თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ჩვენი პატრიარქი _ პატრიარქი

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Dec 13 2007, 10:42 PM

IPB-ს სურათი

სულ რამოდენიმე წუთის წინ ხელში ჩამივარდა წიგნი "პატრიარქი" ის ონლაინ ვერსია და მინდა თქვენც შემოგთავაზოთ smile.gif

http://www.link.ge/file/202921/patriarqi.rar.html



http://www.link.ge/file/202920/FoxitReader.exe.html

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Dec 13 2007, 10:52 PM

ციტატა(ნათია @ Dec 13 2007, 10:44 PM) *

თათარაშვილი
ვისი გამოცემაა და რომელი წლის?


http://www.patriarchate.ge/?action=tsigni_patriarqi

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 19 2010, 07:51 AM

irakli888


http://church.ge/index.php?s=&showtopic=324&view=findpost&p=16678

ჩემო კარგი ეს თემა ნახე და ფაქტიუურად პასუხი შენს კიტხვას გაცემული აქვს.

სხვა დროს თხოვნა იქნება, თემები გავხსნათ შინაარსიდან გამომდინარე. ანუ შენი კიტხვა ამ განყოფილებაში დასასმელი არ იყო. მერე ვინმე ვთხოვ გადაიტანოს ან დახუროს.

კარგი იქნება ჩვენთვის საინტერესო საკითხებს შესაბამის განყოფილებაში თუ მოვძებნით. ჩვენ ბევრი თემა გვაქვს. თუ არ იქნება შესაბამისი, მხოლოდ შემდეგ გახსენით ახალი.


პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 11 2011, 11:45 PM

ამ თემაში დავდებთ ხოლლმე უახლეს ინფორმაციებს უწმინდესის შესახებ.
------------------------------------------------------


პატრიარქი დასავლეთ საქართველოს სტუმრობდა
-------------------------------------------------------
31 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი,უწმინდესი და უნეტარესი ილია II ჭყონდიდის ეპარქიას ესტუმრა.მარტვილში კი უწმინდესს და მის თანმხლებ პირებს მრევლი ანთებული სანთლებით,ბაირაღებით და გალობით შეხვდა.
1 ნოემბერს პატრიარქი სალხინოს ეწვია,სადაც დადიანების საზაფხულო სასახლეში რესტავრაციის შემდეგ საპატრიარქო რეზიდენცია გაიხსნა.
2-ნოემბერს უწმინდესი ხონისა და სამტრედიის ეპარქიას ეწვია,სადაც მოილოცა წმ.ნაზარი ლეჟავას სახელობის ტაძარი მოილოცა.
შემდეგ კათოლიკოსი სამტრედიას ეწვია,სადაც მოინახულა წმ.ნაზარის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა და მიმართა იქ მყოფთ:
,,მასწავლებლებო,მოწაფეებო, ბედნიერი ვარ რომ დღეს თქვენთან ვიმყოფები.ვიხსენებ ჩემი მოსწავლეობის პერიოდს საშუალო სკოლაში.მახსოვს,უფრო მეტი სიმკაცრე იყო ჩვენს დროს და მინდა ვთქვა,რომ ამ სიმკაცრის გამო მაინცდამაინც არ მიყვარდა სკოლა და არც მე ვუყვარდი მასწავლებლებს.მაგრამ სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გავგრძელე სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში და აი,იმ 8 წლის მანძილზე მე პირველი მოსწავლე ვიყავი.
უპირველეს ყოვლისა,მასწავლებლებმა თავი უნდა შეაყვაროთ მოსწავლეებს.თუ მოსწავლეს თავისი მასწავლებელი ეყვარება,ის კარგად ისწავლის.მინდა გისურვოთ ეს სიყვარული.
მოხარული ვარ,რომ ასეთი პატრიოტული სულისკვეთებით იზრდებიან ბავშვებიროგორიც ჩვენ დღეს თქვენს წარმოდგენაში ვნახეთ.ვფიქრობ,რომ ჩვენი რწმენა და სიყვარული მამულისა გადაგვარჩენს.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 22 2011, 09:00 PM

18-24 ნოემბერს,სტულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი,უწმინდესი და უნეტარესი ილია II თანმხლებ პირებთან ერთად მოსკოვს ეწვევა,სადაც მონაწილეობას მიიღებს სრულიად რუსეთის პატრიარქის,უწმინდესი კირილეს 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორი ეკლესიის მეთაურთა ერთობლივი წირვა ქრისტე მაცხოვრის სახელობის მოსკოვის საპატრიარქო ტაძარში.
23 ნოემმბერს,პატრიარქი ილია II სადღესასწაულო წირვას აღავლენს მოსკოვის წმ.გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში.
(გაზეთი საპატრიარქოს უწყებანი)

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 28 2011, 04:01 PM

ყველას კარგად მოეხსენება რომ უწმინდესი რუსეთში გახლდათ ახლო წარსულში.
ხოდა მოკლედ შემოგთავაზებთ ამ ვიზიტის მიმდინარეობას.
-----------------------------------------------------------------
(18 ნოემბერი) ამ დღეს გაემგზავრა უწმინდესი რუსეთში.

(19 ნოემბერი) მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის სახელობის ტაძარში შესრულდა ღამისთევის ლოცვა.პატრიარქმა კირილემ კი მადლობა გადაუხადა საქართველოს პატრიარქს მოსკოვში ჩაბრძანებისთვის.

(20 ნოემბერი) ქრისტე მაცხოვრის სახელობის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა საღმრთო ლიტურღია.მსახურების დასრულების შემდგომ კი უნეტარესმა ილია II-მ კვერთხი უსახსოვრა რუსეთის პატრიარქს.

(21 ნოემბერი) კრემლში შედგა 7 ადგილობრივი ეკლესიის დელეგაციასთან შეხვედრა.საუბარი შეეხო ახლო აღმოსავლეთსა და ღრდ.აფრიკაში მიმდინარე მოვლენებს,აგრეთვე მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევას და მისიონერული მოღვაწეობის პრობლემას.ამავე დღეს მოეწერა ხელი ეკლესიის დელეგაციების კომუნიკეს.

(22-23 ნოემბერი) უწმინდესმა პატრიარქმა ქართველ სასულიერო პირებთან ერთად მსახურება აღავლინა მოსკოვის წმ.გიორგის სახელობის ტაძარში.ამავე დღეს შედგა შეხვედრა ქართულ დიასპორასთან.

(24 ნოემბერი)საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დელეგაცია საქართველოში დაბრუნდა.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 28 2011, 06:52 PM

...

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Nov 28 2011, 07:01 PM

პოლიტიკისა და ეკლესიებს შორის ურთიერთობის არევა არ შეიძლება. შეიძლება ეკლესიებს შორის რაღაც გარკვეულ საკითხებზე უთანხმოებაა, მაგრამ ამის პოლიტიზირება არ შეიძლება.
ძალიან არ მომწონს ტელევიზიაში რუსეთის პატრიარქს მარტო სახელით კირილად რომ მოიხსენებენ.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 28 2011, 07:04 PM

ციტატა
მაგრამ ამის პოლიტიზირება არ შეიძლება.
ძალიან არ მომწონს ტელევიზიაში რუსეთის პატრიარქს მარტო სახელით კირილად რომ მოიხსენებენ.

რასაც ეუბნევიან იმას ამბობენ...
სად გვაქვს თავგანწირვა,რწმენა,სიყვარული
,მორჩილება.ოღონდ სამსახური არ დავკარგოთ და პრობლემა არ შეგვექმნას და პატრიარქს კი არა ნებისმიერს განვიკითხავთ და ცილს დავწამებთ...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 6 2011, 07:42 PM

27 ნოემბერს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სამების საპატრიარქო ტაძარში გამშვენებული ჯვრი დააჯილდოვა კუკიის წმ.ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარი,დეკანოზი კონსტანტინე ლეკიშვილი

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Dec 7 2011, 05:19 PM

მასეთ დროს სურვილი მაქ ხოლმე მთელი ის აპარატურა ცეცხლის ალში გაეხვეს რითაც მუშაობენ


პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 7 2011, 10:06 PM

ციტატა
მასეთ დროს სურვილი მაქ ხოლმე მთელი ის აპარატურა ცეცხლის ალში გაეხვეს რითაც მუშაობენ

სხვათა შორის მეც...

ასავალ-დასავალის მსგავსი გაზეთები იმაზე ,,აკრიტიკებენ"პატრიარქს,რატომ არ ეუბნევა ხალხს უწმინდესი გამოვიდეთ და მიშა გადავაყენოთო.
ხელისუფალნი და მათი ჟურნალისტები კი ,,კიცხავენ"იმის გამო,რომ ცდილობს რუსეთთან მოლაპარაკებას...

(და ამის შემდეგ გვიკვირს,რატომ ხდება ჩვენ თავს ასე და ისეო...)

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Feb 21 2012, 11:27 PM

აი ახალი ვიდეო ჩანაწერი - პატრიარქი უფლის საფლავის ტაძარში
ტირის

http://www.youtube.com/watch?v=niOD7HauDNk

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 6 2012, 10:46 AM

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დღეს ბოლნისის სიწმიდეებს მოილოცავას. ცნობილია, რომ ილია მეორეს ვიზიტი ბოლნისის ეპარქიაში ერთ დღეს გასტანს.

საპატრიარქოს ინფორმაციით, კათოლიკოს-პატრიარქი ბოლნისის სიონში ჩავა და პარაკლისს გადაიხდის.

გარადა ამისა, უწმინდესი კაზრეთის კვარცის მწარმოებელ საწარმოს დაათვალიერებს, ბოლოს კი კაზრეთის სამების ტაძარს მოილოცავს.

დაგეგმილია სოფელ რატევანის მოსახლეობასთან შეხვედრაც.

მღვდელმთავრობის პერიოდში ბოლნისის ეპარქიაში ილია მეორე პირველად ჩაბრძანდება.


internet.ge

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 6 2012, 04:15 PM

დღეს.(6 სექტემბერს) ბოლნისის ეპარქიის მოლოცვისას , პატრიარქმა მეუფე ეფრემი მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა, თავად მეუფემ კი ბოლნური ჯვარი უსახსოვრა უწმინდესს...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2012, 04:19 PM

ციტატა(A.V.M @ Sep 6 2012, 05:15 PM) *

დღეს.(6 სექტემბერს) ბოლნისის ეპარქიის მოლოცვისას , პატრიარქმა მეუფე ეფრემი მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა, თავად მეუფემ კი ბოლნური ჯვარი უსახსოვრა უწმინდესს...


რა სასიხარულო ამბავია!!!!!!!!!!!!!!!!!!! wub.gif ნამდვილად იმსახურებს მეუფე ეფრემი ამ ხარისხს, რადგან დედამიწაზე მოარული წმინდანია smile.gif ღმერთმა გააძლიეროს და ყველა წამოწყებული და ჯერ არ წამოწყებული საქმე უფლის სადიდებლად ბოლომდე კეთილად მიეყვანოს! wub.gif უფალმა უმრავლოს მრევლი, ბერ-მონაზონნი და ეკლესია-მონასტრები!

ღმერთმა შენც გაგახაროს, გურამ, ასეთი სასიხარულო ამბავი რომ გვაცნობე 2kiss.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 12 2012, 05:49 PM

ციტატა
ღმერთმა შენც გაგახაროს, გურამ, ასეთი სასიხარულო ამბავი რომ გვაცნობე

ამ თემის მოდერი ვარ და ჩემი მოვალეობაა... 2kiss.gif


პატრიარქი წიწამურის ობელისკთან პარაკლისს დაესწრო
16:22 12-09-2012
წიწამურში, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ადგილზე აღმართულ ობელისკთან პარაკლისი აღევლინა, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დაესწრო. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, პარაკლისი ილია ჭავჭავაძის მკვლელობის 105 წლისთავთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების სიმბოლური მსვლელობის დასრულების შემდეგ აღევლინა.
ახალგაზრდების განცხადებით, დღევანდელი აქცია სიმბოლური იყო, რადგან "ქართული ოცნება" იმ გზით მიდის, რომელიც წმინდა ილია მართალმა განვლო.
მსვლელობა თბილისიდან დაიწყო და წიწამურთან, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ადგილზე აღმართულ ობელისკთან დასრულდა.
პარაკლისს ასევე ესწრებოდა "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი და კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატები შოთა ხაბარელი და ზვიად ძიძიგური.

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/213276-patriarqi-da-bidzina-ivanishvili-tsitsamuris-obeliskthan-parakliss-daestsrnen.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 19 2012, 10:14 PM

პატრიარქი საუბრობს იმ ამაზრზზენ კადრებზე რაც უკანასკნელ დღეებში გავრცელდა:

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 23 2012, 01:48 PM

მოცემულ ლინკზე მოთავსებულია კომენტარი იმათ საყურადღებოდ ვინც არ (ვერ გაიგეს) უწმინდესის განცხადების შინაარსის შესახებ.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 24 2012, 12:50 AM

სხვაგან რა ხდება და როგორ ამ შემთხვევაში არ მაინტერესებს.
ეს ჩემი განყოფილებაა და სანამ მოდერი ვარ ეკლესია-პატრიარქ-სინოდ-სამღვდელოებაზე გლახა არაფერი გაჭაჭანდება.

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Sep 24 2012, 01:37 PM

ციტატა(A.V.M @ Sep 24 2012, 01:50 AM) *

სხვაგან რა ხდება და როგორ ამ შემთხვევაში არ მაინტერესებს.
ეს ჩემი განყოფილებაა და სანამ მოდერი ვარ ეკლესია-პატრიარქ-სინოდ-სამღვდელოებაზე გლახა არაფერი გაჭაჭანდება.

მოდი დაბლოკე ისე რომ შენს მეტი ვერავინ დაპოსტოს და გლახაც არ გაჭაჭანდება,biggrin.gif 99% შენი პოსტია მაინც და რა აზრი აქვს .

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 24 2012, 04:02 PM

ციტატა
მოდი დაბლოკე ისე რომ შენს მეტი ვერავინ დაპოსტოს და გლახაც არ გაჭაჭანდება, 99% შენი პოსტია მაინც და რა აზრი აქვს .

თუნდაც 100% იყოს ჩემი...
არ აქვს მნიშვნელობა.
რაოდენობას არ ვაქცევ ასეთ თემაზე ლაპარაკისას ყურადღებას არასდროს...

პოსტის ავტორი: dr.house... თარიღი: Sep 24 2012, 04:12 PM

პატრიარქზეა ლაპარაკი:X რაც ხდება რეალურად ისიც უნდა ვახსენოთ ხოლმე

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Sep 26 2012, 01:24 PM

Aseve 20 seqtembers,uwmidesma mogvmarta yvelas rom am dgeebis ganmavlobashi,gavazlierot locva chveni erisa da chveni xalxistvis,ragman tvitoeuli chventaganis locvas,didi zala da mnishvneloba aqvs.rom unda vecadot, rac sheizleba xshirad da gulit vtqvat "wmidao gmerto" da gvtismshoblis locva "mowyalebisa kari gangvigen" sheewios upali chvens uwmidess,daicvas xiluli da uxilavi mtrebisgan da ketilad gvisminos upalma, chveni qveynis mshvidobisatvis, gmertma dagvparos dagvixsnas da gagvazlieros!

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Sep 26 2012, 02:03 PM

ციტატა
უწმინდესმა მოგვცა კურთხევა რომ დღეს,ხვალ და ზეგ ვიმარხულოთ მძიმედ.

ეს გამიჭირდება. მძიმე მარხვა ვიცი მე მარტო პურზე და წყალზე როა ადამიანი. sad.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 26 2012, 04:37 PM

ქევანა
უზეთო მარხვაზეა საუბარი...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 28 2012, 03:59 PM

პატრიარქი და სასჯელაღსრულების მინისტრი ხვალ #1 დაწესებულებას მოინახულებენ
15:13 28-10-2012
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი პატრიარქთან ერთად ხვალ სასჯელაღსრულების #1 დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს მოინახულებს , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლებმა განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ე.წ. კრიტზე მინისტრისა და პატრიარქის შესვლა 12.00 საათისთვის არის დაგეგმილი. მანამდე ერთი საათით ადრე კი სოზარ სუბარი ილია მეორეს შეხვდება.
სხვა დეტალებთან დაკავშირებით პრესსამსახური ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ახმაურებს და განმარტავს, რომ დაწვრილებითი ცნობები ხვალ დილიდან გავრცელდება.

http://www.interpressnews.ge

პოსტის ავტორი: G_I_O_R_G_I_ თარიღი: Oct 28 2012, 05:26 PM

ესეც დღევანდელი პატრიარქის ქადაგებიდან 28-10-2012
"ამავდროულად დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას უწმინდესმა აღნიშნა, რომ სამების ტაძარს კვიპაროსის 100 000 ნერგი შესწირეს. პატრიარქის განმარტებით, ნერგები დაირგვება როგორც ეკლესია-მონასტრების ეზოებში, ასევე მათი დარგვა მოქალაქეებს საკუთარ კარ-მიდამოებშიც შეუძლიათ. როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ვისაც სურვილი აქვს კვიპაროსი საკუთარ ეზოში დარგოს, მან თხოვნით უნდა მიმართოს სამების ტაძარს, რის შემდეგაც ნერგებს მიიღებს"

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 30 2012, 02:09 AM

"იმედი მაქვს, ხელისუფლება, პრეზიდენტი და სხვანი, მოიღებენ მოწყალებას და პატიმრებს გაათავისუფლებენ. - ბრძანა პატრიარქმა.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 11 2012, 12:00 AM

mata
არავინ გეუბნევა რომ გიყვარდეს.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 14 2012, 02:56 AM

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, როლანდ ახალაიას ოჯახი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს, რომელშიც აცხადებენ, რომ ბაჩო ახალაიას დაკავება სრულიად აბსურდული მიზეზით მოხდა.

"ყოვლად გაუგებარი და აბსოლუტურად აბსურდული ბრალდების საფუძველზე ბაჩო ახალაია დაპატიმრებულია, რაც თვალსაჩინო დადასტურებაა იმისა, რომ ეს არ არის მართლმსაჯულების განხორციელება.

ეს გახლავთ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილება ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მიზანმიმართულად გავრცელებული საზოგადოებრივი აზრის დასაკმაყოფილებლად. სხვა შემთხვევაში დამოუკიდებელ მოსამართლეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ე.წ "მასალების" საფუძველზე, რომელიც არაფერს რეალურს და სამართლებრივად ხელმოსაჭიდს არ შეიცავდა, იგი სასამართლო დარბაზიდან საერთოდ უნდა გაეთავისუფლებინა, ყოველგვარი თავდებისა და გირაოს გარეშეც კი.

ცხადია, დიდი სტრესისა და მძიმე განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა ჩვენი ოჯახი არა მხოლოდ ბაჩოსთვის თავისუფლების აღკვეთის გამო, აგრეთვე იმ მტკივნეული და შეურაცმხყოფელი კამპანიის გამო, რომელიც დაუსრულებლად მიმდინარეობს და ბაჩო ახალაიას წარმოაჩენს სრულიად ანტიპოდს იმისას, რასაც რეალურად მისი მრწამსი, ბუნება, მსოფლმხედველობა და ხასიათი განაპირობებს.

ამ ვითარებაში ჩვენი ოჯახის ყველა წევრი უღრმესი პატივისცემით, უდიდესი მადლიერებით და გულწრფელი სიყვარულით მოგმართავთ ქართული საზოგადოების იმ ნაწილს, რომელთაც არ დაიჯერეთ ბინძური შავი პიარის, რომელიც მიზნად ისახავს ბაჩო ახალაიას, როგორც პიროვნების და მოქალაქის განადგურებას და ადამიანური სიკეთისაგან სრულიად დაცლილად მის წარმოჩენას.

მადლობა იმ უამრავ ადამიანს, რომელიც ამ დღეებში ჩვენ გვერდში გვიდგას და გვამხნევებს. მადლობა თქვენ, რომლებიც ბაჩოსადმი კეთილგანწყობამ მოგიყვანათ სასამართლო პროცესზე დასასწრებად შორი თუ ახლო მანძილიდან, სამეგრელოდან, თბილისიდან, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან (თუმცა დარბაზმა ვერ დაგიტიათ), და რომელთა შორის უმეტესობა ჩვენთვის სრულიად უცნობი სახეები იყავით.

უღრმესი მადლობა იმ უცნობ თანამემამულეებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან თუ უცხოეთიდან გვეხმიანებიან და გვამხნევებენ, გაძლებისაკენ მოგვიწოდებენ, გვაიმედებენ, რომ სამართალი და სიმართლე, სამშობლოს ინტერესებისათვის თავგანწირვა, საბოლოოდ მაინც არ დაიმალება.

გულწრფელი მადლობა თქვენ და თქვენს კეთილშობილებას, თქვენს ჰუმანურობასა და ადამიანურობას, რადგან სწორედ თქვენი თანადგომა, შეძახილი და გამხნევება აღმოჩნდა ის ძალა, რამაც ამ დღეების სიმძიმე დაგვაძლევინა და გვაგრძნობინა, რომ თუ ყველა არა, ძალიან დიდი ნაწილი ჩვენთვის უცნობი საზოგადოებისაც კი ხვდება, რომ ჩვენს ოჯახში შვილები სამშობლოს, მოყვასისა და სამართლიანობის ერთგულებითა და უღალატობის პრინციპებზე გაიზარდნენ და ვფიქრობთ, გაბედულ ვაჟკაცებადაც ჩამოყალიბდნენ. რაც ბაჩოს სამშობლოში დაბრუნებამაც, ალბათ, კიდევ ერთხელ დაადასტურა.

დასასრულს კი იმათაც გვინდა მივმართოთ, რომლებიც ქუჩაში, აუდიტორიაში, ტელეკამერის წინ თუ სოციალურ ქსელში დაუფიქრებლად იმეორებენ ყურმოკრულ ბრალდებებს ბაჩოზე, ჩვენს ოჯახზე.

ვაჟა–ფშაველას თავის წერილში "ფიქრები" ნათქვამი აქვს: "ვისი დახასიათებაც გინდა, ჯერ უნდა იმას კარგად იცნობდე, მისი გარემოება, ავი და კარგი შეგნებული გქონდეს, რომ განაჩენი სამართლიანი გამოდგეს". დაფიქრდით, ჩვენო უცნობო თანამემამულენო, ნუ გამოუტანთ განაჩენს ადამიანს, რომელსაც საერთოდ არ იცნობთ, რომელთანაც არასოდეს გქონიათ შეხება, ნუ გაიმეორებთ და ნუღარ აღიქვამთ ჭეშმარიტებად სხვისგან გაგონილ მონაჭორს და ამით თავადაც ნუ გაბოროტდებით.

საკუთარი ოჯახის ქება რომ უკადრისი საქციელია, ყველამ იცის. მხოლოდ ერთში გვენდეთ: ბაჩო ახალაიას და მთელი ჩვენი ოჯახის წინააღმდეგ აგორებული კამპანია და მისი დაპატიმრება უკეთური მიზნით, უკეთურ წრეში არის დაგეგმილი და არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტებასთან. შეცდომას რაც შეეხება, იგი არასოდეს მოსვლია მას, ვისაც არაფერი უკეთებია. ბაჩოს კი, ბევრმა ხომ კარგად იცის, თავისი ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, ხშირად საკუთარი და მისი მეგობრების ოჯახის უსაფრთხოების ხარჯზე დღე და ღამე უთენებია თავისი ქვეყნისათვის, სახელმწიფო ინტერესებისათვის და თქვენ წარმოიდგინეთ, უსამართლოდ დაჩაგრულთა დასაცავადაც... უფალი იყოს ყველას მფარველი, ვინც ცდილობს იყოს სამართლიანი და მიუკერძოებელი!", - ნათქვამია ოჯახის მიმართვაში.
http://www.droni.ge

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Nov 14 2012, 02:27 PM

A.V.M
პატრიარქთან რა კავშირი აქვს ამას?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 15 2012, 02:29 AM

k@the

ციტატა
პატრიარქთან რა კავშირი აქვს ამას?

მიმართვაა პატრიარქისადმი ახალაიების ოჯახის.

ილია მეორე ჩეხეთში გაემგზავრა
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე დასასვენებლად და სამკურნალოდ დღეს ჩეხეთში გაემგზავრა.
პატრიარქი ჩეხეთში 12 დღეს დარჩება და საქართველოში 26 ნოემბერს დაბრუნდება.
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი მრევლმა და სასულიერო პირებმა აეროპორტიდან გააცილეს.

http://www.droni.ge/

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 23 2012, 08:30 PM

პატრიარქმა ხელისუფლებას და მოსახლეობას გიორგობა მიულოცა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს მთელ მოსახლეობას გიორგობის დღესასწაულს ულოცავს. უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის მილოცვის ტექსტი საპატრიარქოში დღეს პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ წაიკითხა. მისი განმარტებით, უწმინდესი იმყოფება ჩეხეთში და მას ჰქონდა სურვილი, დღევანდელი დღე მთელი ქართველი ერისთვის მიელოცა.

"ქრისტესმიერი სიყვარულით ყველას გილოცავთ ჩვენს დიდ საეკლესიო და ეროვნულ დღესასწაულს - გიორგობას. ძლევამოსილი წმინდა გიორგის მეოხებით ღმერთმა მიანიჭოს ჩვენს ქვეყანას, თითოეულ ჩვენგანს მშვიდობა, სულიერი და ზნეობრივი ამაღლება, სამშობლოს ერთგული და თავდადებული მსახურება, რათა მოვიპოვოთ წყალობა უფლისა. გამთლიანდეს საქართველო და დაიმკვიდროს ჩვენს შორის სიყვარული, ერთობა, ურთიერთთანადგომა და კეთილდღეობა. თქვენთვის მლოცველი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე", - აღნიშნულია მილოცვის ტექსტში.

საპატრიარქოში იმყოფებოდა ასევე პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობიც, რომელმაც განაცხადა, რომ ამ წუთებში უწმინდესს ტელეფონით ესაუბრა. კათოლიკოს-პატრიარქმა ყველას ლოცვა-კურთხევა გადასცა და დასძინა, რომ წუთი-წუთზე ელოდება საქართველოში დაბრუნებას.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/66080-patriarqma-khelisuflebas-da-mosakhleobas-giorgoba-miuloca.html#ixzz2D40uhGpO

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 28 2012, 03:00 AM

პატრიარქი სამშობლოში დაბრუნდა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამშობლოში დაბრუნდა.
უწმინდესის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ზუსტად 21.00 საათზე დაეშვა. იგი ჩარტერული რეისით ჩეხეთიდან დაბრუნდა. პატრიარქს ტრაპთან სასულიერო პირები და მრევლი დახვდა. ილია მეორეს აეროპორტში კომენტარი არ გაუკეთებია და პირდაპირ სამებაში გაემართა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე ჩეხეთში 14 ნოემბერს დასასვენებლად გაემგზავრა. პარალელურად, უწმინდესმა 10-დღიანი რეაბილიტაციის კურსიც გაიარა.



"ინტერპრესნიუსი"


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/66211-patriarqi-samshobloshi-dabrunda.html?add=1#ixzz2DSzENfiV

ესე ვიდეო:
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/23962-didi-khnith-gamigrdzelda-uckhoethshi-yofna-magram-thqven-mudam-chemthan-iyavith-ilia-meore.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 28 2012, 10:26 PM

პატრიარქის 80 წლის იუბილეს გალა-კონცერტი მიეძღვნება
21:31 28-12-2012
ფონდი "იავნანა" საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან ოცდამეთხუთმეტე და დაბადების ოთხმოცი წლის იუბილეს , მსოფლიო საოპერო სცენის ქართველ ვარსკვლავებთან ერთად გალა-კონცერტით მიულოცავს
კონცერტი 4 იანვარს, თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ზურაბ სოტკილავა, მაყვალა ქასრაშვილი, იანო ალიბეგაშვილი, ბადრი მაისურაძე, ნინო სურგულაძე, ლადო ათანელი, გია ონიანი, ნანა ქავთარაშვილი, გიორგი გაგნიძე, მარიკა გულორდავა და სხვა მომღერლები მიიღებენ.
სოლისტებს თანხლებას გაუწევს საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი და საგუნდო კაპელა. სადირიჟორო პულტთან ერთმანეთს ნიკოლოზ რაჭველი, რევაზ ტაკიძე, ზაზა აზმაიფარაშვილი და დავით მუქერია შეენაცვლებიან.
ასევე, კათოლიკოს-პატრიარქისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტში მონაწილეობისთვის საქართველოში ჩამოვა ესპანეთში მცხოვრები აფხაზი მომღერალი ილონა მატარაძე, რომელმაც სოხუმი 7 წლის ასაკში დატოვა და 4 იანვარს საქართველოს სცენაზე ის პირველად გამოვა.
საღამოში მონაწილეობას მიიღებს პარიზში მცხოვრები თბილისელი მეცო-სოპრანო სტელა გრიგორიანი.
პროგრამაშია არიები და დუეტები ვერდის, მასკანის, ჩილეასა და პუჩინის ოპერებიდან, ასევე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ შექმნილი რამდენიმე ნაწარმოები.
ამ დღესასაწაულის მონაწილე მაყურებელიც იქნება, რადგან კონცერტი 4 იანვარს, 19.00 საათზე "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
კონცერტისთვის მზადება უკვე დაწყებულია და მომღერლები რეპეტიციას ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში ატარებენ.

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/225310-patriarqis-80-tslis-iubiles-gala-koncerti-miedzghvneba.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 8 2013, 02:23 PM

საქართველოს პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებით, ყველაზე დიდი დელეგაცია მსოფლიო პატრიარქთან ერთად ჩამოვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებით, ყველაზე დიდი დელეგაცია თბილისში მსოფლიო პატრიარქთან ერთად ჩამოვა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" უწმინდესის საიუბილეო თარიღების აღმნიშვნელი სახელმწიფო კომისიის წევრმა, პოლიტიკური მეცნიერებათა დოქტორმა არმაზ ახვლედიანმა განუცხადა.

მისივე თქმით, უწმინდესის საიუბილეო თარიღის გამო საქართველოში თითქმის ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წარმომადგენელი ჩამოვა. მათ შორის არიან მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს II, სერბეთის პატრიარქი, უწმინდესი ირინეოსი, ჩეხეთისა და სლოვაკიის ეკლესიის წინამძღოლი, მიტროპოლიტი ქრისტეფორე და, ასევე, ბულგარეთის პატრიარქის მოსაყდრე მიტროპოლიტი კირილე.
ახვლედიანის განცხადებით, სხვა ეკლესიების დელეგაციები მღვდელმთავრების მეთაურობით ჩამოდიან. მათ შორის არის რუსეთიდან დელეგაციაც. კერძოდ, რუსეთის

დელეგაციას რუსეთის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარიონი უხელმძღვანელებს. მასთან ერთად დელეგაციაში იქნება ასევე ორი მღვდელმთავარი.

საქართველოს საპატრიარქო პირველ საპატიო სტუმარს უკვე ხვალ მიიღებს. 9 იანვარს საღამოს სერბეთის პატრიარქი უწმინდესი ირინეოსი ჩამობრძანდება. სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციები კი - 10 იანვარს.

"ინტერპრესნიუსი"


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/68894-saqarthvelos-patriarqis-iubilesthan-dakavshirebith-yvelaze-didi-delegacia-msoflio-patriarqthan-erthad-chamova.html#ixzz2HNVtIMIQ

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 13 2013, 06:33 PM

ილია მეორემ მსოფლიო პატრიარქს მინანქრით შესრულებული დავით წინასწარმეტყველის ხატი უსახსოვრა
14:11 13-01-2013
ილია მეორემ მსოფლიო პატრიარქს მინანქრით შესრულებული დავით წინასწარმეტყველის ხატი უსახსოვრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც უწმინდესმა დღევანდელი ერთობლივი საკვირაო წირვის შემდეგ ქადაგებისას ბრძანა, დიდია კონსტანტინოპოლის პატრიარქის დამსახურება მსოფლიოს წინაშე. პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნად უწმინდესმა მსოფლიო პატრიარქს მინანქრით შესრულებული დავით წინასწარმეტყველის ხატი უსახსოვრა.
ილია მეორის თქმით, დღეს არის ხსენება წმინდა დავით წინასწარმეტყველისა. პატრიარქმა შესთხოვა მას, რომ საქართველოსა და მთელს მსოფლიოში მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს.
"დავით წინასწარმეტყველი ამბობს: "დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი". ჩვენ ვხედავთ ჩვენი ეკლესიის აღმავლობას და დიდებას. დავით წინასწარმეტყველმა ისრაელი რომ გააერთიანა და ზეიმით შედიოდა იერუსალიმში, მთელი ერი აქებდა დავითს, მან კი გააჩერა მსვლელობა და უთხრა: "უფალი მეფობს და არა მე". დღეს, როდესაც აღინიშნება ჩემი აღსაყდრების და დაბადების თარიღები და როდესაც ამბობენ, რომ რაღაც მე გავაკეთე, მინდა გითხრათ, რომ ამ ყველაფერს უფალი აკეთებს, რადგან უფალი მეფობს. ღმერთმა მოგცეთ მშვიდობა, სიხარული და სიყვარული. ჩვენ ვამაყობთ, რომ აქ ბრძანდებით და დიდია თქვენი დამსახურება მსოფლიოს წინაშე", - მიმართა ილია მეორემ მსოფლიო პატრიარქს.
სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი მისალოცი სიტყვებით მიმართეს ასევე სერბეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის პატრიარქებმა და ბულგარეთის პატრიარქის მოსაყდრემ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საიუბილეო თარიღები ამბიონიდან მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/226239-ilia-meorem-msoflio-patriarqs-minanqrith-shesrulebuli-davith-tsinastsarmetyvelis-khati-usakhsovra.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 16 2013, 03:23 PM

დღეს , უწმინდესი და უნეტარესი ილია II გახლდათ მისული მეცნიერებათა აკადემიაში , სადაც აღინიშნებოდა ამაგდარი მეცნიერის-ექვთიმე თაყაიშვილის იუბილე.
უწმინდესმა ისაუბრა ექვთიმე ღვთისკაცის შესახებ და გამოთქვა სურვილი რომ მას მივემსგავსოთ

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 18 2013, 10:32 PM

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს , სამების საკათედრო ტაძარში შეხვდა ყოფილ პოლიტპატიმრებს , ზეთი სცხო მათ და სიმბოლური საჩუქრები გადასცა...

როგორც საპყრობილიდან ახლადგამოსულები იტყობინებიან , ისინი ყოველთვის გრძნობდნენ უწმინდესის შეწევნასა და დახმარებას...

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jan 18 2013, 10:58 PM

ბარემ ფოტოც smile.gif
http://www.radikal.ru

ოღონდ ეს გუშინდელია

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 19 2013, 06:55 PM

უწმინდესმა და უნეტარესმა დღევანდელქ ადაგებაში აღნიშნა , რომ ხვალ მიემგზავრება რუსეთში სადაც ექნება ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული შეხვედრები რგორც საეკლესიო ისე საერო იერარქებთან...

ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი პატრიარქი!

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 20 2013, 10:48 PM

პატრიარქი მოსკოვში გაემგზავრა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსკოვში გაემგზავრა. უწმინდესთან ერთად მოსკოვში გაემგზავრნენ საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე , პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული, არქიდიაკონი დემეტრე დავითაშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზაზა აბაშიძე. ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე.

ილია მეორე რუსეთში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, მისი უწმინდესობა კირილის მიწვევით ჩადის. პატრიარქი მოსკოვში უმაღლესი რანგის საერო და სასულიერო პირებს შეხვდება. უწმინდესი 23 იანვარს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთანაც გამართავს შეხვედრას.
როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებს პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ განუცხადა, ვიზიტის მიზანი, საქართველოს პატრიარქის დაჯილდოებაა. "მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის ფონდმა" საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პრემიით დააჯილდოვა. ეს ჯილდო უკავშირდება მართლმადიდებელი ხალხების დამეგობრებაში შეტანილ განსაკუთრებულ წვლილს. დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 21 იანვარს. ამავე დღეს დაგეგმილია შეხვედრა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, მის უწმინდესობა კირილის რეზიდენციაში ორ პატრიარქს შორის. გარდა ამისა, 22 იანვარს მოსკოვში, კრემლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში დაგეგმილია წირვა, რომელშიც ორი ქვეყნის პატრიარქები და წმინდა სინოდის წევრები მიიღებენ მონაწილეობას. წირვის შემდეგ გაიმართება ოფიციალური სადილი", - აღნიშნა მამა გიორგი ზვიადაძემ. მისივე თქმით, 23 იანვარს, 15.00 საათზე გაიმართება შეხვედრა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.

საქართველოს პატრიარქის საერთაშორისო ფონდის გენერალური მენეჯერის, ლაშა ჟვანიას თქმით, მოსკოვში დაგეგმილ შეხვედრებზე ასევე განიხილება ორი ქართველი მეფის, ვახტანგ მეექვსისა და თეიმურაზ პირველის საქართველოში გადმოსვენების საკითხი.

"განხილული იქნება მთელი რიგი საჭირბოროტო და მნიშვნელოვანი საკითხები როგორც ორ ქვეყანას, ისე ორ ეკლესიას შორის. საუბარი შეეხება მომავალში დაგეგმილ მსოფლიო საეკლესიო კრებას. ასევე, ორი მეფის ნეშტის გადმოსვენების საკითხს. მის უწმინდესობას იმედი აქვს, რომ ეს დადებითად და მალე გადაწყდება

ისე, როგორც სხვა საკითხები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას სტკივა და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის", - განმარტა ჟვანიამ.

პატრიარქი საქართველოში 26 იანვარს დაბრუნდება.

"ინტერპრესნიუსი"


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/69752-patriarqi-moskovshi-gaemgzavra.html#ixzz2IXjRXvQx

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 23 2013, 01:16 AM

ილია მეორე - დარწმუნებული ვართ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დარწმუნებულია, რომ საქართველო მისგან ჩამოშორებულ ტერიტორიებს დაიბრუნებს, - "ინტერფაქსის" ცნობით, ამის შესახებ ილია მეორემ მოსკოვში, მაცხოვრის ტაძარში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე ბრძანა.

ილია მეორე მოსკოვში გუშინ მართლმადიდებელი ერების ერთობის ფონდის პრემიით დააჯილდოვეს, რომელსაც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი ხელმძღვანელობს.

როგორც საქართველოს პატრიარქმა ბრძანა, ეს პრემია ქართული ეკლესიისა და ქართველი ხალხის დამსახურებაა, რომელმაც კომუნისტური მემკვიდრეობის მიუხედავად, ღვთის დიდი სიყვარული გამოავლინა, აღადგინა და ააშენა ათასობით ეკლესია, მონასტერი და მათთან ერთად აღიდგინა სულიერება.

"საუკუნეების განმავლობაში საქართველომ უზარმაზარი გამოცდილება მიიღო, თუმცა სირთულეებს ყოველთვის უმკლავდებოდა... დარწმუნებული ვართ, ღმერთის შეწევნით, ბრძენი და მამაცი ადამიანების დახმარებით, როგორც საქართველოში, ისე რუსეთში და, ბუნებრივია, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება. რაც მალე მოხდება ეს, მით უკეთესი იქნება ყველასთვის", - ბრძანა პატრიარქმა.

დაჯილდოების ცერემონიას რუსეთის პატრიარქი კირილი უძღვებოდა. მისი თქმით, ილია მეორემ წლების განმავლობაში უდიდესი წვლილი შეიტანა ცხოვრების ქრისტიანული ნორმების დამკვიდრებასა და რწმენის გაძლიერებაში.

როგორც პატრიარქმა კირილმა განაცხადა, ილია მეორე არა მხოლოდ ქართველი ხალხის, არამედ

მთელი მართლმადიდებლური სამყაროს დიდი პატივისცემით სარგებლობს.

"მისი სიბრძნე და ღრმა გამოცდილება დაეხმარა რუსულ და ქართულ ეკლესიებს, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის ყველაზე რთულ წლებშიც კი შეენარჩუნებინათ ქრისტესმიერი, ძმური და გულითადი სიყვარული", - ბრძანა პატრიარქმა კირილმა.

რუსეთში საშობაო ფესტივალზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაწერილი "ავე მარიაც" შესრულდა.

"ინტერპრესნიუსი"


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/69880-ilia-meore-dartsmunebuli-varth-saqarthvelos-teritoriuli-mthlianoba-aghdgeba.html#ixzz2Ik1nnlli

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 24 2013, 02:05 AM

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა

23-01-2013
მოსკოვში მყოფი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, შეხვედრა ნოვო-ოგარევოს საპრეზიდენტო რეზიდენციაში გაიმართა. შეხვედრაზე ილია მეორემ პუტინს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მოკითხვა გადასცა.
"მინდა გადმოგცეთ ჩვენი ახალი პრემიერ-მინისტრის მოკითხვა. ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება მოხდეს. ვფიქრობ, ყველა პრობლემა, რომელიც ჩვენს შორის არის, მოგვარდება და ჩვენ ადრინდელივით მოძმეები ვიქნებით", - ბრძანა მისმა უწმინდესობამ.
თავის მხრივ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს მადლობა გადაუხადა იმ წვლილისთვის, რომელიც მას რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების აღდგენაში შეაქვს.

ილია მეორის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მოსკოვში, ნოვო-ოგარევოს საპრეზიდენტო რეზიდენციაში გაიმართა, რომელსაც სრულიად მოსკოვისა და რუსეთის პატრიარქი კირილიც ესწრებოდა.
"განსაკუთრებული მადლობა კი მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ თქვენ, დღევანდელ მძიმე პირობებში, მხედველობაში მაქვს არც თუ ისე იოლი ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის, ყველაფერს აკეთებთ, რათა ხელი შეუწყოთ ჰუმანიტარული, კულტურული და სულიერი კონტაქტების შენარჩუნებას მოძმე ერებს შორის", - მიმართა პუტინმა ილია მეორეს.
რუსეთის პრეზიდენტმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადებიდან 80 და ინტრონიზაციიდან 35 წლის იუბილე მიულოცა, ასევე, მიულოცა მართლმადიდებელი ერთობის ფონდის პრემიის მინიჭება.

"ინტერპრესნიუსი"

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jan 28 2013, 10:09 PM

...

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jan 28 2013, 10:25 PM

http://www.youtube.com/watch?v=7_RhL5IkatI&feature=player_embedded

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 28 2013, 11:03 PM

qetevano
შეცდომით გაქვს ატვირთული...
კარგად დააკვირდი აბა ან ლინკი ზუსტად თი ჩასვი , ან ფრჩხილები თუ გქონდა სწორედ დასმული...

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jan 28 2013, 11:08 PM

A.V.M
არ იტვირთება მაინც, გადავამოწმე ყველაფერი. ლინკით იყოს მაშინ. კარგი ვიდეოა. ის თუ შეგიძლია წაშალე

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 2 2013, 09:42 PM

ძალიან კარგი ვიდეოა...
მადლობა ქეთევანს ამის შესახებ რომ დაწერა

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 24 2013, 09:42 PM

22 თებერვალს უწმინდესი და უნეტარესი , სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი , უწმინდესი და უნეტარესი ილია II , ქვაშვეთის წმ.გიორგის სახელობის ტაძარს ესტუმრა , სადაც დასვენებული იყო თბილისის კონსერვატორიის პრორექტორი-მანანა ანდრიაძე . უწმინდესმა სამძიმარი უთხრა გარდაცვალებულის ოჯახის წევრებს , რის შემდეგაც სიტყვით მიმართა იქ შეკრებილ საზოგადოებას . პატრიარქმა მწუხარება გამოთქვა ამ ფაქტის გამო და აღნიშნა რომ ქალბატონმა მანანამ დიდი სარგებლობა მოუტანა საქართველოს .

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 11 2013, 12:26 AM

ექსკლუზიური ინტერვიუ პატრიარქთან: "მე დიდად დავალებული ვარ მამა შიოსგან"

08-04-2013
რას იხსენებს პატრიარქი თავის მოძღვარზე

"მეუფეო, აღსარებისთვის მოემზადე!"

"მამა შიომ პატრიარქობა მიწინასწარმეტყველა"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს თავის სულიერ მოძღვარზე, არქიმანდრიტ შიოზე (ძიძავა) ესაუბრა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი). ინტერვიუ ჩაწერილია 2012 წლის 27 დეკემბერს.

- დაგვლოცეთ, უწმინდესო და უნეტარესო მეუფეო! უპირველესად, მინდა დიდი მადლობა მოგახსენოთ იმისათვის, რომ გამონახეთ დრო და დაგვთანხმდით ამ საუბარზე. რაც დრო გადის, მით უფრო იზრდება ინტერესი თქვენი სულიერი მოძღვრის, არქიმანდრიტი შიოს პიროვნებისადმი და ეს ინტერესი განსაკუთრებით აქტუალურია ახლა, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ თქვენს საიუბილეო წელიწადს - პატრიარქობიდან 35-ე და დაბადებიდან მე-80 წლის ღირსშესანიშნავ თარიღებს. მრევლს სურვილი აქვს, მეტი იცოდნენ თქვენი მოძღვრისა და თქვენთან მისი ურთიერთობის შესახებ.

როგორ გაიცანით მამა შიო, როცა ბათუმ-შემოქმედის მღვდელმთავარი ბრძანდებოდით?
- მამა შიო ძიძავა არაჩვეულებრივი პიროვნება იყო. ის არ ჰგავდა სხვა სასულიერო პირებს; იყო ძალიან უბრალო პიროვნება და ამასთან ძალიან განათლებულიც.

სემინარია ჰქონდა დამთავრებული რევოლუციამდე და როგორც ვიცი, რომელიღაც გამომცემლობაში მოღვაწეობდა, ჟურნალისტი იყო.

სენაკში პატარა სახლი ჰქონდა - ერთი ოთახი და მიწის ნაკვეთი. მამა შიოს შვილიც ჰყავდა, მაგრამ მასთან კავშირი გაწყვეტილი ჰქონდა, რადგან მიაჩნდა, რომ ის ურწმუნო ადამიანი იყო. მასთან არავითარი მიმოსვლა და მიმოწერა არ ჰქონია.

მამა შიო ახლოს გავიცანი, როდესაც უწმინდესი და უნეტარესი ეფრემის ლოცვა-კურთხევით ბათუმში ჩამოვიდა. ეპარქიაში მოძღვრების ნაკლებობას განვიცდიდით და მამა შიო მარხვებში გვეხმარებოდა. ძალიან მომწონდა მისი უბრალოება. იმდენად თავმდაბალი იყო, ზოგიერთი დასცინოდა კიდეც.

- ხომ არ სალოსობდა?
- დიახ, რა თქმა უნდა, სალოსობდა და ამას თვითონაც ამბობდა: "მე სალოსი ვარო." იმ პერიოდში იგი მამა კონსტანტინეს (ქვარაია) სულიერი შვილი იყო. არქიმანდრიტი შიოც და არქიმანდრიტი კონსტანტინეც თეკლათის დედათა მონასტერში მოღვაწეობდნენ და ამავე მონასტერში განისვენებენ.
ვთხოვე, ჩემი მოძღვარი გამხდარიყო და იმ დროიდან აღსარებებს მას ვაბარებდი.

- რამდენ ხანს ცხოვრობდა მამა შიო ბათუმში? თუ სენაკიდან ჩამოდიოდა ხოლმე?
- მარხვებში ჩამოდიოდა და რჩებოდა, მაგალითად, 1 თვით და მერე კვლავ სენაკში ბრუნდებოდა. ასე ამბობდა: "სენაკში სახლი მაქვს, რომლის კარი არასოდეს იკეტება და თუ ვინმე მივა, თავისუფლად შეუძლია შევიდეს და მოისვენოს". მისი სახლი სულ ერთი პატარა ოთახისგან შედგებოდა, სადაც ორი რკინის საწოლი, მაგიდა და რამდენიმე სკამი ედგა, სხვა არაფერი - არც თეთრეული ჰქონდა და არც სხვა კომფორტი. ასეთი ცხოვრების წესი წარმოაჩენდა მის სიმდაბლეს და უბრალოებას. ძალიან ფაქიზი პიროვნება იყო. მახსენდება, როგორ იბარებდა ჩემგან აღსარებას.

როცა შეამჩნევდა, რომ ძალიან ვწუხდი ჩემს ცოდვებზე, აუცილებლად გამამხნევებდა და მეტყოდა: "მეუფეო, ღმერთმა შეგინდოს, მეც ჩამიდენია ასეთი ცოდვა".
დარწმუნებული ვარ, მას ასეთი რამ არასდროს შემთხვევია, მაგრამ ჩემთვის მდგომარეობა რომ შეემსუბუქებინა, თვითონაც იბრალებდა ჩემს ცოდვებს.

მოგვიანებით, როდესაც სოხუმში გადამიყვანეს, მამა შიო იქაც ჩამოდიოდა. ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში სამღვდელოება არ გვაკლდა, ამიტომ მხოლოდ აღსარების მისაღებად გვეწვეოდა ხოლმე.
მახსენდება, ერთხელ, მისი მორიგი ჩამოსვლის დროს, შევნიშნე, რომ ჯვარი შავ ბაფთაზე ჰქონდა შებმული და ვკითხე: "მამა შიო, ჯაჭვი რა უყავი?" მიამბო, რომ მისი ჯაჭვი მეზობლის ქალს მოეწონა და ნაწილი მოაწყვიტა; იგი ისე დამოკლდა, აღარ შეიძლებოდა ტარება, ამიტომ მთლიანად ვაჩუქე მეზობელსო. ეს ამბავი რომ შევიტყვე, მამა შიოს ჯაჭვიც ვაჩუქე და ახალი ჯვარიც...

განსაკუთრებით საოცარი იყო მისი ცხოვრების უკანასკნელი პერიოდი. წესად მაქვს, რომ დიდ ხუთშაბათს განსაკუთრებით ვემზადები ზიარებისთვის და ოთხშაბათს აუცილებლად ვაბარებ აღსარებას. ეს კარგად იცოდა მამა შიომ. მახსოვს, იგი უკვე ცუდად იყო, ამიტომ აღარ ველოდი მის ჩამოსვლას. რეზიდენციის ეზოში ვიჯექი, უეცრად მოვიხედე და ვხედავ, ორ ადამიანს მოჰყავს უძლური მამა შიო. გავიფიქრე, ნეტავ რა საქმე აქვს, რომ ასეთი ავადმყოფი შეწუხდა-მეთქი. ის კი მოვიდა და მითხრა: "მეუფეო, აღსარებისთვის მოემზადე!" წარმოიდგინეთ, ასეთი მძიმე ავადმყოფი ჩემთან აღსარების მისაღებად ჩამოვიდა! აღსარება ვუთხარი. ძალიან მძიმედ იყო, მოძრაობა უჭირდა, თითქმის ვერ დადიოდა. ვიფიქრე, ალბათ დარჩება-მეთქი, მაგრამ არ დარჩა. იმავე დღეს უკან წაიყვანეს... ამ ამბის შემდეგ ერთი კვირის თავზე სოხუმში დები შუშანიები და მათთან ერთად სხვა მორწმუნეები ჩამოვიდნენ. შუშანიებმა მითხრეს: "მამა შიო ძალიან ცუდადაა და სულ იძახის: "მეუფე, მეუფე!" ალბათ, თქვენ გიხმობთ და არავის იკარებს". სასწრაფოდ მის მოსანახულებლად გავემგზავრე, თან დეკანოზი მაქსიმე კონცევიჩი წავიყვანე; ყოველი შემთხვევისთვის, თან წავიღეთ წმინდა ზიარება. მამა შიოსთან ჩავედით, მძიმედ იყო. მუცელი აწუხებდა და ტკივილისგან ყვიროდა. მისი შვილი იყო ჩამოსული, რომ მამის მემკვიდრეობა მიეღო. მამა შიოს კი არაფერი ჰქონდა, იმ პატარა ბინის გარდა.

საჩქაროდ მოვუხმეთ მამა კონსტანტინეს, რომ ავადმყოფი ეზიარებინა. მამა კონსტანტინემ თავი შეიკავა მისი ზიარებისგან: წყალი აქვს დალეული და არ შეიძლებაო. ვცადე, დამერწმუნებინა, რომ ყველა შემთხვევაში შეიძლებოდა მძიმე ავადმყოფის ზიარება, მაგრამ ვერაფრით დავაჯერე.

ბოლოს შევედი მამა შიოსთან და ვკითხე: "მამაო, გინდა, მე თვითონ გაზიარებ?" უმალ დამთანხმდა: "ჰო, ჩქარა, ჩქარა, ჩქარა!" ეშინოდა, უზიარებლად არ გასულიყო ამ ქვეყნიდან. ლოცვებს ვუკითხავდი, თან ვშიშობდი: ვაითუ ზიარება ვერ მოასწროს-მეთქი და სულ ოფლში ვიწურებოდი.

ღვთის წყალობით, მამა შიო ეზიარა. მე გვერდით სკამზე მივუჯექი, მაშინ მან პატრიარქობა მიწინასწარმეტყველა. გადმომხედა, ხელი შემახო მუხლზე და მომეალერსა: "ჩემო პატრიარქო!" "მე პატრიარქი არ ვარ, მიტროპოლიტი ვარ-მეთქი", - შევუსწორე. მან კი კვლავ გამიმეორა: "პატრიარქო, პატრიარქო!"... მამა შიო იმ ღამითვე გარდაიცვალა. რომ არ მეზიარებინა... თუმცა არ ვიცი, შეიძლება, ღმერთს არ გაეყვანა უზიარებელი...

- მიგვაჩნია, რომ მამა შიო XX საუკუნის ერთ-ერთი დიდი მოღვაწე იყო, აღმსარებელი და უთუოდ დიდი პიროვნება! გარდა ამისა, ასეთი დიდი სულიერი შვილი ჰყავდა თქვენი სახით. თავისი მოძღვრობით დიდი წვლილი შეიტანა მომავალი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღზრდაში! ეს განსაკუთრებით საამაყოა სენაკის და ჩხოროწყუს ეპარქიის მკვიდრთათვის, საიდანაც იყო იგი წარმოშობით და სადაც მოღვაწეობდა. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია დადგეს საკითხი მისი კანონიზაციის შესახებ?
- მახსოვს, ჯერ კიდევ არქიმანდრიტი ვიყავი, ორი ჯვრით დაჯილდოებული, როდესაც უწმინდესისა და უნეტარესი ეფრემის ლოცვა-კურთხევით წმინდა სინოდში შემიყვანეს სათათბირო ხმის უფლებით. ამიტომ ყველა საკითხზე შემეძლო აზრი გამომეთქვა. მაშინ ვთხოვე კათოლიკოს-პატრიარქს, რომ მამა შიოსთვის არქიმანდრიტის წოდება მიენიჭებინათ. იმ დროს იგი იღუმენი იყო. პატრიარქი დაფიქრდა და მითხრა: თუ მამა შიოს არქიმანდრიტის წოდებას მივცემთ, მაშინ მისი მოძღვარიც, მამა კონსტანტინეც უნდა დავაჯილდოოთ. მაშინ, ორივე დააჯილდოეთ-მეთქი, ვთხოვე; და ასეც მოხდა.

- გამოდის, რომ თქვენ ეპისკოპოსობამდეც იცნობდით მამა შიოს?
- კი, ვიცნობდი, ჩამოდიოდა ხოლმე ჩვენთან...
მახსოვს, ექიმებმა მირჩიეს მენჯის სანატორიუმში მემკურნალა. მაშინ ბათუმის მიტროპოლიტი ვიყავი და მამა შიოსთან უკვე ახლო ურთიერთობა მქონდა. ერთი დღით ადრე გავემგზავრე, სენაკში მამა შიოსთან ჩავედი. იმ ღამეს მასთან უნდა დავრჩენილიყავი. ეს ამბავი მეზობლებმა რომ შეიტყვეს, აღარ მოგვასვენეს. იცოდნენ, მამა შიოს არავითარი პირობები არ ჰქონდა, ამიტომ გვთხოვდნენ: ჩვენთან წამობრძანდით და მოისვენეთო, ყველა გვეპატიჟებოდა. მტკიცედ ვუთხარი: მამა შიოსთან უნდა დავრჩე-მეთქი. მაშინ მეზობლებმა მამა შიოს სახლის დალაგება დაიწყეს. ჩვენ ეზოში ვისხედით, მათ კი სულ მორეცხეს და დაწმინდეს იატაკი და კედლები. ბოლოს ლოგინი და თეთრეული მოგვიტანეს.

მახსენდება კიდევ ერთი ასეთი შემთხვევა. იყო ერთი ბერი, წარმომავლობით თავადი - ისაია ჩიქოვანი. მამა შიომ იმ ბერთან ერთად მენჯის სანატორიუმში მომინახულა. ექიმებმა დაინახეს თუ არა, ატეხეს ყვირილი "ძიძა მოდის!" ძალიან უყვარდათ იგი; უნდოდათ, ჩვენთვის პატივი ეცათ და 3 ჭიქა რძე მოგვართვეს. პეტრე-პავლობის მარხვა იყო. მამა შიომ ლოცვა თქვა, მე ვაკურთხე და რძე დავლიეთ. ბერი რძეს არ შეეხო და თვალებზე ხელი აიფარა - ვითომ ვერ ვხედავ, როგორ სვამთო. მამა შიო მომიბრუნდა და მითხრა: არ გეწყინოს მისგან, მეუფეო, ჯერ იმ სიმაღლეზე არ არის, რომ რძე დალიოსო...

მიმაჩნია, რომ მამა შიოს წმინდანად შერაცხვა ჯერ ადრეა. მაგრამ ვფიქრობ, მისი კანონიზაცია ადრე თუ გვიან მაინც მოხდება.
მახსოვს, როცა აღსარების შემდეგ შენდობის ლოცვას წამიკითხავდა, მომეხვეოდა და მეტყოდა: "მეუფეო, ახლა შენ ანგელოზი ხარ, ცოდვები გეპატია!" ძალიან მახარებდა ეს სიტყვები და მისი ასეთი მოწყალება.
...მე დიდად დავალებული ვარ მამა შიოსგან...

მამა შიო საოცრად მოწყალე იყო ადამიანების მიმართ. მისი მოძღვარი, მამა კონსტანტინე, უფრო მკაცრი და მომთხოვნი იყო და ცოტა დისტანციურიც, ადვილად არ იკარებდა ადამიანებს. მამა შიო კი ღია, უშუალო ადამიანი იყო, ნებისმიერს შეეძლო მასთან მისვლა.
შემოწირულობას თუ მიიღებდა, მაშინვე მეზობლებს ჩამოურიგებდა ხოლმე. დარწმუნებული ვარ, ახლა განსაკუთრებით ლოცულობს ჩვენთვის და საქართველოსთვის!

- მინდა ასევე შეგეკითხოთ სენაკში მოღვაწე დებზე, იღუმენია ფავსტოსა და სქემონაზონ აკეფსიმა შუშანიებზე. იქნებ ორიოდე სიტყვა მათზეც გვითხრათ?
- სულ ერთ-ორჯერ შევხვედრივარ დებ შუშანიებს. ფავსტო იღუმენია იყო, აკეფსიმე - სქემონაზონი. აკეფსიმე ჩუმი იყო; ფავსტო - უფრო აქტიური; ნაკითხი, განვითარებული ადამიანი იყო. ბევრი რამ იცოდა და ახსოვდა, მაგრამ ცოტა ამაყიც იყო.

დები შუშანიები დიდი მოღვაწეები იყვნენ. მათ, ფაქტობრივად, გადაარჩინეს ღირსი ალექსის (შუშანია) ბერის სავანე.

http://www.kvirispalitra.ge/martlmadidebluri/16524-eqskluziuri-interviu-patriarqthan-qme-didad-davalebuli-var-mama-shiosganq.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 13 2013, 12:59 AM

ილია მეორე - კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საქართველოსნაირი ქვეყანა და ხალხი არც ყოფილა და არც იქნება
23:32 12-04-2013
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საქართველოსნაირი არც ყოფილა და არც იქნება, არც ქვეყანა და არც ხალხი, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების ტაძრის მოლოცვის შემდეგ განაცხადა.
უწმინდესმა ტაძარში შეკრებილი მრევლი დალოცა და მათ მცირე ქადაგებით მიმართა. პატრიარქმა მადლობა შესწირა უფალს და მრევლს მისთვის ლოცვებისათვის. მან მრევლს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იმყოფებოდა ფინეთში, შეხვდა ფინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს და იქ მცხოვრებ ქართველებს.
"თქვენი ლოცვებითა და ღვთის დიდი წყალობით მშვიდობით დავბრუნდით სახლში. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ასევე, მინდა ვთქვა, რომ უცხოეთში ჩემი წასვლა ასეთი დიდი ხნით არ შეიძლება. ძალიან მომენატრეთ. გერმანიაში ყოფნის დროს ერთ-ერთმა ქალიშვილმა მითხრა: ისე მიყვარხართ, როგორც საქართველო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საქართველოსნაირი არც ყოფილა და არც იქნება არც ქვეყანა და არც ხალხი. მადლობა თქვენ ლოცვებისთვის", - აღნიშნა უწმინდესმა ქადაგებისას.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ფინეთიდან საქართველოში რამდენიმე საათის წინ დაბრუნდა. ილია მეორე აეროპორტიდან პირდაპირ ყოვლადწმინდა სამების ტაძრისკენ გაემართა, ტაძარი მოილოცა და იქ შეკრებილები დალოცა.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/236125-ilia-meore-kidev-erthkhel-davrtsmundi-rom-saqarthvelosnairi-qveyana-da-khalkhi-arc-yofila-da-arc-iqneba.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 3 2013, 08:19 PM

პატრიარქმა ხარების ეკლესიაში მეფეთა სარკოფაგები აკურთხა
18:01 03-05-2013
ხარების ეკლესიაში პატრიარქმა მეფეთა სარკოფაგები აკურთხა. გარდამოხსნის წესის შესრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად წმინდა სამების ლავრის ხარების ეკლესიაში ჩაბრძანდა, სადაც ვახტანგ VI-ის და თეიმურაზ II-ის ნეშთების განსასვენებელი სარკოფაგები აკურთხა.
"წმინდა ხარების ტაძარში დაიდგმება ორი სარკოფაგი, სადაც ასტრახანიდან ჩამოვასვენებთ ვახტანგ VI-ის და თეიმურაზ II-ის ნეშთებს. ეს სარკოფაგები არის ხელოვნების უმაღლესი დონე და არც ერთ მეფეს ასეთი საფლავები არ ღირსებიათ. ისინი ამას იმსახურებენ თავიანთი დიდი წამებისა და დიდი განსაცდელის გამო. დღეს დამთავრდა ამ სარკოფაგების კეთება. ღირშესანიშნავია ასევე ისიც, რომ ეს ქვა ჩამოტანილია იერუსალიმიდან და ბეთლემიდან, წმინდა ადგილებიდან. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო გიორგი ლალიაშვილს, რომელმაც ასე ლამაზად და დახვეწილად შეასრულა დიდი ღვაწლი. მადლობას ვუხდი იმ ახალგაზრდებსაც, რომლებიც ეხმარებოდნენ. ვფიქრობ, ეს არის დასაწყისი, ჩვენ კიდევ ბევრ შედევრს გავაკეთებთ საქართველოში. ახლა ყველაფერი ღვთის ნებაზეა, რომ მოხდეს მეფეების ნეშთების ჩამოსვენება", - ბრძანა პატრიარქმა.
უწმინდესმა ქვის სარკოფაგის შემქმნელს, გიორი ლალიაშვილს საჩუქრად საათი გადასცა, მასთან ერთად სარკოფაგების შექმნაში მონაწილე ახალგაზრდებს კი - პატრიარქის ეპისტოლეების კრებული.
უწმინდესმა საუბრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სარკოფაგების შექმნის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მას არაერთი ქვეყანა აქვს მოვლილი და ასეთი ლამაზი სარკოფაგები არ უნახავს.
"ჩვენი მეფეები ნამდვილად იმსახურებენ. ალბათ ბარგი უკვე მზადა აქვთ წამოსასვლელად. ჩვენ მათ საზეიმოდ შევხვდებით და მოვეფერებით. ეს არის პირველი კურთხევა, მთავარი კურთხევა მოხდება, როცა ჩამობრძანდებიან და მთელი თბილისი და საქრთველო შევხდებით მათ", - აღნიშნა უწმინდესმა.

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/238557-patriarqma-kharebis-eklesiashi-mefetha-sarkofagebi-akurthkha.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 17 2013, 09:07 PM

საქართველოს პატრიარქი დღეს ჰომოფობიის წინააღმეგ აქციის საწინააღმდეგო აქციაზე მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა. მან განცხადება ბათუმის აეროპორტში, სტამბულში გამგზავრებამდე გააკეთა. მისი თქმით, ეკლესია ემიჯნება ძალადობას, თუმცა ლგბტ პროპაგანდა დაუშვებელია.

"ეს არის ცოდვა და ვერანაირი რელიგია ვერ დაუჭერს მას მხარს. ამავე დროს ჩვენ შეგვიძლია გამოვხატოთ გულისტკივილი, მაგრამ არ ჩავერიოთ სხვის პირად ცხოვრებაში. იმედი მაქვს რომ ყველაფერი დამშვიდდება. მოვუწოდებ ყველას, ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც რომ დატოვონ ქუჩები, წავიდნენ სახლში და ილოცონ ერთმანეთისთვის“,- განაცხადა საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ.
http://news.ge/ge/news/story/55073-patriaqi-aqtsiis-monatsileebs-sakhlebshi-tsasvlisken-moutsodebs

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 27 2013, 09:49 PM

საქართველოს საპატრიარქო პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი

2013-05-24

დღეს, 24 მაისს, სრულიად საქართვლოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მღვდელმთავრებთან ერთად შეხვდა ინტერრელიგიურ სამუშაო ჯგუფში შემავალი რელიგიური გაერთიანებების წამომადგენლებს. ყველამ გამოთქვა წუხილი 17 მაისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და გამოხატა უარყოფითი დამოკიდებულება ძალადობრივი მოწოდებებისა და ქმედებების გამო. ამასთანავე, რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებმა ერთხმად დააფიქსირეს თავისი პოზიცია და აღნიშნეს, რომ ერთსქესიანთა ურთიერთობა უმძიმესი ცოდვა არის და, ამდენად, მისი პროპაგანდა, ტირაჟირება და პოპულარიზაცია ყოვლად მიუღებელია. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და დამსწრე რელიგიური დენომინაციების ლიდერები შეთანხმდენ, დაიწყონ აქტიური მუშაობა, რათა თავის მხრივ ხელი შეუწყონ საზოგადოებაში არსებული ამ და სხვა პრობლემების მოგვარებას. დაიგეგმა კონკრეტული ერთობლივი ღონისძიებებიც: ა). მოხდეს ზნეობრივ თემებზე ერთობლივი წიგნის (ან წიგნების) პუბლიკაცია; ბ). ყველამ შეუწყოს ხელი ოჯახის, როგორც სახელმწიფოს უმრთავრესი საყრდენის, სიწმიდისათვის ზრუნვის გაძლიერებას; გ). ეთხოვოს სახელმწიფოს ოჯახის დღის დაწესება-აღნიშვნა; დ). მოხდეს ზოგადად საგანმანათლებლო საქმიანობის გააქტიურება; ე). საკანონმდებლო ორგანოსათვის განსახილველად შემუშავდეს გარკვეული წინადადებები, რომელიც მოზარდების მავნე ზემოქმედებისაგან დაცვას შეუწყობს ხელს. შეხვედრას ესწრებოდნენ ლიდერები შემდეგი რელიგიური დენომინაციებიდან: იუდეური თემი, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია, ამიერკავკასიის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია, ევანგელურ-ლუთერული ეკლესია, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, იეზიდთა თემი, სახარების რწმენის ეკლესია, მეშვიდე დღის ქრისტიან ადვენტისთა ეკლესია, ასევე - ინტერრელიგიური სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი პაატა გაჩეჩილაძე, კონფესიათაშორისი დიალოგისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებში საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი თეა გოგოტიშვილი.
http://patriarchate.ge/?action=news_show&mode=news&id=761

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 3 2013, 10:17 PM

ილია მეორემ ლაიმა ვაიკულე საპატრიარქოში მიიღო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ საქართველოში ვიზიტად მყოფი რუსეთში მოღვაწე მომღერალი, ლაიმა ვაიკულე მიიღო.

ილია მეორემ ლაიმა ვაიკულეს მის მიერ დაწერილი საგალობლები მოასმენინა და ასევე, მის მიერ შექმნილი ჯვარი უსახსოვრა.

უწმინდესმა იმედი გამოთქვა, რომ ლაიმა ვაიკულე საქართველოს კიდევ ესტუმრება.
უწმინდესმა მომღერალს საპატრიარქო პირადად დაათვალიერებინა, საკუთარი სამუშაო ოთახი აჩვენა და საპატრიარქოში არსებული სიწმინდეები მოალოცინა.

პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ, ლაიმა ვაიკულემ ჟურნალისტების შეკითხვაზე: რა შთაბეჭდილებით ტოვებს საპატრიარქოს, აღნიშნა, რომ "ამ გრძნობის გადმოსაცემად სიტყვები არ ჰყოფნის".




წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/79158-ilia-meorem-laima-vaikule-sapatriarqoshi-miigho.html#ixzz2VB7goZ8x

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 5 2013, 12:27 PM

პატრიარქმაც მკითხა: რა ვუყოთ რიყეზე ამ "ტრუბებსო", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "პალიტრა ტვ"-ს გადაცემა "რეზიუმესთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც პრემიერმა გადაცემა "რეზიუმესთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს არ ეკითხებოდა, რა უნდა გაეკეთებინა, ერთი კაცი წყვეტდა და საკუთარი სურვილის შესაბამისად აკეთებდა ყველაფერს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საგარეო პოლიტიკას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ახალი ხელისუფლება მას შესაბამის ყურადღებას უთმობს, მაგრამ გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს შიგნით, ქვეყანაში როგორ დალაგდება ვითარება.

http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/politika/31979-patriarqmac-mkithkha-ra-vuyoth-riyeze-am-qtrubebsoq-bidzina-ivanishvili.html

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jun 5 2013, 12:46 PM

პატრიარქი თეოკრატიის შესახებ (01.06.2013)
სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით აღვლენილი წირვის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა, დღესასწაული მიულოცა.

პატრიარქმა თეოკრატიის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზოგიერთებს თეოკრატია კლერიკალობაში ერევათ. უწმიდესის თქმით, თეოკრატია ღვთის ძალას ნიშნავს, რომ სხვა არის თეოკრატია და სხვა არის კლერიკალური მმართველობა. მისივე განმარტებით, კლერიკალობა სასულიერო პირების სახელმწიფო მმართველობაში ყოფნას ნიშნავს, ეს კი არავის არ უნდა.

სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ :
http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=MD4IT3SwQqU

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 7 2013, 10:02 PM


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის სამძიმარი ავღანეთში გარდაცვილი მეომრების ოჯახებისადმი




2013-06-07




დიდია ჩვენი მწუხარება და გულისტკივილი ავღანეთში ა.წ. 6 ივნისს გარდაცვლილი საქართველოს ჯარისკაცების გამო, ვწუხვართ დაჭრილთა და ყველა იმ დაზარალებულთათვის, რომელთაც მიიღეს სხეულის დაზიანება. აღვავლენთ ლოცვებს თეიმურაზ ორთავიძის, გიორგი ადამოვის, ზურაბ გურგენაშვილის, მიხეილ ნარინდოშვილის, ბორის ცუგოშვილის, ზვიად სულხანიშვილის და გიორგი ღუჭაშვილისთვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სული, ხოლო მათ მშობლებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს მოანიჭოს ჭირსა შიგან სიმტკიცე და მშვიდობა. პატივისცემით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი

http://patriarchate.ge/?action=news_show&mode=news&id=764

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 14 2013, 10:01 PM

პატრიარქი პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს
19:55 14-06-2013
საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" კერძო სამაუწყებლო სიხშირის გათიშვასთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს მიმართავს .
"როგორც ცნობილია, 2007 წლიდან ფუნქციონირებს საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება", რომელიც ძირითადად შემეცნებითი, კულტურული და პატრიოტული გადაცემებით გამოირჩევა. "ერთსულოვნებას" ხელშეკრულება დადებული ჰქონდა ტელეკომპანია "ევრიკასთან" და ამ ხნის განმავლობაში ყიდულობდა მათ სიხშირეს. 2013 წლის 1-ელმაისს ხელშეკრულების ვადა გავიდა და ეს ურთიერთობაც შეწყდა, ამიტომ ჩვენი ტელევიზია იძულებული გახდა ე.წ. საკაბელო მაუწყებლობაზე გადასულიყო, რასაც შეზღუდული გავრცელების და მოსახლეობის გაჭირვების გამო მაყურებელთა 40% ვერ იღებს, არადა ხალხში დიდი სურვილია აღნიშნული არხის ყურებისა.
ჩვენ ვიცით, რომ მარეგულირებელ კომისიას თავისუფალი სიხშირე არ აქვს, მაგრამ თუ არის შესაძლებელი, პარლამენტის დავალებით, აღნიშნულმა კომისიამ გამოყოს დამატებითი სიხშირე. ეს იქნება დიდი დახმარება ჩვენთვისაც და ხალხისთვისაც", - მიმართავს პატრიარქი დავით უსუფაშვილს.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/243430-patriarqi-parlamentis-thavmjdomares-mimarthavs.html

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jun 15 2013, 04:41 PM

http://www.radikal.ru

15 ივნისს, ეროვნულ ბიბლიოთეკას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეროვნულ ბიბლიოთეკას საკუთარი ინიციატივით - შაბათის - კითხვის დღე, ეწვია.
საუბარი ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას შეეხებოდა. ღონისძიებას დასწრნენ პარლამენტის თავმჯდომარე და ბიბლიოთეკის დირექტორი

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 18 2013, 11:29 AM

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით

2013-06-01

მის აღმატებულებას, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ ვლადიმერ პუტინს თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, გამოვთქვამთ შეშფოთებას რუსი ჯარისკაცების მიერ სოფელ დიცთან საქართველოს დროებითი საზღვრის გადმოწევის გამო. ეს არის ჩვენი მოსახლეობისთვის მეტად მტკივნეული და მოულოდნელი ქმედება, მითუმეტეს იმ მცდელობების ფონზე, რასაც ჩვენი ქვეყნები ურთიერთობის ნორმალიზებისათვის აკეთებენ და რაც, საქართველოში არსებული რთული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენთვის ადვილად განსახორციელებელი არ არის. ვიმედოვნებთ, თქვენ სწორ შეფასებას მისცემთ შექმნილ ვითარებას და მიიღებთ სათანადო ზომებს აღნიშნული მდგომარეობის დროულად გამოსწორებისათვის. პატივისცემით სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II
http://patriarchate.ge/?action=news_show&mode=news&id=762

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 24 2013, 01:00 AM

წიგნის კითხვის დღესთან დაკავშირებით სამების ტაძრის ეზოში სამკითხველო კარვები გაიშალა. ღონისძიებას ორგანიზება საპატრიარქოსთან არსებულმა მოძრაობა "დავითიანმა" და წიგნების მაღაზიათა ქსელმა "ბიბლუსმა" გაუწია. ერთ-ერთ კარავში "ბიბლუსმა" ღია ბიბლიოთეკა მოაწყო, სადაც ყველა ჟანრის ლიტერატურა წარმოადგინა. დღევანდელ ღონისძიებაზე მწერალ გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება განიხილეს.

წიგნის კითხვისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მიიღო. უწმინდესმა ახალგაზრდებს აკაკი წერეთლის მოთხრობა "მერცხლისა და ჭივჭავის ომის" წაკითხვა ურჩია.

ღონისძიებაზე წიგნების მოყვარულთათვის კონკურსიც გაიმართა. 50-მდე ახალგაზრდას წასაკითხად გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოები - "მუსიკოსი"დაურიგდა. მოგვიანებით, მათ აღნიშნული ნაწარმოები გააანალიზეს. გამარჯვებული ახალგაზრდები კი "ბიბლუსმა" გამომცემლობა "პალიტრა L"-ის წიგნებით დააჯილდოვა. დასასრულს სუპერმარკეტების ქსელმა "სმარტმა" ღონისძიების მონაწილეებს ლანჩ-პაკეტები დაურიგა.

მომდევნო შაბათს წიგნის კითხვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გალაკტიონის შემოქმედებას დაეთმობა.
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/32693-ra-mothkhrobis-tsakithkhva-urchia-patriarqma-khalkhs.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 25 2013, 12:14 AM

ილია მეორე: სკოლებში უნდა შევიდეს საგანი მომზადება ოჯახური ცხოვრებისათვის
ნეტგაზეთი
ილია მეორე "საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის" პრეზენტაციას და კონცერტს დაესწრო, სადაც ახალი ინიციატივით გამოვიდა


"მე მშობლების მეშვიდე შვილი ვარ. 7 ბედნიერი რიცხვია და ბედნიერია ის მშობელი, ვისაც 7 და მეტი შვილი ჰყავს. მე ვფიქრობ, რომ საქართველო დაძლევს ამ პრობლემას, თუ ჩვენ შევუწყობთ ხელს. ერთ–ერთი, რასაც ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ, ეს არის ოჯახის დაბალი დონე, დაბალი კულტურა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სკოლებში შევიდეს საგანი მომზადება ოჯახური ცხოვრებისათვის"– განაცხადა ილია მეორემ.

ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონცერტის დასრულების შემდეგ ფონდის ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ ილია მეორეს და პრემიერ-მინისტრს ფონდის სიმბოლო - დემოგრაფიული ხე გადასცა..
http://netgazeti.ge/GE/105/News/20916/

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 29 2013, 09:20 PM

პატრიარქი - გალაკტიონი, უპირველეს ყოვლისა, დიდად მორწმუნე ადამიანი იყო
წიგნის კითხვის დღესთან დაკავშირებით, თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება განიხილეს. ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნისა" და ინტელექტუალური კლუბის "წიგნის მეგობრების" ორგანიზებით გაიმართა.

შეხვედრის დასაწყისში, ახალგაზრდებმა ტრადიციულად ბიბლიიდან ერთი თავი წაიკითხეს, მოგვიანებით, მათ გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის შედევრები განიხილეს.

ღონისძიებას ესწრებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. ასევე, მიწვეული სტუმარი, მხატვარი და მწერალი რეზო ემილიანე ადამია.

როგორც პატრიარქმა ბრძანა, გალაკტიონი უდიდესი პოეტია. მისი თქმით, თავად პოეტს არ იცნობდა, თუმცა უწმინდესმა შეკრებილ საზოგადოებას გალაკტიონის ცხოვრებიდან რამდენიმე ეპიზოდი მოუყვა. პატრიარქის განცხადებით, ეკლესიას ძალიან მძიმედ აწვა ფაქტი, რომ გალაკტიონს წესი აგებული არ ჰქონდა.

"ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ გალაკტიონის შესახებ. მაგრამ გალაკტიონი მაინც სულ სხვა არის. გალაკტიონი, უპირველეს ყოვლისა, დიდად მორწმუნე ადამიანი იყო. თქვენ იცით, რომ აღსასრული მისი ძალიან რთული იყო: ის გადავარდა, თუ გადააგდეს, თუ რა მოხდა... ძალიან მძიმედ აწვა ეკლესიას ის ფაქტი, რომ გალაკტიონს არ ჰქონდა წესი აგებული და ჩემ დროს მოხდა მისთვის წესის აგება. გალაკტიონი, რამდენიც არ უნდა ვიკითხოთ, ჩვენ მაინც ვერ მივწვდებით მის სიმაღლეებს და სიღრმეებს. მაგრამ გალაკტიონი ძალიან ახლოს არის ჩვენთან, განსაკუთრებით ჩემთან, იმიტომ, რომ მე აღვავლინე პირველი ლოცვა გალაკტიონისთვის. მისი სული შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს. ის ადამიანი, რომელმაც დაწერა "დედაო ღვთისა, მზეო მარიამ", როგორ შეიძლება, რომ ღმერთმა არ შეიწყალოს. მე მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ ერთად ვართ და ვიხსენებთ მის სახელს და ეს სიტკბო მის სახელზე მოგართვით", - ბრძანა უწმინდესმა და ბიბლიოთეკაში შეკრებილ საზოგადოებას ტკბილეული მიართვა.

თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში ლიტერატურული კონკურსიც გაიმართა. კონკურსის გამარჯვებულები წიგნების მაღაზიათა ქსელმა "ბიბლუსმა" გამომცემლობა პალიტრა L"-ის წიგნებით, "ჩემი რჩეულის" სერიიდან გალაკტიონის ტომებით დაჯილდოვა.

"ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ შაბათს განსაკუთრებული დატვირთვა მიეცა.

კვლავ განვაგრძობთ ასეთივე ტემპით, ყოველ შაბათს გავახარებთ მკითხველებს განსხვავებული აქციებითა და საღამოებით", - განაცხადა "ბიბლუსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა მარიამ წამალაშვილმა.

ღონისძიების ფოტოგადაღება Leko Photography-მ უზრუნველყო. ამასთან, ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებულ გუნდს საზოგადოებრივი რადიო საშუალებას მისცემს, გალაკტიონის ერთ-ერთი ლექსი ჩაწეროს, რომელიც რადიოეთერში იტრიალებს.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/books/81005-patriarqi-galaktioni-upirveles-yovlisa-didad-mortsmune-adamiani-iyo.html#ixzz2Xcv6Cch8

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 13 2013, 09:20 PM

2013 წლის 30 ივნისს , ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში , უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დალოცა საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები და ბოლნისის კულტურულ სახლთან არსებული ბავშთა ვოკალური ანსამბლი – ,,ალილო.''

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 17 2013, 08:09 PM

ილია II რუსეთს ეწვევა
რუსეთის ნათლისღების 1025 წლისთავთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II რუსეთს ეწვევა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების ხელმძღვანელმა, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმე შარაშენიძემ განუცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, რუსეთის ნათლისღების 1025 წლისთავთან დაკავშირებით, საიუბილეო ღონისძიებები მოსკოვში, კიევსა და

მინსკში გაიმართება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II დელეგაციის წევრებთან ერთად 23-30 ივლისს სამივე ქალაქში ჩაბრძანდება.

"იქნება საუბარი იმ თემებზე, რომელიც ყოველთვის საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებს შორის არის. პირველი ეს არის აფხაზეთის თემა და ქართველი მეფეების ნეშთების გადმოსვენება", - დასძინა საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების ხელმძღვანელმა.

მეუფის განმარტებით, დელეგაციის წევრები რუსეთის პატრიარქს შეხვდებიან. რუსეთის ხელისუფლების პირველი პირების შეხვედრების შესახებ ინფორმაცია კი ჯერ დაზუსტებული არ არის. შეხვედრებზე დაზუსტდება ასევე ასტრახანიდან ქართველი მეფეების: ვახტანგ VI-სა და თეიმურაზ II-ის გადმოსვენების საკითხიც.

"ინტერპრესნიუსი"


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/82209-ilia-ii-ruseths-etsveva.html#ixzz2ZJsSQ4HC

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 18 2013, 08:29 PM

პატრიარქმა მახათას მთაზე ისტორიული ტაძრის მშენებლობა დაათვალიერა
19:30 18-07-2013
პატრიარქმა მახათას მთაზე ისტორიული ტაძრის მშენებლობა დაათვალიერა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მახათას მთაზე ისტორიული ტაძრის მშენებლობა დაათვალიერა. უწმინდესმა კომპანია "BK Capital"-ის დამფუძნებლის , შოთა ბერიკაშვილისა და ფონდ "ივერიისას" დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძისგან მშენებლობასთან დაკავშირებული ინფორმაცია მოისმინა, დეტალებს გაეცნო და მშენებლები დალოცა. პატრიარქმა ტაძრის საკურთხეველი დაათვალიერა და ტაძრის შუაგულში სანთელიც დაანთო.
მახათას მთაზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძრის ტერიტორიის დატოვებამდე ჟურნალისტებმა უწმინდესს რუსეთთან დაკავშირებით ვიზიტზეც ჰკუთხეს, თუმცა პატრიარქმა ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა და განაცხადა, რომ აქ ამის ადგილი არ არის. "აქ დღეს ჩვენ ლოცვისთვის შევიკრიბეთ", - აღნიშნა ილია მეორემ.
უწმინდესმა დალოცა მშენებლები, პაატა ბურჭულაძე, მახათას მთაზე შეკრებილები და მთელი საქართველო, რის შემდეგაც ტერიტორია დატოვა.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას "BK Capital"-ის დამფუძნებელმა შოთა ბერიკაშვილმა განაცხადა, ამჟამად მიმდინარეობს ტაძრის მშენებლობის მეორე ეტაპი, რომელიც ერთი თვეა, რაც დაიწყო. ტაძრის მშენებლობა დაახლოებით 20-24 თვეში დასრულდება.
მახათას მთაზე მშენებარე ტაძრის საძირკველი 2011 წლის 12 მაისს ეკურთხა, 2012 წლის 17 აპრილს ტაძრის საძირკველი გაიჭრა, ხოლო 2013 წლის 7 მაისს მშენებლობის მეორე ეტაპი დაიწყო. ტაძრის მშენებლობა 2700 კვადრატულ მეტრზე მიმდინარეობს, ტაძრის სიგრძე იქნება 60 მეტრი, სიგანე 32 მეტრი, სიმაღლე ჯვრის ძირამდე 51 მეტრი იქნება. მშენებლობას ახორციელებს კომპანია "BK Capital"-ი.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/247300-patriarqma-makhathas-mthaze-istoriuli-tadzris-mshenebloba-daathvaliera.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 22 2013, 12:58 AM

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საპატრიარქო ტაძრის ეზოში ახალი სკვერი და აუზი აკურთხა. როგორც ილია მეორემ სამებაში ქადაგებისას აღნიშნა, ბაღის ტერიტორია ბიძინა ივანიშვილის დახმარებით ბავშვებისთვის კეთილმოეწყო. კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა და დალოცა.
http://info9.ge/?l=G&m=1000&id=23343&share=true

,,მაგარი'' კადრია , პატრიარქი რომ წყალში ჩადის...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 23 2013, 03:40 PM

იმედია, რომ კარგი შედეგებით დავბრუნდებით, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს თბილისის აეროპორტში რუსეთში გამგზავრებამდე განაცხადა.

კათალიკოს-პატრიარქმა ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა. "ჩვენ მივემგზავრებით მოსკოვში, კიევსა და მინსკში. რუსეთის ეკლესია აღნიშნავს გაქრისტიანების 1025 წელს. ჩვენ შეხვედრები გვექნება რუსეთის პატრიარქ კირილთან და სხვა მღვდელმთავრებთან; ასევე, შეხვედრა გვექნება პრეზიდენტებთან. იმედია, რომ კარგი შედეგებით დავბრუნდებით", - განაცხადა აეროპორტში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა.

დელეგაციის შემადგენლობაში რამდენიმე მღვდელმთავარი, მაღალი რანგის სასულიერო პირები, ასევე, საერო პირებიც არიან.
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/33849-qimedia-kargi-shedegebith-davbrundebithq-patriarqi-rusethshi-gaemgzavra.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 24 2013, 12:13 AM

მოსკოვში საქართველოსა და რუსეთის პატრიარქების შეხვედრა გაიმართა
23.ივლისი.2013 - 16:45

მოსკოვში საქართველოსა და რუსეთის პატრიარქების შეხვედრა გაიმართა
რუსეთში სტუმრად მყოფი საქართველო მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს შეხვდა. რუსმა მღვდელთმთავარმა შეხვედრას უწოდა „ძმური“ და აღნიშნა, რომ „ერთიანი სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია განუყოფელია. ილია მეორე, რომელიც მორიგი ვიზიტით სამშაბათს გაემგზავრა მოსკოვში, იმედოვნებს, რომ სამშობლოში კარგი შედეგებით დაბრუნდება. "ჩვენ მივემგზავრებით მოსკოვში, კიევსა და მინსკში. რუსეთის ეკლესია აღნიშნავს გაქრისტიანების 1025 წელს. ჩვენ შეხვედრები გვექნება რუსეთის პატრიარქ კირილთან და სხვა მღვდელმთავრებთან, ასევე შეხვედრა გვექნება პრეზიდენტებთან, იმედია, რომ კარგი შედეგებით დავბრუნდებით", - განაცხადა აეროპორტში პატრიარქმა ილია მეორემ. საქართველოს საეკლესიო დელეგაციის შემადგენლობაში რამდენიმე მღვდელმთავარი, მაღალი რანგის სასულიერო პირები და, ასევე, საერო პირებიც არიან.
http://blog.mediamall.ge/?type=political&id=12962

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 26 2013, 12:58 AM

ორი ეკლესიის წინამძღვარს შორის მოლაპარაკების მთავარი თემა ქართველი მეფეების, ვახტანგ მეექვსისა და თეიმურაზ მეორის რუსეთიდან საქართველოში გადმოსვენება და აფხაზეთის საეკლესიო საკითხი იყო.
24 ივლისი, 2013. 23:25
-+
მოსკოვში ილია მეორის ვიზიტი გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, რუსეთის გაქრისტიანების 1025 წლისთავთან დაკავშირებით, საზეიმო წირვას დაესწრო. ღონისძიების დაწყებამდე, ილია მეორის ხელმძღვანელობით, საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია დანილოვის მონასტრის, სინოდის რეზიდენციაში რუსეთის პატრიარქმა, კირილმა მიიღო. ორი ეკლესიის წინამძღვარს შორის მოლპარაკების მთავარი თემა ქართველი მეფეების, ვახტანგ მეექვსისა და თეიმურაზ მეორის რუსეთიდან საქართველოში გადმოსვენება და აფხაზეთის საეკლესიო საკითხი იყო. ქართველი მეფეების ნეშტების გადმოსვენება, სავარაუდოდ, ერთი წლის ვადაში იგეგმება. უწმინდესი და უნეტარესი ხვალ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას აპირებს.
საქართველოსა და რუსეთის პატრიარქების შეხვედრამდე აფხაზეთის საეკლესიო თემა რუსული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე რუსული ეკლესია ქართულისგან კანონიკური საზღვრების მიუხედავად, აფხაზეთის ეპარქიის დროებით მართვაში გადაცემას მოითხოვს.
„შეხვედრაზე სხვა თემებთან ერთად აფხაზეთში საეკლესიო განხეთქილების საკითხებსაც განიხილავენ. აფხაზეთში ეჭვობენ, რომ რუსული და ქართული ეკლესიები იმაზე შეთანხმდნენ, რომ აფხაზი მრევლი ქართული ეკლესიის წიაღში აღმოჩნდეს, ფორმალურად აღადგინონ საქართვველოს პატრიარქის გავლენა, ხოლო დე ფაქტო, სამრევლო რუსეთის საპატრიარქოს მღვდელმსახურებს გადაეცეს. ამას გარდა რესპუბლიკაში მიდის საუბრები იმაზეც, რომ ამ გეგმასთან კავშირში რუსეთის ხელისუფლებაც არის." - ნათქვამია რუსულ მედიაში.
აფხაზეთში ეკლესიის ერთ ფრთას ე.წ. აფხაზური მიტროპოლია წარმოადგენს, რომელიც საქართველოს ეკლესიისგან გამოყოფას და კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან დაახლოებას ცდილობს.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის მხრიდან ყოველთვის ერთმნიშვნელოვანი პოზიციაა, რომ აფხაზეთი არის საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის განუყოფელი ნაწილი. რუსეთის პატრიარქის განცხადებით, მათი მხრიდან იყო მცდელობა, რომ შესაძლებელი გამხდარიყო, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ჩასვლა აფხაზეთში, მაგრამ პოლიტიკური ვითარების გამო ეს ვერ ხერხდება." - აღნიშნა მამა გიორგი ზვიადაძემ.
თეოლოგი ლევან აბაშიძე არ გამორიცხავს, რომ რუსეთის ეკლესია მართლაც ითხოვდეს ქართული ეკლესიისგან აფხაზეთის ეპარქიის დროებით გადაცემას, რადგან ამჟამად აფხაზეთში საქართველოს ეკლესიის მხრიდან ეპისკოპოსის ხელდასმა ვერ ხერხდება.
http://www.reportiori.ge/?menuid=7&id=839

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 26 2013, 11:22 PM

ილია მეორე რუსეთში ასლან აბაშიძეს შეხვდა
ილია მეორე რუსეთში ასლან აბაშიძეს შეხვდა
26/07/13 14:48
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მოსკოვში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ მეთაურს ასლან აბაშიძეს და მის ვაჟს, ბათუმის ყოფილ მერს გიორგი აბაშიძეს შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ვრცელდება.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრა გუშინ, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის რუსეთში ვიზიტის ფარგლებში შედგა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს გუშინ შეხვდა. პუტინმა კრემლში მსოფლიოს მართლმადიდებლური ეკლესიების მეთაურები მიიღო. შეხვედრას, რომელიც რუსეთის გაქრისტიანების 1025-ე წლისთავს ეძღვნებოდა, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე 14 უმაღლეს საეკლესიო პირთან ერთად დაესწრო.
http://www.iveroni.com.ge/politika/38057-ilia-meore-rusethshi-aslan-abashidzes-shekhvda.html?lang=ka-GE

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 29 2013, 12:57 AM

პატრიარქი - რუსეთის პრეზიდენტი ალბათ შეასრულებს თავის დაპირებას
21:06 28-07-2013
პატრიარქი - რუსეთის პრეზიდენტი ალბათ შეასრულებს თავის დაპირებას რუსეთში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ქრისტიანი მოსახლეობის პრობლემებთან დაკავშირებით ცალკე დოკუმენტის შექმნას დაჰპირდნენ, - ამის შესახებ ილია მეორე "მე-9 არხთან" ინტერვიუში აცხადებს.
როგორც უწმინდესი აღნიშნავს, რუსეთის პატრიარქმა მას სიტყვა მისცა, რომ აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილი მოსახლეობის საკითხი ცალკე იქნება განხილული.
"რუსეთის პატრიარქი მობრძანდა ჩვენთან. პატრიარქმა მომცა სიტყვა და ეს არის პრეზიდენტ პუტინის აზრიც. მას უთქვამს კიდეც პატრიარქისთვის – რატომ არ შეიტანეთ დოკუმენტში აფხაზეთიდან და ცხინვალიდან ლტოლვილებიო. შემპირდნენ, რომ ცალკე იქნება ეს საკითხი განხილული და განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ამას. აქედან უნდა დავიწყოთ ჩვენ ლტოლვილების დაბრუნება თავის კერაზე და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ლტოლვილები დაბრუნდნენ. რუსეთის პრეზიდენტი ალბათ შეასრულებს თავის დაპირებას", - ბრძანა უწმინდესმა.
რუსეთის ნათლისღების 1025 წლისთავთან დაკავშირებით კიევში ვიზიტით მყოფმა მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებმა შეიმუშავეს დოკუმენტი, რომელშიც მსოფლიოს მართლმადიდებელი ერების პრობლემებია განხილული. მეუფე თეოდორეს ინფორმაციით, დოკუმენტში საუბარია ქრისტიანი მოსახლეობის დევნისა და შევიწროების ფაქტებზე.
"ჩვენ გვინდოდა, ამ დოკუმენტში შესულიყო აფხაზეთსა და ცხინვალში არსებული მდგომარეობა, სადაც დღესაც ხდება სასაზღვრო ზოლის გავლება და ამ ზოლმა, დღეს სამწუხაროდ ზოგიერთი ოჯახის ეზოზე გაიარა", - ბრძანა მეუფე თეოდორემ.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/248232-patriarqi-rusethis-prezidenti-albath-sheasrulebs-thavis-dapirebas.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 31 2013, 01:38 PM

საზოგადოება

12:53 / 31-07-2013
საქართველოს პატრიარქი - დაძაბული ურთიერთობები საქართველო-რუსეთს შორის ხელოვნურად არის შექმნილი
"ილია მეორე: ძმები ვიყავით და ძმებად დავრჩებით", - ამ სათაურით აქვეყნებს რუსული გამოცემა Кавказская Политика ნადეჟდა კევორკოვას ინტერვიუს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვტილია, თუმცა საქართველოს პატრიარქი ხუთი წლის განმავლობაში რჩება საქართველოს ერთადერთ წარმომადგენლად, რომელიც რუსეთში ჩადის და არა მხოლოდ მოსკოვის პატრიარქ კირილს ხვდება, არამედ - ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც.

"საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გავლენა უპრეცედენტოა. ამერიკული გამოკვლევების თანახმად, მისი რეიტინგი 92%-ზე ქვევით არ ჩამოდის. ხუთი წლის წინ პატრიარქი პირადად ესაუბრა რუსეთის სამხედრო უწყებას და პირადად ჩავიდა საომარი ქმედებების ზონაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ცხედრების საქართველოში გადმოსასვენებლად", - წერს ნადეჟდა კევორკოვა და დასძენს, რომ რუსეთში ვიზიტამდე ილია II კიდევ ერთხელ აღნიშნა, თუ რამდენი რამ აერთიანებთ რუსეთსა და საქართველოს გარდა მართლმადიდებლობისა - მათ შორის კულტურა, ტრადიციები, საერთო ისტორია, პოეტები და საბჭოთა კავშირის თვით ყველაზე გავლენიანი და მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ლიდერი იოსებ სტალინი.

"პირველ რიგში, მინდა ყველას მივმართო - ის დაძაბული ურთიერთობები, რომელიც საქართველო-რუსეთს შორის წარმოიშვა - ხელოვნურად შექმნილია. მიუხედავად ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული რთული ურთიერთობებისა, ჩვენმა ეკლესიებმა შეინარჩუნეს ძმური, ჩვენმა ხალხმა კი თბილი ურთიერთობები. ჩვენ დიდი სიყვარულით ვხვდებით რუსულ მრევლს და ისინი ესწრებიან ჩვენს ღვთისმსახურებას, თავის მხრივ ქართველებიც ხშირად სტუმრობენ რუსულ წმინდა ადგილებს", - განაცხადა რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და დასძინა, რომ დაძაბული ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან რუსეთშიც და საქართველოშიც არსებობენ კეთილი ძალები, რომლებიც გამოასწორებენ ამ გაუგებრობას. მისივე თქმით, აფხაზეთიცა და ცხინვალიც კვლავ იქნება საქართველოს შემადგენლობაში.
"ჩვენ შევინარჩუნეთ თბილი ურთიერთობები აფხაზებთანაც და ოსებთანაც. როგორც იცით, მე ვლადიკავკაზში დავიბადე, სკოლაც იქ დავამთავრე და კარგად ვიცნობ ოსებს. ეს კეთილი, ნიჭიერი ხალხია. რაც შეეხება აფხაზეთს, 11 წლის განმავლობაში ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი და ჩვენს შორის რაიმე დაძაბულობის ერთ შემთხვევასაც ვერ გავიხსენებ. ვფიქრობ, რომ არ არსებობს არც ჩიხი, არც - კედელი. როდესაც ჩვენ წინ აღმართულ კედელს ვაწყდებით, მას გვერდი უნდა ავუაროთ და ან კარი უნდა ვიპოვოთ, ან ფანჯარა, ან - გასასვლელი", - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა.
რუსულ გამოცემასთან საუბარში ილია მეორემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის.

"ჩემი აზრით, რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების გამართვა სასულიერო პირებსაც და ელიტის წარმომადგენლებსაც შეუძლიათ. ამას ხელს არაფერი უშლის მით უმეტეს, რომ უკვე ათი თვეა, რაც საქართველოს ახალი ხელისუფლება ჰყავს, რომელიც მზადაა მოლაპარაკებებისთვის და ვფიქრობ, ეს მოლაპარაკებები შედგება", - აღნიშნა უწმინდესმა და უნეტარესმა და დასძინა, რომ თავად არ აწარმოებს მოლაპარაკებებს, განსაკუთრებით პოლიტიკური რანგის. მისივე განცხადებით, ყოველთვის ღიად აფიქსირებს საკუთარ აზრს და ფიქრობს, რომ დაუშვებელია თვალის დახუჭვა რუსეთსა და საქართველოს შორის შექმნილ სირთულეებზე.

"მიმაჩნია, რომ ჩვენ ვიყავით ძმები და ძმებად დავრჩებით. მთავარია, ერთმანეთისადმი გულწრფელები ვიყოთ.

ამას წინათ, მაგალითად, 300 მეტრით გადმოწიეს საზღვარი. რუსეთისთვის ეს არაფერს ნიშნავს, საქართველოსთვის კი ეს ძალიან ბევრია", - განაცხადა რუსულ გამოცემასთან საუბრისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და აღნიშნა, რომ ამაზე პასუხისმგებელი რუსეთის მხირდან ქვეყნის პრეზიდენტია, საქართველოს მხრიდან კი - ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და ისინი უნდა შეხვდნენ და გადაჭრან ეს საკითხები.

"საქართველო ღვითისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და მისი დანაწევრება არ შეიძლება. ამას არ დაუშვებს ღვთისმშობელი. ეს დიდი ცოდვაა ღვთის წინაშე. აფხაზეთი და ცხინვალი - საქართველოს ტერიტორიის ნაწილია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და აუცილებლად ვიპოვით გამოსავალს ამ რთული სიტუაციიდან. ძალიან მიყვარს რუსეთი, სადაც სასულიერო სემინარიაში მივიღე განათლება და აკადემია დავამთავრე", - განაცხადა ილია მეორემ.

რუსულ გამოცემასთან საუბრისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ასევე განაცხადა, რომ რუს და ქართველ ხალხს არა მხოლოდ მართლმადიდებლობა, არამედ კულტურა აერთიანებს.
"საქართველოს ძალიან უყვარს რუსული კულტურა. ქართველები კითხულობენ და ძალიან უყვართ რუსეთის ლიტერატურა და ფილოსოფია, განსაკუთრებით XIX საუკუნის. მახსოვს, როცა სემინარიისა და აკადემიის სტუდენტი ვიყავი, საბჭოთა პერიოდში ეს ლიტერატურა აკრძალული იყო, თუმცა მაინც ვახერხებდით ამ წიგნების კითხვას", - აღნიშნა ილია მეორემ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რუსულ გამოცემასთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ სტალინი ერთდროულად ქართველიც იყო და რუსიც.

"სტალინი წარმოშობით ქართველი იყო და შესანიშნავად იცოდა ქართული ენა, ქართული სიმღერა, გალობა. როდესაც ის გარდაიცვალა, სასულიერო სემინარიის სტუდენტი ვიყავი. მისი დაკრძალვისას ყველანი დარბაზში ვიდექით და ვტიროდით. მის შესახებ ბევრს გვესაუბრებოდა ჩვენი რექტორი, მამა კონსტანტინ რუჟიცკი, რომელმაც სტალინის შესახებ ბევრი იცოდა რუსეთის პატრიარქისგან ალექსეი I, ვისაც ძალიან უყვარდა სტალინი. ერთ-ერთი მიღების დროს, როცა სტალინი ალექსი I, მიტროპოლიტ ნიკოლაისა და პროტოპრესვიტერ ნიკოლაი კოლჩიცკის ხვდებოდა, სტალინმა ჰკითხა, რამ შეგაწუხათო? მათ კი უპასუხეს, მადლიერები ვართ თქვენი, რომ ტაძრები გახსენითო. "არა, ეს საკმარისი არ არის. გახსენით სასულიერო სემინარიები და აკადემიები", - უპასუხა სტალინმა. სტალინი გამოჩენილი პიროვნებაა. ასეთი პიროვნებები იშვიათად იბადებიან. მან იცოდა რუსეთის მსოფლიო მნიშვნელობა", - აღნიშნა ილია მეორემ და დასძინა, რომ სტალინი ყველასთვის ერთნაირი იყო და არ გამოყოფდა საქართველოს. მისივე აზრით, სტალინი მორწმუნე იყო, განსაკუთრებით სიცოცხლის ბოლო წლებში.
რუსულ გამოცემასთან ინტერვიუს დროს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ასევე აღნიშნა, რომ საუკუნეების განმავლობაში რუსეთმა და საქართველომ ბევრი სასულიერო ფასეულობა შეიძინეს.
"ამიტომ თვალი უნდა მივადევნოთ, რომ არ დაიკარგოს ეს ფასეულობები- ჩვენი რწმენა, სამშობლო, კულტურა. რუს ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, აყვავებასა და კეთილდღეობას. მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ ჩვენს ხალხსაც. ასევე იმას, რომ აღარასოდეს იყოს რთული ურთიერთობები რუსეთ-საქართველოს შორის", - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რუსული გამოცემა Кавказская Политика-სთან ინტერვიუს დროს.

მომზადებულია Кавказская Политика-ს მიხედვით.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/83068-saqarthvelos-patriarqi-dadzabuli-urthierthobebi-saqarthvelo-ruseths-shoris-khelovnurad-aris-sheqmnili.html#ixzz2ac9S5U5H

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 31 2013, 12:16 PM



პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 11 2013, 02:19 PM

პატრიარქი ტომას მელიას ხვდება
13:12 11-09-2013
პატრიარქი ტომას მელიას ხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში ტომას მელიას თანხმლებ პირებთან ერთად ხვდება.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. შეხვედრის დასაწყისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრირქმა სიხარული გამოთქვა მათი სტუმრობის გამო, მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის გაწეული დახმარებისათვის. პატრიარქმა, 2001 წლის 11 სექტემბერს ტერაქტების შედეგად დაღუპულებს პატივი მიაგო.
"მოხარული ვართ, რომ იმყოფებით ჩვენთან სტუმრად. ჩვენ ვემზადებით საპრეზიდენტო არჩევნებისათვის. ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ ამერიკის დახმარებას. დღეს არის 11 სექტემბერი, ჩვენ გამოვთქვამთ დიდ მწუხარებას გარდაცვლილთა გამო", -აღნიშნა პატრიარქმა. მისი თქმით, სირიაში მიმდინარე მოვლენებს თვალყურს ადევნებს და იმედი აქვს, რომ ყველაფერი ომის გარეშე მოგვარდება.
უწმინდესმა საქართველოს ეკლესიის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უძველესია მსოფლიოში. პატრიარქის თქმით, საქართველოში მართლმადიდებლობა IV საუკუნეში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.
საპატრიარქოში მყოფმა ამერიკელმა სტუმრებმა, უწმინდესის "ავე მარია" მოისმინეს. საგალობელის მოსმენამდე კი პატრიარქმა აღნიშნა, რომ ეს საგალობელი 11 სექტემბერს დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნება.
თავის მხრივ, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ პატრიარქს გადასცა ამერიკის პრეზიდენტის, ბარაქ ობამასა და სახელმწიფო მდივნისგან მოკითხვა.
პატრიარქთან შეხვედრას საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდიც ესწრება.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/252394-patriarqi-tomas-melias-khvdeba.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 13 2013, 11:30 PM

ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს უმასპინძლა
https://www.facebook.com/media/set/?set=a.577690132292524.1073742080.225914740803400&type=3

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 17 2013, 12:08 AM

ratinwt

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 17 2013, 02:43 AM

ახალი სასწავლო წელი თსუ–ში
განახლებულია 3 საათის წინ
16 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. პირველი კორპუსის წინ შეკრებილ სტუდენტებს სწავლის დაწყება უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მიულოცეს.
https://www.facebook.com/media/set/?set=a.387309931395731.1073741830.328824410577617&type=1

პოსტის ავტორი: ratinwt თარიღი: Sep 22 2013, 02:12 AM

"არ შეიძლება ადამიანი იყოს საქმის გარეშე, ამიტომ, როცა ჩვენ ვამბობთ უფლებებზე, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ პასუხისმგებლობაზე, ამიტომ მე მინდა გირჩიოთ, კურთხევა მოგცეთ, რომ დაინახოთ სხვა ადამიანების გაჭირვება და დაეხმაროთ მათ"– განაცხადა ილია მეორემ.



შეგახსენებთ, რომ ილია მეორე 13 სექტემბერს საქართველოს პრემეირ–მინისტრს ბიძნა იბანიშვილს ბიზნეს ცენტრში ესტუმრა და მას და მის ოჯახის წევრებს საჩუქრები გადასცა. ილია მეორემ ბიძინა ივანიშვილს "Ulysse Nardin"-ის საათი აჩუქა, რომლის ღირებულებას არც საპატრიარქოში და არც პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურში არ ასახელებენ.



ჟურნალ "Watchtime"-ის მიხედვით, Ulysse Nardin–ი საათების რამდენიმე სერიას აწარმოებს, მათ შორის ერთ–ერთია – Marine Collection–ის სერია. პატრიარქის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემული საათი სწორედ ამ სერიის პროდუქტია.



Marine Collection–ის კიდევ უფრო ვიწრო მიმართულებაა The Marine Chronometer Manufacture, რომელიც ხელმისაწვდომია სამი სახით: 1. შეზღუდული გამოშვება საათებისა (350 ტირაჟით) ოქროს ნაწილებით, რომლის ფასი არის $38,600 , შეუზღუდავი გამოშვება ორფერიანი ტიტანიუმის მასალით, ოქროთი დამზადებული მასალითა და ოქროს მოსამართით, რომლის ფასია $17.800 და უჟანგავი რკინით/ტიტანიუმით დამზადებული ციფერბლატი, რომლის ფასი არის $10,400.


http://www.netgazeti.ge/GE/105/News/23725/

პოსტის ავტორი: ratinwt თარიღი: Sep 24 2013, 05:17 PM

„მიხარია, რომ საუბრის საშუალება მომეცა. საქართველოში პატრიარქის კურთხევით მოვედი. დიდი ხანია მას ვიცნობ. მეც მართლმადიდებელი ვარ და ჩემთვის მისი კურთხევა ძალიან მნიშვნელოვანია. იმის გამო, რომ წინა ხელისუფლებამ არ შემომიშვა ვორჭოფობდი ჩამოსვლას. ილია II-ის კურთხევის მერე გადავწყვიტე რომ საქართველოში წამოვსულიყავი. დიდუბის ეკლესიაში შევხვდი პატრიარქს. მოვინახულე ყველა ეკლესია და ბედნიერი ვარ." - მაქსიმ შევჩენკო

საოცარ კურთხევებს გასცემს ! რუსეთი, რუსეთი ისევ რუსეთი. რუსეთის გარდა მგონი კავშირი არ აქვთ არავისთან...

აბა ვინმე დასავლელი ლიდერის ჩამოსვლას ხომ არ აკურთხებდნენ.

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 24 2013, 05:31 PM

ციტატა(ratinwt @ Sep 24 2013, 05:17 PM) *

„მიხარია, რომ საუბრის საშუალება მომეცა. საქართველოში პატრიარქის კურთხევით მოვედი. დიდი ხანია მას ვიცნობ. მეც მართლმადიდებელი ვარ და ჩემთვის მისი კურთხევა ძალიან მნიშვნელოვანია. იმის გამო, რომ წინა ხელისუფლებამ არ შემომიშვა ვორჭოფობდი ჩამოსვლას. ილია II-ის კურთხევის მერე გადავწყვიტე რომ საქართველოში წამოვსულიყავი. დიდუბის ეკლესიაში შევხვდი პატრიარქს. მოვინახულე ყველა ეკლესია და ბედნიერი ვარ." - მაქსიმ შევჩენკო

საოცარ კურთხევებს გასცემს ! რუსეთი, რუსეთი ისევ რუსეთი. რუსეთის გარდა მგონი კავშირი არ აქვთ არავისთან...

აბა ვინმე დასავლელი ლიდერის ჩამოსვლას ხომ არ აკურთხებდნენ.

იმის მიუხედავად რომ არ მიყვრს ასეთ საუბრებში ჩართვა და დისკუსია მაინც დავწერ. ცალსახად არ უნდა დავწეროთ არაფერი რომ იძახით რუსეთი რუსეთიო თქვე კაი ხალხო რუსეთს აქ წართმეული შენი ტერიტორიის ნახევარი და ისიც არ გინდა რომ დაელპარაკო და საქმის მოგვარება დაიწყო? თუ ხალხი არ ჩამოციდა და ჩავიდა დასაველეთი მოგიგვარებს? დასავლეთმა რა დახმარებაც აღმოგვიჩინა 2008 წელს გამოჩნდა. მოვეშვათ რუსეთსაც და დასავლეთსაც მივხედოთ ჩვენს თავს და ცვენი სამქეებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ.

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Sep 24 2013, 10:53 PM

G_saxva
გამგზავნეთ მე და მოვაგვარებ ჩემ როძინაში ყველაფერს smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 25 2013, 02:33 AM

ratinwt

ციტატა
საოცარ კურთხევებს გასცემს ! რუსეთი, რუსეთი ისევ რუსეთი. რუსეთის გარდა მგონი კავშირი არ აქვთ არავისთან...
აბა ვინმე დასავლელი ლიდერის ჩამოსვლას ხომ არ აკურთხებდნენ.

დაუფიქრებლად გაკრიტიკებამდე , ამ თემის პოსტები რომ იკითხო არ გაწყენს :

ციტატა
პატრიარქი ტომას მელიას ხვდება
13:12 11-09-2013
პატრიარქი ტომას მელიას ხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში ტომას მელიას თანხმლებ პირებთან ერთად ხვდება.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. შეხვედრის დასაწყისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრირქმა სიხარული გამოთქვა მათი სტუმრობის გამო, მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის გაწეული დახმარებისათვის. პატრიარქმა, 2001 წლის 11 სექტემბერს ტერაქტების შედეგად დაღუპულებს პატივი მიაგო.
"მოხარული ვართ, რომ იმყოფებით ჩვენთან სტუმრად. ჩვენ ვემზადებით საპრეზიდენტო არჩევნებისათვის. ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ ამერიკის დახმარებას. დღეს არის 11 სექტემბერი, ჩვენ გამოვთქვამთ დიდ მწუხარებას გარდაცვლილთა გამო", -აღნიშნა პატრიარქმა. მისი თქმით, სირიაში მიმდინარე მოვლენებს თვალყურს ადევნებს და იმედი აქვს, რომ ყველაფერი ომის გარეშე მოგვარდება.
უწმინდესმა საქართველოს ეკლესიის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უძველესია მსოფლიოში. პატრიარქის თქმით, საქართველოში მართლმადიდებლობა IV საუკუნეში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.
საპატრიარქოში მყოფმა ამერიკელმა სტუმრებმა, უწმინდესის "ავე მარია" მოისმინეს. საგალობელის მოსმენამდე კი პატრიარქმა აღნიშნა, რომ ეს საგალობელი 11 სექტემბერს დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნება.
თავის მხრივ, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ პატრიარქს გადასცა ამერიკის პრეზიდენტის, ბარაქ ობამასა და სახელმწიფო მდივნისგან მოკითხვა.
პატრიარქთან შეხვედრას საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდიც ესწრება.

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...as-khvdeba.html

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 25 2013, 09:19 AM

ციტატა(qetevano @ Sep 24 2013, 10:53 PM) *

G_saxva
გამგზავნეთ მე და მოვაგვარებ ჩემ როძინაში ყველაფერს smile.gif

ვიცი შენი ამბავი ძაგან აბულის ძე უნდა გამოდგე მერე biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 15 2013, 12:03 AM

ილია მეორემ რიჩარდ ნორლანდს ოქროს სამაჯური გადასცა
ოქტომბერი 14th, 2013 03:14 PM | აქტუალური, საზოგადოება
Patriarqi2-300x1992საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საჩუქრად ოქროს სამაჯური გადასცა.
ამასთან, ილია მეორემ სვეტიცხოველში საღვთო ლიტურგიის აღვლენის შემდეგ საზოგადო მოღვაწეები გურამ დოჩანაშვილი, მერაბ ბერძენიშვილი, ელდარ შენგელაია , შალვა მოსიძე და რეზო ჩხეიძე წმინდა გიორგის ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.
სვეტიცხოველში დღევანდელ წირვა–ლოცვას პოლიტიკოსები და დიპლომატები ესწრებოდნენ.
საზეიმო წირვა–ლოცვას პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად დაესწრო.
პრემიერმა სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობისა და მცხეთობის დღესასწაული
http://www.epn.ge/?p=169239

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 19 2013, 01:08 PM

პატრიარქმა სამინისტროს განახლებულ ტაძარში წირვა აღავლინა (28 ფოტო)
დღეს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე განახლებულ ტაძარში მობრძანდა. მთავარანგელოზთა დასის სახელობის ახლადრესტავრირებული ტაძარი პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მიტროპოლიტმა შიომ აკურთხა და წირვა აღასრულა.

ეკლესიის კურთხევას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, გაერთიანებული შტაბის უფროსი პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე, თავდაცვის მინისტრისა და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეები და სხვა ხელმძღვანელი პირები, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სამხედრო მოძღვარი (კაპელანი) და ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავითი, სამხედრო მოსამსახურეები და ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები დაესწრნენ. ღონისძიებაზე ასევე, იმყოფებოდა ეკლესიის მრევლი. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა განახლებული საკურთხეველი და ტაძარში მყოფი პირები დალოცა.

ტაძრის კურთხევის შემდეგ, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თავდაცვის სამინისტროს ეზოში გადაინაცვლა, სადაც ეკლესიის ჩრდილოეთ კედლის ყოფილი გალავნის ადგილას აღმართული ქვაჯვარი აკურთხა. სტელაზე 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელი არმიის მიერ ტაძრის ჩრდილოეთის კედელთან დახვრეტილი 6 იუნკერისა და მაშინდელი დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრის სახელები და გვარებია ამოტვიფრული. დღესვე, კათოლიკოს პატრიარქმა მათი სულების მოსახსენიებელი პანაშვიდიც გადაიხადა.

“საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დღეს განსაკუთრებული დღეა. თავდაცვის სამინისტროში პატრიარქი მობრძანდა. აქვე გაიხსნა ქვაჯვარი, რომელიც მან ეკლესიასთან ერთად აკურთხა. ზუსტად ამ ადგილას, ტრაგიკული დღეების -გასაბჭოების დროს, დამოუკიდებელი ქართული არმიის ერთი ოფიცერი და ექვსი იუნკერი ოკუპანტებმა დახვრიტეს. ჩვენთვის ყველასთვის, ვინც თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში ვმუშაობთ, ეს მონუმენტი იქნება ის ადგილი, სადაც არცერთ შემთხვევაში იმ მაღალ სტანდარტს არ დავწევთ, რომელიც ამ ბიჭებმა ჩვენს ქვეყანას და ადამიანებს დაუწესეს. სამშობლოსადმი მათი ერთგულება და თავდადება ყველა ჩვენგანისთვის მაგალითი იქნება. ამიტომაც ძალიან გაგვიხარდა, რომ პატრიარქი გვეწვია და აკურთხა ეს ქვაჯვარი” - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

მთავარანგელოზთა დასის სახელობის ტაძრის რეკონსტრუქციის პროცესში, ეკლესიის ისტორიული მოკვლევაც ჩატარდა. წყაროების მიხედვით, ეკლესია იუნკერთა სასწავლებლის ეზოში 1863 წელს გაიხსნა. ტაძარი მეფის რუსეთის დროს კადეტთა კორპუსს ეკუთვნოდა. საბჭოთა პერიოდში იქ სასურსათო საწყობი იყო განთავსებული, ხოლო 1995 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს გადაეცა. მთავარანგელოზთა დასის სახელობის ტაძარი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა 2010 წელს აკურთხა.

ერთნავიანი ბაზილიკური ტიპის ტაძრის რეკონსტრუქცია ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ეკლესიის სარემონტო სამუშაოებს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის სსიპ „დელტა“-ს მიერ დაარსებული სამშენებლო კომპანია შპს „მშენებელი 2011“ აწარმოებდა.

https://www.facebook.com/alasaniairakli?hc_location=stream

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 21 2013, 12:45 AM

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მოსახლეობას 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. როგორც ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძარში დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას თქვა, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი კვირა დარჩა და მოსახლეობამ მხარი მას უნდა დაუჭიროს, ვისაც საქართველოს დახმარება შეუძლია.

"პრეზიდენტის არჩევნებამდე ერთი კვირა დარჩა. მოვუწოდებ მოსახლეობას, მივიდნენ და ხმა მისცენ მას, ვისაც შეუძლია, დაეხმაროს საქართველოს", - ამბობს ილია მეორე.
http://www.tabula.ge/ge/story/76076-ilia-ii-movutsodeb-mosaxleobas-mividnen-archevnebze

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 27 2013, 05:56 PM

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ არჩევანი უკვე გააკეთა. პატრიარქმა ლესელიძის ქუჩაზე მისცა ხმა.

უწმინდესმა საარჩევნო უბანი კომენტარის გარეშე დატოვა. "დალოცვილი იყავით", - ბრძანა ილია მეორემ და კონვერტის ჩაგდებისას საარჩევნო ყუთს ჯვარი გადასახა.

#4 საარჩევნო უბანზე პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. პატრიარქი სიაში 1173-ე ამომრჩეველი იყო, სულ კი უბანზე 1374 ამომრჩევლია.

http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/37091-patriarqma-leselidzis-quchaze-misca-khma.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 31 2013, 12:34 AM

ილია II ივანიშვილს: ქვეყანა იმედით შეჰყურებს მომავალს და ამ იმედს ძირითადად თქვენზე ამყარებს
პოლიტიკა, რელიგია,
ნეტგაზეთი .
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.


"მის აღმატებულებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და მის აღმატებულებას საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს", - ასეა მითითებული პატრიარქის მილოცვის წერილებში ადრესატები.

"საქართველოს პრეზიდენტად ბატონი გიორგი მარგველაშვილის არჩევა თქვენი წარდგინებით მოხდა, ამიტომ პირადად გილოცავთ მის დამაჯერებელ გამარჯვებას.

ქვეყანამ მეტად რთული 20 წელი განვლო, ქვეყანა იმედით შეჰყურებს მომავალს და ამ იმედს ძირითადად თქვენზე ამყარებს. რა თქმა უნდა, ეს დიდი პატივიცაა და პასუხისმგებლობაც.

ღმერთმა მოგცეთ ძალა წარმატებული, ღვთისმოყვარული, განათლებული, სამართლიანი, მშვიდონიანი ქვეყნის აღმშენებლობისა.

უფალი იყოს სრულიად საქართველოს და თქვენი შემწე", - წერს ილია მეორე ბიძინა ივანიშვილისადმი გაგზავნილ წერილში.

გიორგი მარგველაშვილისადმი გაგზვნილ წერილში კი ილია მეორე წერს:



"საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას.

ხალხი იმედით გიყურებთ და შევთხოვ ღმერთს, მოგცეთ ძალა ამ მოლოდინის გამართლებისა.

საქართველოს ახალ სივრცეში უწევს ადგილის დამკვიდრება, რაც რთული პროცესია. ვიმედოვნებთ, შეძლებთ უპასუხოთ დროის გამოწვევებს და ამასთან, დაიცვათ ქვეყნის უმთავრესი ღირებულებები.

წყალობა ღვთისა არ მოგკლებოდეთ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა თქვენისა, რათა ღირსეულად ემსახუროთ ჩვენს ქვეყანას და ხალხს".

http://www.netgazeti.ge/GE/105/News/25003/?fb_action_ids=687757534581431&fb_action_types=og.likes&fb_source=other_multiline&action_object_map=%7B%22687757534581431%22%3A469198403198520%7D&action_type_map=%7B%22687757534581431%22%3A%22og.likes%22%7D&action_ref_map=%5B%5D

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 4 2013, 12:33 AM

პატრიარქმა დღევანდელ დღეს ისტორიული უწოდა
15:28 03-11-2013
პატრიარქმა დღევანდელ დღეს ისტორიული უწოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელ დღეს ისტორიული უწოდა. როგორც უწმინდესმა მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში ქადაგებისას ბრძანა , დღეს არის ბედნიერი, რადგან სვეტიცხოველში შესრულდა ორი ისტორიული აქტი - ეკურთხა მთავარეპისკოპოსი და უფლისწული გიორგი მოინათლა იმ წმინდა ტაძარში, სადაც განსვენებულები არიან მისი წინაპრები.
"დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვფიქრობთ იმის შესახებ, თუ ვინ ვიყავით ჩვენ, ვინ ვართ და ხვალ ვინ ვიქნებით. ყოველი ადამიანი მოწოდებულია იმისაკენ, რომ საქართველოს შესძინოს რაღაც სიკეთე, დააგროვოს სამშობლოსთვის ის ფასეული საუნჯე, სულიერი თუ მატერიალური, რომელიც სჭირდება ჩვენს ერს. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი დიდი წინაპრები ძირითადად სწორედ სულიერ ფასეულობებს ეძებდნენ", - ბრძანა უწმინდესმა. მისი თქმით, ასეთი ნათლობა საქართველოში არ ყოფილა 1801 წლიდან და მან უფალს ამისთვის მადლობა გადაუხადა.
გარდა ამისა, პატრიარქმა იქადაგა ეპისკოპოსის კურთხევაზეც. უწმინდესის თქმით, ყოველი ეპისკოპოსის ცხოვრება არის მოწამეობა, მაგრამ მოწამეობა ისეთი მადლით არის მოცული, რომ ადამიანი ვერ გრძნობს ამ მოწამეობას.
"მეუფე დამიანე, თქვენ მიიღეთ უდიდესი მადლი მღვდელთმთავრისა და შევთხოვ უფალს, ეს მადლი იყოს თქვენთან და კი არ დაგაკლდეთ, მოგემატოთ", - მიმართა პატრიარქმა ქადაგებისას.
დღეს სვეტიცხოველში უფლისწულ გიორგის ნათლობა გაიმართა. მას ჰყავს ოთხი ნათლია. ქართული სამეფო გვარის წარმომადგენლების, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის პირველი შვილი გიორგი 2011 წლის 27 სექტემბერს მადრიდში დაიბადა.
დღესვე, ნათლობის დაწყებამდე, სვეტიცხოველში კიდევ ერთი მღვდელმთავარი ეკურთხა. კერძოდ, კათოლიკოს-პატრიარქმა იღუმენი დამიანე სამთავისისა და კასპის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხა. იგი მესამე მღვდელმთავარია, რომელიც წმინდა სინოდის განჩინებით ეკურთხა.
საქართველოს მართლმადიდებელ ელკესიას უახლოეს პერიოდში კიდევ ოთხი ახალი მღვდელმთავარი ეყოლება, რომელთა კურთხვეა სწორედ სვეტიცხოველში საკვირაო წირვებზე მოხდება.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/258676-patriarqma-dghevandel-dghes-istoriuli-utsoda.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 8 2013, 05:24 PM

შს მინისტრი ილია ჭავჭავაძის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო
განახლებულია დაახლოებით ერთი საათის წინ
შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საგურამოში ილია ჭავჭავაძის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო. პანაშვიდი ილია მართლის სახელობის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა. პანაშვიდის შემდეგ, ქადაგებისას ილია მეორემ საქართველოს ხელისუფლება დალოცა და ქვეყნისათვის სასიკეთო მოღვაწეობა უსურვა.
დღეს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 176 წელი შესრულდა. ილია ჭავჭავაძის იუბილე საგურამოში უკვე მეთერთმეტე წელია აღინიშნება.

https://www.facebook.com/media/set/?set=a.550431125047968.1073741958.373058439451905&type=3

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 8 2013, 05:27 PM

პატრიარქმა ერი, მხედრობა და ხელისუფლება დალოცა
13:51 08-11-2013
პატრიარქმა ერი, მხედრობა და ხელისუფლება დალოცა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ქართველი ერი და ხელისუფლება დალოცა. საგურამოში, პარაკლისის შემდგომ ქადაგებისას პატრიარქმა წმინდა ილია მართლის ღვაწლზე ისაუბრა და მოსახლეობას დღევანდელი დღესასწაული მიულოცა. პარაკლისს საგურამოს ეკლესიაში საქართველოს შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი დაესწრნენ. ტაძარში ასევე იმყოფებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, ბიზნესმენი ლევან ვასაძე და სამეფო გვარის შთამომავლები დავით და უგო ბაგრატიონები. უწმინმდესმა ქადაგებისას ახალი ხელისუფლება დალოცა და ისურვა, ღმერთმა ბევრი სიკეთე გააკეთებინოთ.
"დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვფიქრობთ წარსულზე, დღევანდელ დღესა და მომავალზე. როცა უჭირდა საქართველოს, როცა დაკარგა პოლიტიკური თავისუფლება, როცა რუსეთის იმპერიამ გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, იმ დროს ღმერთმა გამოგვიგზავნა ეს დიდი პიროვნება, წმინდა ილია მართალი, ჭავჭავაძე. შევთხოვ უფალს, მისი ლოცვით გაძლიერდეს საქართველო დღეს, როდესაც არანაკლებ რთული დროა", - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა ისურვა ღმერთმა ინებოს საქართველოს მშვიდობა და კეთილდღეობა.
"ღმერთმა ინებოს დავინახოთ ნაკლი, თუ ადამიანი ვერ ხედავს თავის ნაკლს, ცოდვას, ის ვერ გამოსწორდება და დარჩება ცოდვილი. წმინდა ილია ჭავჭავაძე ყოველთვის ფიქრობდა სამშობლოს და არა საკუთარი თავის კეთილდღეობისთვის. ხშირად კრიტიკულად უყურებდა ცალკეულ საკითხებს, მაგრამ ეს არ იყო განკითხვა, ეს იყო ტკივილი. წმინდა ილია მართლმა იტვირთა ორი მძიმე ჯვარი, პოლიტიკური და სულიერი და ორივე ღირსეულად მიიტანა ღვთის საკურთხეველთან. ჩვენ იმედით ვუყურებთ ჩვენს მომავალს", - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა დროის ცვალებადობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველამ უნდა იცოდეს საით მიდის. პატრიარქის თქმით, ცხოვრების კიბეზე ხშირად ზოგიერთი ადამიანი მაღლა ადის, ზოგიერთი კი დაბლა ეშვება.
"ბევრი ისეთია ადამიანი, რომელიც უფსკურლისკენ მიდის, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც ტკივილით, მაგრამ მაინც მიდის მაღლა. ჩვენ უნდა ავიდეთ ამ კიბეზე და გავხდეთ მკვიდრნი სასუფევლისა. ყველაზე იოლი გზა ამისთვის არის მოწყალება, როდესაც ადამიანი ხედავს სხვა ადამიანის გაჭირვებას. ცხოვრებაში ალბათ ბევრჯერ ყოფილა შემთვხვევა, როდესაც შეხვედრიხართ გაჭირვებულ ადამიანს და ამ დროს თქვენს სულიერ სამყაროში იწყება ბრძოლა, დაეხმაროთ მას თუ არა. ალბათ, ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც გაგივლიათ, მაგრამ შემდეგ უკან დაბრუნებულხართ, რომ დახმარებოდით. ე.ი. კეთილმა აზრმა გაიმარჯვა. ვლოცავ ჩვენს ერს, მხედრობას, ახალ ხელისუფლებას, ღმერთმა ბევრი სიკეთე გაგაკეთებინოთ. ღმერთმა მოგცეთ თქვენ და საქართველოს მშვიდობა და კეთილდღეობა", - ბრძანა უწმინდესმა.
ნაკადული http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/259202-patriarqma-eri-mkhedroba-da-khelisufleba-daloca.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 13 2013, 01:39 AM

ხვალ პატრიარქი მეტეხის ხიდზე 100 000 ქართველი მოწამის სახელზე პარაკლისს გადაიხდის

13 ნოემბერს, ოთხშაბათს, 13:00სთ-ზე მეტეხის ხიდზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გადაიხდის საზეიმო პარაკლისს 100 000 ქართველი მოწამის სახელზე. როგოორც ცნობილია, მე-13 საუკუნეში, ჯალალ ად-დინის ბრძანებით, წმ. 100 ათასი ქართველი მოწამე ხვარაზმელების მიერ სარწმუნოებისთვის აღესრულა. ჯალალ ად-დინმა სიონის ტაძრის გუმბათი მოარღვევინა და ბრძანა ზედ თავისი „ბილწი საჯდომლის“ დადგმა. შემდგომ ბოროტებამ ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა: ჯალალ ად-დინის ბრძანებით სიონის ტაძრიდან გადებულ ხიდზე დაასვენეს და თბილისელებს უბრძანეს „დათრგუნვა პატიოსანთა ხატთა და დატევება...
წყარო: medianews.ge

http://newsport.ge/83125-khval-patriarqi-metekhis-khidze-100-000-qartveli-motsamis-sakhelze-parakliss-gadaikhdis#.UoKfi3AwqIV

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 18 2013, 01:09 AM

შეხვედრა პატრიარქის ფონდში15/11/2013
14 ნოებერს, 17:00 საათზე, კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ოფისში ,,ახალგაზრდების ინტელექტუალური და სულიერი განვითარების” პროექტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა საბერძნეთის წმ. გიორგის დედათა მონასტრის დიდ სქემოსან იღუმენია დიოდორასთან (შტაპენჰოსტი).

საუბრის თემა: "ლუთერანული ოჯახიდან მართლმადიდებელ იღუმენიობამდე".

საუბარი შეეხო ევროპას, ევროკავშირს, ქრისტიანულ ღირებულებებს ევროპაში, თუ რას მისცემს ევროპა საქართველოს და რას უნდა ელოდოს ევროპა საქართველოსგან.

გამონაკლისის სახით, შეხვედრა გახსნილი იყო ფართო აუდიტორიისთვის.

“ინტელექტუალურ-შემეცნებითი სტუდია” კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა საერთაშორისო ორგანიზაცია “World Vision” –ის მხარდაჭერით 2011 წელს დაარსა.

http://patriarch.ge/news/id/1970

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Nov 23 2013, 12:21 AM

ილია II-ს მსოფლიოს იურისტთა ასოციაციამ სამართლიანობის უმაღლესი ორდენი მიანიჭა

ილია II-ს სამართლიანობის უმაღლესი ორდენი მსოფლიოს იურისტთა ასოციაციამ მიანიჭა. ასოციაციის შტაბ-ბინა ვაშინგტონშია. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საპატიო ჯილდო, დიპლომთან ერთად ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პირებმა და წევრებმა საპატრიარქოში გადასცეს.

დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ: მსოფლიო იურისტთა ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი პაატა ცნობილაძე, მეორე ვიცე-პრეზიდენტი კინგ კორლი, მსოფლიო იურისტთა ასოციაციის პრეზიდენტი აშშ-ში ბენ გრიფიტი, აღნიშნული ორგანიზაციის ყოფილი პრეზიდენტი ვალერი ევდოკიმოვი, ასევე სასულიერო პირები, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ზაალ სარაჯიშვილი და იურისტები.


უცხოელმა სტუმრებმა აღნიშნეს, რომ სამართლიანობის უმაღლესი ორდენი ამერიკის იურისტთა ასოციაციამ მიანიჭა რომის გარდაცვლილ პაპს იოანე პავლე მეორეს და დიდი ბრიტანეთის დედოფალს, ასევე სხვა პირებს.


ასოციაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა პაატა ცნობილაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ამ დიდი ჯილდოთი ხვალ, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს დააჯილდოვებენ. მან ასევე აღნიშნა, რომ ორგანიზაცია აღნიშნულ ჯილდოს წელიწადში ერთხელ ანიჭებს უმაღლეს სასულიერო და საერო პირებს, მათი ღვაწლისათვის მშვიდობისა და სამართლიანობის დამკვიდრების სფეროში.


შეხვედრაზე კათოლიკოს-პატრიარქმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა სამართლიანობის უმაღლესი ორდენის მინიჭების გამო და აღნიშნა, რომ ეს ჯილდო მოულოდნელია მისთვის. უწმინდესი მიიჩნევს, რომ ადამიანისთვის სამართლიანობა უმთავრესი უნდა იყოს. მისივე განცხადებით, მშვიდობა რომ სუფევდეს საზოგადოებაში, საჭიროა სამართლიანობა და კანონის უზენაესობა.


"საქართველოს და პირადად ჩემი სახელით გულითადად მოგესალმებით. ის ჯილდო, რომელსაც დღეს ვიღებ თქვენგან, სრულიად მოულოდნელია ჩემთვის. მე ვაკეთებ იმ საქმეს, რასაც უნდა აკეთებდეს ყოველი ადამიანი, და მით უმეტეს, პატრიარქი. ეს არის სამართლიანობის აღდგენა და მართლაც, ადამიანისა და კაცობრიობის ყოფაში სამართლიანობა უნდა იყოს უმთავრესი. მე მინდა მადლობა მოგახსენოთ თქვენ ყურადღებისათვის. ჩვენ ვიმყოფებით იმ დარბაზში, რომელშიც რომის პაპი იოანე პავლე მეორე მივიღე და მქონდა მასთან მეგობრული ურთიერთობა. მინდა მოვიყვანო სიტყვები ნეტარი ავგუსტინესი: მშვიდობა ყველას უნდა, მაგრამ ყველას თავისებურად ესმის.

მშვიდობა რომ სუფევდეს საზოგადოებაში, საჭიროა სამართლიანობა და კანონის უზენაესობა. ძველი რომაელები ამბობდნენ "კანონი რაც უნდა მკაცრი იყოს, ის არის კანონი და უნდა დავემორჩილოთ მას." ჩვენ გამოვიარეთ რთული პერიოდი, ჩავატარეთ დემოკრატიული არჩევნები, გვყავს ახალი პრეზიდენტი და ხელისუფლება. ვფიქრობთ, მშვიდობა იქნება ჩვენთან და მშვიდობას შევინარჩუნებთ. მადლობას ვწირავ მსოფლიოს იურისტთა ასოციაციას ამ ჯილდოსთვის", - აღნიშნა უწმინდესმა შეხვედრაზე.

http://reportiori.ge/?menuid=3&id=8897

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 30 2013, 02:21 AM

ილია მეორემ ისრაელის ელჩი და საქართველოს ებრაელთა მთავარი რაბინი მიიღო
18:30 2013-11-29
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იუვალ ფუქსი და საქართველოს ებრაელთა მთავარი რაბინი ავიშაი ბათაშვილი მიიღო.
ილია მეორემ ისრაელის ელჩი და საქართველოს ებრაელთა მთავარი რაბინი მიიღო
ელჩმა და მთავარმა რაბინმა და პატრიარქს ებრაელ და ქართველ ხალხს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს. საუბარი შეეხო კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივას, საქართველოს გამწვანების ფონდის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. მთავარი რაბინის თქმით, ამ საქმეში მონაწილეობას ქართველ ებრაელთა თემიც მიიღებს.

საქართველოს მთავარმა რაბინმა კათოლიკოს-პატრიარქს ებრაულ ენებზე ფსალმუნთა წიგნი აჩუქა. პატრიარქმა ელჩს და მთავარ რაბინს ასევე მიართვა სამახსოვრო საჩუქარები.

შეხვედრას კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი, ლაშა ჟვანია ესწრებოდა.

http://www.newposts.ge/?l=G&id=24675

პოსტის ავტორი: shako1993 თარიღი: Dec 9 2013, 05:14 PM

ერთი რამ მაინტერესებს სად ვნახო პატრიაქის იერ დადებული გქადაგებების ვიდეოები

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Dec 9 2013, 05:18 PM

shako1993

ციტატა
პატრიაქის იერ დადებული გქადაგებების ვიდეოებ

პატრიარქის დადებული ვიდეო არა მგონია სადმე ნახო და პატრიარქის ქადაგებები იუთუბზე და მაივიდეოზე ქვეყანაა

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 9 2013, 07:27 PM

http://mirqma.ucoz.com/ აქ ნახე ვიდეოებიshako1993

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 9 2013, 11:41 PM

G_saxva
qetevano
სხვაგან რომ უშვებთ ამ კაცს , ჯერ ამ განყოფილებაშI ანახეთ კაცო ... biggrin.gif

http://church.ge/index.php?showtopic=3846&pid=742535&st=460&#entry742535

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Dec 10 2013, 12:43 AM

უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის განცხადება გაავრცელა:

“შეშფოთებით ვადევნებთ თვალს კიევში ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს. შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო, ბუნებრივია, დიდად ვწუხვართ. ამიტომაც ჩვენს მრევლს ვაძლევთ ლოცვა-კურთხევას, ილოცონ უკრაინაში მშვიდობისათვის.

ჩვენც, ჩვენის მხრივ, აღვავლენთ ლოცვებს და შევთხოვთ უფალს, გარდამოიხილოს ჩვენს მოძმე უკრაინელ ხალხზე, რათა მათ ეს რთული პერიოდი შეძლებისამებრ მშვიდობიანად განვლონ.

“უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით”, - ნათქვამია კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებაში.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 21 2013, 12:10 AM

NDI: მოწონების რეიტინგში პატრიარქი 94% ლიდერობს
თბილისი 13:01 - 20.12.13 "ჯი-ეიჩ-ენი" ამობეჭდვა164 ზომა:

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე ,,მოგწონთ, თუ არ მოგწონთ?" რეიტინგში პატრიარქი 94% ლიდერობს, მეორე ადგილზე ამავე კატეგორიაში 74% ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი იკავებს, ხოლო მესამე პოზიციას 72% თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია.


შეგახსენებთ, რომ NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-27 ნოემბერის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,915 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (შიდა) დაატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (ჩღღჩ). კვლევაში საშუალო

http://ghn.ge/news-100631.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 24 2013, 01:38 AM

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა იაშვილის კლინიკაში ლეიკემიით დაავადებული ბავშვები მოინახულა. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ონკოჰემატოლოგიის დეპარტამენტში სასულიერო პირებთან ერთად მიბრძანდა და პატარებს ტკბილეული და საჩუქრები მიუტანა. ილია მეორესთან შეხვედრის სურვილი პატარა პაციენტებმა თავად გამოთქვეს და ამის შესახებ საშობაო წერილებში დაწერეს.

უწმინდესმა ბავშვები დალოცა და მათ ჯვრები აჩუქა, კლინიკის ონკოჰემატოლოგიის დეპარტამენტს კი საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი გადასცა. დეკანოზმა მიქაელ ბუკიამ პატრიარქის მიბრძანებამდე ბავშვები აზიარა.

ამ დროისთვის იაშვილის კლინიკის ონკოჰემატოლოგიური დეპარტამენტის სტაციონარში 26 ბავშვი იმყოფება. პატრიარქი ასევე ესტუმრა სარეანიმაციო განყოფილებას და იქ მყოფი პატარებიც დალოცა.

http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/39430-patriarqma-leikemiith-daavadebuli-bavshvebi-moinakhula.html?fb_action_ids=616260205076364&fb_action_types=og.recommends&fb_source=other_multiline&action_object_map=%5B447377315384691%5D&action_type_map=%5B%22og.recommends%22%5D&action_ref_map=%5B%5D

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 24 2013, 10:26 PM

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დაშავებული სამხედროები დალოცა (5 ფოტო)
დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საპატრიარქოში მიიღო. 2008 წლის აგვისტოს ომში, სამშვიდობო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები პროტეზირების პროგრამის გასავლელად აშშ-ში, სან დიეგოს პიტერ ჰარშის საპროტეზო კლინიკაში მიემგზავრებიან. რეაბილიტაციის კურსის გავლამდე ქართველი მებრძოლები ილიამ II-მ დალოცა, გამოჯანმრთელება და სამშობლოში მალე დაბრუნება უსურვა.

27 დეკემბერს, დაშავებული მებრძოლები პროტეზირების პროგრამის გასავლელად ამერიკულ კლინიკაში, ქართული მხარის ორგანიზებით, გაემგზავრებიან. პირველ ეტაპზე ამერიკაში მკურნალობის პროგრამას 8 დაშავებული სამხედრო მოსამსახურე გაივლის. მათი შერჩევა დაზიანებების სიმძიმის მიხედვით მოხდა. დაშავებულ ჯარისკაცებთან ერთად ამერიკულ კლინიკაში ერთი ქართველი სპეციალისტი ბიო-ელექტრო პროტეზებზე მუშაობის სპეციფიკასაც დაეუფლება.

დაშავებულ სამხედროებს მექანიკურ კიდურებს ბიო-მიკრო პროცესიანი პროტეზით შეუცვლიან. უახლესი თაობის ელექტრო კიდური სამხედრო მოსამსახურეებს რთულ რელიეფზე გადაადგილებას გაუადვილებს. ექსტრემალური პირობების გამძლე ახალი პროტეზი ჯარისკაცებს მეტი აქტიურობის საშუალებას მისცემს.

თავდაცვის უწყება დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ მდგომარეობასაც მუდმივად უწევს მონიტორინგს, რათა დროულად მოხდეს ნებისმიერი სახის გართულებაზე რეაგირება.

პიტერ ჰარშის საპროტეზო კლინიკაში რეაბილიტაციის კურსი ყველა სამხედროსთვის ინდივიდუალურია. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ისინი საკუთარ ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან და შეიარაღებულ ძალებში გააგრძელებენ მსახურს.

https://www.facebook.com/alasaniairakli?fref=ts

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 5 2014, 09:28 PM

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით სამების ტაძარში ლოცვა ხვალ 19:00 საათზე დაიწყება
14:41 05-01-2014
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ლოცვა ხვალ 19:00 საათზე დაიწყება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
უწმინდესის თქმით, 23:00 საათზე იქნება დღესასწაულის შეხვედრა და წაიკითხება საშობაო ეპისტოლე, ხოლო 00:00 საათზე საზეიმო წირვა დაიწყება.
"ყველას გილოცავთ შობა-ახალ წელს. უფალმა ინებოს, ეს წელი და მომავალი წლები მშვიდობიანი იყოს საქართველოსა და მთელი მსოფლიოსთვის", - ბრძანა უწმინდესმა.

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/265722-shobis-dghesastsaulthan-dakavshirebith-samebis-tadzarshi-locva-khval-1900-saathze-daitsyeba.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 16 2014, 09:48 AM

საქართველოს პრემიერ–მინისტრი მეუღლესთან ერთად დიდ საკონცერტო დარბაზში გია ყანჩელის შემოქმედებით საღამოს დაესწრო. „სხვა ყანჩელი“ – ასე ქვია პროექტს, რომელიც გია ყანჩელის ყველასთვის ნაცნობი მუსიკის განსხვავებული ინტერპრეტაციით წარმოდგენას ისახავს მიზნად. გია ყანჩელის ნაწარმოებები განსხვავებული ინტერპრეტაციით ლატვიელმა, ამერიკელმა და ქართველმა ჯაზმენებმა შეასრულეს. საღამოს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, საქართველოს მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

Irakli Garibashvili Official

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 19 2014, 07:54 PM

სამებაში წყალკურთხევის რიტუალი შესრულდა
ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალკურთხევის რიტუალი შესრულდა. წყალი უწმინდესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა.

პატრიარქმა ახლად ნაკურთხი წყალი ტაძარში მომლოცველებს ასხურა. ამის შემდეგ მრევლს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეეძლება.

ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით - ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს.

ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა. ყოველი წლის ამ დღეს

მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დოს.

წმინდა სახარების მიხედვით, მდინარე იორდანეში წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან იესო ქრისტეს ნათლისღებისას მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ხოლო ზეციდან ხმა გაისმა: "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ".
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/94817-samebashi-tsyalkurthkhevis-rituali-shesrulda.html#ixzz2qrPHYnrF

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 23 2014, 02:37 PM


„ღმერთმა დალოცოს უკრაინა, უკრაინელი ხალხი და შეაძლებინოს პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაჭრა”
23 JANUARY, 2014 13 საათის და 45 წუთის წინ 1065


სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.

„კიევში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს მსოფლიოც და ჩვენც შეშფოთებით ვადევნებთ თვალს. ქვეყანა რთულ პერიოდს გადის და დაძაბულობა შეიძლება, კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდეს. დიდად ვწუხვართ, რომ უკვე არის მსხვერპლი და დაშავებულთა სერიოზული რაოდენობა. შევთხოვთ უფალს, რომ პროცესები სისხლიან დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს და მოვლენები უმართავი არ გახდეს. მოციქულ ანდრიას, წმიდა ვლადიმერის და წმიდა ოლღას ლოცვით ღმერთმა დალოცოს უკრაინა და უკრაინელი ხალხი და შეაძლებინოს არსებული პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაჭრა” - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.

- See more at: http://frontnews.ge/ge/news/23604#sthash.Lk6ZVSWJ.kKIajEXF.dpuf

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 26 2014, 02:47 AM

პატრიარქი - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო გახდეს ევროსტრუქტურების წევრი
25 იანვარი 15:421207
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარ ნილს მუჟნიეკს შეხვდა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროში და თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ის მოვლენები, რომლებიც ვითარდება უკრაინაში, მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად რთული სიტუაციაა მსოფლიოში. მე მგონია, თქვენი ჩამობრძანება ძალიან საჭიროა ჩვენთვის, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროსტრუქტურების წევრი. საქართველო, უძველესი კულტურის ქვეყანაა და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს ურთიერთობაზე, ჩვენს კავშირებზე, უნდა იყოს გათვალისწინებული ის მრავალსაუკუნოვანი უძველესი კულტურა, რომელიც საქართველოს გააჩნია. კიდევ ერთხელ გულითადად მოგესალმებით და მადლობას გიხდით მობრძანებისათვის", - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შეხვედრაზე.

ნილს მუჟნიეკსმა მადლობა გადაუხადა პატრიარქს მიღებისათვის და აღნიშნა, რომ უწმინდესი მის წინამორბედს, თომას ჰამარბერგს არაერთხელ შეხვედრია, ეს შეხვედრები ემთხვეოდა რუსეთის ომს და შემდგომ პერიოდს. მუჟნიეკსი ასევე დაინტერესდა პატრიარქის შეხედულებებით საქართველოში სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის ჯგუფებთან დაკავშირებით და ამ ჯგუფების ურთიერთობაზე ერთმანეთში.

„თქვენ ბრძანეთ, რომ რთულ დროში ცხოვრობთ, უკრაინაში განვითარებული მოვლენები მეტყველებს იმაზე, რამენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის უფლებების დაცვას, არ დავუშვათ ძალადობა, ძალმომრეობა და ტკივილი. ჩემს მთავარ ამოცანას ვხედავ იმაში, რომ დავეხმარო საქართველოს და ევროპის საბჭოს წევრ სხვა სახელმწიფოებს, ნამდვილად ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული კულტურა ჩამოაყალიბონ. ევროპა პატივს სცემს ყველა ერის, ყველა ხალხის ისტორიას, ტრადიციებსა და კულტურას", - აღნიშნა შეხვედრაზე ნილს მუჯნიეკსმა.

ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა აღნიშნა, რომ საქართველოში ყოფნის დროს შეხვდა სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლებს, განსხვავებული რელიგიური მრწამსის მქონე პირებს. მან კათოლიკოს-პატრიარქს ამ თვალსაზრისით შეხედულებებისა და მოსაზრებების გაზიარება სთხოვა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლები საქართველოში უძველესი დროიდან იყვნენ, კერძოდ, 26 საუკუნის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდნენ ებრაელები, ასევე მუსლიმები, ქრისტიანული დენომინაციების წარმომადგენლები.

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც არასდროს არ ყოფილა ბრძოლა რელიგიურ ნიადაგზე. ჩვენ ხშირად ვხვდებით ერთმანეთს, ხშირად ვუზიარებთ ერთმანეთს აზრებს, ის საკითხები, რომლებიც საბჭოთა კავშირის შემდეგ წამოიშვა, ჩვენი ძმური სიყვარულით ვწყვეტთ. მე თავად აღზრდილი ვარ ისეთ ოჯახში, რომლის მეგობრები ისლამის წარმომადგენლები იყვნენ და ჩვენს ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ. მე ვხედავ, რომ საქართველო არის ნამდვილი მაგალითი სხვა ქვეყნებისათვის ამ ურთიერთობებში", - დასძინა შეხვედრაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

http://news.ge/ge/news/story/77291-patriarqi-yvelafers-gavaketebt-rom-saqartvelo-gakhdes-evrostruqturebis-tsevri

ახლა რაღას იტყვიან ვითომ ლიბერალები ...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 4 2014, 01:40 PM

პატრიარქი სტამბულში მსოფლიო საეკლესიო კრების მოსამზადებელ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას
20:36 03-03-2014
პატრიარქი სტამბულში მსოფლიო საეკლესიო კრების მოსამზადებელ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 5 მარტს, გამთენიისას, სტამბულში გაემგზავრება. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, უწმინდესის ვიზიტი მსოფლიო საეკლესიო კრების მოსამზადებელ შეხვედრას უკავშირდება.
პატრიარქის ვიზიტი სტამბულში დაახლოებით ერთი კვირა გაგრძელდება. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/272407-patriarqi-stambulshi-msoflio-saeklesio-krebis-mosamzadebel-shekhvedrashi-miighebs-monatsileobas.html?fb_action_ids=224312301098296&fb_action_types=og.recommends&fb_source=other_multiline&action_object_map=%5B263475903828829%5D&action_type_map=%5B"og_recommends="]=&action_ref_map=%5B%5D&ar=A

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 10 2014, 01:33 AM

უწმინდესის შეხვედრა , კონსტანტინოპოლის ქართულ დიასპორასთან :
http://zugdidi-tsaishi.ge/15-%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/310-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A-%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C.html

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Mar 10 2014, 03:49 PM

ილია მეორე ეკლესიების იერარქიაში საქართველოს ეკლესიის კუთვნილი ადგილის დაბრუნებას ითხოვს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სტამბოლში, პანორთოდოქსულ შეკრებაზე, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას შეეხო. საქართველოს საპატრიარქო 6-9 მარტს სტამბოლში, კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოში პანორთოდოქსულ შეკრებაზე უწმინდესის მიმართვის ტექსტს ავრცელებს.
"ინტერპრესნიუსი" პატრიარქის შეხვედრაზე გამოსვლის სიტყვას უცვლელად გთავაზობთ:
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სახელით გულითადად მოგესალმებით მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებსა და წარმომადგენლებს და აღვნიშნავ, რომ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა მეტად მნიშვნელოვანია, რადგანაც მან უნდა განიხილოს საკითხები, რომელიც მომავალი დიდი კრების წარმატებით ჩატარების წინაპირობად უნდა იქცეს.
რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ის შიში, რომელიც არსებობს მრევლის დიდ ნაწილში ამ საეკლესიო კრებასთან დაკავშირებით და მაქსიმალური სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ მის მომზადებას. თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო კრებების მოწვევა ხდებოდა მწვალებლობისაგან ეკლესიის დაცვის და ჭეშმარიტი სწავლების განმტკიცების მიზნით. ეს კრება კი სხვა სახისაა, მისი მოწვევის საფუძველი და მიზეზი სულ სხვა არის.
დიდი კრების მიზანია, საერთაშორისო საზოგადოებას აჩვენოს მართლმადიდებელთა ერთობა. ამიტომაც აუცილებელ პირობად მიგვაჩნია, ეს შეკრება ჩატარდეს მხოლოდ მას შემდეგ, როცა მოხდება დღის წესრიგში არსებულ ყველა საკითხზე კონსენსუსის (ყველას თანხმობის) მიღწევა და ყველას ინტერესის გათვალისწინება. ამასთან, კონსენსუსის წესით უნდა წარიმართოს მთავარი შეხვედრაც. ეს არის რეალური გარანტია იმისა, რომ აღნიშნული კრება არ იქცეს ეკლესიათა შორის ურთიერთობის დაძაბვის მიზეზად და დამაბრკოლებელად მსოფლიოს წინაშე.
ვეთანხმებით იმ აზრს, რომ საჭიროა უკვე გავლილი და შეთანხმებული თემების ნაწილის ხელახლა განხილვაც, რათა, თანამედროვე მდგომარეობის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. ამასთან, ათივე საკითხი, რაც შემუშავდა მოსამზადებელ შეხვედრებზე და რომელთა შესახებაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული 1968 წელს ჟენევაში გამართულ სხდომაზე, მომავალი კრების დღის წესრიგში უნდა შევიდეს.
მინდა აღვნიშნო უშუალოდ საქართველოს ეკლესიასთან დაკავშირებული თემების შესახებაც:
ფრიად ვწუხვართ იმის გამო, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ჯერ კიდევ თავისი კუთვნილი ადგილი არ უკავია კონსტანტინოპოლის ეკლესიის დიპტიქში. თუ ეს არ გამოსწორდება და თუ ყველა თემა არ იქნება შეტანილი მომავალი კრების განსახილველ საკითხთა დღის წესრიგში, ჩვენთვის მასში მონაწილეობის მიღება ძალიან რთული იქნება.
მოგეხსენებათ ისიც, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია და აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ეს არის ღია ჭრილობები საქართველოს სხეულზე. ირღვევა საეკლესიო კანონიკური ნორმებიც, როდესაც სხვადასხვა ეკლესიის წარმომადგენლები ჩვენთან შეუთანხმებლად და ჩვენი ნებართვის გარეშე ჩადიან აფხაზეთის ეპარქიაში, რომელიც, ცხინვალის რეგიონთან ერთად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციის განუყოფელი ნაწილია. მე არ შემიძლია თქვენს წინაშე არ დავაფიქსირო ის ფაქტი, რომ საქართველოს ამ ორივე ეპარქიიდან 370000-ზე მეტი ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირია, რომლებიც დღეს ძალიან მძიმე გამოწვევების წინაშე იმყოფებიან; პრობლემურია ადგილზე დარჩენილთა მდგომარეობაც.
და ბოლოს აღვნიშნავ, რომ ოც წელზე მეტია ჩვენს ქვეყანაში რთული ვითარებაა, ძმათაშორის დაპირისპირების მძიმე შედეგები საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი, ამიტომაც მტკივნეულად განვიცდით დღეს სირიასა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და ვლოცულობთ, რომ მშვიდობამ დაისადგუროს ამ ქვეყნებში.
კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას და შევთხოვ უფალს, 6-9 მარტის ჩვენი თავყრილობა იმედის მომცემი და ნაყოფიერი იყოს", - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის სიტყვაში, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქმა სტამობლში პანორთოდოქსულ შეკრებაზე 6 მარტს წარმოთქვა.
ნაკადული: intrerpressnews.ge

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 10 2014, 09:59 PM

G_saxva
მშვენიერი სიტყვაა

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Mar 10 2014, 11:30 PM

A.V.M
მეც ძალიან მომეწონა

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 11 2014, 11:40 PM

პატრიარქი სამშობლოში დაბრუნდა
18:34 11-03-2014
პატრიარქი სამშობლოში დაბრუნდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სტამბულიდან თბილისში დაბრუნდა. უწმინდესი თანმხლებ პირებთან ერთად, სტამბულიდან ჩარტერული რეისით ჩამოფრინდა. პატრიარქს კომენტარი არ გაუკეთებია.
უწმინდესს აეროპორტში მრევლი და სასულიერო პირები დახვდნენ. სტამბულში მყოფი საქართველოს ეკლესიის დელეგაციის წევრების ნაწილი თბილისში გუშინ ჩამოფრინდა, მათ შორის, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა 6-9 მარტს სტამბულში, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოში გამართულ მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურთა შეკრებაზე, რომელსაც კათოლიკოს-პატრიარქი ესწრებოდა.
მამა გიორგი ზვიადაძემ აღნიშნა, რომ ამ შეკრებაში უწმინდესის მონაწილეობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. პატრიარქმა მართლმადიდებელი ეკლესიის დაცვის მიზნით, ისეთი სიმტკიცით დააყენა საკითხები, რომელსაც საქართველოს ეკლესიის დელეგაციის სხვა წევრი ვერ შეძლებდა.
მისივე თქმით, მომავალი დიდი კრების მოსამზადებელ საკითხებს შორის კათოლიკოს-პატრიარქმა შეიტანა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილის განსაზღვრა დიპტიხში. ასევე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციის აღდგენის საკითხის განსაზღვრა.

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/273465-patriarqi-samshobloshi-dabrunda.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 25 2014, 02:06 AM

მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ხატის სახელზე მშენებარე მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ზეთისხილისა და ჰიმალაის კედრის ნერგები დარგეს. პირველი ხე სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დარგო.

სულ აღნიშნულ ტერიტორიაზე 1 000 ზეთისხილის ხე და 300 ჰიმალაის კედარი დარგეს. ახლად დარგული ხეების მეთვალყურეობას პატრიარქის მიერ დაფუძნებული ფონდი "გაამწვანე საქართველო" გაუწევს.

მახათას მთაზე მშენებარე ტაძრის 2/3 უკვე აშენებულია. ტაძარს სრულიად საქართველო შემოწირულობებით ერთად აშენებს

http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/43166-patriarqma-makhathas-mthaze-zethiskhilis-khe-dargo-1300-nergi-mshenebare-monastris-teritoriaze.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 1 2014, 10:37 PM

ილია მეორე - საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანა ევროსტრუქტურების წევრი გახდეს
20:06 01-04-2014
ილია მეორე - საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანა ევროსტრუქტურების წევრი გახდეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი ილია II საპატრიარქოში დიდი ბრიტანეთის მინისტრს ევროპის საკითხებში დევიდ ლიდინგტონს შეხვდა. შეხვედრას დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი ესწრებოდა.
პატრიარქმა დიდი ბრიტანეთის მინისტრს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხა. "ჩვენ მოხარული ვართ, რომ ამ რთულ დროს, როცა არ არის აღდგენილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, საქართველოში ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის მინისტრის ჩამობრძანება არის ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა", _ აღნიშნა ილია მეორემ. უწმინდესმა ასევე გაიხსენა დიდ ბრიტანეთში მისი ვიზიტი და ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-თან შეხვედრა.
თავის მხრივ დიდი ბრიტანეთის მაღალი რაგნის სტუმარმა დასძინა, რომ მისთვის პატივია უწმინდესთან შეხვედრა. დევიდ ლიდინგტონის თქმით, მისთვის კარგად არის ცნობილი საქართველოს ეკლესიის როლი ქვეყნის განვითარების საქმეში და რომ ის დიდ როლს თამაშობს მოსახლეობის ცხოვრებაში.
"დიდი ბრიტანეთი საქართველოს განიხილავს, როგორც ევროპული ოჯახის წევრ ქვეყანას და ველოდებით, რომ ივნისში ხელი მოეწერება ასოცირების ხელშეკრულებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ საქართველოს ეკონომიკისა და პოლიტიკის თვალსაზრისით უფრო მეტის შესაძლებლობები ექნება. ამავე დროს ევროპას ექნება საშუალება, გაიცნოს საქართველოს მდიდარი კულტურა", _ დასძინა ლიდინგტონმა.
მისივე თქმით, ევროპა მრავლფეროვანია და მხარს უჭერს პოლიტიკას, თავის წიაღში მიიღოს ქვეყნები მათი კულტურებისა და ტრადიციების გათვალისწინებით.
თავის მხრივ პატრიარქმა აღნიშნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა ევროსტრუქტურების წევრი გახდეს.

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/276347-ilia-meore-saqarthvelo-yvelafers-akethebs-ratha-qveyana-evrostruqturebis-tsevri-gakhdes.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 8 2014, 12:08 AM

მცხეთას წმინდა ქალაქის ტიტული მიენიჭა
14:37 2014-04-06
გადაწყვეტილებას საფუძვლად მელქისედეკ პირველი კათოლიკოს-პატრიარქის ანდერძი უდევს
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მცხეთას წმინდა ქალაქის ტიტული მიენიჭა. ამის შესახებ ილია მეორემ დღევანდელი ქადაგებისას ბრძანა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად მელქისედეკ პირველი კათოლიკოს-პატრიარქის ანდერძი უდევს, რომელიც მე-11 საუკუნეში დაიწერა.
ანდერძში მელქისედეკ კათალიკოსი მცხეთას წმინდა ქალაქად მოიხსენიებს.პატრიარქმა უფალს შესთხოვა, ნათელში ამყოფოს მელქისედეკ კათალიკოსის სული და მისი ლოცვა-კურთხევა საქართველოს შეეწიოს.

ხვალ ხარების დღესასწაული წმინდა ქალაქ მცხეთაში, სვეტიცხოველში აღინიშნება. პატრიარქის თქმით, ანდერძში წერია, რომ ხარების დღესასწაული მცხეთაში უნდა აღინიშნებოდეს.
"იყო ასეთი წესი, რომ ამ დღეს მთელ მცხეთას სამღვდელოება და ხალხი ნაკურთხ წყალს ასხურებდა. ამიტომ გაძლევათ ლოცვა-კურთხევას, რომ ასხუროთ სახლებს, ქუჩებს, შვილებს, ყველაფერს, რაც თქვენს გარშემოა ნაკურთხი წყალი. როგორც მცხეთაში, ასევე თბილისში", - ბრძანა პატრიარქმა.

http://www.newposts.ge/?l=G&id=35693

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 9 2014, 12:46 AM

გაცნობებთ რომ , 9 აპრილს , 12:00-ზე , მისი უწმინდესობა და უნეტარესობა - ილია II , 9 აპრილის მემორიალთან ( პარლამენტთან ) , გადაიხდის , 1989 წლის ხსენებულ დღეს გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს .

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 18 2014, 02:40 AM



პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 18 2014, 10:35 PM

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნა დააბრძანეს. გარდამოხსნა საკურთხევლიდან სასულიერო პირებმა მსვლელობით გამოაბრძანეს. გარდამოხსნა თავზე ჰქონდა გადაფარებული პატრიარქს.
სასულიერო პირებმა ტაძარში ერთხელ გააკეთეს წრე და შემდეგ გარდამოხსნა სპეციალურად მომზადებულ სადგამზე დააბრძანეს. გარდამოხსნის ტაძრიდან გამობრძანებამდე ტაძარში წაიკითხეს სპეციალური ლოცვები, ასევე წმინდა სახარებიდან ადგილი, რომელიც უფლის ჯვარცმას და უფლის ჯვარზე გაკვრას ასახავდა.
გარდამოხსნის დაბრძანების შემდეგ, სასულიერო პირებმა მეტანია შეასრულეს. მსახურების დასასრულს წაიკითხეს ღვთისმშობლის დატირება და იესოს ლოცვა "ნუ მტირ მე დედაო", ასევე შესრულდა დავით გურამიშვილის ლექსზე შექმნილი იესოს საგალობელი.
გარდამოხსნა, ტაძრის შუაგულში, სამი დღის განმავლობაში დარჩება როგორც სიმბოლო. მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში.
იხილეთ ფოტოგალერეა
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/278505-samebis-tadzarshi-gardamokhsnis-tsesis-shesruleba-dasrulda.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 26 2014, 11:03 PM

ილია მეორე - საქართველო უნდა გახდეს ევროსტრუქტურების წევრი, ეს აუცილებელია ჩვენთვის
საქართველო უნდა გახდეს ევროსტრუქტურების წევრი - ეს აუცილებელია ჩვენთვის. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გუშინ, საპატრიარქოში მალტის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯორჯ ველას სტუმრობისას განაცხადა.

პატრიარქთან შეხვედრის ნაწილი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. შეხვედრას სხვა პირებთან ერთად საქართველოს ელჩი იტალიაში კახა სიხარულიძე ესწრებოდა. მალტის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა უწმინდესს მიღებისათვის და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია იმყოფებოდეს პატრიარქთან შეხვედრაზე. მინისტრის თქმით, მისთვის ცნობილია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია უწმინდესის როლი საქართველოს ბოლო წლების პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ჯორჯ ველამ ხაზი გაუსვა, რომ იგი პირველად იმყოფება საქართველოში და გაოცებულია ქვეყნის უდიდესი კულტურის სიმდიდრით, ისტორიით და აღნიშნა, რომ ძალიან შესამჩნევია მოსახლეობის რელიგიურობა. თავის მხრივ, მან აღნიშნა, რომ მალტა კათოლიკურია.

მალტის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უმთავრესი, რის გამოც იმყოფება პატრიარქთან შეხვედრაზე, არის პოლიტიკა. მისი თქმით, საქართველო რაც შეიძლება უნდა დაუახლოვდეს ევროკავშირს. "ჩამოვედი საქართველოში იმისთვის, რომ ჩემი ევროპელი კოლეგების მსგავსად მხარი დავუჭირო საქართველოს ამ გზაზე", - აღნიშნა ჯორჯ ველამ.

თავის მხრივ, პატრიარქმა დასძინა, რომ საქართველო უნდა გახდ

ეს ევროსტრუქტურების წევრი, რადგან ეს ქვეყნისთვის აუცილებელია. "მოგეხსენებათ, დარღვეულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ოკუპირებულია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. ეს არის უძველესი ქართული ტერიტორიები. მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთში მიტროპოლიტი. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია დღეს აფხაზეთი, საქართველო უნდა გამთლიანდეს, გახდეს ერთიანი. თქვენი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და მას დიდად ვაფასებ. ეს არის მტკიცე ხიდი საქართველოსა და მალტას სამომავლო ურთიერთობებში", - განაცხადა შეხვედრაზე კათოლიკოს-პატრიარქმა.
უწმინდესმა საპატიო სტუმარს მის მიერ შექმნილი საგალობლები და მუსიკალური ნაწარმოებები მოასმენინა.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/101609-ilia-meore-saqarthvelo-unda-gakhdes-evrostruqturebis-tsevri-es-aucilebelia-chventhvis.html#ixzz301LeFln1

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 28 2014, 10:55 PM

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი პარლამენტს მიმართავს, კანონპროექტის "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" მოცემული სახით მიღება გადადოს. ილია მეორე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ კანონპროექტის განხილვაში, "პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს ეკლესიისა და ფართო საზოგადოების ჩართულობა, რათა მიიღწეს შეთანხმება და ნაჩქარევმა ქმედებამ უარყოფითად არ იმოქმედოს ევროპისაკენ ქვეყნის სწრაფვაზე". ილია მეორის განცხადება საპატრიარქოში პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა წაიკითხა და აღნიშნა, რომ განხილვის დაწყების შემთხვევაში, საპატრიარქო მზადაა ითანამშრომლოს დაინტერესებულ მხარეებთან.

განცხადების მიხედვით, საქართველოს ეკლესია მიუღებლად მიიჩნევს ძალადობასა და დისკრიმინაციას, რადგან ქრისტიანული რელიგია სიყვარულის რელიგიაა და მისი სწავლება სიყვარულსა და ურთიერთპატივისცემას ეფუძნება, თუმცა, პატრიარქის შეფასებით, "ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვან ამ კანონპროექტში კონსტიტუციაში არარსებული ცნების - "სექსუალური ორიენტაცია" და "გენდერული იდენტობა" - შემოტანა ხალხში დიდ ვნებათაღელვას იწვევს, რადგან ჩვენი მოქალაქეების პიროვნული უფლებები ისედაც თანაბრად დაცულია საქართველოში დღეს არსებული კანონმდებლობით".

პატრიარქის განცხადებით, "ღვთის მცნებებიდან გამომდინარე, მორწმუნე საზოგადოება არატრადიციულ სექსუალურ ურთიერთობებს სამართლიანად მიიჩნევს მომაკვდინებელ ცოდვად, ხოლო წარმოდგენილი ფორმით ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს თვლის ის ამ ცოდვის პროპაგანდად და დაკანონებად". განცხადების მიხედვითვე, საზოგადოების აზრით, ეს კანონპროექტი იწვევს ყველა რელიგიის აღიარებული ძირითადი თეორიის ეჭვქვეშ დაყენებას.

"ეს კი, თავის მხრივ საზოგადოების ფართო ფენების დისკრიმინაციის საშიშროებას ქმნის. ევროკავშირი წარმოადგენს განსხვავებული ერებისა და რელიგიების გამაერთიანებელ მრავალფეროვან სივრცეს, რომელიც აცხადებს, რომ აღიარებს სხვადასხვა ხალხების კულტურასა და ტრადიციებს, საქართველოსთან მიმართებაშიც მზად არის გაითვალისწინოს და პატივი სცეს ჩვენს ფასეულობებს. აღნიშნული კანონპროექტის მოთხოვნები ამ პრინციპებს ეწინააღმდეგება", - ნათქვამია განცხადებაში.

პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო. 110 მომხრე - არცერთი წინააღმდეგი, ასეთი იყო კენჭისყრის შედეგი. კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდა როგორც უმცირესობას, ასევე უმრავლესობას. ისინი დეტალების განხილვას მეორე მოსმენაზე აპირებენ. 17 აპრილის სესიაზე გადაწყდა, რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტში მოქმედების სფერო დაკონკრეტებული აღარ იქნება. ამასთან, კანონპროექტის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, კანონის არცერთი დებულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესია შორის კონსტიტუციურ შეთანხმებას.

კანონპროექტზე უკვე იმსჯელეს იურიდიულ და ადამიანის უფლებათა კომიტეტების სხდომებზე. განხილვას არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, არასამთავრობოები, სასულიერო პირები და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები ესწრებოდნენ. დეკანოზი დავით ისაკაძე იმ დეპუტატებს, რომლებიც კანონპროექტს მხარს დაუჭერენ, ანათემაზე გადაცემით დაემუქრა. შენიშვნები ძირითადად სექსუალური უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებით იყო. ჯონდი ბაღათურია ჰომოსექსუალებისთვის საგანმანათლებლო და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მუშაობის აკრძალვას მოითხოვდა.

ანტიდისკრიმინაციულ კანონზე იუსტიციის სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მუშაობდა. კანონპროექტი პარლამენტში აპრილის დასაწყისში შევიდა, თუმცა არასამთავრობოების შეფასებით, ის რადიკალურად განსხვავდებოდა მათ მიერ შემუშავებული ვერსიისგან. მათი განცხადებით, კანონპროექტი სანქციებს არ ითვალისწინებს და ამ სახით მისი მიღება მხოლოდ ფორმალობა იქნება. პარლამენტში შეტანილი ანტიდისკრიმინაციული კანონის ავტორი მთავრობის კანცელარიაა. თეა წულუკიანმა ცვლილების კომენტირებისას შიდაპარტიული დაპირისპირება გამორიცხა, თუმცა აღიარა, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული ვარიანტი მისთვის უფრო მისაღები იყო.

საქართველოს ხელისუფლებას ფართომასშტაბიანი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღებისკენ ევროკომისიამაც მოუწოდა. შესაბამისი რეკომენდაცია აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში არსებული ვითარების შესახებ 2013 წლის ანგარიშში მოხვდა.

http://www.tabula.ge/ge/story/82647-patriarqi-parlaments-gadadet-antidiskriminaciuli-kanonproeqtis-migheba

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 3 2014, 01:12 AM

ილია მეორე - საქართველოში 311 მეჩეთი მოქმედებს, თურქეთში კი არც ერთი ქართული ტაძარი მოქმედი არ არის
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ოფიციალური ვიზიტით თურქეთს სტუმრობს. პატრიარქი დღეს ანკარაში იმყოფებოდა, სადაც თურქეთის რელიგიის საქმეთა სამმართველოს ხელმძღვანელმა , პროფესორმა მეჰმეტ გორდეზიმ მიიწვია. ოფიციალურ შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლების და რელიგიურ-კულტურული ძეგლების რესტავრაცია-მშენებლობის საკითხები.

ამასთან, თურქეთის მხარემ აჭარაში აზიზიეს და ახალციხეში აჰმედის მეჩეთთან დაკავშირებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება. ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ქართული ტაძრების - იშხნისა და ოშკის რესტავრაციის ფარგლებში დადებული ხელშეკრულების თანახმად, საქართველოში მოცულობითი მეჩეთის აგებაც არის განსაზღვრული.

თავის მხრივ, საქართველოს პატრიარქმა აღნიშნა, რომ მუსლიმან მოსახლეობას

საქართველოში რელიგიური აღმსარებლობის ყველა პირობა აქვს, რის მაგალითადაც საქართველოში მოქმედი 311 მოქმედი მეჩეთი დაასახელა. ილია მეორის თქმით, ეს ხდება მაშინ, როცა თურქეთის ტერიტორიაზე არც ერთი ქართული ტაძარი მოქმედი არ არის. ამასთან, უწმინდესმა ოშკისა და იშხნის სარესტავრაციო სამუშაოებში ქართველი სპეციალისტების და მეცნიერების ჩართვა მოითხოვა.

გარდა ამისა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნულ შეხვედრას ისტორიული უწოდა. როგორც მან განაცხადა, შეიქმნება კომისია, რომელიც როგორც იშხნისა და ოშკის, ასევე სხვა საკითხებს განიხილავს. აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად კათოლიკოს-პატრიარქმა თურქეთის დელეგაცია საქართველოში მოიწვია.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/102001-ilia-meore-saqarthveloshi-311-mechethi-moqmedebs-thurqethshi-ki-arc-erthi-qarthuli-tadzari-moqmedi-ar-aris.html#ixzz30axKgM87

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 9 2014, 12:29 PM

"ეს არის მეტად მძიმე შემთხვევა და მისი მიზეზები აუცილებლად დროულად უნდა იქნას დადგენილი," - ასე გამოეხმაურა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე 7 მაისს, ხელვაჩაურის სოფელ ახალსოფელში ეკლესიის ნგრევის შედეგად ორი ადამიანის დაღუპვის ფაქტს.
გართობა, საინტერესო, მსოფლიო
"გამოძიება ხელისუფლების მხრიდან უკვე დაწყებულია, მაგრამ კომისია ჩვენი მხრიდანაც იმუშავებს.

გულითადად თანაგრძნობას ვუცხადებთ მამუკა მიქელაძისა და თორნიკე მახარაძის ოჯახებს. დიდია მშობლებისა და ახლობლების გულისტკივილი, მაგრამ მინდა მათაც ვუთხრა და ყველას გასაგონად კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, რომ სული უკვდავია და იგი იწყებს ახალ, მარადიულ ცხოვრებას.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს მამუკას და თორნიკეს უკვდავი სული და წიაღსა შინა აბრაამისა განუსვენოს მათ.

ხოლო გიორგი გიორგაძესა და ლაშა მსხალაძეს მიმადლოს შეწევნა ღვთისა, გამოჯანმრთელება და მშვიდობა", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს ილია მეორეს სახელით.


http://www.netgazeti.ge/GE/105/News/31233/.htm

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 17 2014, 09:12 PM

"მშობლების ლოცვა-კურთხევა არის ღვთის ლოცვა-კურთხევა... ყოველდღე სთხოვეთ მათ დალოცვა"
"მშობლების ლოცვა-კურთხევა არის ღვთის ლოცვა-კურთხევა... ყოველდღე სთხოვეთ მათ დალოცვა"
21.10.2005
პატრიარქი მშობლების პატივისცემის შესახებ
* "უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი აერთიანებს, ხოლო ბოროტი სული ყოფს. თუ წარსულს გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ ყველა თავს დამტყდარი უბედურების მიზეზი ჩვენი დაყოფა იყო. ეს პროცესი დაყოფისა დღესაც გრძელდება: იყოფიან ოჯახები, შვილები ეყოფიან მშობლებს, და-ძმები - ერთმანეთს. გავიხსენოთ, როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები, მათ დიდ, განუყოფელ ოჯახებში 20-30 კაცი ცხოვრობდა, რომელთა შორის იერარქია არსებობდა. განსაკუთრებული პატივი უფროსს მიეგებოდა, რომლის სიტყვაც ოჯახის ყველა წევრისთვის კანონი იყო. ახლა კი პირიქით ხდება, ხშირად მშობლებს ერთი შვილი ჰყავთ და ისიც გაყოფისა და ცალკე ცხოვრებისკენ მიისწრაფვის. ამ მოვლენამ კიდევ ერთხელ უნდა შეგვახსენოს, რომ ადამიანი სულიერად უფრო და უფრო ეცემა, თანდათან უკან მიდის - უახლოეს ადამიანებს ერთად ცხოვრება არ შეუძლიათ. ამ საშინელი სენის მიზეზი ერთადერთია - ადამიანი განშორდა ღმერთს, მისი სული დაცარიელდა, რადგან აღარ არის ტაძარი ღვთისა, ხოლო უკეთუ აღარ არის ტაძარი ღვთისა; ეს იმას ნიშნავს, რომ აღარც სიყვარული აქვს, რადგან სიყვარული და მისი წყარო თვითონ ღმერთია. უკეთუ ჩვენ სინანულითა და ლოცვით ღვთის წყალობა და სიყვარული არ დავიბრუნეთ, სიყვარული საერთოდ გაქრება".

* "ოჯახში აუცილებლად უნდა სუფევდეს თანხმობა, რადგან მშვიდობა, უპირველეს ყოვლისა, ოჯახიდან იწყება. მინდა განსაკუთრებით ახალგაზრდობას მოვუწოდო ოჯახში მშვიდობისაკენ და შევახსენო მცნება ღვთისა: "პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა". დედისა და მამის პატივისცემით თქვენ მხოლოდ მადლს მოიპოვებთ და დღეგრძელნი იქნებით. დღეს საღამოს (იგულისხმება შენდობის კვირა, - ს.კ.), როცა ეკლესიიდან შინ დაბრუნდებით და დედ-მამასთან მიხვალთ, დაუჩოქეთ მათ, როგორც მოძღვარს, ხელზე ემთხვიეთ და დალოცვა სთხოვეთ".

* "ყოველი შაბათი მიცვალებულთა დღეა. ნუ დაივიწყებთ გარდაცვლილ მშობლებს, წინაპრებსა და ახლობლებს. ამ დღეს გაკეთებული საკურთხი ეკლესიაში წაიღეთ და პანაშვიდზე მოძღვარს მოახსენებინეთ მათი სულები... თუ ყოველივე ამას გააკეთებთ, ღვთის კურთხევა არ მოგაკლდებათ".

* "სულიერი სრულყოფის კიბეზე ორ მადლს აჰყავს ადამიანი: უკვდავებასა და სიწმინდეს. ორ ძალას შთაჰყავს კაცი ჯოჯოხეთამდე: ცოდვასა და სიკვდილს.

სიკვდილი და უკვდავება! რა ხშირად იმყოფებიან ისინი გერდიგვერდ. ხშირია მათი თანაარსებობა ერთ ოჯახშიც კი, მშობლებსა და შვილებს, დებსა და ძმებს შორის (ძნელია, მაგრამ მათ რომ ერთად ცხოვრება შეძლონ, ერთმანეთის სიმძიმე უნდა იტვირთონ, უნდა დაუთმონ ერთმანეთს)...

ის, ვისი ცხოვრებაც ღვთის რწმენასა და სიყვარულზეა დაფუძნებული, აუცილებლად იქნება ღვთის მოშიში, პატივს მიაგებს მშობლებს, შეიყვარებს მოყვასს... იცხოვრებს ეკლესიურად და უსურვებს ყველას მას, რაც თავისი თავისთვის უნდა, რადგან ჭეშმარიტი სიყვარული მოიცავს ქრისტიანის ცხოვრების ყველა მხარეს, განსაზღვრავს და საფუძვლად ედება ურთიერთობას პიროვნებასა და შემოქმედს შორის, ადამიანთა შორის".

* "სიყვარულით უნდა აღვზარდოთ და სიყვარული უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს... მაგრამ სიყვარული რომ დავიმსახუროთ, ჯერ ჩვენ უნდა შევიყვაროთ ბავშვი ნამდვილი სიყვარულით...

მოზარდების მიმართ დიდად სცოდავენ როგორც ოჯახი, მშობლები, ისე სკოლა და პედაგოგები. ბავშვის აღზრდისას ყველაზე დიდი ბიძგის მიმცემი მშობლების პირადი მაგალითია. იმ ოჯახში, სადაც ყოველდღიურად აღევლინება ლოცვა, სადაც მშობლები ყოველდღიურად კეთილსინდისიერად შრომობენ, ერთმანეთს სიყვარულითა და პატივისცემით მიმართავენ, ცდილობენ, დაეხმარონ გაჭირვებულებს. იქ, სადაც არავინ არავის არ უყვირის, არ უხეშობს, არ ატყუებს... იზრდებიან ასეთივე კეთილი თვისებების მქონე პიროვნებები.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შვილების ქრისტიანულ აღზრდას... სამწუხაროდ, ოჯახში უფროსები ხშირად არასწორად იქცევიან. ისინი კერპებივით ეთაყვანებიან შვილებს, რაც ღვთის საწინააღმდეგოა; განსაკუთრებულად ზრუნავენ მათ ჯანმრთელობასა და ფიზიკურ აღზრდაზე, ცდილობენ, აუცილებლად მისცენ საშუალო და უმაღლესი განათლება; ყველაზე მთავარი კი ავიწყდებათ: ავიწყდებათ სულიერი აღზრდა, ავიწყდებათ ბავშვებში იმ მორალური თვისებების ჩამოყალიბება, რომლებიც უნდა ახასითებდეს მართლმადიდებელ ქრისტიანს.

საბოლოოდ, შედეგიც სამწუხაროა; შვილები ნელ-ნელა კარგავენ მშობლების სიყვარულს, თანდათან შორდებიან მათ, ყურადღებას აღარ აქცევენ ანდა უპატრონოთა თავშესაფარში აბარებენ. იმაზე კი აღარ ფიქრობენ, რომ იგივე ხვედრი, ანდა უარესი, თვითონ მათ ელით. "პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა", - გვასწავლის მეხუთე მცნება. მშობლების პატივისცემა და მათი რჩევის გათვალისწინება არის საფუძველი ქალიშვილისა თუ ვაჟის მომავალი ოჯახის სიმტკიცისა და ბედნიერებისა, უპატივცემულობა კი - მიზეზი ოჯახის უბედურებისა და დარღვევისა".

* "ბავშვებს თავიდანვე უნდა გავუღვივოთ გრძნობა ადამიანის ღირსების დანახვისა და დაფასებისა, განვუმტკიცოთ რწმენა იმისა, რომ ყოველი ჩვენგანი ღვთისაგან განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯილდოებული, ოღონდ აუცილებელია ამ მადლის გამოვლენა...

რატომ ირღვევა ოჯახები, დაიკარგა სიყვარული, თაობათა შორის პატივისცემა?! რატომ კლავენ დედები შვილებს?!

იმიტომ, რომ მოიშალა საფუძველი ჩვენი ზნეობისა, დაიკარგა შიში უფლისა, განცდა ცოდვისა".

* "ოჯახი ერთიანი ორგანიზმია, რომელსაც ერთი თავი უნდა ჰქონდეს და ეს თავი ქმარი უნდა იყოს... მაგრამ ამავე დროს ქმარს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. მოციქული პავლე წერს: "ქმართა გიყუარდეთ ცოლნი თვისნი, ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაი და თავი თვისი მისცა მისთვის" (ეფეს. 5,25).

განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ შვილებსაც. მათი ბედნიერება და კეთილდღეობა ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ეპყრობიან ისინი მშობლებს. ერთ-ერთი ათ მცნებათაგანი (რომელიც მოსეს ღმერთმა სინას მთაზე მისცა) პირდაპირ მიუთითებს: "პატივი უყავ მამასა შენსა და დედასა შენსა, ვითარცა გამცნო უფალმან ღმერთმან შენმან, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა, რომელ იგი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ" (მეორე სჯულისა 5,16). წინასწარმეტყველ მოსეს დროს სასჯელი მკაცრი იყო: "რომელმან სცეს მამასა თვისა და დედასა თვისსა, სიკუდილითა მოკუდინ" (გამოს. 21,17). მშობლების პატივისცემაზე მოციქული პავლეც მიუთითებს: "შვილნი მორჩილ იყვენით მამა-დედათა თქვენთა უფლისა მიერ, რამეთუ ესე არს სამართალ. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რომელ-ესე არს მცნებაი პირველი აღთქუმასა შინა, რაითა კეთილი გეყოს შენ და იყო დღეგრძელ ქუეყანასა ზედა" (ეფეს. 6,1-3).

დღევანდელ პირობებში ქალების დიდი ნაწილი დგას პრობლემის წინაშე - იმსახუროს და თან შვილებიც აღზარდოს. შვილის შედეგიანი აღზრდა მხოლოდ იმ ოჯახშია შესაძლებელი, სადაც მას ადამიანის, სამშობლოს, მშობლების, ბუნებისა და წიგნის, სიკეთისა და სიმართლის სიყვარულს ასწავლიან, ასწავლიან რწმენასა და ლოცვას; სადაც მშობლებს შორის მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა სუფევს, სადაც არა მხოლოდ ბავშვისგან მოითხოვენ მაღალ ზნეობრივ თვისებებს, არამედ თვით მშობლებიც მორალური ნორმების დამცველნი არიან".

* წმინდა წერილი გვასწავლის, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს დედ-მამის დალოცვას, ოღონდ დალოცვა უნდა იყოს დამსახურებული, მშობლების დაფასებით მოპოვებული.

განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება ავადმყოფ, ხანდაზმულ, დაუძლურებულ მშობლებს. არადა ზოგიერთი თავიდან იშორებს მათ და მოხუცებულთა თავშესაფარში გზავნის. ეს საშინელი სისასტიკეა. მშობლები წუხან, ტირიან შვილების უდიერი საქციელის გამო, თუმცა უმეტესწილად თვითონ არიან დამნაშავენი, რადგან ქრისტიანული რწმენითა და სიყვარულით არ გაზარდეს ისინი.

დედ-მამის უპატივცემულობის მიზეზით შვილები შემდეგ სხვადასხვა ავადმყოფობით იტანჯებიან; მათ ოჯახში არ არის სიმშვიდე და სიყვარული. ყველას უნდა ახსოვდეს: როგორც თვითონ ექცეოდა მშობლებს, ისე მოექცევიან მას მისი შვილები.

მეხუთე მცნება ასევე გულისხმობს კეთილ დამოკიდებულებას უფროსი ადამიანების, ახლობლების, მოძღვრების მიმართ. მაგრამ თუ მშობელი ან ნებისმიერი სხვა პიროვნება ჩვენგან ღვთის საწინააღმდეგო საქმის აღსრულებას ითხოვს, არა ვართ ვალდებულნი, დავემორჩილოთ მას".

* "თუ კაცი განათლებულია, მას კულტურულად ვთვლით. ნუთუ შეიძლება კულტურული ვუწოდოთ მას, ვინც შეურაცხყოფს და ამცირებს სხვას? ნუთუ შეიძლება კულტურული ვუწოდოთ მათ, ვინც უპატრონოთა სახლში აბარებს მშობლებს, ანდა იმ მშობლებს, ღვთის ანაბარა რომ ტოვებენ შვილებს?

ახალგაზრდობის ცხოვრება რომ სწორი გზით წარვმართოთ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ გულის კულტურას; გულის სიწმინდე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მადლია...

დაე, აკურთხოს ღმერთმა და განამტკიცოს ყოველი ოჯახი, თითოეული თქვენგანი".

* "ოჯახი - მცირე სახელმწიფოა, სადაც არ შეიძლება სუფევდეს ანარქია, არამედ ოჯახის წევრებს შორის უნდა იყოს იერარქიული დამოკიდებულება...

ცოლ-ქმარმა რომ საიქიო ნეტარება მოიპოვოს, მათი ოჯახი ზნეობრივი უნდა იყოს, რაც ერთმანეთს შორის სიყვარულითა და ერთგულებით, ნდობითა და პატივისცემით აღსავსე სულიერ დამოკიდებულებასა და საკუთარი თავის, მეუღლის, შვილების, ერისა და ღვთის წინაშე მოვალეობის გრძნობას გულისხმობს".

* "შეხედეთ, როგორია დღევანდელი ოჯახი. სადღაა აქ ცოლ-ქმრის სიყვარული და პატივისცემა, სიყვარული სარწმუნოების გარეშე იქცა ვნებად, სისხლის ყივილად და არა სულის მოთხოვნილებად.

სიყვარულის გრძნობა დაკარგულია მშობლებსა და შვილებს შორისაც...

ხშირად გაიგონებთ, რომ ახალგაზრდამ თავის ამხანაგს დანით ათობით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მას კი სინანული არ დაუფლებია; ანდა შვილმა მშობელი მალულად მოკლა, მერე კი მშვიდად იდგა ცხედართან და ახლობლებისა და ნაცნობებისგან სამძიმარს იღებდა. საიდან მოდის ასეთი დაუნდობლობა, ასეთი სისასტიკე? გეკითხებით, განა შეიძლება, ნამდვილად მორწმუნე, ღვთისმოსავმა ადამიანმა ასეთი საშინელი დანაშაული ჩაიდინოს? რა თქმა უნდა, არა, თუ იგი ფსიქიკურად არ არის დაავადებული. აი, სადამდე დავეცით უღვთოდ".

* "წმინდა მამები ამბობენ, რომ ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი საქმე ღვთისა და ერის წინაშე ქალისთვის არის სათნო, მორწმუნე, კეთილისმყოფელი ბავშვების აღზრდა.

შეიძლება თუ არა, რომ დედა შვილებს დავუბრუნოთ? სად არიან დედები? სად იზრდებიან მათი შვილები? მშობლები ცდილობენ შვილების შეყვანას საბავშვო ბაღში, რათა მეტი თავისუფალი დრო ჰქონდეთ. მართალია, იქ ბავშვები კარგად ერთობიან, მაგრამ დედის სითბო და ზრუნვა არა აქვთ; იცოდეთ, რომ ეს უკმარისობა მშობლის მზრუნველობისა და ალერსისა ბავშვის გულში რჩება. შემდგომში ამის გამო ადამიანი უხეშდება და იგი, უპირველეს ყოვლისა, უხეში ხდება საკუთარი მშობლების მიმართ. მშობლებს კი უკვირთ: როგორ ხდება ეს, განა მე არ აღვზარდე, უცხო ენები ვასწავლე, სპორტზე, სხვადასხვა წრეზე ვატარებდი, არაფერს ვაკლებდი და ასე რატომ მოხდაო? და ეს სწორედ იმიტომ მოხდა, რომ შვილი მისი აღზრდილი არ არის. მას არ უნახავს სიყვარული დედისა, არ მოუსმენია დედის იავნანა, დედის ლოცვა".

* "არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ მშობლების ლოცვა-კურთხევა არის ღვთის ლოცვა-კურთხევა და გირჩიეთ, ყოველდღე გეთხოვათ მათთვის დალოცვა. კიდევ ერთხელ შეგაგონებთ ამას. გახსოვდეთ, ეს არის ძალიან ძლიერი საშუალება ღვთის მადლის მიღებისათვის".

* "მოვიგონოთ ჩვენი მშობლები და კეთილმორწმუნე წინაპრები. დაე, მარად გიცავდეთ დედის სითბო და მამის მზრუნველობა. პატივი მიაგეთ მათ, ხოლო თუ ისინი გარდაცვლილნი არიან, მაინც ჩვეულებრივ ესაუბრეთ და დახმარებაც სთხოვეთ. გახსოვდეთ, მათ ყოველივე ესმით, კვლავინდებურად უყვარხართ და ლოცულობენ თქვენთვის".

http://karibche.ambebi.ge/skhvadaskhva/epistoleni/557-qmshoblebis-locva-kurthkheva-aris-ghvthis-locva-kurthkheva-yoveldghe-sthkhoveth-math-dalocvaq.html

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: May 17 2014, 09:41 PM

Deda zedmiwevnit asrulebs:)

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 27 2014, 08:51 PM

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამოფენა "ქართული ფრესკა-აღდგომა" გახსნა. გამოფენის გახსნას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მთავრობის წევრები, საზოგადო და კულტურის მოღვაწეები დაესწრნენ.

ღონისძიების ფარგლებში პრეზიდენტმა პატრიარქს არყის ხე აჩუქა, უწმინდესმა კი ქვეყნის პირველ პირს წმინდა გიორგის ხატი უსახსოვრა.

გამოფენა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამაღლების დღესასწაულზე დაიხურება. 28-29 მაისს ექსპოზიციის ნახვა, 12.00 საათიდან 20.00 საათამდე, ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/politika/45933-ra-usakhsovres-erthmaneths-prezidentma-da-patriarqma-migheba-avlabris-rezidenciashi.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 10 2014, 07:50 PM

ბილი გრემის ევანგელისტური ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის ვიქტორ გამისა და უწმიდესს და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, მთავარეპისკოპოსს მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის, ილია II-თან გამართულ შეხვედრაზე მრავალმხრივ განიხილულ იქნა საკითხი საქართველში ჩატარებულ საერთაშორისო იმედის ფესტივალზე.
"სახარების ქადაგებას ყოველთვის მოაქვს დადებითი შედეგი", - ბრძანა პატრიარქმა.

http://hopefestival.ge/ge/news/54

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 22 2014, 09:32 PM

პატრიარქმა საქართველოს საზღვრების დამცველი ივერიის ღვთისმშობლის ხატი აკურთხა
15:24 22-06-2014
პატრიარქმა საქართველოს საზღვრების დამცველი ივერიის ღვთისმშობლის ხატი აკურთხა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს საზღვრების დამცველი ივერიის ღვთისმშობლის ხატი - "სამანთ მფარველი" აკურთხა. საზღვრების დამცველი ღვთისმშობლის ხატის შექმნის შესახებ იდეა ქართველი მესაზღვეების მოძღვარს, სვეტიცხოვლის დეკანოზ, მიქაელ მაჭარაძეს ეკუთვნის. მისი ინიცატივით, მესაზღვრეთა შემოწირულობებით და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა კურთხევით, დაიწერა ხატი - "სამანთ მფარველი ("სამანი" ძველი ქართული სიტყვაა და საზღვარს ნიშნავს).
სვეტიცხოველში პატრიარქმა სასაზღვრო პოლიციის სხვადასხვა სამმართველოებში დაბრძანებული საზღვრის მფარველი ხატებიც აკურთხა, თავად დედა ხატი კი სასაზღვრო პოლიციის სამმართველო "ყაზბეგში", სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიაშია დაბრძანებული. უწმინდესმა სვეტიცხოველში ქადაგების დასასრულს მესაზღვრეებიც დალოცა.
"პატრიარქის დალოცვა თითოეული ჩვენგანისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს მოხდა კურთხევა ხატების, რომლებიც სასაზღვრო პოლიციისთვის დაიწერა. უწმინდესმა დაგვლოცა და წარმატება გვისურვა ჩვენს საქმიანობაში", - განაცხადა სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ზურაბ გამეზარდაშვილმა.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/287211-patriarqma-saqarthvelos-sazghvrebis-damcveli-iveriis-ghvthismshoblis-khati-akurthkha.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 27 2014, 08:26 PM

უწმინდესი საპატრიარქოში მიღებას გამართავს
14:04 27-07-2014
უწმინდესი საპატრიარქოში მიღებას გამართავს მომავალ შაბათს, 2 აგვისტოს, მართლმადიდებელი ეკლესია წმ. ილია წინასწარმეტყველის დღესასწაულს აღნიშნავს. როგორც ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, პარასკევს საღამოს იქნება ლოცვა, ხოლო შაბათს საზეიმო წირვა აღევლინება.
გარდა ამისა, შაბათს, საღამოს საპატრიარქოში მიღება გაიმართება.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/291508-utsmindesi-sapatriarqoshi-mighebas-gamarthavs.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 5 2014, 06:59 PM

პატრიარქმა ირაკლი ღარიბაშვილს თეთრი ცხენი აჩუქა - პრემიერმა დღე ილია მეორესთან ერთად გაატარა
საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, ილია მეორის მიწვევით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოში იმყოფებოდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პრემიერმა უწმინდესის მშობლიური სოფელი მოინახულა და დღე პატრიარქთან გაატარა.

მთავრობის მეთაურმა და კათოლიკოს–პატრიარქმა ერთად დაათვალიერეს ლარსის გამშვები პუნქტი და დარიალის ხეობაში ახლად გახსნილი ეკლესია მოილოცეს. დამშვიდობებისას უწმინდესმა ირაკლი ღარიბაშვილს თეთრი ცხენი აჩუქა", - ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაში.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/108101-patriarqma-irakli-gharibashvils-thethri-ckheni-achuqa-premierma-dghe-ilia-meoresthan-erthad-gaatara.html#ixzz39Wv3ADvO

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 9 2014, 11:27 AM

ილია მეორე - საქართველოს წიგნის კითხვის მხრივ ჩამორჩენა აქვს
წიგნი მიყვარდა იმ დროს, როცა კითხვა არ ვიცოდი, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გუშინ საპატრიარქოში, პროექტის "წიგნი ყველა სოფელს" დალოცვის დროს განაცხადა.

"წიგნი მიყვარდა იმ დროს, როცა კითხვა არ ვიცოდი, ჯერ არ ვსწავლობდი და მელნით ვიჭუჭყიანებდი თითებს. მახსოვს, პირველ კლასში ვიყავი და მესმოდა სახლში, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს წიგნი ნაყიდი. შევაგროვე ფული, წავედი მაღაზიაში წიგნის საყიდლად. პირველი წიგნი, რომელიც ვიყიდე იყო ფერადი გარეკანით. ბიბლია და სახარება იყო ჩემს სახლში. ასე დაიწყო ჩემი წიგნთან ურთიერთობა", - აღნიშნა ილია მეორემ.

მისივე განცხადებით, საქართველოს წიგნის კითხვის მხრივ ჩამორჩენა აქვს. "წიგნის კითხვაში რატომღაც გვიჭირს. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბავშვებმა შეიყვარონ წიგნი - მთავარია მას შევუქმნათ განწყობა, თავიდან უნდა განვაწყოთ ბავშვი წიგნის მიმართ, კითხვა დავუწყოთ ზღაპრებით. ყველა მშობელმა თავის შვილს უნდა უკითხოს წიგნი და ზღაპრები, არა ტრაქტორებზე, მანქანებზე, თვითმფრინავებზე, არამედ ბუნების შესახებ. ზღაპარმა უნდა დაახლოვოს ბავშვი ბუნებასთან, უნდა შეაყვაროს წიგნი", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, როდესაც იგი ნაკურთხი იყო ეპისკოპოსად, სასულიერო სემინარიაში ასწავლიდა. "1963 წელს მე ვიყავი ეპისკოპოსად ნაკურთხი და გაიხსნა სასულიერო სემინარია. აქ ვიყავი ლექტორი. სულ 4-5 მასწავლებელი ვიყავით, სტუდენტებიც ამდენივე იყო. მე სტუდენტებს ვთხოვე წიგნის წაკითხვა, თუმცა მაინც და მაინც თავს არ იწუხებდნენ. შემდეგ ვუთხარი, რომ ეს წიგნები წაეკითხათ, ერთი კვირა მივეცი და ავუხსენი, რომ მერე იქნებოდა განხილვა, ამის გამო წაიკითხეს წიგნები", - აღნიშნა პატრიარქმა.

მისივე თქმით, სტუდენტობის დროს მას ჰყავდა მეგობარი, რომელსაც ფილოსოფიური წიგნები უყვარდა. "მეც გადმომედო ეს მიდრეკილება და ვეძებდით ფილოსოფიის ლოგიკას. წიგნის კითხვის გარეშე ჩვენ ვერაფერს მივაღწევთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის, ხალხი ახლა არ კითხულობს წიგნებს. არ ვიცი რატომ მოხდა ისე, რომ რუსები უფრო კითხულობენ, ვიდრე ჩვენ, ძალიან რთული ამბავია",

- ბრძანა უწმინდესმა.

პროექტი "წიგნი ყველა სოფელს" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, "ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის", გამომცემლობა "პალიტრა L"-ის, "ვისოლ ჯგუფის", საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნის", ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი დღეს უწმინდესმა საპატრიარქოში დალოცა.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/108342-ilia-meore-saqarthvelos-tsignis-kithkhvis-mkhriv-chamorchena-aqvs.html#ixzz39sTOAxi7

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 18 2014, 11:33 AM

დაჭრილ და ტრავმირებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ეკლესია იზრუნებს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დღეს მემორანდუმი გაფორმდა. სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში, დღეს შეთანხმებას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია მეორემ მოაწერეს ხელი.

როგორც თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, შეთანხმება სულიერი, ზნეობრივი და მამულიშვილური საწყისების განმტკიცებას, სამშობლოს წინაშე სამხედრო ვალდებულების კიდევ უფრო ღრმად გააზრებას, სამხედრო პატრიოტული სულის აღორძინებასა და განმტკიცებას ითვალისწინებს.

მათივე თქმით, მხარეთა შორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სარწმუნოებრივი შემწყნარებლობისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდას. გარდა ამისა, მემორანდუმი საქართველოს

სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო-სასწავლო დაწესებულებებსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობას, ასევე დაჭრილ და ტრავმირებულ სამხედრო მოსამსახურეთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კუთხით ღვთისმსახურთა დახმარებას გულისხმობს.
ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი, ვახტანგ კაპანაძე და მისი მოადგილეები, ასევე თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, სამხედრო მაღალჩინოსნები და სასულიერო პირები დაესწრნენ.

"ინტერპრესნიუსი"


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/108827-datcril-da-travmirebul-samkhedro-mosamsakhureebze-eklesia-izrunebs.html#ixzz3Aj6cln66

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Aug 18 2014, 02:08 PM

A.V.M
ძალიან კარგი მშვენიერი მემორანდუმია.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 30 2014, 02:10 AM

საქართველოში ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე ჩამოვიდა. ალაჰ შუქურ ფაშა ზადეს თბილისის აეროპორტში საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქი დახვდა სხვა სასულიერო პირებთან ერთად.

პატრიარქმა ფაშა ზადეს 65 წლის იუბილე მიულოცა, რომელიც საქართველოში მის ჩამოსვლას დაემთხვა. ამის შემდეგ სტუმარი საპატრიარქოში მიიწვიეს, სადაც შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

პატრიარქმა შეხვედრაზე კონფლიქტებზე და ამ ფონზე სასულიერო პირების პასუხისმგებლობაზე გაამახვილა ყურადღება. შუქურ ფაშა ზადეს განცხადებით, ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.

"მთიანი ყარაბაღიდან ერთი მლნ. ლტოლვილი გვყავს, სომეხმა ექსტრემისტებმა მთიანი ყარაბაღის ოკუპაცია მოახდინეს. ცდილობენ, რომ საზღვრები კიდევ ერთხელ შეცვალონ. მაგრამ თქვენ ყოველთის გამოდიხართ ჭეშმარიტების პოზიციიდან და ადასტურებთ სინამდვილეს. ჩვენც მივყვებით თქვენს გზას და ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მოძმე ქართველ ერს და მის წინსვლას. ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება აფხაზეთი, სამაჩაბლო, თუ მთიანი ყარაბაღი ტერიტორიების პრობლემები მოგვარდება მშვიდობიანად და ჩვენი ერების ურთიერთობა კიდევ უფრო განმტკიცდება",-განაცხადა ფაშა ზადემ.

http://news.ge/ge/news/story/102585-amierkavkasiis-muslimta-sabchos-tavmjdomare-patriarqs-shekhvda

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 12 2014, 06:34 PM

პატრიარქი მეჰმედ გორმეზს: იქნებ იყოს საშუალება, რომ ოშკში და ხახულში იმოღვაწეონ ჩვენმა ბერებმა და აღსდგეს მსახურება

საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოში სტუმრად მყოფ თურქეთის რელიგილურ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელს მეჰმედ გორმეზის ოშკში და ხახულში ქართული ღვთისმსახურების აღდგენა სთხოვა.

„დღეს ქართველი ადამიანები ვერ შედიან ქართულ ეკლესიებში. იქნებ იყოს საშუალება, რომ ოშკში და ხახულში იმოღვაწეონ ჩვენმა ბერებმა და აღსდგეს მსახურება. მრავალი ტურისტი ჩადის ქართველი ადმიანები და ისინი ითხოვენ ლოცვას ქართულ ენაზე“,-განაცხადა პატრიარქმა. ილია მეორემ გორმზის ასევე, ქართულ ტაძრებზე ქართული წარწერების გაკეთების ნებართვა სთხოვა. "არის შემთხვევები, რომდესაც ისტორიულ ქართულ ტაძრებს ითვისებენ სხვა ერის წარმომადგენლები. ჩვენ გვინდა გთხოვოთ, რომ ამ ტაძრებზე იყოს ქართული წარწერები. მოხდეს ქართული მემკვიდრეობის პასპორტიზაცია, რათა ყველამ იცოდს, რომ ეს ძეგლები არის ქართული",-განაცხადა პატრიარქმა
http://pirveliradio.ge/?newsid=32513

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 25 2014, 04:41 PM

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მაია პლისეცკაიას შეხვდა
(25.09.2014)
აქ მოვდივარ როგორც ტაძარში, - ეს განცხადება რუსმა ბალერინამ მაია პლისეცკაიამ საქართველოს საპატრიარქოში გააკეთა, სადაც კათოლიკოს-პატრიარქს , უწმინდესს და უნეტარესს, ილია მეორეს შეხვდა.
საპატრიარქოში იმყოფებოდნენ ფონდ "იავნანას" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე და სხვა თანხმლები პირები.
შეხვედრის დასაწყისში პატრიარქმა მადლობა გადაუხადა მაია პლისეცკაიას სტუმრობისათვის და აღნიშნა, რომ "გუშინდელი კონცერტი ჩვენი სულიერი სიახლოვის გამოვლინებაა".
პატრიარქმა აღნიშნა, რომ საქართველო მდიდარია მუსიკალური ნაწარმოებებით, აქ სიყვარულით ხვდებიან მაია პლისეცკაიას.
თავის მხრივ მაია პლისეცკაიამ აღნიშნა, რომ "აქ ისე გრძნობს თავს, როგორც ტაძარში". მან კმაყოფილება გამოთქვა, რომ კიდევ ერთხელ იმყოფება საქართველოში და ჰქონდა შესაძლებობა, შეხვედროდა პატრიარქს.
კათოლიკოს-პატრიარქმა ჰკითხა მაია პლისეცკაიას, ჩამოუტანა თუ არა მას საჩუქრად ფოტოალბომი, რაზეც მაია პლისეცკაიამ სინანული გამოთქვა, რომ თან არ ჰქონდა. რუსი ბალლერინა დაპირდა უწმინდესს, რომ ალბოს მოსკოვში ჩასვლისთანავე გამოუგზავნიდა.

https://www.facebook.com/557773954264793/photos/pcb.801164663259053/801163783259141/?type=1&theater

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 1 2014, 01:10 AM

პატრიარქის უფროსი ძმა, ბერი გიორგი (ვიქტორ შიოლაშვილი) გარდაიცვლა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უფროსი ძმა, ბერი გიორგი (ვიქტორ შიოლაშვილი) გარდაიცვლა.
ბერი გიორგი 1929 წლის 11 დეკემბერს, ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში დაიბადა. იგი გიორგი შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის მრავალშვილიანი ოჯახში მეექვსე შვილი იყო.
1970 წლიდან ვიქტორ შიოლაშვილი კათოლიკოს-პატრიარქთან

მსახურებდა. მისი მეუღლე მარიამ ჩოჩოშვილი იყო. ბერ გიორგის ჰყავს ორი შვილი, ხუთი შვილიშვილი და რვა შვილთაშვილი.
სიცოცხლის უკანასკნელი პერიოდი მან მცხეთაში გაატარა.
ვიქტორ შიოლაშვილი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, 2013 წელს 4 სექტემბერს, ბერად აღიკვეცა და სახელად ეწოდა გიორგი, იგი მცხეთის წმ.გიორგის სახელობის მონასტერში მსახურობდა.
ბერი გიორგი 2 ოქტომბერს, 1400 საათზე, სამთავროს მონასტრის ეზოში დაიკრძალება.
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/112490-patriarqis-ufrosi-dzma-beri-giorgi-viqtor-shiolashvili-gardaicvla.html


პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 3 2014, 05:12 PM

გლდანის მე-8 დაწესებულებაში თურქეთის მოქალაქე მართლმადიდებლურად მოინათლა

ელმაზ ორკანს ოცნება აუხდა

გლდანში, სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში, 7 პატიმარს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ნაკურთხი ჯვრები, სანთლები და სახარება გადაეცა.

როგორც გაირკვა, ერთ საკანში მყოფმა პატიმარებმა პატრიარქს მისწერეს წერილი. ისინი უწმინდესს მოწიწებით აცნობებდნენ, რომ მათი ოცნება და სურვილი იყო მისი ნაკურთხი ჯვრები ეტარებინათ. ეს სურვილი პატრიარქმა შეუსრულა _ პირადად მათ სახელზე აკურთხა ჯვრები და გაუგზავნა. მამა გაბრიელ პაიკიძემ და დეპარტამენტის სოციალურმა მუშაკებმა, მოოქროვილ სახარებასთან ერთად, პატიმრებს ჯვრები და სანთლები გადასცეს.
ემოციებს ვერ მალავდნენ ბრალდებულები _ ძალიან გახარებულები იყვნენ. გაირკვა, რომ ერთი პატიმარი, რომელსაც ეს იდეა გაუჩნდა, სხვა დაწესებულებაშია გადაყვანილი. მას გეგუთში გაუგზავნიან პატრიარქის საჩუქარს.

_ იდეა გაუჩნდა ჩვენს თანასაკნელს, იაგო სიჭინავას და ავიტაცეთ. დღეს ძალიან ბედნიერები და გახარებულები ვართ. ახალდაბადებულივით ვგრძნობ თავს. ჩვენი სურვილი ასრულდა. წელიწადნახევარი მაქვს მისჯილი, 4 თვე დამრჩა და აქედან მალე გავალ, მაგრამ ეს დღე არასოდეს დამავიწყდება. მთელი ცხოვრება ვატარებ პატრიარქის ნაკურთხ ჯვარს, _ მითხრა მსჯავრდებულმა ედუარდმა.
ემოციებს ვერ მალავდა პატიმარი მურმან ჯანელიძე. მან მხოლოდ ეს სიტყვები თქვა: _ უფალს ვთხოვდი, ჩვენი პატრიარქი დიდხანს გვიცოცხლოს და მოესწროს საქართველოს გამთლიანებას.

იმ დღეს პატრიარქის კურთხევით გლდანის VIII დაწესებულებაში მართლმადიდებლად მოინათლა თურქეთის მოქალაქე, ელმაზ ორკანი. ის დეკანოზმა გაბრიელ პაიკიძემ მონათლა. მისი ნათლობის სახელია თორნიკე. ელმაზ ორკანი წარმოშობით ქართველია. ამბობს, რომ მისი წინაპრები გვარად ლორთქიფანიძეები იყვნენ და თურქეთში 1780 წელს იძულებით მიიღეს ისლამი. მას სურდა, მართლმადიდებლობას დაბრუნებოდა და ახლა ძალიან ბედნიერია. მონათლულ თორნიკესაც საჩუქრად უწმინდესის მიერ გამოგზავნილი ჯვარი და მოოქროვილი სახარება გადაეცა.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური სამმართველოს უფროსის, ლეილა აფციაურის განცხადებით, ბოლო წლებში სასჯელაღსრულების სისტემაში სხვადასხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის 157 პატიმარი გაქრისტიანდა.
თეა ხურცილავა, სპეციალურად საიტისთვის
http://www.gzapress.ge/qveyana/194-patriarqis-sachuqari-msajavrdebuleb.html


პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 18 2014, 12:53 PM

კათოლიკოს-პატრიარქის ვიზიტი კვიპროსში
დღე I - 17.10.2014
ილია მეორეს ლარნაკას აეროპორტში კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, მისი უნეტარესობა ქრიზოსტომოს II დახვდა.

https://www.facebook.com/557773954264793/photos/pcb.814405331934986/814396768602509/?type=1

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 23 2014, 02:35 AM



პოსტის ავტორი: shio_graphics თარიღი: Oct 26 2014, 06:50 PM

მოგესალმებით,მე ვარ ვიდეო მემონტაჟე და გრაფიკოსი,სამწუხაროდ ამჟამად უმუშევარი,გთხოვთ შეაფასოდ ჩემი ერთ-ერთი ნამუშევარი რომელიც გავაკეთე საქართველოს პატრიარქებზე.. გმადლობთ.. http://www.youtube.com/watch?v=IA0Iw4prYLk

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 28 2014, 03:45 PM



US Embassy Tbilisi, Georgia
4 სთ ·


პატრიარქმა მადლიერების დღე ელჩ ნორლანდსა და მის ოჯახთან სადილით აღნიშნა. 27 ნოემბერს, ელჩის რეზიდენციაში, პატრიარქ ილია II-ის სტუმრობა მადლიერების დღის ტრადიციულ სადილზე ელჩი ნორლანდისა და მისი ოჯახისათვის პატივი იყო.

Patriarch Joins Ambassador Norland's Family for Thanksgiving Dinner Ambassador Norland and his family were honored to have Patriarch Ilia II share their traditional Thanksgiving dinner on November 27 at the Ambassador's Residence in Tbilisi.

https://www.facebook.com/tbilisi.usembassy/photos/a.468984812953.255589.55448127953/10152791424367954/?type=1&theater

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 28 2014, 09:38 PM

A.V.M

გურამიკო, მადლობა, რომ ინფორმაციას გვაწვდი mpua.gif wub.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 16 2014, 01:05 AM

საქართველოს ვატიკანის დელეგაცია ეწვია. დელეგაციის წევრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდნენ.

საუბარი შეეხო საქართველო-ვატიკანის ეკლესიებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს.

ილია მეორემ აღნიშნა, რომ საქართველოს საპატრიარქოს ხშირი კონტაქტი აქვს ვატიკანთან და ამას კარგი შედეგი მოაქვს.
http://1tv.ge/ge/news/view/82045.html

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 16 2014, 09:05 AM

A.V.M
ძალიან საინტერესოა. ვფიქრობ ერთ-ერთი საუკეთესო პაპი ყავს კათოლიკურ ეკლესიას, ასეთი დაახლოებული ურთიერთობა მართლმადიდებლობასთან მგონი არ ყოფილა არც მცდელობა. მხოლოდ და მხოლოდ მოხარული ვარ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2014, 09:28 PM

"სიბრძნით დაფერფლილი მადლის სინორჩეში
შენი ბავშვურობა უფრო იმზირება.
ჯვარო უმძიმესო, ჯვარო უუტკბესო,
სოფლის სიმშავიდან მადლი ამოძოვე,
ჯვარო უძლეველო, მამა დაგვილოცე.
მირკანს მოუსხია კვართის მოსასხამი,
მცხეთის სიწმინდეში მადლი დაფრთიანობს,
ზეცით დაკვებილი წმინდა თვალები გაქვს,
ჩემო პატრიარქო, ჩემო პატრიარქო!..."

/სამონაზვნე დარია (ჩაკვეტაძე)/

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Jan 4 2015, 09:41 PM

გამარჯობათმრავალს დაესწარით,ყოველივე საუკეთესოს გისურვებთsmile.gif))ერთი შეკითხვა მაქვს შეიძლება სულელურად მოგეჩვენით მაგრან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია,მოკლედ მაინტერესებს თუ არის შესაძლებელი პატრიარქთან შეხვედრა უბრალო მოკვდავებისთვის???smile.gif))თუ ხდება მსგავსი რამ??თU წავედი ახლა OცნებებშI???smile.gif))))

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 5 2015, 02:50 AM

iohanan
კი . გუშინ შეგეძლო მიბრძანებულიყავი საპატიარქოში ...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 5 2015, 12:15 PM

ილია მეორე - ის პოლიტიკა, რასაც რუსეთი აწარმოებს, უარყოფითად მიუბრუნდება თვითონ რუსეთს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიიჩნევს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს. ამის შესახებ უწმინდესმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში, ოლიკო ბაბლუანის საავტორო გადაცემაში "მშვიდობით იარაღო" განაცხადა. ამით პატრიარქი საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე და აფხაზეთთან გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას გამოეხმაურა.

"ეს რთული პროცესია. მე მქონდა შეხვედრა ინგლისის დედოფალთან. მან თქვა - ძნელია პატარა ქვეყნისთვის დიდი ქვეყნის გვერდით არსებობა. რუსეთი დიდი ქვეყანაა და დიდი ქვეყანა მუდამ ცდილობს კიდევ უფრო მოემატოს ტერიტორიები. ზოგიერთი ქვეყანა დაავადებულია ასეთი სენით, ტერიტორიის სენით და უნდა რომ მიუმატოს, მიუხედავად იმისა, რომ ვერ უვლის იმ არსებულსაც და მაინც ცდილობს დაიკავოს სხვისი ტერიტორია", - განაცხადა პატრიარქმა.

ილია მეორე ფიქრობს, რომ უნდა გამოინახოს საერთო ენა, გზები. "ევროპის ქვეყნები, დემოკრატიული ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები 20 წელია გვეუბნებიან, რომ ისინი მხარს გვიჭერენ, მაგრამ რუსეთი მაინც თავისას აკეთებს. ამიტომ ჩვენ, მათთან ერთად, უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება რუსეთთან. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ, რომ ის პოლიტიკა, რასაც რუსეთი აწარმოებს, უარყოფითად მიუბრუნდება თვითონ რუსეთს. მე არაერთხელ მითქვამს, რომ სეპარატიზმი

არის გადამდები სენი და ისევ რუსეთს მიუბრუნდება ეს. ასე რომ, ხელისუფლებამ უნდა გააანალიზოს მდგომარება და უნდა გამოვნახოთ გზები, რომ დავიბრუნოთ აფხაზეთი და სამაჩაბლო. ხანდახან ზოგიერთი ამბობს, რომ ჩვენ დავკარგეთ აფხაზეთი და ცხინვალი. ჩვენ არ დაგვიკარგავს, ჩვენ დროებით ვერ ვაკონტროლებს ამას და ისევ ჩვენთან დაბრუნდება. აფხაზებმა და ოსებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენთან უფრო ბედნიერი იქნებიან ისინი, ვიდრე რუსეთთან, ასეთ დიდ ქვეყანასთან", - განაცხადა პატრიარქმა.

http://www.ambebi.ge/sazogadoeba/119870-ilia-meore-is-politika-rasac-rusethi-atsarmoebs-uaryofithad-miubrundeba-thvithon-ruseths.html#

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Jan 5 2015, 12:53 PM

ციტატა(A.V.M @ Jan 5 2015, 02:50 AM) *

iohanan
კი . გუშინ შეგეძლო მიბრძანებულიყავი საპატიარქოში ...

გუშინ ხო ვიცი ,ფიზუკურად არ ვიყავი მანდ...და სხვანაირად არ გამოვა???

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 5 2015, 05:09 PM

iohanan
ეგ ცოტა რთული საკითხია ...

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Jan 7 2015, 03:48 PM

ცუდია...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 10 2015, 06:10 PM

სრულიად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს სამძიმრის წერილს უგზავნის.

"საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამთ დიდ მწუხარებას პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო, ვგმობთ მომხდარს და სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და მთელ ფრანგ ხალხს. ეს არ არის ერთი ქვეყნის ტრაგედია, ამაზე დაფიქრება მართებს ყველას; მითუმეტეს, რომ ბოლო წლების მანძილზე ტერორისტული ქმედებები მსოფლიოში გახშირდა და სხვადასხვა ფორმით ვლინდება. მიგვაჩნია, რომ წამყვანმა დემოკრატიულმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად, რათა საზოგადოება იყოს უფრო დაცული. შევთხოვთ ღმერთს, მოგვმადლოს მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება", - ნათქვამია პატრიარქის წერილში.

ცნობისთვის, 7 იანვარს, Charlie Hebdo-ს რედაქციაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა 12 ადამიანი, მათ შორის, ჟურნალის მთავარი რედაქტორი. ტერაქტი ძმებმა კუაშებმა განახორციელეს. ისინი ქალაქ დამატენ ან გუიელში სამართალდამცავებმა მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, კუაშებს მძევლად ერთი ქალი ჰყავდათ აყვანილი.

პარალელურად, შეიარაღებულმა პირმა ქოშერულ მაღაზიაში რამდენიმე მძევალი აიყვანა. აჰმად კუბალის ლიკვიდირება ფრანგმა სამართლამდამცავებმა სპეცოპერაციის ჩატარების შემდეგ შეძლეს. კუბალისთან ერთად იმყოფებოდა მისი მეგობარი ქალიც, რომელსაც ამ დროისთვის პოლიცია ეძებს. დაიღუპა ოთხი მძევალი.

http://www.tabula.ge/ge/story/91524-ilia-meore-frang-xalxs-usamdzimrebs

პოსტის ავტორი: +თომა+ თარიღი: Oct 6 2015, 11:57 PM

ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ჩვენი პატრიარქი girl_angel.gif რამდენჯერაც მას დავინახავ, გული სითბოთი მევსება wub.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)