დანაშაულის შეუტყობინებლობა და ჩვენების მიცემაზე უარი, სასულიერო პირის მიერ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დანაშაულის შეუტყობინებლობა და ჩვენების მიცემაზე უარი, სასულიერო პირის მიერ |
T I K O |
Oct 9 2008, 12:25 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
მაინტერესებს ეკლესიის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით:
როგორ უნდა მოიქცეს სასულიერო პირი თუკი შეესწრება მისი სულიერი შვილის (ან სხვა პირის) მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს? უნდა აცნობოს თუ არა ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს? ან უნდა მისცეს თუ არა ჩვენება, ვთქვათ, თავისი სულიერი შვილის წინააღმდეგ, მოწმედ გამოძახების შემთხვევაში? მაშინ, როცა მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა (თუ პირისთვის დანაშაულის შესახებ ცნობილია) ისევე, როგორც ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, თავად ითვლება დანაშაულად საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით. ანუ ერთ შემთხვევაში სასულიერო პირმა იცის დანაშაულის შესახებ და ჩუმადაა (სამართალდამცავებს არ ატყობინებს თავის ინიციატივით), მეორე შემთხვევაში კი მას იბარებენ როგორც მოწმეს და ის უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე (გამონაკლისია, როცა სასულიერო პირი არ შეიძლება მოწმედ იქნას დაკითხული იმ დანაშაულის შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა აღსარების ან სხვაგვარად განდობის შედეგად). პ.ს. თუ განყოფილება შემეშალა, გთხოვთ, გადაიტანოთ შესაბამის განყოფილებაში. -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
მხევალი ნინო |
Oct 9 2008, 10:22 AM
პოსტი
#2
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
T I K O
ციტატა როგორ უნდა მოიქცეს სასულიერო პირი თუკი შეესწრება მისი სულიერი შვილის (ან სხვა პირის) მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს? უნდა აცნობოს თუ არა ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს? ან უნდა მისცეს თუ არა ჩვენება, ვთქვათ, თავისი სულიერი შვილის წინააღმდეგ, მოწმედ გამოძახების შემთხვევაში? მაშინ, როცა მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა (თუ პირისთვის დანაშაულის შესახებ ცნობილია) ისევე, როგორც ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, თავად ითვლება დანაშაულად საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, სასულიერო პირი გათვაისუფლებულია ჩვენების მიცემისგან იმ შემთხვევაში თუ, მისტვის დანაშაულის ჩადენის შესახებ, ცნობილი გახდება აღსარებიდან. ანუ აღსარების საიდუმლოს შენახვას უზრუნველყოფს და იცავს სახელმწიფო, სხვა სემთხვევაში, ყველა ადამიანი, სასულიერო პირი ქიენბა, ეს თუ ჩვეულებრივი მოქალაქე, ვალდებულია სასამართლოს მისცეს ჩვენება. ცნობისთვის, სასულიერო პირი მოწმისთვი ცოტა განსხვავებული ფიციც არის, მოსამართლე ეკითხება მოწმეს, დაიფიცეთ ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე ღმერთის წინაშე რომ მთელი შეგნებით ტქვით სიმართლე და არაფერი დაგიმალავთ, რაზედაც მოწმე პასუხობს: ვიფცავარ, ღმერთი იყოს ჩემი მფარველი. ეს არის რელიგიური შინაარსის ფიცი, აქედანაც კი ცანს რომ სასულიერო პირი არ ტავისუფლდება ჩვენების მიცემისგან. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მარიამი |
Oct 9 2008, 11:15 AM
პოსტი
#3
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
თითქოს ასეთი რამე გამიგია: ადამიანს აქვს უფლება არ მისცეს ჩვენება (ანუ დამალოს დანაშაული) ოჯახის წევრის წინააღმდეგ. სწორად მახსოვს?
თუ ასეა, მაშინ სულიერი შვილი არ შეიძლება იგივე კატეგორიაში გავიდეს? -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
კანონისტი |
Oct 9 2008, 11:41 AM
პოსტი
#4
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
T I K O
საერო კანონმდებლობა ჩვენების მიცემისაგან ათავისუფლებს ეჭვმიტანილის/ბრალდებულის ძალიან ახლობელს (ოჯახის წევრს). სამწუხაროდ, ამ ჩამონათვალში მოძღვარი არ შედის. საეკლესიო კანონებით კი, ნებისმიერი პირი ვალდებულია დანაშაულის შესახებ შეატყობინოს შესაბამის ორგანოებს, რადგან დანაშაულის დამალვა იწვევს იმავე საეკლესიო სასჯელს, რასაც მიიღებს დამნაშავე. ანუ, ფაქტიურად, ეს არის თანამონაწილეობა დანაშაულში. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
უჩა |
Oct 9 2008, 11:51 AM
პოსტი
#5
|
ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 |
ისაა მე თუ არ მინდა რო ჩვენება მივცე ძალით მიმაცემინებენ?
დუმილის უფლება არ მაქ? თუ ეგ მარტო მაშინ როცა ეჭვმიტანილი ხარ? -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
კანონისტი |
Oct 9 2008, 12:17 PM
პოსტი
#6
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
უჩა
ციტატა ისაა მე თუ არ მინდა რო ჩვენება მივცე ძალით მიმაცემინებენ? ჩვენების მიცემაზე უარის თქმა გამოიწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას. საეკლესიო კანონებით კი, ჩაგეთვლება იმ ცოდვის ჩადენად, რასაც მალავ. ციტატა დუმილის უფლება არ მაქ? თუ ეგ მარტო მაშინ როცა ეჭვმიტანილი ხარ? დუმილის უფლება აქვს ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და განსასჯელს. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მხევალი ნინო |
Oct 9 2008, 01:37 PM
პოსტი
#7
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
მარიამი
ციტატა თითქოს ასეთი რამე გამიგია: ადამიანს აქვს უფლება არ მისცეს ჩვენება (ანუ დამალოს დანაშაული) ოჯახის წევრის წინააღმდეგ. სწორად მახსოვს? სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მუხლი 94. მოწმის უფლება-მოვალეობანი 3. ჩვენებაზე უარის თქმისათვის, ცრუ ჩვენების მიცემისათვის, მოწმე პასუხს აგებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-371-ე მუხლებით, ამასთან, მოწმე არ არის ვალდებული მისცეს ჩვენება თავისი ან მისი ახლო ნათესავის წინააღმდეგ. ციტატა თუ ასეა, მაშინ სულიერი შვილი არ შეიძლება იგივე კატეგორიაში გავიდეს? არ მგონია, რადგან ახლო ნათესავების რეს, აზუსტებს თავად კოდექსი. ანუ, ის ამბობს ვინ არის ახლო ნათესავი. მასე ნათლიაც დედა და მამაა სულიერი ))))))))) -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
T I K O |
Oct 9 2008, 06:54 PM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
საეკლესიო კანონებით კი, ნებისმიერი პირი ვალდებულია დანაშაულის შესახებ შეატყობინოს შესაბამის ორგანოებს, რადგან დანაშაულის დამალვა იწვევს იმავე საეკლესიო სასჯელს, რასაც მიიღებს დამნაშავე. ანუ, ფაქტიურად, ეს არის თანამონაწილეობა დანაშაულში. ეს მაინტერესებდა ზუსტად დაახლოებით 2 წლის წინ, ჭიათურაში მოხდა მკვლელობა: ახალგაზრდა ბიჭმა ამოხოცა მამის მეორე ოჯახი. ეს ბიჭი ძებნაში იყო და როგორც შემდეგ ტვ-ზე თქვეს, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ერთ-ერთ ეკლესიას აფარებდა თავს. მღვდლებმა დაარწმუნეს, რომ თვითონ ჩაბარებოდა პოლიციას და ეს ბიჭი ასეც მოიქცა. მაგრამ რაღაც პერიოდის განმავლობაში მღვდლები ხომ იფარავდნენ მას და ეგრევე პოლიციისთვის არ მიუმართავთ? მაინტერესებს, იმ დღეს, როცა ეს ბიჭი ეკლესიაში მივიდა, რომელიმე მღვდელს ჩუმად რომ შეეტყობინებია სამრთალდამცავებისთვის, ეს უფრო გამართლებული იქნებოდა თუ ის, რაც გააკეთეს? ან თუ საქმე ეხება ქურდობას(ანუ ისეთ დანაშაულს, როცა ზარალის ანაზღაურება სრულად შესაძლებელია, მკვლელობისგან განსხვავებით) გამართლებულია თუ არა, რომ მოძღვარი ჯერ შეეცადოს თავისი სულიერი შვილის დარწმუნებას ნაქურდალის დაბრუნების აუცილებლობაში და ეგრევე არ მიმართოს პოლიციას? ანუ მაგ საერთო წესიდან ეკლესია რამე გამონაკლისებს უშვებს? -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
შოთაძე |
Oct 10 2008, 01:32 AM
პოსტი
#9
|
შოთა ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 |
მე როგორც ვიცი, თუ კვლავ ემუქრება დამნაშავისგან სხვა ადამიანებს საფრთხე მაშინ უნდა აცნობოს სამართალდამცავებს რათა აღიკვეთოს დანაშაული, და თუ გამოსწორებას ცდილობს ჩადენილი დანაშაულის მაშინ არამგონია რომ უფლება ჰქონდეს მაინც განაცხადოს სამართალდამცავებთან!
-------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
guest |
Oct 10 2008, 02:27 AM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
მსგავს თემატიკას ეხება და შეგიძლიათ მამა ანდრიას პასუხი იხილოთ აქ:
http://church.ge/index.php?showtopic=3423&hl= |
KAIROS |
Oct 11 2008, 03:48 AM
პოსტი
#11
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა განმავლობაში მღვდლები ხომ იფარავდნენ მას და ეგრევე პოლიციისთვის არ მიუმართავთ მთავარი პასუხი ვფიქრობ, სწორედ ამ "ეგრევე"-ში არის, ანუ ეკლესია რათქმაუნდა არის წესრიგის დამცველი და კანონის მორჩილი ( როცა ეს კანონი მას ქრისტეს მსახურებაში ხელს არ უშლის), მაგრამ უმთავრესი დანიშნულება ეკლესიისათვის არის ადამიანის სულის ცხონება, და უპირველესად აქედან ამოდის ყველა ქმედება ეკლესიისა, რათქმაუნდა ძირითადში იგი ცდილობს არც კანონი დაარღვიოს ამისათვის, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ შაბათი კაცისათვისაა შექმნილი და არა პირიქით, თუმცა ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ჩვენ არ მოგვწონს რაიმე პენიტენციალურ სისტემაში და არ გვჯერა, რომ იქ ვინმე გამოსწორდება და იმიტომ არ ვუშვებთ ვინმეს იქ, იმ მოტივით, რომ საკმარისია სინანული, ესეთი აზრი გარდა იმისა, რომ მოჯანყეობისაკენ უბიძგებს დამნაშავეთ, და სახელმწიფო კანონს ებრძვის, ამას გარდა თავად საეკლესიო აზროვნებასაც არღვევს, რამეთუ დანაშაული არის ორპირი მახვილი, და შესაბამისად სასჯელი მოხდა უნდა მოხდეს ორნაირად სხეულებრივად და კანონის შესაბამისად და სულიერად და სინანულით, ასე რომ ეს უკანასკნელი არ გამორიცხავს პირველს... ასე რომ ეს საკითხი რომ კარგად გავიგოთ, დავუშვათ ორივე განსხვავებული შემთხვევა მომხდარი ფაქტიდან 1) მოძღვრებს მკვლელი ახალგაზრდა მაშინვე დაეკავებინათ ან მძინარე გაეყიდათ და გადაეცათ პოლიციისათვის, ამით ისინი კანონს კი დაიცავდნენ, მაგრამ ამ ადამიანის სულს დაკარგავდნენ საბოლოოდ, და მას უკვე ზიზღის მეტი აღარაფერი შერჩებოდა, აღარაფერი წმიდა მისთვის არ დარჩებოდა, იგი როგორც ხორციელად ისე სულიერადაც დაიღუპებოდა.. 2) ახლა მეორე ვარიანტი, მოძღვრებს საერთოდ არ გადაეცათ პოლიციისათვის, ეს როგორც ზემოთ ვთქვი, მოჯანყეობაა სახელმწიფოს წინაშე და ბიძგი სხვა დამნაშავეებისადმი, ( უგამონაკლისესი შემთხვევები ამ კანონს ამყარებენ), და იმ კუთვნილი სასჯელის არიდება, რასაც ეს ახალგაზრდა იმსახურებდა, მასში სინანულის არსებობას პირიქით ხელსშეუშლიდა, და ნამდვილი განწმენდა მასში არ აღესრულებოდა... ანუ მოძღვრებმა მიმართეს ყველაზე გონიერ ხერხს, ჯერ უმკურნალეს სულს, დაამშვიდეს, აგრძნობინეს, რომ სანამ ცოცხალია ყოველგვარ ცოდვაზე შეუძლია გამარჯვება, უთხრეს რომ ღმერთი მოწყალეა, აგრძნობინეს საკუთარი დანაშაულის სიმძიმეც და ამის გამო პასუხისგების აუცილებლობაც, ამავდროულად ამ პასუხისგების აუცილებლობის მნიშვნელობა სინანულის გაძლიერებაში და ცოდვისაგან განწმედაში, და როცა შეხედეს, რომ ეს ადამიანი უკვე მზად იყო სულიერად გაეაზრებინა ყოველივე, მხოლოდ მაშინ და ალბათ იმ ბიჭის თანხმობით გადასცეს ის პოლიციას და დარწმუნებული ვარ, ციხეში გატარებული წლები, მისთვის უფალთან დაახლოების პერიოდი იქნებოდა უფრორე, ვიდრე დაცემისა და უიმედობისა... იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
T I K O |
Oct 11 2008, 01:31 PM
პოსტი
#12
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
ყველას დიდი მადლობა პასუხებისთვის
მგონი, ეს თემა შეიძლება დაიხუროს. -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th May 2024 - 11:56 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი