ოსთა და აფხაზთა წარმომავლობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ოსთა და აფხაზთა წარმომავლობა |
marine |
Aug 2 2017, 11:21 PM
პოსტი
#61
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ცხინვალში რომ ოსები არ ცხოვრობდნენ მე-20 საუკუნემდე, ამაზე ყველაზე ცხადად ცხინვალის სასაფლაო მეტყველებს, სადაც XIX საუკუნეში გარდაცვლილ ოსთა საფლავს ვერ წააწყდებით. აქ ქართველებთან ერთად ცხოვრობდნენ სომხები და ებრაელები."
/"კარიბჭე" N21, 2008, გვ.12/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 20 2019, 11:35 AM
პოსტი
#62
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ქართულ ისტორიოგრაფიაში ოსები ძველი დროიდან იხსენიებიან. ისინი ირანული მოდგმის ხალხებს მიეკუთვნებიან და მათი განსახლების არეალი კავკასიონის ქედის ჩრდილოეთით მდებარეობდა. აღსანიშნავია, რომ ქრისტიანობა ოსეთში საქართველოდან გავრცელდა"
/"კრიალოსანი" N9, 2008, გვ.30/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 25 2019, 12:36 PM
პოსტი
#63
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ოსებს, სხვა ეთნიკური ჯგუფების მსგავსად, ყველაზე უკეთესი პირობები საქართველოში ჰქონდათ და აქვთ საკუთარი თვითმყოფადობის, ენისა და კულტურის შენარჩუნებისთვის. რუსეთის იმპერიისათვის კი კავკასიელი ხალხები არიან ექსპლუატაციისა და გამოყენების საგანი, რომელთაც მარტო დიდი რუსეთის აღმშენებლობისათვის აქვთ არსებობის უფლება"
/"კრიალოსანი" N9, 2008, გვ.32/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 26 2019, 07:11 PM
პოსტი
#64
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"აფხაზები თავისი გვარტომობით და წარმომავლობით იბერიულ-კავკასიურ ძალას წარმოადგნენ, ოსები კი ირანული მოდგმისანი არიან"
/"კრიალოსანი" N9, 2008, გვ.35/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 7 2019, 04:20 PM
პოსტი
#65
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"აფხაზეთი ყოველთვის იყო საქართველოს განუყოფელი ნაწილი, აფხაზი იყო ქართველი. არაქართული იქ იყო აფსუა, ჩრდილოეთიდან ჩამოსახლებული. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს, ესაა შიდა ქართლი, ქართული სახელმწიფოებირობის, ქართული კულტურის, ქართული სალიტერატურო ენის ერთ-ერთი ცენტრი. აფხაზეთში და ოსეთში არსებულ კულტურის ძეგლებზე არაქართული წარწერა არ არსებობს".
/"კრიალოსანი" N10, 2008, გვ.18/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 29 2022, 08:58 PM
პოსტი
#66
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ოსები უდამწერლობო ხალხი იყო. დღეს მათი დამწერლობა შექმნილია რუსული გრაფიკის საფუძველზე. თუმცა პირველი ოსური ანბანი ქართული გრაფიკის საფუძველზე იყო შექმნილი. მისი ავტორი ქართული კულტურის საფუძველზე აღზრდილი იოანე იაღლუზიძე (გაბარათი) (1775-1830) იყო. 1820 წლიდან ის თბილისის სასულიერო სემინარიაში მოსწავლე ოს ბავშვებს ქართულ და ოსურ ენებს ასწავლიდა. სწორედ ამ პერიოდში შექმნა მან ოსური ანბანი. რუსულ ასოებზე დაფუძნებული ოსური ანბანი პირველად ოსური ენის მცოდნე რუსულმა მეცნიერმა ანდრია შეგრენმა შეადგინა"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 241/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 1 2022, 03:01 PM
პოსტი
#67
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ ქართველ ხელისუფალთა გავლენა დვალეთზე დროებით შესუსტდა, რითაც ისარგებლეს ჩრდილოეთით მცხოვრებმა ოსებმა, რომელთა განსახლების არეალი დემოგრაფიული თვალსაზრისით მძიმე იყო. გადამეტსახლებული ოსეთის მკვიდრებმა თავდასხმების, მეკობრეობისა და ლაშქრობების შედეგად აიძულეს ადგილობრივი ქართველი მთიელი დვალები, მიეტოვებინათ წინაპართა საცხოვრისი და საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეში განსახლებულიყვნენ. ოსთა მიგრაცია და დასახლკარება დვალეთში ძირითადად XVI საუკუნეში განხორციელდა და ეს პროცესი აქ XVII საუკუნეშიც გრძელდებოდა. ოსთა დვალეთში მიგრაციას ხელი იმ გარემოებამაც შეუწყო, რომ დვალების მნიშვნელოვანი ნაწილი შავმა ჭირმა გაწყვიტა, რის მიზეზითაც მათ საკმარისი წინააღმეგობა ვეღარ გაუწიეს მოთარეშეეებს. ადგილზე დარჩენილი მოსახლეობის მცირე ნაწილი მიგრანტთა ოსურ ენობრივ-ეთნიკური სამყაროს გავლენით გაოსდა. დვალები გაქრნენ, როგორც ქართველ მთიელთა ეთნოგრაფიული ჯგუფი/ლოკალურ-ტერიტორიული ერთეული".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 205/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 2 2022, 08:46 PM
პოსტი
#68
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თანამედროვე აფხაზები ანთროპოლოგიურად ქართველებთან ერთად განეკუთვნებიან ინდოხმელთაშუა ზღვის რასის წინააზიურ შტოს, მაშინ, როდესაც აფხაზთა ენობრივი ნათესავები - ადიღე-ჩერქეზები გაერთიანებული არიან ამავე რასის პონტოურ შტოში. ანთროპოლოგიურად აფხაზები უფრო ახლოს არიან დასავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიულ ჯგუფებთან (მეგრელებთან, გურულებთან, აჭარლებთან), ვიდრე ადიღე-ჩერქეზ-ყაბარდოელებთან. აფხაზების ქართველებთან მსგავსებას ვახუშტი ბაგრატიონიც აღნიშნავდა: "კაცნი მგვანენი მეგრელთა და უმეტეს ცქვიტნი და ტანოვანნი, წერწეტნი". აიხვალდის სიტყვებით, "აფხაზთა სახის წყობა გამოირჩევა ჩერქეზებისაგან; მათი ნაკვთები ნაკლებ სწორია; სახის ფერი მოშაო-ყავისფერი, თმები შავი, ტანი ხმელი, საშუალო სიმაღლის, მაგრამ მოყვანილი. ისინი შეჩვეული არიან სიველურეს, არიან უხეშნი, უნდონი და შურისმაძიებლები. მოსისხლე მტრები არიან მეზობელი მთის ხალხების. არ აქვთ კანონები, არ ეშინიათ თავისი ბატონების და მხოლოდ თავის იარაღს ენდობიან, რომელსაც არასდროს არ იშორებენ".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 256/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 3 2022, 10:07 PM
პოსტი
#69
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"XIX საუკუნეშიც აფხაზეთის მთავრის კანცელარია ქართულად მუშაობს. ქართული ენა რომ აფხაზებისთვის უცხო არ იყო, ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ 1714 წელს კუნძულ მალტაზე ქართველ მწერალსა და ლექსიკოგრაფ სულხან-საბა ორბელიანს ხვდება აფხაზი ტყვე, რომელიც ქართულად ლაპარაკობდა. ასე რომ, მართალია, აფხაზებს საკუთარი საოჯახო სამეტყველო ენა ჰქონდათ, მაგრამ ქართული მათთვის არა მხოლოდ ადრე საუკუნეებში, არამედ XVIII საუკუნეშიც მეორე, კულტურის ენა იყო. ისევე თვლიდა ქართველებად აფხაზებს სულხან-საბა ორბელიანი, როგორც თამარ მეფის ისტორიკოსი".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 274/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 7 2022, 02:01 PM
პოსტი
#70
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ოსური ენა და ფარსი ინდოევროპულ ენათა ოჯახის ირანულ ჯგუფში შედის, მაგრამ ამ ორ ეთნოსს განვითარების სულ სხვადასხვა გზა აქვს გავლილი და კულტურით ისინი განვითარების სხვადასხვა საფეხურზე იდგნენ. ალან-ოსები IV საუკუნის ბოლომდე მომთავარე ცხოვრების მიმდევარნი იყვნენ, ირანელები კი იმ დროისთვის დიდი ხნის ბინადარნი და მაღალი კულტურისა და ცივილიზაციის შემქმნელნი იყვნენ, რომლებიც ბევრ მეზობელზე დიდ ზეგავლენას ახდენდნენ".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 370/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 8 2022, 05:06 PM
პოსტი
#71
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ქართველი პუბლიცისტები წერდნენ, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში მოსახლე ოსები გარუსების გზას ადგნენ და ამასთან, ეროვნული სახის დაკარგვის საშიშროების წინაშე იყვნენ. საქართველოში კი შეშფოთებას გამოთქვამდნენ, ოსებს ვუშველოთ, ენა და ეროვნება შევუნარჩუნოთო".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 336/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 8 2022, 06:22 PM
პოსტი
#72
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"XIX საუკუნის განმავლობაში ოსების პროცენტული რაოდენობა საქართველოში 3%-სა და 4%-ს შორის მერყეობდა. 1886 წელს ისინი 72 000-ს ითვლიდნენ. დღევანდელი საქართვველოს ტერიტორიაზე პირველი ოსური დასახლებანი XVII საუკუნის შუა ხანებში გაჩნდა. რაც შეეხება საქართველოს უძველეს და ძირძველ ტერიტორიას - დვალეთს, აქ ოსები XVI საუკუნეში დასახლდნენ. XVIII და XIX საუკუნეებში კი ოსები ფართოდ განსახლდნენ საქართველოს მთისწინეთსა და ბარში. ისინი ძირითადად ქართველთა ნასოფლარებში სახლდებოდნენ".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 216/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 29 2022, 08:08 PM
პოსტი
#73
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ოსი, რომელიც შორს იყო ყოველგვარი წიგნიერი კულტურისაგან და გაზრდილი იყო უმეცრების წყვდიადში, უნერგავდა საკუთარ შვილებს ველური ქცევის წესებს, მანკიერებებს, რომლებითაც სავსე იყო მისი მშფოთვარე და დაუდგრომელი ცხოვრება. ის უყვებოდა მათ თავის "საგმირო" თავგადასავალს, რომელიც ახალგაზრდობაში გადახდენია, თავს იქებდა ნადავლითა და ნაალაფევით და იმ მსხვერპლთა რაოდენობით, რომლებიც შეუპყრია და გაუყიდია მონობაში. ყმაწვილთა ბუნება ხარბად იწოვდა ამ გესლიან საწამლავს და დიდობაში უკვე ისინი ცდილობდნენ თავიანთი შლეგური საქციელით გაესწროთ ბოროტმოქმედი მამებისთვის.
ოსებში ქურდობა ტრადიციით იყო ნებადართული, მხოლოდ არ უნდა წაესწროთ დანაშაულის ადგილზე. მოუხელთებელი ქურდი ითვლებოდა ყოჩაღად და ვაჟკაცად, ამ "ღირსების" არქმონისთვის კი ქალსაც შეეძლო წამოეძახნა, რომ ლაჩარია და ცხვარსაც ვერ მოიპარავს. ნიშანდობლივია, რომ მთელ ოსეთში დიდი პატივში იყო ალაგირის თემის შავი მხედრის ჯვარი (ოსური "ძუარ საუბარაგ") - ქურდების, ყაჩაღების, ნადავლისა და ყველა ჯურის ღამის თავგადასავალთა მაძიებლებისა და მოძალადეთა მფარველი ღვთაება. ისტორიოგრაფიაში სავსებით სამართლიანად არის განმარტებული, რომ შავად შემოსილი და შავცხენოსანი "საუბრაგი" თეთრად შემოსილი და თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგის ანტიპოდია (ოსურად წმინდა გიორგის "უასთირჯის" ეძახიან). წმინდა გიორგი ყოველივე სიკეთის მქნელი და ტყვეთა "დამხსნელია", "საუბარაგი" - "მგლების მეუფის" - თუთირის ორეული. ასევე მგლების მბრძანებელი და ქურდ-ყაჩაღთა მფარველი. ბუნებრივია, ასეთი ცნობიერებისა და ზნეობის საზოგადოებისთვის გამორჩენით საამაყოდ ითვლებოდა ადამიანებზე ნადირობა და იყვენენ კიდეც ოსები ცნობილი ყაჩაღები და ადმიანების "ქურდები", "...ღამით შემმართებელნი და შემპარავნი ლაშქართა შინა და გამომსვლელნი... ქურდნი მპარავნი, მატყუანნი", "ტყვის მსყიდველნი". /საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ადამიანებით ვაჭრობა საქართველოში", გვ.83/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 29 2022, 08:24 PM
პოსტი
#74
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მონათა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო ოსებში მრავალცოლიანობა იყო. ოსს წესით და კანონით თითქოს ერთი ცოლი ჰყავდა. სინამდვილეში თვით ღატაკებსაც ჰყავდათ, სულ ცოტა, ორი, შეძლებულებს კი - ხუთი და მეტიც. ცოლების წყაროს შეადგენდნენ ტყვე ქალები ან მშობლებისგან მხევლის სტატუსით ნაყიდები. მონა ცოლებისაგან შეძენილი შვილები, ე.წ. კავდასარდები წარმოადგენდნენ სრულიად უუფლებო სოციალურ კატეგორიას და მათი რაოდენობა ოსეთში საკმაოდ დიდი იყო".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ადამიანებით ვაჭრობა საქართველოში", გვ.82/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 30 2022, 12:25 PM
პოსტი
#75
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ჩამოსახლებულ ოსებს გაქრისტიანება მოეთხოვებოდათ. ქართლ-კახეთის მმართველები ხელს უწყობდნენ ოსთა მოზიდვას ბარის რაიონებში, რადგანაც ამას სახელმწიფოსთვის სამხედრო და სამეურნეო მნიშვნელობა ჰქონდა. თავადაპირველად ისინი მორჩილად მოდიოდნენ - ყმებად და მოჯამაგირეებად ემსახურებოდნენ ადგილობრივ ფეოდალებს, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ფეხი მოიკიდეს ახალ ადგილზე, ჩამოსახლებულთა მართვა გართულდა, ხოლო მათი თვითნებობა და დანაშაულებრივი ქმედებები ძნელად აღსაკვეთი გახდა".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ადამიანებით ვაჭრობა საქართველოში", გვ.223/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 18 2023, 02:04 PM
პოსტი
#76
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მის [დეკანოზ იროდინ ოქროპირიძის] გამგებლობაში შედიოდა ცხინვალის ხეობა. იგი ცხინვალში პირველი მღვდელი იყო. ქალაქის ცენტრში ეკლესია ააშენებინა და იმავე ეზოში დადგა ორსართულიანი სახლი"
/"თვენი", წიგნი 23, გვ.175/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 15 2024, 05:12 PM
პოსტი
#77
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"პავლე ინგოროყვა აფხაზეთის ისტორიული გეოგრაფიისა და შესაბამისი ტოპონიმების შესწავლის საფუძველზე განიხილავდა/ადგენდა აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვადასხვა დროს მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების განსახლების საკითხს. კვლევის ამგვარი მეთოდის საფუძველზე მეცნიერი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ აფხაზები ქართულ ტომებს განეკუთვნებოდნენ და მათი თავდაპირველი სახელწოდება იყო მოსხი. რაც შეეხება გვიანდელ აფხაზებს, ის მათ აფსუებად იხსენიებს და ისინი თამამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე მე-17 საუკუნეში ჩრდილო კავკასიიდან ჩამოსახლდნენ"
/პროფესორი ელდარ ბუბულაშვილი "საპატრიარქოს უწყებანი" N21, 2023, გვ.15/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 4 2024, 11:10 AM
პოსტი
#78
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ოსთა მიგრაციაზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ისინი ძირძველი კავკასიელები არარიან"
/"საპატრიარქოს უწყებანი" N9, 2024, გვ.10/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 4 2024, 11:10 AM
პოსტი
#79
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ოსთა მიგრაციაზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ისინი ძირძველი კავკასიელები არა რიან"
/"საპატრიარქოს უწყებანი" N9, 2024, გვ.10/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 10 2024, 02:52 PM
პოსტი
#80
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"საქართველოს ტერიტორიაზე ოსებმა პირველად დვალეთში შემოაღწიეს; ეს ძირითადად XVI საუკუნეში მოხდა, მას შემდეგ, რაც დვალეთის მნიშვნელოვანი ნაწილი შიდა ქართლის მთიანეთსა და უფრო დაბლობში დასახლდა. მეორე, რამაც ოსებს საქართველოში დასახლებაში ხელი შეუწყო, შავი ჭირის ეპიდემია იყო. ასეთ პირობებში ისინი ადვილად იკავებდნენ ტერიტორიებს. ადგილზე დარჩენილი ქართველების თანდათანობით გაოსდნენ (ბიგულები, თავაურები//თვაურები, ჩოჩოურები, გუდაურები, ბაგაურები, მამიაურები, გერგაულები, ქესაურები, ფარუხაულები, ხეთაგურები...).
შიდა ქართლის მთიანეთში ოსთა პირველი დასახლებები დიდი ლიახვის უკიდურეს სათავეში - მაღრან-დვალეთსა და თერგის ხეობის სათავეში - თრუსოში მოხდა XVII საუკუნის შუა ხანებიდან. შემდეგი ეტაპი იყო შიდა ქართლის თითქმის მთელი მთიანეთის დაკავება XVII საუკუნის მეორე ნახევარსა და XVIII საუკუნეში. XIX საუკუნის დასაწყისიდან იწყებენ შიდა ქართლის მთისწინეთსა და ბარში თანდათანობით მიგრაცია. ეს მიგრაციული პროცესი განპირობებული იყო იმ დემოგრაფიული ვითარებით, რომელიც ოსებს ჰქონდათ - შობადობის მაღალი დონე. არსებულ გეოგრაფიულ გარემოში (მთაში) თავის გამოკვება ერთობ ძნელი იყო. დაბლობში ოსთა მიგრაციას ქართლის მძიმე დემოგრაფიული ვითარებაც ხელს უწყობდა. ყიზილბაშობამ, ოსმალობამ და ყველაზე მეტად ლეკიანობამ (და ოსიანობამ) ქართლის სოფლები ნასოფლარებლად აქცია (XVIII საუკუნის შუა ხანებში აღმოსავლეთ საქართველოში 850-ზე მეტი ნასოფლარი იყო). რეალობა ესაა, მაგრამ ოსი მეცნიერების მიერ შექნილი ყალბი ისტორია - მეორე. ქართულ-ოსური ურთიერთობის ისტორიის, საქართველოში მიგრაციის პირველი ფალსიფაკატორი იყო არა ოსი, არამედ რუსი ი. ვოსტორგოვი. XX საუკუნის შუა ხანებიდან ოსმა ავტორებმა დაიწყეს ისტორიის ფალსიფიცირება, თუმცა საქართლვეოში მიგრაცია XIII საუკუნით განსაზღვრეს. შემდეგ ეს პროცესი თანდათან უფრო ისტორიის სიღრმეში გადაიტანეს (კალოევი, ბლიევი) - XVII საუკუნის მეორე ნახევარსა და XVIII საუკუნეში მომხდარი მიგრაცია გადმოსახლების მეორე ეტაპად გამოაცხადეს. ადრინდელი გადმოსახლებულები კი, თურმე, ქართველებმა გააქართველეს და ეთნიკურობადაკარგული ოსების ძებნა ქართულ გვარებში დაიწყეს" /"საპატრიარქოს უწყებანი" N9, 2024, გვ.11/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:06 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი