თემის საბეჭდი ვერსია
მართლმადიდებლური ფორუმი _ არქივი _ სიკეთე და ბოროტება
პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Jan 19 2007, 08:29 PM
ციტატა(მნათე @ Jan 19 2007, 08:59 PM)
დღეს მეტ-ნაკლებად პასუხი გავეცი
კარგი იქნება პასუხებს თუ დაწერ
ციტატა
გულწრფელად მაინტერესებს რას ფიქრობთ თემაზე
ჩამოყალიბებულად და გადაჭრით არაფერს
ციტატა
თქვენც ხომ არ გაწუხებთ დამატებითი კითხვები?
მაწუხებს...
პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 19 2007, 08:46 PM
ციტატა
კარგი იქნება პასუხებს თუ დაწერ
ეგ მერე, ინტერესი დაეკარგება. . . ყოველი ინდივიდი გარკვეულ გააზრებას გვთავაზობს, აქ შეიძლება ბევრი რამ იპოვო
ციტატა
მაწუხებს...
ყველაზე მეტად რომელი?
პოსტის ავტორი: miss_kartveli თარიღი: Jan 19 2007, 08:54 PM
მნათე
სიკეთე შეძლებდა თუ არა ბოროტების გარშე არსებობას- ეს კითხვა მგონი არც უნდა დაგვესვა, რადგან ღმერთი თავად სიკეთეა, სრულყოფილება, და იგი არსებობდა ბოროტების შექნამდეც, არსებობდა სიკეთე ანგელოზის დაცემამდე.
პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 19 2007, 09:00 PM
ციტატა
მნათე
სიკეთე შეძლებდა თუ არა ბოროტების გარშე არსებობას- ეს კითხვა მგონი არც უნდა დაგვესვა, რადგან ღმერთი თავად სიკეთეა, სრულყოფილება, და იგი არსებობდა ბოროტების შექნამდეც, არსებობდა სიკეთე ანგელოზის დაცემამდე.
სიკეთე, ბოროტება. . . სიტყვათა თამაშია
ღმერთი იმაზე მეტია ვიდრე სიკეთე. . . ჩვენში არსებული სუბსტანციების მისადაგება ღვთაებრივი ცნებისთვის მხოლოდ ალეგორიულ-მინიშნებით შეიძლება იყოს. . .
ამ საკითხს სხვაგვარად სჭირდება მიდგომა
იარსებებდა დიდი, რომ არ ვიცოდეთ რა არის პატარა? იქნებოდა სინათლე, რომ არ ვიცნობდეთ სიბნელეს?. . . უმიზნოდ ხომ არაფერი ხდება?
პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Jan 19 2007, 09:05 PM
ციტატა(მნათე @ Jan 19 2007, 09:46 PM)
აქ შეიძლება ბევრი რამ იპოვო
მაგიტომაც მაინტერესებს შენი პასუხი
მაგრამ იყოს ბოლოს
ციტატა
ყველაზე მეტად რომელი?
კითხვები მორალთან მიმართებაში.
პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 19 2007, 09:14 PM
ციტატა
კითხვები მორალთან მიმართებაში.
მამა მია როგორ მგავხარ
შენი აზრით მორალი საზოგადოებრივი შეთანხმებაა თუ ბუნების კანონი? თუ პირველი რატომ, თუ მეორე რატომ
პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Jan 19 2007, 09:35 PM
ციტატა(მნათე @ Jan 19 2007, 10:14 PM)
შენი აზრით მორალი საზოგადოებრივი შეთანხმებაა თუ ბუნების კანონი? თუ პირველი რატომ, თუ მეორე რატომ
ალბათ უფრო ბუნების კანონი, რომელსაც თან ერთვის საზოგადოების ერთი შეხედვით სუსტი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში სიკეთის ხელისშემშლელი სტერეოტიპული წარმოდგენები მორალზე.
პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 19 2007, 10:08 PM
ციტატა
ალბათ უფრო ბუნების კანონი, რომელსაც თან ერთვის საზოგადოების ერთი შეხედვით სუსტი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში სიკეთის ხელისშემშლელი სტერეოტიპული წარმოდგენები მორალზე.
მადლობა უფალს რომ ასეთი ადამიანები არსებობენ
მაშ შეიძლება მორალს, ინსტიქტი ვუწოდოთ?
სტერეოტიპული შეხედულებები მორალზე, ხომ არ არის მისი ინტერპრეტაცია?
პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Jan 19 2007, 10:34 PM
ციტატა(მნათე @ Jan 19 2007, 11:08 PM)
მაშ შეიძლება მორალს, ინსტიქტი ვუწოდოთ?
სტერეოტიპული შეხედულებები მორალზე, ხომ არ არის მისი ინტერპრეტაცია?
ჩემი აზრით, მორალი როგორც ბუნების კანონი, გამორიცხავს ინსტინქტურობას.
პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 19 2007, 10:39 PM
ციტატა
ჩემი აზრით, მორალი როგორც ბუნების კანონი, გამორიცხავს ინსტინქტურობას.
მეც მანდ ვარ, მაშ რაღაა ინსტიქტი?
პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Jan 19 2007, 11:18 PM
ციტატა(მნათე @ Jan 19 2007, 11:39 PM)
მეც მანდ ვარ, მაშ რაღაა ინსტიქტი?
მოიცა ახლა, თუ მორალთან ინსტინქტს გამოვრიცხავთ, რატომ ვეხებით, ვერ მივხვდი.
შენი პასუხებიიიი
პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Jan 20 2007, 01:20 PM
ციტატა(miss_kartveli @ Jan 19 2007, 08:54 PM)
მნათე
სიკეთე შეძლებდა თუ არა ბოროტების გარშე არსებობას- ეს კითხვა მგონი არც უნდა დაგვესვა, რადგან ღმერთი თავად სიკეთეა, სრულყოფილება, და იგი არსებობდა ბოროტების შექნამდეც, არსებობდა სიკეთე ანგელოზის დაცემამდე.
კი მაგრამ თუ არ იარსებებდა ბოროტება მაშIნ როგორღა გავიგებდით რა არის სიკეთე???
შესადარებლად აღარაფერი გვექნებოდა და აქედან გამომდინარე დარჩებოდა მარტო სიკეთის ცნება.
ასე რომ მე მგონია ბოროტება და სიკეთე ერთმანეთის გარეშე ვერ იქნებიან! თუნდაც იმ ელემენტარული მიზეზის გამო , რომ უფალმა დაგვანახოს რამდენად მსუბუქია კეთილი ადამიანის სული იმ ადამიანისაგან განსხვავებით, ვინც ყველგან ბოროტებას თესავს!
ციტატა(მნათე @ Jan 19 2007, 09:14 PM)
მორალი საზოგადოებრივი შეთანხმებაა თუ ბუნების კანონი? თუ პირველი რატომ, თუ მეორე რატომ
ცალსახად გეტყვი, რომ მორალი ვერ იქნება საზოგადოებრივი შეთანხმება, გამომდინარე იქიდან , რომ მორალი ადამიანს უყალიბდება დაბადებიდანვე. ანუ ეს არის ბუნების გარდაუვალობა, რომ ყველა ადამიანს გაჩნია თავისებური, განსხვავებული მორალი!
ციტატა(მნათე @ Jan 19 2007, 10:39 PM)
მეც მანდ ვარ, მაშ რაღაა ინსტიქტი?
ინსტიქტი შენი მორალური შეხედულებების სწრაფი გამოხატულებაა !!! ია ტაკ დუმაიუ
პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Jan 20 2007, 01:31 PM
ციტატა(მნათე @ Jan 19 2007, 10:39 PM)
მეც მანდ ვარ, მაშ რაღაა ინსტიქტი?
მგლური საწყისი ( როგორ ჰესე იტყოდა )
ისე ყველას გირჩევთ წაიკითხოთ ჰერმან ჰესე " ტრამალის მგელია " იქ სწორედ ინსტიქტზე და მორალზეა საუბარი
პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 20 2007, 01:31 PM
ციტატა
ცალსახად გეტყვი, რომ მორალი ვერ იქნება საზოგადოებრივი შეთანხმება, გამომდინარე იქიდან , რომ მორალი ადამიანს უყალიბდება დაბადებიდანვე. ანუ ეს არის ბუნების გარდაუვალობა, რომ ყველა ადამიანს გაჩნია თავისებური, განსხვავებული მორალი!
რას მელაპარაკები, ჯუნგლებში გაზრდილმა ბავშვმა იცის მორალი?
იქნებ მაგალითი მოგეყვანა?
ციტატა
ინსტიქტი შენი მორალური შეხედულებების სწრაფი გამოხატულებაა !!! ია ტაკ დუმაიუ
არა
პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Jan 20 2007, 01:32 PM
ციტატა(ლილიანა @ Jan 20 2007, 01:30 PM)
მგლური საწყისი ( როგორ ჰესე იტყოდა )
მაგით გინდა თქვა რომ ყველა ადამიანი თავის მხრივ მგელია? ანუ მგლური საწყისები ყველა ადამიანში დევს?
ეჭვი მეპარება! აბა ნახე რას იტყოდა ამაზე ჰესე?
პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Jan 20 2007, 01:34 PM
რას ამბობთ მორალი არ არის სულის კულტურააა ? რომელიც ზრდასთან ერთად იხვეწება და ყალიბდება
არ გინახია უფრო თავაზიანი მორიდებული ბავშვი ის უფრო მორალურია ესეგი თანდაყოლოლი სულიერ კულტურა
შენ მორალს იდეოლოგიასთან ხო არ აიგივებ ?
ციტატა(თათი87 @ Jan 20 2007, 01:32 PM)
მაგით გინდა თქვა რომ ყველა ადამიანი თავის მხრივ მგელია? ანუ მგლური საწყისები ყველა ადამიანში დევს?
ეჭვი მეპარება! აბა ნახე რას იტყოდა ამაზე ჰესე?
ანუ მგლურია ხორცი რომლის დათრგუნვა და რომელზე გამრჯვებაც ასე რიგად უჭირს რომანის მთავარ გმირს
პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 20 2007, 01:35 PM
მაგალითად, გავიგონეთ რომ ადამიანი იხრჩობა, ამ დროს ჩვენში შეიძლება დაიბადოს ორი სურვილი-მიშველების [ჯოგური ინსტიქტის გავლენით] და თავის გარიდების [თვითგადარჩენის ინსტიქტის გავლენით]
იქნებ არსებობს მესამეც?
პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Jan 20 2007, 01:37 PM
ციტატა
იშველების [ჯოგური ინსტიქტის გავლენით]
ესეგი თუ გადავხტი გავცურე და გადავარჩიე ჯოგურ ინსტიქტს ვყოლივარ ატანილი
პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 20 2007, 01:42 PM
ციტატა
ესეგი თუ გადავხტი გავცურე და გადავარჩიე ჯოგურ ინსტიქტს ვყოლივარ ატანილი
ხმ, სულაც არა
მოდი ახლა უკეთ ჩამოვაფორმულირებ
ზემოთხსენებული სიტუაციაში, ამ ორი იმპულსის გვერდით თქვენ საკუთარ თავში მესამე განცდასაც აღმოაჩენთ, რომელიც გკარნახობთ, რომ დასძლიოთ თვითგადარჩენის ინსტიქტი და მისდიოთ იმ გულისკარნახს ადამიანის დახმარებისკენ რომ გიბიძგებთ. იმპულსი რომელიც წყვეტს, თუ რომელ ინსტიტქტს დაემორჩილოთ, არ შეიძლება ერთ-ერთი მათგანი იყოს. ისევე როგორც ნოტები მიგვითითებენ, თუ რომელ კლავიშს უნდა დაარტყა ხელი, მაგრამ თავად არ წარმოადგენენ კლავიშებს. მელოდიას ზნეობრივი კანონი გვკარნახობს, ინსტიქტები მხოლოდ კლავიშებია.
პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Jan 20 2007, 01:46 PM
ციტატა
იმპულსი
ზნეობაა ?
ანუ ზნეობა წყვეტს რომელ ინსტიქტს გავყვე
ციტატა
ჩამოვაფორმულირებ
პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 20 2007, 01:49 PM
ციტატა
ზნეობაა ?
ანუ ზნეობა წყვეტს რომელ ინსტიქტს გავყვე
ბუნების კანონი!
მორალური ქცევის აპრიორი, რომელიც ჩვენში ზის
კიდევ ერთი გზა არსებობს იმის საჩვენებლად რომ ზნეობრივი კანონი ერთ-ერთი ჩვენი ინსტიქტთაგანი არ არის. თუ ორი ინსტიქტი ერთმანეთს ეწინააღმდეგება და ჩვენს ცხოვრებაში მათ გარდა არაფერი არსებობს, მაშინ ცხადია მაშ შორის ძლიერი გაიმარჯვებს. თუმცა როდესაც განსაკუთრებული ძალით შევიგრძნობთ ზნეობრივი კანონის ზემოქმედებას, ის შედარებით სუსტი იმპულსის მიყოლისკენ გვიბიძგებს. თქვენ, ალბათ., ის უდრო გინდათ საფრთხეში არ ჩაიგდოთ სიცოცხლე ვიდრე ადამიანს მიეშველოთ, მაგრამ ზნეობრივი კანონი მის დასახმარებლად გიბიძგებს, იგი ხშირად გვეუბნება, შეეცადე გააძლიერო სწორი იმპულსი.
პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Jan 20 2007, 02:20 PM
ციტატა(მნათე @ Jan 20 2007, 01:49 PM)
ბუნების კანონი!
მორალური ქცევის აპრიორი, რომელიც ჩვენში ზის
იგი ხშირად გვეუბნება, შეეცადე გააძლიერო სწორი იმპულსი.
მნათეეეეეეეე მაშ იმ სიტუაციაში როგორ უნდა მოიქცე??? ჯობია ჯოგის რიგითი იყო
და საერთოდ რატომაა სხვისი გადარჩენის ინსტიქტი
ჯოგური? აი ეს ამიხსენი თუ შეიძლება?!
სწორი იმპულსი და შენ რას ეძახი სწორ იმპულსს?
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 24 2007, 03:43 PM
თუ ადამიანი ღმერთშემოსილია, მასში კეთილი იდეები იბადება, ხოლო თუ მისი შინაგანი სამყარო ბოროტი ძალითაა აღსავსე და თავისთავში ეშმაკს ატარებს, მაშინ იგი ბიწიერ იდეებს შობს, რომელთაც ფილოსოფიაში "დაცემული იდეები" ეწოდება.
ილია II
პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Jan 24 2007, 04:04 PM
ინსტინქტი ისე რა შუაშია ადამიანს უფალმა მიანიჭა სინდისი რომელიც ადამიანს ეუბნება თუ როგორ უნდა მოიქცეს და იგი არასდროს არ ურჩევს ადამიანს ცუდ საქმეს.აგრეთვე არ დავივიწყოთ მფარველი ანგელოზისა და ბოროტი ანგელოზების გავლენა ადამიანზე.ყოველი ადამიანი ხომ სიკეთისა და ბოროტების ბრძოლის პოლიგონია.ნათქვამიცაა ყველაზე დიდი გამარჯვება ბოროტებაზე საკუთარ თავში მისი დამარცხებაა.ამიტომ ადამიანი არ მოქმედებს თავისით და ინსტინქტებიტ
ანდა კიდე იმპულსი
პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 24 2007, 04:06 PM
ციტატა
ინსტინქტი ისე რა შუაშია ადამიანს უფალმა მიანიჭა სინდისი რომელიც ადამიანს ეუბნება თუ როგორ უნდა მოიქცეს და იგი არასდროს არ ურჩევს ადამიანს ცუდ საქმეს.აგრეთვე არ დავივიწყოთ მფარველი ანგელოზისა და ბოროტი ანგელოზების გავლენა ადამიანზე.ყოველი ადამიანი ხომ სიკეთისა და ბოროტების ბრძოლის პოლიგონია.ნათქვამიცაა ყველაზე დიდი გამარჯვება ბოროტებაზე საკუთარ თავში მისი დამარცხებაა.ამიტომ ადამიანი არ მოქმედებს თავისით და ინსტინქტებიტ
ანდა კიდე იმპულსი
მეც მანდ ვარ, ჩვენ არჩევანს ვაკეთებთ სინდისით-სიკეთესა და ბოროტებას შორის
არჩვეანშია ჩვენი თავისუფალი ნება
პ.ს როგორც აღმოჩნდა სიტყვა 'უსინდისო' არასწორია
პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Jan 24 2007, 04:12 PM
ერთს დავამატებ.ხშირად გვავიწყდება სხვა სამყარო და გვგონია რომ ჩვენით ვმოქმედებთ სინამდვილეში კი ან ვართ უფლის ნების აღმსრულებელი და მფარველი ანგელოზის დამჯერი ანდა ბოროტ ანგელოზთა მარიონეტი.როგორც წმინდა მამები ამბობდნენ ადამიანს თავისით სიკეთის ქმნა არ შეუძლია ეს მხოლოდ უფლის წყალობით ხდება.
პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 24 2007, 04:17 PM
ციტატა
მხოლოდ უფლის წყალობით ხდება.
რა თქმა უნდა, შენი მხოლოდ არჩევანია
პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Jan 24 2007, 04:19 PM
ციტატა
პ.ს როგორც აღმოჩნდა სიტყვა 'უსინდისო' არასწორია
სწორი იქნება სინდის დამწვარი ან ეს შეიძლება ითქვას ისეთ ადამიანზე ვინც საკუთარი სინდისის ხმა მოკლა.ასეთი ადამიანი რამდენიც გინდა.ვინც ადამიანს მოკლავს და ასმით სიამოვნებას მიიღებს მაგ მანიაკი და აშ.ადამიანს შეუძლია თავის თავში ჩაკლას სინდისი და გახდეს გულქვა მარა სინდისი თავს გარდაცვალების მერე გაახსენებს თავს ჯოჯოხეთში.
პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 24 2007, 04:24 PM
ციტატა
სწორი იქნება სინდის დამწვარი ან ეს შეიძლება ითქვას ისეთ ადამიანზე ვინც საკუთარი სინდისის ხმა მოკლა.ასეთი ადამიანი რამდენიც გინდა.ვინც ადამიანს მოკლავს და ასმით სიამოვნებას მიიღებს მაგ მანიაკი და აშ.ადამიანს შეუძლია თავის თავში ჩაკლას სინდისი და გახდეს გულქვა მარა სინდისი თავს გარდაცვალების მერე გაახსენებს თავს ჯოჯოხეთში.
მე ჩახშობას დავარქმევდი, ადამიანს ყოველთვის ახსენებს თავს სინდისი
ჩაკვლა მაინც დათრგუნვას ქვია, სინდისი კი ყოვეთვის ჩვენს წინაშე დგას
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 24 2007, 04:26 PM
მნათე
მაგარ თემებს წამოჭრი ხოლმე...
მეც მასწავლე სად გადიხარ თემების წამოჭრის კურსებს??
ციტატა
არჩევანისას
არჩევანისას 5 ნომერს შემოვხაზავ ხოლმე, ასე დამჩემდა ამ ბოლო დროს
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)