IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> "პირმშო", რას ნიშნავს ის?
A-G-A-P-E
პოსტი Nov 6 2009, 03:06 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 41
რეგისტრ.: 5-November 09
წევრი № 7,691



შეკითხვა მაქვს და თემაც გავხსენი, რადგან კაიროსის რჩევა გავითვალისწინე, რომელიც თემაში "გამარკვიეში" დამიწერა. ვფიქრობ ამ საკითხის შესახებ მსჯელობა საინტერესო იქნება:

წმინდა წერილში ხშირად გამოიყენება სიტყვა "პირმშო". მაგალითად, ბიბლიის წიგნ "რიცხვთა"-ში, 3-მე თავის 2 და 3-მე მუხლებში წერია:

"და ესე სახელნი ძეთა აჰრონისთანი: პირმშოჲ ნადაბ და აბიუთ და ელიაზარ და ითამარ და ესე სახელნი ძეთა აჰრონისთანი მღდელნი ცხებულნი, რომელთანი სრულ იყუნეს ჴელნი მაიან მღდელად".

რას ნიშნავს სიტყვა "პირმშო"?


--------------------
ცოდნის გამოყენება, წარმატების საწინდარია -©

_____________________________________

"რადგან ვინც სიტყვას ისმენს და არ ასრულებს, ჰგავს კაცს, რომელიც სარკეში თავის სახეს აკვირდება. უყურებს თავის თავს, მაგრამ მიდის თუ არა, მაშინვე ავიწყდება როგორია". - იესოს ნახევარძმის, იაკობის სიტყვები
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mevar
პოსტი Nov 6 2009, 03:36 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 159
რეგისტრ.: 27-April 09
წევრი № 6,900



ციტატა
რას ნიშნავს სიტყვა "პირმშო"?

პირიდან მშობელს - ანუ თავისი პირიდან თვითდაბადებულს.ანუ სიტყვას, ანუ ლოგოსს, ანუ -ღმერთს.

და მომავალში ასეც მოხდება,როცა აღსრულდება -იოანე 14. 12"ვისაც ვწამ, საქმენი რომელსაც მე ვიქმ, თავადაც იქმს, და ამის უმეტესსაც იქმს"

ასეთია სინამდვილე.


--------------------
ჭეშმარიტი ქრისტიანი არის მხოლოდ ის, ვისაც ესმის თუ რას ნიშნავს:" გაასწორეთ,შეცვალეთ თქვენი სამშვინველის წყობა, რათა ზეციურ სასუფეველს მიეცეს შემოღწევის საშუალება თქვენს მეობაში."

"ჩემს შემდეგ მომავალი მოგნათლავთ სულისწმიდით და ცეცხლით"
მათე 3,11.ლუკა 3,16.
"რადგან ჩვენი ღმერთი -მჭამელი ცეცხლია"
პავლე. ებრ.12,29
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A-G-A-P-E
პოსტი Nov 6 2009, 03:48 PM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 41
რეგისტრ.: 5-November 09
წევრი № 7,691



mevar

თუ სიტყვა "პირმშო" როგორც თქვენ განმარტავთ "პირიდან მშობელს" და "პირიდან თვითდაბადებულს" ნიშნავს, გამოდის რომ 'აარონს თავისი შვილები პირიდან დაუბადია'? rolleyes.gif
ხომ ვერ განმარტავდით უფრო ვრცლად და ეკლესიის მამების განმარტებებიც მიუთითეთ თუ შეიძლება. მადლობა.


--------------------
ცოდნის გამოყენება, წარმატების საწინდარია -©

_____________________________________

"რადგან ვინც სიტყვას ისმენს და არ ასრულებს, ჰგავს კაცს, რომელიც სარკეში თავის სახეს აკვირდება. უყურებს თავის თავს, მაგრამ მიდის თუ არა, მაშინვე ავიწყდება როგორია". - იესოს ნახევარძმის, იაკობის სიტყვები
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mevar
პოსტი Nov 6 2009, 04:08 PM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 159
რეგისტრ.: 27-April 09
წევრი № 6,900



ციტატა
გამოდის რომ 'აარონს თავისი შვილები პირიდან დაუბადია'? ხომ ვერ განმარტავდით უფრო ვრცლად და ეკლესიის მამების განმარტებებიც მიუთითეთ თუ შეიძლება. მადლობა.

პირმშოობის პირველაქტი არის მამისაგან მხოლოდშობილი ძის დაბადების საიდუმლო.
ხოლო ამ აქტის განხორციელება ადამის ძეში ხდება არა უადრეს, ვიდრე ქრისტეს განხოციელებამდე.
ანუ ზველ აღთქმაში ტყუილად მოიძევებთ პირმშოობის აქტს, მეგობარო.
საამისოდ ახალი აღთქმა მოგვეცა ქრისტეს მიერ. რომელიც არის სიცოცხლე გზა და ჭეშმარიტება.
ახლა დრო აღარ მაქვს სასაუბროდ გტოვებთ დროებით.


--------------------
ჭეშმარიტი ქრისტიანი არის მხოლოდ ის, ვისაც ესმის თუ რას ნიშნავს:" გაასწორეთ,შეცვალეთ თქვენი სამშვინველის წყობა, რათა ზეციურ სასუფეველს მიეცეს შემოღწევის საშუალება თქვენს მეობაში."

"ჩემს შემდეგ მომავალი მოგნათლავთ სულისწმიდით და ცეცხლით"
მათე 3,11.ლუკა 3,16.
"რადგან ჩვენი ღმერთი -მჭამელი ცეცხლია"
პავლე. ებრ.12,29
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A-G-A-P-E
პოსტი Nov 6 2009, 04:20 PM
პოსტი #5


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 41
რეგისტრ.: 5-November 09
წევრი № 7,691



mevar

ეს არის მართლმადიდებლური ფორუმი, სადაც როცა ვინმე რაიმე მუხლის განმარტებას დებს, ხშირ შემთხვევაში მას მოსდევს ეკლესიის მამის განმარტება, რაც თქვენს პოსტს სამწუხაროდ არ მოჰყოლია.

გარდა ამისა, თქვენ "პირმშოობოს" პირველ და მეორე აქტებზე საუბრობთ, მაშინ როცა მე მაინტერესებს, რას ნიშნავს რიცხვთა 3:2,3-ში ჩაწერილი სიტყვა "პირმშოს" მნიშვნელობა.

თქვენი განმარტების თანახმად, გამოდის რომ ებრაელები სიტყვა "პირმშოს" მნიშვნელობის აზრზე არ ყოფილან ისე წერდნენ და ისე ახსენებდნენ ამ სიტყვას, თქვენ აცხადებთ რომ ახალი აღთქმა თუ არა, ამ სიტყვის მნიშვნელობას ვერ გავიგებთო.

ალბათ მართლმადიდებელი ეკლესიის მამების განმარტებებს მოვისმენთ რაც უფრო ნათელს გახდის სიტყვა "პირმშოს" მნიშვნელობის გაგებას რომელიც რიცხვთა 3:2,3-შია ჩაწერილი.

დროებით


--------------------
ცოდნის გამოყენება, წარმატების საწინდარია -©

_____________________________________

"რადგან ვინც სიტყვას ისმენს და არ ასრულებს, ჰგავს კაცს, რომელიც სარკეში თავის სახეს აკვირდება. უყურებს თავის თავს, მაგრამ მიდის თუ არა, მაშინვე ავიწყდება როგორია". - იესოს ნახევარძმის, იაკობის სიტყვები
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
maZiebeli
პოსტი Nov 6 2009, 04:24 PM
პოსტი #6


დავითი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,094
რეგისტრ.: 16-August 06
მდებარ.: თქვენთან
წევრი № 67



ციტატა(A-G-A-P-E @ Nov 6 2009, 03:06 PM) *

"და ესე სახელნი ძეთა აჰრონისთანი: პირმშოჲ ნადაბ და აბიუთ და ელიაზარ და ითამარ და ესე სახელნი ძეთა აჰრონისთანი მღდელნი ცხებულნი, რომელთანი სრულ იყუნეს ჴელნი მაიან მღდელად".
რას ნიშნავს სიტყვა "პირმშო"?


პირმშო ნიშნავს პირველშობილს.



--------------------
"...ეძიებდით და ჰპოოთ..." - მათე 7,7.
"...ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა..." - მათე 6,33.
"აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს" - ლუკა 17,21.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A-G-A-P-E
პოსტი Nov 6 2009, 04:30 PM
პოსტი #7


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 41
რეგისტრ.: 5-November 09
წევრი № 7,691



maZiebeli

მადლობა. ღმერთმა გაგახაროს. ესე იგი, სიტყვა "პირმშო" ნიშნავს პირველ შობილს. რიცხვთა 3-მე თავის პირველ და მეორე მუხლებში რომ წერია აარონის ძეების სახელები, ნადაბი ყოფილა აარონის პირველი შვილი აარონის შვილებიდან ხომ?


--------------------
ცოდნის გამოყენება, წარმატების საწინდარია -©

_____________________________________

"რადგან ვინც სიტყვას ისმენს და არ ასრულებს, ჰგავს კაცს, რომელიც სარკეში თავის სახეს აკვირდება. უყურებს თავის თავს, მაგრამ მიდის თუ არა, მაშინვე ავიწყდება როგორია". - იესოს ნახევარძმის, იაკობის სიტყვები
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Nov 6 2009, 04:32 PM
პოსტი #8


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



A-G-A-P-E
შეიძლება გვითხრათ რომელი რელიგიის აღმსარებელი ბრძანდებით?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A-G-A-P-E
პოსტი Nov 6 2009, 04:37 PM
პოსტი #9


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 41
რეგისტრ.: 5-November 09
წევრი № 7,691



afxazi გამარჯობა. smile.gif

თუ არცერთი რელიგიის აღმსარებელი არ ვარ, რა პასუხი უნდა დავწერო შენ შეკითხვაზე? ან ამ შემთხვევაში აქვს კი, იმას მნიშვნელობა, საერთოდ რა აღმსარებლობისა ვარ? მე ხომ უბრალოდ შეკითხვა დავსვი და მინდა მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებისაგან მოვისმინო პასუხი. როგორც ხედავ არაფერი დამიწერია ისეთი, რომელიც მიუღებელი იქნებოდა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. საკამათოდ და სადაოდ არ შემოვსულვარ აფხაზი.


--------------------
ცოდნის გამოყენება, წარმატების საწინდარია -©

_____________________________________

"რადგან ვინც სიტყვას ისმენს და არ ასრულებს, ჰგავს კაცს, რომელიც სარკეში თავის სახეს აკვირდება. უყურებს თავის თავს, მაგრამ მიდის თუ არა, მაშინვე ავიწყდება როგორია". - იესოს ნახევარძმის, იაკობის სიტყვები
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Nov 6 2009, 04:40 PM
პოსტი #10


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



A-G-A-P-E
ციტატა
თუ არცერთი რელიგიის აღმსარებელი არ ვარ, რა პასუხი უნდა დავწერო შენ შეკითხვაზე? ან ამ შემთხვევაში აქვს კი, იმას მნიშვნელობა, საერთოდ რა აღმსარებლობისა ვარ? მე ხომ უბრალოდ შეკითხვა დავსვი და მინდა მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებისაგან მოვისმინო პასუხი. როგორც ხედავ არაფერი დამიწერია ისეთი, რომელიც მიუღებელი იქნებოდა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. საკამათოდ და სადაოდ არ შემოვსულვარ აფხაზი.

შესაბამისი გამოცდილება მიკარნახებს ამ შეკითხვის დასმის აუცილებლობას. ვხვდები საუბარი საითაც მიგყავს და ამიტომაც დავსვი ეს შეკითხვა smile.gif


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A-G-A-P-E
პოსტი Nov 6 2009, 04:43 PM
პოსტი #11


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 41
რეგისტრ.: 5-November 09
წევრი № 7,691



afxazi

ძალიან გთხოვ წინასწარ ნუ გავაკეთებთ დასკვნებს. ნათელია რომ ჯერჯერობით არაფერი დამიწერია ისეთი, რაც მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მიუღებელი იქნებოდა. წინასწარ ნერვიულობა რა საჭიროა.

შეკითხვა დავსვი და თუ გსურთ მიპასუხეთ. რატომ ვხდით პრობლემას იმას, რაც საერთოდ არ წარმოადგენს პრობლემას?
გთხოვ თემის შესახებ, ანუ სიტყვა "პირმშო"-ზე (რომელიც რიცხვთა 3:2,3-ში წერია) დაწერე შენი აზრი.

მადლობა.


--------------------
ცოდნის გამოყენება, წარმატების საწინდარია -©

_____________________________________

"რადგან ვინც სიტყვას ისმენს და არ ასრულებს, ჰგავს კაცს, რომელიც სარკეში თავის სახეს აკვირდება. უყურებს თავის თავს, მაგრამ მიდის თუ არა, მაშინვე ავიწყდება როგორია". - იესოს ნახევარძმის, იაკობის სიტყვები
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
b-a-r-b-a-r-e
პოსტი Nov 6 2009, 05:28 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,436
რეგისტრ.: 24-September 09
წევრი № 7,538



ციტატა(A-G-A-P-E @ Nov 6 2009, 04:43 PM) *

afxazi

ძალიან გთხოვ წინასწარ ნუ გავაკეთებთ დასკვნებს. ნათელია რომ ჯერჯერობით არაფერი დამიწერია ისეთი, რაც მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მიუღებელი იქნებოდა. წინასწარ ნერვიულობა რა საჭიროა.

შეკითხვა დავსვი და თუ გსურთ მიპასუხეთ. რატომ ვხდით პრობლემას იმას, რაც საერთოდ არ წარმოადგენს პრობლემას?
გთხოვ თემის შესახებ, ანუ სიტყვა "პირმშო"-ზე (რომელიც რიცხვთა 3:2,3-ში წერია) დაწერე შენი აზრი.

მადლობა.

უა
მოყუას
რავა ხარ? biggrin.gif


--------------------
დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........


"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Nov 6 2009, 05:35 PM
პოსტი #13


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



A-G-A-P-E
ძალიან ძალიან მოკლედ ასე შეიძლება ითქვას, რომ ქართულ საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიაში ტერმინი "პირმშო", რაც ერთი მხრივ პირველშობილს აღნიშნავს, მეორე მხრივ დაკანონებულია ზოგადად პირველადობის, თავდაპირველობის შინაარსით და ამ მეორე აზრით აღნიშნულ ტერმინ "პირმშოს" უკვე არავითარი საერთო აღარ აქვს შობილობასთან. ანუ ტერმინი "პირმშო ორმნიშვნელოვანია (1. პირველშობილი. 2. პირველადი, პროტოტიპული, არქეტიპული, თავდაპირველი, დასაბამიერი). (ედიშერ ჭელიძე)



--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A-G-A-P-E
პოსტი Nov 6 2009, 05:45 PM
პოსტი #14


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 41
რეგისტრ.: 5-November 09
წევრი № 7,691



ციტატა(afxazi @ Nov 6 2009, 05:35 PM) *

A-G-A-P-E
ძალიან ძალიან მოკლედ ასე შეიძლება ითქვას, რომ ქართულ საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიაში ტერმინი "პირმშო", რაც ერთი მხრივ პირველშობილს აღნიშნავს, მეორე მხრივ დაკანონებულია ზოგადად პირველადობის, თავდაპირველობის შინაარსით და ამ მეორე აზრით აღნიშნულ ტერმინ "პირმშოს" უკვე არავითარი საერთო აღარ აქვს შობილობასთან. ანუ ტერმინი "პირმშო ორმნიშვნელოვანია (1. პირველშობილი. 2. პირველადი, პროტოტიპული, არქეტიპული, თავდაპირველი, დასაბამიერი). (ედიშერ ჭელიძე)


afxazi

გაიხარე აფხაზი საინტერესო პასუხისათვის. ძალიან მომეწონა შენი პასუხი. ახლა ისევ კონკრეტულ მუხლს დავიბრუნდეთ. რიცხვთა 3:2,3-ში რომ წერია სიტყვა "პირმშო", გამოიყენება ამ სიტყვის ჩვეულებრივი მნიშვნელობით ხომ? ანუ იმ მნიშვნელობით რასაც პირმშო ნიშნავს: ოჯახში დაბადებული პირველი შვილი.

სწორად გავიგე ხომ შენი პოსტი?


--------------------
ცოდნის გამოყენება, წარმატების საწინდარია -©

_____________________________________

"რადგან ვინც სიტყვას ისმენს და არ ასრულებს, ჰგავს კაცს, რომელიც სარკეში თავის სახეს აკვირდება. უყურებს თავის თავს, მაგრამ მიდის თუ არა, მაშინვე ავიწყდება როგორია". - იესოს ნახევარძმის, იაკობის სიტყვები
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 7 2009, 05:35 AM
პოსტი #15


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
სწორად გავიგე ხომ შენი პოსტი?

არა biggrin.gif
რადგან ნიშნავს იმასაც, საითაც გინდა წაიყვანო მსჯელობა რასელისტურად( არ დამიწყო ახლა არაო a075.gif), ანუ ნიშნავს პირველ შვილსაც, როგორ აარონთან.
და ნიშნავს, ასევე მას ვინც დაიბადა პირველი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, იმას რომ ვიღაც მერე კიდევ დაიბადა, ანუ დედისერთა იყო მაგალითად ისააკი, მაგრამ პირმშო იყო იგი აბრაამის smile.gif
ანუ პირველშობილობა არის პირმშოობა და არა ვთქვათ "დაბადებული ნომერი ერთი, ნომერი ორის და ა.შ. წინა" smile.gif
რადგან პირმშოობა ყოველთვის განიხილებოდა როგორც აღმატებულება ღვთის წინაშე, ცნობილი იაკობისა და ესავის შემთხვევაც, ან
რუბენზე "იგი პირმშო იყო, მაგრამ როცა მამის სარეცელი წაბილწა, მისი პირმშოობა გადაეცა იოსებს, პირველი ნეშტთა
თავი მეხუთე"
ის რომ პირმშო ეწოდება პირველშობილს,
წმიდა-მიყავ მე ყოველი პირმშოჲ პირველშობილი განმღებელი ყოვლისა საშოჲსა ძეთა შორის ისრაჱლისათა, კაცითგან მიპირუტყუამდე: ჩემი არს.
გამოსვლა
თავი მეცამეტე
ე.ი. დედისერთაც პირმშოა, პირმშო შეიძლება მასაც ვუწოდოთ ვისაც არც და ყოლია და არც ძმა, მსგავსადაა უფალიც.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Nov 7 2009, 06:26 AM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



KAIROS

ციტატა
რადგან პირმშოობა ყოველთვის განიხილებოდა როგორც აღმატებულება ღვთის წინაშე, ცნობილი იაკობისა და ესავის შემთხვევა
იგი პირმშო იყო, მაგრამ როცა მამის სარეცელი წაბილწა, მისი პირმშოობა გადაეცა იოსებს, პირველი ნეშტთა


ყოლფერში მართალი ხარ, მარა ესავმა მამის სარეცელი წაბილწაო სად წაიკითხე? რუბენში ხო არ გეშლება?


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 7 2009, 06:54 AM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ე.ი. დედისერთაც პირმშოა, პირმშო შეიძლება მასაც ვუწოდოთ ვისაც არც და ყოლია და არც ძმა, მსგავსადაა უფალიც.


მამაჩემის დღიურს ვკითხულობდი, როცა ჩემი ძმა გაჩნდა პირველად (ჩემს დაბადებამდე 10 წლით ადრე)

ხოდა ჩემი პირმშოო ამბობს biggrin.gif

და ბოლოს წერს, არამგონია მეტი შვილის ყოლა გვსურდესო (ნუ ნაგლი ეხლა tongue.gif )

ლოლ

მამაჩემის დღიურიც კი რასელისტთა წინააღმდეგ როგორ უნდა უთხრობდეს


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Nov 7 2009, 07:10 AM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



მნათე
ციტატა
მამაჩემის დღიურს ვკითხულობდი, როცა ჩემი ძმა გაჩნდა პირველად (ჩემს დაბადებამდე 10 წლით ადრე)

ხოდა ჩემი პირმშოო ამბობს

და ბოლოს წერს, არამგონია მეტი შვილის ყოლა გვსურდესო (ნუ ნაგლი ეხლა )

ლოლ

მამაჩემის დღიურიც კი რასელისტთა წინააღმდეგ როგორ უნდა უთხრობდეს


smile.gif


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 7 2009, 09:41 AM
პოსტი #19


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ყოლფერში მართალი ხარ, მარა ესავმა მამის სარეცელი წაბილწაო სად წაიკითხე? რუბენში ხო არ გეშლება?

არა, უბრალოდ ბუნდოვანად მეწერა და გავმართე, ისე კი ესავი სხვა მაგალითად მოვიყვანე (შეჭამადში დაკარგვა პირმშოებისა) და რუბენზე კი იყო ციტატა,მადლობა, შევასწორე სტილისტურად და ახლა უფრო გასაგებია,

მნათეს მაგალითი მაგარია biggrin.gif ჩაეთვალა მამაშენს, ჩანაწერშიც და შვილებშიც smile.gif

ისე მოყვასს აგაპე ერქვა და რა უცნაური "დამთხვევაა" biggrin.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Nov 7 2009, 12:31 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(მნათე @ Nov 7 2009, 07:54 AM) *

მამაჩემის დღიურს ვკითხულობდი, როცა ჩემი ძმა გაჩნდა პირველად (ჩემს დაბადებამდე 10 წლით ადრე)

ხოდა ჩემი პირმშოო ამბობს biggrin.gif

და ბოლოს წერს, არამგონია მეტი შვილის ყოლა გვსურდესო (ნუ ნაგლი ეხლა tongue.gif )

ლოლ

მამაჩემის დღიურიც კი რასელისტთა წინააღმდეგ როგორ უნდა უთხრობდეს


მამაშენს ეტყობა მაგ სიტყვა მასე ესმოდა. a075.gif

ანუ 2000 წლის წინ როცა ადამიანი წერდა ვერ შეადარებ დღევანდელობაში დაწერილ სიტყვებს. smile.gif

თუმცა ერთი რამეა, როცა მამაშენი წერდა მაგას, არ იცოდა მეორე შვლი ეყოლებოდა თუ არა, ხოლო მათე და ლუკა წერენ წლების მერე, ანუ უკვე იცოდნენ ისედაც გაუჩნდა თუ არა სხვა შვილები...

პ.ს. ბიბლია დღიური არაა, მამაშენისა არ იყოს. smile.gif


პ.ს.პ.ს. უბრალოდ გამოგეხმაურე, პირმშოზე ზოგადად არაფერს ვამტკიცებ ჯერჯერობით. smile.gif


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd April 2024 - 06:02 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი