IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V < 1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> "სინამდვილეში სინანულის არსი სულ სხვა რამეში, მდგომარეობს "დეკანოზი დიმიტრი სმირნოვი
kh@tia
პოსტი May 13 2008, 01:59 PM
პოსტი #21


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 123
რეგისტრ.: 28-March 08
წევრი № 4,349



მეც ძალიან განვიცდი იმას,რომ გულწრფელი სინანული არ მაქვს...
ღმერთს ვთხოვ,ოდესმე მაინც მომმადლოს ისეთი სინანული,რომ გადავრჩე...


--------------------
აღვსება ყოველთა კეთილთა შენ ხარ ქრისტე ღმერთო,
აღავსე სიხარულითა და მხიარულებითა გული ჩემი და
მაცხოვნე მე,რამეთუ შენ ხარ ღმერთი მრავალმოწყალე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.:Lela:.
პოსტი May 31 2008, 09:17 PM
პოსტი #22


.:Sheecie urcmunoebasa chemsa:.
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,825
რეგისტრ.: 7-January 08
წევრი № 3,568



ძალიან კარგი თემაა,იქნებ გავაგრძელოთ აქ დაპოსტვა smile.gif


ადამიანების უმრავლესობა უბრალოდ ცოდვებს აღიარებს-სინანულის გარეშე ეს აღსარება კი არ არის არამედ უბრალოდ აღიარებაა sad.gif



--------------------
შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.


მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D

Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :)

Kings Of Convenience - Cayman Islands
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი May 31 2008, 09:36 PM
პოსტი #23


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



ციტატა
უბრალოდ აღიარებაა



მე სინანული არ გამაჩნია sad.gif რა საბრალო ვარ....


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lch
პოსტი Jun 1 2008, 01:08 AM
პოსტი #24


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 616
რეგისტრ.: 10-May 08
წევრი № 4,780



ალბათ წაგიკითხავთ ღირსი იოანე სინელის "კიბე ანუ კლემაქსი" და გეხსომებათ სიტყვა მე-5 -ში საუბარი განსაკუთრებულ სავანეში, ე.წ. დილეგში წარგზავნილთა შესახებ, სწორედ აქ ჩანს სახე ჭეშმარიტი სინანულისა, მაგრამ დღეს ასეთი ღვაწლისაგან ჩვენი ბუნება შორსაა და მითუმეტეს ერში...
ზოგადათ კი, სინანული ალბათ მაშინ იქნება ჭეშმარიტი, როდესაც ცოდვას არა მარტო ვაღიარებთ აღსარებაზე, არამედ სრულიად მოვიძაგებთ და აღარ გავიმეორებთ; ჩვენ კი რას ვაკეთებთ, ძალიან ხშირად ყოველ აღსარებაზე ერთსა და იგივეს ვღეჭავთ...


--------------------
"განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Jun 1 2008, 01:45 AM
პოსტი #25


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი:
- მე გიამბობთ, როგორ ვიქცევი, როდესაც ბავშვი პირველად მოდის ჩემთან აღსარებაზე. როგორც წესი, მას ხელში უკავია ქაღალდი, რომელზეც დედიკომ ჩამოუწერა მისი საქციელის ჩამონათვალი. იგი კითხვას იწყებს, მე კი ვაჩერებ:
_ვინ შეადგინა ეს სია?
_დედამ.
_ეთანხმები მას?
_დიახ, რადგან დედა ამბობს, რომ ეს ცუდია.
_მოდი, გადავდოთ ეს სია და ვისაუბროთ; იცი რაიმე ქრისტეს შესახებ?
_დიახ, დედამ მიამბო და ხმამაღლაც წამიკითხა სახარება.
_მოგწონს ქრისტე? ისურვებდი მის გაცნობას და მასთან მეგობრობას?
ბავშვი ცოტა ხანს ჩაფიქრდა და შემდეგ მპასუხობს:
_დიახ, ვისურვებდი, რომ ის ჩემი მეგობარი იყოს.
_იცი რა არის მეგობრობა? მეგობრობა ის არის, რომ მისი ერთგული იყო ყველაფერში, ყოველნაირად ეცადო, რომ კი არ გაანაწყენო იგი, არამედ გაახარო. თუ ის შენზე უფროსია,გონიერი და შენზე უკეთესი, უნდა ეცადო, რომ მას მიბაძო. როგორ გგონია, ისურვებდი ასეთი მეგობრობა გქონოდა ქრისტესთან?
_დიახ, ვისურვებდი მასთან მეგობრობას!
_მაშინ დაივიწყე ეს სია და მითხარი: ახლა რომ შენს წინაშე ხილულად იდგეს ქრისტე (უხილავად ის შენს წინაშეა) და გკითხოს: “მითხარი, არის რაიმე ისეთი, რისი თქმაც ჩემთვის გრცხვენია ანდა შეგრცხვებოდა?”
ბავშვი პასუხობს:
_მე ვიცრუე: ესა და ის ჩავიდინე. შემრცხვებოდა, ეს რომ ქრისტეს სცოდნოდა, მაგრამ მან ხომ იცის! რა ვქნა?
_თვითონ უთხარი, არა ისე, რომ ეს მან თვითონ, უშენოდაც იცოდეს, არამედ შენ თვითონ უბრალოდ უთხარი ყველაფერი: ის, რომ კანფეტებს იპარავდი, ცრუობდი, დაუმორჩილებელი იყავი, რადგან გეზარებოდა, ზოგიერთ შენს ამხანაგს დასცინოდი, მეგობრობაში არაერთგულიც იყავი. მაგალითად, როდესაც შენს მეგობარს სხვები აბრაზებდნენ, დასცინოდნენ, შესაძლოა, სცემდნენ კიდეც, შენ ექომაგებოდი მას? იდექი მის გვერდით და ამბობდი: თუკი მას სცემთ, მეც მცემეთ მასთან ერთადო?
_არა.
_აი, ეს შეინანე.
ასე შეიძლება ასწავლო ბავშვს თავისი რეალური ცოდვების სინანული.
ასევეა უფროსებთანაც. უამრავი უფროსი მოდის აღსარებაზე (ისევე, როგორვ ბავშვი) ცოდვების ჩამონათვალით, მაგრამ იმიტომ კი არ აღიარებენ მათ, რომ ეს ღმერთთან მათ მეგობრობას არღვევს, ამახინჯებს და შეუძლებელს ხდის, არამედ სხვა მიზეზის გამო. ამ მიმართებაში ასეთი სიები არ შველის. ისინი ადამიანებს ისეთი ცოდვების შესახებ ცოდნას აძლევენ, რომელიც მან არ იცოდა და არც უნდა სცოდნოდა, რადგან არც მის ასაკს შეეფერებოდა, არც სქესს, არც განვითარებას. ადამიანს უნდა ასწავლო საკუთარი თავის შეცნობა, სახარებაში იმ ადგილების მოძებნა, რომლებიც მის გულს ეხმიანება,სურს იმ მითითებების აღსრულება, რომლებიც მისი გონების განათებასა და ნებისყოფის გაძლიერებას ემსახურება. თუ გოგონა ან ბიჭი, ანდა უფროსი ადამიანი ამას არღვევს, იგი ღვთისადმი თავის ერთგულებას ღალატობს იმაში, რისი საფუძველიც მასში უკვე არსებობდა. აი, როგორ უნდა დაიწყოს აღსარების სწავლება. სიები კი არ გვინდა!


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.:Lela:.
პოსტი Jun 2 2008, 12:11 PM
პოსტი #26


.:Sheecie urcmunoebasa chemsa:.
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,825
რეგისტრ.: 7-January 08
წევრი № 3,568



ალექსანდრე

ისა და რა გამოდის ადამიანმა მხოლოდ ის უნდა მოინანიოს რაც აწუხებს(ვიცი რომ ეს ეგრეა, რადგან სხვა შემთხვევაში ეს აღიარებაა და არა სინანული,მაგრამ),იმ ცოდვებს რაღა ეშველება რომლების სინანულიც არ გააჩნია ადამიანს? unsure.gifროცა სინანული არ გაგაჩნია და უარეს შმთხვევაში არც აღიარებ მათ,ის დავიწყებას მიეცემა sad.gif ეს ხომ მთლად უარესია mellow.gif


--------------------
შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.


მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D

Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :)

Kings Of Convenience - Cayman Islands
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Jun 3 2008, 12:17 AM
პოსტი #27


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ციტატა(seminarieli lela @ Jun 2 2008, 12:11 PM) *

ალექსანდრე

ისა და რა გამოდის ადამიანმა მხოლოდ ის უნდა მოინანიოს რაც აწუხებს(ვიცი რომ ეს ეგრეა, რადგან სხვა შემთხვევაში ეს აღიარებაა და არა სინანული,მაგრამ),იმ ცოდვებს რაღა ეშველება რომლების სინანულიც არ გააჩნია ადამიანს? unsure.gifროცა სინანული არ გაგაჩნია და უარეს შმთხვევაში არც აღიარებ მათ,ის დავიწყებას მიეცემა sad.gif ეს ხომ მთლად უარესია mellow.gif

ის ცოდვა რომელიც გაწუხებს და განიცდი, რომელზეც სინანული გაქვს არასოდეს დაგავიწყდება. თვითონ შენი სინდისი დაგიწყებს გულის ღრღნას სანამ არ შეინანებ


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.:Lela:.
პოსტი Jun 5 2008, 05:42 PM
პოსტი #28


.:Sheecie urcmunoebasa chemsa:.
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,825
რეგისტრ.: 7-January 08
წევრი № 3,568



ციტატა(ალექსანდრე @ Jun 3 2008, 12:17 AM) *

ის ცოდვა რომელიც გაწუხებს და განიცდი, რომელზეც სინანული გაქვს არასოდეს დაგავიწყდება. თვითონ შენი სინდისი დაგიწყებს გულის ღრღნას სანამ არ შეინანებ

ხო მაგარამ მე იქ დავწერე იმ ცოდვებზე რომელიც არ მახსოვს ან განცდა არ მაქ unsure.gif მაგათ რა უნდა უყუთ unsure.gif ისინი ხომ ისევ ისე რჩება sad.gif


--------------------
შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.


მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D

Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :)

Kings Of Convenience - Cayman Islands
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Jun 21 2008, 08:07 PM
პოსტი #29


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



ციტატა
სია

ის ცოდვა რომელიც გაწუხებს და განიცდი, რომელზეც სინანული გაქვს არასოდეს დაგავიწყდება. თვითონ შენი სინდისი დაგიწყებს გულის ღრღნას სანამ არ შეინანებ

მართალი ხარ სანდრო,ამას ჰქვია ჭეშმარიტი სინანული.. ჩემი მოძღვარიც მაგას ამბობს,სია არ უნდა გჭირდებოდეთო..
ციტატა
სინანული ალბათ მაშინ იქნება ჭეშმარიტი, როდესაც ცოდვას არა მარტო ვაღიარებთ აღსარებაზე, არამედ სრულიად მოვიძაგებთ და აღარ გავიმეორებთ; ჩვენ კი რას ვაკეთებთ, ძალიან ხშირად ყოველ აღსარებაზე ერთსა და იგივეს ვღეჭავთ...

ხო,აი ეგ არი რაsad.gif ჩემი მამაოც იძახის ხოლმე,სიას რომ ჩამოწერთ,მერე აღარ გადააგდოთ,შემდეგშიც ისევ ეგ მოიტანეთ,მაინც იგივე ცოდვებით დამძიმებულნი მოდიხართოsad.gif


აღსარებიდან გამოსულ ადამიანს იგივე ცოდვის ჩადენაზე მეტად სიკვდილი უნდა ერჩიოს - გამიგია ასეთია ჭეშმარიტი სინანულიო.



სინანულის ნაყოფი


სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო),

ჟურნალ "კარიბჭედან".. ძალიან საინტერესოა..


ერთხელ ჩემმა სულიერმა შვილა მკითხა:
- მამაო,შეიძლება ღმერთს სიკვდილი ვთხოვო?
- რა მოხდა-მეთქი, - ვკითხე.
- ცხოვრების მეშინია... ყველაფერზე პასუხის გაცემა მომიწევს... მირჩევნია,ახლა მოვკვდე,ვიდრე მოხუცებულს ცოდვები დამიგროვდეს.
- მაშინ ახლავე ბარგი მოამზადე.ნაბიჯი,შეხედვა თუ უქმი სიტყვა სასიკვდინო ცოდვა არ არის.ისინი საშინელია მათთვის,ვინც ამ ცოდვებს ყურადღებას არ აქცევს,ვინც მათ ცოდვადაც კი არ თვლის,არ ინანიებს და არ გამოსწორდება.შენ მაშინვე სთხოვე ღმერთს შენდობა შენი სამკერდე ჯვრის წინაშე, - ასე იქცეოდა ღირსი მარიამ მეგვიპტელი, - შემდეგ ეს ცოდვები აღიარე სულიერი მამის წინაშე და საკუთარ თავს გამოსწორება აიძულე.ნახავ,რომ მათგან კვალიც არ დარჩება.შენ ახლა სიკვდილის უნდა გეშინოდეს,ვიდრე სიცოცხლისა,რადგან თუმცა შეინანე,სინანულის ნაყოფი ჯერ არ გაქვს.სინანულის ნაყოფი უნდა დაიგროვო,სიკვდილისა რომ არ შეგეშინდეს...
- ღირსეული სინანულის ნაყოფი რაღაა?
- ღირსეული სინანულის ნაყოფნია: ქრისტიანული სათნოებები და კეთილი საქმეები. სახარებაში ბევრს წერენ სინანულის ნაყოფზე. მაგალითად,ლუკა მახარებელი წერს: "ყავი უკუე აწ ნაყოფნი ღირსი სინანულისაი" (ლუკა 3,8).შემდეგ კი გვიხსნის: "რომელსა აქუნდეს ორი სამოსელი,მიეცინ,რომელსა არა აქუნდეს; და საზრდელიცა ეგრეთვე მსგავსად ჰყვენ" (ლუკა 3,11).
არის კიდევ სულიერი ნაყოფნი: "შეიმოსეთ უკვე,ვითარცა რჩეულთა ღმრთისათა,წმიდათა საყვარელთა,მოწყალებაი,შეწყნა
რებაი,სიტკბოებაი,სიმდაბლე,სი
შვიდე,სულგრძელობაი" (კოლას. 3,12-14). უმთავრესი ნაყოფი სინანულისა კი - სიყვარულია (იოანე 15,2-16).
მოციქული პავლე წერს: "შეღათუვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი და მივსცნე ხორცნი ჩემნი დასაწველად და სიყვარული არა მაქუნდეს,არავე სარგებელ არს ჩემდა" (1 კორინთ. 13,3).
ქმენით სინანულის ჭესმარიტი ნაყოფნი, "ესე უწოდეთ ჟამნი,რამეთუ აწვე არს ჟამი განღვიძებად ჩვენდა ძაილისაგან" (რომ. 13,11).
სინანულის ნაყოფს ჭეშმარიტი სინანული გვაძლევს.ჭეშმარიტი სინანული - ცოდვების გამო გულწრფელ,პირუთვნელ სულის შემუსვრას ნიშნავს. წმინდა წერილში კონკრეტული მაგალითებია მოხმობილი ჭეშმარიტი სინანულისა,რომელმაც საკადრისი ნაყოფი გამოიღო. მაგალითად,ზაქე,გადასახადების
არასწორად ამკრეფი. როგორი ნაყოფი გამოიღო სინანულისა? თავისი ქონების ნახევარი დაარიგა და გადამეტებულად დაუბრუნა ყველას,ვისაც ზედმეტი აეღო.
წმინდა მარიამ მეგვიპტელი ახალგაზრდობაში ბიწიერ ცხოვრებას ეწეოდა.სინანულის როგორი ნაყოფი გამოიღო? წავიდა უდაბნოში და უბიწოდ ცხოვრობდა.
ჩვენც ასევე უნდა მოვიქცეთ.მაგალითად,გვებრძვის სიამაყე და პატივმოყვარეობა. ვევედროთ ღმერთს,თავმდაბლობა გვიბოძოს. მაგრამ პრაქტიკულად როგორ გარდავქმნათ ჩვენი ცოდვილი ბუნება? უფალს უნდა ვთხოვოთ,ადამიანებმა დაგვამდაბლონ და თუ დიდსულოვნად,უდრტვინველად,გაბ
რაზებისა და გაბოროტების გარეშე მივიღებთ მას,ღმერთს მადლობას შევწირავთ,ვილოცებთ ჩვენი მაწყინარებისთვის,ეს იმას ნიშნავს,რომ ჭეშმარიტი სინანულის ნაყოფი გამოვიღეთ.


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
veriko7
პოსტი Jun 21 2008, 09:27 PM
პოსტი #30


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 887
რეგისტრ.: 30-April 08
წევრი № 4,695



ნეტა როდის შევძლებთ გულწრფელ სინანულს... ალბათ მაშინ როცა უდიდესი რწმენა გვექნება smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
teklikie
პოსტი Aug 23 2008, 09:51 PM
პოსტი #31


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 79
რეგისტრ.: 16-September 07
წევრი № 2,756



მე როცა რაიმეც ვინანიებ ვფიქრდები დრო რო უკან დაბრუნდებოდეს გავაკეტებდი ამას მეტქი???და როცა კატეგორიულად და მტელი შეგრძნებით ვუატყოფ ამას მაშინ ვხვდები რო ვნანოB....მაგრამ ეს არაა საკმარისი....სულ იმაზე უნდა ვილოცოთ რო ღმერთმა სინანული მოგვმადლოს და განცდა ჩვენი ცოდვების.....ამას გისურვებთ ყველას...ღმერთმადაგლოცოთ....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ciracira
პოსტი Sep 28 2008, 11:18 PM
პოსტი #32


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 66
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,003



ღმერთმა ყველას მოგვცეს ჭეშმარიტი სინანული


--------------------
ღმერთო მილხინე მე ცოდვილსა ამას და შემიწყალე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
milana
პოსტი Jan 13 2009, 11:49 PM
პოსტი #33


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 278
რეგისტრ.: 14-February 08
წევრი № 3,934



ეხა
აქ რაც წავიკიტხე
ვხვდები,
ჯერ კიდევ რამხელა გზა მაქვს გასავლელი...

და ვფიქრობ რომ ძალა არ შემწვეს


--------------------
”როგორც კი შენი სულის ძახილს აჰყვები ისეთი აღარ ხარ,როგორიც სხვებს უნდიხარ”(რ .ინანიშვილი ”ევა”)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lela..
პოსტი Feb 24 2009, 03:03 PM
პოსტი #34


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 15-December 08
წევრი № 6,110



სინანული ალბათ ისაა აღსარების შემდეგ დარწმუნებული რომ ხარ რომ მონანიებულ ცოდვებს აღარასდროს ჩაიდენ,თან ეგ საოცრად ადვილი გეჩვენება ,ფიქრობ რომ თავისუფლად შეგეძლო ეგ ცოდვები არ ჩაგედინა და პირობას უდებ შენს თავს რომ აღარ გაიმეორებ იმას რაც სულს გიმძიმებს მაგრამ ცოდვისგან საბოლოოდ განთავისუფლება არც ისე ადვილია. "სინანული კიბეა რომელსაც ავყავართ იქ საიდანაც ჩამოვცვივდით" წმ.ეფრემ ასური


--------------------
"და მართლა ვინ იცის სხვისი სინდისი?შენ განიკითხავ მას, ღმერთმა კი უკვე აპატია,ამიტომ ეხლა შენ უდანაშაულო ადამიანს განიკითხავ ღმერთმა რომ გაამართლა, მომავალ წმინდანს."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
XAFRAN
პოსტი Feb 24 2009, 10:11 PM
პოსტი #35


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 226
რეგისტრ.: 28-July 07
წევრი № 2,532




მგონი სინანული საერთოდაც არ არსებობს, იგი უბრალო ემოციაა ერთჯერადი და მორჩა. მთავარია რას ესწრაფი და რა გინდა.

მაგრამ სინანული მაინც თუ არსებობს - მისი არსი ალბათ, საკუთარი ცოდვის ჩადენის მიზეზის გააზრებაშია და მომავალში მისი არ ჩადენის მეთოდების ძიებაში biggrin.gif



--------------------
ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
betaneli luka
პოსტი Mar 22 2009, 12:33 PM
პოსტი #36


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 95
რეგისტრ.: 3-March 07
წევრი № 1,243



ციტატა(ლილიანა @ Dec 28 2007, 12:14 AM) *

"ადამიანს უჭირს სინანული, რადგან არ იცის, რა არის ეს. როგორც უკვე ვთქვით, ადამიანთა დიდი ნაწილი ცოდვად ცუდ საქციელს მიიჩნევს. თავის მიერ ჩადენილი რაიმე ცუდი საქციელის გახსენება კი ყველას შეუძლია. ასევე აღიქმება სინანულიც: ადამიანს სინანული ჰგონია აღსარებაში ჩამოთვლა იმისა, რაც მის სინდისს ქენჯნის. ადამიანი მიდის ტაძარში, უამბობს მოძღვარს, რა აწუხებს მის სინდისს, და მართლაც გრძნობს შვებას, მაგრამ მოხდა კი შეერთება ღმერთთან? არა, არ მოხდა. ანუ ადამიანი აღსარებაზე გარბის, როგორც რომელიღაც თერაპიულ, ფსიქოთერაპიულ სეანსზე, როგორც ფსიქოლოგთან საუბარზე: ვუამბე ჩემს შესახებ, ამიხსნეს, შვება ვიგრძენი. სინამდვილეში სინანულის არსი სულ სხვა რამეში მდგომარეობს"
ბევრს ალბათ გეცნოთ ზემოთ მოყვანილი შემთხვევა იმიტომ რო "ანუ ადამიანი აღსარებაზე გარბის, როგორც რომელიღაც თერაპიულ, ფსიქოთერაპიულ სეანსზე, როგორც ფსიქოლოგთან საუბარზე" ამ ფრაზით დეკანოზი დიმიტრი საუბრობს თანამედროვე მრევლში არსებულ პრობლემაზე და ხაზგასმით ამბობ რო "ნებისმიერი სამრევლოს მოძღვარი ეჯახება ასეთ პრობლემას: ადამიანს უჭირს სინანული, "
წერილი წავიკითხე და ლოგიკურად დამებადა კითხვა თუ სინანული ის არ არის რაც გვგონია მაშინ რა არის და როგორი გზით უნდა მივიდეთ იმ გზამდე რო ჭეშმარიტი სინანული მოვიხვეჭოთ ?
თემის გახსნის მიზანი ერთადერთია , მოვიყვანოთ ფრაზები წმინდა მამების რჩვებიდან , სახარებიდან , ქადაგებებიდან იმისათვის რო სინანულის რეალური არსის გამოძიება გაგვიადვილდეს


უსერიოზულესი თემაა.გმადლობთ!სინანული სარჩულია ქრისტიანული ცხოვრებისა.მამების სწავლებით,ადამიანი თავად იბადება და თავად კვდება და თავად უნდა მიაღწიოს ღვთის მიერ ბოძებულ ამ ცხოვრებაში ყველაფერს,რაც მისი სულის ცხონებისათვის აუცილებელია.ამ აზრიდან გამომდენარე ჭეშმარიტ სინანულსაც თვითოეული სწავლობს დამოუკიდებლად-ეს მამების სწავლებაა ასეთი.იგივე მამების უმრავლესობა,როცა ამ თემას იხილავენ,მკითხველებს ლამის გვევედრებიან:თუ ხედავთ,რომ არ გაქვთ ჭეშმარიტი სინანული,ან გაქვთ ყალბი,ითხოვდეთ უფლისაგან,რომ მოგანიჭოთ ჭეშმარიტი ცრემლი სინანულისაო.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თემის გახსნისათვის.

ციტატა(ciracira @ Sep 29 2008, 12:18 AM) *

ღმერთმა ყველას მოგვცეს ჭეშმარიტი სინანული


ამინ!
ღმერთმა გისმინოს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
betaneli luka
პოსტი Mar 22 2009, 12:59 PM
პოსტი #37


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 95
რეგისტრ.: 3-March 07
წევრი № 1,243



როდესაც ეკლესიას ღვთის განგებით დავუკავშირდი,უკვე ბერჯერ აღსარება-ნათქვამს თავი ჭეშმარიტი ქრისტიანი მეგონა,როდესაც უეცრად,შუა აღსარებიდან,მღვდელმა ოლარი მომხსნა,ფეხზე წამომაყენა და მითხრა:''იცი,შენ აღსარებები არ გაქვს-შენ თავის მართლებები გაქვსო.''გუშინდელი დღესავით მახსოვს ის წუთი და ის ემოცია...ადამიანი იბადება,ჯერ ვერ დადის,ჯერ ვერ ლაპარაკობს...შემდეგ იწყებს სიარულის სწავლას-როგორ?ყველა დადის და მე არა?ბევრ შეცდომებს უშვებს,ცხვირსაც იმტვრევს ხშირ შემთხვევაში...ბოლოს გახარებული სისხლიანი ცხვირ-პირით გარბის დედასთან-მან ისწავლა სიარული!ამის შემდეგ დგება დრო და იგი მიდის სკოლაში-იწყებს კითხვის სწავლებას,მართლწერას ეუფლება...ბევრ შეცდომებს უშვებს...იწყებს გაგებას,რომ თუ მეგობარს ისე არ მოექცევი როგორც საჭიროა,მას აწყენინებ და იგი დაგემშვიდობება...ბევრ შეცდომებს უშვებს აქაც...ეს ცხოვრებაც იმიტომ მოგვცა ღმერთმა მამების სწავლებით,რომ ვისწავლოთ სიარული,წერა,კითხვა,მეგობრობ
ს დაფასება...ღმერთთან ჩამტვრეული ხიდის აღდგენა!ბევრჯერ მოვიტეხავთ ხელ-პეხს და ცხვირ-პირს ამ საქმეში,ბევრ შეცდომას დავუშვებთ...და ბოლოს კი ხელში აგვიყვანს თვით უფალი,როგორც შვილებს და გვეტყვის:''აი სწორეს ამას ველოდი შენგან!''სარჩული და საძირკველი იმისა,რამაც აქამდე უნდა მიგვიყვანოს,არის სწორი ლოცვა და სინანული.ყოველი ადამიანი თვითონ არკვევს იმას,თუ რა არის ეს და როგორ მიიღწევა.
შეწევნა და მადლი ღვთისა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
betaneli luka
პოსტი Mar 27 2009, 04:58 PM
პოსტი #38


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 95
რეგისტრ.: 3-March 07
წევრი № 1,243



''ვინც ამბობს აღსარებაში:''ცოდვილ ვარ,''და ამის შემდეგ კი აგრძელებს ამ ცოდვაში ყოფნას,სრულებითაც არ არის აღმსარებელი.რა სარგებლობა შეუძლია მოუტანოს ავადმყოფს ექიმის მოღვაწეობამ,თუკი ავადმყოფს არ სურს განკურნება?''-წმ.ბასილი დიდი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Mar 27 2009, 05:04 PM
პოსტი #39


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



betaneli luka
ციტატა
''ვინც ამბობს აღსარებაში:''ცოდვილ ვარ,''და ამის შემდეგ კი აგრძელებს ამ ცოდვაში ყოფნას,სრულებითაც არ არის აღმსარებელი.რა სარგებლობა შეუძლია მოუტანოს ავადმყოფს ექიმის მოღვაწეობამ,თუკი ავადმყოფს არ სურს განკურნება?''-წმ.ბასილი დიდი

გასაგებია და ჭეშმარიტად მასეა. მაგრამ ხშირად არა საკუთარი თავისთვის, არამედ ახლობლების თუნდაც გადასარჩენად გიწევს ცოდვის გამეორება, რომელსაც გულით ნანობ და არ გსურს გამეორება, უბრალოდ იძულებული ხარ. ასე რომ , ასე რადიკალურად სინანულის რეცეპტები არ არსებობს. სინანული გულშია , გულში და იმ ცრემლში , რომელსაც ღვრი გულიდან.

მხოლოდ სიტყვების ძახილი არ შეიძლება, რაც არ გამოუცდია სხვას ის შენს გამოცდილს ვერ გაიგებს და კიდია ალბათ კიდეც...

ჯარისკაციც სცოდავს, კაცის კვლა ნებისმიერ შემთხვევაში ცოდვაა, მაგრამ როგორც ერთ თემაში კაიროსმა უწოდა ამ მოვლენას : მკველსა და მომკვლელს შორის მაინც არის რაღაც განსხვავება. რა ქნას იმ ჯარისკაცმა, რომელიც მომკვლელი იყო გუშინ და ხვალაც უწევს ბრძოლის ველზე გასვლა? რა ქნას? შევინანე და მეტს ვეღარ ვიზამო? ისინი მუდმივ სინანულში არიან, თუნდაც იმეორებდნენ ამ ცოდვას !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
betaneli luka
პოსტი Mar 27 2009, 05:14 PM
პოსტი #40


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 95
რეგისტრ.: 3-March 07
წევრი № 1,243



''სინანულს გააჩნია უდიდესი ძალა:მას შეუძლია უმძიმეს ცოდვებში მყოფ ადამიანსაც კი ,თუკი ის მოისურვებს,მიანიჭოს თავისუფლება ამ ტყვეობიდან,თუნდაც ის იმყოფებოდეს სიბოროტის ფსკერზე.''-წმ.იოანე ოქროპირი.

''სინანული არის ნათლისღების განახლება''-წმ.იოანე კიბისაღმწერელი(იგივე წმ.იოანე სინაელი და წმ.იოანე კლემაქსი-ეს წმინდანი ამ სამი სახელით არის ცნობილი და ამ სამი სახელის ქვეშ ერთი და იგივე პიროვნება მოიაზრეება).
ამ შედარებას-სინანულის შედარებას ნათლისღებასთან, ბევრი წმინდა მამა აკეთებს-ეს რა თქმა უნდა ხატოვანია და გადატანითი მნიშვნელობით იხმარება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 07:12 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი