ვისაუბროთ პროტესტანტებზე, რამდენიმე კითხვა მაქვს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვისაუბროთ პროტესტანტებზე, რამდენიმე კითხვა მაქვს |
matebichi |
Apr 27 2007, 02:58 PM
პოსტი
#61
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 75 რეგისტრ.: 26-March 07 წევრი № 1,499 |
matebichi აქ ძალიან საინტერესო კაათები იმართება ხატთთაყვანისცემაზე, საეკლესიო საიდუმლოებებზე, ბიბლიის განმარტებებზე და აშ. ამასთან, მე მაინტერესებს პროტესტანტების წარმოშობის საფუძველი, მათი წს-ჩვეულებები, მაგრამ ამ ბოლო დროს დულოსი არ გვპასუხობს, ან არ ცალია ან ეს თემა დაივიწყა. მაგაში გასარჯვევად ქვეყნის ლიტერატურაა, რო გნახავ თუ გინდა ორი სიტყვით აგიხსნი პროტესტანტიზმი რაცაა. შეიძლება საფუძველი იყოს საინტერესო მეტი არაფერი. მთავარი ამოსავალი წერტილი არსი რომ ისინი არ აღიარებენ სამოციქულო ეკლესიას, ანუ ჩვენ მოციქულებმა და იმის მერე ეპისკოპოსებმა და ასე შემდგეგ გადმოგვცერს სჯული და მათ გადაუხვიეს, მოკლედ პირის პირ უფრო აგიხსნი. ისე საფუძველი მაპატიოს ყველამ და ყოველგვარი განხეთქილებისა ეშმაკია და საკუტარი თავის დაჯერება ან კიდე სხვისი დაჯერება გამოუძიენლად. საეკლესიო საიდუმლოებები და ასე შემდეგ კი შესაბამის წიგნებშიცაა და შეგიძლიათ წაიკითხოთ |
მხევალი ნინო |
Apr 27 2007, 03:01 PM
პოსტი
#62
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
matebichi
ციტატა ჩვენ მოციქულებმა და იმის მერე ეპისკოპოსებმა და ასე შემდგეგ გადმოგვცერს სჯული და მათ გადაუხვიეს ოხო, რა ადვილად ამბობ)) შენ არ იცი აქ რა კამათები იმართება, მოკლედ გეტყვი, ჩვენ ამ ფორუმზე გვყავს თეოლოგი შემოსულია ნიკით კაიროსი, და ამავე დროს გყვავს პროტესტანტების თეოლოგი ,,იმედია დულოსი არ გამიბრაზდება ამ სიტყვების გამო) ნიკით დულოსი, მათი კამათი საინტერესოა, სენი ღვთისმეტყველების განყოფილებაში და მიხდვები რასაც ვამბობ. შენ ძალიან მარტივად უყურებ ყველაფერს)) -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
matebichi |
Apr 27 2007, 03:05 PM
პოსტი
#63
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 75 რეგისტრ.: 26-March 07 წევრი № 1,499 |
matebichi ოხო, რა ადვილად ამბობ)) შენ არ იცი აქ რა კამათები იმართება, მოკლედ გეტყვი, ჩვენ ამ ფორუმზე გვყავს თეოლოგი შემოსულია ნიკით კაიროსი, და ამავე დროს გყვავს პროტესტანტების თეოლოგი ,,იმედია დულოსი არ გამიბრაზდება ამ სიტყვების გამო) ნიკით დულოსი, მათი კამათი საინტერესოა, სენი ღვთისმეტყველების განყოფილებაში და მიხდვები რასაც ვამბობ. შენ ძალიან მარტივად უყურებ ყველაფერს)) შესული ვარ ნინო და წაკითხული მაქ და მამაოსთან ათასჯერ ნალაპარაკები მაქ და მაგიტომ გეუბნები თორე რო არ ვიცოდე ხო არ ვიტყვი? თან რაც ამათ ნამსჯელი აქვთ სულ ერთი და იგივეს ირგვლივ ტრიალებს. მოკლედ გადახვევა უკვე განხეთქილებაა და საკუტარი აზრების დამკვიდრება. არ უნდა ყველაფერს ასე გართულება და უცხო სითყვების რახარუხი. მარტივად ასეა და ეგაა რა |
Dulos |
Apr 27 2007, 06:10 PM
პოსტი
#64
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 215 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,219 |
ციტატა მთავარი ამოსავალი წერტილი არსი რომ ისინი არ აღიარებენ სამოციქულო ეკლესიას, ანუ ჩვენ მოციქულებმა და იმის მერე ეპისკოპოსებმა ამ სიტყვებიდან გამომდინარე ვერ გატყობთ რომ რამეს მიხვდით პროტესტანეტებთან დაკავშირებით. პირიქით, მებადება შთაბეჭდილება, რომ თუ კი რაიმე ცოდნა გაგაჩნიათ მათ შესახებ ისიც რომელიმე "გაბრაზებული" მსახურის დაწერილი. გისაუბრიათ პროტესტანტთან და გაგირკვევიათ რა სწამს და რატომ სწამს? ვფიქრობ ეს რიტორიკული შეკითხვა გამომივიდა. შეგიძლიათ ერთი "თქვენი" მოციქული დამისახელოთ, რომელიც "ჩვენიც" არ არის? ბევრს ნუ იფიქრებთ და გონებას ნუ დაიღლით. თქვენი და ჩვენი მოციქულები არ არსებობს. მოციქულები ქრისტეს ჰყავდა და მის მიერ მათთვის გადაცემულ სწავლებას უნდა მისდევდეს ყველა ქრისტიანი. ციტატა საფუძველი მაპატიოს ყველამ და ყოველგვარი განხეთქილებისა ეშმაკია რას ეძახი განხეთქილებას გააჩნია. შემდეგ კარგ პასუხს მოგწერ. ციტატა საკუტარი თავის დაჯერება ან კიდე სხვისი დაჯერება გამოუძიენლად ასი პროცენტით გეთანხმებით, რომ გამოუძიებლად არაფრის მიღება და დაჯერება არ შეიძლება. არ შეიძლება, თქვა გამოუძიებლად ესენი ეშმაკს ემსახურებიან; არ შეიძლება თქვა გამოუძიებლადბევრი ისეთი რამ, რასაც ეხლა იძახი. ვაითუ იმ პოლიტიკის ამყოლი გახდე რომელიც სამწუხაროდ ეკლესიებშიც შემოვიდა. სამოთხის კართან რომ მოხვდები და ვინმემ რომ გკითხოს აქ რას აკეთებო, შენ რომ უთხრა ჩემმა მოძღვარმა მითხრაო, ვერ იქნება კარგი პასუხი. ყოველი ადამიანი პასუხისმგებელია საკუთარ თავზე პირველ რიგში. |
მხევალი ნინო |
Apr 27 2007, 06:30 PM
პოსტი
#65
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
Dulos
ციტატა სამწუხაროდ ეკლესიებშიც შემოვიდა. სამოთხის კართან რომ მოხვდები და ვინმემ რომ გკითხოს აქ რას აკეთებო, შენ რომ უთხრა ჩემმა მოძღვარმა მითხრაო ??????????????????????????????????????? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
KAIROS |
Apr 29 2007, 05:29 PM
პოსტი
#66
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ??????????????????????????????????????? გეთანხმები დულოს, შეეშვი იმას რაც არ იცი, და ამაზე მიპასუხე მაინტერესებს: შენი "სახარების ეკლესია" შედის ელმ-ში? ( ერთიან ლუთერანულ მოძრაობაში?) ადრე აქტიურად მონაწილეობდა დიალოგებში... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Dulos |
Apr 30 2007, 02:36 PM
პოსტი
#67
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 215 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,219 |
ციტატა ??????????????????????????????????????? როგორც ჩანს კარგად ვერ გადმოვეცი რის თქმაც მინდოდა, რამაც ამდენი კითხვა გაგიჩინათ. აქ ვგულისხმობდი იმას, რომ ბრმად მოსმენა და მორჩილება ვინც არ უნდა იყო შენ, არ ვარგა და არაფერში გამოგადგება. თითოეულ ადამიანს საკუთარი რწმენა უნდა გააჩნდეს და ამ რწმენაზე პირადად არის და იქნება კიდეც პასუხისმგებელი. ზეცაში როდესაც ხვდება ადამიანი და სასუფეველში შეშვებას მხოლოდ იმიტომ იმსახურებს, როგორც ეს მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ სულიერმა მოძღვარმა უთხრა ასე, ეს არაა სწორი პასუხი. მეგონა გასაგები იქნებოდა. მაგარმ კითხვები ალბათ იმან გაგიჩინათ მამაო რომ ვახსენე მამაო პირობითად ვახსენე (უცებ დამავიწყდა რომელ ფორუმზე ვიყავი ). მსგავსი ხალხი ნებისმიერ ეკლესიაში ბევრია, სამწუხაროდ. ციტატა დულოს, შეეშვი იმას რაც არ იცი კაიროს უფასო რჩევა, ცხოვრებაში გამოგადგება. როდესაც შენთვის რაიმე გაუგებარი იქნება, ხოლმე, (რაც ხშირად ხდება) არსებობს ერთი ჯადოსნური ფრაზა: "რას გულისხმობდით?" შეგიძლია "გეთაყვა"-ც დაამატო. მე რა ვიცი და რა არა, ეს შენ ნამდვილად არ იცი, ამიტომ მკითხაობას თავი დაანებე და თეოლოგიური დიალოგი გაგაგრძელოთ. |
matebichi |
Apr 30 2007, 03:23 PM
პოსტი
#68
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 75 რეგისტრ.: 26-March 07 წევრი № 1,499 |
ამ სიტყვებიდან გამომდინარე ვერ გატყობთ რომ რამეს მიხვდით პროტესტანეტებთან დაკავშირებით. პირიქით, მებადება შთაბეჭდილება, რომ თუ კი რაიმე ცოდნა გაგაჩნიათ მათ შესახებ ისიც რომელიმე "გაბრაზებული" მსახურის დაწერილი. გისაუბრიათ პროტესტანტთან და გაგირკვევიათ რა სწამს და რატომ სწამს? ვფიქრობ ეს რიტორიკული შეკითხვა გამომივიდა. შეგიძლიათ ერთი "თქვენი" მოციქული დამისახელოთ, რომელიც "ჩვენიც" არ არის? ბევრს ნუ იფიქრებთ და გონებას ნუ დაიღლით. თქვენი და ჩვენი მოციქულები არ არსებობს. მოციქულები ქრისტეს ჰყავდა და მის მიერ მათთვის გადაცემულ სწავლებას უნდა მისდევდეს ყველა ქრისტიანი. რას ეძახი განხეთქილებას გააჩნია. შემდეგ კარგ პასუხს მოგწერ. ასი პროცენტით გეთანხმებით, რომ გამოუძიებლად არაფრის მიღება და დაჯერება არ შეიძლება. არ შეიძლება, თქვა გამოუძიებლად ესენი ეშმაკს ემსახურებიან; არ შეიძლება თქვა გამოუძიებლადბევრი ისეთი რამ, რასაც ეხლა იძახი. ვაითუ იმ პოლიტიკის ამყოლი გახდე რომელიც სამწუხაროდ ეკლესიებშიც შემოვიდა. სამოთხის კართან რომ მოხვდები და ვინმემ რომ გკითხოს აქ რას აკეთებო, შენ რომ უთხრა ჩემმა მოძღვარმა მითხრაო, ვერ იქნება კარგი პასუხი. ყოველი ადამიანი პასუხისმგებელია საკუთარ თავზე პირველ რიგში. მე არ მითქვამს რომ ჩვენმა მოციქულებმა, წაიკითხე უფრო გულდასმით. იქ წერია რომ ჩვენ გადმოგვცა მოციქულებმა. ხოლო განხეთქილება იმას ნიშნავს რომ ლუთერმა, რასელმა და ასე შემდეგ თავიანთი განმარტებებით ჩამოაყალიბეს თუ შექმნეს მწვალებლობა, ანუ ეს გულისხმობს იმას რომ სამოციქულო ეკლესიის სწავლება თავიანთი პირადი შეხედულებებით შეცვალეს. ხოლო რაც შეეხება მოძღვარმა მითხრაო რომ ამბობ, მოძღვარმა კი არ მითხრა ეს მე მწამს. ასე ბევრი იძახის რაღაცეებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ყველას მწამს. მე მწამს ჭეშმარიტება, რაც იქაგადა ქრისტემ და მოციქულებმა და ასე შემდეგ ჩვენამდე მოპიტანეს. სექტანტებმა შეცვალეს საკუთარი მიზნებისა თუ ასე შემდეგ გასამართლებლად. |
Dulos |
Apr 30 2007, 03:50 PM
პოსტი
#69
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 215 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,219 |
ციტატა ხოლო განხეთქილება იმას ნიშნავს რომ ლუთერმა, რასელმა ლუთერი და რასელი, რომ დაუკავშირე ერთმანეთს ეს უკვე რეფორმაციის და საერთოდ პროტესტანტიზმის ცოდნაზე მიუთითებს. მათი დაკავშირება იგივეა რაც ავგუსტო პინოჩეტი და დალაილამა დააკავშირო ერთამენეთთან. ციტატა სამოციქულო ეკლესიის სწავლება თავიანთი პირადი შეხედულებებით შეცვალეს. პროტესტანტებს მოციქულთა სწავლებასთან არაფერი აქვთ საწინააღმდეგო. ეს უკვე მერამდენედ ისმის მსგავსი. სანამ გავაგრძელებ ამას, გაუგებრობა რომ ავიცილოთ, გამაგებინეთ მოციქულთა სწავლებაში რას გულისხმობთ? ციტატა ასე ბევრი იძახის რაღაცეებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ყველას მწამს. მე მწამს ჭეშმარიტება, რაც იქაგადა ქრისტემ და მოციქულებმა და ასე შემდეგ ჩვენამდე მოპიტანეს გაიხარე ციტატა სექტანტებმა შეცვალეს საკუთარი მიზნებისა თუ ასე შემდეგ გასამართლებლად. ეს უკვე გადამეტებულად მეჩვენება, თუ რა თქმა უნდა სექტანტებში იმას არ გულისხმობ რაზეც მე ვეჭვობ. ვის გულისხმობ სექტანტში? |
მხევალი ნინო |
Apr 30 2007, 03:53 PM
პოსტი
#70
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
დულოს, მეც მიპასუხე ხოლმე რა , შენ არც მარხვაზე გისაუბრია, არც ის გიპასუხია რატომ არ გყავთ ბერები, ან ვის მიერ დადგენილი ლოცვებით ლოცულობთ. შენ ადრე მეუბნებოდი მოუკლებლად უნდა ილოცოო, რას გულისხმობ, ანუ როგორ ლოცულობ ,,მოუკლებლად,, რა ლოცვებით?
გლახა, ეხლა შენ ცოტა ხანი ფორუმელთა შეხვედრის შედეგებში გადადი და გვაცალე მე და დულოს საუბარი, რომ ამომდგომიხარ გვერდში -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
KAIROS |
Apr 30 2007, 03:58 PM
პოსტი
#71
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა კაიროს უფასო რჩევა, ცხოვრებაში გამოგადგება. როდესაც შენთვის რაიმე გაუგებარი იქნება, ხოლმე, (რაც ხშირად ხდება) არსებობს ერთი ჯადოსნური ფრაზა: "რას გულისხმობდით?" შეგიძლია "გეთაყვა"-ც დაამატო. მე რა ვიცი და რა არა, ეს შენ ნამდვილად არ იცი, ამიტომ მკითხაობას თავი დაანებე და თეოლოგიური დიალოგი გაგაგრძელოთ. რა გჭირს დულოს? რა ტონით მელაპარაკები? შენს რჩევებს რაც გულით იქნება მივიღებ, რაც ცინიზმით იქნება კი იმას გაპატიებ და როდის შემდეგ ასე საუბრობ? ცოტა ჩემზე აღრენილი ხარ ვატყობ და დამშვიდდი, რა გაწყენინე? მე იმ ფრაზაზე გეხუმრე, რაც მართლაც უაზროდ სჩანდა და ასეც იყო, გეთაყვა, ან ტონი შეცვალე მცირედ ან კიდევ სადაც ადამიანური ლაპარაკი არ გამოდის, აბა თეოლოგიურს რა აზრი აქვს? -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
გლახა |
Apr 30 2007, 04:04 PM
პოსტი
#72
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
მხევალი ნინო
ციტატა გლახა, ეხლა შენ ცოტა ხანი ფორუმელთა შეხვედრის შედეგებში გადადი და გვაცალე მე და დულოს საუბარი, რომ ამომდგომიხარ გვერდში მე გამშველებლის როლში მოგევლინებით |
მხევალი ნინო |
Apr 30 2007, 04:10 PM
პოსტი
#73
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
გლახა
ციტატა მე გამშველებლის როლში მოგევლინებით სად ნახე ხელჩართული ომი??? ჩვენ არ ვჩხუბობთ, პირიქით, ეს ყველაზე მშვიდობიანი თემაა, ამ ფორუმზე არსებულ თემებს შორის, უბრალოდ ბოლო პოსტებში რატომღაც დულოსმა და კაიროსმა ერთმანეთს ვერ გაუგეს, მაგრამ ეს გაუგებრობაც მოკვდება. დატკბი გელათის სურატებით, ჩვენ აქ მშვიდად ვისაუბრებთ გელათზე და მოწამეტაზე მოსაგონარი არც ერთს არაფერი გვაქვს დააა -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
Dulos |
Apr 30 2007, 04:15 PM
პოსტი
#74
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 215 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,219 |
ციტატა რა გჭირს დულოს? რა ტონით მელაპარაკები? შენს რჩევებს რაც გულით იქნება მივიღებ, რაც ცინიზმით იქნება კი იმას გაპატიებ და როდის შემდეგ ასე საუბრობ? ცოტა ჩემზე აღრენილი ხარ ვატყობ და დამშვიდდი, რა გაწყენინე? მე იმ ფრაზაზე გეხუმრე, რაც მართლაც უაზროდ სჩანდა და ასეც იყო, გეთაყვა, ან ტონი შეცვალე მცირედ ან კიდევ სადაც ადამიანური ლაპარაკი არ გამოდის, აბა თეოლოგიურს რა აზრი აქვს? მიხარია ადამიანური ლაპარაკო რომ ახსენე და უფრო მეტად გამიხარდება პირადადაც თუ გამოიყენებ ამ რჩევას. ადრეც მითქვამს და ახლაც გეუბნევი, რომ ცინიზმი შენს პოსტებში უფრო მეტად არის. წერ პოსტს და შემდეგ პასუხი კი აქეთ გაბრაზებს. დაწერ რაღაცას და შემდეგ გიკვირს, როდესაც გპასუხობენ, თუმცა ამის სურვილი ხშირად არ მაქვს ხოლმე. და თუ ტონის შეცვლის სურვილი გაქვს ჩემი მხრიდან მსგავს "სასაცილო პოსტებს" მოეშვი. შენს მისამართით ერთი არ მოგწონს, როცა თავად ხარ უფორ მეტის ავტორი. მოკლედ რასაც სხვას ურჩევ პავლე მოციქულის სიტყვები გაიხსენე და ჯერ თავად ისარგებლე ხოლმე. |
მხევალი ნინო |
Apr 30 2007, 04:17 PM
პოსტი
#75
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
Dulos
ციტატა მიხარია ადამიანური ლაპარაკო რომ ახსენე და უფრო მეტად გამიხარდება პირადადაც თუ გამოიყენებ ამ რჩევას. ადრეც მითქვამს და ახლაც გეუბნევი, რომ ცინიზმი შენს პოსტებში უფრო მეტად არის. წერ პოსტს და შემდეგ პასუხი კი აქეთ გაბრაზებს. დაწერ რაღაცას და შემდეგ გიკვირს, როდესაც გპასუხობენ, თუმცა ამის სურვილი ხშირად არ მაქვს ხოლმე. და თუ ტონის შეცვლის სურვილი გაქვს ჩემი მხრიდან მსგავს "სასაცილო პოსტებს" მოეშვი. შენს მისამართით ერთი არ მოგწონს, როცა თავად ხარ უფორ მეტის ავტორი. მოკლედ რასაც სხვას ურჩევ პავლე მოციქულის სიტყვები გაიხსენე და ჯერ თავად ისარგებლე ხოლმე. ეუჰ, მართლა გლახას ხომ არ დავუძახო , კარგი რა დულოს არ გრცხვენია? რატომ გაბრაზდი ვერ გავიგე. არ ჯობია საუბარი განაგრძოთ??? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
Dulos |
Apr 30 2007, 04:20 PM
პოსტი
#76
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 215 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,219 |
ციტატა კარგი რა დულოს არ გრცხვენია? რატომ გაბრაზდი ვერ გავიგე. აბა როცა გაბრაზებენ რა უნდა ქნა. მგონი ვეცვევი "კაიროსის ენას". |
matebichi |
Apr 30 2007, 04:35 PM
პოსტი
#77
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 75 რეგისტრ.: 26-March 07 წევრი № 1,499 |
არანაირად არ დამიკავშირებია რასელი და ასე შემდგეგ ერთმანეთისათვის, ეს უბრალოდ მაგალითისთვის მოვიყვანე და თან სიტყვებზე გამოკიდება რა პონტია?
მერე კიდე საკუთარი შეხედულებებით არ არის შეცვლილი და საკუთარი განმარტებებით, თუ გინდაც პროტესტანტიზმი? და თუ არაფერში არ გავნსხვავდებით მაშ რატომ არ ვართ ერთიან სამოციქულო ეკლესიაში ჩვენ და თქვენ?(მაპატიე თუუ რამე ისე ვთქვი. მოციქულებზე კი იმის თქმა მინდა, რომ არ მოსდევს პირდაპირ მათ ნათქვამს თუ დაცერილს, თუ ნაქადაგევს. ანას უფრო ჩაღმავება უნდა რა....... სექტაში ვთვლი იმას რა ეწინააღმდეგება ჭერშმარიტებას. |
Dulos |
Apr 30 2007, 05:14 PM
პოსტი
#78
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 215 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,219 |
ციტატა 1)მაინტერესებს სადამდე მიდის თქვენი ნდობის ზღვარი რომ ისინი სახარების მიხედვით მოქმედებდნენ და მათ ყველაფერში ეთანხმებით 12 მოციქული,70 მოციქული,და თუ წმინდა მამებიც ვინ? ჩვენი სწავლება ბიბლიოლოგიაში მართლმადიდებელ ეკლესიის სწავლებისაგან განსხვავდება იმით, რომ ვთვლით, რომ უმთავრესი და უპირველესი ავტორიტეტული წერილი ქრისტიანისათვის მხოლოდ ბიბლიაა. თქვენ ასწავლით, რომ წერილი და ტრადიცია თუ გარდამოცემა. მოკლედ აზრი გასაგებია. რას ნიშნავს და რას ვგულისხმობთ ჩვენ ამ დროს? როდესაც გვადანაშაულებენ, რომ ჩვენ არაფრად ვაგდებთ ისტორიას და წარსულს, ეს არასწორია და ჩვენი სწავლების უცოდინრობაა. ჩვენ არ გამოვრიცხავთ ეკლესიის მამების სწავლებას, მსოფლიო საეკლესიო კრებების დადგენილებებს, სწავლებას, ქადაგებას და ა.შ. ვინც არ უნდა წარმოსთქვას იგი, სანამ ის წმიდა წერილს არ ეწინააღმდეგება. როდესაც ასე ვთვლით, უპირატესობას ბიბლიას ვანიჭებთ. წაკითხული გექნებათ კლიმენტის პირველი წერილი კორინთელთა მიმართ. იქ ციტატა მოჰყავს დაბადების წიგნიდან, რომელიც საკმაოდ განსხვავდება ბიბლიაში მოცემული აღწერისაგან. ამ შემთხვევაში ბიბლიას ვანიჭებთ უპირატესობას. წმიდა მამების ბიბლიის განმარტებებს იყენებთ, რომლებიც 17, 16 საუკუნეების წინ დაიწერა და მათ განმარტებებსაც განმარტება სჭირდება, რათა გაიგო 21-ე საუკუნის ქრისტიანმა. ეს თუ გაუგებარია, ავხსნი. ბიბლიის გაგება, იმ აზრით რომლიტაც იგი დაიწერა - ესაა ჩვენი უმთავრესი მიზანი. პირველი ამაში უფლის სული გვეხმარება, წმიდა წერილის ავტორი და ჩვენი მასწავლებელი. ღმერთის სიტყვის დამახინჯებას რა სასჯელიც მოსდევს, ღმერთის სიტყვიდანვე ცნობილია. ამიტომ ტავი შეიკავოს სუყველამ, ვინც პროტესტანტს გარდამოცემის შეგნებულად და პრინციპულად უარყოფაში დაადანაშაულებს. არ გვინდა არაფერი დავამატოთ ღმერთის სიტყვას და მის მცნებებს. მაგალითად. ნიკეის რწმენის სიმბოლოები, იგივე ე.წ. აფანასის რწმენის სიმბოლოები-ამათში და კიდევ ბევრში საწინააღმდეგოს ბიბლიასთან ვერაფერს ვხედავთ. ვსწავლობთ და ვასწავლით გარდამოცემას სემინარიებში და იმიტომ კი არა, რომ კამათში გამოვიყენოთ. არა. იმისათვის რომ უკეთ გავიგოთ რას გვასწავლის ღმერთის სიტყვა და რა მცნებებს გადმოგვცემს. ერთ საკითხს მოვიყვან პირადი გამოცდილებიდან მაგალითად, რომელიც ამ ფორუმზეც განიხილება: წმიდანების და ხატების თაყვანისცემა. ერთი რამ გასაგებია, რომ ეს სწავლება მართლმადიდებელ ეკლესიაში გუშინ და დღეს არ შემოსულა. ამას უკან საუკუნეები და ისტორია უდგას. ბატონი კაიროსის წყალობით ჩვენ გავეცანით როგორ ვიტარდებოდა ეკლესიაში ეს სწავლება საუკუნიდან საუკუნემდე. ეს ისტორიაა და ამაზე კამათს არც აქვს აზრი. წიგნის დაწერაც იყო ნახსენები და ეს მართლაც კარგი აზრია, რომელსაც ეს სატაური მოუხდებოდა "ხატთაყვანისცემის განვითარება ეკლესიაში". ეს დისკუსიაც ამ საკითხის გარშემო დაიწყო არა ბიბლიის პირველი თავებიდან, არამედ ეკლესიის არსებობის პირველი საუკუნეებიდან. სამება იყო ნახსენები. სამების დოქტრინას ვასწავლით, დაწყებული დაბადების წიგნიდან და დამთავრებული გამოცხადებით, მთელს ბიბლიაში ეს ყველგან ნათლად ჩანს. აფანასეს რწმენის სიმბოლო სამების დოქტრინის შესახებ თითქმის ზეპირად ვიცი; ძალიან კარგად აქვს ჩამოყალიბებული. ავიღოთ ახლა თაყვანისცემა, გარდაცვლილთათვის ლოცვა, შესანდობარი (ზუსტად რა ჰქვია არ ვიცი); კათოკილიკურ ეკლესიაში ფიგურებს ანიჭებენ უპირატესობას, მართლმადიდებლურში ხატებს, ესეც ისტორიულად და კულტურიდან გამომდინარე. ყველა მონაწილისადმი პატივისცემის მიუხედავად, მე ჯერ ბიბლიიდან მოყავნილი კარგი არგუმენტი თუნდაც ერთი, არ მომისმენია. არაკანონიკური წიგნებიდან კი. მაგრამ ამ წიგნს არაკანონიკურიც იმიტომ ეწოდა, რომ ერთერთი მიზეზი სწორედ ეს იყო: ბიბლიასთან განსხვავება სწავლებაში. ციტატა 2)არის თუ არა პროტესტანტიზმში ისეთი ავტორიტეტები რომლებიც გინდაც რამდენიმე საუკუნის წინ იყვნენ და რომლის აზრებსაც და შეხედულებებს წმინდა წერილის განმარტების შესახებ იზიარებენ და ეყრდნობიან პროტესტანტები და იზიარებთ თქვენც? ეს კითხვა წინას უკავშირდება. მიუღებელი მხოლოდ ერთი რამაა: როდესაც ვთვლით, რომ ეწინააღნდეგება ბიბლიას. ავტორიტეტი ერთია: ბიბლია. უარს არ ვიძახით ისტორიიდან იმაზე, რაც მის გაგაბაში გვეხმარება. არ არის აუცილებელი, რომ ეს ავტორი იყოს პროტესტანტი. ჩემთვის მიუღებელია ზოგი რამ კალვინის სწავლებაში, მაგრამ მისაღებია რაც ტერტულიანემ თქვა და ა.შ. |
KAIROS |
Apr 30 2007, 08:34 PM
პოსტი
#79
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ცინიზმი შენს პოსტებში უფრო მეტად არის. წერ პოსტს და შემდეგ პასუხი კი აქეთ გაბრაზებს. დაწერ რაღაცას და შემდეგ გიკვირს, როდესაც გპასუხობენ, თუმცა ამის სურვილი ხშირად არ მაქვს ხოლმე. და თუ ტონის შეცვლის სურვილი გაქვს ჩემი მხრიდან მსგავს "სასაცილო პოსტებს" მოეშვი. შენს მისამართით ერთი არ მოგწონს, როცა თავად ხარ უფორ მეტის ავტორი. მოკლედ რასაც სხვას ურჩევ პავლე მოციქულის სიტყვები გაიხსენე და ჯერ თავად ისარგებლე ხოლმე. ციტატა აბა როცა გაბრაზებენ რა უნდა ქნა. მგონი ვეცვევი "კაიროსის ენას". აბა ახლა ამეტებ დულოს, ხელი გამოგიწოდე, თბილად მოგწერე, ენა მთლად თაფლი არც შენ გაქვს და გასაგებად დამიწერე ახლა გინდა საუბარი გავარძელოთ თუ არა? -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Apr 30 2007, 08:44 PM
პოსტი
#80
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა არ არის აუცილებელი, რომ ეს ავტორი იყოს პროტესტანტი. ჩემთვის მიუღებელია ზოგი რამ კალვინის სწავლებაში, მაგრამ მისაღებია რაც ტერტულიანემ თქვა და ა.შ. ანუ არ არსებობს ავტორიტეტი, ყველა პროტესტამტული მიმართულება, რომლებიც ხშირად ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, თავიანთ სწავლებას ანუ უპირველესი ავტორიტეტის წმ. წერილის მათეულ გაგებას (მიმდინარეობათა შორის ხშირად ურთიერთგამომრიცხავს) უთანხმებენ მთელ საეკლესიო გამოცდილებას, ანუ ღებულობენ იმას რაც აწყობთ, ტერტუალიანე რომ ასწავლიდან ჯვრის გამოსახვით შუბლი გადაიქლიკეთო, ამას უარყოფენ, სხვა რამეს კი ღებულობენ, ოქროპირიც ასე, საეკლესიო კრებებიც ასე... მახსენდება წმიდა იუსტინე პოპოვიჩი:" , ყველა პროტესტანტი პატარა პაპია, რომელსაც რწმენის საკითხში სრული ავტონომია გააჩნია"... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 02:57 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი