IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

22 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > »   
Reply to this topicStart new topic
> რა არის სული
iraklidze
პოსტი Jul 20 2007, 03:57 PM
პოსტი #61


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 22-June 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,266



არა სული ენერგია არაა. ადამიანი ცხოვლეი და ვოლვოქსის კოლონიაც კი გადაადგილდება საკვების დამუშავების შედეგად მიღებული ენერგიით. უბრალო ენით რომ ვთქვათ ელექტროქიმიური ხერხით მიღებული დენით. smile.gif. სული კი მარტო ადამიანს ააქ, რომელიც მის გონშია, არამატერიალური სახე აქ, და ადამიანს აზროვნების უნარს სძენს. თუმცა შეიძლება ოდესმე ვინმემ აღმოაჩინოს სული ნამდვილი სახე. რა არი და რამხელა და რა მასისაა არ ვიცით, მხოლოდ ის ვიცით რას აკეთებს.

რაც შეეხება ჩანასახის სულს
საქმე იმაშია რომ ადამიანი როცა იბადები მისი ტვინი ჯერ კიდევ არაა ჩამოყალიბებული. რეალურად ამას 9 თვე კი არა წელი სჭირდება, უბრალოდ იმიტომ იადება 9 ტვესჰი რომ მისი დანარჩენი ორგანოებია მზად დამოუკიდებელი სიცოცხლისთვის. ასე რომ ახალდაბადებული ადამიანი ჯერ კიდევ "უჭკუოა" და ვერ აზროვნებს, მას მხოლოდ მეხსიერება და მარტივი სისტემები და ინსტიქტები უმუშავებს. ამიტომ რეალურად სული "მუშაობას" ჩასახვიდან 1 წლის მერე იწყებს. ჩანასახი კი რაღაც ურდებების უწესრიგო გროვაა, რომელსაც ძნელად თუ დაარქმევ ადამიანს. ამიტომ მას სული ქონდეს ცოტა ეჭვი მეპარება. შეიძლება რელიგია ასე ასწავლის, მაგრამ რეალურად მე მგონი სული მაშინაა თუ აზროვნებაცაა.


--------------------
The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast.

The things that you despise the most maybe the ones that can stand the least
There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 20 2007, 04:29 PM
პოსტი #62


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



iraklidze
ციტატა
რეალურად მე მგონი სული მაშინაა თუ აზროვნებაცაა.

ანუ გიჟი უსულოა? ohmy.gif laugh.gif

დააზუსტე რას ამბობ


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iraklidze
პოსტი Jul 20 2007, 04:30 PM
პოსტი #63


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 22-June 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,266



კანონისტი
არა
მოდი ასე ვთქვათ. ადამიანის ტვინს მოყვება კომპლექტში smile.gif. გიჟი კდიე აზროვნებს. უბრალოდ ცუდად აზროვნებს.


--------------------
The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast.

The things that you despise the most maybe the ones that can stand the least
There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 20 2007, 04:41 PM
პოსტი #64


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(კანონისტი @ Jul 20 2007, 04:29 PM) *

დააზუსტე რას ამბობ

აზროვნება სულის გარეშე არ არსებობს, მაგრამ სული აზროვნების გარეშე კი და ამის მაგალითია ახალდაბადებული ბავშვი. უფრო სწორად ივარაუდება, რომ მასაც აქვს ჩვეულებრივი აზროვნების პოტენციალი, მაგრამ ტვინი არა აქვს ფორმირებული, დროის პრობლემის გამოც ინფორმაცია ძალიან ცოტა აქვს და აზროვნებს მხოლოდ იმ ინფორმაციის გარშემო რაც მას გააჩნია. ამავე ლოგიკით შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ჩანასახსაც აქვს სული, მაგრამ არა აქვს ტვინი, (ან აქვს, მაგრამ ძალიან სუსტად განვითარებული) ამიტომ იგი მატერიალურ სამყაროს ვერ უკავშირდება, რომ თავისი აზროვნების რეალიზაციისთვის საჭირო ინფორმაცია მიიღოს და ჩანს, რომ თითქოს არ აზროვნებს.

თუ ადამიანი დაიღუპა ისეთ პატარა ასაკში (ან აბორტირებულ იქნა) რომელშიც მას ძალიან მცირე (ან საერთოდ არა) ინფორმაცია ჰქონდა მატერიალური სამყაროს შესახებ მისი სული ჩვეულებრივად აგრძელებს არსებობას და შეუძლია განიცადოს ნეტარების ან ტანჯვის იმგვარი ფორმა, რაც სულისთვის დამახასიათებელია. მას არ ეცოდინება დედამიწაზე ცხოვრების შესახებ არაფერი (ან ძალიან მცირე) მაგრამ ეს ხელს ვერ შეუშლის იაზროვნოს იმ განზომილებაში სადაც ის მოხვდება, რადგან მას აზროვნების პოტენციალი გააჩნია და იოლად "გაერკვევა" ახალ სიტუაციაში არსებულ სამყაროსა და იქ არსებულ შეგრძნებებში.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iraklidze
პოსტი Jul 20 2007, 04:50 PM
პოსტი #65


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 22-June 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,266



თუ უტვინო და უორგანო არსება (ჩანასახი) აზროვნებს. მაშინ მაგ ლოგიკით ხველა ცხოველი აზროვნებს, მაგრამ
ციტატა
ჩანს, რომ თითქოს არ აზროვნებს



--------------------
The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast.

The things that you despise the most maybe the ones that can stand the least
There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 20 2007, 04:57 PM
პოსტი #66


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(iraklidze @ Jul 20 2007, 04:50 PM) *

თუ უტვინო და უორგანო არსება (ჩანასახი) აზროვნებს. მაშინ მაგ ლოგიკით ყველა ცხოველი აზროვნებს, მაგრამ . . .

ჩანასახი არ აზროვნებს, მაგრამ გააჩნია სული. მისი იმ მომენტში არ აზროვნება გამოწვეულია ინფორმაციის არარსებობით, მაგრამ, როდესაც კი სულს გაუჩნდება ინფორმაციის მიღების საშუალება იგი მაშინვე დაიწყებს აზროვნებას იმ ინფორმაციის გარშემო, რაც მას გააჩნია. ცხოველი კი რაც არ უნდა დიდი ტვინი ჰქონდეს (სპილო), რაც არ უნდა საბოლოოდ ფორმირებული და რაც არ უნდა დიდ ინფორმაციას აღიქვამდეს თავის ირგვლივ მაინც მხოლოდ ინსტინქტებით შემოიფარგლება და აზროვნების უნარი და პიროვნული ინდივიდუალიზმის განცდა არ გააჩნია.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iraklidze
პოსტი Jul 20 2007, 05:01 PM
პოსტი #67


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 22-June 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,266



მე მაინც მგონია რომ დაუმთავრებელი არსება არაა ჯერ ადამიანი. ყოველ შემთხვევაში პირველ რამოდენიმე კვირას, სანამ გამოირკვევა მისი გადარჩენა არ გადარჩენის საკითხი. ადამიანში ვგოლისხმობ სულიერ არსებას, თორემ ადამიანის ჩანასახი რა თქმა უნდა ადამიანია, აბა ციყვი ხომ არ იქნება. მაგრამ იგი არაა სულიერია რასება სანამ არ მივა იმ დონემდე რომ მას შეიძლება ადამიანი ეწოდოს, და არა ზიგოტა.


--------------------
The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast.

The things that you despise the most maybe the ones that can stand the least
There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
southruislip
პოსტი Jul 20 2007, 05:27 PM
პოსტი #68


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 12-July 07
წევრი № 2,444



გიორგის

რატომ მიმითითებ სჯულის კანონზე . იესო ქრისტე სჯულის კანონს არ ასწავლიდა და არც მაქვს მისი გაცნობის სურვილი მაქვს . სჯულის კანონი ეს იყო ებრაელი იუდაისტების რელიგიის სასწავლო სახელმძღვანელო. თქვენ ისე აზროვნებთ როგორც იუდაისტი და შემთხვევით ეს იუდაისტების ფორუმია თუ ქრისტიანებისა.

და იესო ქრისტე დაუპირისპირდა ამ სწავლებას, რაც გახდა მისი სიკვდილისა და ჯვარზე გაკვრის მიზეზი.

ასევე თკვენ სარგებლობთ ძველი აღთქმითა და აღალი აღთქმით ერტდროულად ,რომლებიც ერთმანეთს საერთოდ ეწინააღმდეგება. იმიტომ ,რომ ახალი აღთქმა იმიტომაც მოვიდა რომ ძველი აღთქმა ემხილებინა.

ძალიან გთხოვთ ნუ გამირისხდებით,შეიძლება ეს თკვენთვის ძალიან მიუღებელია , მაგრამ ჩემთვის ნათელია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jul 20 2007, 05:39 PM
პოსტი #69


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(southruislip @ Jul 20 2007, 05:27 PM) *

იესო ქრისტე სჯულის კანონს არ ასწავლიდა და არც მაქვს მისი გაცნობის სურვილი მაქვს . სჯულის კანონი ეს იყო ებრაელი იუდაისტების რელიგიის სასწავლო სახელმძღვანელო.


უპს wink.gif

ციტატა
იმიტომ ,რომ ახალი აღთქმა იმიტომაც მოვიდა რომ ძველი აღთქმა ემხილებინა.


არა, ქრისტე იმიტომ მოვიდა, რომ ძველი აღთქმა აღესრულებინა wink.gif აღთქმის მნიშვნელობას თუ ხვდები, რა თქმა უნდა, და იმას, რატომ ეწოდა ძველი.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 20 2007, 05:40 PM
პოსტი #70


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



southruislip
ციტატა
იესო ქრისტე სჯულის კანონს არ ასწავლიდა და არც მაქვს მისი გაცნობის სურვილი მაქვს . სჯულის კანონი ეს იყო ებრაელი იუდაისტების რელიგიის სასწავლო სახელმძღვანელო. თქვენ ისე აზროვნებთ როგორც იუდაისტი და შემთხვევით ეს იუდაისტების ფორუმია თუ ქრისტიანებისა

მე გკითხე, და კითხვა უპასუხოდ დამიტოვე, სად ბრძანა უფალმა სჯულისკანონი არ მინდაო ან წესები აღარ არსებობსო....

პირიქით, უფრო გაამკაცრა ძველი აღთქმის ბევრი ადგილი

მაგრამ ეს აქ სამსჯელო არ არის. ეს მართლმადიდებლური ფორუმია. არამართლმადიდებლებისთვის არის ცალკე თემები და იქ განაგრძეთ


Sotiris
დაანებე თავი.... აშკარად არ ესმის. და აქ განსახილველი არ არის. შენი მწვანე სმაილი შეეფერება biggrin.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 20 2007, 06:01 PM
პოსტი #71


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



southruislip
მე მიგითითებ მართლმადიდებლების სჯულის კანონზე, რომელიც ახალი აღთქმის მერე იქნა მიღებული მსოფლიო საეკლესიო კრებეზე ჯერ კიდევ ქრისტიანების დაყოფამდე იუდეველობის უარყოფიდან საუკუნეების შემდეგ.
მე იუდეველურ სჯულზე არ გელაპარაკები.
ციტატა
და იესო ქრისტე დაუპირისპირდა ამ სწავლებას, რაც გახდა მისი სიკვდილისა და ჯვარზე გაკვრის მიზეზი.

ისევ გეუბნები, რომ მე ახალი აღთქმის სჯულის კანონზე გელაპარაკები და არა იუდეველობაზე, მაგრამ თავის მხრივ მინდა გითხრა რომ ძველი აღთქმის დაპირისპირების გამო კი არა იქნა მაცხოვარი ჯვარცმული, არამედ იმის გამო, რომ ებრაელმა მღვდელმთავრება მასში ვერ ამოიცნეს სწორედ ძველ აღთქმაშივე ნაწინასწარმეტყველები მესია და ამით ფაქტობრივად უარყვეს ძველი აღთქმა, რადგან იგი თავისთავად ითვალისწინებდა ახალი აღთქმის აუცილებლობას.
ციტატა
ასევე თქვენ სარგებლობთ ძველი აღთქმითა და ახალი აღთქმით ერთდროულად ,რომლებიც ერთმანეთს საერთოდ ეწინააღმდეგება.

ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა ერთმანეთსა არ ეწინააღმრდეგება, ახალი აღთქმა არის ძველი აღთქმის გაგრძელება და მასშივეა მესიის დაბადება ნაწინასწარმეტყველები. ერთმანეთს უპირისპირდება არა ძველი და ახალი აღთქმა არამედ იუდეველობის სწავლების გაგრძელება მაცხოვრის მოსვლის შემდეგ, მაგრამ რა ფუჭ რამეზე ვსაუბრობთ, მე ახალი აღთქმის შემდეგ მიღებულ სჯულზე გეუბნები, რომელიც სრულ თანხმობაშია ქრისტეს სჯულთან.
ციტატა
ძალიან გთხოვთ ნუ გამირისხდებით, შეიძლება ეს თქვენთვის ძალიან მიუღებელია , მაგრამ ჩემთვის ნათელია

არავინ არ გირისხდება, პირიქით გთხოვე აქტიური დისკუსიები, რომ უფრო მეტი გველაპარაკა. ნათელის რა მოგახსენო, შენ მრწამსსაც და რწმენასაც არ ვეხები რაც არ უნდა იყოს ის, მაგრამ ქრისტიანობისგან ძალიან შორს დგახარ, რადგან არ იცი არც დოგმატური ღვთისმეტყველება, არც სჯულის კანონი (ისიც არ იცი რომ ახალი აღთქმის მერე მიღებულ სჯულის კანონზე გელაპარაკები) ალბათ არც კატეხიზმო წაგიკითხავს და ა.შ. უნდა გაგვიგო, რომ ჩვენ შენს რწმენას ან პიროვნებას კი არ ვედავებით, მაგრამ უბრალოდ რასაც შენ ლაპარაკობ რბილად რომ ვთქვათ არაა ქრისტეაანობა.

P.S. ისე რა თემიდან თემაზე გადადიხარ, ჯერ სულის სულ იყოვო, მერე ცხოველებს აქვს სულიო, მერე სული როგორც სხეულის მოძრაობის გამომწვევი ფაქტორი, ახლა იუდეველობა აურია სჯულის კანონში და ა.შ. ეს ყველაფერი ძალიან უცნაური ჩანს, მთავარ კითხვაზე კი ჯერაც არ გიპასუხნია. მაინტერესებს ასეთი უცნაური ქრისტიანობა მთლიანად ინდივიდუალურია თუ სადმე წაიკითხე ანდა რომელიმე კონფესია აღიარებს ამ ყველაფერს ასეთნაირად, როგორც შენ საუბრობ? ძალიან მაინტერესებს კონკრეტულად რომელიმე კონფესიას თუ ეკუთვნი და რა ლიტერატურის საფუძველზე ჩამოგიყალიბდა ასეთი განმარტებები?


ციტატა
დაანებე თავი.... აშკარად არ ესმის.

რომ არ ესმის მაგიტომ ველაპარაკები, ამ ადამიანს ადრე ცუდი ამბავი შეემთხვა და ახლა ასე დახმარების გარეშე მიტოვება არ იქნება . . .


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
southruislip
პოსტი Jul 20 2007, 06:05 PM
პოსტი #72


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 12-July 07
წევრი № 2,444



კანონისტს

დოგმატი იცი საერთოდ რა არის

გიპასუხებ. დოგმატი არის სხვადასხვა ადამიანების, რომლებიც ძალიან ჭკვინებად არიან მიჩნეული, გამონათქვამების კანონებად(დოგმებად) ჩამოყალიბებას,რომლის მიღებას ადამიანს ან ადამიანთა ჟგუფს აიძულებენ. აიძულებენ ასევე რომ ბრმად მიასდიონ ამ კანონებს და თუ წინააღმდეგობა მოყვება ხდება მისი დასჯა, წვალება, მოღალატედ გამოცხადება, გარიყვა საზოგადოებისგან,რაც მწვალებლობის ელემენტებს შეიცავს და პირდაპირ ეწინააღმდეგება თავისუფლებას , რასაც იესო ქრისტე ქადაგებდა.

შენ დაგირქმევია კანონისტი და გეტყობა, რომ ნამდვილად ძლიერი დოგმატების მიმდევარი ხარ.
რაც შეეხება მართლმადიდებლობას. მართლმადიდებლობა ნიშნავს იესო ქრისტეს და ღმერთის მართლა დიდებას.
დარწმუნებული ხარ რომ მართლა ადიდებ?
.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iraklidze
პოსტი Jul 20 2007, 06:07 PM
პოსტი #73


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 22-June 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,266



კაით ეხლა ნუ დახოცეთ ერთმანეთი smile.gif. არ ღირს მაგად. და სერთოდ ძალიან გაოფტიპოკდა აქაურობა (შეიძლება ჩემი საქმე არაა, მაგრამ უბრალოდ ავღნიშნეsmile.gif ).
გახსენით ახალი თემა და ისეთი გიქნიათ სულ აგიბდღვირაშებიათ იქაურობა biggrin.gif

ეხლა სულს რაც შეეხება. მაინტერესებს სხვისი აზრიც. რატომ ითვლება რომ ჩანასახს სული აქ?


--------------------
The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast.

The things that you despise the most maybe the ones that can stand the least
There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 20 2007, 06:09 PM
პოსტი #74


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



southruislip
ციტატა
დოგმატი არის სხვადასხვა ადამიანების, რომლებიც ძალიან ჭკვინებად არიან მიჩნეული, გამონათქვამების კანონებად(დოგმებად) ჩამოყალიბებას,რომლის მიღებას ადამიანს ან ადამიანთა ჟგუფსაიძულებენ აიძულებენ ასევე რომ ბრმად მიასდიონ ამ კანონებს და თუ წინააღმდეგობა მოყვება ხდება მისი დასჯა, წვალება მოღალატედ გამოცხადება გარიყვა საზოგადოებისგან,რაც მწვალებლობის ელემენტებს შეიცავს და პირდაპირ ეწინააღმდეგება თავისუფლებას , რასაც იესო ქრისტე ქადაგებდა.


საინტერესოა.....

და მაშ უფლის მიერ წარმოთქმულ მცნებას რას დაარქმევდი?

"ხოლო მე მოგივლინოთ სხუაი იგი ნუგეშინისმცემელი, სული ჭეშმარიტებისა, რომელი მამისაგან გამოვალს..." <---- დოგმატი სულიწმიდის შესახებ

"მე და მამაი ერთ ვართ..." <----- დოგმატი მამა ღმერთისა და ძე ღმერთის ერთობის შესახებ

"ვითარცა რა ელვა გამობრწყინდის აღმოსავალითგან დასავლადმდე, ეგრე იყოს მოსლვაი ძისა კაცისაი... ცანი და ქუეყანაი წარხდეს, ხოლო სიტყუანი ჩემნი არა წარხდეს..." <---- დოგმატი მეორედ მოსვლის შესახებ

ამეებს ეძახი ადამიანის მოგონილს??

მდაააა........ sad.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iraklidze
პოსტი Jul 20 2007, 06:11 PM
პოსტი #75


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 22-June 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,266



ციტატა
ამეებს ეძახი ადამიანის მოგონილს??

ადამიანის დაწრილი ხომაა?


--------------------
The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast.

The things that you despise the most maybe the ones that can stand the least
There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 20 2007, 06:12 PM
პოსტი #76


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ციტატა
აიძულებენ ასევე რომ ბრმად მიასდიონ ამ კანონებს

ციტატა
მისი დასჯა

ციტატა
წვალება

ციტატა
მოღალატედ გამოცხადება

ციტატა
გარიყვა საზოგადოებისგან

ბოდიში, ესენი გგონია რომ მართლმადიდებლობაში ხდება?

ცილისწამებას თავი დაანებე, კარგი? შენ რწმენას ხომ ხედავ არავინ ეხება, ფორუმის წესებს გადახედე და პატივი ეცი მართლმადიდებლობას! თორემ ფორუმები ბევრია......

iraklidze
ციტატა
ადამიანის დაწრილი ხომაა?

შენ, ათეისტი რომ მაგაზე უკეთესი ქრისტიანი ხარ, ეგაა იმის უბედურებაც სწორედ sad.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 20 2007, 06:27 PM
პოსტი #77


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



southruislip
რა სულ ახალ ახალ საოცარ ამბებს წერ და მთავარ კითხვაზე ჯერაც არ გიპასუხნია.
ციტატა
რომლებიც ძალიან ჭკვინებად არიან მიჩნეული

ჭკვიანებად არა, სჯულის მცოდნეებად, ეს ყველაფერი არის მსოფლიო საეკლესიო კრებებზე მიღებული და განასახიერებს ქრისტეანობას. დამერწმუნე, რომ ბიბლიის წაკითხვით თუ სწორად არ განმარტე არამც თუ ქრისტეანობაზე არამედ უბრალოდ მორალზე და ზნეობის ნორმებზეც ვერ შეგექმნება ცალსახა აზრი.
ციტატა
ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფსა აიძულებენ ასევე რომ ბრმად მისდიონ ამ კანონებს

არავინ არავის არ აიძულებს, მითუმეტეს ბრმად, ბრმა იძულება ხომ საერთოდ აბსურდია.
ციტატა
თუ წინააღმდეგობა მოყვება ხდება მისი დასჯა, წვალება მოღალატედ გამოცხადება გარიყვა საზოგადოებისგან

მართლმადიდებლობა სასჯელებს არ ითვალისწინებს, მითუმეტეს არ ხდება საზოგადოებიდან გარიყვა და მოღალატეობა ხომ საერთოდ უცნაურად ჩანს, მაინც რისი მოღალატეობა?! შენ კათოლიკური ინკვიზიცია მართლმადიდებლობაში ხომ არ გერევა?
ციტატა
რაც მწვალებლობის ელემენტებს შეიცავს და პირდაპირ ეწინააღმდეგება თავისუფლებას

მწვალებლობა და თავისუფლება ერთმანეთის საპირისპირო ტერმინები სულაც არ არის. აგრეთვე მწვალებლობას მიუხედავად ბგერითი მსგავსებისა საერთო არაფერი აქვს ადამიანის ფიზიკურ ან მორალურ წვალებასთან.
ციტატა
რაც შეეხება მართლმადიდებლობას. მართლმადიდებლობა ნიშნავს იესო ქრისტეს და ღმერთის მართლა დიდებას.

ღმერთის მართლად დიდება, მარტო 2-3 ძირითადი მცნების შესრულება არ არის. დღესდღეობით მართლმადიდებელ ქრისტიანობად ითვლება მართლმადიდებლური დოგმატი და სჯულის კანონების ერთობლიობა. შენ შეგიძლია აღიარო ის ან უარყო, მაგრამ მართლმადიდებლობად სხვა სწავლბის წარმოჩინება პირდაპირ მწვალებლობაა.

ციტატა
თორემ ფორუმები ბევრია......

დათო ვაცალოთ, ილაპარაკოს, ჯერ არც გაუცია ყველა კითხვაზე პასუხი, უფრო ზუსტად არც ერთზე, თანდათან უფრო მეტს გაიგებს, ჩაებმება დისკუსიებში, ბევრ კითხვაზე თვითონ იპოვის პასუხს და იქნებ აზრიც შეიცვალოს რაღაცეებზე . . .


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
southruislip
პოსტი Jul 20 2007, 10:11 PM
პოსტი #78


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 12-July 07
წევრი № 2,444



გიორგის და კანონისტს

თქვენ კითხვები მომაყარეთ

თქვენ ცდილობტ სიტყვებში ჩამჭრათ

მე თქვენ ყველა კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ



გაგახსენებთ ერთ რამეს ისტორიიდან. იყო დრო , რომ ადამიანები, მღვდელმთავრები , მეცნიერები ფიქრობდნენ რომ დედამიწა ბრტყელია

მაგრამ გარკვეული ადამიანები ფიქრობდნენ რომ იგი მრგვალია და ასეთ ადამიანებს ქრისტიანი მღვდელმთავრები სასტიკად უსწორდებოდნენ, რადგან ეს მათი ინტერესების სა
წინააღმდეგო იყო და მათი იდეოლოგიის სრულ დანგრევას ნიშნავდა, თქვენ შეგიძლია მითხრათ რომ მარტლმადიდებლბს არ უწვალებიათო მაგრამ მართლმადიდებლებიც და ის მღვდელმთავრებიც საერთო წიგნებიდან სარგებლობდნენ და საერთო განათლება ჰქონდათ . ეს ერთი მაგალითია და რამდენი სხვა აწამეს ვინ იცის .

მე გამოვთქვი აზრი რომ სული უკვდავია და იგი ყოველთვის იყო,ასევე რომ ცხოველს სული აქვს. მაგრამ ეს ეწინააღმდეგება თქვენ შეხედულებას, რადგან რეინკარნაციის იდეის შესაძლებლობამდე მივყავართ, რაც თქვენი იდეოლოგიის სრულ დანგრევას ნიშნავს და ძალიან გეშინიათ ამისი.
რაც შეეხება რომეკლ კონფესიას ვეკუთვნი. მე დავიბადე საქართველოში
და მამაჩემმა მომნათლა როცა 14 წლის ვიყავი მარლმადიდებლურ ეკლესიაში
პაპაჩემის სიკვდილის შემდეგ და ჩემ თავს ვთვლიდი რომ მარტლმადიდებელი ქრისტიანი ვიყავი, მაგამ რელიგიურად არ ვცხოვრობდი და არც ვიცოდი რა იყო მართლმადიდებლობა. მაგრამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში რაღაც და დავიEყე დაინტერესება თუ რა არის ღმერთი რა არის სიკვდილი, სიცოცხლე?
დღე და ღამე დომინოს და კარტს ვთამაშობდი და ხანდახან ვფიქრობდი
კარტის და დომინოს სათამაშოდ გამაჩინა მეთქი ღმერთმა.
ნუ მოკლედ ბოლოს და ბოლოს გავიგე რისტვის გავჩნდი არა მარტო მე, არამედ ყველა ადამიანი. ამას ვერ გეტყვით, რადგან ჯერ ჯერობით მაინც არ მიიღებთ.

ეხლა სხვა საკითხზე გადავიდეთ, ავტომობილი სულიერი არსება არ არის, რადგან იგი ბუნებრივად არ იბადება. ხოლო რასაც შეეხება ცხოველს მას ბუნება შობს. სული აქვს ასევე მცენარესაც. და რასაც გაზრდა და სუნთქვა შეუძლია ყველაფერს აქვს სული. მცენარეც ცოცხალი არსებაა და იგიც სუნთქავს.
რაც შეეხება ახალი სჯულის მიღებას. ახალი სჯული ცოტა გადააკეთეს
და ძირითად იგივე დატოვეს და საერთოდ ადამიანები, რომლებიც სხვებს მრგვალ დედამიწას, ბრტყლად აჩვენებენ მათ დაწერილ კანონებს პირადად მე და თქვენი არ ვიცი, არ ვცნობ.

ერთი შეკითხვა თქვენთან. ქრისტიანებს ყველას ჯვარი ჰკიდიათ რომელიც ქრისტიანის აუცილებელი ატრიბუტია.

იესო ქრისტე ბევრმა ადამიანმა ჯვარზე გაკვრამდე ცნეს. საინტერესოა
იესო მათ ჯვრებს კიდებდა ,თუ მისი ცნობის ერთ ერთ ატრიბუტად იმას მოითხოვდა, რომ აუცილებლად ჯვარი უნდა დაეკიდათ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Jul 20 2007, 10:25 PM
პოსტი #79


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



სული შეიძლება აქვთ ცხოველებს და მცენარეებს მაგრამ ალბათ არა უკვდავი არაა ?


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iraklidze
პოსტი Jul 20 2007, 10:38 PM
პოსტი #80


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 22-June 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,266



southruislip
საინტერესოა. მე როგორც ნაწილობრივ ათეისტი, ვფიქრობ რომ ეს ადამინია არაა ათეისტი smile.gif. მაგრამ ერთი ვიცი მართმადიდიებელ რელიგიაში რომ თქვა რამე რელიგიის საწინააღდეგი არავინ არაფერს დაგიშავებს. ეგ ამბები კათოლიკებს მოკითხე.

თითოეულმა დამიანმა კი თავისი გაჩენის აზრი, მისი ცხოვრების მიხედვით უდნა იპოვოს. ერთი კი ცხადია. ის წესები რაც რელიგიამ დააწესა (10 მცნებაზე ვამბობ), შემდეგ დაკანონდა მათი უმეტესი ნაწილი სახელმწიფოების მიერ, უნდა დაიცვას ყველამ, თორემ ერთმანეთის მჭამელი ცხოველები გავხდებით. ამ წესებს მივსდევ მეც მიუხედავად ჩემი ათეისტობისა.


სულს რაც შეეხევა ძნელია თქვა რომ ცხოველსაც ააქ. მითუმეტეს დაბალი განვითარების, მაგალითად მაჩვს, ის ძირითადად ინსტიქტებს ემორჩილება, მისთვის უცხოა გრძნობა, იგი ვერ აფასებს სიცოცხლეს, და არ იცის რა არის სიკვდილი, მას მხოლოდ ინსტიქტის დონეზე გაურბის. მან არ იცის რა არი სიბრაზე, სიყვარული, სიძულვილი. ანუ მის "გონებას", თუ მის ტვინს ასე შეიძლება ვუწოდოთ, არა აქ აზრის გაჩენის სურვილი, ან დამოუკიდებელი აზრი რამე მოვლენაზე. ასე რომ მას ის სული რაზეც აქაა საუბარი არ გააჩნია.


--------------------
The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast.

The things that you despise the most maybe the ones that can stand the least
There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

22 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 8th May 2024 - 12:09 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი