IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V « < 3 4 5  
Reply to this topicStart new topic
> ოსთა და აფხაზთა წარმომავლობა
marine
პოსტი Jun 10 2024, 02:53 PM
პოსტი #81


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,260
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საქართველოს ტერიტორიაზე ოსებმა პირველად დვალეთში შემოაღწიეს; ეს ძირითადად XVI საუკუნეში მოხდა, მას შემდეგ, რაც დვალეთის მნიშვნელოვანი ნაწილი შიდა ქართლის მთიანეთსა და უფრო დაბლობში დასახლდა. მეორე, რამაც ოსებს საქართველოში დასახლებაში ხელი შეუწყო, შავი ჭირის ეპიდემია იყო. ასეთ პირობებში ისინი ადვილად იკავებდნენ ტერიტორიებს. ადგილზე დარჩენილი ქართველების თანდათანობით გაოსდნენ (ბიგულები, თავაურები//თვაურები, ჩოჩოურები, გუდაურები, ბაგაურები, მამიაურები, გერგაულები, ქესაურები, ფარუხაულები, ხეთაგურები...).

შიდა ქართლის მთიანეთში ოსთა პირველი დასახლებები დიდი ლიახვის უკიდურეს სათავეში - მაღრან-დვალეთსა და თერგის ხეობის სათავეში - თრუსოში მოხდა XVII საუკუნის შუა ხანებიდან. შემდეგი ეტაპი იყო შიდა ქართლის თითქმის მთელი მთიანეთის დაკავება XVII საუკუნის მეორე ნახევარსა და XVIII საუკუნეში. XIX საუკუნის დასაწყისიდან იწყებენ შიდა ქართლის მთისწინეთსა და ბარში თანდათანობით მიგრაცია. ეს მიგრაციული პროცესი განპირობებული იყო იმ დემოგრაფიული ვითარებით, რომელიც ოსებს ჰქონდათ - შობადობის მაღალი დონე. არსებულ გეოგრაფიულ გარემოში (მთაში) თავის გამოკვება ერთობ ძნელი იყო. დაბლობში ოსთა მიგრაციას ქართლის მძიმე დემოგრაფიული ვითარებაც ხელს უწყობდა. ყიზილბაშობამ, ოსმალობამ და ყველაზე მეტად ლეკიანობამ (და ოსიანობამ) ქართლის სოფლები ნასოფლარებლად აქცია (XVIII საუკუნის შუა ხანებში აღმოსავლეთ საქართველოში 850-ზე მეტი ნასოფლარი იყო).

რეალობა ესაა, მაგრამ ოსი მეცნიერების მიერ შექნილი ყალბი ისტორია - მეორე. ქართულ-ოსური ურთიერთობის ისტორიის, საქართველოში მიგრაციის პირველი ფალსიფაკატორი იყო არა ოსი, არამედ რუსი ი. ვოსტორგოვი. XX საუკუნის შუა ხანებიდან ოსმა ავტორებმა დაიწყეს ისტორიის ფალსიფიცირება, თუმცა საქართლვეოში მიგრაცია XIII საუკუნით განსაზღვრეს. შემდეგ ეს პროცესი თანდათან უფრო ისტორიის სიღრმეში გადაიტანეს (კალოევი, ბლიევი) - XVII საუკუნის მეორე ნახევარსა და XVIII საუკუნეში მომხდარი მიგრაცია გადმოსახლების მეორე ეტაპად გამოაცხადეს. ადრინდელი გადმოსახლებულები კი, თურმე, ქართველებმა გააქართველეს და ეთნიკურობადაკარგული ოსების ძებნა ქართულ გვარებში დაიწყეს"

/"საპატრიარქოს უწყებანი" N9, 2024, გვ.11/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V « < 3 4 5
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th June 2024 - 01:23 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი