IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V < 1 2 3 4 >  
Reply to this topicStart new topic
> წესების მკაცრად დაცვაზე თანახმა ხართ?
ფორუმის წესების მკაცრად დაცვაზე თანახმა ხართ
თანახმა ხართ თუ არა რომ ფორუმზე გამკაცრდეს დადგენილი წესების ადმინისტრირება და მოდეტორებმა აქტიურად გამოიყენონ გაფრთხილებები და ბანები წესების დამრღვევთათვის, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე
თანახმა ვარ [ 22 ] ** [62.86%]
წინააღმდეგი ვარ [ 7 ] ** [20.00%]
ჩემთვის სულ ერთია [ 6 ] ** [17.14%]
სულ ხმები:: 35
სტუმრებისთვის ხმის მიცემა აკრძალულია 
ნანინა
პოსტი Dec 16 2009, 05:59 PM
პოსტი #41


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



კანუდოსელი

გასაგებია თქვანი პოზიცია smile.gif მე არ გიპირისპირდებით პირადად, უბრალოდ საჯაროდ ასეთი ფორმით ნათქვამთან მქონდა პრეტენზია და არა იმასთან, სიმართლეა ეს თუ ტყუილი, მე ვლაპარაკობ წესებზე, სადაც წერია, რომ ცინიზმი, განკითხვა დაუშვებელია smile.gif ეს გეხებათ თქვენც, მეც და ყველასაც smile.gif თორე ცინიზმის გარეშე მართლა განათლებული ადამიანი ხართ და ბევრ კარგ საქმესაც უკეთებთ ფორუმს.
მე არ გეთანხმებით, რომ სრული სიბნელე და ფანატიზმია ჩვენს ეკლესიაში. კიდევ კარგად ვართ, მე კიდევ მიკვირს კომუნისტების ეპოქაში გაზრიდილი ადამიანები როგორ მივიდნენ ეკლესიაში. მე ბუნებრივია იმ ეპოქას არ მოვსწრებივარ, უბრალოდ ლიტერატურას თუ პრესას რომ ვკითხულობ, მაკვირვებს როგორი იდეოლოგიური წნეხი იყო. ასეთმა ხალხმა მოაღწია ეკლესიამდე და ნუ მოვკლავთ ახლა იმის გამო, თუ თეოლოგიაში ვერ ერკვევიან a075.gif მეც არ ვიცი ბევრი რამ, გეკითხებით, მერე რა? მე, როგორც ერთ-ერთი მრევლთაგანი უხეშად რომ ვთქვათ ვერკვევი გარკვეულ რელიგიურ საკითხებში, მაგრამ სრულებით არ ვთვლი თავს ვალდებულად დოგმატიკა ვიცოდე, ან ტიბიკონი ზეპირად. განათლება რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ თუ ეს განათლება ჩემს რწმენას დააბრკოლებს, მირჩევნია გაუნათლებელი ვიყო სამოთხეში, ვიდრე განათლებული ჯოჯოხეთში. ამასაც ფანატიკოსობად ჩამითვლით, მარა ხალხი ბრკოლდება და ამაზე ვიფიქროთ და არა სიბნელიდან როგორ გამოვიდეთ a075.gif
არ მინდოდა კიდევ ერთხელ ამის დაწერა, მაგრამ ბევრი უცხოსგან გამიგია, რომ შემოსულან, არ მოწონებიათ სიტუაცია, დამოკიდებულება, მოძღვრების განკითხვა და გასულან. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ სექტანტები კი არ ვართ ვინმე მოვიტყუოთ, უბრალოდ ჩვენ რომ სექტანტებს დავცინით ხშირად, მათაც ჩვენზე მეტი სიყვარული აქვთ ერთმანეთის, ხალხი კი იქ მიდის, სადაც მეტი სიყვარული და ურთიერთპატივისცემაა, ამის მაგალითები ფორუმზეც გვაქვს smile.gif
აბა დავფიქრდეთ, დიდი ხანია აღარ გვიკრძალავენ ეკლესიაში შესვლას და სანთლის დანთებას? smile.gif ფაქტობრივად რაც ჩვენი უწმინდესია პატრიარქი, რაც დაემხო საბჭოთა კავშირი, მას მერე დაიწყო ეკლესიური ცხოვრების აღმავლობა ჩვენს ქვეყანაში smile.gif ჩვენ ახლა ვიწყებთ და ბუნებრივია, თუ ყველაფერი მთლად ისე ვერ არის smile.gif ნუ დავაბნევთ ამ ისედაც დაბნეულ ხალხს... user.gif
თუ ვინმე იტყვის, რომ ამაზე არ ღირს ფიქრი, მე გავჩუმდები..


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
INFORMATION
პოსტი Dec 16 2009, 06:22 PM
პოსტი #42


guja
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 213
რეგისტრ.: 18-October 09
წევრი № 7,620



ციტატა
სამწუხაროდ თანახმა ვარ,
მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა.



ხომ ვამბობ რომ ეს ფორუმი არის რამოდენიმე კაცის და რიგითი ფორუმელების აზრი ფეხებზე გკიდიათ!

აქ არ ხდება ობიექტური მსჯელობა, აქ ბლოკავთ ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე ღიად საუბარს და თუ ვინმე ამას გაბედავს თემებს უშლით! წესების გამკაცრება ალბათ ნიშნავს იმას რომ განსხვავებული აზრის მქონე იუზერს მოკლავთ!!

გაამკაცრეთ წესები და სულ მალე დარჩებით რამოდენიმე მოდერატორი და ადმინი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
b-a-r-b-a-r-e
პოსტი Dec 16 2009, 06:27 PM
პოსტი #43


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,436
რეგისტრ.: 24-September 09
წევრი № 7,538



საერთოდ ძალიან კარგია ვორნის დროს რომ წერა შეგიძლია,გაცხარებულ გულზე,წერა არ უნდა შგეზღუდოს.
მე წერა შემიზღუდეს და დღემდე მადევს ძველ ნიკზე(კაციშვილი არ მცემს პასუხს) biggrin.gif

არაფერს გიზავთ,უბრალოდ გაამხილეთ რომელი იყავით,გთხოვთ რა,პიემში მომწერეთ რომელია ის ადამიანი biggrin.gif


--------------------
დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........


"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Dec 16 2009, 06:27 PM
პოსტი #44


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



INFORMATION
ვინ ვინ და შენგან ობიექტური მსჯელობა არ მომისმენია biggrin.gif
სულ ემოციურად აღგზნებული ადამიანის პოსტები გაქვს rolleyes.gif
დამშვიდდი ცოტა, რა საჭიროა ასე ქოთქოთი, მშვიდად ვერ გაკეთდება საქმე?
: *


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Dec 16 2009, 06:32 PM
პოსტი #45


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



მე საკითხს ასე დავსვამდი: პრობლემა წესებში არაა, არამედ პრობლემა ჩვენშია, ჩვენ არ გვინდა სერიოზული მოღვაწეობა ფორუმზე და ვაოფებთ, გაუთავებლად ვკამათობთ და ა.შ. რა მიზეზების გამოა ეს პრობლემა ჩვენში ეს კიდევ სხვა საკითხია.

ახლა დავსვათ შეკითხვები:
1. რა მოხდება გაოფებისათვის სპეციალური განყოფილების გახსნის შემთხვევაში?
2. რა მოხდება წესების გამკაცრების შემთხვევაში?
3. რა მოხდება წესების დარღვევის დასჯის (მოდერირების) ინტენსივობის გაზრდის შემთხვევაში?

1. რა მოხდება გაოფებისათვის სპეციალური განყოფილების გახსნის შემთხვევაში?
-ის მოხდება, რაც ადრე მოხდა. ხალხი მარტო ამ OFF განყოფილებაში დაწერს, სხვა განყოფილებებში კი ძალიან ცოტანი შევლენ. და თუ შევლენ, აუცილებლად იკამათებენ ხოლმე ხანდახან, როგორც ხდება დღეს.
ანუ გაოფების განყოფილება გადაიქცევა დროის სატარებელ განყოფილებად;
სხვა განყოფილებები გადაიქცევიან "ვულკანურ" განყოფილებებად და ეს ვულკანები კამათების სახით პერიოდულად ამოხეთქავს ხოლმე.

2. -რა მოხდება წესების გამკაცრების შემთხვევაში?
ზოგადად, თუ წესები საკმარისად მკაცრია, მიათი კიდევ უფრო გამკაცრების ფაქტს ნაწილი ფორუმელებისა საერთოდ ვერ გაიგებენ, მეორე ნაწილი ფორუმელებისა კი გაიგებენ, რომ ამეების გარდა ახლა უკვე იმეების გაკეთებაც არ შეიძლება. მაგრამ ვერ გაიგებენ იმას რა უნდა გააკეთონ. ამიტომ საჭიროა არა წესების გამკაცრება, არამედ ინსტრუქციების შემუშავება თითოეული განყოფილებისათვის და მათი ძაააალიან თვალსაჩინოდ გამოტანა.

3. რა მოხდება წესების დარღვევის დასჯის (მოდერირების) ინტენსივობის გაზრდის შემთხვევაში?
-ფორუმელების დიდი ნაწილი ცოტა ხანში საერთოდ ვეღარ დაწერს ფორუმზე ვერაფერს ბანის გამო და ფორუმიც დროებით კიდევ უფრო "მოკვდება". იმიტომ რომ დაშინების მეთოდი (წესბითა თუ სხვა რაიმეთი) ჭრის მხოლოდ სკოლის დაწყებითი კლასის მოწაფეების ასაკში. უბრალოდ შედეგი არ ექნება ამას ჩვენი ასაკის შემთხვევაში.

ახლა რა უნდა გავაკეთოთ:
ვამბობთ, რომ მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა. ამიტომ ოფისათვის ცალკე გაკეთებული განყოფილების გაკეთება ეფექტური იქნება რადგანაც შემცირდება ოფები სხვა განყოფილებებში და ნათლად გამოიკვეთება, რომ ჩვენ აზროვნება, საკითხების განხილვა და ზოგადად მაძიებლობა არ გვინდა. ეს ისედაც ჩანს დღეს, მაგრამ მოხდება ამისი ილუსტრირება, რაც მისი ხაზგასმის შემთხვევაში დამაფიქრებელი, შემაგონებელი შეიძლება იყოს ბევრი ჩვენთაგანისთვის. როგორ უნდა მოხდეს ხაზგასმა? ჩემი იდეაა ფორუმის ლოგოს ქვეშ დიდი წითელი ასოებით ეწეროს:

სასუფეველი იიძულების, ამიტომ დაპოსტე ნაკლები OFF-ში და აიძულე თავი მაძიებლობისაკენ!


ამგვარი მეთოდის წყალობით წარმოჩინდება, რომ OFF განყოფილება არის ერთგვარად "სამარცხვინო" და ამ წარწერის მეშვეობით იგი მეტნაკლებად სირცხვილის დერეფანის როლს შეასრულებს. შედეგის ეფექტიანობის ასამაღლებლად, იგივე წარწერა პატარა ასოებით გაუკეთდეს OFF განყოფილებასაც მისი აღწერის მაგიერ.

ასევე უნდა გაკეთდეს, როგორც ზემოთ აღვნიშნე ინსტრუქციები. მისი გამოსაჩენ ადგილას განთავსება კი შეიძლება მაგალითად ამ მეთოდით: შედით ქვემოთ მითითებულ ლინკზე და თითოეული თემის თავზე გააჩერეთ მაუსის კურსორი. ნახავთ რომ პატარა ოთხკუთხედში ჩანს გარკვეული ტექსტი. ამგვარი რაღაცის გაკეთება შეიძლება განყოფილებების სათაურებზე (და არა თემის სათაურებზე, როგორც ამ საიტზეა გაკეთებული)

ასევე ზოგადი ინსტრუქციები, რომლებიც ყველა განყოფილებისათვის საერთო იქნება უნდა განთავსდეს ფორუმის თავფურცელზე ზემოთა ნაწილში, ჩამოყალიბებული ლაკონურად.

http://www.conference.ge/Caataret-kvleva-onlain-f86.html


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Dec 16 2009, 06:34 PM
პოსტი #46


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



INFORMATION

მეც ისეთივე რიგითი ფორუმელი ვარ როგორც შენ, არის რამე რპობლემა? smile.gif

ჩემნაირი რიგითი ფორუმელები ემხრობიან წესების გამკაცრებას, თუ არ გჯერა შეხედე პროცენტებს და უმრავლესობა-უმცირესობებზე მერე გვესაუბრე a075.gif

პ.ს. დავიღალე უაზრო წერით, პასუხს ველოდები, განსაკუთრებით წინა პოსტზე... ან ხო მითხარით, ან არა იმ სიმღერისა არ იყოს biggrin.gif ან შემაქეთ, ან გამკითხეთ, ან დამვორნეთ... ტყუილად ვყვირი? user.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
INFORMATION
პოსტი Dec 16 2009, 06:55 PM
პოსტი #47


guja
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 213
რეგისტრ.: 18-October 09
წევრი № 7,620



რას ითხოვთ ამ ფორუმისგან? ეს არ არის სამოთხე, არც ჯოჯოხეთი! ეს არის უბრალოდ მართლმადიდებლური ფორუმი, სადაც საუბრები, აზრთა გაცვლა-გამოცვლა და მსჯელობა უნდა იყოს ნებისმიერ საკითხზე რელიგიური თემების ირგვლივ. მაგრამ აქ როცა ადმინისტრაციისგან საჭირბოროტო საკითხებზე ხდება აკრძალვა დაახლოებით ასეთი ტონით - "აქ კაი ბიჭის დები პოსტავენ" "პატრიარქზე ცუდი არაფერი დაწერო თორემ დაგჭრი" "მამაოს რა პონტში განიკითხავ ბიჭო" და ა.შ.

მითხარით, რა მიზანი აქვს ამ ფორუმს? რისთვის შეიქმნა ეს ფორუმი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
b-a-r-b-a-r-e
პოსტი Dec 16 2009, 06:57 PM
პოსტი #48


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,436
რეგისტრ.: 24-September 09
წევრი № 7,538



ციტატა(INFORMATION @ Dec 16 2009, 06:55 PM) *

რას ითხოვთ ამ ფორუმისგან? ეს არ არის სამოთხე, არც ჯოჯოხეთი! ეს არის უბრალოდ მართლმადიდებლური ფორუმი, სადაც საუბრები, აზრთა გაცვლა-გამოცვლა და მსჯელობა უნდა იყოს ნებისმიერ საკითხზე რელიგიური თემების ირგვლივ. მაგრამ აქ როცა ადმინისტრაციისგან საჭირბოროტო საკითხებზე ხდება აკრძალვა დაახლოებით ასეთი ტონით - "აქ კაი ბიჭის დები პოსტავენ" "პატრიარქზე ცუდი არაფერი დაწერო თორემ დაგჭრი" "მამაოს რა პონტში განიკითხავ ბიჭო" და ა.შ.

მითხარით, რა მიზანი აქვს ამ ფორუმს? რისთვის შეიქმნა ეს ფორუმი?

უიმე უიმე,სკოლაში რასაც ლაპარაკობ აქ კი არ უნდა დაგვაბრალო ბოშო biggrin.gif


--------------------
დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........


"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Dec 16 2009, 07:11 PM
პოსტი #49


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



INFORMATION

თქვენ გახსენით თემა, სადაც გაურკვეველი პირები ანაფორაში ჩაცმულები ცეკვავენ და პოკერს თამაშობენ, ამბობთ რას იტყვითო, რა უნდა ვთქვა? მე რა გარანტია მაქვს რომ ისინი არიან ნამდვილად მოძღვრები? ან ნამდვილად მართლმადიდებლები? ან საქართველოს ეკლესიას ემორჩილებან? თქვენ ვინაობას არ ასახელებთ, გვანახებთ მარტო ფაქტს. რა უნდა ვთქვა ფაქტზე, რომელზეც არაფერი ვიცი. ესაა უაზრო პროვოკაციები, რომ მოძღვრის ავტორიტეტი დააკნინოთ ვიღაცეების თვალში, ამას ეს ფორუმი არ დაუშვებს a075.gif
ციტატა
მითხარით, რა მიზანი აქვს ამ ფორუმს? რისთვის შეიქმნა ეს ფორუმი?

ფორუმი არის მართლმადიდბლური. აქ უმეტესობა ვართ საქართველოს მართლმადიდბელი ეკლესიის შვილები. თქვენ ვინ ხართ და რა გინდათ არ ვიცი, მაგრამ თუ არ მოგწონთ მართლმადიდებლობა და ჩვენი ეკლესია, არავინ გაკავებთ, არც ეკლესიაში და არც ფორუმზე smile.gif
ფორუმზე არიან არამართლმადიდბლებიც, რომლებსაც თეოლოგები ეკამათებიან რელიგიურ საკითხებზე აპოლოგეტიკის განყოფილებაში smile.gif
წესებში წერია, რომ ფორუმის წევრი პატივს უნდა სცემდეს მართლმადიდბლობას და მართლმადიდბელ სასულიერო პირებს a075.gif
გინდათ? დაემორჩილეთ წესებს და იყავით, არა და ნახვამდის


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
INFORMATION
პოსტი Dec 16 2009, 07:26 PM
პოსტი #50


guja
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 213
რეგისტრ.: 18-October 09
წევრი № 7,620



ნანინა
ციტატა
თქვენ გახსენით თემა, სადაც გაურკვეველი პირები ანაფორაში ჩაცმულები ცეკვავენ და პოკერს თამაშობენ


რა მაინტერესებს იცი? ქუჩაში რომ გენახა ისინი, კურთხევას არ აიღებდი? საიდან ასკვნი რომ ისინი გაურკვეველი პირები არიან? სადმე ეკლესიაში რომ შედიხარ და გხვდება ანაფორიანი მამაო, რატომ არ გეპარება იმ მომენტში ეჭვი რომ ისინი ნამდვილად ნაკურთხი მღვდლები არიან? ვიდეოში ჩანს რომ ის ანაფორიანი "მოცეკვავეები" მარტო არ არიან, და გადაცმულ საერო პირს ვინ წაყვება რესტორანში საქეიფოდ? ეს ისე მოვყევი ჩემი ვარაუდით... და მე იმ თემაშიც დავწერე რომ თუ ის ხალხი სასულიერო პირები არ არიან და ჩემი თემა დეზინფორმაცია იყო და პროვოკაცია, მოვითხოვე 1 კვირიანი ბანი დაედოთ ჩემთვის! მაგრამ მშვენივრად მიხვდა მავანი რომ ჩემს თემაში სიმართლე უფრო იყო ვიდრე პროვოკაცია და ამიტომაც დაიხურა თემა. sad.gif

ციტატა
რომ მოძღვრის ავტორიტეტი დააკნინოთ ვიღაცეების თვალში


ჩემი მცდელობა ეს არ არის, სხვისი არ ვიცი cocxali.gif

ციტატა
ამას ეს ფორუმი არ დაუშვებს


ფორუმმა არც ის უნდა დაუშვას რომ თეთრზე თქვას შავიაო! მართლმადიდებლური ფორუმია და რაც სიმართლეა ის უნდა ითქვას!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Dec 16 2009, 07:31 PM
პოსტი #51


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



INFORMATION
სიტუაცია გაურკვეველია და ვერც გარკვევის პერსპექტივას ვხედავ a075.gif დაასახელეთ სახელები და გვარები, წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე მეც მოვითხოვ გაგაჩუმონ a075.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Dec 16 2009, 07:34 PM
პოსტი #52


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



INFORMATION
მადლობა თქვი რომ საერთოდ გაჩერებ ფორუმზე. არ მაინტერესებს სიმართლეს წერ თუ არა, მტავარია, რომ ხალხს აღიზიანებს შენი პოსტები.

წესები გამკაცრდება და თანაც ძალიან, მაგრამ მანამდე სხვა უმნიშვნელოვანესი საქმეებია მოსაგვარებელი.


ციტატა
ფორუმმა არც ის უნდა დაუშვას რომ თეთრზე თქვას შავიაო! მართლმადიდებლური ფორუმია და რაც სიმართლეა ის უნდა ითქვას!

გააჩნია ვისგანა და როგორაა ეს სიმართლე ნათქვამი.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Dec 16 2009, 07:36 PM
პოსტი #53


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



აბე
გეთანხმები ყველაფერში.
მაგრამ არასდროს არ დავუჭერ მხარს საოფო განყოფილების გახსნას, კვლავ..


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Dec 16 2009, 07:39 PM
პოსტი #54


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



kato_Bato
ციტატა
მაგრამ არასდროს არ დავუჭერ მხარს საოფო განყოფილების გახსნას, კვლავ..

+ smile.gif

აფხაზს ვთხოვ თუ შეიძლება ამ კითხვაზე პასუხს. ვარ თუ არა მართალი, ღირს თუ არა ამაზე ფიქრი და იფიქრებს თუ არა ადმინისტრაცია ამაზე smile.gif

ციტატა
კანუდოსელი
გასაგებია თქვანი პოზიცია მე არ გიპირისპირდებით პირადად, უბრალოდ საჯაროდ ასეთი ფორმით ნათქვამთან მქონდა პრეტენზია და არა იმასთან, სიმართლეა ეს თუ ტყუილი, მე ვლაპარაკობ წესებზე, სადაც წერია, რომ ცინიზმი, განკითხვა დაუშვებელია ეს გეხებათ თქვენც, მეც და ყველასაც თორე ცინიზმის გარეშე მართლა განათლებული ადამიანი ხართ და ბევრ კარგ საქმესაც უკეთებთ ფორუმს.მე არ გეთანხმებით, რომ სრული სიბნელე და ფანატიზმია ჩვენს ეკლესიაში. კიდევ კარგად ვართ, მე კიდევ მიკვირს კომუნისტების ეპოქაში გაზრიდილი ადამიანები როგორ მივიდნენ ეკლესიაში. მე ბუნებრივია იმ ეპოქას არ მოვსწრებივარ, უბრალოდ ლიტერატურას თუ პრესას რომ ვკითხულობ, მაკვირვებს როგორი იდეოლოგიური წნეხი იყო. ასეთმა ხალხმა მოაღწია ეკლესიამდე და ნუ მოვკლავთ ახლა იმის გამო, თუ თეოლოგიაში ვერ ერკვევიან მეც არ ვიცი ბევრი რამ, გეკითხებით, მერე რა? მე, როგორც ერთ-ერთი მრევლთაგანი უხეშად რომ ვთქვათ ვერკვევი გარკვეულ რელიგიურ საკითხებში, მაგრამ სრულებით არ ვთვლი თავს ვალდებულად დოგმატიკა ვიცოდე, ან ტიბიკონი ზეპირად. განათლება რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ თუ ეს განათლება ჩემს რწმენას დააბრკოლებს, მირჩევნია გაუნათლებელი ვიყო სამოთხეში, ვიდრე განათლებული ჯოჯოხეთში. ამასაც ფანატიკოსობად ჩამითვლით, მარა ხალხი ბრკოლდება და ამაზე ვიფიქროთ და არა სიბნელიდან როგორ გამოვიდეთ არ მინდოდა კიდევ ერთხელ ამის დაწერა, მაგრამ ბევრი უცხოსგან გამიგია, რომ შემოსულან, არ მოწონებიათ სიტუაცია, დამოკიდებულება, მოძღვრების განკითხვა და გასულან. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ სექტანტები კი არ ვართ ვინმე მოვიტყუოთ, უბრალოდ ჩვენ რომ სექტანტებს დავცინით ხშირად, მათაც ჩვენზე მეტი სიყვარული აქვთ ერთმანეთის, ხალხი კი იქ მიდის, სადაც მეტი სიყვარული და ურთიერთპატივისცემაა, ამის მაგალითები ფორუმზეც გვაქვს აბა დავფიქრდეთ, დიდი ხანია აღარ გვიკრძალავენ ეკლესიაში შესვლას და სანთლის დანთებას? ფაქტობრივად რაც ჩვენი უწმინდესია პატრიარქი, რაც დაემხო საბჭოთა კავშირი, მას მერე დაიწყო ეკლესიური ცხოვრების აღმავლობა ჩვენს ქვეყანაში ჩვენ ახლა ვიწყებთ და ბუნებრივია, თუ ყველაფერი მთლად ისე ვერ არის ნუ დავაბნევთ ამ ისედაც დაბნეულ ხალხს... თუ ვინმე იტყვის, რომ ამაზე არ ღირს ფიქრი, მე გავჩუმდები..


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Dec 16 2009, 07:48 PM
პოსტი #55


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ნანინა
ციტატა
აფხაზს ვთხოვ თუ შეიძლება ამ კითხვაზე პასუხს. ვარ თუ არა მართალი, ღირს თუ არა ამაზე ფიქრი და იფიქრებს თუ არა ადმინისტრაცია ამაზე

მოკლედ რომ გაგცე პასუხი განწყობას ვიზიარებ. ძალიან კარგად ვიცი როგორი იყო ეკლესიის უახლოესი ისტორია, ისი ვიცი თუ რა პირობებში უხდებოდა კათოლიკოს-პატრიარქს მოღვაწეობა. ასე რომ როდესაც მას ვაკრიტიკებთ თუ არ გავითვალისწინეთ წარსული რბილად რომ ვთქვა არასწორი იქნება. ჩვენ არ ვიცით რა აღმსარებლობის ვიქნებოდით იმ დროს რომ მოვსწრებოდით, ასე რომ ავად თუ კარგად ჩვენამდე მოტანილი რწმენისთვის სულ მცირე მადლობა მაინც ეკუთვნის პატრიარქსაც და იმ სასულიერო პირებსაც ვინც მასთან ერთად იყო იმ ტრაგიკულ დროს.

მესმის რომ სხვა დროა და სხვა გამოწვევებია, რომ უფრო მეტი გვინდა, მაგრამ ასე ხელაღებით არაფერი მოვა.



--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Dec 16 2009, 09:04 PM
პოსტი #56


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ციტატა
კანუდოსელი ხო და სონღულაშვილს კარგა ხანია არაფერი დაუშავებია, რას ერჩით განა მიძინებული ვულკანია?


ე.ი. კანუდოსელი სულ აშავებს და მიშას კაი ხანია არ დაუშავებია?
მიშა სონღულაშვილი მართლა მიყუჩული ვულკანია, ზაზას მსგავსი მოაზროვნეები ღმერთმა ამრავლოს ჩემსკენ.

აბო.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Dec 16 2009, 10:29 PM
პოსტი #57


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(abo @ Dec 16 2009, 09:04 PM) *

ე.ი. კანუდოსელი სულ აშავებს და მიშას კაი ხანია არ დაუშავებია?
მიშა სონღულაშვილი მართლა მიყუჩული ვულკანია, ზაზას მსგავსი მოაზროვნეები ღმერთმა ამრავლოს ჩემსკენ.

აბო.

აბო ბატონო, რა თავს იწყევლით biggrin.gif

მოაზროვნე არა ტოროლა...(თავმდაბლობა არაფერ შუაშია)...აი ნაკითხი - კი...(ამპარტავნებაც არაფერ შუაშია) biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
INFORMATION
პოსტი Dec 16 2009, 11:38 PM
პოსტი #58


guja
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 213
რეგისტრ.: 18-October 09
წევრი № 7,620



afxazi
ციტატა
მადლობა თქვი რომ საერთოდ გაჩერებ ფორუმზე


ვახ!

ციტატა
არ მაინტერესებს სიმართლეს წერ თუ არა



blink.gif blink.gif

ციტატა
ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე


blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Dec 17 2009, 01:39 PM
პოსტი #59


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
მოაზროვნე არა ტოროლა...(თავმდაბლობა არაფერ შუაშია)...აი ნაკითხი - კი...(ამპარტავნებაც არაფერ შუაშია)

biggrin.gif
ინფორმაცია, უბრალოდ არ გააღიზიანო ეს ხალხი ისე თქვიო ანუ smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
b-a-r-b-a-r-e
პოსტი Dec 17 2009, 01:43 PM
პოსტი #60


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,436
რეგისტრ.: 24-September 09
წევრი № 7,538



ბალისტიკურ ექსპერტიზაზე გამაქვს გინდა ასე თქვით და გინდა ისე,მაღალ დონეზე გატარდება რენდგენზე,ფაქტიურად სხვა ნიკებვიც ვერ გიშველით უკვე,იდენტიფიცირების ტექნიკას ვინც ფლობს,არაფერია ეს თითქმის.
მოვიცალე biggrin.gif


--------------------
დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........


"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V < 1 2 3 4 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th June 2024 - 03:34 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი