ენათმეცნიერება (ლინგვისტიკა), Ieithyddiaeth / Málvísindi / בלשנות / Hizkuntzalaritza / Тыл үөрэҕэ / |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ენათმეცნიერება (ლინგვისტიკა), Ieithyddiaeth / Málvísindi / בלשנות / Hizkuntzalaritza / Тыл үөрэҕэ / |
Ismail |
Feb 5 2010, 05:05 PM
პოსტი
#1
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
შეიძლება დიდი გამოხმაურება ვერ ჰპოვოს, მაგრამ ეს თემა რომ არ ყოფილიყო ჩემს განყოფილებაში, ვერ დავუშვებდი...
თუკი ამ ფორუმზე ვინმე ხართ ამ თემაზე ჩემსავით (და კიდე ერთივით, სახელს და გვარს არ დავასახელებ ) გადარეული, შეგვიძლია ვისაუბროთ ყველაფერზე: ბასკური ენის კავკასიურ ენებთან კავშირით დაწყებული მსოფლიო მასშტაბით ერგატიული კონსტრუქციებისა და პოლიპერსონალრი ზმნების გავრცელებით დამთავრებული. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
KAIROS |
Feb 7 2010, 04:34 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა bateritoria მოდი ახლა ცოტა ხანი შენს ხელმოწერაზე ვისაუბროთ ისმაილ საქმე იმაშია, რომ არცერთი ეგ სიტყვა ბუნებაში არ არსებობს, ძალიან ადვილია მაგის შემოწმება, აიღე ნებისმიერი სიტყვა, შეაგდე ძებნაში და შენი ხელმოწერის გარდა არაფერს მოგცემს, მაგ:"ixvaranjagfote" აქედან ორი დასკვნა: 1. ან ვინმე გაგეხუმრა მოშნად 2. ან ეს სიტყვები არაა ლათინური შრიფტით, არც კირილაცათი (შევამოწმე) , არამედ რომელიმე აზიატურით, ვეჭვობ იაპონურით ან რომელიმე მსგავსი დიალექტით, რადგან რამოდენიმე სიტყვა ემეზობლება იაპონურს, ასევე ჩინურს... შეიძლება არეულია და შეერთებულია სიტყვები (თუმცა ეგეც ნაკლებად შესაძლებელია, ყველაზე მოკლე სიტყვებსაც ვერ ვპოულობთ, მაგ: ისე მაინც სად ნახე არ გვეტყვი? ხომ იცი ახლა პრობლემას როცა დასვამ, ვერ მოვისვენებთ;მითუმეტეს კარგ საჩუქარს შეგვპირდა კანონა -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Ismail |
Feb 7 2010, 02:43 PM
პოსტი
#3
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
KAIROS
მოდი ახლა ცოტა ხანი შენს ხელმოწერაზე ვისაუბროთ ისმაილ საქმე იმაშია, რომ არცერთი ეგ სიტყვა ბუნებაში არ არსებობს, ძალიან ადვილია მაგის შემოწმება, აიღე ნებისმიერი სიტყვა, შეაგდე ძებნაში და შენი ხელმოწერის გარდა არაფერს მოგცემს, მაგ:"ixvaranjagfote" აქედან ორი დასკვნა: 1. ან ვინმე გაგეხუმრა მოშნად 2. ან ეს სიტყვები არაა ლათინური შრიფტით, არც კირილაცათი (შევამოწმე) , არამედ რომელიმე აზიატურით, ვეჭვობ იაპონურით ან რომელიმე მსგავსი დიალექტით, რადგან რამოდენიმე სიტყვა ემეზობლება იაპონურს, ასევე ჩინურს... შეიძლება არეულია და შეერთებულია სიტყვები (თუმცა ეგეც ნაკლებად შესაძლებელია, ყველაზე მოკლე სიტყვებსაც ვერ ვპოულობთ, მაგ: ისე მაინც სად ნახე არ გვეტყვი? ხომ იცი ახლა პრობლემას როცა დასვამ, ვერ მოვისვენებთ;მითუმეტეს კარგ საჩუქარს შეგვპირდა კანონა ეს ჩემმა ერთმა ნაცნობმა მომცა, რომელიც ენებთან საკმაოდ მწყრალადაა და მითხრა, "ა ძმაო, ეს ჩვენი კანონია ალბანურადო". ნუ, კანონი რა, რომ დავაკვირდი, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე მივხვდი, რომ აშკარად საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულა და პირველი მუხლია (ეს თემა ნახე, აქ მაქვს განმარტებული.), მაგრამ იმას კანონის და კონსტიტუციის დიდად არაფერი გაეგება და კანონი მითხრა. რომ ვუთხარი საიდნაო, ერთ საიტზე ეგდო ადრეო. გადავაქოთე ყველაფერი და ვერსად ვერაფერი ვნახე. ალბანური ენა, აგრეთვე ალბანეთში ან ალბანეთთან მცხოვრები რომელიმე ერის ენა რომ არაა, ეს იმთავითვე ცხადია, მაგრამ ვერცერთი სიტყვა ვერ ვნახე ვერსად. რამოდენიმე ვერსია მქონდა: 1. ეს არის რომელიმე უმწერლობო ენა; 2. ეს არის რომელიმე არალათინური დამწერლობის მქონე ენა და ადგილი აქვს ტრანსლიტერაციას; 3. ასეთი ენა საერთოდ არ არსებობს (მაგრამ მაშინ საიდან მოიტანა ის ჩემმა ნაცონბმა?). ყოველ შემთხვევაში, სიტყვა Qaardal-იც კი (რაც, ლოგიკურად საქართველოს უნდა ნიშნავდეს), სადაც არ ჩავწერე, მსგავსიც კი არაფერი ამომიგდო. არც იმაზე მაქვს წარმოდგენა, საქართველოს ასე თუ უწოდებს სადმე რომელიმე ერი, ყველაფერი გამიგია, ჟორჟია, გეორგია, ხეორხია, გრუზია, გურჯისტან, აქარტთვლა, გუირძისტონ, კარტველიო და საკარტველოც კი (რომელიღაც ინდიელი ხალხის ენაზე საქართველოს სახელი არ ითარგმნება), მაგრამ ქაარდალ არსად გამიგია. ყველაზე მეტად კი ის მიკვირს, ვის მოუვიდა აზრად საქართველოს კონსტიტუციის თარგმნა ამ რაღაც ენაზე, ან ვინ იცოდა საერთოდ ეს ენა და ქართული ერთდროულად... მოკლედ, არაფერი არ ვიცი და ბურუსითაა მოცული ჩემი ხელმოწერის ამბავი... -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th May 2024 - 03:24 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი