IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> წმიდა გრიგოლ ნოსელი, შესაქმისათვის კაცისა
afxazi
პოსტი Feb 16 2010, 03:13 PM
პოსტი #1


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



მინდა შემოგთვაზოთ მართლაც უმნიშვნელოვანესი ნაშრომი ზოგადად ქრისტიანული ლიტერატურიდან. ეს წიგნი თანამედროვე ქართულ ენაზე სულ ეხლახანს გამოიცა და მისი თარგმანი გვანცა კოპლატაძეს ეკუთვნის.

ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთ თავს დავწერ (იმედია სრულად ჩვენს ბიბლიოთეკაში ავტვირთავთ), რომელიც საკმაოდ აქტუალურ საკითხს ეხება. ამ საკითხზე მსჯელობაც შეიძლება.



თავი XVII

რა უნდა ვუპასუხოთ საგონებელში ჩავარდნილებს იმის გამო, რომ უკეთუ შვილიერება შემდგომად ცოდვისა შემოვიდა, როგორ დაიბადნენ (ჩემის აზრით აქ უნდა იყოს დაიბადებოდნენ) სულები, როცა თავდაპირველად ადამიანები უცოდველნი იყვნენ



ვიდრე წინამდებარე საგანს გამოვეძიებდეთ, შესაძლებელია, უმჯობესი მოწინააღმდეგეთა მიერ ჩვენთVის შემოთავაზებული საძიებელი საკითხის განმარტება იყოს. ისინი ამბობენ, რომ ცოდვამდე არაფერია მოთხრობილი არც შობაზე, არც მშობიარობის ტკივილებსა და არც შვილიერებისაკენ სწრაფვაზე. ხოლო, როცა შემდგომად ცოდვისა, სამოთხიდან გამოდევნილ იქნენ და დედაკაცს სასჯელად მშობიარობის ტკივილები მიესაჯა, მაშIნ მიუდგა ადამი მეუღლეს, ქორწინებით შეიცნო იგი და შვილიერებასაც დასაბამი მაშინ დაედო. ამიტომ, რადგანაც სამოთხესა შინა არც ქორწინება იყო, არც ტკივილი და არც შOბა, აქედან, - ამბობენ ისინი, - უცილობლად უნდა დავასკვნათ, რომ არც ადამიანთა სულების სიმრავლე იქნებოდა, მადლი უკვდავებისა მოკვდავობით რომ არ შეცვლილიყო და ბუნება ქორწინებას არ შეენახა ახლადდაბადებულთა მიერ, რომელნიც ნაცვლად გარდასულთა, ვისგანაც შობილნი იყვნენ, შემოჰყავდა; ასე რომ, ცოდვა, რომელიც კაცთა ცხოვრებაში შემოვიდა, ერთგვარად სასარგებლოც გამოდგა. კაცთა მოდგმა პირველქმნილ წყვილად დარჩებოდა, სიკვდილის შიშს რომ ბუნება მემკვიდრეობისათVის არ აღეძრა.

მაგრამ ჭეშმარიტი სწავლება ამის თაობაზეც ისევ და ისევ მხოლოდ მათთვის შეიძლება იყოს ნათელი, რომელნიც პავლეს მსგავსად (II კორ. 12,4) სამოთხის გამოუთქმელთა საიდუმლოთა ეზიარნენ; ხოლო ჩვენი აზრი ასეთIა: ეკამათებოდნენ რა სადუკეველნი მოძღვრებას აღდგომის შესახებ, თავიანთი სწავლების დასამტკიცებლად მაგალითად მრავალგზის დაქორწინებული დედაკაცი მოიყვანეს, რომელმაც სათითაოდ შვიდ ძმაზე იქორწინა და იკითხეს, შემდგომად აღდგომისა, რომელი მათგანის ცოლი იქნებოდა იგი (მათ. 22,28), უფალმა კითხვას პასუხი გასცა, რომლითაც არა მხოლოდ სადუკეველთ ასწავლა, არამედ საიდუმლო აღდგომის შემდგომი ცხოვრებისა ყველასათვის გააცხადა: "რამეთუ აღდგომასა მას არცა იქორწინებოდიან და არცა განჰქორწინებდენ" (მათ. 22,30); "არცაღა მერმე სიკუდილად ხელ-ეწიფების, რამეთუ სწორ ანგელოზთა არიან და ძენი ღმრთისანი და ძენი აღდგომისანი არიან" (ლუკა. 20,36).

და მადლი აღდგომისა სხვას არაფერს გვახარებს ჩვენ, თუ არა დაცემულთა პირვანდელი სახით აღდგენას, რადგანაც ეს მადლი, რომელიც მოგველის, გარკვეულწილად თავდაპირველ ცხოვრებაში დაბრუნებაა, რადგანაც მას სამოთხიდან გამოძევებული ისევ სამოთხეში შეჰყავს. უკეთუ აღდგენილთა ცხოვრება ანგელოზთა ცხოვრებას დაემსგავსება, მაშინ, ცხადია, ცხოვრება მცნების დარღვევამდე ანგელოზური იყო. ამიტომ, ჩვენი თავდაპირველ ცხოვრებაში დაბრუნებაც ანგელოზთა მსგავსი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ნათქვამია, მათ შორის ქორწინება არ არსებობს, ანგელოზთა მხედრობა მაინც აღურაცხელად მრავალია.

ამრიგად, ჩვენ რომ არცერთი ის ცვლილება არ განგვეცადა, რომელიც ცოდვის გამო შეგვემთხვა და ამის გამო არც ანგელოზთა სწორ პატივს ჩამოვშორებოდით, ქორწინება გამრავლებისათვის არც ჩვენთვის იქნებოდა საჭირო. ხოლო ის, თუ ანგელოზთა ბუნებაში რა საშუალება არსებობს მათი გამრავლებისა, - გამოუთქმელი და მიუწვდომელია კაცობრივი ვარაუდებისათვის, გარდა ერთისა, - რომ იგი უცილობლად არსებობს. შეიძლებოდა იმავე საშუალებას ემოქმედა ადამიანთა შორისაც, რომელნიც "მცირედ რაიმე ანგელოზთა" (ფს. 8,5) დაკლებულ არიან და კაცთა მოდგმა შემოქმედის ნებით დადგენილ ზღვრამდე გაემრავლებინა.

ამიტომ, უკეთუ ვინმეს გამოძIება ადამიანთა წარმოშობის ისეთი საშუალებისა, რომ კაცს ამისთვის ქორწინების შემწეობა აღარ სჭირდებოდეს, გაუჭირდება, ჩვენი მხრიდან ჩვენც უნდა ვკითხოთ, ანგელოზური არსებობის საშუალებაზე, სახელდობრ, რატომ არიან ისინი აღურაცხელად მრავალნი და მაშინ, როცა ერთი არსი აქვთ, სიმრავლით როგორ აღირაცხებიან? აქედან გამომდინარე, შემკითხველს: როგორ იქნებოდა ადამიანი გარეშე ქორწინებისა, შესაფერის პასუხს გავცემთ და ვეტყვით, რომ ისევე იქნებოდა, როგორც ანგელოზნი არიან ქორწინების გარეშე, რადგან მცნების დარღვევამდე ადამიანიც მათი მსგავსი იყო, რასაც მისი კვლავ იმავე მსგავსებით აღდგენაც ამტკიცებს.

რაკიღა ამაზე უკვე ვიმსჯელეთ, ისევ პირველსავე სიტყვას მივუბრუნდეთ. რატომ მოიფიქრა ღმერთმა შემდგომად ხატის შემზადებისა მისი დაყოფა მამაკაცად და დედაკაცად? ვგონებ, ამისთვის ზემოთ გადმოცემული თეორია გამოდგება.

მოიყვანა რა მან ყოველივე ყოფიერებაში და შექმნა რა საკუთარი ნებით კაცი ყოვლითურთ ღმრთეებრივ ხატად, არ დაელოდა ხილვას, როგორ მიაღწევდა ახალშობილთა მცირედ-მცირედ შემატებით რიცხვი სულებისა თავის სავსებას, არამედ მყის გაიაზრა რა წინასწარმცნობელითა ძალითა თვისითა მთელი კაცობრივი ბუნება მისი სისავსით და მიაგო რა მას პატივი მაღალი ანგელოზებრივი ხვედრის მინიჭებით, მჭვრეტელობითი ძალით წინასწარ იხილა, რომ ნება კაცისა მშვინიერებისაკენ წრფელი გზით არ წარემართებოდა და ამის გამო, ანგელოზებრივი ცხოვრებისაგან განშორებული, დაკარგავდა იმ საშუალებას, რომლითაც ანგელოზთა რიცხვი გაიზარდა. ამიტომ, კაცობრივ სულთა სიმრავლის გაზრდა რომ არ შეწყვეტილიყო, შესაფერისად ცოდვით დაცემულისათვის, მოიფიქრა და ბუნებაში განამზადა საშუალება გამრავლებისა: ნაცვლად ანგელოზისებური დიდებული შობისა, კაცებასა შინა შთამომავლობის გასაგრძელებლად ცხოველური და პირუტყვული შობა დანერგა.

ვფიქრობ, ამიტომაც დასტირის ადამიანის უბედურებით შეწუხებული დიდი დავითი მის ბუნებას: "კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმაყო", გულისხმობს რა პატივში ანგელოზთა სწორ პატივს და ამბობს: "ჰბაძვიდა იგი პირუტყვთა და მიემსგავსა მათ" (48,20), რამეთუ მართლაც პირუტყვული გახდა ის, ვინც ნივთიერებისაკენ მიდრეკის გამო ეს ხრწნადი შობა ბუნებით შეიწყნარა.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Mystery Train
პოსტი Feb 20 2010, 08:41 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 19
რეგისტრ.: 20-February 10
წევრი № 8,220



პირველ რიგში მოგესალმებით

მიხარია რო ითარგმნა(ხელმეორეთ) ასეთი კარგი ნაშრომი, მაგრამ V და VI თავები რატომ არიან ერთმანეთში არეულები(ახალ თარგმანში)? kitxva.gif არ ვიცი მაგრამ ჩემი აზრით არ უნდა ხდებოდეს ასეთი შეცდომები ბეჭვდისას, მითუმეტეს ასეთი ნაშრომის თარგმნისა და გამოცემისას, სხვას რო თავი დავანებოთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 21 2010, 08:59 AM
პოსტი #3


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



მე არ მინახავს ეს გამოცემა (არ ვარ საქართველოში), ნამდვილად მასეთი შეცდომაა?
კეთილი იყოს შენი მოსვლა ჩვენს შორის smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Feb 21 2010, 03:28 PM
პოსტი #4


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



KAIROS
ციტატა
ნამდვილად მასეთი შეცდომაა?

მოკლედ რა ვართ ეს ქართველები. იმას კი არ ავღნიშნავთ, რომ უმნიშვნელოვანესი ნაშრომი ითარგმნა, არამედ ისეთ რამეს აღნიშვნის ღირსიც რომ არაა biggrin.gif biggrin.gif

ბეჭდვისას ფურცლები აირია უბრალოდ, ტექსტი ნაკლული არაა. მსგავსი რამ ყოველთვის შეიძლება მოხდეს. მე მგონი ტრაგედია ნამდვილად არაა ეს. ვისაც ნაშრომის წაკითხვა უნდა თავიდან ბოლომდე წაიკითხავს.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Mystery Train
პოსტი Feb 21 2010, 03:39 PM
პოსტი #5


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 19
რეგისტრ.: 20-February 10
წევრი № 8,220



ციტატა(afxazi @ Feb 21 2010, 03:28 PM) *

KAIROS

მოკლედ რა ვართ ეს ქართველები. იმას კი არ ავღნიშნავთ, რომ უმნიშვნელოვანესი ნაშრომი ითარგმნა, არამედ ისეთ რამეს აღნიშვნის ღირსიც რომ არაა biggrin.gif biggrin.gif

ბეჭდვისას ფურცლები აირია უბრალოდ, ტექსტი ნაკლული არაა. მსგავსი რამ ყოველთვის შეიძლება მოხდეს. მე მგონი ტრაგედია ნამდვილად არაა ეს. ვისაც ნაშრომის წაკითხვა უნდა თავიდან ბოლომდე წაიკითხავს.



კარგი, ცუდად ნუ გამიგებ რაც ზევით დავწერე, იქ მე ავღნიშნე რომ უმნიშვნელოვანესი(კარგი) ნაწერი ითარგმნა თქო(ხელმეორედ) და სწორედ ამიტომ არ უნდა იყოს თქო შეცდომები დაბეჭდვისას, თორემ სხვა არამნიშვნელოვანი რამ რო ყოფილიყო ნამდვილად არ მივაქცევდი ყურადღებას. unsure.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Feb 21 2010, 03:45 PM
პოსტი #6


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Mystery Train
ციტატა
კარგი, ცუდად ნუ გამიგებ რაც ზევით დავწერე, იქ მე ავღნიშნე რომ უმნიშვნელოვანესი(კარგი) ნაწერი ითარგმნა თქო(ხელმეორედ) და სწორედ ამიტომ არ უნდა იყოს თქო შეცდომები დაბეჭდვისას, თორემ სხვა არამნიშვნელოვანი რამ რო ყოფილიყო ნამდვილად არ მივაქცევდი ყურადღებას.


smile.gif

შენ არ მიგულისხმიხარ კონკრეტულადს, ჩემი ფრაზა ზოგადი იყო და ჩემს თავსაც ეხებოდა. კარგი, ვეცდები კიდევ ავტვირთო რამდენიმე თავი.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Mystery Train
პოსტი Feb 21 2010, 03:49 PM
პოსტი #7


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 19
რეგისტრ.: 20-February 10
წევრი № 8,220



ციტატა(afxazi @ Feb 21 2010, 03:45 PM) *

Mystery Train
smile.gif

შენ არ მიგულისხმიხარ კონკრეტულადს, ჩემი ფრაზა ზოგადი იყო და ჩემს თავსაც ეხებოდა. კარგი, ვეცდები კიდევ ავტვირთო რამდენიმე თავი.



აჰა, გასაგებია biggrin.gif

შევეცდები მეც დაგეხმაროთ ატვირთვაში friends.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Mystery Train
პოსტი Feb 24 2010, 07:52 PM
პოსტი #8


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 19
რეგისტრ.: 20-February 10
წევრი № 8,220



თავი XX

როგორი იყო ცხოვრება სამოთხესა შინა
და რა არის აკრძალული ხე.


ამგვარად, რა არის ის, რაც სიკეთისა და ბოროტების ცნობას შეერთებულად ფლობს და გრძნობისმიერ ტკბობათა მიერაა აყვავებული? მაგრამ ჩემი მისწრაფება ჭეშმარიტებას არ დაშორდება, თუ განხილვისათვის ამოსავალ წერტილად სიტყვა "ცნობადის" შინაარსით ვისარგებლებ. ვფიქრობ, აქ წმინდა წერილი ცნობას ცოდნად(შემეცნებად) არ მოიაზრებს, არამედ მის სიტყვათხმარებაში ცოდნასა და გარჩევას შორის რამდენადმე სხვაობას ვპოულობ, რადგან ბოროტისაგან სიკეთის ცოდნით გარჩევა, როგორც მოციქული ამბობს , მხოლოდ სრულყოფილებსა და იმათ ხელეწიფებათ, რომელთაც გაწვრთნილი გრძნობები აქვთ. ამიტომაც იძლევა ბრძანებას ყოველივეს გამოცდისა და ამბობს, რომ გარჩევა სულიერთა თვისებაა. ცნობა ყველგან შემეცნებასა და ცოდნას არ აღნიშნავს, არამედ განწყობილებასაც (დამოკიდებულებასაც) სასურველისადმი, როგორც მაგალითად, იცნის უფალმან რომელნი-იგი არიან მისნი (II ტიმ. 2,19), და მოსეს ეუბნება: გიცი შენ, უფროის ყოველთა (II შჯ. 33,12 თუ 34,11?), ხოლო ბოროტებასა შინა გამოცდილს, რომელმაც ყოველნი უწყის, ეუბნება: არა გიცნი თქუენ (მთ. 7,23)
ამრიგად, ხე, რომლისგანაც შერეული ცოდნის ნაყოფი გამოიღება, აკრძალულთაგანია, ხოლო ამ ნაყოფს, რომელიც დაპირისპირებულთა ნაზავია, მცველად თვისად გველი ჰყავს, ალბათ, იმ მოსაზრებით, რომ ბოროტება, როგორც ასეთი, შიშველი სახით არ წარმდგარიყო და საკუთარი ბუნება არ წარმოეჩინა. ბოროტება ხომ უმოქმედო აღმოჩნდებოდა, არანაირი სიკეთით რომ არ შემკულიყო, რაც ცდუნებულს ბოროტების ნდომით წარიტაცებს. რაგანაც ბუნება ბოროტისა შერეულია, წარწყმედა, როგორც რაღაც დაფარული ცბიერება, სიღრმეში აქვს, ხოლო მატყუარა გარეგნობით მოჩვენებით სიკეთეს წარმოაჩენს.
ვერცხლისმოყვარეთ ნივთიერების კეთილფეროვნება ეჩვენებათ მშვინვიერებად, მაგრამ ყოველთა ბოროტთა ძირი ვერცხლისმოყვარეობაა. მყრალსა მწვირესა შინა სიძვისა ვინ ჩაეფლობოდა, ტკბობა რომ სასურველ რამედ არ მიეჩნია, ამ სატყუარათი ვნებისაკენ წარტაცებულს.
ასევე სხვა ცოდვანიც, რომელთაც დაფარული ხრწნილება აქვთ, თავდაპირველად სასურველად ეჩვენებიან მათ, რომელნიც რაღაც ტყუილისაგან ცდუნდებიან, ნაცვლად სიკეთისა, მათკენ მიისწრაფვიან. რადგანაც მრავალნი მშვენიერებად მიიჩნევენ იმას, რაც გრძნობებს ახარებს და ამასთან, ისიც შეიძლება, რომ ჭეშმარიტსა და მოჩვენებით სიკეთეს ერთი სახელი ჰქონდეს, ამიტომაც სურვილის აღძვრას ბოროტებისაკენ, ვითარცა სიკეთისკენ, წმინდა წერილის მიერ სიკეთისა და ბოროტების ცნობა ეწოდა. გაგებულია რა ცნობა რამდენადმე შეთავსებად და შეზავებად.
ნაყოფი აკრძალული ხისა, რომლის გემოისხილვაც, როგორც ნათქვამია, ვინც შეეხება, სიკვდილისაკენ წაიყვანს, არც აბსოლუტურ ბოროტებად, რადგანაც იგი რაღაც სიკეთითაცაა შემკული და არც წმინდა სიკეთედ, რადგან ბოროტებითაა დაფარული, არამედ ორივესაგან ნაზავად იწოდება. ამით თითქმის ღიად აცხადებს იმ სწავლებას, რომლის მიხედვითაც ჭეშმარიტი სიკეთე ბუნებით მარტივი და ერთსახოვანია და უცხოა ყოველგვარი ორმაგობისა და დაპირისპირებულთა შეუღლებისათვის. ხოლო ბოროტება ჭრელია და შენიღბული, რათა სხვა რამედ ჩათვალონ, მაგრამ გამოცდილებით გაირკვეს, რომ სხვა რამ ყოფილა; მისი ცნობა, ანუ გამოცდილებით შეთვისება სიკვდილისა და ხრწნილების დასაბამი და საფუძველი ხდება.
ამიტომაც მიუთითებს გველი ცოდვის ბოროტ ნაყოფზე, მაგრამ ბოროტებას, რომელიც მას ბუნებით ჰქონდა, არ წარმოაჩენს, რადგან ადამიანი ცხადი ბოროტებით არ ცდუნდებოდა. არამედ, პირიქით, განაბრწყინა რა რამდენადმე გარეგნული მშვენებით და გამოისხილვისას მოხიბლა რა რაღაც გრძნობისმიერი ტკბობით, როგორც ამას წმინდა წერილი ამბობს, დედაკაცს სანდოდ ეჩვენა იგი: და იხილა დედაკაცმან, რამეთუ კეთილ არს ხე ჭამად და სათნო თვალთათვის ხედვად და შუენიერ განცდად (დაბ. 3,6) და მიმღებელმა ნაყოფისა შეჭამა იგი. და საზრდელი ესე კაცთათვის დედა სიკვდილისა გახდა.
ამრიგად, აი, ეს არის შერეული ნაყოფიერება, რომლის მნიშვნელობასაც ნათლად განმარტავს სიტყვა , რომლის მიხედვითაც ხე იგი სიკეთისა და ბოროტების ცნობად იწოდება (შესქ. 2,17). მსგავსად მომაკვდინებელი საწამლავისა, რომელიც თაფლითაა შემზადებული, რამდენადაც გრძნობას ატკბობს, იგი სიკეთედ ჩანს, ხოლო რამდენადაც შემხებელს ღუპავს, ყოვლისა ბოროტისა უბოროტესი ხდება. ამიტომ, როცა ბოროტმა საწამლავმა ადამიანის სიცოცხლეზე იმოქმედა, მაშინ ადამიანი - დიდი იგი საქმე და სახელი, ხატი ღმრთეებრივი ბუნებისა, ვითარცა იტყვის წინასწარმეტყველი, ამაოებასა მიემსგავსა (ფს. 143,4). ასე რომ, რაც კი ჩვენში უკეთესი მოიაზრება, ხატის კუთვნილებაა, ხოლო ყოველი, რაც ცხოვრებაში სამწუხარო და შესაჭირვებელია, ღმრთეების მსგავსებისაგან შორსაა.





User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
cxz
პოსტი Mar 17 2010, 07:29 PM
პოსტი #9


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 234
რეგისტრ.: 23-April 08
წევრი № 4,634



afxazi
სად შევიძინო ეს წიგნი smile.gif გრიგოლ ნოსელის მაგრად მომწონს მიშჳ ნაშრომები მე მაქ წაკითხული სამყაროს შექმნა რა და სად შევიზინო ეს წიგნი მითხარით რა??????????????


--------------------
HTTP://ASKETI.YOU.GE | !!! უყურეთ ღმერთსა რაუყოს მტერსა !!!
-----------------------------------------------------------------------------------------------
ღმერთო, შენ მიშველე მე, შემეწიე, მომმადლე, დამლოცე, მიხსენი განსავდელისაგან.
----------------------
წინ წინაპრებისაკენ.
----------------------
ქრისტეს ლაშქარი მოფრინდა ხელთ ეპყრათ ხმალნი ცეცხლისა, მუსრი გაავლეს ბოროტს და გაუმარჯვეს კეთილსა ამინ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Mar 17 2010, 07:32 PM
პოსტი #10


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



საეკლესიო მაღაზიებში იყიდება. 2010 წლის კალენდარშია.

ისე ჩვენს ბიბლიოთეკაშიცაა (ბოლო ორი თავი აკლია, თუმცა მალე ისიც დაემატება).

http://library.church.ge/


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
cxz
პოსტი Mar 17 2010, 07:59 PM
პოსტი #11


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 234
რეგისტრ.: 23-April 08
წევრი № 4,634



მადლობა ეხლავე ვნახავ და ვეცდები შევძინო ეს წიგნი smile.gif ასეთი ქიგნები თუ გამოვა კიდე კარგია და რამე ქართულად არის ნათარგმნი იოანე პეტრიწის ნაშრომები?


--------------------
HTTP://ASKETI.YOU.GE | !!! უყურეთ ღმერთსა რაუყოს მტერსა !!!
-----------------------------------------------------------------------------------------------
ღმერთო, შენ მიშველე მე, შემეწიე, მომმადლე, დამლოცე, მიხსენი განსავდელისაგან.
----------------------
წინ წინაპრებისაკენ.
----------------------
ქრისტეს ლაშქარი მოფრინდა ხელთ ეპყრათ ხმალნი ცეცხლისა, მუსრი გაავლეს ბოროტს და გაუმარჯვეს კეთილსა ამინ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Mar 17 2010, 08:33 PM
პოსტი #12


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



cxz
ციტატა
რამე ქართულად არის ნათარგმნი იოანე პეტრიწის ნაშრომები?


?

იოანე ხომ ქართველი იყო.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი Mar 31 2010, 08:08 AM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



პეტრიწმა თარგმნა ნეოპლატონიკოსი პროკლეს: ,,კავშირნი ღვთისმეტყველებითნი"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Apr 13 2010, 02:10 PM
პოსტი #14


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



ბიბლიოთეკაში წავიკითხე ათენაგორა ათენელის "მკვდართა აღდგომის შესახებ". საინტერესო იყო. ავტორის შესახებ მწირე ცნობებია. ხომ არ იცით წმიდა მამების აზრი და დამოკიდებულება ამ აპოლოგეტური ნაშრომის მიმართ? smile.gif


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Apr 13 2010, 03:49 PM
პოსტი #15


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



lingvo
ციტატა
ბიბლიოთეკაში წავიკითხე ათენაგორა ათენელის "მკვდართა აღდგომის შესახებ". საინტერესო იყო. ავტორის შესახებ მწირე ცნობებია. ხომ არ იცით წმიდა მამების აზრი და დამოკიდებულება ამ აპოლოგეტური ნაშრომის მიმართ? smile.gif

ცნობები როგორც ავტორის ისე მისი შრომების შესახებ თითქმის არ მოგვეპოვება. თუმცა ნაშრომი, მისი შინაარსიდან გამომდინარე, მართლაც შეუდარებელია. ათენაგორა (რომელიც სულ ცოტა ხნის წინ წმინდანად შერაცხა საბერძნეთის ეკლესიამ) იყენებს ლოგიკურ-სილოგისტურ მეთოდს და ამტკიცებს აღდგომის გარდაუვალობას (იგულისხმება მეორედ მოსვლისას კაცობრიობის მკვდრეთით აღდგინება).


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Apr 13 2010, 07:01 PM
პოსტი #16


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



afxazi
ძალიან საინტერესო იყო და მიხარია ასეთი ბიბლიოთეკა რომ გვაქვს. აი ვიკიპედიაში ეს ეწერა:

Афинагор Афинский (греч. Αθηναγόρας ο Αθηναίος) — один из так называемых апологетов, то есть философов, защищавших христианство во II веке. Автор послания (Πρεσβεία περί χριστιανών), написанного в 177 году императору Марку Аврелию и его сыну в защиту христианства, и рассуждения: «О воскрешении мёртвых».

Сведения о его жизни практически не сохранились, основным источником о нём служит предисловие и само содержание, написанной им апологии. По этим данным, он был уроженец Афин, получил платонико-философское образование и посвятил свои знания на служение христианству. Он защищает христиан, главным образом, от обвинения их со стороны язычников в безбожии, кровосмешении и в употреблении в пищу мяса убитых детей. Слог его изысканный, полный благородства, аргументация убедительна и ясна, но его идеям недостаёт индивидуальности. Сам смысл христианского учения выступает в них недостаточно ясно; сочинение его «О воскрешении мёртвых», написанное в строго философском духе ещё менее проникнуто собственно христианскими идеями.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th April 2024 - 02:05 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი