IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

14 გვერდი V « < 4 5 6 7 8 > »   
Reply to this topicStart new topic
> აფხაზეთი, სოხუმის დაცემა
არაგველი
პოსტი Apr 26 2008, 07:55 AM
პოსტი #101


ქართველი
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 55
რეგისტრ.: 16-April 08
მდებარ.: საქართველო მარადის...
წევრი № 4,574



ნელა, მაგრამ ულმობლად ომი დასასრულისაკენ მიექანებოდა. ქართველები უკან იხევდნენ და ალბათ მალე სოხუმიც დაეცემოდა...
ომამდე არცთუ დიდი ხნის წინათ აფხაზეთის მოსახლეობა ერთმანეთის იმედით ცხოვრობდა. ქართველები და აფხაზები ერთმანეთის გულისტკივილს იზიარებდნენ, ერთმანეთს ეხმარებოდნენ, ნდობა იყო და ერთმანეთის სიყვარულიც ჯერ არ დაეკარგათ. მერე და მერე უფრო გაჩნდა ურთიერთობაში ბზარი, უფრო ულმობელი გახდა ხალხი, ქართველებსა და აფხაზებს შორის თითქოს შავმა კატამ გაირბინა...
ორივე მებრძოლი მხარე უნდობლად იბრძოდა. არც ქართველები და არც მათი მოწინააღმდეგენი არავის ინდობდნენ, ქალი იქნებოდა თუ ბავშვი, ახალგაზრდა თუ მოხუცი, იარაღიანი თუ უიარაღო, ყველას ხოცავდნენ. მოსახლეობას ძარცვავდნენ, აწამებდნენ, ქალებს ნამუსს ხდიდნენ და რაც უფრო საზარელია, ქართულ მოსახლეობას მტერიც არ უშავებდა იმდენს, რამდენსაც ისევ ქართველები.
აფხაზეთში ომი კი არა სრული ქაოსი იყო, ვინ ვის ებრძოდა არავინ იცოდა. ბევრი მხოლოდ ფულის მოსახვეჭად წამოსულიყო ომში. არავინ იყო ისეთი, ვინც ხალხს ერთ მუჭად შეკრავდა და დარაზმავდა მტერთან საბრძოლველად. პირიქით, ქართველი ჯარისკაცები (უმეტესად ახალგაზრდა, გამოუცდელი ბიჭები) უკვე დაკავებულ ტერიტორიას სარდლობის ბრძანებით ისევ ტოვებდნენ, ტოვებდნენ ბევრჯერ მხოლოდ იმიტომ, რომ მერე ისევ ბრძოლით დაებრუნებინათ.
ბევრჯერ იერიშზე წასული ქართველები, როცა ფიქრობდნენ, ბრძოლა მოვიგეთო, ბრძანება მოდიოდა და ქალაქს, სოფელს, მიწის უმცირეს ნაგლეჯსაც კი ისევ მტრის ხელში ტოვებდნენ და უკან იხევდნენ. ამის გამო ბევრს ნერვები არ კოფნიდა, გარბოდნენ და იქმნებოდა დეზერტირებისაგან შემდგარი პატარ_პატარა ჯგუფები, რომლებიც არავის არ ემორჩილებოდნენ. ბევრი ასეთი ჯგუფი ქართულ მოსახლეობას უფრო მეტ ზიანს აყენებდა, ვიგრე მომხვდური მტერი.
ქართველები ნელნელა ტოვებდნენ აფხაზეთს და ზუგდიდში, თბილისში მიდიოდნენ.
აფხაზეთი, ეს ულამაზესი მხარე, ნანგრევებად ქცეულიყო, საითაც გაიხედავდი, ყველგან დანგრეული შენობები, ჭურვებისგან გადათხრილი მიწები და გვამები გეჩხირებოდა თვალებში. სიკვდილი ზეიმობდა აფხაზეთში, ეშმაკს გაემარჯვა ადამიანებზე და გაამაყებული დააბიჯებდა აქეთ_იქით, ყველგან ბოროტებას თესდა...
ასე იყო იმ დღესაც, დიდი სისხლის ფასად აღებული პატარა სოფელი ისევ მტერს დაუტოვეს და უკან დაიხეს.
_მორჩა, აღარ შემიძლია ამათო წინა_უკანა, კიდევ ერთი ასეთი ბრძანება და უკან ვბრუნდები, კახეთში._გაღიზიანებული ხმით ჩაილაპარაკა იასონ კასრაძემ და სახიდან სისხლი მოიწმინდა: ტყვიას საფეთქელთან გაეკაწრა._ვისთვის ან რისთვის ვიბრძვით ასე უაზროდ, ვერ გამიგია. რა გახდა ეს ერთი პატარა სოფელი, მერამდენედ უნდა დავიკავოთ და დავტოვოთ, ასეთ უაზრო ბრძოლებში დაიღუპნენ ყველანი. ალბათ მეც ეს ბოლო მაქვს. რომ მოვკვდე შვილებს ვინ შემინახავს. არა, ასე აღარ შემიძლია.
_ხო, კაი, რას დაიქოქე!_შეუტია ქერა გოგიამ, გაბრაზებით შეხედა და ჩაისისინა:_მარტო შენ არა გყავს ცოლ_შვილი, სხვებიც არიან აქ მათაც აქვთ გული, შენი თავი თუ არ გეცოდება, ისინი შეიცოდე!..
მეომრები მიტოვებულ სანგრებს დაუბრუნდნენ და იქ შეაფარეს თავი.
ზოგი მაშინვე მიწაზე მიწვა და დაიძინა, ზოგმა იარაღს დაუწყო წმენდა, ზოგი კი ერთმანეთს ჭრილობებს უსინჯავდა. მხოლოდ სამი_ოთხი კაცი იყო ფხიზლად და გარემოს ყურადღებით აკვირდებოდა. იასონმა მიიხედ_მოიხედა და ქერა გოგია რომ ვერსად დაინახა, იქვე მოსაუბრე ჯარისკაცებთან მივიდა, რათა თავისი დარდი სხვებისთვის გაეზიარებინა.
_არა ძმაო, რაც მე გადავიტანე ნურავინ დაიტრაბახებს._ამბობდა გიჯ_თამაზა._რო გამახსენდება, როგორ ვიწექი მკვდრებში...არა, მე უკვე სრულ ჭკუაზე აღარა ვარ, გიჯი ვარ და კაცმა არ იცის რას ჩავიდენ.
თამაზ ჭკადუა სულ იმას გაიძახოდა გიჯი ვარო, ამიტომ იყო, რომ გიჯ_თამაზას ეძახდნენ.
_სულ იძახი, მკვდრებში ვიწექიო და ერთხელ მაინც დაასრულე და გვითხარი, რა მოხდა იმ მკვდრებში, თორემ მართლა დავიჯერებ, რომ გიჯი ხარ და სასწრაფოს გამოვიძახებ._თქვა იმედამ.
ბიჭებს გაეცინათ.
_კარგი, მოვყვები..._ჩაფიქრდა ერთხან_არ შემაწყვეტინოთ ოღონდ... მაშ ასე...
...თანამებრძოლები ერთიმეორის მიყოლებით რომ დაეხოცა და თვითონაც მძიმედ დაიჭრა, სასოწარკვეთამ შეიპყრო, მიხვდა, რომ აქედან ვერ გააღწევდა და უეჭველი სიკვდილი ელოდა.მაგრამ არა, თურმე ცდებოდა, როცა ფიქრობდა, ყველა დაიღუპაო. აგერ დათო და გურამი მორბიან მისკენ და რაღაცას ყვირიან... როგორც იქნა მოაღწიეს... წამები საათებად ეჩვენებოდა უკვე დაჭრილს.
დათომ ასწია დაჭრილი და როგორც შეეძლო სწრაფად წავიდა, გურამი უკან მიჰყვა ავტომატით ხელში, რომ თავდასხმისგან დაეცვა ამხანაგები, მაგრამ... ათი ნაბიჯიც არ ჰქონდა გადადგმული, რომ ფეხქვეშ ნაღმი აუფეთქდა. აფეთქების ძალამ შორს მოისროლა. დათომ დაჭრილი ფრთხილად დააწვინა მიწაზე და გურამთან მივარდა. გურამი აღარ სუნთქავდა. დათო დაჭრილთან დაბრუნდა და მისკენ დაიხარა, რათა აეყვანა და სწრაფად გასცლოდა იქაურობას... ვეღარ მოასწრო. ავტომატის ჯერმა მოცელა და დაჭრლის დაემხო. უკანასკნელად გაიბრძოლა, წამოწევა სცადა. ვერ შეძლო. თავი მოწყვეტით ჩამოუვარდა. დაჭრილი მიხვდა, რომ დათოც დაიღუპა და გული წაუვიდა...
კარგა ხანი გავიდა, სანამ გონზე მოვიდოდა. ირგვლივ მარტო დახოცილთა გვამები იყო. შეზარა იმის გაფიქრებამ, რომ ცოცხალი კაცი მკვდრებში იწვა. დაიძაბა და შეეცადა დათოს უსიცოცხლო სხეული გადაეგდო გვერდზე, რათა თავი გაენთავისუფლებინა. ჯოჯოხეთურმა ტკივილმა დაუარა მთელ სხეულში, ძლივს შეიკავა თავი, რომ არ ეყვირა.
დანგრეულ, მკვდერით მოფენილ ქუჩაზე აფხაზები და ჩეჩნები გამოჩდნენ, შვიდნი იყვნენ. ერთერთმა ჩეჩენმა გვამს ხელი თმაში წაავლო და თავი ააწევინა, დანა ამოიღო და კისერზე დაუსვა. ჩეჩენმა ხელი გაიქნია და მოჭრილი თავი ამხანაგს გაუგორა. მან ფეხი ამოარტყა თავს და შორს გაისროლა. დაჭრილს ძარღვებში სისხლი გაეყინა.
_რას შვრები!_დაიღრინა ერთერთმა ჩეჩენმა, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა ჩანდა._ მკვდარს თავს როგორ აჭრი!
_მერე რა, ერთბაშად არ ეტკინოს._ჩაეცინა ჩეჩენს. მეორე გვამს დასწვდა. ახალგაზრდა ჩეცენმა ხელი ჰკრა.
_გაუშვი შენი..._ვეღარ დაასრულა. სროლის ხმა გაისმა და ჩეჩენი დაბლა დაეცა. ერთერთ აფხაზს ავტომატი ესროლა მისთვის.
_რატომ მოკალი!_დაიღრინა ჭაღარათმიანმა ჩეჩენმა.
_ლაჩრები არა გვჭირდება._ცივად უპასუხა მან.
_ყველამ კარგად იცის, არბი ლაჩარი არა ყოფილა!_გასცრა ჩეჩენმა. აფხაზმა ზურგი შეაქცია. ჩეჩენმა მძულვარებით შეხედა, მაგრამ აღარაფერი უთქვამს.
დანარჩენებს უკვე თავებისაგან ნამდვილი ფეხბურთი გაეჩაღებინათ. ერთერთი დაჭრილს მიუახლოვდა, დათოს დასწვდა, გაათრია, დანა მტელი ძალით დაუსვა კისერზე. ტანი დაბლა დაეცა, თავი კიჩეჩენმა შორს მოისროლა. დაჭრილმა გონება დაკარგა და აღარ უგრძვნია, როგორ ჩაავლო ხელი ჩეჩნმა...იმავე წამს საშინელი სროლა ატყდა. ჩეჩენმა დაჭრილს თავი დაანება და საფარი მონახა...
_მერე?_იკითხა მამილო გოჩამ. იგი ყველაზე უფროსი იყო და ამიტომ მამილოს ეძახდნენ, ისიც ყველანაირად ეხმარებოდა ახალგაზრდა, გამოუცდელ მეომრებს.
_მერე არაფერი._გიჟ_თამაზას სახე გაფითრებოდა.იმ ამბის გახსენებაც კი სულს უფორიაქებდა._ჩვენებმა რომ მიპოვეს, გიჟივით ვიცინოდი და იცით რა მიხაროდა?_ოფლით დანამული სახე მიატრიალა, მსმენელები მოათვალიერა. ყველა დაძაბული უსმენდა. _მთელი სიცოცხლე რომ იმტვრიოთ თავები მაინც ვერ მიხვდებით... მე დაჭრილი რომ ვიწექი,დათო ჩემზე იყო დამხობილი, მიხაროდა, რომ ის მოკვდა და სიკვდილისას მე დამეცა, მიხაროდა, რომ ვერ შევძელი მისი გადაგდება... სხვანაირად რომ ყოფილიყო, დათო მე რომ არ დამცემოდა, ან მისი გადაგდება მომეხერხებინა, ახლა ცოცხალი აგარ ვიქნებოდი... ცოდვილი ვარ, ძმაკაცის სიკვდილი ისე გამიხარდა, როგორც არაფერი არ გამხარებია... ხალხი არა ხართ? გამანებეთ თავი, ნუღარ მახსენებთ იმ ჯოჯოხეთს... გამანებეთ თავი!.._იყვირა მთელი ხმით, მუშტი მიწას დასცხო და წამოხტა, თვალები შეშლილივით უელავდა, ფეხი ავტომატს ამოსცხო და მოისროლა. დანარჩენებიც წამოიშალნენ, აქეთ_იქიდან შეძახილები გაისმა:
_რა ხდება, მანდ, რა ყვირილია, თავს ხომ არ დაგვესხნენ.
_არა, არა, ყველაფერი კარგადაა._გასძახა მამილო გოჩამ, გიჟ_თამაზა მთელი ძალით ჩაბღუჯა და დაბლა დასვა.დაწყნარდი შვილო, ახალგარზრდა ბიჭი ხარ, ნერვები მოთოკე.
გიჟ_თამაზა გაშეშდა, თვალი რაღაცას გაუშტერა, მერე სახე ხელებში ჩარგო და ბავშვივით ატირდა...
დილით ადრე, ჯერ კიდევ ბნელოდა, რომ რაზმის მეთაურმა იმედას, ქერა გოგიას და შავტუხა ლევანს დაავალა, წასულიყვნენ და გაეგოთ რა ხდებოდა წინადღით მიტოვებულ სოფელში.
_დასაზვერად თუ მიდიან, გიჟ_თამაზაც გავაყოლოთ._მივიდა მეთაურთან მამილო გოჩა._ლამის არის, მართლა გაგიჟდეს.
_წაიყვანეთ._მიუბრუნდა მეომრებს მეთაური...
მამილო გოჩამ მიმავლებს თვალი გააყოლა, პირჯვარი გადაიწერა და იმწუთას მოსულ იასონ კასრაძეს ჩაულაპარაკა:
_ნეტავ მშვიდობით მობრუნდნენ, გიჟ_თამაზას რაღაც არ უნდოდა წასვლა, ძლივს გავაყოლე. გული ხო არაფერს უგრძნობდა ნეტა?
რა იცოდა ხანშიშესულმა მეომარმა, რომ ცოტა ხანში იმას ინატრებდა: ბიჭებს მოსვლა დააგვიანდეთო...
წინა დღით მიტოვებულ სოფელს რომ მიუახლოვდნენ, იმედამ თანამებრძოლებს ანიშნა, გაჩერდითო, თვითონ მიწაზე გაწვა და გახოხდა. წინ ფრთხილად მიიწევდა, ხშირად ჩერდებოდა და დიდხანს აკვირდებოდა გარშემო ყველაფერს. თითოეული ბუჩქი, ხე თუ დანგრეული შენობა კარგად რომ შეისწავლა გარშემო, წამოხტა და სირბილით მივიდა უახლოეს ნასახლართან.
თანამებრძოლები შორიდან დაძაბულნი აკვირდებოდნენ მის ყოველ მოძრაობას, იარაღი მაგრად ჩაებღუჯათ და ყველაფრისთვის მზად იყვნენ.
იმედამ ავტომატი ჩამოიხსნა ზურგიდან, დამცველი ფრთხილად ასწია და კედელს აეკრა. ერთხანს ასე იყო გაშეშებული, რაღაცას აყურადებდა, მერე კედელს გაუყვა...
სოფელში ცოცხალთაგანი არავინ იყო. გაოცებული მეომრები დადიოდნენ, ყოველ კუთხე_კუნჭულს ჩხრეკდნენ, მაგრამ ამაოდ.
სოფლის ბოლოში იყვნენ გასულები, საშინელი სროლა რომ ატყდა. მაშინვე შევარდნენ ერთერთ სახლში და საბრძოლველად მოემზადნენ. მხოლოდ ახლა მიხვდნენ, რომ სროლა სულ სხვა მხარეს ისმოდა. ერთმანეთს შეხედეს და სიცილი აუტყდათ. უეცრად გიჟ_თამაზას სახე შეეცვალა და გარეთ გავარდა. იქით გაიხედა საითაც ხმა ისმოდა და გაფითრებულმა მოხედა უკან მოდევნებულ თანამებრძოლებს, რომლებსაც სიცილი სახეზე შეყინვოდათ.
_ჩვენებს დაესხნენ თავს, ხმა იქიდან მოდის._ხმა გაებზარა გიჟ_თამაზას.
_წავედით!_დაიყვირა ქერა გოგიამ და ოთხივენი სირბილით წავიდნენ ხმის მიმართულებით. არაფერს არ ერიდებოდნენ, ღიად მირბოდნენ, ჩქარობდნენ, რომ მიესწროთ და უარეს შემთხვევაში მათთან ერთად, ბრძოლაში დაღუპულიყვნენ.
ვეღარ მიუსწრეს...
ჭურვებისგან იყო გადათხრილი იქაურობა, სიკვდილი მეფობდა ყველგან. დადიოდნენ და ეძებდნენ... ეძებდნენ თუნდაც ერთ გვამს მოწინააღმდეგისას... არა, სულ ქართველები იყვნენ დაღუპულნი...
_ეს რა არის._გაბზარული ხმით ჩაილაპარაკა შავტუხა ლევანიმ._დავიჯერო სროლა ვერ მოასწრეს საერთოდ? თუ...
_აქეთ._იყვირა იმედამ.
მასთან მიირბინეს და დაინახეს ჯერ კიდევ ცოცხალი იასონ კასრაძე. იმედას მათარა მოეხსნა და მომაკვდავს წყალს ასმევდა.
_რა მოხდა აქ._დაიხარა მისკენ ქერა გოგია._რა ჯოჯოხეთი დატრიალდა.
დაჭრილმა დაიკვნესა:
_ბრძანება მოვიდა, უკან უნდა დაგვეხია და ერთი ტყვიაც არ უნდა გვესროლა... ამათი დედაც... მორჩა, ჩემთვის ყველაფერი გათავდა,ეს ომიც და მთელი ცხოვრებაც._თვალები სივრცეს გაუშტერა._ვაიმე ჩემო შვილებო..._თავი ჩამოუვარდა და მოკვდა.
დამჭუხრებული ბიჭები ფეხზე წამოდგნენ. თავდახრილნი იდგნენ დაღუპულ თანამებრძოლთან. ბოლოს იმედა შეტრიალდა და წავიდა, დანარჩენებიც მიყვნენ სათითაოდ. ავტომატები უსარგებლო ნივთივით ეჭირათ ხელში.
მიდიოდნენ, მაგრამ არცერთმა არ იცოდა_საით?..
_არა ასე აღარ შეიძლება გაგრძელდეს._დაარღვია დუმილი შავტუხა ლევანმა._თქვენი არ ვიცი, მე კი აქ გამჩერებელი აღარა ვარ. წავალ თბილისში და მოვისვენებ სამუდამოდ ამ ჯოჯოხეთისგან.
არავის ხმა არ ამოუღია.
_თქვენ რას იზამთ, არ წამოხვალთ?_თანამებრძოლებს შეხედა და განაგრძო._თუ აქ გირჩევნიათ სიკვდილი? უმოკლესი გზები ვიცი სოხუმამდე, იქიდან კი უცებ გადავალთ... ამ ომის მოგება მაინც არ გვიწერია...
_მერე რა აზრი აქვს იქ მოკვდები მშიერი, თუ აქ მიგკლავს ტყვია, სულ ერთი არაა?_ცივად იკითხა იმედამ.
_შენ მაგას ნუ დარდობ, ვიშოვი ლუკმაპურს.
_მეც აღარ შემიძლია ამ უაზრობაში ყოფნა._ჩაილაპარაკა ქერა გოგიამ._მეც მოვდივარ.
იმედა გიჟ_თამაზას მიუბრუნდა.
_შენც ამათ ჭკუაზე ივლი? თუ დარჩები?
_რატომ ამათ ჭკუაზე, მე ჩემიც საკმარისი მაქვს._ მოიღუშა გიჟ_თამაზა._მე რაც აქ გადავიტანე, კიდევ ომი მინდა?.. ომი მაინც იყოს...
ესე იგი თქვენსას არ იშლით._იმედა გაჩერდა. გაჩერდნენ დანარჩენებიც._მერე არ იცით დეზერტირობა რითი ისჯება?
_დეზერტირობა?_ირონიულად ჩაეცინა გიჟ_თამაზას._ჯერ თავიანთი დანაშაული გამოასწორონ და სხვების დასჯაზე მერე იფიქრონ.
_ვის ექნება შენი დარდი, ყველა თავისი მუცლისთვის ფიქრობს._დაუმატა ქერა გოგიამ.
იმედამ დაკვირვებით შეხედა სამივეს.
_რახან ასეა, მეც წამოვალ, ოღონდ ერთი იდეა მაქვს.
_რა იდეაა ასეთი?_იკითხა ქერა გოგიამ.
_თბილისში მართლა მშივრები ხომ არ დავიხოცებით._დაიწყო იმედამ._დღესდღეობით სოხუმში ბევრი სახლია მიტოვებული, ბევრმა საერთოდ ვერაფრის წაღება ვერ მოასწრო, არა სჯობია დავუაროთ და ხეირი ვნახოთ?
_ისე შენ მართალი ხარ აი._ჭკუაში დაუჯდა ქერა გოგიას.
_თურმე ხანდახან სულელსაც მოსდის თავში კაი აზრები._დაცინვით ჩაილაპარაკა შავტუხამ. იმედას რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ ჯერ არ ღირდა რომელიმესთან ჩხუბი.
_თან ფორმა ყველგან დაგვიცავს._დაუმატა გიჟ_თამაზამ.
_ესე იგი წავედით?_იკითხა იმედამ. ყველამ თავი დაიქნია._მაშ მოიტათ ხელი.
ხელი დაურტყეს ერთმანეთს და გზა განაგრძეს...
_ძალიან გვიანდება ჩვენი წასვლა. ხვალ დილით აუცილებლად უნდა წავიდეთ, რაც არ უნდა მოხდეს._ოთახში ბოლთას სცემდა და ამბობდა რეზო. ტახტზე ნინო იჯდა, მისი მეუღლე.
_მერე დაჭრილი? ასე ხომ ვერ მივატოვებთ, თუ ვეხმარებით, ბოლომდე მივეხმაროთ.
_არბის მე თვითონ დაველაპარაკები._ჩაილაპარაკა რეზომ და მეორე ოთახში გავიდა, სადაც ახალგაზრდა, დაჭრილი ჩეჩენი იწვა. მისდა გასაოცრად დაჭრილი ფეხზე წამომდგარიყო, მასპინძლის შარვალი ჩაეცვა და ოთახში ფრთხილად დადიოდა.
_ყოჩაღ, აი ეს მომწონს._გაეღიმა რეზოს._ესე იგი სიარული შეგიძლია?
დაჭრილს ქართული კარგად ესმოდა, ამიტომ რეზო მას ქართულად ესაუბრებოდა ხოლმე. იგი ლოგინთან ნელა მივიდა, ჩამოჯდა და მასპინძელს მოხედა.
_მიდიხართ?_შეუბრუნა კითხვა.
_ისედაც ძალიან დავიგვიანეთ, აფხაზები უკვე სოხუმს მოადგნენ, მეტი ხნით აქ დარჩენა საშიშია._რეზო გვერდით მიუჯდა დაჭრილს._დილით წავალთ, ოთხნი ვართ და მგონი გავალთ.
დაჭრილმა ტავი დახარა, რაღაცას ფიქრობდა.
_მე ვერ წამოვალ,_თქვა ბოლოს._მამაჩემი უნდა ვიპოვო და აქედან წავიყვანო.
_შენი დატოვება არ შეიძლება._შეეპასუხა რეზო._სიკვდილი არ აგცდება. შენც თავს დაიგუპავ და ვერც მამაშენსაც ნახავ, მკურნალობა გჭირდება.
დაჭრილმა ამოიოხრა. თვითონაც კარგად იცოდა, რომ ახლა არაფრის თავი არ ჰქონდა, მაგრამ არ უნდოდა ზედმეტ ტვირთად აკიდებოდა ლტოლვილებს.
_მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს._რეზო წამოდგა და ოთახიდან გავიდა, რათა დილისთვის მომზადებულიყო.
დაჭრილმა სახეზე ხელები აიფარა და ჩაფიქრდა...
_უკვე ერთი კვირაა სოხუმში ვართ და ჯერ თითქმის არაფერი არ გვიშოვნია._ჩაილაპარაკა იმედამ._დიდხანს ვეღარ დავრჩებით, ხვალ ან ზეგ უნდა წავიდეთ აქედანაც.
სადღაც ახლოს ჭურვი აფეთქდა. ოთხივენი ნანგრევებს ამოეფარნენ, რომ თავი დაეცვათ შემთხვევით გამოსროლილი ნამსხვრევებისგან.
_მალე სოხუმშიც შემოვლენ აფხაზები._ამბობს ქერა გოგია მძიმედ.
_აი იმ სახლს უყურებთ?_ხელი გაიშვირა იმედამ._სხვებზე დიდიც არის და კარგად შენახულიც, ეტყობა მაგის პატრონს ფული ჰქონდა. აბა წავიდეთ ვნახოთ.
ქუჩა სირბილით გადაჭრეს, სახლთან მივიდნენ, კარი შეამტვრიეს და შევიდნენ. გაოცებულები გაშეშდნენ: შუახნის კაცი იდგა ოთახში, ტახტზე კი ქალი წამოწოლილიყო. მათ დანახვაზე შეშინებული წამოხტა. ქალის დანახვაზე შავტუხა ლევანს ცივად გაეღიმა.
_აი ეს მომწონს._ჩაილაპარაკა.
კაცი ჯერ შეშინებული უყურებდა თავდამსხმელებს, მაგრამ როცა მიხვდა ქართველები არიანო, ოდნავ დაწყნარდა.
_ქართველები ხართ ბიჭებო?_ მაინც იკითხა.
_არა მგონია, ამას შენთვის მნიშვნელობა ჰქონდეს._ჩაეცინა იმედას და მოულოდნელად ავტომატის კონდახი ჩაარტყა სახეში. რეზო დაეცა. ტუჩის კუთხიდან სისხლმა გამოჟონა. მისმა ცოლმა შეჰკივლა, მივარდა რეზოსთან და სახიდან სისხლი მოწმინდა.
_გეხვეწებით გაგვანებეთ თავი._აცრემლებულმა, მუდარით შეხედა თავდამსხმელებს.
_რამდენი ხანია ქალთან არ ვყოფილვარ._ იმედამ ხელი მოკიდა ქალს და უხეშად წამოაყენა. სასოწარკვეთილმა ქალმა ხელი ჰკრა მოძალადეს, მაგრამ იმედამ ისეთი ძალით გაარტყა სახეში, რომ ქალი ტახტზე დავარდა. იმედამ ავტომატი მაგიდაზე დააგდო და ქალთან მივიდა, კიდევ ერთხელ გაარტყა სახეში წამოწეულ ქალს.
რეზომ დაჭრილი მხეცივით დაიღრიალა და წამოხტა, მაგრამ მაშინვე ქერა გოგიამ ბეჭებში ჩაარტყა კონდახი. დაცემული უცებ გაკოჭეს. იმედა მასთან მივიდა.
_თუ გინდა თვალწინ არ გაგიბახო ცოლი, თქვი სად მალავ ფულსა და ძვირფასეულობას!_გასცრა კბილებში.
,,ღმერთი, ნეტა სარდაფში არ ჩავიდნენ, ან ია არ ამოვიდეს..."
_აჰა, არ ამბობ? მაშ კარგი.
იმავე წამს ოთახის კარი გაიღი და წელსზევით შიშველი, დაჭრილი ჩეჩენი გამოვიდა. ხელში ავტომატი ეკავა.
_გაეთრიეთ აქედან!_დაიღრინა.
ქერა გოგია მის გვერდით აღმოჩნდა, მაშინვე მუცელში ჩასცხო კონდახი, ჩეჩენი დაეცა. ისიც გაკოჭეს. მთელი სახლი გაჩხრიკეს ფულის ძებნაში, მაგრამ ვერაფერს მიაგნეს.
ქერა გოგია რეზოსტან მივიდა, ფეხი სახეში ჩაარტყა. რეზომ დაიკვნესა, სახე სისხლით შეეღება.
გიჟ_თამაზა გაფითრდა. თვალწინ თავმოჭრილი გვამები დაუდგა.
_წავიდეთ აქედან, ხომ ხედავთ არაფერია._მიუბრუნდა ამხანაგებს.
_ეგ შენ გგონია, რომ არაფერია._ჩაეცინა შავტუხა ლევანს._აი ახლა ნახავ, როგორ უცბად დაფქვავენ ყველაფერს._მერე ქალთან მივიდა და ჯიბიდან დანა ამოიღო._აბა ძუკნავ, ვნახოთ ერთი რას წარმოადგენ._დანა კაბაზე დაუსვა და შემოაფხრიწა.
_ხელი გაუშვი ახვარო!_დაიღრიალა რეზომ და მაშინვე კეფაში ისეთი ძალით მოხვდა კონდახი, რომ გული წაუვიდა.
შავტუხა ლევანი ქალს ზემოდან გადააჯდა და სილა გაარტყა. ქალი უკანასკნელ ძალებს იკრებდა და მოძალადის მოშორებას ცდილობდა.
ამ დროს იატაკის ქვეშ რაღაც დაბრახუნდა. შავტუხა ლევანი წამსვე წამოხტა და ავტომატს ეცა. დანარჩენებმაც მონახეს იარაღი. აი, ისევ დაბრახუნდა რაღაც. იმედას გაეღიმა:
_პადვალია._მაშინვე დაიწყო ქვემოთ ჩასასვლელი კარის ძებნა. მალევე მიაგნო იატაკზე დატანებულ კარს. რეზო გონს მოსულიყო, როცა ნახა, რომ იმედა სარდაფში ჩადიოდა, დაიგმინა და თავი მთელი ძალით დასცხო იატაკს. შუბლი გაუსკდა და სისხლმა მთელი ძალით გადმოხეთქა.
იმედამ სარდაფიდან 18_19 წლის ქალიშვილი ამოიყვანა. გოგონას შიშისაგან მოძრაობის უნარი ჰქონდა წართმეული. იმედამ ამხანაგებს შეხედა და ცივი ხმით იკითხა:
_ჰა როგორია, გაგვართობს?
_გაგვართობს და მერე როგორ._ჩაიცინა ქერა გოგიამ.
შავტუხა ლევანი აღფრთოვანებული უყურებდა საოცარი სილამაზის ქალიშვილს. გიჟ_თამაზამ ნაძალადევად გაიცინა, სულში კი ჯოჯოხეთი უტრიალებდა. ქალიშვილის დანახვამ ინგა გაახსენა, რომელიც სიცოცხლეზე ძალიან უყვარდა და რომელიც რაღაცით საოცრად ჰგავდა ამ გოგონას...
იმედამ ქალიშვილი ოთახში შეათრია და სახეში გაარტყა. მას ტუჩი გაუსკდა, წაიქცა. იმედამ ააყენა მსხვერპლი და კაბა შემოახია. გოგონამ დაიკივლა და ხელი ჰკრა მოძალადეს...
ამ დროს გიჟ_თამაზას ტვინში რაღაც საშინელი ხდებოდა. სახე გაფითრებოდა და ყბა უკანკალებდა. მართლა გიჯს გავდა იმ წამს. თვალწინ ინგა დაუდგა ისევ, ბოლოს ნანახი ინგა... ,,აბა შენ იცი თამაზ, დაანახე ყველას, რომ ქართველები ისევ ვქართველობთ.'' უთხრა მაშინ ინგამ... ,,მე კი რას ვაკეთებ? ქართველებს ვძარცვავ და...'' სული აუდუღდა გიჟ_თამაზას...ღრიალით ეცა მაგიდაზე დაგდებულ ავტომატს, აიტაცა და გაცოფებულმა მიუშვა ტყვიების ჯერი თავის ამხანაგებზე. შავტუხა ლევანი მაშინვე უკან მიაწყდა. თორმეტი ტყვია მოხვედროდა თავსა და კისერში, კედელზე ჩაცურდა და იატაკზე დაეცა. ქერა გოგია ორი ტყვია მოხვდა მხარში, მოასწრო ავტომატის აღება, მაგრამ სროლა აღარ დასცალდა: გაგიჯებული თამაზი ღრიალით ეცა და დანა მუცელში გაუყარა, ზევით აჰკრა, ნაწლავები დააყრევინა. ძირს დავარდნილი ავტომატი აიტაცა და მოტრიალდა.
იმედა გამოვარდნილიყო ოთახიდან. მისკენ მიმართული ავტომატის დანახვაზე გვერდზე გადახტა. ტყვიებმა კედელი დაცხრილა. იმედა ფანჯარას ეცა და გადახტა.
ავტომატმა ძაგძაგი შეწყვიტა. თამაზი გაშეშებული უყურებდა გაფატრულ გოგიას, ვერ გაეგო რა მოხდა.
ოთახიდან რეზოს ქალიშვილი გამოვარდა, თამაზის დანახვაზე შეშინებული გაშეშდა, მაგრამ თამაზი მას არ უყურებდა, იმ წამს იგი ვერავის ხედავდა, უთავო გვამების გარდა.
გოგონა დედამისს მივარდა, ჩაეხვია და აქვითინდა.
ამ ხმამ თამაზი გამოაფხიზლა, ოთახი მოათვალიერა, ავტომატი აიღო და გარეთ გავიდა. იმედა არსად ჩანდა.
სახლს შემოუარა, ავტომატი მომზადებული ეჭირა. მოულოდნელად ტანმა რაღაც უგრძნო, გვერდზე გადაიხარა და მაშინვე მარჯვენა მხარში საშინელი ტკივილი იგრძნო. გვერდზე გახტა და შემოტრიალდა.
იმედას ხელში გასისხლიანებული დანა ეჭირა. მისკენ გამოქანდა და დანა მოუქნია. თამაზმა მოასწრო მარცხენათი ჩაებღუჯა დანიანი ხელი, მთელი ძალები დაძაბა, მაგრამ დანა ნელნელა მისკენ იხრებოდა. იმედამ მარცხენა ხელი მოიქნია და ყბაში ამოსცხო. თამაზი უკან გადაქანდა, მიწაზე გაგორდა. ისევ წამოხტა, ავტომატი ასწია და სასხლეტს თითი დააჭირა. ტყვიები გასთავებოდა.
ორივენი ერთმანეთისკენ გაქანდნენ.
იმედამ დანა მოუქნია, მაგრამ თამაზმა ავტომატი ჩაარტყა ხელში. იმედამ დაიღრიალა. დანამ ჰაერში წრე მოხაზა და მოშორებით დაეცა. თამაზმა ისევ მოიქნია ავტომატი. იმედა უკან გახტა, თამაზმა წონასწორობა დაკარგა, უკვე ძალა ეცლებოდა. სისხლი ღვარად სდიოდა ჭრილობიდან. იმედამ ისარგებლა ამით და უკნიდან დაეტაკა. თამაზი წაიქცა. ავტომატი მიწაზე დაეცა და გაცურდა.
იმედა ზემოდან დააჯდა წაქცეულს და ხელები ყელში წაუჭირა. თამაზმა ორივე ხელი მკერდზე დაჰკრა, მაგრამ ვერ მოიშორა.
იმედამ მუშტი ჩასცხო სახეში.
_მიღალატევ!_ჩაისისინა._მაშინვე უნდა მცოდნოდა, რომ შენნაირი გიჟი სადმე ხიფათს შემყრიდა.
თამაზმა სახეში შეაფურთხა.
_თქვენისთანები არიან ხალხს რომ სისხლს უწამლავენ.
იმედამ ისევ ჩაარტყა მუშტი. თამაზმაც ისევ შეაფურთხა, ამჯერად სისხლი. იმედამ სახე მოიწმინდა:
_მოგკლავ შენი დედა...
ყელში მთელი ძალით წაუჭირა ხელები. თამაზმა ორივე ხელი დაუჭირა და სცადა მოეცილებინა, მაგრამ იგრძნო, ჰაერი არ ჰყოფნიდა. თვალებზე ბინდი ეკვრებოდა. სახეზე ოფლმა დაასხა და უკვე გონებას კარგავდა, როცა სროლის ხმა გაიგო.
იმედა უკან გადავარდა.სახე და გულმკერდი მთლიანად დაცხრილული ჰქონდა.
თამაზს ხველა აუტყდა. ყელზე მოიჭირა ხელი, გვერდზე გადაბრუნდა და მოიკრუნჩხა.
იმედა დაჭრილ ჩეჩენს მოეკლა და ახლა მისკენ მოდიოდა კოჭლობით.
თამაზი მძიმედ წამოდგა, მოკლულს გადახედა.
_როგორ ხარ ძმაო._მოესმა. მოტრიალდა. ჩეჩენი იყო, ტანს ზევით არაფერი არ ეცვა, უამრავი ძველი თუ ახალი ნაჭრილობევი ჰქონდა ტანზე. ავტომატი მიწაზე დააგდო და თვითონაც ჩამოჯდა. თამაზს ახედა და მისი გაოცებული სახის დანახვაზე გაეღიმა.
_აღარ შემიძლია დიდხანს ფეხზე დგომა._ჩაილაპარაკა._ შენც ჩამოჯექი.
თამაზი თვითონაც ძლივს იდგა ფეხზე.ჩამოჯდა. ჩეჩენს გახედა, თითქოს ნაცნობი სახე ჰქონდა, მაგრამ ვეფარით ვერ გაიხსენა სად ენახა.
_მე არბის მეძახიან._გაეცნო ჩეჩენი._აქ შემთხვევით აღმოვჩნდი დაჭრილი. დასამალი რა მაქვს, ჩეჩენი ვარ.
_რატომ გადამარჩინე._როგორც იქნა დაილაპარაკა თამაზმა._მე ხომ თქვენს მოსაკლავად მოვედი.
არბის გაეღიმა.
_შენ არავის დახოცვა არ გიფიქრია. შემთხვევით გაერიე მაგათთან. ასე რომ არ ყოფილიყო, ახლა არც მე და არც ისინი_თავი სახლისკენ გაიქნია._ცოცხლები აღარ ვიქნებოდით.
თამაზი რაღაცის გახსენებას ამაოდ ცდილობდა.
_არ გეშინოდა ქართველებს რომ ენახე?_ჰკითხა უაზროდ.
_ყველამ იცის, არბი არასოდეს ლაჩარი არ ყოფილა_ჩაეცინა ჩეჩენს.
თამაზს უეცრად გაახსენდა...
,,_რას შვრები!_ახალგაზრდა ჩეჩენმა ამხანაგზე გაიწია.
გარშემო დახოცილ ქართველთა გვამები ყრია...
სროლის ხმა... ახარგაზრდა ჩეჩენი ეცემა...
_რატომ მოკალი!_ეუბნება მოხუცი ჩეჩენი აფხაზს...
_ყველამ კარგად იცის, არბი ლაჩარი არ ყოფილა...
მოჭრილი თავები...''
თამაზმა თავი გაიქნია. ცივმა ოფლმა დაასხა სახეზე, გაფითრდა.
,,მოკლულის სახე დამცინავია... ჩეჩნები და აფხაზები გარბიან...''
_შეუძლებელია._თავი გაიქნია, თითქოს შემზარავ მოგონებათა გაფანტვა სურდა. არბი შეშფოთდა.
_რა მოხდა, ავად ხომ არ ხარ?
_არა, არა..._შეხედა. ისევ გაახსენდა იმ ჩეჩენის სახე, აფხაზმა რომ მოკლა. ,,თუმცა ვინ იცის, მოკლა კი?'' გაიფიქრა.
_ერთ კაცს გამსგავსებ ძალიან._უთხრა ბოლოს._მაგრამ ის რამდენადაც ვიცი, მკვდარია, თუმცა ომში რა არ ხდება.
_შენი ახლობელი იყო?_მოიღუშა არბი.
_არა, არც ვიცნობდი. ერთხელ მყავს ნანახი, მაშინაც სიკვდილის პირას ვიყავი. ისიც არ ვიცი, მართლა გგავდა თუ არა.
_რა ერქვა არც ეს არ იცი?
,,ყველამ იცის, არბი ლაჩარი არ ყოფილა...''
_იმასაც არბი ერქვა. აფხაზმა მოკლა.
ჩეჩენი დაიძაბა.
_შენ სად იყავი იმ დროს?_ჰკითხა თამაზს და დაკვირვებით შეხედა.
_მე იქვე მკვდრებში ვიწექი. ზევიდანაც მკვდარი მეგდო და ისე ვიყავი, მისი მოცილებაც არ შემეძლო.მკვდრების შეურაცხყოფა არ ესიამოვნა და მეორე ჩეჩენზე გაიწია. აფხაზმა ესროლა და მოკლა._თამაზს სახე გაუფითრდა.
_ოთხი ჩეჩენი და სამი აფხაზი იყო?
_ხო... შენ იყავი?_არბიმ თავი მძიმედ დაიქნია._ღმერთო შენი სახელის ჭირიმე._თამაზმა პირჯვარი გადაიწერა.
ადგნენ და სახლში შევიდნენ.
რეზოს უკვე მოემზადებინა გზისთვის საჭირო საგზალი, ზურგჩანთაში ჩაეწყო, მისი ცილშვილიც მომზადებულიყო სამგზავროდ.
თამაზი რეზოსთან მივიდა.
_აქედან უნდა გავიდეთ, აქ დარჩენა უკვე სახიფათოა, მით უმეტეს ქალებისათვის._მან ქალებს გახედა._თუ არის, რაც შეიძლება მეტი საგზალი უნდა წავიღოთ და კიდევ, ორი სამი ადიელაც. ჰო, მე თამაზი ვარ.
არბიმ მაისური გადაიცვა, ქამარში ავტომატის ორი მჭიდი გაირჭო, ზურგჩანთა მოიგდო ზურგზე და ავტომატი აიღო. რეზომ და თამაზმაც მიბაძეს. ხუთივე გარეთ გამოვიდა.
_არბი შეძლებ ამ მგზავრობის ატანას? ჯერაც არ მოშუშებულხარ._უთხრა რეზომ. არბი მოიღუშა.
_დღევანდელმა ამბავმა დამარწმუნა, რომ მეომარს, თუ იგი ცოცხალია, დასვენების უფლება არა აქვს._ჩაილაპარაკა._წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილი გარდაუვალია.
თამაზმა მას დაფიქრებით შეხედა. აშკარა იყო, დაჭრილი ჩეჩენი ამ მგზავრობას ვერ გაუძლებდა. თამაზმა გაოცებით შენიშნა, რომ თუმცა ჩეჩნები იმ დროს საქართველოს ერთ ერთი პირველი მტრები იყვნენ, ეს ჩეჩენი მაინც მოსწონდა. იგი სხვებს არ გავდა, არ გავდა იმათ, ვის სისასტიკეზე თამაზს არაერთი ამბავი გაეგო, ვისი ნამოქმედარიც თვითონ მას არაერთხელ უნახავს, და ვინც მთელი არსებით სძულდა კიდეც, როგორც ნამდვილ ქართველს...
თამაზმა თავი გააქნია, თითქოს აბეზარ მწერებს იგერიებდა. ფიქრის დრო არ იყო, წინ კიდევ მრავალი ხიფათი ელოდათ...

ვახტანგი კანდელაკი.


--------------------
უფალო შეგვინდე ცოდვანი ჩვენი და დაიფარე საქართველო გასაჭირისგან...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიო777
პოსტი Apr 26 2008, 10:07 PM
პოსტი #102


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 21
რეგისტრ.: 17-April 08
წევრი № 4,584



ყოველ ზაფხულს სოხუმში ვისვენებდი და ყველა კენჭი მახსოვს და უზომოდ მენატრება თქვენ წარმოიდგინეთ ადგილობრივ მაცხოვრებლებს რა ჭირთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nini1
პოსტი Jun 20 2008, 01:59 AM
პოსტი #103


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 680
რეგისტრ.: 7-April 07
წევრი № 1,599



სანგარში ჩამივარდა აფხაზეთი


სანგარში ჩამივარდა აფხაზეთი....
დაჭრილი სოხუმი სტკიოდა მხარში...
დენთის სუნი ეკრა ზღვას...
თვალლებდათხრილი სახლები მზარავდა ტანში....
ვეღარ ვსუნთქავდით ჩვენ, ვერც თქვენ...ისინი?
ისინი იბრძოდნენ....
განმუხარის საგუშაგოზე ააფეთქეს ლაშა და ლევანი, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნით...აბა, ავტომატის ტყვიები , ქვიშიანი ტომრებით დაცულ საგუშაგოს ბევრს ვერაფერს აკლებდაო.
მე თვალები დავხუჭე , მეტი აღარ მახსოვს!
ცეცხლს წვიმდა გაგრაში, გუდაუთაში, ოჩამჩირეში, გულრიფშში, გალში, ჭუბურხინჯში...ბაბუშერას აეროპორტი აფეთქდა მაშინ, გიორგი დაიწვა მახსოვს...მერე თბილისში ჩამოასვენეს, დედამ ვერ იცნო...
-გიო იყოო, უთხრეს...
ზამთარში აჩიგვარას დაესხნენ თავს...ქალები და ბავშვები გამოაფარეს... ძლიერად თოვდა...ენგურის ხიდი უნდა გადმოევლოთ , ღვთისმშობელი ჩამორბოდა ფეხშიშველი, ორი თვის ირაკლი გამოართვა თამუნას ხელიდან, გულში ჩაიკრა ..მანდილი მოახურა გათოშილებს…მშივრებს, მწყურვალებს, გაძარცვულებს....
ბოლოს, სოხუმის დაცემის დღეს, ერთად შეყარესო ბიჭები და დახვრიტეს.
დღისით გადამწვარი სახლის სარდაფში იყო შეყუჟული, ცხვირსაც არ ყოფდა გარეთ მართა.ღამით გამოდიოდა შავოსანი, დამჭკნარ მხრებზე იკიდებდა მოცელილ ვაჟკაცებს.
-ვაიმე, რათა ვარ ცოცხალიო....კვნესით, გულს უწვრილებდა ცხედრებს ...აფხაზსაც და ქართველსაც ერთად, ვაი-ვაგლახით აბარებდა მიწას, როგორც წესია.ძმები ხართო, ჭკუას არიგებდა გვამებს...გაუგესო მოხუცს, ყური მოვკარი, ის სასაფლაოც გადაუბუგეს მთლად...რას გაუძლებდა... გული გახეთქია მართას.
გაზაფხულზე უკვე ზაზა დაბრუნდა,დაჭრილი კი არა, მარჯვენა ფეხი ჰქონდა მოწყვეტილი.
-უიმე, რას ვჩივითო, თან ტიროდნენ, თან იცინოდნენ და თან გაჰკიოდნენ დედა და და მისი...
მე თვალები დავხუჭე ისევ...
ლოცვა ავაყუდე აღსავლის კართან....
-ღმერთო, ღმერთო გესმის?
-მეტი აღარ მინდა მახსოვდეს!......
თქვეს : მალე მოვაო გამახარე!
ნეტაი მართლა!

ნინო ქადაგიძე


--------------------
უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Jun 27 2008, 10:50 PM
პოსტი #104


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



http://forum.warfare.ru/index.php?showtopi...st=0#entry28020
აუ ესენი ნახე რა დღეში არიან.

რაღაც ფორუმია და აღარ იციან რა ილაპარაკონ. ნერვები ამეშალა!


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
b-a-r-b-a-r-e
პოსტი Dec 4 2009, 01:32 PM
პოსტი #105


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,436
რეგისტრ.: 24-September 09
წევრი № 7,538



რას გვიამბობენ მცენარეთა სახელწოდებანი აფსუა-აფხაზთა აბორიგენობაზე
საქართველოში


სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ადიღეური მოდგმის ერთ-ერთი ტომისათვის – აფსუებისათვის – ისტორიული ქართული სატომო სახელის “აფხაზის” შერქმევამ, ხოლო აფსუური ენისადმი “აფხაზურის” წოდებამ, ქართულ სახელმწიფოებრიობას და ქართველოლოგიას, უამრავი უსიამოვნება და გაუგებრობა მოუტანა, რაც ისტორიული ქართული კუთხის აფხაზეთის – დაკარგვად დაგვიჯდა.

დღეს აშკარაზე აშკარაა, რომ ისტორიული და თანამედროვე აფხაზობა ორი განსხვავებული ეთნიკური ჯგუფია: კერძოდ: ისტორიული აფხაზები ქართველური ტომები იყვნენ და ისტორიული საბუთები მოწმობენ, რომ ისინი მეგრულად ლაპარაკობდნენ, ანუ ის აფხაზები, რომელთაც კონტაქტი დაამყარეს ჯერ ჩრდილოეთ კავკასიაში, ხოლო შემდეგ საქართველოში-აფხაზეთში შემოსულ აფსუებთან, იყვნენ მეგრულ ენოვანი ქართველები. თანამედროვე აფხაზები კი ადიღეული მოდგმის აფსუებისა და ქართველი აფხაზების ნარევია, აფსუური ენით და ასევე არაქართული აფსუური ცნობიერებით.

მართალია, თანამედროვე აფხაზების ძირითადი ბირთვი (80%-ზე მეტი) გააფსუებული (და არა გააფხაზებული, როგორც შეცდომით ხმარობენ სამეცნიერო ლიტერატურაში) ქართველია, მაგრამ ისინი ენითა და ცნობიერებით უკვე არაქართულ სამყაროს წარმოადგენენ და მათ არავითარი პრეტენზია არ უნდა ჰქონდეთ საქართველოს ისტორიულ წარსულზე. მარტო ის რად ღირს, რომ აფსუებსაც და გააფსუებულ ქართველებსაც თავიანთ მოძმეებად მიაჩნიათ ჩრდილო კავკასიელი ტომები ადიღელები, ჩერქეზები, ყაბარდოელები და ა.შ.

ვუწოდეთ რა არაქართულ ელემენტს ქართული ტომის სახელწოდება – აფხაზი, ტერმინოლოგიურმა აღრევამ ის გამოიწვია, რომ მე-16-17 საუკუნეებიდან საქართველოში – აფხაზეთში – ინფილტრაციით შემოსულ უცხო მოდგმის ტომს, ქართველთა ნაწილის ასიმილაციის გამო, გაუჩნდა აბორიგენობის პრეტენზია და სხვის ისტორიას, ტერიტორიას და ისტორიულ მონაპოვრებს ითვისებს, იმპერიული ძალების ყოველმხრივი და მძლავრი მხარდაჭერით.

აფსუები რომ საქართველოსა და მისი ისტორიული კუთხის აფხაზეთის აბორიგენები არ არიან, ამას უამრავი პირდაპირი თუ არაპირდაპირი ფაქტი ადასტურებს, ამიტომ ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, უმჯობესი იქნებოდა დღევანდელი აფხაზებისათვის გვეწოდებინა “აფსუა-აფხაზი“, ან “აფსუა“, ნამდვილი აფხაზის ანუ ქართველი აფხაზისგან გასამიჯნად.

ზღვა ისტორიული მასალა მოწმობს, რომ აფხაზეთი აფსნი არაა, ხოლო აფსუა აფხაზი არაა. მიუხედავად წყაროთა და ფაქტთა ღაღადისა, იმპერიული ძალებით წაქეზებული აფსუა და რუსი ვაი-მეცნიერები, და მათ გვერდით ზოგიერთი ქართველი ვაი-ისტორიკოსიც, ამტკიცებენ, თითქოს აფსუები აფხაზეთში ცხოვრობენ ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნეებიდან მაინც.

ეს ვაი-მეცნიერები ქადაგებენ ორაბორიგენობის აბსურდულ თეორიას, რომელსაც ანალოგი არ მოეპოვება მსოფლიო ისტორიაში. ამის საწინააღმდეგოდ, ქვემოთ ჩვენ ქართველოლოგიას, და ე.წ. აფხაზოლოგიას, შევთავაზებთ ფრიად საყურადღებო მონაცემებს, მცენარეთა სახელწოდებების შესახებ აფსუურ ენაში, რომელნიც წინასწარ ვიტყვით აბსოლუტურად გამორიცხავს აფსუების აბორიგენობას საქართველოში, კერძოდ, აფხაზეთში.

აღსანიშნავია, რომ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის და მე-20 საუკუნის დასაწყისის რუსულენოვან ბოტანიკურ ლიტერატურაში მოიპოვება საინტერესო ენობრივი ლექსიკური მასალა მცენარეთა სახელწოდებებისა, კავკასიის მაშინდელი უდამწერლობო ენებისა, მათ შორის, აფსუური ენის ლექსიკიდან, რომელიც, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, აქამდე არ გამხდარა ენათმეცნიერთა თუ ისტორიკოსთა ანალიზისა და მსჯელობის საგანი.

არადა, ამ ლექსიკურ მასალაში უამრავი საინტერესო ცნობაა დალექილი ამა თუ იმ ტომის აბორიგენობის თვალსაზრისითაც, ხაზს ვუსვამ, სწორედ ამ ლექსიკურ მასალაში, რადგან საბჭოთა პერიოდში კავკასიის უდამწერლობო ენებისათვის შეიქმნა დამწერლობანი, განვითარდა ლიტერატურა და აქედან გამომდინარე, ბევრი რამეც შეიცვალა და გადასხვაფერდა.

როგორც ცნობილია, აფსუური ენის ლექსიკის, რომელსაც, სამწუხაროდ, დღემდე შეცდომით აფხაზურს უწოდებენ, ადრეული ნიმუშები შემოგვინახა გერმანელმა ექიმმა, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრმა ანტონ გიულდენშტედტმა, რომელმაც 1768-1772 წლებში იმოგზაურა საქართველოში და ფრიად საინტერესო მასალები დაგვიტოვა. უფრო ადრინდელი მასალები აფსუური ენისა არ მოგვეპოვება და ამდენად ძნელია მასზე საუბრი.

აფსუური ენის საფუძვლიან შესწავლას საფუძველი ჩაუყარა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწე რუსმა ენათმეცნიერმა პ. უსლარმა, რაც გაგრძელდა აფსუური დამწერლობის შექმნის შემდეგ საბჭოთა პერიოდში და ბევრი არასწორი შეხედულებაც გამოითქვა აფსუური და ქართველური ენების ურთიერთმიმართების შესახებ, რომელიც ცალკე მსჯელობის საგანს წარმოადგენს.

მიუხედავად უამრავი ნაშრომისა, ე.წ. აფხაზურის, სინამდვილეში კი აფსუური ენის შესახებ, და უზარმაზარი საპოლემიკო ლიტერატურისა, ჩვენს ხელთ არსებული მასალის მიხედვით, არც ქართველი და არც აფსუა ენათმეცნიერები თუ ისტორიკოსები არ იცნობენ იმ ძვირფას ენობრივ- ლექსიკურ მასალას, რომელიც დაცულია ქვემოთ ნახსენებ ორ მონოგრაფიაში და რომელიც ეხება მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ჩაწერილ მცენარეთა სახელწოდებებს კავკასიის ხალხთა ენებზე. რასაკვირველია, არ გამოვრიცხავ, რომ ამის გარდა კიდევ არსებობს იმდროინდელი ნაშრომები, რომელთაც გამომზეურება და შესწავლა სჭირდებათ.

ეს ნაშრომებია: ცნობილი რუსი მეცნიერისა და სახელმწიფო მოღვაწის იაკობ მედვედევის (1847-1923) “კავკასიის ხეები და ბუჩქები” (დაიბეჭდა სამჯერ 1883, 1910 და 1919 წლებში თბილისში) და თბილისში ე.წ. გერმანელ კალონისტთა ოჯახში დაბადებული ადოლფ კრისტიან როლოვის (1870- 1952) “კავკასიის ველური მცენარეები” (დაიბეჭდა თბილისში 1908 წელს).

თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ მე-19 საუკუნეში, ქართველებისა და სომხების გარდა, სხვა კავკასიელ ტომებს არ გააჩნიათ დამწერლობა, მაშინ ცხადი გახდება ი. მედვედევისა და ა. როლოვის შრომებში დაცული ენობრივი მასალის მნიშვნელობა, რომელიც იმ პერიოდის სურათს ასახავს. აქვე უნდა ითქვას, რომ ი. მედვედევი 1867 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოში და მუშაობდა იმპერიის მიწათმოქმედების დეპარტამენტში – ჯერ მეტყევედ, შემდეგ კი ამიერკავკასიის რწმუნებულად, ხოლო ა. როლოვი დაიბადა და გაიზარდა რა თბილისში, 1898-1918 წლებში იყო თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორი, შემდეგ “გპი”-ს პროფესორი – ამდენად მათი ნაშრომები მაღალი სამეცნიერო ღირებულებისაა, სანდო და ფასეულია.

ამ ნაშრომებიდან ამჯერად შევეხებით რამდენიმე მცენარის სახელწოდებას. რომელნიც უშუალოდ შეგვიძლია დავუკავშიროთ აფსუების აბორიგენობის საკითხს აფხაზეთში, რადგან ამ ორი უზარმაზარი მონოგრაფიის მიმოხილვას თავად სჭირდება მონოგრაფია.

ენათმეცნიერებიდან ცნობილია, რომ ამა თუ იმ ენაში არსებული მცენარეთა სახელწოდებანი ბევრ საინტერესო მასალას შეიცავენ ამ ხალხის ცხოვრების წესის, თუ გნებავთ, აბორიგენობისა და მიგრაციის შესახებ. როგორც ი. მედვედევის, ისე ა. როლოვის მიხედვით, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აფსუური ენა წიწვიან ხე-მცენარეებს ნაძვს, ფიჭვს, სოჭს ერთმანეთისაგან ვერ ანსხვავებს და სამივეს მოიხსენიებს ერთი და იგივე სახელით – “აფსა”, ხოლო ერთი მეორისაგან გენეტიკურად შორს მდგომ სახეობებს ფიჭვსა და სოჭს ასევე მოიხსენიებს მეორე საერთო სახელითაც – ამზა”. ცნობისათვის: წიწვიანების ზემოხსენებული სამივე სახეობა გავრცელებულია როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ კავკასიაშიც, ამასთან ნაძვი და სოჭი მარტოოდენ მთებში იზრდება, ხოლო ფიჭვი მთებშიც და ბარშიც.

თუ მივმართავთ ქართულ ენობრივ სინამდვილეს, აღმოჩნდება შემდეგი: ქართულად: ნაძვი და ელატი; ჭანურად და მეგრულად – ნუზუ, სვანურად – ნეზვრა და ღუმირ. ფიჭვი: ქართულად და მეგრულად – ფიჭვი, სვანურად – გოგიბ. სოჭი: ქართულად სოჭი და ჩიხრი; მეგრულად – გოგიბი, სვანურად – ნენზე. მოყვანილი მასალიდან ცხადია, რომ ქართველური ენები მკაფიოდ ანსხვავებენ სამივე წიწვიან სახეობას. ისმება კითხვა, რატომ ვერ ანსხვავებს აფსუური ენა ამ მკვეთრად განსხვავებულ წიწვიანებს? საინტერესოა ის გარემოება, რომ ამავე ავტორთა მიხედვით ყაბარდულად და ჩერქეზულად ნაძვისა და სოჭის სახელებად მითითებულია “ფსეი”, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ აფსუებმა თავის დროზე სწორედ ამ ენებიდან ისესხეს წიწვიანების აღმნიშვნელი სახელი და დაურთეს თავიანთი ცნობილი წინსართი “ა”. ამგვარად უნდა იყოს მიღებული აფსუურში ყველა წიწვიანის საერთო სახელწოდება “აფსა”.

ასევე საინტერესოა ის გარემოებაც, რომ 1999 წელს თბილისში გამოცემული “ქართულ-აფხაზური სასაუბროს” მიხედვით აფსუურში (და არა აფხაზურში) დღეს ხეობასაც “აფსა” ჰქვია, ხოლო წიწვიან ტყეს კი “აფსარა”. აქ დასკვნისაგან თავს შევიკავებთ და იგი ლინგვისტებისათვის მიმინდვია, რადგან მეტისმეტია ნაძვის, ფიჭვის, სოჭის და წიწვიანი ტყის ერთი და იგივე სახელით მოხსენიება.

თუ ზემოთ მოყვანილ მონაცემებს განვიხილავთ, გამოდის, რომ აფსუები თავის დროზე არ იცნობდნენ ამ წიწვიან ხე-მცენარეებს (ნაძვი, ფიჭვი, სოჭი), რადგან ცხოვრობდნენ ისეთ ტერიტორიაზე, სადაც ეს წიწვიანები არ იყო გავრცელებული, რაც სრულიად შეესაბამება და ადასტურებს ცნობილი რომაელი მოღვაწის და მეცნიერის პლინიუს უფროსის ცნობის სისწორეს, რომ აფსუები ჩვ. წ. I საუკუნეში ცხოვრობდნენ ჩრდილო-აღმოსავლეთს იმიერკავკასიაში – კასპიისპირეთში, დაახლოებით დღევანდელი ყალმუხეთის ტერიტორიაზე, ხოლო შემდეგ მიგრაციისას ჩერქეზების ან ყაბარდოელებისაგან ისესხეს წიწვიანი ხე-მცენარეების სამი სახეობისათვის საერთო სახელწოდება – “აფსა”.

თუ საწინააღმდეგოს დავუშვებთ და აფსუებს აფხაზეთის აბორიგენებად ჩავთვლით, როგორც ამას ჩვენი ზოგიერთი ვაი-მეცნიერი აკეთებს, მაშინ ძნელი ასახსნელი იქნება ის გარემოება, თუ როგორ მოხდა, რომ ამ ტერიტორიაზე მოსახლე ქართველურმა ტომებმა ქართებმა, სვანებმა, მეგრელებმა, ჭანებმა – აქ გავრცელებულ წიწვიანებს – ნაძვს, სოჭსა და ფიჭვს ცალ-ცალკე გნსხვავებული სახელები შეარქვეს, ხოლო აფსუებმა, არა თუ ცალ-ცალკე სახელები ვერ დაარქვეს თავიანთ ენაზე ამ ხე-მცენარეებს, არამედ ვერც კი შესძლეს ესესხათ თავიანთი მეზობლებისაგან – ქართველური ტომებისაგან კავკასიონის ქედს გადაღმა გადავიდნენ და იქიდან “ჩამოიტანეს” მათი საერთო სახელი, რაც მეტად გასაკვირველია.

მეცნიერულ ინსინუაციებს რომ თავი დავანებოთ, ნორმალური გონებისათვის ხომ ასეთი რამ წარმოუდგენელი და მიუღებელია. კიდევ უფრო პარადოქსული და საინტერესოა მუხისა და ვაზის სახელწოდებანი აფხაზურ ენაში. ი. მედვედევისა და ა. როლოვის მიხედვით, მე-19 საუკუნის ბოლოსათვის აფსუური ენა ერთსა და იმავე სახელს უწოდებს ერთმანეთისაგან გენეტიკურად შორს მდგომ მცენარეებს – მუხასა და ვაზს. და ორივეს ჰქვია – “აჯ”. ეს ისეთი კურიოზული შემთხვევაა, როცა იტყვიან ხოლმე – კომენტარი ზედმეტია, მაგრამ აფსუა-აფხაზთა აბორიგენობის საკითხი ისეა აწეწილ-დაწეწილი, განგებ გაბუნდოვნებული და გაუკუღმართებული, რომ ეს შრომაც, და არა მარტო ეს, სწორედ რომ კომენტარებისათვის დაიწერა. წარმოიდგინეთ, რომ დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი აფხაზეთში, ვაზი ტყეშიც კია გავრცელებული, ხეებზეა შესული და ამ დროს ათეულ საუკუნეობით აქ მცხოვრები ტომი მას მუხისგან ვერ ანსხვავებდეს? ასეთი რამ ყოველგვარი მეცნიერული თვალსაზრისით ხომ წარმოუდგენელია და როგორი შუბლის კანი და სინდისი უნდა ჰქონდეს მეცნიერს, რომ ასეთ ხალხს აფხაზეთში აბორიგენობა “დააბრალოს”.

ამავე ავტორების მიხედვით, ჩერქეზულად მუხას ჰქვია ჯიჰაი, ხოლო ვაზს ბალყარულად ჯოზუმ. ჩვენი ვარაუდით, აფსუა-აფხაზებმა სწორედ ამ ენებიდან ისესხეს მუხისა და ვაზის საერთო სახელწოდება – აჯ.

ისმება კითხვა – თუ აფსუა-აფხაზები მართლაც პირველი საუკუნიდან საქართველოში აბორიგენები იყვნენ, როგორც ამას ზოგიერთი ვაი-მეცნიერი ფიქრობს, მაშინ საინტერესოა, აფსუური ენა რატომ ვერ ანსხვავებს მუხასა და ვაზს ერთმანეთისაგან, ან რატომ ისესხა ეს სახელწოდება მაინცდამაინც ჩრდილოკავკასიელი ხალხისაგან და რატომ ვერ შეითვისა – ისესხა – მეზობელი ქართველური ტომებისაგან, თუკი მართლაც ჰქონდა მეზობლობას ადგილი? ქართველური ენები ხომ მშვენივრად ანსხვავებენ ერთმანეთისაგან ერთსაც და მეორესაც: ქართულად – ვაზი; ჭანურად და მეგრულად – ბინეხი, ბენეხი; სვანურად – ვააზ, ღვააზ; ქართულად – მუხა; ჭანურად – ჭკონი; მეგრულად – ჭყონი; სვანურად – ჯირა, ჯიჰრა. აი, რა მრავალფეროვნადაა წარმოდგენილი ვაზისა და მუხის სახელწოდებანი ქართველურ ენებში და რაოდენ საოცარია, რომ ეს მრავალფეროვნება ვერ შეამჩნია ე.წ. “აბორიგენულმა” აფსუურმა ენამ და აქაც მაინცდამაინც ჩრდილოკავკასიაში მცხოვრებთ მიმართა “სასესხებლად”.

სხვათა შორის ზემოთნახსენები “ქართულ-აფხაზური სასაუბროს” (1999) მიხედვით (უფრო სწორი იქნებოდა მას ერქვას “ქართულ-აფსუური სასაუბრო”), ამჟამად მუხას კვლავ ეწოდება აჯ, ხოლო ვაზს “აძახუა”; მაგრამ ვერსად გავექცევით იმ ფაქტს, რომ ი. მედვედევი და ა. როლოვი სახელწოდება “აძახუას” საერთოდ არ იცნობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სახელწოდება აფსუურმა ენამ გვიან შემოიტანა, რადგან ი. მედვედევის შრომის ბოლო გამოცემა განხორციელდა 1919 წელს.

ჩვენი ვარაუდით, ვაზის დღევანდელი აფსუური სახელწოდება “აძახუა” არის ქართული ძახველის აფსუური ვარიანტი და იგი შესულია აფსუურში მეოცე საუკუნის ოციანი წლების შემდეგ. ძახველსაც თავისებურად მტევანს მიმსგავსებული ნაყოფი აქვს და, აქედან გამომდინარე, მისი სახელი დაარქვეს ვაზს.

ი. მედვედევისა და ა. როლოვის მონოგრაფიებში უამრავი საინტერესო მასალაა ენობრივი თვალსაზრისით, რომელიც ლინგვისტების ყურადღებას საჭიროებს. ჩვენ კი კიდევ რამდენიმე მაგალითს მოვიყვანთ, რომელნიც ფრიად საყურადღებო დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევიან.

ავიღოთ ერთმანეთისაგან ისეთი განსხვავებული ხე-მცენარეები, როგორიცაა: წიფელი, იფანი და ჭადარი. განა საოცარი არაა, რომ ამ განსხვავებულ მერქნიან მცენარეებს აფსუურ ენაში ეწოდება ერთი და იგივე სახელი – “აშვ”, იფანს აქვს მეორე სახელიც “აჩამხა”. ქართველურში კი ასეთი სურათი გვაქვს: – წიფელი – ქართულად წიფელი; ჭანურად – წიფური, წიფრა; მეგრულად – წიფური; სვანურად კი – წიფ და წიფრა; იფანი – ქართულად და მეგრულად – იფნი, კოპიტი, იფანი; ჭადარი – ჭადარი და ჭანდარი. საინტერესოა ის გარემოება, რომ ჭადარი საქართველოში უძველეს დროიდან გავრცელებულად ითვლება და ჩვენში იხმარებოდა მისი სპარსული სახელიც – ჩინარი, რაც პოეზიაშიც კია ასახული. “ქართულ-აფხაზური სასაუბროს (1999 წ.) მიხედვით, დღეს ჭადარს აფსუურში ეწოდება აჭანდარი. როგორ მოხდა, რომ საუკუნეების განმავლობაში აფსუურმა ენამ აქამდე ვერ შეამჩნია ჭადარი და მისი სახელი მხოლოდ მე-20 საუკუნეში ისესხა.

წიფლის, იფნის და ჭადრის ერთი და იგივე სახელით მოხსენიება და ჭადრის სახელწოდების სესხება მე-20 საუკუნეში კიდევ ერთი თვალნათლივი მაგალითია იმისა, რომ აფსუა-აფხაზები საქართველოს აბორიგენები არ არიან და მათ საერთო არაფერი აქვთ ისტორიულ აფხაზებთან და აფხაზეთთან.

კიდევ ერთი თვალნათლივი მაგალითია ამავე რიგისა. ამავე ავტორების მიხედვით, ერთმანეთისაგან მეტად შორს მდგომი სახეობები, როგორიცაა წაბლი და პანტა მოიხსენიება თითქმის ერთი და იგივე სახელით: წაბლი – ახე, პანტა – ახა. საერთოდ კი, წაბლი ეკუთვნის წიფლისებრთა ოჯახს, ხოლო პანტა – ვარდისებრთა ოჯახს; აფსუურმა ენამ კი ვერც განასხვავა და ვერც ქართველური ენებიდან ისესხა.

ქართველურ ენებში კი მრავალფეროვანი სურათი გვაქვს წარმოდგენილი: წაბლი: ქართულად – წაბლი; ჭანურად -ჭუბური, ჭუბუი; სვანურად – გვიჯ, გვიჯრა, კუცჩ (ი. მედვედევით); მეგრულად – ჭუბური.

რაც შეეხება პანტას, იგი ქართველურ ენებში უამრავი სახელითაა წარმოდგენილი, ამიტომ ჩვენ მხოლოდ ზოგიერთს მოვიყვანთ. ქართულად – პანტა, ჭკუტა, კვიჭიჭი; მეგრულად 契L・_0_- პანტე სხული, კვეტელე სხული; სვანურად – გოწო ვიცხ.

წაბლისა და პანტის არც ერთი ქართველური სახელი არ მიესადაგება აფსუურს, რაც მეტად საყურადღებოა, რადგან ორივე ეს სახეობა კავკასიისა და საქართველოს ფლორის აბორიგენია.

აღსანიშნავია, რომ ამავე ავტორთა მონაცემებით, წაბლის ქართული სახელი – წობულის ფორმით შესულია დაღესტნურ ენებში, ხოლო ოსურად წაბლს ეწოდება გურჯიაგ-ტერს, რაც თავისთავად მეტყველებს მის წარმომავლობაზე.

აფსუების მიგრაციასთან დაკავშირებით წაბლისა და პანტას სახელწოდებებთან მიმართებაში, აღსანიშნავია კიდევ ერთი გარემოებაც: მე-16, მე-17 საუკუნეების ევროპელი კარტოგრაფების (გასტალდი, ჯენკინსი, ჰონდოუსი) მონაცემებით ამ პერიოდში აფსუების ტომი მომთაბარეობს ყუბანისპირეთსა და აზოვის ზღვისპირეთში, სადაც შეიძლებოდა გაცნობოდნენ ველურ მსახლს – პანტას, მაგრამ, აფხაზეთში შემოსვლამდე ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაეცნობოდნენ ჩვეულებრივ წაბლს, თუმცა აუხსნელი რჩება რა ნიშნით მიამსგავსეს ისინი ერთმანეთს.

ი. მედვედევისა და ა. როლოვის მონაცეებით აფსუური ენა ასევე ვერ ანსხვავებს ერთმანეთისაგან ბოტანიკურად სხვადასხვა ოჯახში მყოფ სახეობებს, როგორიცაა ჩვეულებრივი თელა და კავკასიური რცხილა. პირველი მიეკუთვნება თელისებრთა, მეორე კი – თხილისებრთა ოჯახს. აფსუური ენა კი ამ განსხვავებულ სახეობებს უწოდებს ერთსა და იგივე სახელს – ახეც; მაშინ, როდესაც ქართველურ ენებში ამ სახეობების აღსანიშნავად იმდენი სახელწოდება გვაქვს, რომ მათი მოყვანა უკვე ზედმეტად მიგვაჩნია; ამასთან ერთად, ქართველური ენები მკვეთრად ანსხვავებენ თელასა და რცხილას.

ი. მედვედევისა და ა. როლოვის ზემოაღნიშნული შრომები კიდევ მრავალ საინტერესო მასალას შეიცავს, რომელიც შემდგომ განხილვას და ანალიზს საჭიროებს.

ზემოთმოყვანილი მიმოხილვიდან შეიძლება ასეთი დასკვნები გავაკეთოთ:

1. რუსი მეცნიერისა და სახელმწიფო მოღვაწის იაკობ მედვედევის (1847-1923) ნაშრომი “კავკასიის ხეები და ბუჩქები” (1883; 1910; 1919) და თბილისში დაბადებულ-გაზრდილი და აქვე მოღვაწე გერმანელი მეცნიერის ადოლფ ქრისტიან როლოვის (1870-1952) მონოგრაფია “კავკასიის ველური
მცენარეები” (1908) შეიცავს ფასდაუდებელ ენობრივ მასალას ველურ მცენარეთა სახელწოდებების შესახებ კავკასიის ხალხთა ენებზე, მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის მიხედვით, რაც განსაკუთრებით ფასეული და მნიშვნელოვანია, მაშინ კიდევ უდამწერლობო კავკასიის მცირე ხალხების, მათ შორის აფსუა-აფხაზთა, ენების ლექსიკური ფონდის შესასწავლად.

2. აღნიშნულ მონოგრაფიებში მოიპოვება ფრიად საინტერესო ლექსიკური მასალა ველურ მცენარეთა სახელწოდებებისა აფსუა-აფხაზთა ენაზე, რაც კი არსებობდა მე-19 საუკუნის ბოლოსათვის და რომელიც მეტად მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს ამ ტომის მიგრაციის თვალსაზრისით კავკასიაში.

3. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ აღნიშნული მასალა აქამდე ქართველ ენათმეცნიერთა და ისტორიკოსთა ყურადღების მიღმაა დარჩენილი და განხილვა-ანალიზის საგანი არ გამხდარა. არადა, ასეთი ანალიზი ბევრ რამეს ახდიდა ფარდას და სიცხადეს შეიტანდა აფსუა-აფხაზთა მიგრაციისა და
აბორიგენობის საკითხში.

4. ი. მედვედევისა და ა. როლოვის მონაცემებით, მე-19 საუკუნის ბოლოს აფსუური ენა ვერ ანსხვავებს წიწვიან ხე-მცენარეებს ნაძვს, ფიჭვს და სოჭს და მათ აღნიშნავს ერთი საერთო სახელით – “აფსა”, რომელიც ნასესხები უნდა იყოს ყაბარდოულ-ჩერქეზული ენებიდან; ამ ენებზე წიწვიანებს ეწოდა “ფსეი”. აფსუა-აფხაზებს რომ ხანგრძლივად ეცხოვრათ ან ჩრდილოეთ კავკასიის მთებში ან დასავლეთ საქართველოში (აფხაზეთი), წარმოუდგენელია, რომ ეს ბოტანიკურად ერთმანეთისაგან განსხვავებული სახეობანი მათ ტერმინოლოგიურად ვერ განესხვავებინათ, ან კიდევ მეზობელი
ქართველური ტომებისაგან არ შეეთვისებინათ რომელიმეს სახელწოდება. დღეს, გარდა წიწვიანებისა, აფსა ჰქვია აგრეთვე ხეობას, ხოლო აფსარა - წიწვიან ტყეს.

5. ამავე ავტორთა მონაცემებით, ამავე პერიოდში, აფსუურ ენაში მუხა და ვაზი აღინიშნება ერთი და იგივე სახელით – “აჯ”, რაც თავისთავად პარადოქსულ მოვლენას უნდა მიეკუთვნოს, რადგან მუხა და ვაზი ყველანაირად შორს დგანან ერთმანეთისაგან. სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო ეს მოვლენა კატეგორიულად გამორიცხავს აფსუების აბორიგენობას დასავლეთ საქართველოში – აფხაზეთში.

დღეს აფსუურში ვაზის აღსანიშნავად იხმარება ტერმინი – “აძახუა”, რომელსაც საერთოდ არ იცნობენ ი. მედვედევი და ა. როლოვი, რომელიც ნასესხები უნდა იყოს მე-20 ს-ის 20-იანი წლების შემდგომ ქართულიდან. იგი შეესაბამება ქართულ ძახველას.

6. მე-19 საუკუნის ბოლოს, აფსუურ ენაში, ერთი და იგივე სიტყვით – აშვ, აღინიშნება ასევე ერთი მეორისაგან ყველანაირად შორს მდგომი და განსხვავებული ისეთი ხე-მცენარეები, როგორიცაა: წიფელი, იფანი და ჭადარი, რომელთაც ასევე მშვენივრად ანსხვავებენ ქართული ენები. აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ კავკასიის იმ რეგიონში, სადაც ხდებოდა აფსუების მიგრაცია საქართველოში, არც ბუნებრივად და არც ხელოვნურად, ჭადარი არ იყო გავრცელებული, რაც მშვენივრადაა ასახული აფსუურში. დღევანდელ აფსუურში ჭადარს ეძახიან აჭანდარს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ნასესხებია ქართულიდან მე-20 საუკუნის 20-იანი წლების შემდეგ, რადგან ი. მედვედევის შრომის ბოლო გამოცემა განხორციელდა 1919 წელს. საოცარია, მაგრამ დღევანდელ აფსუურში იგივე სახელწოდებით – აშვ, აღინიშნება ყველიც(!).

7. აფსუური ენა ერთმანეთისაგან ვერ ანსხვავებს და თითქმის ერთნაირად მოიხსენიებს ასევე განსხვავებულ მერქნიანებს – წაბლს და პანტას – წაბლი - ახე, პანტა – ახა. აღსანიშნავია, რომ წაბლი არაა გავრცელებული იმ რეგიონებში, საიდანაც ხდებოდა აფსუების მიგრაცია. წაბლისა და პანტის აღსანიშნავად ქართველურ ენებს მრავალფეროვანი განსხვავებული სახელები მოეპოვება და აფსუები რომ აფხაზეთის აბორიგენები ყოფილიყვნენ, რომელიმეს მაინც ისესხებდნენ.

8. ი. მედვედევისა და ა. როლოვის მონაცემებით, აფსუური ენა ასევე ვერ ანსხვავებს ერთმანეთისაგან ბოტანიკურად სხვადასხვა ოჯახში მყოფ ისეთ სახეობებს, როგორიცაა ჩვეულებრივი თელა და კავკასიური რცხილა და აღნიშნავს ერთი და იგივე სახელით – ახეც.

9. აფსუურ ენაში წიწვიანი და ფოთლოვანი ხე-მცენარეების (ნაძვი, ფიჭვი, სოჭი, წიფელი, იფანი, ჭადარი, წაბლი, პანტა, თელა, რცხილა) და ვაზის სახელწოდებათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აფსუების ტომი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა ისეთ ტერიტორიაზე, სადაც ეს მცენარეები არ იყვნენ გავრცელებული; ამიტომაა, რომ აფსუური ენა შინაარსობრივად ვერ ანსხვავებს აღნიშნულ სახეობებს. ყოველივე ეს სრულიად შეესაბამება და ადასტურებს ცნობილი რომაელი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის პლინიუს უფროსის ცნობას იმის შესახებ, რომ აფსუები ახ. წ. I საუკუნეში ცხოვრობდნენ კასპიისპირეთში, ვოლგის შესართავის მახლობლად – დღევანდელი ყალმუხეთის
ტერიტორიაზე, რომელიც ნახევრად უდაბნოს წარმოადგენს და სადაც არც ერთი ზემოთ აღნიშნული სახეობების მცენარე არაა გავრცელებული.

10. სხვა უამრავ ფაქტებთან ერთად, ყოველივე ზემოაღნიშნული გვიჩვენებს, რომ აფსუების აბორიგენობა საქართველოში (აფხაზეთი) კატეგორიულად გამორიცხულია, სრული სიცრუეა, აბსურდია და ისტორიულ სიმართლეს არ შეესაბამება; არამედ აფსუების ინფილტრაცია ხდება ჩრდილოეთ
კავკასიიდან მე-16-მე-17 საუკუნეებში, რასაც ადასტურებენ ამ პერიოდში ევროპელთა მიერ შედგენილი რუკებიც, რომელთა თანახმადაც აფსუები ჯერ კიდევ მომთაბარეობენ აზოვის ზღვისპირეთსა და ყუბანისპირეთში.

VIVAT HISTORIA: ანუ ცხოვრობდნენ თუ არა როდისმე აფსუები ზემო რაჭაში

მეცნიერების ნებისმიერი დარგისათვის ჩვეულებრივი მოვლენაა ჰიპოთეზების, მოსაზრებების, წინადადებების და ა. შ. წამოყენება და შეთავაზება მეცნიერული საზოგადოებისათვის, რომელიც დროთა განმავლობაში ფაქტებითა და არგუმენტებით ან განმტკიცდება, ან კიდევ უარიყოფა. ასევეა, ისტორიოგრაფიაშიც. მაგრამ ისტორიას ხშირად სოციალურ-პოლიტიკურ ურთიერთობებში თავისებურ იარაღადაც ხმარობენ ხოლმე. ყველას კარგად მოეხსენება თუ როგორაა განგებ გაბუნდოვნებული, აბურდულ- დაბურდული, და გაყალბებული ე. წ. “აფხაზეთის ისტორიის” საკითხები. ვამბობ ეგრეთ წოდებულს, რადგან აფხაზეთი საქართველოს ერთ-ერთი ჩვეულებრივი ისტორიული კუთხეა და მისი ისტორიული წარსულის განხილვა საქართველოს ისტორიისაგან განცალკევებით ჩვენი მტრებისათვის სასურველია, ხოლო ჩვენთვის ყოველმხრივ მიუღებელი; ისევე მიუღებელი და გაუმართლებელი, როგორც ცალკე – “სვანეთის ისტორია”, “კახეთის ისტორია”, “რაჭის ისტორია” და ა. შ. რადგან, მიუხედავად ისტორიულად არსებული მხარეობრივი განცალკევებისა, მაინც არ არსებულა კარჩაკეტილობა და ამ პატარა “საქართველოების” (დიახ, განცალკევების ჟამსაც ყოველი კუთხე მაინც პატარა საქართველო იყო) რაღაც განსაკუთრებული სეპარატიზმი თუ დამოუკიდებლობა.

ქართველოლოგიის განვითარების გარკვეულ საფეხურზე დიდმა ქართველმა მეცნიერებმა სიმონ ჯანაშიამ და არნოლდ ჩიქობავამ გამოთქვეს მოსაზრება და მეცნიერებაში დაამკვიდრეს ვარაუდი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული – ფს- და -ყვა კომპლექსებიანი სახელები (ტოპონიმები) ადიღეური წარმომავლობის უნდა იყოს და ადასტურებს დასავლეთ საქართველოში ქართველების მოსვლამდე ადიღეური მოდგმის ტომების ბინადრობას. ე. ი. დასავლეთ საქართველოში პირველადი აბორიგენები უნდა ყოფილიყვნენ ადიღეური მოდგმის ტომები. ერთ-ერთ ნაშრომში ბ-ნი არნოლდ ჩიქობავა პირდაპირ წერს, რომ დასავლეთ საქართველოში ქართველურ ტომებს წინ უსწრებდნენ ადიღეური მოდგმის ტომებიო. და აქ, რასაკვირველია, პირველ რიგში, გულისხმობდა აფსუებს, დღეს აფხაზებად წოდებულს.

ეს სრულიადაც არაა გასაკვირველი, რადგან კარგა ხნის მანძილზე ქართულ ისტორიოგრაფიაში გაბატონებული იყო ქართველების სამხრეთიდან მოსვლის თეორია, რაც საისტორიო მეცნიერების შემდგომმა განვითარებამ არ დაადასტურა. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებაში ამა თუ იმ ჰიპოთეზის გამოთქმა – მისი დამტკიცება ან უარყოფა ჩვეულებრივი მოვლენაა, ჩვენ ვარაუდის დონეზე გამოთქმულმა ამ დაუსაბუთებელმა მოსაზრებებმა დიდი უბედურება და აუნაზღაურებელი ზიანი და ზარალი მოგვაყენა, რადგან იგი კარგად და მარჯვედ აიტაცეს და გამოიყენეს იმპერიულმა ძალებმა, რომელთაც რუსი და აფსუა ვაიისტორიკოსებისა და ზოგიერთი ქართველი პროაფსუური ორიენტაციის ვაიმეცნიერის წყალობით, გააყალბეს რა საქართველოს ისტორია, საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, ათეული წლების განმავლობაში წარმოებული მიზანმიმართული პოლიტიკის წყალობით, აფხაზეთის აბორიგენი ტომის აფსუების დაცვის საბაბით, მიიტაცეს საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული კუთხე აფხაზეთი.

სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ, ბევრმა ქართველმა მეცნიერმა, სხვადასხვა მიზეზების გამო, ირწმუნა -ფს- და -ყვა კომპლექსების ადიღეური წარმომავლობის ჰიპოთეზა და, ნებსით თუ უნებლიედ, ათეული წლების განმავლობაში წყალი ასხა მტრის წისქვილზე; სამწუხაროდ, ნაწილმა დუმილი ამჯობინა, ხოლო ვინც ხმა ამოიღო (მაგ. ბ-ნი პავლე ინგოროყვა და ზოგიერთი სხვა) ლამის ჯვარს აცვეს და ამგვარად, ათეული წლების მანძილზე გაბატონებული იყო მოსაზრება, რომ ჩვენს ტერიტორიაზე არსებული -ფს- და -ყვა კომპლექსებიანი ტოპონიმები ადიღეური ტომების კუთვნილება იყო.

და, აი, ამ კომპლექსებმა ლამის დააკომპლექსა ქართველოლოგია, მნიშვნელოვნად დაამუხრუჭა მისი განვითარება, ხელი შეუწყო საქართველოს ისტორიის უღვთოდ გაყალბებას, რაც დღემდე გრძელდება საკმაოდ ფართო მასშტაბით და რაც შემდგომში ტერიტორიების მიტაცებას დაედო საფუძვლად.

ქართველოლოგიიდან ამ სფეროში მხოლოდ ერთ კურიოზულ მაგალითს შევთავაზებთ მკითხველს, რომელიც საკმაოდ დიდ და მტკივნეულ საბაბს იძლევა დაფიქრებისათვის.





--------------------
დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........


"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
b-a-r-b-a-r-e
პოსტი Dec 4 2009, 01:43 PM
პოსტი #106


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,436
რეგისტრ.: 24-September 09
წევრი № 7,538



ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა აკადემიკოსმა, ქალბატონმა ქეთევან ლომთათიძემ მთელი თავისი ხანგრძლივი სიცოცხლე მოახმარა ე. წ. აფხაზურ, სინამდვილეში კი აფსუური, ენის შესწავლას და მის ნათესაობას ქართველურ ენებთან. ქ-ნი ქეთევან ლომთათიძე ერთ-ერთ შრომაში აღნიშნავს, რომ აფხაზურ ენას (უფრო სწორი იქნებოდა გვეხმარა “აფსუური”) თურმე დიდი ზეგავლენა მოუხდენია ქართული ენის განვითარებაზე.

პარადოქსი ისაა, რომ ყველანაირი ისტორიული დოკუმენტებისა და მასალების გაანალიზებით მტკიცდება, რომ აფსუური ენა კონტაქტში შედის ქართულთან, არც მეტი – არც ნაკლები, მხოლოდ მე-17-18 საუკუნეებში.

აქედან გამომდინარე, თავად მკითხველმა წარმოიდგინოს თუ რა დონეზე და რა დონით ხდებოდა საქართველოს ისტორიისა და ქართველი ხალხის ცხოვრების ფაქტების გაყალბება თავად ზოგიერთი ქართველი მეცნიერის მიერ (ვიცი, ამ სიტყვების წაკითხვისას ბევრი დაკომპლექსებული მედროვე მეცნიერი წამოხტება სავარძლიდან, მაგრამ ამ სტრიქონების ავტორი მზადაა კამათისათვის ნებისმიერი მრგვალი მაგიდის დონეზე და თანაც ახალ-ახალი ფაქტების მოხმობის დონეზე).

თითქმის ათი წელი გავიდა საბჭოთა იმპერიის დაშლიდან, მაგრამ ზოგიერთი ქართველი მეცნიერი დღესაც ვერ განთავისუფლებულა ამ “ადიღეურ-აფსუური სინდრომისაგან” და კარგა გვარიანად ასხამს წყალს ქართველთმოძულეთა წისქვილზე.

მადლობა ღმერთს, ნავსი მაინც გატყდა და მკვლევართა ერთმა ნაწილმა (თ. მიბჩუანი, ა. ონიანი, ა. თოთაძე, ზ. რატიანი, ჯ. გამახარია და სხვ.) როგორც იქნა, შეჰბედა ამ მოჯადოებულ კომპლექსს და ფრიად საინტერესო ნაშრომები გამოაქვეყნა.

აღმოჩნდა, რომ -ფს- და -ყვა კომპლექსებიანი ტოპონიმები იშიფრება, იხსნება ბერძნული და ქართველური ენების საფუძველზე და მათ ადიღეურ-აფსუურ ენებთან არაფერი არა აქვთ საერთო. მთავარია პრობლემისადმი სწორი მიდგომა და ანალიზი. ამით ერთხელ კიდევ უტყუარად დადასტურდა ჩვენი დიდი მეცნიერების ივანე ჯავახიშვილისა და პავლე ინგოროყვას მოსაზრებები, რომ დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი აფხაზეთში, რაიმე არაქართულ ელემენტს ადგილი არ ჰქონია და მთელი ისტორიის მანძილზე – მე-16-მე-17 საუკუნეებამდე ე. ი. აქ ადიღეურ-აფსუური ელემენტის გამოჩენამდე – ყველანაირ მატერიალურ კულტურას ქმნიდნენ მხოლოდ ქართველური ტომები.

აქ საინტერესოა ერთი გარემოება. მართალია, ბატონები სიმონ ჯანაშია, არნოლდ ჩიქობავა და სხვები, დიდი მეცნიერები იყვნენ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მომავალმა თაობებმა მათს ნააზრევს თუ მოსაზრებებს კრიტიკულად არ შეხედონ.

ამა თუ იმ გამოჩენილმა მეცნიერმა რომ თქვას, მტკვარი აღმა მიდისო, ნუთუ მომავალმა თაობებმა არ უნდა შეამოწმონ და, თუ ფეხს არ ჩაყოფენ მდინარეში, ჯოხი მაინც არ უნდა გადააგდონ, რათა დარწმუნდნენ – მას აღმა წაიღებს თუ დაღმა.

ამჟამად ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს -ფს- და -ყვა კომპლექსებთან დაკავშირებული ბოლო პერიოდის სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა, არამედ ჩვენი მიზანია მკითხველს გავუზიაროთ ჩვენი რამდენიმე მოსაზრება ზემო რაჭაში, კერძოდ კი ონის რაიონში, არსებული -ფს- და -ყვა კომპლექსებიანი ორი ტოპონიმის “ფსორისა” და “ბოყვას” შესახებ და ვაჩვენოთ თუ რამდენად აბსურდალია პროაფსუური ორიენტაციის ქართველი მკვლევარების მოსაზრებანი, მათს აფსუა და რუს ვაიმეცნიერებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

აქამდე გაბატონებულ ჰიპოთეზას თუ დავუჯერებთ, უნდა ჩავთვალოთ, რომ ზემო რაჭაში – ონის რაიონში სოფლები ფსორი და ბოყვა დაარსებულია არაქართული ელემენტის, სახელდობრ, აფსუურ-ადიღეური მოდგმის ტომების მიერ. თუ ერთი წუთით ასეთ აბსურდს დავუშვებთ, მაშინ, ქართველური ტომების ისტორიიდან გამომდინარე, უნდა ვიფიქროთ, რომ ეს შეიძლება მომხდარიყო, არც მეტი, არც ნაკლები, დაახლოებით, მესამე ათასწლეულში ჩვენს ერამდე, რაც ყველაზე გაბედული ფანტაზიის ფარგლებსაც კი სცილდება.

ახლა დავუბრუნდეთ საკუთრივ ტოპონიმებს. ამ ტოპონიმების ლინგვისტური ანალიზი ამჯერად შესაბამისი სპეციალისტებისათვის მიგვინდვია. ჩვენ კი გვინდა ისინი განვიხილოთ საერთოდ საქართველოში არსებული ქართველური ტოპონიმების ფონზე და ვაჩვენოთ, რომ, სამწუხაროდ, ზოგიერთი ჩვენი მკვლევარი, ნებსით თუ უნებლიედ, ამა თუ იმ საკითხს განიხილავს კონტექსტიდან ამოგლეჯილად, რაც საბოლოოდ მცდარი დასკვნების საფუძველი გამხდარა და ხდება.

სოფელი ფსორი მდებარეობს ონის რაიონში მდ. ჯეჭორის ხეობაში დაახლოებით 1300 მ-ზე ზღვის დონიდან. თუკი, ყბადაღებული ამ -ფს- კომპლექსის გამო დავუშვებთ, რომ ეს სოფელი არაქართველების, ამ შემთხვევაში აფსუების, დაარსებულია, მაშინ სრულიად გაუგებარი იქნება იქვე, ონის რაიონში, არსებული მსგავსი აღნაგობის ტოპონიმებისა და ასევე მთელი საქართველოს ტერიტორიაზე ფართოდ გავრცელებული მსგავსი სახელების წარმომავლობა.

“ფსორის” მსგავსი ტოპონიმები გაბნეულია მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, დაწყებული ონის რაიონიდან, და აქ საჭირო და აუცილებელი არაა ისტორიკოსის ან ენათმეცნიერის დიპლომი იმისათვის, რომ დარწმუნდე – აქ -ფს- კომპლექსი არაფერ შუაში არაა. იქვე ონის რაიონის ტერიტორიაზე მსგავსი აღნაგობის ტოპონიმებია – ცხმორი, სორი, ჩორდი, ხოლო მთელი საქართველოს ტერიტორიაზე ანალოგიურია: თხმორი (ამბროლაურის რ-ნი), წნორი (სიღნაღის რ-ნი), ცხმორისი (ქედის რ-ნი), გორი (გორის რ-ნი), ქორდი (გორის რ-ნი), ქორეთი (საჩხერის რ-ნი), ცილორი (აბაშის რ-ნი), ჩიხორი(თერჯოლის რ-ნი), წიფორი (დუშეთისა და ცხინვალის რაიონები) და ა. შ. რაც იმას გვიჩვენებს, რომ ამ ტოპონიმებში მთავარია არა -ფს-, -ცხმ- და სხვა კომპლექსები, არამედ -ორ კომპლექსი და ამ დასკვნისათვის, კვლავ ვიმეორებთ, საჭირო არაა ფილოლოგის ან ისტორიკოსის დიპლომი გქონდეს.

ახლა რაც შეეხება -ყვა კომპლექსს, რომელმაც ასევე დააკომპლექსა ქართველოლოგია. ბ-ნ სიმონ ჯანაშიას მოსაზრების კვალდაკვალ მიჩნეულია, რომ -ყვა კომპლექსიანი ტოპონიმები – “მალთაყვა”, “ბოყვა” და ა. შ. აფსუურ-ადიღეური წარმომავლობისა უნდა იყოს, არადა, ჩვენი აზრით, მალთაყვასა და ბოყვას მსგავსი ტოპონიმებით სავსეა საქართველოს ტერიტორია და მათ არავითარი საერთო არ უნდა ჰქონდეთ აფსუურ-ადიღეურთან.

სოფელი ბოყვა მდებარეობს ონის რაიონში მდ. რიონის მარცხენა შენაკადის პატარა მდინარის ხეორისწყლის ხეობაში, დაახლოებით, 1100 მ-ზე ზღვის დონიდან. ეხება რა ტოპონიმ “ბოყვას”, ბ-ნი ალექსანდრე ონიანი თავის წიგნში “ქართველურ ენათა შედარებითი გრამატიკის საკითხები” (1989), აღნიშნავს, ამ ტოპონიმის ჩერქეზული წარმომავლობის საწინააღმდეგოდ ის ფაქტი მეტყველებს, რომ ზემო რაჭაში ჩერქეზული წარმომავლობის არც ერთი ტოპონიმის არსებობა არ დასტურდება და მას აკავშირებს სვანურ სიტყვასთან “ბოყვ”, რაც ნიშნავს: “ღრუ, გულგამოცლილი, ფუყე საგანი; ხის ქერქისგან დამზადებული ჭურჭელიო”.

აქვე პატივცემული მეცნიერი სვამს ორ კითხვას: “1) რამდენად არის შესაძლებელი ამ რეგიონში (ზემო რაჭაში) სვანური ტოპონიმების დაშვება? და 2) შეიძლება თუ არა ტოპონიმს საფუძვლად ედოს ასეთი მნიშვნელობის მქონე სიტყვა?”.

რაც შეეხება პირველ კითხვას, უნდა აღვნიშნოთ, რომ ზემო რაჭაში (და არა მარტო აქ) სვანური წარმომავლობის ტოპონიმების დაშვება არათუ შესაძლებელია, არამედ უტყუარი ფაქტია და ზემო რაჭა მთლიანად მოფენილია სვანურიტოპონიმებით, რომლის ბევრი ნიმუში მოჰყავს ბ-ნ გერონტი გასვიანს თავის წიგნში “ნარკვევები შუა საუკუნეების სვანეთის ისტორიიდან” (1991) და, სხვათა შორის, არაერთი ნიმუში აქვს დაფიქსირებული ამ სტრიქონების ავტორსაც. დამატებითი კვლევები უფრო მეტსაც გამოავლენს. აქ მხოლოდ ერთ საინტერესო ფაქტს აღვნიშნავ, რომელიც ზოგიერთი სპეციალისტისათვისაც კი უცნობი უნდა იყოს. ყველასათვის კარგად ცნობილ კურორტ უწერაში შუა სოფელში ჩამოდის პატარა მშფოთვარე მდინარე, რომელსაც “მუშუანს-მუშკანს” ეძახიან და, როგორც ჩემთვის ცნობილია, სვანურად სვანების თვითსახელწოდებას აღნიშნავს, რაც, ჩემი აზრით, საკმაოდ ბევრის მთქმელია.

ასე რომ, თუ ჩვენი ისტორიკოსები და ენათმეცნიერები უფრო გაბედულად ჩაიხედავენ ქართველური ენების საუნჯეში, საგანძურსა და ლაბირინთებში, მაშინ ადიღესა და ჩერქეზეთში თუ სხვაგან წასვლა ნამდვილად აღარ იქნება საჭირო.

ახლა გვინდა, მკითხველს შევთავაზოთ ჩვენი მოსაზრება ტოპონიმ “ბოყვასთან” დაკავშირებით. ჩვენი აზრით ამ სახელში განმსაზღვრელია არა “ყვა”, არამედ – “ვა” – და, აი, რატომ: იქვე ონის რაიონში არსებობს სოფელი “ჟაშქვა”, ხოლო ამბროლაურში – სოფელი “ზნაკვა”. თუ ტრადიციული მოსაზრებით ვიხელმძღვანელებთ, გამოდის, რომ ამ ტოპონიმებში განმსაზღვრელია “ქვა” და “კვა”, რაც, ჩვენი აზრით, ჭეშმარიტებისგან შორსაა.

მთელი საქართველო მოფენილია მსგავსი აგებულების ტოპონიმებით, სადაც განმსაზღვრელია დაბოლოება “ვა”, რაც გვიჩვენებს, რომ ესაა ქართველური ენების სამყაროს კუთვნილება და მას არაფერი საერთო არ უნდა ჰქონდეს უცხოენოვან სამყაროსთან, ამ შემთხვევაში აფსუურ-ადიღეურთან, რაც ისტორიული რეალიებითაც დასტურდება.

ჩვენი აზრით, ასეთი ტოპონიმებია: სევა (ონის რ-ნი), სხვავა (ამბროლაურის რ-ნი), ჯავა (ჯავის რ-ნი), სირქვა (ახალქალაქის რ-ნი), თიღვა (ყორნისის რ-ნი), სინირხვა, მამიჯირხვა, აჯანვა (გუდაუთის რ-ნი), გუდავა (გალის რ-ნი), მოხვა (საჩხერის რ-ნი), აჭყვა, დაგვა (ქობულეთის რ-ნი), წევა (ზესტაფონის რ-ნი) და სხვ.

ჩვენ გვგონია, რომ ყველა ზემოთ აღნიშნული ტოპონიმი, მსგავსი აგებულებისაა, ერთ ენობრივ სამყაროს ეკუთვნის და მათში განმსაზღვრელია “ვა” კომპლექსი ისევე, როგორც “ბოყვაში”, “მალთაყვაში”, “ზნაკვაში” და ა. შ.

აქედან გამომდინარე, თუ ერთ რომელიმე ტოპონიმს უცხო ენობრივ სამყაროს მივაკუთვნებთ, მაშინ ყველა დანარჩენიც მას უნდა მივაკუთვნოთ აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. ტოპონიმების უფრო დეტალური ანალიზი ლინგვისტებისათვის მიგვინდვია.

საბოლოოდ კი ვიტყვით იმას, რომ უმდიდრესი ქართველური ენების მონაცემებით, ყველაფრის ახსნა ძირითადად ქართულ ნიადაგზე შეიძლება, მხოლოდ საჭიროა ქართველოლოგია განთავისუფლდეს ამ შემბოჭავი “აფსუურ-ადიღეური სინდრომისაგან”.

ბიძინა თავაძე,
ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი,
საქართველოს ბუნებისა და ისტორიულ ფასეულობათა
დაცვის ასოციაცია “ფესვების” პრეზიდენტი


--------------------
დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........


"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 19 2013, 03:48 PM
პოსტი #107


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,374
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მეგობრის ცოლი აფხაზეთიდან ლტოლვილია.
ერთ დღეს მეგობარმა ძვირფასი ბეჭედი მიართვა მეუღლეს, რომელიც სამწუხაროდ დაკარგა, მაგრამ რეაქცია არ ჰქონდა.
გული რატომ არ გწყდებაო, დაიჩივლა ქმარმა... აფხაზეთში ყველაფერი დავკარგე და ასეთ მცირედზე ვეღარ ვნერვიულობო...


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 20 2013, 01:32 PM
პოსტი #108


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,374
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„უახლოეს წარსულში (2005-2010) რუსმა ოკუპანტებმა და სეპარატისტებმა ილორი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაზე ჩაიდინეს ვანდალური აქტი. ტაძრის რეაბილიტაციის მიზნით განხორციელებულ ჩარევას, სამწუხაროდ, არ შეიძლება ვუწოდოთ ძეგლის აღდგენა-გამაგრებითი ღონისძიება. გამოყენებული მეთოდი უკიდურესად აგრესიულია, იწვევს ძეგლის ავთენტიკური ქსოვილის განადგურებასა და იერსახის შეცვლას.

შედეგად, სრულიად დაირღვა ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლის ავთენტიკურობა. ეს აღმაშფოთებელი ფაქტი არის ორი ერის ერთობლივი ისტორიულ-კულტურული მეხსიერების წაშლის უხეში მცდელობა, რომელიც არღვევს ეკლესიის კანონებსა და საზოგადოდ მიღებულ ნორმებს.

ხსენებული ფაქტი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების მხატვრული სახის მიზანმიმართული შეცვლა მიზნას ისახავს ისტორიისა და ძირძველი სოციალურ-კულტურული იდენტობის ფალსიფიკაციას“.

/შერმადინ შარია, აფხაზეთის ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე/





--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 5 2013, 11:06 AM
პოსტი #109


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,374
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



- ბებო, იმ მთის წვერიდან გამოჩნდება აფხაზეთი?
- კი, ბებო გენაცვალოს, იმ მთიდან მთელი საქართველო გამოჩნდება.
- აფხაზეთი ხომ საქართველოა, ბებო?
- საქართველო, მა რა არის, შენ შემოგევლოს,ბებო!
- მაშ რატო არ შეიძლება იქ წასვლა და მამიკოს საფლავის მოძებნა?...
- იმიტომ, რომ არ გვიშვებენ.
- ვინა?
- მტრები, ჩვენი მტრები.
ბავშვი გაჩუმდა.
ქალს ხელში ფუთა ჰქონდა გამოკრული, ეტყობა, შვილის ნაქონი ტანსაცმელი ეწყო შიგ.


გოდერძი ჩოხელი


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 9 2013, 02:06 PM
პოსტი #110


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,374
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„დაკარგული ძალით კი არა, ლოცვით უნდა დავიბრუნოთ.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
shako1993
პოსტი Dec 9 2013, 05:11 PM
პოსტი #111


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 35
რეგისტრ.: 24-October 13
წევრი № 13,397



აფახაზეთს ისევ დავიბრუნებთ მეჩვება,ღმერთმა ქმნას პოლიტიკოსების უაზრო საქციელმა კიდევ დაგვაკვარკინა აფხაზეთი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 10 2013, 12:53 PM
პოსტი #112


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,374
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(shako1993 @ Dec 9 2013, 06:11 PM) *

აფახაზეთს ისევ დავიბრუნებთ მეჩვება,ღმერთმა ქმნას პოლიტიკოსების უაზრო საქციელმა კიდევ დაგვაკვარკინა აფხაზეთი


შაკო, ჩვენი პატრიარქი ძალიან იმედიანად გვეუბნება, რომ აფხაზეთს აუცილებლად დავიბრუნებთ... როგორ მოხდება ეს არ ვიცი, მაგრამ მეც დიდი იმედი და მოლოდინი მაქვს smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 10 2014, 02:42 PM
პოსტი #113


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,374
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"არ არსებობს უფრო დიდი ცოდვა, ვიდრე ომი".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Feb 10 2014, 03:59 PM
პოსტი #114


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



marine
ისე მარინე ისიც რომ მიუთოთი ვინ თქვა როდის და როგორ კარგი იქნება,.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 12 2014, 12:45 PM
პოსტი #115


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,374
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"არსებობს საქართველოს ორგვარი საზღვარი და უპირველესია ის, რომლითაც იგი ჩაიბარა დედა ღვთისმშობელმა."

/მეუფე სპირიდონი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 20 2014, 01:29 PM
პოსტი #116


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,374
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მაშინ გაგრისა და ლესელიძის ბრძოლების დაწყების წინ რამდენმა ჩაბღუჯა აფხაზეთის მიწა, გულის ჯიბეში ჩაიდო და ასე ეკვეთა მტერს."



"სოხუმის დაცემა და აფხაზეთიდან ქართველი მოსახლეობის გამოძევება 1993 წლის 27 სექტემბერს, ჯვართამაღლებას მოხდა.

407 წლის 27 სექტემბერს აღესრულა აფხაზეთში სამშობლოდან დევნილი, მოხუცებულობისაგან დაუძლურებული კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი წმინდა იოანე ოქროპირი, რომლის წმინდა ნაწილები მოგვიანებით ზეიმით გადაასვენეს საბერძნეთში.

ეს თარიღი მორწმინე ქრისტიანისთვის იმედისმომცემია და მანიშნებელი იმისა, რომ დადგება ჟამი და საქართველო დაიბრუნებს თავის დროებით წართმეულ მიწა-წყალს.

ჯვართამაღლება ხომ ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების დღესასწაულია."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 26 2014, 08:45 PM
პოსტი #117


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,374
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



აფხაზი კაცის მონოლოგი

მე აფხაზი ვარ... ქართველთ მოკეთე,
მათი უღლის ქვეშ მინდა ცხოვრება,
თანამოძმეთა ყველა სიკეთე
კუბოს კარამდე მემახსოვრება.
მე აფსუა ვარ... ყველამ გაიგოს
რუსეთის ჭერქვეშ არ მსურს სიცოცხლე,
მოვკვდები, მაგრამ როგორც ტარიგი
ჩემი მოყვრების გულში ვიცოცხლებ.

/ოთარ რურუა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 27 2014, 05:08 PM
პოსტი #118


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,374
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"აფხაზეთის დაკარგვას ღვთისმშობელი არავის აპატიებს. როცა თბილისში ომი იწყებოდა, ქაშუეთის ტაძარში შევედი და უფალს ვთხოვე: ოღონდ სისხლი არ დაიღვაროს და მე წამიყვანე-მეთქი, მაგრამ უფალმა მიპასუხა, შენ ჩუმად იყავი, გაბრიელ".

/წმ. გაბრიელი აღმსარებელი და სალოსი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 27 2014, 08:52 PM
პოსტი #119


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,374
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტის ილარიონის (ქიტიაშვილი) განცხადება




კოდორის ხეობა საქართველოს იმ რეგიონთა კატეგორიას განეკუთვნება სადაც აფხაზეთის ომის დროს ვერ შეძლო აგრესორმა მხარემ შესვლა.

ემზარ კვიციანი არის ის ადამიანი, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლება დაუპირისპირდა და შედეგმაც არ დააყოვნა, ის იძულებული გახდა თავადაც აღემაღლებინა ხმა იმ უმსგავსობათა და წაგებულ ბრძოლათა შესახებ, რაც მოხდა იმ პერიდში და რამაც მიგვიყვანა უკიდურესად რთულ ვითარებამდე.

ახალი ხელისუფლების პირობებში მას მიესაჯა ჩემი აზრით დაუმსახურებელი სასჯელი, რომელსაც ნამდვილად არ იმსახურებდა ეს ადამიანი. ჩემი ღრმა რწმენით სასამართლო ხელმძღვანელობს არა თავისუფალი სამართლის პრინციპით არამედ დაკვეთით!

რისი მაგალითიც გახლავთ ამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები... მავანთ ადამიანების ხოცვა-ჟლეტისა და ქართველი ერის წინაშე ჩადენილი დანაშაულებისათის მიესაჯათ იმაზე გაცილებით ნაკლები სასჯელი, ვიდრე ბატონ ემზარ კვიციანს!

ჩვენ ვცხოვრობთ უკიდურესად რთულ პოლიტიკურ ვითარებაში და ვაფიქსირებ ჩემ აზრს ემზარ კვიციანთან დაკავშირებით რაც მოხდა ეს უსამართლობაა. იმედს გამოვთქვამ რომ ეს საკითხი აუცილებლად იქნება განხილვის საგანი.
ჩემის მხრივ კი ვლოცავ ემზარ კვიციანს რომელსაც დაუმსახურებლად მიუსაჯეს 12 წელი.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 23 2014, 03:52 PM
პოსტი #120


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,374
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



წერილი აფხაზებს

აფხაზებო! შეისმინეთ ჩვენი,
საქართველო გწამდეთ არის თქვენიც.

ჩემი გულიც თქვენთან ყოფნას ითხოვს,
რომ მეც ვგრძნობდე მონატრებულ სითბოს.

ახლა დროა დავივიწყოთ მტრობა,
განვაახლოთ ძველი მეგობრობა.

თუ გსურთ იყოთ, შეისმინეთ ჩვენი,
ეს ქვეყანა დიახ, არის თქვენიც.

/ოთარ რურუა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

14 გვერდი V « < 4 5 6 7 8 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th June 2024 - 05:11 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი