თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია-მონასტრები, სიწმინდეები _ შიო მღვიმის მონასტერი.

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: May 22 2007, 07:30 PM

შიო მღვიმელი, ათცამეტთაგან ერთ-ერთი ასურელი მამა. შიომღვიმის მონასტრის დამაარსებელი.

დაიბადა ანტიოქიაში. 20 წლისა, განთქმული მეუდაბნოის იოანეს მოწაფე გახდა,რომელიც თავის მხრივ სიმეონ მესვეტის სულიერი შვილი გახლდათ.
მან თავისი ქონება გლახაკებს და მონასტრებს დაურიგა და ბერად აღიკვეცა.

VI საუკუნის შუა წლებში იოანე თავის მოწაფეებთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა. ცხოვრობდნენ მცხეთაში, შემდეგ ზედაზნის მთაზე.
4 წლის შემდებ შიო მღვიმელი გამოეყო ძმობას და სარკინეს მთაზე დააარსა შიომღვიმის მონასტერი. თავდაპირველად შიო მღვიმელი ცხოვრობდა მცირე გამოქვაბულში, რომელიც დაახლოებით IX საუკუნეში ეკლესიად უქცევიათ, მონასტერი შიო მღვიმელის დროსვე იქცა მსხვილ ლავრად.
მისივე ინიციატივით აქ ააგეს პირველი ეკლესია იოანე ნათლისმცემლის სახელობისა. სიცოცხლის უკანასკნელი წლები შიო მღვიმელმა გაატარა განმარტოებით, 12 მ სიღრმის მღვიმეში , ანდერძის თანახმად, იქვე დაკრძალეს.
შიო მღვიმელის ცხოვრების ამსახველი თხზულება შემონახულია ორი რედაქციით:
მოკლე (გამოკრეფილია არსენ II კათოლიკოსის ვრცელი თხზულებიდან "იოანე ზედაზნელის და მისი მოწაფეების ცხოვრება", X საუკუნის II ნახევარი) და მისი მეტაფრასი (XII ს.).


აი უფრო ვრცლად:
წმინდა შიო ანტიოქიაში დაიბადა. იგი დედისერთა იყო და მშობლები განსაკუთრებულად ევლებოდნენ თავს. მათ შვილს საუკეთესო განათლება მისცეს და სურდათ სამოქალაქო სამსახურში ჩაეყენებინათ, მაგრამ შიოს გული მონასტრისაკენ მიუწევდა. ამიტომ ერთ-ერთი მონასტრისაკენ გასწია, იქ მას წმინდა იოანე დახვდა და უწინასწარმეტყველა, რომ მალე ბერი გახდებოდა, მაგრამ ჯერ შინ უნდა დაბრუნებულიყო და მშობლებისაგან ნებართვა აეღო. თავიდან მშობლები უარზე დადგნენ. შიო რამოდენიმე წელი ელოდა მათ დალოცვას ბერობაზე, თან გამუდმებით ლოცულობდა. და აი, მისი ლოცვის ნაყოფად, მშობლებს თავად გაუჩნდათ მონასტერში წასვლის სურვილი. მათი გამგზავრების შემდეგ შიოც გაუდგა მონასტრის გზას.

წმინდა შიო რამოდენიმე წელი მოღვაწეობდა იოანეს სავანეში. მაგრამ ერთხელ წმინდა იოანეს ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, თორმეტი რჩეული მოწაფით საქართველოში ჩასულიყო. ამ მოწაფეთა შორის აღმოჩნდა წმინდა შიოც.

საქართველოში ჩამოსული შიო, წინამძღვრის ლოცვა-კურთხევით, სარკინეთის მთებში მდებარე ერთ-ერთ მღვიმეში დასახლდა. ეს ადგილი განსაკუთრებით უკაცრიელი იყო და საცხოვრებლად ძნელი, მაგრამ მამა შიოს საზრდელს მტრედი უზიდავდა. ერთ დღეს ამ სასწაულის მომსწრე გახდა ფარსმან მეფის მხედართმთავარი ევაგრე, რომელზეც ნანახმა ისე იმოქმედა, რომ სამუდამოდ წმინდა მამასთან დარჩა და ბერად აღიკვეცა. ფარსმანს ეწყინა ევაგრეს ბერად შედგომა და თვითონ წავიდა წმინდა შიოს სანახავად. მან ბერის სახეზე ისეთი ნათელი იხილა, რომ გვირგვინი მოიხსნა და დაუჩოქა. წმინდა მამამ წამოაყენა და გვირგვინი თავისი ხელით დაადგა. მოხიბლულმა მეფემ სავანეს უამრავი თვალ-მარგალიტი და სიმდიდრე შესწირა, რათა იმ ადგილას ტაძარი აეგოთ. როცა ტაძრის მშენებლობა დასრულდა, მეფე კათოლიკოსთან ერთად ჩაბრძანდა შიომღვიმეში და მის კურთხევას დაესწრო.

წმინდა მამა ღირსი შეიქმნა ეხილა ღვთისმშობელი, რომელიც წმინდა იოანე ნათლისმცემელთან ერთად გამოეცხადა მას, აკურთხა და გაძლიერება აღუთქვა.

წმინდა შიო მღვიმელი უამრავ სასწაულს აღასრულებდა. ერთხელ მას ბერებმა შესჩივლეს, მონასტრის ფარას მგელი შეეჩვია და მოსვენებას არ გვაძლევსო. მამა შიომ ილოცა და შემდეგ მგელს უბრძანა ამიერიდან არა თუ არ ევნო ცხვრებისთვის, არამედ ემწყემსა კიდეც. მართლაც, რამოდენიმე წელიწადი მგელი მორჩილად ასრულებდა წმინდა მამის ლოცვა-კურთხევას. ბოლოს, მამა შიოს შეეცოდა მგელი და ტყეში გაუშვა, თან დააბარა, თქვენმა მოდგმამ მონასტრის ფარას არაფერი ავნოსო. მართლაც, ამ ამბის შემდეგ მონასტრის ცხვრებს მხეცები აღარ აწუხებდნენ.

შიომღვიმის მონასტერი თანდათან იზრდებოდა. მალე იქ ორი ათასამდე ბერი მოღვაწეობდა, რომელთაც მამა შიო ბერულ ცხოვრებას ასწავლიდა. რამოდენიმე წლის შემდეგ წმინდა მამამ წინამძღვრობა ევაგრეს გადაულოცა, თვითონ კი მონასტერში არსებულ მღვიმეში განმარტოვდა და თხუთმეტი წელი ასე გაატარა.

ყველიერის ხუთშაბათს (დიდმარხვის, ანუ სააღდგომო მარხვის დაწყების წინა კვირის ხუთშაბათს) მისი წმინდა ნაწილები მღვიმიდან ამოიწევდა ხოლმე და ჰაერში ჩერდებოდა. ამიტომ საქართველოს ეკლესიამ ყველიერის ხუთშაბათს წმინდა შიო მღვიმელის ხსენება დააწესა.
სპარსელების ერთ-ერთი შემოსევის დროს შაჰ-აბასის მხედრებმა მონასტერი ააოხრეს ,შიო მღვიმელის წმიდა ძვლები ირანში წაიღეს. იმ წელს სპარსეთი საშინელმა ჭირმა მოსრა.შემდეგ იყო გამოცხადება, შეშინებულმა სპარსელებმა წმიდა შიოს ნაწილები კვლავ მონასტერში დააბრუნეს.

IPB-ს სურათი


აი ამონარიდი პატრიარქის ქადაგებიდან:
"ასეთივე დიდი მადლით იყო მოსილი შიო მღვიმელი. ზოგიერთი ფიქრობს, რომ მოვა ეკლესიაში, დაანთებს სანთელს და ეს საკმარისია. ადამიანმა რომ მიიღოს მადლი, საჭიროა დიდი სულიერი მოღვაწეობა.

ცნობილია, რომ შიო მღვიმელი სირიიდან იყო. იგი საკმაოდ ძლიერი ოჯახის ერთადერთი ვაჟი გახლდათ. როცა შიომ იოანე ზედაზნელი გაიცნო, დაარიგა თავისი ქონება, მივიდა მასთან და მორჩილებაში იმყოფებოდა 20 წლის განმავლობაში. დღეს ეკლესიაში რომ მოდიან ადამიანები, უცებ უნდათ ავიდნენ სულიერ სიმაღლეებზე, ასე არ ხდება. შიო მღვიმელი 20 წლის განმავლობაში მორჩილი იყო! იოანე ზედაზნელი თავის მოწაფეებთან ერთად ასურეთიდან საქართველოში რომ მოვიდა, შიო ისევ თავისი მოძღვრის მორჩილებაში იმყოფებოდა და მხოლოდ შემდეგ დაიწყო მან დამოუკიდებელი მოღვაწეობა.

ღირსმა მამა შიომ დააარსა შიომღვიმის მონასტერი. იგი მღვიმეში ჩავიდა და იქ ლოცულობდა თავისი ქვეყნისათვის, მთელი კაცობრიობისათვის. მისმა მოღვაწეობამ დიდი ნაყოფი გამოიღო და დღესაც და მარად იქნება დიდება მისი სახელისა! "

პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: May 22 2007, 08:55 PM

ლეონტი
დიდი მადლობა ინფორმაციისათვის...თქვენც შეგეწიოთ smile.gif
დაახ. ერთი თვის წინ პირველად წავედი შიო მღვიმეში და იქაურობა ძალიან მომეწონა,საოცარი ადგილია... ასეთი მადლით აღსავსე... უკან ძალიან ბედნიერი დავბრუნდი.smile.gif
მართლაც საოცარია ის ფაქტი,რომ შიო მღვიმელმა 15 წელი დაჰყო ამ მღვიმეში... ადამიანი, რამდენად მორწმუნე უნდა იყო, რა დიდი სიყვარული უნდა გაგაჩნდეს უფლისა,რომ ამის ძალა შეგწევდეს... საოცარია... დიდება უფალს!

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: May 22 2007, 09:35 PM

ფოტოები გადაღებულია 20 მაისს 2007.
გზად შიომღვიმისკენ.
ახლოს მოჩანს კალოუბნის წმ.გიორგის საყდარი, შორს გაღმა წმ. ნინოს საყდარი:

IPB-ს სურათი

ადგილი სადაც პირველად განმარტოვდა წმინდა შიო:

IPB-ს სურათი

ნათლისმცემლის კომპლექსი, სადაც გამოცხადების მერე გადავიდა:

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ::სალომე:: თარიღი: May 22 2007, 10:00 PM

ჩემი უსაყვარლესი მონასტერია შიომღვიმე, ძალიან ძალიან მიყვარს wub.gifდა ძალიან მადლიანია.

IPB Image

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: May 22 2007, 10:01 PM

აი ეს კი ძველი სიდიადიას ნაშთია.
აქ შიოს დროს 2000 ბერი იყო, თამარის დროს 5000.
მრავალი მათგანი უმაღლესი ასკეტიზმით გამოირცეოდა , რაც ასურელ მამათა სკოლის დამსახურებაა.
წყალი მხოლოდ თამარს გაუყვანია, ისეც ადგილ ადგილ, მანამდე ქვევიდან ეზიდებოდნენ.
ქვევით კი წვეტობით მოდის.
ეს კლდე რომ ქვიშაქვის არ იყოს და ყოველ წელს არ ინგრეოდეს, ვარძია ბავშვობად მოგეჩვენებოდათ იმხელა კომპლექსი იყო.
ეხლა მხოლოდ ღრმა გვირაბების ნაშტიღაა, აქა იქ.

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ::სალომე:: თარიღი: May 22 2007, 10:03 PM

IPB Image

პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: May 22 2007, 11:31 PM

ულამაზესი ადგილია და დზალიან მადლიანი!

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 23 2007, 10:28 AM

დავით აღმაშენებლის ანდერძის თანახმად, შიომღვიმის მონასტერი არის საქართველოს საერო ხელისუფლების მფარველი

პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: Jun 22 2007, 08:18 PM

ბარემ აქვე დავწერ წმიდა შიოს ექვს დიდ სასწაულს(ჩვენამდე რამაც მოაღწია),რომელიც მე-14-15 სააუკნეებში მცხოვრებმა ბასილი კათალიკოსმა შეკრიბაsmile.gif

1.სპარსეთის სამთავროდან ერთი მდიდარი კაცი იტანჯებოდა წყალმანკით დიდხანს.გაიგო რა მამა შიოს სასწაულთმოქმედება,რწმენით მიეშურა მისკენ.მღვიმესთან მისული რამდენიმე დღის განმავლობაში თხოვდა მას შიოს განკურნებას.კვირა დღეს ღირსი ევაგრე ჩავიდა ღირს შიოსთან მღვიმეში სნეულის განკურნების თხოვნით,რაზეც ღირსმა შიომ სიმდაბლით უპასუხა,რომ მხოლოდ უფალს შეუძლია განკურნება.ევაგრე აღარ შეეპასუხა მოძღვარს,მისი კუნკულიდან შეუმჩნევლად აიღო სამი ღერი თმა და განსაკურნებლად აუტანა ავადმყოფს.მოხდა სასწაული:კაცი სრულიად ჯანმრთელი დახვდა.იმ დროს,როცა ევაგრე მღვიმეში ჩასულა,ვინმე ჭაბუკს სნეულისთვის სამი ღერი თმა მიუცია და ჩაყლაპვა უბრძანებია,რის შემდეგაც იგი მაშინვე განიკურნა.ევაგრემ მუჭი გაშალა და აღმოჩნდა,რომ თმის ღერები მას აღარ ჰქონდა ხელში.

პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: Jun 29 2007, 08:19 PM

2.მამა შიოს ლოცვით განიკურნა ერთი სპარსელი კაცის ბრმა ვაჭი.სამადლობლად მამას მონასტერში მიჰქონდა ხოლმე შესაწირი და ერთხელაც გზად იგი ავაზაკებმა გაძარცვეს.დამწუხრებული კაცი მივიდა შიომღვიმეში და დაინახა სასწაული:მონასტერთან იხილა თავისივე ნაძარცვი ტვირთი და დაბრმავებული ავაზაკები,რომლებიც ყვებოდნენ,რომ გაძარცვის შემდეგ ვიღაც მოხუცებულმა მონაზონმა თვალებში შეჰბერა მათ და ისინი დაბრმავდნენ.ახლა კი სინანულით აღიარებდნენ ჩადენილ დანაშაულს და ევაგრეს სთხოვდნენ დახმარებას.კვირა დღეს ღირსი ევაგრე ჩავიდა ღირს შიოსთან მღვიმეში.მამა შიოს განჭვრეტილი ჰქონდა ავაზაკების მოქმედება და გაკვირვებულ ევაგრეს გადასცა თავისი კვერთხი,რომლის შეხებისთანავე მონანულ ავაზაკებს თვალები აეხილათ.

პოსტის ავტორი: stch თარიღი: Jul 3 2007, 11:04 PM

შიო მღვიმე ძალიან კარგი მონასტერია ერთი მინუსი აქ ჩემი აზრით ბევრი ექსკურსიაა ხოლმე იქ და მონასტრის მყუდროება ირღვევა ჩემი აზრით თუმცა ალბათ ეგ მხოლოდ ჩემნაირებისთვის და ბერებზე ალბათ ეს არ მოქმედებს smile.gif

პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: Jul 25 2007, 08:43 PM

3. მეშვიდე საუკუნეში შიო მღვიმეს ერთდროულად ესტუმრნენ კათოლიკოსი ბართლომეოსი და ქართლის მთავარი სტეფანოზი.კათალიკოსს,სტეფანოზისაგან განსხვავებით,დიდებული პატივი სცეს ,რის გამოც მთავარი შურითა და ამპარტავნებით აღივსო და მონასტრის ძმებს უსაყვედურა.პასუხად კი მიიღო:"ეკლესიის წესების თანახმად,ეკლესიის მწყემსთავარს პატივი უნდა მივაგოთ,მსგავსად ქრისტესი". ამის შემდეგ უფრო განრისხებულმა მთავარმა უკანვე მიიტაცა ადრე შეწირული ორი აგარაკი (მიწის ნაკვეთი) და ძმებს დაემუქრა.შინ დაბრუნებულს ზედიზედ სამ ღამეს ეცხადებოდა წმიდა შიო და მკაცრად თხოვდა აგარაკების დაბრუნებას.მთავარმა არ ისმინა მისი,ურჩობის გამო თავის ოჯახთან ერთად დაბრმავდა და გონება გაუცოფდა.მამა შიოს კიდევ ერთი გამოცხადების შემდეგ,სინანულში ჩავარდნილი სტეფანოზი ცოლ-შცილით მივიდა შიომღვიმეში.მამებმა შიოს საფლავის მიწა ბარძიმში შეურიეს ღვინოს და დაალევინეს მათ,რის შემდეგაც მოსულებს გონების სიცოფე მოეხსნათ.გონებაგახსნილმა მთავარმა გასცა ბრძანება მონასტრისთვის მიტაცებული მიწების დაბრუნებისა.მხოლოდ ამის შემდეგ განიკურნა მთელი ოჯახი სიბრმავისაგან.

პოსტის ავტორი: Sotiris თარიღი: Jul 26 2007, 04:53 AM

ციტატა(ზებედე @ Jul 25 2007, 09:46 PM) *

ეხლა მეტყვით პროტესტანტი ხარო, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, მონასტრის წევრებმა რატომ ვერ დაინახეს იგივე ღვთის ხატება ქართლის მთავარ სტეფანოზში? ან რომელი საეკლესიო წესით თუ კანონით ისწავლება ის რომ სტუმრობის დროს სასულიერო იერარქს უფრო დიდი პატივი უნდა მიაგონ ვიდრე საერო ხელისუფალს?


მასეთ კითხვებს იმიტომ სვამ, რომ არ წაგიკითხავს ის ამბავი თავიდან ბოლომდე. მანდ წერია, რომ სტეფანოზი იყო ბოროტი, ავი და ამპარტავანი კაცი, სამღვდელოების შემავიწროვებელი. შიოს საფლავის მოსალოცად ვითომ ღმრთისმსახურების მიზეზით მივიდა. ძმებმა ჩვეულებრივად მიიღეს. აი ბართლომე კათოლიკოსი კი როცა მივიდა, ძმები ჯვრებით და სანთლებით შეეგებნენ, ხელებს და ფეხებს უკოცნიდნენ, ზოგი მიწას იღებდა მისი ნაფეხურისგან ევლოგიად და როგორც წესი იყო, უგალობდნენ. ახლა შენ იმის თქმა გინდა, რომ მიშიკოსაც ასე უნდა შეხვდეს შიომღვიმის ძმობა, თუ თავში მოუარა შიომღვიმეში წასვლა? http://smiles2k.net/lol_smiles/2/index.html

წინამძღვარსა და სტეფანოზს შორის საუბარი გაიმართა, სადაც წინამძღვარმა აუხსნა, რატომ შეხვდნენ ეპისკოპოსს ასეთი დიდი პატივით. ამაზე სტეფანოზმა ასეთი კითხვა დასვა:

და უმეტეს არსა საყდარსა ჩემსა ეპისკოპოზისაჲ? და რამეთუ მე მეფეთა საყდართა ვზი, და იგინი არიან ნაცვალნი ღმრთისანი ქუეყანასა ზედა.

ე.ი. განა ჩემს ტახტზე დიდია ეპისკოპოსისო? მე მეფეთა ტახტზე ვზივარ და ისინი არიან ღმერთის ნაცვლები მიწაზეო.

წინამძღვარმა მიუგო:

მთავარო, კეთილად იტყჳ, რამეთუ მეფენი, ოდეს ემსგავსებიან ღმერთსა სიმართლითა და სახიერებითა და მოწყალებითა, არიან ნაცვალ ღმრთისა, არამედ, ვითარ ვხედავ გონებასა შენსა, ფრიად შორის ხარ ღმრთისა მსგავსებისგან, რამეთუ სიტყუანი ეგე ამპარტავანთანი არიან და მოშურნეთანი, რომელთათჳს წერილ არს სულისა მიერ წმიდისა: ”შეჰრისხენ შენ ამპარტავანთა, და წყეულ არიან, რომელთა გარდააქციეს მცნებათაგან შენთა”; და კუალად: ”შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი და ცეცხლი აღედვა”. და აწ შენ განეშორე წინააღდგომასა ღმრთისასა და მიიღე მსგავსთა შენთაგან კაცობრივი პატივი, ხოლო ეპისკოპოზთა ეკლესიისათა და შვილთა მისთაგან, რამეთუ ოდეს შენ ჯეროვნად არა პატივს-სცემ, რად აყენებ მონათა ღმრთისათა მცნებისა მისისა აღსრულებად?

ჰო, ეს ნაწყვეტი ცენზურამ ამოიღო sofi89-ს დადებული ტექსტიდან http://smiles2k.net/lol_smiles/2/index.html

ციტატა
ეს აშკარად გასაკვირია, დაბრმავებულმა სტეფანოზმა როგორ გაარჩია გამოცხადების დროს წმ. შიო იყო თუ სხვა?


ღმერთისგან გასაკვირი არაფერია, ჩვენო პროტესტანტო მეგობარო http://smiles2k.net/lol_smiles/2/index.html ისე კი სტეფანოზს ჯერ გამოცხადება ჰქონდა და მერე დაბრმავდა. ასეა ძვ. ქართულ ტექსტში.

ციტატა
ან გონება გაცოფებული ადამიანი როგორ ჩავარდა სინანულში?


ტექსტში წერია დაბრმავებამდე დიდმა ურვამ მოიცვა სტეფანოზიო, მანამდე ნაკვეთების დაბრუნებასაც აპირებდა. ამის მერე ხელახლა გამოეცხადა შიო და უთხრა:

ჵ საწყალობელო და ბრმაო გულითა სტეფანოზ, აჰა მსგავსად გულისა შენისა იქმნე ბრმა თუალითაცა, შენ და ცოლი შენი და შვილნი შენნი, და ცოფ, ვიდრემდის განგსწავლოს შენ უფალმან საქმედ უმჯობესისა.

ე.ი. აქ ალბათ შიშისგან აპირებდა საქმის გამოსწორებას და არა ჭეშმარიტი სინანულის გამო. გაგიჟებული სტეფანოზის სინანულზე არაფერია ნათქვამი, წერია მარტო, რომ ქართლის წარჩინებულებმა შეკრულები წაიყვანეს ის და მისი ოჯახი შიომღვიმეში. სინანული განკურნების შემდეგ გამოავლინა (ჯერ სიგიჟისგან განიკურნა და მაშინ დაეუფლა სინანული, ხოლო მერე სიბრმავისგან).

ციტატა
ბარძიმში საფლავის მიწის შერევა ღვინოში სადაური წესია? blink.gif


სიდოური და აქოური წესია. ბარძიმი სასმისსაც ნიშნავს, მე დარწმუნებული არ ვარ 100%-ით რომ ქრისტეს სისხლში შეურიეს საფლავის მიწა. თუმცა ეგ უფრო რეალური ჩანს.

პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: Aug 2 2007, 01:02 PM

არა რა,წინათგრძნობა ძალიან განვითარებული მაქვს biggrin.gif ზოგჯერ ასიანში ვარტყავ,თუ ვინ გამომეხმაურება და რა შეკითხვებს დასვამს biggrin.gif tongue.gif

ზებედე

ციტატა
ეხლა მეტყვით პროტესტანტი ხარო, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, მონასტრის წევრებმა რატომ ვერ დაინახეს იგივე ღვთის ხატება ქართლის მთავარ სტეფანოზში? ან რომელი საეკლესიო წესით თუ კანონით ისწავლება ის რომ სტუმრობის დროს სასულიერო იერარქს უფრო დიდი პატივი უნდა მიაგონ ვიდრე საერო ხელისუფალს?

რა ვიცი გუჯა,შენ სასულიერო და საერო პირს ერთნაირად უყურებ? ვერანაირად ანსხვავებ? რომელს უფრო მოწიწებით მოეპყრობი,პრეზიდენტს თუ პატრიარქს?ვინმე პარლამენტარს,საზოგადო მოღვაწეს თუ ბერს? და ა.შ. საქმე იმაშია,რომ ეს ადამიანები ღვთის მორჩილნი,მსახურნი არიან ,მათგან დიდი მადლი მოდის,განა ტყუილად ალოცინებენ მათ თავს ან ტყუილად ეამბორებიან ხელზე?მათგან ხომ უზომო ქრისტესმიერი სიყვარული მოდის...
ვერასოდეს განვიცდი საერო პირთან ისეთ შეხვედრას,რაც შეიძლება სასულიერო პირთან შეხვედრისას,ურთიერთობისას განვიცადო...
ის ხომ ღვთის მსახურია,მისი სიტყვის შემსრულებელი და გამავრცელებელი... ამიტომ,ვფიქრობ,უფლისათვის და, რა თქმა უნდა, ჩემთვის უფრო სათნოა მათი პატივისცემა...

ციტატა
მასეთ კითხვებს იმიტომ სვამ, რომ არ წაგიკითხავს ის ამბავი თავიდან ბოლომდე. მანდ წერია, რომ სტეფანოზი იყო ბოროტი, ავი და ამპარტავანი კაცი, სამღვდელოების შემავიწროვებელი. შიოს საფლავის მოსალოცად ვითომ ღმრთისმსახურების მიზეზით მივიდა

სოტირისმა ეს არგუმენტი მოგვიყვანა,მაგრამ დიდი მნიშვნელობა არ აქვს,როგორი იქნება იგი, "ავი" თუ "კარგი".მე მახსენდება დიდებული და ღვთისმოსავი ბაგრატ კურაპალატი,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან. ერთხელ იგი და გრიგოლ ხანძთელი ერთად იმყოფებოდნენ.ბაგრატ მეფემ საბა იშხნელის მოწვევა გადაწყვიტა და "მსწრაფლ დაწერა წიგნი და წარავლინნა კაცნი",რათა პატივით მოეყვანათ,მაგრამ წარგზავნილნი მალე დაბრუნდნენ და მეფეს მოახსენეს: "არა ჰნებავს კაცსა მას ღმრთისასა მოსვლაი აქა".
გრიგოლის მოწვევის შემდეგ საბა დაუყოვნებლივ მივიდა,ბაგრატი მას წინ მიეგება და პატივით მოიკითხა.მან საბას ასეთი მოქცევის მიზეზი ჰკითხა,ხოლო მან უპასუხა:დიდებულო მეფეო,შენ წარმავალთა მეფე ხარ,ქრისტე კი მარადიული მეფეო,გრიგოლი მისი მსახურია და ამიტომაც მოვედი მის ხმობაზე,შენსაზე კი - არაო.

პოსტის ავტორი: catherina_10 თარიღი: Aug 2 2007, 03:05 PM

შიო მღვიმესთან დაკავშირებით ბევრი საინტერესო ამბები არსებობს, ერთ-ერთს მეც მოგიყვებით
ერთი გოგონა ყვავილებს კრეფდა შიო მღვიმის მონასტრის მიდამოებში და შემდეგ ყიდდა თაიგულებს, ერთ დღეს გველი შეხვდა და მის წინ გაჩერდა და წამოიმართა გოგონას ისე შეეშინდა რომ ნაბიჯის გადადგმაც კი ვერ გაბედა, ამ დროს ერთი თეთრ წვერებიანი მოხუცი გაჩნდა და უთხრა: ნუ გეშიან გადააბიჯე და გამოიარეო, გოგონამ უვნებლად გამოიარა მოხუცებული კი გაუჩინარდა, იქვე კაცები შეხვედრია და მათ კითხა მოხუცებული ხომ არ გინახიათ ეხლა აქ შემხვდაო, მათ კი კითხვაზე უარით უპასუხეს.
ეს მამა შიო იყო რომელიც დაეხმარა შეშინებულ გოგონას.
ეს ამბავი მეც მომიყვნენე და რამდენად სწორად გადმოვეცი არ ვიცი, ბოდიშით თუ რამე შემეშალა wub.gif

პოსტის ავტორი: bell თარიღი: Aug 17 2007, 07:33 PM

გუშინ ვიყავი wub.gif


საოცარი ადგილიაა....

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: bell თარიღი: Aug 17 2007, 07:50 PM

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: bell თარიღი: Aug 17 2007, 09:36 PM

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: bell თარიღი: Aug 18 2007, 12:36 AM

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: bell თარიღი: Aug 18 2007, 08:33 PM

ყველა სურათზე საავტორო უფლება მე მეკუთვნის...

გთხოვთ ნუ გაავრცელებთ ინტერნეტში ჩემი ნებართვის გარეშე.

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი



IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: bell თარიღი: Aug 18 2007, 09:56 PM

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: bell თარიღი: Aug 18 2007, 10:39 PM

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Aug 19 2007, 12:19 AM

bell

ლამაზებია, გაიხარე mpua.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Aug 19 2007, 12:28 AM

bell
რა კარგი ფოტოებიაა a025.gif
ერთი მომეწონა განსაკუთრებით smile.gif

პოსტის ავტორი: bell თარიღი: Aug 19 2007, 12:30 AM

გენაცვალეთ wub.gif დიდი მადლობა 2kiss.gif


პოსტის ავტორი: ხათუნა თარიღი: Aug 24 2007, 02:30 PM

გუშინ პირველად ვნახე შიომღვიმე. მონასტერში ვერ შევდი ვინაიდან შარვალი მეცვა , მაგრამ გარედანაც საკმარისი იყო იმისთვის რომ გავოგნებულიყავი ამ სილამაზით.
რა საოცარი სიჩუმე და სიმშვიდე იყო გარშემო.

ძალიან მომეწონა. ამ დღეებში კიდევ ვაპირებ ასვლას

bell
ლამაზი ფოტოებია. შეიზლება რამოდენიმე გადავიწრო ჩემთვის? (გავრცელების გარეშე რა თქმა უნდა)

პოსტის ავტორი: bell თარიღი: Oct 9 2007, 02:16 PM

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: bell თარიღი: Oct 9 2007, 02:26 PM

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Oct 12 2007, 03:24 AM

კარგი გადაღებულია,შეგეწიოს წმიდა შიოს და ყველა წმიდას ლოცვა,გაიხარე! smile.gif
მე არ ვარ ნამყოფი შიო-მღვიმეში,ძალიან მინდა მომავალში მოვილოცო.
"მღვიმე-ფრთედ,მიწა მკვეთ ეთერისა ჰქმენ,მთხრებლი-კიბედ კამარათა ცისათა,ზეშთა ზენასა მყის ამაღლდი სუფევად,მამაო შიო ასურო,სურის ქართველთა შენდა, და მოივლტიან სამარხოდ შენდა,მეოხ გვეყავ ჩვენ."

პოსტის ავტორი: bell თარიღი: Oct 23 2007, 08:03 PM

გაიხარე ჩემო კარგო! დაგლოცოს უფალმა.

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 7 2008, 11:57 PM

bell-ის ფოტოების ფონზე, ესენი ისეთი ღირებული არ არის, მაგრამ მაინც...


IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: enia თარიღი: Mar 9 2008, 07:07 PM

რა დიდებული ადგილია,საქართველო ამაყია მისი მონასტრებით

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 9 2008, 09:34 PM

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: skeptikosi თარიღი: May 8 2008, 03:12 PM

მე და ჩემი მეგობარი ვაპირებთ წასვლას ხვალ, თუ ამინდი შეგვიწყობს ხელს რა თქმა უნდა, არ ვარ ნამყოფი და ძალიან მაინტერესებს რა ხდება იქ smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 8 2008, 04:22 PM

ციტატა(skeptikosi @ May 8 2008, 03:12 PM) *

მე და ჩემი მეგობარი ვაპირებთ წასვლას ხვალ, თუ ამინდი შეგვიწყობს ხელს რა თქმა უნდა, არ ვარ ნამყოფი და ძალიან მაინტერესებს რა ხდება იქ smile.gif


წმინდა შიოს საფლავი აუცილებლად მოილოცე rolleyes.gif

პოსტის ავტორი: mak თარიღი: Jun 10 2008, 12:53 PM

მართლაც ძაან ლამაზი ადგილია შიო მღვიმის მონასტერი.შეგვეწიოს მისი მადლი.

პოსტის ავტორი: mak თარიღი: Jun 10 2008, 01:27 PM

http://www.sub.ge/images/viewer.php?file=fu41t0qi0eyiukq5anbu.jpg

http://www.sub.ge/images/viewer.php?file=pm19dg7fxgfinim4rol.jpg

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

smile.gif http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: xatia... თარიღი: Jun 14 2008, 06:20 PM

შიომღვიმე ერთხელ მაქ ნანახი მაგრამ სულ ვოცნებობ იქ კიდევ ბევრჯერ ჩავიდე,ძალიან ძალიან მომწონს იქაურობა..ჩემი უსაყვარლესი ადგილია და შანსი თუ მომეცა აუცილებლად წავალ იქ... yes4.gif zafxuli.gif

პოსტის ავტორი: T_E_K_O_T_E_K_O თარიღი: Jun 22 2008, 10:15 PM

დღეს პირველად მოვილოცე შიომღვიმის მონასტერი და აღფრთოვანებული ვარ.

პოსტის ავტორი: T_E_K_O_T_E_K_O თარიღი: Jun 23 2008, 12:30 AM

http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=258&i=teko001yf6.jpg


http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=258&i=teko014bm8.jpg

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jun 23 2008, 12:33 AM

გუშინ ვიყავი მცხეთის მიდამოებში და მათ შორის მოვხვდი ულამაზეს ადგილას, საიდანაც ხელისგულივით ჩანს შიომღვიმის მონასტერი. აი, ისიც:

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: T_E_K_O_T_E_K_O თარიღი: Jun 23 2008, 12:34 AM

http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=126&i=teko013bc7.jpg

პოსტის ავტორი: T_E_K_O_T_E_K_O თარიღი: Jun 23 2008, 10:00 AM

http://i039.radikal.ru/0806/1e/ca3f1101c4c2.jpg

http://i030.radikal.ru/0806/2a/a2ce3a775eb6.jpg
http://i056.radikal.ru/0806/77/15bc49a07912.jpg

http://i007.radikal.ru/0806/e7/cbaabc135045.jpg
http://i048.radikal.ru/0806/27/90d4ac0f1f19.jpg

http://i056.radikal.ru/0806/a9/23722cf00e8e.jpg
http://i047.radikal.ru/0806/be/22f3749d893b.jpg
http://i047.radikal.ru/0806/e4/386ab7f693bd.jpg

პოსტის ავტორი: tutiko თარიღი: Jun 25 2008, 12:18 AM

ძალიან მიყვარს შიო-მღვიმე და მამა შიო, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც მამა შიომ პატარა გვაჩუქა.უკვე რვა თვისაა და შიო ქვია

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Jul 1 2008, 08:11 PM

მეც ძალიან მიყვარს ეს მონასტერი. ბევრჯერ ვყოფილვარ და წმ. შიოს ბევრი თხოვნაც აუსრულებია

პოსტის ავტორი: T_E_K_O_T_E_K_O თარიღი: Jul 4 2008, 08:19 PM

დღეს კიდევ ერთხელ მოვილოცე შიო მღვიმის მონასტერი
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=386&i=teko030wh5.jpg

http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=386&i=teko018mi5.jpg

პოსტის ავტორი: T_E_K_O_T_E_K_O თარიღი: Jul 4 2008, 08:36 PM

http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=370&i=teko012ie4.jpg

პოსტის ავტორი: T_E_K_O_T_E_K_O თარიღი: Jul 4 2008, 09:39 PM

http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=61&i=teko013mn1.jpg

http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=390&i=teko016dt4.jpg

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Sep 19 2008, 07:45 PM

მართალია ცუდი ხარისხისაა,თუმცა ძალიან მიყვარს ეს სურათი rolleyes.gif

http://imageshack.us
http://g.imageshack.us/img392/picture013do4.jpg/1/


"ზეთისხილთ წყნარი ჰყვაოდა მტილი,
სად ლოცვით მკრთალი და ფერმიხდილი
ვიდოდა ბერი,იდგა ჰაერი
სულ სხვანაირი შუქით და ჩრდილით".

/გალაკტიონი/

პოსტის ავტორი: ანნო თარიღი: Jun 27 2009, 01:42 AM

ძალიან მიყვარს შიო მღვიმე wub.gif wub.gif wub.gif

უწმინდესი ადგილია wub.gif

ორჯერ ვარ ნაყოფი და უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა...



http://www.radikal.ru




http://www.radikal.ru



http://www.radikal.ru



ბევრი ფოტო მაქვს...დანარჩენებს მოგვიანებით ავტვირთავ...



პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2019, 09:37 PM

უბადრუკნო, განა არ იცით, სადაც ქრისტეს ძალაა, იქ თქვენ ვერაფერს იზამთ?

12.05.2011

შიო მღვიმელი

ერისკაცობა. ღირსი მამა შიო ასურეთის ქალაქ ანტიოქიაში დაიბადა, მდიდარ და წარჩინებულ ოჯახში. მშობლებმა ერთადერთი ვაჟი კეთილად აღზარდეს და უპირველესად წმინდა წერილი შეასწავლეს. როცა 16 წლის გახდა, იმდენს კითხულობდა საღვთო წიგნებს, რომ მშობლებს შეეშინდათ, ცუდად არ გაგვიხდესო და წიგნები გადაუმალეს. მაგრამ ვინ შეაჩერებდა ღვთისკენ მოსწრაფე ახალგაზრდას?! ოცი წლის შიო, მშობლებისაგან მალულად, მთელ იმ მხარეში დიდსულიერებით განთქმულ მამა იოანეს ესტუმრა. წმინდა მამამ უცნობ ყმაწვილს სახელით მიმართა, აკურთხა და მერე სულიერ შვილებს უთხრა: "ეს ყმაწვილი უფალმა გამოირჩია, სულიწმინდით აღავსო და იქმნეს იგი მრავალ სულთა მამაო". მთელი დღე ესაუბრა და ბოლოს უთხრა: - მშობლებისგან კურთხევა აიღე და მერე დაბრუნდი ჩემთანო. შეშინდა შიო - ჩემს სურვილს რომ გაიგებენ, ვაითუ მშობლებმა დამსაჯონო. წმინდა იოანემ ანუგეშა, შენი მშობლები შენზე ადრე აღიკვეცებიან მონაზვნადო. დაბრუნდა წმინდა შიო შინ.

ერთ კვირა დღეს მშობლებთან ერთად წირვაზე წავიდა. როცა სახარების კითხვა მოახლოვდა, წმინდა შიომ მამას ურჩია: - გამიგია, ყველა სენი და უძლურება მოშორდება მას, ვის თავზეც სახარებას წაიკითხავს დიაკვანი. წავიდეთ და სახარების ქვეშ დავდგეთო. დაუჯერა მამამ, დადგნენ სახარების ქვეშ. დიაკვანმა წაიკითხა: "რომელი მოვალს ჩემდა და არა მოიძულოს მამაი თვისი და დედაი თვისი და ცოლი და შვილნი და ძმანი და დანი და მერმე კუალად სულიცა თვისი, ვერ ხელ-ეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა" (ლუკა 14,26). როცა შინ დაბრუნდნენ, შვილმა წაკითხული სახარება შეახსენა მამას და უთხრა, რაღა გვაყოვნებს, უფლის მცნებები შევასრულოთო. მამამ უპასუხა, - მე და დედაშენი მოვხუცდით, გაგვხადე მონაზვნებად, შენ კი დაოჯახდი, რომ მემკვიდრის გარეშე არ დავრჩეთო. მართლაც, წმინდა შიომ ჯერ დედა მიაბარა მონასტერს, მერე კი მამა. მემკვიდრეობით რაც ერგო, ყოველივე გასცა, თავისთვის მხოლოდ წმინდა სახარება და ფსალმუნი დაიტოვა და წავიდა წმინდა იოანესთან.

ბერობა და წამოსვლა საქართველოში. ღირსმა მამამ ის ბერად აღკვეცა. დღითი-დღე სულიერად წარემატებოდა წმინდა შიო და ბოლოს დიდ მამათა საზომს მიაღწია და ბევრის მნახველი მამა იოანეც კი გააოცა. სიტყვით კაცთა და პირუტყვთა ყველა სენს იოტებდა და ეშმაკეულებს განკურნებდა.

ივერიაში ჩამოსულმა ასურმა მამებმა პირველად უფლის კვართს სცეს თაყვანი, მერე კი ყველა ის ადგილი მოილოცეს, სადაც წმინდა ნინოს ფერხნი დაედგა. ერთ დღესაც წმინდა იოანემ ზადენის მთაზე ასვლა და იქ დასახლება ინება. იქ ადრე ზადენის კერპი იყო აღმართული და ახლაც მთას ეშმათა გუნდი ნისლივით ეხვეოდა. მაისი იდგა, მდინარე ადიდებულიყო. ნაპირთან მივიდნენ, იქვე იყვნენ კათალიკოსი ევლავიოსი, ეპისკოპოსნი და სხვანიცა მრავალნი. შეუძლებელი ჩანდა მდინარის გადალახვა. წმინდა იოანემ უთხრა შიოს, - ილოცე, მამაო, რათა ღმერთმა უვნებლად გადაგვიყვანოს გაღმა ნაპირზეო. ღირსმა შიომ აღმოსავლეთით სამჯერ მუხლი მოიდრიკა, მერე კი წყალს სამჯერ ჯვარი გამოსახა და თქვა: - ჰოი, წყალო, მამა ჩვენი იოანე გიბრძანებს, შეწყვიტო სვლა, ვიდრე მეორე მხარეს არ გადავალთ. მისი სიტყვისაებრ მდინარემ შეწყვიტა დინება და ამოძრავდა მერე, ყველამ რომ გადალახა. ყველა გააოცა იმ მადლმა, ღმერთი რომ აძლევს თავის მოყვარულთ.

მამები ზადენის მთაზე დასახლდნენ. მღვიმე ეკლესიად გადააკეთეს. მამებმა ტალავერები ააგეს საცხოვრებლად, რადგან მალე ზამთარიც დადგა და საშინლად ციოდა. უამრავი ადამიანი მოაწყდა ზადენის მთას. სულით და ხორცით სნეულნი კურნებას პოვებდნენ. ერთ ღამეს წმინდა იოანეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და წმინდა ნინო გამოეცხადნენ და უბრძანეს, რომ თავისი მოწაფეები ქართლში მიმოეფანტა. გაიღვიძა წმინდა იოანემ და მოწაფეებს ამცნო ღვთის ბრძანება, მერე კი ჩაიყვანა კათალიკოსთან, რომელმაც აკურთხა ასურელი ძმები, თან ქართველი ახალნერგნი მონაზონნი გააყოლა და გაუშვა იქით, საითაც მათ სულიწმინდა წარუძღვა. წმინდა შიო დაყუდების მოყვარე იყო და შეევედრა წმინდა იოანეს, ამის ნება მიეცა. მოძღვარმა აკურთხა და უთხრა, - უფალმა გამომიცხადა, რომ უნდა დაეყუდო და მერე დიდი ლავრის მამა იქნებიო. ღირსმა შიომ კათალიკოსისგანაც აიღო კურთხევა და ისიც გაუძღვა სულიწმინდის ნაჩვენებ გზას.

დაყუდება, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოცხადება. წმინდა შიომ მცხეთის დასავლეთით ერთი უნუგეშო, მხეცებითა და ქვეწარმავალებით სავსე უღრანი ხევი მონახა. იქ ერთ პატარა გამოქვაბულში დაეყუდა, რომელიც სხეულს თუ უფარავდა. ღმერთზე მინდობილმა ორმოცი დღე წარვლო უსმელ-უჭმელმა. ნახა რა უფალმა მისი გულმოდგინება, მისცა მას უმეტესი სულიერი ძალნი. წმინდა შიომაც სამოცი დღე გაასრულა უზმოდ, ვითარცა ღვთის ანგელოზმა. ეშმაკი ათასნაირი ჩვენებით ცდილობდა მის შეშინებას, მხეცთა სახეს იღებდა, მაგრამ ვერარას უშვრებოდა ქრისტეს მხედარს, მერე ერთად შეიკრიბნენ ბოროტნი ძალნი და მისი მოკვლა გადაწყვიტეს. წმინდა შიო გამოქვაბულიდან გამოვიდა და მხნედ უთხრა მათ: "უბადრუკნო, განა არ იცით, რომ სადაც ქრისტეს ძალაა, იქ თქვენ ვერაფერს იზამთ? ამდენი დღეა, ახლოსაც ვერ მეკარებით. ამიტომაც ჩემი უფლის სახელით გეტყვით, - წარვედით ჩემგან". ეშმაკები დაემუქრნენ: - ამპარტავანო ბერო, ხვალ ჩვენი უფროსი მოვა და შენც და შენს მოძღვარსაც დაგხოცავთო.

ის ღამე თავის გამოქვაბულის გარეთ, ლოცვაში გაატარა ღირსმა შიომ. განთიადისას მის გამოქვაბულს გამოუთქმელი ნათელი მოეფინა, ირგვლივ საოცარი კეთილსურნელება დატრიალდა და წმინდანს გული სიხარულით აუვსო. ამ დროს ხმა მოესმა: - შიო, ჩემი ძის ერთგულო მონავ, მოდი აქ. მივიდა და მღვიმის კართან დიდებული ქალბატონი იხილა მოღვაწე სახის მამაკაცთან ერთად. იქვე იყვნენ ზეცისა ერნი. გამოქვაბულიდან ზეცამდე იხილვებოდა მწყობრი ანგელოზთა, რომლებიც უტკბეს საგალობლებს გალობდნენ. წმინდა შიო მიწაზე დაემხო, რადგან ვერ გაუძლო ბრწყინვალების ხილვას. დიდებულმა ქალბატონმა კვერთხი შეახო, განაძლიერა და უთხრა: "ადექი!" მერე კი თოვლის მსგავსი მცირედი რამ მისცა და უთხრა: "მე ვარ მშობელი ქრისტე ღმერთისა, რომელიც შენ შეიყვარე; ჩემთან ერთად არის იოანე ნათლისმცემელი და ვიხილეთ რა სრული სიყვარული შენი ძისა მიმართ ჩემისა, მოვედი შენს სანუგეშოდ. ამიერიდან რაც ზეციდან მოგეცემა, ის შეჭამე და ნუღარ გეშინია ეშმაკის ბრძოლისა, რამეთუ უხვად გაქვს ღვთის მადლი. ხოლო ეს უდაბნო, შენი მობაძავი ღმერთშემოსილი კაცებით აღვსებული, შენი მაქებელი იქნება უკუნისამდე". დედა უფლისა და ზეცისა ძალნი უჩინო შეიქნენ.

შიომღვიმემდე ვიდრე მიხვალთ, ხელმარჯვნივ პატარა ეკვდერი დგას, რომელიც იმ ადგილას არის აშენებული, სადაც წმინდა შიოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა. წმინდა შიო გონს მოეგო, იგემა ღვთივმოცემული საჭმელი. ცრემლით დაალტო მიწა, მადლობა შესწირა ღმერთს და უფრო მეტი გულმოდგინებით განაგრძო ღვაწლი, უფალმა როცა ეს ნახა, თავის მონას ყოველდღიურად უგზავნიდა საჭმელს, რომელიც მასთან მტრედს მიჰქონდა. სასმელად კი იქვე, კლდიდან წყარო წამოედინა.

ევაგრე. გავიდა მრავალი წელი მას მერე, რაც წმინდა შიო განმარტოვდა. ერთხელ, როცა მტრედს მისკენ საჭმელი მიჰქონდა, ფრინველი შეამჩნია ევაგრემ, ციხედიდის მთავარმა, რომელიც იმ ადგილებში ნადირობდა. მიჰყვა ჩიტს, რომელმაც მამა შიომდე მიიყვანა. "ვინ ხარ?" - ჰკითხა "ზარგანხდილი მოშიშებით" თავადმა. "უცხო კაცი ვარ და ქრისტეს მოსავი, სოფლის შფოთს განშორებულმა მსურს მყუდროებით აღვასრულო ჩემი წუთისოფელი", - მიუგო წმინდა შიომ. წამისყოფაში შეიცვალა ევაგრე, - იფიცებოდა, აქედან აღარ წავალო. წმინდა შიო კი ეუბნებოდა, ვერ შეძლებ აქ ცხოვრებასო, მაგრამ როცა მისი გონების სიმტკიცე დაინახა, მისცა კვერთხი და უთხრა: - წაიღე ეს, შვილო, და გაბრუნდი უკან. მტკვართან რომ მიხვალ, კვერთხი ჩადე მდინარეში. მდინარე გზას მოგცემს, მშრალად გადახვალ გაღმა ნაპირზე. შინ საქმეები მოაწესრიგე და წამოდი, მდინარეში კვლავ ჩადე კვერთხი, თუ წყალი კვლავ გზას მოგცემს, მოდი ჩემთან. ხოლო თუ მდინარე კვერთხს არ დაემორჩილება, უკანვე გაბრუნდი, რადგან არ ნებავს ღმერთს, რომ აქ დასახლდეო. ევაგრემ დააფიცა ღირსი მამა, რომ არ წავიდოდა სხვაგან, თვითონ კი შინ დაბრუნდა. მტკვარში კვერთხი ჩადო და სასწაულიც მოხდა - მდინარე გაიპო. მთავარმა სახლს, ქონებას პატრონი გაუჩინა და მალევე უკან წამოვიდა. კვერთხი ჩადო მტკვარში, მდინარემ კვლავ გზა მისცა და გულსავსე მივიდა ღირს მამასთან. ღირსმა შიომ ის მონაზვნად აღკვეცა, ასწავლა მონაზვნობის წესი, განუჩინა ტიპიკონი. მოშორებით ერთ მღვიმეში დაასახლა და ისიც ასწავლა, თუ როგორ უნდა ეძლია ეშმაკის შემოტევისთვის.

ცრემლის წყარო. მას მერე ყველამ გაიგო ღირსი შიოს სახელი. მახლობელი სოფლებიდან უამრავი ადამიანი დასახლდა ევაგრეს გარშემო. გამრავლდა საძმო. წმინდა შიო ყოველ კვირა დღეს ადიოდა მათთან და სულიერად დამოძღვრავდა. ერთხელ იხილა, რომ მდინარიდან მომავალი ძმა წაიქცა, სარწყული გაუტყდა და მწარედ ატირდა. შეწუხდა წმინდა მამა. უცებ დაინახა, რომ იქვე მდგომი ანგელოზი კლდის ძირში კვერთხით მიწას თხრიდა. მიხვდა, რომ იგი ღმერთმა ძმათა ნუგეშინისცემისთვის გამოგზავნა. ნუ წუხხარ, ძმაო, ღმერთმა შენი ცრემლების ნაცვლად მანდ წყარო აღმოგიცენაო, - დაამშვიდა ანგელოზმა. მართლაც, ღირსი მამის ლოცვით კლდიდან წყარო გამოედინა, და მას დღესაც "ცრემლის წყაროს" ეძახიან.

ეკლესიები. ძმობა გამრავლდა, მაგრამ ეკლესია არ ჰქონდათ. წმინდა შიო და ძმები მთის წვერზე ავიდნენ, მოიდრიკეს მუხლი და დიდხანს ილოცეს, უფალს იმ ადგილის ჩვენება შესთხოვეს, სადაც ეკლესიას ააგებდნენ. მერე წმინდა შიო წამოდგა, მარცხენა ხელისგულზე ნაკვერჩხლები დაიწყო, დაადო საკმეველი, ჯვარი გამოსახა, ძმებს ხელების ზევით აღპყრობა და "კირილეისონის" გალობა უბრძანა, თვითონ კი ხელით კმევა დაიწყო. საკმევლის კვამლი სვეტივით აღემართა, ავიდა ზეცაში და თვალს მიეფარა, მერე კი კვლავ გამოჩნდა და ერთ ადგილს დაადგრა, სადაც ძმები ცხოვრობდნენ. კმევა-კმევით ჩავიდა ღირსი შიო დაბლა, უკმია სვეტდანადგარ ადგილს, შემდეგ ძმებსაც უკმია და მერეღა ჩადო ნაკვერჩხალი საცეცხლურში. წმინდა შიომ სათხრელი მოითხოვა, საკმევლის სვეტის ძირში სამგზის დასცხო და იმ ადგილას ყოვლადწმინდა სამების სახელზე ბრძანა ეკლესიის აშენება. ცოტა მოშორებით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის აგება ბრძანა, ხოლო კიდევ ცოტა მოშორებით წმინდა იოანე ნათლისმცემლისა, რომელიც ერთ ძალზე ღრმა მღვიმის თავზე აღაშენეს. ხოლო სვეტი იგი საკმევლისა სამი დღე შეუძვრელად იდგა და საკვირველ სურნელს გამოსცემდა.

მეფე ფარსმანმა მოიკითხა თავისი მხნე მეომარი ევაგრე, ეწვია მონასტერში, ნახა ღირსი შიოც, მისგან კურთხევა აიღო და სურვილი გამოთქვა, ეკლესიას დახმარებოდა. მეფემ სავანეს ოთხი საუკეთესო სოფელი, ოქრო-ვერცხლი და ძვირფასი საეკლესიო ნივთები გადასცა, მათ შორის იყო დიდი ოქროს ჯვარი, წმინდა ვახტანგ გორგასლის მიერ შემკობილი. ასევე მუშებს ზედამხედველები დაუდგინა, რათა სწრაფად აეშენებინათ საყდრები. გამრავლდა ძმობა, ორი ათას კაცამდე მიაღწია, აბა, იმ პატარა ხევში როგორ დაეტეოდნენ. ამიტომაც ზოგი კოდმანის მხარეს წავიდა და იქ ააშენა დიდი ლავრა, ზოგიც - სარკინეთის აღმოსავლეთით. წმინდა შიო კი ძველებურად იღვწოდა, ჩამოძონძილი სამოსი ოდნავ თუ უფარავდა სხეულს და ახალს არ იცვამდა. მისი მღვდლად კურთხევა მოინდომეს (დიაკვნად ასურეთშივე იყო ნაკურთხი), მაგრამ იუარა - მერე ეპისკოპოსადაც მაკურთხებენო.

მგელი. უამრავი ადამიანი მიდიოდა ღირს შიოსთან და კურნებას პოვებდა. ხევები ავსებული იყო ამ ხალხის ჯორ-ცხენებით, რომელთაც გარეული მხეცები ესხმოდნენ თავს და ჭამდნენ. მაშინ წმინდა შიომ შესთხოვა ღმერთს, რომ მის წინაშე მთელი იმ მიდამოს მხეცები შეკრებილიყვნენ. მართლაც ყველანაირი მხეცი შეიკრიბა. დედებს ლეკვები ზოგს წინ ედგა, ზოგს კბილებით ეპყრა. იდგნენ თავდადრეკილნი და ისმენდნენ ღირსი შიოს ბრძანებას. "მეცოდებით, მაგრამ რა ვქნა, - უთხრა მათ ღირსმა მამამ, - თქვენსა და ჩვენს დამბადებელს, ქრისტე ღმერთს უბრძანებია, რომ ეს ადგილი პირმეტყველმა კაცებმა აავსონ. წადით და საცხოვრებლად სხვა ადგილი მონახეთ. ხოლო აქ ერთი თქვენგანი დაგვიტოვეთ, ძმათა ვირების სამწყემსავად". ამის თქმა იყო და ყველანი მომოიფანტნენ, მხოლოდ ერთი მგელი დარჩა, რომელიც წარდგა ღირსი შიოს წინაშე. მან ის ვირების მწყემსად დაადგინა. ისიც, ღირსი შიოს ბრძანებისაებრ, დილით გაყრიდა ვირებს საძოვარზე და უკან საღამოთი აბრუნებდა. ღამით კი წმინდა შიოს მღვიმესთან ეძინა. ექვსი წელი დაჰყო მგელმა ამ მსახურებაში.

ერთხელაც ბერ კონონს ვირი ხრამში გადაეჩეხა და მამა შიოს წყევა დაუწყო, - შენმა მგელმა შემიჭამაო. მგელი თავს იმართლებდა, ტიროდა, წკმუტუნებდა, კონონის კვერთხს კბილები ჩაასო და ექაჩებოდა. წმინდა შიომ კონონს უთხრა, გაჰყევიო. კონონი საყვედურობდა, - შენ გინდა, მეც შემჭამოსო. მაშინ წმინდა შიო გამოვიდა მღვიმიდან და ორ ძმასთან ერთად გაჰყვა მგელს, რომელმაც ისინი ხრამში ვირთან მიიყვანა. წმინდა შიომ მოუხმო მგელს და გაათავისუფლა ვირების მწყემსობიდან, - წადი შენიანებთან, ამათ კი თვითონ მოძებნონ თავიანთი საქონლისთვის მწყემსიო. წავიდა მგელი, მის ნაწოლ ადგილს კი დღემდე გიჩვენებენ წმინდა შიოს პირველ მღვიმესთან.

ჯურღმულში. გამოხდა ხანი. გამრავლდნენ ძმები. ღირსმა შიომ დაყუდება მოისურვა, ჯერ წმინდა იოანესგან აიღო კურთხევა და მერე კათალიკოსისგან, ეამბორა სვეტიცხოველს და წმინდა იოანე ნათლისმცემლის ტაძრის ქვეშ, ღრმა მღვიმეში ჩავიდა. ვიდრე მღვიმეში დაბინავდებოდა, უკანასკნელად დამოძღვრა ძმები, წინამძღვრად მათ ევაგრე დაუდგინა. გაუძნელდა წმინდა ევაგრეს ამხელა ტვირთის თავსდება, მაგრამ მიიღო წინამძღვრის კვერთხი ღირსი შიოსგან. ღირსმა შიომ ასსამოცი თავი სწავლა დაუწერა ძმებს, რათა ყოველ კვირა დღეს წაეკითხათ ეკლესიაში და "სურვილსა მის პირისა მისისასა აღმოივსებდეს". მრავალი დამოძღვრის მერე ჩავიდა ბნელ მღვიმეში, მიწის სიღრმეში, "რაითა სიმპალესა ხორცთა მიცემითა აღმოაჯეჯილოს ხუვილი წმიდაი". ენა ვერ გამოთქვამს მღვიმეში თავდამარხული ღირსი შიოს ღვაწლს. განილია სხეული მისი, გაშავდა მისი დამჭკნარი კანი. ხოლო მისი წმინდა ლოცვის ძალაზე მისივე მონასტერი მეტყველებს, აღორძინებული და მრავალი სათნო მონაზვნით შემკობილი.

სამი ღერი თმისა. როცა ღირსი შიო მღვიმეში იჯდა, ვინმე სპარსი, წყალმანკით დაავადებული, ათასნაირ მკურნალს რომ ვერ განეკურნა, მივიდა მის მღვიმესთან და წმინდა მამას განკურნება სთხოვა. მისი გოდება რამდენიმე დღეს გრძელდებოდა. ძმებმა უთხრეს: - გაჩუმდი, ძმაო, რამეთუ ბერი მხოლოდ კვირადღეს და ისიც მონასტრის მამასახლისს ესაუბრებაო. ხოლო როცა კვირა დღეს მღვიმეში ჩამავალი ევაგრე დაინახა, კაცმა უმეტესად ატეხა გოდება და იფიცებოდა, არსად წავალ, ვიდრე არ განმკურნავსო. ღირსმა ევაგრემ სპარსის განკურნება სთხოვა დიდბერს. გაჩუმდი, ძმაო, ცოდვილი ვარ და ყველა კაცზე საწყალობელი. მკურნალი კი ღმერთია და მას განკურნავს, ვინც უნდაო, - ბრძანა წმინდა შიომ. ევაგრემ აღარაფერი უთხრა, კუნკულს გაგიბერტყავო, მოიმიზეზა. სამოსზე ღირსი შიოს თმის სამი ღერი იპოვა, მუჭში დამალა და სპარსს წამოუღო. თუმცა ზემოთ ამოსულს სპარსი სრულიად განკუნებული დახვდა. გაოცდა წმინდა ევაგრე, - მითხარი, ძმაო, როგორ განიკურნეო. მან უთხრა: - როცა მღვიმეში ჩახვედი, ვფიქრობ, რომ შენ გამოგზავნე ყმაწვილი, რომელმაც მომცა სამი ღერი მოხუცებული კაცის თმისა და მიბრძანა, პირში ჩაიდეო. ჩავიდე თუ არა, თმა თითქოს გადნაო და აჰა, განკურნებული ვდგავარ შენ წინაშეო. განხსნა ევაგრემ ხელნი და მამა შიოს თმა მუჭში აღარ ჰქონდა. სპარსი თავის ქვეყანაში დაბრუნდა და ყოველწლიურად ჩამოდიოდა მონასტერში საკმევლისა და ზეთის შესაწირით.

კვერთხი. მამა გაბრიელი (ურგებაძე) იტყოდა ხოლმე, - მამა შიოს კვერთხი მე მაქვსო. ნეტავ რას გულისხმობდა? მამა შიოს კვერთხს რომ დიდი ძალა ჰქონდა, ეს უკვე ვნახეთ, როცა წმინდა ევაგრემ მისი შეხებით ორჯერ გაჭრა მდინარე მტკვარი. სხვა სასწაულიც გავიხსენოთ.

სპარსი, რომლის ბრმა შვილიც წმინდა შიოს განეკურნა, ღირს მამასთან სამადლობელი საჩუქრით მიდიოდა. ორი ვირი ზეთით, თაფლით, ლეღვის ჩირით და სხვა სანუგეშო ნობათით დაეტვირთა. შებინდდა. კაცს გზად ავაზაკები გადაეყარნენ, მსახურებთან ერთად ცოცხალმა ძლივს დააღწია მათ თავი. "მამაო წმინდაო, შენ თვითონ იზრუნე იმ შესაწირზე, რომელიც შენი მონასტრისთვის მოგვქონდა", - თქვა სპარსმა და მონასტრის გზას გაუდგა. ამ დროს ღმერთმა ავაზაკებს გონება შეუცვალა, მათ ეგონათ, რომ თავიანთ ბუნაგში მიდიოდნენ, სინამდვილეში კი მღვიმის მონასტრის სიახლოვეს მიაღწიეს და თვალთ დაუბრმავდათ. გათენდა, მონასტერს მოაღწია სპარსმაც. დაინახა თავისი ვირები და დაბრმავებული ავაზაკებიც. მიზეზი ჰკითხა. "ჩვენ კაცნი ვართ ავაზაკნი, სხვათაგან მიტაცებული შინ მიგვქონდა. გვეგონა, სახლის გზას ვადექით, მაგრამ უცხო კლდეებთან აღმოვჩნდით. მოხუცებული მონაზონი ვიხილეთ, რომელმაც სახეზე შემოგვბერა და დავბრმავდით. გევედრებით, ვინც არ უნდა იყო, წაგვიყვანე, თორემ ასე დაყრილები ამოვწყდებითო". სპარსმა უთხრა: - წამოდით, ძმებო, და მიგიყვანთ ღირსი შიოს მონასტერშიო. მივიდნენ მონასტერში. ავაზაკები იქვე დასხა, თვითონ კი ღირს ევაგრეს მოუყვა ყველაფერს. ევაგრემ ძელზე დაარეკინა, შემოკრიბა ძმები და მათ წინაშე ავაზაკებს მოაყოლა თავს დატეხილ განსაცდელზე. მორწმუნე სპარსმაც თავის მხრივ მოუთხრო მას, რაც შეემთხვა. მიხვდნენ ავაზაკები მოწეული უბედურების მიზეზს და ღირს შიოს განკუნება შეღაღადეს. წმინდა ევაგრემ უთხრა: - დასცხერით, ძმებო, კვირადღემდე. მაშინ ჩავალ მღვიმეში და შევევედრები თქვენთვის წმინდანსო. კვირა დღეს ჩავიდა მღვიმეში ევაგრე, თუმცა ავაზაკებზე განგებ არაფერი თქვა. წამოსვლისას წმინდა შიომ მას თავისი კვერთხი მიაწოდა და უთხრა: - ევაგრე, მიიღე კვერთხი და უთხარი მათ, ამგვარ უწესოებას თავი ანებონ. აჰა, განმიხსნია ისინი სიბრმავისაგან, თვალებზე კვერთხი შეახე და აეხილებათო. ასეც მოიქცა წმინდა ევაგრე, განკუნებული ავაზაკნი ღვთის დიდებით დაუბრუნდნენ სახლებს...

მღვიმეში რამდენიმეწლიანი მოსაგრეობის შემდეგ ღირსი შიო წარვიდა უფლისა მიმართ, ხოლო ძვალნი მისნი, ქართველთა სანუგეშოდ, ძველ დროში, ყველიერის ხუთშაბათს, შიოობას, თავისით ამოდიოდნენ წმინდა შიოს სამარხიდან წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში.

მრავალი სასწაული მოუხდენია და ახდენს ღირსი შიო, იგი განსაკუთრებით უშვილოებს შეეწევა და აძლევს უმეტესად ძეებს. ამის მოწმე და მამა შიოს წყალობის ღირსი მეც შევიქენი, თუმცა ამაზე უკვე მოვუთხრეთ "კარიბჭის" მკითხველს და სიტყვას აღარ გავაგრძელებთ.

ღირსი შიოს ლოცვა არ მოჰკლებოდეს ჩვენს ტანჯულ ქვეყანას!
სტატიის ავტორი: კახაბერ კენკიშვილი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2019, 07:18 PM

ღირსი მამა შიო რჩეული ჭურჭელი იყო ღვთის მადლისა

ღირსი შიო მღვიმელი

"კათოლიკოს-პატრიარქმა, წმინდა ლეონიდემ (ოქროპირიძე) ღირსი შიო მღვიმელის წმინდა ნაწილთა აღმოსვენებისა და მისი სახელის სხენების დღესთან დაკავშირებით ამგვარად იქადაგა ყველიერის ხუთშაბათს:
"საქართველოს ეკლესიის დიდსა და ღირსშესანიშნავ დღესასწაულს წარმოადგენდა ძველად დღევანდელი დღე; მთელი ქართველი დიდიდან პატარამდე მოისწრაფოდა ყოველი წლის ღირსი შიოს წმინდა საფლავის თაყვანისსაცემლად.

მოუსვენარმა სპარსელებმა და ლეკებმა მრავალჯერ გაძარცვეს შიოს ლავრა, წარიტაცეს მთლად მისი მდიდარი სამკაული, მიანგრ-მოანგრიეს ძვირფასნი შენობანი, ამოსწყვიტეს აქ მოღვაწე ბერ-მონაზვნები, შემოფანტეს და შიშის ზარი დასცეს მლოცველებს, ვეღარავის შეეძლო აქ მოსვლა და ამის გამო ბოლოს საქმემ იქამდე მიაღწია, რომ ეს, ოდესრაც ფრიად ცნობილი და სახელგანთქმული სავანე, ეს "სიქადული მთელი ქართლისა", შეიქმნა სრულებით მივიწყებული და ყველასაგან თავ-მინებებული. ძნელი იყო, რომ ამ ოცი-თხუთმეტი წლის წინათ დღევანდელ დღეს ენახა ვისმე აქ ხუთიოდე მლოცავი, ან კი საიდან უნდა მოსულიყვნენ იგინი, როდესაც მონასტრის მიდამო დაჭერილი ჰქონდათ ატეხილ, გაუვალ ძეძვსა და საცალფეხო ბილიკიც არსად მოიპოვებოდა, ხოლო ეს ეკლესია (იოანე ნათლისმცემლის) იმყოფებოდა ისეთ უკიდურეს მდგომარეობაში, რომ თავზე დაწოლის შიშის გამო ვერავინ ბედავდა მასში შესვლას?

მადლობა ღმერთსა, რომ სამუდამოდ გათავდა ეს შავი და ავად სახსენებელი მყუდროება, და აჰა, შიო მღვიმელის მადლითა და შეწევნითა, დანგრეულ-დაძველებული ეკლეისები განახლდნენ, აეგნენ ძვირფასნი და საკმარისად მოზრდილნი შენობანი ბერთა საცხოვრებლად და მლოცვლთა სადგურად, გამრავლდა კრებული, გაიმართა მუდმივი წირვა-ლოცვა, გაიღვიძა ხალხმა, კვალად ვეღირსენით ღისრი მამა შიოს წმინდათა ძვალთა ამბორის ყოფას განახლებულ და გამშვენებულ ტაძარში!

დიდება მამასა, რომელმანც შეგვასწრო ამ გარემოებას, მადლობა ძესა, რომელმანც ღირს-გვყო დღევანდელი დღისა, თაყვანის-ცემა სულსა წმიდასა, რომელმანცა აღგვიდგინა მამეული სალოცავი; სულით განათლება მას, ვინც ასე მხნედ შეუდგა ამ გაცივებული მონასტრის განახლებას და მას უმსხვერპლა თავისი ჯანი, გონება, გამოცდილება და ქონება.

ეხლა, ძვირფასნო მსმენელნო, როდესაც განვლო ჩვენი მწუხარების ღამემ და გაგვითენდა დღე სიხარულისა, როდესაც განახლდა თქვენი მამა-პაპის სალოცავი, როდესაც ყველას შეგიძლიათ სულ ადვილად და დაუბრკოლებლად აქ მოსვლა გულითადი ლოცვა-ვედრების აღვლენით დასატკბობად, თქვენ ზნეობრივ მოვალეობას უნდა შეადგენდეს, სხვათა შორის, ზრუნვა და თავდადებული მეცადინეობა იმის შესახებ, რომ ღირსი მამა შიოს სახელს აღუდგენოთ კვალად თქვენს ნაცნობთა შორის ძველებური ხსოვნა და პატივისცემა; თვითოეული თქვენგანი მოვალეა გაიტანოს ამ ღირსი მამის სახელი შორს ხალხში, მიუთხრას აქ არა მყოფს ერს, რა სულიერ კმაყოფილებას, ნეტარებას და ზეციურ ბედნიერებას ჰპოვებს შიოს საფლავის მლოცავმავედრებელი და ამით აღუძრას ყველას მხურვალე წადილი ხსენებული წმინდანის სასწაულმოქმედთა ნაწილთა თაყვანისცემისა.

მაგრამ ამასთან ერთად თქვენსავე მოვალეობას შეადგენს განსაკუთრებითი ზრუნვა იმის შესახებ, რომ თქვენი აქ მოსვლა, თქვენი წარდგომა წინაშე ღირსი მამა შიოსი იყოს სასიამოვნო და არა სამწუხარო, ხოლო თქვენ თვითონ დაფიქრდით, თქვენ თითონ მოისაზრეთ, გაზომეთ და ასწონეთ, რა ესიამოვნება, რა გაახარებს და აამებს მას, რომელიც შემოსილია ზეციური ნათლით და განასპეტაკებულია ცოდვათაგან. .იგი განუშორებლივ წინ სდგას ზეციური მამისა, და განა რომ არ ესიამოვნება დანახვა ისეთი ადამიანისა, რომელიც არ იცნობს ამ ზიციურ მამას, არა ტყობილობს ყოველ საქმეს მისი სახელის ხსენებით?

იგი მუდამ ევედრება და უგალობს ღმერთსა, და განა რომ მისთვის გასახარელი არ იქნება დანახვა ისეთი პირისა, რომელმაც არ იცის ყველა რიგიანი ქრისტეანისათვის სავალდებულო ლოცვები და არ უყვარს წირვა-ლოცვაზე დასწრება? Mმისი პირი წარმოსთქვამს მხოლოდ ღვთის ვედრება-გალობას, და განა რომ დიდად სამწუხაროდ დაურჩება მას დანახვა ისეთი ადამიანისა, რომელსაც ენაზედ აკერია გინება, ლანძრვა, უწმაწური სიმღერა და უშვერი ლაპარაკი? მისი გულის შინაარსს შეადგენს ყველას სიყვარული, ყველასთვის ბედნიერება, ყველას დახმარება და შებრალება; განა რომ სამძიმოდ დაურჩება მას ხილვა ისეთი ადამიანისა, რომელიც მტერია თავისი მეზობლისა, ცდილობს ქვრივ-ობლების დაჩაგვრას, დაძალებას და ღალატს? მან შრომით და მომჭირნეობით მოიპოვა ღვთის მადლი, და განა რომ არა სასიამოვნო იქნება მისთვის კაცი უდები, ზარმაცი და მცონარი?

მან მარხულობაში დალია თავისი დღენი და განა რომ არაფრად უნდა ესიამოვნოს ხილვა ავ-მუცელა და მსმელი ადამიანისა? აქ თითო ფეხის დადგმა ალაგი მოწრყულია მისი ანგელოზებრივი ლოცვა-ღაღადით, და რა კითხვა უნდა, რომ თქვენი რომელიმე ზნეობრივი უწმინდურება, ზნეობრივი ნაკლულევანება და არა წმინდა მიდრეკილება შელახავს აქაურობას და ამის გამო გარისხდება და გაწყრება აქაურობის მცველი და მფარველი ღირსი მამა შიოც.

***

სამწუხაროდ, სავალალოდ და სატირლად ქართლის სოფლების მცხოვრებლებს ძალიან ნაკლებად აქვთ შეგნებული ცოდნა ღმერთზედ და წმინდანებზედ. იშვიათია, რომ იცოდეს ვინმემ მათ შორის ორიოდე ლოცვა; დიდმაც და პატარამაც გული აიყარეს ეკლესიაზედ და მის მაგივრად დიდად შეუყვარებიათ დუქანი, რომლის კარების წინ აღამებენ კვირა-უქმეებს უაზრო, უთავბოლო და გამხრწნელ ლაყბობაში, მუშაობის დროს მეზობელთან წაუჩხუბრად და ნაბიჯს არ გადასგამენ, რომ ჯოჯეხეთური გინებით არ მიმართონ სამუშაო იარაღს, ან საქონელს.

აი, რა უზნეობის უფსკრულშია ჩავარდნილი დღეს ქართლელი გლეხი; რა ღვთის-საგმობელ გზას ადგია ბევრი თქვენგანი; რა უსუფთაო, საზიზღარი და შემაწუხებელი ჩვეულებანი გაქვთ გამჯდარი ძვალ-რბილში! კარგი და პატიოსანი, თუ ყველა ესე მოიშორეთ თავიდან, ყველაფერი ესე დაუტევეთ სამუდამოდ და მოაშორედ ამ წმიდა ალაგს იმ განზრახვით, რომ გაახაროთ ესოდენი სასიამოვნო საქციელით ღირსი მამა შიო და გამოსთხოვოთ მას მადლი და შეწევნა კეთილ ცხოვრებაში წარსამატებლად.

მაგრამ ნუ ავიხვევთ ტყუილ-უბრალოდ თვალებს, ნუ მოვიტყუვდებით განზრახ; მლოცავთა დიდი უმრავლესობა მოვიდა ამ წმიდა ალაგს და წარსდგა ღირსი შიოს საფლავის წინ სწორედ იმ ზნეობრივი ნაკლულევანებით, რომლებიც აბნელებენ მის ყოველდღიურ ცხოვრებას სოფელში. ცხადია, მაშასადამე, რომ სწუხს და არ უხარიან ღირს მამა შიოს ეს სიმრავლე მლოცველებისა, იგი გამწარებულ-განრისხებულია ჩვენზედ და ამის გამო სულ ამაოა ეს ჩვენი შრომა და ცალმხრივი ხვეწნა-ვედრება.

დიახ, სწორედ ასეა, მაგრამ მაინც სასოწარკვეთილებას ნუ მივეცემით. კიდევ გვაქვს საშუალება გავასწოროთ დანაშაული და კვალად მხიარულ ვყოთ იგი, ვის კარსაც მოვსულვართ შენდობისა და ლოცვა-კურთხევის მისაღებად. დიდ სიკეთედ ჩაგვეთვლება და ღირსი შიოც მოიბრუნებს ჩვენზე გულს, უკეთუ ამ წმინდა ნაწილების და საფლავის წინ შევიკვრით ყველანი მტკიცე და შეუდრეკელი დაპირებით, რომ დღეის-ამას-იქით მოვიშლით უკეთურობას და შეუდგებით ქრისტიანულ ცხოვრებას. ღირსი მამა, მხედველი ამგვარი ჩვენი აღთქმა-დაპირებისა, დაგვლოცავს რა, გულ-მტკივნეულად, მხიარულებით წარუდგება ზეციურ მამას და მოახსენებს: ვიხილე მე სამწყსო ჩემი; იგი ყელამდინ აღვსილა ცოდვა-დანაშაულებით, მეტად დაცემულა და დაავადებულა ზნეობით, მაგრამ ჩემი ხსენების დღეს მას დაებადა წრფელი სურვილი ცოდვათა შენანებისა და კვალად სიკეთისაკენ გამობრუნებისა; ამისთვის მხურვალედ გევედრები: მიანიჭე მას, მეუფეო, მადლი და კურთხევა შენი, რათა შესძლოს მან მომავალში დაუბრკოლებლად აღსრულება იმ კეთილი აღთქმისა, რომელიც წარმოსთქვა მან გულის სიღრმითგან ჩემი საფლავის წინაშე.

დავემხნეთ პირქვე, საყვარელნო მსმენელნო, ამ წმიდა ნაწილების წინ, მოვიდრიკოთ ყველამ ქედი და შემუსვრილი გულით ესრეთ შევთხოვოთ: ითხოვე ჩვენთვის წყალობა, ჰოი მამაო, კადნიერებით წინაშე მეუფისა! მოგვხედენ, ტკბილო, გულითა და სიტყვითა, ტკბილად ყოველთა ხსენებისა ამის შენისა დღეს. ამინ.



***

იყო დრო, როდესაც ეს ღრმა და ბნელი მღვიმე, ეს ცივი და ნოტიო ორმო, ალაგი ღირსი შიოს განსაცვიფრებელი მოღვაწეობისა, საკუთარ თვალის ჩინზედ უძვირფასესად მიაჩნდა ყოველ ქართველს და იმ დროს ჩვენი ერიც ერობდა, ქართველსაც ქუდი ეხურა, მაშინ ქართველობა ნიშნავდა შიო მღვიმელისა, ანტონ მარტოდ-მყოფელისა, დავით გარეჯელისა, ისე წილკნელისა, ისიდორე სამთავნელისა და მათ მსგავსთა მოწაფეობას. მაშინ ურწმუნოება, მოყვასთა მტრობა, ქურდობა და ავაზაკობა, მეძაობა, სიმთვრალე, ქვრივ-ობოლთა და ღარიბ-დავრდომილთა განუკითაობა, სამშობლოს არა-სიყვარული და დავიწყება საზოგადო სარგებლობისა ქართველს მიაჩნდა ჩამოთვლილი წმინდანების ღალატად.

ღირსი მამა შიო რჩეული ჭურჭელი იყო ღვთის მადლისა, ეს მადლი მოსავდა მას სასწაულთმოქმედებით; იგი დღესაც იმდენად სასწაულთმოქმედია, რამდენადაც თავისი სიცოცხლის დროს იყო და თუ შენზე ამისთანა გავლენას არ ახდენს, ამის მიზეზი შენა ხარ. ღირს მამა შიოს სწამდა, რომ ღმერთი ხედავს როგორც მის საქმეებს, აგრეთვე აზრებსა და განზრახვებს, ამიტომ იგი ასრულებდა და ფიქრობდა მხოლოდ იმას, რაც ღვთის სურვილს შეესაბამება, რაც საამო და სათნოა ღვთისთვის. აბა, შენც ასეთი რწმენით გაიმსჭვალე, თუ სირცხვილის ალმა არ დაგწვას, რომ აგრე გატაცებული ხარ ქეიფით ავხორცობით, არ ერიდები ქურდობას და კაცის კვლას! ღირსი მამა შიო იმას გვასწავლის და გვიქადაგებს, რომ თუ მართლა ღმერთი გწამთ, თუ ნამდვილად გიყვართ თქვენი გამჩენი, თუ გინდათ, რომ თქვენი ცხოვრებით დაიმსახუროთ უფლის მადლი და კურთხევა, თუ მონდომებული ხართ იესო ქრისტე იყოლიოთ თქვენ შორის და მისი მადლი მუდამ გმოსავდეთ, იქონიეთ ერთი-მეორის სიყვარული, ნუ დაივიწყებთ ნურასოდეს ზრუნვას, რომ შეუმსუბუქოთ ცხოვრების სიმწარე ქვრივს, ობოლსა, საპყარსა და ბეჩავსა. აბა, ყველანი ამ გზას დავადგეთ, თუ დღევანდელი ჩვენი ჯოჯოხეთის მსგავსი ცხოვრება ყოველი სიკეთისა და ბედნიერების წალკოტად არ გადაიქცეს. განა სასურველი იქნება კიდევ ვისთვისმე ამაზე დიდი სასწაული, ამაზე მეტი სიკეთე, ამაზე უდიდესი დახმარება?

ძვირფასნო მსმენელნო! იცოდეთ, გწამდეთ და ნურასოდეს ნუ დაივიწყებთ, რომ ურწმუნოების მქადაგებელი, ვინც უნდა იყოს იგი, საერო თუ სასულიერო, სწავლული თუ უსწავლელი, ცხადი და პირდაპირი მტერია თქვენი ბედნიერებისა, თქვენი ცხოვრებისა, თქვენი ადამიანობისა.

გონიერი ადამიანისთვის ურწმუნოება ღვთის მსგავსების დაკარგვა და უგუნურ ცხოველთა დამსგავსებაა.

ღირსო მამაო შიო! ყველამ განგარისხეთ, ყველამ შეგცოდეთ და დაგივიწყეთ, მაგრამ ნუ მოგვაგებ სამაგიეროს; შეგვინდე დღევანდლამდე ჩვენ მიერ ჩადენილი უგუნურება და დღეიდან ჰქმენ ეს შენი ცრემლი მორწყული მღვიმე იმ რწმენის დაუშრეტელ წყაროდ, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება, ნამდვილი ქრისტიანობა, კაცობა და ადამიანობა გამოიხატება ქრისტეს გულისათვის ერთიმეორის მსახურება-დახმარებაში, რომ ურწმუნოება არის მხოლოდ სიბნელე, სიმწარე და უგუნური ცხოველობა. ამინ".

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)