IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ლეონარდო და ვინჩი
PaTaRa-GoGo
პოსტი Jan 20 2011, 04:40 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 113
რეგისტრ.: 16-February 10
წევრი № 8,193



ლეონარდო და ვინჩი

გამომგონებელი, რომლის აზროვნებაც დროს 5 საუკუნით უსწრებდა

IPB-ს სურათი


500 წლის წინ ლეონარდო და ვინჩიმ ისეთი ხიდის აშენება მოისურვა, რომლის მსგავსი მსოფლიოში არ იყო. 240 მეტრის სიგძის ქვის ხიდს ბოსფორის სრუტე უნდა გადაეკვეთა. ხიდს იგი სულთან ბაიაზეთ II-ს შეჰპირდა. წერილში სწერდა, რომ ასეთი ხიდის აშენებას მის გარდა ვერავინ შეძლებდა. კრიტიკოსები ამბობდნენ, რომ ამ სიგძის ხიდის აშენება შეუძლებელი იყო. სკეპტიკურად განწყობილმა სულთანმა პროექტი დაიწუნა. ლეონარდო კი ისე იყო დარწმუნებული ხიდის რეალობაში, სულთანს უთხრა, მშენებლობას თვითონ ვუხელმძღვანელებო. მიუხედავად ამისა, სულთანმა მაინც ვერ გარისკა პროექტის განხორციელება. 500 წლის შემდეგ ლეონარდო და ვინჩის საოცნებო ხიდი ნორვეგიელებმა ინჟინერმა, ვებიორნ სანდა, ააგო, მაგრამ იგი იქ არ არის, სადაც ლეონარდოს უნდოდა - ხიდი ნორვეგიის ქალაქ ასშია. სანდმა 1996 წელს გამოფენაზე ვინჩის ჩანახატები ნახა. ხიდის სილამაზით აღფრთოვანებულმა ქალაქ ასის ხელმძღვანელობა დაარწმუნა პროექტის რეალობაში. წვიმისა და ქარის მიუხედავად, საზეიმო გახსნაზე 500 ადამიანი მივიდა. ხიდი ნორვეგიის დედოფალმა სონიამ გახსნა. სანდი ახალ ქმნილებას ხიდების მონა ლიზას უწოდებს.იგი ორიგინალუზე პატარაა, 100 მეტრია და ფიჭვით არის აშენებული. ვინჩის პროექტით კი ქვის იყო, მაგრამ ძალიან ძვირი დაჯდებოდა-1,36 მლნ დოლარი. ეს მშრალი ხიდი ფეხით მოსიარულეთათვის და მოტოციკლეტებისთვისაა განკუთვნილი სანდი აცხადებს რომ 70-იანი წლების არქიტექტურული ფორმები უფრი ძველმოდური ჩანს, ვიდრე ლეონარდოს ჩანაფიქრი, ასეთი ხიდების აშენების სურვილი სხვა კონტინეტზეც აქვს, პირველი მათგანი, ოღონდ ქვის, აშშ-ში აშენდება. რადმენიმე წლის წინ ბრიტანელმა ადრიან ნოკოლასმა დაამტკიცა, რომ პირველი პარაშუტი ლეონარდო და ვინჩიმ გამოიგონა. მხატვრის ჩანაწერებში მან პირამიდის ფორმის, ტილოთი დაფარული აპარატი ნახა. ლეონარდოს ესკიზის მიხედვით, თვითნაკეთი პარაშუტი გააკეთა და იგი სამხრეთ აფრიკაში გამოსცადა. ბრიტანელი 3 000 კმ სიმაღლიდან, საჰაერო ბურთიდან ლეონადროს პარაშუტიდან გადმოხტა. მიუხედავად იმისა, რომ პარაშუტი ძალიან მძიმე იყო, იგი მიწაზე მშვიდობიანად დაეშვა. 1483 წელს ლეონარდო და ვინჩის დღიურში ჩაუწერია: „ადამიანს დიდი, გასანთლული ტილო რომ ჰქონდეს, თითოეული მხრიდან 12 მეტრი, ნებისმიერი სიმაღლიდან ჩამოვარდება და არ დაშავდება“. ლეონარდო და ვინჩის კიდევ მრავალ გამოგონებას მიაწერენ. ათასწლეულის საუკეთესო გამომგონებელთა შორის იგი მესამე დაასახელეს. პირველ გამომგონებლად გემრიელი იოჰანეს გუტენბერგი აღიარეს, რადგან მან ხალხს განათლება მოუტანა, მეორედ-ტომას ედისონი, მან ხალხი სიბნელიდან გამოიყვანა, მესამედ კი-ლეონარდო და ვინჩის, როგორც ადამიანი რომლის აზროვნებაც დროს უსწრებდა.



ლეონარდო და ვინჩის ბავშობა
ლეონარდო და ვინჩი არჩიანოში, ვინჩიდან 3 კმ-ის დაშორებით დაიბადა. ამ ადგილებში და ვინჩები მე-13 საუკუნიდან ცხოვრობდნენ, ისინი ნოტარიუსები იყვნენ, ლეონარდოს მამას, სერ პიეროს, 25 წლის ნოტარიუსს, ფერმერის გოგონასგან, კატარინასგან, პირველი შვილი შეეძინა. მას ლეონარდოს დედა ცოლად არ შეურთავს, როგორც ამბობენ, წარმოშობის გამო. იმავე წელს ცოლად სხვა შეირთო. ახალშობილი ნათლისღების სახელობის ტაძარში მონათლეს, მას ლიონარდო დაარქვეს და არა ლეონარდო, როგორც შემდეგ იხსენიებდნენ. კატარინა ვინჩიში ცოლად გაჰყვა აკატაბრიჯა დი პიერო დი ლუკას. ლეონარდოს მამას 4 ცოლი ჰყავდა, შვილები მხოლოდ მესამე და მეოთხე ცოლებთან შეეძინა, სულ 7 ვაჟი და 2 ქალიშვილი. კატარინას გათხოვების შემდეგ ლეონარდო მამის სახლში გადაიყვანეს, მაგრამ იგი ბოლომდე უკანონო შვილად დარჩა. იგი ბავშობიდანვე გამორჩეული იყო, შესანიშნავი გარეგნობა და მრავამხრივი ნიჭი ჰქონდა. ამბობენ, რომ სკოლაში მასწავლებლები მის შეკითხვებს ვერ აუდიოდნენ. წერა-კითხვა, გეომეტრია და ლათინური შეისწავლა. ლეგენდის მიხედვით, მამამ მრგვალი ფარის დახატვა სთხოვა, ლეონარდომ იფიქრა, რომ მხოლოდ შემაძრწუნებელი სახის დახატვა უინტერესო იქნებოდა და სხვადასხვა ცხოველი დახატა-ღამურები, გველები, ხვლიკები, უზარმაზარი ურჩხული კი ორთქლს უშვებდა. როდესაც მამას ნახატი აჩვენა, სერ პიერო შეცბა, იმდენად რეალურად იყო ყველაფერი გადმოცემული. მიხვდა, მისი ვაჟი მხატვარი გახდებოდა და 14 წლის ასაკში ფლორენციაში ყველაზე ცნობილი მხატვრის, ანდრეა დელ ვეროკიოს, სახელოსნოში მიიყვანა. ვეროკიომ უდავოს დიდი ზეგავლენა მოხდინა ლეონარდოზე. იგი აღტაცებული დარჩა მისი ჩანახატებით და სახელოსნოში ადგილი მისცა. 1472 წელს იგი ფლორენციული მხატვრების წითელ წიგნში შეიყვანეს, სადაც ლიონარდოს სახელითაა მოხსენიებული. მის გვერდით ბოტიჩელი, პერუჯინო და ლორენცო დი კრედი მუშაობდნენ. რამდენიმე წელში ვეროკიო „ნათლისღებვის“ ხატვას შეუდგა. ლეონარდომ ერთ-ერთი ანგელოზი დახატა. ფლორენციაში ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო-მოსწავლეები მასწავლებელს ეხმარებოდნენ. მან ისეთი მეოცნებე და რომანტიკული ანგელოზი დახატა, რომ ოსტატობით მასწავლებელს გადააჭარბა. 20 წლისა უკვე ოსტატი იყო. 1476 წლიდან მას საკუთარი სახელოსნო ჰქონდა, სადაც 2 შეკვეთა შეასრულა.


ნიჭიერი ინჟინერი
მექანიკა ბავშვობიდა აინტერესებდა, ვეროკიოს სახელოსნოში რამდენიმე ხელსაწყო შექმნა, რომელსაც თვითოვნე იყენებდა. ისეთი ტექნიკური პროექტის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა, როგორიც სანტა მარია დელ ფიეროს ტაძრის გუმბათზე უზარმაზარი ბრინჯაოს სფეროს დადგმა იყო. ოსტატი შესანიშნავი გარეგნობითა და ხმით გამოირჩეოდა. მე-15 საუკუნის იტალიელებისაგან განსხვავებით ვეგეტარიანელი იყო და დიეტურად იკვებებოდა.უსაზღვროდ უყვარდა ცხოველები, მათ ბაზარში ყიდულობდა და ათავისუფლებდა.მრავალმხრივად განვითარებული ადამიანი იყო. ამან განაპირობა ის, რომ ნახატებს იშვითად ასრულებდა და ხშირად სამეცნიერო ექსპერიმენტის გამო ხატვა მიუტოვებია. სანტა მარია დელ გრაციას ეკლესიაში თითქმის გაქრა მის მიერ შესრულებული ფრესკა, იმის გამო რომ და ვინჩიმ ცოტა დრო მიუძღვნა მოსამზადებელ სამუშაოებს. ხშირად მას ახალი იდეა შეიპყრობდა და ამის გამო, ძველს არ ამთავრებდა. მთელ დროს მეცნიერებას უთმობდა, ბუნებაში დადიოდა და მოვლენებს აკვირდებოდა. 1490-1495 წლებში საკუთარი აზრების ჩაწერა დაიწყო. მასში ყველაფერია-არქიტექტურა, ასტრონომია, ბოტანიკა, ნავიგაცია, ბიოლოგია, სამხედრო გამოგონებები-ტანკები, საფრენი აპარატები, თავდაასაცავი ნაგებობები,კანალიზაციის, ჭაობების ამოშრობის სისტემები, საყვინთი აპარატები, ველოსიპედი წყალქვეშა ხომალდი, ნემსების დასამზადებელი მანქანა,პარაშუტი.ყველაზე საინტერესოდ დღესაც მის საფრენ აპარატს და რობოტს მიიჩნევენ. და ვინჩი ფრინველების ფრენას აკვირდებოდა. მისი რობოტი მე-1 საუკუნის რაინდს ჰგავდა, ხელებსა და ფეხებს ამოძრავებს, პირის გაღება-დახურვა შეუძლია. რობოტს ანატომიურად სწორი ყბა ჰქონდა. მარკ როშეის მოდელით შექმნილი ლეონარდოს რობოტი მარსზე უნდა აეყვანონ, როდესაც იქ სადგური გაკეთდება. მისი ჩანაწერები ფორმითაც უჩვეულო იყო, საკუთარ თავს ბრძანებებს აძლევდა, ედავებოდა. ჩანაწერებს სარკისებური წესით აკეთებდა - მარჯვნიდან მარცხნივ. ლეონარდო ცაცია იყო, იმ დროისთვის მარცხენა ხელით ხატვა ეშმაკის ნამუშევრად ითვლებოდა,ცაციებს აიძულებდნენ მარჯვენა ხელით ეხატათ. ბევრს კი მიაჩნდა, რომ ჩვეულებრივი ადამიანებისგან გენიოსებს ესეც განასხვავებდა. ამის გამო, მისი ნაწერები ძნელად იშიფრებოდა. ყველა ექსპერიმენტს ილუსტრირებას უკეთებდა. ერთ-ერთი ასეთი დღიური ბილ გეიტსის საკუთრებაა, იგი 30 მლნ დოლარი ღირს. ლეონარდო 1482 წლიდან მილანში გადავიდა, 17 წელი იქ გაატარა, ვიდრე მის მფარველ ჰერცოგს, ლუდოვიკო სფორცას, ძალაუფლება არ ჩამოართვეს. რას აღარ აკეთებდა,ბარბითზე უკრავდა,მღეროდა,ლექსებს კითხულობდა,დღესასწაულებისთვ
ს კოსტიუმებსა და დეკორაციებს ქმნიდა. მილანში საფრანგეთის მეფის,ლუდოვიკო მეთორმეტის,შესახვედრად ხის მექანიკური ლომი შექმნა. ლომი რამდენიმე ნაბიჯს აკეთებდა, შემდეგ მკერდი ეხსნებოდა,შიგნით კი შროშანებით იყო სავსე.თვითონვე გააკეთა ცხენის ფორმის ბარბითი და ვერცხლით შეამკო.ცაცია ლეონარდო გოლიათის ძალით გამოირჩეოდა. მილანისათვის კანალიზაციის სისტემა გააკეთა, გარდაცვლილი მილანის ჰერცოგისთვის 80 ტონიანი ბრინჯაოს ქანდაკება ააგო, ჯერ ადამიანის ზომის ქანდაკების გაკეთებას გეგმავდა, მაგრამ ლუდოვიკო სფორცამ გადაწყვიტა, რომ მამის ქანდაკება 4-ჯერ უფრო დიდი უნდა ყოფილიყო. მასზე შრომას ლეონარდომ დიდი დრო მოანდომა. იგი ბრინჯაოსგან არ იყო ჩამოსხმული,ამიტომ მილანის აღებისას ფრანგებმა გაანადგურეს. რამდენიმე წელი იტალიის სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობდა, ერთი წელი ჩეზარე ბორჯიას არმიაში სამხედრო ინჟინრად მსახურობდა, ნიკოლო მაკიაველისაც კი შეხვდა. 1503 წელს მონა ლიზაზე დაიწყო მუშაობა. ერთი წელიწადში მამა მოუკვდა. მიუხედავად იმისა, რომ მამას ძალიან უყვარდა, ნახევარძმებმა მემკვიდრეობის გარეშე დატოვეს.მონა ლიზას პორტრეტი ლეონარდო და ვინჩის ყველაზე ცნობილი ნახატია. თავდაპირველად დიდი იყო, შემდეგში ერთი მხარე მოაჭრეს, ამიტომ ძნელი გასარკვევია ის, რომ მონა ლიზა ზის. ნახატს ასეთი ისტორია აქვს: ვარაუდობენ, რომ ფლორენციელმა წარჩინებულმა ფრანჩესკო დი ბარტლომეო დი ზინობი დელ ჯოკონდომ ლეონარდოს მესამე ცოლის,ლიზა დი ანტონიო მარია დი ნოლდო ჯერარდინის,პორტრეტი შეუკვეთა. 24 წლის მონალიზა ჯოკონდოს მესამე ცოლი იყო. მხატვარმა სურათზე 4 წელი იმუშავა, 1507 წელს დაასრულა მაგრამ დამკვეთს აღარ მისცა, თვითონ დაიტოვა. ზოგი ფიქრობს, სურათი იმიტომ ვერ გადასცა დამკვეთს, რომ დასრულებული არ ჰქონდა. სხვებს კი მიაჩნიათ, რომ მონა ლიზა ძალიან შეუყვარდა. გარკვეული ხნის განმავლობაში ლეონარდო რომში მუშაობდა, პაპის სხვადასხვა პროექტს ასრულებდა. მართალია,ანატომიისა და ფიზიოლოგიის შესწავლა არ შეუწყვეტია, მაგრამ პაპმა მას ცხედრებზე მუშაობა აუკრძალა. მათემატიკისა და გეომეტრიაშიც მუდმივად იღებდა გაკვეთილებს.მისი ახლო მეგობარი, ფრა პიეტრო დელა ნოველარა,იხსენებს, რომ მათემატიკამ ისე გაიტაცა, ფერწერას დააშორა და იმ პერიოდში ფუნჯის დანახვაც კი აცოფებდაო.


უპირველესად მხატვარი
საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-მა და ვინჩი სამეფო კარზე მიიწვია. მის ბარგში მონა ლიზას პორტრეტიც იყო. იგი ამბუაზში დაასახლეს.მონა ლიზას პორტრეტი მან მეფეს მიჰყიდა. ფრანსუა I-მა ეს პორტრეტი ამბუაზის ციხე-სიმაგრეში წაიღო, შემდეგ იგი ლუდოვიკო XIV_ის კოლექციაში მოხვდა. საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ ლურვში აღმოჩნდა. ნაპოლეონმა იქედან საკუთარ საძინებელში გადაიტანა. მისი დამარცხების შემდეგ მონა ლიზა ლუვრში დააბრუნეს. 1911 წელს იტალიელმა ქურდმა მოიპარა, ორ წელიწადში ფლორენციაში აღმოაჩინეს. რამდენიმე წელი ნიუ იორკში,ტოკიოში,მოსკოვში გამოფინეს, დღეს ლუვრშია ტყვიაგაუმტარი შუშის უკან და მას აღარასოდეს შეუცვლიან ადგილს.
და ვინჩის, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში თითქმის აღარ ხატავდა, უპირველესი მხატვრის,ინჟინრისა და არქიტექტორის წოდება მიანიჭეს. ლეონარდოს ბოლო მფარველი ფრანსუა I იყო. ამ პერიოდში მხატვარი ჰიდროლოგიის შესწავლით იყო გატაცებული. 60 წლისამ აღმოაჩინა, რომ ფული არ ჰქონდა. რამდენიმე ხანში ჯანმრთელობა შეერყა, მარჯვენა მხარე პარალიზებული ჰქონდა, ისევ აკეთებდა ჩანახატებს და სწავლობდა კატების, ძაღლების, ცხენების ანატომიას, წყლის თვისებებს, მცენარეებს…მან აღმოაჩინა, რომ ხის ღეროს რგოლების რაოდენობით მისი ასაკის განსაზღვრა შეიძლებოდა. ფრანგები დიდ ფილოსოფოსს ეძახდნენ, ბევრს ბოტანიკის ფუძემდებლად მიაჩნდა. სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე ანდერძი დაწერა. ლეონარდო ძალიან გულჩათხრობილი ადამიანი იყო. გასაიდუმლოებული ცხოვრება ჰქონდა. მისი ჩანაწერებიც კი დაშიფრულია და ამის გამო მის პირად ცხოვრებაზე თითქმის არაფერია ცნობილი. მან ხალგაზრდა არისტოკრატი,ფრანჩესკო მელტი, იშვილა და მემკვიდრეობა მას დაუტოვა. მასთან ხშირად ხედავდნენ პატარა ბიჭს, კაპროტის. მხატვარმა პატარა ეშმაკუნა შეარქვა, რადგან ხშირად ცდილობდა ლეონარდოსთვის რაიმე მოეპარა. ამ დანაკარგებს ლეონარდო მეთოდურად და ირონიულად, დიდსულოვანი კომენტარებით აფიქსირებდა. იგი ნელა ხატავდა, მუშაობა ძალიან უჭიანურდებოდა. ბევრ მის თანამედროვეს მიაჩნდა, რომ მან დრო დაკარგა და ნიჭი გაფლანგა. ისტორიკოსი ვაზარი წერს, სიკვდილის წინ ლეონარდო ინანიებდა, რომ ღმერთიც გაანაწყენა და ადამიანებიც, რადგან ხელოვნებაში თავისი მოვალეობის შესრულება ვერ მოასწრო.
არსებობს ლეგენდა იმის შესახებ, რომ ლეონარდო და ვინჩიმ საფრანგეთის მეფის ხელებში დალია სული, მაგრამ სინამდვილეში მისი გარდაცვალების დღეს,1519 წლის 1 მაისს, ფრანსუა I ამბუაზში ყოფნას ვერ შეძლებდა. მეფის ციხე-სიმაგრეში, სან ფიორენტინოს ტაძარში დაასაფლავეს. ეკლესიის დანგრევის შემდეგ მისი ნეშტი სენტ ჰუბერტის ტაძარში გადაასვენეს. 60 წლისამ ავტოპორტრეტი დახატა. ნახატიდან წვერებიანი მოხუცი ნაღვლიანი თვალებით იმზირება. ცხოვრებს წესიც განსაკუთრებული ჰქონდა, 4 საათში ერთხელ 15 წუთი იძინებდა და ამით ძილის ხანგძლივობა 8 საათიდან საათნახევრამდე შეამცირა. ამიტომ ამბობენ, რომ 67 წელი კი არა გაცილებით მეტი, 100 წელი იცოცხლა.
მისი ჩანაწერები მოპარვის თუ დამალვის გამო გარრდაცვალებიდან ძალიან დიდი ხნის შემდეგ აღმოაჩინეს. მათში ბევრი ისეთი გამოგონებაა, რომელიც იმ საუკუნისათვის წარმოუდგენელი იყო, ბევრს ფანტაზიად მიაჩნდა, ყველაზე გაბედულები კი მათ განხორციელებას ბედავდნენ. ბევრი ინჟინრისათვის შთაგონების წყარო 1999 წელს ლონდონში გამართული გამოფენა გახდა. ამ გამოფენაზე ლეონარდო და ვინჩისა და რენესანსის პერიოდის სხვა ინჟინრების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. ამბობენ, რომ გამოფენებისათვის სახელად „მექანუკური საოცრებანი“ უნდა ეწოდებინათ. მასზე წარმოდგენილი 40_მდე აპარატი 500 წლის წინ იყო ჩაფიქრებული. ყველაზე მეტად ლეონარდო მფრინავ მანქანაზე ოცნებობდა. ისინი იმ მასალებით გააკეთეს, რომლებიც ლეონარდოს დროს იყო. მის მფრინავ მანქანას 10 მეტრიანი ფრთები ჰქონდა. ლეონარდომ იცოდა, რომ იგი ვერასოდეს გაფრინდებოდა, მაგრამ უნდოდა იმ პრინციპებს ჩასწვდომოდა, რომლებიც ადამიანს ცაში ააფრენდა.


--------------------
*მეგობრობაც ისეთივე იშვიათი ნიჭია,როგორც პოეტობა.მეგობრობა მხოლოდ იმას შეუძლია ,ვისაც ძალძუმს ვინმე ან რამე უანგაროდ უყვარდეს...და მართლაც ამ უანგარობის გარეშე არავის არაფერი დიდი და შესანიშნავი არ შეუქმნია*კონსტანტინე გამსახურდია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 05:15 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი