საიდუმლო ლოცვები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საიდუმლო ლოცვები... |
lch |
May 11 2009, 02:35 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
ღვთისმსახურების გარკვეულ მონაკვეთებში მღდელი კითხულობს სხვადასხვა ე.წ. საიდუმლო ლოცვებს...
მე როგორც ვიცი პირველ საუკუნეებში (დევნის დროს) ქრისტიანები საიდუმლოდ იკრიბებოდნენ სხვადასხვა ადგილას (კატაკომბები და ა.შ) და საიდუმლოდ აღასრულებდნენ ღვთისმსახურებას, ამ დროს არცერთი ლოცვა არ იყო მრევლისთვის გასაიდუმლოებული; მხოლოდ თვით ღვთისმსახურება იყო საიდუმლო წარმართებისგან და სხვ. მე მაინტერესებს როდიდან დადგინდა კონდაკიდან (საღვთისმსახურო წიგნი) ზოგიერთი ლოცვის მრევლისათვის გასაიდუმლება და რამ გამოიწვია ეს?... -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
მხევალი ნინო |
May 11 2009, 11:16 PM
პოსტი
#2
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
lch
ციტატა ამ დროს არცერთი ლოცვა არ იყო მრევლისთვის გასაიდუმლოებული; მხოლოდ თვით ღვთისმსახურება იყო საიდუმლო წარმართებისგან და სხვ. ამაზე იყო ადრე საუბარი, ითქვა რომ , გასაიდუმლოებული ჩვენგან კი არ არის ლოცვა, ანუ ჩვენთვის დასამალად კი არ ჰქვია საიდუმლო არამედ, ამ ლოცვების წაკიტხვის დროს აღესრულება საიდუმლო, ანუ პურის და ღვინის, ხორცად და სისხლად გარდამქნა და შ,... და ამიტომ ჰქვია საიდუმლო (რადგან საიდუმლო აღესრულება) და არა ის, რომ ჩვენ ვინმე რამეს გვიმალავს. ლოცვა საუბარია ღმერთთან და ის არ შეიძლება საიდუმლო იყოსო, ასე ითქვა მაშინ. განა რა მისტიური სიტყვაუნდა ითქვა სისეტი, რომ ჩვენ არ უნდა ვიცოდეთ? არაფერი, ხომ ასეა . სხვათა შორის, რამოდენიმე წლის უკან, ჩემმა მოძღვარმა ტაძარში სიჩუმის შენარჩუნების მიზნით, საიდუმლო ლოცვის ხმამაღლა წაიკიტხვა დაიწყო -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
lch |
May 14 2009, 01:13 AM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
მხევალი ნინო
ეგ გასაგებია, ზიარების საიდუმლოება და სხვა საეკლესიო საიდუმლოებები (მგონი სულ 7-ია), ვიცით რომ საიდუმლოა როგორც ასეთი... მაგრამ მე სხვა რამეზე მაქვს აქცენტი: ციტატა სხვათა შორის, რამოდენიმე წლის უკან, ჩემმა მოძღვარმა ტაძარში სიჩუმის შენარჩუნების მიზნით, საიდუმლო ლოცვის ხმამაღლა წაიკიტხვა დაიწყო საიდუმლო ლოცვები მარტო ლიტურგიაზე კი არა, არამედ მგონი ყოველ ჟამნზე იკითხება (მწუხრი, ცისკარი და ა.შ.) და გავიმეორებ რომ ეს ლოცვები პირველ საუკუნეებში მრევლისთვის არ იყო დაფარული (გასაიდუმლოებული)... ამიტომ მე მაინტერესებს, როდიდან გახდა ეს ლოცვები საიდუმლო და დღეს ამ ლოცვებს მღვდლები რატომ კითხულობენ მრევლისაგან გასაიდუმლოებბულად (კითხულობენ საკურთხეველში, ზოგი ჩურჩულით, ზოგიც საერთოდ უხმოდ [თვალით])?... რა არის ამის მიზეზი?.... (ამ კითხვას ქვევით, "შეკითხვა მოძღვარს" -ში დავსვავდი, მაგრამ სამწუხაროდ მოძღვრები ამ ფორუმს აღარ სწყალობენ [მიხვდნენ ალბათ ტენდენციებს] და ამიტომ აქ ვკითხულობ, ვინმე კომპეტენტურმა და განათლებულმა [ბევრს აქვს პრეტენზია] უპასუხოს ამ შეკითხვას...) -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
k@the |
May 14 2009, 01:37 PM
პოსტი
#4
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
(ამ კითხვას ქვევით, "შეკითხვა მოძღვარს" -ში დავსვავდი, მაგრამ სამწუხაროდ მოძღვრები ამ ფორუმს აღარ სწყალობენ [მიხვდნენ ალბათ ტენდენციებს] და ამიტომ აქ ვკითხულობ, ვინმე კომპეტენტურმა და განათლებულმა [ბევრს აქვს პრეტენზია] უპასუხოს ამ შეკითხვას...) კიდევ დაწერთ მსგავსი ტონით და ქვეტექსტებით ფორუმზე რაიმეს და ბანს გავიმეტებ თქვენთვის. აქ მოძღვრები თავისი კეთილი ნებით და დროის ქონის შემთხვევაში წერდნენ პასუხებს. სულაც არ იყვნენ ვალდებულები და იმისთვისაც მადლობა რაც იღვაწეს ფორუმზე. იმედია ისევ მოახერხებენ ჩვენთვის დროის გამონახვას, თუმცა რთულია როცა თავად დიდი მრევლი ყავთ, კიდევ დამატებითად ფორუმზე იღვაწონ და ეს პრეტენზიები თქვენგან ზედმეტია. იმედია გასაგებად ვწერ. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
მხევალი ნინო |
May 14 2009, 07:55 PM
პოსტი
#5
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
lch
ციტატა მრევლისაგან გასაიდუმლოებბულად იხ, გასაიდულოებული არ არის. კაისროსუნა, ჰელპ! კანუდოსა სად გადაიქუხა? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
afxazi |
May 14 2009, 08:08 PM
პოსტი
#6
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
lch
ციტატა მრევლისთვის არ იყო დაფარული (გასაიდუმლოებული)... ამ ლოცვებს საიდუმლო, ისევე როგორც შვიდ საეკლესიო საიდუმლოს, საიდუმლო ეწოდება არა იმ გაგებით რომ მრევლისგან საიდუმლოდ, გასაიდუმლოებულად ტარდება ან იკითხება ისინი, არამედ იმიტომ რომ ეს მღვდელმოქმედებანი უდიდესი და უაღმატებულესი ქმედების აღმსრულებლები არიან. ზიარებას საიდუმლო ეწოდება იმიტომ რომ ზიარების დროს საიდუმლოდ, დაფარულად, ჩვენთვის არახილულად პური და ღვინო მაცხოვრის სისხლად და ხორცად იქცევა, ისევე როგორც ნათლისღების ჟამს, პიროვნებაზე ნათელი გადმოდის რომელიც უხილავად მოქმედებს და ცოდვებს აღხოცს მონათლულისგან. ეს შინაგანი ქმედებანი საიდუმლოა ჩვენი გარეგანი მზერისათვის. მსგავსადვე ამისა ლოცვები, რომელსაც ღვთისმსახური კითხულობს ლიტურღიის ჟამს, ამ ლოცვებს საიდუმლო მისი შინაგანი ქმედების გამო ეწოდებათ, თორემ შესაძლოა ხმამაღლაც იქნეს ეს ლოცვა წაკითხული სასულიერო პირის მიერ და სხვამ გაიგონოს კიდეც. ამაზე არაა აქ საუბარი, საუბარია მის შინაგან ძალაზე. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
ზვარე |
May 14 2009, 10:28 PM
პოსტი
#7
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 286 რეგისტრ.: 15-February 08 წევრი № 3,936 |
სხვა საეკლესიო საიდუმლოებები (მგონი სულ 7-ია), ძირითადად ეგრეა, თუმცა............ წყლის კურთხევა (აიაზმა) არ არის საიდუმლო? ჩამონათვალში (7-ში) არ არის...... -------------------- მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
|
KAIROS |
May 14 2009, 11:33 PM
პოსტი
#8
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა დღეს ამ ლოცვებს მღვდლები რატომ კითხულობენ მრევლისაგან გასაიდუმლოებბულად (კითხულობენ საკურთხეველში, ზოგი ჩურჩულით, ზოგიც საერთოდ უხმოდ [თვალით])?... პასუხი გასცა აფხაზმა საკმაოდ ნათლად, მე მხოლოდ ზოგი დაკვირვებით შემოვიფარგლები, თუმცა უნდა ვიცოდეთ რომ ეს ძალიან ღრმა და მთლიანად შესასწავლი თემააა, მაშ ასე, სიტყვა საიდუმლო განეკუთვნება ისეთ რამეს, რომელიც არის " μυστικος " ანუ დაფარული, რაც მიანიშნებს არა იმაზე, რომ რაღაც ისეთი რამ იკითხება რაც დაფარულია (ყველა მათგანი მაქვს წაკითხული და ბევრი ზეპირადაც მახსოვდა) არამედ გარეგნული ქმედებების უკან უხილავად აღსრულებული ქმედებაა საიდუმლო, დასკვნა ასეთია საიდუმლო ლოცვა ხმამაღლადაც რომ იკითხებოდეს საიდუმლო აღესრულება, რაც ნიშნავს იმას, რომ ლოცვა კი არაა რაიმე საიდუმლო და ეზოთერული, არამედ ის ქმედებაა თვალთაგან უხილავი და რწმენით მისაღები, რაც აღესრულება ამ ხილული ქმედებების უკან, რაც შეეხება ქრისტიანული ლიტურგიკის ნაწილს, რომ ზოგი ლოცვა იკითხება ჩუმად, ესაა შედეგი ლიტურგიკული ჰარმონიისა და განვითარებისა, რადგან მღვდელი ასრულებს იმ მღვდელმოქმედებას, რომლის აღსრულებაც მას ევალება, ამ შემთხვევაში ტიბიკონი არ განუკუთვნებს მრევლს თანამონაწილეობას, და მრევლის ყურადღება გადადის უფრორე საიდუმლოს შინაარსის გაგებაზე (რაზედაც ხდება აქცენტირება ე.წ. "საიდუმლო ლოცვების" დროს წაკითხული ან ნაგალობები ტექსტების დროს), ისე კი როგორც ახსენეს ხანდახან მღვდელი მაინც ხმამაღლა კითხულობს საიდუმლო ლოცვებს / გამონაკლისის სახით / რომ უბრალოდ ხალხი გააჩუმოს. მაშ ასე კონცეფცია ასეთია მიუხედავად იმისა, ხმამაღლა იკითხება თუ ხმადაბლა ან უხმოდ რაიმე ლოცვა, თუნდაც საიდუმლო, მაინც ნამდვილი მისტიკა არის ის რაც ხდება თვალთაგან და ყურთაგან დამალულად. შესაბამისად მისტიკის არსი მდგომარეობს არა რაიმე რაღაც უცნობ და საშიშ ქმედებაში, არამედ საიდუმლოში, რომელიც არის ქმედება, რომელიც თავის არსში ემსახურება , მხოლოდ ერთ რამეს ესაა ადამიანის განწმენდა და საბოლოო განღმრთობისათვის თანდათანობითი მზადდება, მაშინ გამოდის რომ ნამდვილი მისტიკა არის ცხონება, ღმერთის მისტიური ჭვრეტა და მარადიული ნეტარება. ამის შესახებ ყველას ვურჩევდი გამონახოს დრო და გულდასმით წაიკითხოს ეს არცთუისე დიდი ნაშრომი ქრისტიანული მისტიკის შესახებ: П. Минин МИСТИЦИЗМ И ЕГО ПРИРОДА http://www.krotov.info/libr_min/m/mazeyna/minin2.htm იხარეთ आनन्द (ჰინდიზე); კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მხევალი ნინო |
May 14 2009, 11:44 PM
პოსტი
#9
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
KAIROS
კაიროს, მეც ხომ ტქვენნაირად ვთქვი ? :შექების მოლოდინში : ცხადია ტქვენგან მქონდა ნასწავლი -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
KAIROS |
May 15 2009, 04:12 AM
პოსტი
#10
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა :შექების მოლოდინში : -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
antona |
Feb 3 2021, 03:40 PM
პოსტი
#11
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 3-February 21 წევრი № 15,160 |
ღვთისმსახურების გარკვეულ მონაკვეთებში მღდელი კითხულობს სხვადასხვა ე.წ. საიდუმლო ლოცვებს... მე როგორც ვიცი პირველ საუკუნეებში (დევნის დროს) ქრისტიანები საიდუმლოდ იკრიბებოდნენ სხვადასხვა ადგილას (კატაკომბები და ა.შ) და საიდუმლოდ აღასრულებდნენ ღვთისმსახურებას, ამ დროს არცერთი ლოცვა არ იყო მრევლისთვის გასაიდუმლოებული; მხოლოდ თვით ღვთისმსახურება იყო საიდუმლო წარმართებისგან და სხვ. მე მაინტერესებს როდიდან დადგინდა კონდაკიდან (საღვთისმსახურო წიგნი) ზოგიერთი ლოცვის მრევლისათვის გასაიდუმლება და რამ გამოიწვია ეს?... არც ერთი ლოცვა არ არის გასაიდუმლოებული, ანუ დაფარული მრევლისათვის.... უბრალოდ, დღევანდელი ტიპიკონის გამო მედავითნეს ან დიაკვნის მიერ ხმამაღლა წაკითხული ლოცვის პარალელურად ჰკითხულობს მღვდელი საიდუმლო ლოცვას (და ორხმაში რომ ქაოსი არ იყოს, მღვდელი ჩუმად ჰკითხულობს).... ზოგიერთ ტაძარში ცალკეც იკითხება და ჩვეულებრივ ესმის მრევლს ეს ლოცვა.... საიდუმლო იმიტომ ჰქვია ლოცვას, რადგანაც ამ ლოცვის არსის ჩაწვდომა ადამიანის გონებას არ ძალუძს (შინაარსი გვესმის, მაგრამ ეს ლოცვა როგორ მოქმედებს ეკლესიაში სულიწმიდის მადლით - ეს ჩაუწვდომელია მრევლისათვის)..... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:00 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი