საიდუმლო სერობა, ლეონარდო და ვინჩი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საიდუმლო სერობა, ლეონარდო და ვინჩი |
toma1 |
Nov 26 2010, 07:06 PM
პოსტი
#21
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 28 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,115 |
მაინტერესებს რატომ ენიჭება ამხელა მნიშვნელობა და ვინჩისეულ "საიდუმლო სერობის" ხედვას? თუნდაც მარიამ მაგდალინელი ჰყავდეს გამოსახული.
|
ikanosi |
Nov 26 2010, 07:59 PM
პოსტი
#22
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
ციტატა მაინტერესებს რატომ ენიჭება ამხელა მნიშვნელობა და ვინჩისეულ "საიდუმლო სერობის" ხედვას? თუნდაც მარიამ მაგდალინელი ჰყავდეს გამოსახული. ეგ მეც მაინტერესებს -------------------- ფარით ან ფარზე
|
tamuna m |
Nov 26 2010, 08:08 PM
პოსტი
#23
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
nikolas
თუ მაგდანილეია გამოსახული, მაშინ მე-12 მოციქული სადაა? -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
nikolas |
Nov 27 2010, 12:01 AM
პოსტი
#24
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 154 რეგისტრ.: 1-January 09 წევრი № 6,201 |
ქვენა, გეთანხმები, რომ მარიამ მაგდალინელის მეძავობა, მართლაც კათოლიკური ვერსიაა, თუმცაღა... მის ვერც უკეთეს დახასიათებას მართლმადიდებლურ სახარებაშიცვერ ვკითხულობთ...ისე ცნობისათვის, სახარება რომის იმპერატორის კონსტანტინეს მიეს არის შედგენილი, სადაც იესო ქრისტეს მხოლოდ ღვთაებრივი ბუნება განიხილება...თავდაპირველად, საღვთო წიგნში შესატანად 80-ზე მეტი სახარება განიხილებოდა, რომელთაგან მხოლოდ ოთხი "ხელსაყრელი" აირჩიეს (ჩამოთვლას არ დავიწყებ), დანარჩენი კი გაანადგურეს. თუმცაღა 1945 წელს ნაგ ჰამადში და 1950 წელს ყურმანის მახლობლად, მღვიმეებში არქეოლოგებმა ძალზედ საინტერესო გრაგნილებს მიაკვლიეს, რომელთაც კოპტურს უწოდებენ...ამ გრაგნილებში იესო ქრისტე წარმოდგენილია როგორც ჩვეულებრივი ადამიანი და არა ღვთაება...კონსტანტინემ ისე დააყენა საკითხი, რომ ვინც მის მიერ შედგენილ სახარებას არ აღიარებდა ავტომატურად ცხადდებოდა ერეტიკოსად. საკუთრივ სიტყვა "ერეტიკოსი", ლათინურად "haereticus" ნიშნავს- არჩევანს. არჩევანს კონსტანტინეს სახარებასა და დანარჩენ სახარებებს შორის, რომლებიც როგორც ვთქვი, მწვალებლურად მიიჩნიეს...მეცნიერები თვლიან, რომ კონსტანტინემ ქრისტეს გავლენა და დიდება საკუთარი მიზნებისათვის გამოიყენა და ჩვეულებრივი ადამიანისაგან ღვთაება გახადა და ეს ყველაფერი იმისათვის, რომ შეენარჩუნა ძალაუფლება და დაეშოშმინებინა რომის იმპერიის მოსახლეობა, რომელიც დაყოფილი იყო წარმართებად და ქრისტეანებად და ერთმანეთს ეომებოდა...ვერ ვიტყვი, რომ მეცნიერთა აზრს ვემხრობი, თუმცაღა იმის უარყოფა, რომ სხვა სახარებებიც არსებობდა არ შეიძლება... ახლა ერთ ძალზედ საინტერესო ფრაგმენტს მოგიყვანთ, რომელიც ამოღებულია ფილიპე მოციქულის სახარებიდან...
"ჩვენი მხსნელის მხლებელი- მარიამ მაგდალინელი. ქრისტეს ის ჩვენზე უფრო უყვარდა და ხშირად კოცნიდა ტუჩებში. დანარჩენებს სწყინდათ და უკმაყოფილებას გამოხატავდნენ. ისინი ეუბნებოდნენ: "ნუთუ ის ჩვენზე უფრო გიყვარს?" მარიამ მაგდალინელის სახარებიდან: "და თქვა პეტრემ: "რა? მხსნელი მართლაც ესაუბრებოდა ქალს ჩვენს გარეშე? ამიერიდან ამ ქალს უნდა დავუჯეროთ? ის ჩვენ გვამჯობინა?" და ლევიტმა უპასუხა მას: "შენ ყოველთვის ღელავ პეტრე, ახლა კი ამ ქალთან დაპირისპირება გადაწყვიტე. თუ კი თავად მხსნელმა გამოირჩია ის, რა უფლება გაქვს შენ უაყო იგი. მხსნელი კარგად იცნობს მას, ამიტომ უფრო მეტად უყვარს ვიდრე ჩვენ!" კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ეს სახარებები არ არის შეტანილი ახალ აღთქმაში...დასკვნა თავად გამოიტანეთ... პ.ს. მე პირადად მშვენივრად ვარჩევ მკერდს...ხო, ისე მარიამ მაგდალინელი ბენიამინის გვარის გამგრძელებელია...დანარჩენს მოგვიანებით დავწერ... -------------------- "აი, რა არის ცხოვრება, ძამიკო, ლუდის დასალევად შემოვედი და აგერ უცებ შამპანური. ასეა, ყველაფერი მოულოდნელად ხდება..."
|
ikanosi |
Nov 27 2010, 12:13 AM
პოსტი
#25
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
nikolas
დაფიქრდი ძმაო რას ამბობ ყოველი ცოდვა მიეტევება ადამიანს, გარდა სულიწმინდის გმობისა -------------------- ფარით ან ფარზე
|
athos |
Nov 27 2010, 12:14 AM
პოსტი
#26
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
-------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
ikanosi |
Nov 27 2010, 12:17 AM
პოსტი
#27
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
athos
შენ იცინე და ასე მგონია სჯერა ამ კაცს -------------------- ფარით ან ფარზე
|
athos |
Nov 27 2010, 12:29 AM
პოსტი
#28
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
ikanosi
ციტატა შენ იცინე და ასე მგონია სჯერა ამ კაცს 1. აპოკრიფული სახარებები რომ არსებობდა ეს საყოველთაოდ ცნობილია და არა ამერიკის აღმოჩენა. 2. გნოსტიკოსები კონსტანტინემდე ბევრად ადრე გაჩნდნენ და ბევრად ადრე მოიშორა ეკლესიამ, თუმცა მაინც დაძრწოდნენ ეკლესიის ირგვლივ და პარალელურად რაღაც პერიოდი. ჩვენს ძვირფას ახალგაზრდა ფორუმელს წარმოდგენა არ აქვს არც ეკლესიის ისტორიაზე და ზოგადად არც იმაზე რას ნიშნავს მეცნიერება დენ ბრაუნი და ძმანი მისნი მეცნიერება არ არის -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
death |
Nov 27 2010, 01:26 AM
პოსტი
#29
|
A P O L O G I S T ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 |
იოანე მოციქულს ხშირად გამოსახავდნენ მოზარდის სახით, რადგანაც იყო კიდეც საკლესიო ტრადიციის მიხედვით. ხოლო და ვინჩის ნახატი, რომ მის გავლენას განიცდის უდაოა. მეორე და მთავარი არგუმენტი, არანაირი რაციონალური ლოგიკა არ არსებობს იმაში, რომ საიდულო სერობიდან გააქრო ერთი მოციქული და მის ადგილზე ჩასვა ის ადამიანი, რომლის შესახებაც არცერთი სახარება, როგორც კანონიკური ისევე არაკანონიკური და აპოკრიფული არაფერს საუბრობს, როდესაც გარკვევით არის ლაპარაკი 12 მოციქულზე. მოკლედ ეს იდეა, რომ სისულელეა ძირშივე ნათელია.
ციტატა ისე ცნობისათვის, სახარება რომის იმპერატორის კონსტანტინეს მიეს არის შედგენილი მსგავსი არგუმენტი არ არსებობს. საერთოდ ძირშივე სისუელელა ეს მტკიცება, რადგან სახარება არ შედგენილა კონკრეტულ დროში. ციტატა თავდაპირველად, საღვთო წიგნში შესატანად 80-ზე მეტი სახარება განიხილებოდა, რომელთაგან მხოლოდ ოთხი "ხელსაყრელი" აირჩიეს (ჩამოთვლას არ დავიწყებ), დანარჩენი კი გაანადგურეს ოთხი არ აურჩევიათ იმ მიზეზის გამო, რომ ის ხელსაყრელი იყო და შესაბმისად ეს 4 არ აურჩევია კონსტანტინეს, რადგან ამ 4-ის კანონიკურობაზე საუბრობდა პაპი პიუს (ამაზე ნაშრომიც აქვს ბრუს მეტცგერს, XX ს-ის ბიბლიური კვლევების ერთერთ საუკეთესო სპეციალისტს) II საუკუნეში, ასევე ირინეი ლიონელი ( II ს.), ასევე იგივეს მოწმობენ ტერტულიანე და იუსტინე წამებული (ორივე II ს.), რომლებიც ამ სახარებებს, ებრაელთა მიმართ წერილს და პავლეს აპოსტოლურ წერილების უტოლებდნენ. ასე რომ ბიბლიური კანონის სახე ჯერ კიდევ II ს-ში იყო ცნობილი და არათუ IV ს. კონსტანტინე დიდის დროს. ციტატა . თუმცაღა 1945 წელს ნაგ ჰამადში და 1950 წელს ყურმანის მახლობლად, მღვიმეებში არქეოლოგებმა ძალზედ საინტერესო გრაგნილებს მიაკვლიეს, რომელთაც კოპტურს უწოდებენ...ამ გრაგნილებში იესო ქრისტე წარმოდგენილია როგორც ჩვეულებრივი ადამიანი და არა ღვთაება არცერთ ხსენებულ ტექსტში არ არის წარმოდგენილი ქრისტე ჩვეულებრივ ადამიანად, ნაგ ჰამადის ტექსტები არის აპოკრიფული, რადგან დაიწერა გნოსტიკურ გარემოში, შესბამისად იქ ქრისტე წარმოდგენილია როგორც ერთერთი ეონთაგანი, ზოგგან როგორც ღვთაება და არა ჩვეულებრივი ადამიანი. რაც შეეხება მკვდარი ზღვის გრაგნილებს, ისინი აღმოაჩინეს არა 1950 წელს არამედ 1946-1956 წლებში, რადგან გაფანტული იყო სხვადასხვა უდაბნოებში. საინტერესოა რომელ მათგანში წერია, რომ ქრისტე ჩვეულებრივი ადამიანი იყო? არსად მსგავსი რამ არ წერია და საერთოდ ეგ ტექსტები საერთოდ არ ეხება ქრისტეს ღვთაებრივ ბუნებას. აბსოლიტურად ყველა ტექსტის მეცნიერული მიმოხილვა მიდევს სახლში, შემიძლია დაგიწერო ნებისმიერის სურვილის შემთხვევაში. ციტატა კონსტანტინემ ისე დააყენა საკითხი, რომ ვინც მის მიერ შედგენილ სახარებას არ აღიარებდა ავტომატურად ცხადდებოდა ერეტიკოსად. საკუთრივ სიტყვა "ერეტიკოსი", ლათინურად "haereticus" ნიშნავს- არჩევანს. არჩევანს კონსტანტინეს სახარებასა და დანარჩენ სახარებებს შორის, რომლებიც როგორც ვთქვი, მწვალებლურად მიიჩნიეს...მეცნიერები თვლიან, რომ კონსტანტინემ ქრისტეს გავლენა და დიდება საკუთარი მიზნებისათვის გამოიყენა და ჩვეულებრივი ადამიანისაგან ღვთაება გახადა და ეს ყველაფერი იმისათვის, რომ შეენარჩუნა ძალაუფლება და დაეშოშმინებინა რომის იმპერიის მოსახლეობა, რომელიც დაყოფილი იყო წარმართებად და ქრისტეანებად და ერთმანეთს ეომებოდა აბსოლიტურად სრულ აბსურდს წერ. რომელი მეცნიერები ამბობენ მსგავს? როგორც ჩანს ვიღაც თვითმაქრვია ბომჟის ნაწერებით შეცდომაში ხარ შეყვანილი. კონსტანტინეს ქრისტე არ გაუხდია ღვთაება, რადგან ის ღმერთი არის ბიბლიაში და მას ღმერთად მიიჩნევდა თითქმის ყველა ეკლესიის მამა IV საუკუნემდე (მის მიერ მოწვეული კრების მიერ მოხდა ამის დოგმატიზირება), მეზარება ახლა ამ საკითხე მათი ნაწერებიდან ციტატების ამოღება. თუ გაინტერესებს ეს პერიოდი შემიძლია მოგაწოდო ამ სფეროს კორიფეების ნაშრომები, მაგალითად შეგიძლია გაეცნო ცნობილი ბიზანტიოლოგის ვორენ თრეიგოლდის ნაშრომს, ანდაც უსპენსკის ბიზანტიის ისტორიას (შედარებით მოკლედ მაგრამ გასაგებად საუბრობს ამ საკითხზე), რომელიც ჩვენთან ბევრგან არის ხელმისაწვდომი. რაც შეეხება პოლიტიკურ მიზნებს, რათქმაუნდა მას ჰქონდა პოლიტიკური მიზნებიც, რადგან ერთი რელიგია მყარი სახელმწიფოებრიობიოს ერთგვარი გარანტი იყო. -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
Adam |
Nov 27 2010, 12:09 PM
პოსტი
#30
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 666 რეგისტრ.: 14-January 09 წევრი № 6,289 |
მეგონა დეისაძეზე იყო თემა გახსნილი, საიდუმლო სირობაზე
-------------------- "ღმერთი კამათელს აგორებს"
|
nikolas |
Nov 27 2010, 12:33 PM
პოსტი
#31
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 154 რეგისტრ.: 1-January 09 წევრი № 6,201 |
ეეჰ...ესა გვაქვს ქართველებს პრობლემა ხანდახან არ ვუკვირდებით ხოლმე დაწერილის შინაარსს...სადმე ვახსენე რომ მე მჯერა ამის ? ეს მხოლოდ ერთ-ერთი ჰიპოთეზაა მილიონიდან აღებული...ასე რომ ნუ გაამძაფრებ ყველაფერს ფლიიზ
დეს...დიდი სიამოვნებით წავიკითხავ...მომაწოდე რაა... -------------------- "აი, რა არის ცხოვრება, ძამიკო, ლუდის დასალევად შემოვედი და აგერ უცებ შამპანური. ასეა, ყველაფერი მოულოდნელად ხდება..."
|
death |
Nov 27 2010, 10:49 PM
პოსტი
#32
|
A P O L O G I S T ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 |
nikolas
უკაცრავად მაშინ, ისე ჩანდა თითქოს ეს შენი პირადი დასკვნები ყოფილიყოს -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
ქევანა |
Nov 28 2010, 07:00 PM
პოსტი
#33
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ციტატა იოანე მოციქულს ხშირად გამოსახავდნენ მოზარდის სახით, რადგანაც იყო კიდეც საკლესიო ტრადიციის მიხედვით. ხოლო და ვინჩის ნახატი, რომ მის გავლენას განიცდის უდაოა. მეორე და მთავარი არგუმენტი, არანაირი რაციონალური ლოგიკა არ არსებობს იმაში, რომ საიდულო სერობიდან გააქრო ერთი მოციქული და მის ადგილზე ჩასვა ის ადამიანი, რომლის შესახებაც არცერთი სახარება, როგორც კანონიკური ისევე არაკანონიკური და აპოკრიფული არაფერს საუბრობს, როდესაც გარკვევით არის ლაპარაკი 12 მოციქულზე. მოკლედ ეს იდეა, რომ სისულელეა ძირშივე ნათელია. აჰა, ამის გაგება ასე ძნელია? რატომ უყვართ ხალხს მისტიკა ასე ზომაზე მეტად? ფანტაზიასაც აქვს საზღვრები პ.ს. nikolas ციტატა ეს მხოლოდ ერთ-ერთი ჰიპოთეზაა მილიონიდან აღებული... ბოდიში და რახან კამათი წამოიწყე , ესე იგი შენც ემხრობი -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
nikolas |
Nov 28 2010, 10:23 PM
პოსტი
#34
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 154 რეგისტრ.: 1-January 09 წევრი № 6,201 |
ქევანა კამათი არ დამიწყიაა...და არც ვემხრობი...მაგრამ ფაქტია რომ და ვინჩი მარტლაც იყო ასეთ ორგანიზაციაში გაწევრიანებულიიი....
-------------------- "აი, რა არის ცხოვრება, ძამიკო, ლუდის დასალევად შემოვედი და აგერ უცებ შამპანური. ასეა, ყველაფერი მოულოდნელად ხდება..."
|
kent5 |
Jan 29 2011, 07:53 PM
პოსტი
#35
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 166 რეგისტრ.: 3-February 08 წევრი № 3,836 |
NIKOLA... მიდი-მიდი მიაწექი შენ გეტყობა დიდი მომავალი გაქვს, ეს ხუმრობით. ასეთ მკრეხელობებს, რომ აქვეყნებ არ გეშინია უფლის? თანაც რომელ საიტზე. ფრთხილად იყავ მეგობარო ფრთხილადა.
-------------------- დედა ხვთისმშობელი გვფარავდეს. ა მ ი ნ ,,შეიყვარეთ სიყვარული''. მამა ვიტალი /სიდორენკო/.[i][i][color=#000066]
|
peritoniti |
Dec 23 2011, 02:35 AM
პოსტი
#36
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 67 რეგისტრ.: 14-November 10 წევრი № 9,872 |
|
iohanan |
Sep 23 2014, 09:29 PM
პოსტი
#37
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 260 რეგისტრ.: 9-April 14 წევრი № 13,661 |
რეალობასთAნ რომელია ყველაზე Aხლოს? http://elizavetay.livejournal.com/211191.html
-------------------- ხოლო როცა ჭამდნენ ისინი, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე (მათე26.21) მაშინ იუდამ, მისმა გამცემმა, თქვა: მე ხომ არა ვარ, რაბი? უთხრა მას: შენ სთქვი (მათ26.25) მიუგო პეტრემ და უთხრა მას: ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები. უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე.(მათე26.33-34) |
G_saxva |
Sep 24 2014, 10:08 AM
პოსტი
#38
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
iohanan
г-н Семушин ესაა -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
iohanan |
Sep 24 2014, 08:02 PM
პოსტი
#39
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 260 რეგისტრ.: 9-April 14 წევრი № 13,661 |
რა Iყო მეღAდავები???
-------------------- ხოლო როცა ჭამდნენ ისინი, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე (მათე26.21) მაშინ იუდამ, მისმა გამცემმა, თქვა: მე ხომ არა ვარ, რაბი? უთხრა მას: შენ სთქვი (მათ26.25) მიუგო პეტრემ და უთხრა მას: ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები. უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე.(მათე26.33-34) |
G_saxva |
Sep 25 2014, 11:45 AM
პოსტი
#40
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
iohanan
არა არ "გღადავები" -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:05 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი