდოს.
- სამი წლის წინ სანამ ყველაფერს დავკარგავდი, გუნდში ვმღეროდი, მომავლის იმედი მქონდა... ერთმა მხატვარმა წამიყვანა და ჩემი სახე ქრისტეს დასახატად გამოიყენა...





და ვინჩის წინასწარმეტყველებანი


-დავინახავთ როგორ გაგლეჯს ლომის მოდგმა მიწას თავისი ბრჭყალებით და ამოთხრილ ორმოებში დაიმარხავს თავის თავს იმათთან ერთად ვინც მას ემორჩილება. გასკდება მიწა, ამოვლენ სიბნელით მოცული მხეცები. ისინი გასაოცარი ნახტომებით მიესევიან ხალხს და მხეცური ჯიჯგნითა და სისხლის ღვრით შეჭამენ მათ. ჰაერში იფრენს ფრთოსანი ბოროტი ჯიში,ისინი მიესევიან ხალხსა და ცხოველებს და მათით გამოიკვებებიან შემზარავი კივილით.



-დავინახავთ, როგორ გადმოედინება სისხლი ხალხის დაფლეთილი სხეულიდან. ადამიანები ისე ცუდად იქნებიან, რომ თავისივე ხელებით მოიქავებენ წყლულებს და თავის თავს ავნებენ. მცენარეები ფოთლების გარეშე დარჩებიან, ხოლო მდინარეები დინებას შეწყვეტენ. წყალი ამაღლდება მაღალ მწვერვალებამდე და ისევ დაეხეთქება ადამიანთა საცხოვრისს. ადამიანები თავის სანოვაგეს გადაყრიან, იმიტომ, რომ ის სიკვდილი იქნება.


-მიწა გადაიშლება… ამოვლენ სიბნელით მოცული მხეცები, რომლებიც დაიწყებენ ადამიანთა განადგურებას. დაიღუპება ბევრი სიცოცხლე, დედამიწაში ურიცხვი ნასვრეტი გაჩნდება. თუმცა ადამიანების დიდი ნაწილი გადარჩება. გადარჩენილი ადამიანები საკუთარ სახლებს დატოვებენ. დატოვებული სახლები და სხვა ყველაფერი ფრინველებისა და მხეცების ლუკმა გახდება.


-ბევრი იქნება ისეთი ხალხი, რომლებიც დაიმალებიან და ასევე გადამალავენ სანოვაგეს და საკუთარ შვილებს ღრმა გამოქვაბულებში. ადამიანები იქ, სიბნელეში იცხოვრებენ მრავალი თვის მანძილზე ყოველგვარი ბუნებრივი თუ ხელოვნური განათების გარეშე.


-დაბრუნდება ჰეროდეს დრო, როდესაც დედებს უმანკო ჩვილები წაერთმევათ


-დედამიწის ზოგიერთ ადგილას ადამიანები გადაყრიან ყველანაირ საჭმელს და სასმელს, რომელიც მათი სიცოცხლისთვის იყო განკუთვნილი, რადგან ეს სანოვაგე იქნება სიკვდილი.


-მე ვხედავ ხალხს, როგორც ქალებს, ასევე კაცებს, გაკოჭილებს ძლიერად ხელფეხში, რომელთაც ერთმანეთის ენა არ ესმით და სანუგეშოდ მხოლოდ ერთმანეთის ცრემლიანი ბღავილიღა დარჩენიათ.


-ბევრი იქნება ისეთი, რომელსაც არც თავისი წარსული და არც ვინაობა ახსოვს. ისინი იწვებიან ნახევრად-მკვდარ ხალხთან და ეძინებათ ფრინველთა ფრთებზე.


-ხალხი ერთმანეთს დაელაპარაკება ქვეყნიდან ქვეყანაში, ისე რომ მათ ხმას ვერც გაიგონებენ.


-თუკი ადრე იყო დრო, როდესაც ქალიშვილებს თავი უნდა დაეცვათ კაცებისაგან ქორწილამდე, შემდგომში აუცილებელი იქნება, მშობლებმა ფული გადაუხადონ კაცებს, რომ ისინი დაწვნენ მათ ქალიშვილებთან.


-ხალხი ივლის და არ იმოძრავებს, ილაპარაკებს იმასთან, ვინც არ არის, გაიგონებენ მის ხმას, ვინც არ ლაპარაკობს.


-თვალსაჩინო იქნება ფორმები და ფიგურები ცხოველებისა და ადამიანებისა, რომლების დასდევენ ამ ადამიანებსა თუ ცხოველებს. ისინი მათ იქ გაყვებიან სადაც წავლენ, მაგრამ გასაკვირი ის ფორმები იქნება, რომლებშიც გადავლენ ფიგურები.


-ადამიანთა მოდგმა იქამდე მივა, რომ ერთი ადამიანი ვერ გაარჩევს მეორეს საუბარს – უფრო სწორედ გერმანელი თურქისას.


-ადამიანები დაინახავენ, თუ როგორ განადგურდება და დაიმსხვრევა მათი ნამოქმედარი და ნამუშევარი.


-დაიღუპება უამრავი ადამიანი, ხოლო მიწაში იქნება უამრავი ორმო.


-მხეცების ტყავი გამოიყვანს ადამიანს მდუმარებიდან და მიიყვანს ლანძღვამდე და ჩხუბამდე.


-შესამჩნევი იქნება, როგორ გადაწყვეტს მკვდრის ძვალი მისი მამოძრავებლის სიცოცხლეს.


-წყალი იქნება აშკარა მიზეზი უამრავი სიცოცხლის დაღუპვისა და ქალაქების დატბორვისა.


-შიმშილის გამო ხალხი აიტანს დარტყმას, ლანძღვას, გინებასა და ჩხვლეტას.


-ძნელი შესამჩნევი არ იქნება, თუ როგორ ებრძვიან უშველებელი გველები არანაკლები ზომის ფრინველებს.


-ტყე დაბადებს ნაშიერს, რომელიც იქნება მისი სიკვდილის მიზეზი.



ციტატები

-სადაც მთავრდება იდეები, იქ იწყება სიცარიელე.


-ვინც სიცოცხლეს არ აფასებს, არც იმსახურებს მას.


-ყოველი, რასაც ზამთარში თოვლი ფარავდა, გაზაფხულზე გამოჩნდება. ასევე სიცრუე არ დაიფარება.


-როგორც კარგად გატარებული დღე იძლევა მშვიდ ძილს, აზრიანად გატარებული ცხოვრებაც იძლევა მშვიდ სიკვდილს!


-ცხოვრება სულაც მოგეჩვენება მოკლე, თუკი მას საინტერესოდ გაატარებ.


-ვაზს ეცოტავა თავისი მხარე, მესერზე გადავიდა, ქუჩის მიღმა მოეჭიდა სხვა ღობეს, მაშინ გამვლელებმა იგი გადაჭრეს.


-ვინც სათნოებას თესავს, დიდებას იმკის.


-დიდება შრომის ხელშია.


-სიბრძნე - გამოცდილების ასულია.


-მტერი, რომელიც ააშკარავებს შენს შეცდომებს უფრო სასარგებლოა, ვიდრე მეგობარი, რომელიც მათ ფარავს.


-თითქმის ყოველთვის და ყველგან, სადაც გონივრული საბუთები თავდება, იწყება ყვირილი.


-ვირს ღრმა ტბის ყინულზე ჩაეძინა. ყინული გალხვა, ვირი ჩაიძირა და მაშინვე დაიხრჩო, მისდა სამწუხაროდ.


-მაიმუნმა იმდენი კოცნა ჩითი, იმდენი ეფერა, რომ სიცოცხლე მოუსწრაფა.


-მხოლოდ დიდება ამაღლდება ცად, რამეთუ საქველმოქმედო საქმეები - ღმერთის მეგობრები არიან.


-ფრინველი მათემატიკური კანონებით მოქმედი ინსტრუმენტია, რომლის დამზადებაც სავსებით შეუძლია ადამიანს.


-თუ კამათში ავტორიტეტებს იმოწმებ, ამით შენს მეხსიერებას ავლენ, და არა გონებას.


-დასაწყისში უფრო ადვილია წინააღმდეგობის გაწევა, ვიდრე ბოლოში.


-ცდას ადამიანი არასდროს არ შეყავს შეცდომაში


-ვინც ცდისგან იმას მოითხოვს, რისი მოცემაც არ შეუძლია, მას ტვინი აქვს ნაღრძობი.


-მეცნიერება სარდალია, ხოლო პრაქტიკა – ჯარისკაცი


-ჯერ შეისწავლე მეცნიერება, შემდეგ იბრძოლე პრაქტიკისთვის, რომელიც ამ მეცნიერებიდან გამომდინარეობს.


-ბედნიერება იმას ენიჭება, ვინც ბევრს შრომობს

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 18 2013, 12:52 AM

MIRDAT
საინტერესო იყო და ჯიგარი ხარ .

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 18 2013, 09:40 AM

ლეონარდო გენიოსი იყო smile.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 18 2013, 12:39 PM

http://radikal.ru/fp/dd388ba969c046c88fa3a60d988d0933
ალბერტ აინშტაინი

ალბერტ აინშტაინი (გერმ. Albert Einstein; დ. 14 მარტი, 1879, ულმი, გერმანია — გ. 18 აპრილი, 1955, პრინსტონი, აშშ) — ფიზიკოსი-თეორეტიკოსი, საყოველთაოდ მიჩნეულია XX საუკუნის უდიდეს მეცნიერად. მან წამოაყენა ფარდობითობის თეორია და ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი კვანტური მექანიკის, სტატისტიკური მექანიკისა და კოსმოლოგიის განვითარებაში. 1921 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკაში 1905 წელს ფოტოელექტრონული ეფექტის მისეული განსაზღვრებისთვის და ასევე თეორიულ ფიზიკაში მის მიერ შეტანილი წვლილისთვის.

ბიოგრაფია
დაიბადა ელექტროტექნიკის ხელსაწყოთა მაღაზიის მფლობელის ოჯახში, ულმში, ბადენ-ვურტემბერგში (შტუტგარტიდან დაახ. 100 კმ-ში), გერმანიაში. მისი მშობლები არა-დენომინაციური ებრაელები იყვნენ. პატარა ალბერტი კათოლიკურ დაწყებით სკოლაში მიაბარეს და ამასთან, დედის დაჟინებით, ვიოლინოს კლასებზეც ატარებდნენ. ამ პერიოდში ის, როგორც მიიჩნევენ, საგნებს ძნელად ითვისებდა, შესაძლოა დისლექსიისა და საერთო სიმორცხვის გამო, ან კიდევ მისი ტვინის არაორდინალური, იშვიათი სტრუქტურის გამო (რაც მისი სიკვდილის შემდეგ დადგინდა). ზოგიერთ მკვლევარის მტკიცებით, მას ასევე შესაძლოა მსუბუქი ფორმის აუტიზმიც ჰქონოდა, თუმცა მეცნიერის სიკვდილის შემდგომ ამ ვარაუდის დადგენა შეუძლებელია.
საშუალო განათლებას აინშტაინი ლიტპოლდის გიმნაზიაში (მიუნხენი) ღებულობს, რომელიც იმ დროს საკმაოდ პროგრესულად ითვლებოდა. მათემატიკას იგი თორმეტი წლის ასაკიდან ეზიარა. მის შემდგომ განვითარებაზე დიდი ზეგავლენა მის ორ ბიძას მოუხდენია, რომლებიც მას სამეცნიერო, მათემატიკურ და ფილოსოფიურ წიგნებს უგზავნიდნენ.
ელექტროტექნიკის ბიზნესის გაკოტრების გამო აინშტაინების ოჯახი იტალიაში, ქალაქ პავიაში (მილანთან) გადაბარგდა. ალბერტი მიუნხენში დარჩა გიმნაზიის დასამთავრებლად, თუმცა ერთი სემესტრის შემდეგ 1895 წლის გაზაფხულზე ნაცნობი ექიმისგან მიღებულ სამედიცინო ცნობის საფუძველზე გიმნაზიას ტოვებს (მშობლების უკითხავად) და ოჯახთან იტალიაში გადადის. ამ ფაქტის გამო მას საშუალო სკოლის დამთავრების დიპლომი არ მიუღია. იმავე წელს ის შვეიცარიის ტექნოლოგიის ფედერალურ ინსტიტუტში (ციურიხი) ცდილობს ჩაბარებას, თუმცა მიუხედავად მათემატიკისა და მეცნიერების გამოცდების წარმატებით ჩაბარებისა, ის ჰუმანიტარულ მეცნიერებებში იჭრება და ინსტიტუტში ვერ ხვდება. ამის შემდგომ ოჯახი მას აარაუში, შვეიცარია, აგზავნის საშუალო სკოლის დასამთავრებლად და 1896 წლის სექტემბერში ის დიპლომს იღებს. ამ პერიოდში ის პროფესორ იოსტ ვინტელერის ოჯახში ცხოვრობდა. ოჯახის ქალიშვილი მარია მისი პირველი სიყვარული გახდა. მოგვიანებით ალბერტის და მაია ამ ოჯახის ძეზე, პოლზე ქორწინდება, ხოლო მისი მეგობარი მიშელ ბესო კი მათ მეორე ქალიშვილს ანას ირთავს. აინშტაინი საბოლოოდ წარმატებით აბარებს შესასვლელ გამოცდებს ციურიხის ტექნიკურ ინსტიტუტში და ოქტომბერში ციურიხში გადადის, მარია კი ამ პერიოდში ოლსბერგში მიდის მასწავლებლად. იმავე წელს აინშტაინი უარჰყოს ვიურტენბერგის ქვეშევრდომობას და „მოქალაქეობის“ გარეშე რჩება. პოლიტექნიკუმის დამთავრების შემდეგ იგი ცოტა ხანს მასწავლებლობდა. 1901 წელსშვეიცარიის ქვეშევრდომობა მიიღო. 1902 ბერნის საპატენტო ბიუროში ტექნიკის ექსპერტად დაიწყო მუშაობა. 1952 წელს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა დავიდ ბენ-გურიონმა აინშტაინს შესთავაზა ისრაელის პრეზიდენტობა, მაგრამ აინშტაინმა უარი განაცხადა, რადგანაც ის თვლიდა რომ მას საჭირო გამოცდილება არ ჰქონდა.

პროფესიული კარიერა და მოღვაწეობა
აინშტაინი 1911 წელს
1909-1911 წლებში აინშტაინი ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორია, 1911-1912 - პრაღის გერმ. უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის კათედრის გამგე. 1912 კვლავ ციურიხის პოლიტექნიკუმის პროფესორია. 1913 აინშტაინს ირჩევენ პრუსიის მეცნიერებათა აკადემიის წევრად, ხოლო 1914 გადადის ბერლინში, სადაც წლების მანძილზე ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი და ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორია. გერმანიაში ფაშისტური რეჟიმის გაბატონების შემდეგ (1933), აინშტაინმა პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა პრუსიის აკადემიის წევრობაზე და აშშ-ში გადასახლდა. აქ იგი მიიწვიეს პრინსტონის ფუნდამენტურ გამოკვლევათა ინსტიტუტში, სადაც გარდაცვალებამდე მუშაობდა.
1901-1903 გამოქვეყნდა აინშტაინის პირველი შრომები, რომლებიც კაპილარული მოვლენებისა და თერმოდინამიკის სტატისტიკის დასაბუთების საკითხებს შეეხებოდა. ფიზიკაში ახალი ეპოქა შექმნა 1905 გამოქვეყნებულმა ოთხმა ნაშრომმა. აინშტაინმა მაქს პლანკის კვანტური ჰიპოთეზა სინათლის ენერგიაზეც გაავრცელა და წამოაყენა სინათლის კვანტების ჰიპოთეზა, რომლის თანახმად სინათლე შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც ნაწილაკების ნაკადი. ეს იდეა საფუძვლად დაედო გამოსხივების კვანტურ თეორიას.
აინშტაინმა ჩამოაყალიბა ფოტოეფექტის კანონი; განავითარა ბროუნის მოძრაობის მოლეკულური თეორია, რომლის თანახმად ეს მოძრაობა სითხის მოლეკულების ქაოსური მოძრაობისა და ბროუნის ნაწილაკებთან მათი დაჯახების შედეგია. საფუძველი ჩაუყარა ფარდობითობის სპეციალურ თეორიას, რითაც რადიკალურად შეცვალა კლასიკური ფიზიკის წარმოდგენა სივრცესა და დროზე. წინააღმდეგ კლასიკური ფიზიკის დებულებისა, სივრცის, დროისა და ერთდროულობის აბსოლუტურობის შესახებ, მან დაამტკიცა, რომ ისინი ფარდობითი არიან, ე. ი. დამოკიდებული არიან ათვლის სისტემის არჩევაზე. ეს შედეგები აინშტაინმა მიიღო ფარდობითობის პრინციპსა და იმ დებულებაზე დამყარებით, რომ სინათლის სიჩქარე არ არის დამოკიდებული წყაროს სიჩქარეზე. ამით საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე რელატივისტურ ფიზიკას.
შემდეგ აინშტაინმა დაადგინა ენერგიისა და მასის ურთიერთდამოკიდებულება, რომლის თანახმადაც ყოველი სხეულის ენერგია დაკავშირებულია მასასთან შემდეგნაირად: E = mc² , სადაც m მასაა, ხოლო c — სინათლის სიჩქარე. ეს თანაფარდობა თანამედროვე ბირთვული ენერგეტიკის საფუძველია. 1907 აინშტაინი აქვეყნებს მნიშვნელოვან შრომას, რომელშიც მყარი სხეულების სითბოტევადობის საკითხებში პლანკის კვანტურ ჰიპოთეზას იყენებს და ამით საფუძველს უყრის სითბოტევადობის თანამედროვე კვანტურ თეორიას.
1907-16 იგი მუშაობს ფარდობითობის ზოგადი თეორიის შექმნაზე. ეს თეორია არაინერციული სისტემისათვის ფარდობითობის სპეციალური თეორიის განზოგადებაა. აინშტაინი ემყარება გრავიტაციული და ინერციული მასების ტოლობის ექსპერიმენტულ ფაქტს და გამოთქვამს ფარდობითობის ზოგად პრინციპს, რომლის თანახმად ბუნების კანონები ათვლის ერთი სისტემიდან ათვლის ნებისმიერ სისტემაზე გადასვლისას ინვარიანტული უნდა იყოს. ამით აინშტაინმა გააიგივა ინერცია და გრავიტაცია, რამაც შესაძლებლობა მისცა შეექმნა გრავიტაციული ველის ახალი თეორია. ამ თეორიის თანახმად, გრავიტაციული ველი შედეგია სივრცე-დროის კონტინუუმის გამრუდებისა, რაც მატერიალური სხეულებითაა გამოწვეული.
აინშტაინმა გამოიყვანა გრავიტაციული ველის განტოლებები, რომელთა საშუალებითაც ახსნა ერთი ასტრონომიული მოვლენა — მერკურის პერიჰელიუმის საუკუნეობრივი გადანაცვლება, რაც ორი საუკუნის განმავლობაში აუხსნელი რჩებოდა, და იწინასწარმეტყველა ორი ახალი მოვლენა — სინათლის სხივის გადახრა დიდი მასის მქონე სხეულის მახლობლად გავლისას და ატომის მიერ გამოსხივებული სინათლის სიხშირის შემცირება ძლიერ გრავიტაციულ ველში. ორივე ამ მოვლენის ექსპერიმენტულმა შემოწმებამ დაადასტურა აინშტაინის მოსაზრებები. აინშტაინმა გრავიტაციული ველის განტოლებები მთელი სამყაროს მიმართ გამოიყენა და ამით საფუძველი ჩაუყარა რელატივისტურ კოსმოლოგიას (1917). აინშტაინის, ნიდერლანდელი ვილემ დე სიტერის, საბჭოთა ფიზიკოს ალექსანდრე ფრიდმანის, ბელგიელი ჟორჟ ლემეტრისა და სხვების შრომებმა რელატივისტური კოსმოლოგია თანამედროვე ფიზიკისა და ასტრონომიის ერთ-ერთ მოწინავე დარგად აქცია.
1916 აინშტაინი აქვეყნებს მნიშვნელოვან შრომას, რომელშიც გამოჰყავს პლანკის კანონი გამოსხივებისათვის სპონტანურ და ინდუცირებულ გამოსხივებათა ალბათობის განხილვის საშუალებით. აქ გამოთქმული იდეები საფუძვლად დაედო თანამედროვე კვანტურ რადიოფიზიკას. 1921 აინშტაინს ფოტოელექტრულ ეფექტზე დაწერილი შრომებისათვის ნობელის პრემია მიენიჭა. 1924 იგი აქვეყნებს ინდოელი ფიზიკოსის შატენდრანათ ბოზეს სტატიას „პლანკის კანონი და სინათლის კვანტების ჰიპოთეზა“, რომელიც მას ავტორმა გამოუგზავნა. ამ სტატიის იდეის საფუძველზე მან განავითარა ბოზე-აინშტაინის სტატისტიკა იდეალური აირისათვის. ამ შრომაში ავტორმა პირველად მიუთითა ახალ მოვლენაზე, რომელიც შემდეგ ცნობილი გახდა ბოზე-აინშტაინის კონდესაციის სახელწოდებით. ამავე შრომაში აინშტაინმა აღნიშნა, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ლუი დე ბროილის იდეას ნაწილაკების ტალღური ბუნების შესახებ, და განავითარა სინათლის კვანტების ორმაგი — კორპუსკულური და ტალღური ბუნების იდეა.
დაახლოებით ამავე წლებიდან აინშტაინი ცდილობდა შეექმნა ე. წ. „ველის ერთიანი თეორია“, რომელშიც ყველა არსებული ველი და მატერიალური ნაწილაკი წარმოდგენილი იქნებოდა, როგორც რიმანის სივრცის ან უფრო რთული სივრცის გეომეტრიული თვისებების შედეგი. მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის უკანასკნელი ათეული წლები მან ამ იდეას მიუძღვნა, მისი ბოლომდე განხორციელება მაინც ვერ შეძლო. აინშტაინი ვერ შეურიგდა კვანტური თეორიის იმ ინტერპრეტაციას, რომელიც განავითარეს ნ. ბორმა და ვ. ჰაიზენბერგმა და რომელიც, საერთოდ, თანამედროვე ფიზიკაშია მიღებული. ფიზიკის და, კერძოდ, კვანტური თეორიის პრინციპული საკითხების გასარკვევად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აინშტაინისა და ბორის დისკუსიას.
სიცოცხლის უკანასკნელ წლებში აინშტაინმა ბ. ჰოფმანთან და ლ. ინფელთან ერთად შექმნა ნაშრომები, რომლებიც მიეძღვნა გრავიტაციული ველის განტოლებებიდან მოძრაობის განტოლებათა გამოყვანას. აინშტაინის ფილოსოფიური მსოფლმხედველობა არ იყო თანამიმდევრული. თუ ახალგაზრდობაში იგი ერნსტ მახის ფილოსოფიის გავლენას განიცდიდა და აშკარა პოზიტივისტურ აზრებს გამოთქვამდა, შემდეგ გადაჭრით გამოვიდა პოზიტივისტური ფილოსოფიის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, აინშტაინი მაინც ვერ გახდა მატერიალისტი, ვინაიდან გნოსეოლოგიური პრობლემების განხილვისას ხშირად ეკლექტიკურ მოსაზრებებს გამოთქვამდა.
აინშტაინი მრავალი ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიის და სამეცნიერო საზოგადოების წევრი იყო. აინშტაინი იყო დიდი ჰუმანისტი და მშვიდობისა და კაცობრიობის კეთილდღეობისათვის აქტიური მებრძოლი.

ალბერტ აინშტაინის გამონათქვამები

ადამიანი, რომელიც არასდროს უშვებს შეცდომებს, არასდროს აკეთებს რაიმე ახალს.
კითხვა, რომელიც ხშირად მაწუხებს: მე ვარ გიჟი თუ სხვები?
რელიგიები, ხელოვნება, მეცნიერება, ეს ყველაფერი ერთი ხის ტოტებია.
მშიერი კუჭი კარგი პოლიტიკური მრჩეველი ვერ იქნება.
ღმერთი კამათლით არ გვეთამაშება.
ყველაფერი შეიძლება იყოს ისეთი უბრალო, როგორიც არის, მაგრამ ვერ იქნება იმაზე უბრალო, როგორიც არის.
თუ ფაქტები არ ემთხვევა თეორიას მაშინ შეცვალე ფაქტები.
მინდა ვიცოდი ღმერთის ფიქრები…
თუ არ შეგიძლია ახსნა ადვილად, მაშინ უბრალოდ საფუძვლიანად არ იცი.
წარმოსახვა ცოდნაზე მნიშვნელოვანია.
ინფორმაცია ცოდნას არ ნიშნავს.
სიყვარული მოვალეობაზე კარგი მასწავლებელია.
კარგად “ჩაიხედე ბუნებაში” და ყველაფერს უკეთ მიხვდები.
შეისწავლე თამაშის წესები და ითამაშე ყველაზე უკეთ.
მოდი ნუ მოინდომებ წარმატებულ კაცად ყოფნას, იბრძოლე იმისთვის, რომ იყვე ღირსეული და დასაფასებელი.
ცოდნის ერთადერთი წყარო გამოცდილებაა.
მეცნიერი საწყალი ფილოსოფოსია.
გარემო ყველაფერია რაც ჩემში არაა.
განსხვავება გენიასა და სულელობაში: გენიას გააჩნია თავისი საზღვრები.
მშვიდობა ურთიერთგაგებით მიიღწევა.
ისწავლე გუშინ, იცხოვრე დღეს, გქონდეს ხვალინდელი დღის იმედი…
ლოგიკა მიგიყვანს A-დან B-მდე. წარმოსახვით კი ყველაფრის მიღწევა შეიძლება.
მორალი ყველაზე მნიშვნელოვანია – მაგრამ მხოლოდ ჩვენთვის და არა ღმერთისთვის.
ბევრი ამბობს, რომ მხოლოდ ინტელექტს შეუძლია მეცნიერებაში რაიმე ღირსეშანიშნავის გაკეთება. მაგრამ ისინი ცდებიან, ეს ყველაფერი ხასიათზეა დამოკიდებული.
არასოდეს დაკარგო ცნობისმოყვარეობის გრძნობა.
მე არ მაქვს რაღაც გასაოცარი ტალანტი. მე უბრალოდ ცნობისმოყვარე ვარ.
მე არასდროს ვფიქრობ მომავალზე – ის ისედაც სწრაფად მოვა.

ნაკადული:\ wikipedia.ge და სხვა...

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Nov 18 2013, 02:04 PM

G_saxva

როგორც მოდერატორმა, ვფიქრობ კვირაში 1-ზე მეტი ადამიანის ბიოგრაფია არ დადო ჯობია. თუ იუზერი დებს კიბატონო.

კიდევ კარგი იქნება ორ კვირაში ერთხელ, ან მეტჯერაც ჩატარდეს ვიქტორინა მიზნობრივად, მაგალითად, "ცნობილი ადამიანის ბიოგრაფიებიდან" 5 კითხვა, კითხვების დადებიდან მაქსიმუმ 5 წუთში დადებული პასუხები უნდა მიიღოთ PM-ით და გამოვლინდეს გამარჯვებული, ანუ ადამიანი ვინც დაკვირვებით კითხულობს აქ დადებულ ინფორმაციას უნდა იყოს შემძლე პასუხის გაცემის კითხვებზე. ბიოგრაფიების წაკითხვის მოტივაცია ექნებათ. smile.gif
ვიქტორინის ჩატარების დრო წინასწარ უნდა გაცხადდეს.

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 18 2013, 02:28 PM

ციტატა(k@the @ Nov 18 2013, 02:04 PM) *

G_saxva

როგორც მოდერატორმა, ვფიქრობ კვირაში 1-ზე მეტი ადამიანის ბიოგრაფია არ დადო ჯობია. თუ იუზერი დებს კიბატონო.

კიდევ კარგი იქნება ორ კვირაში ერთხელ, ან მეტჯერაც ჩატარდეს ვიქტორინა მიზნობრივად, მაგალითად, "ცნობილი ადამიანის ბიოგრაფიებიდან" 5 კითხვა, კითხვების დადებიდან მაქსიმუმ 5 წუთში დადებული პასუხები უნდა მიიღოთ PM-ით და გამოვლინდეს გამარჯვებული, ანუ ადამიანი ვინც დაკვირვებით კითხულობს აქ დადებულ ინფორმაციას უნდა იყოს შემძლე პასუხის გაცემის კითხვებზე. ბიოგრაფიების წაკითხვის მოტივაცია ექნებათ. smile.gif
ვიქტორინის ჩატარების დრო წინასწარ უნდა გაცხადდეს.

მე მომწონს რომ ვდებ ვისაც სურვილი აქვს წაიკითხავს და ვისაც არ უნდა არც ისე წაკითხავს და არც ასე sad.gif თან პოსტის დადებამდე თავადაც გადავხედავ და ახალ რაღაცეებს აღმოვაჩენ ხოლმე.

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Nov 18 2013, 03:10 PM

მე ქეთის უფრო ვეთანხმები. მთავარი ის კი არაა რომ პოსტი დაიწეროს. არამედ მთავარია წაიკიტხოს ის სხვებმა და გამოეხმაურონ. ქეთის იდეით კი დავინტერესდებით უფრო...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 18 2013, 03:54 PM

ციტატა(qetevano @ Nov 18 2013, 03:10 PM) *

მე ქეთის უფრო ვეთანხმები. მთავარი ის კი არაა რომ პოსტი დაიწეროს. არამედ მთავარია წაიკიტხოს ის სხვებმა და გამოეხმაურონ. ქეთის იდეით კი დავინტერესდებით უფრო...

წაკითხვას ხომ ვერავის ვერ აიძულებ? ohmy.gif როცა უნდა ადამიანი მაშინ წაიკითხავს, ჩემი აზრით რაც მეტი ექნება თემა მით უფრო დიდი ექნება არჩევანის საშვალება და მით უფრო დიდი იქნება დაინტერესება.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 19 2013, 01:23 AM

G_saxva
ქეთევანთნ გავივლიდი ,, კონსულტაციებს '' შენ ადგილზე...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 19 2013, 09:26 AM

ნუ მიოფებთ თემას, შენიშვნები თხოვნები რჩევები და პირადი საუბრები სხვაგან.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 20 2013, 02:22 AM

G_saxva

ციტატა
ნუ მიოფებთ თემას, შენიშვნები თხოვნები რჩევები და პირადი საუბრები სხვაგან

ვა...
აი ეს მომწონს...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2020, 03:42 PM

"როცა მომავალი მათემატიკოსი ჯორჯ დანცინგი ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, მას შემდეგი ისტორია შეემთხვა. ჯორჯი ძალიან სერიოზულად ეკიდებოდა სწავლას და ხშირას გვიანობამდე მეცადინეობდა.

ერთხელ ამის გამო მას დილით ჩაეძინა და პროფესორ ნეიმანის ლექციაზე 20 წუთიანი დაგვიანებით მივიდა. მან სწრაფად გადაწერა დაფიდან ორი ამოცანა, ჩათვალა რა ისინი საშინაო დავალებად.

ერთი კვირის შემდეგ დანცინგი მივიდა ნეიმანთან და უთხრა:

– პროფესორო, მაპატიეთ, რომ ასეთი დაგვიანებით მომაქვს საშინაო დავალება. რატომღაც ძალიან გამიჭირდა და დიდხანს მოვუნდი მათ ამოხსნას. შეიძლება ახლა რომ დაგიტოვოთ?

– დატოვე ყმაწვილო, გადავხედავ, –უთხრა ნეიმანმა და დანციგმაც გახარებულმა დადო რვეული პროფესორის სამუშაო მაგიდაზე.

რამოდენიმე დღის შემდეგ კი, შუაღამისას, დანცინგი და მისი მეუღლე კარებზე ბრახუნმა გამოაღვიძა.

მათ ძლივს მოასწრეს კარის გაღება, რომ სახლში აღელვებული ნეიმანი შემოიჭრა.

აღმოჩნდა რომ დანციგმა ამოხსნა ამოცანები, რომლებიც განეკუთვნებოდა ე.წ. ამოუხსნელ სტატისტიკურ ამოცანათა რიგს.

– როგორ მიხვედი ამ ამოხსნამდე ყმაწვილო, რანაირად?

ჰკითხა პროფესორმა ნეიმანმა გაოცებულ სტუდენტს მას შემდეგ, რაც აუხსნა საქმის ვითარება.

– ღმერთო ჩემო! პროფესორო… მე… მე არ ვიცოდი, რომ მათ ამოხსნა არ ჰქონდათ. – უპასუხა გაოგნებულმა დანცინგმა

ჯორჯი არ იყო შეზღუდული და არ მიუდგა მათ, როგორც ამოუხსნელ ამოცანას, მან უბრალოდ არ იცოდა, რომ ეს შეუძლებელი იყო."

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)