IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საქართველოს ეკლესიის აკლება., რუსული ეკლესიის მიერ ივერიის ეკლესიის განადგურების ფაქტი.
ლეონტი
პოსტი Mar 8 2007, 11:38 AM
პოსტი #1


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



საქართველოს პატრიარქი , უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დელეგაციითურთ მოსკოვს ეწვია, რათა დასწრებოდა "მართლმადიდებლური ენციკლოპედიის" 13 ე ტომის პრეზენტაციას, რომელშიც სხვა მასალებთან ერთად შევიდა ინფორმაცია საქართველოს ეკლესიის შესახებ.
პატრიარქმა აღნიშნა რომ წიგნში შეტანილია მთელი რიგი უზუსტობები, რაც შემდგომ გადამუშავებას მოითხოვს.
რეალურად კი რუსულმა ეკლესიამ გამოსცა წიგნი მოძმე საქართველოს ეკლესიაზე, რომელშიც ჩვენთვის მთავარი, ანუ რუსეთის წმინდა სინოდის მიერ ივერიის ეკლესიის პირწმინდად განადგურება არაა შეტანილი.
ქვემოთ მოგაწვდით ფაქტებს, რომელიც 1907 წელს რუსი ავტორის მიერ იქნა გამოქვეყნებული:
"რუსეთის სინოდმა აუწერელი ვნებისა და ბოროტების მეტი არაფერი მისცა ქართულ ეკლესიას.მისთვის ეს ეკლესია ნამდვილი ბარბაროსული ქვეყანის ეკლესია იყო. სინოდის მოხელეებმა მტკვარში გადაყარეს ყველა კანონები და დადგენილებანი, რომელნიც ქართულ ეკლესიას ეკუთვნოდა,დასწვეს აუარებელი უძველესი საეკლესიო დოკუმენტი,რაც დარჩა პეტერბურგში წაიღეს და ბოლოს ივერიის ეკლესიას ავტოკეფალია წაართვეს.
(ერთი ცნობით ეს დოკუმენტები მოგვიანებით ლენინმა დააბრუნა, მაგრამ გზაში ეშელონს, "შემთხვევით" ხანძარი
გაუჩნდა და გადაიბუგა)
გაანადგურეს მრავალი ძველი მონასტერი და ქართული საეკლესიო მამულებიც ხაზინას გადასცეს.
გარყვნილი ეგზარხოსი ფეოფილაქტი (საუბარია რუსეთის "წმინდა" სინოდის მიერ მოვლინებულ მიტროპოლიტზე)
პირდაპირ ახრჩობდა ქართველებს და იქამდის მივიდა, რომ შეეხო წმინდა ნინოს საფლავსაც, მაგრამ ღმერთმა აღარ დააცალა და იქვე საფლავთან ამოართვა სული. ეგზარხოსმა ევგენი ბაჟენოვმა, მონასტრები და ეკლესიები დაქურდა,ისიდორემ ქართულ ეკლესიებს მამულები წაართვა, ეგზარხოსმა ევსევი ილინსკიმ, რომელიც მეტად გახრწნილი, თავაშვებული და ქალის მოყვარე იყო,გაყიდა ქართველ კათალიკოსთა უძვირფასესი სამოსელი,
ხატებსა და სამოსლებს ძვირფასი თვლები ჩამოხსნა და მონაწილეობა მიიღო გელათის მონასთრის სამოსლების დატაცებაში. ეგზარხოსმა ევსევიმ,რამდენიმე ასი ათასი მანეთი იშოვა.იმის ეგზარხოსობის დროს, კი ქართულ ეკლესიას 2 მილიონი მანეთის ნივთები დაეკარგა.
ეგზარხოსი პავლე, კაცი ფიცხელი, გადარეული და მხეცის მსგავსი, რომელმაც ბესარაბიაში მართლმადიდებლობა დააქცია, ამავე საშვილიშვილო მოღვაწეობისთვის საქართველოში გადმოიყვანეს.რათქმაუნდა მან ივერიის ეკლესიაშიც ჩვეული არეულობა შემოიტანა. კიშინიოვიდან მას დეკანოზი ჩუდეცკიც გამოაყოლეს სემინარიის რექტორად, რომლის მეუღლესთან ეგზარხოსს სამარცხვინო კავშირი ჰქონდა. რექტორი ტფილისში ქართველმა სემინარიის ნამოწაფარმა, პირადი ანგარიშის გამო მოჰკლა და მისი ანდერძის აგებაზე ეგზარხოსმა მთელი ქართველი ერი დასწყევლა, რის გამოც თავად აზნაურთა წინამძღოლმა,დიმიტრი ყიფიანმა 1887 წლის 8 ივნისს ეგზარხოსს წერილი მისწერა და შეუთვალა, რომ ბოდიში მოეხადა ქართველი ერის წინაშე. მაგრამ საქმე სხვანაირად დატრიალდა, დონდუკოვ-კორსაკოვმა ეგზარხოსის თხოვნით, ყიფიანი სტავროპოლში გადაასახლა. მალე ყიფიანი პეტერბურგში გაიწვიეს საქმის გამოსაკვლევად, მაგრამ იგი მოკლეს იმ სასტუმროში, რომელშიც ცხოვრობდა, მოსყიდული მკვლელი ვერ იპოვნეს.
1870 წლამდე გელათის მონასტერს აუარებელი სიმდიდრე ჰქონდა. იმ დროს გელათში ინახებოდა: უძველესი, 11 ესაუკუნის ქართული სახარება ოქროს ყდით, იშვიათის საუცხოო ტიხრული მინანქრით.ეს სახარება ეგზარხოსის ნებართვით წაიღო ქუთაისის გუბერნატორმა ლევაშოვმა,რომელმაც ოქრო ჩამოხსნა და სანაცვლოდ ვერცხლის ყდა გააკეთებინა.ეხლა წინანდელი ოქროს ყდა ინახება პეტერბურგის სტროგანოვის მუზეუმში, რომელსაც იგი გრაფმა პანინმა გადასცა.
ამ ყდაში ინგლისელები იძლეოდნენ 1 მილიონ მანეთს. ამავე ეკლესიაში ინახებოდა იმერეთის კატალიკოსთა საპატრიარქო სამოსელი,რომელიც სტამბოლის აღებამდის იყო გაკეთებული და ზალიან ძვირი ღირდა. ამ სამოსლიდან გადაადნეს 8 გირვანქა ოქრო,ხოლო მარგალიტებიდან და ფირუზებიდან, ქალებს სამკერდულები გაუკეთეს. გელათის მონასტერი გაძარცვეს პანინმა და ლევაშოვმა ეგზარხოსის ნებართვით. ამავე ხანებში ამავე ეგზარხოსის ნებართვით სიონის უძვირფასეს ტაძრიდან დაიკარგა აუარებელი სიმდიდრე: ოქრო,რამდენიმე ფუთი მარგალიტი, ფირუზი და სხვა ძვირფასი ქვა. ასეთივე დღე დააყენეს მცხეთისა, ალავერდისა, ბოდბისა, ნინოწმინდისა, იოვანე ნათლისმცემლისა,ჯუმათისა, შემოქმედისა და სხვა მონასტრებს და ტაძრებს.
რამდენიმე წლის წინად სიონის ტაძრიდან გრაფმა ბობრინსკიმ ეგზარხოსის ნებართვით მრავალი ძველი ხელნაწერი წაიღო,გელათის მონასტრიდან დაიკარგა საპატრიარქო თვალ მარგალიტით შემკული მიტრა, რომელსაც ამშვენებდა მეფე ვახტანგის გვირგვინის ბრილიანტის ჯვარი.პავლეს დროს მეტეხის ტაძრიდან დაიკარგა ხუთი ატას თუმნად ღირებული მეტეხის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც წინათ სამკლიტურში ინახებოდა.1891 წ.ეს ხატი ამავე ეკლესიის სახურავ ქვეშ იპოვნეს,მაგრამ ზედ აღარაფერი ჰქონდა.ამავე ეგზარხოსის დროს სიონის ტაძრიდან დაიკარგა ძვირფასი ნინოწმინდის ღვთისმშობლის ხატი.პალადიმ ერთ სომეხ მხატვარს ნება დართო საქართველოს მონასტრებიდან მრავალი ხატი წაეღო და გაეყიდა.
ამ ჟამად ქართულ საეგზარხოსოზე იხარჯება 809000 მანეთი. აქედან 200000 მანეთი იხარჯება ბერძენ და რუს სამღვდელოებაზე და "ქრისტიანობის აღმადგენელ საზოგადოებაზე" (ეს იყო დანგრეული ქართული ეკლესიის ,რუსული ეკლესიით ჩანაცვლებისთვის მოღვაწე ორგანიზაცია, რომელმაც რათქმაუნდა ნაყოფიერად იმუშავა.) მაგრამ ამაზე უფრო საინტერესო ის არის, თუ რამდენი სახალხო ქონება წაიღო რუსეთის მთავრობამ საქართველოდან.... (აქ მოდის გრძელი ნუსხა, რომელსაც გამოვტოვებ).
ამრიგად რუსეთის მთავრობამ ქართველ ერს 150 მილიონი მანეთი წაართვა.მერე იცით რას ნიშნავს ერთი მუჭა ხალხისთვის 150 მილიონი მანეთი? ამ აუარებელი ქონებით, სულ ცოტა წელიწადში 15 მილიონი მანეთი წმინდა შემოსავალი ექნებოდა.
საყურადღებო ის არის რომ სომხებს 1905წ. მთავრობამ უკანვე დაუბრუნა საეკლესიო მამულები, საქართველოს საეკლესიო მამულების შემოსავალი კი,რომელიც წელიწადში 10 მილიონ მანეთს უდრის, დღესაც ხაზინას მიაქვს და ამ ფულიდან ქართულ ეკლესიაზე 3-4% ი იხარჯება....
... ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები, რომელნიც ზემო ქართლის გულს შეადგენენ, ქართველებისთვის სამუდამოდ დაიკარგნენ, სომხებმა კი იქაურობა გაავსეს. მრავალი მონასტრები და ეკლესია,უძველესი სიმდიდრე ქართველი ერისა, აუარებელი მინგრეულ მონგრეული სოფელი და სამშობლო შოთა რუსთაველისა, სულ უფასოდ და მუქთად შერჩათ ოსმალეთიდან გადმოსულ სომხებს...
....რუსეთის მთავრობამ ქართველებს დასახლება და მიწის შეძენა აუკრძალა სოხუმის ოლქში, სადაც ქართველ მეფეებს რამდენიმე ასწლეულის განმავლობაშისასახლეები ჰქონდათ და სადაცმე 17 საუკუნემდე არსებობდა სახაზინო იმერეთის კათალიკოსთა კათედრა...
ივერიის ეკლესიის საქმეებში ერეოდა არა მარტო რუსეთის სასულიერო კოლეგია (სინოდი) , არამედ კავკასიის სამოსწ. ოლქის მზრუნველი იანოვსკი და ზავადსკიც ხშირად ეჩხირებოდნენ. იანოვსკი წუხდა რომ საქართველოში4 ქართველი ეპისკოპოსია, ეს ხომ მთავრობის მიზნისთვის ძლიერ საშიშიაო.მათი აზრით ეპისკოპოსებს არ უნდა სცოდნოდათ ის ენა რომელზეც საწმყსო ლაპარაკობდა.(რათა დაჩქარებულიყო ღვთისმსახურების სლავურ ენაზე გადასვლა).
1811 წლიდან დაობლებულ ივერიის ეკლესიას სათავეში ედგა კაცი, რომელსაც ქართული ენის არაფერი ესმოდა.
საქართველოს ეგზარხოსი ნიკონი თავის სამწყსოს ვერ ეჩვენება შიშით, მას შემდეგ რაც თბილისში ჩამოვიდა, გარეთ იშვიათად გამოდის და თუ გამოვა ყაზახების თანხლებით.
სტატს სეკრეტარის ამხანაგი ზვენიგოროდსკი,რომლის კოლექციას ეხლა 1 200000 მანეთად ჰყიდიან მემკვიდრენი,
პალადის წერილით დადიოდა ქართულ ეკლესიებში და უვიცი ბერებისგან ძვირფას ნივთებს ყიდულობდა. ევსევის დროს ხახულის ღვთისმშობლის ხატს, რომელიც მოციქულ ლუკას მიერ იყო დაწერილი, ჩამოხსნეს 4 უშველებელი და 7 პატარა ლალი. ეს ძვირფასი თვლები ერთ დროს ეკუთვნოდა თამარ მეფეს და თითო ლალს საკუთარი სახელი ჰქონდა: "ობოლა", "კედელა" და "მედეგა". ყველა ქართველმა იცის ისტორიული ლეგენდა ამის შესახებ, თუ როგორ და რა მიზნით შესწირა თამარ მეფემ ეს ძვირფასი ქვები გელათის მონასტერს და ვის ჩაუვარდა ხელში შემდეგ ეს ძვირფასი ისტორიული ნაშთი.
ეგზარხოს ევსევის შიშით, ერთმა ქართველმა არქიმანდრიტმა უძველესი ქართული ხელნაწერები მიწაში ჩაფლა და დაალპო. აუარებელი სიმდიდრე გაიტანა ბარონ დე ბაიმ.დაწვას ისევ სჯობია რომ ეს სიმდიდრე საზღვარგარეთის მუზეუმებში ეწყოს, ეგზარხოსი პავლე კი ამ სიმდიდრესა და ძველ ნაშთებს კიშინიოვშიაც სწვავდა და ტფილისშიაც.
1895 წელს სინოდალურმა კანტორამ აფხაზეთში ქართული წირვა ლოცვა და სწავლა აკრძალა, თუმცა იქ 40 000
ქართველი და მხოლოდ 3 420 რუსი ცხოვრობდა.1906 წელს ეპისკოპოსმა კირიონმა დაიბრუნა ეს უფლება, მაგრამ
კოვნოში ვიკარის ადგილი მისცეს და საქართველოდან გაისტუმრეს.
...გაბრიელს ,ამ იშვიათ გმართლმადიდებელი ეკლესიის განათლებულ მწყემსთავარს და უაღრესად წმინდა ცხოვრების კაცს სდევნიდა რუსი ეგზარხოსი ევსევი,კაცი მეძავი, რომელიც საქართველოდან 1877 წელს გააძევეს.
აი რას წერდა მას 1875 წელს ეპისკოპოსი გაბრიელი: " იმის მაგივრად რომ ყურადღება მიაქციოთ ჩემ თხოვნას, თქვენო მაღალ ყოვლად უსამღვდელოესობავ, ჩემი წერილი ჩემი გულის ტკივილის გასაორკეცებლად გამოიყენეთ.
რადგან წამკიდეთ მეზობელ (გურიის) ეპისკოპოსს, რომელთანაც მუდამ მეგობრული დამოკიდებულება მქონდა.
აგერ უკვე 15 წელიწადია რაც თქვენი მაღალ ყოვლად უსამღდელოესობა მდევნით მე და ყოველი შემთხვევით სარგებლობთ რამე მაწყენინოთ, ან ცუდი სიტყვა მომახვედროთ. არ არის ისეთი ცილისწამება და ჭორი, რაც თქვენ არ მიგეღოთ და არ გერწმუნოთ ჩემს შესახებ. ყოველივე ამას მე ვითმენ, არ ვჩივი, გარნა მხოლოდ თქვენთან, მაგრამ ვერაფრით ვერ შევძელი თქვენი გულის მორბილება. ღმერთი იყოს მსაჯული ჩვენ შორის."
ბოლო დროს როგორც ვიცით, საქართველოს სასულიერო სასწავლებლების ზედამხედველების და მათი თანაშემწეების ადგილებზე მხოლოდ რუსებს ნიშნავენ. ისინი კი ქართველების შეურაცხყოფაზე და შევიწროებაზე აშენებენ თავიანთ კარიერას და მერე საუკეთესო ადგილებს შოულობენ რუსეთში. ამ გეგმას ადგია ახლანდელი რუსი ეგზარხოსი კირნიკონიც.
.... ქართველებზე უფრო უბედური ერი ქვეყანაზე არ მოიძებნება... ამნაირად არავინაა ივერიის ეკლესიის ქომაგი,
პატრიოტი სულაც არ არის ის რუსი, ვინც უცხო ერის ძალმომრეობაზე და შევიწროვებაზე თავიანთ პირადობის განსადიდებელ გზას კაფავს და ჩინ ორდენებით გულ მკერდ იმშვენებს.
ჭეშმარიტ მართლმადიდებელს ერთ წამსაც არ უნდა ავიწყდებოდეს მოციქულის მცნება,რომ ქრისტეს ეკლესიაში არაა არც ურიაობა,არც წარმართობა,,რომ სიყვარულზე უდიდესი ქვეყანაზე არაფერია.ეს ღვტაებრივი ბრძანება,რომ დავიწყებული არ ქონდეთ საქართველოს რუსიფიკატორებს, მუდამ რომ ახსოვდეთ მეფური აღთქმა ეკატერინე მეორისა,პავლე და ალექსანდრე პირველისა ქართველი ერის შესახებ, ქართველების ერთგულებაში ეჭვის შემოტანასაც ადგილი არ ექნებოდა.
ჩვენმა საერო და სასულიერო ბიუროკრატიამ ამ მრავალტანჯული ერისადმი სიყვარული სიძულვილად შეცვალა, უფლება- უკანონობად და ზალმომრეობად, სიმართლე- შეწუხებად და შევიწროებად."


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი May 31 2022, 09:35 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,910
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მაცხოვრის ეკლესიის სალოცავ ტერიტორიაზე შემოდიოდა: გაგური, აკეთი, ჭანჭათი, ზემო აკეთი, აცანა, ვანი, ზომლეთი. ცნობილია, რომ მშენებლობაზე მუშაობდნენ ჭანჭათლები: იონა და ათანასე ვადაჭკორიები. ეკლესია მოხატული არ ყოფილა, მაგრამ ძვირფასი ხატები და ნივთები მრავლად ჰქონდა, მე-19 საუკუნის შუა პერიოდში სამჯერ გაიძარცვა ეკლესია. კომუნისტებმა ტაძარი მინერალური სასუქის საწყობად აქციეს"

/"კარიბჭე" N6, 2022, გვ.46/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ლეონტი   საქართველოს ეკლესიის აკლება.   Mar 8 2007, 11:38 AM
ლეონტი   ზემოთ მოტანილი მძი...   Mar 8 2007, 07:21 PM
შოთა   მძიმე წასაკიტხია, ...   Mar 9 2007, 02:50 AM
ზურა   აქა მშვიდობა, ზოგა...   Mar 9 2007, 11:11 PM
დათიკო   სწორედ ეს არის ჩვე...   Apr 26 2007, 01:01 AM
შოთა   ზურა მეც შენ მდგომ...   May 1 2007, 11:51 PM
ქავთარაძე   ლეონტი ჩვენ მამა გ...   May 2 2007, 12:03 AM
solomony   მე ზოგადად ვიტყვი ...   May 2 2007, 12:31 AM
ირგე   შოთა მართალია. გიყ...   May 27 2007, 11:16 PM
Lenus   ამაში ვეთანხმები ...   Jun 15 2007, 11:41 AM
marine   პატიება სხვაა და დ...   Jun 15 2007, 01:16 PM
tamara   ლეონტი - ეს ტექსტი - ...   Aug 30 2007, 07:29 PM
Sotiris   დურნოვოს ეს ტექსტი...   Aug 30 2007, 09:38 PM
tamara   დურნოვოს ეს ტექსტ...   Aug 30 2007, 09:48 PM
მნათე   Sotiris გეთანხმები, არ ...   Aug 30 2007, 09:44 PM
მართა   ნაპატიები არ აქვთ? ...   Aug 30 2007, 09:44 PM
Sotiris   საქართველოს პატრი...   Aug 30 2007, 09:49 PM
tamara   ხახულის ხატზე არაფ...   Aug 30 2007, 10:01 PM
Freethought   საქართველოს პატრი...   Oct 21 2007, 06:25 PM
ზვარე   პეტრე პირველის დრო...   Mar 18 2008, 11:38 PM
sandro40   რუსები რომ არა ქარ...   Aug 6 2008, 04:32 PM
თერალ ი   1811 году, Россия упразднила ...   Aug 6 2008, 12:36 PM
სარდიონ   sandro40 ნი პონიალ, ტი კჩ...   Aug 6 2008, 09:17 PM
abo   თერალ ი რა ეშმაკობ...   Aug 6 2008, 09:28 PM
kmunebi   არ მიყვარს ეგ ნაცი...   Aug 6 2008, 10:17 PM
KAIROS   აი, ესაა სამარაცხვ...   Nov 25 2008, 05:08 AM
marine   "ეგზარქოსები ძარ...   Aug 6 2015, 07:15 PM
A.V.M   ცხინვალში რუსული ე...   Aug 7 2015, 03:51 PM
marine   ცხინვალში რუსული ...   Aug 7 2015, 08:43 PM
marine   „აფხაზეთის და ცხინ...   Oct 2 2015, 08:28 PM
marine   "ქართველი ხალხი ა...   Feb 2 2017, 10:10 PM
marine   "ამ დადგენილებამ ...   Feb 6 2017, 07:12 PM
marine   "მთავარმართებელ...   Feb 24 2017, 05:50 PM
marine   "პოლიტიკურ თავის...   Mar 7 2017, 11:50 AM
marine   "ერთადერთი დღე, რ...   Mar 7 2017, 11:21 PM
marine   "ხელმრუდეთა კვალ...   Aug 17 2017, 10:12 PM
marine   "ბოლშევიკთა აგრე...   Oct 10 2017, 09:26 PM
marine   "რუსეთმა XIX ს-ში რო...   Oct 12 2019, 06:29 PM
marine   "ერთხელ კომუნისტ...   Nov 20 2019, 04:54 PM
marine   "სამწუხაროდ, საბჭ...   Jul 3 2020, 07:14 PM
marine   "ქართულ სუფრას თა...   Jan 11 2022, 03:18 PM
marine   "1818 წლიდან დაიხურ...   Jan 30 2022, 08:51 PM
marine   "1923 წლის გაზაფხულ...   Feb 5 2022, 07:25 PM
marine   "წმინდა სინოდის მ...   Feb 7 2022, 03:49 PM
marine   "მეტეხის ღვთისმშ...   Feb 12 2022, 02:50 PM
marine   "მაცხოვრის ეკლეს...   May 31 2022, 09:35 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd May 2024 - 03:51 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი