თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია-მონასტრები, სიწმინდეები _ შევეწიოთ მიტოვებულ ტაძრებს

პოსტის ავტორი: თიო თარიღი: Jan 14 2007, 02:46 AM

ახალ წელს გილოცავთ! smile.gif
ღმერთმა დაგილოცოთ 2007 წელი! biggrin.gif
ბედნიერება! სიკეთე! სიძლიერე! სიყვარული! სითბო! სიმშვიდე და სიბრძნე გქონოდეთ! biggrin.gif
იხარეთ ორსავე სოფელსა შინა! ............

_MATASI_
ღმერთმა გაგახაროს! smile.gif
ძალიან მიყვარს ძველი ტაძრები... smile.gif .... იმ ქვების შეხებით ისტორიას ვგრძნობ! სითბოს და თავდადებას უფლისთვის და მართლმადიდებლობისთვის _ რაზედაც ეს ქვები ღაღადებენ! ....
ძალიან დიდი მადლია ძველ ტაძარში აღვლენილი ლოცვა! smile.gif ...
...

ამ ტაძრის მაგალითზე ერთი სურვილი და იდეა დამებადა.. ..

გაზაფხული მოდის...
მოდით, ვისაც სურვილი და დრო გვექნება კურთხევა ავიღოთ და.. საკუთარი ძალებით მსგავსი ადგილები, მიტოვებული ტაძრები შევისწავლოთ და პირველ რიგში დავასუფთაოთ მაინც! smile.gif ...
ფინანსებზე ვერას ვამბობ _ რადგან ტაძრები მეტად საჭიროებენ რესტავრავრაციას (უნდა გადახურვა, კედლების გამაგრება, ფრესკების მოვლა,...), მაგრამ ელემენტარული დასუფთავება ხომ მაინც მარგებელი იქნება: რომ ისინი, მაგალითად, ხის ფესვებმა ან მომრავლებულმა მცენარეებმა, ან ბუნებრივად მასზედ გამავალმა წყლის არხებმა მალე და საბოლოოდ არ გაანადგურონ... sad.gif ...
...
თუ ეს აზრი მართებულად მიგაჩნიათ _ იქნებ გაზაფხულამდე ვაჟებმა ითაოთ ამის ორგანიზება!
...
შევეწიოთ მიტოვებულ ტაძრებს!
და მათში აღვლენილი ლოცვა შეეწევა ყოველ ჩვენთაგანს და სრულიად საქართველოს! smile.gif ...

იხარებდეთ! smile.gif

პოსტის ავტორი: _MATASI_ თარიღი: Jan 14 2007, 03:06 AM

QUOTE
გაზაფხული მოდის...
მოდით, ვისაც სურვილი და დრო გვექნება კურთხევა ავიღოთ და.. საკუთარი ძალებით მსგავსი ადგილები, მიტოვებული ტაძრები შევისწავლოთ და პირველ რიგში დავასუფთაოთ მაინც! ...
ფინანსებზე ვერას ვამბობ _ რადგან ტაძრები მეტად საჭიროებენ რესტავრავრაციას (უნდა გადახურვა, კედლების გამაგრება, ფრესკების მოვლა,...), მაგრამ ელემენტარული დასუფთავება ხომ მაინც მარგებელი იქნება: რომ ისინი, მაგალითად, ხის ფესვებმა ან მომრავლებულმა მცენარეებმა, ან ბუნებრივად მასზედ გამავალმა წყლის არხებმა მალე და საბოლოოდ არ გაანადგურონ... ...
...
თუ ეს აზრი მართებულად მიგაჩნიათ _ იქნებ გაზაფხულამდე ვაჟებმა ითაოთ ამის ორგანიზება!
...
შევეწიოთ მიტოვებულ ტაძრებს!
და მათში აღვლენილი ლოცვა შეეწევა ყოველ ჩვენთაგანს და სრულიად საქართველოს


უდიდესი სიამოვნებით...
ამაზე კარგს რას გავაკეთებთ...
იმედია ღმერთი შეგვეწევა ამ კეთილ საქმეში smile.gif
გაიხარე თიო smile.gif

პოსტის ავტორი: beqa.shuxoshvili თარიღი: Jan 14 2007, 03:42 AM

გასაგებია აბა ცოტა ფხიანები ვინც არიან ეხლა ნიკოლოზ ცოტნე შოთა კანონისტი ქავთარაძე ნუ სხვა კიდე მნათემ მარტო პოსტების წერა იცის biggrin.gif biggrin.gif ნუ ვინც არიან რა ეს საქმე უნდა გავაკეთოთ აუცილებლად !

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Jan 14 2007, 05:20 PM

თიო

გაიხარე თიო, შენაირი თბილი ადამიანი ნეტა არის ვინმე? IPB-ს სურათი მართლაც შესანიშნავი აზრია, ზაფხულამდე არც ცოტა და არც ბევრი დროა დარჩენილი, ჯობია დღეიდანვე შევუდგეთ ამაზე ფიქრს, პირველ რიგში მოვიფიქროთ ის თუ რომელი ტაძრით დავიწყოთ , ყველამ თავისი აზრი მოგვაწოდოს, რა თქმა უნდა ამას დიდი სიამოვნებით ვითავებთ ბიჭები. მე თქვენს გვერდით ვარ, მთავარია ღვთის წყალობა არ მოგვკლებოდეს და თუ ღვთის ნება იქნება ყველაფერი გამოგვივა, დარწმუნებული ვარ უფალი შეგვეწევა და დაგვეხმარება ასეთი კეთილი საქმეების გაკეთებაში.
გფარავდეთ უფალი და დედა ღვთისმშობელი

პოსტის ავტორი: თიო თარიღი: Jan 14 2007, 05:44 PM

_MATASI_
beqa.shuxoshvili
ნიკოლოზ_V
smile.gif
ძალიან მიხარია, რომ იდეა გაიზიარეთ და იგი ცალკე თემად გამოიყო! smile.gif ....


ციტატა
გასაგებია აბა ცოტა ფხიანები ვინც არიან ეხლა ნიკოლოზ ცოტნე შოთა კანონისტი ქავთარაძე ნუ სხვა კიდე მნათემ მარტო პოსტების წერა იცის ნუ ვინც არიან რა ეს საქმე უნდა გავაკეთოთ აუცილებლად !


გაიხარე! smile.gif
ვინ ითავებს და კიდევ ვინ შემოუერთდება ამ ინიციატივას _ იმედია მალე ვნახავთ აქ! smile.gif ...

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Jan 14 2007, 05:48 PM

მე ვითავებ, smile.gif იმედია მხარს ამიბავთ და გვერდში დამიდგებით ყველანი, თორე მარტო ვერაფერს შევძლებ sad.gif

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Jan 14 2007, 08:24 PM

ციტატა(ნიკოლოზ_V @ Jan 14 2007, 05:48 PM) *

მე ვითავებ, smile.gif იმედია მხარს ამიბავთ და გვერდში დამიდგებით ყველანი, თორე მარტო ვერაფერს შევძლებ sad.gif



თქვენს გვერდით მიგულეთ!!! ძალიან კარგი წამოწყებაა და მართლა ამაზე კეთილ საქმეს ვერ გავაკეთებთ !!!

პოსტის ავტორი: beqa.shuxoshvili თარიღი: Jan 14 2007, 08:43 PM

ციტატა(ნიკოლოზ_V @ Jan 14 2007, 05:48 PM) *

მე ვითავებ, smile.gif იმედია მხარს ამიბავთ და გვერდში დამიდგებით ყველანი, თორე მარტო ვერაფერს შევძლებ sad.gif

ნიკუშ ძმაო მე შენს გვერძით ვარ რასაც იტყვი ძმაო გინდ შესასრულებლად ძნელი იყოს და წარმოუდგენელიც კი მაინც შენს გვერზით მიგულე wink.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 14 2007, 08:50 PM

თიო
ესეიგი, მე და წიგნის პრეზენტაციაზე რო იყო ბიჭი , შაკო, ეხლა რაღაცას ვაპირებთ, ზაფხულში მთიულეთში მივდივართ ფორუმიდან და შენც რათქმაუნდა წამოხვალ, გაზაფხულზე უფრო

პოსტის ავტორი: თიო თარიღი: Jan 14 2007, 09:19 PM

ქავთარაძე
smile.gif
წამოვალ, აბა რა smile.gif ...
თუმცა...
რადგან აქ ამბობ ამას_მაშ იქ, სადაც მივდივართ ტაძარს შველა სჭირდება, ჰო? smile.gif
ანუ.. სასიამოვნო სასარგებლოს შევუთავსოთ! smile.gif ...
...
მაშინ მოგვაწოდე ინფორმაცია, თუ არის _ სურათი დადე! smile.gif
მართლაც ძალიან საინტერესოა! smile.gif smile.gif smile.gif ..........

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 14 2007, 09:37 PM

ესეიგი !!!
ეს ტაძარი არის სოფელი ჭართლის მოპირდაპირე მხარეს, სოფელი ბუჩაანთკარის თავზე, არაგვის გაღმა ნაპირზე, ფასანაურამდეა. ტაძარი არის 7-8 საუკუნის. ის წარმოადგენს უდიდეს სამონასტრო კომპლექსს.

პოსტის ავტორი: თიო თარიღი: Jan 14 2007, 10:05 PM

smile.gif
გაიხარე გიორგი ! smile.gif

ნიკოლოზ_V
მაშასადამე, ამჯერად, მე და ქავთარაძე-ს განსახილველად შემოგვაქვს პირველი გასვლა! smile.gif
...
მოკლე ინფორმაცია გიორგიმ უკვე მოგვაწოდა..
მე კი ფოტოებს დავდებ:

http://imageshack.us

ძალიან კარგი ფაქტორია_რომ იგი გადახურულია! თუმცა.. დროს მისთვის მაინც გადაუვლია! მისი დაზიანება და გაქურდვა უკვე მოუსწრიათ... sad.gif ...

http://imageshack.us

როგროც ჩანს, ეს 7-8 საუკუნეების ტაძრის მკვიდრთა ძვლებია, მაშინ... მეტად სერიოზული და დალოცვილი მოღვაწეობა მოგველის ამ ტაძრის მოვლა-დასუფთავებასთან დაკავშირებით! smile.gif

http://imageshack.us
...
განსახილველად მოგვინდვია! smile.gif
...
დამატებით ინფოს მოგაწვდით! smile.gif ...

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Jan 14 2007, 10:21 PM

ძალიან კარგი, ესეიგი პირველი გასვლის იდეაც მოწოდებულია. მე როგორც ყოველთვის თანახმა ვარ და ჩემგან არანაირი პრობლემა smile.gif

პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: Jan 14 2007, 10:33 PM

მეც თანახმა ვარ და ძალიან კია იდეაცაა ამ საქმის გამკეთებელი დიდ მადლს მიიღებს

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 14 2007, 11:45 PM

დააკვირდით ქვების ზომას. შემოგარენში ამ ზომის კი არა საერთოდ მოზრდილი ქვებიც კი არაა

ამ მონასტერში ბერები მოღვაწეობდნენ თიო

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Jan 15 2007, 12:46 AM

ძმებო და დებო მეც ჩემი მხრივ რასაც შევძლებ ყველანაირად დაგეხმარებით.

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 15 2007, 02:01 PM

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 15 2007, 02:19 PM

http://imageshack.us

http://imageshack.us

http://imageshack.us

http://imageshack.us



პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 15 2007, 02:20 PM

ციტატა
გაზაფხული მოდის...
მოდით, ვისაც სურვილი და დრო გვექნება კურთხევა ავიღოთ და.. საკუთარი ძალებით მსგავსი ადგილები, მიტოვებული ტაძრები შევისწავლოთ და პირველ რიგში დავასუფთაოთ მაინც! ...
ფინანსებზე ვერას ვამბობ _ რადგან ტაძრები მეტად საჭიროებენ რესტავრავრაციას (უნდა გადახურვა, კედლების გამაგრება, ფრესკების მოვლა,...), მაგრამ ელემენტარული დასუფთავება ხომ მაინც მარგებელი იქნება: რომ ისინი, მაგალითად, ხის ფესვებმა ან მომრავლებულმა მცენარეებმა, ან ბუნებრივად მასზედ გამავალმა წყლის არხებმა მალე და საბოლოოდ არ გაანადგურონ... ...



მეც თქვენს გვერდით მიგულეთ, ტანაც იმედია ზაფხულამდე კარგად გაგიცნობთ

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 15 2007, 02:23 PM

http://imageshack.us

http://imageshack.us

მხევალი ნინო
აბა რა smile.gif

პოსტის ავტორი: Zeskvi_ucha თარიღი: Jan 16 2007, 12:44 AM

აუ რა მაგარი თემააა. მადლობა ამ თემის შემქმნელს.
ძალიან მინდა მეც მივიღო მონაწილეობა თუ ღვთის ნება იქნება. მართლა უდიდესი მადლია ასეთი საქმის კეთება. როცა მიტოვებულ ტაძარს მოილოცავ დაასუფთავებ იქიდან იცით როგორი მადლიანი მოდიხარ გეგონება დაფრინავო. მართლა დიდი მადლია ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი.
ამბობენ როცა მიტოვებულ ტაძარს მოილოცავ მისი ანგელოზი განსაკუთრებით ხარობსო და ძალიან დიდი მადლია იქ ლოცვა.

მეც თქვენს გვერდით მიგულეთ მთელი გულით. თუ ორგანიზებაში ან სხვა რამეში დახმარება დაგჭირდათ, რითაც შემეძლება სიამოვნებით დაგეხმარებით.

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Jan 16 2007, 01:06 AM

პირველი გასვლა როგორც ვხედავ, ეწყობა ჭართლიში, ბუჩაანის ეკლესია. როგორც სურათებიდან ჩანს მართლაც ულამაზესი ადგილი უნდა იყოს და მოწესრიგებაც სჭირდება და იმედია ღვთის წყალობით ყველაფერს შევძლებთ.

პოსტის ავტორი: თიო თარიღი: Jan 16 2007, 01:39 AM

შოთა
ალექსანდრე
მხევალი ნინო
_MATASI_
Zeskvi_ucha

ღმერთმა გაგახაროთ! smile.gif

მართლაც ულამაზესი ადგილია! smile.gif

და თან საათნახევარში ვიქნებით ადგილზე, ამიტომ მუშაობასაც მოვასწრებთ, მოვილოცავთ კიდეც და ამ მშვენიერებითაც დავტკბებით დასვენების ჟამს! smile.gif ...
...
გიორგის იდეა იყო და ძალიან მომეწონა:
წმ. გიორგის სახელობის ტაძარს _ წმ. გიორგის ხატი შევწიროთ! smile.gif
იმის გამო, რომ ტაძარი გადახურულია, ვფიქრობ ხატის შეწირვა დასაშვებიცაა და მადლიც! smile.gif .. და მას, ვისაც კურთხევა ექნება საკურთხეველში შესვლისა_ხატს იქ დააბრძნებს! smile.gif...
.. უდიდესი ძალა აქვს ერთად ლოცვას! .... smile.gif
...
შეგეწიოთ წმიდა გიორგი! smile.gif ...

პოსტის ავტორი: Zeskvi_ucha თარიღი: Jan 16 2007, 02:38 AM

თიო
გეთანხმები თიო ძალიან კარგი აზრია ხატის შეწირვა.
ცოტას რომ დავლაგდებით და წამომსვლელთა სრული სიაც გაირკვევა მერე შევიკრიბოთ ხატიც ავარჩიოთ და ორგანიზაციულ საკითხებზეც დავილაპარაკოთ.

ნიკოლოზ V მგონი კარგი აზრია ხომ? შენ ხომ ჩვენი წინამძღოლი ხარsmile.gif.
არ გიცნობ ძმაო მარა იმედი მაქვს მალე გაგიცნობ, ძალიან მაგარი ადამიანი ხარ.smile.gif

თუ უფლის ნება იქნება ყველაფერი გამოვა.
ღმერთმა მოგვცეს ძალა რომ ყველაფერი შევძლოდ.
ვისაც წასვლა გვინდა ძალიან გთხოვთ ვილოცოთ რომ ეს ყველაფერი გამოგვივიდეს.

აუ რა კარგი იქნება უკვე წარმოვიდგინე ის დღე...smile.gif

აბა კიდევ ვინაა მსურველი...........?


პოსტის ავტორი: თიო თარიღი: Jan 18 2007, 08:14 PM

Zeskvi_ucha

smile.gif smile.gif smile.gif

....

ბუჩაანის ეკლესია-მონასტერი.

თარიღი: ( ამას დავაზუსტებ! )
სართულიანობა: 1
ფასადის მორთულობა კარნიზი: (ლავგარდანი)
გრძედი: 474813
განედი: 4680663
სიმაღლე ზღვის დონიდან: 1001
შენიშვნა: ოთხი ერთმანეთში გამავალი ოთახიდან, რომელთა ჩრდილოეთ კედელი ნაწილობრივ კლდეშია შეჭრილი, ორის ჩრდილო-დასავლეთ კუთხე მომრგვალებულია. აღმოსავლეთის ოთახი სხვებისგან განსხვავებით ბევრად დიდია და კარიც ფართოა, სავარაუდოდ ორ ფრთიანი კარისთვის განკუთვნილი. ასეთივე ღიობი ამავე ოთახში და ამავე კედელზე ამოშენებულია.

პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: Jan 18 2007, 09:04 PM

წასვლა როდის იგეგმება?

პოსტის ავტორი: თიო თარიღი: Jan 18 2007, 09:30 PM

mogzaura

ციტატა
წასვლა როდის იგეგმება?


როგორც ვიცი _ ჯერ არაა გადაწყვეტილი! smile.gif
ალბად გაზაფხულზე, მაშინცვე, როგროც კი სასიამოვნო და სანდო ამინდები გამოვა, იმისათვის, რომ ადამიანმა ხალისით ისრომოს და დაისვემოს!
ანუ, როდესაც ზომაზე დათმემა..
მე მაინც აპრილის შუა რიცხვები მგონია?
თქვენ რას იტყვით? smile.gif
...

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 18 2007, 10:08 PM

თიო
თიო ეგ არაა მართალი ინფო, მანდ სასახლე კი არა მონასტერი იყო sad.gif
და ის საფლავები და ქვევრებიც არ ჩანს

ესეიგი, გზამდე მისვლას უნდა თბილისიდან 1:30 წთ, და გზიდან ფეხით სავალი არის 20-30 წუთი

პოსტის ავტორი: .nino თარიღი: Jan 20 2007, 02:15 PM

მეც ძალიან გამიხარდა ამ იდეის შესახებ რომ წავიკითხე. იმედი მაქვს უფლის შეწეწვნით მეც არ გამოგაკლდებით.

ამჟამად ამის უდიდესი სურვილი მაქვს. ორგანიზებაშიც თუ რამით შემეძლება დახმარება, აუცილებლად შემეხმიანეტ და რასაც შევძლებ ყველაფერს გავაკეთებ.

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Jan 20 2007, 02:55 PM

იდეა თავის მხრივ ხომ ბრწყინვალეა და თუ ღმერთის შეწევნით მხოლოდ ერთ ტაძარზე არ შევჩერდებით უკეთესი იქნება! რაც შეეხება პირველ გასვლას, უკვე აღვნიშნე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას ამ კეთილი საქმის განხორციელებაში და თუ უფალი ინებებს აქტიურადაც ჩავერთვები !

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 21 2007, 05:16 PM

თათი87
თოხი შენზეა biggrin.gif

თიო
კაი ხარ smile.gif

პოსტის ავტორი: Zeskvi_ucha თარიღი: Feb 1 2007, 02:06 AM

აქ რათა აღარავინა აღარა პოსტამთ?smile.gif


აბა იდეები და მსურველები სად არიან?smile.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 3 2007, 10:11 PM

მხევალი ნინო
შოთა
beqa.shuxoshvili
_MATASI_
mogzaura
თიო
Zeskvi_ucha
ნიკოლოზ_V
.nino
თათი87
მნათე
ალექსანდრე

პოსტის ავტორი: Springchild თარიღი: Feb 7 2007, 05:30 PM

mec minda camosvla!!! tu ra tqma unda gamosasvleli dge iqneba, me movdivar aucileblad!!! tan, ar var mand namkofi!

mec minda camosvla!!! tu ra tqma unda gamosasvleli dge iqneba, me movdivar aucileblad!!! tan, ar var mand namkofi!

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Feb 7 2007, 09:58 PM

მიმამატეთ ...

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Feb 7 2007, 10:09 PM

ლილიანა

ციტატა
მიმამატეთ ...

აქ თვითმიმატებაა biggrin.gif

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Feb 7 2007, 11:57 PM

მხევალი ნინო
შოთა
beqa.shuxoshvili
_MATASI_
mogzaura
თიო
Zeskvi_ucha
ნიკოლოზ_V
.nino
თათი87
მნათე
ალექსანდრე

ლილიანა

პოსტის ავტორი: van111 თარიღი: Feb 8 2007, 12:23 AM

აუ მეც მინდა რა ძალიან!!! ძალიან მიყვარს ესეთი საქმეები, ძალიან მადლიანი და კარგი საქმეა, აუ დიდი სიამოვნებით შემოგიერთდებით თუ შეიძლება... smile.gif იმედია ზაფხულამდე კი გაგიცნობთ smile.gif wink.gif

ციტატა(თათი87 @ Feb 7 2007, 11:57 PM) *

მხევალი ნინო
შოთა
beqa.shuxoshvili
_MATASI_
mogzaura
თიო
Zeskvi_ucha
ნიკოლოზ_V
.nino
თათი87
მნათე
ალექსანდრე

ლილიანა

ვანო

პოსტის ავტორი: .nino თარიღი: Feb 8 2007, 12:35 PM

van111

გაიხარე smile.gif

პოსტის ავტორი: nikalo თარიღი: Feb 8 2007, 04:22 PM

წმინდა დავითის ხსენების დგეს გილოცავთ ყველას

პოსტის ავტორი: nikalo თარიღი: Feb 8 2007, 04:49 PM

დძველი ტაძრები ეს ჩვენი ქვეყნის სიმბოლო და სიამაყეა დაასევე ჩვენი კულტურა

ჩვენ ტუ არ ვუპატრონეთ მათ სხვა როგორღა უპატრონებს

პოსტის ავტორი: თიო თარიღი: Feb 8 2007, 10:54 PM

nikalo
გაიხარე! smile.gif
გფარავდეთ ყველას და გეწეოდეთ! smile.gif ...
...
რა კარგია smile.gif
მალე გაზაფხული მოვა!!!! smile.gif smile.gifsmile.gif ...

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Feb 9 2007, 12:33 AM

აბა როის მივალთ ????

პოსტის ავტორი: Zeskvi_ucha თარიღი: Feb 9 2007, 02:44 AM

თიო
აუ ნეტა მართლა მალე მოვიდეს რა გაზაფხულიsmile.gif
აღარ შემიძლია უკვე რაsmile.gif
მაგრად ვერ ვიტან ამ ზამთარსsmile.gif

............................

ზესქვი მუქრე მუგაწყინუს, მალიას მოურს გაზარხული,
ნანინეი და ჰე, biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ნიკოლოზ_V
როს გაზარხული შემოაბიჯებსbiggrin.gif

პოსტის ავტორი: Zeskvi_ucha თარიღი: Feb 21 2007, 01:32 AM

უი გაზაფხულამდე სულ რაღაც 10 დღე დარჩენილააა...smile.gif
რა კაიააა smile.gif smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: თიო თარიღი: Mar 4 2007, 05:02 AM

გაზაფხულდა! smile.gif
...
როგორც ამბობენ_კარგი ამინდი იქნებაო! smile.gif
...
მგონი შეიძლება უკვე გასვლისთვის დროის შერჩევა! smile.gif ...


P.S. შემდეგში, ტაძრების არჩევისას ეს ლინკიც შეიძლება დაგვეხმაროს:
http://church.ge/index.php?showtopic=87&st=0

პოსტის ავტორი: Zeskvi_ucha თარიღი: Mar 5 2007, 03:08 AM

თიო
კი გეთანხმები.
ნელ-ნელა დავიწყოთ მზადება ჯობიაsmile.gif

მოვიდა როგორც იქნა ნანატრი გაზაფხული...

პოსტის ავტორი: თიო თარიღი: Mar 6 2007, 05:21 AM

Zeskvi_ucha
smile.gif
გაიხარე უჩა! smile.gif
მაშასადამე! _ მარტის შუა რიცხვები (გარანტირებული კარგი ამინდის გამო_ბოლოსკენ! smile.gif )
გთავაზობთ და ალბად ავირჩევთ ერთ-ერთ დღეს:

17 მარტი_შაბათი, 18 მარტი_კვირა,
24 მარტი_შაბათი, 25 მარტი_კვირა.

დანარჩენი უკვე წამომსვლელებს შორის გავარკვიოთ და დავგეგმოთ! smile.gif
...


და..
ორგანიზატორი ნიკოლოზი სად არის? smile.gif
'მიშველე ნიკოლოოოოოოოოზ!.. ნიკოლოზ მიშველეეეეე!..." biggrin.gif ....

პოსტის ავტორი: piligrimi თარიღი: Mar 18 2007, 03:09 AM

მოვიდა როგორც იქნა ნანატრი გაზაფხული...
[/quote]

ძან მაგარი იდეაა
ჩათვალეთ რომ კიდევ ერთი მოხალისე და მხარდამჭესრი გამოგიჩნდათ
რამოდენიმე დღიანი გასვლების მოწყობა მართლაც არ უნდა იყოს პრობლემა
გამიხარდება თუ აქტიურობა იქნება ამ თემის გარშემო

პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: Mar 19 2007, 01:18 AM

იქნებ კვირა დავამთხვიოთ კაი იქნება მგონი

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Mar 19 2007, 01:23 AM

mogzaura
25 მარტი კაიაააა

პოსტის ავტორი: piligrimi თარიღი: Mar 19 2007, 01:35 AM

ციტატა(ქავთარაძე @ Mar 19 2007, 01:23 AM) *

mogzaura
25 მარტი კაიაააა


მე თანახმა ვარ 25 მარტზე
კარგი იქნება თუ წავიდოდით
იქნებ ვინმემ დაგაგმოს smile.gif

პოსტის ავტორი: makuna7474 თარიღი: Mar 19 2007, 01:40 AM

მართლა კარგი იდეაა, სადმე ცავიდეთ რა აღდგომამდე!

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Mar 19 2007, 02:21 AM

ძილისწინა შეკითხვაა (ანუ ბოლო), ვიკრიბებით თუ არა ხვალე?

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Mar 19 2007, 02:26 AM

ციტატა(kato_Bato @ Mar 18 2007, 10:21 PM) *

ძილისწინა შეკითხვაა (ანუ ბოლო), ვიკრიბებით თუ არა ხვალე?

მეც ეგ კითხვა დამებადა ამწუთას biggrin.gif

პოსტის ავტორი: sopio_23 თარიღი: Mar 19 2007, 03:13 AM

მე ახალი ვარ და ერთი-ორს თუ არ ჩავტვლით არავის ვიცნობ იქნებ დამაწიოთ ამბებს სად აპირებთ წასვლას და მეც შემოგიერთდეთ თუ საწინააღმდეგო არაფერი გაქვთ

პოსტის ავტორი: zepp თარიღი: Mar 19 2007, 03:20 AM

ბიჭვინთა და მისი ტაძრები-2006

ვიდეო: http://www.youtube.com/watch?v=jYuL2iQW_b0

პოსტის ავტორი: თიო თარიღი: Mar 27 2007, 02:41 PM

zepp
ოჰ. საკუთარი უუნარობის სევდა მესტუმრა... sad.gif
მაგრამ _ მომავლის და ღვთის მეტი რწმენა და იმედი!!! smile.gif smile.gif smile.gif ...
ჩვენი იყო!!!!!
ჩვენია!!!!!!!!
მუდამ ჩვენი იქნება!!!!!!!!!
smile.gif
უფალი და დედა ღვთისმშობელი ჰფარავს სრულიად საქართველოს!!! smile.gif ....


ქავთარაძე
ხომ არ მოგინახულებია ჩვენი დანიშნულების ადგილი? smile.gif
როგორაა?!.. ჯერ კიდევ თოვლია?!
როდის წაისვლება?! smile.gif ...

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Mar 28 2007, 07:41 PM

მემგონი საცაა შემოაბიჯებს გაზაფხული smile.gif და რას ვშვებით აღარ მიდივართ თუ გადაიფიქრეთ უკვე?

ძველი სია smile.gif

მხევალი ნინო
შოთა
beqa.shuxoshvili
_MATASI_
mogzaura
თიო
Zeskvi_ucha
ნიკოლოზ_V
.nino
თათი87
მნათე
ალექსანდრე
ლილიანა


პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Mar 28 2007, 08:07 PM

თიო
გუშინ ვიყავი, თოვლია იმ ადგილებში. sad.gif ჯერ ვერა, ეხლა კიდე ეს თოვლი და დაამატა, მოვითმინოთ, იქ სანამ ავალთ სხვა შემოთავაზება ხომ არ იქნება?

პოსტის ავტორი: .nino თარიღი: Mar 29 2007, 12:48 PM

მე არ გადამიფიქრებია, დიდი იმედი მაქვს დასვენების დღეს შეარჩევთ და შევძლებ წამოსვლას smile.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Mar 29 2007, 01:00 PM

.nino
კიკი მარა ამინდები ისევ აირია, თოვლი თითქმის დამდნარი იყო და ისევ დადოო, აუ ის ტაძარი მეცოდება უკვე ცუდად ვარ sad.gif

პოსტის ავტორი: .nino თარიღი: Mar 30 2007, 12:07 PM

ქავთარაძე

ნუ ნაღვლობ, ამინდები მალე გამოვა და აუცილებლად წავალთ smile.gif

პოსტის ავტორი: Zeskvi_ucha თარიღი: Apr 2 2007, 03:58 AM

.nino
გეთანხმებიიი.

თოვლო მალე დადნიიი smile.gif

პოსტის ავტორი: ninore თარიღი: Apr 3 2007, 04:13 AM

ციტატა(ნიკოლოზ_V @ Mar 28 2007, 06:41 PM) *

მემგონი საცაა შემოაბიჯებს გაზაფხული smile.gif და რას ვშვებით აღარ მიდივართ თუ გადაიფიქრეთ უკვე?

ძველი სია smile.gif

მხევალი ნინო
შოთა
beqa.shuxoshvili
_MATASI_
mogzaura
თიო
Zeskvi_ucha
ნიკოლოზ_V
.nino
თათი87
მნათე
ალექსანდრე
ლილიანა


ძველ სიაში მეც ვიყავი და სად გავქრი? sad.gif sad.gif sad.gif აღარ მიღებთ კოლექტივში? ხო იცით, რომ მეც წამოვალ smile.gif

პოსტის ავტორი: sopio_23 თარიღი: Apr 4 2007, 01:01 AM

ციტატა(ninore @ Apr 3 2007, 05:13 AM) *

ძველ სიაში მეც ვიყავი და სად გავქრი? sad.gif sad.gif sad.gif აღარ მიღებთ კოლექტივში? ხო იცით, რომ მეც წამოვალ smile.gif

wub.gif ძველი სიის რა გითხრათ მაგრამ განახლებას თუ დააპირებთ მეც თქვენთან ვარ

პოსტის ავტორი: Zeskvi_ucha თარიღი: Apr 4 2007, 01:56 AM

ძალიან კარგიიი

ninore
მხევალი ნინო
შოთა
beqa.shuxoshvili
_MATASI_
mogzaura
თიო
Zeskvi_ucha
ნიკოლოზ_V
.nino
თათი87
მნათე
ალექსანდრე
ლილიანა
sopio_23


აბა შემდეგი ვინაა? biggrin.gif

პოსტის ავტორი: .nino თარიღი: Apr 4 2007, 03:18 PM

გადავწყვიტეთ როდის მივდივართ?

პოსტის ავტორი: ადამიანი თარიღი: Apr 5 2007, 04:30 PM

როდის აპირებთ წასვლას? მეც ძალიან მინდა...მთავარია დრო მქონდეს...
smile.gif

პოსტის ავტორი: ეგრი თარიღი: May 1 2007, 09:58 PM

გთავაზობთ ამონარიდს სახალხო დამცველის სოზარ სუბარის მოხსენებიდან:

"ისევ გადაუჭრელია სომხური სამოციქულო და კათოლიკური ეკლესიებისთვის ტაძრების დაბრუნების საკითხი. წინა მოხსენების შემდეგ ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. საბჭოთა პერიოდში სომხური სამოციქულო ეკლესია თბილისის მხოლოდ ორ ტაძარში აღასრულებდა მსახურებას. იგივე ვითარებაა დღესაც. თბილისში ხუთი უმოქმედო ტაძარია, რომელთა გამო მიმდინარეობს დავა საპატრიარქოსა და სომხურ სამოციქულო ეკლესიას შორის. საქართველოს მასშტაბით კი მხარეების მიერ სადავო ტაძრების სხვადასხვა რაოდენობა სახელდება. კათოლიკური ეკლესია საპატრიარქოს მიერ დაკავებული 4 ტაძრის დაბრუნების საკითხს სვამს: ქუთაისში, გორში, ივლიტასა და უდეში.

სადავო ტაძრების გამო შესამჩნევად დაიძაბა ურთიერთობა საქართველოს საპატრიარქოსა და სომხურ სამოციქულო ეკლესიას შორის. ამ ეტაპზე სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია ყველაზე რადიკალურად თბილისში ნორაშენისა და ახალციხეში სურბნიშანის ტაძრების დაბრუნების საკითხს სვამს. საპატრიარქო აცხადებს, რომ ამ ტაძრების საკითხის შემსწავლელი კომისიები მხოლოდ რელიგიურ გაერთიანებათა შესახებ კანონის მიღების შემდეგ შეიძლება შეიქმნას, რელიგიურ გაერთიანებათა კანონის თაობაზე კი პარლამენტმა უკვე გამოხატა თავისი ნეგატიური დამოკიდებულება. საპატრიარქოს პოზიციას ტაძრების ისტორიული მეპატრონის შესახებ ანგარიშს უწევს ხელისუფლება, რომელიც ცალმხრივად ვერ წყვეტს, დაუბრუნოს თუ არა ტაძრები მათ ისტორიულ მფლობელებს. ამდენად, კათოლიკური და სომხური ეკლესიების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, მიმართვებსა და განცხადებებს, სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ჯერჯერობით შედეგი არ მოჰყოლია.

განსაკუთრებით მწვავედ დგას ნორაშენის ეკლესიის საკითხი. ტაძარი საბჭოთა პერიოდამდე სომხურ სამოციქულო ეკლესიას ეკუთვნოდა, საბჭოთა პერიოდში აქ მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკა იყო განთავსებული, 1995 წ. 15 თებერვალს კი, საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების ეკლესიად აკურთხეს და მართლმადიდებლური წირვა ჩაატარეს, რასაც სომხური მხარის პროტესტი მოჰყვა. საპატრიარქო იძულებული გახდა დაეტოვებინა ტაძარი, მაგრამ სომხურ ეკლესიასაც არ დაუთმო იგი. დღეს ნორაშენის ეკლესია უმოქმედოა. "

დავეხმაროთ ნორაშენის მიტოვებულ ტაძარს. სომხები საქართველოს მოქალაქეები არიან.

პოსტის ავტორი: piligrimi თარიღი: May 2 2007, 02:27 AM

ციტატა
დავეხმაროთ ნორაშენის მიტოვებულ ტაძარს. სომხები საქართველოს მოქალაქეები არიან.


გასაგებია რომ სომხები საქართველოს მოქალაქეები არიან, და ქართულადაც უნდა იცხოვრონ, გათანხმები, მაგრამ ვერ გავიგე რას ითხოვ რა დავეხმაროთ გრიგორიანული ტაძრის აღდგენაში თუ რა??? სამწუხაროდ ნორაშენის ტაძრის ისტორია არ ვიცი და ამ თემაზე შენთან პოლემიკაში ვერ შემოვალ. (სოზარ სუბარის მოხსენება ამის საბუთად მგონი არ გამოდგება) მაგრამ ვიცი ჯავახეთის ტაძრების ისტორია და მათი ქართული, მართმადიდებლური წარმომავლობის უტყუარობა, თუმცა მიუხედავად ამისა სომხური ეკლესიის მხრიდან მაინც მიდის მათზე კამათი რაც ჩემთვის პირადად აღმაშფოთებელი არის
( შემიძლია თუ დაგაინტერესებს კონკრეტული მაგალითებიც მოგიყვანო)

ციტატა
ninore
მხევალი ნინო
შოთა
beqa.shuxoshvili
_MATASI_
mogzaura
თიო
Zeskvi_ucha
ნიკოლოზ_V
.nino
თათი87
მნათე
ალექსანდრე
ლილიანა
sopio_23


იმედია არ დაგვიწყებიათ ეს თემა
ალბათ მეც დაგემატებით ჩემი აღჭურვილობით
მთავარია რომ ოღონდ მეცალოს, ძალიან მაგარი საქმე გამოგვივა

პოსტის ავტორი: ზესქვი_უჩა თარიღი: May 2 2007, 04:09 AM

piligrimi

ციტატა
იმედია არ დაგვიწყებიათ ეს თემა
ალბათ მეც დაგემატებით ჩემი აღჭურვილობით
მთავარია რომ ოღონდ მეცალოს, ძალიან მაგარი საქმე გამოგვივა


კი გეთანხმები. თან ამინდებიც გამოვიდა. ხოდა მართლა კარგი საქმეა და ბევრ მადლს ავიღებთ ხოდა იქნებ გავვაქტიურდეთ?
აბა აღდეგ საქართველოოოbiggrin.gif

პოსტის ავტორი: ეგრი თარიღი: May 2 2007, 11:20 AM

piligrimi

ციტატა
გასაგებია რომ სომხები საქართველოს მოქალაქეები არიან, და ქართულადაც უნდა იცხოვრონ, გათანხმები, მაგრამ ვერ გავიგე რას ითხოვ რა დავეხმაროთ გრიგორიანული ტაძრის აღდგენაში თუ რა???

აღდგენაში არა, ამოქმედებაში.
ციტატა
სამწუხაროდ ნორაშენის ტაძრის ისტორია არ ვიცი და ამ თემაზე შენთან პოლემიკაში ვერ შემოვალ. (სოზარ სუბარის მოხსენება ამის საბუთად მგონი არ გამოდგება)

მოკლე ისტორია სუბარის მოხსენებაში არის. რამდენად საბუთია შენი გადასაწყვეტია.
ციტატა
თუმცა მიუხედავად ამისა სომხური ეკლესიის მხრიდან მაინც მიდის მათზე კამათი რაც ჩემთვის პირადად აღმაშფოთებელი არის
( შემიძლია თუ დაგაინტერესებს კონკრეტული მაგალითებიც მოგიყვანო)

არ მჭირდება. ეგეთი მაგალითები მეც ბევრი ვიცი. სომხები რომ სომხობენ არ მიკვირს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია რომ იქცევა "არც თვითინ ჭამს არც სხვა აჭმევს" პრინციპით ის მაოცებს. (თუმცა არც ისე მიკვირს).

პოსტის ავტორი: makuna7474 თარიღი: May 2 2007, 11:34 AM

ციტატა(ზესქვი_უჩა @ May 2 2007, 05:09 AM) *

piligrimi
კი გეთანხმები. თან ამინდებიც გამოვიდა. ხოდა მართლა კარგი საქმეა და ბევრ მადლს ავიღებთ ხოდა იქნებ გავვაქტიურდეთ?
აბა აღდეგ საქართველოოოbiggrin.gif

და ბავშვებო ივნისის ბოლოს რო წავიდეთ არ გინდათ? დიდი სიამოვნებით წამოვიდოდი rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: May 2 2007, 11:46 AM

ეგრი

ციტატა
გთავაზობთ ამონარიდს სახალხო დამცველის სოზარ სუბარის მოხსენებიდან:

"ისევ გადაუჭრელია სომხური სამოციქულო და კათოლიკური ეკლესიებისთვის ტაძრების დაბრუნების საკითხი. წინა მოხსენების შემდეგ ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. საბჭოთა პერიოდში სომხური სამოციქულო ეკლესია თბილისის მხოლოდ ორ ტაძარში აღასრულებდა მსახურებას. იგივე ვითარებაა დღესაც. თბილისში ხუთი უმოქმედო ტაძარია, რომელთა გამო მიმდინარეობს დავა საპატრიარქოსა და სომხურ სამოციქულო ეკლესიას შორის. საქართველოს მასშტაბით კი მხარეების მიერ სადავო ტაძრების სხვადასხვა რაოდენობა სახელდება. კათოლიკური ეკლესია საპატრიარქოს მიერ დაკავებული 4 ტაძრის დაბრუნების საკითხს სვამს: ქუთაისში, გორში, ივლიტასა და უდეში.

სადავო ტაძრების გამო შესამჩნევად დაიძაბა ურთიერთობა საქართველოს საპატრიარქოსა და სომხურ სამოციქულო ეკლესიას შორის. ამ ეტაპზე სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია ყველაზე რადიკალურად თბილისში ნორაშენისა და ახალციხეში სურბნიშანის ტაძრების დაბრუნების საკითხს სვამს. საპატრიარქო აცხადებს, რომ ამ ტაძრების საკითხის შემსწავლელი კომისიები მხოლოდ რელიგიურ გაერთიანებათა შესახებ კანონის მიღების შემდეგ შეიძლება შეიქმნას, რელიგიურ გაერთიანებათა კანონის თაობაზე კი პარლამენტმა უკვე გამოხატა თავისი ნეგატიური დამოკიდებულება. საპატრიარქოს პოზიციას ტაძრების ისტორიული მეპატრონის შესახებ ანგარიშს უწევს ხელისუფლება, რომელიც ცალმხრივად ვერ წყვეტს, დაუბრუნოს თუ არა ტაძრები მათ ისტორიულ მფლობელებს. ამდენად, კათოლიკური და სომხური ეკლესიების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, მიმართვებსა და განცხადებებს, სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ჯერჯერობით შედეგი არ მოჰყოლია.

განსაკუთრებით მწვავედ დგას ნორაშენის ეკლესიის საკითხი. ტაძარი საბჭოთა პერიოდამდე სომხურ სამოციქულო ეკლესიას ეკუთვნოდა, საბჭოთა პერიოდში აქ მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკა იყო განთავსებული, 1995 წ. 15 თებერვალს კი, საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების ეკლესიად აკურთხეს და მართლმადიდებლური წირვა ჩაატარეს, რასაც სომხური მხარის პროტესტი მოჰყვა. საპატრიარქო იძულებული გახდა დაეტოვებინა ტაძარი, მაგრამ სომხურ ეკლესიასაც არ დაუთმო იგი. დღეს ნორაშენის ეკლესია უმოქმედოა. "

დავეხმაროთ ნორაშენის მიტოვებულ ტაძარს. სომხები საქართველოს მოქალაქეები არიან.

ჩვენ აქ ვსაუბრობთ, თუ როგორ ვიხსნათ და გადავარჩინოთ მიტოვებული და დანგრეული ტაძრები განადგურებისაგან და არა იმაზე თუ ვის რა უნდა გადეცეს. ეს საკითხები შესასწავლია და ამას საქართველოსა და სომხეთის ეკლესიები გაარკვევენ.
სანამ სადავო ტაზრების საკითხები გაირკვევა მანამდე კი სხვა ტაძრებისათვის მიგვეხედა ის აჯობებდა.

პოსტის ავტორი: ეგრი თარიღი: May 2 2007, 12:01 PM

ალექსანდრე

ციტატა
ჩვენ აქ ვსაუბრობთ, თუ როგორ ვიხსნათ და გადავარჩინოთ მიტოვებული და დანგრეული ტაძრები განადგურებისაგან და არა იმაზე თუ ვის რა უნდა გადეცეს. ეს საკითხები შესასწავლია და ამას საქართველოსა და სომხეთის ეკლესიები გაარკვევენ.
სანამ სადავო ტაზრების საკითხები გაირკვევა მანამდე კი სხვა ტაძრებისათვის მიგვეხედა ის აჯობებდა.

"ჩვენ"? ყველა ფორუმელის სახელით რის საფუძველზე საუბრობ.
ნორაშენის ტაძარიც მიტოვებულია და თუ მსახურება არ აღსდგა შეიძლება გავერანდეს.
საქართველოს და სომხეთის ეკლესიები როგორც ხედავ ვერ არკვევენ. ვისი დამსახურებაა ალბათ ხვდები.


პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: May 2 2007, 12:08 PM

ციტატა(ეგრი @ May 2 2007, 08:01 AM) *

ალექსანდრე

"ჩვენ"? ყველა ფორუმელის სახელით რის საფუძველზე საუბრობ.
ნორაშენის ტაძარიც მიტოვებულია და თუ მსახურება არ აღსდგა შეიძლება გავერანდეს.
საქართველოს და სომხეთის ეკლესიები როგორც ხედავ ვერ არკვევენ. ვისი დამსახურებაა ალბათ ხვდები.

კარგად შეისწავლიან და გაარკვევენ აღელვება არ ღირს. მანამდე კი სხვა ტაძრებს მივხედოთ.

პოსტის ავტორი: piligrimi თარიღი: May 2 2007, 12:22 PM

ციტატა
ნორაშენის ტაძარიც მიტოვებულია და თუ მსახურება არ აღსდგა შეიძლება გავერანდეს.
საქართველოს და სომხეთის ეკლესიები როგორც ხედავ ვერ არკვევენ. ვისი დამსახურებაა ალბათ ხვდები.



საქართველოს ძალიან ბევრ ტაძარში არ მიმდინარეობს წირვა-ლოცვა და ამის ორი მიზეზი არსებობს საპატრიარქოს არ აქვს რესურსი რომ ყველა ტაძარში მიავლინოს მღვდლები და თვითონ იქ მცხოვრები ხალხის ნაკლებადდაინტერესება ამ საკითხით მათ შეიძლება უნდათ რომ ტაძარი იყოს მოქმედი მაგრამ უნდა გაიაზრონ რომ იქ სიარულიც სავალდებულოა
აქედან გამომდინარე იმ მიზეზით რო ტაძარი უმოქმედოა არ შეიძლება მისი სხვა აღმსარებელთათვის გადაცემა, უკაცრავადს მაგრამ შემდეგ ხალხს ვუთხრათ სომხურ ტაძარში იარეთქო.
და დამიჯერე ასე თუ მოვიქცევით ძალიან ბევრ ტაძარს დავკარგავთ. და იმედია ამ საკითხს მართლაც კვალიფიციური ექსპერტები შეისწავლიან და მხოლოდ სუბარის მოხსენების საფუძველზე არ გადაწყვეტენ
რაც შეეხება გავერანებას ამისგან დაცვა პირველ რიგში ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა აიღოს თავის თავზე და ზუსტად ეს თემაც იმიტომ არის გახსნილი რომ ჩვენც ჩვენი წვლილი შევიტანოთ ტაძრების დასუფთავება აღდგენაში სანამ ის მოქმედი გახდება
ეს ზოგადად ჩემი აზრია და ვიმედოვნებ რომ საქართველოს ყოველ ტაძარში ვიხილავთ მალე მართმადიდებლურ წირვა-ლოცვას

პოსტის ავტორი: ეგრი თარიღი: May 2 2007, 12:27 PM

ალექსანდრე

ციტატა
კარგად შეისწავლიან და გაარკვევენ აღელვება არ ღირს. მანამდე კი სხვა ტაძრებს მივხედოთ.

წარმატებებს გისურვებთ.
როგორმე უჩემოდ დაიწყეთ და მოგვიანებით შემოგიერთდებით!

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: May 2 2007, 12:28 PM

ციტატა(ეგრი @ May 2 2007, 08:27 AM) *

ალექსანდრე

წარმატებებს გისურვებთ.
როგორმე უჩემოდ დაიწყეთ და მოგვიანებით შემოგიერთდებით!


ok, აუცილებლად შეგატყობინებთ smile.gif

პოსტის ავტორი: ეგრი თარიღი: May 2 2007, 02:25 PM

piligrimi

ციტატა
აქედან გამომდინარე იმ მიზეზით რო ტაძარი უმოქმედოა არ შეიძლება მისი სხვა აღმსარებელთათვის გადაცემა, უკაცრავადს მაგრამ შემდეგ ხალხს ვუთხრათ სომხურ ტაძარში იარეთქო.

აქ მიზეზშედეგობრივობა აგერია. უმოქმედო რომაა იმიტომ კი არ უნდა გადავცეთ, გრიგორიანული რომაა იმიტომაა უმოქმედო. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ლოცვა-კურთხევით ჩარაზეს.
ციტატა
და დამიჯერე ასე თუ მოვიქცევით ძალიან ბევრ ტაძარს დავკარგავთ. და იმედია ამ საკითხს მართლაც კვალიფიციური ექსპერტები შეისწავლიან და მხოლოდ სუბარის მოხსენების საფუძველზე არ გადაწყვეტენ

ეგ ტაძარი მართლმადიდებლური რომ იყოს საქართველოს ეკლესია ისე გააგრძელებდა შიგ წირვა-ლოცვას, როგორც დაგიბარებია. არაა ქართული და მაგიტომაც გამოვიდნენ, მაგრამ გასაღებიც თან წაიღეს.
ციტატა
ეს ზოგადად ჩემი აზრია და ვიმედოვნებ რომ საქართველოს ყოველ ტაძარში ვიხილავთ მალე მართმადიდებლურ წირვა-ლოცვას

ყველაში ღმერთმა დაგიფაროს და მართლმადიდებლურში კი ბატონო.

პოსტის ავტორი: piligrimi თარიღი: May 2 2007, 08:16 PM

ციტატა
უმოქმედო რომაა იმიტომ კი არ უნდა გადავცეთ, გრიგორიანული რომაა იმიტომაა უმოქმედო.

მგონი შევთანხმდით რომ სანამ დასაბუთებული დასკვნები არ გვექნება (გარდა სახალხო დამცველის მოხსენებისა) ამაზე რა გვეკამათა
ციტატა
ეგ ტაძარი მართლმადიდებლური რომ იყოს საქართველოს ეკლესია ისე გააგრძელებდა შიგ წირვა-ლოცვას, როგორც დაგიბარებია. არაა ქართული და მაგიტომაც გამოვიდნენ

უკაცრავად მაგრამ შენ თვითონ აღნიშნე რომ სომხებმა გამოთქვეს პროტესტი და იმიტომ შეწყდაო
მე ისევ დავუბრუნდები ჯავახეთის თემას კუმურდოსა და სამსარის ტაძრებიც ქართულია და ეს დამტქიცებულია მაგრამ იგივე პროტესტის გამო შეუძლებელია იქ წირვა-ლოცვის ჩატარება, ეს ჩემთვის რეალური ფაქტია სუბარის დასკვნისგან განსხვავებით
ციტატა
ყველაში ღმერთმა დაგიფაროს და მართლმადიდებლურში კი ბატონო.

და შენს მიერ წარმოთქმულ ამ ფრაზაში პატარა კორექტირებას შევიტან ჩემი აზრის გამოსათქმელად ყველაში ღმერთმა ქნას
და საერთოდ გამიხარდა რაღაც საქმეში ღვთის იმედი რომ გაქვს

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: May 4 2007, 03:22 PM

ბავშვებო ბუჩაანში აღარ მივდივართ?
რაღაც ეს თემა ჩავარდა, თუ რა ხდება? huh.gif

პოსტის ავტორი: ზესქვი_უჩა თარიღი: May 8 2007, 09:15 AM

_Matasi_

ციტატა
ბავშვებო ბუჩაანში აღარ მივდივართ?
რაღაც ეს თემა ჩავარდა, თუ რა ხდება?

ხო რაღაც მართლა არ ვაქტიურობთ.
არადა რა მაგრად მინდა წასვლაააsmile.gif

თიო სადაა ნეტა? სულ დაგვეკარგა კაცოsmile.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: May 10 2007, 10:12 PM

აი ეს თემაა, მივდივართ გერგეთის ნაცვლად ბუჩაანში

პოსტის ავტორი: ზესქვი_უჩა თარიღი: May 11 2007, 09:34 PM

გაგრძელება --- http://church.ge/index.php?showtopic=1645&st=0

პოსტის ავტორი: stch თარიღი: Jul 3 2007, 10:59 PM

აუ ჩემ სოფელზე რო არ ვთვა არ შემიძლია smile.gif

ჩემ სოფელში 9 ეკლესია იყო ერთი სოფლისთვის საკმაოდ ბევრია smile.gif

ახლა სამწუხაროდ 2 მიწის ქვემოთაა და 7 დარჩა და არც ერთი მოქმედი არაა ჯერჯერობით sad.gif

პოსტის ავტორი: PHANTOM თარიღი: Jan 29 2008, 12:55 PM

დილა მსშვიდობისა ყველას, მე შეიძლება ითქვას ახალი წევრი ვარ smile.gif ეს თემა ძალიან მომეწონა, შესანიშნავი წამოწყებაა და სიამოვნებით შემოგიერთდებით. თქვენს გვერდით ვარ

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Jan 29 2008, 01:33 PM

stch

ციტატა
ჩემ სოფელში 9 ეკლესია იყო ერთი სოფლისთვის საკმაოდ ბევრია

ახლა სამწუხაროდ 2 მიწის ქვემოთაა და 7 დარჩა და არც ერთი მოქმედი არაა ჯერჯერობით

სად არის ეს სოფელი?


ბავშვებო რატომ მივატოვეთ ეს თემა? sad.gif
იქნებ სადმე წავსულიყავით გაზაფხულზე...

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Feb 2 2008, 08:56 PM

mivcem Tavs uflebas Cemi soflis eklesiaze mogweroT.

http://imageshack.us


საეკლესიო სოფელი აკურა

სოფ. აკურა, რომელიც ქ. თელავს დაშორებულია 16 კმ-ით, გაშენებულია ავტომაგისტრალის ორივე მხარეს. ვახუშტის აღწერაში ნათქვამია `... მოერთვის ალაზანს დასავლეთიდამ აკურის ხევი, გამოსდის გომბორისა და ცივის მთას~.
აკურის მოსაზღვრე ვანთის ხევს ეწოდება `ვანთურა~, თვითონ სოფელს კი ვანთა.
დღევანდელ საცხოვრისში ჩამოსახლებამდე (ჩამოსახლება იწყება XIX საუკუნიდან) აკურელები ცხოვრობდნენ ამავე ხეობაში, ოღონდ ზემოთ, მთის ძირას, ამ ადგილს ახლაც სოფლელები `ნამოსახლარს~ ეძახიან. დღეს, რომ სოფლის თავია, იგი ძველად სოფლის ბოლო იყო. იმ ადგილს სადაც ახლა სასაფლაო მდებარეობს, ვანთის მხარეს ღვთისმშობლის სახ. ეკლესია, ხოლო აკურის მხარეს წმ. ელია წინასწარმეტყველის სახ. ეკლესია, შუა სოფელი ეწოდებოდა; ხოლო მთის ძირს, სადაც მდებარეობს დავით გარეჯის დედათა მონასტერი ვანთის ხევის მხარეს, ხოლო წმ. გიორგის სახ. ეკლესია აკურის ხევის მხარეს – ზედა სოფელი ეწოდებოდა.
აკურაში შემონახულია გადმოცემა, რომ ძველად სოფ. აკურა კიდევ უფრო ზემოთ – აკურის ხევის სათავის ახლოს `ნახიზნარში~ მდებარეობდა. ამ ადგილებში დღესაც შეინიშნება სოფლის ნაკვალევი, რომელსაც ახლაც `ნაკალოვრებს~ ეძახიან, იქვეა `ნამარნევი~, რომელსაც ამავე სახელით იცნობენ, მის ახლომახლო შემორჩენილია `საწნახელები~ და სამეურნეო კულტურის კიდევ სხვა ნაშთები. იმავე არემარეში, ძნელად მისადგომ კლდეში, არის გამოქვაბული, რომლის შესახებ ხალხში შემონახულია გადმოცემა: ერთი ვარიანტით, იქ ცხოვრობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან, მეტწილად ქართლიდან ბატონებისაგან გამოქცეული ხალხი, რომლებიც ამ გამოქვაბულში იმალებოდნენ; გადმოცემის მეორე ვარიანტის მიხედვით გამოქვაბულში შიშიანობის – ლეკიანობის დროს იხიზნებოდა სოფელი და აქვე მალავდნენ ქონებას. გადმოცემის ორივე ვარიანტის სინამდვილე არაა შესაძლებლობას მოკლებული, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ გამოდგება დასკვნის საბუთად.
დღემდე შემორჩენილი ისტორიული მასალების მიხედვით დგინდება, რომ სოფ. აკურა იყო ერთ-ერთი უძველესი სოფელი, რომელიც მიწის ნაკლებობას არასოდეს განიცდიდა.
მეცნიერების მიერ შესწავლილი მასალების მიხედვით შესაძლებელია საკვირველმოქმედი წმინდა მამის ილარიონ ქართველის მშობლიურ სოფლად აღნიშნული სოფელი მივიჩნიოთ. თუ ვიხელმძღვანელებთ `ძველი ათონური~ ხელნაწერებით და გავეცნობით წმ. მამის ბიოგრაფიას, თვალნათლივ დასტურდება, რომ იგი იყო დიდგვაროვანი წრიდან, დაიბადა კახეთის მხარეში. თავის მამულთან ახლოს დედას და დას 855 წელს აუშენა დავით გარეჯელის სახელობის დედათა მონასტერი, შესწირა დიდძალი ქონება და რამოდენიმე სოფელი, სავარაუდოთ სოფ. აკურა, ვანთა, ბუშეტი. ეს სოფლები საარქივო დუკუმენტებში გასაბჭოებამდე მოიხსენიებოდა საეკლესიო სოფლებად.
1923 წლიდან დაიწყო ეკლესია-მონასტრის დანგრევა, გაძარცვა, ნაწყალობელი მიწების ჩამორთმევა (იმ დროისათვის 3000 ჰექტარი); შეწყდა ბერმონაზვნური ცხოვრება, ხალხში დაისადგურა ათეიზმმა; დაიწყეს სასულიერო პირების დევნა-დაპატიმრებები, უკრძალავდნენ მსახურებას, ბოლშევიკებმა 1923 წლის 4 მაისს წვერი გაპარსეს და მღვდელმსახურების ჩატარება აუკრძალეს წმ. ილია წინასწარმეტყველის სახ. ეკლესიის მღვდელს ლავრენტი გუგუტიშვილს. ე.წ. `კომსომოლებმა~ ამ ეკლესიას ჩამოხსნეს ზარები და დაანგრიეს სამრეკლო. ბოლო წლებში ხალხის მონდომებით დაიწყო ამ ეკლესიის აღდგენა, აღდგენილია ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაც.
დღეს-დღეობით სავალალო მდგომარეობაშია აკურის `დავით-გარეჯის~ დედათა მონასტერი, რომელსაც მცირე რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 1956 წელს. მოსახლეობის დიდი სურვილის მიუხედავად, კულტურის სამინისტრომ დღემდე ვერ შეძლო აღდგენა – რეკონსტრუქციისათვის საჭირო თანხის მოძიება. დღემდე შემორჩენილია: სამნავიანი ბაზილიკა, ნამარნევი. ტაძარი გადახურულია ქართული კრამიტით, რომელიც ნაწილობრივ შესაკეთებელია და გასაწმენდია ხე – მცენარეებისაგან; ბზარები აქვს მიღებული ყველა კედელს, მათ შორის კანკელს; კარების გარეშეა ტაძარში შესასვლელი და გამოსასვლელი; აღსადგენია ჯერ კიდევ შემორჩენილი ფრესკები. აღმოსავლეთის ფასადზე შემორჩენილია ორსაფეხურიანი მრგვალი ნიში, რომელშიც ჩახატულია ქრისტეს თავი უნიმბოდ, დისკოს მინდვრებზე დიაგონალურად გამოსახულია ოთხი ანგელოზი უფრთებოდ. მათ შორის, საშუალო მედალიონის რადიალურად ერთურთისაგან დაცილებადი (განშორებადი) ქვების კიდეებზე სწორხაზოვნადაა დახატული წითელი სხივები. სტილისტიკურად ეკლესიის მოხატულობის სახეებს თვისი ინდივიდუალური ხასითი აქვთ, ისინი ვარდისფერისანი იყვნენ, ეს ფერი ქრისტეს პირისახეზეა შენარჩუნებული, რომელიც ნიშშია (წალოშია).
დღემდე სოფლის მოსახლეობა აღნიშნავს `დავითობას~ - სოფლის დღესასწაულს, რომელიც იმართება ამაღლების შემდგომი კვირის ხუთშაბათს. ხალხი თანდათან უბრუნდბა ეკლესიურ ცხოვრებას და იმედი აქვს ერთადერთი ღმერთის და კეთილი ადამიანების, რომ დაეხმარებიან ამ უძველისი მონასტრის აღდგენა – ამოქმედებაში.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ახლახანს აღმოაჩინეს წმ. ილარიონ ქართველის მიერ დაარსებული მამათა მონასტერი, რომელიც აკურის დედათა მონასტრიდან 4-კმ მანძილზე მდებარეობს. იქნებ, ახლა მაინც მიექცეს ყურადღება ამ კომპლექსს.



გთავაზობთ სურათსაც
http://imageshack.us

პოსტის ავტორი: ninela თარიღი: Apr 11 2008, 03:14 PM

12 საუკუნის ტაძარი სოფელ ლელიანში!

პოსტის ავტორი: GEORGIO თარიღი: Jan 15 2009, 05:37 PM

ამ თემის ჩაგდება იქნებოდა. sad.gif იქნებ მარტიდან მიგვეხედა ამ საკითხებზე rolleyes.gif

პოსტის ავტორი: kent5 თარიღი: Jan 28 2009, 04:00 PM

მოგესალმებით ყველას. თქვენ ვინმე თუ ხართ ნამყოფი ხაშმის სამებაში. ეს არის სოფელ ხაშმიდან დაახლოებით 3მაქსიმუმ 5 კილომეტრში გზა ტყეში მიდის მაგრამ მშრალ ამინდში ჩვეულებრივ მანქანას პრობლემა არა აქვს. ტაძარი აშენებულია ვახტანგ გორგასლის მიერ 3 ნავიანი ბაზელიკაა. ზუსტად თბილისის ანჩისხატის ნაირია ოღონდ ერთნახევარჯერ უფრო დიდი. უნიკალური ფრესკებით. იქ ამჟამად მსახურობს ერთი ბერი მამა ანდრია. მე ერთი თვის წინ ვიყავი ერთი ღამე დავრჩი. ტაძრის სურათებს აუცილებლად დავდებ. ეს არის უნიკალური ტაძარი. აქ ყოფილა საეპისკოპოსო, როდესაც საქართველოს დედაქალაქი დროებით გორგასლის დროს ყოფილა უჯარმა. თუ ვინმე დაინტერესდებით ამ მონასტრის შესახებ შეგიძლიათ მკითხოთ, მე შეძლებისდაგვარად დაგაკვალიანებთ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 9 2018, 11:41 AM

"უბედო ბედმა სრულიად გააუკაცრიელა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2018, 06:51 PM

"სამწუხაროდ, ბევრი ნანგრევი დაგვიტოვა წარსულმა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2018, 09:06 PM

"ქარი თუ შეარხევს ტაძრის ზარს და მტვერს გადაწმენდს... სანთლის წმინდა სიმხურვალეს ელიან გარინდებული ტაძრები..."

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)