მეფე რომელსაც ბრწყინვალე ვუწოდეთ და, მისთვის ძეგლიც კი არ დაგვიდგამს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მეფე რომელსაც ბრწყინვალე ვუწოდეთ და, მისთვის ძეგლიც კი არ დაგვიდგამს |
დავით ივერიელი |
Jun 3 2007, 11:34 PM
პოსტი
#1
|
Illuminatus ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
ჩვენ ვამაყობთ იმ უწყვეტი ჯაჭვით რასაც ქრისტიანობის (XIსაუკუნიდან მართლმადიდბლობის) 17საუკუნოვანე საქართველოში ჰქვია....
მაგრამ მატიანე გვატყობინებს, რომ გიორგი ბრწყინვალის დროს ”რომის პაპმა ევროპელთა საქრისტიანო კათედრა სმირნადან ტფილისში გადმოიტანა.” რა აზრის ხართ ამაზე.... როგორ შეეგუა ამას ჩვენი ეკლესია... ეკუმენიზმი ოხმ არ იყო ნეტა მაჳშნაცა... ? -------------------- მერე რა რომ . . .
|
marine |
Jul 12 2007, 03:16 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ქვეყნის შიგნით მოპოვებულმა წარმატებებმა გიორგი V-ს ფართო საერთაშორისო აღიარებაც მოუპოვა. მან მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა ილხანების მტრებთან - ოქროს ურდოსა და ეგვიპტესთან.
ეგვიპტის სულთანმა დიდი შეღავათები მიანიჭა ქართველ მლოცველ-მოგზაურებს და ვაჭრებს. საქართველოს დაუბრუნდა წმინდა მიწაზე მუსლიმთა მიერ ჩამორთმეული ეკლესია-მონასტრები. გიორგი V-მ მოახერხა კვლავ გაეგრძელებინა საქართველოს გავლენა ტრაპიზონის იმპერიაზე. მისი ზეობის დროს რომის პაპმა სმირნიდან (ქალაქი მცირე აზიის დასავლეთ სანაპიროზე) კათოლიკური საეპისკოპოსო კათედრა თბილისსში გადმოიტანა. საქართველომ ურთიერთობა დაამყარა იტალიის გავლენიან ქალაქ-სახელმწიფოსთან - ვენეციასა და გენუასთან." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მამფალი |
Jul 12 2007, 04:48 PM
პოსტი
#3
|
შეფიცული ჯგუფი: Members პოსტები: 1,279 რეგისტრ.: 13-February 07 მდებარ.: apsni axeintkarra წევრი № 1,066 |
ჩვენ ვამაყობთ იმ უწყვეტი ჯაჭვით რასაც ქრისტიანობის (XIსაუკუნიდან მართლმადიდბლობის) 17საუკუნოვანე საქართველოში ჰქვია.... მაგრამ მატიანე გვატყობინებს, რომ გიორგი ბრწყინვალის დროს ”რომის პაპმა ევროპელთა საქრისტიანო კათედრა სმირნადან ტფილისში გადმოიტანა.” რა აზრის ხართ ამაზე.... როგორ შეეგუა ამას ჩვენი ეკლესია... ეკუმენიზმი ოხმ არ იყო ნეტა მაჳშნაცა... ? ეს მართლმადიდებლობის უარყოფას ნიშნავს? ვერ გავიგე ცოტა. -------------------- არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
|
უჩა |
Aug 8 2007, 01:59 AM
პოსტი
#4
|
ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 |
აუ მეც ვერ გავიგე. ანუ ეს რას ნიშნავდა?
ვინმეს თუ შეუძლია განგვიმარტეთ რა? და ამ ყველაფერს რომელი ისტორიკოსი წერს? ერთი გადავხედავ ხვალ ისტორიის ფურცლებს. მაგრად დამაინტერესა ამ ფაქტმა. -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
marine |
Aug 8 2007, 09:40 AM
პოსტი
#5
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
აუ მეც ვერ გავიგე. ანუ ეს რას ნიშნავდა? ვინმეს თუ შეუძლია განგვიმარტეთ რა? და ამ ყველაფერს რომელი ისტორიკოსი წერს? ერთი გადავხედავ ხვალ ისტორიის ფურცლებს. მაგრად დამაინტერესა ამ ფაქტმა. ჩვენი ფორუმელი athos-ი დამპირდა, რომ მალე შეაგროვებს ამ თემაზე მასალებს და მოგვაწვდის -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
უჩა |
Aug 11 2007, 10:55 PM
პოსტი
#6
|
ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 |
ამ თემამ ძალზედ დამაინტერესა და სახლში რა წიგნებიც მქონდა გადავხედე და აი დავდებ რაც ამოვიკითხე.
ივანე ჯავახიშვილი. 12 ტომეული, III ტომი, გვ. 173. 1982წ. რომის პაპის იოანე XXII ის 1328წ და 1329წ დაწერილი ეპისტოლეებიდან ჩანს რომ ტფილისი იმ დროისთვის საუკეთესო, ერმრავალი და მდიდარი, თან შესანიშნავი ქალაქი იყო. მის ასეთ თვისებათა მნიშვნელობის გამო, დას ევროპის ქრისტიანთა მწყემსმთავარმა და კარდინალების საბჭომ გადაწყვიტა თავისი მოქადაგეობითი მოღვაწეობის ცენტრი ქ. სმირნიდან ტფილისში გადმოეტანათ, რაც ასრულებულ იქნა კიდეც. [ისტ. კათოლიკ. გვ 32-33 და 580-582 (ლათინ.ტექსტ.)] ხო საქართველოს ისტორიის ნარკვევებში კიდე ცოტა უფრო ვრცლად წერია: 8 ტომეული, IIIტომი გვ 658-659. 1979წ. ქ. თბილისის დაწინაურებულ მდგომარეობას მოწმობს რომის პაპის იოანე XXII-ის 1328 და 1329წწ. ეპისტოლეები სადაც თბილისი დახასიათებულია: ,,მეტად შესანიშნავ, ხალხმრავალ, მარჯვე და მდიდარ ქალაქად" სწორედ ამიტომო იუწყება რომის პაპი, აღმოსავლეთის სამისიონერო ცენტრი ქ. სმირნადან ,,გადაგვაქ ხსენებულ ტბილისის ქალაქსა." [მ. თათარაშვილი ისტირია კათოლიკობისა ქართველთა შორის, 1902 გვ 32, 580] ქ. სმირნაში საეპისკოპოსოს გაუქმება გამოწვეული იყო ოსმალთაგან ქალაქის შევიწროებითა და მოსახლეობის შემცირებით. თბილისის საეპისკოპოსოს დაარსება და კათოლიკეების დაუბრკოლებელი პროპაგანდა, რა თქმა უნდა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე ვერ იქნებოდა. [შემონახული გვაქვს რომის პაპის იოანე XXII-ის 2 წერილი გიორგი ბრწყინვალისათვის 1321წ. და 1329წ. მ. თათარაშვილი, დასახ.ნაშრ. გვ 29-31 578-579, 38, 584] ცნობების უქონლობის გამო ჩვენ არ ვიცით როგორ შეხვდა ამ ფაქტს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის უმაღლესი მესაჭე ქართლის კათალიკოსი ( სავარაუდოა რომ მწვავე რიაქცია ექნებოდა) მაგრამ უდავოა რომ საქართველოს მთავრობას ეს ძალზედ აწყობდა დასავლეთ ევროპასთან ეკონომიკური და პოლიტიკურ კულტურული ურთიერთობისათვის. @@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@ მოკლედ ასე აქვთ აღწერილი ეს ფაქტი ამ ისტორიკოსებს. მე ასე მგონია და ასეთი დასკვნა გამოვიტანე. რომ ეს ფაქტი მართლა მოხდა. რადგან ეს ქართულ სახელმწიფოს ხელს აწყობდა და ეკონომიკურად აწყობდა გიორგი ბრწყინვალემაც ნება დართო პაპს. თუმცა ჩემი აზრით აქ ეკუმენიზმი არაფერ შუაშია და ამ შემთხვევაში კათოლიკური ეკლესია მართლმადიდებლურ ეკლესიასთან არანაირ კავშირში არ არი. თვითონ ისტორიკოსიც გამოთქვამს აზრს რომ ქართლის კათალიკოსი ამ ყველაფრის წინააღმდეგი იქნებოდაო. საგულისხმოა ის ფაქტიც რომ ეს ნაშრომები დაწერილია გაქანებული საბჭოთა ხელისუფლების დროს და ჩემი აზრით ამიტომ არაა ამ ნაშრომებში დაფიქსირებული თუ რა პოზიცია ქონდა ამასთან დაკავშირებით ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას. თან ამის მერე 15 ზე მეტი წელი გავიდა და თანამედროვე ისტორიკოსებს ამასთან დაკავშირებით რამე აუცილებლად ექნებათ გამოკვლეული. ხოდა თუ რამეს წავაწყდი აქაც დავდებ. იქნებ თქვენც მოიძიოთ რამე? საინტერესოა მაგარი. -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
უჩა |
Sep 27 2007, 01:13 AM
პოსტი
#7
|
ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 |
ამ თემასთან დაკავშირებით ხო არაფერი არ მოგიძიებიათ?
-------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
sable |
Oct 21 2007, 11:48 PM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
საეპისკოპოსო კათედრის გადატანა თბილისში ცვეულებრივი მოვლენა იყო
კათოლიკებს მრევლი შეუმცირდათ სმირნაში და ოდნავ მოემატათ თბილისში ამის გამო კათედრა აქ გადმოიტანეს თუმცა არ აქ ჰქონდათ დალხენილი მდგომარეობა საერთოდ საქართველოში შიმშილით ძვრებოდათ სული მათი ერთ-ერთი ეპისკოპოსი რომელიც სებასტოპოლისში ანუ ცხუმში იჯდა კენტერბერგის არქიეპისკოპოსს სთხობდა დახმარებას მიშველე თორემ გაგვძვრა მშივრებს სულიო. აქ მხოლოდ ღარიბი ქართველების შემოწირულობებზე ვარსებობთ თვით საფლავის ქვებიც კი სქიზმატიკოსებმა მუსლიმებთან და ებრაელებთან ერთად წაგვართვესო. თავიდან კი გამიკვირდა რაში უნდა დაჭირვებოდათ ქართველებს (წყაროში ეწ სქიზმატიკოსებს) მუსლიმების და ებრაელების დახმარება მაგრამ მერე მივხვდი რომ ეგ ავტორმა განგებ ჩაწერა იმისთვის რომ ყველაფერ სიკეთესთან ერთად მართლმადიდებლებისათვის ურჯულოებთან კავშირი დაებრალებინა თითქოს ეს ურწმუნოები ერთად ამხედრდნენ ჩვენს წინააღმდეგო. ასე რომ მაგათ დალხენილი ცხოვრება საერთოდ არ ჰქონიათ საქართველოში გიორგი V დროს, ეს წერილიც 1330 წელს არის დაწერილი და კარგად აჩვენებს კათოლიკების ყოფას საქ-ი -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
athos |
Oct 23 2007, 04:46 PM
პოსტი
#9
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
ციტატა მაგრამ მატიანე გვატყობინებს, რომ გიორგი ბრწყინვალის დროს ”რომის პაპმა ევროპელთა საქრისტიანო კათედრა სმირნადან ტფილისში გადმოიტანა.” მატიანეს სიტყვებიდან შეიძლება ისეთი აზრის გამოტანა, თითქოს მხოლოდ ერთი ევროპელთა საქრისტიანო კათედრა იყო, და მისი გადმოტანა მოხდა სმირნადან თბილისში. სინამდვილეში ასეთი კათედრები მრავალი იყო, ჯვაროსნული ლაშქრობების შემდეგ კათოლიკურ ეკლესიას დარჩა მრევლი ახლო აღმოსავლეთში, და ამას ემატებოდა მისიონერული საქმიანობით შეძენილიც. ამიტომ ეს ინფორმაცია არაფერ განსაკუთრებულს არ მიანიშნებს, გარდა იმისა, რომ თბილისში უფრო სტაბილური ვითარება იყო, ვიდრე სმირნაში -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
ბოლქვაძე |
Oct 23 2007, 04:51 PM
პოსტი
#10
|
ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე ჯგუფი: Members პოსტები: 639 რეგისტრ.: 11-March 07 მდებარ.: თბილისი -|- ხილიანი წევრი № 1,340 |
საინტერესოა ....
-------------------- რაც არ იწვის არ ანათებს!
|
ბიძია თომა |
Oct 23 2007, 07:58 PM
პოსტი
#11
|
t.d ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 |
საინტერესოა აუცილებლათ ვეცდები ამ თემის შესახებ რამე საინტერესო მოვიძიო
-------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
marine |
Oct 24 2007, 09:56 AM
პოსტი
#12
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
საინტერესოა აუცილებლათ ვეცდები ამ თემის შესახებ რამე საინტერესო მოვიძიო წინასწარ დიდი მადლობა -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
little akacia |
Feb 28 2011, 02:35 PM
პოსტი
#13
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 28-February 11 წევრი № 10,562 |
ალბათ მიხვდით საუბარია გიორგი ბრწყინვალეზე
რას ფიქრობთ ამ თემაზე, საინტერესო იქნება თქვენი აზრი იხილეთ ბმული მეტი ინოფრმაციისთვის |
ikanosi |
Feb 28 2011, 03:35 PM
პოსტი
#14
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
აუცილებელია. აქამდეც უნდა დადგმულიყო
-------------------- ფარით ან ფარზე
|
nikolas |
Feb 28 2011, 11:38 PM
პოსტი
#15
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 154 რეგისტრ.: 1-January 09 წევრი № 6,201 |
ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სუვერენი
-------------------- "აი, რა არის ცხოვრება, ძამიკო, ლუდის დასალევად შემოვედი და აგერ უცებ შამპანური. ასეა, ყველაფერი მოულოდნელად ხდება..."
|
marine |
Mar 4 2014, 10:57 AM
პოსტი
#16
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მაჰმადიანი მბრძანებლები ასე მიმართავდნენ გიორგი ბრწყინვალეს:
დიდებულმა ალაჰმა დღეგრძელ ჰყოს ბრწყინვალება მისი უდიდებულესობისა, სახელოვანისა, რაინდისა, მამაცისა, ლომისა, კეთილშობილისა, დაუცხრომელი მებრძოლისა, ტახტის მპყრობელისა, გვირგვინოსნისა, თავის სარწმუნოებაში განსწავლულისა, თავის სამწყსოს მიმართ სამართლიანისა, საბერძნეთის მეფეთა შორის რჩეულისა, ზღვათა და სრუტეების სამფლობელოთა განძისა, რაინდთა დაცველისა, წინაპართ ტახტ-გვირგვინის მემკვიდრისა, რუმისა და ირანის ქვეყნების ზღუდისა, ქრისტიანობის განმტკიცებლისა, იესოს სარწმუნოების შემწისა, საქრისტიანოს გმირთა მკურთხევლისა, იერუსალიმის განმადიდებლისა, რომის პაპის შემწისა, მუსლიმთა ერთგულ მეგობრისა, ახლობელ მეგობართაგან ყველაზე გულწრფელისა, მეფეთა და სულთანთა მეგობრისა..." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 28 2014, 01:11 PM
პოსტი
#17
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გიორგი ბრწყინვალეს არცერთი დიდი და სერიოზული ომი არ მოუგია, მაგრამ გონივრულად წარმართული საშინაო და საგარეო პოლიტიკის წყალობით, მან თითქმის უსისხლოდ აღადგინა საქართველო დავით აღმაშენებლისდროინდელ საზღვრებში".
/თემურ გაბუნია/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 3 2015, 07:15 PM
პოსტი
#18
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"[გიორგი ბრწყინვალემ] პირდაპირ აუკრძალა ქადაგება საქართველოში კათოლიკებს"
/დეკ. დავით (ქვლივიძე) "ქვაკუთხედი" N5, 2015, გვ. 13/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 7 2015, 10:55 PM
პოსტი
#19
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გიორგი ბრწყინვალე შეუდგა ჯარის მოკრებას და საქართველოს გაერთიანებას და ნაწილ-ნაწილ დაყოფილი სამთავროების, საერისთავოების დამორჩილებას, რაც ძვირად დაუჯდა, რადგან ზოგიერთი მთავარი და ერისთავი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა.
მეფეს გული არ გაუტყდა. იგი მაინც ცდას მიეცა და შინაურ მტერთა მოსპობა განიზრახა. შეკრიბა დიდი ჯარი და მიეცა სამზადისს და დიდი ნადიმის გადახდას და ყველა მტრის ამ ნადიმზე მოწვევას. მათ შორის იყო ოსების ქურდბაცაცა ბელადიც. მეფემ ნადიმის გამართვა გომბორის მთის ნაწილ ცივზე გადაწყვიტა. დაპატიჟება ყველამ სიამოვნებით მიიღო. გიორგიმ აქაც განიზრახა ყველას დაყოლიება და სისხლდაუღვრელად დამორჩილება, მაგრამ ყველას ლაპარაკში უარი გამოჩნდა. მეფემ შეწყვიტა მათთან საუბარი. ამ დროს მათ უკვე გადააკვრევინა ძვირფასი კახური. რაკი ეს მოხდა, გადაკრულებს რაც კი გულში გიორგის წინააღმდეგ ჰქონდათ, ყველაფერი თქვეს. გიორგიმ შეიტყო, რომ ისინი უსისხლოდ არაფერს დათმობდნენ და თავის მომზადებულ კაცებს ეს თავის მტერ-სტუმრები დიდ სანადიმო სუფრაზე ამოაწყვეტინა, მათში მოჰყვა ოსების ქურდბაცაცა ბელადიც". /ზაქარია ჭიჭინაძე, 1916 "კრიალოსანი" N1, 2015, გვ.19/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 8 2017, 10:31 AM
პოსტი
#20
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მე-14 საუკუნის დამდეგს საქართველოს მოევლინება წმინდა გიორგი ბრწყინვალე, რომელიც საფუძველს დაუდებს ჩვენი ქვეყნის ხელახალ აღორძინებას. შეიძლება გავიაზროთ, რა გააკეთა მეფემ, მაგრამ ძნელია უპასუხო კითხვას: როგორ, რა ძალით გააკეთა ყოველივე ეს? ერთი რამ აშკარაა: წმინდა გიორგი ბრწყინვალემ შეძლო ის, რაც ვერ შეძლეს სხვა ეპოქის მეფეებმა. ის იყო საოცარი ალღოს მქონე პოლიტიკოსი, დიდი დიპლომატი, ბრწყინვალე მხედართმთავარი, გაბედული ადამიანი, მართლაც უფლისგან რჩეული. ის უფალმა შეაყენა ამ გზაზე, უფალმა მისცა პირველი ბიძგი. სხვაგვარად ამის ახსნა შეუძლებელია."
/პროფესორი ვახტანგ გურული "კარიბჭე" N24, 2009, გვ.14/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:40 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი