IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> გილოცავთ!!!!, პრეზიდენტის ახალი გადაწყვეტილება!!
ეკუმენისტი
პოსტი May 28 2007, 03:55 PM
პოსტი #21


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 285
რეგისტრ.: 1-May 07
წევრი № 1,803



ციტატა(მნათე @ May 28 2007, 02:16 PM) *

სწორედ მაგას ვგულისხმობ, მე არ მინდა ეკლესია იყოს აშენებული ადამიანის მიერ, რომელმაც იმავე ადგილას ხალხს სარჩოს საშოვარი მოუშალა და ახლა 'სულიერებას უგებს' wink.gif


რა მარაზმი ხარ ხანდახან biggrin.gif შვილო! იმ სარჩოს საშოვარში ხდებოდა მრავალი გარყვნილება, თითქმის ყოველდღE იყო ჩხუბები...არ იცი რა მარაზმია საქართველოში რესტორანი?



User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი May 28 2007, 03:58 PM
პოსტი #22


დაურეგისტრირებელი









ძველი ტაძრების რეკონსტრუქციაზეც იზრუნოს, ახალი ყოველთვის აშენდება და ის ძველი ეკლესიები ჩამონგრევაზეა და ხელის მოკიდება არ უნდათ.

ეკუმენისტი
დავხუროთ ყველა რესტორანიიი, კაფე, სახინკლე, წყალი გადავკეტოთ ხალხმა არ იჩხუბოს. ერის სულიერებაზე იზრუნოს და შეუქმნან ისეთი სოც პირობები რომ ხალხმა ეკლესიაში სიარული მოახერხოს და დანგრევას შეეშვან რა...

ციტატა
გული მეკუმშება

გული იკუმშება ყოველთვის და იშლება biggrin.gif
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი May 28 2007, 03:58 PM
პოსტი #23


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(მნათე @ May 28 2007, 03:16 PM) *

სწორედ მაგას ვგულისხმობ, მე არ მინდა ეკლესია იყოს აშენებული ადამიანის მიერ, რომელმაც იმავე ადგილას ხალხს სარჩოს საშოვარი მოუშალა და ახლა 'სულიერებას უგებს' wink.gif

ამით ორ კურდღესლ დაიჭერს, პრ და ჩადენილი საქმის გაკეთილშობება wink.gif

ამ ხალხს ავიწყდება რომ იესოს ცოცხალი რწმენაა სულიერება და არა ტაძრის აგება, რაში გამოხატავს პრეზიდენტი ამას? არც არაფერში! დანარჩენი ნაკლებად საინტერესოა...

არ შეიძლება ვინმეს დადანაშაულება ან რაიმე კომენტარის გაკეთება, როდესაც უზუსტეს დეტალურ ინფორმაციას არ ფლობ ამა თუ იმ საკითხის ნიუანსების გარშემო. საერთოდ ყველაზე მეტს ციფრები, კანონები და ფაქტები ლაპარაკობენ. ზოგად საუბრებს უამრავი სუბიექტურობა, სხვათა ნათქვამზე დაყრდნობა და ხშირად არასწორი შეფასებები სდევს თან.

"სწორედ მაგას ვგულისხმობ, მე არ მინდა ეკლესია იყოს აშენებული ადამიანის მიერ, რომელმაც იმავე ადგილას ხალხს სარჩოს საშოვარი მოუშალა და ახლა 'სულიერებას უგებს' "

დავუშვათ პრეზიდენტმა მართლაც მოუშალა სარჩოს საშოვარი ხალხს, ეს არავითარი მიზეზი არაა იმისა, რომ ეკლესია არ აშენდეს. ეკლესიის აშენება ყოველთვის წმინდაა და ის ნებისმიერ სიტუაციაში დადებითად უნდა შეფასდეს, რადგან მრავალი ადამიანის ეკლესიურობა და ცხონება ხშირად კონკრეტულად ამა თუ იმ ეკლესიის აგებასთანაა პირდაპირ კავშირში. ამის ნათელი დადასტურებაა ვაკის სამების ტაძრის მშენებლობა, რომლის შემდეგ უამრავი ადამიანი გახდა ეკლესიური, მაზიარებელი, აღესრულა უამრავი ნათლობა და ა.შ. ბევრმა ადამიანმა სწორედ იქ დაინახა ჭეშმარიტების გზა, არადა ცოტამ თუ იცის რომ ეს ტაძარი თბილისის პოლიციის შეფის სოსო ალავიძის დაფინანსებით აშენდა და ადვილი მისახვედრიცაა თუ რა გზებით იქნებოდა ეს ფული ნაშოვნი, განსაკუთრებით შევარდნაძის დროს. გარდა ამისა უნდა იცოდე, რომ რესტორნების ქსელის მეპატრონეები იქ სამშიერო ლუკმას არ შოულობდნენ. ეს იყო უკანონოდ აშენებული ნაგებობები და უმეტესობა სახელმწიფოსთვის გადასახადების აშკარა დამალვით მუშაობდა. ეს იყო მათი სიმდიდრის წყარო. ყველაფერი რომ ზუსტად შეაფასო საჭიროა იცოდე მშენებლობის ნორმები, კანონმდებლობა, მათი საქმიანობა, აგრეთვე რა ოდენობით გადასახადს მალავდნენ, რამდენი იყო ადგილის მარგი ქმედება და ათასი ნიუანსი, ამათ გარეშე ობიექტური ვერ იქნები.

"ამით ორ კურდღესლ დაიჭერს, პრ და ჩადენილი საქმის გაკეთილშობება"

ხელისუფლება თუ ცუდს აკეთებს მაშინ ეს არის რეალური სახე ხელისუფლების ყველა წევრის, მათ შორის პრეზიდენტისაც, თუ კარგს აკეთებს მაშინ "პიარია" და საკუთარი თავის კეთილშობილად წარმოჩენის სურვილია . . . ასეთი სუბიექტურობა არ შეიძლება. უნდა შეგეძლოს მიუკერძოებლად და ღრმა ანალიზის საფუძველზე შეაფასო ყველაფერი. ისე საქმე საქმეზე რომ მიდგეს ეკლესიის აშენებით "პიარ-კამპანიის" წარმოება ჯობია იმას რაც მეზობელ თუ შორეულ სახელმწიფოებში ხდება. ასე სასარგებლო საქმე მაინც კეთდება და ეკლესიის აშენება ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა არანაირად არაა ბოლოსდაბოლოს და ამასაც დანახვა და სწორი შეფასება უნდა.

"ამ ხალხს ავიწყდება რომ იესოს ცოცხალი რწმენაა სულიერება და არა ტაძრის აგება, რაში გამოხატავს პრეზიდენტი ამას? არც არაფერში! დანარჩენი ნაკლებად საინტერესოა..."

გეთანხმები, მაგრამ ისიც უდავოა რომ იესოს ცოცხალი რწმენა შეუძლებელია მისივე ეკლესიის გარეშე, რასაც აშენებული ტაძარი სჭირდება. ტაძრების გარეშე ხალხი ვერ იქნება ეკლესიური და მაშასადამე მათ არ ექნებათ არც რწმენა და არც ჭეშმარიტების გზაზე სიარული. თავისთავად რწმენა ტაძრების რაოდენობით არ გამოიხატება, მაგრამ ფაქტია რომ რაც უფრო მეტია ეკლესიური ადამიანი ერში მით მეტ ტაძარს საჭიროებს ღვთისმსახურებისათვის. რაც შეეხება პრეზიდენტის ცხოველი რწმენის გამოხატულებას, ეს ცალკე საკითხია . . . უპირველეს ყოვლისა ადამიანის, მით უმეტეს ქვეყნის პირველი პირის რწმენის ხარისხის შეფასება რიგითი მოქალაქისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია, იმდენი რაიმეს ცოდნაა საჭირო, მაგრამ გარეგნულად რომ პრეზიდენტი ეკლესიის გვერდით დადგომას ცდილობს ეს აშკარად დასტურდება ორი მნიშვნელოვანი ფაქტით:

1) კონკორდატი - იგივე კონსტიტუციური შეთანხმება - რომელიც ერთადერთია მართლმადიდებლურ სახელმწიფოებში და რაღაც კუთხით ბერძნულ სახელმწიფო რელიგიასაც ჯობია. ამ ყველაფრის საფუძველზე ვასკვნით რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გაცილებით დიდი საკანონმდებლო მხარდაჭერა და სტატუსი აქვს ვიდრე სხვა რომელიმე მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთარი სახელმწიფოებისგან.
2) პრეზიდენტის უშუალო კეთილგანწყობა პატრიარქისადმი, რაც აშკარად ჩანს ყველგან, აღლუმზეც გამოჩნდა, დანგრეული ეკლესიის მშენებლობის აღდგენასთან დაკავშირებით პატრაირქთან შეხვედრაზეც და ა.შ.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკუმენისტი
პოსტი May 28 2007, 03:59 PM
პოსტი #24


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 285
რეგისტრ.: 1-May 07
წევრი № 1,803



ეკლესია დაანგრიეს და პრეზიდენტს დაბრალდა, და მასზე განაწყენდით! ეკლესია შენდება და ახლაც მას განიკითხავთ, სასაცილოა რა biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
::სალომე::
პოსტი May 28 2007, 04:02 PM
პოსტი #25


ფანცქვალა :D
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,744
რეგისტრ.: 16-February 07
მდებარ.: საქართველო, აჭარა, ბათუმი.
წევრი № 1,092



რა კაიააა, ძალიან გამიხარდა,



--------------------
სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩავსვამ
რადგან მას სამყარო ვერ იტევს
იგი ძალაა ღმერთისა , ანგელოზის ენით ნათქვამი
მთავარია შენ გიყვარდეს....
გიყვარდეს ისე რომ,
სამაგიეროს არ ელოდო...
გიყვარდეს,რა მოხდა მერე, იმ ძალით
თუ არ გიპასუხებენ...

=====================================
შეუძლებელი კაცთათვის, შესაძლებელია უფლისთვის.
=====================================
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიანია
პოსტი May 28 2007, 04:02 PM
პოსტი #26


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 629
რეგისტრ.: 9-February 07
წევრი № 1,041



ცოტა დავიბენი. რა მაგ ტერიტორიაზე რამე უნდა დაინგრეს რომ ეკლესია აშენდეს ? huh.gif


--------------------
როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი May 28 2007, 04:05 PM
პოსტი #27


დაურეგისტრირებელი









ეკუმენისტი
შენი ყოფილიყო რომელიმე რესტორანი როგორ ილაპარაკებდი ვნახავდით რა...


ნიანია
კი ხალხს დაუნგრიეს მანდ რესტორნები ...

ციტატა
გარეშე ხალხი ვერ იქნება ეკლესიური და მაშასადამე მათ არ ექნებათ არც რწმენა და არც ჭეშმარიტების გზაზე სიარული.

"ხსნა ყველგან არის..."
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 28 2007, 04:09 PM
პოსტი #28


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ქავთარაძე
არ მეგონა ეკლესიის აშენება თუ გეწყინებოდათ....

რაც არ უნდა ადგილზე იყოს აშენებული

თქვენ არ გაიძახდით, უკანონო რომც ყოფილიყო ფერიის მთის მონასტრის მშენებლობა, მაინც არ უნდა დაენგრიათ, რადგან ეკლესიის ადგილი წმინდააო და ახლა გახდა მიუღებელი?

მე ისიც არ მჯერა თქვენ მართლა რომ დაგწყდათ გული იმ მონასტრის დანგრევის გამო.... მგონი რომ, უფრო პრეზიდენტის კრიტიკის საბაბის მოცემა გაგიხარდათ

ცუდად გაკვირვებული დავრჩი მართალი გითხრა.... sad.gif

ქავთარაძე
ციტატა
"ხსნა ყველგან არის..."

ეს პანეკუმენიზმი როდის მერე?

სხნა ერთადერთგანაა - ესაა ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესია


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი May 28 2007, 04:10 PM
პოსტი #29


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(ქავთარაძე @ May 28 2007, 04:05 PM) *

"ხსნა ყველგან არის..."

ხსნა ყველგან არისო?! არ შეიძლება ილია ჭავჭავაძის "განდეგილიდან" ამოგლეჯილი ფრაზების დაწერა, რომელსაც კონტექსტური დატვირთვა აქვს. ხსნა ყველგან არ არის. უფრო სწორედ ხსნა მარტო ქრისტეს ეკლესიაშია და არსად სხვაგან. ქრისტეს ეკლესიის გარეშე ადამიანი ვერ ცხონდება.

ყველას ვთხოვ წაიკითხოს ჩემი #23 პოსტი:
http://church.ge/index.php?s=&showtopic=17...indpost&p=97130
და გააკეთოს თავისი კომენტარი


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი May 28 2007, 04:11 PM
პოსტი #30


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მე ისიც არ მჯერა თქვენ მართლა რომ დაგწყდათ გული იმ მონასტრის დანგრევის გამო.... მგონი რომ, უფრო პრეზიდენტის კრიტიკის საბაბის მოცემა გაგიხარდათ


ნუუ laugh.gif და საერთოდ ვინ არის მიშა? ეკლესიასთან რა საერთო აქვს laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი May 28 2007, 04:18 PM
პოსტი #31


დაურეგისტრირებელი









კანონისტი
"ხსნა ყველგან, არის ხოლო გზა ხსნისა, ასეთი მერგო მე უბედურსა...}

გააანალიზეთ მე რა ვთქვი და მერე პოსტეთ რააააააა.

ციტატა
მე ისიც არ მჯერა თქვენ მართლა რომ დაგწყდათ გული იმ მონასტრის დანგრევის გამო.... მგონი რომ, უფრო პრეზიდენტის კრიტიკის საბაბის მოცემა გაგიხარდათ

შენ რომელი ხარ? ნათელმხილველი თუუუუ?
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 28 2007, 04:18 PM
პოსტი #32


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მნათე
ციტატა
ნუუ და საერთოდ ვინ არის მიშა? ეკლესიასთან რა საერთო აქვს


ლევანი ასე კითხულობს ზიარების წინა ლოცვას ალბათ:
"მრწამს უფალო და აღვიარებ.... შენ ხარ მოსული სოფლად ცოდვილთა ცხოვნებად, რომელთაგან მეორე მე ვარ, ხოლო პირველი არს მიშა..."

საკუთარი ცოდვისა და დაცემულობის ბრწყინვალე განცდა... tongue.gif

26-ში ლოცვაზე ვიყავი დიდ სამებაში, სადაც მობრძანდა ყოფილი პრეზიდენტი ბატონი ედუარდ შევარდნაძე. ნუ ცხადია, ახლანდელი პრეზიდენტისგან განსხვავებით არც უწმიდესს შეგებებია, არც კურთხევა აუღია და არც ხელზე მთხვევია, რის გამოც უნებურად განკითხვის აზრები წამომივიდა გონებაში და იქვე მდგომ ჩემ კურსელს გავუზიარე.... მაგრამ უეცრად გავჩერდი....

გავჩერდი იმიტომ, რომ გამახსენდა - ამ ადამიანის ხელმოწერა ამშვენებს კონსტიტუციურ შეთანხმებას და მე ვინ ვარ? რა გამიკეთებია ეკლესიისთვის ამის ფასი, რომ ეს ადამიანი განვიკითხო? შევძლებ კი ამ საქმის მეასედის გაკეთებასაც კი დედაეკლესიისათვის? მაშ რაღატო განვიკითხო, უწმიდესს ლოყაზე რატომ აკოცა-თქო?

განკითხვის აზრები მაშინვე გამეფანტა.....


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი May 28 2007, 04:19 PM
პოსტი #33


დაურეგისტრირებელი









_გიორგი_
და შენ რა იცი მე როგორი აზრით დავწერეეეე?

ციტატა
ალბათ

ეს სიტყვა როდის უნდა მოიშალოოთ?
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 28 2007, 04:20 PM
პოსტი #34


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ქავთარაძე
ციტატა
შენ რომელი ხარ? ნათელმხილველი თუუუუ?


უყურე: ლოგიკის პირველივე გაკვეთილზე ისწავლება:

შემთხვევა 1
დაინგრა მონასტერი, გავაკრიტიკეთ პრეზიდენტი

შემთხვევა 2
შენდება ეკლესია, ვაკრიტიკებთ პრეზიდენტს

დასკვნა:
ჩვენი მიზანია პრეზიდენტის კრიტიკა


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი May 28 2007, 04:24 PM
პოსტი #35


დაურეგისტრირებელი









ციტატა
თქვენ არ გაიძახდით, უკანონო რომც ყოფილიყო ფერიის მთის მონასტრის მშენებლობა, მაინც არ უნდა დაენგრიათ, რადგან ეკლესიის ადგილი წმინდააო და ახლა გახდა მიუღებელი?

ჩვენ ეკლესია დაგვინგრიეს, რომლის მშენებლობა დაწყებული იყო დათო და შენ ამბობ რომ ადამიანს შეიძლება სარჩო წაართვა და თქვა უF რათ უნდა ამ კაცს ეს რესტორანი მოდი აბა ავაშენოთ ტაძარიო?
ის მიწა ეკუთვნოდა საპატრიარქოს და მორჩა და ეს მიწა ადამიანს ქონდა შეძენილი და რანაირად აშენებ მასზე ეკლესიას როცა ამ ადამიანისაა ეს მიწააა?
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი May 28 2007, 04:27 PM
პოსტი #36


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
დავუშვათ პრეზიდენტმა მართლაც მოუშალა სარჩოს საშოვარი ხალხს, ეს არავითარი მიზეზი არაა იმისა, რომ ეკლესია არ აშენდეს. ეკლესიის აშენება ყოველთვის წმინდაა და ის ნებისმიერ სიტუაციაში დადებითად უნდა შეფასდეს, რადგან მრავალი ადამიანის ეკლესიურობა და ცხონება ხშირად კონკრეტულად ამა თუ იმ ეკლესიის აგებასთანაა პირდაპირ კავშირში. ამის ნათელი დადასტურებაა ვაკის სამების ტაძრის მშენებლობა, რომლის შემდეგ უამრავი ადამიანი გახდა ეკლესიური, მაზიარებელი, აღესრულა უამრავი ნათლობა და ა.შ. ბევრმა ადამიანმა სწორედ იქ დაინახა ჭეშმარიტების გზა, არადა ცოტამ თუ იცის რომ ეს ტაძარი თბილისის პოლიციის შეფის სოსო ალავიძის დაფინანსებით აშენდა და ადვილი მისახვედრიცაა თუ რა გზებით იქნებოდა ეს ფული ნაშოვნი, განსაკუთრებით შევარდნაძის დროს. გარდა ამისა უნდა იცოდე, რომ რესტორნების ქსელის მეპატრონეები იქ სამშიერო ლუკმას არ შოულობდნენ. ეს იყო უკანონოდ აშენებული ნაგებობები და უმეტესობა სახელმწიფოსთვის გადასახადების აშკარა დამალვით მუშაობდა. ეს იყო მათი სიმდიდრის წყარო. ყველაფერი რომ ზუსტად შეაფასო საჭიროა იცოდე მშენებლობის ნორმები, კანონმდებლობა, მათი საქმიანობა, აგრეთვე რა ოდენობით გადასახადს მალავდნენ, რამდენი იყო ადგილის მარგი ქმედება და ათასი ნიუანსი, ამათ გარეშე ობიექტური ვერ იქნები.


მე მონასტრის დანგრევაზე უფრო დიდ საშინელებად, ეკლესიური ცნობიერების წაბილწვად და სიმახინჯის მწარე კომედიად მიმაჩნია, რომელიმე სამღვდელოს მხრიდან, ბიწიერი და 30 ვერცხლის დარი ფულის აღება ეკლესიის ასაშენებლად! ეკლესია ვართ ჩვენ ყველა, თუ ტაძარი არ აშენდება ქრისტეანული და პატიოსანი ფულით, მაშინ სულ ნუ აშენდება! წარმოიდგინეთ პეტრე მოციქული, რომელიც რომელიმე ქურდის ხელიდან იღებს ფულს კატაკომბის გამოსათხრელად - და იტირეთ! ეკლესიების ნაკლებობა გვაქვს საქართველოში?! რაში ვიყენებთ თორე კი! შენდება ქვის კედლები და ინგრევა სულიერი ტაძარი! რამდენიც მონათლული ნახე მაგ ეკლესიაში, რატომ გგონია რომ იგივე ფორუმ.გე-ზე იმდენივე დაბრკოლებული არაა ამ ქმედებით? მისი ნაძარცვი ფულით აშენებულ ეკლესიას რომ დაინახავს? მისი შვილების ცრემლითა და შიმშილით დალპობილი ფულით აღვლენილ ღვთისმსახურებას?! ლოცვის აღვლენა შეიძლება ყველგან - მითუმეტეს ამის გაჭირვება საქართველოში ნამდვილად არ არის! ქრისტე ადამიანებს რწმენით უკაკუნებს და ის ყველასთან მიდის ჩვენი საშუალებით და თუ ჩვენ ბიწიერებით მივალთ ადამიანთან, მაშინ? ან რაში ჭირდება სიმართლის უფალს, უსამართლობისა და ხალხის ცრემლის ადგილზე დადგმული ტახტი?

”ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქუენსა ზეცათასა” (მათე 5,16)

ეკლესიის გუმბათები კი არა, თქვენი ნათელიო!

ციტატა
გეთანხმები, მაგრამ ისიც უდავოა რომ იესოს ცოცხალი რწმენა შეუძლებელია მისივე ეკლესიის გარეშე, რასაც აშენებული ტაძარი სჭირდება.


აშენებული სულიერი ტაძარი! რომელიც უმანკოდ და სიყვარულით დაემკვიდრება მოკრძალებაში..

ციტატა
ტაძრების გარეშე ხალხი ვერ იქნება ეკლესიური და მაშასადამე მათ არ ექნებათ არც რწმენა და არც ჭეშმარიტების გზაზე სიარული.


ამიტომ უნდა გავძარცვოთ ხალხი და ავაშენოთ ეკლესია?

ციტატა
უპირველეს ყოვლისა ადამიანის, მით უმეტეს ქვეყნის პირველი პირის რწმენის ხარისხის შეფასება რიგითი მოქალაქისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია, იმდენი რაიმეს ცოდნაა საჭირო, მაგრამ გარეგნულად რომ პრეზიდენტი ეკლესიის გვერდით დადგომას ცდილობს ეს აშკარად დასტურდება ორი მნიშვნელოვანი ფაქტით:


ხე ნაყოფით იცნობა და ეს:

ციტატა
1) კონკორდატი - იგივე კონსტიტუციური შეთანხმება - რომელიც ერთადერთია მართლმადიდებლურ სახელმწიფოებში და რაღაც კუთხით ბერძნულ სახელმწიფო რელიგიასაც ჯობია. ამ ყველაფრის საფუძველზე ვასკვნით რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გაცილებით დიდი საკანონმდებლო მხარდაჭერა და სტატუსი აქვს ვიდრე სხვა რომელიმე მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთარი სახელმწიფოებისგან.


თუ კარგი ნაყოფია და პრეზიდენტის ცოცხალ რწმენაზე მეტყველებს, მაშინ ედუარდი რად ჩამოაგდეთ? laugh.gif განა მან არ დადო ეკლესიასთან შეთანხმება? laugh.gif

ციტატა
2) პრეზიდენტის უშუალო კეთილგანწყობა პატრიარქისადმი, რაც აშკარად ჩანს ყველგან, აღლუმზეც გამოჩნდა, დანგრეული ეკლესიის მშენებლობის აღდგენასთან დაკავშირებით პატრაირქთან შეხვედრაზეც და ა.შ.


ნტტტტ, ტყუილია იმ ქვეყანაში სადაც 80% მართლმადიდებელია მაგის მაგარ საქმედ მიჩნევა ელემენტარული მიამიტობაა laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი May 28 2007, 04:29 PM
პოსტი #37


დაურეგისტრირებელი









კანონისტი
შენ რა იდეენი ხარ ა?
1)პრეზიდენტზე საუბარიც კი არ მსიამოვნებს.
2)მისი კრიტიკის გარდა არაფერი საქმე არ მაქ?
3) მიშას მე როგორც დალაგებულს ვერ ვუყურებ biggrin.gif
4) ეს დანომვრა რად გინდა მუხლებია? თუუუუუ? ეგა პარლამენტში და კანცელარიაში...

კანონისტი
აფხაზეთის ამბები როგორ მიდის ისე ? ვიბრუნეებთ?
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 28 2007, 04:35 PM
პოსტი #38


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მნათე
სულიერი ტაძრის აშენება საერო ხელისუფლების კომპეტენცია არ არის. თვით ყველაზე კეთილმსახური მმართველნიც კი მხოლოდ იმით გამოირჩეოდნენ, რომ ეხმარებოდნენ ეკლესიას, რადგან სულიერი ტაძრის შენება ოდენ ეკლესიის უფლება და კურთხევაა

ვიცი, რომ მრავალი ბრკოლდება იმის გამო, რომ ვითომ ნაძარცვი ფულით შენდება ეკლესიები, მაგრამ მერწმუნე, ეს ასე რომ არ იყოს, მერე სხვა რამით "დაბრკოლდებოდნენ"... რადგან ისინი უფალთან არმისვლის მიზეზს ეძიებენ და არა უფალს

პირადად მე თბილისში ვარ დაბადებული, უამრავი ტაძარი იყო მაშინაც და ახლაც, მაგრამ ეკლესიური გავხდი მაშინ, როდესაც აშენდა ვაკის წმ. სამება. უფალი ბრძანებს, დიდი იქნება სიხარული ერთი მოქცეულის გამოო და შენ რატომ ლამობ ამ სიხარულის წყაროს გადაკეტვას?

არ გვინდა ზოგად ფრაზები, რომ ლოცვა ყველგან შეიძლება, რომ თურმე ისეც ბევრი ეკლესიაა თბილისში და ასე შემდეგ. კონკრეტიკაა მთავარი და კონკრეტიკა არის ის, რომ თითოეული ეკლესიის აგება ნიშნავს ასობით გადარჩენილ სულს

მე დავწერე უკვე ერთხელ, რომ არ ვაპირებ პრეზიდენტის პოლიტიკის აპოლოგიას, იმიტომ რომ აზრი არ აქვს. ადამიანს, თუკი არ უნდა უფლის არსებობაში ვერ დაარწმუნებ და მე როგორღა შევძლებ მოკვდავი ადამიანის საქმეებში ვინმეს დარწმუნებას? გჯეროდეთ ისე, როგორც გინდათ.... (სპეციალურად ვამბობ "გჯეროდეთ" იმიტომ, რომ რასაც ამბობთ, ეს ცოდნის ფარგლებს ცილდება და უფრო რწმენის, დაჯერების ნაწილშია გადასული)


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი May 28 2007, 04:41 PM
პოსტი #39


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



კანონისტი
ციტატა


ეს წუთია შევიტყვე, რომ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რიყეზე აშენდება 100 000 ქართველი მოწამის სახელობის ეკლესია. ამით ერთგვარად შევეცდებით იმ ცოდვის გამოსყიდვას, რაც აჭარაში მოხდა, ბრძანა პრეზიდენტმა

იდეა მის უწმიდესობასთან შეხვედრისას წარმოიშვა და პატრიარქმა დალოცა პრეზიდენტი ამ საქმისათვის!

გილოცავთ!!! 100 000 მოწამის მფარველობა არ მოკლებოდეს ჩვენ პრეზიდენტსა და პატრიარქს, სრულიად საქართველოს!!

ნამდვილად მოსაწონი გადაწყვეტილებაა, ვუსურვებ პრეზიდენტს ხშირად მიეღოს ასეთი მართებული და დროული გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა პატრიარქის კურთხევით.
დიდება უფალს!!!



--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 28 2007, 04:44 PM
პოსტი #40


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



abo
გაიხარე! smile.gif

აი, ქრისტიანის დამოკიდებულება....


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 11:01 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი