IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ღირსება და თავმოყვარეობა, გავარჩიოთ ერთმანეთისაგან
gurulo
პოსტი Sep 2 2009, 11:05 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 815
რეგისტრ.: 1-November 07
მდებარ.: tbilisi,vaja
წევრი № 3,082



თქვენი აზრით სად გადის ღირსებასა და თავმოყვარეობას შორის ზღვარი? ანუ როგორ გავარჩიოთ ჩვენი ქმედება მართებულია თუ ამპარტავნული..


--------------------
წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
5 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები(1 - 19)
m16
პოსტი Sep 2 2009, 11:07 PM
პოსტი #2


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,739
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



აბა ვინ იცის რას ნიშნავს ღირსება?!


--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Diversity
პოსტი Sep 2 2009, 11:56 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 356
რეგისტრ.: 22-August 09
წევრი № 7,402



სად ღირსება, სად თავმოყვარეობა და სად ამპარტავნობა კიდო? რა აჯაფსანდალია ეს?!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Sep 2 2009, 11:58 PM
პოსტი #4


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



gurulo
დიდ ხანს გეხვეწო სკაიპში შემოსვლაზე? rolleyes.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gurulo
პოსტი Sep 3 2009, 12:59 AM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 815
რეგისტრ.: 1-November 07
მდებარ.: tbilisi,vaja
წევრი № 3,082



ციტატა
სად ღირსება, სად თავმოყვარეობა და სად ამპარტავნობა კიდო? რა აჯაფსანდალია ეს?!

ეს ის ,,აჯაფსანდალია" რომელსაც ცოტა რელიგიის ცოდნა და ცოტაც თავის განძრევა რო სჭირდება.


--------------------
წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Diversity
პოსტი Sep 3 2009, 01:21 AM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 356
რეგისტრ.: 22-August 09
წევრი № 7,402



gurulo
ციტატა
ეს ის ,,აჯაფსანდალია" რომელსაც ცოტა რელიგიის ცოდნა და ცოტაც თავის განძრევა რო სჭირდება.

რომელ რელიგიას გულისხმობთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაშიკო
პოსტი Sep 3 2009, 09:59 AM
პოსტი #7


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,850
რეგისტრ.: 18-May 09
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 7,002



თავმოყვარეობა ახლოსაა ამპარტავნებასთან...
ღირსება მაგათი ბიძაშვილიაsmile.gif


--------------------
უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Sep 3 2009, 10:17 AM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ღირსება ნიშნავს, შეხედო შენ თავს გარედან, დაინახო მასში ღვთის ხატი და სულიწმიდის ტაძარი, და შესაბამისად გაუფრთხილდე მას. არ გახრწნა და არც სხვას გაახრწნევინო. ღირსებას საფუძვლად უდევს ღმერთის სიყვარული.

ამპარტავნება და სიამაყე, ეგოცენტრიზმის ნაშიერია, და საფუძვლად საკუტარი ტავის გამაკერპებელი სიყვარული უდევს.


საერთოდ ბევრი დადებითი და უარყოფითი მნიშვნელობების ცნება გავს ერთმანეთს გარეგნულად. ეს სატანის მარტივი ხაფანგებია. დავუVათ ისევე როგორც ფანატიზმი და ღრმა მორწმუნეობა, მორჩილება და მონობა და ა.შ.


გარჩევის ყველაზე იოლი საშუალება ჩემი აზრით მოტივების ხედვაა, ანუ საფუძველი საიდანა იზრდება თითოეული მათგანი. დადებითს საფუძვლად ღმერთისა და ადამიანის სიყვარული; უარყოფითს კი ეგოცენტრიზმი.


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Diversity
პოსტი Sep 3 2009, 10:44 AM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 356
რეგისტრ.: 22-August 09
წევრი № 7,402



neo
ციტატა
საერთოდ ბევრი დადებითი და უარყოფითი მნიშვნელობების ცნება გავს ერთმანეთს გარეგნულად. ეს სატანის მარტივი ხაფანგებია. დავუVათ ისევე როგორც ფანატიზმი და ღრმა მორწმუნეობა, მორჩილება და მონობა და ა.შ.

საინტერესოა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gurulo
პოსტი Sep 3 2009, 03:56 PM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 815
რეგისტრ.: 1-November 07
მდებარ.: tbilisi,vaja
წევრი № 3,082



neo
ა ბიჭო კაცი, რაც თქვი მასეა ზუსტად, მარა ეგ უფრო ზოგადი ფორმულაა რომელიც ნებისმიერ თემას შეიძლება მოარგო, ასთე რომ

Diversity-სთან მაქ კითხვა, რას თვლი შენ საკუთარ ღირსებად და საერთოდ რა არის ღირსება?


--------------------
წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Sep 3 2009, 04:43 PM
პოსტი #11


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
თავმოყვარეობა ახლოსაა ამპარტავნებასთან...

რატო, მე ვთვლი რომ თავმოყვარეობა საკმაოდ კარგი თვისებაა... თავმოყვარე ადამიანი რამე უღირსს არ იკადრებს : არც თავისთვის, არც სხვისთვის : ) თავმოყვარე ადამიანსაც უყვარს თავისი თავი, ოღონდ ზომიერად და აი თუ გადაჭარბებს მაშინ ეგოიზმია.. უფრო ცუდი კი: ამპარტავნება და ქედმაღლობა..

ყველაფერი დოზებშია, გენც a075.gif


ხოლო ღირსება .. მიჭირს ზუსტად განმარტება... დავფიქრდები და საღამოს დავწერ : )


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iisperiTOVLI
პოსტი Sep 3 2009, 04:57 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650



ანუ არსებობს ოქროს შუალედი ყველაფერში და ის შუალედი უნდა გეჭიროს ცხოვრებაში.. : )
მოდი მე ასეთ მაგალითს მოვიყვან:

სიმხდალე____სიმამაცე____თავზეხელ
აღებულობა


სიმამაცე არის აქ ოქროს შუალედი.. ზედმეტ სიმამაცეს გამოიჩენ თავზეხელაღებული გახდები, ზედმეტ სიფრთხილეს_მხდალი.. არც ერთი ვარგა და არც მეორე..
იდეალური ვარიანტია შუალედის დაკავება ამ ორს შორის..


უთავმოყვარეობა____ღირსება(თავმ
ოყვარეობა)____ამპარტავნება



ესაა ჩემი კომენტარი! biggrin.gif biggrin.gif


--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gurulo
პოსტი Sep 4 2009, 01:27 PM
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 815
რეგისტრ.: 1-November 07
მდებარ.: tbilisi,vaja
წევრი № 3,082



ქევანა
ციტატა
თავმოყვარე ადამიანსაც უყვარს თავისი თავი
თავის თავში რა იგულისხმება? თვალები, მისი ქმედებები, სოციალური სტატუსი თუ? სად არის აქ თავმდაბლობა, რომლის გარეშეც ვერანაირ სულიერ წარმატებას ვერ მიაღწევს ადამიანი?! ჩემი აზრით მაგ სიტყვის დატვირთვა ხალხს არ აქვს გააზრებული. ასეთი ხალხი იტყვის რომ - ,, თავმოყვარე ადამიანი არ იკადრებს ტყუილს". მაგრამ რატომ არ იკადრებს? - აქ მიზეზი ერთია - რას იფიქრებს ხალხი?! არადა ქრისტიანიც არ იკადრებს ტყუილს, მაგრამ ამ შემთხვევაში მიზეზი სხვა რამეა. ანუ ქრისტიანობა თავმოყვარეობას არ შეიცავს. ვიღაცამ შეიძლება დასვას კითხვა - აბა მაშინ რას ნიშნავს შეიყვარე მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი? ჩემი აზრით ადამიანმა საკუთარ თავში უნდა შეიყვაროს ხატება და მსგავსება ღვთისა, ანუ შეიყვაროს ღმერთი, ანუ მოიძულოს ყველაფერი რასაც არ მიყავს უფლისაკენ.

iisperiTOVLI
არასწორედ გაქვს დალაგებული ტერმინები

აი მაგალითად ,,ზედმეტად მამაცი" ადამიანი თუ კარგ საქმეებს გააკეთებს გმირია და არა თავზეხელაღებული, ისე როგორც ხალხს ესმის. არადა თავზეხელაღებულობა რატომაა ცუდი? ადამიანი რომელსაც აქვს მიზანი რომ იყოს უფალთან და ამ საქმეში თავზეხელაღებულია, არ აინტერესებს არაფერი ამ მიზნის გარდა, რატომაა ცუდი?

ზუსტად ეგ არის რომ დიიიდი მე არის გადაზელილი უამრავ ,,კეთილშობილ" ტერმინში და ვერა ვხვდებით

P.S. Diversity-სთან ( და არამარტო მასთან ) მაქ კითხვა, რას თვლი შენ საკუთარ ღირსებად და საერთოდ რა არის ღირსება?


--------------------
წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Sep 4 2009, 02:12 PM
პოსტი #14


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



ქევანა
ციტატა
თავმოყვარე ადამიანი რამე უღირსს არ იკადრებს : არც თავისთვის, არც სხვისთვის


რატომ არა სხვისთვის? ვერ დაგეთანხმები.. თუნდაც საკუთარი თავმოყვარეობის "დასაცავად" გააკეთებს ამას (მე არ ვამბობ რომ გააკეთებს, გამორიცხული არაა).



დააააა... მოკლედ ძალიან საინტერესო თემაა...

საერთოდ სიმართლე რომ გითხრათ, ამ თემაზე სერიოზულად არ დავფიქრებულვარ.

"თავმოყვარეობა" და "ღირსება" განსხვავებული ცნებებია. პირველი უფრო ამპარტავნებასთანაა ახლოს. "თავ-მოყვარე" ადამიანს საკუთარი თავი ალბათ უფრო ეგიოსტურად უყვარს.
საერთოდ საინტერესოა ეს საკითხიც, უნდა გიყვარდეს თუ არა საკუთარი თავი??
პავლე მოციქული ამბობს (თუ არ ვცდები) "ტაძარნი ხართ ღმრისანი და სული წმინდა დამკვიდრებულ არს თქვენ შორისო". ნებისმიერი ადამიანი, სული წმინდის ტაძარია, აქედან გამომდინარე საკუთარი თავის სიყვარულიც ისევე გვევალება, როგორც მოყვასის (როგორ ვასრულებთ ეს ცალკე საკითხავია). საერთოდ ქრისტიანული სიყვარული თავგანწირვაა და გამორიცხავს ეგოიზმს, ამ შემთხვევაშიც ალბათ ამგვარი სიყვარული იგულისხმება...

რაც შეეხება "ღირსებას", ის იმისთვის გვჭირდება, რომ ეს ღვთისგან ბოძებული "სულიწმინდის ტაძარი" არ შევბღალოთ.
ციტატა
ღირსება ნიშნავს, შეხედო შენ თავს გარედან, დაინახო მასში ღვთის ხატი და სულიწმიდის ტაძარი, და შესაბამისად გაუფრთხილდე მას. არ გახრწნა და არც სხვას გაახრწნევინო. ღირსებას საფუძვლად უდევს ღმერთის სიყვარული.



პ.ს. ძალიან თუ ვიბოდიალე არ იმჩნიოთ, მგონი გულიდან დავწერე smile.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Sep 4 2009, 02:34 PM
პოსტი #15


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



gurulo
ციტატა
სად არის აქ თავმდაბლობა, რომლის გარეშეც ვერანაირ სულიერ წარმატებას ვერ მიაღწევს ადამიანი?!

შენ ძალიან ცუდად გესმის თავმდაბლობის ცნება : )
ქრისტიანი მაზოხისტი არაა biggrin.gif

მაშინ გენაცვალე, ქრისტიანი არ უნდა ომობდეს, პაციფისტი უნდა იყოს, მაგრამ ქრისტიანული ქევყნები დიდი წარმატებით იბრძოდნენ ერთმანეთთან... სხვათაშორის სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ....

ასე რომ... ყველაფერი ფარდობითია... ქრისტე არ იძახის რომ საკუთარი თავი უნდა გძულდეს და რომ ხორცი უნდა დაასახიჩრო, იმიტომ რომ ცოდვის ბუდეა .... : |

ციტატა
ანუ მოიძულოს ყველაფერი რასაც არ მიყავს უფლისაკენ.

მაგ ყველაფერს ერთი სახელი აქვს - ცოდვა და ცოდვა ერთობ რთული განსასაზღვრავია....


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Sep 4 2009, 03:24 PM
პოსტი #16


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



gurulo
ციტატა
Diversity-სთან მაქ კითხვა, რას თვლი შენ საკუთარ ღირსებად და საერთოდ რა არის ღირსება?

ჩემი თავმოყვარეობა განსაზღვრავს ჩემს ღირსებას...
Diversity ვარ.


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gurulo
პოსტი Sep 4 2009, 03:46 PM
პოსტი #17


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 815
რეგისტრ.: 1-November 07
მდებარ.: tbilisi,vaja
წევრი № 3,082



ქევანა
ეხლა დაწერილი მქონდა პასუხი მაგრამ ჯერ მიშამ მიპასუხოს კითხვაზე და მერე გამოვაქვეყნებ. შენც თუ მიპასუხებ იგივე კითხვაზე კაის იზამ.

Misha Songulashvili
მერედა განმარტე რას ნიშნავს და რაში გამოიხატება შენი ღირსება თუ თავმოყვარეობა


--------------------
წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Sep 4 2009, 03:51 PM
პოსტი #18


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



ჩემი თავმოყვარეობა მკარნახობს იმას თუ როგორ შევინარჩუნო ღირსება... მკარნახობს იმას, რომ ამპარტავნება შეურაცხყოფს ღირსებას. და თავმოყვარე ადამიან ამპარტავნებას ვერ იკადრებს... ეხლა ნუ მკითხავ რა არის ამპარტავნება biggrin.gif


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gurulo
პოსტი Sep 4 2009, 04:03 PM
პოსტი #19


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 815
რეგისტრ.: 1-November 07
მდებარ.: tbilisi,vaja
წევრი № 3,082



Misha Songulashvili
შენ თავს არიდებ ამ თემაზე საუბარს. რაღაც ლოზუნგებით მელაპარაკები. როგორც ჩანს არ იცი ან უფრთხი ღირსების და თავმოყვარეობის განმარტებას. თუ საუბარი გინდა დაწერე კონკრეტულად რა არის შენი ღირსება.

ბევრი ვიცი, ქალის, დედის, მეგობრის... სადღეგრძელოს სვამს და ცხოვრებაში გაუაზრებლად სხვა რამეს აკეთებს. იმიტომ რომ აზრზე არაა რას ნიშნავს და რა როლი აქვს მანდილოსანს.


--------------------
წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Sep 4 2009, 04:06 PM
პოსტი #20


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



gurulo
ციტატა
შენ თავს არიდებ ამ თემაზე საუბარს. რაღაც ლოზუნგებით მელაპარაკები. როგორც ჩანს არ იცი ან უფრთხი ღირსების და თავმოყვარეობის განმარტებას. თუ საუბარი გინდა დაწერე კონკრეტულად რა არის შენი ღირსება.

მე ვფიქრობ რომ დასკვნის გამოტანა იქიდან, რაც მე გითხარი შესაძლებელია. მე გამოვრიცხავ ღირსებას და თავმოყვარეობასთან ამპარტავნობის დაკავშირებას.

ციტატა
ბევრი ვიცი, ქალის, დედის, მეგობრის... სადღეგრძელოს სვამს და ცხოვრებაში გაუაზრებლად სხვა რამეს აკეთებს. იმიტომ რომ აზრზე არაა რას ნიშნავს და რა როლი აქვს მანდილოსანს.

საინტერესო შემთხვევაა!


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st May 2024 - 12:09 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი