IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> პორტრეტები რომლებმაც ადამიანების ბედი შეცვალეს
PaTaRa-GoGo
პოსტი Jan 20 2011, 04:44 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 113
რეგისტრ.: 16-February 10
წევრი № 8,193



IPB-ს სურათი


ალფრედ პიგინსი 47 წლის იყო და მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანების რიცხვში შედიოდა; ჰყავდა ლამაზი ცილი,ტყუპი,არაჩვეულებრივი გოგონები და ძალიან ბედნიერიც იყო, ვიდრე ერთ ავბედით ზაფხულს მხატვარს პორტრეტი არ შეუკვეთა.ის და მისი ცოლი საკუთარ იახტის გემბანზე იდგნენ და სიცოცხლე უხაროდათ.მაგრამ მხატვარმა ძლივს მოასწრო ნახატის დამთავრება,რომ ჰიგინს ტვინში სისხლი ჩაექცა და გარდაიცვალა.მისი ცოლი კი მწვავე ფსიქოზის დიაგნოზით ფსიქიატრიულში მოათავსეს,სადაც აღესრულა კიდეც.ჰიგინსების წყვილი იმიტომ გარდაიცვალა,რომ ისინი მარკ კვინმა დახატა.ამბობდნენ,ამ მხატვარმა სული ეშმაკს მიჰყიდაო.ყველა ის ადამიანი,რომელიც მარკმა დახატა, პოზირებიდან ძალიან მალე დაიღუპა.ჰიგინსები ამ საბედისწერო სიის თავში აღმოჩნდნენ. მხატვარი დღემდე არ იძლევა არანაირ ინტერვიუს და არ საუბრობს თავისი მოდელების ტრაგიკულ აღსასრულზე. სამაგიეროდ,პერიოდულად ურეკავს მდიდარ,ცნობილ ადამიანებს და ეუბნება; “იცით მე თქვენი პორტრეტის დახატვა მაქვს გადაწყვეტილი” შეშინებული მილიონრები კი სასწრაფოდ უხდიან სოლიდურ თანხას, ოღონდაც ეს არ გააკეთოს.პორტრეტს შეუძლია ადამიანის ბედი შეცვალოს. იმოქმედოს მასზე როგორც უარყოფითად,ასევე დადებითად.თუმცა ისტორიკოსები უფრო ტრაგიკულ შემთხვევებზე ამახვილებენ ყურადღებას. ცნობილია არაერთი ფაქტი, როცა პორტრეტებზე გამოსახული ადამიანები ადრეულ ასაკში,თანაც,ტრაგიკულად იღუპებოდნენ.
ლეონარდო და ვინჩი დათანხმდა ერთი ფლორენციელი მოქალაქისთვის,ფრანჩესკო დელ ჯოკონდასთვის,მისი ცოლის, მონა ლიზას პორტრეტი დაეხატა, რომელიც მაშინ 24 წლის იყო და,თანაც, უსაშველოდ ლამაზი.ლეონარდო პორტრეტზე 4 წელს მუშაობდა,მაგრამ ვერ დაასრულა,რადგან მონა ლიზა თვალსა და ხელს შუა მიილია, ბოლოს გარდაიცვალა კიდეც.უდიდესი მხატვრის,რემბრანტის მეუღლე სასკია, რომელიც ხშირად პოზირებდა ქმარს,30 წლისა გარდაიცვალა. ასევე დაემართათ შვილებსაც,რომლებიც მამამ დახატა:3 ჩვილობაში მოკვდა,მეოთხე-27 წლის.
პირველი ცოლის ბედი გაიზიარა მეორემაც. ჰენდრიკს სტოფელდსი რემბრანტმა ორჯერ დახატა. ამის შემდეგ ქალს დიდხანს არ უცოცხლია.
ხუთი წლის ლიზი კისელიოვამ მუხლი გაიტეხა.ექიმებმა ფეხი თაბაშირში ჩაუსვეს.ძვალი შეხორცდა, მაგრამ ორი თვის შემდეგ მუხლში სიმსივნე გაჩნდა.ამას გარდა ,ავთვისებიანი სიმსივნე ფილტვებზეც აღმოჩნდა, მეტასტაზები ყოველდღიურად იზრდებოდა. მშობლები ბედს შეურიგდნენ და ნაცნობ მხატვარს შვილის პორტრეტის დახატვა სთხოვეს. მანაც ბავშვი ზუსტად ისეთი დახატა,როგორც ავადმყოფობამდე იყო-ოქროსფერი,ხვეული თმა,ლურჯი თვალებითა და ვარდისფერი ლოყებით. პორტრეტი საოცარი გამოვიდა,თითქოს ცოცხალი.ერთი თვის შემდეგ გაოცებული ექიმები თვალებს არ უჯერებდნენ: ფილტვშიც და მუხლშიც სიმსივნე უკვალოდ გაქრა.მშობლები დარწმუნებული იყვნენ,რომ სასწაული სწორედ პორტრეტმა მოახდინა.
რუბენსის ხორცსავსე მადონების მოდელები ყოველთვის მისი ცოლი, ლამაზმანი ელენე ფოურმენტი იყო.რუბენსი შეუსვენებლად ხატავდა ცოლის პორტრეტს სხვადასხვა ღვთაების სახით და ქალიც სულ ლამაზდებოდა და ლამაზდებოდა; უამრავი ჯამრთელი ბავშვი გააჩინა და ქმარზე გაცილებით დიდხანს იცოცხლა.
ფსიქოლოგები თვლიან,რომ,რაც უფრო ნიჭიერია მხატვარი,მით უფრო მეტი შანსი აქვს,ნახატში თავვისი სულის დიდი ნაწილი ჩადოს და, ბუნებრივია,ენერგიაც ავსებს,რომელიც ზოგჯერ ნეგატიური და უარყოფითია,ზოგჯერ კი-დადებითი. ზოგიერთი მხატვარი სწორედ ნატურიდან იღებს სასიცოცხლო და შემოქმედებით ენერგიას.ზოგი კი, პირიქით იქეთ გაიღებს.ასეთი იყო, მაგალითად,რუბენსი,რომლის გვერდით ყველა ქალი იფურჩქნებოდა.რემბრანტი კი ვამპირივით სწოვდა მენატურეს სასიცოცხლო ძალებს,ამიტომაც იღუპებოდნენ მისი მოდელები და ოჯახის წევრები. იგივე სჭირდა პიკასოსაც.თუმცა,ამგვარი ვამპირიზმის მექანიზმი დღემდე ამოუხსნელი ფენომენია.” საბედისწერო სურათების”საიდუმლოს ამოხსნა უამრავმა მეცნიერმა სცადა.მსოფლიოს უდიდეს სამხატვრო გალერეებში დააყენეს სპეციალური ხელსაწყოები,რომლებიც ზუსტად აღნუსხავდა დამთვალიერებლის თვალების მოძრაობასა და დროს,რომელსაც იგი სურათის წინ ატარებდა.ზოგიერთი სურათიდან მართლაც იღვრებოდა წარმოუდგენლად დიდი ენერგია.თერმოგრაფიის საშუალებით მოახერხეს,დაედგინათ შემოქმედებით ექსტაზში მყოფი მხატვრის ტვინის მოქმედება,რომელიც ამ დროს რადიკალურად იცვლებოდა.ელექრტოენცეფალოგრამაზე კი ტალღების შენელებული მონაცვლეობა აისახებოდა.სწორედ ასეთ მდგომარეობაში შეუძლია მხატვარს,შექმნას შედევრი.
დადგინდა ისიც,რომ,როცა მხატვრის ენერგია მატულობდა,მენატურის ტვინის ბიოპოტენციალი ორი-სამჯერ იკლებდა.ანუ მხატვარი იკვებებოდა მოდელის ენერგიით, რასაც სასიკვდილო საფრთხეს უქმნის ამ უკანასკნელის არსებობას.თუმცა პროფესინალი მოდელები,რომლებიც ერთდროულად რამდენიმე მხატვართან მუშაობენ,ახერხებენ გამოიმუშაონ გარკვეული იმუნიტეტი და არ შეუშვან მხატვრის სული საკუთარ ტვინში.ამით აიხსნება ის ფაქტი,რომ გენიოსების ძირითადი მსხვერპლნი მათი ოჯახის წევრები და საყვარელი ადამიანები ხვდებიან.
XX საუკუნის დასაწყისში 18 წლის ელენა დიაკოვა რუსეთიდან შვეიცარიაში გაემგზავრა ჭლექისაგან ‘შეჭმული”ფილტვების სამკურნალოდ.მაგრამ ყველა ცნობილმა ექიმმა ერთხმად გადაწყვიტა,რომ ელენას შველა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.ამ დროს ელენამ დამწყები მხატვარი პოლ ელუარი გაიცნო.პოლი ხშირად ხატავდა გამხდარ და გაყვითლებულ გოგონას ბუნების ფონზე,ყვავილებით ხელში და მისი ავადმყოფობა ოდნავ ჩაცხრა.3 თვის შემდეგ ელენა სიურეალისტ მაქს ერნსტს დაუმეგობრდა.ერნსტიც ხშირად ხატავდა თავის საყვარელს და ქალი,რომელიც 6 თვეში უნდა მომკვდარიყო,თავს მშვენივრად გრძნობდა-ექიმები თვალებს ვერ უჯერებდნენ…40 წლის ასაკში ელენა ცოლად გაჰყვა სახელგანთქმულ სალვადორ დალის და იქცა გალად. დალი აღმერთებდა ცოლს ;ხატავდა მას თითქმის ყოველდღე ახალგაზრდას,ლამაზს,ყოველგვარ
ი ნაოჭისა და ჭაღარის გარეშე.ელენა-გალა 88 წლისა გარდაიცვალა.მის ფილტვებში ჭლექის ნასახიც აღარ იყო...



--------------------
*მეგობრობაც ისეთივე იშვიათი ნიჭია,როგორც პოეტობა.მეგობრობა მხოლოდ იმას შეუძლია ,ვისაც ძალძუმს ვინმე ან რამე უანგაროდ უყვარდეს...და მართლაც ამ უანგარობის გარეშე არავის არაფერი დიდი და შესანიშნავი არ შეუქმნია*კონსტანტინე გამსახურდია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jan 20 2011, 05:08 PM
პოსტი #2


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



კიდევ დადეთ რა საინტერესო სტატიები ცნობილ ნახატებდა და მხატვრებზე smile.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
PaTaRa-GoGo
პოსტი Jan 20 2011, 05:29 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 113
რეგისტრ.: 16-February 10
წევრი № 8,193



თამარი_ცქნაფო
დავდებ აუცილებლად smile.gif ბავშობიდან ვაგროვებ ასეთ სტატიებს მეც ძალიან მომწონს ასეთი რამეები smile.gif


--------------------
*მეგობრობაც ისეთივე იშვიათი ნიჭია,როგორც პოეტობა.მეგობრობა მხოლოდ იმას შეუძლია ,ვისაც ძალძუმს ვინმე ან რამე უანგაროდ უყვარდეს...და მართლაც ამ უანგარობის გარეშე არავის არაფერი დიდი და შესანიშნავი არ შეუქმნია*კონსტანტინე გამსახურდია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jan 20 2011, 06:47 PM
პოსტი #4


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ლეონარდოზე ცალკე თემას, ჯობდა აქ დაგედო ისიც.

ველი აბა სხვა სტატიებსაც smile.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
starscream
პოსტი Jan 20 2011, 09:22 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 686
რეგისტრ.: 17-June 10
წევრი № 9,023



მაგარია მხატვარს ვითრევ და ვახატინებ ჩემს თავს და ვახატინებ biggrin.gif


--------------------
Sometimes I feel like I'm dying at dawn and sometimes I'm warm as fire But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over again, yeah



Too many flames, with too much to burn and life's only made of paper Oh, how I need to be free of this pain but it goes over, and over, and over, and over again



Yeah, sometimes I cry for the lost and alone and for their dreams that will all be ashes But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over, and over again
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ane
პოსტი Jul 16 2011, 10:04 AM
პოსტი #6


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 12-July 11
წევრი № 11,326





საინტერესოა.......

ქართველებს როგორც ჩანს ძლიერი იმუნიტეტი გვაქვს, რომ, ასეთი რაღაც არმომედებს, წინააღმდეგ შემთხევავში მე კარგა ხნის გარდაცვლილი უნდავიყოsmile.gif) ან სამხატვრო აკადემიის ნატურები,რომლებიც თითქმის დაბერდნენ იმ სივრცეში.

ქართველ მხატვრებს თუ გავიხსენებთ მერაბ ბერძენიშვილის მეუღლეც ჯანმრთელად გრძნობს თავს და პიკო ნიჟარაძის ოჯახშიც მშიდობაა.

შეიძლება ეს ამბავი ოჯახის წევრებზე არ ვრცელდება ან ქართული გენის ამბავიაsmile.gif))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Jul 16 2011, 09:22 PM
პოსტი #7


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



PaTaRa-GoGo
ეტყობა ავტორმა "დორიან გრეის პორტრეტი"- ის გავლენის ქვეშ დაწერა biggrin.gif
რატომღაც სკეპტიკურად ვუყურებ მსგავს რამეებს


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
toka@
პოსტი Jul 16 2011, 11:27 PM
პოსტი #8


უსაქმური
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,204
რეგისტრ.: 27-October 10
წევრი № 9,723



IPB-ს სურათი

ალბათ ყველას გეცნოთ,ეს ვან გოგის ავტოპორტრეტია,მეც ასე ვიცოდი მაგრამ გავვოცდი როდესაც წავიკითხე სტატია ჟურნალ "რეიტინგში" რომ ეს ვან გოგი კი არა თურმე მისი ძმა ყოფილა ohmy.gif


--------------------
არაფერი ისე არ აახლოებთ ადამიანებს როგორც უფლის სიყვარული !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 01:13 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი