თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ არქივი _ ლოცვა, თაყვანის ცემა.

პოსტის ავტორი: რეზი თარიღი: May 29 2010, 04:45 PM

მამაო მაინტერესებს ღმერთი თუ ყველგან არის, რამე მნიშვნელობა აქვს ვილოცებთ თუ არა ეკლესიაში? თუ იგი ყველგან არის ჩვენი ლიცვა ხომ მისთვის მაინც ისმის?
და კიდევ, 10 მცნებაში წერია რომ ჩვენ არ უნდა ვეთაყვანოთ კერპებს, მაშინ რატომ ვეთაყვანებით ჩვენ ხატებს, ესეც ხომ კერპად ითვლება ამ შემთხვევაში?

პოსტის ავტორი: tamari88 თარიღი: Jan 2 2013, 05:02 PM

მამაო მაინტერესებს ჩვენი ლოცვები როდესაც ჩუმად გულში ვლოცულობთ,ეშმაკს ესმის?და კიდევ მაინტერესებს ლოცვა რატომ მიჭირს?ლოცვის დროს ჩემდა უნებურად ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ ისეთი აზრები მომდის თავში ზოგჯერ თავში ხელიც შემომირტყია ვლოცულობ და რა აზრები მომდის თავში მეთქი.ესე მხოლოდ ლოცვის დროს მემართება.მინდა ვილოცო და ამ დროს თავში ისეთი აზრები მომდის ხელი მეშლება ლოცვაში.ხანდახან მგონია ფსიქიური პრობლემები ხომ არ მაქვს მეთქი.იქნებ მიპასუხოთ წინასწარ მადლობა

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Jan 2 2013, 07:11 PM

რეზი

მოძღვარი არ ვარ მარა შევეცდები მაინც გიპასუხოთ. კერპს კერპად ადამიანის დამოკიდებულება ხდის და არა თაყვანისცემა. ხატს თუ ისე სცემ თაყვანს როგორც კერპს ან რამე ღვთაებას მაშინ ხატიც კერპი გამოვა მაგრამ თუკი ვთქვათ ღვთისმშობლის ხატის წინაშე ლოცულობ ისეთი დამოკიდებულებით რომ ეს ღვთისმშობლის ხატებაა და არა რაღაც ღვთაება ეს სწორი დამოკიდებულება იქნება...

tamari88

ეგ აზრები ნუ შეგაშინებს, ნორმალურია...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 2 2013, 07:18 PM

MIRDAT
საინტერესოდ აზროვნებ მაგრამ ამ განყოფილებაში მხოლოდ მოძღვარი პოსტავს და...

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Jan 2 2013, 10:21 PM

უი არ ვიცოდი, ახალი ვარ აქ და არ ვიცი კარგათ აქაური წესები smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)