IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> კიდე ერთი "სამოთხე" საქართველოში... :), უდიდესი მადლი ტრიალებს ტაბაკინის მონასტერში. არაჩეულებრივი იყოოო... :r
მაკუნა
პოსტი Oct 26 2007, 04:36 PM
პოსტი #21


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,495
რეგისტრ.: 18-March 07
წევრი № 1,409



ტაბაკინის მონასტერი

ტაბაკინის წმინდა გიორგის სახელობის ჩხეიძეთა ფეოდალური სახლის საგვარეულო მონასტერი მდებარეობს ზესტაფონის რაიონის (მონასტერი რაიონული ცენტრიდან 8კმ-ით არის დაშორებული), ამავე სახელწოდების სოფელ ტაბაკინში.

სოფლიდან მონასტრამდე მიდის გზა, რომელიც გადის მდინარე აჯამურაზე, გზის ბოლოში ერთ-ერთ მოსახვევიდან იშლება ტყეში ჩაფლული მონასტრისა და სამრეკლოს ხედი, მონასტერს გზა ჩრდილოეთის მხრიდან მიუდის. ამ მონასტრის ულამაზესი ადგილმდებარეობა ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის ისტორიკოსს ვახუშტის აქვს აღნიშნული “ტაბაკინს არს მონასტერი –კეთილს შუენიერს ადგილს და აწ უქმად”-მაგრამ კონკრეტულ ცნობებს ამ მონასტრის შესახებ გარდა იმისა, რომ მონასტერი იმ დროისთვისუკვე აღარ მოქმედებდა არ გვაწვდის.

მონასტერი ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ორიგინალური ნიმუშია, ტაძარს არ აქვს რაიმე წარწერა მონასტრის ამშენებლის ან აშენების თარიღთან დაკავშირებით. არც ისტორიულ წყაროებშია რაიმე ცნობა მოცემული. ტაძარი წარმოადგენს დარბაზულ ტიპის სამნავიან ბაზილიკას, რომელიც თაღებითაა გახსნილი ჩრდილოეთის ნავში. აქვს დამოუკიდებელი თაღებიანი სამხრეთის სადგომი-სტოა.

სტოას ჩვეულებრივი კავშირი ეკლესიასთან არ გააჩნია. მაგრამ მისი დასავლეთის კედელი ფართო თაღებითაა გახსნილი. მაშასადამე კავშირი შესაძლებელია ამ თაღებისა და ეკლესიის დასავლეთის კარის საშუალებით სტოად გაფორმებულ დამოუკიდებელი ეკვდერის ასეთ შეფასებას ეკლესიასთან ჯერჯერობით პარალელი არ მოეპოვება და ამიტომ ტაბაკინის მაგალითი უნიკალურია.

ეკლესიის ქვეშ დასაკრძალი ორი სათავსოა. ეს საძვალეა აღმოსავლეთიდან შესასვლელით. იგი ეკლესიის ქვეშ არ შენდებოდა მოწიფულ შუასაუკუნეებში, მაგრამ ადრეული ხანის ხუროთმოძღვრებაში მსგავსი გადაწყვეტა კარგად არის ცნობილი.

მონასტრის ინტერიერი მთლიანად მოხატულია, რომელიც მე-16 საუკუნეს განეკუთვნება. გამოკვლევებმა დაადასტურეს, რომ ტაძარმა გაიარა განახლებისა და შეკეთების ოთხი ეტაპი; 1) მე-6 მე-7 საუკუნე 2) სავარაუდოდ მე-11საუკუნე 3) განახლებისა და მოხატვის 1510-1529 წელი 4) 1529 წლის შემდეგ. ტაძარი საკმაოდ დაზიანდა მე-20 ს.-ის დასაწყისში საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ.

სარესტავრაციო სამუშაოები ტაბაკინის მონასტერში ზესტაფონის რაიონის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის მამუკა ასლანიკაშვილის ინიციატივით 1980-1986წ. მიმდინარეობდა. სამუშაოები ხელის შეწყობის მიზნით მონასტრამდე გაყვანილი იქნა სამანქანო გზა.

1984წელს ტაბაკინის მონასტერში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს ასრულებდნენ ქუთაისის ძეგლთა დაცვის სარესტავრაციო #1 უბანი.

მონასტერს მოეხსნა კრამიტის სახურავი და მთლიანად დაიხურა, დაიგო შავი მარმარილოს ფილები, ჩატარდა კედლის აღდგენითი სამუშაოები. ოთხივე გვერდიდან აღდგენილ იქნა საძვალეს ფასადი და თაღები, დახურული იქნა სამრეკლო.

1986 წელს არქიტექტორთა ჯგუფმა ი. გრემელაშვილის ხელმძღვანელობით სტოას დაუბრუნეს თავდაპირველი სახე.

მონასტერმა განახლებისა და შეკეთების ეტაპების გარდა რამდენჯერმე განიცადა დაუქმების სიმწარე და აღორძინების მადლიც.


მონასტერი ახალ სიცოცხლეს იწყებს 1992წ. გიორგობიდან, როცა მარგვეთის მიტროპოლიტმა მეუფე კონსტანტინემ და არქიმანდრიტმა ანდრიამ ტაძარი ხელახლა აკურთხეს. ამ დღიდან მოყოლებული დღემდე უფლის მადლითა და იღუმენ იაკობის(ჭოხონელიძის) წინამძღოლობით ტაძარი მოქმედია და მონასტრის ძმობასთან ერთად ემსახურება მრევლს. 1998-2000 წლებში აქვე აშენდა და მოიხატა 12 მოციქულის სახელობის პატარა კარის ეკლესია.


2000წ. შემოდგომაზე ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით, კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრიეს მოადგილის პაატა გაფრინდაშვილის ინიციატივით ტაბაკინის მონასტერში ჩატარდა გარეგანი აღდგენითი სამუშაოები. მეორე ეტაპი შინაგანი აღდგენითი სამუშაოებისა გათვალისწინებულია 2007 წლისათვის. დღეისათვის ფუნქციონირებს ტაბაკინის მონასტრის ინტერნეტ ვებ გვერდი www.tabakini.ge







მონასტრის მთავარი ტაძარი rolleyes.gif
IPB-ს სურათი



სამრეკლო

IPB-ს სურათი

ახლად აშენებული პატარა ტაძარი, რომელიც ძალიან ლამაზადაა მოხატული...
აქ ტარდება ძირითადად წირვა-ლოცვა. თუ ბევრი ხალხია მაშინ დგება დიდ ტაძარში მსახურების ჩატარების აუცილებლობა, თუმცა ეს თითქმის არ ხდება, რადგან მოსასტერს ყველაზე მეტი 15 ადამიანი ყავს მრევლი, (მიუხედავად იმისა რომ ტაძარი სოფელთან ახლოს მდებარეობს) ისინიც იშვიათად ესწრებიან მსახურებას. sad.gif

IPB-ს სურათი

ეს არის სანათლავი, რომელშიც წლების წინ მიმდინარეობდა ხალხის
მონათლა.
IPB-ს სურათი


სანათლავი გაკეთებულია მდინარეზე, არის ჩაღრმავებული ადგილი, სადაც წყალი ჩაედინება და ქმნის ბუნებრივ ემბაზს, ამ ემბაზში, ჩასასვლელია კიბით.
IPB-ს სურათი


--------------------
ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...

ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება...

არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
Berckley
პოსტი Feb 3 2011, 12:25 PM
პოსტი #22


მინისტრობისთვის გაჩენილი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 164
რეგისტრ.: 7-November 10
მდებარ.: თბილისი,საქართველო
წევრი № 9,820



უიმე მანდ წვიმა არ ჩადის მერე?


--------------------
* ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! *
* ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო *
* ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს,ისიც კი განაბნიესო *
* დიდება მოთბინებასა შენსა,უფალო იესო *
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
მაკუნა   კიდე ერთი "სამოთხე" საქართველოში... :)   Oct 26 2007, 04:36 PM
თათარაშვილი   ძალიან მომეწონა სუ...   Oct 26 2007, 05:08 PM
კანონისტი   ძალიან მომეწონა ს...   Oct 26 2007, 10:55 PM
მაკუნა   http://i024.radikal.ru/0710/e6/e6912b1735f5.jpg h...   Oct 26 2007, 05:32 PM
sable   http://i024.radikal.ru/0710/a2/0cb1a59e4712.jpg ...   May 30 2009, 01:46 AM
ubralod ninka   mec didi siamovnebit camovidodi   Oct 26 2007, 08:38 PM
მაკუნა   mec didi siamovnebit camovidodi მართლ...   Oct 26 2007, 08:43 PM
მაკუნა   ხოდა სად გავჩერდით...   Oct 26 2007, 09:17 PM
მართა   მაკუნა ეგ სანათლავ...   Oct 26 2007, 10:24 PM
მაკუნა   მაკუნა ეგ სანათლა...   Oct 26 2007, 10:41 PM
elifs   ტაბაკინის მონასტე...   May 27 2009, 09:48 PM
მატასი   ტაბაკინი ზესტაფონ...   May 27 2009, 09:52 PM
.:Lela:.   ტაბაკინი ზესტაფონ...   May 30 2009, 01:51 AM
ანნო   ტაბაკინის მონასტე...   Jun 25 2009, 03:43 PM
Ligia   ჩემს მეგობარს უკავ...   Jun 26 2009, 11:45 AM
lingvo   http://i076.radikal.ru/1001/81/32b5644008c0.jpg [...   Jan 5 2010, 10:03 PM
maikusi   [url=http://www.radikal.ru][img]http://i076.radik...   Jan 5 2010, 10:08 PM
lingvo   http://s16.radikal.ru/i191/1001/5b/8ce655190dca.jp...   Jan 5 2010, 10:17 PM
B-A-CH-O   საოცარი ადგილია .. .....   Feb 2 2011, 12:30 AM
.ნინო   ალბათ არ დაგიშლიან...   Feb 2 2011, 11:22 PM
Berckley   უიმე მანდ წვიმა არ ...   Feb 3 2011, 12:25 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 13th May 2024 - 02:17 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი