IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V < 1 2 3  
Reply to this topicStart new topic
> მეცნიერება ქრისტეს შობის შესახებ
Misha Songulashvili
პოსტი Sep 13 2009, 06:38 PM
პოსტი #41


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



neo
ციტატა
მოვკვდი სიცილით

და სასაცილო რა ნახეთ? თუ გსურთ რომ თავი ასე მოგვაჩვენოთ? სხვა კომენტარიის გაკეთება თუ შეგიძლიათ და იმასაც თუ შეძლებთ რომ ჩვენც გაგვაცინოთ მადლიერნი დაგრჩებით...


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლუკიანე
პოსტი May 11 2012, 04:18 PM
პოსტი #42


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 11-May 12
წევრი № 12,344



მარიამი სახარების თხრობის მიხედვითაც კი არ დარჩენილა ქალწულად, ის იყო ცოლი იოსებისა; მათე ამბობს: "თხოვილ იყო დედა მისი (ქრისტესი) მარიამ იოსებისა" (1,18), "ხოლო იოსებ, ქმარი მისი, მართალი იყო" (1,19). ანგელოზი ეუბნება იოსებს: "ნუ გეშინიან მიყვანებად მარიამისა, ცოლისა შენისა" (მათ. 1,20), "და წარიყვანა იოსებ ცოლი თვისი და არა იცოდა იგი, ვიდრე შვა ძე იგი მისი პირმშო" (მათ. 1.24-25), ესეიგი - იოსებმა თუმცა დატოვა თავისთან, თავის სახლში თავისი ცოლი მარიამი, მაგრამ ცოლქმრული ურთიერთობა მასთან არ ქონია, სანამ მან, მარიამმა, არ შვა პირმშო, პირველი შვილი - ქრისტე, ამის შემდეგ კი ეს ურთიერთობა ძალაში შევიდა, მარიამს გაუჩნდა სხვა შვილებიც - ვაჟები: იაკობი, იოსია, სიმონ და იუდა (მათ. XIII, 55, მარკ. VI,3), ე.წ. "ძმანი უფლისანი", და ქალები მარიამი და სალომე.
ეს შვილები მას პირველი ცოლისგან ჰყავდა, მას ყავდა მეუღლე სალომეა, ოთხი ძე (იაკობი, იოსები, სვიმონი და იუდა)და ორი ქალიშვილი (მარია და სალომეა).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი May 11 2012, 04:31 PM
პოსტი #43


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ლუკიანე
თქვენ დიდ გმობას და მკრეხელობას წერით (იმედია გაუაზრებლად, გაუცნობიერებლად)

ეცადეთ უფრო კარგად შეისწავლოთ წმ. წერილი... განმარტებითურთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
aamirani
პოსტი Jun 9 2012, 05:07 PM
პოსტი #44


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 84
რეგისტრ.: 8-January 12
წევრი № 11,924



ლუკიანე--------ძალიან დიდი შეცდომა გიწერია ალბათ დაუკვირვებლობის ბრალია დააკვირდი და შეასწორე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Jun 9 2012, 07:51 PM
პოსტი #45


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



ეს ეკუმენისტი სად დაიკარგა ნეტა smile.gif
რამდენ ღვთის საგმობ პოსტს წერდა ამ ფორუმზე და ესენიც ედავებოდნენ
აი ასეა
განათლებული და მოაზროვნე ადამიანები ჩადგნენ იმ სამსახურში რასაც ქვია ეკუმენიზმი და ღვთის მტრობა.
გული მწყდება არადა კი ვიცით მწიგნობრებსა და ფარისევლებს როგორ უარყოფდა ქრისტე
ჭეშმარიტება განათლებულ ადამიანებში კი არაა
არამედ უბრალოდ და მართალ გულებში რომელიც არც თეოლოგიური და არც სხვა რაიმე ცოდნის შედგეად იბადება ადამიანში არამედ მაშIნ იბადება როდესაც ადამიანს შეუძლია იყოს მართალი,ან ეცადოს სიმართლის მხარეს დგომა


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Aug 5 2012, 09:13 PM
პოსტი #46


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



ციტატა(karpaki @ Jun 9 2012, 08:51 PM) *

ეს ეკუმენისტი სად დაიკარგა ნეტა smile.gif
რამდენ ღვთის საგმობ პოსტს წერდა ამ ფორუმზე და ესენიც ედავებოდნენ
აი ასეა
განათლებული და მოაზროვნე ადამიანები ჩადგნენ იმ სამსახურში რასაც ქვია ეკუმენიზმი და ღვთის მტრობა.
გული მწყდება არადა კი ვიცით მწიგნობრებსა და ფარისევლებს როგორ უარყოფდა ქრისტე
ჭეშმარიტება განათლებულ ადამიანებში კი არაა
არამედ უბრალოდ და მართალ გულებში რომელიც არც თეოლოგიური და არც სხვა რაიმე ცოდნის შედგეად იბადება ადამიანში არამედ მაშIნ იბადება როდესაც ადამიანს შეუძლია იყოს მართალი,ან ეცადოს სიმართლის მხარეს დგომა

ბედნიერი ადამიანი ხარ, რადგან იცი სად არის ჭეშმარიტება და რეცეპტიც გაქვს...
მაგრამ, მე არ მჯერა ჭეშმარიტების რომელიც დაპრივატებულია, რომელსაც ერთი მხარე აქვს, რომელიც მხოლოდ უბრალოებაშია და არ შეიძლება განათლებაშიც იყოს smile.gif ესეთი ჭეშმარიტება, ე.წ. "დიდ მადლს" გავს, რომელიც უეჭველი რაღაც კონკრეტულ სივრცეში არსებობს და რომელიც სხვაგან არ შეიძლება იყოს...
=)


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Aug 8 2012, 10:38 AM
პოსტი #47


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



karpaki
ციტატა
განათლებული და მოაზროვნე ადამიანები ჩადგნენ იმ სამსახურში რასაც ქვია ეკუმენიზმი და ღვთის მტრობა.

მაინც მოახერხეს ამ ტერმინისთვის უარყოფითი მნიშვნელობის მიწებება. თუმცა, აქვე დავამატებ, რომ ეს სრულიად სხვა თემაა და ამ თემაში მისი განხილვა უადგილოა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
peritoniti
პოსტი Aug 8 2012, 03:06 PM
პოსტი #48


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 67
რეგისტრ.: 14-November 10
წევრი № 9,872



მე მინდა ერთი ასეთი შეკიტხვა დავსვა, ვფიქრობ ამ თემას მიესადაგება ჩემი შეკითხვა. მე როცა ვეცნობი რელიგიურ წიგნებს, ვკითხულობდი ქრისტეს მოსვლაზე, ქრისტეშობაზე, როგორც მე გავიგე ქრისტე მოვიდა რომ ადამიანი ცოდვებისგან გამოეხსნა, რომ ადამიანის ცოდვები მას ეტვირთა და ეს ჯვარცმაც მის მიერ გაღებული მსხვერპლი იყო. მაგრამ მე მკითხველს დამრცა ისეთი შთაბეჭდილება რომ ქრისტეს მოსვლით ადამიანებმა ცოდვები კი არ გამოისყიდეს, არამედ კიდევ ერთი დიდი ცოდვა დაამატეს მათი ცოდვების სამყაროს - მათ ხომ ქრისტე არ მიირეს და ის ჯვარს აცვეს, აწამეს უფალი. ნუთუ ეს ვაშლის შეჭმაზე უფრო დიდი ცოდვა არ არის?მე ვიტყოდი რომ ქრისტეს მოსვლა და ჯვარცმა, კაცობრიობის მიერ ცადენილი კიდევ ერთი დიდი ცოდვა იყო და ღმერთის უარყოფა და არა ცოდვების გამოხსნა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Aug 8 2012, 03:40 PM
პოსტი #49


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



peritoniti


საერთოდ ქრისტიანული იდეოლოგია ძალიან საინტერესოა და მე ძალიან მომწონს.
საქმე რაშია:

იმ კაცობრიობის, რომელიც ადამისა და ევას საქციელის, ურჩობის გამო გამოდევნილი იყო სამოთხიდან, ბუნება დაზიანდა, მოსწყდა პირველ საწყისს, ნეტარ მდგომარეობას და მაცხოვრის განკაცებით ღმერთს შეურიგდა.

მაგრამ მაცხოვარი რომ არ განკაცებულიყო, ადამიანები არ ისურვებდნენ მისი სწავლების მიღებას, რადგან არ ეცოდინებოდათ მისი ამქვეყნიური წარმომავლობა.
ჩათვლიდნენ, რომ ის იყო არა ადამიანი, არამედ სული, მოჩვენება. ამიტომ, თავად მაცხოვრის განკაცებას, განხორციელებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა.
რომ მან თავისი ჩვილობით, მოწიფულობის, მოღვაწეობის პერიოდით ადამიანებს უჩვენა გზა, სწორი ორიენტირი ცხოვრებისა და სულიერებაში წარმატებისა.

ამიტომ, ვინც მას უყურებდა, ვინც მას უსმენდა, თავად მაცხოვრისგან იღებდა მაგალითს და არა ზეციდან ჩამოსული ანგელოზისგან, სულისგან.
თუ არა მაცხოვრის შობა, განკაცება, კაცობრიობა გამოსული სამოთხიდან, ძველ დიდებას, პატივს ვერასდროს დაიბრუნებდა, ვეღარ აღდგებოდა ღმერთსა და ადამიანებს შორის კავშირი იმ ძალმოსილებით, სიდიადით, რაც სამოთხეში ჰქონდათ.
მაცხოვრის განკაცებით, როგორც წმ. მამები ამბობენ, მისი ხორცში დამალვით, ხორცით შემოსვით, კიდევ ერთხელ შეცდა კაცობრიობის მტერი, ეშმაკი, რომელმაც ადამიანის საფარველქვეშ ვერ იცნო თავად მაცხოვარი, ვერ გაიგო მისი გამოხსნის საიდუმლო.

ანუ, ამ სახით რომ არ მომხდარიყო უფლის მოსვლა, მაშინ კაცობრიობის მტერს, ეშმაკს ეცოდინებოდა, როგორ აპირებდა მაცხოვარი ამქვეყნად მოსვლას, როგორ გამოიხსნიდა ის სამყაროს და შესაბამისად, ის უფრო მეტ ადამიანს აცდუნებდა.


მიხვდი, თუ გაქვს კიდე შეგიკითხვა?


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Aug 8 2012, 05:20 PM
პოსტი #50


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



peritoniti
კიდევ ერთი რამ უნდა გაიაზრო... მაცხოვარი თავისი ნებით წავიდა ჯვარცმაზე... ანუ იგი მოვიდა ჯვარცმისათვის.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
peritoniti
პოსტი Aug 8 2012, 06:08 PM
პოსტი #51


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 67
რეგისტრ.: 14-November 10
წევრი № 9,872



George Leluashvili
ციტატა
საერთოდ ქრისტიანული იდეოლოგია ძალიან საინტერესოა და მე ძალიან მომწონს.საქმე რაშია:იმ კაცობრიობის, რომელიც ადამისა და ევას საქციელის, ურჩობის გამო გამოდევნილი იყო სამოთხიდან, ბუნება დაზიანდა, მოსწყდა პირველ საწყისს, ნეტარ მდგომარეობას და მაცხოვრის განკაცებით ღმერთს შეურიგდა.მაგრამ მაცხოვარი რომ არ განკაცებულიყო, ადამიანები არ ისურვებდნენ მისი სწავლების მიღებას, რადგან არ ეცოდინებოდათ მისი ამქვეყნიური წარმომავლობა. ჩათვლიდნენ, რომ ის იყო არა ადამიანი, არამედ სული, მოჩვენება. ამიტომ, თავად მაცხოვრის განკაცებას, განხორციელებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. რომ მან თავისი ჩვილობით, მოწიფულობის, მოღვაწეობის პერიოდით ადამიანებს უჩვენა გზა, სწორი ორიენტირი ცხოვრებისა და სულიერებაში წარმატებისა. ამიტომ, ვინც მას უყურებდა, ვინც მას უსმენდა, თავად მაცხოვრისგან იღებდა მაგალითს და არა ზეციდან ჩამოსული ანგელოზისგან, სულისგან. თუ არა მაცხოვრის შობა, განკაცება, კაცობრიობა გამოსული სამოთხიდან, ძველ დიდებას, პატივს ვერასდროს დაიბრუნებდა, ვეღარ აღდგებოდა ღმერთსა და ადამიანებს შორის კავშირი იმ ძალმოსილებით, სიდიადით, რაც სამოთხეში ჰქონდათ.მაცხოვრის განკაცებით, როგორც წმ. მამები ამბობენ, მისი ხორცში დამალვით, ხორცით შემოსვით, კიდევ ერთხელ შეცდა კაცობრიობის მტერი, ეშმაკი, რომელმაც ადამიანის საფარველქვეშ ვერ იცნო თავად მაცხოვარი, ვერ გაიგო მისი გამოხსნის საიდუმლო. ანუ, ამ სახით რომ არ მომხდარიყო უფლის მოსვლა, მაშინ კაცობრიობის მტერს, ეშმაკს ეცოდინებოდა, როგორ აპირებდა მაცხოვარი ამქვეყნად მოსვლას, როგორ გამოიხსნიდა ის სამყაროს და შესაბამისად, ის უფრო მეტ ადამიანს აცდუნებდა.მიხვდი, თუ გაქვს კიდე შეგიკითხვა?

კი, ნაწილობრივ გასაგებია, მადლობელი ვარ ასეთი ლამაზი ახსნისათვის, მაგრამ შენს პასუხს ჩანს რო მთავარი იყო მაცხოვრის განკაცება. მაგრამ არ ჩანს ის თუ რა აუცილებელი იყო ჯვარცმა. თუ ღმერთმა აუცილებლად ჩათვალა განკაცება, კი ბატონო მოსულიყო მაცხოვარი, ექადაგა ისე როგორც ეს გააკეთა და ამაღლებულიყო, რა აუცილებელი იყო ჯვარცმა? რატო ჩათვალა ეს საჭიროდ უფალმა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Aug 8 2012, 06:40 PM
პოსტი #52


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



peritoniti
ციტატა
არ ჩანს ის თუ რა აუცილებელი იყო ჯვარცმა. თუ ღმერთმა აუცილებლად ჩათვალა განკაცება, კი ბატონო მოსულიყო მაცხოვარი, ექადაგა ისე როგორც ეს გააკეთა და ამაღლებულიყო

გასაგებია კითხვა.

ვეცდები გასაგებად აგიხსნა.

აი, წარმოიდგინე ავადმყოფი, რომელსაც ბევრი დაავადება აწუხებს. მიდის მასთან ჯანმრთელი ექიმი და უხსნის ავადმყოფს თავისი ცხოვრების წესს: რას ჭამს, როგორი რეჟიმი აქვს, რას საქმიანობს და ა.შ.
ანუ ექიმი ავადმყოფს მოუწოდებს, რომ მას მიბაძოს ცხოვრების წესში, მაგრამ ისმის კითხვა – ეს საკმარისია, რომ ადამიანი განიკურნოს?
ავადმყოფს სჭირდება მკურნალობა და სჭირდება წამალი. ასევეა ზუსტად ადამიანი და მისი დაცემული ბუნება.

ანუ არ არის საკმარისი ზნეობრივი და ეთიკური სწავლებების მიღება, შეწყნარება და აღსრულება.

მაცხოვრის მოსვლის მთავარი მიზანი არ იყო ეთიკური სწავლება. მისი მოსვლის მიზანი გაცილებით უფრო საიდუმლოებრივი და საკრალურია, ვიდრე უბრალოდ მოძღვრების გადმოცემა.
უფალი მოვიდა არა საქადაგებლად, სასწავლებლად და ზნეობრივი კანონების მოსაცემად, არამედ ჩვენს მსახურებად.


ციტატა
რა აუცილებელი იყო ჯვარცმა? რატო ჩათვალა ეს საჭიროდ უფალმა?

შენი შეკითხვები ადამიანური სიბრძნიდან გამოდინარეობს smile.gif
ადამიანის სიბრძნეს არ შეუძლია პასუხი გასცეს მას. მართალი ხარa075.gif

მაგრამ აი რა არის ყურადსაღები: თუ მიტევება ანდაც, როგორც შენ ამბობ, ქადაგება და საღვთო მოძღვრების გადმოცემა საკმარისი იქნებოდა იმ ერთობის აღსადგენად, რაც ადამიანმა ცოდვით დაცემამდე დაკარგა, რა თქმა უნდა, საჭირო არ იყო ქრისტეს ჯვარცმა, მაგრამ იყო კი ეს ყოველივე საკმარისი?

ეს მსხვერპლი იმისთვის იყო საჭირო, რომ მინიჭებულ მიტევებას ეხსნა კაცობრიობა. პირველქმნილი ცოდვით დაცემის შემდეგ სამყარო შეიცვალა.
ცოდვის მიტევება და ქადაგება გულისხმობს ადამიანებისთვის ღმერთის მიცემას, მაგრამ თავისუფალი ნების მქონე ადამიანის გამოხსნა იძულებით არ შეიძლებოდა. ამიტომ ეს საკმარისი არ იყო. რაღაც ადამიანსაც უნდა გაეკეთებინა, რომ ერთობა აღდგენილიყო.

ბუნებრივია, ადამიანს უნდა მისცემოდა დაცემული მდგომარეობიდან ახალ, ნეტარ სამოთხისეულ მდგომარეობაში გადასვლის შესაძლებლობა.
ღმერთთან ერთობის აღდგენა, ადამიანის გარდაქმნა, ცოდვის ყველა შედეგის აღმოფხვრა და ღვთის აბსოლუტურ სიმართლეში დარწმუნება ითხოვდა ისეთ მსხვერპლს, სიყვარულის ისეთ სრულყოფილ გამოვლინებას, ადამიანის ნების ისეთ შერწყმას ღვთის ნებასთან, რომლის გაღბა მხოლოდ ღმერთკაცს შეეძლო. რა უნდა იყოს აღმატებული საყვარელი ძის მსხვერპლშეწირვაზე? ეს აბსოლუტური მსხვერპლი გაღებულია smile.gif

რა უნდა იყოს უფრო სრულყოფილად გამოხატული სიყვარული, ვიდრე მზადყოფნა საკუთარი თავის გაღბისა სამყაროს ცოდვათაგან გამოსახსნელად? ეს სიყვარული გამოხატულია გოლგოთის ნებაყოფლობითი სიკვდილით, სადაც ადამიანთა ცოდვათაგან გამოსახსნელად საკუთარი სიცოცხლე გაიღო იესო ქრისტემ, სადაც ლოცულობდა თავისი მკვლელებისათვის და მიუტევა ყველა მტერს.
ბოროტებით და ადამის ცოდვაზე აღმატებული ცოდვით არ მომხდარა გამოხსნა, ბოროტება მხოლოდ უკიდურესი ზღვარი იყო ამ დაცემისა, გამოხსნა მოხდა მსხვერპლშეწირვით, სიყვარულით და ღვთის ნებასთან შეერთებული ადამიანის ნებით.

და კიდევ, ერთი აუცილებელი შენიშვნა:
ადამისა და ევას ცოდვით დაცემის შემდეგ დახშული იყო სასუფევლის კარი ყოველი ადამიანისთვის.
ძველი აღთქმის მართალნიც კი ჯოჯოხეთში მიდიოდნენ და იქ მოელოდნენ მესმიას, რომელიც მათ სასუფეველში აღიყვანდა და ღვთაებრიობის თანამონაწილეს გახდიდა.
სწორედ ამიტომ, საჭირო იყო ადამიანების მიერ დახშული სამოთხის კარი, კვლავ ადამიანის მეშვეობით გაღებულიყო, ასეთი ადამიანი კი მხოლოდ იესო ქრისტე შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან მან თავისი უცოდველი ცხოვრებით, მოთმინებითა და გაღებული მსხვერპლით დაამარცხა ჯოჯოხეთი.

როცა იგი ხორციელად საფლავში დადეს, სულით ჯოჯოხეთში ჩავიდა, საიდანაც მართალთა სულნი გაანთავისუფლა და ზეცად აღიყვანა.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 8 2012, 07:03 PM
პოსტი #53


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



peritoniti
ციტატა
მე მინდა ერთი ასეთი შეკიტხვა დავსვა, ვფიქრობ ამ თემას მიესადაგება ჩემი შეკითხვა. მე როცა ვეცნობი რელიგიურ წიგნებს, ვკითხულობდი ქრისტეს მოსვლაზე, ქრისტეშობაზე, როგორც მე გავიგე ქრისტე მოვიდა რომ ადამიანი ცოდვებისგან გამოეხსნა, რომ ადამიანის ცოდვები მას ეტვირთა და ეს ჯვარცმაც მის მიერ გაღებული მსხვერპლი იყო. მაგრამ მე მკითხველს დამრცა ისეთი შთაბეჭდილება რომ ქრისტეს მოსვლით ადამიანებმა ცოდვები კი არ გამოისყიდეს, არამედ კიდევ ერთი დიდი ცოდვა დაამატეს მათი ცოდვების სამყაროს - მათ ხომ ქრისტე არ მიირეს და ის ჯვარს აცვეს, აწამეს უფალი. ნუთუ ეს ვაშლის შეჭმაზე უფრო დიდი ცოდვა არ არის?მე ვიტყოდი რომ ქრისტეს მოსვლა და ჯვარცმა, კაცობრიობის მიერ ცადენილი კიდევ ერთი დიდი ცოდვა იყო და ღმერთის უარყოფა და არა ცოდვების გამოხსნა!

მეგონა ამ საკითხზე საუბარი აღარ მოგვიწევდა...
მაშინ თქვი რომ ყველაფერი გასაგებია და სხვა საკითხზე გადავიდეთო...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sopo...
პოსტი Aug 11 2012, 10:59 PM
პოსტი #54


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 808
რეგისტრ.: 21-August 08
წევრი № 5,502



ისე ჩემში რადგან ღვთაებრივი თუ ადამიანურიც )) მოზღვავებული სიჭარბით არ არის, მეც არ მიყვარს ეს ფაქტი..
ისეთი შემზარავია, ქრისტეს ჯვარცმა.. ისეთი.. ჯოჯოხეთს ჯობდა?? მთელი კაცობრიობის ყოფნა ჯოჯოხეთში თუ ქრისტეს -სიყვარულის, სინათლის, ..... ჯვარცმა? ხოდა რავიცი..

საჭირო კი იყო , ლოგიკურად ჩადენილი დანაშაულისთვის საჭირო იყო საფასური ბოროტითვის, ანუ ადამიანის მიერ მსხვერპლის გაღება, რაც მოხდა ჯვარცმით- განკაცებული ღმერთის მიერ

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 06:09 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი