პოსტის ავტორი: AleksandreShetekauri თარიღი: Feb 12 2024, 12:49 AM
რატომ ტარდება წირვები და ლოცვები ისევ ძველ ქართულად ან რატომ არის ბიბლია ძველ ქართულად ნათარგმნი, ქრისტიანობის დანიშნულება ხომ ენებთან არაფერ კავშირში იყო და თუ თარგმნისას მნიშვნელობების დაკარგვაშია საშიშროება, ძველ ბერძნულიდან და ძველი ებრაულიდან ხო მარტივად ითარგმნა ყველა ენაზე? რამე ფაქტი თუ მცდარად აღვნიშნე და ისე გამიჩნდა ეს კითხვა, ბოდიშით. ძალიან მაინტერესებს, მადლობა დიდი წინასწარ!
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2024, 06:27 PM
ციტატა(AleksandreShetekauri @ Feb 12 2024, 12:49 AM)
რატომ ტარდება წირვები და ლოცვები ისევ ძველ ქართულად ან რატომ არის ბიბლია ძველ ქართულად ნათარგმნი, ქრისტიანობის დანიშნულება ხომ ენებთან არაფერ კავშირში იყო და თუ თარგმნისას მნიშვნელობების დაკარგვაშია საშიშროება, ძველ ბერძნულიდან და ძველი ებრაულიდან ხო მარტივად ითარგმნა ყველა ენაზე? რამე ფაქტი თუ მცდარად აღვნიშნე და ისე გამიჩნდა ეს კითხვა, ბოდიშით. ძალიან მაინტერესებს, მადლობა დიდი წინასწარ!
მოგესალმებით, ალექსანდრე, კეთილი იყოს თქვენი ფორუმელობა!
ძველი ქართული ხიდია წარსულსა და აწმყოს შორის. წირვა-ლოცვას როცა დასწრებიხართ, იგრძნობდით რამხელა მადლი ტრიალებს, როცა ძველი ქართული ენა ისმის. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ძველი ქართული გვესმის და წაკითხულს ვიგებთ, განხვავებით ბერძნებისა, რომლებიც ძველ ბერძნულს საგანგებოდ სწავლობენ, რომ გაიგონ.