IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> საქართველოს უახლესი პოლიტიკური ისტორია, დღეს მიმდინარე მოვლენების ხრონოლოგია
sable
პოსტი Oct 10 2009, 03:59 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ამ თემაში იწერება საქართველოს თანამედროვე პოლიტიკური ისტორიის ხრონოლოგია, ანალიზის გარეშე
ანუ მხოლოდ ის თუ რა ხდება. ანალიზი აღარ დაურთოთ, არამედ მხოლოდ ფაქტები წერეთ, ხოლო ანალიზით
თქვენთვის მომინდია! smile.gif

მოკლედ დღე არ უნდა ჩავარდეს, რადგან ისტორია მუდმივი პროცესია (და არა მხოლოდ წარსული, როგორც ეს ბევრს ჰგონია) და ის რაც დღეს ხდება და რაც გუშინ მოხდა თანაბრად იწრება ისტორიაში!

მოკლედ ვწერთ თარიღს და წყაროს

2009 წელი 10 ოქტომბერი:

ნატო-ს დღეების ფარგლებში, თბილისში ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში რობერტ სიმონსი ჩამოვიდა. დღის 5 საათზე, სიმონსი სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. სიმონსის ვიზიტი საქართველოში სამ დღეს გაგრძელდება. ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს 11 ოქტომბერს დატოვებს.

http://itv.ge/?p=27848

პს. კარგი იქნება თუ ქრონოლოგია დაცული იქნება ანუ 2009, 10 ოქტომბრის მერე, უცებ 8 ოქტომბერი არ წამოვიდეს. smile.gif
ასევე, პს. მოდერს ვთხოვ ისეთი პოსტები სადაც არ იქნება წყარო ან სადაც შეფასება იქნება მოცემული წაიშალოს (რადგან შეფასებები მერე დაკა-დაკა გადაზრდება ხოლმე გვინდა ახლა ეგ biggrin.gif ) (აქაც ვიმეორებ იგივეს)


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Oct 11 2009, 07:30 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



2009 წელი 11 ოქტომბერი:

ჩვენს სამეზობლოში საინტერესო რამ ხდება:

სომხეთმა და თურქეთმა ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზების დოკუმენტს მოაწერეს ხელი. "ოქმს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისა" და "ოქმი ორმხრივი ურთიერთოების განვითარების შესახებ", თურქეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა აჰმედ დავიდოღლუმ და ედვარდ ნალბადიანმა გააფორმეს.
ციურიხში ხელმოწერის ცერემონიალი სამი საათით დაგვიანდა, რისი მიზეზიც მხარეებს შორის დოკუმენტების გაფორმების შემდგომ მხარეების ოფიციალური განცხადებების ტექსტები გახდა.

როგორც ირკვევა, სომხური მხარისთვის მიუღებელი იყო ფრაზა კავკასიაში უფრო მეტი (ფართო რედ.) სტაბიულორობის შესახებ, ხოლო თურქული მხარე თავის მხრივ პროტესტს გამოთქვამდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვაში გენოციდის ირიბი ხსენების თაობაზე.

აღნიშნული ვითარების გამო, ციურიხის უნივერსიტეტში, სადაც ხელმოწერის ცერემონიალი გამიართა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი თითქმის ორი საათის განმავლობაში არ გამოჩენილან.

საბოლოოდ მხარეებს შორის მიღწეულ იქნა კომპრომისი _ ხელმოწერის ცერემონიალის ემდგომ არც ერთი მხარე არ გამოსულიყო სიტყვით.

მას შემდეგ, რაც მხარეებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტებს, ნალბანდიანმა და დავიდოღლუმ ოფიციალური ფოტოები გადაიღეს და ხელმოწერის ადგილი კომენტარების გარეშე დატოვეს.

ხელმოწერის ცერემიონიალს ესწრებოდნენ: აშშ-ს სახელმწიფო მდოვანი ჰილარი კლინტონი, რუსეთის საგრეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჰავიერ სოლანა, შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიშელ კალმაი-რეი, საგრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი, და სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი სამუელ ჟბოგარ.
როგორც ექსპერტები აცხადებენ, სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთოებების ახალი ერა იწყება. მხარეები შეთანხმდნენ ხელმოწერილი დოკუმენტების ძალაში შესვლიდან უახლოესი ორ თვის განმავლობაში საზღვრის გახსნაზე, კონსულტაციებზე საგარეო უწყებებს შორის, ინფრასტრუქტურის გამოყენებაზე, სახელშეკრულებო-სამართლებლივი სივრილს სრულყოფაზე, საკონსულო ურთიერთოებების დამყარებაზე, ასევე ვაჭრობისა და ტურიზმის განვითარებაზე, ეკონომიკურ თანმშრომლობაზე და სხვა საკითხებზე.

ხელმოწერილი დოკუმენტები ძალაში შედის ორი ქვეყნის პარლამეტების მიერ მათი დამტკიცების შემდგომ.

"ჯი-ეიჩ-ენი".
http://www.ghn.ge/index.php?m=2&newsid=18392


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Oct 14 2009, 09:19 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



თბილისი 14.10.09

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ლოცვა-კურთხევით, მსგავსად "ივერიელთა ერთობის ტრაქტატისა~ (1790 წ.) შეიქმნა "ღვთისმშობლის წილხვედრი სრულიად საქართველოს და ყოველთა ივერიელთა ერთობის ახალი ტრაქტატი" (2009-2010 წწ.). ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს საპატრიარქოდან აცნობეს.
"ვინაიდან ივერიის ყოველნი მკვიდრნი, მცხოვრებნი აფხაზეთს, აჭარას, გურიას, თუშეთს, იმერეთს, კახეთს, ლაზეთს, მესხეთს, მთიულეთს, ოდიშს, რაჭა-ლეჩხუმს, სვანეთს, ფშავ-ხევსურეთს, ქართლს, ხევსა და ჰერეთს და ჩვენი სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ მყოფნი თანამოძმენი ვართ შთამომავალნი ერთი წინაპრისა, საუკუნეთა წინ ერთ ერად ჩამოყალიბებულნი, მრავალფეროვნებით გამორჩეული ერთი ენისა და კულტურის მქონენი, ნათესაობითა და მოყვრობით შესისხლხორცებულნი და ასევე ამ ქვეყნის გულშემატკივარი ყოველნი შვილნი მისნი და თანამდგომნი, საქვეყნოდ ვაცხადებთ: კვლავაც განვამტკიცებთ ჩვენს საუკუნო ერთობას და ყოვლადძლიერი ღმერთის სახელით აღვუთქვამთ საქართველოს ერთგულებას, ერთმანეთს კი _ მტკიცე თანადგომასა და სიყვარულს, გამოხატულს ჩვენსა აზრსა და ქმედებაში, რათა თითოეულმა ჩვენგანმა, გმირი წინაპრების მსგავსად, დავიცვათ ჩვენი მიწა-წყალი და ტრადიციები, ჩვენი თავისუფლება და ღირსება", _ ნათქვამია დოკუმენტში.

"ჯი-ეიჩ-ენი".

http://www.ghn.ge/index.php?m=2&newsid=18901


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Oct 15 2009, 02:58 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



თბილისი.15.10.09

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუვეითში ვიზიტი დაასრულა.
მიხეილ სააკაშვილი გუშინ "ალშაია" ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა, რომელიც მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მფლობელია.

გარდა ამისა, ქვეყნის პირველმა პირმა და საქართველოს ეკონომიკურმა გუნდმა ქუვეითის პრემიერ-მინისტრთანაც გამართა შეხვედრა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაცია - ეკონომიკის მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი, ენერგეტიკის უწყების ხელმძღვანელი ალექსანდრე ხეთაგური და თბილისის მერი გიგი უგულავა ქუვეითში შეხვედრებს ორი დღის განმავლობაში მართავდა.
ეს იყო ქვეყნის პირველი პირის პირველი ოფიციალური ვიზიტი ქუვეითში, რომელიც მასპინძელი მხარის მიწვევით შედგა. საქართველოს დელეგაცია თბილისში დღეს დაბრუნდება.

"ჯი-ეიჩ-ენი".

http://www.ghn.ge/index.php?m=2&newsid=18975


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 31 2015, 02:00 PM
პოსტი #5


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



12:04 / 31-03-2015

ტაშტები პარლამენტში პრეზიდენტის მისვლამდე რამდენიმე საათით ადრე


საქართველოს პარლამენტში პლენარული სხდომა, სადაც ქვეყნის მნიშვნელოვან საკითხებზე ყოველწლიური მოხსენებით გიორგი მარგველაშვილი წარდგება, დღეს, 13:00 საათზე გაიხსნება. ქვეყნის პირველი პირი ქუთაისში ბათუმიდან ჩავა, სადაც გუშინ საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის ფიცის დადების ცერემონიალს დაესწრო.

იქამდე, სანამ პრეზიდენტი პარლამენტს ესტუმრება, საკანონმდებლო ორგანოში ისევ გაწვიმდა. ფოიეში ჭერიდან ჩამოსულ წყალს პარლამენტის დასუფთავების სამსახური სათლებით ებრძვის.

http://www.ambebi.ge/politika/127395-tasht...thith-adre.html


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 18 2015, 11:47 AM
პოსტი #6


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ხიდაშელმა ევროატლანტიკური დირექტივა შეასრულა და
ფრანგულ მხარესთან საჰაერო თავდაცვის სისტემების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა!

"საქართველოს გაუჩნდა უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა მისი თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის" - ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ფრანგულ მხარესთან კონტრაქტის გაფორმებას.
ხელმოწერის ცერემონია პარიზში, ლაბერჟეს საავიაციო გამოფენის ფარგლებში გაიმართა. თინა ხიდაშელის თქმით, საუბარია სწორედ იმ ხელშეკრულებაზე, რომელზეც ამდენი საუბარი იყო საქართველოში და ირაკლი ალასანიას პროცესის დაწყებისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღეს დავასრულეთ პირველი ეტაპი ფრანგებთან მოლაპარაკების და გაფორმდა ხელშეკრულება, რომელზეც ამდენი საუბარი იყო საქართველოში. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ორ წინამორბედ მინისტრს, რომ ეს პროცესი დაიწყეს, წარმართეს და მე მერგო პატივი ეს პროცესი დამესრულებინა, ხელშეკრულებისთვის საბოლოო ფორმა მიგვეცა და ხელი მოგვეწერა. მინდა მთელ საქართველოს ვუთხრა, რომ შესაძლებლობა, რომელიც გაუჩნდა საქართველოს არის უმნიშვნელოვანესი მისი თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის და მადლობა ვუთხრა ფრანგულ მხარეს კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის. პირობები არის მაქსიმალურად მომგებიანი ჩვენი ქვეყნისთვის. ხელშეკრულებაც ძალიან წარმატებულია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია ძალიან გრძელი პროცესის, რომელიც მოემსახურება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უფრო მეტად განმტკიცებას და გაძლიერებას“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

P.S. ქართველებო!
არ დავუშვათ, რომ ჩვენი სამშობლოს ტერიტორია გამოიყენონ ნატო-რუსეთის დაპირისპირების მორიგ პოლიგონად და ახალ სირია-უკრაინად!


ქართული იდეა /FB/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 19 2015, 07:14 PM
პოსტი #7


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



სომეხმა სამხედროებმა საქართველოს საზღვარი გადმოსწიეს

რამდენიმე დღის წინ სომეხმა სამხედროებმა საქართველოს საზღვარი გადმოსწიეს.

სოფელ საზაქენდში, რომლის ახლოსაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადის, სომეხმა მესაზღვრეებმა 10-15 ჰექტარი მიწა მიისაკუთრეს. ამის შესახებ ინფრომაციას ,,რუსთავი2″ ავრცელებს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ბოლო დიდი ნაბიჯია, თორემ მიწების თვითნებური მითვისება აქ დიდი ხანია, გრძელდება.
სასაზღვრო ზოლში, სადაც გადაადგილება შეზღუდულია, ადგილობრივი მოსახლეობა უკვე წლებია, ცხოვრობს. ისინი ამბობენ, რომ ადრე საზღვარი გაცილებით შორის იყო, ახლა კი საცხოვრებელ სახლებთან გადის.
მსგავსი პრობლემა არის საქართველოსა და სხვა მეზობელი ქვეყნების საზღვრებზეც, რომლებიც წლიდან წლამდე ადგილს იცვლის. როგორც წესი, საზღვრის შეცვლა საქართველოს ტერიტორიების ხარჯზე ხდება.

/FB/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 22 2015, 06:40 PM
პოსტი #8


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რაც უფრო დავუახლოვდებით ევროპულ და ამერიკულ "ფასეულობებს", მით მეტად დავშორდებით ქრისტეს და ეკლესიას. ახლა უნდა დავფიქრდეთ, რომელი უფრო მნიშვნელოვანია ქართველი კაცისათვის: ევროატლანტიკური სტრუქტურები თუ ქრისტე და ქრისტიანობა, რომელმაც, მიუხედავად ისტორიული ძნელბედობისა, გაგვაძლებიანა და დღემდე მოგვიყვანა"

/მღვდელი დავით ლასურაშვილი
"ქვაკუთხედი" N7-8, 2015, გვ. 13/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 6 2015, 02:02 PM
პოსტი #9


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ერთსულოვნებას ყოველთვის მოაქვს თავისი შედეგი!!!
"გილოცავთ მეგობრებო, გამარჯვების პირველი ეტაპი მიღწეულია!
სომხეთის პარლამენტარი ვარდან აივაზიანი ვაიძულეთ, რომ ტაბაწყურის მიმდებარედ არსებული 40 ჰექტარი ნაძვნარი და კუნძული ტბაში, რომლებიც 1 ლარად მიჰყიდა მიხეილ სააკაშვილმა, დაბრუნდა საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში (ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილის ზონა). ყველას მადლობას ვუხდი, ვინც გულთან ახლოს მიიტანა აღნიშნული პრობლემა და 4 წლიან დაუღალავ ბრძოლაში ფიზიკურად და მორალურად დაგვიდგა გვერდში.
ბრძოლა 1832 ლარად გაყიდული ტბის დასაბრუნებლად გრძელდება!" - ზურაბ ქუმსიაშვილი

/FB/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 18 2015, 12:11 PM
პოსტი #10


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



IPB-ს სურათი

როგორ მოხვდით მანდა?

/FB/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 17 2015, 09:49 PM
პოსტი #11


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ოჰ, ძმებო! ნუთუ ვერ ხედავთ ყოველივე ამას? ნუთუ ჯერაც არ გიგრძვნიათ საკუთარ თავზე ანტიქრისტიანული ევროპის სიბნელე და სიბოროტე?
ვის გინდათ შეუდგეთ: ქრისტეს თუ ევროპას? სიცოცხლე თუ სიკვდილს?
ამ ორ გზაზე ელაპარაკებოდა ოდესღაც მოსე თავის ხალხს, ჩვენ კი თქვენ გეუბნებით:
იცოდეთ, რომ ევროპა სიკვდილია, ქრისტე - სიცოცხლე. სიცოცხლე აირჩიეთ და მარადიულ ცხონებას დაიმკვიდრებთ".

/წმ. მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი
"მაყვლოვანი" N1-2,2015, გვ. 17/

...საბოლოოდ რომელ გზას აირჩევს საქართველო?...


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 24 2015, 09:40 PM
პოსტი #12


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



უსიტყვოდ...

IPB-ს სურათი

/FB/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 8 2017, 10:56 PM
პოსტი #13


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მხოლოდ გურიაში შეხვდებით სამარშრუტო ტაქსიში გაკრულ აბრას: "აქ პოლიტიკაზე არ საუბრობენ". smile.gif

/"კარიბჭე" N22, 2017, გვ.48/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 23 2017, 06:29 PM
პოსტი #14


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთხელ მიტინგზე, რომელიღაც პოლიტიკოსი ამბობდა, რომ მისი გუნდი გაიყვანს ახალ საუკეთესო გზებს, გააუმჯობესებს სარკინიგზო მიმოსვლას, ააშენებს ამასა და იმას, და ა.შ. დაამთავრა სიტყვებით: "ჩვენ ბევრად უკეთესად ვიცხოვრებთ, ვიდრე ამჟამად".

უსმენდა ერთი ხანდაზმული მამაკაცი, გამოვიდა და ხალხს მიმართა: "ძმებო ჩვენ ვიქნებით კარგად, როცა ჩვენ თვითონ გავხდებით უკეთესები". ხალხი გაჩუმდა და დაიშალა, მისი სიტყვები საანდაზოდ იქცა:

ხალხოსნური ხსნა იმაშია, რომ თვით ხალხი უნდა გახდეს უკეთესი".

/"ქვაკუთხედი" N11, 2017, გვ.27/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 04:43 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი