მოუნათლავად გარდაცვლილი ახლობის მოხსენიება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მოუნათლავად გარდაცვლილი ახლობის მოხსენიება |
ლილიანა |
Nov 15 2006, 12:28 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
დამლოცე მამაო !
1 წლის წინ ბაბუა გარდამეცვალა მოუნათალავი იყო შეიძლება განსვენებული ბაბუის მოხსენიება ლოცვებში და მოსახსენიებელში ? -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
დეკ. ანდრია |
Nov 15 2006, 04:17 PM
პოსტი
#2
|
* * * ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 500 რეგისტრ.: 20-October 06 მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია წევრი № 296 |
მოუნათლავად გარდაცვლილი ადამიანი ვერ მოიხსენიება საზოგადო ლოცვებში (წირვისას, პანაშვიდზე), რადგან არ არის ეკლესიი წევრი. ცხოვნების აუცილებელი პირობა არის საქმეში გამოხატული რწმენა, აღმსარებლობა, საიდუმლოებებში მონაწილეობა. პირად ლოცვებშიც ვერ მოიხსენიება საზოგადოდ მიღებული ფორმულით "წმიდათა თანა განუსვენე". მისი სულისათვის შეიძლება მოწყალების გაღება. ლოცვით კიდევ, ალბათ ასე სჯობს მივმართოთ უფალს: "კაცთმოყვარეობისა შენისაებრ მოწყალე ექმენ უფალო სულსა მონისა შენისა". თუმცა უმჯობესი იქნება მივანდოთ მისი სული ღმრთის მოწყალებას, რომელსაც ჩვენზე შეუდარებლად მეტად უყვარს თავისი ქმნილება.
შენიშვნის სახით მინდა შეგახსენოთ მაცხოვრის სიტყვები: "ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა სჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხორებაჲ თავთა შორის თქუენთა. ხოლო რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა" (ლკ.6,53-54). ამიტომ ვიზრუნოთ იმისათვის, რომ უახლოესი ადამინები არ მხოლოდ მოინათლონ, არამედ მაზიარებელნი გახდნენ. -------------------- პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st May 2024 - 06:54 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი