IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> გიორგი სააკაძე, გმირი თუ არა გმირი?
ქევანა
პოსტი Aug 2 2007, 12:12 AM
პოსტი #41


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა(southruislip @ Aug 1 2007, 03:06 PM) *

გიორგი სააკაძეზე, რომ ვსაუბრობთ გვავიწყდება ერთი რამ.როგორც ვიცით გიორგი სააკაძე ბოლოს ირანში გაიქცადა იქაც წარმატებას მიაღწია ირანის სამეფო კარზე და მისი სარდლობით ირანმა საქართველოს წინააღმდეგ ჯარი გამოგზავნა, საქმე იმაშია რომ ირანის სამეფო კარზე გიორგი სააკაძე ვერ დაწინაურდებოდა, თუ ის არ მიიღებდა მუსულმანურ სარწმუნოებას, რაც გახდა მისი მოღალატედ გამოცხადების მიზეზი მართლმადიდებელი ქრისტიანობის სასულიერო პირების მხრიდან. თქვენ შეიძლება აღნიშნოთ ,რომ ეს მოსაჩვენებლად გააკეთაო, გულში კი ქრისტიანად დარჩა , მაგრამ ამას გაიგებდნენ კი მართლმადიდებელი ქრისტიანების სასულიერო პირები.
ასეთი რამე დღესაც, რომ გააკეთოს ადამიანმა არა მგონია უწმინდესმა და უნეტარესმა გაიგოს, და ალბათ შეაჩვენებს ასეთ ადამიანს, ალბათ მოღალატედაც გამოაცხადებს.

ვინ უფრო მოღალატეა საქართველოსი? მართლმადიდებელი შადიმან ბარათაშვილი, თუ მოსაჩვენებლად გამუსულმანებული გიორგი სააკაძე?
ეს როგორც ქრისტინების ფორუმი დავსვათ კითხვა: რა უნდა ქნას იმ ადამიანმა, რომელმაც თავისი ქრისტიანული ქვეყნის გულისთვის ძალიან ბევრი რამე გააკეთა და მიუხედავად ამისა ქვეყანაში არ გააჩერეს. მაშინ გასაქცევი გზა მხოლოდ თურქეთში ან ირანში იყო.დღეს რომ ეცხოვრა გიორგი სააკაძეს ნამდვილად ჰოლანდიაში ან ბელგიაში გაიქცეოდა.

აუუუუუუუუუუუუუ, ავოეეეეეეეე, კარგი რაააააა

ჯერ ერთი გენც, ბოლოს გიორგი სააკაზე თურქეთში გაიქცა.

მეორეც, გენც, რა იცი შადიმან ბარათაშვილზე?

და მესამე, ჩვენ სრულად არაფერი არ ვიცით და ისე ვსაუბრობთ smile.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
southruislip
პოსტი Aug 2 2007, 12:43 AM
პოსტი #42


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 12-July 07
წევრი № 2,444



ქეთინოს

ვიცით რომ ბოლოს თურქეთში გაიქცა, მე საუბარი მქონდა რაღაც ეპიზოდზე მისი ისტორიისა და ლაპარაკია არა იმაზე თუ სად გაიქცა არამედ რატომ გაიქცა და რატომ გამოყავთ ზოგიერთებს გიორგი სააკაძე მოღალატედ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Aug 2 2007, 12:53 AM
პოსტი #43


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა(southruislip @ Aug 2 2007, 12:43 AM) *

ქეთინოს

ვიცით რომ ბოლოს თურქეთში გაიქცა, მე საუბარი მქონდა რაღაც ეპიზოდზე მისი ისტორიისა და ლაპარაკია არა იმაზე თუ სად გაიქცა არამედ რატომ გაიქცა და რატომ გამოყავთ ზოგიერთებს გიორგი სააკაძე მოღალატედ.

ძვირფასო თანაფორუმელო,
მე ვერ გავიგე და რა არის იცით, ხალხნო sad.gif დააზუსტეთ, ხოლმე რამ ჩემსავით დაუმთავრებელ ფრაზებს ნუ წერთ, მე რა ვიცი თქვენ რას გულისხმობთ sad.gif

და მოღალატედ არ გამომყსვს, იმიტომ რომ ისტორიული წყაროებით ამის დადგენა ძნელია. მე მაგის თქმა მინდა სწორედ. ისე კი იცოდე, რომ მე ამ შემთხვევაში სუბიექტურად ვფიქრობ, ოღონდ არ ვიტყვი...smile.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
armani
პოსტი Aug 25 2007, 09:29 PM
პოსტი #44


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 30
რეგისტრ.: 26-July 07
წევრი № 2,521



სააკაძეების და მგონი სააკაშვილების გვარის წარმომავლობის შესახებ



თარხნიშვილი

ესენი ძველად იყვნენ დაღისტნის მხრის თავადნი, ჭანკაანად წოდებულნი, რომელნიცა აწცა არიან დაღისტანს და ბელაქანსა შინა ჭანკაანად წოდებულნი. ამათნი გვარნი ვინმე მოვიდნენ სისიანის კერძოდ. ნახჩევანის მხარეს და დაეშენნენ მუნ და მეფემან სომეხთამან მიიღო ხარისხითა პირველისა აზნაურობისათა და მიიღეს ამათ სარწმუნოება სომეხთა და უწოდეს სააკ (რომელი არს ისაკ) და მისცა ადგილი აგულელს შინა და გუხთანისა მოხელედ განაწესეს წელსა ქრისტეს აქეთ 767-სა, ხოლო უკანასკნელ რა სპარსთა იწყეს დამდაბლებად სომეხთა სამეფოისა, გადმოსახლდენ მუნითგან და მოვიდნენ ქართლს და მეფემან საქართველოსამან მიიღო იგი და უბოძა თეგმის ხეობასა შინა მამულნი და მოხელობა კლდე-კარისა. ხოლო შემდგომად ამისა დროსა გიორგი მეფისასა წელსა ქრისტეს აქეთ 1503 იწოდებოდენ მოურავებად და ხარისხით მესამე თავადად და უკანასკნელ ოდეს მოვიდა შააბაზ ყაენი სპითა დიდითა საქართველოსა ზედა წინამძღომელობითა სააკაძე გიორგი მოურავისა, ვითარცა მოუთხრობს ქართველ მატიანესა შინა; მიზეზითა ამით მეფეცა ლუარსაბ შეპყრობილ იქმნა შააბაზ ყაენისაგან, რომელიცა აიძულებდა მამადინობასა, ხოლო მეფე, არა მიმღები ბრძანებისა მისისა, იწამა ქრისტესთვის წელსა 1622-სა და შემდგომად ამისა შააბაზმან დაუმტკიცა თავადობა გიორგის და უბოძა გვარად თარხანობა (რომელ არს თათრულებ თავისუფლება) და მუნიდგან იწოდებიან თავადად თარხნის შვილებად, რომელნიცა აწ მოსახლეობენ გაღმა მხარს ახალქალაქსა ადგილსა შინა: 1) ბეციას შვილები, 2) ზაზაშვილები, 3) გლახას შვილები, 4) პატარა ბეციას შვილები და სხვანი სააკაძენი სახლობენ აზნაურად ტანის ხეობასა ზედა

http://www.geogen.ge/index.php?id_menu=12&...&id_let=8&abc=1
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Aug 26 2007, 03:51 AM
პოსტი #45


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



გიორგი სააკაძესა და მის ცხოვრებაზე ურთიერთ გამომრიცხავი მოსაზრებები არსებობს, ზოგი მას მოღალატეს უწოდებს, ზოგი კი საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს გმირად გვისახავს.

თუ წაკითხვა არ დაგეზარებათ დაგიბეჭდავთ შემოკლებულ ტექსტს:

გამოჩენილი ქართველი მხედართმთავარი და პოლიტიკური მოღვაწე. დაიბადა სოფელ ნოსტეში მეფის აზნაურ სიაუშ სააკაძის ოჯახში. 1608 წლიდან თბილისის მოურავია, მალე მან დიდი გავლენა მოიპოვა ქართლის მეფის ლუარსაბ II-ის კარზე, 1609 წელს მისი მთავარსარდლობით ქართველებმა ტაშისკარის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხეს ოსმალ დამპყრობელთა ჯარი. 1612 წელს გიორგი სააკაძე იძულებული გახდა ქართლიდან ირანში გაქცეულიყო შაჰ აბას I-თან, ამის მიზეზი იყო მის წინააღმდეგ მიმართული მოშურნე თავადთა შეთქმულება (შადიმან ბარათაშვილის მეთაურობით). გიორგი სააკაძე შაჰის კარზე მალე დაწინაურდა, იგი თან ახლდა შაჰ-აბასს ქართლ-კახეთში მისი ამაოხრებელი ლაშქრობებისას 1614-1616 წლებში, ამ პერიოდში იგი ცდილობდა ირანის შაჰის ხელით ანგარიში გაესწორებინა მტრებთან და მოეპოვებინა პირველობა ქართლში. არსებობს ვარაუდი, რომ ლუარსაბ II-ის მკვლელობაც სააკაძის ჩაგონებით მოხდა. 1616-1620 წლებში გიორგი სააკაძე ქართლის ფაქტობრივი მმართველია შაჰ-აბასის ეგიდის ქვეშ. 1621-1623 წლებში იგი ირანელთა ერთ-ერთი წამყვანი მთავარსარდალი იყო ოსმალეთის წინააღმდეგ ომში. მალე სიტუაცია შეიცვალა, სააკაძე მიხვდა საკუთარი პოლიტიკის დამღუპველობას საქართველოს მიმართ. 1625 წელს იგი შეეთქვა ზურაბ არაგვის ერისთავს და კახეთის მეფე თეიმურაზ I-ს. აპრილში დაიწყო ქართველთა დიდი აჯანყება, 7 აპრილს მარტყოფის ბრძოლაში სააკაძის და ზურაბ ერისთავის ლაშქარმა სასტიკად დაამარცხა შაჰის მიერ ქართლის ასაოხრებლად გამოგზავნილი ირანელთა ჯარი. ამ ფაქტით განრისხებულმა შაჰ-აბასმა ბრძანა სიკვდილით დაესაჯათ ისფაჰანში მძევლად დატოვებული გიორგის უმცროსი ძე პაატა სააკაძე. 1 ივლისს მარაბდის გმირულ ბრძოლაში ქართველები, მართალია, დამარცხდნენ, მაგრამ ეს დროებითი მარცხი იყო. 1625 წლის ბოლოს გიორგი სააკაძის ბრწყინვალე სარდლობით მთელი ქართლ-კახეთი (თბილისის გარდა) ყიზილბაშთაგან გაწმენდილი იყო. ერთიანი ქართლ-კახეთის მეფე თეიმურაზ I გახდა. ირანმაც თავისი მარცხი სცნო და საქართველოს ''გათათრებაზე'' ხელი აიღო. სამწუხაროდ, სწორედ ამ კრიტიკულ დროს გიორგი სააკაძეს კვლავ სძლია პატივმოყვარეობამ, იგი ვერ შეეგუა თეიმურაზ I-ის მბრძანებლობას და გადაუდგა მას. 1626 წლის ნოემბერში ბაზალეთთან მომხდარ ბრძოლაში თეიმურაზ I-მა და მისმა მომხრეებმა დაამარცხეს სააკაძის და მისი მომხრეების ჯარი. გიორგი სააკაძე ამჯერად ოსმალეთში გაიქცა და სულთნის სამსახურში ჩადგა. აქ მისი კარიერა წარუმატებლად განვითარდა - გიორგი სააკაძეს მისი მოშურნე ხუსრევ ფაშას დასმენით ღალატში დასდეს ბრალი და 1629 წლის 3 ოქტომბერს ქ.ალეპოში სიკვდილით დასაჯეს უფროს ვაჟთან ავთანდილთან და რამდენიმე მომხრესთან ერთად. გიორგი სააკაძე იყო დიდი სარდალი, მოხერხებული პოლიტიკოსი და ჭეშმარიტი გმირი, თუმცა მისი როლი საქართველოს ისტორიაში წინააღმდეგობრივია. სამწუხაროდ, მას ხშირად სძლევდა ამბიციები, რომელთა გამოც სამშობლოს საკეთილდღეო საქმეები ბოლომდე ვერ მიჰყავდა.


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Aug 28 2007, 11:36 AM
პოსტი #46


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



................


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ჯინო
პოსტი Aug 29 2007, 03:10 PM
პოსტი #47


უბრალოდ ჯინო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 17
რეგისტრ.: 30-April 07
წევრი № 1,789



ციტატა(a-l-e-q-s-a-n-d-r-e @ Apr 17 2007, 12:41 AM) *

აი გენაცვალე კაცობაში რა მეც მაგას ვამბობ ჯერ გააკეთე იმდენი რამდენიც გიორგი სააკაძემ გააკეთა სამშობლოსთვის და მერე თქვი მოღალატეაო

და ვინც ამბობს რომ გიორგი სააკეძე მოღალატეა ის არის თვითონ მოღალატე ჩემ თვალში smile.gif

არაა ეგრე იოლად საქმე. კარგად გადაიკითხეთ საქართველოს ისტორიის ეგ პერიოდი...


--------------------
[url=http://www.wt.com.ge/]ვაქირავებთ მიკროავტობუსებს, ავტობუსებს, მანქანებს[/url]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Sep 29 2007, 09:28 PM
პოსტი #48


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



ციტატა(a-l-e-q-s-a-n-d-r-e @ Apr 17 2007, 12:15 AM) *

გამარჯობა!

მე მაინტერესებს ის თუ რატომ "ლანძღავს" ხალხი გიორგი სააკაძეს და რატომ მიიჩნევს მოღალატედ მომიტევეთ მაგრამ ეს ცილისწამებაა. ადამიანმა შვილი გაწირა მხოლოდ იმისთვის რომ მას დაეტოვებინა სახელი მოღალატე?
არამგონია მან ეს ყველაფერი საქართველოს გულისთვის გააკეთა მართალია ამას უამრავი ქართველი შეეწირა მაგრამ ომი უსისხლოდ ვის გაუგია გამარჯვება არც მოფრინდება და არც მიფრინდება. გამარჯვება შენ თვითონ უნდა მოიპოვო.
ეს სახელი გიორგი სააკაძისთვის არაბებს რომ შეერქვათ გასაგებია რადგან იმ მომენტში ფაქტიურად "ჯაშუში" იყო გიორგი სააკაძე და რავიცი აბა მე რაც თვალით არ მინახავს იმას ვერ დავიჯერებ მითუმეტეს ასეთი გმირის. (ეხლა როგორც თომა მოციქული აკეთებს ამას ისე ნუ მიიღებთ მაგრამ ეს ჩემი აზრია (კვირაცხოვლობაზე ვამბობ იმედია მიხვდით))

ეხლა კი თქვენი აზრი smile.gif თუ შეიძლება

გიორგი საკაძე დძალიან კაი ადამიანი იყო და ვინც მაგაზე ცუდს იტყვის ალბათ მან ისტორია საერტოდ არ იცის


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბოლქვაძე
პოსტი Oct 27 2007, 04:42 PM
პოსტი #49


ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 639
რეგისტრ.: 11-March 07
მდებარ.: თბილისი -|- ხილიანი
წევრი № 1,340



ციტატა(ჯინო @ Aug 29 2007, 04:10 PM) *

არაა ეგრე იოლად საქმე. კარგად გადაიკითხეთ საქართველოს ისტორიის ეგ პერიოდი...


ანუ თვლი რომ მაინც მოღალატეა?


--------------------
რაც არ იწვის არ ანათებს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha_kartveli
პოსტი Oct 28 2007, 01:41 PM
პოსტი #50


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 69
რეგისტრ.: 23-September 07
წევრი № 2,821



როგორც წავიკითხე, ფორუმელების უდიდესი ნაწილი პატივისცემით მოიხსენიებს გიორგი სააკაძეს, მე საგანგებოდ შევისწავლე გიორგი სააკაძის პიროვნება და მივედი იმ დასკვნამდე, რომ იგი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეულად დადებითი პიროვნება და პროგრესულად მოაზროვნე პოლიტიკური მოღვაწე იყო.
ციტატა
სააკაძეების და მგონი სააკაშვილების გვარის წარმომავლობის შესახებ

რაც შეეხება, ამ საკითხს სააკაძის შთამომავლებმა გვარი თარხნიშვილებად და თარხანმოურავებად გადაიკეთეს. (იხ. გივი ჯამბურია, გიორგი სააკაძე, თბ., 1964, გვ.264). ძალიან საეჭვოა, რომ ვინმეს შთამომავლობიდან გაებედა სააკ-ფუძის აღება, რადგან, როგორც გაირკვა იოსებ ტფილელი, რომელიც ავტორია ცნობილი პოემა "დიდმოურავიანის" სწორედ სააკაძის გვარისა იყო, მაგრამ იძულებული გახდა გვარი დაემალა. (იხ. დერმიშა გოგოლაძე, სააკაძეთა გვარის ერთი უცნობი წარმომადგენელი, ჟურნ. "მეცნიერება და ტექნიკა", 1959, #3, გვ.32-36). ისე გვარი სააკაშვილი ქართულ წყაროებში პირველად სწორედ ამ პერიოდში ფიქსირდება,საყოველთაოდ ცნობილია გმირობა სომეხი მღვდლისა სააკაშვილისა.
ციტატა
არაა ეგრე იოლად საქმე. კარგად გადაიკითხეთ საქართველოს ისტორიის ეგ პერიოდი...

ზუსტად მაგ პერიოდს და იმ დროს შექმნილი ვითარებიდან უნდა დავასკვნათ, რომ გიორგი სააკაძე თავისი ეპოქის თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო, რომელიც იღწვოდა ქვეყნის საკეთილდღეოდ.


--------------------
წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის ქტისტიანობის კვლევების სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრი http://christianresearches.wordpress.com/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Oct 28 2007, 01:46 PM
პოსტი #51


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



რაის მორალატე ჩემი კუთხის შვილია ნოსტე მაგარი სოფელია, გიორგიც მაგარი ადამიანი იყო


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
chibukha
პოსტი Oct 28 2007, 07:09 PM
პოსტი #52


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 9
რეგისტრ.: 27-October 07
წევრი № 3,063



დიდი სარდალი და პატარა პოლიტიკოსი. იცოდა ტაქტიკა და მოიკოჭლებდა სტრატეგიაში. გაწირა შვილი და საბოლოოდ სამშობლოც. კიდევ რისი თქმა შემიძლია? თუ გამახსენდა დავამატებ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Oct 28 2007, 07:59 PM
პოსტი #53


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



chibukha

სამშობლოს გაწირვა სად გამოიხატა?

მდაა.


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
chibukha
პოსტი Oct 28 2007, 08:18 PM
პოსტი #54


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 9
რეგისტრ.: 27-October 07
წევრი № 3,063



ციტატა
სამშობლოს გაწირვა სად გამოიხატა?

საბოლოოდ მეთქი. აბა სხვა რა დავარქვა ხან ირანში გაიქცა და შაჰს ემსახურა, ხან თურქეთში. თუმცა აი
ციტატა
იგი თან ახლდა შაჰ-აბასს ქართლ-კახეთში მისი ამაოხრებელი ლაშქრობებისას 1614-1616 წლებში,
ეს უფრო კარგად აგიხსნის რისი თქმაც მინდოდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha_kartveli
პოსტი Oct 29 2007, 12:44 PM
პოსტი #55


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 69
რეგისტრ.: 23-September 07
წევრი № 2,821



ციტატა(chibukha @ Oct 28 2007, 08:18 PM) *

საბოლოოდ მეთქი. აბა სხვა რა დავარქვა ხან ირანში გაიქცა და შაჰს ემსახურა, ხან თურქეთში. თუმცა აი ეს უფრო კარგად აგიხსნის რისი თქმაც მინდოდა

საქმე ისაა, რომ ადამიანი ზოგჯერ, როცა ხედავს, რომ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური მდგომარეობა არ არის სათანადოდ მომზადებული იძულებული ხდება უცხოეთში ეძიოს ხსნა. გიორგი სააკაძეც მიხვდა, რომ საჭირო იყო დამპყრობი გამოეყენებინა ქვეყნის გადასარჩენად, თუ მისმა გეგმამ მარცხი განიცადა ეს სულ სხვა საქმეა, რადგან იმ დროს ქვეყანის შიდა პოლიტიკური აზროვნება არ აღმოჩნდა მზად გასაერთიანებლად.


--------------------
წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის ქტისტიანობის კვლევების სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრი http://christianresearches.wordpress.com/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბოლქვაძე
პოსტი Oct 29 2007, 04:09 PM
პოსტი #56


ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 639
რეგისტრ.: 11-March 07
მდებარ.: თბილისი -|- ხილიანი
წევრი № 1,340



ციტატა
გაწირა შვილი და საბოლოოდ სამშობლოც


იქნებ დაასაბუთო რომ მან ნამდვილად გაეირა თავისი სამშობლო და თანაც სამუდამოდ!


შაჰ აბას თუ ახლდა საქართველოში გამოდის რომ მას გაუწირია საქართველო და მე როგორც მახსოვს ქართველებს "ჯაშუშობა" გაუწია სპარსელების მიმართ

1621-1623 წლებში იგი ირანელთა ერთ-ერთი წამყვანი მთავარსარდალი იყო ოსმალეთის წინააღმდეგ ომში. მალე სიტუაცია შეიცვალა, სააკაძე მიხვდა საკუთარი პოლიტიკის დამღუპველობას საქართველოს მიმართ. 1625 წელს იგი შეეთქვა ზურაბ არაგვის ერისთავს და კახეთის მეფე თეიმურაზ I-ს. აპრილში დაიწყო ქართველთა დიდი აჯანყება, 7 აპრილს მარტყოფის ბრძოლაში სააკაძის და ზურაბ ერისთავის ლაშქარმა სასტიკად დაამარცხა შაჰის მიერ ქართლის ასაოხრებლად გამოგზავნილი ირანელთა ჯარი. ამ ფაქტით განრისხებულმა შაჰ-აბასმა ბრძანა სიკვდილით დაესაჯათ ისფაჰანში მძევლად დატოვებული გიორგის უმცროსი ძე პაატა სააკაძე. 1 ივლისს მარაბდის გმირულ ბრძოლაში ქართველები, მართალია, დამარცხდნენ, მაგრამ ეს დროებითი მარცხი იყო. 1625 წლის ბოლოს გიორგი სააკაძის ბრწყინვალე სარდლობით მთელი ქართლ-კახეთი (თბილისის გარდა) ყიზილბაშთაგან გაწმენდილი იყო. ერთიანი ქართლ-კახეთის მეფე თეიმურაზ I გახდა. ირანმაც თავისი მარცხი სცნო და საქართველოს ''გათათრებაზე'' ხელი აიღო

მან ფაქტიურად მეორე შვილიც გასწირა!

1626 წლის ნოემბერში ბაზალეთთან მომხდარ ბრძოლაში თეიმურაზ I-მა და მისმა მომხრეებმა დაამარცხეს სააკაძის და მისი მომხრეების ჯარი. გიორგი სააკაძე ამჯერად ოსმალეთში გაიქცა და სულთნის სამსახურში ჩადგა. აქ მისი კარიერა წარუმატებლად განვითარდა - გიორგი სააკაძეს მისი მოშურნე ხუსრევ ფაშას დასმენით ღალატში დასდეს ბრალი და 1629 წლის 3 ოქტომბერს ქ.ალეპოში სიკვდილით დასაჯეს უფროს ვაჟთან ავთანდილთან და რამდენიმე მომხრესთან ერთად. გიორგი სააკაძე იყო დიდი სარდალი, მოხერხებული პოლიტიკოსი და ჭეშმარიტი გმირი, თუმცა მისი როლი საქართველოს ისტორიაში წინააღმდეგობრივია. სამწუხაროდ, მას ხშირად სძლევდა ამბიციები, რომელთა გამოც სამშობლოს საკეთილდღეო საქმეები ბოლომდე ვერ მიჰყავდა.


--------------------
რაც არ იწვის არ ანათებს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Oct 31 2007, 09:45 PM
პოსტი #57


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



რახან ირანში გაიქცა ეს იმას არ ნიშნავს რო მოღალატე იყო, შენ კარგათ გიწერია გაიქცაო რატო გაიქცა? გაქციეს არა? მარა მაინც არ უღალატია თავის ერისთვის


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bekas
პოსტი Oct 31 2007, 10:01 PM
პოსტი #58


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 352
რეგისტრ.: 31-October 07
წევრი № 3,078



ციტატა
იქნებ დაასაბუთო რომ მან ნამდვილად გაეირა თავისი სამშობლო და თანაც სამუდამოდ!

"იგი თან ახლდა შაჰ-აბასს ქართლ-კახეთში მისი ამაოხრებელი ლაშქრობებისას 1614-1616 წლებში". თუ წაკითხვა შეგიძლია, აზრიც უნდა გამოიტანე. აფხაზეთის ომის დროს მე რომ უბრალოდ ვმდგარიყავი არძინბას, ბასაევის და სხვათა გვერდით ვინ ვიქნებოდი? თუ გასაქცევად გაუხადეს საქმე, ვერ გაიქცა მთაში? რა ხევსურები, ფშავლები, სვანები ანდა გურულები გასცემდნენ? არა ბატონო, უბრალოდ მთაში თავის ამბიციებს ვერ დააკმაყოფილებდა. სამშობლო ამბიციებს არ უნდა გადააყოლო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბოლქვაძე
პოსტი Nov 1 2007, 05:45 PM
პოსტი #59


ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 639
რეგისტრ.: 11-March 07
მდებარ.: თბილისი -|- ხილიანი
წევრი № 1,340



bekas

ციტატა
მალე სიტუაცია შეიცვალა, სააკაძე მიხვდა საკუთარი პოლიტიკის დამღუპველობას საქართველოს მიმართ. 1625 წელს იგი შეეთქვა ზურაბ არაგვის ერისთავს და კახეთის მეფე თეიმურაზ I-ს. აპრილში დაიწყო ქართველთა დიდი აჯანყება, 7 აპრილს მარტყოფის ბრძოლაში სააკაძის და ზურაბ ერისთავის ლაშქარმა სასტიკად დაამარცხა შაჰის მიერ ქართლის ასაოხრებლად გამოგზავნილი ირანელთა ჯარი.


აი ეს რომ არ გაეკეთებინა გიორგი სააკაძე ჩვენამდე შეიძლება არც მოსულიყო smile.gif და თუ მოვიდოდა აი მაშინ ჩავთვლიდი მოღალატეთ

ციტატა
რახან ირანში გაიქცა ეს იმას არ ნიშნავს რო მოღალატე იყო, შენ კარგათ გიწერია გაიქცაო რატო გაიქცა? გაქციეს არა? მარა მაინც არ უღალატია თავის ერისთვის


ცოდვა თუ ჩაიდინე, იმის მონანიება ხო შეიძლება ხოდა სააკაძემაც ამ ცოდვის მოსანანიებლად ერთი რომ დაეხმარა ყიზილბაშებისგან განწმედაში ქართველებს, მეორე ის რომ ამისთვის მას შვილის გაწირვა დასჭირდა და მესამე ისიც რომ თავის შვილთან ერთად მოკლეს


--------------------
რაც არ იწვის არ ანათებს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 21 2008, 03:28 PM
პოსტი #60


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დიდი მოურავი, სარდალი საქართველოს მხედრობისა, კაცი წარჩინებული. დიდად შემძლე და ყოველთა უმამაცესი, მრავალი სასახელო საქმე მოახდინა იბერიის სამეფოში სპარსთა მეფის წინააღმდეგ ბრძოლის დროს..."

პატრი კასტელი


"ამ ომსა შინა ფრიად მხნედ გამოჩნდნენ მეფე ლუარსაბ და უმეტეს მოურავი."

ვახუშტი ბაგრატიონი


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 03:33 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი