სახელმწიფო და ეკლესია, დღევანდელ ვითარებაში ძალიან პრობლემური თემაა სახელმწიფოსა და ეკლესიის |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სახელმწიფო და ეკლესია, დღევანდელ ვითარებაში ძალიან პრობლემური თემაა სახელმწიფოსა და ეკლესიის |
777avto |
Sep 18 2012, 11:38 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 18-September 12 წევრი № 12,621 |
დღეს ძალლიან ბევრი ქრისტიანი საუბრობს სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის შეზღუდვაზე. მოკლე ექსკურსს გავაკეთებ: ყველაფერი 2004 წლის მოვლენებით დაიწყო, როდესაც დაარბიეს გლდანის ტაძარი, მართალია მამა ბასილი და მისი მრევლი არ ემორჩილებოდა საქართველოს ავტოკეფალიურ ეკლესიას , თუმცა ამან მაინც დაგვანახა ჩვენი მთავრობის დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ. ამის მერე მოხდა პრაქტიკულად ყველა მედია საშუალებებით (რომლებიც სახელმწიფოს მიერაა მართული) უზნეობის მასობრივი პროპაგანდა, პატრიარქის სიტყვებით: ხელისუფლებამ ბრძოლა დაუწყო ავტორიტეტებს, მათ შორის პატრიარქსაც , რაგდან როდესაც პარტიარქი რუსეთის პატრიარქს კირილს ესტუმრა ამას ნაციონალურ მაუწყებლებზე პატრიარქის კრიტიკა მოყვა. ამას ემატება ახალი კანონი, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსს (სსიპ) გაუთანაბრდა რამდენიმე რელიგიური მიმდინარეობა საქართველოში, ეს მოხდა მოტივით თითქოს ევროსაბჭოს რეკომენდაციაას ასრულებდნენ, არადა ევროსაბჭოს რეკომენდაციების უდიდეს ნაწილს (განსაკუთრებით ბოლო დროს) ჩვენი მთავრობა არ იზიარებს. რაღა ეს გაიზიარეს?? პაარტიარქის კურთხევას ამ კანონთან დაკავშირებით რეაქცია არ მოჰყოლია. ქალაქის მერი კი ერთ-ერთი მეუფის თქმით პირდაპირ უყვიროდა პატრიარქს. 100 000 წმინდა მოწამის წამების ადგილას აშენდა სიძვის სახლი ბუდა ბარი. პატრიარქის ეპისტოლე კი სადაც გაკრიტიკებული იყო ეს ფაქტი შესწორებულ იქნა რამმენიმე წყაროს მიერ. ამ ყველაფერს თან სდევდა გეი.პარადების მოწყობის მცდელობა, წელს ანტი ფენიმისტების სახელი უწოდეს ამ აქცის, რა თქმა უნდა ამ საქმეში მთავრობის როლი პირდაპირ არ იკვეთება მაგრამ კულუარულად ამაზე საუბარი არსებობს. ასევე მოხდა რამდენიმე არასასიამოვნო ფაქტი, მაგალითად მამა თეოდორე გაგნიძეს თსუ-ში ლექციების კითხვა აუკრძალეს. (უბრალოდ არ შეუშვეს რასისტობის მოტივით) ილიას უნივერსიტეტის მიერ (რომელიც რა თქმა უნდა ახალგაზრდობის სამინისტროს მართულია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ) გამოიცა მკრეხელური შინაარსის წიგნი დეისაძის ავტორობით. ბაგრატის ტაძრის თავდაპირველ ვარიატში (სანამ პატრიარქი მშენებლობის შეჩერებას არ მოითხოვდა) გათვალისწინებული იყო ტაძრის შემინული ნაწილი ჩამონტაჟებული გამჭვირვალე ლიფტი და როგორც ამბობენ მუზეუმი. ასევე მოხდა პატრიარქის კურთხევის და აზრის სრული უგულებელყოფა ბევრ შემთხვევაში: მაგალითად მანდატურების თემა და სხვა. მაინტერესებს ფორუმელების აზრი ასრულებს კი ჩვენი სახელმწიფო იმ ფუნქციას რასაც ისტორიულად ტვირთულობდა? ხომ არ არის ის დაინტერესებული ეკლესიის დასუსტებით და წმინდა სინოდში განხეთქილების შეტანით (რისი უამრავი ფაქტიც არსებობს)? განა მნიშვნელოვანი არ არის ხელისუფლება ეკლესიას გვერდით ედგეს? განა ეს ხელისუფლების ინტერესიც არ უნდა იყოს? უამრავი კითხა დავსვათ და გავცეთ პასუხი. აქვე აღვნიშნავ რომ ეს თემა აპოლიტიკურია ვინაიდან ჩვენი ეკლესიის ბედს ეხება ასე რომ უნდა გვაინტერესებდეს და ადმინისტრატორებს ვთხოვ არ დახურონ. ეს ჩვენ ეკლესიას და ჩვენი სვილების მომავალს ეხება გავარკვიოთ სიმართლე ერთმანეთის აზრი და ვემსახუროთ უფალს.
|
ქევანა |
Sep 18 2012, 02:49 PM
პოსტი
#2
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
777avto
ციტატა 100 000 წმინდა მოწამის წამების ადგილას აშენდა სიძვის სახლი ბუდა ბარი მარტო ბუდა ბარი რატო გახსენდებათ? ანჩისხატის წინ რომ რესტორნებია, ის რა წმინდა ადგილები გახდა? :/ ერთზე ჩაიციკლებიან და მერე ვეღარ მოშორდებიან რა. ყველაზე მეტად ობიექტურობას და სამართლიანობას ვაფასებ ამ დამპალ ქვეყანაში მეორეც, თემა სწორედ რომ პოლიტიკურია და რაღაც მეეჭვება ამ ფორუმზე ასეთ თემას გაქანება მიეცეს.. რავიცი რავიცი -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
777avto |
Sep 18 2012, 03:32 PM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 18-September 12 წევრი № 12,621 |
დღეს ჩვენი რელიგიის შეზღუდვას თუ ვინმე პოლიტიკად მიიჩნევს, ვენაცვალე მასეთ პოლიტიკას, მე არ ვთვლი ამას პოლიტიკად. მაგ გაგებით ზალიან ბევრი რამე გამოდის პოლიტიკა და აღარ ვისაუბტროთ ამაზე. საბჭოთა კავშირის დროს რომ მსგავსი საკითხი წამოჭრილიყო ისიც პოლიტიკა იქნებოდა??? და დაგვებლოკა არა ის თემა და რაც უნდათ უქნათ და ჩვენ არც ვისაუბროთ ამაზე?? პარტიებს არ ვეხები და არც მინდა უბრალოდ ფორუმელების აზრი მაინტერესებს როგოი უნდა იყოს სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა?
მე რა თქმა უნდა ყველაფერი ვერ ჩამოვთვალე. ამ თემის გარშემო რომ ყველაფერი ვიცოდე არც გავხსნიდი თემას. |
ქევანა |
Sep 18 2012, 06:00 PM
პოსტი
#4
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ციტატა დღეს ჩვენი რელიგიის შეზღუდვას თუ ვინმე პოლიტიკად მიიჩნევს, ვენაცვალე მასეთ პოლიტიკას, ყველაფერი პოლიტიკაა დღეს. როცა სპექტაკლებიც კი ხელისუფლების დაკვეთით (და პროპაგანდით იდგმება), ისიც კი ხელოვნების გარდა, პოლიტიკის ნაწილი ხდება ბევრჯერ დასმულა ასეთი კითხვა (მარადიული გახდა უკვე): უნდა ერეოდეს თუ არა ეკლესია სახელმწიფო საქმეებში? ან პირიქით... (ისე ცნობისათვის, ერთმანეთის საქმეებში რომ ერეოდნენ, ეს არაერთხელ ყოფილა დაფიქსირებული ჩვენს ძვირფას ისტორიაში) ჩემს აზრს არ დავაფიქსირებ : ) -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
777avto |
Sep 18 2012, 06:15 PM
პოსტი
#5
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 18-September 12 წევრი № 12,621 |
დღეს ეკლესია კი არა სახელმწიფო ერევა უხეშად ეკლესიის საქმეებში. არ მესმის ეკლესია როგორ უნდა ჩაერიოს. იქნებ მაგალითი დაასახელოს ვინმემ. ვინც ამ თემაზე დუმს მის სინდისზე იყოს ის რაც ხდება ეკლესიის მიმართ. ჩვენ იმიტომ ვართ მართმადიდებლები უნდა დავიცვათ მისი შეუვალობა. რა თქმა უნდა უფალი იცავს მას , თუმცა ჩვენც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია. საბედნიეროთ პატრიარქის სიბრძნის წყალობით სიმშვიდე და ერთიანობაა დღეს. ამ საკითხს კი ჯობია ირონიის გარეშე მივუდგეთ, საირონიო არა მგონია იყოს რამე. ზოგადი ფრაზები და ყველასათვის ცნობილი რეპლიკები კიდევ არ გვინდა, კონკრეტულად ვისაუბროთ. კონკრეტულ ფაქტებზე და მის მიზეზებზე ვისაუბროთ. თუ დავიხშოთ ყურები და თვალები? მართლა მაშფოთებს ეს დუმილი.
|
dr.house... |
Sep 18 2012, 09:29 PM
პოსტი
#6
|
საქართველოს საპატრიარქო ჯგუფი: Members პოსტები: 414 რეგისტრ.: 18-January 11 მდებარ.: თბილისი წევრი № 10,305 |
უკვე მღვდლებიც უხეშად ერევიან პოლიტიკაში რაც ხალხის თვალში ცუდად ჩანს და განიკითხავენ არამარტო მღვდლები რაც არ მომწონს ეს და არც უწმინდეს უსმენენ
-------------------- “ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის მიცემული, ამას ჰყოფდეთ მოსახსენებელად ჩემდა” (ლუკ. 22, 19)
"ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისაი, მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა" (მ. 26, 26-28). |
777avto |
Sep 20 2012, 01:39 AM
პოსტი
#7
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 18-September 12 წევრი № 12,621 |
ხო უწმინდესს უნდა დაუჯერონ რა თქმა უნდა. მაგრამ მათი განკითხვა არ შეიძლება მაინც. მე უფრო ის მაინტერესებს, თქვენი აზრით რა დამოკიდებულება აქვს სახელმწიფოს ეკლესიის მიმართ. რა მოტივები ამოძრავებს. 8-9 წელია უკვე ეს მთავრობა გვყავს მოდი გამოვიტანოთ აზრი, რა დამოკიდებულება აქვს მას ეკლესიის მიმართ???
|
dr.house... |
Sep 20 2012, 03:30 PM
პოსტი
#8
|
საქართველოს საპატრიარქო ჯგუფი: Members პოსტები: 414 რეგისტრ.: 18-January 11 მდებარ.: თბილისი წევრი № 10,305 |
ცუდი დამოკიდებულება აქ ამას წყალი არ გაუვა ბევრიც მსმენია და ჩემი თვალითაც მინახია მთავრობის უხეში მოპყრობა სასულიერო ფირებზეც და ეკლესიაზეც.. ისეთი კავშირი არაა როგორც საჭიროა და უნდა იყოს ჯერესერთიც რომ მთავრობა ეკლესიას უნდა უსმენდეს და შემდეგ უნდა მოქმედებდნენ.. უწმინდესის სიტყვებია- პოლიტიკოსები მიდიან, ერი და ეკლესია რჩება
-------------------- “ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის მიცემული, ამას ჰყოფდეთ მოსახსენებელად ჩემდა” (ლუკ. 22, 19)
"ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისაი, მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა" (მ. 26, 26-28). |
777avto |
Sep 29 2012, 05:40 PM
პოსტი
#9
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 18-September 12 წევრი № 12,621 |
ნამდვილად სწორი პოზიციაა. ჩემი აზრით, უნდა ისწავლოს სახელმწიფომ ჩვენი ეკლესიის გვერდში დგომა, ყოველ შემთხვევაში როგორც მინიმუმ არ უნდა ებრძოლოს მას. იმედია მოვა დრო და ასეც იქნება.
|
ნოე |
Oct 8 2012, 09:36 PM
პოსტი
#10
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 137 რეგისტრ.: 19-January 10 წევრი № 7,999 |
777avto
მეტი გვერდში დგომა რა გინდა? ამხელა დაფინანსება აქვს, რასაც ქვია ფულს ღუნავს საპატრიარქო და მისი მაღაზიები. სამწუხაროდ.. -------------------- 1. შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი.
2. შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი, შენი პირადი მეგობარი. 3. ყველაფერი, რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, შენს მამულს ეკუთვნის. შენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი. |
A.V.M |
Oct 9 2012, 03:18 AM
პოსტი
#11
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ნოე
კიდე ის დაგავიწყდა რომ მღვდლები ჯიპებით დადიან... როგორ შეიძლება... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
ნოე |
Oct 9 2012, 08:24 PM
პოსტი
#12
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 137 რეგისტრ.: 19-January 10 წევრი № 7,999 |
A.V.M
უბრალო ეკლესიის მღვდელი რომ ჯიპით დადის უხერხულობაა კი. ჩვენი საზოგადოების ცხოვრების დონესთან შედარებით. პატრიარქსა და მეუფეებზე არ ვამბობ. -------------------- 1. შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი.
2. შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი, შენი პირადი მეგობარი. 3. ყველაფერი, რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, შენს მამულს ეკუთვნის. შენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი. |
A.V.M |
Oct 9 2012, 10:02 PM
პოსტი
#13
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა უბრალო ეკლესიის მღვდელი რომ ჯიპით დადის უხერხულობაა კი. და რატომაა უხერხულობა? უხერხულობა საგანში კი არა მის მოხმარებაშია. თუ საჭიროება მოითხოვს მღვდელმა ვერტმფრენითაც უნდა იაროს და თუ არ სჭირდება ელემენტარული ფეხსაცმელიც არ უნდა იყიდოს. თუ ფეხსაცმელი არა მოხმარება-საწიროება-გამოყენების არამედ ფუფუნების საგანია მე და შენც არ უნდა ჩავიცვათ. ციტატა ჩვენი საზოგადოების ცხოვრების დონესთან შედარებით. ამ საკითხთან მიმართებასი 20 საუკუნეზე მეტია დაახლოებით მაგდაგვარი გამოთქმა გამოიყენება. ვფიქრობ შეცვლაა საჭირო.რამე ახალი უნდა მოიფიქროთ.... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
ნოე |
Oct 9 2012, 10:39 PM
პოსტი
#14
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 137 რეგისტრ.: 19-January 10 წევრი № 7,999 |
A.V.M
და რატომაა უხერხულობა? უხერხულობა საგანში კი არა მის მოხმარებაშია. თუ საჭიროება მოითხოვს მღვდელმა ვერტმფრენითაც უნდა იაროს და თუ არ სჭირდება ელემენტარული ფეხსაცმელიც არ უნდა იყიდოს. თუ ფეხსაცმელი არა მოხმარება-საწიროება-გამოყენების არამედ ფუფუნების საგანია მე და შენც არ უნდა ჩავიცვათ. _______________________________________ უხერხულობაა ძვირადრირებული მანქანებით სიარული. მოხმარება სხვა რამეა მეგობარო. აქ საგნის მოხმარებაზე კი არ არის ლაპარაკი, არამედ ფუფუნებაზეა. ფეხსაცმლის მაგალითი უადგილო მგონია. სასულიერო პირი დავუშვათ 20 000 $-იანი ჯიპით დადის, სულ მაინტერესებდა რატომ არ შეიძლება იაროს სიტყვაზე 5000 $იანი პაჯეროთინ. გადადოს დანარჩენი ფული ან ოჯახს მაოხმაროს ან მრევლს. კიდევ ვიმეორებ ფუფუნებაზეა აქ საუბარი! ფეხსაცმელი რომ ახსენე, იგივე სიტუაცია გამოდის მამაომ ,,ვაგზალზე" 100 ლარიანი ფეხსაცმლის მაგივრად, 5000 ლარიანი არმანის ბოტები რომ გამოიწეროს. არანაირად არ მოითხოვს საჭიროება ასეთ ძვირიან მანქანებზე ისხდნენ სასულიერო პირები, როცა მართლამადიდებლობა უბრალოებას მოითხოვს. სასაცილოდ გვეჩვენება უკვე ეს შევეჩვიეთ საზოგადოება. უკიდურრესი გაჭIრვების დროს, როცა ამდენი ეკლესიამონასტერი შენდება და ყოველ ფეხისნაბიჯზე რეკლამებია ამადაამ ტელეფონზე დარეკეთ ლარი ჩაგვირიცხეთ და ღმერთი შეგეწევათო. სასულიერო პირებმა თავიანთი მანქანები რომ გაყიდონ და შედარებით მცირედით დაკმაყოფილდნენ უამრავი ტაძრის რესტავრაცია მოხდება ვფიქრობ შეცვლაა საჭირო.რამე ახალი უნდა მოიფიქროთ.... ___________________________________________ ეს ვერ მივხვდი პ.ს ამ თემაზე აღარ დავპოსტავ რაც არ უნდა მომწერო -------------------- 1. შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი.
2. შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი, შენი პირადი მეგობარი. 3. ყველაფერი, რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, შენს მამულს ეკუთვნის. შენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი. |
A.V.M |
Oct 9 2012, 10:53 PM
პოსტი
#15
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ნოე
კითხვა პირველი: რატომ მიგაჩნია ახლა რომ იესო დედამიწაზე იყოს არ ივლიდა ჯიპით? იგი დადიოდა ყველა სასუალებით რაც მაშინ არსებობდა და რაც სჭირდებოდა. ბზობის დროს კი არა ერთი არამედ ორი სახედრით შევიდა ქალაქში. ახლა ყველაზე მთავარზე: ციტატა სასულიერო პირი დავუშვათ 20 000 $-იანი ჯიპით დადის, სულ მაინტერესებდა რატომ არ შეიძლება იაროს სიტყვაზე 5000 $იანი პაჯეროთინ.გადადოს დანარჩენი ფული ან ოჯახს მაოხმაროს ან მრევლს. კიდევ ვიმეორებ ფუფუნებაზეა აქ საუბარი! ფეხსაცმელი რომ ახსენე, იგივე სიტუაცია გამოდის მამაომ ,,ვაგზალზე" 100 ლარიანი ფეხსაცმლის მაგივრად, 5000 ლარიანი არმანის ბოტები რომ გამოიწეროს. არანაირად არ მოითხოვს საჭიროება ასეთ ძვირიან მანქანებზე ისხდნენ სასულიერო პირები, როცა მართლამადიდებლობა უბრალოებას მოითხოვს. ვნახოთ ბატონო შენამდე რამდენი საუკუნით ადრე აცნდა ეს აზრი.ვის მხრიდან და ვის მიმართულებით: 3. ხოლო მარიამმა აიღო ერთი ლიტრა წმინდა ნარდის ძვირფასი ნელსაცხებელი, ფეხებზე სცხო იესოს და თავისი თმებით შეუმშრალა ფეხები; და ნელსაცხებლის სურნელებით აივსო სახლი. 4. მაშინ ერთმა მისმა მოწაფეთაგანმა, იუდა ისკარიოტელმა, რომელსაც უნდა გაეცა იგი, თქვა: 5. რატომ არ გაიყიდა ეს ნელსაცხებელი სამას დინარად და გლახაკებს არ მიეცა ფული? 6. ხოლო ეს იმიტომ კი არ თქვა, რომ გლახაკებზე ზრუნავდა, არამედ იმიტომ, რომ ქურდი იყო; მას ჰქონდა ყულაბა, და რასაც შიგ ყრიდნენ, იპარავდა. 7. იესომ უთხრა: მოეშვი; ეგ ჩემი დამარხვის დღისათვის შემოინახა. 8. ვინაიდან გლახაკნი ყოველთვის გვერდითა გყავთ, მე კი ყოველთვის როდი გეყოლებით. (ინ.თავი 12) ციტატა ვფიქრობ შეცვლაა საჭირო.რამე ახალი უნდა მოიფიქროთ.... ___________________________________________ ეს ვერ მივხვდი შევეცდები ისე აგიხსნა მეგობარო რომ მიხვდე. რასაც შენ ამბობ ეგ აზრი მართლმადიდებელ სასულიერო პირების საწინააღმდეგოდ (თვით იესოს საწინააღმდეგოდ) უკვე 20 საუკუნეზე მეტია მუსირებს.ამიტომ რამე ახლის მოფიქრებაა საჭირო.ესა თუ ის ნივთი გაყიდონ და ამით ქველმოქმედება გააკეთოს მღვდლებმაო იუდასია. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
Martl_madidebeli |
Jan 9 2013, 08:06 PM
პოსტი
#16
|
მართმადიდებელი ჯგუფი: Members პოსტები: 134 რეგისტრ.: 4-January 13 წევრი № 12,857 |
ეეხ დიდო წმინდანო ვახტანგ გორგასალო შენი შემწეობით ისევ გააერთიანე და გააქრისტიანე სრულიად საქართველო, რა კარგი დრო იყო როცა შენ მეფობდი -------------------- www.martlmadidebeli.wordpress.com
სწავლა სიკვდიმდე შენია საქართველო сакартвело saqartvelo |
MIRDAT |
Jan 10 2013, 04:38 AM
პოსტი
#17
|
MIRDAT ჯგუფი: Members პოსტები: 542 რეგისტრ.: 13-October 11 მდებარ.: შუახმელეთი წევრი № 11,666 |
ნოე კითხვა პირველი: რატომ მიგაჩნია ახლა რომ იესო დედამიწაზე იყოს არ ივლიდა ჯიპით? იგი დადიოდა ყველა სასუალებით რაც მაშინ არსებობდა და რაც სჭირდებოდა. ბზობის დროს კი არა ერთი არამედ ორი სახედრით შევიდა ქალაქში. ახლა ყველაზე მთავარზე: [/b] ვნახოთ ბატონო შენამდე რამდენი საუკუნით ადრე აცნდა ეს აზრი.ვის მხრიდან და ვის მიმართულებით: 3. ხოლო მარიამმა აიღო ერთი ლიტრა წმინდა ნარდის ძვირფასი ნელსაცხებელი, ფეხებზე სცხო იესოს და თავისი თმებით შეუმშრალა ფეხები; და ნელსაცხებლის სურნელებით აივსო სახლი. 4. მაშინ ერთმა მისმა მოწაფეთაგანმა, იუდა ისკარიოტელმა, რომელსაც უნდა გაეცა იგი, თქვა: 5. რატომ არ გაიყიდა ეს ნელსაცხებელი სამას დინარად და გლახაკებს არ მიეცა ფული? 6. ხოლო ეს იმიტომ კი არ თქვა, რომ გლახაკებზე ზრუნავდა, არამედ იმიტომ, რომ ქურდი იყო; მას ჰქონდა ყულაბა, და რასაც შიგ ყრიდნენ, იპარავდა. 7. იესომ უთხრა: მოეშვი; ეგ ჩემი დამარხვის დღისათვის შემოინახა. 8. ვინაიდან გლახაკნი ყოველთვის გვერდითა გყავთ, მე კი ყოველთვის როდი გეყოლებით. (ინ.თავი 12) შევეცდები ისე აგიხსნა მეგობარო რომ მიხვდე. რასაც შენ ამბობ ეგ აზრი მართლმადიდებელ სასულიერო პირების საწინააღმდეგოდ (თვით იესოს საწინააღმდეგოდ) უკვე 20 საუკუნეზე მეტია მუსირებს.ამიტომ რამე ახლის მოფიქრებაა საჭირო.ესა თუ ის ნივთი გაყიდონ და ამით ქველმოქმედება გააკეთოს მღვდლებმაო იუდასია. მომეწონა. კაი პასუხებია. ცოტა სხვანაირად შევხედე ახლა მაგ საკითხებს... არამგონია მღვდელი 20 000$ იანი ჯიპს ყიდულობდეს, ძირითადად მასეთ მანქანებს და რაღაცებს ჩუქნიან ხოლმე სასულიერო პირებს... ასე რომ იარონ იმ ჯიპებით და გამოიყენონ ის რასაც აჩუქებენ, თუ ეს ყველაფერი არ აბრკოლებს მათ და ხელს არ უშლის სულიერ ცხოვრებაში და თავიანთ საქმეში. |
A.V.M |
Jan 10 2013, 11:01 AM
პოსტი
#18
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
MIRDAT
ციტატა მომეწონა. კაი პასუხებია. ცოტა სხვანაირად შევხედე ახლა მაგ საკითხებს... არამგონია მღვდელი 20 000$ იანი ჯიპს ყიდულობდეს, ძირითადად მასეთ მანქანებს და რაღაცებს ჩუქნიან ხოლმე სასულიერო პირებს... ასე რომ იარონ იმ ჯიპებით და გამოიყენონ ის რასაც აჩუქებენ, თუ ეს ყველაფერი არ აბრკოლებს მათ და ხელს არ უშლის სულიერ ცხოვრებაში და თავიანთ საქმეში. გაიხარე...დასაწყსისთვის ძალიან კარგი ფორუმელი ხარ... ახლა შენ პასუხს რაც შეეხება. ეგრეა მეგობარო... შენ თუ გამოყენება იცი 20 000 იანი კი არა 100 000 იანი მანქანა ვერაფერს დაგაკლებს , ხოლო თუ არ იცი 100 ლარიც დაგაბრკოლებს. ერთი რამ გვავიწყდება: სიმდიდრე კი არაა ცუდი , ცუდია სიმდიდრის ცუდად გამოყენება. სიღარიბე კიარაა კარგი , კარგია სიარიბის სასარგებლოდ გამოყენება... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
crazy_priest |
Jan 12 2013, 09:13 PM
პოსტი
#19
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 69 რეგისტრ.: 12-June 08 წევრი № 5,065 |
მომეწონა. კაი პასუხებია. ცოტა სხვანაირად შევხედე ახლა მაგ საკითხებს... არამგონია მღვდელი 20 000$ იანი ჯიპს ყიდულობდეს, ძირითადად მასეთ მანქანებს და რაღაცებს ჩუქნიან ხოლმე სასულიერო პირებს... ასე რომ იარონ იმ ჯიპებით და გამოიყენონ ის რასაც აჩუქებენ, თუ ეს ყველაფერი არ აბრკოლებს მათ და ხელს არ უშლის სულიერ ცხოვრებაში და თავიანთ საქმეში. კი ჩუქნიან, მაგრამ არ არის ლამაზი რომ სასულიერო პირი 20 ათასიანი ჯიპით დაშლიგინობდეს. იცი რა უნდა ქნას? უნდა გაყიდოს ის ჯიპი და იყიდოს ვთქვათ 4-5 ათასიანი... დანარჩენი ფულით კი გაჭირვებულ მრევლს დაეხმაროს. მაგალითად სოფელში 15 ატასად უყიდოს სახლი მრავალშვილიან, გაჭირვებულ ოჯახს.... არ უხდება მღვდელს ბოჰემა.... ოპელ ასტრით ან იოთი მაინც რომ იაროს არაფერი დაუშავდება -------------------- ....
|
A.V.M |
Jan 12 2013, 11:00 PM
პოსტი
#20
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
crazy_priest
ციტატა იცი რა უნდა ქნას? უნდა გაყიდოს ის ჯიპი და იყიდოს ვთქვათ 4-5 ათასიანი... დანარჩენი ფულით კი გაჭირვებულ მრევლს დაეხმაროს. მაგალითად სოფელში 15 ატასად უყიდოს სახლი მრავალშვილიან, გაჭირვებულ ოჯახს.... არ უხდება მღვდელს ბოჰემა.... ოპელ ასტრით ან იოთი მაინც რომ იაროს არაფერი დაუშავდება რამე ახალი მიზეზი თქვი შე კაი კაცო... ეს ხომ 21 საუკუნისაა. აი მაგალითად: ციტატა 3. ხოლო მარიამმა აიღო ერთი ლიტრა წმინდა ნარდის ძვირფასი ნელსაცხებელი, ფეხებზე სცხო იესოს და თავისი თმებით შეუმშრალა ფეხები; და ნელსაცხებლის სურნელებით აივსო სახლი. 4. მაშინ ერთმა მისმა მოწაფეთაგანმა, იუდა ისკარიოტელმა, რომელსაც უნდა გაეცა იგი, თქვა: 5. რატომ არ გაიყიდა ეს ნელსაცხებელი სამას დინარად და გლახაკებს არ მიეცა ფული? 6. ხოლო ეს იმიტომ კი არ თქვა, რომ გლახაკებზე ზრუნავდა, არამედ იმიტომ, რომ ქურდი იყო; მას ჰქონდა ყულაბა, და რასაც შიგ ყრიდნენ, იპარავდა. 7. იესომ უთხრა: მოეშვი; ეგ ჩემი დამარხვის დღისათვის შემოინახა. 8. ვინაიდან გლახაკნი ყოველთვის გვერდითა გყავთ, მე კი ყოველთვის როდი გეყოლებით. (ინ.თავი 12) -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:11 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი