IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> ტაბაკინის წმ. გიორგის მონასტერს, დახმარება სჭირდება
ნათია
პოსტი Mar 17 2009, 10:16 AM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ალბათ გახსოვთ ზესტაფონის ბავშვთა სახლის აღსაზრდელების მონახულების შემდეგ, ტაბაკინის მონასტერი მოვილოცეთ, არ დამავიწყდება ტაბაკინის წინაძღვრის მამა იაკობის ხუმრობები, ლამის რომ ყველა დაგვაქორწინა biggrin.gif smile.gif




დაახლოებით 1 თვის წინ სამსახურში მოვიდა მორჩილი, რომელიც ორგანიზაციებს წერილებს აწვდიდა მონასტრის დახმარების შესახებ, მეცნო ეს ადამიანი, ეს ხომ ის იყო, გზად რომ შეგვხვდნენ წინამძღვარი მამა იაკობი და ერთი ახალგაზრდა მორჩილი... გავახსენე კიდევაც მამა ირაკლისთან ერთად ვიყავით თქო და გაუხარდა ძალიან, მეც მახსოვს ეგ დღეო smile.gif



გთავაზობთ წერილის სრულ ვერსიას:


მშვიდობა თქვენდა

საქართველოში ცოტამ თუ იცის VII საუკუნის ტაბაკინის წმინდა გიორგის მამათა მონასტრის შესახებ, რომელიც ქალაქი ზესტაფონიდან 8 კილომეტრში, მდინარე აჯამურის ულამაზეს ხეობაში მდებარეობს.

მონასტერი, საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა ზემო იმერეთის სულიერებისა და კულტურის ძLიერ ცენტრს, საკმარისია გავიხსენოთ წმიდა ილარიონ ახალი (ყანჩაველი), რომელიც ბრძანდებოდა სოლომონ მეფის მოძღვარი, მოგვიანებით კი ათონის მთის დიდად სახელგანთქმული წმიდა მამა.

1992 წელს მონასტერში აღდგა წირვა-ლოცვა, შეიკრიბა მონასტრის ძმობა, რომელთა მძიმე შრომითა და მრავალი გულმოწყალე ადამიანის დახმარებით მოხერხდა თორმეტი მოციქულის სახელობის მცირე ტაძრის, ხის სენაკების, სატრაპეზოს და დამხმარე ნაგებობების მშენებლობა და შემკობა.

აღნიშნულ ეტაპზე, უკიდურესად დაზიანებული მისასვლელი გზის გამო და თითქმის არარსებული ეკონომიკური რესურსების საფუძველზე ვეღარ ვახერხებთ ბერების სენაკების, მონასტრის სტუმართა მისაღებისა და საიუველირო სახელოსნოს მშენებლობის დაწყებას.

მონატრის კომპლექსის დამთავრების და შემკობისათვის აუცილებლად გვესაჭიროება თანხის შემოწირვა, რის გამოც, უდიდესი მოკრძალებით გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა და შემოგვწიროთ თანხა შეძლებისდაგვარად, ამასთან ერთად გთხოვთ, მიუთითოთ იმ ადამიანების სახელები რომელთა მოხსენიებაც გსურთ მონასტერში აღვლენილ ლოცვებში.


ჩვენი თხოვნის მიმართ თქვენი შეხედულები და მიუხედავად ღმერთმა დაგლოცოთ, გადღეგრძელოთ და მხნეობა მოგანიჭოთ, თქვენი კეთილი მიზნების აღსასრულებლად!

ღმერთმა შეიწიროს თქვენი მოწყალება!



საბანკო რეკვიზიტები:


მიმღები: ტაბაკინის წმინდა გიორგის მონასტერი
საიდენტიფიკაციო კოდი: 230031907
სს "საქართველოს ბანკი"-ს ცენტრალური ფილიალი
ბანკის კოდი: 220101502
ანგარიშის ნომერი: 150822800



მონასტრის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე www.tabakini.ge

საკონტაქტო ტელეფონები: (+995) 99 504861, (+995) 93 663177


E-Mail: tabakini@gmail.com


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Mar 26 2009, 11:59 AM
პოსტი #2


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ტაბაკინის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერს ფონდიდან გადაერიცხა 100 ლარი


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 10:30 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი