IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V « < 2 3 4  
Reply to this topicStart new topic
> სულის გაყიდვა
maZiebeli
პოსტი May 14 2007, 08:40 PM
პოსტი #61


დავითი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,094
რეგისტრ.: 16-August 06
მდებარ.: თქვენთან
წევრი № 67



იოანა
ციტატა
ძალიან მაინტერესებს... ისე, ქალი იყო თუ კაცი?


ბიჭი იყო.

კანონისტი
ციტატა
სხვა საკითხია კვალიფიკაციის საკითხი, ანუ რამდენად შეუძლია საეკლესიო სასამართლოს დაადგინოს, რომ ესა თუ ის პირი, მართლაც სრული შეგნებით გმობს სულიწმიდას. ისე კი, თუკი კაცს სინანულის განცდა შერჩენია, იგი სულიწმიდის მგმობელი არ ყოფილა


ვერც იმ ბიჭის სინანულს გამოვრიცხავთ მომავალში. თუ დააკვირდი, სისუსტე და შიში აშკარად ჩანდა . ძალიან დაბნეული იყო. ინტერვიუ დეტალურად აღარ მახსოვს, მაგრამ ის იმედიანი განწყობა კი დამამახსოვრდა, რომელიც მისმა შინაგანმა გაორებამ და მერყევობამ გამიჩინა. სულიწმიდის გმობისთვის სხვა გაბოროტება და "სიმყარეა" საჭირო.


--------------------
"...ეძიებდით და ჰპოოთ..." - მათე 7,7.
"...ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა..." - მათე 6,33.
"აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს" - ლუკა 17,21.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
inkvizitor
პოსტი May 14 2007, 10:16 PM
პოსტი #62


ყველაზე მეტად მტკივა სამშობლო.
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 12-May 07
მდებარ.: თბილისი.
წევრი № 1,896



ციტატა
მაშ ამიხსენი რას ნიშნავს უფლის სიტყვები, რომ სულიწმიდის მგმობელს არა აქვს მიტევება უკუნისამდე, არც აქ და არც იმქვეყნად!

რა იგულისხმება იმქვეყნად არ მიტევებაში, ალბათ ნათელია და არც მე გავიმეორებ.
ამ ქვეყნად არ მიტევება კი გულისხმობს იმას რომ, სულიწმიდის მგმობელს, არ ექნება არანაირ საქმეში შეწევნა ღვთისა და რადგან უარს ამბობს სულიწმიდაზე, სულიწმიდაც არ მიხედავს მას, რის გამოც ასეთ ადამიანს ამ ქვეყანაზე ცხოვრება უკვე ჯოჯოხეთად ექცევა.
თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ ასეთ ადამიანს ცხონების არანაირი შანსი არ გააჩნია.
უფალი არ ამბობს:- მე ვრეკ ყოველი ადამიანის გულში, გარდა სულიწმიდის მგმობელებისაო.
უფალი ასეთი ადამიანების გულშიც არის და მოუწოდებს მათ სინანულისკენ, რადგან ყველაზე უკანასკნელი ადამიანიც კი უფლის შვილია და უფალი მზად არის ასეთი ადამიანებისთვის კიდევ ერთხელ ევნოს ჯვარზე, იმდენად დიდია მისი სიყვარული.
საბედნიეროდ ჩვენი საზომით უფლის სიყვარული არ იზომება.


--------------------
ბერი კაცი ვარ, ნუ მომკლავ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 14 2007, 11:05 PM
პოსტი #63


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



inkvizitor
ციტატა
რა იგულისხმება იმქვეყნად არ მიტევებაში, ალბათ ნათელია და არც მე გავიმეორებ.


იმქვეყნად მიტევებამდე ადამიანს ამქვეყნად უნდა მიეტევოს, რამეთუ სულს არ აქვს სინანულის უნარი, და რამეთუ ეკლესია ვისაც ხსნის ქვეყანასა ზედა ხსნილ არს ცათა შინა....

ციტატა
თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ ასეთ ადამიანს ცხონების არანაირი შანსი არ გააჩნია.
უფალი არ ამბობს:- მე ვრეკ ყოველი ადამიანის გულში, გარდა სულიწმიდის მგმობელებისაო.

მართალი ხარ, ეს ასე სიტყვა-სიტყვით არ წერია, მაგრამ ფრაზა, რომ ძე ღვთისას (ანუ სამების ერთ-ერთი პირის ანუ უფლის!!) მგმობელს მიეტევება, ხოლო სულიწმიდის მგმობელს არ აქვს მიტევება უკუნისამდე.

და სათქმელს იოლად რომ ჩავხვდეთ, მაშინ ასეთ კითხვას დავსვამდი: რატომ ვერ შეინანებს სული? განა მას არ მიჰყვება გონება და აზროვნება? ეკლესიური სწავლებით დიახაც მიჰყვება, მაგრამ ჩანს, რომ შენანებას სულიწმიდის მადლი უნდა, რომელიც სინდისის სახით ადამიანში აღძრავს ჩადენილისადმი უარყოფით განცდას და ეს არამც და არამც არ ხდება "თავისით"

ამიტომ მე მიმაჩნია, რომ საუფლო მადლმოქმედების აშკარა, გააზრებული და მიზანმიმართული გმობა არის სულიწმიდის გმობა


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
inkvizitor
პოსტი May 16 2007, 01:11 AM
პოსტი #64


ყველაზე მეტად მტკივა სამშობლო.
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 12-May 07
მდებარ.: თბილისი.
წევრი № 1,896



ციტატა
იმქვეყნად მიტევებამდე ადამიანს ამქვეყნად უნდა მიეტევოს, რამეთუ სულს არ აქვს სინანულის უნარი, და რამეთუ ეკლესია ვისაც ხსნის ქვეყანასა ზედა ხსნილ არს ცათა შინა....

შენ ამბობ რომ სულს არა აქვს სინანულის უნარი.
მე ვიცი რომ ადამიანის თავისუფალი ნება არ არის ხორცის და სამშვინველის თვისება არამედ სულისა.
სწორედ თავისუფალი ნებით განვსხვავდებით ჩვენ ცხოველებისგან, რომელთაც ეს უკანასკნელი არ გააჩნიათ.
არა აქვთ რა თავისუფალი ნება, არა აქვთ სინანული, რადგან არა აქვთ განცდა ჩადენილის გამო.
თუ სინანული არ არის სულის თვისება, მაშინ რისი ან ვისი თვისებაა იგი?
ამბობ რომ სინანული ადამიანის გულში ღმერთისგან აღიძვრება, და მეც გეთანხმები ამ აზრში, მაგრამ სინანულთან, ადამიანის თავისუფალი ნება თუ თანხვედრაში არ მოვიდა განა ძალით ვინმეს აცხონებს ღმერთი?!
თვით ეკლესიამ რო გახსნას ადამიანი, აქაც ამ ადამიანის თანხმობაა საჭირო.(გახსნაში ცოდვათა მიტევება იგულისხმება რათქმაუნდა, რადგან მე სხვა სახის შეკვრაზე და გახსნაზეც მსმენია.)
ციტატა
მართალი ხარ, ეს ასე სიტყვა-სიტყვით არ წერია, მაგრამ ფრაზა, რომ ძე ღვთისას (ანუ სამების ერთ-ერთი პირის ანუ უფლის!!) მგმობელს მიეტევება, ხოლო სულიწმიდის მგმობელს არ აქვს მიტევება უკუნისამდე.

მოდი ასე მოვიქცეთ;
მეტი თვალსაჩინოებისათვის მაგალითი მოვიოყვანოთ.
ლენინი, მარქსი, ენგელსი. ეს არის კლასიკური მაგალითი სულიწმიდის გმობისა. მათ იცოდნენ ღმერთის შესახებ და შეგნებულად ებრძოდნენ მას.
შეუძლია ვინმეს თამამად თქვას რომ დღიდან მათი სულიწმიდის მგმობელობაში ჩავარდნისა, ღმერთმა მათ გადაუკეთა ყოველგვარი გზა ცხონებისაკენ?
იესო ქრისტეს, მეორენაირად მხსნელი ქვია, მათ კი ხსნა სჭირდებოდათ.(თუმცა საბოლოო ჯამში თვითონვე თქვეს უარი ხსნაზე და დაიღუპეს თავი)
ციტატა
ამიტომ მე მიმაჩნია, რომ საუფლო მადლმოქმედების აშკარა, გააზრებული და მიზანმიმართული გმობა არის სულიწმიდის გმობა

მეც ასე ვთვლი ჩემო კეთილო

როდესაც სერიოზულ თემაზე ვპოსტავ, სულ იმის შიში მაქვს რომ რამე გაუგებრად არ დავწერო და უნებლიედ ვინმეს მახე არ დაუგო. ამიტომ ჩემო ტკბილო და ლამაზო ხალხო, თუ მოგეჩვენათ რომ რთულად გასაგები ენით ვწერ გთხოვთ გამაგებინოთ.


--------------------
ბერი კაცი ვარ, ნუ მომკლავ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი May 16 2007, 09:14 AM
პოსტი #65


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



inkvizitor
ციტატა
მე ვიცი რომ ადამიანის თავისუფალი ნება არ არის ხორცის და სამშვინველის თვისება არამედ სულისა.

სრული ადამიანი მხოლოდ ხორცისა და სულის ერთიანობაა, ცალ-ცალკე ის არაა სრული ადამიანი. ამიტომ აქვს ტვინი კაცს, მართალია აზროვნება ვერ იქნება მატერიის თვისება (ტვინის, რომელიც მატერიაა), მაგრამ რადგან სრული ადამიანი ხოცისა და სულის ერთიანობაა, ამიტომ აქვს მას ეს ტვინი, ამიტომაც აღდგება ადამიანი მკვდრეთით, სხეულში, საყოველთაო განკითხვის დროს, რომ სულთან ერთად განიკითხოს სხეულიც და არა ცალ-ცალკე, ასე რომ სინანულის გრძნობა ორივეს ერთობლივი თვისებაა, და არა ცალ-ცალკესი.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 16 2007, 09:30 AM
პოსტი #66


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



afxazi



აი ჩვენი სასულიერო სემინარიის სტუდენტიც გამოჩნდა. როგორ იცი არსებობს სულის გაყიდვა კლასიკური გაგებით? თუ მხოლოდ კათოლიკეების ან უბრალო ხალხის ფანტაზიაა?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი May 16 2007, 10:03 AM
პოსტი #67


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



მხევალი ნინო
ციტატა
როგორ იცი არსებობს სულის გაყიდვა კლასიკური გაგებით? თუ მხოლოდ კათოლიკეების ან უბრალო ხალხის ფანტაზიაა?

ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, რომ ეშმაკს ადამიანის სულზე არანაირი უფლება არ გააჩნია, მასზე საკუთარი ძალაუფლებით ვერ იბატონებს. რაც შეეხება სულის გაყიდვას, ასე პირდაპირი გაგებით რა თქმა უნდა არ არსებობს, სული ნივთი არაა, რომ რაღაც ფასში გაყიდო. მაგრამ როდესაც ადამიანი შეგნებულად იქმს ბოროტებას, საკუთარი ნებით უმორჩილებს თავს ბოროტს, თუმცა არა საბოლოოდ, გადაწყვეტილად, სინანულის შემთხვევაში, რაც უფრო გაძნელდება ჭაობში უფრო და უფრო ღრმად ჩასვლის შემთხვევაში, უფალი შეიწყნარებს ასეთ ადამიანს, ერთადერთი განმკითხველი ადამიანისა არის უფალი, რომელიც მიაგებს ადამიანს საქმეთა მისთაებრ, და ადამიანიც საკუთარი ნებით ან შორდება უფალს, ან უახლოვდება მას.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 16 2007, 10:14 AM
პოსტი #68


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



inkvizitor
ციტატა
თუ სინანული არ არის სულის თვისება, მაშინ რისი ან ვისი თვისებაა იგი?


სინანული არის ადამიანის თვისება, ადამიანი კი მხოლოდ სული არ არის. იგი სხეულიცაა და სამშვინველიც. თუკი მხოლოდ სულს აქვს სინანულის განცდა, მაშინ რატომ არიან მოკლებული იმქვეყნად მყოფი ადამიანთა სულები სინანულის განცდას? რატომ გვასწავლის ეკლესია, რომ შევინანოთ აქ, ვინაიდან იმქვეყნად შენანებას ვერ შევძლებთ??

ციტატა
ღმერთმა მათ გადაუკეთა ყოველგვარი გზა ცხონებისაკენ?


მათ თავადვე გადაიკეტეს ცხონების გზა. საეკლესიო სასჯელი არ არის პოლიციური (ეს დავწერე მე გვერდით თემაში), იგი არის ფაქტის დადასტურება. როცა ადამიანი გმობს სულიწმიდის, იგი თავადვე იხშობს სინანულისა და ცხოველმყოფელობის წყაროს იმ დოზით და ზომით, როგორ გმობაშიც არის თვითონ


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
inkvizitor
პოსტი May 16 2007, 11:27 PM
პოსტი #69


ყველაზე მეტად მტკივა სამშობლო.
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 12-May 07
მდებარ.: თბილისი.
წევრი № 1,896



სინანული არის სათნოება რომელიც სწორედაც რომ სულის თვისებაა
ხორცი გვეხმარება ამ სათნოების ხორცშესხმაში.
ღმერთმა რადგან დაგვიწესა ამქვეყნიური ცხოვრება იმისათვის რომ თავგამოდებით ვემზადოთ იმქვეყნიურისთვის, ჩვენც სწორედ ამ ქვეყანაზე აღვასრულებთ იმ საქმეებს რომლის აღსრულების შემდეგაც, გვაქვს იმედი ჩვენი უფლისა რომ შეგვიწყალებს.
სინანული თავისი არსით არის ამქვეყნიური მოვლენა და არა იმქვეყნიური. ამიტომ მე ვთვლი რომ შეცდომაა, როდესაც ვამახვილებთ ყურადღებას იმაზე თუ რატომ არ აქვს სულს იმ ქვეყნად სინანულის განცდა.
სინანული სწორედ რომ ამ ქვეყნად არის საჭირო რომ მოხვდე იმ ქვეყანაში.
უფრო გასაგებად რომ ვთქვა ასეა;-სანამ ხორცში ვართ, მხოლოდ ეს დრო გვაქვს ჩვენ სინანულისთვის დადგენილი. სინანულში კი სხეული ფრიად დიდ დახმარებას გვიწევს.
როდესაც ადამიანი გარდაიცვლება და თუ ის ცხონდა, მაშინ მას სინანული უკვე აღარ სჭირდება, რადგან მან ამ ქვეყნად მყოფობის დროს, ყოველივე აღასრულა და სათნო ეყო უფალს რომელმაც შეიწყალა.
შეიწყალა, ნიშნავს რომ უფალთან არის. და თუ უფალთან არის რომელ სინანულზე მესაუბრებით?
ციტატა
რატომ გვასწავლის ეკლესია, რომ შევინანოთ აქ, ვინაიდან იმქვეყნად შენანებას ვერ შევძლებთ??
იმითომ რომ აქ გვაქვს იარაღი სინანულის აღსასრულებლად, ხორცი ანუ სხეული.( აღარ დავიწყებ იმ სათნოებათა ჩამოთვლას რომელთა აღსრულებაც ხორცის გარეშე წარმოუდგენელია და რომელთა აღსრულების გარეშეც ცხონება შეუძლებელია)
ციტატა
მათ თავადვე გადაიკეტეს ცხონების გზა. საეკლესიო სასჯელი არ არის პოლიციური (ეს დავწერე მე გვერდით თემაში), იგი არის ფაქტის დადასტურება. როცა ადამიანი გმობს სულიწმიდის, იგი თავადვე იხშობს სინანულისა და ცხოველმყოფელობის წყაროს იმ დოზით და ზომით, როგორ გმობაშიც არის თვითონ
აბსოლუტურად გეთანხმები, მაგრამ შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელია ღვთისა მიერ.
შენც დამეთანხმე იმაში რომ, ცისა და ქვეყნის შემოქმედს, თვით ასეთი ადამიანის სინანულში მოყვანა და ცხონებაც შეუძლია.


--------------------
ბერი კაცი ვარ, ნუ მომკლავ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 17 2007, 01:34 PM
პოსტი #70


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



inkvizitor
ციტატა
შენც დამეთანხმე იმაში რომ, ცისა და ქვეყნის შემოქმედს, თვით ასეთი ადამიანის სინანულში მოყვანა და ცხონებაც შეუძლია


"შეძლებაში" რას გულისხმობ? თუკი იმას, რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა, ცხადია, რომ შეუძლია

მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ უფალი ყოვლადსამართლიანიცაა.... მას სურს, რომ ცხონდეს ყველა, მაგრამ ეს უნდა მოდიოდეს თავად ადამიანისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში უფალი ყველას აცხონებდა, რამეთუ ყველას ცხონება ძალუძს მას, მაგრამ იგი არ უარყოფს შესაქმეს, არ ეწინააღმდეგება მას და არ ართმევს ადამიანს თავისუფალ ნებას, რის გამოც ზოგნი ადგანან საუფლო გზას, ზოგნიც კი - არა

განა უფალს არ შეეძლო მეორე ჰიპოსტასი არ მოევლინა და პირდაპირ ეთქვა - ადამს შენდობილი აქვს პირველქმნილი ცოდვაო, მაგრამ ეს არ გამოვიდოდა, იმიტომ რომ ყოვლადსამართლიან ღმერთს არ შეიძლებოდა მსხვერპლის გარეშე გამოსყიდვა მიეღო, თუმცა კაცთა მოდგმის სიყვარულის გამო მან "ძე თვისი მხოლოდშობილი მოსცა" სოფელს.... დაუკვირდით, რამხელა სიყვარული, მაგრამ რამხელა სამართლიანობა! ადამიანი თავადვე ისყიდის თავის ცოდვას.....

ამიტომ, ამ გადასახედიდან დიახაც ღმერთს არ შეუძლია სულიწმიდის მგმობელი თავისუფალი ნების შენარჩუნების პირობებში აცხონოს


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
inkvizitor
პოსტი May 17 2007, 11:38 PM
პოსტი #71


ყველაზე მეტად მტკივა სამშობლო.
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 12-May 07
მდებარ.: თბილისი.
წევრი № 1,896



ციტატა
არ ართმევს ადამიანს თავისუფალ ნებას, რის გამოც ზოგნი ადგანან საუფლო გზას, ზოგნიც კი - არა

აქ მე ცოტას დავამატებდი თუ არ მიწყენ;-"ხოლო ზოგნიც მომავალში დაადგებიან."
თუ ადამიანმა სული გაყიდა, ან სულიწმიდის გმობაში ჩავარდა და ამ ამაზრზენი ფაქტის მერე გაათვითცნობიერა საკუთარი დანაშაული, რატო არ შეუძლია ამ ადამიანს შეინანოს?
ციტატა
განა უფალს არ შეეძლო მეორე ჰიპოსტასი არ მოევლინა და პირდაპირ ეთქვა - ადამს შენდობილი აქვს პირველქმნილი ცოდვაო, მაგრამ ეს არ გამოვიდოდა, იმიტომ რომ ყოვლადსამართლიან ღმერთს არ შეიძლებოდა მსხვერპლის გარეშე გამოსყიდვა მიეღო, თუმცა კაცთა მოდგმის სიყვარულის გამო მან "ძე თვისი მხოლოდშობილი მოსცა" სოფელს.... დაუკვირდით, რამხელა სიყვარული, მაგრამ რამხელა სამართლიანობა! ადამიანი თავადვე ისყიდის თავის ცოდვას.....
ამ გამოხმაურებაზე კომენტარს ახლა არ გავაკეთებ(სათქმელი კი მაქვს) რადგან სულ სხვა თემაში გადავდივართ და საკმაოდ რთულ საკითხებს მოიცავს.
ციტატა
ღმერთს არ შეუძლია სულიწმიდის მგმობელი თავისუფალი ნების შენარჩუნების პირობებში აცხონოს

ეჭვი მაქვს რომ ეს თქვენი პირადი პოზიცია და დამოკიდებულებაა და არა ეკლესიისა, ამ საკითხთან მიმართებაში.
მეტი დამაჯერებლობისთვის შეგიძლიათ მამათა მიერ ან კრების კანონთა გამოყენებით განამტკიცოთ თქვენი პოზიცია?


--------------------
ბერი კაცი ვარ, ნუ მომკლავ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 22 2007, 10:26 AM
პოსტი #72


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



inkvizitor
ციტატა
მეტი დამაჯერებლობისთვის შეგიძლიათ მამათა მიერ ან კრების კანონთა გამოყენებით განამტკიცოთ თქვენი პოზიცია?


თუ არ მიწყენ, მე რომ დაგისვა კითხვა:
რას გულისხმობს უფალი, როდესაც ბრძანებს, რომ ყველაფრის და ყოველივეს მგმობელს, მათ შორის ძე ღვთისას მგმობელსაც მიეტევება, ხოლო სულიწმიდის მგმობელს არა აქვს მიტევება უკუნისამდე??

მე აი ამ ფრაზიდან გამოვდივარ......


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
inkvizitor
პოსტი May 23 2007, 12:29 AM
პოსტი #73


ყველაზე მეტად მტკივა სამშობლო.
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 12-May 07
მდებარ.: თბილისი.
წევრი № 1,896



ციტატა
თუ არ მიწყენ, მე რომ დაგისვა კითხვა:

რატო უნდა გიწყინო ძმაო!?
ფორუმი მაგისთვის არის. biggrin.gif
მე ცოტა დატვირთული დღეები მაქვს და არ მინდა პასუხი სპონტანური და ნაჩქარევი გამომივიდეს.
ჩემი ინკვიზიტორული ბიბლიოთეკის წყალობით, მაგ საკითხს აღვიდგენ და გავიხსენებ, და აუცილებლად გიპასუხებ. biggrin.gif


--------------------
ბერი კაცი ვარ, ნუ მომკლავ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
inkvizitor
პოსტი May 23 2007, 11:58 PM
პოსტი #74


ყველაზე მეტად მტკივა სამშობლო.
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 12-May 07
მდებარ.: თბილისი.
წევრი № 1,896



კანონისტი
წმიდა იოანე ოქროპირი გვპასუხობს;-"რა არს უკვე სითყვა ესე? უკუეთუმცა შეინანეს, არამცა შეუნდოა? ჰე, ჭეშმარიტად! რამეთუ მათგანნიცა, რომელნი ესრეთ ბოროტ იყვნეს, მრავალნი მოიქცეს და შეენდო მათ."
სინანულის შანსი ყველას ააქვს. მაგრამ რა იგულისხმება არ მიტევებაში არც აქ და არც იქ?
ცოდვა, მადლის მიხედვით ოქროპირი სამ კატეგორიად ყოფს ხალხს. ერთნი აქაც იტანჯებიან და იქაც.(სულიწმიდის მგმობელები.) სხვანი, აქ არ იტანჯებიან მაგრამ იქ კი იტანჯებიან.(ცოდვილნი)ხოლო მესამე კატეგორიაზე, ანუ წმიდანებზე ამბობს რომ არც აქ იტანჯებიან და არც იქ, ხოლო რასაც ტანჯვას ითმენენ, ტანჯვა კი არა მსხვერპლია.
აქ ტანჯვაში ოქროპირი გულისხმობს იმას რომ ამ ქვეყანაზე ასეთები ვერ ხარობენ. ( თარგმანება მათეს სახარებისა. ტII გვ.297)1996.წ.
თუ ხელი მიგიწვდება ოქროპირზე უკეთ ვერავინ გეტყვის. smile.gif


--------------------
ბერი კაცი ვარ, ნუ მომკლავ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jun 11 2007, 11:45 AM
პოსტი #75


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



დროებაში ნახეთ გადაცემა სატანისტებზე? მოძრვარის კომენტარს უსმინეთ? მან გვთხოვა ამ სატანისტებისთვის ყველას ერთად გველოცა.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V « < 2 3 4
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th May 2024 - 02:11 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი