IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V « < 3 4 5  
Reply to this topicStart new topic
> დიდი სჯულისკანონი, მართლმადიდებლობის "კონსტიტუცია"
კანუდოსელი
პოსტი Jan 26 2007, 03:15 AM
პოსტი #81


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(გლახა @ Jan 25 2007, 09:17 PM) *

Sotiris
აუუუუუუუუუუუ
საიდან მოიტანე?
სადმე წაიკითხე ეს თუ შენი აზრია?
ბიბლიური რომ არ არის ამას პატარა ბავშვიც მიხვდება.....


გლახაჯან ბიბლიაში კბილების გახეხვაც არ წერია biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 26 2007, 12:04 PM
პოსტი #82


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



კანუდოსელი
ციტატა
გლახაჯან ბიბლიაში კბილების გახეხვაც არ წერია

გლახა რა კარგად აეწყობოდა ისლამს... tongue.gif

ყურანსა და ჰადისებში როგორც მახსოვს პირის დაბანის და საჭმლის ჭამის წესებიც წერია

ქრისტიანობა მაღალ საფეხურზე დგომას ითხოვს ადამიანისგან. მრავალ რამეს (გარდა დოგმატურისა) თვითონვე უნდა მიხვდეს....


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jan 26 2007, 01:38 PM
პოსტი #83


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ციტატა
ხალხო ერთი ფრიად დელეკატური საკითხი მინდა აღვნიშნო თქვენს წინაშე..გავბედავ რადგან საკმაოდ მოაზროვნე ხალხი ხართ და ასაკითაც პატარები არა ბრძანდებით...
ამასწინათ რამოდენიმე ფორუმელთან ერთად ერთერთ ტაძარში შევედით, რომელიც ავლაბრის მეტროსთან არის ახლოს...არ ვიცი ზუსტად... წმიდა ნინოს სახელობისა იყო მგონი...
რომ შევედით ერთი კაცი იყო შიგნით ალბათ დარაჯი...რომ დაგვინახა მაშინ მოიხადა ქუდი (ეს ისე )
გამოსვლისას კი კარებზე მიკრულმა წარწერამ მიიქცია ჩემი ყურადღება. წარწერა ასეთი იყო: წყეულიმც იყოს ვინც ამ ტაძარში დედათა წესით შემოვიდეს... (შეგიძლიათ წაიკითხოთ ლევიანთა წიგნის მე-15 თავი ძველი აღთქმიდან)
გავოცდი...ეს ადამიანები მოსეს დროში არიან ჩარჩენილები და დავიწყნიათ, რომ ქრისტემ გაგვათავისუფლა ასეთი კანონებისაგან
მაინტერესებს რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით...


'
მართლაც დელიკატურია და ცოტა უხეხულიც ამაზე წერა, მაგრამ გეტყვი, რომ აქაც არ არის ცალსახა დამოკიდებულება. ამ დროს მოძღვრის კურთხევის შესაბამისად იქცევა ქალი. ზოგიერთი მოძრვარი მიიჩნევს, რომ წირვის გაცდენას ჯობია მიხვიდე და დადგე, ზოგი იმ შემთხვევაში იძლევა კურთხევას წირვაზე დასასწრებად თუ ამის სურვილს ტავად ქალი გამოხავატს. ერთხელ ერთ ჩემთვის და მგონი ძალიან ბევრისთვის პატივცემულ სასულიერო პირს ვუსსმენდი რადიო ,,ივერიაში,, მან ბრძანა , რომ დედათა წესი ეს არ არის ცოდვილი მდგომარეობა, არამედ გახსენება ევას შეცოდებისაო, ამიტომ, მე პირადად ვეძლევ ჩემს მრევსლ კურთხევას ამ დროს სახარებაც კი იკითხონო. ანუ თუნდაც ის რამეში ცდებოდეს, მის მრევლს უკვე აქვს კურთხევა, ამიტომ ვერ გავიგე, თუ მისი მრევლი ამ დროს იმ ტაძარში შევა მაინც გავრცელდება მასზე ეს წყვევლა?smile.gif ან კი ვინ მოიგონა მის იქ გაკვრა, საოცარია. წყევლაღა მაკლდა რა, ღმერთმა დაიფაროს ის მოძღვრისგან იყოს, გამიგია სასულიერო პირის წყევლას ანგელოზის შეკვრაც შეუძლიაო. საშინელებააა. ვააა, ანუ შევიდე თუ არა????smile.gif



ისე საკითხიც საინტერესოა, თუ მე მაქვს კურთხევა და მიუხედავად ამისა არსებობს ასეთი აკრძალვა, რომელს დავემორჩილო?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 26 2007, 05:19 PM
პოსტი #84


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მხევალი ნინო
ციტატა
თუ მე მაქვს კურთხევა და მიუხედავად ამისა არსებობს ასეთი აკრძალვა, რომელს დავემორჩილო

ამ საკითხზე რამდენადაც მახსოვს ბასილი დიდი თავის კანონიკურ ეპისტოლეში ბრძანებს:
"უფლის სიტყვებისამებრ, კანონი შექმნილი ადამიანისათვის და არა ადამიანი კანონისათვის. ამდენად განკანონება არ არის სასჯელი, რა აღქმაც საერო სამართალში აქვს მას. ამიტომ იერარქიამ და მოძღვარმა გადაწყვიტონ, და თუ მართებულად მიიჩნევენ, გაზარდონ ან შეამცირონ კანონი."

აქ ცოტა სხვა რამეზეა საუბარი (ანუ უზიარებლობის ვადასა და ფორმაზე), მაგრამ ვგონებ კანონიკური სამართლის სულისკვეთება სავსებითაა გასაგები. არსებობს ძალიან მცირე კანონების ჯგუფი, რომლებზეც კომპრომისი არ დაიშვება, დანარჩენს კი კაცთა სიყვარული და ცხოველი რწმენა აღემატება...

მშობიარობიდან მე-40 დღემდე (სანამ ქალს განწმედის ლოცვები არ წაეკითხება) მისი ზიარება (და საერთოდ სიწმიდეზე მიკარება) არ შეიძლება. თუკი ასეთი ადამიანი მომაკვდავია რა ვქნათ?


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Jan 27 2007, 05:06 PM
პოსტი #85


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



ამას წინათ ერთ ჟურნალში ვკითხულობდი სწორედ ამაზე სტატიას...ციტირება იყო ერთერთი რუსული ფორუმიდან...
ერთი მორწმუნე ქალი კითხულობდა ამას...
მრვდელი რომელიც უხსნიდა მოფანატო ტიპი ჩანდა....
საბოლოოდ ერთმა მორწმუნე მედიცინის მუშაკმა მორწმუნე ადამიანმა გასცა ძალიან კარგი პასუხი ამ მღვდელს...მაგრამ ეს უკანასკნელი ზურგზე მაინც არ ეცემოდა....
ნუ ფანატიკოსობა დიდი სენია....
და სწორედ მდედრობითი სქესისათვის ამ დროს ეკლესიასი შესვლის, ზიარების, სახარების წაკითხვის აკრძალვა, სწორედ რომ საშინელი ფანატიზმია....
ერთი ვინც ამას ქადაგებს კრძალავს ახლა (ახალი აღთქმის პერიოდში) ...თვითონ იქცნენ ქალებად და ასე ადვილად ვერ დააწესებენ ამ აკრძალვებს ....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 30 2007, 02:39 AM
პოსტი #86


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



გლახა
ციტატა
ფანატიზმია

ფანატიზმი (ყველანაირი განმარტებით რაც მინახავს) არის რწმენა სიყვარულის გარეშე

აკრძალვები არათუ რელიგიას, არამედ ელემენტარულ ზნეობრივ ნორმებსაც აქვს. ამიტომ თუ ვინმე ბრკოლდება, ეს მისი პრობლემაა

და კიდევ: როდესაც საუბრობ, რომ ესა თუ ის ქმედება ცოდვა არის თუ არა, განწმენდა ჭირდება ადამიანს თუ არა, მინიმუმ სულიერი თვალი უნდა გქონდეს, რომ დაინახო ცოდვამ როგორ ამოწვა პიროვნების სული. თუკი ამას ვერ ხედავ, რის საფუძველზე შეგიძლია ამტკიცო, რაიმე ქმედება არის თუ არა ცოდვა??


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Jan 30 2007, 01:03 PM
პოსტი #87


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



კანონისტი
ჩემო კანონისტ, მე მჯერა, რომ ქრისტემ გამატავისუფლა რჯულის მარწუხებისაგან....ასე რომ მე მწამს რომ ახლა მადლის დროში ვცხოვრობ....
ვისაც უნდა ბატონო იცხოვროს რჯულში...
უფალმა თავისუფალი არჩევანის უნარი და უფლება მოგვცა....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jan 30 2007, 02:55 PM
პოსტი #88


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



გლახა
ციტატა
ვისაც უნდა ბატონო იცხოვროს რჯულში...
უფალმა თავისუფალი არჩევანის უნარი და უფლება მოგვცა....




ამით რისი ტქმა გინდოდა გლახუნა, ცვენს გლეხურ ენაზე აგვიხსენი


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Jan 30 2007, 04:56 PM
პოსტი #89


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



მხევალი ნინო
ციტატა
ამით რისი ტქმა გინდოდა გლახუნა, ცვენს გლეხურ ენაზე აგვიხსენი


გლეხურად არა ვთქვი? სხვანაირად არც შემიძლია.... smile.gif
თუკი გადახედავ ძველ აღთქმას და წაიკითხავ გამოსვლისა, ლევიანებისა და სხვა წიგნებს იქ ნათლად ჩანს, რომ ღმერთმა სხვადასხვა წესები დაუდო ადამიანებს, მისცა რჯული...
მაგრამ ვიცით, რომ ვინც ერთ რამეს დაარღვევდა რჯულში, ის ყველაფერში დამნაშავე იყო....
ასე რომ თუ ერთი რამის შესრულება უნდა ვინმეს რჯულიდა, მაშინ ყველაფერი უნდა სეასრულოს, რადგან ისე არ ჩაეთვლება...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 30 2007, 05:09 PM
პოსტი #90


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



გლახა
მართალი ხარ, ახალ აღთქმაში ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ განა ის, რომ რჯული და ცოდვა არ არსებობს, არამედ დამოკიდებულება მისდამი, დამოკიდებულება ცოდვილისადმი

უფალმა აღსარება დააწესა, უფალმა ცოდვილის შენანება ბრძანა, მისი ჩაქოლვა გააუქმა

თორემ რა განა ცოდვები აღარ არსებობს? თუკი არსებობს მაშ შეკრული ხარ ამ რჯულით.....

მაშინ როდესაც იუდეველნი ცოდვის ჩამდენს ქალაქიდან ასახლებდნენ, არ არსებობდა შებრალება, არ არსებობდა ცოდვილის შენდობა, მაცხოვარმა ყველაფერი ეს დააწესა, უფრო მაღალ სიმაღლეზე აგვიყვანა. თუმცა მას არ უთქვამს, რომ კაცის კვლა ცოდვა არ არისო, ან სხვა რომელიმე ძველაღთქმისეულ ცოდვებზე, მან მხოლოდ დამოკიდებულება შეცვალა

შესაბამისად, თუკი ძველი აღთქმის ადამიანი, რაიმე ცოდვის ჩადენის შემთხვევაში შეიძლება სიკვდილით დაესაჯათ, ქალაქიდან გაეძევებინათ და ა.შ. ახალ აღთქმაში ეს ყველაფერი აღარ არსებობს, მაგრამ, ისევ გიმეორებ, ეს არ ნიშნავს რომ ძველი აღთქმა გაუქმდა, ძველი აღთქმა ახალ სიმაღლეზე ავიდა ახალ აღთქმაში, იგი აღსრულდა ახალ აღთქმაში და ისინი ერთობლიობაში ქმნიან სწორედ ბიბლიას - წიგნთა წიგნს....


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 30 2007, 06:43 PM
პოსტი #91


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



კანონისტ,
უფრო ნათელი რომ იყოს რასაც წერ, მაშინ გაავლე ხაზი ქრისტიანობასა და რჯულს შორის...
სე უფრო გასაგები ხდება, თორემ შეიძლება მართლა ასე გაიგონ რომ სჯულისკანონის შესრულებაა მართლმადიდებლობა და არა სიყვარული smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jan 30 2007, 08:55 PM
პოსტი #92


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



KAIROS

კაიროს შენი ხელმოწერის აბრივიატურა გააკეთე რა ძალიან გთხოვ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mendes masieli
პოსტი Feb 17 2007, 04:31 PM
პოსტი #93


შეყვარებული კაცი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 222
რეგისტრ.: 26-January 07
მდებარ.: დედამიწა
წევრი № 928



მინდა,ერთი რამე ვიკითხო:დედათა წესის შესახებ წაგიკითხავთ ათანასე დიდის პირველი კანონი?

იქ წერია,რომ ადამიანებს თუ აქვთ სურდო და ცხვირიდან გამონადენი არ აქვთ უფლება,რომ ტაძარში შევიდნენ?





--------------------
მიყვარხართ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Feb 21 2007, 07:03 PM
პოსტი #94


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



აქინაა რჯულისკანონი tongue.gif უცნაური საძებნია მაგრამ მაინც biggrin.gif

http://titus.uni-frankfurt.de/texte/etca/c...anoni/kanon.htm


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Feb 22 2007, 12:03 AM
პოსტი #95


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



mendes masieli
ციტატა
მინდა,ერთი რამე ვიკითხო:დედათა წესის შესახებ წაგიკითხავთ ათანასე დიდის პირველი კანონი?

იქ წერია,რომ ადამიანებს თუ აქვთ სურდო და ცხვირიდან გამონადენი არ აქვთ უფლება,რომ ტაძარში შევიდნენ?

ასე არ წერია და შეცდომაში ნუ შეგყავს ხალხი

წმიდა ათანასე ალექსანდრიელის ეპისტოლე ამონ მონაზონის მიმართ
... მრავალნაირია ეშმაკის ხრიკები, რომელიც გახრწნისა და წარწყმედის მიზეზ ფიქრს თესავს მათში, ვინც წმიდად ითვლება და ამას აკეთებს შეპარვითა და ტყუილით ვიდრე პირდაპირ კვეთებითა. იმისათვის, რომ როგორც თავიდან ვთქვით, მოსპოს და ჩამოაშოროს მოღვაწენი სათანადო და საცხოვნებელ წვრთნას, ისეთ საკითხს წამოჭრის მათ შორის, რომელიც ცხოვრებისთვის ვერაფერს სასარგებლოს მოიტანს, ეს არის ფუჭი და უსარგებლო კამათი და ლაპარაკი, რომელსაც გვერდი უნდა აუარო და უგულებელყო. აბა, მითხარი, ო საყვარელო და განკრძალულო, რა ცოდვა და უწმიდურობა აქვს რაიმე ბუნებრივ გამონაყოფს, როგორც ზოგიერთი ბრალად უყენებს ვისმე ცხვირიდან წამოდენილ სისველეს და პირიდან გადმოსულ ნერწყვს? ასევეა მუცლის დაცლა, რომელიც საჭიროა ცოცხალი არსების სიცოცხლისათვის. ადამიანი ღვთის ხელის შექმნილად გვწამს წმიდა წერილისამებრ და როგორ შეიძლებოდა წმიდა ხელიდან რაიმე ბიწიანი გამოსულიყო. და თუ ღვთის ნათესავი ვართ მოციქულთა წიგნისამებრ [საქ. 17, 28], ჩვენ ჩვენში არაწმიდა არაფერი გვაქვს. მხოლოდ მაშინ შევიგინებით, როცა სულის წარმწყმედ ცოდვას ვმოქმედებთ. ხოლო როცა ბუნებრივი და უნებური გამოყოფა ხდება, მაშინ სხვა პირველხსენებულ ბუნებრივ საჭიროებად უნდა შევრაცხოთ ესეც..... (და ა.შ გრძელდება კიდევ)


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 5 2007, 03:09 PM
პოსტი #96


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



კანონისტ!

დაძებნე ერთი თვითმკვლელი და ეკლესიური მოხსენიება და შემდეგ ( თუკი არის რაიმე კანონი) ნარკომანი და წამალში გაპარულის მოხსენება!

იხარე!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alex_b
პოსტი Mar 6 2007, 04:32 PM
პოსტი #97


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 254
რეგისტრ.: 27-February 07
წევრი № 1,210



გლახა!
QUOTE
ჩემო კანონისტ, მე მჯერა, რომ ქრისტემ გამატავისუფლა რჯულის მარწუხებისაგან....ასე რომ მე მწამს რომ ახლა მადლის დროში ვცხოვრობ....
ვისაც უნდა ბატონო იცხოვროს რჯულში...
უფალმა თავისუფალი არჩევანის უნარი და უფლება მოგვცა....


მინდა შემოგთავაზო ჩემი გაგება მადლში ცხოვრებაზე.
ერთ მუხლს გავიხსენებ რომაელთა წერილიდან:
"ახლა კი არავითარი მსჯავრი არ არის მათზე, რომლებიც ქრისტე იესოში ცხოვრობენ არა ხორციელად, არამედ სულიერად. ვინაიდან სიცოცხლის სულის სჯულმა ქრისტეში გამანთავისუფლა ცოდვისა და სიკვდილის სჯულისაგან."

აბა ეხლა მომისმინეთ მე ეს როგორ მესმის.
სამყაროში არსებობს და გაბატონებულია ცოდვისა და სიკვდილის სჯული.
ეს იმას გულისხმობს, რომ ადამიანი პირველივე წლებიდან მიდრეკილია ცოდვისაკენ. ჩადენილი ცოდვები (როგორი ცოტაც არ უნდა იყოს ისინი) წარმოშობენ სიკვდილს. - ეს არის ცოდვისა და სიკვდილის კანონი.

ხოლო რაც შეეხება სიცოცხლის სულის სჯული - ეს არის, როცა ადამიანი მთელი გულითა და არსებით ემორჩილება ღმერთს. დადის სულიწმიდით აღვსილი და მისი მოქმედებები მიმართულია იმისაკენ, რომ ღმერთს აამოს. ასეთ შემთხვევაში ადამიანი მაინც ჩადის (ხოლმე) ცოდვებს, მაგრამ მასზე არ ვრცელდება ცოდვისა და სიკვდილის კანონი. ასეთი ადამიანი ინანიებს ღვთის წინაშე და იგი მომენტალურადვე თავისუფლდება ცოდვის შედეგის- სიკვდილისაგან.


--------------------
იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V « < 3 4 5
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 06:39 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი