IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> ქართველთა წინაპრები, უძველესი წყაროები და მეცნიერთა აზრი
ნათია
პოსტი Sep 3 2007, 05:07 PM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ქრისტეშობამდე Vს-ის ბერძენი ისტორიკოსი, "ისტორიის მამად" წოდებული, ჰეროდოტე აცხადებდა: "ცხადია, რომ კოლხები ეგვიპტელები არიან, ამას მე თვითონ მივხვდი უწინ, ვიდრე მოვისმენდი სხვათაგან და ასე ვიტყოდი, და რადგანაც ეს მე ფიქრებში მქონდა, შევეკითხე ორივეს, კოლხებს უკეთ ახსოვდათ ეგვიპტელები, ვიდრე მათ კოლხები..."

მეგასთენე (ქრისტეშობამდე IIIს.), დიონისიოსი (ქრისტეშობამდე Iს.), აპიანე ალექსანდრიელი (ქრისტეშობიდან IIს.) ეუსებიოს კესარიელი (ქრისტეშობიდან IVს.) და სხვები ირწმუნებოდნენ, რომ იბერიებელი პირენეიდან გადასახლდნენ კავკასიაში. ბერძენი მეცნიერი სტრაბონი ამტკიცებდა, რომ "დასავლელი იბერები გადასახლდნენ პონტოსა და კოლხიდის ზემოთ მდებარე ადგილებში... ეგვიპტელები გადასახლდნენ ეთიოპელებთან და კოლხებთან".

ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი იბერებისა და მესხების წინაპრებად მიიჩნევდა ბიბლიაში მოხსენიებულ "თობელსა" და "მოსოხს". "თობელმა დააფუძნა თობელები, რომლებსაც ახლა იბერები ეწოდებათ. მოსოხენები დაფუძნებულნი არიან მოსოხის მიერ".

ძველი ასურული ლურსმუნი წარწერების თანახმად (ქრისტეშობამდე XIII-VIIIს.ს.) ბიბლიური თობელი და მეშეხი ქრისტეშობამდე II-I ათასწლეულებში მცირე აზიაში დიდი სამეფოების მკვიდრნი იყვნენ. ამ თვალსაზრისით, ეს იყო ქართველთა წინაპრების სამეფოები და მათი მოსახლეობა, ე.ი. ქართველობა, კავკასიაში მას შემდეგ გადასახლდა, რაც მცირე აზიაში ეს ქართული სახელმწიფოები გაანადგურეს. ეს მოხდა ქრისტეშობამდე VIII-VIIსს-ში. ცნობილი ისტორიკოსები ლენორმანი, მასპერო და სხვები ქართველების (იბერებისა და მესხების) წინაპრებად მიიჩნევდნენ ასურულ წყაროებში მოხსენიებულ თაბალებსა და მუშქებს. ამათ დაემატნენ ქაშქები (ასურული წყაროების თანახმად, ისინი სახლობდნენ აღმოსავლეთ მცირე აზიაში; მოგვიანებით გაირკვა, რომ ხეთური წყაროებიც ხშირად იხსენიებენ მათ), რომლებსაც კოლხების წინაპრებად თვლიან. ქართველებად მიიჩნევენ აგრეთვე ბერძენი ისტორიკოსის ქსენოფონტეს მიერ ზემო მესოპოტამიაში (ისტორიულ "გორდუენეს", კორდუქის მიწა-წყალზე) მოხსენიებულ კარდუხებს, რომელთა სახელი ძლიერ ჰგავს ქართების ადგილობრივ სახელს ("ქართუ"). კ. ფ. ლემანჰაუფტის თანახმად, ქართები (იბერები) ჩრდილო მესოპოტამიიდან მოსული კარდუხებისა და მცირე აზიიდან მოსული მესხების შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდნენ. მოსაზრება იმის შესახებ, რომ ქართველები კავკასიაში სამხრეთიდან (მცირე აზიიდან) გადასახლდნენ, ფართოდ გავრცელდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სხვებთან ერთად ეს მოსაზრება ივ. ჯავახიშვილმაც გაიზიარა.

გამოჩენილმა ისტორიკოსმა სიმონ ჯანაშიამ ქართველთა კავკასიაში გადასახლების შესახებ აზრი ფაქტობრივად მოხსნა, რაც სრულად დაასაბუთა ბ. კუფტინმა თავისი ბრწყინვალე არქეოლოგიური აღმოჩენებით. მან საქართველოს არქეოლოგიური მასალა ფართოდ - წინა აზიის, ხმელთაშუა ზღვისპირეთისა თუ ევროპისარქეოლოგიური მასალის ფონზე განიხილა. იგი ენერგიულად იცავდა ქართული კულტურის ადგილობრივი განვითარების იდეას.

ს. ჯანაშიას კონცეფციით არავითარ გადასახლებაზე საუბარი არ შეიძლება: ქართველები ძველთაგანვე საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, თუმცა ისინი საქართველოს ფარგლებს გარეთაც ვრცელ ტერიტორიაზე მოსახლეობდნენ.

XIXს-ის მიწურულიდან მეცნიერები დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. ძველი აღმოსავლეთისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ვრცელი ტერიტორიის კვლევისას გამოვლინდა მთელი რიგი უძველესი ხალხებისა, რომელნიც ერთ დროს დიდ როლს ასრულებდნენ: შუმერები, ხეთები, ელამელები, ურარტუელები, მითანელები (ხურიტები); მათი ენების იმ დროის კარგად ცნობილი ენათა ოჯახებთან (ინდოევროპული, სემიტური, თურქულ-მონგოლური) შეჯერაბა არ ხერხდებოდა. გაჩნდა მოსაზრება ამ ენების კლასიკურ, კერძოდ, ქართულთან მსგავსების შესახებ. დაიწყეს ფიქრი, რა სახელით აღენიშნათ კავკასიის, მახლობელი აღმოსავლეთისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ეს უძველესი მოსახლეობა. ცნობილმა მკვლევარმა ფ. ჰომელმა ამ ჯგუფს "ხალხთა ალაროდიული ოჯახი" უწოდა. ეს ხალხები ქართველებს დაუკავშირეს. ეს თვალსაზრისი ყველაზე ბუნებრივ ჰიპოთეზად გამოიყურებოდა. მაგრამ იმ დროისათვის რუსეთის იმპერია და მასთან ერთად XIXს-ში საქართველოსა და კავკასიის ზოგ სხვა რეგიონში მომძლავრებული სომხური წრეები მტრულად შეხვდნენ ამ განწყობილებებს. ბეჭდავდნენ წერილებს, სადაც შებღალული იყო ქართველთა ეროვნული თავმოყვარეობა, ამტკიცებდნენ, რომ ამ ხალხს არ გააჩნია თავისი ისტორია. თავისი კულტურა და რომ ქართველობა კულტურასა და მწერლობას სხვათა გავლენით გვიან ეზიარა. ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თავკაცებისთვის მოწინავე ევროპულ მეცნიერებაში ფართოდ გავრცელებული თეორია ქართველთა წარმოშობის შესახებ მძლავრი იარაღი ხდებოდა ეროვნული თვითშეგნების განმტკიცებისთვის და ასიმილატორთა შემოტევისგან დაცვაში. ამ მხრივ, განუზომელია ილია ჭავჭავაძის პოლემიკური წერილების მნიშვნელობა.






P.S. თუ ვინმეს მოგეპოვებათ უძველესი წყაროები და მეცნიერთა აზრი ქართველთა წარმომავლობის შესახებ გთხოვთ მომაწოდოთ....


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Sep 3 2007, 08:59 PM
პოსტი #2


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



ციტატა
XIXს-ის მიწურულიდან მეცნიერები დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. ძველი აღმოსავლეთისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ვრცელი ტერიტორიის კვლევისას გამოვლინდა მთელი რიგი უძველესი ხალხებისა, რომელნიც ერთ დროს დიდ როლს ასრულებდნენ: შუმერები, ხეთები, ელამელები, ურარტუელები, მითანელები (ხურიტები); მათი ენების იმ დროის კარგად ცნობილი ენათა ოჯახებთან (ინდოევროპული, სემიტური, თურქულ-მონგოლური) შეჯერაბა არ ხერხდებოდა. გაჩნდა მოსაზრება ამ ენების კლასიკურ, კერძოდ, ქართულთან მსგავსების შესახებ. დაიწყეს ფიქრი, რა სახელით აღენიშნათ კავკასიის, მახლობელი აღმოსავლეთისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ეს უძველესი მოსახლეობა. ცნობილმა მკვლევარმა ფ. ჰომელმა ამ ჯგუფს "ხალხთა ალაროდიული ოჯახი" უწოდა. ეს ხალხები ქართველებს დაუკავშირეს. ეს თვალსაზრისი ყველაზე ბუნებრივ ჰიპოთეზად გამოიყურებოდა. მაგრამ იმ დროისათვის რუსეთის იმპერია და მასთან ერთად XIXს-ში საქართველოსა და კავკასიის ზოგ სხვა რეგიონში მომძლავრებული სომხური წრეები მტრულად შეხვდნენ ამ განწყობილებებს. ბეჭდავდნენ წერილებს, სადაც შებღალული იყო ქართველთა ეროვნული თავმოყვარეობა, ამტკიცებდნენ, რომ ამ ხალხს არ გააჩნია თავისი ისტორია. თავისი კულტურა და რომ ქართველობა კულტურასა და მწერლობას სხვათა გავლენით გვიან ეზიარა. ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თავკაცებისთვის მოწინავე ევროპულ მეცნიერებაში ფართოდ გავრცელებული თეორია ქართველთა წარმოშობის შესახებ მძლავრი იარაღი ხდებოდა ეროვნული თვითშეგნების განმტკიცებისთვის და ასიმილატორთა შემოტევისგან დაცვაში. ამ მხრივ, განუზომელია ილია ჭავჭავაძის პოლემიკური წერილების მნიშვნელობა.



freethought უკეთეს მასალებს მოგვაწვდის ისე ვატყობ, მაგას ექნება უახლესი გამოკვლევები ნამდვილად, არც ის გამიკვირდება საქართველო გუშინ თუ გუშინწინ ჩამოყალიბებულ გადამთიელ ერთა კავშირად დაგვიხატოს. სომხების აზრს რომ ნამდვილად გაიზიარებს ამაში კი ეჭვიც არ მეპარება. wink.gif

ბოდიში ოფისთვის.

ნელ-ნელა მოვიძიებ მასალებს და დანარჩენს ცოტა ხანში დაგიპოსტავთ.

ნათ 2kiss.gif

საჭირო თემაა ნამდვილად. გაიხარე. smile.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Sep 3 2007, 11:12 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



როგორც ოდითგანვე საქართველოს , ასევე ჩვენს ფორუმს სხვადასხვა მხრიდან ჭიაღუების შემოსევა არ მოკლებია. ყველაფერი ეს ახლაც გაშლილი ფრონტით მიმდინარეობს, მაგრამ როგორც მშინდელმა საქართველომ გაუძლო და მოაღწია აქამდე ასე გაუძლებს და თავის მისიას შეასრულებს ეს ფორუმიც, რომელიც კიდევ უფრო გაძლიერებული და დამშვენებული გადაეცემა მომავალ თაობებს.
სწორადაც რომ დროული იყო ამ თემის გახსნა, დაახლოებით ასეთივე თემის გახსნას მეც ვაპირებდი სათაურით ”ქართველი ერის ჩამოყალიბება” სადაც ისტორიულ და მეცნიერულ გამოკვლევებზე დაყრდნობით მოგაწოდებდით მასალებს. თუმცა ნაადრევად მაგრამ მაინც შევეცდები თანმიმდევრულად გადმოგცეთ ამ კვლევის მასალები
უპირველეს ყოვლისა დავიწყოთ ილია ჭავჭავაძის შეგონებით”ერს ერთი სული, ერთი გული აქვს.ხოლო ხორცი იმდენი, რამდენიც ცალკე ადამიანია”
ერი ადამიანთა შეგნებითა და ნებითშეკავშირებული ისტორიულად ჩამოყალიბებული მყარი ერთობაა.იგი ეფუძნება ხალხის საერთო წარმომავლობას, ენას, კულტურას, საუკუნეების განმავლობაში ერთ სახელმწიფოში თანაცხოვრებას და ზემოთქმულით განპირობებულ ეთნოფსიქოლოგიას-ეროვნულ ხასიათს.
უძველესი ქართველური ტომები რომლებსაც საერთო, ქართველური ენა გააჩნდათ აღწერილია ასურულ და ურარტულ რულსმულ წრწერებში რომლებიც ძველი წელთაღრიცხვის მე-13 საუკუნეს მიეკუთვნება. აქედან უნდა ვივარაუდოთ რომ ის კიდევ უფრო ძველი ასაკით თარიღდება. ეს ქართველური ტომებია კოლხა და დიაოხი, ამასვე ადასტურებენ უძველესი ბერძენი ავტორებიც თავიანთ თხზულებებში. დიაოხი ურარტული სახელწოდებაა ასურელები მას დაიაენს უწოდებდნენ. ხოლო ძველი ბერძენიავტორი ქსენოფონტი(ძვ. წ 435/31-355/54წ. წ.), რომელმაც კავკასიაში გავლა მოუწია თავის 10 000 მოქარავნესთან ერთად ამ ტერიტორიას იხსენიებს როგორც ”ტაოხებს” ასეთივე სახელითაა დღეს ცნობილი საწრთველოს სამხრეთ - დასავლეთის ოლქი ტაო. სწორედ აქ მდებარეობდა უძველესი დიაოხის ადრეკლასობრივი სახელმწიფო, რომელიც დღევანდელი არზრუმის მიდამოებამდე აღწევდა და მდ. ყარა-სუს სათავეებს აღწევდა. დიაოხი განსაკუთრებულად ძვ.წ. მე-12ს-ში იმდენად გაძლერებულა , რომ ასურეთის ძლევამოსილ სახელმწიფოსაც კი ტოლს არ უდებდა. ეს დასტურდება ასურეთის მეფის ტიგლათფილესერ-1(ძვ.წ. 1115-1077)ერთ-ერთი წარწერით სადაც მეფეს დაუმარცხებია ნაირის ქვეყნის23 და მათ დასახმარებლად მოსული 60 მეფე დადევნებია მას დამიუღწევია ზემო (შავი) ზღვამდე. აქვე ნახსენებია დაიენ-დიაოხის უმაღლესი ხელისუფალი სიენი , რომლის მიმართ ასურეთის მეფეს გამორჩეული დამოკიდებულება ჰქონია(მხოლოდ მას ახსენებს) და სწოედ ამ სიენის ხელმძღვანელობით მომხდარა შემდეგში ტიგლათფილესერის დამარცხება. ასურეთის წინააღმდეგ ომებში დიაოხის მოკავშირედ გამოდიოდა კოლხეთის ადრეკლასობრივი სახელმწიფო კოლხა. ტიგლათფილისერის წარწერებში მოხსენიებულია შავი ზღვის პირა ”კოლხის ქვეყანა” იგივე კოლხეთი. გარდა მოკავშირეობისა დიაოხსა და კოლხას შორის ამ ლურსმულ ნაწერებში სხვა პოლიტიკურ კავშირებზე საუბარი არაა.


მოგვიანებით კიდევ გავაგრძელებ.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Sep 3 2007, 11:36 PM
პოსტი #4


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ქართველები


საქართველოს თანამედროვე ტერიტორია და მის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე მიწები უძველესი დროიდან იყო დასახლებული მონათესავე ქართველური ტომებით. მათ შორის ხანგრძლივი ურთიერთკავშირისა და ურთიერთშერწყმის შედეგად ათასეული წლების წინათ ჩამოყალიბდა ქართველი ხალხი. თავისი ენით ქართველები იბერიულ-კავკასიურ ხალხებს ეკუთვნიან. თანამედროვე ქართული ენის შექმნაში ძველქართულთან ერთად მონაწილეობდნენ მეგრული (ზანური) და სვანური ენები, რომლებიც ქართველურ ენობრივ ჯგუფს ქმნიან. მონათესავე ტომების ერთ ხალხად გაერთიანებაში უდიდესი როლი შეასრულეს ძველი წელთაღრიცხვის VIII-VII და IV-III საუკუნეებში ჩამოყალიბებულმა ქართულმა სახელმწიფოებმა - კოლხეთმა და იბერიამ. ანგარიში უნდა გავუწიოთ იმ ფაქტსაც, რომ ძველი წელთაღრიცხვის XII-VIII საუკუნეებში დაიაენი-დიაუხის აღმოსავლურ-ქართული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნიც არსებობდა. პოლიტიკურმა კონსოლიდაციამ დააჩქარა ხალხის მატერიალური და სულიერი კულტურის განვითარება და ქართველი ერის ჩამოყალიბების პროცესი. ქართველი ერის ჩამოყალიბებას ბევრად შეუწყო ხელი IV საუკუნეში სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის აღიარებამ, ქართული ქრისტიანული დამწერლობის შემოღებამ და უფრო გვიან (Xს.) ყველა ქართული სამეფო-სამთავროს გაერთიანების გზით ერთიანი ფეოდალური სახელმწიფოს შექმნამ.

იმასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობს უშუალო ანუ პირდაპირი წყარო საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობის შესახებ ძველი ეპოქისათვის, რიგ ისტორიულ გამოკვლევაში სხვადასხვა არაპირდაპირ მონაცემებზე დაყრდნობით გამოთქმულია ორი ძირითადი მოსაზრება. პირველი მათგანი დაფუძნებულია იმ ფაქტზე, რომ XIII საუკუნის შუა წლებში, მონღოლების გამოთვლით, ქართველებს უნდა გამოეყვანათ ლაშქარში 90 ათასი კაცი, რადგან 9 სრული შეძლების კომლზე ერთი მეომრის გამოყვანა ევალებოდათო; ამ ჰიპოთეზის თანახმად მაშინდელი საქართველოს მოსახლეობა 5 მილიონი სულითაა განსაზღვრული. მეორე მოსაზრება იმავე მონღოლების მიერ ქართველთა ლაშქარში გაწვევის მონაცემებს ეყრდნობა, მაგრამ ორჯერ უფრო ნაკლები მაჩვენებლით განსაზღვრავს XIII საუკუნის შუა წლების საქართველოს მოსახლეობას.

XIII საუკუნის მეორე მეოთხედიდან შექმნილი მძიმე პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ვითარება საქართველოში გრძელდებოდა საუკუნეების მანძილზე და განაპირობებდა მოსახლეობის თანდათან კლებას, დროდადრო კი იწვევდა მოსახლეობის კატასტროფულ შემცირებას. საკმაოდ არახელსაყრელი დემოგრაფიული სიტუაცია შეიქმნა XVIII საუკუნის პირველ ნახევარშიც, როცა თურქეთისა და სპარსეთის აგრესიული ძალების შემოსევებმა და ქვეყნის შიგა აშლილობამ გამოიწვია დიდი მსხვერპლი მოსახლეობაში და სამხრეთის რიგი პროვინციის გაუკაცრიელება. ამის შედეგად 1770-იან წლებამდე კვლავ გრძელდებოდა მოსახლეობის აბსოლუტური რიცხოვნობის კლება. ამ დროისათვის საქართველოს მოსახლეობა მინიმუმამდე იყო შემცირებული და არ აღემატებოდა 750-770 ათასს (თანამედროვე საზღვრებში), რაც შეადგენდა მსოფლიოს მთელი მოსახლეობის 0,08%-ს.

გვიანი შუა საუკუნეების მძიმე პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა პირობებმა არა მარტო შეაჩერა ქართველი ერის მატერიალური და სულიერი კულტურის შემდგომი აღმავლობა, არამედ უაღრესად უარყოფითად იმოქმედა ქვეყნის დემოგრაფიულ ვითარებაზე, რის შედეგადაც რეალური საფრთხე შეექმნა თვით ერის ფიზიკურ არსებობას.

XIX საუკუნეში თუმცა დაიწყო ქართველების აბსოლუტური რაოდენობის მატება, მაგრამ ამავე პერიოდში ადგილი ჰქონდა არაქართველთა გაძლიერებულ ჩამოსახლებას საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში, რამაც გამოიწვია ძირითადი აბორიგენული მოსახლეობის ფარდობითი რაოდენობის თანდათან კლება. ამ მხრივ კიდევ უფრო უარესი მდგომარეობა შეიქმნა ჩვენი საუკუნის პირველ ნახევარში. ჯერ იყო და, 900-იან წწ. მოხდა სომხების მასიური ჩამოსახლებანი, შემდეგ კი ორი მსოფლიო ომს შუა პერიოდი აღინიშნა ახალი მკვეთრად დაქვეითებით. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ჩვენი ძირითადი მოსახლეობის ბუნებრივი ზრდა მაღალ დონეზე იდგა, 1939 წ. ქართველებზე მოდიოდა რესპუბლიკის მთელი მოსახლეობის 61,4%. არც მანამდე და არც შემდგომში, მოსახლეობის საყოველთაო აღწერებს არ დაუდგენიათ ქართველების ასეთი მცირე ხვედრითი წონა მთელ მოსახლეობაში.

გასული საუკუნის შუა წლები გვევლინება ქართველი მოსახლეობის ფარდობითი რაოდენობის დინამიკაში თავისებური გარდატეხის პერიოდად: თუ მანამდე მთელი საუკუნე-ნახევრის მანძილზე ქართველების ხვედრითი წონა მცირდებოდა, შემდგომში უკვე მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა იცვლება სხვა მიმართულებით - მაღლდება ქართველების ფარდობითი რაოდენობა (იხ. ცხრილი).

ქართველების რიცხოვნობის დინამიკა საქართველოში 1800-2002 წლებში.

წლები ქართველი მოსახლეობის რაოდენობა (ათასობით) ქართველთა ხვედრითი წონა მთელ მოსახლეობაში (%)
1800 წ.----622,6 ათასი---- 79,4 %
1832 წ.----677,1 ათასი----75,9%
1865 წ.----950,6 ათასი----73,8%
1886 წ.----1188,1 ათასი----72,4 %
1897 წ.----1331,3 ათასი----69,4 %
1926 წ.----1788,2 ათასი----66,8%
1939 წ.----2173,6 ათასი----61,4 %
1959 წ.----2600,6 ათასი----64,3%
1970 წ.----3130,7 ათასი----66,8 %
1979 წ.----3433,0 ათასი----68,8%
1989 წ.----3787,4 ათასი----70,1%
2002 წ.----3661,1 ათასი----83,8 %

XIX საუკუნის დასაწყისიდან ქართველების რაოდენობის გაორკეცებას საქართველოს თანამედროვე საზღვრებში დასჭირდა 90 წელი. XX საუკუნეში ბოლო გაორკეცება მოხდა 60 წლის მანძილზე (1930-1990 წწ.) სხვანაირად რომ ვთქვათ, ქართველების რიცხვი წინა საუკუნეში ერთნახევარჯერ უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე XIX საუკუნეში; ეს მაშინ, როცა XX საუკუნის მანძილზე ჩვენი ერის რიცხოვნობის ზრდა ბევრად შეაფერხა ორმა მსოფლიო ომმა, აგრეთვე 20-იანი და 30-იანი წწ. სისხლიანმა რეპრესიებმა. მთლიანად 190წ. მანძილზე (1800-1990 წწ.) ქართველების რიცხოვნობა დღევანდელი საქართველოს ფარგლებში გაიზარდა 6,2-ჯერ. მსოფლიოს მთელი მოსახლეობა იმავე პერიოდში გაიზარდა 952 მლნ-დან 5,4 მლრდ-მდე, ანუ 5,7-ჯერ. უნდა აღინიშნოს, რომ XIX საუკუნის დასაწყისიდან მთელი 140წ. მანძილზე ქართველების რიცხვი საქართველოში უფრო სწრაფად იმატებდა, ვიდრე მსოფლიოს მთელი მოსახლეობა. ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში კი შებრუნებული მდგომარეობაა, რაც გამოწვეულია ჩვენი დიდი დანაკარგებით მეორე მსოფლიო ომში, აგრეთვე ომისშემდგომ პერიოდში საშუალოდ მსოფლიოს მთელი მოსახლეობის მეტად დაჩქარებული მატებით და ქართველების ნელი ზრდით. ზოგადად უნდა ითქვას, რომ 190 წლის მანძილზე ქართველების მატება უფრო თანაბარი იყო მსოფლიოს მოსახლეობასთან შედარებით. ქართველებში და მთლიანად საქართველოს მოსახლეობაში, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ჩვენს რესპუბლიკაში მცხოვრებ აზერბაიჯანელებსა და ქურთებს, არ ყოფილა გამოსახული ის `დემოგრაფიული აფეთქება~, რომელსაც ადგილი აქვს მსოფლიოში (ძირითადად განვითარებად ქვეყნებში) XX საუკუნის მეორე ნახევარში.

საქართველოს მთელი მოსახლეობის რიცხოვნობის დინამიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენდნენ გარე მიგრაციული პროცესები, მაგრამ ამ უკანასკნელთა როლი შედარებით უმნიშვნელოა საკუთრივ ქართველების რაოდენობის ცვლილებაში. ქართველების მატებაში გადამწყვეტია ბუნებრივი მატება, გარე მიგრაციული პროცესები კი ამცირებენ მატების ტემპებს, რადგან წასულთა რიცხვი სჭარბობს მოსულთა რაოდენობას. რაც შეეხება არაქართველებს, მათი ძირითადი ნაწილის გამრავლებას მეორე მსოფლიო ომამდე ხელს უწყობდნენ გარე მიგრაციები, ხოლო 50-იან წწ. მდგომარეობა სიმეტრიულად შეიცვალა: ყოველწლიურად არაქართველთაგან მეტი მიდის რესპუბლიკიდან, ვიდრე მოდის, ანუ მექანიკური გადაადგილება ამცირებს მათი მატების ტემპს.

ცხრილიდან ნათლად ჩანს პირველი და მეორე მსოფლიო ომების უარყოფითი გავლენა ქართველი მოსახლეობის გამრავლებაზე. თუ მხედველობაში არ მივიღებთ გასული საუკუნის პირველ მესამედს, როდესაც მოსახლეობის მატების ხელშემწყობი პირობები ჯერ კიდევ არ იყო შექმნილი, ყველაზე დაბალი ქართველების მატება იმ ისტორიულ მონაკვეთებშია, რომლებიც მოიცავენ ომის წლებს. რაც შეეხება დანარჩენ ისტორიულ პერიოდებს, ქართველების საშუალო წლიური მატების ტემპი ახლოს დგას ბუნებრივ მატებასთან. ამ მხრივ გამონაკლისია ბოლო 1970-80-იანი წლები როდესაც ქართველების ბუნებრივ მატებას მნიშვნელოვნად ჭარბობს ფაქტობრივი მატება. აქ მხედველობაშია მისაღები შემდეგი გარემოებანი: მიმდინარეობდა არაქართველების ერთი ნაწილის ბუნებრივი ასიმილაცია ქართველებთან; ბევრმა ქართველმა XVIII-XIX საუკუნეებში მიიღო გრიგორიანული სარწმუნოება და იწერებოდა სომხად, ბოლო წლებში კი მათმა ნაწილმა აღიდგინა თავისი ეროვნება.

ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ძირითად ხალხებთან შედარებით, ქართველები ყველაზე მეტად არიან თავმოყრილი თავის სამშობლოში. 1989 წ. მთელ საბჭოთა კავშირში მცხოვრები ქართველების 95,1% დამკვიდრებული იყო საქართველოში. 30-იანი წლებიდან დაწყებული, ბევრად უფრო სწრაფად იმატებდა ქართველების რიცხვი სხვა რესპუბლიკებში, ვიდრე საქართველოში.

1926-1989 წლებში ქართველების რაოდენობა საქართველოში გადიდდა 2,1-ჯერ, სსრკ-ის დანარჩენ რესპუბლიკებში კი 5,8-ჯერ. ეს მაშინ, როცა სხვა რესპუბლიკებში დამკვიდრებული ქართველების ნაწილი განიცდის ასიმილაციას, ანუ იცვლის თავის ეროვნულ კუთვნილებას. ცხადია, ადგილი ჰქონდა აღნიშნულ წლებში ქართველების ნაწილის წასვლას სხვა რესპუბლიკებში. Uუკანასკნელი წლების მანძილზე ათეული ათასობით ქართველი გადავიდა სხვა რესპუბლიკებში. ომამდელ წლებში წასულთა რიცხვი შედარებით მცირე იყო, თანდათან იზრდებოდა ომისშემდგომ პერიოდში და მაქსიმუმს მიაღწია 70-80-იან წწ. მეზობელ რესპუბლიკებში სოფლად ქართველები კომპაქტურად ცხოვრობენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე - საინგილოში, აგრეთვე სოფელ პლასტუნკაში - სოჭის მახლობლად. საინგილო ყოფილი აღმოსავლეთ კახეთის ტერიტორიაა და ინგილოები ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობაა, პლასტუნკაში კი რაჭველები ჩასახლდნენ XIX საუკუნის მიწურულში. რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქალაქებში მრავალჯერ მეტი ქართველი ცხოვრობს, ვიდრე სოფლად. ქართველების საკმაოდ მოზრდილი კოლონიებია ჩრდილოეთ კავკასიის ქალაქებში - ვლადიკავკაზში, ნალჩიკში და კისლოვოდსკში. ვლადიკავკაზში ჯერ კიდევ XIX საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყეს ჩასახლება მოხევეებმა, ორ დანარჩენ ქალაქშიც უკვე კარგა ხანია დამკვიდრდნენ ზემო რაჭის ქართველები.

საქართველოს ფარგლებს გარეთ, ყოფილი სსრ კავშირის სხვა რესპუბლიკებში 1989 წ. მონაცემებით ქართველები ცხოვრობენ ყველაზე მეტი რაოდენობით (ათასობით): რუსეთის ფედერაციაში - 130,7; უკრაინაში - 23,5; აზერბაიჯანში - 14,2; ყაზახეთში - 9,5; უზბეკეთში - 4,7; ბელორუსიაში - 2,8. დანარჩენი რესპუბლიკებიდან კი თითოეულში ცხოვრობს დაახლოებით ათასი ქართველი. ბევრი ქართველია მოსკოვში, პეტერბურგში, კიევში, ხარკოვში, აგრეთვე დონბასის და ურალის ქალაქებში. დასახელებულ ქალაქებში მცხოვრებ ქართველებს შორის ბოლო დრომდე ჭარბობდა ინტელიგენცია და სტუდენტობა. განსაკუთრებით გახშირდა ქართველების წასვლა რუსეთში და ზოგ სხვა ქვეყანაში 1991-წლიდან დღემდე.

ყოფილი საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთ ქართველები კომპაქტურად ცხოვრობენ თურქეთსა და ირანში. დღევანდელი საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ყოფილი ქართული პროვინციები - ტაო-კლარჯეთი, შავშეთი, არტანუჯი, კოლა, ბასიანი და სხვ. უძველესი დროიდან დასახლებული იყო ქართველებით. XVI საუკუნიდან, ამ პროვინციების თურქების მიერ დაპყრობის შემდეგ, მათ ძალდატანებით მიიღეს ისლამი; შემდგომში ქართველების მნიშვნელოვანი ნაწილი სხვა ადგილებში ჩაასახლეს. ყოველივე ამის შედეგად ქართველების უმეტესობამ განიცადა ასიმილაცია თურქებთან და დაჰკარგა დედაენა. ამის მიუხედავად, ქართველების ნაწილმა თურქეთში დღემდე შეიუნარჩუნა ქართული ენა და ზნე-ჩვეულებანი. საქართველოს მოსაზღვრე შავი ზღვის სანაპირო ზოლში თურქეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს აგრეთვე ქართველური მოდგმის ხალხი - ლაზები. ზოგიერთი მონაცემებით მათი რაოდენობა გასული საუკუნის შუა წლებში შეადგენდა 300 ათასს.
თურქეთში ქართველების განსახლების საკმაოდ ვრცელი ტერიტორია წარმოადგენს ქართული მატერიალური და სულიერი კულტურის გავრცელების არეალს. ჩვენ დრომდე შემორჩა იქ ქართული არქიტექტურის კლასიკური პერიოდის შესანიშნავი ძეგლები: ტაძრები - ხახული, ოპიზა, ოშკი, ბანა და სხვ. ასევე ციხეების, ხიდების ნანგრევები. იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი მსოფლიო ომის წლებში და შემდგომ პერიოდში ბევრი ქართველი ჩასახლდა დასავლეთ ანატოლიაში, ქართველთა დასახლებები გაჩნდა ბურსის, სინოპისა და სხვა ქალაქების მიდამოებში.

ირანში, მხოლოდ ფერეიდანის პროვინციაში, მეორე მსოფლიო ომამდელ პერიოდში ქართველები შეადგენდნენ 10 ათასზე მეტს. ქართველები ცხოვრობენ აგრეთვე ირანის პროვინციების - გილიანის, მაზანდერანის, აზერბაიჯანის სოფლებში, ომის შემდგომ პერიოდში ბევრი ფერეიდნელი ქართველი ჩასახლდა ირანის ქალაქებში, მათ შორის თეირანში (რამდენიმე ოჯახი საქართველოშიც ჩამოვიდა).

1921 წ. სამშობლოდან ლტოლვილმა ქართველებმა საფრანგეთში შექმნეს კოლონია. მომდევნო წლებში მათ მიემატა ახალგაზრდა ემიგრანტები, რომლებმაც სწავლის მიზნით თუ პოლიტიკური მოტივით დატოვეს საქართველო.

მეორე მსოფლიო ომის წლებში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი ჯარისკაცები მოხვდნენ დასავლეთ ევროპის არაერთ ქვეყანაში. ბევრი მათგანი იბრძოდა პარტიზანულ რაზმებში ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ. ცნობილია, თუ როგორ დაიღუპა ჰოლანდიის კუნძულ ტექსელზე 1945 წ. გაზაფხულზე გერმანელთა წინააღმდეგ აჯანყების შედეგად 500-ზე მეტი ქართველი ტყვე-ჯარისკაცი.

ომისშემდგომ პერიოდში ქართველების ნაწილი ევროპიდან ამერიკაში გადასახლდა. იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში არ არსებობს ჩვენ თანამემამულეთა კომპაქტური დასახლება, იქ მცხოვრებ ქართველებს ადგილობრივ ხალხებთან ასიმილაცია მოელით.

განვითარებული ფეოდალიზმის ეპოქაში ქართველი ერის ჩამოყალიბება და პოლიტიკური კონსოლიდაცია ქვეყნის ცალკე ნაწილების შეკავშირებასაც ნიშნავდა. ამავე დროს უძველესი დროიდან არსებული ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციები კვლავ ინარჩუნებენ ტრადიციულად დამკვიდრებულ ეთნოგრაფიულ თავისებურებებს, რაც მატერიალური და სულიერი კულტურის არაერთ ელემენტში აისახებოდა. ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციები დღესაც განაგრძობენ თავის არსებობას, მაგრამ თანამედროვე ეპოქაში, როცა გაძლიერდა მოსახლეობის მობილურობა, ურბანიზაცია შეიჭრა ცხოვრების მრავალ სფეროში, წინსვლა განხორციელდა განათლების, კულტურისა და მეცნიერების საქმეში, იმდენად გათანაბრდა საქართველოს ცალკეული რეგიონების ეთნოგრაფიული თავისებურებანი, რომ მინიმუმამდე შემცირდა მანამდე მათ შორის არსებული სხვაობანი. დღეს არსებული ყველა ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინცია წარმოადგენს ერთიანი ეროვნული სხეულის შემადგენელს, მათი საერთო ნიშნები მრავალჯერ უფრო მძლავრადაა გამოსახული, ვიდრე ეთნოგრაფიული ჯგუფების ყოფითი თუ სხვა თავისებურებანი.


წყაროები:


_ პ.გუგუშვილი, საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX-XX სს. ტ.I, თბილისი 1949, გვ. 456-611;
_ ქართული სახელმწიფოებრიობის სათავეებთან, თბ., 2001. (სამეცნიერო დისკუსიის მასალები);
_ ვ.ჯაოშვილი, საქართველოს მოსახლეობა XVIII-XX საუკუნეებში, თბილისი 1984;
_ ვ.ჯაოშვილი, საქართველოს მოსახლეობა. თბილისი, 1996 გვ. 297-305.
- საქართველოს მოსახლეობის აღწერის ძირითადი შედეგები, თბილისი 2002, ტ. I-II.


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Sep 4 2007, 12:04 AM
პოსტი #5


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



დავიწყებ კოლხეთის სამეფოდან. მოკლე-მოკლე აღწერილობებით. იმედია არავინ გამინაწყენდება.


კოლხეთის (ეგრისის) სამეფო



კოლხეთის პირველი სამეფო (კოლხა) წარმოიქმნა რიონისა და ჭოროხის აუზში დაახლ. ძვ.წ.XV-XIV საუკუნეებში. მისი დედაქალაქი იყო აია ანუ დღევანდელი ქუთაისი. კოლხეთის ამ სამეფოს მეფეებიდან ცნობილია მხოლოდ ლეგენდარული აიეტი რომელიც ძვ.წ.XIII საუკუნის შუა წლებში მეფობდა. ძვ.წ.VIII საუკუნის 50-იან წლებში კოლხამ დაიპყრო თავისი მეზობელი დიაოხი, მაგრამ მალევე განადგურდა მომთაბარე ტომების კიმერიელების და სკვითების შემოსევების შედეგად (დაახ. ძვ.წ.730-720წწ).

ძვ.წ.ძვ.წ.VI საუკუნეში ხელახლა ჩნდება კოლხეთის სამფო (დედაქალაქი ციხე-გოჯი), რომლის მეფეებიდან (თუ მმართველებიდან) ცნობილნი არიან:



სავლაკი __ ძვ.წ._V_საუკუნე.

ქუჯი ''ერისთავი'' __ ძვ.წ.დაახლ. 320-280წწ.

აკე __ ძვ.წ.დაახლ. 180-150წწ.




იბერიის მეფე ფარნავაზმა ძვ.წ.302 წლისთვის კოლხეთი (ამ პერიოდისთვის ეგრისს უფრო უწოდებდნენ) თავის სამეფოს შეუერთა, მაგრამ მალე კოლხეთი კვლავ დამოუკიდებელი სამეფი ხდება. ძვ.წ.II საუკუნისთვის ეგრისის სამეფო დაიშალა რამდენიმე წვრილ სამთავროდ, რომელთა დაპყრობა არ გსაჭირვებია ძვ.წ.65 წელს რომაელ სარდალ გნეუს პომპეუსს. ძვ.წ.65-47 წლებში დასავლეთ საქართველოს პომპეუსის მიერ დანიშნული ვინმე არისტარხე მართავდა.

ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის ბოლოს კოლხეთმა კვლავ მოიპოვა დამოუკიდებლობა. ეს ''მესამე კოლხური სამეფო'' ლაზიკეს სახელს ატარებდა. II საუკუნეში ცნობილია მისი ორი მეფე:



მალახა __ რომის იმპერატორ ადრიანეს(117-138) თანამედროვე

ბაკური __ რომის იმპერატორ ანტონინუს-პიუსის(138-161) თანამედროვე




ა.წ.III-IV საუკუნეები მხოლოდ არქეოლოგიური მონაცემებით გვახსენებს თავს, ხოლო V საუკუნიდან ხელახლა ჩნდება ლაზიკე, დედაქალაქით კვლავ ციხე-გოჯი. მისი მეფეებიდან ცნობილია:



გუბაზ I __ დაახლ.440-465

სამნაღირ I __ დაახლ.465-490

სამნაღირ II __ დაახლ.490-520

წათე I __ დაახლ.520-529

გუბაზ II __ დაახლ.529-554

წათე II __ დაახლ.554-562



ეგრის-ლაზიკე განუწყვეტლივ ბრძოლებს აწარმოებდა ბიზანტიისა და სასანიდური ირანის წინააღმდეგ. 562 წელს ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანე I-მა დასავლეთ საქართველოში მეფობა გააუქმა. ამიერიდან ეგრისს ერისთავები განაგებდნენ, მათგან ცნობილია სერგი ბარნუკისძე, რომლის დროს 697 წელს ბიზანტიელთა ბატონობა არაბების ბატონობამ შეცვალა. 778 წლიდან ეგრისი ე.წ. ''აფხაზთა სამეფოში'' შევიდა


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Sep 4 2007, 01:07 AM
პოსტი #6


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



დიაოხის (დიაენის, ტაოს) სამეფო



ეს სამეფო არსებობდა ძვ.წ.XII-VIII საუკუნეებში, მისი ტერიტორია მოიცავდა ჭოროხის აუზსა და შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროებს. მის დედაქალაქად იხსენიება ზუა. დიაოხის მეფეებიდან ცნობილია:



სიენი __დაახლ.ძვ.წ.1120-1100წწ.

ასია__დაახლ.ძვ.წ.850-825წწ.

უტუფურსი__დაახლ.ძვ.წ.810-770წწ.



სიენი და ასია ებრძოდნენ ასურეთის მეფეებს: ტიგლათფილესერI-სა და სალმანასარIII-ს, ხოლო უტუფურსი ურარტუს მეფეებს მენუასა და არგიშთიI-ს. ძვ.წ.755 წლისათვის ურარტუს მიერ დასუსტებული დიაოხი დაიპყრო კოლხას სამეფომ. ძვ.წ.VII საუკუნის 1-ნახევრიდან VI საუკუნის 90-იან წლებამდე არსებობდა დიაოხის ტრადიციათა მემკვიდრე სპერის სამეფო.


უფრო დაწვრილებით აბომ დაწერა მშვენივრად და აღარ გავიმეორებ.


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Sep 4 2007, 03:14 AM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441




დიდ ყურადღებას აღარ გავამახვილებ კოლხეთის სამეფოზე, მხოლოდ იმას ავღნიშნავ რომ არგონავტთა ცნობილი შემოსვლა კოლხეთში თარიღდება ძვ.წ. მე-13საუკუნის 60-იან წლებში ეზ ზუსტად გამოთვლილია . იქედან რომ ტროას ომი ზუსტად მოხდამე-13 საუკუნის 30-იან წლებში . ისინი კი არგონავტების მომდევნო თაობა იყო, რაც დასაბუთებულია არგონავტიკაში.
ასე რომ უკვე ძველი წელთაღრიცხვის მე-13 საუკუნეში უკვე ასეთი ძლიერი სამეფოს არსებობა ვარაუდს იძლევა იმისას, რომ ეს ქართველური სახელმწიფოები კიდევ მრავალი წლების წინ არსებობდა და ვითარდებოდა.
ცნობილია არგონავტთა ლაშქრობის რამდენიმე მიზეზი: მათ შორის აღსანიშნავია- ერატოსთენე-(მე-3საუკ) აღნიშნავდა , რომ ეს ვაჭარ-მეკობრეული ლაშქრობა იყოო . სტრაბონი- თავის ”გეოგრაფიაში” წერდა კოლხეთის სიმდიდრის და მდინარიდან ჩამოტანილი ოქროს გამო მოხდაო. ხარაქს პერგამონელის (მე-2საუკ) ”ქრონიკა” კი ამბობს რომ ოქროს საწმისი არის ტყავზე დაწერილი ოქროს მოპოვების წესი. და ამ წესის მოსაპოვებლად მოხდა ლაშწრობაო. აქ მთავარი ისაა რომ კოლხეთი ისეთი განვითარებული ქვეყანა იყო რომ ბერძენი ტიტანების ინტერესი გამოიწვია რომ არაფერი ვთქვათ ძლევამოსილ მეფე- აიეტზე . აპოლონიოს როდოსელის არგონავტიკაში დაცულია ცნობა,სადაც ნათქვამია ”კოლხებს შენახული აქვთ თავიანთი მამებისაგან დაწერილი კირბები, სადაც წყლისა და ხმელეთის ყველა საზღვარია ნაჩვენები.
მე-11 მე-9 სს კოლხეთმაგააფართოვა თავისი საზღვრები შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროზე.
ძვ წ მე-11 ს -დან მე მე-9 მე8 საუკუნემდე დიაოხისა და კოლხას შესახებ ცნობები არ მოგვეპოვებარაც მათი გაძლიერებითა და ასურეთის დასუსტებით უნდა აიხსნას, რამაც მოშალა ამ სახელმწიფოებსშორის კონტაქტი ამავე დროს დიაოხისა და კოლხეთის მეზობლად ჩამოყალიბდა ახალი ძლიერი აგრესიული სახელმწიფო ურარტუ დედაქალაქით ტუშფა მე 9 მე-8 საუკუნეებში ურარტუს მეფეები მენუა ( ძვ.წ. მე-9) არგიშთი-1 (ძვ,წ. (786-764) სარდური ( 764-735) დიდ დამპყრობელურ ომებს აწარმოებდა ახლო-მახლო წვეყნებში, მათ შორის დიაოხის წინააღმდეგ . ამ დროის ისტორიული წყაროები გადმოგვცემენ არა მარტო დიახსა და კოლხაზე თავდასხმებს არამედსხვა ქართველურ ტომებზეც ზამბახა (ჯავახეთი ). გამუდმებულმა ომებმა დაასუსტა დიაოხი და მისი ნაწილი მიიტაცა ურარტუმ ნაწილი კი კოლხეთს შეუერთდა რითაც უშუალოდ დაუმეზობლდა ურარტუს. ამის შემდეგ დიაოხისხსენება ქრება.....
კოლხეთის მოსახლეობის ქართველური მოდგმის ტომები ერთიან ენაზე საუბრობდენ ამ დროს ფუძე- ენას ჯერ კიდევ არ იყო გამოყოფილი მეგრულ ჭანური და სვანური ენები . მათ ჯერ სვანური გამოეყო ხოლო შემდეგ მეგრული ასე რომ ამ დროისათვის კოლხეთი ქართველური ტომების ადრეკლასობრივ სახელმწიფო გაერთიანებას წარმოადგენდა, მაგრამ მოლხეთმა ვერ შეძლო ყველა მეგრულ- ჭანური ტომის შეკავშირება და ბევრი ზანური ტომი მის ფარგლებს გარეთ დარჩა. ამას ყველაფერს ურარტუს გარდა სხვა ახალი მტრის გამოჩენამც შეუწყო ხელი..

იხ. გაგრძელება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Sep 4 2007, 03:57 AM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin%201+/5/1.htm
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Sep 4 2007, 04:29 AM
პოსტი #9


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



იბერიის (ქართლის) სამეფო



ჯერ კიდევ ძვ.წ.VII-VI საუკუნეებიდან ქართლ-კახეთის ტერიტორიაზე ყალიბდება ტომთა გაერთიანებები. ხოლო უკვე IV საუკუნისთვის მცხეთაში ზის ქართლის მამასახლისი. ძვ.წ. 329 წელს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე იბერიის სამეფო ჩამოყალიბდა, მისი დამაარსებელი იყო ფარსმანი (გვიანდელ წყაროებში ფარნავაზის სახელით ცნობილი). ფარნავაზმა თავისი მეფობის პერიოდში მთელი საქართველო გააერთიანა. იგი ფარნავაზიანთა დინასტიის დამაარსებელია:



ფარნავაზიანთა დინასტია:

ფარნავაზი (ფარსმანი)__ 329-264

საურმაგI __264-230

მირდატ I ნებროთიანი__230-185

ფარნაჯომი __185-170




არტაშესიანთა დინასტია:

არშაკ I__170-145

არტაგ I__145-143

ბარტომ I__143-125

მირდატ II__125-110

არშაკ II__110-95

არტაგ II__95-60





ძვ.წ. დაახლ. 60 წლისთვის იბერიის სამეფო ორად გაიყო, არმაზის სამეფოდ (მტკვრის სამხრეთით) და მცხეთის სამეფოდ (მტკვრის ჩრდილოეთით):

არმაზის სამეფო (ატრაშესიანთა დინასტია):

ქართამ I__60-30

კაოსი__30-20

ქართამ II არმაზელი__ძვ.წ.20-ა.წ.5

არტაგ III__5-25




მცხეთის სამეფო (არშაკიანთა დინასტია):

ბარტომ II__ 60-40

ფარსმან I__40-25

არშაკ III__ძვ.წ.25-ა.წ.5

მირდატ III__5-25





ა.წ.25 წლისთვის იბერია კვლავ გააერთიანა მირდატ III-მ. ერთიანი იბერიის მეფეები - კვლავ არშაკიანები:

მირდატ III__25-35

ფარსმან II__35-68

მირდატ IV ფლავიუს დადე__68-76

მირდატ V__76-120

ფარსმან III ქველი__120-170

ქსეფარნუგი__170-200

ფარსმან IV__200-230

ამაზასპი__230-265



სასანიანთა დინასტია:

რევ მართალი (ჰორმიზდაკი)__265-285

მირიანი წმ.__285-335

ბაკურ I__335-355

მირდატ VI__355-364

ასფაგური (ვარაზ-ბაკური)__364-368





368 წელს იბერია ორად გაიყო ირანის და რომის ხელქვეით მხარეებად.

რომს დარჩა კლარჯეთი ჯავახეთი და ქვემო ქართლის ნაწილი. იქ მეფობდნენ:

საურმაგ II__ 368-380

ბუზმირ I__380-406

ბუზმირ II__406-430





ხოლო ირანის ხელქვეით ნაწილში (მცხეთა და ძირითადი იბერია).

მეფობდნენ:

ასფაგური (ვარაზ-ბაკური)__368-385

ბაკურ II__385-396

ფარსმან V__396-412

მირდატ VII__412-429

არჩილი__429-434





დაახლოებით 430-440 წლებისთვის მცხეთელმა მეფეებმა კვლავ გააერთიანეს იბერია.

მირდატ VIII__434-449

ვახტანგ I გორგასალი__449-494

დაჩი უჯარმელი__494-506

ბაკურ III__506-512

ფარსმან VI__512-519

გურგენი__519-523

ძამანარსე__523-535

ფარსმან VII__535-537






ძვ.წ. III საუკუნის ბოლოს იბერიამ დაკარგა კონტროლი დასავლეთ საქართველოზე, ძვ.წ. 170 წლისთვის იბერია სომხეთის სამეფოს გავლენის ქვეშ მოექცა - გამეფდა სომხეთის მეფის არტაშეს I-ის ძე არშაკი (არტაშესიანთა დინასტია) სომხეთზე დამოკიდებულება არტაგ II-ის ხანამდე გაგრძელდა. ძვ.წ. 65 წლიდან იბერია რომის ''მოკავშირე და მეგობარი'' ხდება. მალე ძველი ფარნავაზიანთა დინასტიის შთამომავალმა ბარტომმა დაიბრუნა მცხეთის ტახტი თუმცა მთელ იბერიას ვერ დაეპატრონა (იბერიის გაყოფა მცხეთის და არმაზის სამეფოებად). იბერიის სამეფოს ხელახალი გაძლიერება იწყება მირდატ III-ის დროიდან, მან გააერთიანა ქვეყანა, ხოლო მისი შვილი ფარსმან II სომხეთშიც გაბატონდა. სომხეთის იბერიელი მმართვე-ლები არიან:



მირდატი (ფარსმან II-ის ძმა) 36-51

რადამისტი (ფარსმან II-ის ძე) 51-54, 56-59




შემდეგ იბერია კიდევ უფრო ძლიერდება, ფარსმან ქველი შიშის ზარს სცემდა მთელს წინა აზიას, მან ირანის დედაქალაქი კტესიფონიც კი აიღო. III საუკუნის შუა ხნებიდან იბერია სასანიდური ირანის გავლენის ქვეშ ექცევა. 265 წელს ირანის შაჰმა შაბურ I-მა არშაკიანთა დინასტია დაამხო და მცხეთის ტახტზე თავისი შვილიშვილი რევ მართალი დასვა. აქედან იწყება სასანიანთა დინასტია. 298 წელს იბერია კვლავ ჩამოშორდა სპარსეთს და რომის იმპერიის მფარველობაში შევიდა. მირიან მეფის დროს 318 წელს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად ცხადდება. 368-429 წლებში იბერიიდან დროებით ისევ გამოეყო ქვემო ქართლის ნაწილი კლარჯეთი და ჯავახეთი. ვხატანგ I გორგასალმა 458 წელს დააარსა ქალაქი თბილისი, რომელიც 502 წელს იბერიის დედაქალაქი ხდება. V საუკუნიდან კვლავ შეიმჩნევა სპარსეთის მომძლავრება, 523 წლიდან იბერია მისი მოხარკე ხდება. ხოლო 537 წელს ირანის შაჰმა ხოსრო I-მა საბოლოოდ გააუქმა მეფობა და იბერია ირანის პროვინციად აქცია.



p.s. ყველა თარიღი არის მიახლოებითი


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Sep 4 2007, 06:03 AM
პოსტი #10


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



ქართლის ერისმთავრები



537 წელს ირანელთა მიერ ქართლში (იბერიაში) მეფობის გაუქმების შემდეგ, მას ირანელი მარზპანები განაგებდნენ, მათგან ყველაზე ცნობილნი არიან არვანდ გუშნასპი და ვეჟან ბუზმირი. მალე 571-572 წლებში ამიერკავკასია ანტიირანულმა აჯანყებამ მოიცვა. ქართლშიც დამოუკიდებელი მმართველობა აღდგა, ეს იყო ერისმთავრობის ინსტიტუტი.


ქართლის ერისმთავრები:

გუარამ I კურაპალატი__572-586

ჯუანშერ I__586-591
სტეფანოზ I__591-606
ადარნასე__606-639
სტეფანოზ II__639-663
გუარამ II__663-675
ნერსე I__675-685
არშუშა__685-700
ვარაზ-ბაკური__700-711
სტეფანოზ III__711-735
მირი__735-738
არჩილი__738-762
ჯუანშერ II__762-771
ნერსე II__771-776
სტეფანოზ IV__776-786
აშოტ I ბაგრატიონი__786-813



656 წლიდან ქართლში არაბები გაბატონდნენ, ხოლო 736 წლიდან კი თბილისში თავიანთი ამირა დასვეს. 813 წელს აშოტ I-მა დატოვა თბილისი და ტაო-კლარჯეთში თავისი სამეფო დააარსა, თბილისი მთლიანად დარჩათ არაბებს.



--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Sep 4 2007, 07:07 AM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



თქვენ გეიხარეთ 2kiss.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Sep 4 2007, 08:48 AM
პოსტი #12


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



აბა გავაგრძელოთ საქართველოს თემა.

თბილისის საამიროს ჯერიც დადგა.

თბილისის საამირო



თბილისის საამრო, არაბთა სახალიფოს ვასალური პოლიტიკური ერთეული არსებობდა 736-1122 წლებში. იგი ერთის მხრივ ებრძოდა დამოუკიდებელ ქართულ სამთავროებს, მეორეს მხრივ სახალიფოს ცენტრალურ ხელისუფლებას საკუთარი დამოუკიდებლობისთვის. ცნობილია თბილისის ამირათა სამი დინასტია:


შუაბიანთა დინასტია:

ისმაილ იბნ შუაბი__VIIIს.IIნახ.-813

მოჰამედ იბნ ათაბი__813-829

ალი იბნ შუაბი__829-830

ისჰაკ იბნ შუაბი (საჰაკი)__830-853



შაბანიანთა დინასტია:

მოჰამედ იბნ ხალიდა__853-869

ისე იბნ აშ-შეიხ აშ-შაბანი__869-875

აბრაჰამ შაბანი__875-878

გაბულოცი__878-882




ჯაფარიანთა დინასტია:

ჯაფარ I იბნ ალი__882-914

მანსურ იბნ ჯაფარი__914-952

ჯაფარ II იბნ მანსური__952-981

ალი იბნ ჯაფარი__981-1011

ჯაფარ III იბნ ალი__1011-1045

აბდულ-ჰეიჯა იბნ ჯაფარი__1045-1062

სითილ არაბი__1068-1080



1062-1068 და 1080-1122 წლებში თბილისს ''ქალაქის ბერები'' განაგებდნენ, ხოლო 1122 წელს თბილისი გაანთავისუფლა დავით IV აღმაშენებელმა.


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Sep 4 2007, 10:47 AM
პოსტი #13


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



ჰერეთის სამეფო



ჰერეთის სამთავრო შეიქმნა IX საუკუნის დასაწყისში უკიდურეს აღმოსავლეთ საქართველოში, მისი დედაქალაქი იყო გიში. 893 წლს ჰერეთის მთავრებმა ''მეფის'' ტიტული მიიღეს.


ჰერეთის მეფე-მთავრებია:


საჰილ იბნ სუმბატი__ დაახლ.815-840

ადარნასე I__დაახლ.840-865

გრიგოლ ჰამამი__865-897

საჰაკ სევადა__897-911

ადარნასე II პატრიკი__911-944

იშხანიკი__944-951

იოანე სენექერემი__951-959



959 წელს ჰერეთი შეიერთა კახეთის ქორეპისკოპოსმა კვირიკე II-მ.



--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Sep 4 2007, 10:57 AM
პოსტი #14


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



მე ვემხრობი დუმბაძის აზრზს ჩვენ წინაპრებზე.


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Sep 4 2007, 11:14 AM
პოსტი #15


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა(tamara @ Sep 4 2007, 03:57 AM) *

ზურა შენის ნებართვით აქვე ჩავაკოპირებ ამ ინფორმაციას...








ქართველები, მათი წარმომავლობის საკითხი




ხალხის უძველესი წარსული ხშირად რომანტიკულ ინტერესს იწვევს და ლეგენდებით იმოსება. ძნელია მოიძებნოს ხალხი, რომლის წარმოშობისა და შორეული წარსულის შესახებ შეთხზული არ იყოს ათასგვარი ზღაპარი და ლეგენდა. ზოგჯერ ამ ლეგენდებში ისტორიული სინამდვილეა არეკლილი, ზოგჯერ კი ისინი წმინდა წყლის ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენენ.

ასეთი ლეგენდები, ზღაპრული ცნობები, და სხვადასხვა დაუსაბუთებელი განცხადება გვხვდება საქართველოს მოსახლეობის შესახებაც ჯერ კიდევ ანტიკური ხანისა და შუა საუკუნეების ავტორებთან.

ამ 2500 წლის წინ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის (კოლხების) წარმოშობით დაინტერესებულა განთქმული ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე (484–425წწ. ძვ. წ. ) და იმ დასკვნამდე მისულა, რომ კოლხები ეგვიპტური წარმოშობისანი არიან. მისი აზრით, ისინი უნდა იყვნენ შთამომავლები ეგვიპტის მეფის სესოსტრისის მოლაშქრეებისა, რომლებიც მდინარე ფაზისთან (რიონთან) დარჩენილან. ამის საბუთად ჰეროდოტეს მიაჩნდა ის, რომ კოლხები, ეგვიპტელების მსგავსად, შავგვრემანები და ხუჭუჭთმიანები არიან, რომ ორივენი მისდევენ წინადაცვეთას, ერთნაირად ამუშავებენ სელს და ა. შ. (Her., II, 103 –105)[1].

ძველმა ბერძნებმა კოლხების მეზობელ იბერებსაც – აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობას – “მოუძებნეს” პირვანდელი სამშობლო. ასეთი იყო, მათი აზრით, ესპანეთი, რომელსაც ისინი ძველიდანვე აგრეთვე “იბერიას” ეძახდნენ. ძველ ბერძნულ სამყაროში პოპულარული იყო აზრი, რომ აღმოსავლეთის (კავკასიის) იბერები დასავლეთის იბერიიდან (ეპანეთიდან) გადმოსახლდნენ. ამ გადმოსახლებას კიდევ ძვ. წ. VI ს. ცნობილ ბაბილონელ მეფეს ნაბუქოდონოსორს მიაწერდნენ[2]. მართალია, უკვე ანტიკური ხანის ზოგიერთი მწერალი, მაგალითად აპიანე, კრიტიკულად იყო განწყობილი ამ აზრის მიმართ, რაკი მსგავსებას ვერ ხედავდა ესპანეთის იბერებსა და კავკასიის იბერებს შორის[3]. ეს აზრი, ეტყობა, უბრალოდ ამ ორი ქვეყნის სახელების მსგავსების საფუძველზეა შექმნილი და ისევე არაფრის მთქმელია ჩვენთვის, როგორც ჰეროდოტეს ზემომოყვანილი თვალსაზრისი კოლხების ეგვიპტური წარმოშობის შესახებ.

ძნელია თქმა, თუ რამდენად იყო გავრცელებული ეს აზრები ადგილობრივ, საქართველოში. ის, რაც მწიგნობრული გზით შემოინახა ადრე შუა საუკუნეებიდან, გვიჩვენებს, რომ ადგილობრივ (როგორც მაშინ საყოველთაოდ იყო გავრცელებული) ცდილობდნენ თავის შორეული წარსული, თავისი წარმომავლობა გამოჩენილი წინაპრებისათვის დაეკავშირებინათ. მართალია, ხშირად ასეთ შემთხვევაში მხოლოდ მმართველი ფენის, დინასტიის წარმომავლობას ეხებოდა საქმე, რომელიც ამით ცდილობდა კიდევ უფრო მკვეთრად გამიჯვნოდა თავისი ხალხის ძირითად მასას.

ელინისტურ ხანაში აღმოსავლეთ მცირე აზიის არაერთ სამეფო–სამთავროს (პონტოს, სომხეთის, კაბადოკიის) მმართველ დინასტიას თავისი თავი აქემენიდური ხანის ირანის მმართველი დინასტიიდან გამოჰყავდა. ამისდაკვალად იბერიაშიც, ჩანს, გავრცელებული ყოფილა ვერსია იბერთა მმართველი სამეფო სახლის წარმომავლობის შესახებ აქემენიდთა დინასტიის უკანასკნელი მეფის დარიოს III-ის (ძვ.წ. IVს. დასასრული; მეფე, რომელიც ეძებდა ალექსანდრე მაკედონელს) სატრაპ მითრიდატესაგან, რომელიც თითქოს ალექსანდრე მაკედონელს დაუნიშნავს მმართველად კავკასიაში მოსახლე იბერებისათვის. ამის შესახებ გადმოცემა დაცული აქვს ძველ სომეხ ისტორიკოსს მოსე ხორენელს, რომელიც, ამასთანავე, აღნიშნულ მითრიდატეში პონტოს სამეფოს დამაარსებელ მითრიდატეს (337–302) გულისხმობს[4].

ლეგენდარული ცნობა ალექსანდრე მაკედონელის მიერ ქართლის მმართველად თავისი სარდლის დანიშვნის შესახებ დაცულია აგრეთვე ძველ ქართულ წყაროებში. “მოქცევაჲ ქართლისაჲს” საისტორიო ქრონიკაში ნათქვამია, რომ, როდესაც ალექსანდრე მაკედონელმა ქართლი დაიპყრო (ცნობა ლეგენდარულია; სინამდვილეში ალექსანდრე მაკედონელს ქართლი არ დაულაშქრავს), მან აქ მმართველად დატოვა “არიან – ქართლის მეფის ძე აზო”. ეს აზო წავიდა თავის სამშობლო არიან–ქართლში და იქიდან მოიყვანა მრავალი “სახლი” (ე. ი. გვარი) თანამემამულეთა, აგრეთვე კერპები გაცი და გა[5]. ამავე ქრონიკაში ნათქვამია, რომ ჩვენ, ქართველნი, მემკვიდრენი ვართო ამ არიან–ქართლიდან გადმოსახლებულებისა[6]. ძველი ქართლის კერპების აღწერისას, რომლებიც არმაზის მთაზე იდგნენ, ქართლის გამაქრისტიანებელი ნინო გაცისა და გას კერპებზე ამბობს: “ რომელნი – იგი ღმრთად ჰქონდეს მამათა თქუენთა არიან ქართლით[7]”. მეფე მირიანი მიმართავს რა იმავე ნინოს, გაცსა და გას უწოდებს: “ძუელნი ღმერთნი მამათა ჩუენთანი”[8]. მაშასადამე, ქართლის მოსახლეობა თავის უშუალო წინაპრებად (“მამებად”) განიხილავდა სწორედ აზოს მიერ არიან–ქართლიდან მოყვანილ ხალხს.

ამრიგად, “მოქცევაჲ ქართლისაჲს” მიხედვით, არა მარტო ქართველთა (უფრო ზუსტად: ქართლელთა) მმართველნი, არამედ საერთოდ ქართველნი (ქართები) გადმოსახლებულან არიან–ქართლიდან ალექსანდრე მაკედონელის დროს. ბევრი მკვლევარი დაინტერესებულა საკითხით, თუ რა შეიძლება იგულისხმებოდეს “არიან–ქართლში”. არსებობს მისი ახსნის მრავალი ცდა, მაგრამ ეს საკითხი ჯერჯერობით გადაჭრილი მაინც არ არის[9]. ძველი ქართული ქრონიკის ამ მოთხრობას, რომ ნაწილობრივ მწიგნობრული სათავეები უნდა ჰქონდეს, ეჭვს გარეშეა. მაგრამ ბევრ რამეს, რაც ამასთან დაკავშირებით არის მოთხრობილი, აშკარაა წყარო ჩვენამდე მოღწეულ ლიტერატურულ ძეგლებში ვერ მოეძებნება. საინტერესოა, რომ მეორე ძველ ქართულ საისტორიო ძეგლში – “ქართლის ცხოვრებაში” – არიან-ქართლი სულ არ იხსენიება, თუმცა ამ ძეგლმა იცის აზოს მამის სახელი – იარედოსი (ქც, I, 18). ეს უკანასკნელი სახელი ახლოს დგას ისეთ სახელებთან, როგორიცაა ირან, არიანა და სხვა. “მოქცევაჲ ქართლისაჲს” “არიან-ქართლი” და “ქართლის ცხოვრების” აზოს მამის სახელი “იარედოსი” ერთმანეთის ეკვივალენტია[10]. ეს გვაფიქრებინებს, რომ მთელ ამ ისტორიას წყაროდ შეიძლება რაღაც აღმოსავლური (ფალაური ? არაბული ? ) თხზულება ჰქონოდა, თუმცა გადმოცემაში, საფიქრებელია, ამა თუ იმ სახით ადგილობრივი ტრადიცია და რეალური სინამდვილეც აირეკლა.

თუ “მოქცევაჲ ქართლისაჲში” დაცული გადმოცემა ცდუნებას მაინც გვიქმნის მასში რეალური სინამდვილის ანარეკლი ვეძებოთ, უფრო მარტივადაა ამ მხრივ საქმე “ქართლის ცხოვრების” მიმართ, რომელიც შუა საუკუნეებისათვის ჩვეულებრივ, ტრადიციულ გზას დასდგომია და ხალხებისა და მათი წინაპრების ბიბლიური პერსონაჟებიდან გამოყვანას ცდილობს. “ქართლის ცხოვრების” მიხედვით ქართველებისა და სხვა კავკასიელი ხალხების საერთო წინაპარი თარგამოსი იყო “ძე თარშისი, ძისწული იაფეთისი, ძისა ნოესი”. მას შემდეგ, რაც ბიბლიური ბაბილონის გოდოლის შენება ვერ მოხერხდა და ღმერთმა ადამიანები სხვადასხვა ენაზე აალაპარაკა, ისინი დაიფანტნენ მთელ მსოფლიოში. თარგამოსიც წამოვიდა “ნათესავითურთ მისით” ჩრდილოეთით და დაემკვიდრა არარატისა და მასისის (თანამ. ტურაბდინი) მთათა შორის. აქ მისი შთამომავლობა ძალიან გამრავლებულა, რადგანაც თვითონ ექვსას წელს უცხოვრია, ხოლო “ესხნეს ცოლმრავალ ძენი და ასულნი, და შვილნი და შვილის შვილნი, ძეთა და ასულთა მისთანი”. ამიტომაც ბოლოს “ვერღარა იტევდა ქუეყანა არარატისა და მასისისა” მის ამ მრავალრიცხოვან შთამომავლობას. რვა გამოჩენილი, “ძლიერი და სახელოვანი” შვილი ჰყოლია თარგამოსს: ჰაოს, ქართლოს, ბარდოს, მოვაკან, ლეკ, ჰეროს, კავკას, ეგროს. აი ამათ გაუყო თავისი სამფლობელო თარგამოსმა და ყველა ისინი თავისთვის სამფლობელოში დაასახლა. მათგან მოდიან: ჰაოსიდან – სომხები, ქართლოსიდან – ქართველები (ქართები), ბარდოსიდან - რანნი, მოვაკნიდან - მოვაკნელნი, ლეკიდან – ლკკები, ჰეროსიდინ – ჰერები, კავკასიიდან - კავკასიანნი, ხოლო ეგროსიდან მეგრელნი (ქც, I, 3-6).


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Sep 4 2007, 11:40 AM
პოსტი #16


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



ნათ ეხლა მე გავაგრძელებ 2kiss.gif

ესე იგი ნათის თემის მეორე ნაწილი.



როდესაც შუა საუკუნეები წარსულს ჩაბარდა, აღარავის ჰქონდა სურვილი ქართველთა წარმოშობის ძიებისას ზემოხსენებული ბიბლიური ზღაპრებისათვის მიექცია ყურადღება. სამაგიეროდ, მეტად სიცოცხლისუნარიანი გამოდგა ამავე ბიბლიურ ტექსტთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ამ ორი ათასი წლის წინ, I საუკუნის ებრაელი მწერლის იოსებ ფლავიუსის მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ ბიბლიური თუბალები მერმინდელი იბერები (ქართები) არიან. XIX ს. პირველსავე ნახევარში ამაზე მსჯელობს თეიმურაზ ბატონიშვილი: “ხოლო იოსაფ ფლავიოს მწერალი იუდიანთა ისტორიისაა, - ამბობს იგი, - ძველთა ებრაელთა მოთხრობათა შინა წიგნსა პირველსა, ნაწილსა და თავსა 6–სა, მოუთხრობს ესრეთ: “სულ ძველად ქართველთა, ესე იგი ივერთა, თობელი ეწოდებისო, ვინაჲდგან იგინი შთამომავლობანი არიან იაფეთის ძის იობელისანი”. თეიმურაზ ბატონიშვილი ამ შემთხვევაში სარგებლობდა იოსებ ფლავიუსის თხზულებით, რომელიც ყოფილა “ქართულად თარგმნილი უფლისა ფილოსოფოსი მამისა ქართველთა მთარგმნელისა იოანე პეტრიწის მიერ”, საიდანაც მას სიტყვასიტყვით ამონაწერი აქვს მოყვანილი: “დაამკვიდრებს უკუიჱ თოვილოსცა, თოველთასა, რომელნი აწ ივერად იწოდებიან”.

იოსებ ფლავიუსისგან მოდის აგრეთვე ბიბლიური ”მეშეხის” (მოსოხის) დასახვა შემდეგდროინდელი კაბადოკიელების წინაპრად და კაპადოკიის დედაქალაქ მაზაკასათვის მათი სახელის დაკავშირება.

XIX საუკუნეში ამ მოსაზრებების განმტკიცებამ მოულოდნელად ახალი სტიმული მოიპოვა, რადგანაც გამოვლინდა ძველი ასურული ლურსმული წარწერები, სადაც ბიბლიური თუბალი და მეშეხი სავსებით კონკრეტული სახით წარმოდგნენ ჩვენ წინაშე, როგორც ძვ. წ. II–I ათასწლეულებში მცირე აზიაში არსებული დიდი გაერთიანებები – ტომთა კავშირები თუ სამეფოები. ბუნებრივია, რომ უნდა შექმნილიყო და შეიქმნა კიდეც თვალსაზრისი, რომ ეს იყო ქართველთა წინაპრების გაერთიანებები და მათი მოსახლეობა, ე.ი. ქართველობა, რომელიც კავკასიაში წამოვიდა მას შემდეგ, რაც მცირე აზიაში ეს ქართული გაერთიანებები განადგურდა. ამ მოვლენის დათარიღება კი საკმაოდ ადვილად ხერხდებოდა ძვ. წ. VIII–VII საუკუნეებით. XIX ს. დასავლეთევროპელმა გამოჩენილმა ისტორიკოსებმა (ლენორმანმა, მასპერომ და სხვ.) სწორედ ამ უშუალოდ ქართველ ტომთა (მერმინდელი იბერებისა და მესხების) წინაპრებად მიიჩნიეს ასურული წყაროებით მცირე აზიაში ძვ. წ. XII-VII სს. დამოწმებული თაბალები და მუშქები. ამათ მალე მიემატნენ ქაშქები (იხსენიებიან აღმ. მც. აზიაში იმავე ასურული წყაროების მიერ და, აგრეთვე, როგორც შემდეგში აღმოჩნდა, ხეთურ წყაროებშიც), როგორც კოლხების წინაპრები. ქართველთა (ქართ-იბერთა) წინაპრების წრეში შემოიყვანეს აგრეთვე ქსენოფონტეს მიერ ძვ. წ. V ს. დასასრულის ზემო მესოპოტამიაში (ისტორიული “გორდუენეს” – კორდუქის მიწა–წყალზე) მოხსენიებული კარდუხები, რომელთა სახელი მართლაც საოცრად ჰგავს ქართების ადგილობრივ სახელს (“ქართუ”). კ. ფ. ლემან–ჰაუპტი თვლიდა, რომ ქართები (იბერები) ჩრდილოეთ მესოპოტამიიდან მოსული კარდუხებისა და მცირე აზიიდან მოსული მესხების შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდნენ.

მოსაზრებამ თაბალების, მუშქებისა და სხვათა ქართველთა წინაპრობის შესახებ და მცირე აზიიდან კავკასიაში (საქართველოში) ძვ. წ. VII საუკუნის შემდეგ მათი გადმოსახლების შესახებ მეტად ფართო გავრცელება მოიპოვა განსაკუთრებით იმის გამო, რომ იგი სხვებთან ერთად მიიღო XX საუკუნის პირველი ნახევრის გამოჩენილმა ქართველმა ისტორიკოსმა ივ. ჯავახიშვილმა.

ამასობაში კი დასავლეთის მკვლევართა დიდმა ნაწილმა სულ დაივიწყა მოსაზრება მუშქებისა და თაბალების ქართველობის შესახებ”. ყურადღება მიაქციეს იმ გარემოებას, რომ VIII საუკუნის ბოლოს ასურულ წყაროებში მოხსენებულ “მუშქების მეფე მითას” იცნობს ძველი ბერძნული ტრადიციაც. მაგრამ იგი მას ეძახის “ფრიგიის მეფე მიდასს”. ამიტომაც ფართოდ გავრცელდა თვალსაზრისი, რომ მუშქები ინდოევროპელი ფრიგიელები არიან. კარგად ეხამებოდა ამას ის გარემოებაც, რომ პირველად მუშქები ასპარეზზე ჩნდებიან ძვ. წ. XII საუკუნეში შემოსეულთა სახით, რომელნიც 1165წ. ეუფლებიან ჩრდილო მესოპოტამიის ოლქებს: ალზისა და ფურულუმზის, ხოლო 50 წლის შემდეგ კიდევ უფრო სამხრეთით ჩამოდიან და კათმუხის მიწა-წყალზე უმართავენ სასტიკ ბრძოლებს ასურეთის მეფე ტიგლათფილესერ I-ს. (1115–1077). ცნობილია, რომ სულ ცოტა ხნით ამ ამბებზე ადრე, XIII საუკუნის ბოლოს, მცირე აზიას გადაურა “ეგეოსური შემოსევის” ტალღამ – დასავლეთიდან შემოსულმა ტომებმა გაანადგურეს მცირე აზია აქ არსებული ხეთების ძლიერი სამეფო. ანტიკური ტრადიცია (ჰეროდოტე და სხვ.) დაჟინებით ამტკიცებს, რომ ფრიგიელები მცირე აზიაში ბალკანეთიდან გადმოსახლდნენ. ბევრი მკვლევარი ფრიგიელთა გადმოსახლების თარიღად სწორედ ამ ქარიშხლიან ხანას, ძვ. წ. XIII-XIIსს. მიიჩნევს. ამიტომაც, ასე ადვილად იქნა გაზიარებული მოსაზრება, რომ “მუშქები”, რომელთა შემოტევის მოგერიება უხდება ტიგლათფილესერ I-ს, სწორედ ეს ახლად შემოსული ფრიგიელები უნდა ყოფილიყვნენ, რადგანაც გვიან ხანაში “მუშქების სამეფო” და “ფრიგიის სამეფო” სინონიმებს წარმოადგენდნენ.

დასავლეთში ნაკლებ იცნობდნენ ქართულ თვალსაზრისს მუშქებ-მესხებზე. მაგრამ ზოგი, ვინც გაიგებდა, თუ რა ორგანულად უკავშირდება “მესხი”–სახელი ქართულ სამყაროს, ცდილობდა ამის მიხედვით გაეაზრებინა მცირეაზიული მუშქების ბედ–იღბალიც. კ. ფ. ლემან–ჰაუპტი, მაგალითად, ვარაუდობდა, რომ ქართები (იბერები) ჩამოყალიბდნენ კარდუხებისა და ამ ფრიგიელი მუშქების შერევის შედეგად საქართველოს მიწა–წყალზე. მუშქები მცირე აზიიდან კიმერიელებმა აყარეს, კარდუხების ნაწილი კი ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობათა შემდეგ გადმოსახლდა საქართველოში. თვითონ მუშქები (მოსხები, მესხები) მას მიაჩნია, “ფრიგიის ადგილობრივ მოსახლეობად”, სადაც ფრიგიელები წარმოადგენენ “მცირერიცხოვან მმართველ ინდოევროპულ ფენას”.

ი.მ. დიაკონოვიც ფიქრობს, რომ მუშქები (მესხები) სხვაა და ფრიგიელები – სხვა. მისი აზრთი, მუშქების ქართველთა ტომი შედიოდა ფრიგიის სამეფოს შემადგენლობაში და ასურელებმა ფრიგიის სამეფოს მუშქების სამეფო უწოდეს იმ ტომის მიხედვით, რომელიც მათ საზღვრებთან ყველაზე ახლო იმყოფებოდა და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მათ პერიფერიაზე. მაგრამ სხვა ადგილას იგივე ი. მ. დიაკონოვი აღნიშნავს, რომ უმეტეს შემთხვევაში “მუშქების” ქვეშ, უეჭველია, სწორედ თრაკიულ-ფრიგიული შტოს ინდოევროპული ტომები უნდა იგულისხმებოდნენ, თუმცა, სავსებით შესაძლებელია, რომ ძველი ქართული ტერმინოლოგიით “მოსხებად” თუ “მესხებად” იწოდებოდნენ “დასავლური წარმოშობის ქართული ან გაქართველბული ტომები”, გამოსულნი იმ ტერიტორიიდან, რომელიც ერთ დროს ფრიგიის სამეფოს მფლობელობაში იმყოფებოდა. უძველეს წყაროებში მოხსენებულ მუშქებზე, რომელთაც ტიგლათფილესერ I ებრძოდა, ი. მ. დიაკონოვი ფიქრობს, რომ ისინი უნდა იყვნენ თრაკიულ-ფრიგიული ტომები, რომლებიც არ შევიდნენ შემდეგში წარმოქმნილ ფრიგიის სამეფოსა და ფრიგიელი ხალხის შემადგენლობაში. შეიძლება სწორედ ესენი იყვნენ ინდოევროპული სომხური ენის მატარებელი ტომები. ს. ერემიანიც ასევე ცდილობს ეს უძველესი მუშქები სომხებს დაუკავშიროს, თუმცა იგი საკუთრივ სომხური ენის მატარებლებად თვლის არა ფრიგიელ (მისიელ) მუშქებს, არამედ ამავე ტიგლათფილესერის მიერ მოხსენებულ ურუმიელებს, რომლებმაც, მისი აზრით, ძვ. წ. XII ს. მუშქებთან ერთად შექმნეს ერთი გაერთიანება – უძველესი “მუშქების სამეფო” ზემო მესოპოტამიაში.

უკანასკნელ ხანებში საზღვარგარეთის ორიენტალისტიკაში ახალი ძალით იჩინა თავი სკეპტიკურმა დამოკიდებულებამ მუშქების ფრიგიულობის შესახებ. ამას ბიძგი მისცა იმან, რომ მუშქების სამეფო დინასტიაში გავრცელებულ სახელწოდება “მითას” (“მიდასს”) ხეთურ–იეროგლიფური ეტიმოლოგია მოუძებნეს და აღმოჩნდა, რომ ამ სახელს ატარებდა, ჯერ კიდევ დიდი ხეთური სამეფოს არსებობის ხანაში, ე. ი. ფრიგიელთა მცირე აზიაში სავარაუდო გამოჩენამდე, აღმოსავლეთ მცირე აზიის ერთ-ერთი გაერთიანების - ფახუვას მმართველი. ზოგ მკვლევარში ამ ფაქტმა კვლავ გააცოცხლა ასოციაციები ქართველ მესხებთან და ცნობილმა ხეთოლოგმა ვ. კავენიაკმა XII ს. ზემო მესოპოტამიაში გამოჩენილი მუშქები ისტორიული საქართველოს სამხრეთ–დასავლეთი ოლქებიდან ჩამოსულად მიიჩნია.

ფახუვას მმართველ მითასთან ასოციაციის შედეგად მუშქებს ადგილობრივ აღმოსავლურმცირეაზიულ ელემენტად, ფრიგიულისაგან განსხვავებულად, მიიჩნევს აგრეთვე ფრიგიული სიძველეების გამოჩენილი მკვლევარი ე. აქურგალი.

მუშქების საკითხს ეხებოდა ამ სტრიქონების ავტორის ზოგიერთი ნაშრომიც; მათში იგი ცდილობდა დაეცვა მუშქების ქართულ სამყაროსთან კავშირის თვალსაზრისი.

უფრო მეტად დაივიწყა დასავლეთის ორიენტალისტიკამ XX საუკუნეში თაბალების ქართველობა და ქართულ იბერთა წინაპრად გამოცხადება. მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ მცირე აზია გვიან ხეთურ ხანაში ხეთურ–იეროგლიფური წარწერებით აღმოჩნდა მოფენილი, საკმაოდ მოიკიდა ფეხი პირველად ე. ფორერის მიერ გამოთქმულმა მოსაზრებამ, რომ ხეთურ-იეროგლიფური ენა შეიძლება სწორედ თაბალების ენა იყო და თაბალები, მაშასადამე ინდოევროპელები უნდა ყოფილიყვნენ.

თაბალებისა და მუშქების “გაინდოევროპელებას” თავის დროზე ივ. ჯავახიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, დასავლეთ მეცნიერთა მიერ ამ თვალსაზრისის მიღებით “გაქრა ყველაფერი, რასაც ემყარებოდა უძველესი ეპოქის საქართველოს ისტორიის აგება”. ივ. ჯავახიშვილი შეეცადა პასუხი გაეცა ამ კითხვისათვის და ქართველთა ეთნოგენეზის საკითხი მჭიდროდ დაუკავშირა სხვა კავკასიელი ხალხების ეთნოგენეზს. ივ. ჯავახიშვილმა დიდი ენერგია შეალია ქართველური და სხვა კავკასიური (დაღესტნურ–ჩაჩნური, აფხაზურ–ადიღეური) ენების ნათესაობის ენათმეცნიერულ დასაბუთებას.მეორე მხრივ, კავკასიონს გადაღმა მდებარე ვრცელი მხარეების უძველესი ტოპო– და ეთნონიმიკის, ონომასტიკონის ანალიზის საფუძველზე წამოაყენა მტკიცება, რომ ძვ. წ. I ათასწლეულში აქ მცხოვრებ სკვით–სარმატებში ძირითადად ქართველთა მონათესავე ჩრდილოკავკასიური მოსახლეობა იგულისხმება. ამასთან დაკავშირებით მან უკვე სხვა კითხვა დასვა – არის თუ არა ჩრდ. კავკასია ამ ტომების პირვანდელი სამშობლო? ივ. ჯავახიშვილი ამ საკითხზე პასუხის გასაცემად იშველიებდა იმ გარემოებას, რომ “ჩრდილოკავკასიური” (აფხაზურ–ადიღღეური და ჩაჩნურ–დაღესტნური) სახელები თავს იჩენს ამიერკავკასიაშიც, და ასკვნიდა, რომ უძველეს ხანაში ამ ტომებს სწორედ სამხრეთ კავკასიაში უნდა ეცხოვრათ, კერძოდ, ადიღეველ ტომებს დაკავებული უნდა ჰქონოდათ დასავლეთ ამიეკავკასია, ისტორიული საქართველოს დასავლეთი ნაწილი, ხოლო მის აღმოსავლეთით უნდა ეცხოვრათ ჩაჩნურ–დაღესტნურ ტომებს. ამრიგად, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ამ მონათესავე ტომების მოძრაობა მიიმართებოდა სამხრეთიდან ჩრიდილოეთისაკენ. ამრიგად, ქართველებიც სამხრეთიდან უნდა იყვნენ მოსულნი. ამის შემდეგ ივ. ჯავახიშვილი ყურადღებას აქცევდა იმ გარემოებას, რომ უძველესი ხანის მცირე აზიაში და ურარტუში გვხვდება სახელწოდებები იმგვარი სუფიქსებით (-ანდა, -ს/ს/ოს, -ახი, -ეხი, -უხი, -ხა, -აინი, -უნი, და ა. შ.), რომელნიც ისევე როგორც კავკასიის სხვა მხარეების ტოპონიმიკაში, მრავლად იჩენენ თავს საქართველოს ტოპონიმიკაშიც. ამიტომაც, ასკვნიდა ივ. ჯავახიშვილი, უნდა ვაღიაროთ, რომ მონათესავე ქართველური და სკვითურ–სარმატული (აფხაზურ-ადიღეური და ჩაჩნურ–დაღესტნური, -გ. მ. ) ტომები თავის გვიანდელ ადგილსამყოფელში შეიძლება მოხვედრილიყვნენ მხოლოდ სამხრეთიდან და თუბალ–თ-ბალები და მოსოხმუშქები არ შეიძლება ინდოევროპელები იყვნენ.

ივ. ჯავახიშვილის კონცეფციაში ყველაზე ძვირფასი არის ცალკეული ტოპონიმიკური ფაქტების ანალიზი, რომლებიც მიუთითებენ სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე ზოგიერთ აფხაზურ–ადიღეურ ან ჩაჩნურ–დაღესტნურ სახელწოდებათა არსებობაზე, ისევე როგორც ამგვარივე სახელების მეტად ფართო ტერიტორიაზე განფანტვაზე კავკასიონის იქითა მხარეში. მაგრამ ზოგიერთი სახელწოდების ახსნა არ არის დამაჯერებელი და საერთოდ არსებული ფაქტები, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიაში შედარებით გვიან ფიქსირებული მასალები, არ იძლევა საშუალებას, რომ უძველეს ხანებში ჯერ მთელი ამიერკავკასია და მერე მთელი ჩრდილოეთ კავკასია და უფრო ჩრდილოეთით მდებარე მიწები აფხაზურ–ადიღეური და ჩაჩნურ–დაღესტნური ტომებით დასახლებულად მივიჩნიოთ. მეტად არადამაჯერებელია ანალოგია საქართველოს და მცირე აზია-ურარტუს უძველეს სახელებს შორის დაბოლოებათა მიხედვით. ეს სუფიქსები ადვილი შესაძლებელია სულ სხვადასხვა წარმოშობისანი იყვნენ, ან, რადგანაც სამხრეთში მათი ენობრივი კუთვნილება თითქოს უფრო აშკარაა (ხური–ურარტულ ან ანატოლიურ–ინდოევროპული ფენების კუთვნილება ჩანს) ივ. ჯავახიშვილის მიერ მოტანილი ქართული ანალოგიები უფრო არაქართულენოვანი ეთნოსის უძველესი ბედ–იღბლის შესახებ მსჯელობისათვის შეიძლება გამოდგეს (ესენი იყვნენ სამხრეთ კავკასიის უძველესი მცხოვრებნი?), ვიდრე ქართველთა ეთნოგენეზისათვის.

ივ. ჯავახიშვილი თავის ერთ–ერთ უკანასკნელ ნაშრომში შეეცადა დაეთარიღებინა კიდეც ქართველი და სხვა კავკასიელი ტომების კავკასიაში სამხრეთიდან მოსვლა. დაეყრდნო რა ლეგენდარულ ცნობებს იბერების გადმოსახლების ან სკვითების მამამთავრის ცხოვრების დროის შესახებ, ივ. ჯავახიშვილმა მატერიალური კულტურის მონაცემებიც მოიშველია და აღნიშნა, რომ სკვითურ–სარმატულ მატერიალურ კულტურაში მრავლად გვხვდება ოქროსა და ბრინჯაოს ნივთები, ხოლო რკინა ცოტაა. მაგრამ მცირე აზიაში, საიდანაც სკვითები (ივ. ჯავახიშვილის მიხედვით) მოვიდნენ, უკვე XIV საუკუნიდან იცნობდნენ რკინას. როგორც ჩანს, აზიიდან სკვითებისა და სარმატების გადმოსახლების დასაწყისისათვის იგი ამ თარიღს აძლევს უპირატესობას, ხოლო ამ მოძრაობის ერთ–ერთი უკანასკნელი ტალღა – სამხრეთიდან ამიერკავკასიისაკენ წამოსულ ქართველ ტომთა უკანასკნელი ტალღა - მისი თქმით, “VII ს. ქ. წ. დაძრულა”.

აი, ასეთი სახე მიიღო საბოლოოდ ივ. ჯავახიშვილის კონცეფციამ ქართველი და სხვა კავკასიელი ტომების სამხრეთიდან გადმოსახლების შესახებ.

40–50–იანი წლების ქართულ საისტორიო და საენათმეცნიერო ლიტერატურაზე დიდი გავლენა იქონია აკად. ს. ჯანაშიას კონცეფციამ ქართველი ხალხის წარმოშობის შესახებ. ს. ჯანაშიამ ფაქტიურად მოხსნა თვალსაზრისი ქართველთა გადმოსახლების შესახებ. “საქართველოს ისტორიის” სახელმძღვანელოში, რომელიც პირველად 1943 წელს გამოქვეყნდა, ს. ჯანაშიას კონცეფცია ასეთი სახით არის წარმოდგენილი: ქართველები წარმოშობით წინა აზიის ძველ მკვიდრ მოსახლეობას ეკუთვნიან. უძველეს დროში, დაახლოებით ექვსი ათასი წლის წინათ, წინა აზიის უზარმაზარ მიწა–წყალზე და სამხრეთ ევროპაშიც (ბალკანეთის, აპენინისა და პირენეს ნახევარკუნძულებზე) ერთი მოდგმის ხალხები ცხოვრობდნენ. შემდეგ ამ მოდგმის ხალხთა ადგილსამყოფელი თანდათან იზღუდებოდა. ძვ. წ. II ათასწლეულის დამდეგისათვის წინა აზიის მკვიდრი ხალხებიდან ცნობილი იყვნენ ხეთები და სუბარები. ხეთა–სუბარები ქართველ ტომთა წინაპრები არიან. ხეთები მცირე აზიაში მოსახლეობდნენ, სუბარებს კი ეჭირათ ტერიტორია ჩრდილოეთ მესოპოტამიიდან მოყოლებული კავკასიონამდე. ამ ხეთა–მითანის სამეფოების ხანაში კავკასიის მიწა–წყალი ხეთურ–სუბარული მოდგმის მოსახლეობას ეკავა. საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისი საუკუნეებისათვის ჩამოყალიბდა კულტურის ორი წრე – დასავლური და აღმოსავლური, რომლებიც ქართველი ტომების ორ გაერთიანებას შეესაბამებოდა – დასავლურქართულსა და აღმოსავლურქართულს. ამავე ხანებში, სამხრეთში, წინა აზიაში, ასურეთი გაბატონდა, ხოლო ხეთურ-სუბარული მოსახლეობა მრავალ წვრილ სამთავროდ დაიქსასქსა. ხეთურ-სუბარული ტომებიდან უფრო ძლიერნი ყოფილან მუსკები, მერმინდელი მესხები, IX საუკუნეში კი ყველაზე უფრო ენერგიულ ბრძოლებს ასურელებს თუბალები უმართავენ. ძვ. წ. IX-VIIსს. ხეთურ–სუბარულმა ტომებმა ახალი ძლიერი სახელმწიფო შექმნეს – ურარტუ. აქვე, მეზობლად არსებობდა ხეთურ–სუბარული სამეფო მანა. მალე სამხრეთის ეს ხეთურ–სუბარული სახელმწიფოები განადგურდნენ, მაგრამ უკვე ძვ. წ. VI საუკუნისათვის სუბარეთის ჩრდილოეთი რაიონების, კერძოდ, დღევანდელი საქართველოს მოსახლეობა იმდენად იყო დაწინაურებული, რომ სახელმწიფო ორგანიზაციისათვის საჭირო ნიადაგი არსებობდა. ამიტომაა, რომ, როცა ურარტუს სამეფო დაემხო და მისი ცენტრი ვანის ტბის პირას მოისპო, სახელმწიფოებრივმა ცენტრმა უფრო ჩრდილოეთისაკენ გადმოინაცვლა. აქ ჩამოყალიბდა ქართული სახელმწიფოები: კოლხეთი და იბერია.

როგორც ვხედავთ, ს. ჯანაშიას კონცეფციაში აღარაა ლაპარაკი რაიმე გადასახლებათა შესახებ და ფაქტიურად ძველიდანვე საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი ტომების ადგილობრივი განვითარებაა ნაგულისხმევი. მართალია, იგი ლაპარაკობს ხეთურ–სუბარული ცენტრების ჩრდილოეთისაკენ თანდათანობით გადმონაცვლებაზე, მაგრამ ამაში მონათესავე ტომების გავრცელების არეში ერთთა განადგურებისა და მეორეთა დაწინაურების გარდა ხელშესახები არაფერი იგულისხმება, თუ, რა თქმა უნდა, არ ჩავთვლით მოსაზრებას არიან-ქართლიდან (ე.ი. ჰარი–ქვეყნიდან) საქართველოში ხალხის გადმოსახლების შესახებ სადღაც ჩრდილო მესოპოტამიიდან, რადგანაც, ს. ჯანაშიას თქმით, “სუბარების ქვეყნის სამხრეთ რაიონებს ჰარის ეძახდნენ”, ხოლო “სუბარებს...ეჭირათ ტერიტორია ჩრდილოეთ მესოპოტამიიდან მოყოლებული კავკასიონამდე”.

ს. ჯანაშიას კონცეფციამ ძლიერი გავლენა იქონია ქართველ ისტორიკოსებზე, არქეოლოგებზე, ეთნოგრაფებზე, ენათმეცნიერებზე. სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრება იწყო მის მიერ შემოტანილმა ტერმინებმა: “ხეთურ–იბერული ხალხების ჯგუფი” (პირენეს იბერები, ეტრუსკები აპენინის ნახევარკუნძულზე) ბალკანეთის პელაზგები, შუმერები, ხეთები და სუბარები (ხურიტები), ურარტუ, მუშქები და თაბალი, ქართველები და სხვა კავკასიელი ხალხები და ა. შ.

ქართველთა წარმომავლობაზე თავისი კონცეფციის ამოსავლად ს. ჯანაშიამ გაიხადა XIXს. დასავლურ სამეცნიერო ლიტერატურაში პოპულარული იდეა ქართველთა მონათესაობის შესახებ ძველი აღმოსავლეთის მთელ რიგ ხალხებთან.

ეს საკითხი წამოიჭრა, ერთი მხრივ, ქართული და სხვა კავკასიური ენების შესწავლის, ხოლო, მეორე მხრივ, აქამდე უცნობი წინააზიური ენებისა და ხალხების აღმოჩენის ნიადაგზე. ევროპელი მეცნიერები უკვე XIX საუკუნის პირველ ნახევარში დაინტერესდნენ კავკასიური, კერძოდ, ქართველური, ენებით. ცნობილი ენათმეცნიერი ფრ. ბოპი 1847 წელს გამოვიდა მტკიცებით, რომ ქართული ენა ინდოევროპულ ენათა ოჯახს ეკუთვნის. ასეთივე დებულება წამოაყენა ჯერ კიდევ 1834 წელს დიდმა ფრანგმა ქართველოლოგმა მარი ბროსემ. სამაგიეროდ, მ. მიულერმა 1855წ. წარმოადგინა მტკიცება, რომ კავკასიური ენები თურანული (ე. ი. თურქულ–თათრული) ენების შორეული მონათესავენი არიან, ხოლო უკვე 1888 წლიდან ნ. მარი ცდილობდა ქართველური ენების სემიტურ ენებთან ახლო მონათესაობა დაესაბუთებინა. შემდგომმა კვლევა–ძიებამ უცილობლად გვიჩვენა ყველა ამ მტკიცების უსაფუძვლობა. უფრო სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა ჯერ კიდევ 1864 წ. გამოთქმული დებულება (ფრ. მიულერი), რომ კავკასიური (“იბერიულ–კავკასიური”) ენები არ ენეთესავება არც ინდოევროპულსა და არც ურალურ–ალთაურ (თურქულ–თათრულ) ენათა ოჯახებს, ისინი, ბასკურთან ერთად, ნარჩენია ოდესღაც მრავალრიცხოვან ენათა ოჯახისა, რომელიც გავრცელებული იყო კავკასიის მიწა-წყალზე და მის სამხრეთით ჯერ კიდევ მანამ, სანამ აქ ინდოევროპული, სემიტური თუ ურალურ-ალთაური ენები გავრცელდებოდნენ. ქართველი მეცნიერებიდან ინდოევროპულთან ან თურანულთან ნათესაობის წინააღმდეგ ერთ-ერთმა პირველმა გაილაშქრა პროფ. ალ. ცაგარელმა, რომელმაც ქართული ასევე ცალკე, ამათგან განსხვავებული, ენობრივი ჯგუფის ნაშთად მიიჩნია.

XIX საუკუნის მეორე ნახევრის ევროპული აღმოსავლეთმცოდნეობა დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. ძველი აღმოსავლეთისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის ვრცელ ტერიტორიაზე მკვლევართა წინაშე წამოიმართა უძველესი ხალხების მთელი წყება, რომელნიც ერთ დროს უდიდეს როლს ასრულებდნენ. ესენი იყვნენ შუმერები, ხეთები, ელამელები, ურარტელები, მითანელები; მკვლევართა ხელში აღმოჩნდა წერილობითი ძეგლები შუმერულ, ელამურ, ურარტულ და მითანურ ენებზე. არც ერთი ამ ენათაგანის დაკავშირება ამ დროის კარგად ცნობილ ენათა ოჯახებთან (ინდოევროპული, სემიტური, ურალურ–ალთაური) არ ხერხდებოდა. ამავე დროს, კავკასიაში გამოვლინდა თავისებურ ენათა ჯგუფი, რომელსაც საერთო ნიშანი ჰქონდა ძველ ენებთან იმით, რომ ისიც არ ენეთესავებოდა არც სემიტურს და არც ურალურ–ალთაურს. გაჩნდა ცთუნება მტკიცებისა, რომ ძველი აღმოსავლეთის ეს უცნობი წარმომავლობის ენები ქართულისა და სხვა კავკასიური ენების მონათესავენი უნდა ყოფილიყვნენ, მით უმეტეს, რომ ცალკეულმა მკვლევარებმა თითქოს იწყეს კიდეც მათ შორის მსგავსებათა მიგნება... ამ ჰიპოთეტურ ჯგუფს მიაკუთვნეს აგრეთვე ხეთები – მცირე აზიის უძველესი მოსახლეობა, რომელთა ენისა თუ ენების შესახებ ამ დროს თითქმის არაფერი იცოდნენ. კვლევა–ძიების ამ მიმართულებით წარმართვის შედეგად, დიდი პოპულარობა მოიპოვა აგრეთვე თვალსაზრისმა, რომ საბერძნეთში, იტალიასა და ხმელთაშუაზვიპირეთის ზოგ სხვა რაიონში ინდოევროპელები საკმაოდ გვიან მოვიდნენ, ხოლო ამ ადგილების უძველესი მცხოვრებნი – პელაზგები, ეტრუსკები, იბერები და სხვ. აგრეთვე ენებისა და ხალხების იმ დიდ ჯგუფს უნდა ეკუთვნოდნენ, რომელსაც ქმნიდა კავკასიური და ძველი აღმოსავლეთის ზემოდასახელებული ენების და ხალხების ჯგუფი. მკვლევარებმა დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ რა სახელწოდებით აღენიშნათ კავკასიის, მახლობელი აღმოსავლეთისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის ეს უძველესი მოსახლეობა. ძველი აღმოსავლეთის ისტორიასა და ეთნოლოგიაში ფუნდამენტალური ნაშრომების ავტორმა ფ. ჰომელმა ამ ჯგუფს “ხალხთა ალაროდიული ოჯახი” უწოდა. ამ ოჯახში, მისი თქმით, შედიოდნენ: ა) ელამელები და კასიტები: ბ)ურარტელები, რომელთა შთამომავლებს წარმოადგენენ: ქართები, მეგრელები, ლაზები და სვანები; გ) მცირე აზიის უძველესი მცხოვრებნი; დ) პელაზგები და ეტრუსკები; ე) ესპანეთის იბერები, რომელთა ნაშთია თანამედროვე ბასკები; ვ) აფრიკის ლიბიელები – ალბათ ესპანელი იბერების ერთი განშტოება. სხვა ევროპელმა გამოჩენილმა ისტორიკოსებმა (მაგალითად ლენორმანმა მასპერომ და სხვ.), როგორც უკვე აღვნიშნეთ, უშუალოდ ქართველ ტომთა წინაპრებად მიიჩნიეს ასურელი წყაროებით მცირე აზიაში ძვ. წ. XII–VIIსს. დამოწმებული თაბალები და მუშქები (მერმინდელი იბერებისა და მესხების წინაპრები). კოლხებსაც მოეძებნათ აქვე წინაპარი ქაშქების სახით და ა. შ.

ეს თვალსაზრისი თავის დროზე ევროპის ყველაზე მოწინავე მეცნიერებას და მეცნიერებს ეკუთვნოდა და ამ დროისათვის ყველაზე ბუნებრივ ჰიპოთეზად გამოიყურებოდა.

ბუნებრივია, რომ ამ თვალსაზრისმა მეტად ძლიერი გავლენა იქონია ახალგაზრდა ქართულ მეცნიერებასა და მის წარმომადგენლებზე. XIX საუკუნის მეორე ნახევარი სწორედ ის დროა, როდესაც უაღრესად გაძლიერდა ქართველი საზოგადოების მოწინავე წრეების ინტერესი თავისი ხალხის ისტორიული წარსულისადმი, მშობლიური ენის, ლიტერატურისა და საერთოდ კულტურისადმი. ამაშიც თავი იჩინა ქართველი ხალხის კონსოლიდაციის პროცესმა, რომელმაც ქართველი ბურჟუაზიული ერის ჩამოყალიბებამდე მიგვიყვანა. ქართველთა ეროვნული კონსოლიდაცია საკმაოდ რთულ პირობებში მიმდინარეობდა. ცარიზმი, რომელიც რუსეთის იმპერიის ყველა ხალხის გარუსებას, მათი ეროვნული თავისებურების ლიკვიდაციას ისახავდა მიზნად, ბუნებრივია, სიმპათიით ვერ შეხვდებოდა ეროვნული თვითშეგნების გაცხოველების პროცესს. მეორე მხრივ, ქართველთა ეროვნული კონსოლიდაციის პროცესისადმი ანტაგონისტურად განწყობილი აღმოჩნდა აგრეთვე ძლიერი სომხური ბურჟუაზია, რომელიც გაბატონებულ მდგომარეობას აღწევს ამ ხანის საქართველოში და კავკასიის ზოგ სხვა რაიონში. გვიანი შუა საუკუნეების შავბნელ პირობებში ქართველ ხალხში გამოცოცხლებული პარტიკულარისტული ტენდენციების ლიკვიდაციის ამ პერიოდში ცარიზმი ამ პარტიკულარიზმის დამცველად და მფარველად გვევლინება, “ზრუნავს” მაგალითად, მეგრელთა განათლების მოწყობაზე მეგრულსავე ენაზე (რა თქმა უნდა, მხოლოდ საწყის კლასებში) და “იცავს” მათ “უცხო, ქართული” ენისაგან. მეორე მხრივ, იბეჭდება წერილები, სადაც შებღალულია ქართველთა ეროვნული თავმოყვარეობა, ამტკიცებენ, რომ ამ ხალხს თავისი მაინცდამაინც არც ისტორია და არც კულტურა არ გააჩნია და კულტურასა და მწერლობას იგი სხვათა გავლენით გვიან ეზიარა. ბუნებრივია, რომ ქართველი ხალხის ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის მესვეურთათვის იმ დროის მოწინავე ევროპულ მეცნიერებაში ფართოდ გავრცელებული თეორია ქართველთა წარმოშობის შესახებ (იხ. ზემოთ) მძლავრი იარაღი ხდებოდა ეროვნული თვითშეგნების განმტკიცების, მისი თავისთავადობისა და ასიმილატორთა შემოტევისაგან დაცვაში. ამ მხრივ დიდი როლი შეასრულა ილია ჭავჭავაძის გამოსვლამ გასული საუკუნის 80–90–იან წლებში პოლემიკური წერილების სერიით, სადაც, სწორედ იმ დროის გამოჩენილი ევროპელი მკვლევარების ნააზრევის საფუძველზე იწყო მგზნებარე პუბლიცისტური მტკიცება იმისა, რომ თვით ლურსმულით ნაწერი ქვანიც კი ღაღადებენ იმათ წინააღმდეგ, ვისაც სურს ქართველი ხალხის მდიდარი ისტორიული წარსული უარყოს და შებღალოს. ამ საქმეში ილია ჭავჭავაძის თანამებრძოლად გვევლინება XIX ს. გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსი დიმიტრი ბაქრაძე. საქართველოსა და ქართველი ხალხის წარსულის თაობაზე გაშლილმა კამათმა დიდი გავლენა მოახდინა ქართველ ინტელიგენციაზე. აზრმა ქართველთა განთქმული ძველაღმოსავლელი წინაპრების შესახებ ღრმად გაიდგა ფესვი განათლებულ ქართველ საზოგადოებაში. დიდი ჩეხი მეცნიერი, ხეთური წარწერების პირველი ამომკითხველი ბედრიხ ჰროძნი, როდესაც 1936 წელს ეწვია თბილისის უნივერსიტეტს, აღნიშნავდა, რომ მას თბილისში პირდაპირ პატრიოტული ინტერესი დახვდა მისი კვლევის საკითხის – ხეთების პრობლემის – მიმართ. მან, ჩანს, არ იცოდა, რა ღრმა საფუძველი ჰქონდა ამ ინტერესს და ოდნავ გაკვირვებული იყო ამით. ახალი ბიძგი ამ წარმოდგენებს მიეცა, “საქართველოს ისტორიის” სახელმძღვანელოს გამოსვლით 1943 წელს, სადაც, როგორც ზემოთ დავინახეთ, ს. ჯანაშიას თვალსაზრისის განხილვასთან დაკავშირებით, გატარებული იყო იგივე ტრადიციული თვალსაზრისი ქართული და ძველაღმოსავლური სამყაროს ნათესაობის შესახებ და იმ ჰიპოთეტური ერთობის აღსანიშნავად, რომელიც მოიცავდა ყველა დასახელებულ თანამედროვე, ცოცხალ თუ მკვდარ ენებს, შემოტანილი იყო “ხეთურ–იბერულ ენათა (ხალხთა) ოჯახის” ცნება.

ამგვარად, ქართველი და სხვა კავკასიელი ხალხების წარმოშობის საკითხი ძირითადად უძველესი წერილობითი წყაროების ჩვენებათა და ენობრივი მონაცემების საფუძველზე წყდებოდა, მაგრამ XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან, როდესაც კავკასიაში პირველი არქეოლოგიური გათხრები დაიწყო, დაისახა ახალი პერსპექტივა: კავკასიელ ხალხთა წარმოშობის შესახებ მსჯელობა გაშლილიყო განსხვავებული, არქეოლოგიური მასალის საფუძველზე.

ბრინჯაოსა და ადრეული რკინის კულტურის გამოჩენას კავკასიაში ბევრი მკვლევარი სხვა მხარეებიდან ხალხთა გადმოსახლებით ხსნიდა. რ. ვირხოვის მიხედვით, კავკასიაში ბრინჯაოდან რკინაზე გარდამავალი კულტურა უეცრად წარმოიშვა ძვ. წ. XI-Xსს. მის წყაროდ რ. ვირხოვს შუა აზია მიაჩნდა.

ი. შანტრი იცავდა მოსაზრებას, რომ ადრეული რკინის ხანის კულტურა კავკასიაში სამხრეთ მესოპოტამიიდან მოსულმა გრძელთავიანმა მონღოლურ-სემიტურმა თუ სემიტურ–კუშიტური მოდგმის ხალხმა მოიტანა.



--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Sep 4 2007, 01:00 PM
პოსტი #17


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



გაგრძელება


ჟ. დე-მორგანის მიხედვით, ბრინჯაოს მეტალურგია ჩინეთიდან თურქმენეთზე და ირანზე გავლით შემოვიდა კავკასიაში. ამიერკავკასიის რკინის კულტურა, მისი აზრით, თურანული წარმოშობისაა და შემდეგ არიულ და სემიტურ გავლენას განიცდის.

მატერიალური კულტურის მონაცემებით არაერთი მკვლევარი ცდილობდა ქართველების ინდოევროპულ სამყაროსთან დაკავშირებას. ი. კარსტის მიხედვით, ქართველები წარმოშობით არიელები არიან – ესაა ის არიული ზედაფენა, რომელიც გაბატონდა კავკასიის იბერებზე. მეტალურგიის აღმომჩენებიც აღმ. არიელები (ინდოევროპელები) იყვნენ. მეტალურგიით განთქმული თუბალებიცა და ქართველებიც არიული წარმოშობისანი არიან. არის მოსაზრება, რომ ქართველები კავკასიაში ძვ. წ. მეხუთე–მეოთხე ათასწლეულში მოვიდნენ შუა აზიიდან, სადაც ისინი არიელთა მეზობლად ცხოვრობდნენ. ქართველები და არიელები (ინდოევროპელები) მონათესავე ხალხებია და ამ თავისი პირვანდელი სამშობლოდან მოაქვთ ლითონის საჭურველი, რომლითაც ისინი კავკასიაში და წინა აზიაში ბატონდებიან და ა. შ.

ღრმა კვალი დაამჩნია საქართველოს უძველესი მატერიალური კულტურის შესწავლას XXს. 30–40-იან წლებში ბ. კუფტინმა. მის სახელს უკავშირდება ლითონის წარმოების ადრეული ეტაპების მკაფიო გამოყოფა საქართველოს უძველესი მატერიალური კულტურის ისტორიაში (ენეოლითი, ადრებრინჯაო, შუა ბრინჯაო). ბუნებრივია, რომ ამასთან დაკავშირებით მთელი სიმწვავით უნდა დასმულიყო მატერიალური კულტურის განვითარების ადგილობრივობისა თუ მისი ცალკეული ეტაპების უცხო ქვეყნებიდან გადმონერგვის საკითხი, რაც, საბოლოო ჯამში, ორგანულად უკავშირდება მოსახლეობის ეთნიკურ შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების საკითხს. ბ. კუფტინისათვის განსაკუთრებით დამახასიათებელია საქართველოს არქეოლოგიური მასალის მეტად ფართო – წინა აზიის, ხმელთაშუაზღვისპირეთისა თუ ევროპის არქეოლოგიური მასალის ფონზე განხილვა. მიუხედავად ამისა, იგი ვერ შეიპყრო ცთუნებამ, რომ საქართველო–კავკასიის ესა თუ ის არქეოლოგიური კულტურა და მისი მატარებელი ეთნოსი რომელიმე უცხო მხარედან გამოეყვანა. პირიქით, ბ. კუფტინი მოგვევლინა როგორც ენერგიული მებრძოლი “ქართული კულტურის” უძველესი ადგილობრივი განვითარების იდეისა. იგი წერს სპეციალურ გამოკვლევას – “К вопросу о древнейших корнях грузинской культуры на Кавказе по данным археологии”, და ამტკიცებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური მასალის საფუძველზე შეინიშნება უძველესი დროიდან კულტურული განვითარების ადგილობრივი უწყვეტი ჯაჭვი. თავის ნაშრომებში იგი პირდაპირ ილაშქრებდა ქართველი ტომების კავკასიაში გადმოსახლების მანამდე გავრცელებული თეორიის წინააღმდეგ და გადაჭრით აღნიშნავდა, რომ მის მიერ გამოვლენილი უძველესი კულტურა “ეკუთვნოდა სამხრეთ კავკასიის უძველეს მოსახლეობას, რომელიც სწორედ ამ ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ეთნიკურად და აქ ქმნიდა თავის ისტორიას. აღარავითარი საფუძველი აღარ მოგვეპოვება იმისათვის, რომ ამ კულტურის ცენტრები სადღაც შორეულ მესოპოტამიასა და მცირე აზიაში ვეძიოთ. სწორედ სამხრეთი კავკასია წარმოადგენდა ქართველი ხალხის სამშობლოსაც და უძველეს სამშობლოსაც”.

ბ. კუფტინი ცდილობდა ეჩვენებინა კულტურის ამა თუ იმ ელემენტის ადგილობრივი პროტოტიპი და გულმოდგინედ უძებნიდა ადგილობრივ მასალას უცხოურ პარალელებს. მისი ეს მეცადინეობა როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყოველთვის არ იყო დამაჯერებელი და არც მაინცდამაინც საკმარისი უწყვეტი ადგილობრივი განვითარების დებულების კატეგორიული მტკიცებისათვის, რომელსაც იგი ასე ენერგიულად იცავდა. ამ ზოგადი იდეის ესოდენ თავგამოდებული დაცვისას მას ძალას ზოგი სხვა გარემოება აძლევდა. ბ. კუფტინი იმ დროს მოღვაწეობდა, როდესაც საბჭოთა არქეოლოგები ნ. მარის მოძღვრების ძლიერი გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ. ბ. კუფტინიც ნ. მარის ერთ-ერთი თაყვანისმცემელთაგანი იყო. ნ. მარის გავლენით საბჭოთა არქეოლოგიამ წყევლა–კრულვას მისცა ”მიგრაციების ბურჟუაზიული თეორია” და მას ადგილობრივი განვითარების იდეა დაუპირისპირა. უეჭველია, ესეც ერთი საფუძველია იმისა, რომ ბ. კუფტინი ასე კატეგორიულად და უყოყმანოდ იცავდა საქართველოს და, საერთოდ, კავკასიის მიწა–წყალზე მიმდინარე ადგილობრივი უწყვეტი კულტურული განვითარების იდეას


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Sep 4 2007, 01:29 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



ციტატა
ციტატა(tamara @ Sep 4 2007, 03:57 AM)

http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin%201+/5/1.htm


ზურა შენის ნებართვით აქვე ჩავაკოპირებ ამ ინფორმაციას...


smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Sep 4 2007, 08:59 PM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



კარგი მეგობრებო ამ თემას ისე ნათლად აშუქებთ რომ მე მაშინ მხოლოდ კითხვით დაკმაყოფილდები და მხოლოდ ”გარეშე მტრის” laugh.gif გამოჩენის შემთხვევაში გავაქტიურდები. თუ რამე აქა ვარ თქვენს გვერდით . პირადში შემატყობიეთ. biggrin.gif


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Sep 5 2007, 12:19 AM
პოსტი #20


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



ციტატა
კარგი მეგობრებო ამ თემას ისე ნათლად აშუქებთ რომ მე მაშინ მხოლოდ კითხვით დაკმაყოფილდები და მხოლოდ ”გარეშე მტრის” გამოჩენის შემთხვევაში გავაქტიურდები. თუ რამე აქა ვარ თქვენს გვერდით . პირადში შემატყობიეთ.

ნამდვილად გვჭირდება შენი დახმარებაც აბო, მშვენივრად წერ და შემოგვაშველე შენეული პოსტები. სხვათაშორის ინტერესით ვკითხულობ.
,,გარეშე მტერთან" ბრძოლაში რომ მშვენივრად გვეხმარები ამას აღარ უნდა დიდი სჯა-ბაასი.

გაიხარე, ღმერთი შენსკენ.


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 01:43 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი