IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> დელი სვიმონის მინიატურა !, მისი ერთადერთი ცნობილი გამოსახულება
Lenus
პოსტი Jun 22 2007, 11:42 AM
პოსტი #1


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



..............


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 22 2007, 12:52 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,866
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ძალიან საინტერესოა.. მადლობა, Lenus smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jun 22 2007, 12:53 PM
პოსტი #3


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



საინტერესოა


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jun 22 2007, 03:25 PM
პოსტი #4


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



Lenus
მომიტევეთ ჩემი უცოდინრობა, მაგრამ ვერ გავიგე!
რა არის საინტერესო? ვინ ვინაა, ან რა ღირებულებას წარმოადგენს ჩვენთვის?
იქნება ცოტა დაწვრილებით ახსნათ.
მადლობა,
ქეთი


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jun 22 2007, 03:54 PM
პოსტი #5


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



სიმონ მეფის (16-ე საუკუნის მეორე ნახევარი) ერთერთი ლაშქრობის შესახებ, რომელშიც მისი პიროვნული თვისებები ჩანს. About one military campaign of King Simon (2nd half of 16th century), where one could trace his sence of responsibility

ამასვე ჟამსა შემოიკრიბნა მეფე-მან დანაშთომნი სპანი ქართლისანი, რამეთუ ლორის-ციხიდამ გადმოხრულ-იყუნენ ოსმალნი, ვინად-გან მეფესა ჰგონებოდნენ შორს და იხრებდნენ ტაშირსა შინა, უეცრად დაესხა მათ სვიმონ მეფე და მოსწყვიტნა სრულიად, აღიღო ციხე ლორეცა და დაიპყრა თვით, მოვიდა ტფილისს და დაეზავა როსტომს იმერთა მეფესა, მისცნა გძევალნი იმერეთისანი და გამოუხუნა, რომელნი დაშთნენ ბრძოლასა შინა მუნ წარჩინებულნი აზნაურნი და გლეხნი, ანუ მეციხოვნენი:

შემდგომად მოადგა სვიმონ მეფე გორს, და ჯდა რა გორი-ჯვარს შთანთქა თრიაქი (ვითარ დაჩვეულ იყო პატიმრობასა შინა), და სვა ღვინო, მოინება მწვანილი მტილთა-გან, მეტყველ-მან სპათა თვისთა. ” არა არს თუ სირცხვილი თქვენდა, რამეთუ მნებავს მწვანილი, ვხედავ თვალითა და ვერ მიგემებიეს.” ამისა მსმენელნი სპანი განვიდნენ გორს, რათა მოიღონ მწვანილი, მოეტევნენ ციხიდამ ოსმალნი და იქმნა ბრძოლა და მოსწყდნენ მრავალნი. არამედ უფროსად ბოსრვიდიან თოფ-ზარბაზნითა ციხიდამ: მაშინ მოკლეს პაპის ძმის-წული მეფისა, სპასპეტი მეწინავისა გოჩა (რამეთუ იყო ესე გოჩა ძე გიორგისა, გიორგი ძე კონსტანტინესა, კონსტანტინე ძე ალსექსანდრესი, ალექსანდრე ძე კონსტანტინე მეფისა და ამ გოჩათი ეწოდათ ამა ძეთა გოჩა-შვილად), მოართვეს მწვანილი მეფესა და აყვედრეს მოწყვეტა სპათა მისთვის (მიერით-გან უწოდეს ხელი სვიმონ მეფე. ხოლო მაჰმადიანნი უხმობრნენ დელი სვიმონ):

წყარო: http://www.matiane.com/simon_triaqi.htm

ქართლის მეფეებში ისტორია.გე-ზე 16-ე საუკუნის მეორე ნახევარში მხოლოდ ერთი სვიმონ მეფეა, სვიმონ I დიდი.
იმედი მაქვს სწორად მივხვდი და ერთიდაიგივე პიროვნებაა.
სვიმონ I დიდი

1537 - 1603

ქართლის მეფე 1556-1569 და 1578-1599 წლებში. უფროსი ძე დიდი ლუარსაბ I-ისა, 19 წლისა თვითონ მამამ გამოაცხადა მეფემ, გორისის ველზე, ბრძოლის წინ. იმ დღის ძლევამოსილ ბრძოლაშიც თვითონ იყო მთავარსარდალიც და მთავარი გმირიც. სვიმონ I-ის მეფობა მთლიანად სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლების გადაბმული რიგია. 1561 წელს, სვიმონმა თბილისის ირანელთაგან განთავისუფლება სცადა -ციხედიდთან, ძეგვის მახლობლად ქართველებმა ბრძოლა წააგეს. ამის შემდეგ სვიმონის ძმამ, დავითმა, უღალატა სამშობლოს - ირანში გაიქცა, მაჰმადიანად მოინათლა, დაუდ-ხანი დაირქვა და ირანული ჯარებით ქართლში შემოვიდა. გაჩაღდა ბრძოლები მამულიშვილ ძმასა და რენეგატ ძმას შორის. 1567 წელს, დიღომთან შეხვდნენ ერთმანეთს – დაუდ-ხანი ყიზილბაშთა ჯარებით და სვიმონ მეფე ქართელთა ჯარით. სვიმონმა გაიმარჯვა, მაგრამ დაუდ-ხანმა მაინც შეასწრო ტფილისში და ჩაიკეტა. სვიმონმა ტფილისი ვერ გამოსტაცა ყიზილბაშებს. 1568 წელს სამადლოზე დაეტაკნენ ერთმანეთს ძმები. ისევ გაიმარჯვა სვიმონმა, მაგრამ ისევ შეასწრო მოღალატე ძმამ ტფილისში. 1569 წელს კი ფარცხისთან მოხდა დიდი ბრძოლა. აქ უზარმაზარ თურქმანულ-ყიზილბაშურ ურდოს მეგზურად წამოუძღვა კახაბერ ყორღანაშვილი. ბრძოლა დაიწყო და წარემართა სვიმონ მეფის გმირობით; ქართველებს უკვე ის იყო გამარჯვებაც უნდა ეზეიმათ, მაგრამ უეცრად მტრის შუაგულში შეჭრილ სვიმონ მეფეს ყორღანაშვილისგან ჩასაფრებულმა ყიზილბაშებმა ზურგიდან დაუშინეს, ცხენიდან ჩაომაგდეს, ყოველი მხრიდან მიეხვივნენ, ტყვედ აიყვანეს და ირანის გზას გაუყენეს. იგი ჩააგდეს ალამუთის ციხეში, სადაც გაატარა ცხრა წელიწადი. ქართლის ''მეფე'' გახდა დაუთ-ხანი (დავით XI). 1578 წელს დაიწყო ირან-ოსმალეთის ომი, ირანელები მარცხს-მარცხზე გამიცდიდნენ - მათ დაკარგეს ამიერკავკასია - ბოლოს და ბოლოს, ირანის ხელისუფლება მიხვდა, რომ საქართველოდან ოსმალთა გამოდევნის საქმეს ისევ სვიმონი თუ მოუვლიდა. ამიტომ ირანელებმა იგი გაათავისუფლეს და გამოუშვეს საქართველოში. აქედან იწყება სვიმონის ბრძოლები ქართლიდან ოსმალობის გასადევნად. მოსვლის წელსვე ბევრი დიდი და მცირე ციხე გაწმინდა ოსმალთაგან, მათ შორის – ლორე და გორი. ყოველი მისასვლელი გზა შეუკრა ტფილისში ჩაკეტილ ოსმალთა ციხიონს. ტფილისი შიმშილმა მოიცვა. რამდენიმე ნაკადით წამოვიდნენ ოსმალნი ტფილისისაკენ. ყველას ვერ გაწვდა სვიმონი. სადაც მტერს დაეცა, კიდეც გაემარჯვა, მაგრამ ტფილისში სურსათის შეტანას მაინც ახერხებდნენ ოსმლანი. 1583 წელს სვიმონ მეფემ მაინც აიღო და ოსმალთაგან გაწმინდა ტფილისი. ამის შემდეგ მან გაათავისუფლა სამშვილდე, მერე დმანისი. 1584 წელს კვლავ გამოჩნდა ოსმალთა 30000-იანი არმია რეზვან ფაშას სარდლობით. მტერმა ალგეთის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ ხატისსოფელთან დაიბანაკა. სვიმონმა ოსმალთა ბანაკი თავისი თვალით დაზვერა (ბანაკში ისე შეაღწია, როგორც “სვიმონ მეფის ელჩმა”!) და მეორე დღეს, გათენებამდე, როცა მტრის ბანაკს ჯერ კიდევ ეძინა, 4000 ქართველით თავს დაეცა და 30000 ოსმალო მეომრიდან უმრავლესობა ამოწყვიტა, ბევრი ტყვედ აიყვანა, ნაწილი გააქცია და გადაკარგა. 1588 წელს სვიმონმა ქუთათისის ტახტის გარშემო ატეხილი არეულობის ამბავი შეიტყო და სასწრაფოდ იმერეთის “დასაპყრობად” დასძრა ლაშქარი. გოფანთოსთან გამართულ ბრძოლაში დამარცხდა იმერეთის მეფე ლევანი და ლეჩხუმს გაიქცა. სვიმონმა იმერეთი თავისად დაიგულა და ქართლში, ისევ ოსმალებთან საომრად დაბრუნდა. მაგრამ ქართლის მეფის წამოსვლისთანავე, იმერეთი კვლავ ცალკე სამეფოდ აღსდგა. კიდევ ორჯერ დასჭირდა სვიმონს დასავლეთ საქართველოში გადასვლა, მაგრამ ბოლოს მაინც, ოფშკვითის ბრძოლაში (1590 წ.) მარცხნაჭამი გამობრუნდა და აღმოსავლეთ-დასავლეთ ქართველთა გაერთიანების ფიქრზეც საბოლოოდ აიღო ხელი. უკვე ევროპა იცნობდა სვიმონ ქართლის მეფეს, როგორც ოსმალ-თურქობის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ გმირს. მხურვალე მიმოწერაც ჰქონდათ მასთან რომის პაპს, კლიმენტი VIII-ს, და ავსტრიის იმპერატორ რუდოლფ III-ს. 1595 წელს საიდუმლოდ შესდგა სამთა კავშირი (ირანი, ქართლი და კახეთი) ოსმალეთის წინააღმდეგ. 1598 წელს კი დროებით შეწყვეტილი საბრძოლო მოქმედებები განახლდა. მაშინ ოსმალეთის ხელისუფლებამ სვიმონის წინააღმდეგ რადიკალურ, საგანგებო ღონისძიებას მიმართა. 1599 წელს, სლთანმა მეჰმედ III-მ ქართლის “ერთხელ და სამუდამოდ” მოსათხრელად უზარმაზარი მხედრობა გამოგზავნა თავრიზისა და ვანის ბეგლარ-ბეგ ჯაფარ-ფაშას სარდობით. ბრძოლა, რომელიც გაიმართა ნახიდურთან, ალგეთზე, რიცხობრივად იყო სრულიად უთანასწორო. ამაო გამოდგა საარაკო გმირობა მეფისა და მისი ქართული გუნდისა. მტრისგან გახსნილი ცეცხლის პირისპირ, ხმლიანი ქართველები უძლურნი აღმოჩნდნენ და უკუიქცნენ. სვიმონ მეფეს, ვიწრო ბილიკზე სრბოლისას, ვინმე თულაშვილი უნებლიედ გვერდიდან დაეძგერა და ხევში გადასჩეხა. მეფე თავის ცხენით მეწყერში ღრმად ჩაეფლო. ოსმალებიც მიაწყდნენ და შეიპყრეს. ჯაფარ-ფაშამ ძვირფასი ტყვე სტამბოლს გაგზავნა. სულთნის ბრძანებით, სვიმონ მეფე იედყულეს ციხეში ჩააგდეს. მისმა ძემ, გიორგიმ, არაფერი დაზოგა მამის გამოხსნისათვის, – ქრთამიც მრავლად გაგზავნა, მძევლად თავისი შვილებიც გაიმეტა, მაგრამ ყოველივე ამაო გამოდგა. 1603 წელს სვიმონ მეფე გარდაიცვალა. იმჟამად სტამბოლს მყოფმა ვაჭარმა დიაკვნიშვილმა “იშოვნა ძვალნი სვიმონ მეფისანი, და წარმოიღო იგი და მოართვა გიორგის და დედოფალსა ნესტან-დარეჯანს”. დაკრძალეს სვიმონი სვეტიცხოველში მისი მამის, ლუარსაბის გვერდით.

წყარო: http://www.people.istoria.ge/show.php?id=127


ვიპოვე უკვე. საინტერესო ადამიანია, დაკვირვებით წავიკითხავ ცოტა მოგვიანებით.
smile.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Jun 22 2007, 05:10 PM
პოსტი #6


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



..............


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 22 2007, 05:18 PM
პოსტი #7


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Lenus
ხომ არ იცი რა წერია ზედ? ოსმალური თურქულის კითხვა ვიცი, მაგრამ სანამ მაგას წავიკითხავ კვირა კი დამჭირდება.... biggrin.gif გადაბმული მით უფრო მიჭირს....


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jun 22 2007, 05:44 PM
პოსტი #8


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა(კანონისტი @ Jun 22 2007, 06:18 PM) *

Lenus
ხომ არ იცი რა წერია ზედ? ოსმალური თურქულის კითხვა ვიცი, მაგრამ სანამ მაგას წავიკითხავ კვირა კი დამჭირდება.... biggrin.gif გადაბმული მით უფრო მიჭირს....



დათ შენი ნიჭის პატრონს მაგის გადათარგმნა არ უნდა გაუჭირდეს, ეხლა უეჭველი "გვაბოლებ" laugh.gif ხო და გელოდებით


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Jun 22 2007, 11:07 PM
პოსტი #9


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



Lenus
ძალიან მაგარია smile.gif
არ ვიცოდი თუ დელის უწოდებდნენ სიმონს
დელი თურქულად გიჟს ნიშნავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Jun 22 2007, 11:19 PM
პოსტი #10


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



დელი სვიმონ, მაგარი კაცი.
საღოლ Lenus


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jun 22 2007, 11:25 PM
პოსტი #11


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



Lenus
სვიმონ I დიდი რომ იგივე დელი სვიმონია ეგ ჩემი დასკვნაა და თუ ვცდები შემისწორეთ. ისტორია.გე-ზე არ წერია ეგ ფაქტი, თუმცა იქ არის სვიმონ I დიდის ეს სურათი დადებული
IPB-ს სურათი

სხვას ვარაფერს გეტყვით smile.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Jun 22 2007, 11:28 PM
პოსტი #12


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



k@the
არა, ნაღდად ერთია კაცო. თუ გოგოვ ანდა მისს. tongue.gif wink.gif
კი, ასიანი ერთია.


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jun 23 2007, 12:27 AM
პოსტი #13


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(მამფალი @ Jun 22 2007, 09:28 PM) *

k@the
არა, ნაღდად ერთია კაცო. თუ გოგოვ ანდა მისს. tongue.gif wink.gif
კი, ასიანი ერთია.

ქეთი laugh.gif
ხოდა თუ ერთია, მაშინ არ ყოფილა ერთადერთი სურათი ამ პიროვნების ეგ. ანუ მინ 2 უკვე არსებობს smile.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likita
პოსტი Jun 23 2007, 09:14 AM
პოსტი #14


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 138
რეგისტრ.: 27-April 07
წევრი № 1,772



" დელი " რა მნიშვნელობითაა გამოყენებული ვერ გავიგე...........................


--------------------
[size=3]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Jun 23 2007, 11:20 AM
პოსტი #15


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



k@the
ციტატა
ხოდა თუ ერთია, მაშინ არ ყოფილა ერთადერთი სურათი ამ პიროვნების ეგ. ანუ მინ 2 უკვე არსებობს


ეგრეა რა. ყველაფერს რასაც წერენ მართალია განა. ოქსფორდი რა შეცდომას არ უშვებს? რეამდენჯერ ყოფილა რომ ქართულ სიმღერებს სხვა ერისად ასაღებენ და ეს შეცდომითაც მოსდით და გამიზნებითაც.

likita
დელი ანუ გიჟი ანუ ბრძოლას\ში გიჟი. სვიმონის ბრძოლები მართლა რომ "გიჟის" მანოქმედარია.
თავზეხელაღებული მეომარი იყო. პირველად რომ დაიჭირეს სპარსებმა, 1569 წელს ფარცხისთან , ამობებ ისე გაერთო ბრძლაშიო რომ ავანგარდს მოწყდაო და მაშინ მარტო ამალასთან მეომარი იცნო "ჩვენმა" ყორღანაშვილმა და აბა ბიჭებო, ეგაა სვიმონი და დაიჭირეთო. ბარათაშვილმა ხომ გადაუხადა ღალატი. ჰმ.


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jun 23 2007, 11:21 AM
პოსტი #16


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა(Lenus @ Jun 23 2007, 09:05 AM) *



მგონი დასავლეთშიც კი ხმარობენ არა? გადელდაო, რაღაცაზე ან ვიღაცაზე იციან ხოლმე თქმა...



კი იყენებენ დასავლეთში სიტყვა "დელიანი" ან "გადელდა"


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Jun 24 2007, 12:24 AM
პოსტი #17


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



Lenus
ციტატა
მგონი დასავლეთშიც კი ხმარობენ არა? გადელდაო, რაღაცაზე ან ვიღაცაზე იციან ხოლმე თქმა...

კი ბატონო, აჭარაში იციან ხოლმე
ისე, დელი მართლა გადარეულს კი არ ნიშნავს თეთრი ბილეთით biggrin.gif
თურქები "დელი"ს მართლაც ამ მნიშვნელობით იყენებენ ხოლმე:
ციტატა
თავზეხელაღებული მეომარი

ხშირად ასე იხმარება ხოლმე - დელი კანლы
დელი - გიჟი
კანლы - სისხლით
ანუ, ადამიანი რომელსაც სისხლი უდუღს.

მამფალი
ციტატა
"ჩვენმა" ყორღანაშვილმა და აბა ბიჭებო, ეგაა სვიმონი და დაიჭირეთო. ბარათაშვილმა ხომ გადაუხადა ღალატი. ჰმ.

ყორღანაშვილს ქაფიდან
ხელი ჰკრეს და გადაფრინდა

smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Jun 24 2007, 12:29 AM
პოსტი #18


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



მოკლედ ისტორიის ეს დიდიიი საიდუმლოც ავხსენით ერთმანეთისგან დამოუკიდებლად . tongue.gif biggrin.gif smile.gif
საოცარია.


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jun 24 2007, 01:29 AM
პოსტი #19


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(Lenus @ Jun 23 2007, 06:05 AM) *

მართალია, ეს კაცია.
არ ვიცი, რატომ იკლავდა თავს ის ავტორი მხოლოდცნობილი გამოსახულებააო, არადა ოქსფორდის წიგნია.
მაგრამ... ახალ რომ დავით აღმაშენებლის უცნობი სურათი ან მინიატურა აღმოვაჩინო, ხომ იქნება სასიამოვნო? ან თუნდაც თამარის, ან გიორგი ბრწყინვალის. ასე გამეხარდა ეს სურათიც, მითუმეტეს ჩემი სეხნიაა ეს მეფე.

Lenus
მართალი ხარ! მეც გამეხარდებოდა smile.gif
თან კარგია ამ მეფის შესახებ ცოტა რამ რო წავიკითხე, დიდად განსწავლული ისტორიაში არ ვარ.
ასე რომ, მადლობა შენი სიხარულის ჩვენთვის გაზიარებისათვის smile.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Jun 24 2007, 07:23 PM
პოსტი #20


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



Lenus
ციტატა
დათიკო,
კანლы თუ ჯანლы?

არა, კან არის სისხლი. ჯანლы ცოცხალს, ჯანმრთელს ნიშნავს.
მაგ: ჯანლы მუზიქ - ცოცხალი მუსიკა. ან ჯანლы მ(უ)ს(უნ)ნ ? - ჯანმრთელად ხარ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 06:56 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი