IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წმ. გრიგოლ ფერაძის არ აღიარება წმინდანად
ketilmorcmune
პოსტი Jul 24 2008, 04:55 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 23
რეგისტრ.: 15-July 08
მდებარ.: sapatriarqo
წევრი № 5,336



"მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი" (მმკ) არ აღიარებს წმ. სინოდის მიერ შერაცხილ წმინდანს გრიგოლ ფერაძეს. რადგან წმ. გრიგოლში მხოლოდ ეკუმენისტი და ანტიმართლმადიდებელი დაინახეს...

სტატიიდან შავად მოვნიშნავ მათ "სქიზმატურ" გამონათქვამებს...

მმკ: .... საისტორიო ჟურნალ “არტანუჯის”, 2003 წ., #11 მთლიანად გრიგოლ ფერაძეს მიეძღვნა. მასში მოყვანილია როგორც ცნობები გრიგოლ ფერაძის შესახებ, ასევე თავად გრიგოლ ფერაძის წერილები. თავის მხრივ გრიგოლ ფერაძის წერილებიც შეიცავენ საინტერესო ცნობებს მათი ავტორის პიროვნების ცხოვრების, აზროვნების, მსოფლმხედველობისა და მრწამსის შესახებ. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ გრიგოლ ფერაძის სახით ჩვენ გვყავს უდავოდ საინტერესო, ნიჭიერი და შრომისმოყვარე მეცნიერი, საქართველოსა და მისი ეკლესიის ისტორიისა და პატრისტიკის მკვლევარი. საქმე რომ არ ეხებოდეს წმინდანად შერაცხილ პიროვნებას, ჩვენ არ ვიდებდით თავს ამ არც თუ სასიამოვნო შრომას – არ შევაწუხებდით გრიგოლ ფერაძის სულს და არ წარმოვაჩენდით მის პიროვნებას იმ რაკურსით, როგორც ეს წინამდებარე წერილშია. ასევე არ დავსვამდით საკმაოდ უსიამოვნო, მაგრამ, ჩვენი აზრით, აუცილებელ და საჭირბოროტო კითხვას – მართებული იყო თუ არა გრიგოლ ფერაძის წმინდანად შერაცხვა? საკითხის ასე დასმის მნიშვნელობა იქიდან გამომდინარეობს, რომ არამართებულად შერაცხილის სახით ეკლესიას წმინდანი კი არ ემატება, არამედ - პიროვნება, რომელიც იქცევა მორწმუნეთა მიბსაძვის საგნად და მაგალითის მიმცემად, და მაშაადამე – შეცდომაში შემყვანად და დამაბრკოლებლად მრავალთათვის. ასეთი “წმინდანების” მომრავლება ეკლესიაში საფრთხეს უქმნის ეკლესიის სწავლების უცვლელობასა და უცთომელობას, აძლიერებს ეკლესიისთვის მიუღებელ მოდერნისტულ სულისკვეთებას.
როგორც ვთქვით, გრიგოლ ფერაძის ცხორების, მისი პიროვნების – მეცნიერისა და თეოლოგის – ჩამოყალიბების შესახებ ცნობებს თავად გრიგოლ ფერაძე გვაწვდის თავის წერილებში. ამ წერილებიდან ჩანს, რომ გრიგოლ ფერაძე ევროპაში სწავლისა და სამეცნიერო მოღვაწეობის პერიოდში ყალიბდება ევროპული აზროვნებისა და დასავლური სულიერი ღირებულებების მატარებელ პიროვნებად, რაც, ძირითადად, განპირობებული იყო იმ გარემოთი და იმ წრით, რომელშიც მას უხდებოდა ცხოვრება, სწავლა თუ სამეცნიერო მოღვაწეობა. ასევე თვალნათლივ ჩანს, რომ გრიგოლ ფერაძის პიროვნებაში მეცნიერი სჭარბობს სასულიერო პირს. თავის მხრივ სასულიერო პირ ფერაძეში ეკუმენური აზროვნების ადეპტი ჭარბობს მართლმადიდებელ ქრისტიანს. იგი ოცნებობს იმ დღეზე, როდესაც დასავლეთის კათოლიკური “ეკლესია” და აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესია ურთიერთკომპრომისების გზით გაერთიანდებიან, მაგრამ შენარჩუნებული იქნება რომის “ეკლესიის” პრიმატი, როგორც ისტორიული აუცილებლობა. იგი ოცნებობს იმ “დიდებულ” დღეზე, როდესაც სარწმუნოებანი გაერთიანდებიან და მაცხოვრის ხეზე “სამი ტოტი” – მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი და პროტესტანტიზმი _ ერთმანეთს გადაეჭდობა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ გაერთიანებაში გრიგოლ ფერაძის მიერ არ იგულისხმება მწვალებელთა მოქცევა ჭეშმარიტებაზე, ანუ მათი ქრისტეს ეკლესიაში დაბრუნება.
პირველივე შეხედვით აშკარაა, რომ გრიგოლ ფერაძის აზროვნება არამართლმადიდებლურია და ეკლესიისთვის სრულიად მიუღებელი. მაშ რა შეიძლება იყოს არამართლმადიდებლური აზროვნების პიროვნების, მითუმეტეს სასულიერო პირის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანად შეაცხვის მოტივაცია? ერთადერთი მოტივაცია შეიძლება იყოს ამ პიროვნების მოწამეობრივი აღსასრული, ქრისტესთვის დათხეული სისხლი, რომელსაც წინ უსწრებს სინანული თავისი არაეკლესიური აზროვნებისა და გამონათქვამების გამო.
გრიგოლ ფერაძესთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, არა გვაქვს ცნობა მისი სინანულის შესახებ თავისი ეკუმენისტური აზროვნებისა გამო. მისი აღსასრულიც არ წარმოადგენს ქრისტეს სახელისთვის სისიხლის დათხევას. მეტიც, მის აღსასრულთან დაკავშირებით არ არის ცალსახობა და სრული გარკვეულობა, არამედ გვაქვს ორი განსხვავებული ვერსია. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი გრიგოლ ფერაძის აღსასრულის სახით სახეზეა მოყვასისათვის თავგანწირვა, ეს ჩაითვლება მოქალაქეობრივ გმირობად, რომლის მსგავსი ქმედება, რადგან საქმე მეორე მსოფლიო ომის პერიოდთან გვაქვს, თუნდაც ამ ომის დროს მრავალი იყო, როდესაც თავგანწირვისა და გმირობის შესაშურ მაგალითებს იძლეოდნენ კომუნისტი, ათეისტი მეომრები, მაგრამ არც ერთი მათგანი წმინდანად რუსეთის ეკლესიას არ შეურაცხავს.
არსებობს ასევე გადმოცემა იმის თაობაზე, რომ გრიგოლ ფერაძემ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინა მენშევიკების მიერ საზღვარგარეთ გატანილი საეკლესიო ფასეულობები. ესეც, უდავოდ, დიდ გმირობას წარმოადგენს და იმსახურებს უმაღლეს სამოქალაქო ჯილდოებსა და წოდებებს, მაგრამ ასეთი ღვაწლი სრულიად არასაკმარისია პიროვნების წმინდანად შერაცხვისათვის, მეტადრე, როდესაც მისი აზროვნება კლასიკური ეკუმენიზმის ნიმუშს წარმოადგენს.
იმისათვის, რათა სრულიად დავრწმუნდეთ გრიგოლ ფერაძის ეკუმენისტურ ცნობიერებასა და აზროვნებაში, გავეცნოთ მის შესახებ არსებულ მასალებს. გადმოცემას დავიწყებთ ჟურნალ “არტანუჯში” გრიგოლ ფერაძის ცხოვრების შესახებ მოყვანილი მასალით, ხოლო შემდეგ მოვიყვანთ თავად გრიგოლ ფერაძის წერილებიდან ამოკრებილი მასალას.
-------------------------------------------------------

მოვიყვან ციტატებს, თუ რატომ არ აღიარებენ მმკ წევრები წმ გრიგოლს წმინდანად:
წმ. გრიგოლი: ...ერთხელაც იქნება და გაერთიანდებიან სარწმუნოებანი დადგება დიდებული დღე, ჩვენი უფლის მწორედ მოსვლის წინ გაერთიანდებიან არა მარტო რომაული და ბერძნული ეკლესიები, არამედ ევანგელიკურიც შეუერთდება მათ, რომელიც ასევე წარმოადგენს ჩვენი უფლის ტაძარს.... როგორ გაერთიანდებიან ისინი, ეს ჩვენს ამოცანას არ წარმოადგენს, ეს სამეცნიერო კვლევის სფერო არ არის, არამედ იგი ყოველი ცოცხალი ქრისტიანის მოვალეობაა. ჩვენი უფლის რომელ მრევლსაც არ უნდა ეკუთვნოდეს იგი. ვინც ქრისტეს სასუფეველს სერიოზულად უყურებს, ის დაინახავს, რომ ქრისტიანობის არსი მტრობაში, შურში, ეჭვსა და ავაზაკობაში როდია, იგი უფლის მრევლის ძმურ სიყვარულში სულდგმულობს და ერთ მშვენიერ დღესაც ჩვენი მაცხოვრის ხეზე ეს სამი ტოტი ერთმანეთს გადაეჭდობა. (გამოყოფა ჩვენია ა.უ.).
17 ივნისი, 1927 წ.

----------------------

მმკ: ....მოყვანილი ამონარიდი სრულიად აშკარად გვიჩვენებს, რომ გრიგოლ ფერაძე თავისი მრწამსით ეკუმენისტია. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მას არ უღიარებია თავის ცდომილება და არ შეუნანია ეკუმენისტობა თავის სიცოცხლეში. ამიტომ, მიუხედავად სინოდიალური გადაწყვეტილებისა, იგი ვერ იქნება მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ისევე, როგორც არ შეიძლება გახდეს ქრისტეს ეკლესიის წმინდანი მწვალებელი ან არაქრისტიანი, როგორი გმირული აღსასრულით, მოყვასისა თუ სამშობლოსათვის თავგანწირვითაც არ უნდა აღესრულოს იგი. ამგვარ მამულისშვილთათვის არსებობს სხვადასხვა ერული, სახელმწიფოებრივი ჯილდოები.
...გრიგოლ ფერაძის კანონიზაციის შემდეგ ჩვენი ეკლესია, მისი წმიდა სინოდი გაემიჯნა ეკუმენიზმს და საერთო გადაწყვეტილებით გამოვიდა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან. ამიტომ, ვფიქრობთ, მართებული იქნება ამ ჭეშმარიტი გადასახედიდან მანვე შეაფასოს წინამორბედი აქტები და შეცვალოს მის მიერ ადრე მიღებული არამართებული გადაწყვეტილებები. ამის პრეცენდენტები არსებობს ეკლესიის ისტორიაში და ასეთი პრაქტიკა მიღებულია ეკლესიის ცხოვრებაში იმისათვის, რომ ეკლესია მაქსიმალურად იყოს დაცული შეცდომებისაგან.

ა. უნგიაძე



მიმაგრებული სურათ(ებ)ის ესკიზ(ებ)ი
მიმაგრებული სურათი

--------------------
საპატრიარქო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
4 გვერდი V « < 2 3 4  
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(60 - 71)
sable
პოსტი Aug 2 2008, 09:53 PM
პოსტი #61


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(tamara @ Aug 2 2008, 09:40 PM) *

ანარქია დემოკრატიაა უკიდურეს ფორმამდე.


შენს მიერ დასახელებული ჰანს სელიეს მიხედვით, ალბათ, უფრო სისხლის გათეთრებაა biggrin.gif


ციტატა(tamara @ Aug 2 2008, 09:40 PM) *

ვერ დაგეთანხმები.
მოჩვენებითია ეს, ილუზიაა.
რეალურად დემოკრატია ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი არ არსებობს -
უბრალოდ ხალხს ამ იდეით ატყუებენ.
იქ ქვეყანას დემოსი კი არა
ფულიანი ხალხი მართავს.


არა არის საწირო დემოკრატიის განსაზღვრისას მისი ეტიმოლოგიიდან ახსნა მისი არსი, დემოკრატია

თავისი არსით ამერიკის მიერ შემუშავებულ ქცევის კოდექსს გავს რომელიც თავის დროზე ეწ დამაარსებელმა

მამებმა შეიმუშავეს ამერიკისთვის ხოლო მათმა შთამომავლებმა უნივერსალური გახადეს მთელი მსოფლიოსათვის

აქ თავისუფლებაცაა უღონდ გარკვეულ ჩარჩოებშია მოქცეული და მრავალი სხვა რაც აშშ-ს დამოუკიდებლობის

აქტში კარგად არის ასახული.

რაც შეეხება იმ ხალხს ვინც მართავს დემოკრატიულ ქვეყნებს აქ ყველგან ფინანსისტები

არ არიან მაგ სკანდინავიის ქვეყნებზე ვერ იტყვი იმას რომ მას ბიზნესი მართავსო, უბრალოდ ბიზნესს

ამის დაინტეესება არა აქვს. სხვაგან გააჩნია სიტუაციას.




--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Aug 2 2008, 10:11 PM
პოსტი #62


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



ციტატა
შენს მიერ დასახელებული ჰანს სელიეს მიხედვით, ალბათ, უფრო სისხლის გათეთრებაა

ისე ცნობისათვის - სისხლის გათეთრება ონკოლოგიურ (სიმსივნურ)
დაავადებებს ეკუთვნის.
biggrin.gif

ციტატა
აქ თავისუფლებაცაა უღონდ გარკვეულ ჩარჩოებშია მოქცეული

ანუ მაინც იერარქიაა -
გარკვეულ წილად...

ეს ყველაფერი უფრო ფილისოფიაა -
მაგრამ ფილოსოფიაშიც არის ბევრი რამ ცხოვრებისეული.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Aug 2 2008, 10:31 PM
პოსტი #63


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(tamara @ Aug 2 2008, 10:11 PM) *

ისე ცნობისათვის - სისხლის გათეთრება ონკოლოგიურ (სიმსივნურ)
დაავადებებს ეკუთვნის.
biggrin.gif


ხო და თან ყველაფერს რომ ედება ეგ ოხერი ანარქიასავით biggrin.gif

ნუ ეგ არაფერი ორივე ექვემდებარება განკურნებას, ცოტა მედიცინას უნდა ხელის წარტყმა და ...

ციტატა(tamara @ Aug 2 2008, 10:11 PM) *


ანუ მაინც იერარქიაა -
გარკვეულ წილად...

ეს ყველაფერი უფრო ფილისოფიაა -
მაგრამ ფილოსოფიაშიც არის ბევრი რამ ცხოვრებისეული.


მასონებისა არ იყოს ბუნებაში არ არსებობს თანასწორობა შესაბამისად საზოგადოებაც იერარქიულია.

როგორც ბჟეზინსკი წერს: ფირმაში სადაც ორიევე აქციონერი აქციების 50-50% ფლობს მათ შორისაც კი

ერთი უპირატესობის წესით სარგებლობსო.

ასე რომ იერარქია რაღაც უფრო ბუნებრივი მოვლენა ჩანს, თუნდაც დემოკრატიის პირობებში.


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Aug 2 2008, 10:42 PM
პოსტი #64


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ამერიკა დაპრობილი ქვეყანაა.
ვაოფებთ გაუზიარეში გადავიდეთ თუ გინდა.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მოციქული
პოსტი Aug 31 2008, 02:48 AM
პოსტი #65


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 163
რეგისტრ.: 27-August 08
წევრი № 5,540



თუ გაქვთ წმინდანის ხატი ვინმეს?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
rarara
პოსტი Sep 24 2008, 10:56 AM
პოსტი #66


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 27
რეგისტრ.: 6-March 07
წევრი № 1,277



ვინც განაქიქებს წმ. გრიგოლ ფერაძეს, ეგებ თვითონ შეძლოს და მსგავსი მორალური გმირობა ჩაიდინოს, ჰა!!!

კანონისტს ვეკითხები - სულმ რამდენი თეოლოგი ეგულება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში და მათ შორის სინოდის წევრი რამდენია? მგონი, ფორუმი იმისთვისაა, ყველამ გამოთქვას საკუთარი აზრი . . . ისე, საინტერესოა, თქვენ სად შეისწავლეთ საეკლესიო სამართალი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gujaviolin
პოსტი Dec 30 2008, 12:34 PM
პოსტი #67


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 12
რეგისტრ.: 30-December 08
წევრი № 6,195



rarara
ციტატა
სულმ რამდენი თეოლოგი ეგულება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში და მათ შორის სინოდის წევრი რამდენია?


თეოლოგები ცოტანი არიან, სინოდის წევრებში ან არ არიან, ან ძალიან ცოტა იქნება


--------------------
გთხოვთ ადმინისტრაციას და სენატს-ნუ დამადებთ ბანს! დავიცავ ფორუმის წესებს! კითხვები მაქვს მოძღვართან და მორწმუნეებთან, მომეცით ამის საშუალება... გმადლობთ წინასწარ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Dec 30 2008, 01:12 PM
პოსტი #68


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



rarara
ციტატა
სულმ რამდენი თეოლოგი ეგულება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში და მათ შორის სინოდის წევრი რამდენია?

წმინდა სინოდის 36 წევრიდან 16-ს აქვს უმაღლესი სასულიერო განათლება, აქედან 2-ს აქვს სამეცნიერო ხარისხი, ხოლო 1 მიიღებს გაისად.

ციტატა
მგონი, ფორუმი იმისთვისაა, ყველამ გამოთქვას საკუთარი აზრი . . .

ცხადია, ეთიკის, ნორმისა და ფორუმის წესების ფარგლებში.

ციტატა
ისე, საინტერესოა, თქვენ სად შეისწავლეთ საეკლესიო სამართალი?

საეკლესიო სამართალი ვისწავლე თსუ იურიდიულ ფაკულტეტზე, დოც. ნ. კორძაია-სამადაშვილის პედაგოგობით. ამჟამად ვირიცხები ამავე ფაკულტეტის დოქტორანტურაში, სამეცნიერო ხელმძღვანელობას მიწევს პროფ. გ. დავითაშვილი, ხოლო უცხოურ ზედამხედველობას, სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის კანონისტი და პროფესორი ნ. მაიოროსი. smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
elifs
პოსტი May 13 2009, 07:00 AM
პოსტი #69


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 11
რეგისტრ.: 13-May 09
წევრი № 6,981



რახან შერაცხეს ესეიგი წმინდანია... მაგრამ წმინდანი იმიტო არ არის რო ეს სინოდმა თქვა და საერთოდ ბრმა მორჩილებაზე როცა საუბრბთ ხოლმე(სხვა თემებში) მაშინ მისაგები იყოს კველასათ/ვის კამათი სინოდის გადაწყვეტილებაზეც tongue.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nikusha89
პოსტი Apr 21 2010, 10:45 PM
პოსტი #70


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 24
რეგისტრ.: 21-April 10
წევრი № 8,676



თქვენ რა სინოდის გადაწყვეტილებას არ აღიარებთ ? ???? ხაართ საეროთოდ მართმადიდებლურ ეკლესიის წიაღში?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
benediqt
პოსტი Feb 21 2012, 02:04 PM
პოსტი #71


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 460
რეგისტრ.: 20-September 07
წევრი № 2,794



nikusha89
ციტატა
თქვენ რა სინოდის გადაწყვეტილებას არ აღიარებთ ? ???? ხაართ საეროთოდ მართმადიდებლურ ეკლესიის წიაღში?



თუ ასე გააგრძელებენ მალე დადგება მათი ეკლესიიდან წასვლის დროც


--------------------
აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა
ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ,
რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Feb 20 2013, 03:19 PM
პოსტი #72


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



ჩასაფრებულია რა ეს ხალხი და ყველაფერს აკრიტიკებს საჭიროა თუ არაა საჭირო. ზოგი იმისთვისაა დაბადებული რომ იკამათოს და ვინმეს ოპონენტობა გაუწიოს რა... მეტი რა უნდა თქვას კაცმა ამ ყველაფერზე...


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V « < 2 3 4
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th May 2024 - 03:26 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი