IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Closed TopicStart new topic
> საეკლესიო იერარქთა მხილების სამართლებრივის საკითხები
afxazi
პოსტი Jan 28 2009, 01:56 PM
პოსტი #1


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ეს საკითხმი ვფიქრობ მეტად აქტუალურია საეკლესიო ცხოვრებაში. საინტერესოა რა შემთხვევაში აქვს ერის კაცს უფლება ამხილოს (თუ აქვს საერთოდ) სასულიერო იერარქია ამ უკანასკნელთა მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ან თუ აქვს რა ფორმით და ასევე რა შემთხვევაში რა რა ფორმით აქვს ყფლება მღვდელს ამხილოს ეპისკოპოსი რაიმე დანაშაულის დროს? როგორ აწესრიგებს ამ ყოველივეს საეკლესიო სამართალი და რამდენადაა ამაში გარკვეულობა დღევანდელ დღეს აუცილებელი?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 28 2009, 04:27 PM
პოსტი #2


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



კანონას უწერია ეგ კარგად:

http://church.ge/index.php?s=&showtopic=57...ndpost&p=455241

ციტატა
რამდენიმე აუცილებელ კანონიკურ წესს დავუწერ საეკლესიო ბრალდებასთან დაკავშირებით:

1. კანონიკური ბრალდება ორგვარია - საერო და საეკლესიო. საეკლესიო ბრალდების შეტანის უფლება აქვს მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის წევრს. სქიზმატებს, სექტანტებს და ერეტიკოსებს საეკლესიო საკითხებზე ბრალდება ეკრძალებათ. (II მსოფ. კრ. მე-6 კანონი)

2. საეკლესიო ბრალდების შეტანის შემდეგ უნდა დაიწეროს კონკრეტული ახსნა-განმარტება ბრალდების თაობაზე. საიმისოდ, რომ თავიდან იქნეს აცილებული ცილისწამება, ბრალმდებელს (ისევე, როგორც ბრალდებულს) ეკრძალება წმინდა ზიარება საეკლესიო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. (კართ. კრ. 133-ე კანონი)

3. მღვდელმთავრის ბრალდების განხილვის უფლება აქვს მხოლოდ საეკლესიო კრებას. (მოც. 74-ე კანონი)

4. კანონიკა მკაცრად იცავს იურისდიქციის საკითხს. არაუფლებამოსილი პირების მიერ საქმის განხილვა (როგორიცაა, სხვა ეპარქიაში ან სხვა ავტოკეფალურ ეკლესიაში მომხდარი შეცოდების განხილვა) არათუ კანონიერია, არამედ თავად წარმოადგებს საეკლესიო დანაშაულს განმხილველთათვის. (I მსოფ. კრ. მე-5 კანონი, II მსოფ. კრ. მე-6 კანონი და III მსოფ. კრ. 1-ლი კანონი)

5. საეკლესიო სამართალი არ იცნობს ე.წ. "ავტომატურობის" პრინციპს, ანუ იმას, რომ საეკლესიო კანონებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, ყოველგვარი განხილვის გარეშე პირდაპირ შეერაცხოს ქრისტიანს დანაშაულად. გავრცელებული შეხედულებით, საერო სამართალში მიღებული "უდანაშაულობის პრეზუმფცია" სწორედ რომ საეკლესიო სამართლიდან იღებს სათავეს. ასევე საგულისხმოა ისიც, რომ თუკი არ დამტკიცდება ბრალდებულის მიერ წარდგენილი თუნდაც ერთი ბრალდება, მის მიერ წაყენებული ბრალდება, როგორც ცილისმწამებლისა, ყველა მოიხსნება. (კართ. კრ. 130-ე კანონი)

6. განაჩენი, თუკი იგი ეხება სასულიერო პირის განკვეთას, გამოიტანება ერთხმად. აზრთა შორის სხვაობა ვერ გახდება განაჩენის საფუძველი, რამეთუ კრება უნდა იყოს ერთობისა და არა განყოფისა. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდება აშკარაა, უნდა გაგრძელდეს დიალოგი საერთო გადაწყვეტილებამდე. (ანტ. კრ. მე-14-15 კანონები)

7. კრების განაჩენი საბოლოოა. (ანტ. კრ. მე-15 კანონი)

8. სასულიერო პირი მხოლოდ ამის შემდეგ ითვლება მადლისგან განძარცვულად. სხვა შემთხვევაში, რაც არ უნდა მძიმე იყოს მისი დანაშაული, სანამ სულიწმიდით აღვსილი კრება არ გადაწყვეტს მის საკითხს, ამგვარი პირი ითვლება მადლმოსილად და მის მიერ შესრულებული ყველა საეკლესიო საიდუმლო ითვლება ჭეშმარიტად.

9. ბრალდებულის გამართლების შემთხვევაში საეკლესიო სასამართლო ვალდებულია გამოიკვლიოს ბრალმდებლის საკითხი. თუკი დადასტურდა, რომ ბრალდება განზრახ წარმოადგენდა ცილისწამებას, ბრალმდებელს მიესჯება იგივე სასჯელი, რაც მიესჯებოდა ბრალდებულს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში. (II მსოფ. კრ. მე-6 კანონი)

10. არ არსებობს ეკლესიაში იმაზე დიდი დანაშაული, რაც არის ეკლესიიდან განდგომა იურისდიქციული (სქიზმა), დოგმატური (ერესი) თუ დოგმატურ-იურისდიქციული (სექტა) მიზეზით. ამიტომ, ყოველი ქრისტიანი ვალდებულია, თავი შეიზღუდოს ცრუბრძნობისა და ამაოდმეტყველებისგან და იმოქმედოს მხოლოდ კანონიკურად უფლებამოსილი კრების განაჩენის შესაბამისად.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lashab
პოსტი Jan 28 2009, 06:13 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 561
რეგისტრ.: 24-December 08
წევრი № 6,157



ციტატა(afxazi @ Jan 28 2009, 02:56 PM) *

ეს საკითხმი ვფიქრობ მეტად აქტუალურია საეკლესიო ცხოვრებაში. საინტერესოა რა შემთხვევაში აქვს ერის კაცს უფლება ამხილოს (თუ აქვს საერთოდ) სასულიერო იერარქია ამ უკანასკნელთა მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ან თუ აქვს რა ფორმით და ასევე რა შემთხვევაში რა რა ფორმით აქვს ყფლება მღვდელს ამხილოს ეპისკოპოსი რაიმე დანაშაულის დროს? როგორ აწესრიგებს ამ ყოველივეს საეკლესიო სამართალი და რამდენადაა ამაში გარკვეულობა დღევანდელ დღეს აუცილებელი?


გამარჯობა, აი მე რაც ვიცი ამ საკითხის შესახებ:

"მოწმეები და ბრალმდებლები ეპისკოპოსისა და ყველა კლერიკოსის წინააღმდეგ. საეკლესიო საქმეების გამო ეპისკოპოსს შეიძლება ბრალი დასდონ მხოლოდ ღირსეულმა ადამიანებმა. მოც. 74. ეპისკოპოსებზე და კლერიკოსებზე დასმენა არ შეიძლება მიღებულ იყოს ყველასგან, გამოკვლევის გარეშე, არამედ წინასწარ უნდა გამოიძიონ საზოგადოებრივი აზრი დამსმენთა შესახებ. IV 21. ეპისკოპოსებზე და
კლერიკოსებზე ბრალდება არ მიიღება:

1) მწვალებლისა, ელინისა (წარმართისა) და იუდეველისგან. მოც. 75. II 6. კართ 129.
2) განკითხული და ეკლესიიდან გაძევებული კლერიკოსისგან, განყენებული ერისკაცისგან, აგრეთვე 84 ბრალდებულისგან და იმათგან, ვინც თითონ არის დასმენილი. II6. კართ. 128.
3) ბოროტებაში შემჩნეულ და განქიქებულ პირთაგან. კართ 8, 19.
4) მონებისა და განთავისუფლებულებისგან. კართ. 129.
5) იმათგან, ვინც ამ საქმეს არჩევდა წინათ ან ესწრებოდა საქმის განხილვას. კართ. 59.
6) იმათგან, ვისაც სამოქალაქო კანონიბალმდებლად არ მიიღებს. კართ. 129.
7) იმათგან, ვისაც აქვს უპატიოების ლაქა, როგორებიც არიან სიბილწის მოქმედი
მიმოსები, ნიღბის მატარებელნი, მეძავთ მფარველნი, მხეცებთანმებრძოლნი და სხვ. კართ. 129.
8) იმ ბრალმდებლისაგან, რომელმაც მის მიერ სხვა დროს წარდგენილი ბრალდების დამტკიცება ვერ შეძლო. კართ. 130.
9) ბრალდება ერთი ბრალმდებლისაგან, თუნდაც ეპისკოპოსი იყოს იგი, არ მიიღება. კართ. 132.

კერძო საჩივარი ეპისკოპოსზე და კლერიკოსებზე (მაგ.: ქონებრივ საქმეზე)
მიღებული უნდა იყოს ყველასაგან. II 6. კართ. 19, 129.

ეპისკოპოსზე სამართლის გარიგების წესი. უმწიკვლო ბრალმდებელმა ეპისკოპოსზე თავისი ბრალდება უნდა წარუდგინოს ეპარქიის ყველა ეპისკოპოსს და დაამტკიცოს იგი. II 6. ეპისკოპოსს ასამართლებს საეკლესიო კრება. მოც. 74. თუ კრება ვერ შეიკრიბება, ეპისკოპოსს ასამართლებს თორმეტი ეპისკოპოსი. კართ. 12. თუ სამთავროს ეპისკოპოსები ვერ გადაწყვეტენ ბრალდების საქმეს, ბრალმდებლებმა უნდა მიმართონ დიდ (სრულ) კრებას წერილობით და თუ ისინი ცილისმწამებლები აღმოჩნდებიან, დაისჯებიან ბრალდებულთან ერთად. II 6. ეპისკოპოსის ბრალმდებელმა საქმე უნდა წარუდგინოს სამთავროს უპირველს ეპისკოპოსს და ბრალდებული უნდა
ჩამოაშორონ ზიარებას მხოლოდ შემთხვევაში, თუ არ გამოცხადდება სასამართლოზე დათქმულ დროს. კართ. 19. ეპისკოპოსი პირადად უნდა გამოცხადდეს სასამართლოზე. მოც. 74. ერთი თვის, ან გაჭირვების შემთხვევაში ორი თვის ვადაში. თუ გადააცილებს ვადას, უზიარებლობით უნდა დაისაჯოს, სანამ არ გაიმართლებს თავს. კართ.
19. თუ იგი არ გამოცხადდება სასამართლოზე ორი ეპისკოპოსის მიერ მესამე გამოძახების შემდეგაც, მაშინ კრება თავის შეხედულებისამებრ გამოიტანს გადაწყვეტილებას მის შესახებ. მოც. 74. კართ. 19. თუ დამსმენი საქმის განხილვის დროს მიიმალება, ბრალდებული ეპისკოპოსი მიღებული იქნება ზიარებაში, ხოლო ბრალმდებელი
დაისჯება უზიარებლობით და თუ იგი საქმის მსვლელობის დროს 85 რაიმეთი შეიბღალება, მისგან ბრალდებას აღარ მიიღებენ. კართ. 19. ეპისკოპოსის გამსამართლებელთა შორის აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში მიტროპოლიის ეპისკოპოსმა უნდა მოიწვიოს რამდენიმე ეპისკოპოსი მახლობელი სამთავროდან. ანტ. 14. პატრიარქიც ვერ განიკითხავს თავის ქვეშევრდომ ეპისკოპოსს კრების გარეშე. მან საბრალდებო საქმე განსახილველად უნდა გადასცეს კრებას თავისი თანდასწრებით. კირილე ალექსანდრიელი I.

ხოლო რაც შეეხება მღვდლებს და ეპისკოპოსზე სხვა სახის დაბალ რანგიან ხალხზე:

მღვდლებზე, დიაკვნებზე და სხვა კლერიკოსებზე სამართლის გარიგების წესი. ძირითადი წესები ისეთივეა, როგორც ეპისკოპოსთა შესახებ. კართ. 20. თავისებურებები შემდეგია: 1. მღვდელს ასამართლებს ექვსი ეპისკოპოსი და საკუთარი, ხოლო დიაკონს-სამი. კართ. 12, 20. სხვა კლერიკოსთა საბრალდებო საქმეებს განიხილავს და გადაწყვეტს მხოლოდ ადგილობრივი ეპისკოპოსი. კართ. 20. კლერიკოსის დამხობა არ შეიძლება მხოლოდ ეჭვის საფუძველზე. თეოფილე ალექსანდრიელი 6. თუ კლერიკოსი, რომელიც დასმენილია (ბრალდებულია), ერთი წლის განმავლობაში არ წარადგენს თავისი უდანაშაულობის მტკიცებას, იგი ვეღარ
გაიმართლებს თავს. კართ. 79.

rolleyes.gif



--------------------
"ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგან ღმერთი სიყვარულია."- (1 იოანე 4:8)

"სიყვარული სულგრძელია და კეთილი; სიყვარულს არ შურს, არ ტრაბახობს და არ ამაყობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს... ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება... " - (1 კორ 13:4-8)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mRvdeli giorgi sxilaZe
პოსტი Jan 29 2009, 12:22 AM
პოსტი #4


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 24
რეგისტრ.: 24-January 09
წევრი № 6,373



მშვიდობა თქვენდა!
ჯერ გავასწორებთ ჩვენს ბოლო კომენტარში, III შენიშვნაში, გაპარულ მექანიკურ შეცდომას: ნაცვლად _ «ესაა ამ და მსგავსი ბერძნული საკუთარი სახელის სახელობითი ბრუნვა და არა _ ,,ანტონ“» _ უნდა ყოფილიყო: «ესაა ამ და მსგავსი ბერძნული საკუთარი სახელის მიცემითი ბრუნვა (ანტონის) და არა _ ,,ანტონს“».

ახლა, შეძლებისდაგვარად ვეცდებით, ვუპასუხოთ ,,ფორუმზე“ ფსევდონიმებით შემოსულთა ბრალდებებსა და შენიშვნებს (მათი სტილი და პუნქტუაცია აქაც დაცულია).

,,აფხაზი“: ,,აკი ეკუმენისტი პატრიარქიაო და მასზე ლოცვა არ შეიძლებაო არ მჯერა მე მაგის“, _ წერს ჩვენზე.

პასუხი: ,,მასზე ლოცვა“ და ,,მასთან ლოცვა“ სხვადასხვა რამეა, ძმაო თუ დაო! ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ პატრიარქზე ან ვინმეზე ლოცვა არ შეიძლება. თანაც, უნდა განვასხვავოთ ლოცვის სახეც: არის პირადი ლოცვა, როცა ყველა შეგვიძლია, მოვიხსენოთ და არის საზოგადო-ლიტურგიკული ლოცვა (პროსკომიდიის ანუ კვეთისას, დიდი გამოსვლისას ბარძიმ-ფეშხუმით, საეკლესიო საიდუმლოს აღსრულებისას, მიცვალებულთა პანაშვიდისას და სხვ.), როცა ვიხსენებთ მხოლოდ ჭეშმარიტად მართლმადიდებლებს.
უფალი გვეუბნება, პირადი მტრისთვის ილოცეთო, მაგრამ არ გვეუბნება, მტერთან ერთად ილოცეთო. ვგრძნობთ, ახლა ის გაიფიქრეთ, ჩვენი პატრიარქი მტერს შეადარა ამ, მართლაც, ჩვენი დედაეკლესიის მტერმაო... ყოველ შემთხვევაში, გიხსნით: შედარება მოვახდინეთ წინადადების არა ობიექტებს, არამედ გარემოებებს შორის. საერთოდ, შედარებისა და გატოლების ცნებათა შეპირაპირების შესახებ, რაც ძალზე უჭირს დღეს ჩვენს საზოგადოებას, იხ. ჩვენი ნარკვევის ,,შესავალში“: «საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერის სარწმუნოებრივ-საზოგადოებრივი მოღვაწეობა ,,გარდაქმნიდან“ ,,გარდაქმნამდე“ (1985-2003წწ..)», პარიზი, 2004წ.; ელექტრონული ნუსხა: http://saqme.fr/saqme%20pdf.pdf

,,კანონისტი“ (ამ ზედსახელით აქამდე მოქმედი, როგორც მასზე ახლახანს წავიკითხე, ყოფილა შრომისმოყვარე, განათლებული, ენათა მცოდნე, ახალგაზრდა დოქტორანტი დავით ჩიკვაიძე. შვილივით ვლოცავ და ვუსურვებ, აქამდე დაშვებული შეცდომები მალე გამოესწორებინოს, მეტი ცოდნით, გონიერებითა და სულიერებით აღვსილიყოს და წუთითაც არ დავიწყნოდეს წმ. პავლე მოციქულის შეგონება: ცოდნა აამპარტავნებს, ხოლო სიყვარული აღაშენებს.): ,,სქიზმა (ბერძნ. "გახლეჩა") ეწოდება მოვლენას მართლმადიდებლურ სამყაროში, როდესაც რომელიმე დაჯგუფება უარს ამბობს გარკვეული მოტივებით მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთობაზე და გადის ცალკე. იმის გათვალისწინებით, რომ მათი მოძღვრება ძირითადად ექცევა მართლმადიდებლურ მოძღვრებაში, ამიტომ არ ეწოდებათ "მწვალებლები", არამედ სქიზმატები, ანუ განხეთქილებაში მყოფები. საეკლესიო კანონებით, მათთან საეკლესიო საიდუმლოებები ისევე მიუღებელია, როგორც მწვალებლების, ხოლო როგორც განდგომილებს, უფლება არ აქვთ ბრალი დასდოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქიას“.

პასუხი: წინააღმდეგობაში ვარდებით, როცა აქ, ამ შემთხვევაში, სწორად წერთ, მწვალებლების საეკლ. საიდუმლოებები მიუღებელიაო, ხოლო სხვაგან _ არასწორად: ,,მსოფლიო კრების კანონები ერეტიკულ საკრებულოთა მიერ აღსრულებულ ნათლობას ცნობენ“; ჩვენზე, თქვენივე ევქარისტიის ეპისკოპოსის მიერ ნაკურთხსა და განუკვეთელ მართლმადიდებელ მღვდელზე სიტყვა მღვდელს ბრჭყალებში სვამთ (რითაც ჩვენს მღვდლად არცნობას გამოხატავთ), ხოლო რომაული კათოლიციზმის მწვალებელ ,,პაპს“ _ არა, რითაც მის პაპობას ანუ პატრიარქობას ცნობთ, რასაც, ირიბად, არც სხვაგან მალავთ: ,,რომის ეკლესიის მეთაური და თვითონ ეკლესია...“. რომის მწვალებლურ საკრებულოს მწვალებლურს თუ არ უწოდებთ, სქიზმატიკურს მაინც რატომ არ უწოდებთ, როგორც ამას იოლად აკეთებთ მართლმადიდებლებთან მიმართებაში?

(იგივე): ,,საერო პირს დამოძღვრის უფლება რომ არ მაქვს ვიცი. არც ვაპირებ“.

პასუხი: იცით, მაგრამ მაინც იქმთ! რადგან დამოძღვრა მარტო ის კი არ არის, ერისკაცმა ანაფორა მოისხას და ისე იქადაგოს, არამედ ის, რასაც თქვენ, ზოგგან უხეში შეცდომებით, წერთ და ავრცელებთ ეკლესიოლოგიურ-სამოძღვრო საკითხებზე; საინტერესოა, ვისი ლოცვა-კურთხევით?

(იგივე): «ფაქტია, რომ II მსოფლიო კრების მე-7 კანონით არაერთი მწვალებელი (მათ შორის - არიოზის მიმდევრებიც კი!) მიიღებიან ნათლისღების გარეშე, რადგან "მათი ნათლისღება არ განსხვავდება მართლმადიდებელთაგან"».

პასუხი: ამ ციტატაში, რომელიც დედანში ასეა _ ,,ნათლისცემით ისინი არ განსხვავდებიან მართლმადიდებლებისაგან“, ნათქვამია არა ის, რომ მათი ნათლისღება სრულყოფილ ანუ მადლმოსილ ნათლისღებად ითვლება, არამედ ის, რომ მათნაირი ნათლისცემა (იგულისხმება _ ნათლისცემის ფორმა და ფორმულა ანუ წყალში სამგზისი შთაფლვა) გარეგნულად იგივეა, რაც მართლმადიდებლური. ეს რომ ასეა, ადასტურებს იმავე კანონში ამ ციტატის გაგრძელებაც: ,,რაც შეეხებათ სხვა მწვალებლებს, როგორებიც არიან ევნომიანელნი, წყალში ერთხელ ჩაყოფით ნათელღებულნი, მონტანელნი ანუ ფრიგიელნი [ანუ პეპუზიანელნი], საბელიანელნი, რომელნიც ძე-მამობას ასწავლიან და სხვა ბევრ სისაძაგლეს სჩანიან, და სხვა მწვალებლები... თუ მოისურვებენ მართლმადიდებკლობის აღსარებას, ისინი მიიღებიან, როგორც წარმართნი [ე. ი. მათ ნათლავენ კიდეც და მირონსაც სცხებენ]“.
დავით, წინა კომენტარებში ორგზის შეგაგონეთ წმ. მოციქულთა და მსოფლიო კრებათა კანონებით, მაგრამ მაინც აგრძელებთ მკითხველის შეცდომაში შეყვანას, _ თითქოს, ეკლესიის მიღმა ნათლობის საიდუმლო აღესრულებოდეს. რაღას მივაწეროთ ეს? ჰკითხეთ, ერთი, ჩემზე და თქვენზე სულიერ და განათლებულ ადამიანებს, მაგ., ედიშერ ჭელიძეს (გიორგი ანდრიაძესთვის, წინა კომენტარში გთხოვეთ, გეკითხათ), მღვდ.. არჩილ მინდიაშვილს, თეოდორე გიგნაძეს, ზურაბ ანთაძეს, არქიმ. რაფაელ კარელინს, ეპ.. იოანე გამრეკელს, სპირიდონ აბულაძეს ან სხვას, ან ბოლოსდაბოლოს, თვით პატრიარქს (გთხოვთ, მათი პასუხი გამოაქვეყნოთ ან ჩვენ მაინც მოგვწეროთ; წინასწარ გმადლობთ!). ისე, აქ ჩამოთვლილთაგან სიამოვნებით დავჯდებოდით ერთ-ერთთან ან ყველასთან ერთად, პირისპირ, საპატრიარქოს ან სხვა ტელევიზიაში, პირდაპირ ეთერში, რამდენიმე წუთით, და მიუხედავად იმისა, რომ მათზე უღირსი ვარ ცოდნითაც და ყველაფრითაც, თქვენც და მსმენელთაც, ,,მყოფთა ბნელსა უმეცრებისასა“ (წმ. პავლე თებელის ,,კონდაკიდან“), ბევრ რამეზე აგეხილებოდათ თვალი, რადგან ჩვენ სიმართლის მხარეს ვართ და სიმართლე ჩვენს მხარესაა; ხოლო სადაც სიმართლეა, იქ უფალია; უფალი კი უძლეველია.

(იგივე): ,,მსოფლიო კრებებმა რამდენიმე სამოციქულო კანონი გააუქმეს, მათ შორის - ეპისკოპოსთა ქორწინებისა. საეკლესიო კანონებით კი, მოქმედებს უფრო ახალი კანონი“.

პასუხი: აქაც, დაბნეულობაში შეგყავთ სარწმუნოებაში გამოუცდელნი და აფიქრებინებთ, რომ წმ. მოციქულები ერთს ასწავლიდნენ და სხვა წმ. მამები _ მეორესო. სინამდვილეში, მსოფლიო კრებებმა ,,ეპისკოპოსთა ქორწინების“ (ასეთი რამùარ არსებობს) კანონი კი არ გააუქმეს, არამედ, VI მსოფლ. კრებამ დაადგინა, იმიერიდან ეპისკოპოსებად მხოლოდ შავი (ბერად შემდგარი) სამღვდელოებიდან აერჩიათ, რადგან იმხანად, უკვე, ბერ-მონაზვნობა საკმაოდ მომრავლებულიყო. თან, კრებამ განმარტა, რომ წმ. პავლე მოციქულის სტყვები, ,,[ეპისკოპოსი] ერთის ცოლის ქმარ“ (I ტიმ., 3: 2), ნიშნავს არა იმას, რომ ცოლი უნდა ჰყავდეს, არამედ იმას, რომ მომავალი ეპისკოპოსის ერთნაცოლარობაა დასაშვები და არა ორნაცოლარობა (,,მცირე სჯულისკანონი“, VI, 83).

(იგივე): ,,მესმის, რომ ძნელია, საერო პირისგან და მით უმეტეს - ასაკით ახალგაზრდისგან მხილების მიღება, მაგრამ იქნებ შეძლოთ....“.

პასუხი: აქ კი ნამდვილად ვეღარ გათვალეთ, რა სიმართლეც წამოგცდათ... თქვენივე ლოღიკით, თუ სასულიერო პირის მხილება დასაშვებია საერო პირისგან, ,,მით უმეტეს _ ასაკით ახალგაზრდისგან“, ეს მით უფრო არაა დასაშვები სასულიეროსაგან?!. ან წამაკითხეთ, სად წერია, _ მღვდლის მხილება შეიძლება, ხოლო მღვდელმთავრის _ არა?!. თქვენ ჯერ მათ მიმართეთ, ვისაც ჩვენ ვამხელთ, მხილების მიღება, იქნებ, შეძლოთ-თქო და მერე (ან მანამდეც), სიამოვნებით მოგისმენთ, _ რაში მამხილებთ, რომ ამისი მიღება შევძლო. ოღონდ, გთხოვთ, მიმითითეთ კერძოდ და გარკვეულად და არა ზოგადად და ზერელედ, როგორც ამას აქამდე აკეთებდით! ჩემი მხილება რომ გაგიადვილოთ, იქნებ, გაგახსენოთ, რას გვასწავლის ეკლესია ,,ეპისკოპოსთა და სხვა სასულიერო პირთა ცოდვებისა და მსჯავრის შესახებ...“? და რა მოხდება იმ შემთხვევაში, ,,სამღვდელო დასის წარმომადგენელთა ცოდვა თუ იცის ვინმემ და არ განაცხადოს“? თან, გთხოვთ, რომ თქვენ, როგორც კანონისტმა, ამიერიდან ამით მაინც დამოძღვროთ ახალგაზრდობა:
,,ვინც მოწმე იყოს ყველა ზემოჩამოთვლილი ცოდვისა და თვითონ კი არ აღიაროს, არამედ სხვამ ამხილოს, რომ იცის ცოდვის შესახებ, _ იმდენ ხანს იყოს დასჯილი ისიც, რამდენ ხანსაც განკანონებულ იქნება თვითონ ცოდვის ჩამდენი“ _ ,,დიდი სჯულისკანონი“ (თბილისის უნივერსიტეტის გამოცემა, 1975წ. (ძველქართულად); ახალქართულად _ ,,საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 1987წ.), ნაწილი IX: ,,ეპისკოპოსთა და სხვა სასულიერო პირთა ცოდვებისა და მსჯავრის შესახებ...“; თავი XXXIII: ,,სამღვდელო დასის წარმომადგენელთა ცოდვა თუ იცის ვინმემ და არ განაცხადოს: ბასილი დიდის კანონი 71“.

(იგივე): ,,II მსოფლიო კრების მე-6 კანონი გაიხსენეთ, რას გიკრძალავთ იგი საქართველოს ეკლესიის მიმართ“.

პასუხი: ჯერ რომ ის გაგვეხსენებინა, რას უკრძალავს ეს და სხვა მრავალი კანონი თქვენს სათაყვანო იერარქებს, ძალზე შორს წავიდოდით... მაგრამ მოდით, მაინც, ერთად გავიხსენოთ ეს წმ. კანონი და მკითხველმა გამოიტანოს დასკვნა, ვის მხარესაა სიმართლე:
,,კონსტანტინოპოლის წმინდა კრების ეპისკოპოსებმა დაადგინეს, რომ ის, ვინც ბრალს დასდებს ეპისკოპოსს, არ უნდა იქნეს შეწყნარებული გამოძიების გარეშე; არც ეპისკოპოსის ყველა ბრალმდებლის მიღება შეიძლება, არც ყველა ბრალმდებლის უკან გაბრუნება, ვინაიდან ბევრს აქვს სურვილი, არევ-დარევა შეიტანოს საეკლესიო წესიერებაში, ააღელვოს მრევლი და ცილი დასწამოს ეპისკოპოსებს მტრობით, რათა შეარყიოს სასულიერო პირთა ავტორიტეტი. თუ ეპისკოპოსს ბრალი ედება კერძო, საერო ან ფულად (ქონებრივ) საქმეში, ასეთი საჩივარი მიღებულ უნდა იქნეს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის და რა სარწმუნოებისაა ბრალმდებელი; და ეპისკოპოსის სინდისიც თავისუფალი უნდა იყოს და მომჩივანსაც მიეზღოს თავისი, რა სჯულისა და სარწმუნოებისაც არ უნდა იყოს იგი. საეკლესიო დანაშაულის დაბრალების შემთხვევაში, გამოძიებულ უნდა იქნეს, ხომ არ არის ბრალმდებელი მწვალებელი. მწვალებელს არა აქვს უფლება, ბრალი დასდოს მართლმადიდებელ ეპისკოპოსს საეკლესიო საქმეების გამო. მისი ბრალდება არ იქნება მიღებული. მწვალებლებს ვუწოდებთ ძველად ეკლესიიდან გაძევებულ და შემდეგ, ჩვენს მიერ შეჩვენებულ, განკანონებულ კლერიკოსებს. ბრალმდებლად არ მიიღებიან, აგრეთვე, განხეთქილების მომწყობნი, ე. ი. ისინი, ვინც გამოეყო თავის ეპისკოპოსს და ცალკე იწვევს კრებებს კანონიერი ეპისკოპოსების წინააღმდეგ. არ მიიღება ბრალმდებლად არც ეკლესიისგან ბრალდებული, განკანონებული, გაძევებული და უზიარებლობით დასჯილი, _ სამღვდელო პირი იქნება იგი თუ საერო. არ მიიღება არც ის ბრალმდებელი, ვინც თვით არის ბრალდებული ვინმესგან, სანამ არ დაამტკიცებს თავის უდანაშაულობას. იმ შემთხვევაში, თუ ბრალმდებელი არც მწვალებელია, არც უზიარებელი და გაძევებული, არც ბრალდებული ვინმესგან და ამბობს, რომ აქვს საეკლესიო ბრალდება ეპისკოპოსის მიმართ, წმინდა კრება უბრძანებს მათ, სამთავროს (ეპარქიის) ეპისკოპოსთა წინაშე წარმოთქვან ეს ბრალდება და ამხილონ ეპისკოპოსი. [...] ამ დიდ კრებაზე საქმის დამწყებმა ანუ ეპისკოპოსის ბრალმდებელმა ბრალდების წარდგენამდე უნდა დადოს წერილობითი პირობა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ დაამტკიცებს თავის წაყენებულ ბრალდებას, თვით დაისჯება იმ სასჯელით, რომლითაც დაისჯებოდა ბრალდებული ეპისკოპოსი ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში. [...]“.
რას და ვის უკრძალავს ეს დიდებული კანონი ,,საქართველოს ეკლესიის მიმართ“, როგორც თქვენ ამბობთ? _ ცილისწამებას ყველას, ხოლო ბრალმდებლობას _ მწვალებელს, განხეთქილების მომწყობს, ეკლესიის ან ვინმესგან ბრალდებულს, განკანონებულს, გაძევებულსა და უზიარებლობით დასჯილს. უღირსი ადამიანი კი ვარ, მაგრამ აქ ჩამოთვლილთაგან რომელში მდებთ ბრალს? ვთქვათ, განხეთქილების მოწყობაში? _ თქვენ მსჯელობა იქით მიგყავთ, რომ ემიგრაციული ეკლესია, სადაც ამჟამად ვართ, განხეთქილებაა და მისი წევრი _ ე. ი. განხეთქილების მომწყობი. მაგრამ აქ ორგზის ცდებით: 1. ეს ეკლესია, ჩვენი და მრავლის გამოძიებითა და ცრწმენით ეკლესიაა; 2. დავუშვათ, ასეც რომ არ იყოს, თეორიულად, განხეთქილებაში მყოფი არ გულისხმობს განხეთქილების მომწყობს. ზემორე, თქვენს მიერვე რეკომენდირებულ კანონში, გარკვევითაა ახსნილი, ვინ არიან ,,განხეთქილების მომწყობნი, ე. ი. ისინი, ვინც გამოეყო თავის ეპისკოპოსს და ცალკე იწვევს კრებებს კანონიერი ეპისკოპოსების წინააღმდეგ“ (იგულისხმება ეპისკოპოსი, თავის პატრიარქს ან მიტროპოლიტს, ხოლო ხუცესი ან დიაკონი _ თავის ეპისკოპოსს არასაკმარისი მიზეზით განდგომილი). პირადად, ჩვენ არანაირი ,,ცალკე კრება“ არ მოგვიწყვია, არც საკურთხეველი აღგვიმართავს და ამას არც მომავალში ვაპირებთ; ღმერთმა დაგვიფაროს! თანაც, ჩვენს მიმართვებში ვახდენთ არა ბრალდებას, არამედ მხილებას (ამ ცნებას, კიდევ ერთხელ, ურევთ აქ, უკვე, ბრალდებაში), რადგან ბრალდება გულისხმობს რაღაც დაფარული ქმედებისა თუ აზრის სააშკარაოზე გამოტანის მცდელობასა და შესაბამის დასჯას (რაც იგულისხმება ზემომოტანილ კანონში, როცა საუბარია საჩივარსა და მის დამტკიცებაზე). ხოლო ჩვენს შემთხვევაში არაფერია დაფარული და გამოსაძიებელი, არც გასასაჩივრებელი და დასამტკიცებელი, _ ყველაფერი ის, რაზეც გულისტკივილით ვსაუბრობთ, თქვენ რომ ლანძღვა-გინება გგონიათ, განა ვერ ხედავთ, დღისით, მზისით რომ ხდება და გამოსწორება არაფერს ეტყობა?: ყველა ,,სიკეთესთან“ ერთად, ტაძრებსა და სახლებში გახურებული ვაჭრობა მღვდელმოქმედებისას _ საკურთხეველში ,,მოსარიგებლად“ მეჯვარეების შეყვანითა და მღვდლის მიერ სიძის საქორწინო ბეჭდის გირაოდ დატოვების ჩათვლით... უფალმა მრუში დედაკაცის ცოდვა, ხუთი ,,ქმარი“ რომ გამოეცვალა, დაფარულში მშვიდად ამხილა, ხოლო ისრაელი ერის საპირველიერარქო საყდარზე საჯაროდ ამბობს: მოსეს ტახტზე დასხდნენ მწიგნობარნი და ფარისეველნი (მათე: 23, 2) და მთავარ ტაძარში აშკარად მოვაჭრე ხალხს მაგიდები აუყირავა, მტრედები დაუფრთხო და მათრახით გამოასხა გარეთ ყველა, ,,და ჰრქუა მათ: წერილ არს: სახლი ჩემი სახლ სალოცველ არს; ხოლო თქუენ ჰყავთ იგი ქუაბ ავაზაკთა“ (ლუკა: 19, 46). თანაც, ამის ხილვა მის მოციქულებს უნებურად გაახსენებს უფლის სიტყვებს, თქმულს დავით წინასწარმეტყველის პირით: ,,[უფალო], შურმან სახლისა შენისამან შემჭამა მე“ (68, 10), რაც იმას მოასწავებდა, რომ განკაცებულ ღმერთს სწორედ მისი მსახურნი _ მღვდელმთავარნი მოკლავდნენ...

(იგივე): ,,ჭეშმარიტი რწმენით აღვსილი დაუბრუნდით დედაეკლესიას“.

პასუხი: თქვენი ქვეცნობიერი გათვლა ასეთია: რახან ქართველი სასულიერო პირი საქ. საპატრიარქოს იურისდიქციაში არ ვიმყოფები, ზერელე მორწმუნეებს აფიქრებინოთ, მაშ, განხეთქილებაში იმყოფება ეკლესიასთანო. აკი, პირდაპირ ასკვნით, კიდეც და მმოძღვრით _ დაუბრუნდით დედაეკლესიასო (ბევრს დედაეკლესიის ცნებაც რომ არასწორად ესმის, ამას მკითხველს ქვემოთ განვუმარტავთ)! მაგრამ თქვენ და თქვენი სულიერი ძმები აქ სიტყვას ,,დედა“ შემთხვევით არ ხმარობთ ხოლმე; არამედ, _ რათა ამით გააძლიეროთ მგრძნობელობითი (ემოციური) ფონი, რომ დედის მოღალატესთან გაიგივებულის წარმოდგენით უფრო გაგიადვილდეთ განხეთქილების მომწყობთა რიგში ჩვენი შერაცხვა, რათა ეს კანონი რამენაირად უარყოფითი ასპექტით ,,მოგვარგოთ“... გავიწყდებათ კია, რომ ბევრი ქართველი წმინდანი არ იმყოფებოდა საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში ისეთ ეპოქებშიც კი, როცა იბერიის ეკლესია სულიერად ჰყვაოდა და რა საგანგაშოა, ჩემისთანა უღირსსაც რომ იგივე ბედი ეწია პოსტათეისტურ დროებაში, როცა საქ. ტაძრები ქცეულა ქვაბ ხორციელ თუ სულიერ ავაზაკთა და ახალი ,,რუის-ურბნისის“ კრებას საჭიროებს?!. თუ იმის თქმა გსურთ, რომ სხვა ევქარისტიაში მყოფს უფლება არა აქვს ჩვენს საქმეებში ჩარევისო, ამაზეც მოგახსენებთ, რომ კანონთა მიხედვით, ეს ეხება შიდაადმინისტრაციულ-საორგანიზაციო საკითხებს (ამაში არასდროს ჩავრეულვართ) და არა დოგმატურ-კანონიკურსა და ზნეობრივს. თანაც, უფრო მეტს გეტყვით: სხვა ევქარისტიაში არ ვყოფილვართ, ერთი ბარძიმი გვქონდა თქვენ და მე, როცა გამოვეცით ჩვენი ზემოდასახელებული ნარკვევი, რომელშიც, ყველა ძირითადი მტკივნეული საკითხია დასმული, მაგრამ ვინ შეაშფოთა ამან და თქვენგან ან საქ. საპატრიარქოდან ვინ გამოგვეხმაურა (თუ არ ჩავთვლით, მუქარებსა და შეურაცხყოფებს)?!
აი, დედაეკლესიის დაპირებული განმარტებაც: ეკლესიასთან მიმართებაში ,,დედა“, პირველ ყოვლისა, იხმარება იგივე მნიშვნელობით, როგორც ცნებებთან: არსი, მიწა, სამშობლო, ენა, აზრი, ბოძი, ბუდე, ქალაქი, ძარღვი, ბუდე, ფუტკარი და სხვ., რაც დიდ განმარტებას არავისთვის საჭიროებს, რადგან როგორც დედაა მშობელი ახალი სიცოცხლისა, ისეა ეკლესია სულიერად აღმომშობელი სულისა. ეკლესია არის ,,სძალი უფლისა“, რომელთანაც ღმერთკაცს ისეთივე სიყვარული აქვს, როგორიც სიძეს სასძლოსთან (ეს მხატვრული სახეებით ყველაზე სრულყოფილადაა გადმოცემული წინასწარმეტყველ სოლომონის წიგნში ,,ეკლესიასტე“ და წმ. მოციქულ პავლეს ეპისტოლეებში). სახისმეტყველებითად, ეს მოჰგავს ,,ქალწულსა მდედრსა“, რასაც თავად წმ. ეკლესია უწოდებს წმ. ნინოს მისდამი აღვლენილ ლოცვა-საგალობელში (,,დაუჯდომელი“, ,,იკოსი“ XI). ხოლო ეკლესიოლოგიურ-ისტორიული გაგებით რომელიმე საპატრიარქო საყდრისთვის დედაა მისთვის ქიროტონიულ-ადმინისტრაციული დამოუკიდებლობის, ავტოკეფალიის, მიმნიჭებელი ეკლესია; ჩვენს შემთხვევაში _ კონსტანტინოპოლ-ანტიოქიის ისტორიული საყდრები, სლოვენური ეკლესიებისთვის _ ასევე, ბერძნული საყდარი და ა.შ. მთლიანობაში, ეს ეკლესიები _ მიმნიჭებელიც და მინიჭებულიც _ ერთიდაიგივე დოგმატურ-კანონიკურ საზღვრებში (დასაშვებია, მხოლოდ, საწესჩვეულებო სახესხვაობანი) არსებობს და მისტიკურად დედაეკლესია წარმოადგენს ერთ, წმინდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიას. რომელიმე მის წევრ ანუ და-ეკლესიას (აქ დაი დედის ანალოგიითაა) აბსოლუტური დამოუკიდებლობა არა აქვს, რადგან რომელი საყდარიც გადაცდება ამ საზღვრებს, ის მეყვსეულად ხვდება წმ. გენადი კონსტანტინოპოლელისა და წმ. მაქსიმე აღმსარებლისეული კითხვის ნიშნის ქვეშ: განეშორა ან როდის განეშორება მას მადლი სულისა წმიდისა, რაც არის რელიგიური კრებულის ეკლესიად ყოფნის უცილობელი პირობა? ამიტომ, ნებისმიერ გულწრფელ მორწმუნეს არათუ უფლება, ვალდებულებაცა აქვს, ,,სხვის საქმეში“ ჩაერიოს, რადგან, ვთქვათ, რომელიმე ეკუმენისტურმა სინოდმა რომ ამერიკელი და ინგლისელი პროტესტანტებივით ქალი ,,აკურთხოს“ სასულიერო პირად, საქ. იერარქია მის საქმეში არ ჩაერევა და სტუმრად გამოგზავნილ მღვდელქალა ,,მზექალას“ საკურთხეველში შეუშვებს და მას ხელზე ეამბორება?
ასე, რომ ,,დედაეკლესია“, დისციპლინარული გაგებით, არ წარმოადგენს მგრძობელობით-მამულიშვილურ, ეთნოფილეტურ ცნებას. ასეთი გაგებით, შეგვიძლია, ვიხმაროთ ,,მშობლიური ეკლესია“, ვინც (და არა _ რაც) ნამდვილად რომ გვენატრება, ამას, ჯერ კიდევ, ჩვენს ზემოდასახელებულ ნარკვევში გამოქვეყნებული ჩვენივე სონეტის მინამღერიდან იგრძნობდა გულგამთბარი მკითხველი: მომასმენინეთ, გევედრებით, რამე ქართული, რომ ჩემი ერის ტკივილები უფრო მეტკინოს!..

(იგივე): ,,ისე კი, სასხვათაშორისოდ, აღვნიშნავთ, რომ რუსული ემიგრანტული ეკლესია დაუბრუნდა მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღს“.

პასუხი: სად არის ლოღიკა თქვენს მსჯელობაში? თუ ეს მართლაც ასეა, როგორც აქ წერთ, მაშ, როგორც ემიგრაციული ეკლესიის მღვდელს, რატომღა გვიწოდებთ სქიზმატიკოსს? ხოლო თუ _ არა, რატომ წერთ ასე?
მკითხველს კი განვუმარტავთ: ემიგრაციული ეკლესია არც არასდროს განვარდნილა მსოფლიო მართლმადიდებლობის წიაღიდან. მისი არსებობის ოთხმოცდაათწლიანი მყოფობის ბოლო ათწლეულში დაიწყო, თუ შეიძლება, ასე ვთქვათ, შიდააპოსტასია, რაც მოსალოდნელიც იყო, უკვე, დასავლურ-ამერიკულ გარემოში გაზრდილი ახალი თაობისგან. დაიწყო გადაბირების კომპანია, რომელსაც უშუალოდ მკვლელი ვ. პუტინი ხელმძღვანელობდა თავის აგენტურასთან ერთად. კრემლისა და საპატრიარქოს ერთობლივი მიზანი იყო, რომ ამ იურისდიქციას, მოსკოვთან მიერთებით (თვითლიკვიდაციით), არსებობა შეეწყვიტა, როგორც ემიგრაციულ ეკლესიას, რათა ბოლომდე ჩაეხშოთ თავიანთი სინდისის მამხილებელი ხმა, რომელიც მსოფლიოში ყოველთვის გაისმოდა ემიგრანტებისგან. მაგრამ მადლობა ღმერთს და გარკვეული სისუსტეების გამოვლენის შემდეგ, რაც გამოწვეული იყო ამ იურისდიქციის უდიდესი ნაწილის გადაბირებითა და კრემლის საპატრიარქოსთან მიბმით, ამ ეკლესიის პირველიერარქმა _ მიტროპოლიტმა ვიტალიმ, რომელიც 96 წლის ასაკში აღესრულა, საბოლოოდ შეძლო ძალების მოკრება და ფიზიკური დევნის, დაპატიმრების (ამის ვიდეოკადრები არსებობს), ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ძალით შემოწმებისა და მრავალი სხვა ცილისწამებისა და ბინძური ზემოქმედების მიუხედავად, სინოდიდან ერთ-ერთ ეპისკოპოსთან (სხვათაშორის, ბაბუით ქართველთან) ერთად აკურთხა ახალი ეპისკოპოსები და ასე განაახლა და ააღორძინა ემიგრაციული ეკლესია, რომელშიაც დღეს ჩვენც ვიმყოფებით ქართულ-რუსულ-ფრანგულენოვან მრევლთან ერთად (მიტრ. ვიტალის გარდაცვალების შემდეგ, 2006წ., პირველიერარქის მოვალეობას ასრულებს სან-ფრანცისკოსა და დასავლეთ ამერიკის ეპისკოპოსი ვლადიმერი, რომელიც კატაკომბურ ეკლესიაშია გაზრდილი; ჩვენი, პარიზისა და დასავლეთ ევროპის ეპარქიის, მმართველია ეპისკოპოსი ბიქტორი, ეროვნებით გერმანელი, გერმანიის მოქალაქე, რომელიც მღვდელმთავრად კურთხევამდე ციმბირის უღრან სტეპებში მღვდელმონაზვნად მოსაგრეობდა). ჩვენ აქ არ შევუდგებით ემიგრაციული ეკლესიის ისტორიის მოყოლას; შევნიშნავთ, მხოლოდ: ჰკითხეთ, ერთი, ქართველ სამღვდელოთა განათლებულ ნაწილსა და ღვთისმეტყველთ, რომლებიც, პირადი საუბრებიდან ვიცით, დიდ პატივს მიაგებენ ამ ეკლესიის მამებს: ამერიკელი მღვდელმონ. სერაფიმე როუზი (როუზენი) ან წმ. იოანე მაქსიმოვიჩი _ შანხაიის, დასავლეთ ევროპისა და ამერიკის მთავარეპ., ან წმ. მიტრ. ფილარეტ აღმსარებელი, ან მთავარეპ. ამბერკი, რომელთა წიგნებსაც ისინი ავრცელებენ, _ სქიზმატიკოსები იყვნენ-თქო?! ან, იქნებ, სქიზმატიკოსი იყო ამ ეკლესიაში კათოლიკობიდან გადმოსული, ესპანური წარმოშობის კანადელი იოსებ მუნიოსიც, რომლის ხელებშიც, მის წამებით მოკვლამდე, 15 წლის მანძილზე მოსდიოდა მირონი ყოვლადწმ. ღვთისმშობლის იბერიის (ქართული) ხატის ასლს (რომლის სახელობისაცაა ჩვენი პარიზული სამრევლო)?!
ჩვენს მიდგომებში ის განსხვავებაა, რომ ჩვენ კერძო, თუმცა, საგანგაშო, ხასიათის დარღვევებს ვგმობთ, ხოლო თქვენ _ ეკლესიას (ღმერთმა შეგინდოთ!).

(იგივე): ,,რომის ეკლესიის მიერ დოგმატური სწავლების დარღვევა სახეზეა...“ (ჩამოთვლით მის 8 დოგმატურ დარღვევას), ,,...მაგრამ რომის ეკლესიის მწვალებლობა არ არის დამტკიცებული ჯერ“.

პასუხი: რასაც აქ ამბობთ, ეს არის, უბრალოდ რომ ვთქვათ, საღვთისმეტყველო სირცხვილი. ჯერ ერთი, პაპიზმი, მისი ჩამოყალიბებიდან დღემდე, ყველა წმ. მამის მიერაა გამოცხადებულიც და დამტკიცებულიც მწვალებლობად და ადგილობრივი ეკლესიებიც, სანამ ეკუმენიზმის გზას დაადგებოდნენ, ამასვე ამტკიცებდნენ და ასწავლიდნენ; მეორეც: არაფერს ამბობთ 1438-39 წწ.. ფერარო-ფლორენციის კრების ისტორიაზე, როცა რომსა და კონსტანტინოპოლს შორის იმართებოდა მოლაპარაკებები და წმ. მარკოზ ეფესელის მიერ რჯულმოღალატე პატრიარქისა და მღვდელმთავრების მხილების შედეგად, კონსტანტინოპოლის ეკლესიამ, 1054წ-ისა და სხვა დროთა მსგავსად, კიდევ ერთხელ, გამოაცხადა კათოლიციზმი, როგორც საყოველთაო ერესი. იქნებ, წმ. მარკოზს, მსოფლიო ეკლესიის ამ ერთ-ერთ მნათობს, არა სცნობთ და მის ხატს არ ეთაყვანებით?! ის ხომ წმინდანად, ძირითადად, სწორედ აქ მოყვანილი ღვაწლისთვის შეირაცხა და არა სხვა რაიმე დამსახურებისთვის?! სხვა მრავალთან ერთად, წაკითხული გაქვთ, ვთქვათ, ქართლის კათალიკოს ბესარიონ ორბელიშვილის თხზულება ,,გრდემლი“, სადაც რომაული პაპიზმის ათეულობით ცდომილებაა განხილული? ყოველ ახალ ცრუსწავლებაზე რომ მსოფლიო კრება იწვეოდეს, მაშინ, ეს კრება არასოდეს უნდა დაიშალოს, რადგან ახალ-ახალი მოძღვრება, წმ. პავლე მოციქული ,,დედაბრულ ზღაპრებსა“ და ,,ყურისმომაქავებელს“ რომ უწოდებს, გეომეტრიული პროგრესიით იქმნება... მას შემდეგ (XIXს.), რაც რასელისტთა ნეოარიანული სექტა, თავს ხან იეღოვას და ხან იაჰვეს მოწმეებს რომ უწოდებენ და სინამდვილეში, ეშმაკის მოწმეები არიან, წარმოიშვა, მსოფლიო კრება გაიმართა, ეს ცრუსწავლება რომ დაეგმო?! თქვენთვის მათი ,,მწვალებლობა არ არის დამტკიცებული ჯერ“? განა, საკმარისი არ არის, მსოფლიო წმ. კრებები, რომლებზეც რომის მართლმადიდებელი პაპებიც ესწრებოდნენ და საერთო გადაწყვეტილებებს ხელს პირველები აწერდნენ, ასე რომ განაჩინებს?: ,,ანათემა ყოველგვარ სიახლეს!“ და სხვ. _ თუ ჯერ სწავლობთ, და კარგია, რომ სწავლობთ, დაირქვით ,,მოსწავლე“ ან როგორც ერთსა აქვს _ ,,მაძიებელი“ (და მართლაც, რომ ეძებს) და არა ,,კანონისტი“, რომ ისედაც დაბნეულ ჩვენს საყვარელ ხალხს თავგზა კიდევ უფრო არ აურიოთ!.. ფრთხილად იყავით, _ ბასილი კობახიძემაც, რომელიც გულწრფელად მებრალება, ასეთი აზრებით დაიწყო... 12 წელია კათოლიკურ ქვეყანაში გვიწევს ცხოვრება და აქ ძნელი არ არის, უფრო ახლოს გაიგო, რაა პაპიზმი; საჭიროებს ის მსოფლიო კრებას თუ არა. ამ საკითხის თქვენეული განმარტება ჰგავს თქმას იმისას, რომ მართალია, ვაშლი დამპალია, მაგრამ საჭმელად უვარგისად ის ჯერ არავის გამოუცხადებიაო... ახლა, არა თქვათ, ეკლესიას ვაშლს უდარებსო! _ დიახ, ვუდარებ და არა _ ვუტოლებ (თუ ჯერ არ გიხილავთ, იხ. ამის განმარტება ჩვენს ზემოდასახელებულ ნარკვევში, რომლის თავიდან ბოლომდე გულწრფელ და გულდასმით წაკითხვას გთხოვდით და მერე, თქვენი შენიშვნების გამოქვეყნებას!).

(იგივე): ,,რაც შეეხება თქვენ მიერ ჩამოთვლილ "უბედურებებს", რომლებიც ვიღაც-ვიღაცეებს ეწვიათ, მინდა გითხრათ, რომ მე ეს არაფრის საფუძველს მაძლევს, რადგან არაერთი წმინდანი ვიცით, უეცარი სიკვდილით აღსრულებული და მგონი ეს მათ ემიგრანტული ეკლესიის მხილებით არ მოსვლიათ“.

პასუხი: წინა კომენტარში რომ მაგალითები მოგიტანეთ, იქ საუბარი იყო ემიგრაციული ეკლესიის არა მხილებაზე, არამედ გმობაზე (მოკლედ, მხილებას, ამ სათნოებას, აქამდე განკითხვასა და ლანძღვა-გინებაში ურევდით, ახლა კი _ გმობაში). დიახ, წმინდანიც შესაძლებელია, ჩვენთვის დაფარულ მიზეზთა გამო უცნაურად გარდაიცვალოს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ წმ. ეკლესია, შესაძლებელია, ვგმოთ და უცნაური სიკვდილით არ დავისჯებით. ზემოხსენებული მაგალითები შეგვიძლია, შემთხვევითობას მივაწეროთ თანაბრად იმავე ხარისხის ალბათობით, რა ხარისხის ალბათობითაც შეგვიძლია დავუშვათ, რომ ჭეშმარიტების ანუ სიმართლის და წმ. ეკლესიის მგმობელი არიოზი შემთხვევით ჩავარდა თავით საპირფარეშოს ორმოში და გაიგუდა...

(იგივე): ,,საიტი, რომელიც ასე ანგაჟირებულია პოლიტიკური ამბიციებით, თქვენნაირი მოზომილი მოსაზრება მას არ ესაჭიროება არანაირად.....“.

პასუხი: აქ დაშვებულ გრამატიკულ ლაფსუსსა და იმას რომ არ შევეხოთ, აქ, ალბათ, სიტყვის ,,ესაჭიროება“ ნაცვლად სიტყვის ,,ესადაგება“ ჩასმა რომ გსურდათ, _ სიბრძნისმეტყველებით განსჯას მაინც გიწუნებთ, რადგან საღი აზრი გვკარნახობს: მოზომილი მოსაზრება სწორედ ანგაჟირებულს ესაჭიროება, თუ ესაჭიროება! რაც შეეხება საერო ელ-გვერდ ,,დიდგორს“, რომლითაც ქადაგების შეწყვეტას გვიკიჟინებთ, თუ გნებავთ, ჰკითხეთ მის რედაქტორსა და პრეს-სამსახურის ხელმძღვანელს და ჩემზე უფრო გულწრფელად ისინი განგიმარტავენ, რა უფრო მოგვწონს და რა არა _ რას ვუსწორებთ ერთმანეთს და რას არა... რედაქტორს პირადად ვიცნობთ და რახან გაინტერესებთ, შეგვიძლია გითხრათ, რომ არის პატიოსანი ახალგაზრდა კაცი, ეროვ


--------------------
მღვდელი გიორგი სხილაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mRvdeli giorgi sxilaZe
პოსტი Jan 29 2009, 12:53 AM
პოსტი #5


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 24
რეგისტრ.: 24-January 09
წევრი № 6,373



(გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა) ...ეროვნული ხელისუფლების კანონიერი წარმომადგენელი, ღვთისმეტყველების სიღრმეებით დაინტერესებული მორწმუნე, მართლმადიდებლობის დაცვის მოშურნე, ეკლესიისათვის თავგადადებული მრევლი. რომ აღარ გავაგრძელო, ამ ადამიანს უფლისა და სამშობლოსათვის (მათ შორის, ჩემთვისაც და თქვენთვისაც) სიკვდილი სწყურია. პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის მიმართ კი, რომელიც რელიგიურ გვერდს ხელმძღვანელობს, მიუხედავად იმისა, რომ პირადად არ ვიცნობთ, სიყვარულისა და პატივისცემის გრძნობა მაინც გვაქვს უფლისადმი და მოყვასისადმი მისი უანგარო სიყვარულის, რჯულის დაცვისთვის თავგანწირულობისა და დაუღალავი შრომისმოყვარეობის გამო. ღმერთმა გამოგვასწორებინოს ჩვენი შეცდომები ოთხივეს და დაგლოცოთ სამივენი!

(იგივე): ,,საიტს, რომელსაც (უფალმა შეუნდოს!) პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სიტყვები მოჰყავს ლამის წმინდა მამასავით, რომელსაც ძალიან საეჭვო კავშირები ჰქონდა შტაინერიზმთან, თქვენ ნამდვილად უნდა განერიდოთ. ეს ჩემი პირადი აზრია“.

პასუხი: ჯერ, თუ შეიძლება, თქვენ მიპასუხეთ ორ შეკითხვაზე: 1. ჰქონდა (აქვს) ილია მეორეს ეკუმენიზმთან ,,ძალიან საეჭვო კავშირები“? 2. რომელი უფრო დიდი ცდომილებაა, შტაინერიზმი თუ ეკუმენიზმი (ღმერთმა ორივე შეაჩვენოს!)? და მერე, ჩვენი კომენტარების IV ნაწილში, თუ უფალი გვაცოცხლებს, სიამოვნებით აგიხსნით ამ საკითხს... თუ ზ. გამსახურდიას ციტატების გამო, სადაც არამართლმადიდებლური და არამამულიშვილური არაფერია, ტექნიკურ საშუალებებს (რითაც ღვთის სიტყვას ვავრცელებთ) უნდა განვერიდოთ, _ განა, თქვენივე მსჯელობით, უფრო არ უნდა განვერიდოთ რჯულგანრიდებულებს?!

(იგივე): ,,უბრალოდ, "დიდგორის" საიტი იმდენად აღვსილია ბოღმითა და საეკლესიო კანონიკის ნულვანი ცოდნით, რომ მართალი გითხრათ, თქვენ არ გეკადრებათ, მაგ საიტზე რამე განათავსოთ“.

პასუხი: გმადლობთ შექებისათვის, რომელსაც ნამდვილად არ ვიმსახურებ, რადგან ისიც კი არ ვიცი, რომ არაფერი ვიცი... მაგრამ თქვენი ეს შენიშვნა, უბრალოდ, მარტივ კრიტიკასაც ვერ უძლებს: განა ,,რუსთავი-2“ ან რომელიმე სხვა ტელევიზია თუ გაზეთი, ვისაც ქართველი სასულიერო პირები და ბერ-მონაზვნები ინტერვიუებს აძლევენ, ყოველთვის სათნოებებით ან ,,კანონიკის ცოდნით“ გამოირჩევიან? ან, იქნებ, თქვენი ,,ფორუმი“ ყველაფერში უნაკლოა, რომელზეც, მიუხედავად ამისა, ორი კომენტარი, უკვე, გამოვაქვეყნეთ და ამ ნაწილის განთავსებასაც ვაპირებთ (თუ ტექნიკურად ხელს არ შეგვიშლით)?! ჩვენს სამრევლო ,,საიტზე“ _ ჰტტპ://საქმე.ფრ _ თუ რაიმე საქმიანი შენიშვნა გაქვთ, სიამოვნებით მოგისმენთ.

(იგივე): ,,ვინ დაგირიგათ "მადლმზომი"? ვინ გეკითხებათ ვის აქვს მადლი და ვის არა?? ...თქვენ ვინ აღგჭურვათ რომის პაპის ცრუ უფლებებით რომ ერთპიროვნულად განსაზღვროთ, ვინ მადლიანია და ვინ უმადლო?; ...გაფრთხილდით ცოტა. და სერიოზულად მოეკიდეთ უფლის მადლზე საუბარს......; ...და თუნდაც ისე იყოს, როგორც თქვენ ბრძანებთ, ეს არ გაძლევთ უფლებას სქიზმატებს, უმადლოდ გამოაცხადოთ 21-საუკუნოვანი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია და მისი ადგილობრივი ავტოკეფალია - მცხეთის საპატრიარქო“.

რაც შეეხება მართლმადიდებელ საპატრიარქოთა მადლმოსილების საკითხს, ჩვენი ნაწერებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, ჯერ გარკვეული გზა გვაქვს გასავლელი, რომ ამ ურთულესი თემის სიღრმეებს ბოლომდე ჩავწვდეთ. წინასწარ კი დაგამშვიდებთ, რომ ამ (და არცერთ) საკითხს, ღვთის მადლის წყალობით, ჩვენ არც ფუნდამენტალისტური ფანატიზმით და არც ლიბერალური სკეპტიციზმით განვიხილავთ. რაც შეეხება ამ თემის ფილოსოფიურ განზოგადებასა და საბოლოოდ, არა გულგრილად თავის დამშვიდებას, არამედ სამეუფეო და ზილოტური მიდგომის ჩამოყალიბებას, ანალიტიკური მსჯელობისათვის დაგაკვალიანებთ ყველაზე დიდი მადლის _ უფლის ხორცისა და სისხლის _ მისაღები, იმედია, თქვენგან ხშირად მოსმენილი, ლოცვიდან: ,,არა სასჯელად, გინა დასასჯელად მექმნას მე ზიარება წმიდათა შენთა საიდუმლოთა, უფალო, არამედ საკურნებლად სულისა და ხორცისა, ამინ!“ (შდრ.: I კორინთ.: 11, 27-30). _ ამინ!!

დავით, თქვენ ერთ-ერთ მოპაექრეს შენიშვნა მიეცით, ჯერ მართლწერა ისწავლე და მერე წერე საეკლესიო დოგმატებზეო... საწყენად არ გეუბნებით და _ არც ჩვენ გვაწყენდა, გამართულად წერის ხელოვნებას დავვუფლებოდით და ერთმანეთის ნაწერებიდან გვესწავლა მართლწერაც და გულმართალი აზროვნებაც.
(იგივე): ,,ღმერთმა მიიღოს თქვენი გულით ნათქვამი შენდობის თხოვნა ჩვენდამო და ჩვენც იმავეს გთხოვთ თქვენ“.
პასუხი: გმადლობთ, შვილო; და უფალმა თქვენც შეგინდოთ ,,ცოდვანი სიჭაბუკისანი“!
ახლა, ,,ფორუმის“ ყველა მკითველს, მათ შორის, დ. ჩიკვაიძეს, ,,კაიროსსა“ და ,,აფხაზს“, მივმართავთ: ეთანხმებით ,,მაძიებლის“ ზედწოდებით შემოსულის აღიარებასა და ახსნას?: ,,უნდა გითხრათ, რომ დიდი ხანია ვამჩნევ პატრიარქს ამ „ნაკლს“ ჯვრის გადასახვისას და ვმადლობ უფალს, რომ მისი სახით ვხედავ ნიმუშს ჭეშმარიტი ქრისტიანისა, რომელიც შორსაა სანახაობითობისგან“. _ ჩვენი საქმე კიდევ უფრო ცუდად ყოფილა, ვიდრე გვეგონა! მკითხველს შევახსენებთ, რომ ჯვრის გამოწერა და სხვაზე გადასახვა სანახაობითობა კი არა, ძალმოსილი ქმედებაა, რომლის სწორად შესრულებისას დემონები განილტვიან, ხოლო არასწორად შესრულებისას, როგორც მამები გვმოძღვრიან, _ ხარობენ. ჯვრის ძალა ,,სანახაობითობაა“ ე. წ. იეღოველების, უფრო სწორად, არიოზელების ანუ რასელისტების და სხვა სექტებისათვის...


უღირსი მღვდელი გიორგი სხილაძე, ლევილი



--------------------
მღვდელი გიორგი სხილაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jan 29 2009, 01:16 AM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



mRvdeli giorgi sxilaZe
ციტატა

ახლა, შეძლებისდაგვარად ვეცდებით, ვუპასუხოთ ,,ფორუმზე“ ფსევდონიმებით შემოსულთა ბრალდებებსა და შენიშვნებს


იცოცხლეთ smile.gif კადნიერებაში არ ჩამომართვათ, მხოლოდ შეგახსენებთ, რომ ფორუმზე დაშვებულია ანონიმურობაც და მითუფრო ფსევდონიმები. თუმცა ამ ფორუმზე 99,99% მომხმარებლისა არ არის ანონიმური და სხვა თუ არაფერი, ერთმანეთს სურათებით მაინც ვიცნობთ , უმრავლესობა კი რეალურადაც.

მეორე შეკიTხვა მაქვს კიდევ: Izvinite, ako vam moje pitanje nece biti prjatno , ali mnogo mi interesuje gde ste bili u Srbiji i koga iz duhovnih lica znate? jer ovde vasi poznanici napisali da vi ste bili kod srba. ja licno pripadam SPC u srednoj evropi i naravno moj duhovni otac isto srbin, takodje licno znam vladiku Gosp. Kostantina , i posle toga, od kad ste pojavilis ovde na forumu, nisam imala priliku da pitam nega za vas smile.gif zelim vas sve najbolje u zivotu i izvinjavam se ako moj posting bar i malo za vas bude ne prjatno . Bog pomogao!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი Jan 29 2009, 03:19 AM
პოსტი #7


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



"mRvdeli giorgi sxilaZe"
ციტატა
...ანუ სატანურად მაინც არ ისახავს და ასევე არ სახავს მრევლსაც (დააკვირდეს, ვისაც ეს ჯერ არ შეუმჩნევია)!


ციტატა
ახლა, ,,ფორუმის“ ყველა მკითველს, მათ შორის, დ. ჩიკვაიძეს, ,,კაიროსსა“ და ,,აფხაზს“, მივმართავთ: ეთანხმებით ,,მაძიებლის“ ზედწოდებით შემოსულის აღიარებასა და ახსნას?: ,,უნდა გითხრათ, რომ დიდი ხანია ვამჩნევ პატრიარქს ამ „ნაკლს“ ჯვრის გადასახვისას და ვმადლობ უფალს, რომ მისი სახით ვხედავ ნიმუშს ჭეშმარიტი ქრისტიანისა, რომელიც შორსაა სანახაობითობისგან“.


ვერც სატანურობას ვხედავ მაგაში და ვერც ნაკლს და არც შეიიძლება ვხედავდე, რადგანაც მაგ ჯვრის გამოსახვაში მადლობა, ღმერთს მადლის, გადმოსვლა მაქვს ნანახი.


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mRvdeli giorgi sxilaZe
პოსტი Jan 29 2009, 03:59 AM
პოსტი #8


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 24
რეგისტრ.: 24-January 09
წევრი № 6,373



მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გარდამოსვლა

მოგეხსენებათ, სასწაული არის არაბუნებრივი მოვლენა, რომელსაც თვით ბუნების შემოქმედი აღასრულებს საღვთო ჭეშმარიტების დასამტკიცებლად თუ ურწმუნოთა და მცირედმორწმუნეთა განსამტკიცებლად.
დღეს, ხშირად, ამა თუ იმ სასწაულს იყენებენ უსჯულოებაზე ხელის დასაფარებლად, ამის მამხილებელთა პირზე ასაფარებლად და სურთ რა გაამართლონ მოდერნისტულ-ეკუმენისტური ქმედებები, ამ ასპექტში სვამენ კითხვას: ე. წ. ოფიციალურ მართლმადიდებელ ეკლესიებში მადლი არის თუ არ არის? ამ კონტექსტში, უკვე, საკითხის თვით ასე დასმაა არასწორი, რადგან ჯერ ის კი არ უნდა ვიკითხოთ, სადმე მადლი არის თუ არა, არამედ ჩვენს თავს უნდა ვკითხოთ: მადლიანად ვიქცევით თუ არა? რადგან წმ. ბასილი დიდი თავის კანონთა პირველ თავში, რომელიც ,,დიდ სჯულისკანონშია“ შეტანილი, საუბრობს რა განხეთქილების (სქიზმა) მოქმედთა შესახებ, დასძენს: ,,განუდგებიან რა ეკლესიას, მათ აღარ აქვთ თავის თავში სულიწმიდის მადლი, რადგან მოაკლდათ მადლი კანონიერი წესების მიყოლის აღკვეთასთან ერთად*. პირველ განგდომილთ მამებისგან ჰქონდათ მიღებული სულიერი მადლი. ხოლო თანდათან გამოეყვნენ მათ, ერისკაცები გახდნენ და არც ნათლისცემისა და ხელდასხმის ნება არ ჰქონდათ, აღარ შეეძლოთ, სულიწმიდის მადლი მიენიჭებინათ სხვებითვის, რადგან თვითონ ჩამოშორდნენ ამ მადლს“.
...მორწმუნეებს ახსოვთ, რომ 3 წლის წინ დაიწყო და სულ ახლახანს დასრულდა იერუსალიმის საპატრიარქოში განვითარებული მოვლენები: პატრიარქი ირინე (ირინეოსი) I სინოდმა და სხვა ბერძნულმა საპატრიარქოებმა ტახტიდან გადააყენეს საეჭვო ბრალდებით** და მის მაგივრად აღასაყდრეს თეოფილე III. ცეცხლი კი მაცხოვრის ყოფილ საფლავზე ორივეს დროს გარდამოხდა, მაგრამ ამ ორიდან, სინამდვილეში, რომელიღაც ხომ იყო დამნაშავე? მაშ, რა უნდა ვიფიქროთ? _ ესე წერილ-არს, ,,ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულს ეძიებს“ (მათე: 12, 39; 16, 4), ხოლო არსად წერია, სანამ იერუსალიმში ცეცხლი გადმოვა, მანამ არ გაბედოთ ეკუმენისტების მხილებაო...
აღდგომის ტაძარში ცეცხლი გარდამოდის მაცხოვრის და არა სხვა ვინმეს გამო. ხოლო იმ შემთხვევაში, როცა XIXს. სომხებმა მოსყიდვით მიაღწიეს იმას, რომ თავიანთი წინამძღვარი ანუ მწვალებელი-მონოფიზიტი შეაგზავნეს საფლავთან და მართლმადიდებელი პატრიარქი გარეთ გამოაძევეს, ცეცხლი არამართლმადიდებელზე რომ არ გადმოვიდა, უფალმა, როგორც ჩანს, ამით მიანიშნა არა ის, რომ იმდროინდელი მართლმადიდებელი პატრიარქი პიროვნულად იმსახურებდა მის ხელებზე ცეცხლის გადმოსვლას (მაშინ, ცეცხლი მართლა მის ხელში დაჭერილ სანთლებზე გადმოვიდოდა და მის გვერდით ქვის სვეტს არ გახეთქავდა და ისე არ გარდამოსკდებოდა), არამედ ის, რომ მონოფიზიტობა, როგორც ასეთი, არის მცდარი აღმსარებლობა, _ პიროვნულად რაც უნდა უკეთესი ადამიანი ყოფილიყო ის მონოფიზიტი ,,პატრიარქი“ იმ მართლმადიდებელ პატრიარქზე.
გავიხსენოთ ძველი აღთქმის დროინდელი ისტორიიდან იერუსალიმში ხდენილი სხვა სასწაულიც: ე. წ. ცხოვართა საბანელთან მდებარე ტბაზე, რომელსაც ებრაულად ბეთეზდა (ბეთ-ხასდა) ერქვა, ,,ანგელოზი წლითი წლად გარდამოვიდოდა საბანელსა მას და აღამრღვის წყალი იგი. და რომელიცა პირველ შთავიდის აღმრღვევასა მას წყლისასა, განიკურნის, რომლითაცა შეპყრობილ არნ სნეულებითა“ (იოანე: 5, 4). ხოლო კაცი, რომელიც 38 წელი იტანჯებოდა სნეულებისგან, თავისთავად კი ვერ ეწია სიკეთეს ამ სასწაულიდან, არამედ უფალმა მოიღო მოწყალება და ჰრქუა მას: ,,აღდეგ, აღიღე ცხედარი (სარეცელი) შენი და ვიდოდე!“ (8). ჯერ ერთი, მაცხოვარი ცოტა მოგვიანებით ეტყვის უკვე განკურნებულს: ,,აჰა, ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რაÁთა არა უძვირესი რაÁმე გეყოს შენ“ (14); მეორე: იერუსალიმში იმჟამად სასწაულის ხდენილობა თავისთავად ხომ არ ნიშნავდა იმას, რომ სამხელნი არ იყვნენ იმდროინდელი იმ ღვთისმკვლელი სინედრიონის წევრები, რომლებიც უშუალოდ ეხებოდნენ ანგელოზისგან შეხებულ წყალს და მათთვის ყველაფერში უნდა დაეჯერებინათ?! ძველი აღთქმის ეკლესიაშიც იყო, მართალია, არა მაცხოვნებელი, თუმცა, მაინც საღვთო მადლი, მაგრამ განა ის მექანიკურად ამართლებდა და აბრაამის წიაღში ახვედრებდა ყველას?! მსგავსადვე, ახალი აღთქმის ეკლესიაშიც არის მადლი, მაგრამ ქრისტე განმარტავს, ვისზე როგორ იმოქმედებს იგი: ,,მოვიდეს იგი [სული ჭეშმარიტებისაÁ]*** და ამხილოს სოფელსა ცოდვისათვის და სიმართლისათვის და სასჯელისათვის. ცოდვისათვის ესრეთ, რამეთუ არა ჰრწმენა ჩემდა მომართ; ხოლო სიმართლისათვის, რამეთუ მე მამისა ჩემისა მივალ, და არღარა მხედვიდეთ მე; ხოლო სასჯელისათვის, რამეთუ მთავარი იგი ამის სოფლისაÁ**** დასჯილ არს“ (16, 8-11). შესაბამისად, ვერც ჩვენ გვიშველის, თავისთავად, აღდგომის ტაძარში გარდამოსული ცეცხლი, თუ იმ ყოფილი სნეულივით ცოდვის სარეცელზე დავრჩით და ხორციელი თუ სულიერი ,,საწოლი ჩვენი შეუგინებლად არ დავიცავით“ (როგორც გვირგვინობის ანუ ჯვრისწერის ლოცვებშია ნათქვამი) და ამავე დროს, მადლი არ შევიტკბეთ და ცოდვა არ ვამხილეთ, რამეთუ ,,გამოვიდოდიან კეთილის მოქმედნი აღდგომასა ცხოვრებისასა, ხოლო ბოროტის მოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა“ (5: 29).
__________________________
*განხეთქილებაში გადის ის, ვინც სწორედ ,,კანონიერი წესების მიყოლას აღკვეთს“;
**რაც მდგომარეობდა იმაში, რომ მან გრძელვადიანი იჯარით არაბერძნებზე გასცა ბერძნული საპატრიარქოს კუთვნილი მიწები. პატრიარქი დღემდე არ აღიარებს ამ ბრალდებას, რომელიც თავიდან თვით საქართველოს საპატრიარქომაც კი არ გაიზიარა; თუმცა, სიმართლე ბოლომდე არ დაიცვა და ბოლოს, მაინც აღიარა მისი აზრითაც უკანონოდ არჩეული ახალი პატრიარქი.
როცა ჯერ კიდევ მოქმედმა პატრიარქმა ირინემ ერთ-ერთ ანტიეკუმენისტურ შეკრებაზე სალონიკში თავისი არქიმანდრიტი გააგზავნა მათ მხარდასაჭერად და თვითონ კი მამხილებელი სიტყვებით ეკუმენისტებად მოიხსენია სხვა პატრიარქები, მაშინ, წინასწარმეტყველების უნარი არ სჭირდებოდა იმის მიხვედრას, რასაც ეს უკანასკნელნი ამის გამო მას დამართებდნენ და გვახსოვს, ჩვენს სულიერ შვილებს გავუზიარეთ, კიდეც, ეს ვარაუდი. _ ისე ყველაფერი კეთილად აგიხდეთ! _ რაიმე სულიერი და დოგმატურ-კანონიკური დარღვევა ,,ვერ“ მოუძებნეს, რადგან თვითონ, ამ მხრივ, უარესს სჩადიან და უცებ, გამოუძებნეს პირდაპირი გაგებით მიწიური საკითხი _ მიწის გაცემა; თვითონ მართლმადიდებლობას გასცემენ და სხვას მიწის გაცემას არ პატიობენ;
***სულიწმიდა;
****სატანა (ავტ. შენიშვ.).

უღირსი მღვდელი გიორგი სხილაძე, ლევილი


--------------------
მღვდელი გიორგი სხილაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 29 2009, 05:38 AM
პოსტი #9


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



მინდოდა ვრცლად დამეწერა, რადგან უამრავ საკითხს არ ვეთანხმები, თუმცა ისევ კანონისტს ვაცდი...
მხოლოდ რამოდენიმე კითხვა და შენიშვნა,
შენიშვნის სახით:
1. სომხები მონოფიზიტები არ არიან, არამედ მიაფიზიტები, მისი ახსნა და ბმული დადო კანონისტმა და ეგ არ ავურიოთ, ეყოფათ რაშიც ცდებიან...
2.ცნობისათვის, პირველეკლესიაში პრესვიტერობა და ეპისკოპოსობა ხშირად არც განიყოფოდა, შესაბამისად არსებობდნენ ცოლიანი პრესვიტერ-ეპისკოპოსებიც, ამაზე შემდეგ, კანონისტი როცა გიპასუხებთ,
კითხვები:
1. თუ ცეცხლი არ გადმოვიდა მწვალებელზე ( აქ მიაფიზიტი ) და გადმოდის დიოფიზიტ მართლმადიდებელზე, მაშინ ეს ხომ ნიშნავს, იმას რომ ცეცხლი გადმოდის იმიტომ, რომ ჭეშმარიტებას ფლობს ეკლესია? ანუ რაღაც თავისით კი არ ხდება რაიმე, არამედ აჩვენებს იმას სადაა ჭეშმარიტება, ამას უარყოფთ? არის ჭეშმარიტება ჩვენს ეკლესიებში?
2. აქედან თხოვნაც და კითხვაც, იქნებ დაწეროთ გასარკვევად ( ორჯერ დაიწყეთ ამაზე საუბარი და არ დაამთავრეთ) აღიარებთ თუ არა მაცხოვნებელ მადლს ჩვენს ეკლესიაში?
მოკლედ, კი თუ არა smile.gif
3. თქვენ წერთ:
ციტატა
ამიტომ, ნებისმიერ გულწრფელ მორწმუნეს არათუ უფლება, ვალდებულებაცა აქვს, ,,სხვის საქმეში“ ჩაერიოს

რაც სრულ წინააღმდეგობაში მოდის ეკლესიის კანონებთან რადგან არღვევთ ეკლესიის კანონს, როცა ერევით როგორც ჩვენ ისე იერუსალიმის ეკლესიის შიგა საქმეებში, თქვენ არა ხართ უფლებამოსილი პირი და არც საეკლესიო კრება, გაარჩიოთ რა ხდება და რისთვის აყენებს რომელიმე და ეკლესია საკუთარ მეთაურს, "კანონიკა მკაცრად იცავს იურისდიქციის საკითხს. არაუფლებამოსილი პირების მიერ საქმის განხილვა (როგორიცაა, სხვა ეპარქიაში ან სხვა ავტოკეფალურ ეკლესიაში მომხდარი შეცოდების განხილვა) არათუ კანონიერია, არამედ თავად წარმოადგებს საეკლესიო დანაშაულს განმხილველთათვის. (I მსოფ. კრ. მე-5 კანონი, II მსოფ. კრ. მე-6 კანონი და III მსოფ. კრ. 1-ლი კანონი)კანონებიდან გამომდიარე ასე სჩანს და რას იტყვით ამაზე ?
4. გამსახურდიას თქვენი აზრით არ ქონდა შტაინერული გადახვევები?
5. ამხილეთ სადმე აროშვილების სქიზმა?
იხარეთ;
კაიროსი!
პ.ს.
ციტატა
უფალი გვეუბნება, პირადი მტრისთვის ილოცეთო, მაგრამ არ გვეუბნება, მტერთან ერთად ილოცეთო

გულისხმობთ თუ არა აქ ჩვენს პატრიარქს და ჩვენს ეკლესიას?


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Jan 29 2009, 10:39 AM
პოსტი #10


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ციტატა
1. სომხები მონოფიზიტები არ არიან, არამედ დიაფიზიტები, მისი ახსნა და ბმული დადო კანონისტმა და ეგ არ ავურიოთ, ეყოფათ რაშიც ცდებიან...


კანონისტი ცოტა სხვა რაღაცას ამბობდა. სომხების მიმართ დიაფიზიტების წოდება პირველად გავიგე.
წყარო?


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jan 29 2009, 12:01 PM
პოსტი #11


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



mRvdeli giorgi sxilaZe
ციტატა
ჩვენზე, თქვენივე



რა საწყენია, სასულიერო პირი, ჩვენებად და ტქვენებად რომ ყოფს საოზგადოებას sad.gif და ამის მერე სანტიმეტრებით ზომავს გარდასახული ჯვრის სისწორეს.



მდა....


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 29 2009, 01:06 PM
პოსტი #12


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



KAIROS
ციტატა
დიაფიზიტი

მიაფიზიტები

ბერძნულად:
"მონოს" - ერთადერთი, შდრ. "მონოღენოს იიოს ტუ თეუ" - მხოლოდშობილი ძე ღვთისა.
"მია" - ერთი (მდ. სქესის), შდრ. "პისტევო... ის მიან, აღიან, კათოლიკინ კე აპოსტოლიკინ ეკკლისიან" - "მრწამს... ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია"

ევტიქის წვალება არის - მონოფიზიტური,
სომხური ეკლესიის - მიაფიზიტური

დანარჩენ პასუხებს საღამოს დავწერ smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 29 2009, 01:07 PM
პოსტი #13


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა

მიაფიზიტები

biggrin.gif თანხმოვანი შეცდომით დამიწერია
ციტატა
02:38 AM

არაა გასაკვირი biggrin.gif შევასწორებ, მადლობა!
http://church.ge/index.php?s=&showtopic=57...ndpost&p=451191

რაც შეეხება სომხურ ეკლესიას. მათ მიერ ანათემაზე იქნა გადაცემული ევტიქის სწავლება და მათი მოძღვრება არ არის "მონოფიზიტური".

ევტიქიანელებს სწამთ, რომ მაცხოვარი არ შობილა ხორციელად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისაგან, არამედ მისი დაბადება მოხდა ღვთაებრივი ძალებით და მისი სხეული არ ყოფილა ხორციელი, მას ჰქონდა ერთადერთი - ღვთაებრივი ბუნება.

მაშინ როდესაც, სომხური ეკლესია სრულად იმეორებს ნიკეა-კონსტანტინოპოლის სიმბოლოს, ანუ წამს ქრისტე "რომელი ჩვენისა ცხოვნებისათვის გარდამოხდა ზეცით და ხორცნი შეიხსნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა განკაცნა" (ანუ ამ მხრივ სხვაობა არ აქვთ), ხოლო ძე ღვთისაზე მოძღვრების თანახმად, ქრისტეს ორი ბუნება (ხაზგასმა ჩემია) შეერთდა ერთ ბუნებად.

ანუ ნაცვლად მართლმადიდებლური დოგმატისა - შეერთდა ერთ ჰიპოსტასში, წერია - ერთ ბუნებად. ამას ჰქვია მიაფიზიტური ერესი და მას კავშირი არ აქვს ევტიქის წვალებასთან.
იხ. http://www.etchmiadzin.com/


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jan 29 2009, 01:23 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



მხევალი ნინო
ციტატა
რა საწყენია, სასულიერო პირი, ჩვენებად და ტქვენებად რომ ყოფს საოზგადოებას

ხო, ჩემს შეკითხვასაც შეგნებულად აარიდეს თავი smile.gif არა და, რაც აქ ამტკიცეს, ეგ მასე რომ იყოს , გაიგებდნენ რაც დავუწერე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 29 2009, 01:43 PM
პოსტი #15


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



mRvdeli giorgi sxilaZe
და, სანამ პასუხს დაგიწერდეთ, იქნებ გამარკვიოთ (ვერ გავიგე წესიერად):
1. ვის იურისდიქციაში ბრძანდებით?
2. ვისთან გაქვთ ევქარისტიული კავშირი?
3. (კაიროსის კითხვა): ცნობთ თუ არა საქართველოს საპატრიარქოს მადლმოსილად?

ამ კითხვებზე პასუხის შესაბამისად ვეცდები გიპასუხოთ.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jan 29 2009, 02:00 PM
პოსტი #16


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



კანონისტი
არადა თემა სულ სხვა მიზნით გაიხსნა biggrin.gif


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
daviti_23
პოსტი Jan 29 2009, 02:00 PM
პოსტი #17


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 284
რეგისტრ.: 22-October 07
წევრი № 3,021



მხევალი ნინო
ციტატა
რა საწყენია, სასულიერო პირი, ჩვენებად და ტქვენებად რომ ყოფს საოზგადოებას და ამის მერე სანტიმეტრებით ზომავს გარდასახული ჯვრის სისწორეს.

სანტიმეტრებით კი არა,წმინდა მამათა გადმოცემით,გასარკვევად არის ახსნილი,ხოლ გაყოფა,არა თუ სასულიერო პირი ყოფს,არამედ ჭეშმარიტება ყოფს,განა თვით უფალი არამბობს,მე მოვედი რათა გაგყოთ,სწორი გაგებაა საჭირო.


--------------------
ჭეშმარიტება არის ნათელი და ამავდროულად მარტივი,რომელსაც ჩვენი ბნელი და რთული მისწრაფებების გამო ვერ შევიცნობთ.რაც სწორედ ღრუბელივითაა მზიან ამინდში რომელიც ესოდენ აშორებს ჩვენი თვალთახედვიდან მზეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jan 29 2009, 02:22 PM
პოსტი #18


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



daviti_23
ციტატა
სანტიმეტრებით კი არა,წმინდა მამათა გადმოცემით,გასარკვევად არის ახსნილი,ხოლ გაყოფა,არა თუ სასულიერო პირი ყოფს,არამედ ჭეშმარიტება ყოფს,განა თვით უფალი არამბობს,მე მოვედი რათა გაგყოთ,სწორი გაგებაა საჭირო.


გაქრეს თქვენს მიერ გაგებული ჭეშმარიტება biggrin.gif

მე ტქვენ ადგილზე, წირვისთვის ცალკე ჯემპრს შევაკერინებდი, სადაც სანტიმერტი იქებოდა გამოსახული, რომ შემთხვევით, სატანურად არ გამოგესახოს პირჯვარი.

მაღთლა მაინტერესებს, ასე გებულობთ ჭეშმარიტება, რომ მზად ახრთ ადამიანს სატანისტი უწოდოთ, ჯვრის გამოსახვის გამო? სულ ეგ არის მისთვის სატანისტის წოდების საფუძველი? არ გეშინიათ მაგ ჭეშმარიტების?

ალაბთ უფალი ტქვენს წირვებზე სულიერად სივნებე, როცა თქვენს მიერ გარდასახულ ჯვარს უყურებს წარმომიდგენია რა სიზუსტით ისახავთ. მერე რა რომ, საქართველოს პატრიარქს შეურაცყოფთ, მრევლს ჰყოფთ და რაც მთავარია ზიზიღია გულებში, მთავარია სანტიმეტრებში ხართ ზუსტი. მაინც რაა ჭეშმარიტება არა? biggrin.gif

არ ვციი ტქვენი დამოკიდებყულება კალენდრული საკიტხის მიმართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბილებით დაიცავთ (ქტვენი მრევლი) ახალი წლის სატანურ წარმოშობას, არც ნაძვისხეს დადგავთ და არც დაილოცებით. მართლა არ ვიცი ტქვენი დამოკიდებულება, მაგრამ ტქვენი პოსტებიდან უკვე ჩანს, რა არის თქვენთვის პრიორიტეტული სარწმუნოებაში.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jan 29 2009, 02:27 PM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



კარგით რა ხალხო, რაის სატანისტი, პატრიარქქზე საუბრობთ ... რა ნელნელა იხსნიან ნიღბებს , იმედია თქვენც ამჩნევთ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
daviti_23
პოსტი Jan 29 2009, 02:28 PM
პოსტი #20


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 284
რეგისტრ.: 22-October 07
წევრი № 3,021



მხევალი ნინო
სანტიმეტრი არაფერ შუაშია,არასწორად უკეთებ განმარტებას,წმინდა მამათა გადმოცემითაა;


--------------------
ჭეშმარიტება არის ნათელი და ამავდროულად მარტივი,რომელსაც ჩვენი ბნელი და რთული მისწრაფებების გამო ვერ შევიცნობთ.რაც სწორედ ღრუბელივითაა მზიან ამინდში რომელიც ესოდენ აშორებს ჩვენი თვალთახედვიდან მზეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 12:01 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი