აღსარება და ზიარება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აღსარება და ზიარება |
მწირი |
Aug 20 2008, 02:46 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 31 რეგისტრ.: 7-August 08 წევრი № 5,448 |
როგორ ფიქრობთ, აუცილებელია ყოველი ზიარების წინ აღსარების თქმა?
|
lingvo |
Aug 20 2008, 02:59 PM
პოსტი
#2
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
კი, აუცილებელია. მოძღვარი როგორც გაკურთხებს.
-------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
კანუდოსელი |
Aug 20 2008, 03:30 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
კი, აუცილებელია. მოძღვარი როგორც გაკურთხებს. არანაირად აუცილებელი არაა აქ ორი მომენტია: 1. თუ გინდა თქვა აღსარება, თქვი, ეს ადამიანის პირადი სურვილია, მაგრამ 2. თუ აღსარება ხდება ავტომატური ხიდი ზიარებისკენ, ეს ა) აღსარების, როგორც დამოუკიდებელი საიდუმლოს პროფანაციას ახდენს, აბავს რა მას ზიარებას და ამით აკარგვინებს დამოუკდებლობას და ბ) მოძღვრისადმი აღსარების, როგორც შინაგანი განცდის გადაშლას ამარტივებს, როდესაც ცდილობ ყველა სისულელე თქვა, მხოლოდ იმიტომ, რომ "პროტოკოლით" ასეა გათვალისწინებული კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ზიარების წინ აღსარების თქმის წინააღმდეგი არ ვარ, მე ამის უპირობო შესრულების წინააღმდეგი ვარ, რადგან ეს ეწინააღმდეგება I აღსარების საიდუმლოს შინაარსს II ზიარების საიდუმლოს და ზოგადად ლიტურგიკის შინაარსს და III ეკლესიის ისტორიას -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
ზვარე |
Aug 20 2008, 03:56 PM
პოსტი
#4
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 286 რეგისტრ.: 15-February 08 წევრი № 3,936 |
არ მიმაჩნია აუცილებლად. აღსარებას ამბობ როცა აღსარება გჭირდება, შესაძლოა თქვა აღსარება, მაგრამ არ ეზიარო, არ თქვა, მაგრამ ეზიარო.
მე პირადად მქონია შემთხვევა, რომ დიდმარხვაში აღსარება ერთხელ მითქვამს და ხუთი-ექვსჯერ ვზიარებულვარ. აღსარებას უმეტესად მაშინ ვამბობ, როცა საჭიროდ ვთვლი ან გული მთხოვს, ხოლო ვეზიარები -- როცა მოძღვარი მაკურთხებს. -------------------- მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
|
მარიამი |
Aug 20 2008, 04:18 PM
პოსტი
#5
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
მე პირადად მქონია შემთხვევა, რომ დიდმარხვაში აღსარება ერთხელ მითქვამს და ხუთი-ექვსჯერ ვზიარებულვარ. აღსარებას უმეტესად მაშინ ვამბობ, როცა საჭიროდ ვთვლი ან გული მთხოვს, ხოლო ვეზიარები -- როცა მოძღვარი მაკურთხებს. იდეაში და თეორიაში ვეთანხმები კანუდოსელს, მაგრამ ზვარეს არ ვეთანხმები არანაირად. იმიტომ, რომ რაც არ უნდა იყოს თეორიულად სწორი, დღეს საქართველოს ეკლესიაში ამასთან დაკავშირებით მოქმედებს უწმინდესის კურთხევა (რომელიც ბევრმა პრაქტიკულმა ფაქტორმა განაპირობა), რომ მრევლის ყველა წევრი ვალდებულია ზიარების წინა დღეს ან ზიარების დღეს თქვას აღსარება. ეს არის კურთხევა და ძალიან სამწუხაროა, რომ ზოგი მოძღვარი ამ კურთხევას არ ასრულებს და აღსარების გარეშე აზრიარებს მრევლს. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
agmsarebeli |
Aug 20 2008, 04:21 PM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 |
აღსარება პირველ რიგში ცოდვების აღიარება და განწმენდაა. და როდის უნდა განვიწმინდოთ თავი თუ არა ზიარების წინ. მე პირადად მიმაჩნია,რომ ზიარების წინ აღსარება უნდა ითქვას.
|
კანუდოსელი |
Aug 20 2008, 05:04 PM
პოსტი
#7
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
აღსარება პირველ რიგში ცოდვების აღიარება და განწმენდაა. და როდის უნდა განვიწმინდოთ თავი თუ არა ზიარების წინ. მე პირადად მიმაჩნია,რომ ზიარების წინ აღსარება უნდა ითქვას. ასე უაპელაციოდ? მე მეგონა რომ ზიარება იყო მოსატევებლად ცოდვათა, რამე შეიცვალა მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში? -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
llaasshhaa |
Aug 20 2008, 06:26 PM
პოსტი
#8
|
ლაშა ქებაძე ჯგუფი: Members პოსტები: 3,929 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: საქართველო წევრი № 3,209 |
ციტატა მოსატევებლად ცოდვათა, რომელ ცოდვებსაც აღიარებ აღსარებაში რათქმაუნდა ხოლო მხოლოდ ზიარება ჩემის აზრით უბრალოდ დიდ მადლს ღებულობ და არა ცოდვების მიტევებას ჩემი აზრია ... თუ აღსარება არ ვთქვი და ვეზიარე რომელი ცოდვები მომეტევება? -------------------- ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
|
sandro40 |
Aug 20 2008, 06:35 PM
პოსტი
#9
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 539 რეგისტრ.: 7-February 08 წევრი № 3,881 |
|
კანუდოსელი |
Aug 20 2008, 07:36 PM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
რომელ ცოდვებსაც აღიარებ აღსარებაში რათქმაუნდა აბსოლუტურ უცოდინარობას ამჟღავნებთ ლიტურგიისა... ნუ გეწყინებათ, მაგრამ ასეა -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
chelo |
Aug 20 2008, 07:45 PM
პოსტი
#11
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 557 რეგისტრ.: 18-June 08 წევრი № 5,120 |
აღსარება პირველ რიგში ცოდვების აღიარება და განწმენდაა. და როდის უნდა განვიწმინდოთ თავი თუ არა ზიარების წინ. მე პირადად მიმაჩნია,რომ ზიარების წინ აღსარება უნდა ითქვას. აღმსარებელო შენს ნაწერზე უკვე შევჩერდი,ჩემი აზრები შენ თქვი.აღსარება ზიარების საიდუმლოს მნიშვნელობა მემგონი მეტ-ნაკლებად უნდა გვესმოდეს.მაშინ როდესაც,არ არსებობს წამი,რომ უფლის წინაშე არ ვცოდოთ(ეს მამა მალხაზის სიტყვებია)თუ ადამიანს არ უჩდება აღსარების სურვილი რა აზრი აქვს მის ზიარებას.ზიარება ხომ წვავს აღსარებაში სინანულით ნათქვამ ცოდვებს. -------------------- დღეს იმდენად ღმერთის კი არ გეშინია, ვინც ერთხელ სამსჯავროზო დაჯდება და პასუხს გვაგებინებს ჩვენი საქმეებისათვის,არამედ იმათი ვინც ჩვენთან ერთად წარსდგება ღვთის სამსჯავროზე.
წმ.იოანე ოქროპირი |
მწირი |
Aug 20 2008, 11:55 PM
პოსტი
#12
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 31 რეგისტრ.: 7-August 08 წევრი № 5,448 |
ვეთანხმები კანუდოსელს , მეც მაგ აზრის ვარ. აღსარება და ზიარება სხვადასხვა საიდუმლოა, თუმცა ესეც მისაღებია-ზიარების წინ აღსარება, მაგრამ კატეგორიულები არ უნდა გავხდეთ...
აღსარებას თავისი განწყობა სჭირდება, ამის სასჰუალებას მოძღვარი მაქსიმალურად აძლევდეს მრევლს...საშინელებაა 'პარასკევს სამ საათზე' მთელი მრევლის დაბარება.... |
chelo |
Aug 20 2008, 11:59 PM
პოსტი
#13
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 557 რეგისტრ.: 18-June 08 წევრი № 5,120 |
ვეთანხმები კანუდოსელს , მეც მაგ აზრის ვარ. აღსარება და ზიარება სხვადასხვა საიდუმლოა, თუმცა ესეც მისაღებია-ზიარების წინ აღსარება, მაგრამ კატეგორიულები არ უნდა გავხდეთ... აღსარებას თავისი განწყობა სჭირდება, ამის სასჰუალებას მოძღვარი მაქსიმალურად აძლევდეს მრევლს...საშინელებაა 'პარასკევს სამ საათზე' მთელი მრევლის დაბარება.... მაშინ რატომ ეზიარება ადამიანი თუ სინანული არ აქვს? -------------------- დღეს იმდენად ღმერთის კი არ გეშინია, ვინც ერთხელ სამსჯავროზო დაჯდება და პასუხს გვაგებინებს ჩვენი საქმეებისათვის,არამედ იმათი ვინც ჩვენთან ერთად წარსდგება ღვთის სამსჯავროზე.
წმ.იოანე ოქროპირი |
lingvo |
Aug 21 2008, 12:15 AM
პოსტი
#14
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
მე ვფიქრობ, ზიარება აღსარების გარეშე არ შეიძლება. შესაძლოა მოძღვარმა კურთხევა მოგვცეს და აღსარების შემდეგ რამდენიმეჯერ მივიღოთ წმიდა ზსიარება, თუ რაიმე დიდი ცოდვა არ ჩავიდინეთ. ამას განსაზღვრა მხოლოდ მოძღვარს შეუძლია. აღსარების საიდუმლოში მონაწილებოსი მიღება ჩვენი სურვილით რთულია. მოძღვარს დიდი მრევლი ყავს, დაკავებულია და ჩვენ უნდა განვეწყოთ აღსარებისთვის განსაზღვრულ დროს, როდესაც ის იბარებს აღსარებას.
-------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
მწირი |
Aug 21 2008, 02:16 AM
პოსტი
#15
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 31 რეგისტრ.: 7-August 08 წევრი № 5,448 |
მაშინ რატომ ეზიარება ადამიანი თუ სინანული არ აქვს? ადამიანი იმიტომ ეზიარება, რომ აქვს ღვთის შიში, სარწმუნოება, სიყვარული, იმედი.... რაც შეეხება სინანულს- განცდა თვისთა ცოდვათა - ამ განცდას მორწმუნე არასდროს უნდა განიშორებდეს, და არა მარტო ზიარების წინ.... ცოდვებთან ბრძოლა, მათი აღიარება, ეს ქრისტიანის ყოველწამიერი მოქმედებაა, ესაა უმთავრესი წესი ქრისტიანის ცხოვრებისა-განვითარება, სწრაფვა უკეთესობისკენ....ზიარება კი არის ის ევლოგია, რომელიც ამ გზაზე ძალას გვაძლევს და გვამხნევებს ზიარების წინა ლოცვებში ყველაფერი ნათლად წერია.... |
chelo |
Aug 21 2008, 02:25 AM
პოსტი
#16
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 557 რეგისტრ.: 18-June 08 წევრი № 5,120 |
ადამიანი იმიტომ ეზიარება, რომ აქვს ღვთის შიში, სარწმუნოება, სიყვარული, იმედი.... რაც შეეხება სინანულს- განცდა თვისთა ცოდვათა - ამ განცდას მორწმუნე არასდროს უნდა განიშორებდეს, და არა მარტო ზიარების წინ.... ცოდვებთან ბრძოლა, მათი აღიარება, ეს ქრისტიანის ყოველწამიერი მოქმედებაა, ესაა უმთავრესი წესი ქრისტიანის ცხოვრებისა-განვითარება, სწრაფვა უკეთესობისკენ....ზიარება კი არის ის ევლოგია, რომელიც ამ გზაზე ძალას გვაძლევს და გვამხნევებს ზიარების წინა ლოცვებში ყველაფერი ნათლად წერია.... სინანულს ადამიანი ყოველ წამს უნდა განიცდიდეს,მაგრამ საქმე იმაშია,რომ აღსარებით ხდება მონანიება,მარტო სინანულით ხომ ვერ ვცხონდებით.ზიარებით კი აღსარებაში ნათქვამი ცოდვები მოგვეტევება.ერთი დამლული ცოდვაც კი მოგვეკითხება იმ ქვეყანაზე. -------------------- დღეს იმდენად ღმერთის კი არ გეშინია, ვინც ერთხელ სამსჯავროზო დაჯდება და პასუხს გვაგებინებს ჩვენი საქმეებისათვის,არამედ იმათი ვინც ჩვენთან ერთად წარსდგება ღვთის სამსჯავროზე.
წმ.იოანე ოქროპირი |
agmsarebeli |
Aug 21 2008, 10:34 AM
პოსტი
#17
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 |
კანუდოსელო ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტან-ეს უსარგებლოა! რათქმაუნდა ზიარება ყველაძე მეტად წმენდს ადამიანს ცოდვებისაგან, მაგრამ აღსარებას ნუ გამორიცხავ ასეთთა რიგიდან. რადგან, ყველა საიდუმლო ,რომელიც ეკლესიაში მოქმედებს ყველა ემსახურება ადამიანის განწმენდას. მათ შორის აღსარება-სინანული. ლიტურგიის ცოდნას რაც შეეხება . ჩვენ ყველამ ძალიან ცოტა ვიცით მის შესახებ(აღარაფერს ვამბობ მის საიდუმლო შინაარსზე).
ჩემი აზრით უფრო დასასჯელად ექცევა ადამიანს ზიარება, თუკი წინ არ წარუმძღვარებს აღსარებით განწმენდილ გულს. ხო კიდევ ერთი. კანუდოსელო შენ ამჟღავნებ ღვთისმეტყველების სიყვარულს და იქნებ გვითხრა სად წერია რომ აღსარებაში არ ხდება ცოდვების მიტევება და განწმენდა. |
კანუდოსელი |
Aug 21 2008, 10:56 AM
პოსტი
#18
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ხო კიდევ ერთი. კანუდოსელო შენ ამჟღავნებ ღვთისმეტყველების სიყვარულს და იქნებ გვითხრა სად წერია რომ აღსარებაში არ ხდება ცოდვების მიტევება და განწმენდა. არსად არ წერია ასეთი რამ....და ეს არანაირ კავშირში არაა ევქარისტიასთან... ციტატა ჩემი აზრით უფრო დასასჯელად ექცევა ადამიანს ზიარება, თუკი წინ არ წარუმძღვარებს აღსარებით განწმენდილ გულს. ასეთი რამ სად წაიკითხეთ? თუ შეიძლება მითხარით რომელ კატეხიზმოში ამოიკითხეთ ეს? დღეს ძალიან მოდაშია "ჩემი" მართლმადიდებლობის ქადაგება -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
agmsarebeli |
Aug 21 2008, 11:03 AM
პოსტი
#19
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 |
კატეხიზმოს წიგნი საჭირო არააა. ''ჩემი'' ეს ღვთისმეტყველება შეგიძლიათ ზიარების ლოცვებში და უამრავ წმ.მამათა ნაწერებსა და გადაგებებში ამოიკითხოთ. იმედია მოძებნა არ გაგიძნელდებათ.
|
კანუდოსელი |
Aug 21 2008, 11:10 AM
პოსტი
#20
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
კატეხიზმოს წიგნი საჭირო არააა. მართალი ვყოფილვარ ''ჩემი'' ეს ღვთისმეტყველება შეგიძლიათ ზიარების ლოცვებში ...ამოიკითხოთ. იქ არსად არ წერია, რომ უნდა თქვა აღსარება ზიარების წინ და უამრავ წმ.მამათა ნაწერებსა და გადაგებებში ამოიკითხოთ. აბა სად? გისმენთ...ზოგადი საუბარი არ მინდა, მაინტერესებს კონკრეტულად რომელი მამა სად და კონკრეტულად რას ამბობს? -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:33 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი