IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V < 1 2  
Reply to this topicStart new topic
> ყოვლადუწმინდესი ბართლომეოსის სიტყვა
მნათე
პოსტი Jul 30 2007, 03:49 PM
პოსტი #21


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
პროტესტანტებმაც ყველაფერი კარგად გაიგეს. შენზე უკეთესად


კაი ახლა შოთა, გინდა თქვა რომ ბართლომემ შტოთა თეორიას უკმია გუნდრუკი? და ის ისეთი არათანმიმდევრულია რომ, საქართველოში ვიზიტისას სხვას ამბობს, პროტესტანტებთან სხვას?

ციტატა
ყოვლადუწმიდესს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ მართლმადიდებლური ეკლესია არის ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია და რომ მხოლოდ იგია ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, რომ ეს ორი ცნება იდენტურია. ასე კი მისი სიტყვების ინტერპრეტირება თავისუფლად შეიძლება იმ თვალსაზრისით, რომ ყველა ე.წ. "ეკლესია" უხილავადაა გაერთიანებული ქრისტეს სხეულში. მერე რა, რომ დოგმატური სხვაობები არსებობს? ესენი მარტო ერთად ზიარებაში გვიშლის ხელს, ხილულ ერთობაში, თორემ უხილავად ერთნი ვართ.


ყოვლადუწმინდესი რომ სხვაგვარად ფიქრობდეს არ იტყოდა, განწვალებებიაო აღმოსაფხვრელი... როგორ გგონია, იმ ასამბლეაზე მართლმადიდებლური შეხედულებების არაფერი გაეგებოდათ, ბართლომეს გამოსვლამდე? რა საჭიროა განწვალებების აღმოფხვრა, თუ ბართლომეოსს სხვაგანაც გონია ჭეშმარიტება? რატომ ისაუბრებდა დოქტრინალურ განსხვავებებზე, თუ ეს მისთვის მეორეხარისხოვანია? მე მის გამოსვლაში დავინახე ტაქტი, ეთიკა და დიპლომატია რომელიც ასე გვაკლია... ცხადზე ცხადია მისი გამოსვლის თითოეული წინადადება და გამომკიდებლობითი დამოკიდებულება არ იქნება კარგი...

ციტატა
რავენაში კათოლიკეებს აზიარებდა.


(კორ I, 9; 19-23)


ვინაიდან ყველასგან თავისუფალი ყველას დავემონე, რათა უფრო მეტი შემეძინა.

იუდეველებისთვის გავხდი როგორც იუდეველი, რათა იუდეველები შემეძინა, რჯულის ქვეშ მყოფთათვისს, როგორც რჯულის ქვეშ მყოფი, თუმცა თვით რჯულის ქვეშ უმყოფელი, რათა რჯულის ქვეშ მყოფნი შემეძინა.

ურჯულოთათვის - როგორც ურჯულო, თუმცა არა ვარ ურჯულო, მაგრამ ქრისტესთვის რჯულიერი, რათა ურჯულოები შემეძინა.

უძლურისთვის გავხდი, როგორც უძლური, რათა უძლურნი შემეძინა. ყველასთვის ყველაფერი გავხდი, რათა ზოგიერთები მეხსნა როგორმე.


და ამას ვაკეთებ სახარებისათვის, რათა მეც გავხდე მისი თანამონაწილე.


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jul 30 2007, 03:57 PM
პოსტი #22


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(Sotiris @ Jul 30 2007, 11:24 AM) *

რა სიწმიდე?! გოდების კედელს საერთო არაფერი აქვს საკუთრივ იერუსალიმის ტაძართან (რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს არის მცირე ნაშთი მის გარშემო აშენებული კედლისა), რომელიც რომაელებმა მიწასთან გაასწორეს, ისე რომ კვალიც აღარ დარჩა. გოდების კედელთან ებრაელები მესიის მოსვლის შესახებ ლოცულობენ. შენ რა ჯანდაბა გინდოდა იქ?


მე ვიცოდი რომ ეს სოლომონს უკავშირდება, და ამიტომ ვემთხვიე, როგორც სოლომონის აშენებულ სიწმინდეს....


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jul 30 2007, 08:04 PM
პოსტი #23


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(მნათე @ Jul 30 2007, 03:49 PM) *

კაი ახლა შოთა, გინდა თქვა რომ ბართლომემ შტოთა თეორიას უკმია გუნდრუკი?


ტექსტიდან ეგ დასკვნა გამოდის. მოდი ბარემ ბალამანდის შეთანხმებიდანაც მოვიყვან ციტატებს:

10) ათწლეულებში, რომლებიც მოჰყვა ამ უნიებს, მისიონერულ აქტიურობას ტენდენცია ჰქონდა მის პრიორიტეტებს შორის ყოფილიყო სხვა ქრისტიანთა მოქცევა, ინდივიდუალურად ან ჯგუფების სახით, რომ ისინი "დაებრუნებინა" საკუთარ ეკლესიაში. ამ ტენდენციის (რომელიც პროზელიტიზმის წყარო იყო) ლეგიტიმიზაციის მიზნით კათოლიკურმა ეკლესიამ შეიმუშავა საღმრთისმეტყველო ხედვა, რომლის მიხედვითაც იგი წარმოადგენდა საკუთარ თავს როგორც ერთადერთ ეკლესიას, რომელსაც ერწმუნა ცხონება. რეაქციის სახით მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავის მხრივ იგივე ხედვა მიიღო, რომლის მიხედვითაც მხოლოდ მასშია ცხონება. "განყოფილი ძმების" ცხონების გარანტიისთვის ისიც კი ხდებოდა, რომ ქრისტიანებს ხელახლა ნათლავდნენ და პიროვნების სარწმუნოებრივი თავისუფლების და ქმედების გარკვეული მოთხოვნები დავიწყებულ იქნა. ეს უკანასკნელი ხედვა იყო ის, რომლის მიმართაც ამ პერიოდში დიდი მგრძნობიარობა არ გამოუჩენიათ.

12) იმის გამო, თუ როგორ განიხილავენ დღეს კვლავ კათოლიკეები და მართლმადიდებლები ერთმანეთს ეკლესიის საიდუმლოსთან მიმართებაში და იმის გამო, რომ ერთმანეთში კვლავ იპოვეს და ეკლესიები, "სამისიონრო საქმიანობის" ზემოაღწერილი მეთოდი, რომელსაც უნიატიზმი ეწოდა, აღარ შეიძლება იყოს მისაღები არც როგორც მეთოდი რომელსაც უნდა მივყვებოდეთ და არც როგორც ერთობის მოდელი, რომელსაც ჩვენი ეკლესიები ეძიებენ.

13) ... ორივე მხარე ცნობს, რომ ის, რაც ქრისტემ არწმუნა მის ეკლესიას - მოციქულთა სარწმუნოების აღისარება, ერთიდაიგივე საიდუმლოებებში მონაწილეობა, ყველაფერზე უპირატეს - ერთი მღვდლობა ქრისტეს მსხვერპლის აღსასრულებლად, ეპისკოპოსთა სამოციქულო მემკვიდრეობა - არ შეიძლება ექსკლუზიურად ეკუთვნოდეს ერთ-ერთს ჩვენს ეკლესიათაგან. ამ კონტექსტში ცხადია, რომ ხელახლა მონათვლის ნებისმიერ ფორმას უნდა თავი ავარიდოთ.

15) თუმცა პიროვნების ხელშეუხებელი თავისუფლება და მისი ვალი მიჰყვეს სინდისის მოთხოვნებს კვლავ უზრუნველყოფილი რჩება, ერთობის ძიების პროცესში საერთოდ არ დგას საკითხი ერთი ეკლესიიდან მეორეში ხალხის მოქცევისა მათი ცხონების უზრუნველსაყოფად...

ათონის წმ. კინოტი სავსებით მართალია, როდესაც ამბობს, რომ "სამწუხაროდ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მართლმადიდებლებმა ოფიციალურად მიიღეს შტოთა თეორიის გარკვეული ფორმა". ახლა შენ სადმე ნახე, რომ პატრიარქმა ბართლომემ მოახდინა ამ დოკუმენტის დეზავუირება? შენ სადმე ნახე, რომ შენიშვნა მისცა ამ დოკუმენტზე ხელის მომწერებს (საეკლესიო სასჯელზე არაფერს ვამბობ)?

ციტატა
და ის ისეთი არათანმიმდევრულია რომ, საქართველოში ვიზიტისას სხვას ამბობს, პროტესტანტებთან სხვას?


ყველგან ერთიდაიგივეს ამბობს, ოღონდ ზოგჯერ ცხადად, ზოგჯერ უფრო შეფარვით.

ციტატა
როგორ გგონია, იმ ასამბლეაზე მართლმადიდებლური შეხედულებების არაფერი გაეგებოდათ, ბართლომეს გამოსვლამდე?


ბართლომეს გამოსვლის მერე გაიგეს და კმაყოფილებიც დარჩნენ IPB-ს სურათი

ციტატა
რა საჭიროა განწვალებების აღმოფხვრა, თუ ბართლომეოსს სხვაგანაც გონია ჭეშმარიტება?


რომ ერთად ეზიარო, მეტი არაფრისთვის, თორემ ისიც ეკლესიის ნაწილია და შენც და ცხონება ყველგან ყოფილა. თან ისე ყოფილა, რომ ეკლესიამ უარი უნდა "პროზელიტიზმზე", ე.ი. გარანტირებულად ჰქონიათ.

ციტატა
რატომ ისაუბრებდა დოქტრინალურ განსხვავებებზე, თუ ეს მისთვის მეორეხარისხოვანია?


იხ. ზემოთ.

ციტატა
მე მის გამოსვლაში დავინახე ტაქტი, ეთიკა და დიპლომატია რომელიც ასე გვაკლია...


ვის აკლია? IPB-ს სურათი

ციტატა
ცხადზე ცხადია მისი გამოსვლის თითოეული წინადადება და გამომკიდებლობითი დამოკიდებულება არ იქნება კარგი...


შვილი, სუსტი პოზიცია გაქვს ძალიან, მაგრამ არ გინდა აღიარო IPB-ს სურათი

ციტატა
(კორ I, 9; 19-23)


შეადარა ბართლომე და პავლე IPB-ს სურათი

პ.ს. ქალკიდონის მიტროპოლიტი ბართლომე (შემდგომში მსოფლიო პატრიარქი), 29 ივნისი, 1990 წ., რომი, წმ. პეტრეს ხსენების დღე, მიმართვა რომის პაპ იოანე პავლე მე-2-დმი:

დღეს საყოველთაოდაა მიღებული, რომ პასუხები მომავლისთვის უკვე სხვაგან არსებობენ: ეკლესია-დების მოდელში, ერთობის (ძვ. ქართულად აქ სიტყვა ზიარება უნდა ჩამესვა, ერთობა არ წერია ორიგინალში, მაგრამ ზიარება არ უხდება ახალ ქართულში) ევქარისტიული ეკლესიოლოგიის კონტექსტში.

პ.პ.ს. მისმა ღმრთაებრივმა ყოვლადუწმიდესობამ ასევე განაცხადა, რომ მართლმადიდებლობა და კათოლიციზმი წარმოადგენს "ქრისტეს სხეულის ორ ფილტვს" (იხ. ჟურნალი The Orthodox Church, 1993 წ.-ის თებერვალი, გვ. 6) და რომ "ორი ფილტვის" თეორია წარმოადგენს "ფუნდამენტალურ ეკლესიოლოგიურ ჭეშმარიტებას" (იხ. მისი მიმართვა კარდინალ ედვარდ კასიდისადმი წმ. ანდრია მოციქულის ხსენების დღეს 1992 წ.-ის 30 ნოემბერს კონსტანტინეპოლში,"ეკლესია", 1993 წ.-ის 1-15 იანვარი, გვ. 14).


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Jul 31 2007, 12:17 PM
პოსტი #24


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



ციტატა
გოდების კედელთან ებრაელები მესიის მოსვლის შესახებ ლოცულობენ. შენ რა ჯანდაბა გინდოდა იქ?


IPB-ს სურათი IPB-ს სურათი IPB-ს სურათი

ციტატა
გოდების კედელთან

გუჯა,
იქ უკანა ფონზე ბიჭი ჩანს, ბეისბოლკით მიუშვიათ, შენ რა გრჯიდა კიპა რო არ დაგეხურა შე კაცო?? IPB-ს სურათი


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 24 2014, 11:33 AM
პოსტი #25


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ევროკავშირი – მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I
----
ყველაზე ნათელი დადასტურება და განსხეულება თანამედროვე მულტიკულტურიზმის – ევროპის კავშირის აღმოცენებაა. 1950 წელს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა ევროპულ საზოგადოებას შესთავაზა შეექმნათ ქვანახშირისა და ფოლადის საზოგადოება. 1951 წელს სწორედ ამ ორგანიზაციით დაიწყო ევროპის კავშირის შექმნა. ამჟამად ევროკავშირში 28 წევრი ქვეყანა ერთიანდება და კვლავაც აგრძელებს გაფართოებას.

მე როგორც თურქეთის მოქალაქე, იმედი მაქვს რომ ჩემი ქვეყანა დაიმსახურებს ევროკავშირის სრულ წევრობას, როდესაც იქნება ამისათვის შესრულებული აუცილებელი წინაპირობები. აგრეთვე, დაცული იქნება ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები რელიგიური და სხვა უმცირესობების უფლებები. ჩემი აზრით თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება იქნება მნიშვნელოვანი მონაპოვარი მუსულმანურ სამყაროსა და დასავლეთს შორის არსებული ურთიერთობებისათვის.

მართალია ევროკავშირმა გაიარა რამოდენიმე სერიოზული კრიზისული პერიოდი. მოხდა მისი დამფუძნებლების იდეალისტური შეხედულებების კორექტირება და რაღაცეებზე უარის თქმაც. მაგრამ ამან არ უნდა გადაფაროს ჩვენთვის მისი მნიშვნელოვანი მიღწევები. უკანასკნელი სამოცი წელიწადია ევროპა არ შეურყევია დიდ ომებს. შესაძლოა ეს ყველაზე გრძელი პერიოდია ევროპული მშვიდობის რომის იმპერიის დაცემის შემდეგ. დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით მინიმალურია ძალადობა და სისხლისღვრა - დარღვეულია რკინის ფარდა. ევროპელი ხალხები ტკბებიან თავისუფლების, სამართლიანობის და დემოკრატიის ისეთი ხარისხით, რომელიც ჯერ კიდევ 1930-იან წლებში წარმოუდგენელი იყო.

ჩვენთვის, მართლმადიდებლებისათვის ყოველ საღვთო ლიტურგიაზე მშვიდობისათვის მლოცველებს ეს სერიოზული მიზეზია ასეთ ნაბიჯებს შევხვდეთ მადლიერებით. მაგრამ იმავდროულად ჩვენ ვიცით,რომ თვითდამშვიდების საფუძველი არ არსებობს. მშვიდობა და თავისუფლება – ეს არა მხოლოდ ღვთის წყალობაა, აგრეთვე ცხოვრების გძელვადიანი ამოცანაა.

ისლამის მიმდევართა რიცხვი დასავლეთში თვალნათლივ იზრდება და უფროდაუფრო შესამჩნევი ხდება მთელს მსოფლიოში, მაგრამ პრობლემა ამაში არ მდგომარეობს. პრობლემა იმაშია, რომ დასავლეთი არ აღმოჩნდა მზად ამ გამოვლინებისთვის, განსხვავებით მებრძოლი და თავდაჯერებული ისლამისაგან. ამჟამად დასავლეთი იმყოფება პოსტმოდერნულ მორალურად ინდიფერენტულ ეპოქაში. მნიშვნელოვანი პრობლემა დასავლეთის არა ისლამის აღზევებაშია, არამედ სეკულარიზმის ტრიუმფალურ სვლაში. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოსდა ქრისტიანობამ მოიხსნა დასავლური ცივილიზაციის სულიერი ხელმძღვანელის პასუხისმგებლობა. ის გაქრა საზოგადოებრივი სივრციდან და დაუთმო ადგილი აგნოსტიციზმს, ათეიზმსაც კი. ეს უკანასკნელი კი იქცა დასავლური სამყაროს ინტელექტუალური ტალღის სავარცხელად.



წყარო: Приобщение к таинству Православие в третьем тысячелетии;

Всесвятейший Вселенский Патриарх ВАРФОЛОМЕЙ

თავისუფალი თარგმანი – შოთა კინწურაშვილი
http://shotakintsurashvili.wordpress.com/2...3%9D-%E1%83%9E/


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd April 2024 - 08:21 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი