ქრისტე აღსდგა,ჭეშმარიტად! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქრისტე აღსდგა,ჭეშმარიტად! |
marine |
Jun 9 2023, 08:38 PM
პოსტი
#241
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მორჩილ ზოია აფანასიევას მოგონებებიდან, რომელიც მაშინ პეტერბურგელი ჟურნალისტი გახლდათ: "ოპტინაში ახლად გაეკლესიურებული ჩავედი, როდესაც, გულის სიღრმეში, ჯერ კიდევ ბევრ რაღაცაში მეპარებოდა ეჭვი. ერთხელ ბერ ტროფიმეს [ოპტინელი] წინაშე ვაღიარე, რომ მუდმივად მრცხვენია, - ჩემ გარეშემო ადამიანებს ესოდენ ძლიერი რწმენა აქვთ, მე კი სასწაულების რატომღაც არ მჯერა. ჩვენ 1993 წლის 17 აპრილს ვისაუბრეთ, - აღდგომის წინ. ბერმა ტროფიმემ თავისი სენაკიდან მოიტანა სააღდგომო კვერცხი და მითხრა: "ხვალ ამ კვერცხს ზუსტად ერთი წელი შეუსრულდება. ხვალ შენს თვალწინ შევჭამ მას და თავად დარწმუნდები, სრულიად ახალია. მაშინ დაიჯერებ?"
ბერ ტროფიმეს სახარებისეული რწმენა ჰქონდა, და როგორც იხსენებენ, ყოველ ჯერზე, აღდგომას გაიხსნილებდა ხოლმე წინა წლის სააღდგომო კვერცხით, რომელიც ყოველთვის ახალთახალი იყო, თითქოსდა მომავალი ჟამის საიდუმლოებას განასახიერებდა, როდესაც "ჟამი არღა იყოს". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 21 2023, 05:41 PM
პოსტი
#242
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დღეს ამას,
ის აღსდგა საფლავით, გამოეცხადა კაცთა, ვისთვისაც იშვა, მოკვდა და განიღვიძა მკვდრეთით, რათა ჩვენ, აღმდგარნი და სიკვდილისგან ლტოლვილნი, აღვეტაცენით შენთან, აღმა მავალთან" /წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 4 2023, 08:05 PM
პოსტი
#243
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დრო კი როგორ სწრაფად მიფრინავს, ქრისტეშობას ველოდით, ნათლისღებას, ახალ წელს და ამ ყველაფერმა განვლო, ახლა წმინდა აღდგომას დაველოდებით. რა თქმა უნდა, უპირველესად, დიდმარხვას უნდა ველოდოთ, როგორც მოსამზადებელ საშულებას,რათა სრულყოფილად აღვნიშნოთ ქრისტეს ნათელი დღესასწაული"
/ღირსი იოანე ბალაამელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 4 2023, 12:12 PM
პოსტი
#244
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ცნობილია ერთი ამაღელვებელი შემთხვევა: ერთხელ თბილისში მამა გიორგის [ბეთანიელი] ორი და ჩამოვიდა, რომელთაც 48 წლის მანძილზე არ ენახათ ძმა. გიორგის ძმისშვილმა ისინი მონასტერში წაიყვანა. სანამ მამა გიორგი ნახავდა, უკვე მიხვდა, ვინც იყვნენ მასთან მისულნი და ძალიან გაიხარა. გულაჩუყებული დიდხანს ეხვეოდა მათ და აღარაფერი ახსოვდა.
მამა გიორგიმ სუფრის გაშლა ითხოვა და დიდმარხვაში თევზის ხმევის ნებაც კი დართო მათ. შეკითხვაზე, - ჯერ ხომ აღდგომა არ დამდგარიყო, უპასუხა, - ეს ჩემთვის ისეთი დიდი სიხარულია, რომ აღდგომა დღეს გამითენდაო!" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 10 2023, 08:19 PM
პოსტი
#245
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დღეს [ეს ამბავი მოხდა 1989 წლის აღდგომას] რამდენიმე სულიერი შვილი მესტუმრა სენაკში და ერთად ვიგალობეთ "ქრისტე აღდგა" სამჯერ. მე მათ ვუსურვე: "გისურვებთ, რომ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს აღდგომამ ჩვენს სულებში ყოველივე კეთილშობილური და კეთილი გრძნობა აღადგინოს, ყველა ჩვენგანს სიწმინდისკენ წარგვიძღვეს და სძლიოს ძველ კაცს "ვნებითურთ და გულის თქუმით". ამას ითხოვს უფალი. ამიტომ ვისურვებდი, რომ ინებოს და შეგვეწიოს მკვდრეთით აღდგომილი ღმერთი, რათა შევმუსროთ და მოვაკვდინოთ "ძუელი იგი კაცი" და მისი ეკლესიის ღირსნი გავხდეთ. უდიდესი სასწაული, რომელიც ქრისტემ აღასრულა, არის მისი აღდგომა. ნურასოდეს დაგვაგვიწყდება ეს. მრავალჟამიერ!"
ვიღაცამ თქვა, რომ დღეს ყველაფერი ლოცულობს: დედამიწა, ზეცა, ვარსკვლავები, სურნელოვანი ყვავილები, მორაკრაკე ნაკადულები, მოჩუხჩუხე წყაროები, მგალობელი ბულბულები, მონავარდე პეპლები, ყველანი გალობენ: "ქრისტე აღდგა". და იმდენად იყო აღფრთოვანებული, რომ სიხარულისგან ხმამაღლა გაიძახოდა - "ქრისტე აღდგა". /წმ. პორფირი კავსოკალიველი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 16 2023, 08:47 PM
პოსტი
#246
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თავისი აღდგომით უფალმა ადამიანის ორ ბოროტ მტერზე - სიკვდილსა და ცოდვაზე გაიმარჯვა"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 23 2023, 05:18 PM
პოსტი
#247
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"პასქა, უფლისა პასქა! სიკვდილიდან სიცოცხლემდე მიგვიყვანა უფალმა თავისი აღდგომით. და აი, ამ აღდგომას "ანგელოზნი უგალობენ ცათა შინა", როდესაც ხედავენ ადამიანის განღმრთობილ ბუნებას - მისთვის განკუთვნილი უფლის სახით. ამ სახით - მსიი აღდგომის ძალის მიერ - შეიცვლება ყველა მისი ჭეშმარიტი მორწმუნე და მასთან იქნება მთელი სულით. დიდება უფალო განმადიდებელ შენს აღდგომას! ამნგელოზები გალობენ, ჩვენ გამო მოხარულნი და წინასწარმჭვრეტელნი მათი წყობების გამრავლებისა. ჩვენც ღირს გვყვენ უფალო, რომ წმინდა გულით ვადიდებდეთ შენს აღდგომას. ჩვენ, ვინც შენ აღდგომაში ვხედავთ ჩვენი შემჭამელი ხრწნილების სიკვდილს, ახალი ცხოვრების დანერგვას ყოვლადბრწყინვალე და მომავლის განმაციხკროვნებელი მარადიული დიდებით, რომელშიც შეხველ შენ აღდგომით ჩვენთვის. არა მხოლოდ კაცთა, არამედ, ანგელოზთა ენანიც კი არ არიან შემძლებელნი გამოთქვან სრულად შენი - ყოვლადდიდებულად აღმდგარი უფლის - განუსაზღვრელი მოწყალება ჩვენდამი"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 23 2023, 06:08 PM
პოსტი
#248
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"აღდგომის ჭეშმარიტების დამოწმება შეიძლება საკუთარი წარმოსახვით, - წერილის საფუძველზე. და შეუძლებელია, რომ ვინმე ურწმუნომ არ სცნოს მისი მტკიცებულებანი, თუკი მის არსებაში სრულად არ არის ჩახშობილი ჭეშმარიტების შეგრძნება. მორწმუნე კი არ მოითხოვს მტკიცებულებებს, რადგანაც ეკლესია ღვთისა აღდგომის ნათლითაა გაბრწყინებული. ორივე ეს მეტად სარწმუნოა. თუმცა, გონებით წარმოსახვის წინააღმდეგ შეიძლება იშვას და არსებობდეს საწინააღმდეგო მოსაზრებები და ამ დროს შესაძლოა, რომ რწმენა შემცირდეს და ირყეოდეს გაურკვევლობითა და ეჭვებით, რომლებიც გარედან შემოდის და სამკვიდროს ნახულობს ადამიანის შიგნით. არსებობს კ აღდგომის ჭეშმარიტების ასეთი სიმაღლეები, რომელთა დაძლევა შეუძლებელია? არსებობს. ეს მაშინ წარმოჩინდება, როდესაც აღდგომის ძალა, ჯერ კიდევ ნათლობისას რომ მივიღეთ, ჭეშმარიტად იწყებს გამჟღავნებას სულისა და ხორცის ხრწნილების დაძლევით და განადგურებით და მათში ახალი ცხოვრების საწყისების დამკვიდრებით. ასეთია სვლა აღდგომის ნათელში. ასეთ ადამიანს უგუნურად მოეჩვენება ყველა და ყოველი, ვინც კი აღდგომის ჭეშმარიტების წინააღმდეგ ლაპარაკობს; მსგავსად იმისა, როგორც იგი, ვინც დღისით დადის და ამბობს, რომ ღამით დავდივარო"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 9 2024, 09:15 PM
პოსტი
#249
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"რომ არა აღდგომა, ღვთის მოსვლა გაუგებარიც იქნებოდა, ყველაფერი აზრს დაკარგავდა. როდესაც ეკლესიაში მოდის ადამიანი, ეს იმას ნიშნავს, რომ მის გულში იშვა უფალი, მაგრამ ჩვენ მას შევაგონებთ: მის გულში მხოლოდ შობა ღვთისა არ არის საკმარისი - მან უფალი უნდა გაზარდოს თავის გულში, მასთან ერთად იცვალოს ფერი თაბორზე - განიცადოს ფერისცვალება, მასთან ერთად გაიაროს გოლგოთა, დაითმინოს შეურაცხყოფა, მასთან ერთად ავიდეს ჯვარზე და დაითმინოს ჯვარცმის ტკივილები. მიზანი და შედეგი კი აღდგომაა"
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 14 2024, 08:16 PM
პოსტი
#250
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ქრისტე რომ არ აღმდგარიყო, როგორც ჩვენ გვწამს (და როგორც არ აღმდგარა იგი ურწმუნოთათვის), მაშინ დაინაცრებოდა ჩვენი რწმენა სულის უკვავების შესახებ, რწმენა იმისა, რომ ზოგიერთებს უმძიმესი ცოდვებისათვის სამართლიანად მიეზღებათ, სხვებს კი დიდი სათნოებებისა და მართალი ცხოვრებისათვის, ქრისტესთვის მოწამეთა საშინელი ხვედრისათვის ნეტარება ელით.
ქრისტე რომ არ აღმდგარიყო, მის მტრებს შეეძლოთ ეთქვათ, რომ მან კი არ გაიმარჯვა სიკვდილზე, არამედ სატანამ მთელი თავისი ბოროტებით დაამარცხა მაცხოვრის ღვთაებრივი სიყვარული. მაშინ ჩაქრებოდა ჩვენთვის ქრისტეს ქადაგების ნათელი და შთანგვთქავდა მარადიული, უკუნეთი წყვდიადი. მაშინ ქრისტეს მტრებს მართლაც შეეძლებოდათ ეთქვათ თავიანთი ავი სიტყვა: "ქრისტიანობა არ მოხერხდა". მაგრამ ქრისტე აღსდგა და მაცხოვრის გახსნილი საფლავიდან გამობრწყინებულმა ღვთაებრივმა ნათელმა გაფანტა უკუნეთი წყვდიადი, განანათლა მთელი ქრისტიანული სამყარო და სიხარულითა და სიყვარულით მივმართავთ ერთმანეთს: "ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიატად აღსდგა!" /წმ. ლუკა ვოინო-იასენეცკი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 22 2024, 01:00 PM
პოსტი
#251
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დიონისე - მღვდელმონაზონი (მეტსახელად ნაფოტი) შესახებ [კიევ-პეჩორის] ლავრის პატერიკი მოგვითხრობს, რომ 1463 წ. აღდგომის დღესასწაულზე ის ანტონის მღვიმეებში შევიდა, საკმევად, როდესაც მღვიმეების "ობშჩინად" წოდებულ ნაწლის მიუახლოვდა, წარმოთქვა: "ძმებო, ქრისტე აღდგა, დღეს დიდი დღეა", სამჯერ ქუხილივით გაისმა პასუხი "ჭეშმარიტად აღდგა" ამ სასწაულის შემდეგ მან მთელი დარჩენილი ცხოვრება დაყუდების ღვაწლში გაატარა. ღირსი მამა შორეულ მღვიმეებშია დასვენებული.ცალკე ხსენება: 3(16)/10".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 10 2024, 03:20 PM
პოსტი
#252
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"და "დიდ აღდგომას" მოელიან საფლავის ქვები"
/მარიამ (მარეხ) მიშელაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 20 2024, 04:55 PM
პოსტი
#253
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საშინელი მკრეხელობა ჩაიდინა - მან აღდგომა ტრანსგენდერთა ხილვადობის დღედ გამოაცხადა"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 25 2024, 10:19 AM
პოსტი
#254
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ღირს გიორგი სინელს (ხს. 11.03) სურვილი ჰქონდა, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე იერუსალიმის აღდგომის სახელობის ტაძარში ზიარებულიყო. საღვთო ზიარების დროს მაშინ, როცა იგი თავის სენაკში იმყოფებოდა, უცებ იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში აღმოჩნდა და იერუსალიმის პატრიარქის ხელით ეზიარა"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 30 2024, 05:09 PM
პოსტი
#255
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გისურვებთ, რომ მუდამ ხარობდეთ
სულიერი სიხარულით, მოუკლებელი სააღდგომო სიხარულით, ტკბილი შინაგანი კრთომით" /ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 2 2024, 06:49 PM
პოსტი
#256
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
" - მამაო, ბავშვებს მკითხეს, თუ რატომ ვღებავთ კვერცხს წითლად.
- ნუ მისცემთ ბავშვებს საშუალებას, რომ ასეთ რამეებში იქექონ, რადგან მათი ინტერესები ყოველთვის აქეთ იქნება მიმართული და აღარ წავლენ უფრო ღრმად. მხოლოდ ის უთხარით, რომ წითელი კვერცხი სიმბოლურად განასახიერებს დედამიწას, რომელიც ქრისტეს სისხლით შეიღება და მთელი სამყარო ცოდვისგან იხსნა" /ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 3 2024, 03:06 PM
პოსტი
#257
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
" - მამაო, მღვდელმონაზონი ტიხონი როგორ ლოცულობდა?
- მღვდელმონაზონმა ტიხონმა ღვთის დიდებისმეტყველების სივრცეში შეაღწია და იესოს ლოცვის ნაცვლად ღვთის დიდებისმეტყველებაში იღვწოდა. მისი ბაგეებიდან გამუდმებით ისმოდა: "დიდება შენდა, ღმერთო! დიდება შენდა, ღმერთო!" - და წელიწადის თითქმის ყოველი დღე მისთვის ბრწყინვალე შვიდეული იყო, რადგან მუდამ აღდგომის სიხარულს განიცდიდა. ვინც სულიერად ასეთ წარმატებულ მდგომარეობაში იმყოფება, გამუდმებით პასექს, აღდგომას განიცდის! ზარები, სარეკელები, ტალანდოები - ყველაფერი სასიხარულოდ რეკს. "აქებდით მას წინწილითა კეთილხმითა, აქებდით მას წინწილითა ღაღადებისათა". მთელი დღე უფალს ადიდებენ და მათი გულიც ზარივით რეკს" /ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 26 2024, 03:36 PM
პოსტი
#258
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
წმიდა იოანე ოქროპირი
ქადაგება აღდგომის დღესასწაულზე ქრისტე აღსდგა! დიადი დღესასწაულით დაგვირგვინდა სინანულისა და მარხვის დღეები. ჩვენ ჩამოგვცილდა მარხვის სიმძიმე, მაგრამ ნუ მოვიცილებთ მის ნაყოფს. დადგა დრო მარხვის ტვირთის დატევებისა და მისი ნაყოფის შეგროვებისა. გავიდა დრო მოღვაწეობისა და მუშაკობისა, მაგრამ არ გასულა დრო კეთილი საქმეების კეთებისა. დამთავრდა ხორციელი მარხვა, მაგრამ არ დამთავრებულა სულიერი მარხვა. საერთოდ, მთავარია სულიერი მარხვა, ხორციელი მარხვა ხომ მის ხელშესაწყობადაა დადგენილი. შეიძლება მარხვის დროს მარხულობდე და არ იყო მმარხველი, და პირიქით, შეიძლება ხსნილში არ მარხულობდე, მაგრამ მმარხველი იყო. შეიძლება ეს ჩემი სიტყვები გამოცანად მოგეჩვენოთ, მაგრამ მე აგიხსნით მათ მნიშნველობას. როგორ შეიძლება მარხულობდე და არ იყო მმარხველი? ეს მაშინ ხდება, როცა ვიმარხავთ თავს არასამარხვო საჭმლისაგან, მაგრამ არ ვიმარხავთ თავს ცოდვებისაგან. როგორც შეიძლება არ მარხულობდე და მმარხველი იყო? როდესაც ღებულობ ყოველგვარ საჭმელს, მაგრამ არ ტკბები ცოდვებით, თავს იმარხავ ცოდვისაგან. ასეთი მარხვა უკეთესია და არა მხოლოდ უკეთესი, იგი უფრო იოლიც არის. კიდევაც დაიბანე, კიდევაც იტრაპეზე, ღვინოც მიიღე ზომიერად თუ სურვილი გაქვს, ხორციც შეჭამე, არავინ გიშლის, მაგრამ შეიკავე თავი ცოდვისაგან. ხედავ, რა იოლია ასეთი მარხვა? უმარხულობას ვერ დააბრალებ ფიზიკურ სისუსტეს, იგი მთლიანად სულის მდგომარეობით განისაზღვრება. მაგრამ არ გეგონოს, რომ ვინმე შეძლებს სულიერ მარხვას მანამ, სანამ არ გამოიწრთობა ხორციელი მარხვით. დღევანდელი დღესასწაული არა მხოლოდ მიწის ბინადართა დღესასწაულია, მას ზეცაშიც ზეიმობენ, სიხარულია დედამიწაზე! სიხარულია ზეცაშიც! და თუ ერთი ცოდვილის ღვთისკენ მოქცევას უდიდესი სიხარული ახლავს ჩვენშიც და ზეცაშიც, მით უფრო მეტია სიხარული დღეს, როდესაც მთელმა სამყარომ დააღწია თავი ეშმაკის კლანჭებს. დღეს ზეიმობენ ანგელოზნი, დღეს ხარობენ მთავარანგელოზნი, ზეიმი აქვთ ქერუბიმებსა და სერაბიმებს. მათ არ არცხვინებათ ჩვენთან ერთად აღნიშვნა ამ დღისა! და არა მხოლოდ ანგელოზებს, თვით უფალს არ ერცხვინება თავის შვილებთან ერთად ზეიმი. „სურვილი მაქვს, პასექისა ამის ჭამად თქუენთანა“ (ლკ. 22, 15). მაშ, როგორ ხარობენ ანგელოზები და მთავარანგელოზები, როდესაც ყოვლის შემოქმედი და მეუფე დღესასწაულობს ჩვენთან ერთად, რაღა საბაბი უნდა დაგვრჩეს მწუხარებისათვის? ღარიბს ნუ აწუხებს თავისი სიღარიბე, რადგან დღეს სულის ზეიმია. ნურც მდიდარი იამაყებს თავისი სიმდიდრით, რადგან ამ დღესასწაულის სიხარულს ვერანაირი თანხით ვერ იყიდი. მიწიერ დღესასწაულებს თან ახლავს თავშეუკავებლობა, მაძღარი ტრაპეზი და ნაყროვანება, მეფობს უხამსობა და სიცილ-ხარხარი, ზეიმობს სატანური ფუფუნება. იქ მართლაც მოწყენილია ღარიბი, მდიდარი კი მხიარულობს. რატომ? იმიტომ, რომ მდიდარს აქვს შესაძლებლობა გააწყოს მდიდარი სუფრა, იგი ტკბება თავისი სიმდიდრით. ღარიბმა კი რა ქნას? დროის ტარებისთვის არა აქვს ფული. აქ კი სულ სხვაგვარადაა ყველაფერი. ერთია ტრაპეზი მდიდრისთვისაც და ღარიბისთვისაც. მდიდარს არ ძალუძს რაიმე შეჰმატოს ამ ტრაპეზს, ღარიბს კი სულაც არ სჭირდება ფული მასზე დასასწრებად, რადგან აღდგომის ტრაპეზი ღვთიური მადლია, რომელიც ყველას ეფინება და ყველას დააპურებს, ვინც მას ხელს არ ჰკრავს და არ განერიდება. სიმდიდრე ვერ დაგაპურებს ღვთიური მადლით, მადლს ვერ შეისყიდი. სიღატაკე ვერ შეაფერხებს მადლის მიღებას. იგი ღვთიური ძღვენია. ამ ტრაპეზს მეფეც და მონაც ერთნაირად ეზიარება. ხანდახან შეიძლება მონას უმეტესი პატივის კი ხვდეს წილად, მეფეს მეტი შესაძლებლობა აქვს დაცემისა და თუ ვერ შეინახა თავი, მის მეფურ პატივს ცოდვები აქარწყლებს. ღატაკს კი ფიზიკურად მეტად შეუძლია სიწმინდის დაცვა, რადგან ბევრს მუშაობს და ცოდვის ჩადენისთვის დროც კი არ რჩება. მაშ, ერთად ვიზეიმოთ ეს დიადი და ნათელი დღესასწაული - ქრისტეს აღდგომა. ვიზეიმოთ იგი ერთობითა და სიწმინდით. ქრისტე აღსდგა და აღადგინა სამყარო. ქრისტე აღსდგა და დაემხო სიკვდილი. ხედავ, ადამიანო, ძღვენის სიდიადეს? მაშ, შეინახე ეს სიმდიდრე სულში, გაუღე მას გული კარი! და აივსები სიცოცხლით, სიხარულით, თავისუფლებით და სიყვარულით. ამინ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 4 2024, 10:59 AM
პოსტი
#259
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"1921 წლის 25 თებერვლიდან, საქართველოში კომუნისტური რეჟიმის ძალადობით დამყარების შემდეგ, ქართული მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია უნუგეშო მდგომარეობაში აღმოჩნდა.
განსაკუთრებით რთული იყო 1923 წის აღდგომის დღესასწაული,რა დროსაც განსაკუთრებული სისასტიკით დაარბიეს ტაძრები და შეურაცხყვეს სიწმინდეები" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 5 2024, 08:00 PM
პოსტი
#260
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დღე აღდგომისა უფრო მეტად ეძღვნება ქრისტეს, ვიდრე წელიწადის რომელიმე სხვა დღე; ეს დღე ეძღვნება ქრისტეს განდიდებას და სიკვდილზე გამარჯვების ზეიმს"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:37 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი